You are on page 1of 6

დაზღვევის არსი და მნიშვნელობა

„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად: დაზღვევა - ეს არის


„ურთიერთობა, რომელიც მყარდება ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და
ქონებრივი ინტერესების დასაცავად სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიით)
ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა
წყაროების ხარჯზე, გარკვეული გარემოებების (სადაზღვევო შემთხვევების) დადგომისას“
(მუხლი 2)1.
ამგვარად, დაზღვევა გულისხმობს: ფულადი ფონდების ფორმირების აუ-
ცილებლობას, რომელთა ხარჯზე ხორციელდება სადაზღვევო ანაზღაურებები;
სადაზღვევო ფონდების სახსრების გადანაწილებას სადაზღვევო ურთიერთობების
სუბიექტთა შორის; სადაზღვევო ანაზღაურების ალბათურ ხასიათს. დაზღვევის, როგორც
ზიანის მატერიალურ ანაზღაურებასთან ან კანონმდებლობით და სადაზღვევო
ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ანაზღაურებების განხორციელებასთან
დაკავშირებული საქმიანობის, სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობა განაპირობებს იმ
ყურადღებას, რომელსაც საზოგადოება უთმობს მისი საქმიანობის რეგულირებას.
სადაზღვევო ურთიერთობებში და სადაზღვევო ოპერაციების განხორციელებაში
დაინტერესებული მხარეების ურთიერთობა და თანამშრომლობა სადაზღვევო ბაზარზე
ხდება. სადაზღვევო ბაზარი წარმოადგენს ფულად ურთიერთობათა სისტემას, რომლის
დროსაც ყიდვა-გაყიდვის ობიექტია „განსაკუთრებული საქონელი“ ანუ სადაზღვევო
მომსახურება, რომელზეც ფორმირდება მოთხოვნა-მიწოდება. სადაზღვევო ბაზრის
არსებობის ობი-ექტური წინაპირობა სადაზღვევო მომსახურების მომხმარებლებისა და ამ
მომსახურების მიმწოდებლების (ანუ შემსრულებლების) არსებობაა.
სადაზღვევო ურთიერთობების ძირითადი მონაწილეებია:
დამზღვევი - იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც მზღვეველთან დებს
დაზღვევის ხელშეკრულებას (ან წარმოადგენს დამზღვევს კანონის ძალით) და
ვალდებულია გადარიცხოს სადაზღვევო შენატანები (პრემია) მზღვეველის ფონდში
დაზღვეულ პირთა სასარგებლოდ.
მზღვეველი - იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია სადაზღვევო საქმიანობის
განხორციელებისათვის და რომელსაც კანონით დადგენილი წესით მიღებული აქვს
დაზღვევის შესაბამისი სახეობის განხორციელების ლიცენზია. მზღვეველი შეიძლება
იყოს ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მქონე სახელმწიფო,
შერეული ან კერძო სადაზღვევო ორგანიზაცია.
დაზღვეული - პირი, რომლის მიმართაც ხორციელდება დაზღვევა. დამზღვევი
შეიძლება იმავდროულად იყოს დაზღვეული, თუ დაზღვევის ხელშეკრულებით სხვა რამ
არ არის გათვალისწინებული. სადაზღვევო ხელშეკრულების საფუძველზე დაზღვეული

1
http://www.nbg.gov.ge/uploads/legalacts/dazghveva/11dazgvevis_kanoni.pdf.
ღებულობს „სადაზღვევო მოწმობას“ (პოლისს), რომელშიც აღწერილია დაზღვევის
წესები, სადაზღვევო რისკების ჩამონათვალი, სადაზღვევო თანხის სიდიდე, სადაზღვევო
შენატანი (პრემია), შეთანხმებაში მოსალოდნელი შესაძლო ცვლილებები და პირობები,
რომლებიც არეგულირებენ მხარეთა შორის ურთიერთობებს.
მოსარგებლე (სარგებლის მიმღები) - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც
დაზღვევის ხელშეკრულების ან დაზღვევის შესახებ კანონმდებ-ლობის თანახმად იღებს
სადაზღვევო ანაზღაურებას.
