You are on page 1of 5

დედლაინი: 22.12.2020 - 21:00 სთ-მდე.

გადმოაგზავნეთ ვორდის ან პდფ ფორმატით მეილზე:


tamta.margvelashvili@iliauni.edu.ge
და
giorgi.svanadze@iliauni.edu.ge

 თავები, რომელიც არ არის შესული აღნიშნულ დავალებაში,


გამოიკითხება სემინარის ფორმატში. შესაბამისად, მოსამზადებელი
გექნებათ: შუამავლობა და მიბარება სასაქონლო საწყობში სრულად.
 დავალების მაქსიმუმი ქულა არის 5.
 შუალედური წერა ჩატარდება 23.12.2020 18:00-დან 20:00-მდე. დროის
გახანგრძლივება დაუშვებელია. იქნება ერთი დიდი კაზუსი. შესული
იქნება დაზღვევამდე განვლილი მასალა.

დავალების ხელშეკრულება

1. რა შემთხვევაში არის დასაშვები დავალების გადანდობა მესამე პირისთვის?

დავალების გადანდობა მესამე პირისთვის დასაშვებია იმ შემთხვევაში თუ მას ნება


დართეს გადაენდო იგი მესამე პირისთვის.

2. რა შემთხვევაში შეიძლება გადაუხვიოს რწმუნებულმა მარწმუნებლის მითითებს?


რწმუნებულმა შეიძლება გადაუხვიოს მარწმუნებლის მითითებებს, თუ
გარემოებებიდან გამომდინარე მას შეუძლია ივარაუდოს რომ მარწმუნებელი საქმის
ვითარების ცოდნის შემთხვევაში მოიწონებდა ასეთ გადაწყვეტილებას. რწმუნებული
მოვალეა მითითებებისაგან გადახვევამდე შეატყობინოს მარწმუნებელს და
დაელოდოს მის გადაწყვეტილებას, თუკი დაყოვნებით მარწმუნებელს არ შეექმნება
ზიანის მიყენების საფრთხე.
3. წარმოეშვება თუ არა მარწმუნებელს ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება?
განიხილეთ, ბრალის გარეშე და ბრალეული მოქმედებით გამოწვეული ზიანის
ანაზღაურების მოთხოვნები.

მარწმუნებელმა უნდა აუნაზღაუროს რწმუნებულს მინდობილი მოქმედების


შესასრულებლად გაწეული აუცილებელი ხარჯები.
მარწმუნებელი მოვალეა აანაზღაუროს მისი ბრალის გარეშე დამდგარი ზიანიც,
რომელიც წარმოეშვება რწმუნებულს დავალებული მოქმედების შესრულებისას, თუ
ზიანი დადგა დავალებული მოქმედების შესრულებასთან დაკავშირებული
მნიშვნელოვანი საფრთხის შედეგად მარწმუნებლია მითითების გამო.
თუ რწმუნებული უსასყიდლოდ ასრულებს მისთვის დავალებულ მოქმედებას, იგი
პასუხს აგებს მხოლოდ განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული
ზიანისთვის.
4. როდის შეიძლება შეწყდეს დავალების ხელშეკრულება და რა საფუძვლით?

დავალების ხელშწკრულების შეწყვეტა მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს. თუ


ხელშეკრულება წყდება მარწმუნებლის მიერ, მაშინ ის მოვალეა აუნაზღაუროს რწმუნებულს
მინდობილი მოქმედების შესრულებისას გაწეული ყველა აუცილებელი ხარჯი, თუ
ხელშეკრულება სასყიდლიქნი იყო გადაუხადოს გასამრჯელო შედრულებული სამუშაოს
კვალიბაზეთუ ხელშეკრულება რწმუნებულმა მაშინ შეწყვიტა, როდესაც მარწმუნებელი
მოკლებული იყო შესაძლებლობას, სხვაგვარად უზრუნველეყო თავისი ინტერესები,
რწმუნებულმა უნდა აანაზღაუროს ხელშეკრულების შეწყვეტით მიყენებული ზიანი, გარდა
იმ შემთხვევებისა, როცა რწმუნებულს ამისათვის მნიშვნელოვანი საფუძველი ჰქონდა.

5. ვინ იკავებს მარწმუნებლის ადგილს მისი გარდაცვალების შემთხვევაში?


თუ ხელშეკრულება მარწმუნებლის გარდაცვალების ან მხარდაჭერის მიმღებად
ცნობის გამო წყდება, რწმუნებული ვალდებულია გააგრძელოს დავალებული
მოქმედების შესრულება, თუ დაყოვნება მარწმუნებელს ან მის მემკვიდრეს ზიანის
მიყენების საფრთხეს შეუქმნის, სანამ მარწმუნებლის მემკვიდრე ან მარწმუნებლის
კანონიერი წარმომადგენელი/მხარდაჭერის მიმღები აუცილებელ ზომებს არ მიიღებს;
ამასთანავე, სახელშეკრულებო ურთიერთობა გაგრძელებულად ითვლება.

