You are on page 1of 9

კაზუსის ამოსნის მეთოდიკა სისხლის სამართალში

თსუ, იურიდიული ფაკულტეტი


2021 წ.

კაზუსი I

ჯუანშერმა და მისმა ორმა მეგობარმა მოილაპარაკეს და გადაწყვიტეს, რომ თავს


დასხმოდნენ მათ მეზობელ ევტეხის.
5 მარტს, 19 საათსა და 40 წუთს, როდესაც ევტეხი სამსახურიდან სახლში დაბრუნდა,
დაახლოებით 10 წუთში, მისი ბინის კარზე ზარის ხმა გაისმა. ევტეხიმ კარი გააღო.
მის წინ აღმოჩნდა შეიარაღებული ჯუანშერი და მისი ერთი მეგობარი ავთანდილი.
ისინი ბინაში შევარდნენ და იარაღის მუქარით მოთხოვეს ევტეხის ძვირფასეულობა
და ფული. მათი კიდევ ერთი თანამზრახველი ტარიელი კი კართან დარჩა, რომ
არავინ არ დასდგომოდათ თავზე. ევტეხიმ თავდამსხმელებს ნებაყოფლობით
გადასცა ძვირფასეულობა და ფული, რომელიც მთლიანობაში 16000 ლარის
ტოლფასი იყო.
ჯუანშერმა და მისმა მეგობრებმა დატოვეს შემთხვევის ადგილი და სცადეს მიმალვა.
აღნიშნულ მომენტში შემოხვდათ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. ორმხრივი
სროლის შედეგად გარდაიცვალა ერთი საპატრულო პოლიციის თანამშრომელი და
მძიმედ დაიჭრა ტარიელი.
დააკვალიფიცირეთ სსკ-ის მიხედვით ჯუანშერისა და მისი მეგობრების ქმედება?

ამოხსნა I

ჯუანშერის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა:

ჰიპოთეზა: შესაძლებელია, ჯუანშერს დაეკისროს სისხლისსამართლებრივი


პასუხისმგებლობა სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის
„ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ე.ი.
ყაჩაღობისთვის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით,
დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით.

1. ქმედების შემადგენლობა
ა) ქმედების ობიექტური შემადგენლობა
ჯუანშერი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სხვის ქონებას. ამასთანავე, მან
იარაღის გამოყენებით განახორციელა თავდასხმა, რომელსაც თან ახლდა
სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარა.
მუქარა იყო იმწუთიერი და რეალური. აღნიშნული დანაშაული მიეკუთვნება

დავალების წარმოდგენის ბოლო ვადა არის 2021 წლის 2 ივნისი.


მაქსიმალური შეფასება თითოეული კაზუსის არის 15 ქულა.
კაზუსის ამოსნის მეთოდიკა სისხლის სამართალში
თსუ, იურიდიული ფაკულტეტი
2021 წ.

ფორმალურ დანაშაულთა კატეგორიას, შესაბამისად, დამთავრებულია მაშინ, როცა


თავდასხმა განხორციელებულია.
ბ) ქმედების სუბიექტური შემადგენლობა
ჯუანშერს განზრახ უნდა ემოქმედა. სსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად განზრახვა
გულისხმობს გმედების ობიექტური შემადგენლობის ცოდნას და სურვილს.მას
ჰქონდა ქმედების ობიექტური შემადგენლობის განხორციელების ცოდნა და
სურვილი. გარდა ამისა მას გააჩნდა დიდი ოდენობით ნივთის მართლსაწინააღმდეგო
მისაკუთრების მიზანი.
2. მართლწინააღმდეგობა და ბრალი
ჯუანშერი მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად.
3. ბინაში შევარდნით და შესაბამისად უკანონი შეღწევის შედეგად ჯუანშერმა
განახორციელა ყაჩაღობის მაკვალიფიცირებელი გარემოება, სსკ-ის 179-ე მუხლის მე-
3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად.
4. ვინაიდან, ჯუანშერი ავთანდილთან და ტარიელთან ერთად მოქმედებდა,
შეიძლება მან პასუხი აგოს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი
ყაჩაღობისთვის,სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ‘’ბ’’ ქვეპუნქტის
შესაბამისად.ამისთვის აუცილებელია, რომ დანაშაულის ჩადენაში მონაწილეობდეს
ორი ან მეტი პირი წინასწარი შეთანხმებით. ჯუანშერი, ავთანდილი და ტარიელი
წინასწარი იყვნენ შეთანხმებულნი დანაშაულის ჩასადენად. შესაბამისად, ჯუანშერმა
განახორციელა სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული დანაშაული.
5. ჯუანშერი დარჩენილ ორ მეგობერთან ერთად დაეუფლა 16000 ლარის
ღირებულების ქონებას. რაც გვაძლევს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ”
ქვეპუნქტით გაწერილ მაკვალიფიცირებელ გარემოებას. სსკ-ის 177-ე მუხლის
შენიშვნის პირველი ნაწილის თანახმად, კოდექსის ამ თავში დიდ ოდენობად
ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით.
დასკვნა: ჯუანშერს დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა სსკ-ის
179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტის, მე-3 ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტების
შესაბამისად.