სადაზღვევო ბაზარზე დაზღვევის ოპერაციების უდიდეს ნაწილს ახორციელებენ
სადაზღვევო შუამავლები, რომელთაც მიეკუთვნება:
სადაზღვევო აგენტი - იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც მოქმედებს
მზღვეველის დავალებით და სახელით, მისთვის მზღვეველის მიერ მინიჭებული
უფლებამოსილების ფარგლებში. სადაზღვევო აგენტები წარმოადგენენ ერთი
სადაზღვევო კომპანიის ინტერესებს და შესრულებული სამუშაოს მიხედვით ღებულობენ
საკომისიო ჯილდოს. მსხვილ სადაზღვევო კომპანიებს, როგორც წესი, აქვთ სადაზღვევო
აგენტების საკმაოდ ფართო ქსელი.
სადაზღვევო ბროკერი - იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს
დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობას, როგორც თავისი სამეწარმეო საქმიანობის
სახეობას. ისინი წარმოადგენენ მზღვეველის, დამზღვევის ან დაზღვეულის ინტერესებს.
სადაზღვევო ბროკერები ფლობენ ფართო ინფორმაციას სადაზღვევო ბაზრის
კონიუნქტურის, სადაზღვე-ვო კომპანიების ფინანსური მდგომარეობის შესახებ და
თავიანთ კლიენტებს სთავაზობენ მომსახურების საუკეთესო პირობებს.
განვითარებული საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, სადაზღვევო საქმეში
მონოპოლიის აცილების მიზნით, მიღებულია, რომ დაზღვევის ერთ დარგში
საქმიანობდეს 10 და მეტი კონკურენტი ფირმა. ამასთან, მათ შორის უმსხვილესის წილი
მთლიან სადაზღვევო მომსახურებაში არ უნდა აღემატებოდეს 30%-ს, ორისა - 44%-ს,
სამისა - 54%-ს და ოთხისა - 64%-ს. თუ ასეთი თანაფარდობა ირღვევა, მაშინ სახელმწიფოს
შემოაქვს ეკონომიკური სანქციები და არეგულირებს მოცემული ფირმის საქმიანობას
სადაზღვევო ბაზარზე.
დაზღვევის ფორმები და სახეები: ადამიანთან მიმართების მიხედვით, არსებობს
დაზღვევის ორი ძირითადი ფორმა: სოციალური და ინდივიდუალური.
სოციალური დაზღვევა დაფუძნებულია სოლიდარობის პრინციპზე. დაზღვევის ამ
პრინციპს ხშირად იყენებს სახელმწიფო თავისი სოციალური ვალდებულებების
უზრუნველსაყოფად. მაგალითად, თაობების სოლიდარობაა, როცა დღევანდელი
მომუშავეები იხდიან (სოციალური ანარიცხების სახით) დღევანდელი პენსიონერების
პენსიას.
ინდივიდუალური დაზღვევა ზარალის მატერიალური კომპენსაციის ერთ-ერთი
ყველაზე სრულყოფილი მექანიზმია. იგი დაფუძნებულია თითოეული რისკის
ინდივიდუალურ შეფასებაზე. თავისი შინაარსით, ეს მექანიზმი მდგომარეობს
გარკვეული ფულადი რეზერვების შექმნაში და მის გადანაწილებაში სივრცესა და დროში.
დაზღვევა, განხორციელების ფორმის მიხედვით, შეიძლება იყოს ნებაყოფლობითი
და სავალდებულო (იძულებითი).
სავალდებულო დაზღვევა ხორციელდება კანონის საფუძველზე, მისი
საზოგადოებრივი მიზანშეწონილობის პოზიციებიდან გამომდინარე. კანონით
განსაზღვრული ობიექტების ასეთი დაზღვევისას ავტომატურად იწყე-ბს მოქმედებას
დამზღვევთა და მზღვეველთა სადაზღვევო პასუხისმგებ-ლობა.
