You are on page 1of 28

კანონისმიერი ვალდებულებითი

ურთიერთობები

I ლექცია
სილაბუსის განხილვა
1 . კანონისმიერი ვალდებულების ცნება და სახეები; საზიარო  საგანში ჩატარდება მხოლო
უფლების ცნება და მნიშვნელობა.
დ ორი შუალედური  და
2 . დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების ცნება და ერთი ფინალური გამოცდა.
მნიშვნელობა.
 გამოცდები ჩატარდება ონ
3 . უსაფუძვლო გამდიდრების (კონდიქციის) ცნება. ლაინ TEAM-ის
4 . შესრულების კონდიქცია. პროგრამაში.
5 . უკან დაბრუნბეის ფარგლები შესრულების კონდიქციისთვის.  თითოეული შუალედური გ
6 . ხელყოფის კონდიქცია. ამოცდა შეფასდება მაქსი
მუმ 30 ქულით (30-
7 . დანახარჯების კონდიქცია. 30 ქულა, ჯამში -
8 . სამი პირის ურთერთიერთობა. გენერალური დათქმა. 60 ქულა).
9 . დელიქტის ცნება, შემადგენლობა და წინაპირობები. ფინალური გამოცდა
გენერალური დელიქტი. შებასდება - 40 ქულით.
1 0 .დელიქტის სპეციალური სახეები.
1 1 .დელიქტის სპეციალური სახეები.
1 2 .პასუხისმგებლობა წუნდებული პროდუქტისთვის.
ვალდებულებითი სამართლის სისტემა

 ვალდებულებითი სამართალი მოწესრიგებულია სამოქალაქო კოდექსის მესამე წიგნში. ის


შედგება ზოგადი (316-476) და კერძო ნაწილებისაგან (477-1016), მოიცავს 700-ამდე მუხლს
და არის კოდექსის სისტემაში შემავალი ყველაზე მოცულობითი ინსტიტუტი.
 ზოგადი ნაწილი არეგულირებს ვალდებულების წარმოშობასთან, შესრულებასთან,
შეუსრულებლობასა და შეწყვეტასთან დაკავშირებულ ზოგად საკითხებს.
 კერძო ნაწილში დარეგულირებულია ვალდებულებით ურთიერთობათა სპეციალური
შემთხვევები, რომელთაც კოდექსი, მათი წარმოშობის თავისებურებათა გათვალისწინებით (იხ.
317I), სახელშეკრულებო (477-952) და კანონისმიერ ვალდებულებებად (953- 1016) ყოფს.
 ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი მოიცავს უზოგადეს დებულებებს
ვალდებულებათა შესახებ და შედგება 7 კარისა და 162 მუხლისაგან.
 ვალდებულებითი სამართლის კერძო ნაწილის პირველი კარი ეთმობა სახელშეკრულებო
ურთიერთობებს.
 ვალდებულებითი სამართლის კერძო ნაწილის მეორე კარში მოწესრიგებულია კანონისმიერი
ვალდებულებითი ურთიერთობები შემდეგი თანმიმდევრობით: საზიარო უფლებები (953-968),
დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულება (969-975), უსაფუძვლო გამდიდრება (976-
991) და დელიქტური ვალდებულებანი (992-1016).
კანონისმიერი ვალდებულების ცნება და საფუძვლები

 ვალდებულებითი სამართალი არეგულირებს ვალდებულებით


ურთიერთობებს. ვალდებულებითია ურთიერთობა, რომლის
საფუძველზე ერთ მხარეს - კრედიტორს, შეუძლია, მოსთხოვოს
მეორე მხარეს - მოვალეს, ამა თუ იმ ქმედების შესრულება (316 I).

 სამოქალაქო კოდექსი 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების


წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის
ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება
წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო
გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა
საფუძვლებიდან.
ზოგადი დებულებანი

 326 - წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ


გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა
მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ
გამომდინარეობს.

 სუბიეტები: კრედიტორი; მოვალე.

 ვალდებულების წარმოშობის საფუძველი: სახელშეკრულებო v.


