Professional Documents
Culture Documents
1.საჯარო მმართველობა
სახელმწიფო ხელისუფლება იყოფა სამ შტოდ.ესენია : საკანონმდებლო
ხელისუფლება,აღმასრულებები ხელისუფლება და სასამართლო ხელისუფლება.თავის
მხრივ,აღმასრულებელი ხელისუფლება შედგება ორი ნაწილისაგან : მთავრობა და საჯაო
მმართველობა.
-მსჯავრდებულთა შეწყალება
5.თანაზომიერების პრინციპი
თითოეული შემზღუდველი ხასიათის ღონისძიება უნდა იყოს
თანაზომიერი.თანაზომიერების პრინციპი კრძალავს მმართველობითი
ღონისძიების ადრესატის შეუსაბამო შეზღუდვას.თანაზომიერების პრინციპის
შემოწმებისას მოწმდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოყენებულ
საშუალებასა და მისაღწევ მიზანს შორის არსებული
დამოკიდებულება.საშუალებასა და მიზანს შორის თანაზომიერების შემოწმება
ხდება შემდეგი ნაბიჯების გავლით ;
1.მიზნის დადგენა - უნდა დადგინდეს სახელმწიფოს მისაღწევი
მიზანი.რამდენადაც მმართველობა გულისხმობს კანონის აღსრულებას,ის
კანონი,რომლის აღსრულებასაც ემსახურება მმართველობითი
ღონისძიება,გვაძლევს ინფორმაციას მისაღწევ მიზანზე.
2.შესაფერისობის დადგენა-უნდა შემოწმდეს მიზნისა და საშუალების
შესაფერისობა.შერჩეული საშუალება არის შესაფერისი,როდესაც
ის,ზოგადად,მისაღწევ მიზანს ემსახურება, ე.ი როდესაც ის შესაძლებელს ხდის
მიზნის მიღწევას.
3.აუცილებლობის დადგენა-უნდა შემოწმდეს შესაფერისი ღონისძიების
აუცილებლობა.ღონისძიება არის აუცილებელი,როდესაც ადმინისტრაციულ
ორგანოს არა აქვს სხვა საშუალება,რომელიც მიზნის მიღწევისას უფრო ნაკლებ
ზიანს მიაყენებდა როგორც საზოგადოებას,ისე-ღონისძიების ადრესატს.
4.პროპორციულობის დადგენა-აუცილებელი ღონისძიება არის
პროპორციული,როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის გამოცემით გამოწვეული უფლების შეზღუდვა პროპორციულ
დამოკიდებულებაშია შეზღუდვის მიზანთან.
9.საქვეყნოობა და საიდუმლოობა
საქვეყნოობის პრინციპი ზოგადი ადმინისტრაციული სამართლისა და
ადმინისტრაციული წარმოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
პრინციპია.ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობის გამჭვირვალობის
მოთხოვნიდან გამომდინარე,დაინტერესებულ პირებს ეძლევათ შესაძლებლობა,გაეცვნენ
ადმინისტრაციული წარმოების მასალებს.საქვეყნოობის პრინციპი განსაკუთრებით
ვრცელდება უკვე მიღებულ გადაწყვეტილებებზე.ნებისმიერ პირს აქვს
შესაძლებლობა,გაეცნოს ადმინისტრაციულ არსებულ საჯარო ინფორმაციას.საჯარო
ინფორმაციის თავისუფლების პრინციპის რეალიზაციას ემსახურება სზაკ-ის III თავი.
სზაკის მე-10 მუხლის თანახმად,ყველას აქვს უფლება,გაეცნოს ადმინისტრაციულ
ორგანოში არსებულ საჯარო ინფორმაციას,აგრეთვე მიიღოს მისი ასლები,თუ ისინი არ
შეიცავენ სახელმწიფო,პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ
მონაცემებს.ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს საკითხის
საჯაროდ განხილვა,თუ ამას ითვალისწინებს კანონი.
საიდუმლოობის პრინციპის მიზანი არ არის საქვეყნოობის პრინციპის შეზღუდვა,იგი
ითვალისწინებს ადმინისტრაციული წარმოების დროს მიღებული ან შექმნილი
საიდუმლო ინფორმაციის გამღჟავნებისა და არასამსახურებრივი მიზნით გამოყენებისგან
დაცვის აუცილებლობას.სზაკ-ის მე-11 მუხლის თანახმად,ადმინისტრაციულ წარმოებაში
მონაწილე საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს გაამჟღავნოს ან არასამსახურებრივი
მიზნით გამოიყენოს ადმინისტრაციული წარმოების დროს მიღებული ან შექმნილი
საიდუმლო ინფორმაცია.პასუხისმგებლობა ასეთი სახის ინფორმაციის გამჟღავნების ან
გამოყენებისათვის დგება კანონით განსაზღვრული წესით.
