You are on page 1of 48

თემა 1.

ადამიანის ფსიქო-სექსუალური განვითარება

დიაგნოზის არსის საკითხი ფსიქოთერაპიაში


ფსიქოანალიტიკური განვითარების თეორია ემყარება ორ წინაპირობას.
პირველი, ანუ გენეტიკური წინაპირობა, ხაზს უსვამს, რომ ადრეული ბავშვობის
გამოცდილება გადამწყვეტ როლს თამაშობს ზრდასრული პიროვნების
ჩამოყალიბებაში. ფროიდი დარწმუნებული იყო, რომ პიროვნების პიროვნების
საფუძველს ეყრება ძალიან ადრეულ ასაკში, ხუთ წლამდე. მეორე წინაპირობა არის
ის, რომ ადამიანი იბადება გარკვეული რაოდენობის სექსუალური ენერგიით
(ლიბიდო), რომელიც შემდგომ თავის განვითარებაში გადის ორგანიზმის
ინსტინქტურ პროცესებში დაფუძნებულ რამდენიმე ფსიქოსექსუალურ სტადიას.1

1.1. ორალური სტადია (დაბადებიდან 1,5 წლამდე)


კლასიკურ ვარიანტში (ზ. ფროიდთან) „ორალური სტადია“ მოცემულია
ლიბიდოზური (ლიბიდო – [ლათ. ლიბიდო სურვილი, მისწრაფება, ლტოლვა, ჟინი) –
ფსიქოანალიზის მიხედვით – სექსუალური ჟინი, უპირატესად არაცნობიერი
ლიბიდოზური ორგანიზაციის ფაზის მიხედვით, რომელიც იწყება დაბადებიდან და
დედის მკერდს მოცილებამდე გრძელდება.

ფსიქოსექსუალური განვითარების თავისებურებების გასაგებად უნდა


ვიცოდეთ, რომ ბავშვის სექსუალობა ზრდასრული ადამიანის სექსუალობისაგან
შემდეგი სამი ფაქტორით განსხვავდება:

1. სხეულის ყველაზე მგრძნობიარე ნაწილები არ არის აუცილებელი გენიტალურ


სფეროებს ეკუთვნოდეს. დომინირებენ სხვა ეროგენული (ეროსი [ბერძნ. erös]
სიყვარული) ზონები, რომლებიც სექსუალურ სიამოვნებას იწვევენ;

2. ბავშვის სექსუალობა (სიამოვნების მიღება) არ იწვევს სექსუალურ


ურთიერთობებს, მაგრამ მოგვიანებით მას ენიჭება „წინასწარი“ სიამოვნების
როლი; ეს ინფანტილური (ლათ. ინფანტილის - საბავშვო – ადამიანის ქცევაში

1
Ларри Хьелл, Дэниел Зиглер - Теории личности. Основные положения, исследования и применение. p.
84
ბავშვური ელემენტების გამოვლენა) სექსუალობა უფრო მეტად ხასიათდება
აუტოეროტულობით, ვიდრე ობიექტზე ორიენტირებულობით.

ორალური სტადია არის პირის სფეროს დომინირება ეროგენული ზონის ანუ


სხეულებრივი ლტოლვის წყაროს ფუნქციებით. სინამდვილეში აქ უფრო ფართო
სივრცე უნდა ვიგულისხმოთ. უპირველეს ყოვლისა ეს არის სასუნთქი ორგანოები,
საჭმლის მოსანელებელი აპარატი, ფონაციის (ფრანგ. phonation -ბერძნ. phone ბგერა,
სამეტყველო ბგერების წარმოთქმა) ორგანოები და თავისთავად მეტყველება. ასევე
გრძნობის ორგანოები: ენა, გემო, ცხვირი, ყნოსვა, თვალები და მხედველობა
(გამოთქმა–ვინმეს თვალებით შეჭმა, შესანსვლა). შეხების ორგანოები და კანი
აგრეთვე ეკუთვნის ორალურ მოდალობას. ისიც არის, რომ ცხოვრების პირველ წელს
ბავშვი არა მხოლოდ საჭმლის მიმართ არის მგრძნობიარე, არამედ ნებისმიერი
მოფერების, ხვევნის, „ღიტინის“ მიმართ.2

ჩვილის პირველადი „ეროტიული“ სურვილის ობიექტია დედის მკერდი ან


მისი შემცვლელები.

ამ სტადიაზე არსებობს ლტოლვის ორი მიზანი. პირველი, ეს არის პირის


ეროგენული ზონის პოზიტიური სტიმულაცია, სიამოვნებაა, რომელსაც აქვს
აუტოეროტიკული ხასიათი, სუბიექტს ჯერ არა აქვს მისგან განსხვავებული
გარესამყაროს ცნება (გაგება), და ჩვეულებრივ მისი მდგომარეობა შეიძლება
აღწერილი იყოს „უობიექტო“ მდგომარეობად, ან „არადიფერენცირებულობის
ტერმინებში–მე/არა მე“. და მეორე მხრივ, ობიექტების ეს ინკორპორაციის სურვილი,
სპეციფიკური ორალური სურვილია, რომელიც „ობიექტს“ არ ანიჭებს ნამდვილი
გარე ობიექტის სტატუსს. პატარა ბავშვი ამ ასაკში აღიქვამს ინდივიდებს ან საგნებს,
მხოლოდ საჭმლის ან მისი წყაროს სახით, რომლებთანაც ის თავის ფანტაზმებში
საკუთარ თავს ერთიანად აღიქვამს. ბავშვი საკუთარ პირში ყველაფერ იმას ათავსებს,
რაც მის ინტერესს იწვევს და „დაუფლების“ სიამოვნება მისთვის არეულია „ყოფნის“
სიამოვნებასთან. ინკორპორაციის (ლათ. ინკორპორატიო - ჩარიცხვა, რაიმეს
შემადგენლობაში მიღება) მიზნებს შეესატყვისება სპეციფიკური ორალური შიშები და
ფობიები (მაგალითად, სხვის მიერ შესანსვლის შიში), რომლებიც

2
Philip T. - Psychosexual Development: Freudian Concept, Delhi 2010. p. 183
აქტუალიზირდებიან არა მხოლოდ ფსიქოზური პრობლემების მქონე ადამიანების
სიზმრებში და ფანტაზმებში, არამედ აგრეთვე იმ ზოგიერთ პაციენტთან ვინც
ფსიქოთერაპიას გადის ღრმა რეგრესიის ფაზებში.3

აბრაჰამი ორალურ პერიოდს ორ სუბსტადიაზე ყოფს: პირველადი ორალური


ფაზა (0–6 თვემდე), რომელსაც „პრეამბივალენტურ ფაზას“ უწოდებენ. ფროიდის
მიხედვით ეს არის ჭეშმარიტი ორალური სტადია, რომელიც იყოფა „პირვანდელი
ნარცისიზმის სტადიაზე“ და ანაკლიტიკურ (ბერძნ. – მიყრდნობას, დაყრდნობას
ნიშნავს) ამ ტერმინით ზ. ფროიდი აღნიშნავდა ბავშვის აბსოლუტურ
დამოკიდებულებას იმ პირზე ვინც მას უვლის).

4.1.1 ორალური ფაზის ძირითადი მახასიათებლებია:

1. დომინირება – დაწყებული აბსორბციის (ლათ. აბსორბტიო - ვშთანთქავ,


შევიწოვ) სისტემით (პირი, სენსორული ორგანოები და სხვა), წოვა, სუნთქვა,
რომლებიც მიმართულია:

 გარე სტიმულაციის ე.ი. „ობიექტის“ ინკორპორაციაზე, ორალურ ასიმილაციაზე;

 კომპენსატორული აუტოეროტიული დაკმაყოფილება, განსაკუთრებით


ფრუსტრაციის დროს;

2. საკუთარ სხეულსა და გარე ობიექტებს შორის დიფერენცირების


არარსებობა, არ არსებობს განსხვავება ბავშვს შორის, რომელიც წოვს მკერდს და
მკერდს შორის რომელიც აჭმევს.

3. სიყვარულისა და სიძულვილის არარსებობა სიტყვის სრული


მნიშვნელობით. ფსიქიკა რჩება ყოველგვარი აფექტური ამბივალენტობისაგან
თავისუფალი (თუმცა, მაგალითად, კლაინი არ ეთანხმება ამას), გვიანდელი
ორალური ფაზა (6 თვიდან 12 თვემდე) ან სადისტურ – ორალური სტადიაა,
რომლისთვისაც ფროიდს შეეძლო „კანიბალისტური“ ეწოდებინა. ამ პერიოდში იწყება
კბილების ამოსვლა, ბავშვი იწყებს კბენას. კბენაც ხდება ერთგვარი აუტოეროტიული
საშუალება, ბავშვი იღებს სიამოვნებას ამ პროცესისგან.

3
Хьелл Л., Зиглер Д. Теории личности. Основные положения, исследования и применение. p. 84
ობიექტური პირველადი ურთიერთობები ყალიბდებიან ანაკლიტიკური
ობიექტის (დედის) არყოფნის დროს ანუ ნოსტალგიის შედეგად. შემდეგ ბავშვი
სწავლობს საკუთარი შთაბეჭდილებების დიფერენცირებას – ნაცნობი და უცნობი
ადამიანები. ნაცნობი ადამიანები არიან სანდოები და აყალიბებენ
დარწმუნებულობისა და სიყვარულის განცდებს. ამ დროს უცნობი ადამიანები არიან
საშიშები.

