You are on page 1of 4

სისხლის სამართლის კერძო ნაწილი 1~

პირველი შუალედური გამოცდა

ასოც. პროფ. ბაჩანა ჯიშკარიანი

ელენე ნარმანია

15 აპრილი 9:00

ა იყო ბ-ს საცოლე და ამის თაობაზე მეგობრებმაც და ოჯახის წევრებმაც იცოდნენ,


თუმცა, ერთ დღესაც მას სხვა შეუყვარდა და ქორწილამდე სულ ცოტა ხნით ადრე ბ-ს
გამოუცხადა, რომ უნდა დაშორებოდა. ბ ძალიან შეურაცხყოფილი დარჩა ამის გამო,
ვინაიდან ბევრი ადამიანის თვალში შერცხვებოდა, რომ საცოლემ მიატოვა და ა-ს
განუცხადა, თუ მიმატოვებ, თავს მოვიკლავო. ა-მ ის მაინც მიატოვა. ბ-მ საწამლავი
დალია, მაგრამ დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად გადარჩა.
დაისჯება თუ არა ა სისხლისსამართლებრივად?

კაზუსის ამოხსნა:
თვითმკვლელობამდე მიყვნა , სსკ მუხ. 115
ჰიპოთეზა: შესაძლებელია ა-ჩაიდინა სსკ-ის 115-ე მუხლით გათვალისწინებული
დანაშაული, პირის თვითმკვლელობამდე მიყვანა, როდესაც ბ- მიატოვა.

1. ქმედების შემადგენლობა
ქმედება
მართლსაწინაანღმდეგო ქმედების სსკ-ის 115-ე მუხლით დასჯადობისათვის
აუცილებელია სხვა ადამიანის თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის
ცდამდე მიყვანა, მსხვერპლისადმი მუქარით ან სასტიკი მოპყრობით, ანდა მისი
პატივის ან ღირსების სისტემატიური დამცირებით.
ა ბ-ს არ დამუქრებია, არც სასტიკად მოპყრობია, მან ბ შეურაცხყოფილი დატოვა
თუმცა ეს მას პატივის ან ღირსების სისტემატიურ დამცირებად ვერ ჩაეთვლება.
თუმცა თვითმკვლელობამდე მიყვანა უმოქმედობითაც შეიძლება
განხორციელდეს. ბ-მ ა-ს განუცხადა რომ უარის თქმის შემთხვევაში
თვითმკვლელობას შეეცდებოდა, თუმცა ა-ს ამაზე რეაგირება არ მოუხდენია.
რამაც გამოიწვია 115-ე მუხლით გათვალიწინებული სედეგის დადგომა.
შედეგი
115-ე მუხლით გათვალსიწინებული ქმედების შემადგენლობის შესაბამისი
შედეგი დამდგარია, ბ-ს მიერ საწამლავის დალევით, თვითმკვლელობის ცდით.
მიზეზობრივი კავშირი
ა-ს რომ ბ არ მიეტოვებინა, ბ არ ცდიდა თვითმკვლელობას.
ობიექტური შერაცხვა
ა-მ უარის თქმით ბ-ს თვითმკვლელობის მცდელობა გამოიწვია, მაგრამ
ქორწინებაზე უარის თქმა და საქმროს მიტოვება არ არის მართლსაწინაანღმდეგო
ქმედება, ა ბ-ს საკუთრებას არ წარმოადგენს , და არც იმის ვალდებულება ჰქონდა ,
რომ ბ-ს ცოლად გაჰყოლოდა მხოლოდ იმიტომ, რომ იგი თვითმკვლელობით
იმუქრებოდა. შესაბამისად ა-ს ქმედება ოქიექტურად ვერ შეერაცხება.

ვინაიდან არ არსებობს ქმედების ობიექტური შემადგენლობა ა სსკ-ის 115-ე


მუხლით ვერ დაისჯება.

შედეგი: ა არ ჩაუდენია სსკ-ის 115-ე მუხლით გათვალისწინებული, პირის


თვითმკვლელობამდე მიყვანა. შესაბამისად იგი ამავე მუხლით არ დაისჯება.

მე-2 კაზუსი

ა-მ შელაპარაკების ნიადაგზე გულმკერდის არეში ბ-ს დანა დაარტყა და


სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა. ბ მძიმე ოპერაციის შედეგად
თავდაპირველად გადარჩა, მაგრამ მეორე დღეს გართულების გამო მაინც
გარდაიცვალა. ა, მართალია, ძალიან გამწარებული იყო მასზე დანის დარტყმის
მომენტში, მაგრამ მოკვლის განზრახვა არ ქონია. როგორ შეფასდება მისი ქმედება?
-შეიცვლებოდა თუ არა კვალიფიკაცია, თუ ა-სთვის დანის დარტყმის მომენტში სულ
ერთი იქნებოდა, თუ რა დაემართებიდა ბ-ს?

კაზუსის ამოხსნა:
განზრახ მკვლელობის 108-ე მუხ.
ჰიპოთეზა : შესაძლებელია ა-მ ჩაიდინა სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული
განზრახი მკვლელობია, როდესაც ბ-ს დანა გულმკერდის არეში ჩაარტყა.

1. ქმედების შემადგენლობა
ა. ობიექტური სემადგენლობა
ქმედება
სსკ-ის 108-ე მუხლში სუბიექტი შეიძლებბა იყოს ნების მიერი სხვა პირი. ქმედების
ობიექტია ადამიანის სიცოცხლე.
მართლსაწინაანღმდეგო ქმედების სსკ-ის 19-ე. 108-ე მუხლით დასჯადობისათვის
აუცილებელია სხვა ადამიანის განზრახ მოკვლა, მოქმედებით ან უმოქმედობით. ა-მ
გულმკერდის არესი დანის ჩარტყმით მოკლა ბ. მართლსაწინაანღმდეგო ქმედება
განხორციელებულია.

