You are on page 1of 8

სასამართლოს შემადგენლობა, აცილება

სასამართლოს შემადგენლობა

სსსკ–ის 25-ე მუხლის თანახმად,სამოქალაქო საქმეები პირველი ინსტანციით რაიონულ


(საქალაქო) სასამართლოში, ასევე მაგისტრატი მოსამართლეების მიერ განიხილება ერთ
პიროვნულად. სამოქალაქო საქმის ერთპიროვნულად განხილვა ნიშნავს,რომ
ერთპიროვნულად საქმის არსებითად განხილვის შემთხვევაში, აგრეთვე მაშინ,როდესაც
მოსამართლეს მინიჭებული აქვს ცალკეული საპროცესო საკითხის, ერთპიროვნულად
გადაწყვეტის უფლება, მოსამარ– თლე ყოველთვის სასამართლოს სახელით მოქმედებს
(საუბარია შესაბამის სასამართლოზე, რომლის შემადგენლობაშიც ის ასრულებს
სამსახურებრივ მოვალეობებს). მაგისტრატი მოსამართლეები ერთპიროვნულად
განიხილავენ კანონით მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებს (სსსკ-ის მე-14 მუხლი).
მოსამართლე საქმეს ერთპიროვნულად განიხილავს მაშინ, როდესაც კანონით არ არის
გათვალისწინებული ამ საქმის კოლეგიური წესით განხილვა. მაგალითად,თუ სახეზე არ არის
სსსკ-ის 25-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-2 წინადადებით გათვალისწინებული შემთხვევა
(რომლის დროსაც საქმეს ერთპიროვნულად განიხილავს სააპელაციო სასამართლოს
მოსამართლე) სამოქალაქო საქმის განხილვა სააპელაციო Vabnon ხორციელდება
კოლეგიურად, სამი მოსამართლის მიერ (თუმცა, 25-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-2
წინადადებით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც საუბარია მოსამართლის უფლებაზე და არა
ვალდებულებაზე, ერთპიროვნულად განიხილოს საქმე), რომელთაგან ერთ-ერთი
თავმჯდომარეობს სხდომას, როგორც წესი, თავმჯდომარე იმავდროულად არის საქმის
მომხსენებელიც,თუმცა არ არის სავალდებულო სხდომის თავმჯდომარე და მომხსენებელი
კოლეგიურ შემადგენლობაში, ერთი და იგივე მოსამართლე იყოს. ამასთან, თავმჯდომარედ
ყოფნა მოსამართლეს არ ანიჭებს რაიმე პრივილეგიას. საქმის განხილვის დროს წამოჭრილი
ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას, კოლეგიის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი
მოსამართლე დანარჩენი მოსამართლეების თანასწორი უფლებებით სარგებლობს.

საკასაციო სასამართლოში, აპელაციისაგან განსხვავებით, საქმე ყოველთვის კოლეგიურად


განიხილება საქმის კოლეგიური განხილვა ხდება როგორც საკასაციო პალატის მიერ საქმის
განხილვის შემთხვევაში (ასეთ დროს საქმეს სამი მოსამართლე განიხილეს).ისე დიდი
პალატის მიერ საქმის განხილვის შემთხვევაში (დიდი პალატა საქმეს 9 მოსამარ თლის
შემადგენლობით განიხილავს). „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას საქმე
გადაეცემა განსახილველად საქმის საკასაციო წესით განმხილველი სასამართლოს
მოტივირებული განჩინების საფუძ ველზე. „საერთო სასამართლოების შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის მე-16 და მე-17 მუხლებიდან გამომდინარე, დიდი
პალატისათვის საქმის გადაცემა სამ შემთხვევაშია 132 1) თუ საქმე თავისი შინაარსით
წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას. მაგ: ალითად მატერიალურ
სამართლებრივი ურთიერთობები ერთმანეთზე ისეა გადაჯაჭვული, რომ რთულია
კვალიფიკაცია. 2) საკასაციო პალატა არ იზიარებს სხვა საკასაციო პალატის მიერ აღრ
ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის განმარტებას) და 3) საკასაციო პალატა
არ იზიარებს დიდი პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის
განმარტებას). აშრა. საუბარია განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეებზე, რომლებიც
განსახილველად გადაეცება ლი ჰალატას. საინტერესოა, ზემოთ დასახელებულ შემთხვევებში
სავალდებულოა თუ არა საქმის გა“ დაცეშა დიდი პალატისათვის, განსაკუთრებით ეს კითხვა
შეიძლება დაისვას ზემოთ დასახელებულ შეორე და მესამე საფუძველთან დაკავშირებით,
ვინაიდან როცა გადაცემა სავალდებულოა და საკასაციო პალატამ ეს არ განახორციელა,მაშინ
საქმე სასამართლოს უკანონო შემადგენლობის მიერ განიხილულად უნდა ჩაითვალოს.

