You are on page 1of 8

მტკიცებულების ცნება

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს


მტკიცებულებათა ცნებას, მტკიცებულების სახეებსა და მათი მოპოვებისათვის
გათვალისწინებულ ყველა საპროცესო წესსა და ნორმას. საქართველოს სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილის მიხედვით: “მტკიცებულება
არის კანონით დადგენილი წესით სასამართლოში წარდგენილი ინფორმაცია , ამ
ინფორმაციის შემცველი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან სხვა ობიექტი , რომლის
საფუძველზედაც მხარეები სასამართლოში ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს ,
სამართლებრივად აფასებენ მათ, ასრულებენ მოვალეობებს , იცავენ თავიანთ უფლებებსა
და კანონიერ ინტერესებს, ხოლო სასამართლო ადგენს, არსებობს თუ არა ფაქტი ან
ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა
ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს,
რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე ,
ახასიათებს მის პიროვნებას“.

ნებისმიერი ცნობა შეიძლება გახდეს მტკიცებულება, თუ ის ასე თუ ისე დაკავშირებულია


მომხდარ მოვლენასთან, თუ მის საფუძველზე შესაძლებელია დადგინდეს რაიმე
გარემოება, რომელსაც მნიშვნელობა აქვს საქმეზე სწორი გადაწყვეტილების მიღებასთან .
მონაცემები, რომელსაც ბრალდების ან დაცვის მხარე მიიღებს, შეიძლება იყოს როგორც
უტყუარი, ისე ყალბი. იმის დადგენა, შეესაბამება თუ არა მიღებული მონაცემები
სინამდვილეს, წარმოადგენს სასამართლოს (მოსამართლის) ამოცანას.

საპროცესო კანონი ადგენს ვინ, საიდან და რა გზით შეიძლება მიიღოს მტკიცებულება .


კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, კანონის დარღვევით მოპოვებულ
მტკიცებულებას იურიდიული ძალა არა აქვს. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება
სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის გამოხატულებაა , რომლის თანახმად ,
კანონისა და ადამიანის უფლებათა დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებების
საფუძველზე, დაუშვებელია პირის სისხლისსამართლებრივი დევნა და მსჯავრდება .

მტკიცებულების კლასიფიკაცია თავისი შინაარსის, წარმომავლობის და მნიშვნელობის


მიხედვით პირობითად შესაძლებელია მოვახდინოთ შემდეგნაირად :

 გამამტყუნებელი და გამამართლებელი მტკიცებულებები;


 პიროვნული და ნივთიერი მტკიცებულებები;
 პირველადი და წარმოებული მტკიცებულებები;
 პირდაპირი და არაპირდაპირი მტკიცებულებები.

მტკიცებულების გამამართლებელ და გამატყუნებელ მტკიცებულებებად დაყოფას


საფუძლად უდევს მიღებული ინფორმაციის შინაარსი. მტკიცებულება რომელიც
ადასტურებს პირის დანაშაულში მონაწილეობას და ამძიმებს მის პასუხისმგებლობას არის
გამამტყუნებელი მტკიცებულება. ხოლო მტკიცებულება რომელიც უარყოფს პირის
დანაშაულში მონაწილეობას ან ამსუბუქებს ბრალდებულის მდგომარეობას
გამამამრთლებელი მტკიცებულებაა.

პიროვნულია მტკიცებულება რომელიც წერილობით ფორმდება. პიროვნულ


მტკიცებულებებს მიეკუთვნება მოწმის ზეპირი ჩვენება, მისი დაკითხვის ოქმი , ექსპერტის
მიერ მომზადებული დასკვნა, ასევე სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებების დროს
შედგენილი ოქმები, სადაც დაფიქსირებული ინფორმაცია სხვადასხვა ფაქტებისა და
გარემოებების თაობაზე გადმოცემულია პროცესის მონაწილე პირებისაგან .

ნივთიერი მტკიცებულება არის საგანი, დოკუმენტი ან სხვა ობიექტი რომელიც


წარმოშობით, აღმოჩენის ადგილითა და დროით, ნიშან-თვისებებით და მასე დარჩენილი
კვალით დაკავშირებულია სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივ გარემოებასთან და
შეიძება დანაშაულის აღმოჩენის, დამნაშავის დადგენის ან ბრალდების უაყოფის თუ
დადასტურების საშუალებად გამოვიყენოთ.