ავთანდილის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა:


ჰიპოთეზა: შესაძლებელია, ავთანდილს დაეკისროს სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობა სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის
„ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ე.ი.

დავალების წარმოდგენის ბოლო ვადა არის 2021 წლის 2 ივნისი.


მაქსიმალური შეფასება თითოეული კაზუსის არის 15 ქულა.
კაზუსის ამოსნის მეთოდიკა სისხლის სამართალში
თსუ, იურიდიული ფაკულტეტი
2021 წ.

ყაჩაღობისთვის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით,


დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით.
კაზუსის ფაბულიდან გამომდინარე ვვარაუდობ ,რომ ავთანდილი არ იყო
შეიარაღებული,მაგარამ ამავდროულად შეიძლება ვცდები,მაგრამ ის ,რომ
ავთანდილი ახორციელებდა სსკ-ის 179-ე მუხლის შემადგენლობას, ძალადობის
მუქარას, აქტიური თავდამსხმელის გვერდით დგომით ცალსახაა. ის ასევე დაეუფლა
ქონებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, შესაბამისად, ჯუანშერის
მიერ ჩადენილი ქმედების თანაამსრულებლობისთვის ავთანდილს დაეკისრება სს-ვი
პასუხისმგებლობა სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტის, მე-3 ნაწილის
„ბ” და „გ” ქვეპუნქტების შესაბამისად (ისევე, როგორც ჯუანშერს).

დასკვნა:ავთანდილს დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა სსკ-ის


179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტის, მე-3 ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტების
შესაბამისად.

ტარიელის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა:

ჰიპოთეზა:შესაძლებელია,რომ ტარიელს დაეკისროს სისხლისსამართლებრივი


პასუხისმგებლობა სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის
„ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, ე.ი.
ყაჩაღობისთვის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით,
დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით.

ტარიელი არ შესულა ბინაში, არ განუხორციელებია თავდასხმა, თავად არ


დაუფლებია ქონებას, თუმცა ის შეიძლება, ყოფილიყო მეგობრების მიერ
განხორციელებული ქმედების თანაამსრულებელი.

1. ქმედების შემადგელობა

ა) ქმედების ობიექტური შემადგენლობა

ტარიელი თავად არ დაუფლებია სხვის მოძრავი ნივთი,მაგრამ იგი შეიძლება იყოს


მეგობრების მიერ განხორციელებული ქმედების შემადგენლობის
თანაამსრულებელი.ტარიელს უნდა ჰქონოდა ქმედებაზე ფუნქციონალური
ბატონობა, ანუ იგი ფუნქციონალურად დაკავშირებული უნდა ყოფილიყო ქმედების
შემადგენლობის განხორციელების უშუალო პროცესთან. ფუნქციონალური
ბატონობის თეორიის მიხედვით, თანაამსრულებელია ის პირი, რომელსაც თუმცა არ
მიუღია მონაწილეობა ქმედების ობიექტური შემადგენლობის განხორციელებაში,

დავალების წარმოდგენის ბოლო ვადა არის 2021 წლის 2 ივნისი.