6. რა არის კომისიის ხელშეკრულება და რით განსხვავდება დავალებისგან? (მოიძიეთ და


განავრცეთ ცოდნა ამ მიმართულებით).
კომისიის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება კანონი მეწარმეთა შესახებ.

საკუთრების მინდობა

1. რა ტიპის საკუთრებაზე შეიძლება დაიდოს მინდობის ხელშეკრულება?

2. რა უფლება-მოვალეობები წარმოეშვება მხარეებს?

 მინდობილი მესაკუთრე მოვალეა მართოს მინდობილი საკუთრება თავისი სახელით,


მაგრამ საკუთრების მიმნდობის რისკითა და ხარჯით. მინდობილი მესაკუთრე მესამე
პირებთან ურთიერთობაში სარგებლობს მესაკუთრის უფლებამოსილებით. თუ მინდობილი
მესაკუთრე, საკუთრების მიმნდობის ინტერესების საწინააღმდეგოდ, არ იჩენს ისეთ
გულისხმიერებას, როგორიც მას საკუთარი საქმეების მიმართ უნდა გამოეჩინა, იგი
ვალდებულია აანაზღაუროს ამ მოქმედებით გამოწვეული ზიანი.

3. არის თუ არა ფორმასავალდებულო გარიგება? რა ბედი ეწევა, თუ არ არის


წერილობითი ფორმით წარმოდგენილი?
საკუთრების მინდობის ხელშეკრულება იდება წერილობით. თუ არ არის
წერილობითი ფორმით მაშინ ის არაა ნამვილი.
4. როგორ ნაწილდება პასუხისმგებლობა?
მესამე პირებთან ურთიერთობაში პასუხს აგებს მინდობილი მესაკუთრე. მიმობის
ვალებულებებია : გასამრჯელოს გაახის ვალებულება, გულისხმიერების ვალებულება,
კონტროლის ვალებულება, ხარჯებგის ანაზღაურების ვალებულება.
5. რატომ ვრცელება დავალების ხელშეკრულების წესები? რა საერთოა მათ შორის?

მიბარება

1. როგორი ტიპის ხელშეკრულებაა მიბარების ხელშეკრულება?


მიბარება უსასყიდლოა, თუ შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ
შემნახველი ახორციელებს შენახვას სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში, მაშინ
საზღაური დუმილითაც შეთანხმებულად ჩაითვლება.
2. არის თუ არა ის სასყიდლიანი ხელშეკრუელბა?
ნაწილობრივ კი. თუ საზღაურის ოდენობა არ არის განსაზღვრული, მაშინ ტარიფების
არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სატარიფო განაკვეთი, ხოლო ტარიფების
არარსებობისას – ჩვეულებრივი საზღაური.
3. შეუძლია თუა რა მიბარებული ნივთით ისარგებლოს შემნახველმა? თუ არა, რა
მოთხოვნები წარმოეშვება მიმბარებელს?
შემნახველს არა აქვს უფლება ისარგებლოს მისთვის მიბარებული ნივთით
მიმბარებლის თანხმობის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ნივთის შენახვისათვის
მისით სარგებლობა აუცილებელია.
4. რა ხდება იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულებაში არ არის მითითებული მიბარებული
ნივთის უკან დაბრუნების ადგილი?

5. რა შემთხვევაშია დასაშვები შენახვის წესის ცვლილება?


შემნახველს უფლება აქვს აუცილებლობის შემთხვევაში შეცვალოს ნივთის შენახვის
წესი. ამის თაობაზე მან უნდა აცნობოს მიმბარებელს. შემნახველმა ასევე უნდა
აცნობოს მიმბარებელს მიბარებულ ნივთზე მესამე პირთა მოთხოვნების შესახებ.

6. როგორ განისაზღვრება პასუხისმგებლობა?


თუ მიბარებული ნივთის წასაღებად განსაზღვრულია ვადა, ამ ვადის დადგომის
შემდეგ შემნახველი პასუხს აგებს მხოლოდ განზრახვის ან უხეში
გაუფრთხილებლობისათვის.

7. რა განსხვავებაა გვაროვნული ნივთის მიბარების დროს?

თუ მიბარებულია გვაროვნული ნივთი ისე, რომ საკუთრება შემნახველზე უნდა


გადავიდეს, ხოლო შემნახველი ვალდებულია დააბრუნოს იმავე გვარის, ხარისხისა და
რაოდენობის ნივთი, მაშინ გამოიყენება სესხის ხელშეკრულების შესაბამისი ნორმები.
სატრანსპორტო ექსპედიცია

1. როგორი ტიპის ხელშეკრულებას მიეკუთვნება სატრანსპორტო ექსპედიცია და რას


გულისხმობს ის?

2. რა განსხვავებაა გადაზიდვის ხელშეკრულებასა და სატრანსპორტო ექსპედიციას


შორის?

3. რა მოვალეობები წარმოეშვება თითოეულ მხარეს?


