You are on page 1of 2

ჰიპოთეზა

შესაძლოა დედამ ბავშვის სახლში მარტო დატოვებით ,რამაც გამოიწვია მოჰყვა ბავშვის
სიკვდილი,ჩაიდინა სისხლის სამართლისკოდექსით გათვალისწინებული
გაუფრთხილებლობითი დანაშაული.

I.ქმედების შემადგენლობა

1.ქმედების ობიექტური შემადგენლობა?

-სუბიექტი: დედა ,სამართლებრივი გარანტის მქონე პირია,რომელიც ვალდებულია შვილი


მოსალოდნელი საფრთხისგან დაიცვას.მან კი მძინარე ბავშვი სახლში მარტო დატოვა,რასაც
შედეგად ბავშვის ტირილი და დახრჩობა მოჰყვა.დედის მისი ქმედებიდან გამომდინარე
ჩავარდა ბავშვი ასეთ მდგომარეობაში.

-ობიექტი: ბავშვის სიცოცხლე

-ქმედება: ქმედება გამოიხატა უმოქმედობაში,კერძოდ,ობიექტურად შესაძლებელი


მოქმედების შეუსრულებლობაში.მას უნდა დაეშვა ის ფაქტიც,რომ შესაძლოა მამის
მოსვლამდე ბავშვს გაეღვიძა და საფრთხეში აღმოჩენილიყო.

-შედეგი: დედის მიერ მძინარე ბავშვის დატოვებით შედეგი სახეზეა,კერძოდ,ბავშვის


სიკვდილი.

-მიზეზობრივი კავშირი (ზოგადად,პირობათა თეორია):მიზეზობრივი კავშირი


სახეზეა,კერძოდ,სავალდებულო და შესაძლებელი მოქმედებით შედეგი,თავიდანვე
იქნებოდა აცილებული.დედა,რომელიც იყო ვალდებულია თავისი შვილი მოსალოდნელი
საფრთხისგან დაიცვას,იქცევა დაუფიქრებლად და მძინარე ბავშვს მარტო ტოვებს,ბავშვი
ტირილისგან იხრჩობა.დედას უნდა დაეშვა ის ფაქტი,რომ შესაძლოა ბავშვი გაიღვიძებდა და
საფრთხეში აღმოჩნდებოდა,ამიტომ ის უნდა დალოდებოდა მამას და შემდეგ
წასულიყო.სავალდებულო და შესაძლებელი მოქმედებით ბავშვი გადარჩებოდა,ამიტომაც
მიზეზობრივი კავშირი,კერძოდ,ჰიპოთეტური მიზეზობრიობა სახეზეა.

ობიექტურ გაუფრთხილებლობა-კაზუსის ფაქტობრივი გარემოებიდან ჩანს,რომ დედამ


მძნარე შვილი იმ იმედით დატოვა რომ მამა სამსდახურიდან დაბრუნდებოდა,მაგრამ მას
შეეძლო მამას დალოდებოდა და შემდეგ წასულიყო,რითიც მძმე შედეგს,კერძოდ ბავშვის
სიკვდილს თავიდან აიცილებდა, შემთხვევაში ამ შედეგის თავიდან აცილების ობიექტური
შესაძლებლობა სახეზეა.

სხვა პირი რომ ყოფილიყო ა-ს ნაცვლად შეძლებდა ამ შედეგის გათვალისწინებას და


აცილებასაც,კერძოდ,გათვალისწინებას შეძლებდა მძნარე ბავშვს არ დატოვებდა,რადგან ასეთ
დროს ყოველთვის არსებობს რისკი,რომ ბავშვი გაიღვიძებს,შეეშინდება და საფრთხეშიც
აღმოჩნდება. კაზუსის ფაქტობრივი გარემოებიდან ჩანს,რომშედეგი აცილებადი იყო,მაგრამ
დედამეს ვერ გაითვალისწინა.

-ობიექტური შერაცხვა :შედეგი ობიექტურად შეერაცხება,რადგან უმოქმედობით შექმნა


რისკი,რაც შედეგში რეალიზდა,კერძოდ,ბავშვის გარდაცვალება სახეზეა.

2.ქმედების სუბიექტური შემადგენლობა

სუბიექტური მხარე სახეზე არ არის ,რადგან დედა მოქმედებდა დაუდევრობით.


II. მართლწინააღმდეგობა

ა-ს ქმედება მართლსაწინააღმდეგოა,რადგან კონკრეტული ქმედების მართლწინააღმდეგობის


გამომრიცხველი გარემოებები სახეზე არ არის. დედამ ჩაიდინა არამართლზომიერი
ქმედება,მაგრამ ის მოქმედებდა დაუდევრობით.

III. ბრალი

ბრალუნარიანი იყო.მართლწინააღმდეგობის შეგნება ჰქონდა ვიწრო გაგებითაც და ფართო


გაგებითაც.ინდივიდუალური გაუფრთხილებლობაც სახეზე გვაქვს მას პერსონალური
კრიტერიუმები ჰქონდა საკმარისად,რომ წინდახედულობის ნორმები დაეცვა და შედეგი
გაეთვალისწინებინა.კაზუსი ასეთ ინფორმაციას ჩვენ არ გვაწვდის ,ამიტომ ინდივიდუალური
გაუფრთხილებლობაც სახეზეა,სხვა საპატიებელი გარემოებებიც არ გვაქვს.

დასკვნა

შესაბამისად, დედამ მძნარე ბავშის დატოვებით,რასაც შედეგად მოჰყვა ბავშვის სიკვდილი


ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული გაუფრთხილებლობითი
დანაშაული.

You might also like