You are on page 1of 3

=’სისხლის სამართლის პროცესი (კერძო ნაწილი)

ვარიანტი II

1. თეორიული საკითხი ( 10 ქულა)

საგამოძიებო ექსპერიმენტი
ძველი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი საგამოძიებო მოქმედების ერთ-ერთ
სახედ ითვალისწინებდა ჩვენების ადგილზე შემოწმებას, თუმცა მოქმედმა სისხლის
საპროცესო კოდექსმა საგამოძიებო ექსპერიმენტი და ჩვენების ადგილზე შემოწმება ერთ
საგამოძიებო მოქმედებაში გააერთიანა, თუმცა განსხვავებული მიზნები დაუწესა. რაც იმაში
მდგომარეობს რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება, თუ საჭიროა საქმის ფაქტობრივი
გარემოების საგამოძიებო ვერსიის გადამოწმება და გადასამოწმებელია მოწმისგან,
დაზარალებულისგან ან ბრალდებულისგან ინფორმაციის ან ჩვენების სისწორე.

მაგალითად ქურდობის საქმეზე, პოტენციური ბრალდებული დაკითხვისას აცხადებს,


რომ საცხოვრებელი სახლის მესამე სართულის ფანჯრიდან მაცივარი დამოუკიდებლად
გადმოიტანა. არსებული მტკიცებულებები და საქმის ფაქტობრივი გარემოებები კი
საფუძვლიან ეჭვს იძლევა, რომ დანაშაულის ჩადენა ჯგუფურად მოხდა. გამომძიებელი
უფლებამოსილია ქურდობის ადგილზე ჩაატაროს საგამოძიებო ექსპერიმენტი დანაშაულის
შესაძლო ვერსიის გადასამოწმებლად.

რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების წესს, გამომძიებელმა საგამოძიებო


მოქმედება უნდა ჩაატაროს მოსამართლის განჩინებით ან გადაუდებელი აუცილებლობით,
ანუ მოსამართლის განჩინების გარეშე. რაც იმას ნიშნავს რომ თუ საგამოძიებო ექსპერიმენტის
ჩატარება ხდება კერძო საკუთრებაში ან მფლოელობაში, ან მისი ჩატარებით იზღუდება სხვა
პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, გამომძიებელმა უნდა მოიპოვოს მესაკუთრის
მფლობელის ან იმ პირის თანხმობა ვისაც საგამოძიებო მოქმედებით ეზღუდება ზემო
აღნიშნული უფლებები. ხოლო იმ შემთხვევში თუ ზემო აღნიშნული პირები არ განაცხადებენ
თანხმობას საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებაზე,გამომძიებელი იღებს გადაწყვეტილებას
საგამოძიებო ექსპერიმენტის მოსამართლის განჩინებით ან განჩინების გარეშე ჩატარების
შესახებ.

თუ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე არსებობს ერთდროულად რამდენიმე


პირის მიერ მიცემული ჩვენების შემოწმების საჭიროება, გამომძიებელი მას ატარებს
ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ხოლო რამდენიმე ჩვენების ადგილზე ერთდროულად
შემოწმება დაუშვებელია.

იმ შემთხვევაში თუ საგამოძიებო ექსპერიმენტი საგამოძიებო ვერსიის შემოწმების მიწნით


ტრადება, გამომძიებელი მონაწილე პირებს სთავაზობს დაიკავონ მათთვის განკუთვნილი
ადგილები, გააცნობს მათ როლებს ანუ ვინ რა მოქმედება უნდა შეასრულოს, განსაზღვრავს
შესასრულებელ მოქმედებათა თანმიმდევრობას, მიუთითებს მოქმედებათა შესრულების
დაწყებაზე.

საგამოძიებო ექსპერიმენტში შეიძლება მონაწილეობა მიიღონ: კანონიერმა


წარმომადგენელმა; თარჯიმანმა; გარეშე პირმა; პროკურორმა; ექსპერტმა; დამხმარე პირებმა
და სპეციალისტმა. საცდელ მოქმედებებში მონაწილე პირებს გამომძიებელი არჩევს
მოქალაქეთაგან, რომლებსაც სთავაზობს საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობას.
გამომძიებელი სწორედ მათი მონაწილეობით ათვალიერებს საგამოძიებო ექსპერიმენტის
მიმდინარეობისას აღმოჩენილ საგანს, დოკუმმენტს, კვალს თუ ინფორმციის შემცველ სხვა
ობიექტს. საგამოძიებო ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ თითოეული მონაწილე
ხელმოწერით ადასტურებს საგამოძიებო მოქმედების ოქმს.

2. 5 ღია კითხვა - (2 ქულა -1 კითხვა) - სულ 10 ქულა

1. რა თავისებურება ახასიათებს საგნებისა და ობიექტების დათვალიერებას?

საგნებისა და ობიექტების დათვალიერებას ის თავისებურებები ახასიათებს რომ თუ


შესაძლებელია, ამოღებამდე უნდა წარედგინოს ამ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს,
შემდეგ ამოღებულ იქნეს, დაწვრილებით აღიწეროს, დაილუქოს და შესაძლებლობის შემთხვევაში
შეიფუთოს. შეფუთულ ნივთზე ლუქის გარდა აღინიშნება თარიღი და იმ პირთა ხელმოწერები,
რომლებიც მონაწილეობდნენ საგამოძიებო მოქმედებაში.

2. ამოცნობაში ამომცნობისა და ამოსაცნობი პირების გარდა ვინ შეიძლება მიიღოს მონაწილეობა?