მაქსიმალური შეფასება თითოეული კაზუსის არის 15 ქულა.
კაზუსის ამოსნის მეთოდიკა სისხლის სამართალში
თსუ, იურიდიული ფაკულტეტი
2021 წ.

მაგრამ ფუნქციონალურად არის დაკავშირებული ქმედების შემადგენლობის


განხორციელებასთან. არსებობს ფორმალურ-ობიექტური თეორიაც. მოცემული
თეორიის თანახმად, პირი, რომელიც ფიზიკურად უშუალოდ არ ახორციელებს
ქმედების ობიექტურ შემადგენლობას და მხოლოდ ფუნქციონალურად არის
დაკავშირებული შემადგენლობის განხორციელებასთან, შეიძლება იყოს მხოლოდ
სსკ-ის 24-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სუბიექტი-დამხმარე.

როგორც გერმანული, ასევე ქართული სასამართლო პრაქტიკა იზიარებს ე.წ.


ფუნქციონალურ თეორის. ამ თეორიის თანახმად, ტარიელი არის
თანაამსრულებელი. მისი ფუნქციონალური კავშირი ქმედების განხორციელებასთან
გამოიხატება მეთვალყურეობაში, რათა საფრთხის შემთხვევაში მიაწოდოს
ინფორმაცია სხვებს. იგი დანაშაულის ჩადენის პროცესში დაბრკოლებას აცილებს
უშუალო ამსრულებლებს და აძლევს მათ შესაძლებლობას, ბოლომდე მიიყვანონ
დანაშაული.მაშასადამე, ტარიელს ქმედებაზე გააჩნდა ფუნქციონალური ბატონობა.

ბ) ქმედების სუბიექტური შემადგენლობა

ტარიელს უნდა ჰქონდეს თანაამსრულებლისთვის დამახასიათებელი ქმედების


შემადგენლობის საერთო გეგმის შესაბამისად განხორციელების ნება.ტარიელი
მოქმედებდა მეგობრებთან შემუშავებული გეგმის შესაბამისად. აქედან გამომდინარე,
მას ჰქონდა განზრახვა ქმედების ობიექტური შემადგენლობის განხორციელების
მიმართ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ იკვეთება ის ფაქტი, რომ კარში დგომისთვის
და ამგვარად გაწეული დახმარებისთვის ის მიიღებდა გარკვეულ, წინასწარ
განსაზღვრულ თანხას. შესაბამისად, მოლაპარაკების წამიდან მას გააჩნდა თანაბრად
უფლებამოსილი პარტნიორის როლი, მოქმედებდა თანაამსრულებლის ნებით .

2. მართლწინააღმდეგობა და ბრალი

ტარიელი მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგოდ და ბალეულად.

ყაჩაღობისათვის ზემოაღნიშნული ყველა მაკვალიფიცირებელი გარემოება


გავრცელდება ტარიელზეც.

დასკვნა:ტარიელს დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა სსკ-ის


179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

შედეგი:

დავალების წარმოდგენის ბოლო ვადა არის 2021 წლის 2 ივნისი.


მაქსიმალური შეფასება თითოეული კაზუსის არის 15 ქულა.
კაზუსის ამოსნის მეთოდიკა სისხლის სამართალში
თსუ, იურიდიული ფაკულტეტი
2021 წ.

ჯუანშერს დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა სსკ-ის 179-ე


მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ე.ი. ყაჩაღობისთვის, წინასწარი
შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის
დაუფლების მიზნით.

ავთანდილს დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა სსკ-ის 179-ე


მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ე.ი. ყაჩაღობისთვის, წინასწარი
შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის
დაუფლების მიზნით.

ტარიელს დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა სსკ-ის 179-ე


მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ე.ი. ყაჩაღობისთვის, წინასწარი
შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის
დაუფლების მიზნით.