ჩვენი აზრით, ზემოაღნიშნული საფუძვლებით დიდი პალატისათვის საქმის გადაცემა


საუალდებულოა. ამაზე მეტყველებს საერთო სასამართლოების შესახებ კანონის შე–17
მუხლისა და საშოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ ნორმათა ანალიზი (სსსკ–ის 412–ე benb ag-
2 6fnn, 391-g gbenb ag-5 bfonb " g „A" d0536on gs bbga). რომლებითაც განსაზღვრულია კასაციის
ფუნქცია – სამართლის განვითარება და ერთ გვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების
უზრუნველყოფა. სამივე საფუძვლის შემთხვევაში სახეზეა ეითარება, როდესაც მანამდე
არსებული პრაქტიკა შესაძლოა შეიცვალოს. საერთო სასამართლოების კანონის მე-17 მუხლის
თანახმად, დიდი ჰლატის სამართლებრივი შე უახება (ნორმის განმარტება) სავალდებულოა
ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოსათვის. თუკი საკასაციო პალატა თავად განიხილავს
საქმეს, იგი ვალდებულია იხელმძღვანელოს დიდი პალატის განმარტებით. მას არა აქვს
უფლება არ გაიზიაროს ამგვარი განმარტება, თუკი არ ეთანხმება დიდი პალატის
განმარტებას,მაშინ ერთადერთი საპროცესო მოქმედება უნდა შესრულდეს - საქმის გადაცემა
დიდი პალატისათვის. ესეც იმაზე მეტყველებს, რომ ზემოაღნიშნული საფუძვლების
არსებობისას საქმის დიდი პალატისათვის გადაცემა სავალდებულოა. ამასთან, ამით არ
ირღვევა სასამართლოს დამოუკიდებლობისა და თა ვისთავადობის პრინციპი, ვინაიდან
დიდ პალატაში საქმის განხილვისას დიდი პალატის 9 მოსამართლის შემადგენლობაში
საკასაციო სასამართლოს ის სამი მოსამართლეც უნდა შედიოდეს,რომელთა განჩინებითაც
გადაეცა მას საქმე, ზემოაღნიშნული წესები (ღიღი პალატისათვის საქმის გადაცემის
საფუძვლები) ეფუძნება სასამართლოს დამოუკიდებლობისა და თავისთავადობის პრინციპს.
დასახელებული ორ განული კანონის მე–17 მუხლის მე–3 პუნქტის თანახმად, მიუხედავად
იმისა, რომ დიდი პალატის სამართლებრივი შეფასება (ნორმის განმარტება) სავალდებულოა
ნებისმიერი ინსტანციის საერთო სასამართლოსათვის. თუ საკასაციო პალატა არ იზიარებს
დიდი პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის
განმარტებას) მისი მოტივირებული განჩინებით საქმე გადაეცემა დიდ პალატას. დიდი
პალატა შედგება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის,სხვა პალატების თემ
ჯდომარეებისა და პლენუმის მიერ უზენაესი სასამართლოს პალატების შემადგენლობიდან 2
წლის აღით არჩეული არანაკლებ 12 მოსამართლისაგან, როგორც ითქვა,დიდი პალატა საქმეს
განიხილავს 9 მოსამართლის შემადგენლობით, საქმის განმხილველ შემადგენლო ბაში
შედიან ამ საქმის თავდაპირველად განმხილველი მოსამართლეები, მიუხედავად იმისა,
არიან თუ არა ისინი იმავდროულად დიდი პალატის წევრები. კოლეგიური შემადგენლობით
საქმის განხილვა არც პირველი ინსტანციის სასამართ ლოში გამოირიცხება. საქმის
კატეგორიას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. მაგალითად,

