You are on page 1of 3

სტუდენტი: ....ძულიაშვილი...................... (გვარი) ...მანანა.....................

(სახელი) სემინარის
დღე:ორშაბათი საათი 11:00

ფაკულტეტი - იურიდიული

საგანი - სახელშეკრულებო სამართალი

ლექტორი - თამარ ზამბახიძე

სემინარის ხელმძღვანელი - დავით ღიბრაძე

გამოცდის ხანგრძლივობა - 3სთ. (14:00 – 17:00სთ.)

ნაშრომი უნდა გადმოიგზავნოს ელ.ფოსტაზე: davit.ghibradze@tsu.ge

კაზუსი უნდა ამოიხსნას სქემის მიხედვით.

კაზუსი:

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სარჩელით ითხოვს გიორგისაგან სასესხო დავალიანების


დაბრუნებას შემდეგი ოდენობით: სესხის გადაუხდელი ძირი - 15100 ლარი, პროცენტი 2017 წლის
მარტიდან თვეში 3% და ვადაგადაცილების ხელშეკრულების შეთანხმებული პირგასამტეხლო
(დავალიანების 0.5 ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე).

სარჩელი ეფუძნება შემდეგს:


 2015 წლის 9 ოქტომბერს მოსარჩელემ მოპასუხისაგან მიიღო წერილობითი განაცხადი
სესხის გაცემის თაობაზე 15 100 ლარზე. თანხა 50 ნაწილად უნდა დაბრუნებულიყო უკან და
მოხმარებოდა მანქანის შეძენას (ოპელ ასტრა), რომელსაც ყიდიდა მანქანებით მოვაჭრე დავითი.
მოსარჩელის წერილობითი განცხადების საფუძველზე მოსარჩელემ თანხა გადაურიცხა დავითს.
 მოპასუხე 2017 წლის მარტის ჩათვლით ფარავდა ყოველთვიურ შენატანს (ძირი, პროცენტი).
მაგრამ იმავე წლის აპრილში განაცხადა, რომ შეაჩერა ყოველგვარი გადახდა და აქამდე გადახდილი
თანხაც უკან მოითხოვა.

მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა შემდეგი:

 მოპასუხე არა 2017 წლის მარტის, არამედ დეკემბრის ჩათვლით ფარავდა ყოველთვიურ
შენატანს (ძირი, პროცენტი). მართალია, მას გადახდის ქვითრები შენახული არ აქვს, მაგრამ
კარგად ახსოვს, რომ ბოლო გადახდა ახალი წლის წინა დღეებში განახორციელა.
 სესხი ფაქტობრივად მასზე არც გაცემულა, რადგან თანხა მიიღო დავითმა და რადგან სესხი
რეალური ხელშეკრულებაა, ითვლება, რომ მოპასუხესთან სესხის ხელშეკრულება არ
დადებულა.
 2018 წლიდან გადახდა შეაჩერა იმ საფუძვლით, რომ ნაყიდ მანქანას აღმოაჩნდა ნაკლი და
რადგან სესხი გაცემული იყო უშუალოდ შესასყიდი ფასის დაფინანსებისთვის, აღნიშნული მას
ანიჭებდა თავისი ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის უფლებას.
 მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია.

უნდა დაკმაყოფილდეს თუ არა სარჩელი (სრულად ან ნაწილობრივ)?


პასუხი დაასაბუთეთ.

კაზუსის ამოხსნა: ჰიპოთეზა: მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შესაძლოა ჰქონდეს გიორგისგან


სესხის გადაუხდელი ძირის 15100 ლარის ,პროცენტისა და პირგასამტეხელოს მოთხოვნის უფლება
სსკ-ის 370 და 623-ე მუხლის საფუძველზე.

623-ე მუხლის მიხედვით ,სესხი არის რეალური ხელშეკრულება ,რომელიც შესაძლოა იყოს
როგორც სასყიდლიანი ისე უსასყიდლო .სესხის საგანი შეიძლება იყოს როგორც ფულადი ისე სხვა
გვაროვნული ნივთი.მოცემულ კაზუსში გაცემულია 15100 ლარის ოდენობით სესხი,რომელიც
უნდა მომხმარებოდა მანქანის შეძენა (ოპელ ასტრას) .სარჩელში ნაჩვენებია ,რომ ორგანიზაციამ
წერილობითი განცხადების საფუძველზე თანხა პირდაპირ დავითს გადაურიცხა ,ხოლო მოპასუხე
აცხადებს რომ სესხის ხელშეკრულების ბუნებიდან გამომდინარე თანხა მას უნდა
გადასცემოდა.623-ე მუხლიდან გამომდინარე სახეზე გვაქვს ორი დამოუკიდებელი
ხელშეკრულება ,როდესაც ერთი ხელშეკრულებით ,ამ შემთხვევაში სესხით ფინანსდება
ნასყიდობის ხელშეკრულება .მართალია, მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ პირდაპირ
მფლობელობაში არ გადასცა გიორგის თანხა ,მაგრამ ეს გიორგის არ აძლევს სამართლებრივ
საფუძველს ,რომ თანხა არ დააბრუნოს ვიაიდან სწორედ მისი მითითებით მოხდა თანხის
გადარიცხვა დავითთან ,ამ შემთხვევაში არ იგუსიხმება ,რომ სესხის ამრები თვითონ გიორგი არ
არის .ამასთანავე გიორგის წარმოეშვება მკტიცების ტვირთი ,რომ მან უნდა ამტკიცოს,რომ იგი
ყოველთვიურად ფარავდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ყოველთვიურ შენატანს,ხოლო იმ
შემთხვევაში თუ ვერ დაამტკიცა რომ იგი ნამდვილად იხდიდა ახლიდან მოუწევს
გადახდა(429).აგრეთვე, კაზუსში ნახსენები მანქანის ნაკლი არის ქონებრივი და გავლენას ვერ
მოახდენს სესხის ხელშეკრულების ნამდვილობაზე . 623-ე მუხლის მიხედვით,სესხის
ხელშეკრულებით გამსესხებელი გასცემს გარკევულ თანხას ,ხოლო მსესხებელი ვალდებულია ,რომ
დააბრუნოს იგივე რაოდეონობის თანხა,ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროს (327).642-ე
მუხლის შესაბამისად სესხის ხელშეკრუელბა შეიძლება დაიდოს როგორც წერილობით ,ასევე
ზეპირადაც.