ჰიპოთეზა: შესაძლებელია ჯუანშერმა და მისმა მეგობრებმა ჩაიდინეს სსკ-ის 108-ე


მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

ამ ეტაპზე უნდა შევაფასოთ, ქმედება ,რომლის დროსაც გარდაიცვალა ერთი


საპატრულო პოლიციის თანამშრომელი .ჯუაშერის და მისი მეგობრების მიერ
ჩადენილი ქმედება ,გამოხატულია მოქმედებაში.მოქმედება
სისხლისსამართლებრივი მნიშვნელობით არის მოქცეული ან მოქცევადი
სოციალურად მნიშვნელოვანი ქცევა. საპატრულო პოლიციის თანამშრომელი მოკვლა
აქტიურ მოქმედებას წარმოდგენს,რომელიც ჯუანსერის და მის მეგობრების
ბატონობის ქვეშ იყო. ასევე უნდა დავადგინოთ ,ჯუანშერს და მის მეგობრებს
ჰქონდათ თუ არა საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მკვლელობის
განზრახვა.სსკ-ის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად განზრახ დანაშაულად
ითვლება ქმედება,რომელიც ჩადენილია პირდაპირი ან არაპირდაპირი
განზრახვით.პირდაპირი განზრახვით არ მოქმედებდნენ ,რადგან მათ არ სურდათ
პოლიციის თანამშრომლის სიკვდილი.ხოლო რაც შეეხება არაპირდაპირ განზრახვას
უნდა შევამოწმოთ.არაპირდაპირი განზრახვის დროს პირს არ სურს დამდარი
შედეგი,მაგრამ ეს არ ნიშნავს ,რომ ნებელობის ხარისხი ამ შემთხვევაში ნულის
ტოლია,არამედ იგულისხმება მხოლოდ ის,რომ იგი არ მოქმედებდა სურვილის

დავალების წარმოდგენის ბოლო ვადა არის 2021 წლის 2 ივნისი.


მაქსიმალური შეფასება თითოეული კაზუსის არის 15 ქულა.
კაზუსის ამოსნის მეთოდიკა სისხლის სამართალში
თსუ, იურიდიული ფაკულტეტი
2021 წ.

მაღალი ხარისხით.თუ დადგინდება ,რომ სამივე მეგობარი შეიარაღებულები იყვნენ


და სამივემ ესროლეს საპატრული პოლიციის თანამშრომლის მიმართულებით,ამ
დროს მათ მიერ ჩადენილ ქმედებას უნდა დაკვალიფიციროთ ევენტუალური
განზრახვით ჩადენილი განზრახი მკვლელობის მცდელობა.ეს ის შემთხვევაა, როცა
დადგენილი არ არის ,თუ რომელი მათგანის მიერ გასროლილმა ტყვიამ გამოიწვია
სასიკვდილო შედეგი.მართალია ქართულ სისხლის სამართლის თეორიაში დღემდე
გაბატონებული შეხედულებით ,დანაშაულის მცდელობა შეიძლება მხოლოდ
პირდაპირი განზრახვით ჩადეილ ქმედებაში ,ხოლო ეველტუალური განზრახვის
დროს კვალიფიკაია ხდება კონკრეტულად დამდგარი შედეგის მიხედვით.სსკ-ის მე-9
მუხლის მე-3 ნაწლი ითვალისწინებს ევენტუალუი განზრახვის ორ შემთხვევას,როცა:
პირა გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების
მართლწინააღმდეგობა,ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის
შესაძლებლობას და არ სურს ეს შედეგის დადგომას,მაგრამ შეგნებლად უშვებს მის
დადგომას;მეორე როცა პირს არ სურს ეს შედეგი,მაგრამ გულგრილად ეკიდებოდა
მის დადგომას.ჯუანშერი და მისი მეგობრები ითვალისწინებდნენ საპატრულო
პოლიციის თანამსრომლის სიკვდილის შესაძლებლობას,რითაც სახეზეა,როგორც
ევენტუალური განზრახვის ,ასევე თვითიმედოვნებისათვის საერთო მინიმალური
მოთხოვნა,მაგრამ საკითხვია,ჩადენილია განზრახი მკვლელობა,თუ მხოლოდ
სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა?განზახვის არსებობის დასაბუთების
არგუმენია ის,რომ მათ მსხვერპის სიკვდილის შესაძლებლობა კონკრეტუად თვალწინ
ედგათ,ხოლო განზრახვის დასაბუთების საწინააღმდეგოს მეტყველებს, ის ,რომ მათ
მსხვერპლის სიკვდილის ნებელობა აქ ჰქონდათ.მეორე ვარიანტის მიხედვით თუ
ვიტყვით,რომ შეიარაღებული იყო მხოლოდ ჯუანშერი ,უფრო მატივია რადგან
ცალსახა იქნება ,რომ ჯუანშერის სროლის შედეგად გარდაიცვალა საპატრულო
პოლიციის თანამსრომელი და მის მიმართ გამოვიყენეთ გვექნება არაპირდაპირი
განზრახვა. დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ,რომ თუ სამივე მეგობარს ჰქონდა
იარაღი და სამივემ ესროლის და ვერ დადგინდა,თუ რომლის სროლის შედეგად
გარდაიცვალა საპატრულო პოლიციის თანამშმელი, მაშინ გვექნება სსკ-ის 108-ე ,მე-19
მუხლით გათვალისწინებული დანაშაული,ხოლო თუ მარტო ჯუანშერს ჰქონდა
მაშინ არაპირდაპირი განზრახვა. ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ სსკ-ის 109-ე მუხლს
1-ნაწილის ‘’ბ’’ ქვეპუნქტი თუ ჩადენილი მკვლელობა განზრახ საფრთხეს უქმნის
სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას,იმ შემთხვევაში თუ ეს იქნებოდა ისეთ
ადგილას, სადაც ხალხმრავლობაა, გვექნობდა აღნიშნული მაკვალიფიცირებელი
გარემოებაც.