მაგისტრატი მოსამართლე ცალკეული კატეგორიის საქმეებს განიხილეს, მიუხედავად ამისა,


მათ შორის, მაგისტრატ მოსამართლესაც შეუძლია დაადგინოს საქმის კოლეგიურად
განხილვა. სსსკ–ის მე–13 მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, მაგისტრატი მოსამართლე
შედის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს შემადგენლობაში. სსსკ–ის 26–ე მუხლის
თანახმად კი, იმ შემთხევაში, როდესაც რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში არის
მოსამართლეთა საკმარისი რაოდენობა კოლეგიური შემადგენლობით საქმის განხილვი
სათეის,ერთპიროვნულად საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია დაადგინოს საქმის
კოლეგიური განხილვა სამი მოსამართლის შემადგენლობით ორ შემთხვევაში:1)თუ საქმის
განხილვასა და გადაწყვეტას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სასამართლო პრაქტიკი
bngnl o 2) საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული
სირთულით ხასიათდება. მოცემულ შემთხვევებში საუბარია მოსამართლის უფლებაზე და
არა ვალდებულებაზე, დაადგინოს საქმის კოლეგიური განხილვა. კოლეგიური წესით საქმის
განხილვა მოტივირებული განჩინების საფუძველზე მოსამართლემ უნდა დაადგინოს მანამ,
სანამ დაიწყებდეს ამ საქმის განხილვას მთავარ სხდომაზე. ცხადია, ფაქტობრივი და
სამართლებრივი კუთხით რთული საქმე, საფუძვლიან შესწავ ლას მოითხოვს – სწორედ ამით
არის განპირობებული ამ საკითხის მთავარ სხდომამდე გადაწყვეტა და კოლეგიური
შემადგენლობის მიერ საქმის სრულყოფილად,კარგად მომზა დება უკვე მთავარ სხდომაზე
განსახილველად. ერთპიროვნულად საქმის განმხილველმა მოსამართლემ კოლეგიური წესით
საქმის განხილვის შესახებ განჩინება სასამართლოს თავმჯდომარეს უნდა გადასცეს,
რომელიც განსაზღვრავს კოლეგიურ შემადგენლობას ამ საქმის განმხილველი
თავდაპირველი მოსამართლის აუცილებელი მონაწილეობით, სა სამართლოს
შემადგენლობის შესახებ წესების დარღვევა სასამართლოს გადაწყვეტილების უპირობოდ
გაუქმების საფუძველია (იხ. სსსკ–ის 394–ე მუხლი).

კოლეგიური სასამართლოების მიერ საკითხების გადაწყვეტის წესი

საქმის განხილვის დროს წამოჭრილი საკითხების კოლეგიური სასამართლოს მიერ


გადაწყვეტის საპროცესო წესი განსაზღვრულია სსსკ–ის 27–ე მუხლით. საქმის განხილ ვის
დროს წამოჭრილი ნებისმიერი საკითხის მოცემული ნორმის შესაბამისად გადაწყვე ტის წესი,
ამგვარი წესის ზუსტად დაცვა, სამოქალაქო საქმის სწორად განხილვისა და გადაწყვეტის და
კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანის გარანტიას (პირობას
წარმოადგენს. კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანა კი, თავის
მხრივ,პროცესის მიზანს შეადგენს. საქმის განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილე ნებისმიერ
მოსამართლეს კანონი ერთნაირ უფლებამოსილებას ანიჭებს საქმის განხილვის დროს
წამოჭრილი ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას. მართლმსაჯულების განხორციელებისას
კოლეგიური სასამართლოს შემადგენლობაში შემავალი მოსამართლეების იურიდიული
თანასწორობა გამოიხატება იმაში, რომ საქმის განხილვის პროცესში წამოჭრილი ნებისმიერი
საკითხის თაობაზე სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მისაღებად თითოეული
მოსამართლის ხმას თანაბარი მნიშვნელობა აქვს. სამოქალაქო საქმის ილეის დროს
კოლეგიური სასამართლო,ისევე როგორც საქმის ერთპიროვნულად განმხილველი
მოსამართლე, თავის საპროცესო უფლება–მოვალეობებს ახორციელებს შესაბამისი
საპროცესო მოქმედებების შესრულებით (ე.ი. ახორციელებს სამართლის შეფარდებას).
ამასთან, იმდენად, რამდენადაც კოლეგიური სასამართლოს შემადგენლობაში შემავალ
ნებისმიერ მოსამართლეს მართლმსაჯულების განხორციელები

