You are on page 1of 4

sisxlissamarTlisზოგადი ნაწილი

IISualedurigamocda
asoc. prof. baCanajiSkariani

ელენე ნარმანია

ჯგუფი 8

სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, მე-2 შუალედური წერა.


bachana.jishkariani@tsu.ge

I kazusi – 15 ქულა
ჯარისკაც ა-ს მისმა მეთაურმა ბ-მ უბრძანა მშვიდობიანი მოქალაქე გ-ს მოკვლა.
ჯარისკაცმა იცოდა, რომ ასეთი ქმედების ჩადენა დაუშვებელი იყო, თუმცა, მას
მეთაური დახვრეტით დაემუქრა. ეს მუქარა სავსებით რეალური იყო. ჯარისკაცს
სხვა გამოსავალი არ ქონდა და გ მოკლა. შეაფასეთ მისი ქმედება.

კაზუსის ამოხსნა:

განზრახ მკვლელობა, სსკ მუხ.108

ჰიპოთეზა: შესაძლებელია ა-მ ჩაიდინა სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული


განზრახ მკვლელობა, როდესაც მან ბ-ს ბრძანებით გ სიცოცხლეს გამოასალმა.

1. ქმედების შემადგენლობა

ა) ობიექტური შემადგენლობა

ქმედება

მართლსაწინააღმდეგო ქმედების სსკ-ის 108-ე მუხლით დასჯადობისათვის


აუცილებელია სხვა ადამიანის განზრახ მოკვლა, ჩადენილი მოქმედებით ან
უმოქმედობით. ა-მ ბ-ს ბრძანება განახორციელა და მოკლა გ. სახეზეა მოქმედება.

შედეგი: 108-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის


შესაბამისი შედეგი დამდგარია.

მიზეზობრივი კავშირი

ე.წ. პირობათა, იგივე ეკვივალენტურობის თეორიის თანახმად ა-ს ქმედება


მიზეზობრივ კავშირშია გ-ს სიკვდილთან, ვინაიდან, მას რომკ ბრძანება არ
განეხორციელებინა გ არ გარდაიცვლებოდა.
ობიექტური შერაცხვა

მშვიდობიან მოქალაქეზე თავდასხმის ბრძანების განხორციელებით, ა-მ შექმნა


სამარტლებრივად გასაკიცხი საქმე, რომელიც კონკრეტულ შედეგში, გ-ს
უდანაშაულო მოქალაქის სიკვდილში აისახა.

ბ) სუბიექტური შემადგენლობა

იმისათვის რომ ა-ს ქმედება განზრახვად კვალიფიცირდეს საჭიროა ობიექტური


შემადგენლობის განხორციელების ცოდნა და ნებელობა. ეს იმას ნიშნავს, რომ
პიროვნებას გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს , რომ სჩადის ქმედების
შემადგენლობის ობიექტურ ნიშნებს და სურს შედეგი. ა მოცემულ შემთხვევაში
ითვალისწინებდა იმას, რომ დ-ს სიკვდილი დადგებოდა და ამის სურვილი
ჰქონდა. მას პირდაპირი განზრახვა ამოძრავებდა

2. მართლწინააღმდეგობა

ა-ს მოქმედება შესაძლებელია გამართლდეს აუცილებელი მოგერიებით

ა) გამართლების ობიექტური ნიშნები

აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა

ქმედების გამართლებისათვის, უპირველეს ყოვლისა საჭიროა, მოცემული იყოს


აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა. კერძოდ, სამართლებრივი სიკეთის
ხელყოფა უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და იმწუთიერი.

მართლსაწინააღმდეგო ხელყოფა: ხელყოფაში მოიაზრება ნებისმიერი ქმედება,


რომელიც აზიანებს სამართლებრივად დაცულ სიკეთეს. მოცემულ შემთხვევაში გ-
ს ა-ს მიმართ არ განუხორციელებია ხელყოფა, და მას არ დაურღვევია
სამართლებრივი წესრიგი.

განსხვავებით ბ-ს ქცევისაგან. ბ ა-ს დახვრეტით დაემუქრა და კაზუსში


მოცემულია ისიც, რომ ეს მუქარა, ანუ საფრთხე მხოლოდ ა-ს წარმოსახვაში არ
არსებობდა, არამედ იგი სრულიად რეალური იყო.

შესაბამისად არსებობს მართლსაწინააღმდეგო ქმედება მაგრამ, იგი


განხორციელებულ იქნა ბ-ს და არა გ-ს მიერ.