ამბივალენტური ურთიერთობა შეესატყვისება ორალური სტადიის მეორე


ნახევარს. ასე მაგალითად, როდესაც წარმოიშვება კბენის ტენდენცია (დედისათვის
ზიანის მიყენება). ის ასოცირდება მასთან ლიბიდოზური შეერთების აღსანიშნავად,
თუმცა მტრული დამოკიდებულება უპირველეს ადგილს იკავებს. ბავშვი თავისი
საქციელის გამო (კბენა, ხშირად დედის მკერდზე) ხშირად იღებს საყვედურს, ისჯება.

ამ სტადიის ბოლოს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელსაც


მკერდს მოცილება ჰქვია. ძუძუთი კვების შეწყვეტა ყოველთვის ტრავმის განცდასთან
არის დაკავშირებული და განიცდება, როგორც აგრესიულობის გამო სასჯელი და
შურისძიება. ბავშვი ამას იღებს, როგორც თავისი აგრესიული ტენდენციის გამო
სასჯელს.

ფსიქოანალიტიკური თეორიის ცენტრალური წინაპირობის მიხედვით, ყველა


ჩვილი განიცდის გარკვეულ სირთულეს მკერდს მოცილებაში ან რძის წართმევაში,
რადგან ის ასოცირდება შესაბამისი სიამოვნებასთან. რაც უფრო დიდია ეს
სირთულეები, ანუ რაც უფრო ძლიერია ლიბიდოს კონცენტრაცია ორალურ
სტადიაზე, მით უფრო რთული იქნება შემდგომ ეტაპებზე კონფლიქტებთან
გამკლავება.4

ფროიდი ამტკიცებდა, რომ ბავშვი, რომელმაც ბავშვობაში მიიღო ზედმეტი ან


ნაკლები სტიმულაცია, უფრო სავარაუდოა, რომ მოგვიანებით ჩამოყალიბდება
მორალურ-პასიური პიროვნების ტიპი. პიროვნების ორალურ-პასიური ტიპის
ადამიანი ხალისიანი და ოპტიმისტია, გარე სამყაროსგან „დედობრივ“
დამოკიდებულებას ელის და მუდმივად ნებისმიერ ფასად ეძებს მოწონებას. მისი

4
Ларри Хьелл, Дэниел Зиглер - Теории личности. Основные положения, исследования и применение. p.
85
ფსიქოლოგიური ადაპტაცია მდგომარეობს გულმოდგინებაში, პასიურობაში,
მოუმწიფებლობასა და ზედმეტ დამოკიდებულებაში.

1.2. ანალური სტადია (1.5 - 3 წლები)


მეორე და მესამე წლის განმავლობაში ბავშვს უვითარდება სიარულის,
ლაპარაკის, აზროვნებისა და სხვა უნარები. თანდათანობით უვითარდება
დამოუკიდებლობის გრძნობა.

1.2.1 ანალური სტადიის ფსიქოსექსუალური განვითარება


ანალური სიამოვნება ცხოვრების დასაწყისიდან არსებობს, მაგრამ ის არ არის
ლიბიდოზური განმუხტვისა და კონფლიქტურად ანალიზებული. ბავშვი იწყებს
ღამის ქოთნის გამოყენებას, შესაბამისად აცნობიერებს ანალური ორგანოს
დანიშნულებას და სწავლობს საშარდე ბუშტის კონტროლს. ეს არ ხდება მანამ სანამ
ბავშვი არ ამყარებს კონტროლს სფინქტერებზე (ბერძნ. sphinter, sphingo -ვუჭერ) –
რგოლისებრი კუნთი შეკუმშვის შედეგად ავიწროებს, მაგალითად, სწორ ნაწლავს),
როდესაც დეფეკაცია (defaecatio ლათ. De – უარყ. ნაწ. faecatio – განავალი – განავლის
გარე გამოდინება სფინქტრების მოდუნების შედეგად) ისეთ აქტად გადაიქცევა,
რომლის დაუფლების გამო, მასთან დაკავშირებული სიამოვნება და სპეციფიკური
კონფლიქტები პრივილეგირებულ მდგომარეობად იქცევა.

ფეკალური მასა ბავშვის მიერ აგრეთვე განიხილება როგორც მისი სხეულის


ნაწილი, რომლის მართვაც შეუძლია. მას შეუძლია შეაჩეროს გამოყოფის პროცესი. ეს
ბავშვს საშუალებას აძლევს განახორციელოს მნიშვნელოვანი განსხვავება შინაგან და
გარეგან ობიექტებს შორის.

თუ ბავშვის შიში შეჭმული იქნეს აყალიბებს სპეციფიკურ ორალურ


შფოთიანობას, მაშინ შიში, რომ უხეშად, წაართვან სხეულებრივი შინაარსი
(ფეკალიები), ფაქტიურად იქნეს დაცარიელებული – წარმოადგენს ტიპურ ანალურ
შფოთიანობას;
საბოლოოდ ფეკალურ მასას ბავშვი აღიქვამს როგორც გაცვლის საგანს მას და
ზრდასრულ ადამიანებს შორის. შემთხვევით არ იყო, რომ ზ. ფროიდი ნახულობდა
ეკვივალენტობას ფეკალიებსა და საჩუქარს შორის.

პირველი გამოყოფითი ფაზა. ამ ფაზის მიზანია სასიამოვნო განცდების მიღება


ექსკრეციის (ლათ. ექსკრეტო - გამოყოფა) დროს.

„ბუნებრივ“ სიამოვნებას ემატება ის, მნიშვნელობა რომელსაც მშობლები


ანიჭებენ ანალურ ფუნქციებს, როცა ბავშვი იწყებს ღამის ქოთნის გამოყენებას და
წარმატებით ართმევს თავს. მშობლები ამ დროს გამოხატავენ დიდ სიხარულს. ამაზე
დაკვირვების შედეგად ბავშვი აძლიერებს ინტერესს შესაფერისი ნეირო –კუნთური
აქტის მიმართ.

პირველ ანალურ ფაზას ახასიათებს – ნარცისული (საკუთარ თავზე ცენტრირებული)


აუტოეროტიზმი;

 სადისტური ასპექტი (სადისტურ–ანალური); ფეკალური მასის გამოყოფა


განიხილება, როგორც დაშლილი ობიექტი, რომლის მიმართ ბავშვი არ განიცდის
რაიმე პატივისცემას. ზემოთ ჩვენ განვიხილეთ, რომ ბავშვი ფეკალურ მასას
განიხილავს, როგორც საკუთარ თაწილს.;

 მეორე მხრივ, ბავშვს შეუძლია მისი ფეკალური მასების გამოყოფის


უნარი დაუპირისპიროს მშობლებს, რომლებსაც სურთ მას სისუფთავის წესები
შეასწავლონ. ბავშვს შეუძლია საკუთარი ემოციური მდგომარეობის გამოვლენა ამ
გზით. როცა ის ნაწყენია მშობლებზე მას შეუძლია არ „დაასაჩუქროს“ მშობლები და
ასე დასაჯოს ისინი.

1.2.2. ობიექტური ურთიერთობები


სადიზმი. ეს პერიოდი მთლიანობაში ხასიათდება აგრესიულობით
განპირობებული სადიზმით, ობიექტზე მიმართული და სიამოვნებით
დატვირთული.

სფინკტერული დისციპლინის ათვისება საშუალებას აძლევს ბავშვს


აღმოაჩინოს პირადი საკუთრების ცნების რაღაც, რასაც ის გასცემს ან არ გასცემს,
საკუთარი ძალაუფლება (ნაწლავებისა და საკუთარი სხეულის მოქმედებაზე
აუტოეროტიკული ძალაუფლება, დედაზე ემოციური ძალაუფლება, რომელიც მას
შეუძლია დაასაჩუქროს და ჩააყენოს ფრუსტრაციაში). ეს ყოვლისშემძლეობისა და
კონტროლირების, დამორჩილების, დედისადმი წინააღმდეგობის გაწევის უნართან
ანუ ფლობასთან ერთად განიცდება ბავშვის მიერ. ბავშვის სურვილების ნებისმიერი
ობიექტი არის რაღაც ისეთი, რომლის მიმართ ის ახორციელებს უფლებას და
ნებისმიერი ობიექტი ემსგავსება ყველაზე პრიმიტიულ დაუფლებულობას – სხვა
სიტყვებით ფეკალური მასების დაუფლებულობას.

მაზოხიზმი – ეს ტერმინი ასახავს სიამოვნების მიღების პასიურ მიზანს


მტკივნეული გამოცდილების ფორმების მეშვეობით, ვიღაცის ცემა ავლენს სადისტურ
ტენდენციას, მაგრამ მაზოხისტური ფუნქციები უფრო რთულია. ხშირად
ლაპარაკობენ სადომაზოხიზმზე. ტკივილი არ უნდა იყოს არც ძალიან ძლიერი და
არც ძალიან სუსტი. არსებობს თვალსაზრისი, რომ ბავშვის გალახვა (ტყაპუნი)
შეიძლება აღაგზნებს მას. ამრიგად,არსებობს კარგად ცნობილი კავშირი სადიზმსა და
მაზოხიზმს შორის: ის გამოიყენება ბავშვის მიერ, რომელიც უკიდურესად აქტიურად
და აგრესიულად იქცევა, რათა სხვების მხრივ მისი ცემა გამოიწვიოს.