სას წამოჭრილი საკითხების გადაწყვეტის დროს თანაბარი უფლებამოსილება აქვს, ისინი


აღნიშნულ საკითხებზე გადაწვეტილებას ხმათა უმრავლესობით იღებენ. ნებისმიერი
საკითხის გადაწყვეტის დროს ხმის მიცემაში მონაწილეობა კოლეგირი სასამართლოს
შემადგენლობაში შემავალმა 'ველა მოსამართლემ უნდა მიიღოს, არცერთ მოსამართლეს არა
აქვს უფლება თავი შეიკაოს რომელიმე საკითხის გადაწყვეტისას ხმის მიცემისაგან. ხმის
მიცების შედეგი სპეციალური საპროცესო წესით უნდა დაფიქსირდეს (გაფორმდეს).ეი. უნდა
აისახოს სასამართლოს შესაბამის აქტში, უმცირესობაში მოდ მოსამართლეს, რომელიც არ
ეთანხმება უმრავლესობას, უფლება აქეს საქმეზე თავისი განსხვავებული აზრი წერილობით
ჩამოაყალიბოს. თუ რომელიმე მოსამართლე განსხვადებულ აზრზე დარჩა.ეს მხარეებს უნდა
ეცნობოს გადაწყვეტილების გამოცხადების დროს. სასამართლო სხდომის დარბაზში
განსხვავებული აზრის შინაარსის გამოცხადება არ ხდება. საქმის განხილვის შემდეგ
მხოლოდ სასამართლოს მიერ მიცე ბული გადაწყვეტილება უნდა გამოცხადდეს. თუმცა სსსკ–
ის 83–ე მუხლის შესაბამისად. მხარეებს უფლება აქვთ ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე
საქჰის ნებისმიერ მასალას, მათ შორის, განსხვავებულ აზრსაც გაეცნონ. ინაიდან
განსხავებული აზრი უნდა დაერ თოს საქმეს (განსხვავებული აზრი უნდა ჩამოყალიბდეს
ცალკე არსებული დოკუმენტის სახით,მოთავსდეს ცალკე კონცერტში და დაერთოს საქმეს)!
განსხვავებული აზრის დაფიქსირების უფლება მოსამართლეს აქეს კოლეგიური წესით საქმის
განხილვის დროს წამოჭრილი ნებისმიერი საკითხის. მათ შორის საპროცესო საკითხის
გადაწყვეტის და არა მარტო გადაწყვეტილების არსებითად გამოტანის დროს. მაშინაც კი,
როდესაც მოსამართლე აღმონღება უმცირესობაში (იმის მიუხედაელჩა მოაყალიბებს თუ არა
განსხვავებულ აზრს) იგი ვალდებულია ხელი მოაწეროს ხმათა უმრავლესობით მიღებულ
გადაწყვეტილებას. მოსამართლეს უფლება აქვს განსხვავებულ აზრში მიუთითოს.
კონკრეტულად რა საკითხში არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილე ბას და საკითხის
გადაწყვეტის თავისი არგუმენტი უნდა ჩამოაყალიბოს. განსხვავებული აზრი ყალიბდება
სათათბირო ოთახში. კოლეგიური სასამართლოს შემადგენლობაში მყოფ მოსამართლეებს
სათათბირი ოთახიდან გამოსულის უფლება აქეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც შედგება
გადაწყვეტილება (ან სასამართლის სხვა აქტი) და ჩამოყალიბდება განსხვავებული აზრი,
მოსამართლეებს არა აქვთ უფლება გაახმაურონ მსჯელობა, რომელიც მათ ჰქონდათ
თათბირის დროს, თუ საკითხის გადაწყვეტა ადგილზე თათბირით ხდება და ამ საკითხის
ერთხმად გადაწყვეტა მოსამართლეებმა ვერ შეძლეს. უნდა ჩაითვალოს, რომ საკითხი
რთულად გადასაწყვეტია და მისი გადაწყვეტა სათათბირო ოთახში უნდა მოხდეს

განსხვავებული აზრის უფლება მოსამართლის დამოუკიდებლობისა და მხოლოდ კან


ონისადმი მისი დამორჩილების პრინციპის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტიაა. ნორმა
იმის შესახებ, რომ განსხვავებული აზრი დაერთვება საქმეს, მაგრამ სხდომის დარბაზში მისი
შინაარსი არ გამოცხადდება, ალოგიკურია. ჯერ ერთი, თავად მხარეებს სსსკ-ის 83-ე მუხლი
უფლებას აძლევს რეალურად გაეცნონ საქმის ყველა მასალას, მათ შორის განსხვავებულ
აზრსაც, თუ ის საქმეში არსებობს, მეორე, სხდომის დარბაზში ა მყოფი პირებისათვის
(დამსწრე პირთათვის) მოსამართლის განსხვავებული აზრის „გა–
საიდუმლოება“,ეწინააღმდეგება პროცესის კოლეგიურობის პრინციპს,საქმის გადაწყვეტის
საკითხში აკნინებს უმცირესობაში მყოფი მოსამართლის როლსა და მნიშვნელობას.
დაბოლოს, განსხვავებულ აზრს დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს,ვინაიდან ზემდგომ

