You are on page 1of 3

ელენე ნარმანია

ღია კითხვები

1. რა შემთხვევაშია შეუძლებელი უძრავი ქონების დაბრუნება შემძენისაგან.

სსკ- ის 183ის საფუძველზე შემძენს ვერ მოვთხოვთ, უძრავი ქონების დაბრუნებას


თუ გამსხვისებელსა და მასსა და გამსხვისებელს შორის წერილობით უკვე დაიდო
გარიგება და ასევე მოხდა გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების
რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. თუ რომელიმე მათგანი არ შედგა, მაგალითად
მხარეებმა არ წერილობით არ დადეს ხელშეკრულება ან არ დაარეგისტრირეს ქონება
საჯარო რეესტრში , გამსხვისებელს უკვე მიეცემა უფლება ნივთის უკან
გამოთხოვნის, ვინაიდან უძრავ ნივთებზე საკუთრემა მოძრავი ნივთებისაგან
განსხვავებით მხოლოდ წერილობითი შეთანხმების საფუძველზე გადაიცემა. გარდა
ამისა შემძენი მას შემდეგ რაც საჯარო რეესტრში გადაამოწმებს და დააზუსტებს რომ
გამსხვისებელი მესაკუთრეა, იმ შემთხვევაშიც თუ იგი ყალბი გამოდგა და
გამსხვისებელი არ არის რალური მესაკუთრე, და ამის შესახებ შენძენს არ შეიძლება
სცოდნოდა, ნივთის უკან დაბრუნების ვალდებულება არც გამსხვისებლის და არც
მესამე პირის, რეალური მესაკუთრის მიმართ არ წარმოეშობა, რასაც სსკ-ის 185-ე
მუხლი აწესრიგებს.

2. რა შემთხვევაშია შესაძლებელი, რომ მესაკუთრემ დაიბრუნოს მისი ნივთი


შემძენისაგან, თუ მას ნივთის გასხვისების ნება არ გამოუხატავს.

თუ მესაკუთრეს ნივთის გასხვისების ნება არ გამოუხატავს არსებობს რამდენიმე გზა,


იმისათვის რომ ეს ნივთი უკან გამოითხოვოს შემძენისაგან. თუ ნივთი მოძრავია
მესაკუთრეს ამის შესაძლებლობა ექნება იმ შემთხვევებში, როცა ეს ნივთი მან
დაკარგა, მოჰპარეს, ან მისი ნების წინააღმდეგ სხვაგვარად გადავიდა მისი
მფლობელობიდან , ანდა შემძენმა ის უსასყიდლოდ მიიღო. ნივთის დაბრუნების
უფლება მაშინაც მიეცემა თუ შემძენმა იცოდა იმის თაობაზე, რომ ის ვისგანაც ნივთს
ყიდულობდა არ იყო რეალური მესაკუთრე. მესაკუთრემ შეიძლება დაკარგოს ნივთის
უკან გამოთხოვნის საშუალება, თუ მან მფლობელობა ნებით გადასცა პირს და ამ
პიროვნებამ იგი, მართალია არაკეთილსინდისიერად, მაგრამ მაინც მიჰყიდა
კეთილსინდისიერ შემძენს.

კაზუსი:

კაზუსის ამოხსნა:

კაზუსში წარმოდგენილია ორი მოთხოვნა


1.გულუა ითხოვს ავტომობილის მის საკუთრებაში გადაცემას იმ საფუძვლით, რომ
მას კანონით დადგენილი წესით არ გაუსხვისებია ავტომობილი.

2. ნოდია ითხოვს ავტომობილის დაბრუნებას იმ საფუძვლით, რომ ავტომობილი


წარმოადგენდა მის საკუთრებას.

კითხვა: აქვს თუ არა გულუას ან ნოდიას, გეგიასაგან მანქანის უკან გამოთხოვის


უფლება?

მოთხოვნის წარმოშობა:

გულუას შეიძლება ჰქონდეს მანქანის, უკან დაბრუნების უფლება სამოქალაქო


კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.

172-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, სხვისი უკანონო


მფლობელობიდან ნივთის გამოსათხოვად აუცილებელია არსებობდეს სამი
წინაპირობა: 1. გულუა უნდა იყოს ამ ნივთის მესაკუთრე: 2. მოპასუხე სადავო ნივთის
მფლობელი უნდა იყოს: 3. მფლობელს ამ ნივთის ფლობის უფლება არ უნდა
ჰქონდეს.