შედეგი
108-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების სემადგენლობის შესაბამისი შედეგი,
ანუ გარდაცვალება დამდგარია.
მიზეზობრივი კავშირი
ე.წ. პირობათა, იგივე ეკვივალენტურობის თეორიის თანახმად ა-ს ქმედება
მიზეზობრივ კავშირშია ბ-ს სიკვდილთან. ვინაიდან, მის მიერ განხორციელებული
დანის ცარტყმის გარეშე ბ- არ გარდაიცვლებოდა.

ობიექტური შერაცხვა
ობიექტური სერაცხვა ასკარაა, ვინაიდან ა-მ დანის გულმკერდში ჩარტყმით სექმნა
სისხლისსამარათლებრივად რელევანტური საფრთხე, რომელის რეალიზებაც
კონკრეტულ კაზუსში მოხდა.

ბ. სუბიექტური შემადგენლობა
განზრახვა ( პირდაპირი ან არაპირდაპირი)
განზრახვის დადგენა დანაშაულის კვალიფიკაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
განზრახვა არის ქმედების ობიექტური შემადგენლობის ცოდნა და ნებელობა. ეს იმას
ნიშნავს რომ პიროვნებას გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს , რომ ჩადის ქმედების
შემადგენლობის ობიექტურ ნიშნებს და სურს შედეგი. კაზუსიდან ირკვევა, რომ ა-სა
და ბ-ს შორის მოხდა შელაპარაკება, და ა-ს არ ჰქონია ბ-ს მოკვლის სურვილი, და
მისთვის სულ ერთი არ იყო ბ გარდაიცვლებოდა თუ არა. ვინაიდან ა შეგნებულად არ
უშვებდა და არც გულგრილად ეკიდებოდა შედეგის დადგომას, მისი ქმედება
არაპირდაპირ განზრახვად ვერ დაკვალიფიცირდება. გარდა ამისა დანაშაულის
კვალ;იფიკაციისთვის დიდი მნისვნელობა აქვს ჩხუბის მაპროვოცირებელ
გარემოებებსაც, თუ ვინ წამოიწყო იგი და რამ გამოიწვია ა-ს ამგვარი ქმედება.
ვინაიდან თუ ჩხუბი ბ-ს წამოწყებულია და, მან ა- წააქეზა , ა-ს შეუმსუბუქდება
სასჯელი, და 108-ე ს ნაცვლად სხვა მუხლით გასამართლდება. ვინაიდან
დაუდგენელია მაპროვოცირებელი მიზეზი , დამნაშავის სასიკეთოდ უნდა
გადაწყდეს საქმე . ამიტომაც შედეგი იქნება სემდეგნაირი

პასუხი : ა არ დაისჯება სსკ-ის 108-ე მუხლით, ბ-ს სიცოცხლის მოსპობის გამო.

ჰიპოთეზა 2: შესაძლებელია ა-მ ჩაიდინა სსკ-ის 117 მუხლის მე-2 ნაწილით


გათვალისწინებული ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, როდესაც ბ-ს დანა
გულმკერდის არეში ჩაარტყა.
ქმედების ობიექტური შემადგენლობა იგივე დარჩება
2. ქმედების შემადგენლობა
ა. ობიექტური სემადგენლობა
ქმედება
სსკ-ის 117-ე მუხლის მე2 ნაწილის სუბიექტი შეიძლებბა იყოს ნების მიერი სხვა პირი.
ქმედების ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა .
მართლსაწინაანღმდეგო ქმედების სსკ-ის 117-ე მუხლის მე2 ნაწილის
დასჯადობისათვის აუცილებელია სხვა ადამიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე
დაზიანება , ა-მ გულმკერდის არესი დანის ჩარტყმით მოკლა ბ.
მართლსაწინაანღმდეგო ქმედება განხორციელებულია.

შედეგი
117-ე მუხლის მე 2 ნაწილით მუხლით გათვალისწინებული ქმედების
სემადგენლობის შესაბამისი შედეგი, ანუ გარდაცვალება დამდგარია.
მიზეზობრივი კავშირი
ე.წ. პირობათა, იგივე ეკვივალენტურობის თეორიის თანახმად ა-ს ქმედება
მიზეზობრივ კავშირშია ბ-ს სიკვდილთან. ვინაიდან, მის მიერ განხორციელებული
დანის ცარტყმის გარეშე ბ- არ გარდაიცვლებოდა.

ობიექტური შერაცხვა
ობიექტური სერაცხვა ასკარაა, ვინაიდან ა-მ დანის გულმკერდში ჩარტყმით სექმნა
სისხლისსამარათლებრივად რელევანტური საფრთხე, რომელის რეალიზებაც
კონკრეტულ კაზუსში მოხდა.

ბ. ქმედების სუბიექტური შემადგენლობა

ა-ს ჰქონდა ბ-ს ჯანმრთელობის დაზიანების განზრახვა, ვინაიდან დაჭრის მომენტსი


მან იცოდა რომ ზიანს აყენებდა ბ-ს ჯანმრთელობას , და ჰქონდა კიდეც ამისი
სურვილი, ვინაიდან მასზე გაბრაზებული იყო.
შედეგი: ა დაისჯეა სსკ-ის 117ე მუხლის მეორე ნაწილით , ბ-ს თვის მიყენებული
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების გამო

You might also like