ამბივალენტობა - აქ ამბივალენტობა ფიზიოლოგიურად დაფუძნებულია


ფეკალური მასისადმი წინააღმდეგობრივი დამოკიდებულების გამო, რაც აყალიბებს
სხვებთან ურთიერთობებს. ამგვარად გარე ობიექტები, დედა, გარემოცვა, ერთი
მხრივ, შეიძლება მოცილებული, უკუგდებული, განდევნილნი იქნენ, ხოლო, მეორე
მხრივ, იმავე ხარისხით შეიძლება იყვნენ ინტროეცირებულნი, ე.ი. შენარჩუნებულნი,
როგორც მითვისების ძვირფასი და საყვარელი საკუთრება.

ბისექსუალობა - ფროიდის მიხედვით ადამიანს ბისექსულობა ახასიათებს, რაც


განვითარების ანალურ ფაზასთან არის დაკავშირებული.

აქტიურობა – პასიურობის ოპოზიცია განაპირობებს ობიექტურ


ურთიერთობებს როდესაც ბავშვისათვის არ არსებობს მამაკაცურ–ქალურის
ოპოზიცია. ამ დუალისტური სქემის „აქტიური - პასიური“–ს მიხედვით ფორმირდება
ანტაგონისტური წყვილები: კეთილი–ბოროტი, ლამაზი–უშნო, დიდი–პატარა.
ზრდასრული ადამიანის მიმართ ბავშვი საკუთარ თავს აღქვამს, ან როგორც ყველაზე
პატარას ან როგორც დიდს, ძლიერს. ეს ყველაფერი ვლინდება ოპოზიციაში–
დამორჩილება–მორჩილება, ბატონობა–დაქვემდებარება. აქ პირველ ადგილს
ნარცისიზმი იკავებს: ფეკალური მასები, როგორც სხეულის ნაწილი; სიარულისა და
სფინქტერზე კონტროლის დამყარება, როგორც დამოუკიდებლობის მიღება,
დედასთან დაპირისპირების შესაძლებლობა, ყოვლისშემძლეობა და გაზვიადებული
თვითშეფასება. ამავე დროს აქ აუტოეროტიზმი დომინირებს.5

1.3. ფალოსური სტადია (3-6 წლები)


ეს ეტაპი იწყება, როდესაც ბავშვი ხდება სამი წლის და გრძელდება ბავშვის
ხუთი წლის ასაკამდე. ამ ეტაპზე ბავშვში სქესობრივი კავშირების ელემენტები
შეინიშნება, თუმცა ჯერ კიდევ საუბარი არ შეიძლება ჭეშმარიტი გენიტალური
ლიბიდოს შესახებ.

ბავშვი თამაშობს სასქესო ორგანოებთან და ხსნის დაძაბულობას და იღებს


სიამოვნებას. ეროტიკული აქტივობა თავდაპირველად დაკავშირებულია როგორც
ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად შარდვასთან დაკავშირებულ აქტივობებთან და
შეგრძნებებთან.6

1.3.1. ფალოსური სტადიის ფსიქოსექსუალური განვითარება


ურეთრალური (ბერძნ. urethra - შარდსადენი) ეროტიზმი. ზოგიერთი
ორტოდოქსალური ანალიტიკოსები (ფენიჰელი) ურეთრალურ ფაზას ანალურსა და
ფალოტურს შორის ათავსებენ. ამ ეროტიზმის პირველხარისხოვანი ამოცანაა
მოშარდვის პროცესში, ისევე, როგორც შეკავების დროს მიღებული სიამოვნება.
პირველად ეს აუტოეროტიზმული სიამოვნება შემდგომში მიმართულია ობიექტებზე
(მაგალითად, ფანტაზმი–სხვებზე მოშარდვა), იმ დროს როდესაც ენურეზი (ბერძნ. en
-ში, ureo-ვშარდავ – შარდის შეუკავებლობა) პირველადი აუტოეროტიზმის შემდეგ
შეიძლება განხილული იქნეს მასტურბაციის (ლათ. მასტურბატიონ–ონანიზმი)

5
Glen O. Gabbard, M.D. Bonnie E. Litowitz, Ph.D. Paul Williams, Ph.D. - Textbook of Psychoanalysis Second
Edition. 2012. p. 125.
6
Dr. Tomy Philip - Psychosexual Development: Freudian Concept, Delhi 2010. p. 184
არაცნობიერ ეკვივალენტად, მოშარდვასთან დაკავშირებული სიამოვნება ორგვარ
ხასიათს ატარებს:

– ერთი მხრივ, ორივე სქესისათვის–ფალოტურ, სადისტურ მნიშვნელობასაც კი,


რადგან აქტიური შეღწევის, დაზიანების, დანგრევის ხასიათს ატარებს.

– მეორე მხრივ, ის შეიძლება განხილული იქნეს, როგორც „თავისუფალი


გამოდინება“, პასიური სიამოვნება კონტროლის შემცირებისა ან მოხსნის გამო.

– ვაჟების პასიური „თავისუფალი გამოდინება“ შეიძლება დაკავშირებული იქნეს


სხვა პასიურ მიზნებთან, როგორიცაა ასოს მოფერება. ეს ურეთრალური
ეროტიზმი შეიძლება შეხამებული იყოს სადისტურ ფანტაზმებთან, რაც
დაჩქარებული თესლის ამოტყორცნის მძიმე შემთხვევების ანალიზით
დასტურდება.

– გოგონებში აღნიშნული აქტიური ნაწილი მოგვიანებით დაკავშირებულია


პენისის მიმართ შურთან.

ნებისმიერ შემთხვევაში საშარდე ბუშტის სფინქტერებზე კონტროლის


დაწესება იმის საპასუხოდ, რომ მშობლები არცხვენენ ბავშვების ამ კონტროლის
არქონის გამო, ანვითარებს ნარცისულ სიამაყეს. სხვა ავტორები თვლიან, რომ
მოშარდვის სიხშირე, ამავე დროს, იწვევს უფრო ხშირ განმტკიცებას, რაც აძლიერებს
სიამაყის გრძნობას.

საბავშვო მასტურბაცია - ორალურ ფაზაში ადგილი აქვს სპეციფიკურ ეროტულ


გამოვლინებებს თვით გენიტალური ორგანოების დონეზე. გარდა ჰიგიენური
მოვლის დროს შესაძლებელი აგზნებისა, შემთხვევითი მიზეზი შეიძლება იყოს
მოშარდვის დროს ბუნებრივი აგზნება. ამ დროს ბავშვების ხელით თამაში არის ის,
რასაც „პირველადი მასტურბაცია“ ეწოდება. იმის შემდეგ კი, როდესაც მოქმედებას
იწყებს საშარდე ბუშტის დისციპლინა, მოშარდვით განმტკიცებული ჰედონისტური
სიამოვნება, დისოციაცირდება განმეორებით აღწარმოების მიდრეკილებაში, ამას
„მეორადული მასტურბაცია“ ეწოდება.

საბავშვო მასტურბაციას ხშირად უარყოფენ ზრდასრული ადამიანები (მათი –


„ზე–მე“). მათთვის რთულია ამ პროცესის ნორმად მიღება. ამიტომ მათ შეიძლება
ბავშვს მისცენ შენიშვნა, შეარცხვინონ ან დასაჯონ. მსგავსი დამოკიდებულება ტოვებს
ღრმა და არაცნობიერ ნაკვალევს მეხსიერებაში და შეიძლება იყოს ერთ–ერთი მიზეზი
ფართოდ ცნობილი საბავშვო ამნეზიისა, განსაკუთრებით იმ აქტივობასთან
დაკავშირებით, რომელიც ითრგუნება მშობლების მიერ.

აქ შემიძლია მოვიყვანო ჩემი ერთ-ერთი კლიენტის შემთხვევა. 24 წლის


მამაკაცი. ის სესიის მსვლელობისას იხსენებს როცა იყო დაახლოებით 5 წლის დედამ
დაინახა როგორ ეფერებოდა საკუთარ პენისს, რის გამოც ძალიან გაბრაზდა და
უსაყვედურა. უთხრა, რომ ეს არის ძალიან ცუდი საქციელი და ამის გამო ძალიან
დაისჯება. კლიენტი იხსენებს, რომ ამ დროს ძალიან შერცხვა და ტირილი დაიწყო.
დედას ეუბნებოდა, რომ ის ამას აღარასოდეს გააკეთებდა. კლიენტი იხსენებს, რომ
დიდი ხნის განმავლობაში დედას თვალებში ვერ უყურებდა და ძალიან რცხვენოდა.

მინდა აღვნიშნო, რომ ამის შემდეგ ამ მამაკაცმა დაიწყო საუბარი პარტნიორთან


ურთიერთობის პრობლემებთან დაკავშირებით. ის მასთან სქესობრივ კავშირს ვერ
ამყარებდა.

1.3.2. ფალოსური სტადიის პრობლემა


ეს პერიოდი იკავებს ორაზროვან ადგილს და იწვევს მრავალ თეორიულ და
პრაქტიკულ კითხვას:

– ერთი მხრივ, ეს მომენტი დაკავშირებულია პრეგენიტალობასთან და


ნარცისიზმთან, მეორე მხრივ ის გარკვეული აზრით არის ოიდიპოს სტადიის
კონტრაპუნქტია.

ფროიდის ნაშრომების მიხედვით, ის არადიფერენცირებულად იყენებდა


ტერმინებს „პენისი“ და „ფალოსი“ რამაც ორაზროვნება წარმოშვა. ჩვენთვის
მნიშვნელოვანია აქ სიზუსტე დავიცვათ: პენისი არის მამაკაცური სქესობრივი
ორგანო და ანატომიური რეალობა, იმ დროს როდესაც ფალოსი – აღნიშნავს
მამაკაცურობისა და მასკულინურობის სიმბოლოს.