1. არის თუ არა გულუა მანქანის მესაკუთრე?

კაზუსში ნათქვამია რომ ნოდიასა და გულუას შორის დაიდო ნასყიდობის


ხელშეკრულება. სსკ- ის 477-ე მუხლით გათვალისწინებული ნასყიდობის
ხელშეკრულება , თუმცა ეს საკმარისი არ არის საკუთრების უფლების წარმოსაშობად.

გულუასა და ნოდიას უნდა დაედოთ ხელშეკრულება, რომელიც დააკმაყოფილებდა


ხელშეკრულების ნამდვილობისატვის გათვალისწინებულ პირობებს. . ამ მოთხოვნას
ითვალისწინებს სსკ-ის 186- ე მუხლის პირველი ნაწილი,რომლის ტანახმადაც ,,
მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუტრემ
ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი’. შემდეგი კი მოცემულია
კაზუსში ნასყიდობის ხელშეკრულობის გაფორმებითა და გულუას მიერ ნივთიოს
გადაცემით.

გულუამ მანქანა კანონიერი გზით გაასხვისა და საკუთრება გადასცა ნოდიას, აქედან


გამომდინარე გულუა აღარ არის მანქანის მესაკუთრე.

შედეგი: გულუა არ არის მანქანის მესაკუთრე და მას არ აქვს მისი გამოთხოვნის


უფლება.

ნოდიას შეიძლება ჰქონდეს მანქანის, უკან დაბრუნების უფლება სამოქალაქო


კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.
ნივთის გამოსათხოვად აუცილებელია 1. ნოდია იყოს ამ ნივთის მესაკუთრე: 2.
მოპასუხე ანუ გეგია სადავო ნივთის მფლობელი უნდა იყოს: 3. გეგიას ამ ნივთის
ფლობის უფლება არ უნდა ჰქონდეს.

1. კაზუსის ამოხსნის პირველი ნაწილიდან დადგინდა რომ ნოდია მართლაც მანქანის


მესაკუთრეა.

2. გეგია რომ მანქანას ფლობს ეს კაზუსში ნათლად ჩანს

3. ნოდიას მიერ მანქანის უკან დაბრუნება დამოკიდებულია იმაზე , კანონიერად


ფლობს თუ არა მას გეგია. გეგიამ მანქანა შეიძინა ესაძესაგან, რომელიც
არაუფლებამოსილი პირია. კაზუსში არ ჩანს რომ გეგია ამ ფაქტის მიმართ
არაკეთილსინდისიერია, იმ შემთხვევაში თუ მან არ იცოდა, რომ ნივთს ნამდვილი
მესაკუთრისაგან არ ყიდულობდა სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილის ტანახმად
იგი გამოდის კეთილსინდისიერი შემძენი და მანქანა დარჩება მის მფლობელობაში
თუ, 187-ე მუხლის მეორე ნაწილის შეზღუდვები არ გავრცელდა, ეს მუხლი ამბობს
რომ კეთილსინდისიერი შემძენი ვერ გახდება ნივთის მესაკუთრე, ტუ ეს ნივთი
მესაკუთრემ დაკარგა, მოჰპარეს, ან მისი ნების წინააღმდეგ სხვაგვარად გადავიდა
მისი მფლობელობიდან, ანდა შემძენმა იგი უსასყიდლოდ მიიღო.

ნოდიამ ესაძეს მანქანა საკუთარი ნებიტ გადასცა მფლობელობასი, ამიტომ ჩვენ


შემთხვევაში გეგიასთან მიმართებით არ არსებობს საკუთრების უფლების შეძენის
გამომრიცხავი არცერთი გარემოება, ამდენად, გიორგი კეთილსინდისიერად ფლობს
მანქანას.

ზემოტ აღნიშნულიდან დამომდინარე ნოდიამ დაკარგა მანქანაზე საკუთრების


უფლება და სსკ-ის 187-ე მუხლის ტანახმად, იგი შეიძინა გეგიამ.

გეგია მანქანის მესაკუთრე და მფლობელია.

ნოდიას არ აქვს მანქანის უკან გამოთხოვნის უფლება სსკ-ის 187-ე მუხლის თანახმად.

You might also like