შუალედური დასკვნა: ორგანიზაციას შესაძლოა ჰქონდეს სესხის ძირის მოთხოვნის უფლება სსკ-ის
623-ე მუხლის საფუძველზე.

ჰიპოთეზა: მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შესაძლოა ჰქონდეს 2017 წლის მარტიდან არსებული


3% -ის დაფარვის მოთხოვნის უფლება 625-ე მუხლიდან გამომდინარე.

იმისთვის,რომ გამსესხებელმა მსესხებელს მოსთხოვოს პროცენტის გადახდა ,მხარეთა


შეთანხმებით სესხისათვის გათვალისწინებული უნდა იყოს პროცენტის (625
I).საპროცენტო ვალდებულება დამატებითი,აქცესორული ვალდებულებაა და იგი იგი
ეფუძვნება მტავარ ვალდებულებას,როგორიცაა კაპიტალტან დაკავშირებული
ვალდებულება .თუ არ წარმოიშვა მთავარი ვალდებულება ან და იგი ბათილად იქნა
ცნობილი ,არც საპროცენტო ვალდებულება წარმოიშვება .შესაბამისად ,თუ მოასარჩელე
ვერ დაადასტურებს ძირითადი ვალდებულების არსებობას ,პროცენტის გადახდის
ვალდებულებაც არ იარესბებსს.სასყიდლიანი სესხის ხელშეკრულებაში პროცენტის
გადახდა მსესხებლის ძირითადი ვალდებულებაა.კაზუსიდან ჩანს,რომ ნამდვილად
დაიდო ორმხრივი კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულება,შესაბამისად
არსებობს მთავარი ვალდებულება და ამას ემატება სესხის პროცენტის დაფარვის
ვალდებულება .ვინაიდან გიორგი სესხს ფარავდა გარკვეული თვეების განმავლობაში და
მხოლოდ გადაუხდელი თვეების შესაბამისი პროცენტის გადახდა მოუწევს.

შუალედური დასკვნა: მიკროსაფინანსო ორგანიზაციას აქვს პროცენტის გადახდის


მოთხოვნის უფლება გიორგისგან.სსკ-625-ე მუხლის 1;5;8-ნაწილებიდან , გამომდინარე.

ჰიპოთეზა: მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შესაძლებელია ჰქონდეს პირგასამტეხელოს


მოტხოვნის უფლება 417,419,420 მუხლებიდან გამომდინარე.

პირაგასამტეხელო ,თავისი არსით,მთლიანად დამოკიდებულია ძირითად


ხელშეკრულებაზე .მხოლოდ ძირითადი უფლების ნამდვილობის შემტხვევაშია
შესაძლებელი პირგასამტეხელოს მოთხოვნა.პირგასამტეხელოს დაკისრებისთვის
ვალდებულების შეუსრულებლობა,ისევე,როგორც არაჯეროვანი შესრულება უცილებელად
მოვალის ბრალეულობით უნდა იყოს გამოწვეული.თუ არ დადგინდება მოვალის
ბრალი,მაშინ მის მიმართ პირგასამტეხელოს ანაზღაურების მოთხოვნასაც არ ექნება
სამართლებრივი საფუძველი. გარდა გაომნაკილის შემთხვევებისა ,419 მუხლის 1-ლი
ნაწილი ერთდროულად ორი მოთხოვნის დაყენებას გამორიცხავს (გარდა ვალდებულების
შესრულების ვადაგადაცილებისთვის განსაზღვრული პირგასამტეხელოს
შემთხვევისა).კაზუსიდან გამომდინარე სახეზე გვაქვს ვადის გადაცილება შესაბამისად 419
მუხლის პირველი ნაწილით გამოირიცხება ,რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას არ
წარმოეშვას პირგასამტეხელოს გადახდის მოტხოვნის უფლება ,პრობლემა იმაში
მდგომარეობს ,რომ მოპასუხის თქმით პირგასამტეხელოს ოოდენობა შეუსაბამოდ მაღალია
შესაბამისად აქ დაგვჭირდება სსკ-ის 420 მუხლი,რომლის თანახმადაც ,სასამართლოს
შეუძოლია საქმის გარემოებათა გათალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი
პირგასამტეხელო.

საბოლოო დასკვნა: გიორგის მთლიანად არ დაეკისრება 15100 ლარის გადახდა ,რადგან ამ თანხის
ნაწილი უკვე გადახდილი ჰქონდა ,კერძონ 2017 წლის დეკემბრის ჩათვლით (სსკ-ის 623-ე
მუხლიდან გამომდინარე).პროცენტის გადახდა დაეკისრება 2018 წლის იანვრიდან სსკ-ის 625
მუხლის 1-ლი ნაწ,ხოლო რაც შეეხება პირგასამტეხელოს იგი დაეკისრება შემცირებული ოდენობით
.სსკ-ის 420 მუხლიდან გამომდინარე.

You might also like