ნებაყოფლობითი დაზღვევა ხორციელდება კანონის ფარგლებში და ნებაყოფლობის
საფუძველზე. კანონით განსაზღვრულია დაზღვევის ზოგადი პირობები, ხოლო
კონკრეტული პირობები რეგულირდება წესებით, რომლებსაც განსაზღვრავს მზღვეველი
და ასახულია დაზღვევის ხელშეკრულებაში. დაზღვევის ეს ფორმა იძულებით ხასიათს
არ ატარებს და სადაზღვევო ბაზარზე სადაზღვევო მომსახურების სფეროს თავისუფალი
არჩევის შესაძლებლობებს იძლევა.
დაზღვევის სხვადასხვა სახეების ერთობლიობა ქმნის სადაზღვევო ბაზრის
ასორტიმენტს. ერთგვაროვანი ობიექტების დაზღვევის სახეები ერთიანდება დარგებში,
რომლებიც კლასიფიკაციის საფუძველს წარმოადგენს.
სადაზღვევო ბაზრის ფორმირება, ახალი სადაზღვევო ობიექტებისა და რისკების
წარმოშობა სამეწარმეო სფეროში, საგარეო-ეკონომიკურ საქმიანობაში, საფინანსო-
საკრედიტო ოპერაციებში ხელს უწყობს დაზღვევის ისეთი დარგების წარმოშობას,
როგორიცააა ქონებრივი, პირადი და პასუხისმგებლობის დაზღვევა.
ქონებრივი დაზღვევა იცავს დაზღვეულის იმ ინტერესებს, რომლებიც
დაკავშირებულია მისი ქონებისა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის
ფლობასთან, გამოყენებასა და განკარგვასთან. ქონებრივი დაზღვევის ტრადიციულ
სახეებს მიეკუთვნება: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტების (კულტურების,
პირუტყვის და ა.შ.) დაზღვევა, ტრანსპორტის დაზღვევა, საკუთრების სხვადასხვა
ფორმის მქონე საწარმოთა ქონების დაზღვევა და ა.შ.
პირადი დაზღვევა მოსახლეობის მატერიალური კეთიდლღეობის დაცვისა და
გამყარების ფორმად გვევლინება. მისი ობიექტებია: მოქალაქეთა სიცოცხლე,
ჯანმრთელობა, შრომისუნარიანობა. პირადი დაზღვევის ოპერაციათა უდიდესი ნაწილი
ნებაყოფლობით საფუძველზე ხორციელდება.
პასუხისმგებლობის დაზღვევის არსი, ქონებრივი და პირადი დაზღვევისაგან
განსხვავებით, მდგომარეობს: ერთი მხრივ, დაზღვეულის ინტერესების დაცვაში
(რამდენადაც მის ზარალს ანაზღაურებს სადაზღვევო ორგანიზაცია) და, მეორე მხრივ,
სხვა (მესამე) პირისათვის გარანტიების მიცემაში იმ ზარალის დაფარვის მიზნით,
რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს დაზღვეულის (მისი ქონებრივი მდგომარეობის
მიუხედავად) საქმიანობით. მაშასადამე, პასუხისმგებლობის დაზღვევა უზრუნველყოფს
როგორც ზარალის გამომწვევი პირების, ისე დაზარალებული პირების ინტერესების დაც-
ვას. პასუხისმგებლობის დაზღვევა მრავალნაირი ფორმით გვხვდება. განვი-ხილოთ
ზოგიერთი მათგანი.
საბანკო საქმიანობის სფეროს გაფართოებასთან ერთად, იზრდება აქტიური
საკრედიტო ოპერაციების განხორციელებასთან დაკავშირებული რისკები. ასეთ
პირობებში სულ უფრო აქტუალური ხდება დაუფარავ კრედიტზე პასუხისმგებლობის
დაზღვევა. სადაზღვევო ხელშეკრულება ფორმდება სადაზღვევო კომპანიასა (დამზღვევს)
და მსესხებელ-საწარმოს (დაზღვეულს) შორის. დაზღვევის ობიექტს წარმოადგენს
მსესხებლის პასუხისმგებლობა კრედიტის გამცემი ბანკის წინაშე. როგორც წესი,
დაზღვევას ევალება განსაზღვროს მსესხებლის პასუხიმგებლობის წილი (50%-დან 90%-
მდე), დანარჩენი პასუხისმგებლობა კი ეკისრება დამზღვევს.