„კასტრაციის შიშის“ გამოთქმა მიმართულია აფექტური რეაქციის აღსაწერად,


რომელიც არის გოგონების სხეულში პენისის არარსებობის კონსტატაციის შედეგი,
კონსტატაციისა, რომელიც ვაჟებში იწვევს პენისის დაკარგვის ფანტაზმურ შიშს,
ხოლო გოგონაში პენისის მიღების სურვილს. ეს არასრულობის (ნაკლულობის) ან
უკმარისობის შიში განაპირობებს სიკვდილის შიშს, რომლის წინააღმდეგ ყოფით
დაცვას წარმოადგენს ბავშვის ყოლის (საკუთარი თავის გაორმაგებულობა)
ტენდენცია.

კასტრაციის შიში შეიძლება განვითარდეს სამი მიმართულებით:

– პენისის დაკარგვისა და მდედრობითი სქესის დამსგავსების უგონო შიში;


– ძლიერი ადამიანების დაძლევის შიში;
– ძლიერი ხალხის შურისძიების შიში;

ბავშვი ცდილობს განერიდოს ამ წუხილს ან ამ შიშს, ჩვეულებრივ იმით, რომ


თავს იცავს მისგან. ამ შემთხვევაში გოგონებისა და ვაჟების პოზიციები
განსხვავებულია.

ვაჟები - იმის გამო, რომ ვაჟი საკუთარ თავს პენისის მქონედ აღიქვამს,
რომელიც არ აქვს გოგონებს, ის ზედმეტად ტვირთავს მას (ანიჭებს მნიშვნელობას).

– ლიბიდოზურად, სექსუალური დაკმაყოფილების ინსტრუმენტის ფუნქციებით


(მასტურბაცია და ფანტაზმები):

– როგორც საკუთარი თავის გადამეტებული შეფასების სიმბოლო;

– ექსჰიბიციონიზმით (ლათ. Exhibeo - გამჟღავნება; სასქესო ორგანოების


გაშიშვლება). ითვლება, რომ ამ დროს ვაჟი საკუთარ თავს პენისთან აიგივებს. ამ
გზით ის გარე სამყაროს აჩვენებს საკუთარ უპირატესობას.

გოგონები. იმის შემდეგ, რაც გოგონა საკუთარ ორგანიზმში პენისის


არარსებობას აღმოაჩენს, ამ ამბის უარყოფის პერიოდის შემდეგ ის იძულებულია
საკმაოდ სწრაფად მიიღოს (შეეთვისოს) არსებული მდგომარეობა. ვაჟებისაგან
განსხვავებით ეს კონსტატაცია და უძლიერესი გულგატეხილობა, რომელიც მოსდევს
მას, ხდება არა მხოლოდ ოიდიპოს ფაზამდე, არამედ საშუალებას აძლევს გოგონებს
შევიდნენ ოიდიპოს ფაზაში. ამის მიუხედავად, გოგონებს აქვთ ნამდვილი და ღრმა
ნარცისული ჭრილობა, რომელსაც თან მოსდევს არასრულფასოვნების გრძნობა
სხეულებრივი და გენიტალური თვალსაზრისით.

საკუთარი ნაკლულობის იძულებითი მიღების მდგომარეობაში გოგონა იწყებს


დედის დადანაშაულებას და მიეჯაჭვება მამას. ამით რეალიზაციას უკეთებს
ფსიქოსექსუალური განვითარების ძირითად მომენტს, რომლის მიხედვით ვაჟისაგან
განსხვავებით გოგონამ უნდა განახორციელოს ობიექტის შეცვლა, რათა შევიდეს
ოიდიპოს ფაზაში. ფროიდის მიხედვით, დედისაგან დაშორების მთავარი ფაქტორის
კასტრაციის კომპლექსი წარმოადგენს. კასტრაციის კომპლექსი არა მხოლოდ
გოგონას, არამედ აგრეთვე დედასაც ეხება და ამიტომ ის აუფასურებს მას გოგონას
თვალში, რადგან დედა ისევე ნაკლულობით ხასიათდება, როგორც თვითონ გოგონა.
ამრიგად ოიდიპოს ფაზაში გოგონას შესვლა და გენიტალობასთან დაკავშირება
განპირობებულია დაცვითი მექანიზმებით. სხვა ტიპის დაცვას უფრო მეტად
ოიდიპოსეული ხასიათი“ გააჩნია და პენისის დაუფლებულობის სურვილი იცვლება
ბავშვის ყოლის სურვილით.

თუკი ამ ასაკში დავაკვირდეთ ბავშვის (გოგო) და დედის ურთიერთობას. რა


სახის კომუნიკაციაა ბავშვსა და დედას შორის, აღმოვაღენთ, რომ ბავშვი ცდილობს
დედას მოშორდეს და ყურადღება გადაიტანოს მამაზე. თითქოს დედას ებრძვის,
უფრო მეტად იწვევს დედის გაღიზიანებას, ვიდრე აქამდე. შეგვიძლია ეს ჩავთვალოთ
იმ აზრის განმტკიცებად, რომ გოგონა იწყებს დედის დადანაშაულებას და შორდება
მას.

მთლიანობაში ფალოტური სტადია – ეს არის სქესთან განსხვავებების


„აღმოჩენის“ სტადია.

– ვაჟებისათვის ეს იმაში გამოიხატება, რომ ისინი უარყოფენ კასტრაციას


(ნარცისულს) ქალური სასქესო ორგანოს უარყოფის საშუალებით.

– გოგონებში ეს იმაში გამოიხატება, რომ ისინიც უარყოფენ იგივე კასტრაციას


ფალოსზე (ნარცისულზე) პრეტენზიულობის მეშვეობით.
ამგვარად გამოდის, რომ ორივე სქესის წარმომადგენლები ამ შემთხვევაში
თავისებურად უარყოფენ კასტრაციას და ამით ცდილობენ უარყონ განსხვავება
სქესებს შორის.

ამ საკში პენისი აღიქმება არა როგორც გენიტალური ორგანო, არამედ როგორც


ყოვლისშემძლეობისა და დასრულებულობის ორგანო, ე.ი. როგორც ფალოსი,
რომელიც სახელწოდებას აძლევს ამ სტადიას. ბავშვი მამაკაცსა და ქალს შორის
განსხვავებას კი არ აღიარებს, არამედ განსხვავებას, ერთადერთი ნიშნის მიხედვით,
პენისის არსებობასა და არარსებობას შორის. ორივე მშობელი აღიქმება მათი
ყოვლისშემძლეობისა და სისუსტის მიხედვით, რაც სიმბოლიზებულია პენისის
ფლობასთან ან მის არქონასთან.

მნიშვნელოვანია, რომ ჭეშმარიტი მამაკაცური სასქესო ორგანო შეიძლება იქნეს


განსაზღვრული მხოლოდ პოზიტიური ქალური სასქესო ორგანოს არსებობის
შემთხვევაში. ამ პოზიტიური ასპექტის შეთვისება კი შესაძლებელია, როგორც
გოგონების, ისე ბიჭებისათვის მხოლოდ გენიტალურ და ოიდიპოსშემდგომ
სტადიებზე.

1.3.3 ოიდიპოსის კომპლექსი


ტერმინი, რომელიც ფსიქოანალიზში ზიგმუნდ ფროიდმა დაამკვიდრა.
აღნიშნავს გაუთვიცნობიერებელ სექსუალურ ლტოლვას საპირისპირო სქესის
მშობლისადმი და ამბივალენტურ გრძნობებს იმავე სქესის მშობლისადმი.

სასქესო ორგანოებთან თამაშის სიამოვნებამ და ბავშვის ფანტასტიკურმა


ცხოვრებამ საფუძველი ჩაუყარა ოიდიპოსის და ელექტრას კომპლექსების გამოჩენას
ბიჭებსა და გოგოებში. ოიდიპოსის კომპლექსს ეწოდა თებეს ბერძენი მეფის სახელი,
რომელმაც მოკლა მამა და ცოლად შეირთო დედა. ოიდიპოსის კომპლექსი შედგება
სექსუალური მიჯაჭვულობისგან საპირისპირო სქესის მშობლის მიმართ და მტრული
გრძნობისგან იმავე სქესის მშობლის მიმართ. ბიჭს სურს დაეპატრონოს დედას და
მოიცილოს მამა. ელექტრას თქმით, კომპლექსიან გოგონას უნდა დაეპატრონოს მამას
და გადაასახლოს დედა. ეს გრძნობები გამოხატავს თავს ბავშვის ფანტაზიებში
მასტურბაციის აქტის დროს. ოიდიპოსის და ელექტრას კომპლექსების გაჩენა
ითვლება ფალიური ეტაპის მთავარ მოვლენებად.7

საერთო ჯამში „ოიდოპოსის კომპლექსი“ არის ბისექსუალური მდგომარეობა,


ბავშვის გაუთვითცნობიერებული ეროტიკული ლტოლვა მშობლისადმი.
ფსიქოანალიზში ოდიპოსის კომპლექსი პიროვნების ცენტრალურ მაორგანიზებელ
ელემენტად ითვლება. ეს არის ძირითადი კონფლიქტი (3–სა და ხუთ წელს შორის),
რომელიც ახლა უკვე ხდება, სპეციფიკურად სექსუალური კონფლიქტი, რომელიც
ჩაწერილია სამი პიროვნების პრობლემატიკაში: მამა, დედა, ბავშვი.