პირველად მტკიცებულებად ჩაითვლება ისეთი მტკიცებულება,რომელიც მიღებულია


პირველი წყაროდან, ხოლო მეორე წყაროდან მიღებული ყველა ინფორმაცია და
მონაცემი მიეკუთვნებიან წარმოებულ მტკიცებულებებს. მაგალითად , იმ მოწმის ჩვენება ,
რომელიც უშუალო თვითმხილველი არ არის მოვლენის ან ფაქტის, მაგრამ მის შესახებ
მისთვის ცნობილი გახდა სხვა პირისაგან, რომელიც თვითმხილველია მომხდარი
მოვლენის ან ფაქტის. ასეთ შემტხვევაში სავალდებულოა დადგინდეს პირველადი წყარო
და მოხდეს მისი დაკითხვა. თუ პირი ვერ ასახელებს პირველად წყაროს ასეთი სახის
მტკიცებულება უნდა იქნეს უარყოფილი.

მტკიცებულება რომელიც პირდაპირ კავშირშია მოვლენასთან , პირდაპირ და უშუალოდ


ამტკიცებს ან უაყოფს მოვლენას არის პირდაპირი მტკიცებულება . ხოლო მტკიცებულება
რომელიც არ არის უშუალო კავშირში მოვლენასთან მაგრამ სხვა მტკიცებულებეათა
ერთობლიობაში და ობიექტურ კავშირში იძლევა ფაქტის უაყოფის ან დადგენსი
საშუალებას არის არაპირდაპირი ანუ ირიბი მტკიცებულება .

მტკიცებულებათა დასაშვებობა და დაუშვებლობა

მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა . მისი დასაშვებობის


საკითხს კი სასამართლო წყვეტს. დასაშვებობის ზოგადი წესები მოცემულია სსსკ მე -10
თავში და ითვალისწინებს მტკიცებულებებსი დაშასვებობის აუცილებელ კრიტერიუმებს .

დოკუმენტს მტკიცებულებითი ძალა ენიჭება სამი სპეციალური წინაპირობის არსებობისას :


1. ცნობილია მისი წარმომავ-ლობა; 2. ავთენტიკურია; 3. შესაძლებელია დაიკითხოს პირი,
რომელმაც შექმნა/მოიპოვა ან ვისთანაც ინახებოდა დოკუმენტი.

ნივთიერი მტკიცებულების დასაშვებად მიჩნევისათვის კანონმდებლობა განსაზღვრავს


შემდეგ კრიტერიუმებს: უნდა დასტურდებოდეს მისი ავთენტიკურობა და შესაძლებელი
უნდა იყოს იმ პირის მოწმედ დაკითხვა, რომელმაც მოიპოვა/შექმნა იგი ან/და
რომელთანაც ინახებოდა სასამართლოში წარდგენამდე.

რაც შეეხება მოწმეთა ჩვენებებს, აღნიშნული ჩვენება მტკიცებულება ვერ იქნება , თუ მოწმე
ვერ მიუთითებს წარმოდგენილი ინფორმაციის წყაროს ან თუ დადგინდება , რომ
ფსიქიკური ავადმყოფობის ან ფიზიკური ნაკლის გამო არ შეუძლია სწორად აღიქვას ,
დაიმახსოვროს და აღიდგინოს ფაქტები, ასევე თუკი მეორე მხარეს არ გადაეცა მოწმის
გამოკითხვის ოქმი სსსკ-ის 83-ე მუხლით დადგენილი წესით.

ირიბი ჩვენება, ისევე როგორც ნებისმიერი ნაწარმოები მტკიცებულება , სარწმუნოობის


უფრო დაბალი ხარისხით ხასიათდება და ნაკლები მტკიცებულებითი ძალის მქონეა
როგორც სხვა სახის მტკიცებულებებთან შედარებით, ასევე თავად მოწმეთა ჩვენებების
იერარქიაშიც.