დავალების წარმოდგენის ბოლო ვადა არის 2021 წლის 2 ივნისი.


მაქსიმალური შეფასება თითოეული კაზუსის არის 15 ქულა.
კაზუსის ამოსნის მეთოდიკა სისხლის სამართალში
თსუ, იურიდიული ფაკულტეტი
2021 წ.

კაზუსი II

ავთანდილმა გადაწყვიტა შური ეძია მის კლასელ დავითზე, რომელმაც სკოლის


პერიოდში მას მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა თანაკლასელების წინ. ავთანდილი ამ
წყენას წლების განმავლობაში ატარებდა. ავთანდილს როგორც ძველ სამხედრო პირს
შეირაღებაში ჰქონდა არაკანონიერი გზით შეძენილი ხელყუმბარა. მისი განზრახვა
იყო, რომ დავითის საცხოვრებელ ფანჯარაში შეეგდო ხელყუმბარა და აეფეთქებინა
იგი. ავთანდილი ასეც მოიქცა, თუმცა დავითი იმ ბინაში აღარ ცხოვრობდა.
აღნიშნული ბინა დავითს ერთი თვით ადრე გაეყიდა ახალგაზრდა ცოლ-ქმარზე.
ხელყუმბარის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა ახალგაზრდა ცოლ-ქმარი და მათ
მეზობელს მძიმედ დაუზიანდა ჯანმრთელობა.

დააკვალიფიცირეთ სსკ-ის მიხედვით ავთანდილის ქმედება.

ამოხსნა II

მოცემულ შემთხვევაში უნდა აღვნიშნოთ ,რომ შესაძლებეია, ადგილი ჰქონოდა


შეცდომას პიროვნებაში. ავთანდილს განზრახული ჰქონდა, რომ მოეკლა დავითი ისე,
რომ დავითის საცხოვრებელ ფანჯარაში შეეგდო ხელყუმბარა და აეფეთქებინა იგი.
თუმცა, დავითის ნაცვლად მოკვდა ახალგაზრდა ცოლ-ქმარი. შეცდომა პიროვნებაში
წარმოადგენს შეცდომის ისეთ სახეს, როდესაც პირს მხედველობაში არ ჰყავს
მსხვერპლი და მის ნაცვლად კლავს სხვა პირს. აქვე უნდა აღვნიშნოთ ,რომ ასეთ დროს
გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას,რეალურად ხელყოფილი და ის
სამართლებრივი სიკეთე,რომლის ხელყოფას იყო განზრახული,წარმოადგენენ თუ
არა თანამედროვე სამართლებრივი ღირებულების მქონე სამართლებრივ
სიკეთებს.თუ ორივე ობიექტი თანაბარი სამართლებრივი ღირებულება აქვს,ქმედების
კვალიფიკაცია უნდა მოხდეს ,როგროც დამთავრებული განზრახი მკვლელობა.ამ
კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე გვაქვს თანაბარი ღირებულების მქონე
სამართლებრივი სიკეთეები ,რადგან აფეთქების შედეგად გარდაიცვალა ახალგაზრდა
ცოლ-ქმარი.მოცემულ კაზუსში პრობლემატურია ის, რომ გარდაცვლილი არის ორი
პირი. ავთანდილს ჰქონდა ერთი პირის ,კერძოდ დავითის მოკვლის განზრახვა. იმ
შემთვევაში თუ ამ ცოლ-ქმრიდან მოკვდებოდა ერთ-ერთი, მასზე ჩვეულებრივ
გავავრცელებდით იმ განზრახვას, რომელიც ავთანდილს დავითის მიმართ გააჩნდა.
ამ შემთხვევაში კი, ვფიქრობ, რომ განზრახვა შეიძლება გავრცელდეს ერთ-ერთზე,