ოიდიპოსის კომპლექსის აღმოჩენა

საკუთარი პიროვნების ანალიზის საფუძველზე აღმოაჩინა ფროიდმა


ოიდიპოსის კომპლექსი, რომელმაც მას მისცა საშუალება გაეგო, რომ მისი ადრეული
ბავშვობის გარკვეულ ეტაპზე მისი „ლიბიდო იყო მიმართული დედაზე. იმ დროს,
როდესაც მამის მიმართ ის იმავე დროს განიცდის ეჭვიანობას, სიყვარულის
საპირისპიროდ. ასეთია მარტივი თვალსაზრისით ოიდიპოს სიტუაცია, რომელშიც
ჩვეულებრივ ვაჟი იგულისხმება. მამის მიმართ ნეგატიური ასპექტი დიდი ხნის
განმავლობაში არ აღიქმებოდა, როგორც ამბივალენტობის, ისე სინაზის რეაქტიული
გარეგნული გარსის გამო, რომლებსაც შეუძლიათ შენიღბონ ეს ნეგატიური ასპექტი.

ტიპურ მაგალითად ავიღოთ ვაჟის შემთხვევა, სადაც ოიდიპოსის კომპლექსი


შეიძლება იქნეს წარმოდგენილი:

ან მისი ე.წ. პოზიტიური ფორმა, რომელიც შეიცავს:

– მის საკუთრივ პოზიტიურ ასპექტს (უფრო ზუსტად „ლიბიდოზურ) –


დედისადმი სიყვარული;

– ნეგატიური ასპექტი (უფრო ზუსტად „აგრესიული“) – მამისადმი სიძულვილი;

ან ნეგატიური, თუ ინვერტირებული ფორმა, რომელშიც :

7
Dr. Tomy Philip - Psychosexual Development: Freudian Concept, Delhi 2010. p. 185
– პოზიტიური ან ლიბოდოზური ასპექტი წარმოდგენილია მამის მიმართ. ვაჟის
ქალური, ნაზი დამოკიდებულება.

– ნეგატიური ან აგრესიული ასპექტი – ეჭვიანი, მტრული დამოკიდებულება


დედის მიმართ;

ოიდიპოსის კომპლექსში ბიჭს აქვს დედის მიმართ ინცესტური ლტოლვა და


მამის მიმართ მზარდი უკმაყოფილება. ის წარმოიდგენს, რომ მამა მისთვის ზიანის
მიყენებას აპირებს. განაწყენებული და დამსჯელი მამის მუქარამ შეიძლება
დაადასტუროს ეს შიში. მისი შიში იმის შესახებ, თუ რა შეიძლება გაუკეთოს მას მამამ,
ორიენტირებულია მის სასქესო ორგანოებზე, რადგან ეს არის დედასთან მისი
მიჯაჭვულობის წყარო. კასტრაციის ეს შიში ეხმარება ბავშვს გადაჭრას ოიდიპოსის
კომპლექსი, რადგან მას არ სურს სასქესო ორგანოების დაკარგვა. კასტრაციის შფოთვა
იწვევს დედის მიმართ სექსუალური ლტოლვის დათრგუნვას და მამის მიმართ
მტრობას. ეს ასევე ხელს უწყობს მამასთან იდენტიფიკაციის მიღწევას. მამის
იდენტიფიცირებით, მამრობითი სქესის შვილი დედის მიმართ თავის ეროტიკულ
გრძნობებს დედის მიმართ უვნებელ სიყვარულად აქცევს. როგორც ჩანს, ოიდიპოსის
კომპლექსი წარმოადგენს ინფანტილური სექსუალობის განვითარების კულმინაციას.8

ან საბოლოოდ და ყველაზე უფრო ხშირად – შერეული შემთხვევებისა და


შერეული პერიოდების მთელი სერია, როდესაც ორი წინანდელი შეიძლება
ერთდროულად ან ცალ–ცალკე იყოს წარმოდგენილი და მოქმედებაში შემოდის არა
მხოლოდ ამბივალენტობა, არამედ აგრეთვე ჰეტერო და ჰომოსექსუალური
ტენდენციები.

ფსიქოანალიტიკური ანთროპოლოგია

ოიდიპოსის ტრიანგულარულ ან სამთა, სამკუთხა სტრუქტურას


უნივერსალურობა მიეწერება და როგორც მალინოვსკი ამტკიცებდა დასტურდება
პატრიარქალური ტიპის საზოგადოებებში სადაც ჭარბობს ქორწინებითი ტიპის

8
Dr. Tomy Philip - Psychosexual Development: Freudian Concept, Delhi 2010. p. 185
ოჯახები, თუმცა შეიმჩნევა ოიდიპოსის კომპლექსის გამოვლინებებში
განსხვავებულებები განსხვავებულ კულტურებში და საზოგადოებებში.

ინცესტის აკრძალვა – ეს კანონი ყოველთვის და ყველგან – ავლენს


უნივერსალობას და მინიმალურ პირობას, რომლითაც განსხვავდება „კულტურა“ და
„ბუნება“ (კლოდ ლევი-სტრაუსი).9

1.3.4. ოიდიპოსეული ობიექტური ურთიერთობები


ოიდიპოსის ისტორია

ოიდიპოსის ისტორია წარმოდგენილია სოფოკლეს ტრაგედიაში (მეფე


ოიდიპოსი – 430 ჩ.წ.). შემდეგ კი სოფოკლემ დაწერა აგრეთვე „ოიდიპოსი კოლონში“
(460 ჩ.წ.ა.), სადაც დაბერებული ოიდიპოსი, ისევ ბრმა, ანტიგონას თანხლებით, ამის
მიუხედავად ითვისებს საკუთარი ბედის უშფოთველ და მშვიდ
წინასწარმეტყველებას, რაც მას საშუალებას აძლევს ატაროს ის (მისი ბედი)
ღირსებით და სულიერი სიმტკიცით. ზუსტად მაშინ, როდესაც მამაზე და დედაზე
ძლიერ დატვირთული არქაული ფიქსაციები აღწარმოებდება სხვა მამაკაცის ან სხვა
ქალის მიმართ, საუბარი უნდა გვქონდეს ნევროზის შესახებ. სხვა სიტყვებით
ოიდიპოსის კომპლექსის, ტენდენციების დაძლევა არის წინასწარი პირობა,
ნორმალური ზრდასრული ადამიანის სექსუალობაზე გადასასვლელად, იმ დროს,
როდესაც არაცნობიერი ფიქსაცია აფუძნებს ნევროზს.

ოიდიპოსის კომპლექსის დაძლევა არის სწორედ ფალოტური სტადიის


დასრულების მაჩვენებელი. ამის საშუალებით ბავშვს მომავალში ჩამოუყალიბდება
ნორმალური, ზრდასრული ადამიანისთვის დამახასიათებელი სექსუალობა.

ოიდიპოსის კომპლექსი ვაჟებში

ობიექტურ ურთიერთობების განვითარება აქ შედარებით უბრალო ხასიათს


ატარებს, რადგან ბავშვი რჩება მისი პირველი ობიექტისადმი–დედისადმი
მიჯაჭვული, თუმცა, მისი პიროვნება იცვლება მიმართულებისა და დატვირთვის
(მნიშვნელობის მინიჭების) თვალსაზრისით.

9
Claude Lévi-Strauss - An Ethological Theory of the Incest Taboo and Exogamy. 1949. p. 87
პირველად დედაზე დამოკიდებული (მის ძალაუფლებაზე და სურვილებზე)
ბიჭი ეჯახება მშობლებს შორის ურთიერთობებს და შეჰყავს მამა დიადაში–დედა–
ბავშვი. ბავშვი ხვდება, რომ დედისეული სურვილის ობიექტი სინამდვილეში
მამასთან იმყოფება, რომლის ფალოსი არის ავტორიტეტის, ძლევამოსილებისა და
კანონის ატრიბუტი.

ბავშვს უპირველეს ყოვლისა ახასიათებს დედის აშკარად სექსუალური


ობიექტური დატვირთვა (მნიშვნელობის მინიჭება), რისთვისაც გამოიყენება ყველა
აგრესიული რესურსი.

ამავე დროს მამასთან პირველადი იდენტიფიკაციის შედეგად ბავშვი გრძნობს


მის მიერთებულობას (ზიარებას) მამის მაგიურ ძლევამოსილებასთან.

ამის შედეგად ბავშვი საკუთარ აგრესიულობას უკეთებს სუბლიმირებას სხვა


აქტივობებში (სათამაშო აქტივობა, სასკოლო მიღწევები). ამას ასევე აქვს
ჰედონისტური მიზანი, მიღწეული წარმატების შემდეგ ის იღებს უფროსების
მოწონებას. უფროსების მხარდაჭერა კი უყალიბებს ბავშვს საკუთარი თავისადმი
ნდობას და უმაღლებს თვითშეფასებას.

როდესაც ბავშვი ცდილობს დაიუფლოს დედისეული ობიექტი, ის მამის


სახით ხვდება მეტოქეს, რომლის მიმართაც ის შურით არის განწყობილი. მამას აქვს
რეალური უპირატესობა, რასაც ბავშვი აზვიადებს მისი სიმბოლური მნიშვნელობის
გამო. ამ დროს ოიდიპოსეული ფანტაზმები მხოლოდ აძლიერებენ კასტრაციის თემას.
დანაშაულის გრძნობა ბავშვს ეზრდება, რადგან ზუსტად მამის ხატის არსებობა
(რეალურის თუ სიმბოლურის) საკმარისია უფლების (წესის) დასამტკიცებლად,
რომლის წინააღმდეგ ის ცდილობს აჯანყდეს.