სსსკ-ის 72-ე მუხლი აყალიბებს დაუშვებელი მტკიცებულების არსს. მითითებული მუხლის


პირველი ნაწილის თანახმად, კანონის არსებითი დარღვევით მოპოვებული
მტკიცებულება დაუშვებელია და იურიდიული ძალა არ გააჩნია. დაუშვებელია ამგვარი
მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა მტკიცებულებაც , თუ ის
აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას. მტკიცებულება დაუშვებელი
იქნება, თუ მისი შეგროვებისას არსებითად დაირღვა საპროცესო ფორმა , ადამიანის
უფლებები, მოპოვება განხორციელდა არაუფლებამოსილი პირის მიერ , ან არა სსსკ
დადგენილი საპროცესო/საგამოძიებო მოქმედების განხორციელების გზით .
მტკიცებულებათა მოპოვების დროს დაშვებული ყველა შეცდომა თავისთავად არ იწვევს
პროცესიდან მათ გამორიცხვას. მტკიცებულებათა მოპოვებისას დაშვებული
კანონდარღვევის სიმძიმე განსაზღვრავს მოპოვებული მტკიცებულების დასაშვებობას .
რაც უფრო მძიმეა კანონდარღვევა, მით უფრო დიდია ალბათობა იმისა , რომ მიღებული
მტკიცებულების სისხლის სამართლის საქმეზე დაშვება სრულ პროცესს მნიშვნელოვნად
დააზარალებს. მტკიცებულება ნებისმიერ შემთხვევაში დაუშვებლად უნდა ჩაითვალოს ,
თუკი მისი მოპოვება ან გამოყენება არღვევს პროცესის მონაწილის ფუნდამენტურ
უფლებებს.

მტკიცების პროცესი

მტკიცების პროცესი მტკიცებითი სამართლის ერთ-ერთი ძირითადი საკითხია . მტკიცების


პროცესი არის პროცესის მწარ-მოებელი პირის (გამომძიებელი, პროკურორი,
სასამართლო, მოსამართლე) და პროცესის სხვა მონაწილეთა (ეჭვმიტანილი,
ბრალდებული, განსასჯელი, დამცველი, დაზარალებული და ა.შ.) კანონის დაცვის
საფუძველზე მტკიცებულებათა შეკრებისა და აღმოჩენის, მათი პროცესუალური
დამაგრების, შემოწმებისა და შეფასების პროცესი. რომელიც მიზნად ისახავს საქმეზე
ჭეშმარ-იტების დადგენას.

მტკიცების პროცესი შედგება ოთხი საფეხურისაგან:

1. მტკიცებულებათა აღმოჩენა და შეკრება;

2. მტკიცებულებათა საპროცესო დამაგრება;

3. მტკიცებულებათა შემოწმება;

4. მტკიცებულებათა შეფასება.

მტკიცებულებათა აღმოჩენა და შეკრება ხდება სხვადასხვა გზით, მტკიცებულებათა


აღმოჩენისა და მიღების ძირითად საშუალებას წარმოადგენს საგამოძიებო და
სასამართლო მოქმედებათა ჩატარება, მტკიცებულებთა აღმოჩენა და მიღება ხდება ისეთ
საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების გზით, როგორიცაა დაკითხვა, ამოღება , ჩხრეკა ,
დათვალიერება, საგამოიძებო ექსპერიმენტი, გვამის ექსკუმაცია , ჩვენების ადგილზე
შემოწმება, ექსპერტიზის ჩატარება, ნიმუშების მიღება საექსპერტო კვლევისათვის .

არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ განსაზღვრული მნიშვნელობა სისხლის


სამართლის საქმეზე. მას პროცესუალური მნიშვნელობა შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ იმ
შემთხვევაში თუ იგი მიღებული იქნება საპროცესო კანონის მოთხოვნათა დაცვით და ამავე
დროს სათანადოდ პროცესუალურად დამაგრებული. მტკიცებულების მნიშვნელობის
ცნობა უნდა იქნეს შეტანილი საგამოძიებო მოქმედების ან სასამართლო განხილვის
ოქმში. ნივთიერი მტკიცებულება კი უნდა აღიწეროს ოქმში და დაერთოს საქმეს
განჩინებით. სასამართლო მოქმედების ოქმი და დოკუმენტი საქმეს უნდა დაერთოს
სპეციალურად გამოტანილი დადგენილების გარეშე.