დავალების წარმოდგენის ბოლო ვადა არის 2021 წლის 2 ივნისი.


მაქსიმალური შეფასება თითოეული კაზუსის არის 15 ქულა.
კაზუსის ამოსნის მეთოდიკა სისხლის სამართალში
თსუ, იურიდიული ფაკულტეტი
2021 წ.

ხოლო მეორეზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ გაუფრთხილებლობით სიცოცხლის


მოსპობაზე, კერძოდ, თვითიმედოვნებაზე, რადგან ავთანდილს სურდა, რომ მოეკლა
ერთი პირი და მოკლა კიდეც, მაგრამ მას არ სურდა მეორე პირის მკვლელობა.
ავთანდიილი უსაფუძვლოდ იმედოვებდა, რომ დავითი მარტო იქნებოდა, მაგრამ მის
საცხოვრებელ სახლში აღმოჩნდა ორი პირი. ამ მსჯელობით, ავთანდილის ქმედება
დაკვალიფიცირდება სსკ-ის 108-ე და 116-ე მუხლის პირველი ნაწილით.
მეორეს მხრივ, შეიძლება ვთქვათ, რომ ერთ-ერთი მეუღლის მიმართ ჰქონდა
პირდაპირი განზრახვა (ისეთი, როგორიც გააჩნდა დავითის მიმართ), ხოლო მეორე
მეუღლის მიმართ მოქმედებდა არაპირდაპირი განზრახვით.პირდაპირი
განზრახვისათვის დამახასიათებელია ის,რომ პირს გაცნობიერებული აქვს თავისი
ქმედების მართლწინააღმდეგობა,ითვალისწინებს მართლსაწინააღმდეგო შედეგის
დადგომას და სურს ეს შედეგი,ან ითვალისწინებს ასეთი შედეგის დადგომის
გარდაუვალობას.(სსკ-ის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილი).არაპირდაპირი განზრახვის
დროს პირს არ სურს მართლასწინააღმდეგო შედეგი,მაგრამ შეგნებულად უშვებს ან
გულგრილად ეკიდება მის დადგომას.(სსკ-ის მე-9 მუხლის მე-3
ნაწილი).ხელყუმბარის საცხოვრებელ სახლში შეგდებით მან იცოდა, რომ ჩადიოდა
მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, ითვალისწინებდა შედეგის დადგომას, თუმცა
გულგრილად ეკიდებოდა იმ ფაქტს, რომ შესაძლებელი იყო სხვა პირებიც
დაეზიანებინა. ანუ, ავთანდილს მართალია ჰქონდა პირდაპირი განზრახვა ოთახში
მყოფი ერთი პირის მკვლელობისა, მაგრამ ამასთანავე მოქმედებდა არაპირდაპირი
განზრახვით ოთახში შესაძლო მყოფ პირთა მიმართ. ასეთ დროს, ავთანდილის
ქმედება დაკვალიფიცირდება სსკ-ის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
აქვე, შეიძლება ვიმსჯელოთ სხვა მაკვალიფიცირებელ გარემოებებზე, მაგალითად
109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე - ისეთი საშუალებით, რომელიც
განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობა. ამ შემთვევაში
გასარკვევია, საცხოვრებელი სახლი იყო კორპუსში თუ პირობითად ქალაქგარეთ. იმ
შემთხვევაში თუ ეს იქნებოდა ისეთ ადგილას, სადაც ხალხმრავლობაა, გვექნობდა
აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოებაც.კაზუსის ფაბულიდა ჩანს ,რომ
ხელყუმბარის აფეთქების შედეგად მეზობელს მძიმედ დაუზიანდა
ჯანმრთელობა,შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ ,რომ სახეზე გვექნება აღნიშნული
მაკვალიფიცირებელი გარემოება.მეზობლის შემთხვევაში იგი მოქმედებდა
არაპირდაპირი განზრახვით არ სურდა ასეთი შედეგის დადგომას,მაგრამ უნდა
გაეთვალისწინებინა ,რომ აფეთქებას უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან
ჯანმრთელობა.