სასამართლოს უფლება აქვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება – დასაბუთე


ბულობის შემოწმებისას გაითვალისწინოს განსხვავებულ აზრში ასახული მოსაზრებები და
არგუმენტები. ამიტომ, სამართლის განვითარების ხელშეწყობის მიზნით პრაქტიკაში
მოსამართლემ ეს უფლება ხშირად უნდა გამოიყენოს. საყურადღებოა ისიც, რომ მართალია
საპროცესო კანონი კოლეგიურობის პრინციპს სამოქალაქო პროცესის ერთ–ერთ
ფუძემდებლურ და სახელმძღვანელო პრინციპად აღიარებს, მაგრამ იგი უშვებს ცალკეული
საპროცესო მოქმედების მოსამართლის მიერ ერთპიროვნულად შესრულების
შესაძლებლობას. თუმცა, საუბარია გამონაკლისის წესით, მხოლოდდამხოლოდ საპროცესო
მოქმედებებზე. ასეთ მოქმედებებს მოსამართლე ერთ პიროვნულად ასრულებს სამოქალაქო
საქმის არსებითად განხილვის დაწყებამდე ან საქმის განხილვის დაწყების ან საქმის
განხილვის დამთავრების შემდეგ, როდესაც საპროცესო მოქმედების შესრულებაში
კოლეგიური სასამართლოს შემადგენლობაში შემავალი ყველა მოსამართლის მონაწილეობა
არ არის საჭირო (მაგალითად, საქმის მომზადებისას) ან მიზანშეუწონელია (იხ. მაგალითად
371-ე, 373-ე, 401-ე მუხლებით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედებების შესრულების
წესი). და პირიქით, ნებისმიერი მატერიალურ სამართლებრივი საკითხი ან კანონით
გათვალისწინებული საპროცესო საკითხი უნდა გადაწყვიტოს სასამართლოს
მხოლოდდამხოლოდ კოლეგიურმა შემადგენლობამ. საქმის ერთპიროვნულად განხილვა
საქმის დემოკრატიულად განხილვასა და გადაწყვეტაზე უარყოფით გავლენას არ ახდენს.
საქმე იმაშია, რომ სამოქალაქო საქმეს მოსამართლე ერთპიროვნულად განიხილავს საერთო
წესის დაცვით. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, ასეთ დროს სრულად უნდა იქნეს დაცული
სამოქალაქო პროცესის ყველა წესი. გარდა ამისა,სამოქალაქო საქმის ერთპიროვნულად
განხილვა სამოქალაქო პროცესს ხდის უფრო ოპერატიულს, მობილურსა და ეკონომიურს.
ამრიგად, სამოქალაქო საქმის ერთპიროვნული ან კოლეგიური განხილვის წესი უარყოფითად
არ მოქმედებს მართლმ საჯულების განხორციელების წესზე, ვინაიდან ნებისმიერ
შემთხვევაში დაცული უნდა იქნეს სამოქალაქო პროცესის ყველა წესი,