მიჯაჭვულობის მეორე ტიპი დაკავშირებულია იმ ფორმასთან, რომელსაც


ვაჟის პოზიტიური ოიდიპოს კომპლექსი ეწოდება – მამისადმი ლიბიდოზური
მიჯაჭვულობა, როდესაც მამის ხატი განიხილება მეტოქის განდევნის როლში. მამა
შეიძლება გახდეს მიბაძვის ობიექტი (იდენტიფიკაციის პროცესის გამო). ვაჟის
სურვილი არა მხოლოდ საკუთარი მამის ჩანაცვლებაა, არამედ მისი მიბაძვა, როგორც
მოდელი.
მამის მიმართ ვაჟის დამოკიდებულება ოიდიპოს ფაზაში უპირველეს ყოვლის
ამბივალენტობით ხასიათდება და არ დაიყვანება უბრალო მტრულ
დამოკიდებულებამდე.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ოიდიპოსეულ შეჯიბრებას აქვს არა რეალური,


არამედ ფანტაზმური ხასიათი, რადგან დედას შეუძლია ბავშვს დედისეული ნუგეში
მისცეს ეროტული ლიბიდოს გარეშე.

ბავშვი რწმუნდება მამის ძლევამოსილებაში და ეს საშუალებას აძლევს მას:

– გადალახოს კასტრაციის შიში;

– უარი თქვას მის დედის მიმართ ლტოლვაზე და მამასთან მეტოქეობაზე;

– საკუთარი ლიბიდოზურ ენერგია მიმართოს შემცვლელი ობიექტების


დაუფლებისკენ, რადგან ოიდიპოს კონფლიქტის მთლიან ლიკვიდაციას თან ახლავს
ფრუსტრაციის პროცესი, რომელიც საშუალებას აძლევს ვაჟს დატვირთული
ობიექტების (მშობლები) დაშლის გარეშე „გაიაროს გლოვა“ ამ ობიექტების მიმართ და
გაანთავისუფლოს ლიბიდოზური ენერგია ახალ ობიექტებში გადატვირთვის
მიზნით.

ოიდიპოსის ფაზა გოგონებში. ობიექტის შეცვლა

ამ შემთხვევაში ობიექტურ ურთიერთობათა განვითარება ატარებს უფრო


რთულ ხასიათს, რადგან საჭიროა, რათა გოგონამ გააკეთოს დამატებითი ნაბიჯი,
დედისაგან მამის მიმართულებით ტრანსფერი. ძალიან მნიშვნელოვანია ამ
შემთხვევაში გულგატეხილობის გამოცდილება, რომელიც გოგონას დედისაგან განზე
განდგომას უწყობს ხელს. მათ შორის აღნიშნავენ დედის მკერდს მოცილებას,
ტუალეტის ჩვევის ჩამოყალიბებას, ძმებისა და დების დაბადებას. ყველაზე
მნიშვნელოვანი არის ის, რომ გოგონას ექმნება შთაბეჭდილება, თითქოს მას როდისმე
ჰქონდა პენისი და დედამ წაართვა ის მას.

გოგონას მიზანი ხდება მიიღოს მამისაგან ის, რაშიც მას უარი უთხრა დედამ.
ამგვარად, წერს ფროიდი „პენისზე უარის თქმა ხდება მხოლოდ კომპენსაციის
მიღების მცდელობის შემდეგ... მიიღოს ბავშვი მამისაგან საჩუქრად...“ ნებისმიერ
შემთხვევაში აქედან წარმოიქმნებიან რეცეფტული (ლათ. რეცეპტიო-მიღება)
აქტიური ტენდენციების შემცვლელი ტენდენციები. გოგონა მიმართავს მამას... ხოლო
მეორადულად სხვა მამაკაცებს, არა მხოლოდ იმისათვის რათა ისევ დაეუფლოს
ვაჟკაცურობას, არამედ რათა მიიღოს იმ მამაკაცის მხრივ აღიარება (მოწონება,
აღფრთოვანება), ვინც დედა შეარჩია სიყვარულის ობიექტად“.

ამას ემატება ის, რაც ემართება ვაჟებს – ეჭვიანი მტრობა, დედისადმი


დანაშაულის გრძნობით დატვირთული. მაგრამ დედისადმი წინაოიდიპოსეული
მიჯაჭვულობის ზოგიერთი გადმონაშთი უფრო ხანგრძლივია, ვიდრე ვაჟებთან, რაც
საშუალებას იძლევა ვარაუდისათვის, რომ მთლიანობაში ქალები უფრო მეტად არიან
ამბივალენტურები დედის მიმართ, ვიდრე მამაკაცები მამის მიმართ.

ოიდიპოსის კომპლექსის დაღუპვა

ოიდიპოსის კომპლექსის მნიშვნელობა, როგორც ადრეული ბავშვობისათვის


დამახასიათებელი სექსუალური პერიოდის ცენტრალური ფენომენისა, კიდევ უფრო
მეტად იკვეთება. მომდევნო საფეხურზე იგი იღუპება, განდევნას ექვემდებარება,
ხოლო შემდეგ ლატენტური პერიოდი იწყება. მაგრამ ჯერ კიდევ არ არის ცნობილი
რისგან იღუპება ის; ანალიზები თითქოს მიუთითებს რომ ეს მტკივნეული
იმედგაცრუების შედეგად ხდება.10

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ოიდიპოსის კომპლექსი იღუპება მისი არსებობის


შეუძლებლობის გამო.

ჩვენ ასევე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ოიდიპოსის კომპლექსი უნდა


დაიღუპოს მაშინ, როდესაც მისი ნგრევის დრო დადგება, მსგავსად იმისა, როგორც
ხდება სარძევე კბილების გამოცვლა. მიუხედავად იმისა, რომ ოიდიპოსის კომლექსი
ინდივიდუალურად განიცდება მრავალი ადამიანის მიერ, ის შთამომავლობითაც
განპირობებულია, მის მიერ თანდაყოლილი ფენომენით, რომელიც განვითარების

10
Dr. Tomy Philip - Psychosexual Development: Freudian Concept, Delhi 2010. p. 186
კანონის მიხედვით უნდა გაქრეს, უახლოესი წინასწარ განპირობებული
განვითარების ფაზის დადგომისთანავე.

ჩვენ უკვე განვიხილეთ ის საკითხი, რომელიც ეხევა ბავშვის განვითარებას,


პროგრესირებას იმ ფაზის ჩათვლით რომელშიც გენიტალიები წამყვან როლს იძენენ.
ფალოსური ფაზა, რომელიც ამავე დროს ოიდიპოსის კომპლექსის ფაზასაც
წარმოადგენს, არ ვითარდება უფრო საბოლოო გენიტალიურ ორგანიზაციაში; ის
ნელდება/ქრება და მას ლატენტური პერიოდი ენაცვლება. მისი დასასრული
ტიპიურია და ძირითადად რეგულარულად განმეორებად მოვლენებს ემყარება.

ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ თუკი ბიჭი დაინტერესდა საკუთარი


გენიტალიებით, ის ამას ამჟღავნებს მრავალჯერადი მანიპულაციების სახით, რის
შემდგომ ის იგებს, რომ ზრდასრულებისათვის მიუღებელია მისი ქმედება.
მეტნაკლებად გარკვევით და უხეშად გამოითქმევა მუქარა, რომ მას ჩამოაშორებენ ამ
ღირებულ ნაწილს.

ხშირად ხდება ისე, რომ ვაჟს მიუღებელი ქცევის გამოვლენის შემდეგ


ემუქრებიან, მამის ან ექიმის მოხსენიებით, რომელიც ამ დავალებას მათი განაცხადის
შემდეგ განახორციელებს.

ასევე, შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ შარდშეუკავებლობა (ენურეზი), რომელიც


ძალიან ხშირია ამ ასაკის და არამხოლოდ ამ ასაკის ბავშვებში, შეიძლება
დაკავშირებული იყოს ძლიერ ემოციურ სტრესთან ან ტრავმასთან. ბავშვის ფსიქიკა ამ
გზით რეაგირებს ძლიერ სტრესზე. ეს არის ფსიქოლოგიური სირთუეების ერთგვარი
სიმპტომი. ამით ბავშვის ფსიქიკა ითხოვს დახმარებას. ამიტომაც დაუშვებელია ამ
მოვლენის უგულებელყოფა ან არასერიოზული/დამცინავი დამოკიდებულების
გამოვლენა. ეს უმნიშვნელოვანეს კვალს ტოვებს ბავშვის ფსიქიკაზე. ამ დროს
სჭირდება უფროსის მხარდაჭერა და სწორი დახმარება.

ფსიქოანალიზმა ახალი ღირებულება მიანიჭა ორმაგი მნიშვნელობის


მოვლენებს, რომელიც ყველა ბავშვისათვის გარდაუვალია და რამაც უნდა შეამზადოს
იგი სხეულის ღირებული ნაწილების დანაკარგისათვის; ეს არის ძუძუსაგან
თავდაპირველად დროებითი ხოლო შემდგომში სამუდამო გადაჩვევა და დეფეკაციის
ყოველდღიური აქტი. თუმცა შეუძლებელია ამ მოვლენების დაკავშირება კასტრაციის
შიშის გაჩენასთან. მხოლოდ ის ახალი დაკვირვება, რომელიც იქნება
განხორციელებული ბავშვი ითვალისწინებს კასტრაციის ფაქტის შესაძლებლობას,
მაგრამ ეს პროცესი საკმაოდ გაწელილია.