მტკიცებულებათა შემოწმებას ახორციელებს გამომძიებელი, პროკურორი და


სასამართლო, ანუ მტკიცებულებათა შემოწმება შეიძლება განცორციელდეს პროცესის
ყველა სტადიაზე, შემოწმებას ექვემდებარება როგორც ფაქტიური მონაცემები , ასევე მათი
მიღების წყაროები, ასევე ნებისმიერი მტკიცებულებები ცალ -ცალკე .

მტკიცებულებათა შეფასება წარმოადგენს მტკიცების პროცესის აუცილებელ და


შემჯამებელ საფეხურს, მტკიცებულებათა შეფასება წარმოადგენს გამომძიებლის ,
პროკურორის, მოსამართლის აზრობრივ და ლოგიკურ პროცესს. მტკიცებულებათა
შეფასებისას ისინი ხელმძღვანელობენ თავიანთი შინაგანი რწმენით, აფასებენ
მტკიცებულებებს კანონის დაცვის საფუძველზე ყოველმხრივ , სრულყოფილად და
ობიექტურად.

მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულყოფილ და ობიექტურ შეფასებას მტკიცების


პროცესში პირველხარისხოვანი მნიშვნელობა ენიჭება რადგან საბოლოოდ
განსაზღვრავს თითოეული მტკიცებულების ძალასა და პროცესუალურ მნიშვნელობას
კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე.

პრეუდიცია

პრეიუდიციას წარმოადგენს ფაქტი/გარემოება, რომელიც არ მოითხოვს დამატებით


დამტკიცებას და არ ექვემდებარება გონივრულ დავას. გამოკვლევის გარეშე
მტკიცებულებად მიიღება: საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი; განაჩენი ნასამართლობაზე ;
სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები , თუ
პროცესის არცერთი მონაწილე მათ საეჭვოდ არ ხდის; ნებისმიერი სხვა გარემოება თუ
ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

პრეიუდიციულად დადგენილი ფაქტის უარყოფის უფლება ენიჭება მხოლოდ


სასამართლოს, მაგრამ მხოლოდ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე.

მხარეებს ასევე შეუძლიათ შეთანხმდნენ საქმეში არსებულ კონკრეტულ მტკიცებულებებზე ,


რომლებიც შემდგომში სადავო არ გახდება და სასამართლო განხილვისას
შემოიფარგლონ მხოლოდ იმ მტკიცებულებებზე დავით, რომელიც მათ შორის სადავოა .

ბრალდებულის ჩვენება

ბრალდებულის ჩვენებას ახასიათებს შემდეგი ნიშნები: 1. ჩვენების შინაარსს წარმოადგენს


ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ეხება განსახილველი საქმის კონკრეტულ ,
ფაქტობრივ გარემოებებს; 2. ამ ინფორმაციას შემხებლობა უნდა ჰქონდეს სისხლის
სამართლის საქმესთან - მტკიცების საგანთან; 3. ეს ინფორმაცია მოპოვებული უნდა იყოს
მხოლოდ ბრალდებულის სასამართლოში დაკითხვის გზით; 4. ამ ინფორმაციის
მატარებელია ის პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს ბრალდებულის სტატუსი.
ჩვენება არის ბრალდებულის მიერ ინფორმაციის მიწოდება საქმისათვის მნიშვნელოვანი
ფაქტობრივი გარემოებების შესახებ. ამასთან, ბრალდებულის მიერ ჩვენების მიცემა მის
სუბიექტურ ნებაზეა დამოკიდებული და არ წარმოადგენს სისხლის სამართლის საქმეზე
აუცილებელ და სავალდებულო მტკიცებულებას.

ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება შესაძლებელია დაიყოს პირობითად 2 ქვესახედ:


ბრალის სრულად და ნაწილობრივი აღიარება. ნაწილობრივი აღიარების შემთხვევაში
ბრალდებული უარყოფს ცალკეულ ეპიზოდებში მონაწილეობას , ქმედების განზრახ
ხასიათს, არასწორად მიიჩნევს ქმედების კვალიფიკაციას და ა.შ. თუ ბრალდებული
აღიარებს თავისი ქმედების ობიექტურ მხარეს, მაგრამ გამორიცხავს ბრალის არსებობას ,
ან რაიმე სხვა საფუძვლით ეწინააღმდეგება აღნიშნული ქმედების მართლსაწინააღმდეგო
ხასიათის შესახებ ბრალდების პოზიციას, მისი ჩვენება არ შეიძლება მივიჩნიოთ
აღიარებად.