Aაcileba

მოსამართლის აცილების საფუძველი გარემოება) შეიძლება ცნობილი იყოს სასამართლო


განხილვის დაწყებამდე. ასეთ შემთხვევაში აცილების საფუძველი გათვალისწინებული უნდა
იქნეს მოცემული საქმის განმხილველი სასამართლოს შემადგენლობის ფორმირებისას.
სასამართლოს შემადგენლობაში არ უნდა შედიოდნენ ის პირები,რომელთა მიმართაც სა
სამართლო სხდომაზე შეიძლება დაისვას აცილების საკითხი. თუკი აცილების საფუძველი
წარმოიშობა ან ცნობილი გახდება აცილების მომთხოვნი პირისათვის მთავარი სხდომის
დაწყების შემდეგ, მაშინ აცილების განცხადება დაიშვება მხარეთა პაექრობამდე. აცილების
შუამდგომლობა არ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ძალზედ ზოგადი სახით. მითუმეტეს
მაშინ, როცა მხარე უთითებს „მოსამართლის არაპირდაპირ დაინტერესებაზე“. მხარემ უნდა
აღნიშნოს კონკრეტული გარემოებანი, რომელთა გამოც სახეზეა ე.წ. „არა პირდაპირი
დაინტერესება“. საქმე იმაშია, რომ აცილების შესახებ ნორმის შემოღებას განაპირობებს ე.წ.
ინტერესთა კონფლიქტი. ინტერესთა კონფლიქტში იგულისხმება შემთხვევა, რომლის
დროსაც საქმის შედეგით მოსამართლის დაინტერესება (პირდაპირი ან არაპირდაპირი)
გავლენას ახდენს ან შესა ძლოა გავლენა მოახდინოს მოსამართლის მიერ თავისი
თანამდებობრივი მოვალეობების

სათანადოდ შესრულებაზე და რომლის დროსაც წარმოიშობ ან შესაძლოა წარმოიშვას


დაპირისპირება მოსამართლის პირად დაინტერესებასა და პროცესში მონაწილე მხარეთა
უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს შორის, რასაც შეუძლია გამოიწვიოს პროცესის მხარეთა
უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვა დაზარალება). ცხადია, დემოკრატიულ
საზოგადოებაში საქმის განხილვაში მონაწილე პირებს უნდა ჰქონდეთ სასამართლოსადმი
ნდობის განცდა. ასეთი ნდობა შეიძლება საეჭვო გახდეს მარ ტოოდენ უტვარი და
საფუძვლიანი მაცებულებების აღუძველზე, რომლებიც ამჯერ ნდობის საპირისპირო
მდგომარეობაზე მეტყველებენ (ნდობის საწინააღმდეგო აქტებს ადასტურებენ). აცილების
მოწესრიგებელი ნორმების სახით კანონმდებელმა დაადგინა მოსამართლის აცილების
შექანიზმი კანონის თანახმად, მოსამართლე ვერ განიხილავს საქმეს და აცილებული უნდა
იქნეს. ის პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ ლაინ ტერესებულია საქმის შედეგით, ან
სახეა გარემოებები, რომლებიც ეკეს იწვევენ მის მიუკერძოებლობაში. შესაბამისად, საქმის
განმხილველი მოსამართლის შუკერძოებლობა და ობიექტურობა ივარაუდება (მისამართს
მიუკერძოებლობისა და ობიექტურობის რ ეზუმცია) პანამ, სანამ საპირისპირ არ
დამტკიცდება, ამიტომ, მაგალითად ის გარემოება, რომ მოსამართლემ აღრე (მანამდე
განიხილა საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოში, არ ადასტურებს მოსამართლის
მიკერძოებულობას მის მიერ იმავე საქშის იმავე ინსტან ციის სასამართლოში განხილვის
დროს თავდაპირველად გამოტანილ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში, როგორც
წესი, მოსამართლის აცილების საფუძველია საქშის შედეგით მისი პირდაპირი ან
არაპირდაპირი დაინტერესება,ან სხვა გარემოება,რომელიც ეხეს იწვევს მოსამართლის
მიუკერძოებლობაში. ცხოვრებისეული მოვლენები რთული და მრავალფეროვანია. ამას
ითვალისწინებს კანონმდებელი. ამიტომაც არის, რომ კანონში არ შეიძლება მოცემული იყოს
მოსამართლის აცილების საფუძვლების ამომწურავი ჩამონათვალი. ამის გამო,სსსკ-ის 31-ე
მუხლის 1-ლი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტი შეიცაეს პრინციპული ნასიათის მხოლოდ ზოგად
ფორმულირებას, კანონმდებლო რ ცდილობს ჩამოაყალიბოს საქმის შედეგით არც პირადი
პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესების, არც სხვა გარემოების ცნება, რომლებიც
მოსამართლის შიუკერძოებლობის უჭეს ბადებენ. ამრიგად, 31-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“
ქვეპუნქტში ასახული წესები წარმოადგენენ ტიპურ სიტუაციურ ნორმებს, თუმცა, იმ პირმა.
უინც მოსამართლეს განუცხადა აცილება, უნდა დაასახელოს მოცემული ნორმის
გამოსაყენებლად აუცილებელი კონკრეტული ფაქტები, მაგალითად, მოსამართლე
ზემოაღნიშნულ ნორმაზე დაყრდნობით შეიძლება აცილებულ იქნეს იმ შემთხვევაში, როცა
საქმის არსებითად განხილვის დაწყებამდე გამოთქვა საკუთარი აზრი და ამით თავისი
დამოკიდებულება განსაზღვრა საქმის შედეგისადმი ან როცა საქშის შედეგი შეიძლება შეეხოს
თავად მოსამართლეს ან მისი ახლობელი ადამიანის ინტერესებს.