სატრანსპორტო საშუალებების მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის
დაზღვევა მსოფლიო სადაზღვევო პოლიტიკაში პასუხისმგებლობის დაზღვევის ყველაზე
ფართოდ გავრცელებული სახეა, რომელიც ხორციელდება, როგორც კანონით
განსაზღვრული სავალდებულო დაზღვ-ევის ფორმა. ასეთ შემთხვევაში დაზღვევის
ობიექტია ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელთა სამოქალაქო
პასუხისმგებლობა, რომელსაც საკუთარ თავზე იღებს დამზღვევი, საგზაო სატრანსპორტო
შემთხვევის დროს დაზარალებული მესამე (ფიზიკური და იურიდიული) პირის წინაშე.
დაზღვევის ამ სახის სპეციფიკა მდგომარეობს იმაში, რომ იგი ერთმანეთს უთავსებს
პირადი და ქონებრივი დაზღვევის პირობებს.
პასუხისმგებლობის დაზღვევის არეალში შეიძლება მოხვდეს დაზღვევის ისეთი
სახეები, როგორიცაა დამსაქმებლის პასუხისმგებლობა, კერძო საქმიანობით დაკავებული
სპეციალისტების (ექიმები, ადვოკატები, აუდიტორები და ა.შ.) პროფესიული
პასუხისმგებლობა, ეკოლოგიურ რისკებზე პასუხისმგებლობა, პროდუქციის ხარისხზე
პასუხისმგებლობა და ა.შ.
განვითარებული საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნების სადაზღვევო პრაქტიკაში
ფართოდ გამოიყენება ეკონომიკური რისკების დაზღვევა. სამეწარმეო საქმიანობა და
დაზღვევა საბაზრო მეურნეობის მჭიდროდ ურთიერთდაკავშირებული კატეგორიებია.
ეკონომიკური რისკების დაზღვევა მოიცავს კომერციული, ტექნიკური, სამართლებრივი,
პოლიტიკური რისკებისა და საფინანსო-საკრედიტო სფეროს რისკების დაზღვევას.
კომერციული რისკის დაზღვევა მოიცავს ყველა იმ სახის დაზღვევას, რომელშიც,
უპირველეს ყოვლისა, დაინტერესებულია მეწარმე. დაზღვევის ობიექტი დაზღვეული
კომერციული საქმიანობაა, რომელშიც იგულისხმება ფულადი და მატერიალური
რესურსების ინვესტიციები ფინანსური ამონაგების ანუ მოგების მიღების მიზნით.
კომერციული რისკის პირობებში მიღებული დანაკარგების დაფარვა შეიძლება
განხორციელდეს შემდეგი ორი სახის დაზღვევით:
▪ მოგების (შემოსავლის) დანაკარგის დაზღვევით, რომელიც გამოწვეული იქნება
საწარმოო პროცესის დარღვევით, მოცდენებით, ქონების დაზიანების ან ქურდობის და
სხვა შემთხვევების გამო ძირითადი საქმიანობის შეწყვეტით;
▪ პროდუქციის მიწოდებასა და რეალიზაციასთან დაკავშირებული სახელშეკრულებო
ვალდებულებების შეუსრულებლობის დაზღვევით.
დაზღვევას დაქვემდებარებულ ტექნიკურ რისკებს მიეკუთვნება სამშენებლო-
სამონტაჟო სამუშაოები, საექსპლუატაციო, აგრეთვე, ახალი ტექ-ნიკისა და
ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული რისკები.
