You are on page 1of 3

კაზუსი

ა წავიდა სამოგზაუროდ და ელექტროღუმელი დარჩა ჩართული, რამაც ხანძარი


გააჩინა.მეზობელმა მიუხედავად იმისა,რომ გასაღები ჰქონდა კარი შეამტვრია და
ხანძარი ჩააქრო.კარის შემტვრევით მნიშვნელოვანი ზიანი მიეყენა .შეაფასეთ
სამართლებრივად დაისჯებოდა თუ არა მეზობელი სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი
ნაწილით გათვალისწინებული გარემოებით?

ჰიპოთეზა

შესაძლოა მეზობელმა კარის შემტვრევით,რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი


ჩაიდინა სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

ქმედები შემადგენლობა

ქმედების ობიექტური შემადგენლობა

სუბიექტი: მეზობელი

ობიექტი: ა-ს კარი

ქმედება: გამოიხატა მოქმედებაში,კერძოდ,მეზობლის მიერ კარის შემტვრევით და


ხანძარის ჩაქრობით.

შედეგი: მეზობლის მიერ კარის შემტვრევით შედეგი სახეზეა ,კერძოდ ,კარს მიეყენა
მნიშვნელოვანი ზიანი.

მიზეზობრივი კავშირი:მიზეზობრივი კავშირი სახეზეა,მეზობელს კარი რომ არ შეემტვრია


მნიშვნელოვანი ზიანი არ მიეყენებოდა ა-ს ქონებას,მეზობლის ქმედებას მნიშვნელოვანი
მატერიალური ზიანი მიადგა.

ობიექტური შერაცხვა: პირს ობიექტურად ქმედება არ შეერაცხება ,რადგან მას არ შეუქმნია


თავისი ქმედებით რისკი,არამედ მან შეამცირა საფრთხე იმისა ,რომ ხანძარი მეტად
გამწვავებულიყო და მსხვერპლი მოჰყოლოდა.

ქმედების სუბიექტური შემადგენლობა

სუბიექტური შემადგენლობა სახეზე არ არის,რადგან მან კარი ხანძარის ჩაქრობის მიზნით


შეამტვრია.

მართლწინააღმედგობა

მიუხედავად იმისა,რომ მეზობლის ქმედებამ მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიაყენა


ა-ს,მას სურდა ხანძარის ჩაქრობა ანუ საფრთხის შემცირება.მან ნაკლებადმნიშნველოვანი
სამართლებრივი სიკეთის ფასად გადაარჩინა მეტად მნიშვნელოვანი სამართლებრივი
სიკეთე ადამიანის სიცოცხლე.

სახეზე არ არის

ბრალი

ბრალუუნაროა

დასკვნა
მეზობელი ა-ს კარის შემტვრევით,რამაც გმაოიწვია მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი
არ დაისჯება სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელით

კაზუსი 2

ა-ს სჯეროდა რომ ჯადოს გაკეთებით ადამიანის მოკვლა შესაძლებელი იყო.მას არ


მოსწონდა ბ და მისი მოკვლა სურდა.ბ-ს ტანსაცმელს მოჯადოებული წყალი
შეაპკურა,მაგრამ ბ-მ როცა ჩაიცვა ტანსაცმელი მას არაფერი მოსვლია.დაისჯება თუ არა ა ?

ჰიპოთეზა

შესაძლოა ა-მ ბ-ს ტანსაცმელზე მოჯადოებული წყლის შეპკურებით ჩაიდინა სისხლის


სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახი დამთავრებული დანაშაული .

ქმედების შემადგენლობა

ქმედების ობიექტური შემადგენლობა

სუბიექტი: ა

ობიექტი: ბ-ს სიცოცხლე

ქმედება: გამოიხატა მოქმედებაში,კერძოდ,ა-მ ბ-ს ტანსაცმელს მოჯადოებული წყალი


მიაპკურა იმ მიხნით,რომ ბ-ს სიკვდილი დადგებოდა.

შედეგი: ა-ს მიერ ბ-ს ტანსაცმელზე მოჯადოებული წყლის მიპკურებით შედეგი არ


რეალიზდა.

მიზეზობრივი კავშირი: სადავოა მიზეზობრივი კავშირის არსებობა ,რადგან შედეგი სახეზე


არგვაქვს.ა-ს სურდა ბ-ს სიკვდილი,რის გამოც მოჯადოებული წყაი მიაპკურა ბ-ს
ტანსაცმელს,მაგრამ ბ-ს არაფერი მოსვლია,შედეგი არ
რეალიზდა,შესაბამისად,მიზეზობრივი კავშირი არ იკვეთება.

ობიექტური შერაცხვა:ობიექტურად შეერაცხება,რადგან შექმნა რისკი იგივე


საფრთხე,ისეთივე შედეგის დადგომის რაც სსკ-ით არის დასჯადი,კერძოდ ,ბ -ს სიკვდილი .

ქმედების სუბიექტური შემადგენლობა

სუბიექტური შემადგენლობა სახეზეა,ა-ს სურდა ბ-ს სიკვდილი.სახეზეა


ცოდნაც,ნებელობაც,სურვილიც.სახეზეა პირდაპირი განზრახვა .

მართლწინააღმდეგობა

მართლწინააღმდეგობის მამომრიცხველი გარემოებები არ გვაქვს.

ბრალი

მიუხედავად იმისა რომ პირდაპირი განზრახვით მოქმედებდა ა,საორჭოფოა რამდენად


არის დასჯადი მისი ქმედება,რადგან შედეგი არ რეალიზებულა .IN DUBIO PRO REO-ს
მიხედვით მას ვაპატიებთ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას,რადგან შედეგი სახეზე
არგვაქვს.

დასკვნა
შესაბამისად,ა- ბ-ს ტანსაცმელზე მოჯადოებული წყლის მიპიკურებით არ დაისჯება
განზრახი დამთავრებული დანაშაულისთვის.

You might also like