შესაბამისად, მოსამართლის აცილების განცხადება,რომელიც არაფრით არ არის დას


აბუთებული დადასტურებული), როცა განცხადებელს არ დაუსახელებია კონკრეტულ
ფაქტები, არ შეიძლება გახდეს აცილების საფუძველი. საქმის შედეგით მოსამართლე
პირადად დაინტერესებული შესაძლოა იყოს მაშინაც, როდესაც მას თვითონ პირადად აქვს
კონკრეტულ საქმეში (პროცესში) მხარედ გამოსულის უფლება, ანდა ამ საქმემ და მისმა
შედეგმა შეიძლება მას მოუტანოს რაიმე სარგებელი. რაც შეეხება არაპირდაპირ
დაინტერესებას, მისი განსაზღვრა და დადგენა ყოველთვის როდია შესაძლებელი. იმის
დასადგენად,აქეს თუ არა მოსამართლეს არაპირდაპირი დაინტერესება, როგორც წესი,
აუცილებელია გამოირკვეს და დადგინდეს არა ერთი, არამედ რამდენიმე ფაქტი
ერთობლიობაში, რომლებიდან გამომდინარეც შეიძლება გამოტანილ იქნეს დასკვნა. რომ
სახეზეა მოსამართლის არაპირდაპირი“ დაინტერესება, 137 მნიშვნელოვანია აცილების
განცხადების გადაწყვეტის წესის საკითხი (34–ე მუხლი). განცხადება უნდა გამოქვეყნდეს
სასამართლო სხდომაზე. პირველად სასამართლო მოუსმენს აცილების განცხადების ავტორს.
შემდეგ - საქმის მონაწილე სხვა პირებს. იმას, ვისაც განუცხადეს აცილება, უფლება აქვს
განმარტებები მისცეს სასამართლოს აცილების განცხადების ირგვლივ. ამის შემდეგ
მოსამართლეები,იმ მოსამართლის გარდა, რომელსაც განუცხადეს აცილება,გადიან
სათათბირო ოთახში აცილების საკითხის გადა საწყვეტად. თუ აცილება განუცხადეს
კოლეგიური სასამართლოს მთელ შემადგენლობას. ან მის უმრავლესობას,მაშინ ყველა
მოსამართლე გადის სათათბიროდ აცილების საკითხის გადასაწყვეტად.

საინტერესოა, ხომ არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას სსსკ–ის 34–ე მუხ ლის


მე–3 ნაწილი,რომლის თანახმადაც,თუ აცილება განუცხადეს საქმის ერთპიროვნულად
განმხილველ მოსამართლეს, მაშინ აცილების საკითხს თვით ეს მოსამართლე გადაწყვეტს
საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ამავე მუხლის მე-9 ნაწილით,84-
ე მუხლის 1-ლი ნაწილის 1-ლი წინადადებით, სამოქალაქო საპროცესო კოდ ექსის მე-
6მუხლით გათვალისწინებული დებულებები ერთმანეთთან არის დაკავშირებული, ამ
დებულებათაგან გამომდინარეობს სასამართლო კონტროლის დანიშნულება. სასამართ ლო
კონტროლი სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საფუძველზე
სამართლებრივი დავების გადაწყვეტის საშუალებაა. დაეის განხილვა მიუკერძოებელი და
დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ სამართლიანი სასამართლო განხილვის (სამართლიანი
სასამართლოს) უფლების განუყოფელი ელემენტია ადამიანის უფლებათა და ძირითად
თავისუფლებათა დაცვის ევროკონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის და სამოქალაქო და
პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-14 მუხლის არსიდან
გამომდინარე. კანონი ადგენს მოსამართლის აცილების საფუძველსა და წესის მოწეს როებელ
სპეციალურ ნორმებს. მართლმსაჯულების განხორციელების ზემოთ მითითებული
პრინციპების (მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა) დაცვა გარანტირებულია სამოქა
ლაქო–საპროცესო მექანიზმებით (საშუალებებით) და პროცედურებით. სასამართლოს
მიუკერძოებლობის პრინციპი' პირველ ადგილზე დგას ადამიანის უფლე ბათა და ძირითად
თავისუფლებათა დაცვის ევროკონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნათა შორის
ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრეცედენტულ პრაქტიკაში, ევროსასამართლო
მიიჩნევს, რომ „ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოებს ეკისრებათ სასამართლო წესით
უფლებათა დაცვის ისეთი მექანიზმების შექმნა, რომლებიც, პირველ ყოვლისა, სასამართლოს
მიუკერძოებლობის მოთხოვნას პასუხობენ“ (1984 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება
საქმეზე „De Cubber v. Belgium). 336mwwaromm s მიიჩნევს, რომ „მიუკერძოებლობა უნდა
შეფასდეს სუბიექტური მიდგომის შესაბამისად. ასეთ დროს ყურადღება ექცევა მოცემული
მოსამართლის პირად დამოკიდებულებას კონკრეტული საქმისადმი, მიუკერძოებლობა ასევე
უნდა შეფასდეს ობიექტური მიდგომის შესაბამისად, რომელიც განსაზღვრავს,არსებობდა თუ
არა საკმარისი გრანტიები მოსამარ თლის მიუკერძოებლობაში ნებისმიერი სახის ეჭვის
გამოსარიცხად“ (1989 წლის 24 danbal ggabndo Hauschildt V. Denmark")

სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისა და თავისთავადობის კონსტიტუციური


პრინციპებიდან გამომდინარე. აგრეთვე იმ გარემოებიდან გამომდინარე,რომ დემოკრატიულ
საზოგადოებაში პროცესის მხარეებს უნდა გააჩნდეთ სასამართლოსადმი ნდობის განცდა,
რომელიც (ნდობა) საეჭვო შეიძლება გახდეს მარტოობენ უტყუარი და საფუძვლიანი
მტკიცებულებების საფუძველზე,რომლებიც აქარწყლებენ ნდობას,კანონმდებელმა სსსკ–ის
34–ე მუხლის მე–3 ნაწილში საქმის ერთპიროვნულად განმხილველი მოსამართლის აც

ილების საკითხის გადაწყვეტის ისეთი წესი დაადგინა,როშელიც პროცესის მხარის მიერ


მოსამართლის მიმართ აცილების განცხადების უსაფუძვლოდ და არაკეთილსინდისიერად
შეტანის შედეგად საქმის გაჭიანურების ალბათობას ამცირებს. საქმის ერთპიროვნულად
განმხილველი მოსამართლის მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვის გარანტია,ამ
მოსამართლის მიმართ განცხადებული აცილების საკითხის გადაწყვე ტის დროს არის მის
მიერ მოტივირებული განჩინების გამოტანა (სსსკ–ის 285-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი),
რომლითაც უნდა დასაბუთდეს, რომ არ არსებობენ გარემოე ბები, რომლებიც მოცემული
საქმის განხილვის დროს მოსამართლის მიუკერძოებლობაში დაეჭვების საფუძველს
იძლევიან. გარდა ამისა გარანტიას წარმოადგენს სასამართლო დადგენილებების (აქტების)
ზემდგომი სასამართლო ინსტანციების მიერ შემოწმების პროცედურები. ზემდგომი
სასამართლოებისათვის ქვემდგომი სასამართლოების აქტების გაუქმების საფუძვლების
გამოვლენის დროს ამოსავალი უნდა იყოს კონსტიტუციური და საყოველთაოდ აღიარებული
საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპები და საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის
შესაბამისად, ამგვარი პრინციპები სასამართლომ უშუალოდ უნდა გამოიყენოს (უნდა
გამოიყენოს,როგორც უშუალოდ მოქმედი სამართალი). ამასთან, სასამართლოს
შემადგენლობის ობიექტურობის და მიუკერძოებლობის საკითხი ყოველი კონკრეტული
საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს. ფაქტობრივ
გარემოებათა დადგენა საერთო იურისდიქციის სასამართლოს კომპეტენ ციაა. გარემოებათა
დადგენის შემთხვევაში, რომლებიც ეჭვს იწვევენ იმ მოსამართლის მიუკერძოებლობაში,
რომლის აქტებიც გააუქმა ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ, არ არის გამორიცხული
საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სასამართლოს სხვა შემადგენლობას.

You might also like