საფინანსო-საკრედიტო რისკების დაზღვევის აუცილებლობა განპირობებულია
მათი გამოვლენის საკმაოდ მაღალი ალბათობით, კერძოდ, ფინანსური და საკრედიტო
ფულადი ნაკადების მოძრაობის სპეციფიკით. შესაძლო დანაკარგების კომპენსაციის
საშუალებას იძლევა შემდეგი სახის დაზღვევები:
• საექსპორტო კრედიტების დაზღვევა (იმპორტიორის გაკოტრების ან ხანგრძლივი
გადახდისუუნარობის შემთხვევაში);
• ახალ ბაზარზე ექსპორტიორის შესვლასთან დაკავშირებული ხარჯების დაზღვევა;
• საბანკო კრედიტის მსესხებლის მიერ გადაუხდელობის რისკისაგან დაზღვევა
(დაზღვეულის როლში გამოდის ბანკი);
• კომერციული კრედიტის დაზღვევა;
• საგარანტიო ოპერაციების დაზღვევა;
• სავალუტო რისკების დაზღვევა;
• საბირჟო ოპერაციებისა და გარიგებების დაზღვევა;
• ინფლაციასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევა;
• საგადასახადო კონტროლის ორგანოების მიერ ფინანსური სანქციების უკანონო
გამოყენებასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევა.
მსოფლიო საბანკო სფეროში შემუშავებულია სპეციფიკური რისკების დაცვის
მთელი რიგი სადაზღვევო გარანტიები. ამ მიზნით გამოიყენება სტანდარტული საბანკო
პოლისი, რომელიც ბანკს გარანტიას აძლევს აა-ნაზღაუროს ზარალი, რომელიც
გამოწვეულია: ბანკის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის
შესრულებისას დანაშაულებრივი ქმედებებით; ფასიანი დოკუმენტებისა და ფასიანი
ქაღალდების (ჩეკები, სადეპოზიტო სერტიფიკატები, აქციები, ობლიგაციები,
გარანტიები, სალაროს ორდერები და ა.შ) ქურდობით ან ფალსიფიკაციით; ბანკის მიერ
ფალსიფიცირებული ფულადი ნიშნების მიღებით; კომპიუტერული მაქინაციებით
(ელექტრონული ინფორმაციის დამახინჯება და ა.შ).
სადაზღვევო ორგანიზაციები არიან იურიდიული პირები, რომლებიც
ახორციელებენ სადაზღვევო საქმიანობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ისინი
შეიძლება შეიქმნან როგორც კომერციული, ასევე არაკომერციული ორგანიზაციების
ფორმით. კომერციული ორგანიზაციების ფორმით შექმნილი სადაზღვევო
ორგანიზაციები ბაზარზე შესვლისას ლიცენზირების პროცესში გადიან წინასწარ
კონტროლს. იურიდიულად დადგენილია სადაზღვევო ორგანიზაციის საწესდებო
კაპიტალის მინიმალური ოდენობა, აქტივების ინვესტირების შესაძლო მიმართულებები,
სადაზღვევო ზედამხედველობის ეროვნული ორგანო აკონტროლებს დამზღვევის გა-
დახდისუნარიანობას. სადაზღვევო ორგანიზაციის ანგარიშგება უნდა დადასტურდეს
აუდიტორის მიერ და გამოქვეყნდეს ფინანსური შედეგის ნაწილში.
სადაზღვევო ბიზნესში კაპიტალის მოზიდვის საყოველთაოდ გავრცე-ლებულ და
უნივერსალურ ორგანიზაციულ ფორმას ღია ტიპის სააქციო სა-დაზღვევო საზოგადოება
წარმოადგენს. დამატებითი ფინანსური რესურსების მოზიდვა აქციონერთა რიცხოვნობის
გაზრდის ხარჯზე ზრდის დამზღვევის საკუთარ კაპიტალს, რაც მას ფინანსური
დამოუკიდებლობის გარანტიებს უქმნის და, ამასთანავე, აძლევს საკუთარ თავზე საკმაოდ
მსხვილ რისკებზე პასუხისმგებლობის აღებისა და დაზღვევის ახალი, პერსპექტიუ-ლი
სახეების ათვისების საშუალებას.

You might also like