არასახელშეკრულებო.
ვალდებულების წარმოშობის საფუძვლები
არასახელშეკრულებო/
სახელშეკრულები კანონისმიერი
 გარიგება;  კანონი;
 დისპოზიციური ნორმები;  იმპერატიული ნორმები;
 მხარეთა ნება;  ნებისაგან დამოუკიდებლად;
 ხელშეკრულების თავისუფლება;  ვალდებულებათა წრე დახურულია;
 შინაარსს ადგენენ მხარეები;  შინაარსს განსაზღვრავს კანონი;
 ფარგლები ფართოა;  ფარგლები ვიწროა;
 სახელშეკრულებო ზიანი;  ზიანი - კანონის ხელყოფა;
 პასუხისმგებლობის საფუძველი -  პასუხისმგებლობა - კანონის საფუძველზე.
ხელშეკრულება.
მოთხოვნა და მოთხოვნის საფუძელი
 მოთხოვნა უფლების რეალიზაციის კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობაა.
 მოთხოვნა არის ის, რისი მიღწევაც სურს პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, ხოლო
მოთხოვნის საფუძველი არის კანონის ნორმა, ანუ ის სამართლებრივი მექანიზმი,
რომლის მეშვეობითაც უფლებამოსილ პირს განახორციელოს თავისი მოთხოვნა -
მიიღოს კუთვნილი და დარღვეული უფლება სასამართლოს მეშვეობით ან მის გარეშე.
 კერძოსამართლებრივი ნორმები მათი დანიშნულების მიხედვით იმიჯნება მოთხოვნის
საფუძვლებად და დამხმარე ხასიათის ნორმებად.
 მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არის სამართლის ნორმა, რომლის
სამართლებრივი შედეგით გათვალისწინებულია სამართლებრივ ურთიერთობაში
მონაწილე პირის მიერ რაიმე მოქმედების განხორციელებისა თუ მოქმედების
შესრულებისაგან თავის შეკავების ვალდებულება.
 მოთხოვნის საფუძველი ორი ნაწილისაგან შედგება: ა) ნორმის შემადგენლობა,
რომელიც მოიცავს ცალკეულ წინაპირობას, და ბ) სამართლებრივი შედეგი, რომელიც
კანონის საფუძველზე დადგება იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა ნორმის შემადგენლობით
განსაზღვრული ყველა წინაპირობა.  
პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ შეკითხვებს

 რა უნდა მოსარჩელეს? რა არის მისი მოთხოვნა?


 საიდან, რომელი ნორმიდან შეიძლება გამომდინარეობდეს მისი
მოთხოვნა?
 მოცემულია თუ არა მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტებსა და
გარემოებებში მოთხოვნის წარმომშობი წინაპირობები?
 იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და
გარემოებები ვერ ექცევა სულ მცირე ერთი ნორმის (მოთხოვნის
საფუძვლის) აბსტრაქტული დისპოზიციის ქვეშ, მისი სარჩელი გაუმართავია.
მოთხოვნათა რიგითობა

სახელშეკრულებო მოთხოვნები

დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულება

დელიქტური მოთხოვნები

სანივთო სამართლებრივი მოთხოვნები

უსაფუძვლო გამდიდრება
შეკითხვები?
საზიარო უფლებები
საზიარო უფლებების ცნება და ნიშნები

სსკ-ის 173.1 საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება


წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე.

 სსკ-ის 953. თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად


ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის წესები, თუკი
კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
საზიარო უფლებების სუბიექტები - ვინ
შეიძლება იყოს თანამესაკუთრე?!

 ფიზიკური პირები;
 იურიდიული პირები;
 გაერთიანებები იურიდიული პირის
შეუქმნელად.
საზიარო უფლების ობიექტი

 სსკ-ის მე-7 მუხლი; 147-ე მუხლი.