ეს დაკვირვება, რომელიც ანგრევს ბავშვის ურწმუნობას არის ქალური


გენიტალიები. პენისის არსებობით ამაყი ბიჭი ერთხელაც ნახულობს გოგოს
გენიტალიურ მიდამოს და რწმუნდება პენისის არ არსებობაში მის მსგავს არსებასთან.
აქედან გამომდინარე მისთვის უკვე შესაძლებელია საკუთარი პენისის დაკარგვის
შესაძლებლობაც; კასტრაციის მუქარა დაგვიანებულ ზემოქმედებას იძენს.

მშობელი არ უნდა მიემსგავსოს აღმზრდელს, რომელიც კასტრაციით ემუქრება


ბავშვს, რომლის სექსუალური ცხოვრება ამ პერიოდში არ ამოიწურება მხოლოდ
მასტურბაციით. შესაძლებელია დანმტკიცდეს, რომ მშობლების მიმართ მას
ოიდიპოსის განწყობა გააჩნია; მასტურბაცია ამ კომპლექსთან დაკავშირებული
სექსუალური აღგზნების მხოლოდ გენიტალურ რეაგირებას წარმოადგენს.

ობიექტური მიჯაჭვულობების უარყოფა ხდება, რაც იდენტიფიკაციით არის


შენაცვლებული. მე-ში ინტროეცირებული მამისეული ან მშობლიური ავტორიტეტი
წარმოქმნის უზენაესი მეს ბირთვს, რომელიც მამის სიმკაცრეს იძენს, ადასტურებს
მისი მხრიდან ინცესტის აკრძალვას და ამგვარად მეს უზრუნველყოფს
ლიბიდონოზური მიჯაჭვულობისაგან განთავისუფლებით. ოიდიპოსის
კომპლექსთან დაკავშირებული ლიბიდონოზური ლტოლვები ნაწილობრივ
დესექსუალიზირდებიან და სუბლიმირდებიან, ნაწილობრივ კი ისინი ბრკოლდებიან
მიზნის მიღწევისაკენ სწრაფვის თვალსაზირისით და ნაზი ლტოლვების სახეს იძენენ.
მთელი ეს პროცესი ერთის მხრივ გადაარჩენს გენიტალიებს, მათ დანაკარგის
საშიშროებას ააცილებს, ხოლო მეორეს მხრივ, ამ პროცესით ლატენტური პერიოდი
იწყება, რომელიც აფერხებს ბავშვის სექსუალურ განვითარებას.

ანალიტიკური დაკვირვება შესაძლებლობას იძლევა ფალოსური


ორგანიზაციის, ოიდიპოსის კომპლექსის, კასტრაციის მუქარის, უზენაესი/ზე მეს
ფორმირებისა და ლატენრუტი პერიოდის შორის ამგვარი
ურთიერთდამოკიდებულებების აღმოჩენისა.
აღსანიშნავია რომ, აღწერილი პროცესი ვრცელდება მხოლოდ ბიჭებზე. როგორ
ხორციელდება შესაბამისი განვითარება გოგოებთან?

გოგონებში ოიდიპოსის კომპლექსის ვერსიას ელექტრას კომპლექსს უწოდებენ.


პროტოტიპი ამ შემთხვევაში არის ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟი ელექტრა,
რომელიც არწმუნებს თავის ძმას ორესტეს მოკლას მათი დედა და მისი საყვარელი და
ამით შური იძიოს მამის სიკვდილზე. როგორც ბიჭების შემთხვევაში, გოგონების
სიყვარულის პირველი ობიექტი დედაა. თუმცა, როდესაც გოგონა ფალოსის
სტადიაზე გადადის, ხვდება, რომ მას არ აქვს პენისი, როგორც მამას ან ძმას (რაც
შესაძლოა სიმბოლურად გამოხატავდეს ძალის ნაკლებობას). როგორც კი გოგონა
აკეთებს ამ ანალიტიკურ აღმოჩენას, ის იწყებს სურვილი, რომ ჰქონდეს პენისი.
ფროიდის აზრით, გოგონას უვითარდება პენისის შური, რაც გარკვეული გაგებით
არის ბიჭში კასტრაციის შიშის ფსიქოლოგიური ანალოგი. (გასაკვირი არ არის, რომ
ფროიდი ანათემირებულია ფემინისტური მოძრაობის მიერ!) შედეგად, გოგონა
იწყებს ღია მტრობის გამოხატვას დედის მიმართ, საყვედურობს მას პენისის გარეშე
დაბადების გამო, ან პასუხისმგებლობას აკისრებს დედას იმ ფაქტზე, რომ მან
წაართვა. მისი პენისი, როგორც სასჯელი ზოგიერთი დანაშაულისთვის. ფროიდი
თვლიდა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში გოგონამ შეიძლება არ შეაფასოს საკუთარი
ქალურობა, რადგან მის გარეგნობას „დეფექტურად“ თვლიდა. ამავდროულად,
გოგონას სურვილი აქვს დაეპატრონოს მამას, რადგან მას აქვს ასეთი შესაშური
ორგანო.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ გოგოს ოიდიპოსის კომპლექსი გაცილებით უფრო


ცალმხრივია, ბიჭთან შედარებით. ფროიდის გამოცდილებიდან გამომდინარე ეს
კომპლექსი მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში ცილდება დედის ჩანაცვლების სურვილს
და ქალურ განწყობას მამის მიმართ. ორივე ეს სურვილი – პენისის ფლობა და ბავშვის
გაჩენა – არაცნობიერში განაგრძობს არსებობას, ისინი აქტივობას ინარჩუნებენ და
ქალის არსებას გვიანდელი სქესობრივი როლისადმი განაწყობს. ზოგადად
აღსანიშნავია რომ გოგოს განვითარების პროცესების შესახებ ცნობები
არადამაკმაყოფილებელი და არასრულია.
ზემოთ აღწერილი ოიდიპოსის კომპლექსის დროებითი და კაუზალური
ურთიერთდამოკიდებულებანი, სექსუალური დაშინება (კასტრაციის მუქარა), ზე-მეს
წარმოქმნა და ლატენტური პერიოდის დადგომა – ტიპიურია. მაგრამ ამ პროცესების
ქრონოლოგიური და თანმიმდევრული ცვლილებები უმიშვნელოვანესია ინდივიდის
განვითარებისათვის.

ფროიდმა წამოაყენა თეზისი, რომ გოგონებს უვითარდებათ ნაკლებად


იძულებითი, ხისტი მორალის გრძნობა ზრდასრულ ასაკში. ინტერპრეტაციის
მიუხედავად, ფროიდი ამტკიცებდა, რომ გოგონა საბოლოოდ ათავისუფლებს
ელექტრას კომპლექსს მამისადმი მიზიდულობის დათრგუნვით და დედასთან
იდენტიფიცირებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გოგონა, უფრო მეტად
დაემსგავსება დედას, სიმბოლურ წვდომას იძენს მამასთან, რითაც იზრდება მისი
შანსები ერთ დღესაც დაქორწინდეს მამის მსგავს მამაკაცზე. მოგვიანებით,
ზოგიერთი ქალი ოცნებობს, რომ მათი პირმშო ბიჭები იყვნენ, ფენომენი, რომელსაც
ორთოდოქსი ფროიდიელები განმარტავენ, როგორც პენისის ჩანაცვლების
გამოხატულებას (Hammer, 1970). ზედმეტია იმის თქმა, რომ ფემინისტური
მოძრაობის მომხრეებს ფროიდის შეხედულება ქალებზე არა მხოლოდ
დამამცირებლად, არამედ აბსურდულადაც მიაჩნიათ (გილიგანი, 1982).11

ფროიდის მიერ შემოთავაზებულ თეორიაში მართლაც ჩანს მამაკაცის, როგორც


დომინანტი სქესის წარმომადგენლის როლი. ეს მოსაზრება სამართლიანად
იმსახურებს ფემინისტური მოძრაობის მომხრეების ნეგატიურ დამოკიდებულებას.

იდენტიფიკაცია

ეს ტერმინი ლაპლანშასა და პონტალისის მიხედვით არის „ფსიქოლოგიური


პროცესი“, რომლის დახმარებით სუბიექტი ასიმილირებს სხვის გარეგნობას,
თვისებას, და ტრანსფორმირდება მთლიანად ან ნაწილობრივ უკანასკნელის
მსგავსად.

11
Ларри Хьелл, Дэниел Зиглер - Теории личности. Основные положения, исследования и применение. p.
87.
ერთ-ერთი მოდელის მიხედვით პიროვნების პირველადი იდენტიფიკაცია,
რომელიც არის ორალური ინკორპორაციის კორელატი, როდესაც მიზანი
განისაზღვრება უპირველეს ყოვლისა სუბიექტის იდენტობის უზრუნველყოფით,
თვითონისა და მე–ს ფორმირებით, რომელიც არსებითად ნარცისული რეგისტრიდან
გამომდინარეობს.

ასევე შეიძლება ვისაუბროთ ოიდიპოსის კომპლექსის დროინდელი


მეორადული იდენტიფიკაციაზე, როდესაც ორივე მშობელთან მიმართებაში, მათი
სქესობრივი თვისებების შესაბამისად თანმიმდევრულად ხორციელდება სქესობრივი
იდენტიფიკაცია და სქესობრივი დიფერენცირება.

ბიჭისთვის ოიდიპოსის კომპლექსში არსებობს ორი ერთდროული,


ფსიქოლოგიურად განსხვავებული მიჯაჭვულობა: დედისადმი ობიექტური
მიჯაჭვულობა და მამასთან იდენტიფიკაცია;

ოიდიპოსის კომპლექსის პოზიტიური ფორმა ამ ორი მიჯაჭვულობისაგან


(ვაჟის შემთხვევაში) წარმოიშვება.