ხელყოფის იმწუთიერობა: მოცემულ შემთხვევაში ხელყოფა იმწუთიერი. იმ წუთას


მიმდინარეობს.

აუცილებელი მოგერიების მოქმედება

აუცილებელი მოგერიების მდგომარეობის გარდა უნდა შემოწმდეს გვაქვს თუ არა


აუცილებემი მოგერიების მოქმედება.
და ამ მოქმედების უფლება თავდამცველს უშუალოდ თავდამსხმლის მიერ
ენიჭება. ამ შემთხვევაში თავდამსხმელს წარმოადგენდა ბ და არა მშვიდობიანი
მოქალაქე გ, რომელზეც განხორციელდა მოქმედება.

აქედან ვასკვნით ,რომ ა-ს არ ჰქონია გ-ს მიმართ აუცილებელი მოგერიების


უფლება. ანუ იგი მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგოდ

3. ბრალი

სსკ-ის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით შესაძლოა ა განთავისუფლდეს ამ


დანაშაულისაგან, თუ არ არსებობს ბრალის გამომრიცხველი სხვა გარემოება.

ბ-ს მუქარა ა-ს, არ აძლევდა გ-ს მოკვლის უფლებას, შესაბამისად არავითარი


ბრალის გამომრიცხველი გარემოება არ გვაქვს

შედეგი

ა-მ ჩაიდინა სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული განზრახ მკვლელობა,


როდესაც მან ბ-ს ბრძანებით გ სიცოცხლეს გამოასალმა.

II kazusi– 15 ქულა
ა იარაღის მოყვარული იყო და ერთხელაც გადაწყვიტა, საკუთარი მანქანით,
მაღლა მთაში ასულიყო, სადაც თავის გემოზე გაისროდა რამდენიმეჯერ
ბუნებაში. მან მართლაც გაისროლა, თუმცა, ექომ მთის ფერდობზე დადებული
თოვლის მასაზე მოახდინა ზეგავლენა და ზვავი გამოიწვია, რამაც მთის ქვემოთ
გამავალ გზაზე მიმავალი ბ იმსხვერპლა. თოფის გასროლის გამო ზვავის
გამოწვევა საკმაოდ მოულოდნელი მოვლენა იყო. შეაფასეთ ა-ს ქმედება 116-ე
მუხლის პირველი ნაწილის ფარგლებში.

კაზუსის ამოხსნა:

ჰიპოთეზა: ა-მ, შესაძლებელია, ჩაიდინა სსკ-ის 116-ე მუხლით


გათვალისწინებული სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით, როდესაც მან
მთაში გაისროლა.

1. ქმედების შემადგენლობა

სსკ-ის მე-10 მუხლის 1 ნაწილის თანახმად გაუფრთხილებლობით დანაშაულად


ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით.

ა) ობიექტური შემადგენლობა

ქმედება

სამართლებრივად დასჯადობისთვის აუცილებელი, რომ პირმა განახორციელოს


სამართლებრივად რელევანტური ქმედება.
მთაში იარაღის გასროლა არ არის მართლსაწინააღმდეგო, რელევანტური ქმედება.

შედეგი:

ბ გარდაიცვალა. 116-ე მუხლით გათვალისწიინებული შედეგი დამდგარია.

მიზეზობრივი კავშირი:

პირობათა თეორიიდან გამომდინარე კავშირი აშკარაა, ა-ს რომ არ გაესროლა ტყვია


ჰაერში ბ არ გარდაიცვლებოდა

ობიექტური შერაცხვა

აქ შეიძლება ვიფიქროთ მოვლენების ატიპურ განვითარებაზე, რაც ობიექტუერ


შერაცხვას გამორიცხავს , მოცემულ შემთხვევაში სიუჟეტის ასე განვითარება
საკმაოდ მოულოდნელი მოულოდნელი იყო.

ბ) სუბიექტური შემადგენლობა

ა-ს არ ქჰონდა არც ცოდნა და არც სურვილი იმისა რომ მის მიერ ჰაერში ტყვიის
გასროლას, შესაძლოა მოყოლოდა ზვავი და შედეგად გარდაცვლილიყო ბ. ანუ მას
ქმედება განზრახ არ განუხორციელებია.

დასკვნა

ა-ს არ მიეცემა სამარტლებრივ პასუხისმგებლობას სსკ-ის 116-ე მუხლით


გათვალისწინებული სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის გამო.

You might also like