13.ინდ.აქტის სახეები
შესაძლებელის ინდ.აქტის კლასიფიკაცია სხვადასხვა ნიშნის
მიხედვით.გამოვყოთ შემდეგი კრიტერიუმები :
გამოცემის ფორმის მიხედვით-წერილობითი და ზეპირი.
სზაკი უშვებს ადმინისტრაციული აქტის გამოცემას წერილობითი და ზეპირი
ფორმით.გარდა წერილობითი და ზეპირი ადმინისტრაციული აქტისა
მმართველობის პრაქტიკაში ის გვხვდება უმოქმედობის,დუმილის,სხეულის
მოძრაობის,შუქნიშნის ან სხვა სახით.
ურთიერთობის შინაარსის მიხედვით-კონკრეტული სამართლებრივი
ურთიერთობის დამდგენი ხასიათის და პირის უფლების ან საგნის
სამართლებრივად მნიშვნელოვანი თვისების დამდგენი
კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის დამდგენი ხასიათის
სამართლებრივი აქტი აწერებს,ცვლის ან წყვეტს კონკრეტულ სამართლებრივ
ურთიერთობას,მაგალითად,მშენებლობის ნებართვა,უკანონო მშენებლობის
აკრძალვა,ფულადი დახმარების გამოყოფა და ა.შ
უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დამდგენი
ადმ.აქტი ადგენს პირის უფლებებს ან პირის ან საგნის სამართლებრივად
მნიშვნელოვან თვისებბებს.მაგალითად,არჩევნებში მონაწილეობის უფლების
დადგენა.
ადრესატთა ზემოქმედების ხასიათის მიხედვით - აღმჭურველი და
შემზღუდველი(ამკრძალავი)
აღმჭურველია ინდ.აქტი,რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს რაიმე
უფლებას ან სარგებელს.
შემზღუდველია ინდ.აქტი,რომელიც ამძიმებს პირის სამართლებრივ
მდგომარეობას,რაც შეიძლება კონკრეტული ქმედების აკრძალვით(ამკრძალავი
ინდ.აქტი) ან კონკრეტული ქმედების განხორციელების ვალდებულებაში
გამოიხატოს(მავალებელი ინდ.აქტი).
17.უკანონო ინდ.აქტი
უკანონოა ინდ.აქტი,რომელიც მიიღება სამართლის მოქმედი ნორმების
არასწორის გამოყენების გზით.ინდ.აქტის კანონიერების კრიტერიუმებიდან :
დასაშვებობა,ფორმალური და მატერიალური კანონიერება - ერთ-ერთის არდაცვა
შესაძლოა იქცეს მისი უკანონობის საფუძვლად.ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ
უკანონო და არარა ინდ.აქტები,ასევე უნდა მოხდეს უკანონო და
მიზანშეუწონელი ინდ.აქტების ერთმანებისგან გამიჯვნა.მიზანშეწონილობას
ამოწმებს მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანო,საჩივარზე ადმინისტრაციული
წარმოების გზით.სასამართლო კი იფარგლება აქტის კანონიერების
შემოწმებით.აუცილებელია უკანონო და შეცდომიანი ინდ.აქტების
ერთმანეთისგან გამიჯვნა: შეცდომა გულისხმობს აქცის გამოცემის დროს
დაშვებულ ტექნიკურ შეცდომას.ადმინისტრაციულ ორგანოს ნებისმიერ დროს
შეუძლია ასეთი შეცდომის გამოსწორება.ბუნებრივია,ასეთ კორექტურას აქვს
უკუქცევითი ძალა და მოქმედებს აქტის გამოცემის დღიდან.ასევე უნდა მოხდეს
კანონიერი და კანონიერ ძალაში შესული ინდ.აქტის ცნებების
გამიჯვნა.კანონიერება პირველ შემთხვევაში გულისხმობს აქტის შინაარსის
სამართლის ნორმებთან შესაბამისობას,ბოლო მეორე შემთხვევაში,ამ აქტის
სამართლებრივ შედეგებს.ინდ.აქტის სამართლებრივი შედეგები დგება მისი
კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.მისი ძალაში შესვლა არ არის დამოკიდებული
ამ აქტის შინაარსზე,ანუ მის კანონიერებასა და უკანონობაზე ,არამედ ძალაში
შედის მხარისთვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან
გამოქვეყნების დღეს ან კიდევ სზაკ-ის 54-ე მუხლით დადგენილ სხვა
შემთხვევებში.