დავალების წარმოდგენის ბოლო ვადა არის 2021 წლის 2 ივნისი.


მაქსიმალური შეფასება თითოეული კაზუსის არის 15 ქულა.
კაზუსის ამოსნის მეთოდიკა სისხლის სამართალში
თსუ, იურიდიული ფაკულტეტი
2021 წ.

ზემოაღნიშნულ მსჯელობებში პრობლემას ქმნის ისიც, რომ ვერ დგინდება, თუ ვის


მიმართ ჰქონდა ავთანდილს პირდაპირი და არაპირდაპირი განზრახვა. თუმცა, თუ
გავყვებით პიროვნებაში შეცდომას, რელევანტური იქნება თუ ვის მიმართ რა
განზრახვა გააჩნდა, რადგან ერთზე პირდაპირი იქნება, მეორეზე - არაპირდაპირი.
იქიდან გამომდინარე, რომ კაზუსის ფაბულიდან არ იკვეთება რაიმე ინფორმაცია, მის
შინაგან განწყობასთან, იმასთან დაკავშირებით თუ რა ინფორმაციას ფლობდა და ა.შ.
რთულია ერთმნიშვნელოვნად ერთი პოზიციისკენ მიმხრობა.
მეორე ვარიანტით, შეიძლება ადგილი ჰქონდეს სსკ-ის 229-ე მუხლის მეოთხე ნაწილის
,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას. ასეთ დროს, სსკ-ის 229-ე მუხლის
ქმედების კვალიფიკაციისათვის, ირელევანტურია თუ კონკრეტულად ვის მიმართ
ჰქონდა განზრახვა. საკმარისია ის, რომ პირი იყენებდა ასაფეთქებელ ნივთიერებას და
მიზნად ჰქონდა დასახული ადამიანისთვის სიცოცხლის მოსპობა. შედეგის მიხედვით
კი გვექნება 229-ე მუხლის შესაბამისი ნაწილი. კაზუსის ფაბულიდან ჩანს, რომ
ავთანდილი მოქმედებდა იმ განზრახვით, რომ სიცოცხლე მოესპო მესამე პირისთვის.
თანაბარღირებულებათა თეორიით კი, როგორც უკვე აღვნიშნე, კვალიფიკაციაზე
გავლენას ვერ მოახდენს ის თუ კონკრეტულად ვის მიმართ მოქმედებდა განზრახვით.
მოცემულ შემთხვევაში დადგა შედეგი, ორი პირისათვის სოცოცხლის მოსპობა.
შესაბამისად, გვექნება 229-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული ქმედება.
ის, რაც უდავოა კაზუსში არის ის, რომ ავთანდილს დაეკისრება
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით
გათვალისწინებული დანაშაულისთვის, ე.ი ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო
მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის
მართლსაწინააღმდეგო ტარებისთვის. ავთანდილს არაკანონიერი გზით ჰქონდა
შეძენილი ხელყუმბარა. ამავე მუხლის კომენტარებიდან გამომდინარე, ტარება
მოიცავს შეძენას და შენახვას, შესაბამისად დამატებითი კვალიფიკაცია საჭირო აღარ
არის.

დავალების წარმოდგენის ბოლო ვადა არის 2021 წლის 2 ივნისი.


მაქსიმალური შეფასება თითოეული კაზუსის არის 15 ქულა.

You might also like