კანონიერი წარმომადგენელი, თარჯიმანი, გარეშე პირი იმ შემთხვევაში თუ ამომცნობს ან
ამოსაცნობს აქვს ფიზიკური ნაკლი ან ჯანმრთელობის გამო ვერ აწერენ ხელს ოქმს, ასევე პროკურორი
თუ მოითხოვს იგი მონაწილეობას და ასევე სპეციალისტი თუ საჭიროა ამოცნობის ვიდეო გადაღება.
3. რა განსხვავებაა ჩხრეკასა და ამოღებას შორის?
ჩხრეკასა და ამოღებას შორის განსხვავება ისაა, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ნივთის
ნებაყოფლობით გადაცემის შემთხვევაში გამომძიებელი ატარებს ამოღებას, ხოლო ნივთის
ნებაყოფლობით გადაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში ტარდება ჩხრეკა.
4. რა შემთხვევაში შეწყდება ფარული საგამოძიებო მოქმედება?
ფარული საგამოძიებო მოქმედება იმ შემთხვევაში შეწყდება თუ:
ა)შესრულდება ფარული საგამოძიებო მოქმედებისშესახებ განჩინებით გათვალისწინებული
კონკრეტული ამოცანა.
ბ)დადგინდება გარემოებები, რომლებიც ადასტურებს, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედების
შესახებ განჩინებით გათვალისწინებული კონკრეტული ამოცანის შესრულება ობიექტურად
შეუძლებელია ან ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს
გ)შეწყდება გამოძიება ან სისხლის სამართლერივი დევნა
დ)აღარ არსებობს ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელების საფუძველი.
5. რა არის ქონებაზე ყადაღის დადების მიზანი და საფუძველი?
ქონებაზე ყადაღის დადების მიზანია ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველყოფა, აქედან
გამომდინარე ყადაღა შეიძლება დაედოს იმ ქონებას რომლის ჩამორთმევის საკითხი შესაძლოა
დადგეს, ხოლო საფუძველი არის ის რომ ქონებას გადამალავენ ან დახარჯავენ ან იგი
დანაშაულერივი გზით არის მოპოვებული.
3. 1 კაზუსი -10 ქულა

ვაკე-საბურთალოს შს სამმართველოს გამომძიებელმა 2012 წლის 14 იანვარს პეტრე ჩუბინიძის


მკვლელობის ფაქტზე მიღებული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება 2012 წლის 19
იანვარს. გამოძიების დაწყების თაობაზე პროკურორს წერილობით აცნობა 3 დღის შემდეგ.
გამოძიების პროცესში გამომძიებელმა დაკითხა ფაქტის შემწსრე 3 პირი. დაკითხვის შემდგომ, ისინი
ერთდროულად გაიყვანა შემთხვევის ადგილზე ჩვენების სისწორის შემოწმების მიზნით. ჩვენების
სისწორე ორმა მათგანმა დაადასტურა, ხოლო ერთ-ერთმა სრულად ვერ აღიდგინა სურათი.
პროკურორმა გამომძიებელს მისცა ზეპირი მითითება, ხელმეორედ გაეყვანა მესამე პირი საგამოძიებო
ექსპერიმენტის ჩასატარებლად. გამომძიებელმა აღნიშნული მითითების შესრულება არ ჩათვალა
საჭიროდ, ვინაიდან გარდაცვლილი პეტრე ჩუბინიძის ოჯახი ცხოვრობდა გამოძიების ადგილიდან
შორს - ერთ-ერთ სოფელში, გამომძიებელმა დაზარალებულად სცნო პეტრე ჩუბინიძის მიერ
თბილისში დაქირავებული ბინის მეზობელი დავით ობგაიძე და დაკითხა იგი მომხდარ ფაქტთან
დაკავშირებით. გამოძიებით დადგენილი იქნა, რომ დანაშაული შესაძლოა ჩადენილი ყოფილიყო
დავით ორაგველიძის მიერ. გამომძიებლის მიერ დაკავებული იქნა დავით ორაგველიძე საქართველოს
სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით. დაკავებულს მიღებული
ჰქონდა რუსულენოვანი განათლება, თუმცა ქართულ ენას ფლობდა სრულყოფილად. გამომძიებელმა
თარჯიმანის მონაწილეობით დაკითხა დავით ორაგველიძე. დაკითხვის შემდგომ გამოიტანა
დადგენილება მისი ბრალდების შესახებ და გამოტანიდან 12 საათში წაუყენა კიდეც. ბრალდებულმა
ბრალის წარდგენისას მოითხოვა ადვოკატი, რაზეც გამომძიებელმა უარი უთხრა და განუმარტა, რომ
ადვოკატის მონაწილეობა აუცილებელი არ იყო. ბრალდებულმა იგივე მოთხოვნით მიმართა
პროკურორს, რომელმაც ასევე უარი უთხრა ადვოკატის დანიშვნაზე. სასამართლოში პირველი
წარდგენისას ბრალდებულმა კვლავ მოითხოვა ადვოკატი, რაზეც მოსამართლემ უთხრა უარი და მას
შეუფარდა დაპატიმრება. სასამართლოში ბრალდებულის პირველ წარდგენას არ ესწრებოდა
დაზარალებული დავით ობგაიძე, რადგან პროკურორმა მას არ შეატყობინა ბრალდებულის
სასამართლოში პირველი წარდგენის ადგილი და დრო. პროკურორმა დაზარალებულს ასევე უარი
განუცხადა ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების არსის გაცნობაზე.

შეაფასეთ პროცესის მონაწილეთა ქმედებები

You might also like