ჩვენების მიცემა ბრალდებულის უფლებაა. ბრალდებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის


თქმა ან/და შეგნებულად ცრუ ჩვენების მიცემა არ შეიძლება იქნეს მიჩნეული მისი
ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.

მოწმის ჩვენება

მოწმის ჩვენება სისხლის სამართლის პროცესში არსებულ მტკიცებულებათა შორის ერთ-


ერთი ყველაზე გავრცელებული, შეუცვლელი და დამოუკიდებელი სახის მტკიცებულებაა .
რაც უპირველეს ყოვლისა დასაკითხი პირისაგან იმ ფაქტებისა და მონაცემების
შეტყობინებაში გამოიხატება, რასაც უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია და რაც უნდა
დადგინდეს სისხლის სამართლის საქმეზე. იგი შეიძლება იყოს სინამდვილის დადგენის
უტყუარი საშუალება. მოწმედ შეიძლება დაიკითხოს ნებისმიერი ფიზიკური პირი ,
რომელსაც აქვს უნარი სწორად აღიქვას და მეხსიერებაში აღიდგინოს გარესამ-ყაროს
მოვლენები. ფიზიკური პირის უნარს, იყოს მოწმე, კანონი არ უკავშირებს განსაზღვრული
ასაკის მიღწევას ამიტომ მოწმედ შეიძლება დაიკითხოს მცირეწლოვანიც.

მოწმის ჩვენება თავის მტკიცებულებით მნიშვნელობას კარგავს იმ შემთხვევაში , როდესაც


მოწმე წარმოდგენილი ინფორმაციის წყაროს ვერ მიუთითებს, ან თუ დადგინდება , რომ
ფსიქიკური ავადმყოფობის ან ფიზიკური ნაკლის გამო არ შეუძლია სწორად აღიქვას ,
დაიმახსოვროს და აღიდგინოს ფაქტები.

მოწმის ჩვენების საგანს წარმოადგენს ნებისმიერი გარემოება , რომელიც ექვემდებარება


მტკიცებას სისხლის სამართლის საქმეზე. მოწმის ჩვენება უნდა შეიცავდეს კონკრეტულ
მონაცემებს გარკვეულ გარემოებებზე.

მოწმის ჩვენების სუბიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, რომლისთვისაც ცნობილი


გახდა გარემოებები, რომელიც ექვემდებარება მტკიცებას სისხლის სამართლის საქმეზე .
თუმცა არ შეიძლება მოწმედ გამოიძახონ და დაკითხონ: ეჭვმიტანილის, ბრალდებულის,
განსასჯელის ან მსჯავრდებულის დამცველი, დაზარალებულის, სამოქალაქო
მოსარჩელის, სამოქალაქო მოპასუხის ან იმ პირის წარმომადგენელი , რომლის მიმართაც
გამოიყენება სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება იმ გარემოების შესახებ ,
რომელიც მისთვის ცნობილი გახდა ამ საქმეში წარმომადგენლის ან დამცველის
მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით. ადვოკატი, რომელიც იურიდიულ
დახმარებას უწევდა პირს დაცვის ან წარმომადგენლობის მიღებამდე იმ გარემოების
შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა, დაცვის ან წარმომადგენლობის
განხორციელებასთან ან სხვა იურიდიული დახმარების გაწევასთან დაკავშირებით .
სასულიერო პირი, სახალხო დამცველი, ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის ,
მსჯავრდებულის ახლო ნათესავი, საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის
ა.რ. უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები, მოსამართლე, ჟურნალისტი.

მოწმის ჩვენების შეფასებისას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება 3 ძირითად ფაქტორს :


აღქმას, დამახსოვრებასა და გადმოცემას.

მოწმის სიცრუის გამოსამჟღავნებლად ყველაზე საიმედო საშუალებას ჩვენების მიცემის


მოტივის შესწავლა წარმოადგენს, რის გამოც მიზანშეწონილია იმ ურთიერთობის
შემოწმება, რაც შეიძლება არსებობდეს მოწმესა და პროცესის სხვა მონაწილეებს შორის .

თუ მოწმის მიერ წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს მიცემულ


ჩვენებებს შორის არსებითი წინააღმდეგობაა, მხარეს უფლება აქვს მოსამართლის წინაშე
დააყენოს შუამდგომლობა მოცემული ჩვენების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის
შესახებ.