 სიკეთე, რომელშიც აისახება მოწილის


წილი საზიარო უფლებაში.
კანონიემიერი ვალდებულებები დაკავშირებული საზიარო
უფლებასთან

მუხლი 956. საზიარო საგნის მართვა;

მუხლი 957. გადაწყვეტილების მიღება საზიარო საგნის მართვისას;

მუხლი 959. საზიარო საგნის განკარგვის წესი;

მუხლი 960. საზიარო საგნის მოვლის ხარჯები;

მუხლი 961. საზიარო უფლების გაუქმება.


მოწილეთა უფლება წილზე

მუხლი 954
 თუ სპეციალურად სხვა რამ არ არის დადგენილი, თითოეულ მოწილეს ეკუთვნის
თანაბარი წილი.

 რეალური წილი (წილადი) - ნატურით გამოხატული;

 იდეალური წილი (თანაზიანი)- ვერ გამოიხატება ნატურით;

 წილადი v. საზიარო
იდეალური წილი - თანაზიარი საკუთრებისას თითოეული მესაკუთრის უფლება
ვრცელდება მთელ ქონებაზე. თუ წილადი საკუთრებისას ქონებაში მესაკუთრის
წილი წინასწარაა ცნობილი იდეალური წილის სახით, თანასაკუთრებისას - ეს
წილი კონკრეტულად განისაზღვრება ქონების გაყოფის შემთხვევაში.

იდეალურად გამოხატული
იდეალური
არსებული ღირებულებაშ
წილი
წილი ი
რეალური წილი - წილადი საკუთრების თითოეულ
თანამესაკუთრეს ეკუთვნის განსაზღვრული წილი
საერთო საკუთრებაში, რომლის განკარგვაც მას
შეუძლია.

წილი ქონებაში
წილი უფლებაში

საკუთრების ვალდებულება
უფლებაში ში
უფლება ნაყოფზე

 მუხლი 955. უფლება ნაყოფზე

1 . თითოეულ მოწილეს ეკუთვნის თავისი წილის


თანაზომიერი ნაყოფის ნაწილი.

2 . თითოეულ მოწილეს უფლება აქვს ისარგებლოს


საზიარო საგნით ისე, რომ ზიანი არ მიადგეს დანარჩენ
მოწილეთა სარგებლობას.
საზიარო საგნის მართვა

მუხლი 956. საზიარო საგნის მართვა

1 . საზიარო საგანს მოწილენი ერთობლივად მართავენ.

2 . თითოეულ მოწილეს უფლება აქვს საგნის


შენახვისათვის საჭირო ღონისძიებები
განახორციელოს სხვა მოწილეთა თანხმობის
გარეშეც.
საზიარო საგნის განკარგვის წესი

მუხლი 959.
 თითოეულ მოწილეს შეუძლია განკარგოს თავისი
წილი, ხოლო საზიარო საგნის განკარგვა ხდება
მხოლოდ ერთობლივად. შეთანხმებით შეიძლება
განისაზღვროს, რომ წილის გაყიდვის
შემთხვევაში დანარჩენ მოწილეებს აქვთ
უპირატესი შესყიდვის უფლება.
საზიარო უფლების გაუქმების
საფუძვლები

 საზიარო უფლების გაუქმება ნატურით


გაყოფისას;

 საზიარო უფლების გაუქმება საზიარო საგნის


რეალიზაციის გზით.
საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფისას

მუხლი 963.

 საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი


(საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების
შემცირების გარეშე, თანაბარი წილების განაწილება მონაწილეთა
შორის ხდება კენჭისყრით.

 საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნა არ ექვემდებარება ხანდაზმულობას.

 საქმე #ას-1148-1094-2014;
 საქმე #ას-826-792-2016 (მტკიცების ტვირთი).
სასამართლო პრაქტიკა - საქმე #ას-1148-1094-2014

 უზენაესმა სასამართლომ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 961-ე, 963-ე