დადებული დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე შემკვეთმა უნდა იზრუნოს
ზიანის დროულად შეტყობინებისათვის. თუ ზიანის შესახებ შეტყობინება ეგზავნება
ექსპედიტორს, მაშინ იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს შეტყობინება
მზღვეველს ან მზღვეველებს.
შემკვეთმა ექსპედიტორის მოთხოვნით მას დროულად უნდა მიაწოდოს ტვირთის
შესახებ შესაბამისი ცნობები, აგრეთვე უნდა მისცეს გადაზიდვის დოკუმენტების
გასაფორმებლად აუცილებელი მითითებები, მიაწოდოს საბაჟო ფორმალობების
განსახორციელებლად და სხვა მოქმედებების შესასრულებლად და, აუცილებლობის
შემთხვევაში, იმპორტის გადასახადის გადასახდელად აუცილებელი ცნობები. გარდა
ამისა, შემკვეთმა ექსპედიტორს უნდა გადასცეს აღნიშნული ცნობების უტყუარობის
დასადასტურებლად აუცილებელი დოკუმენტები.
საფრთხეშემცველი ტვირთის არსებობისას შემკვეთმა უნდა გააფრთხილოს
ექსპედიტორი საფრთხის ზუსტი სახეობის შესახებ და, აუცილებლობის შემთხვევაში,
მიუთითოს მას უსაფრთხოების ზომებზე.
ტვირთი, რომლის საფრთხეშემცველობის შესახებ არ იცოდა ექსპედიტორმა,
შეიძლება ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას გადმოიტვირთოს, განადგურდეს
ან გაუვნებელდეს ზიანის ანაზღაურების მოვალეობის დაუკისრებლად.
შემკვეთი ვალდებულია, თუ ამას მოითხოვს ტვირთის სახეობა, შეაფუთვინოს იგი
გადაზიდვის მოთხოვნების შესაბამისად.
5 თუ ტვირთის იდენტიფიკაციისათვის აუცილებელია განმასხვავებელი ნიშნები,
მაშინ ისინი იმგვარად უნდა იქნეს დასმული, რომ ტვირთის მიტანამდე გარკვევით
ჩანდეს. შემკვეთი პასუხს აგებს იმ ზიანისათვის, რომელიც ექსპედიტორს მიადგება ამ
მუხლის წინა ნაწილებით გათვალისწინებულ მოვალეობათა შეუსრულებლობის გამო,
გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების მიხედვით
ექსპედიტორს არ გაუკეთებია შენიშვნა შეფუთვის ან განმასხვავებელი ნიშნის
არარსებობის ან ნაკლის თაობაზე, თუმცა ეს ცხადი იყო, ან მას ჰქონდა ცნობები ამის
შესახებ ტვირთის მიღებისას.

4. არის თუ არა ექსპედიტორის ვალდებულება ტვირთის ცალობრივი შემოწმება?

5. რა ხდება იმ შემთხვევაში თუ შეუძლებელია ტვირთის შემოწმება?


.თუ შეუძლებელია ტვირთის მდგომარეობის შემოწმება მხარეების თანდასწრებით,
მაშინ, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ტვირთის მიღება ჩაითვლება იმის
დასტურად, რომ ტვირთი მიღებულ იქნა დანაკლისისა და დაზიანების გარეშე, გარდა
იმ შემთხვევისა, თუ მიმღები ტვირთის ჩამბარებელ პირს მიუთითებს ზიანის ზოგად
ხასიათზე. თუ საქმე ეხება აშკარა დანაკლისს ან დაზიანებას, ამის შესახებ უნდა
მიეთითოს ტვირთის მიღებისთანავე, ხოლო თუკი საქმე არ ეხება ასეთ დანაკლისს ან
დაზიანებას, – ტვირთის მიღების დღიდან არა უგვიანეს სამი დღისა.
6. ექსპედიციის დაზღვევის ხარჯები ვიზე ნაწილდება და რა არის თუ არა
სავალდებულო?

ჯილდოს საჯაროდ დაპირება

1. რა შემთხვევაში უქმდება ჯილდოს საჯაროდ დაპირება?


ჯილდოს საჯაროდ დაპირება შეიძლება გაუქმდეს გამოცხადებული მოქმედების
შესრულებამდე. ჯილდოს საჯაროდ დაპირების გაუქმება ნამდვილია იმ შემთხვევაში,
თუ იგი ცნობილი გახდება იმავე საშუალებით, რითაც ჯილდოს საჯაროდ დაპირება
ან სპეციალური შეტყობინების მეშვეობით. ჯილდოს საჯაროდ დაპირება შეიძლება
შეიცავდეს მითითებას მის გაუქმებაზე უარის შესახებ; საეჭვოობისას ივარაუდება,
რომ დაპირება გაუქმებულია, თუ მოქმედება არ განხორციელებულა დათქმულ
ვადამდე.
2. რა შემთხვევაშია დასაშვები საკონკურსო პირობებში ცვლილების შეტანა?
დაუშვებელია საკონკურსო პირობებში ისეთი ცვლილებების შეტანა, რომლებიც
ზიანს მოუტანს კონკურსის მონაწილეებს.
3. რა ვალდებულებები წარმოეშვება პირს, რომელიც ჯილდოს საჯარო დაპირებას არ
ახორციელებს?

You might also like