არარა ინდ.აქტი
ინდ.აქტის გამოცემა კანონის მოთხოვნათა დარღვევით ყოველთვის არ
წარმოშობს მის არარა აქტად ცნობის საფუძველს.ეს დამოკიდებულია
სამართალდარღვევის ხასიათზე.უკანონი ინდ.აქტისგან განსხვავებით,არარა
ინდ.აქტს გამოცემის მომეტიდან არ აქვს შესასრულებლად სავალდებულო ძალა
და არ საჭიროებს არავის მხრიდან ანგარიშის გაწევას.როგორც კანონიერი,ისე
უკანონო ინდ.აქტი განსხვავებით არარა აქტისაგან,მისი გამოცემის მომენტიდან
იძენს შესასრულებლად სავალდებულო ძალას და საჩივრისა და სარჩელის
შეტანის ვადის გასვლის შემდეგ ხდება შესასრულებლად სავალდებულო ძალის
მქონე.სზაკ-ის მე-60 მუხლში განსაზღვრულია ინდ.აქტის არარად ცნობის
საფუძვლები.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლება
არარად,თუ :
ა)შეუძლებელია მისი გამომცემი ორგანოს დადგენა
ბ)გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ
გ)მისი შესრულება შეუძლებელია ფაქტობრივი მიზეზების გამო
დ)მისი შესრულება გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ ან ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევას.არარა აქტების მიმართ არ ვრცელდება ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტების გასაჩივრებისთვის ამ კოდექსით დადგენილი
ვადები.ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანო
ვალდებულია საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნით
არარად აღიაროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
19.ინდ.აქტის გაუქმება
კანონიერ ძალაში შესული ინდ.აქტი შესასრულებლად სავალდებულო ძალის
მატარებელია თვით მისი გამომცემი ადმ.ორგანოს მიმართ,სასამართლო
გადაწყვეტილებებისგან განსხვავებით,ეს კანონიერი ძალა არ არის აბსოლუტური
ხასიათის და კანონმდებლობა უშვებს ადმ.ორგანოს მხრიდან ასეთი აქტების
საკუთარი ინიციატივით და ,მთელ რიგ შემთხვევბში,ვალდებულების სახით
გაუქმების შესაძლებლობას.ინდ.აქტის გაუქმება ზოგადი ტერმინია და მოიცავს
როგორც აქტის ბათილად,ისე ძალადაკარგულად გამოცხადებას.ორივე
შემთხვევაში აქტი წყვეტს მოქმედებას,მაგრამ მათ შორის განსხვავება
მდგომარეობს ძალადაკარგულად გამოცხადებული აქტის სამართლებრივ
ბუნებაში.ბათილად ცნობის ობიექტია უკანონო ინდ.აქტი,ხოლო
ძალადაკარგულად ცხადდება კანონიერი ინდ.აქტი.ბათილად ცნობა
ავტომატურად არ იწვევს აქტის ძალაშ შესვლიდან წარმოშობილი
სამართლებრივი შედეგების გაუქმებას.ადმ.ორგანო ან სასამართლო ინდ.აქტის
ბათილად ცნობასთან ერთად განსაზღვრავს მისი მოქმედების შეწყვეტის
სამართლებრივ შედეგებს.შესაძლებელია,განისაზღვროს ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტა
ა) ძალაში შესვლის დღიდან
ბ) მისი ბათილად ცნობის დღიდან
გ)მომავალში კონკრეტული თარიღის მითითებით.
ინდ.აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება იწვევს მისი მოქმედების შეწყვეტას
ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან.ინდ.აქტს ბათილად ან
ძალადაკარგულად აცხადებს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო,ხოლო
საჩივრის ან სარჩელის წარდგენის შემთხვევაში ზემდგომ ადმინისტრაციულ
ორგანოს ან სასამართლოს შეუძლია ინდ.აქტის ბათილად ცნობა.
ა)უფლებამოსილება
გ)ფორმა
დ)გამოქვეყნება
ე)რეგისტრაცია
22.რეალაქტი
ეს არის ადმ.ორგანოს ისეთი საჯარო-სამართლებრივი ღონისძება,რომელიც
მიმართულია არა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის,შეცვლის ან
შეწყვეტისკენ,არამედ-ფაქტობრივი შედეგების დადგომისკენ.(მაგალითად,ქუჩების
შეკეთება და დასუფთავება,პენსიების დარიგება)
-სამართლებრივი საფუძვლები
ბ)წერილობითი ფორმა