და 964-ე მუხლებით, განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის დანაწესიდან
გამომდინარეობს, რომ საზიარო უფლება უქმდება საზიარო საგნის (საგნების) ნატურით გაყოფისას,
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: 1. საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება, დაიყოს ერთგვაროვან
ნაწილებად; 2. ამგვარი დაყოფის შედეგად არ მცირდება ნივთის ღირებულება. როგორც პირველი,
ასევე, მეორე კომპონენტი უნდა არსებობდეს ერთდროულად იმისათვის, რომ დადგეს ამ ნორმით
გათვალისწინებული იურიდიული შედეგი. ამასთან, ორივე შემთხვევაში, ნატურით გამოყოფილმა
საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ასრულებდა გაყოფამდე. ამდენად,
სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს საგნის ნატურით
გაყოფის შესაძლებლობას, თუ იგი არ დაკარგავს თავის ფუნქციონალურ დანიშნულებას.
ღირებულებაში ნივთის საბაზრო ღირებულება (ფასი) კი არ იგულისხმება, არამედ მოიაზრება მისი
საგნობრივი (ფუნქციონალური) დანიშნულება, რომლის შემცირება ნივთის გაყოფამ არ უნდა
გამოიწვიოს. ნატურით გასაყოფმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ის
ასრულებს გაყოფამდე, ე.ი. არ უნდა წაერთვას ის ფუნქცია და მნიშვნელობა. საკასაციო პალატა
დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 964-ე მუხლის პირველი და მეორე
ნაწილების შესაბამისად, საზიარო უფლების გაუქმება ნივთის აუქციონზე რეალიზაციის გზით არ
წარმოადგენს მესაკუთრის უპირობო უფლებას. აღნიშნულ უფლებას მესაკუთრე იძენს მხოლოდ მას
შემდეგ, რაც სარწმუნოდ დაადასტურებს ნივთის ნატურით გაყოფის შეუძლებლობას.
მტკიცების ტვირთი - საქმე #ას-826-792-2016

 საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განამარტა, რომ „სამოქალაქო


საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების საფუძველზე, მტკიცების ტვირთი
იმისა, რომ თანასაკუთრების გაყოფა მის მიერ მოთხოვნილი წესით
შესაძლებელია, მოსარჩელეს ეკისრებოდა. ნატურით გამიჯვნის მოთხოვნისას,
სადავოობის შემთხვევაში, სასამართლო, 963-ე მუხლის დისპოზიციიდან
გამომდინარე, ამოწმებს გაყოფის შედეგად მიღებული საგნების ერთგვაროვნებას
და ღირებულებას, რაც გაყოფის შედეგად მიღებული საგნების (მიწის ნაკვეთების)
ფუნქციური დანიშნულების და მისი შემდგომი გამოყენების შესაძლებლობას, ასევე
ინფრასტრუქტურულ მოწყობასაც ითვალისწინებს“ (სუსგ # ას - 661-628-20145;
30.09.2015). განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების
მიხედვით, ზემოხსენებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე,  დადგენილია საზიარო
უფლების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, რადგან მოსარჩელემ, მისი
წილი  ტვირთის მტკიცების ფარგლებში, დამაჯერებული მტკიცებულება წარადგინა
ექსპერტიზის დასკვნის სახით, ხოლო მოპასუხეებმა საკუთარი უფლების
რეალიზაციისათვის არათუ სამართლებრივად  ვარგისი მტკიცებულებები არ
წარადგინეს, არამედ სასამართლოს მიერ გამოსაკვლევი საკითხისათვის დანიშნული
ექსპერტიზის ჩატრებასაც კი არ შეუწყვეს ხელი.
საზიარო უფლების გაუქმება საზიარო საგნის
რეალიზაციის გზით.

მუხლი 964.

 თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია, მაშინ საზიარო


უფლება გაუქმდება საზიარო საგნის, დაგირავებული
ნივთის ან მიწის ნაკვეთის გაყიდვითა და ამონაგების
განაწილებით. მიწის ნაკვეთის შემთხვევაში გამოიყენება
აუქციონზე უძრავი ქონების იძულებით გაყიდვის წესები. თუ
დაუშვებელია საზიარო საგნის გასხვისება მესამე პირზე,
მაშინ საგანი აუქციონზე უნდა გაიყიდოს მოწილეებს შორის.
მადლობა ყურადღებისთვის!

You might also like