ირიბი ჩვენება

ირიბი ჩვენება ე.წ. ნაწარმოები მტკიცებულებაა, რომელიც ახდენს საქმისათვის


მნიშვნელოვანი ფაქტების გაშუალედებურ ასახვას. ირიბი ჩვენება შესაძლებელია იყოს
როგორც გამამართლებელი, ასევე გამამტყუვნებელი, როგორც პირდაპირი , ასევე ირიბი
და ადასტურებდეს როგორც მტკიცების საგანში შემავალ გარემოებებს , ასევე ე .წ .
გვერდით/შუალედურ ფაქტებს.

ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ


ინფორმაციას. ირიბ ჩვენებას იძლევა პირი, რომლისთვისაც აღნიშნული ინფორმაცია
სხვა პირის მეშვეობით გახდა ცნობილი. ანუ მოწმეს საკუთარი თვალით არ დაუნახავს ან
სხვაგვარად უშუალოდ არ აღუქვია ის გარემოება, რომლის თაობაზეც იძლევა ჩვენებას.

ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში , თუ ირიბი ჩვენების


მიმცე-მი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და
რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია.

სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები


მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის
ირიბი ჩვენება.

ირიბი ჩვენების გამოყენება დაიშვება მხოლოდ საქმეში არსებული მტკიცებულებების და


საგამოძიებო ვერსიების შემოწმების, დამატებითი მტკიცებულების მოძიების , მოწმის
ჩვენების იმპიჩმენტის, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების, ქონებაზე ყადაღის დადების ,
სამედიცინო დაწესებულებაში პირის მოთავსების , ჩხრეკა -ამოღების და სხვა საგამოძიებო
და საპროცესო მოქმედებების განხორციელებისათვის.

ნივთიერი მტკიცებულება
ნივთიერი მტკიცებულება ეწოდება ნებისმიერ საგანს, რომელიც თავისი თვისებებითა და
ნიშნებით, წარმოშობით, აღმოჩენის ადგილითა და დროით, მასზე დარჩენილი კვალით
დაკავშირებულია საქმის ფაქტობრივ გარე-მოებებთან და რომელსაც შეუძლია ხელი
შეუწყოს ჭეშმარიტების დადგენას.

ნივთიერი მტკიცებულება არის დანაშაულის იარაღი, დანაშაულებრივი ქმედების საგანი


ან მასზე დარჩენილი დანაშაულის კვალი, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფული და
ფასეუ-ლობა, აგრეთვე ყველა სხვა საგანი, რომელიც შეიძლება იყოს დანაშაულის
აღმოჩენის, დანაშაულის ჩამდენის დადგენის ან ბრალდების უარყოფის საშუალება .

საგანი ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი უნდა იქნეს პროცესის მწარმოებელი ორგანოს


განჩინებით. ნივთიერი მტკიცებულება საქმეზე დართვამდე უნდა შემოწმდეს და
დაილუქოს დამსწრეთა თანდასწრებით. ნივთიერი მტკიცებულება დაუშვებლად ითვლება
თუ უარყოფილი არ არის ვარაუდი მისი შესაძლო გამოცვლის, ან მისი ნიშნებისა და
თვისებების არსებითი შეცვლის, ანდა მასზე დარჩენილი კვალის გაქრობის შესახებ .
ნივთიერი მტკიცებულებები უნდა შემოწმდეს და გამოკვლეულ იქნეს სისხლის სამართლის
საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად . ნივთიერი მტკიცებულება
არის ირიბი მტკიცებულება. ამიტომ კარგად უნდა დადგინდეს მათი შესახებობა სისხლის
სამართლის საქმესთან. თუმცა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დროს ყოველთვის
არ არის სათანადო შესაძლებლობა დადებითად გადაწყდეს აღნიშნული საკითხი .

ნივთიერ მტკიცებულებას ინახავს პროცესის მწარმოებელი ორგანო ისეთ პირობებში ,


რომლებიც გამორიცხავს მის დაკარგვასა და მისი თვისებების შეცვლას. ნივთიერი
მტკიცებულება, რომელიც არ ნადგურდება ან მესაკუთრესა თუ მფლობელს არ
უბრუნდება, ინახება სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

ნივთიერი მტკიცებულების კუთვნილების გამო დავა წყდება სამოქალაქო


სამართალწარმოების წესით. თუ ასეთი დავა წარმოიშვა, ნივთიერი მტკიცებულება ინახება
სისხლის სამართლის საქმესთან სარჩელის საფუძველზე გამოტანილი სასამართლო
გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. სასამართლოს , რომელიც ასეთ
სარჩელს განიხილავს, უფლება აქვს გამოითხოვოს სისხლის სამართლის საქმესთან
ერთად შენახული ნივთიერი მტკიცებულება. ნივთიერი მტკიცებულების გაფუჭების ,
განადგურების ან დაკარგვის შემთხვევაში მისი მესაკუთრე ან მფლობელი იღებს ფულად
კომპენსაციას.

დოკუმენტი, როგორც მტკიცებულება

მხარის მოთხოვნის შემთხვევაში დოკუმენტს მტკიცებულებითი ძალა აქვს, თუ ცნობილია


მისი წარმომავლობა და ის ავთენტიკურია. დოკუმენტი ან ნივთიერი მტკიცებულება
დასაშვები მტკიცებულებაა, თუ მხარეს შეუძლია მოწმედ დაჰკითხოს პირი , რომელმაც
მოიპოვა/შექმნა იგი ან/და რომელთანაც ინახებოდა სასამართლოში წარდგენამდე .

დოკუმენტი შესაძლებელია არსებობდეს როგორც წერილობითი, ასევე ნებისმიერი სხვა


ფორმით.

სსკ ითვალისწინებს ალტერნატივის სახით იმ პირების სავალდებულოდ დაკითხვას , ვინც :


 შექმნა დოკუმენტი - პირი რომლის მონაწილეობითაც იყო შექმნილი შესაბამისი
დოკუმენტი.
 მოიპოვა დოკუმენტი რომელიც არსებობდა მისი წარმომდგენი პირის ნების გარეშე
და მის შექმნაში მას მონაწილეობა არ მიუღია , მაგრამ მისი ძალისხმევით ხდება
აღნიშნული დოკუმენტის დაძებნა, გამოთხოვა და წარმოდგენა.
 ვისთანაც ინახებოდა დოკუმენტი, შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი
(ფიზიკური/იურიდიული, კერძო/საჯარო დაწესებულება).

დოკუმენტს ნივთიერი მტკიცებულების სტატუსი ენიჭება იმ შემთხვევაში , თუ ხასიათდება


შეუნაცვლებლობით.

გადაწყვეტილება ნივთიერ მტკიცებულების შესახებ სისხლის სამართლის პროცესის


დამთავრებამდე და დამთავრებისას

მიუხედავად იმისა, რომ ნივთიერი მტკიცებულების ბედი წყდება შემაჯამებელი


გადაწყვეტილებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი გარკვეული კატეგორიის
ნივთიერი მტკიცებულებების ბედის გადაწყვეტასთან დაკავშირებით აწესებს სპეციალურ
წესებს.

თუ ნივთიერი მტკიცებულება არის შინაური ცხოველი, ფრინველი ან იგი წარმოადგენს


მალფუჭებად საგანს, ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში აუცილებელ საგანს, საგამოძიებო
ორგანო უფლებამოსილია სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი
გადაწყვეტილების მიღებამდე დაუბრუნოს ისინი მესაკუთრეს ან მფლობელს , თუ მათ
ყადაღა არა აქვთ დადებული. ასევე, საგამოძიებო ორგანო უფლებამოსილია სისხლის
სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე მესაკუთრეს ან
მფლობელს დაუბრუნოს სატრანსპორტო საშუალება, თუ მას ყადაღა არ აქვს დადებული .

საქმისწარმოების დასრულებისას ნივთიერი მტკიცებულების სახით ამოღებული ქონება


შეიძლება დაუბრუნდეს მხოლოდ იმ პირს, ვისგანაც განხორციელდა მისი ამოღება .

თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება , ხოლო თუ მას
აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია.

თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის


ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, _ ნადგურდება .

შესაძლო მტკიცებულებებზე მხარეების მიერ ინფორმაციის გაცვლა, დაცვის


მხარისათვის გადაცემა|გაცნობა;

მტკიცებულების შეფასება

You might also like