ოიდიპოსის კომპლექსის დესტრუქცია უზრუნველყოფს ორი „მორალური“


ინსტანციისათვის ადგილს:

– თვითონი – იდეალი – ნარცისიზმის მემკვიდრე. მას აქვს ისეთი მოწოდების


მნიშვნელობა, როგორიცაა: ისეთი იყავი, როგორიც მამაშენია. ამ ინსტანციისთვის
მნიშვნელოვანია იდეალთან იდენტიფიკაცია. იდეალი, როგორც ზემოთ განვიხილეთ
ვაჟისთვის არის მამა.

– „ზე–მე“, ოიდიპოსის კომპლექსის მემკვიდრე, რომელიც არის


ინტერიორიზებული აკრძალვა: არ გააკეთო ისეთი რამ, რასაც შენ უღირსად თვლი
შენთვის ან სხვისთვის.

„ზე–მეს“ განვითარება. ზუსტად წარსულისა და აქტუალური ყველა აკრძალვის


(განსაკუთრებით სექსუალური ლტოლვის მიმართ) ინტერიორიზაცია ამთავრებს
„ზე–მე“–დ წოდებული ფსიქიკური ინსტანციის ფორმირებას. მაგრამ საჭიროა
აღინიშნოს რათი განვერიდოთ სიყვარულზე, სიძულვილზე, დანაშაულის გრძნობაზე
და შიშზე დაფუძნებულ კონფლიქტებს, ჩვენ სინამდვილეში მხედველობაში გვაქვს
არა რეალურად არსებული მშობლები, არამედ იდეალიზირებული, წმინდა,
ნაკლოვანებების გარეშე მშობლები, საკუთარი პრინციპებისადმი ერთგულნი და ა.შ.
ამრიგად საბოლოოდ ის, რაც ინტერიორიზირდება ეს–საკუთრივ მშობელთა `ზე–
მე~–ა. ფენიჰელი თვლის, რომ ჩვენს სოციალურ პირობებში ორივე სქესის
წარმომადგენლისათვის ჩვეულებრივ განმსაზღვრელი არის მამის „ზე–მე“. ყველაზე
მნიშვნელოვანი იდენტიფიკაცია ხორციელდება ისეთი მშობლის ობიექტის მიმართ,
რომელიც გადამწყვეტი ფრუსტრაციის წყაროდ განიხილება, ჩვეულებრივ მამის
მხრივ, ერთნაირად, როგორც გოგონებისა ისე ვაჟებისათვისაც.

ცნობილია, რომ „მე“–ს იდეალი, ან „თვითონის იდეალი“ არის გამოთქმა,


რომლითაც ფროიდმა სახელი მისცა „ნარცისიზმის მემკვიდრე“ –`მეს~. მოდელი,
რომლის შესაბამისად სუბიექტი ცდილობს შეფარდებაში მოვიდეს `მე~–ს იდეალთან,
რაც ერთდროულად არის დაკარგული ბავშვობის ნარცისიზმის (ინფანტილური
ყოვლისშემძლეობა) შეცვლა და აგრეთვე მშობლების ფიგურებთან და სოციალურ
შესატყვისობებთან იდენტიკაციის რწმენა.

არსებითად ფროიდიზმის პიონერების შემდეგ, რომლებიც ნევროზების


ინტერპრეტაციას სექსუალობასთან დაკავშირებით ცდილობდნენ და
კლაინიანელების შემდეგ, რომლებმაც ნებისმიერი ობიექტური ურთიერთობის
საფუძვლად მიიჩნიეს თეორია სიძულვილისა და ნგრევის განცდები, ახლა
შემოთავაზებულია კვლევის მესამე მიმართულება. ამ მიმართულების მიხედვით
ფსიქონალიზმის ინტერესი გადაიტანება შერეულ აშლილობებზე, რომლებსაც უფრო
ხშირად მოსაზღვრე მდგომარეობებსა და მოსაზღვრე აშლილობები ეწოდება.
საფრანგეთში ჩატარებულმა გამოკვლევებმა საფუძველი დაუდო ისეთი თეორიული
და პრაქტიკული კონცეფციების დამუშავებას, როგორიცაა „ნარცისული დიადა და
ტრიადა“, „ადრეული ტრავმატიზმი“, „ბაზისური ძალადობა“, „ესენციალური
დეპრესია“ და სხვა.

ბოლოს რომ შევაჯამოთ, დაახლოებით ხუთიდან შვიდ წლამდე ოიდიპოსის


კომპლექსი წყდება: ბიჭი თრგუნავს (აიძულებს ცნობიერებას) დედის მიმართ
სექსუალურ სურვილებს და იწყებს საკუთარი თავის იდენტიფიცირებას მამასთან
(ითვისებს მის თვისებებს). მამასთან იდენტიფიკაციის პროცესი, რომელსაც
აგრესორთან იდენტიფიკაცია ეწოდება, რამდენიმე ფუნქციას ასრულებს. პირველ
რიგში, ბიჭი იძენს ღირებულებების, მორალური ნორმების, დამოკიდებულებების,
გენდერული როლური ქცევის მოდელებს, რომლებიც ასახავს მისთვის რას ნიშნავს
იყო მამაკაცი. მეორე, მამასთან იდენტიფიცირებით, ბიჭს შეუძლია შეინარჩუნოს
დედა სიყვარულის ობიექტად ჩანაცვლებითი გზით, რადგან ახლა მას აქვს იგივე
ატრიბუტები, რასაც დედა აფასებს მამაში. ოიდიპოსის კომპლექსის გადაწყვეტის
კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ასპექტი არის ის, რომ ბიჭი ახდენს მშობლების
დათრგუნვას და იძენს ძირითად მორალურ სტანდარტებს.

ეს არის იდენტიფიკაციის სპეციფიკური თვისება, რომელიც, ფროიდის


აზრით, ამზადებს ნიადაგს ბავშვის სუპერეგოს ან სინდისის განვითარებისთვის. ანუ
სუპერეგო არის ოიდიპოსის კომპლექსის გადაწყვეტის შედეგი.12

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფალოსის სტადიაში ფიქსაციის მქონე ზრდასრული


მამაკაცები თავხედები და ტრაბახები არიან. ფალოსური ტიპები მიისწრაფვიან
მიაღწიონ წარმატებას (მათთვის წარმატება განასახიერებს გამარჯვებას საპირისპირო
სქესის მშობელზე) და გამუდმებით ცდილობენ დაამტკიცონ თავიანთი მამაკაცურობა
და პუბერტატი. ისინი არწმუნებენ სხვებს, რომ ისინი „ნამდვილი კაცები“ არიან. ამ
მიზნის მიღწევის ერთ-ერთი გზაა ქალების დაუნდობელი დაპყრობა, ანუ დონ
ჟუანის მსგავსი ქცევა. ქალებში ფალოსის ფიქსაცია, როგორც ფროიდმა აღნიშნა,
იწვევს ფლირტისკენ, მაცდუნებლობისკენ და გარყვნილებისკენ მიდრეკილებას,
თუმცა ისინი შეიძლება სექსუალურად გულუბრყვილო და უდანაშაულო
გამოჩნდნენ. ზოგიერთმა ქალმა, პირიქით, შეიძლება იბრძოლოს მამაკაცებზე
უზენაესობისთვის, ანუ იყოს ზედმეტად აქტიური და თავდაჯერებული. ასეთ
ქალებს „კასტრატებს“ უწოდებენ. ოიდიპოსის კომპლექსის გადაუჭრელ პრობლემებს
ფროიდი განიხილავდა, როგორც შემდგომი ნევროზული ქცევების მთავარ წყაროს,
განსაკუთრებით იმპოტენციასა და ფრიგიდულობას.

12
Ларри Хьелл, Дэниел Зиглер - Теории личности. Основные положения, исследования и применение. p.
87.
1.4. ლატენტური პერიოდი (სტადია) (6-12 წლები)
ოიდიპოსის ფაზის შემდეგ (5–6 წლიდან პუბერტატამდე) განვითარება
კლასიკურად განიხილება როგორც მიღწეული მდგომარეობის სიმშვიდისა და
კონსოლიდაციის პერიოდი. საუბარია სექსუალური განვითარების შეჩერებაზე და
არა იმაზე, რომ ამ პერიოდში შეუძლებელია აღიწეროს სექსუალობის ახალი
„ორგანიზაცია“. ამიტომ ჩვეულებრივ საუბრობენ ლატენტობის „პერიოდზე“ და არა
„სტადიაზე“.13

შეგვიძლია ვთქვათ, რომ მძაფრი სექსუალური ინსტინქტები ნაწილობრივ


უმოქმედოა, ქცევა ემორჩილება ნაწილობრივ სუბლიმაციას და რეაქტიულ
წარმონაქმნებს. ბავშვი იმ სფეროებშია, რომლებიც არ არის დაკავშირებული
სექსუალობასთან – სკოლა, მეგობრებთან თამაში, წიგნები, რეალური სამყაროს სხვა
ობიექტები, კომპიუტერი, - თუმცა, რომელიც ამ ახალი ინტერესების მკვებავი
ენერგია, ყოველთვის სექსუალური ინტერესებიდან არიან ნაწარმოებნი.

1.4.1 ფსიქოსექსუალური განვითარება


ოიდიპოსის კომპლექსის დაშლის მომენტისათვის „ლტოლვების რეალური
დაკმაყოფილების შეუძლებლობა“ ჩამოყალიბებაში მყოფ „ზე–მეს“–თან და გარე
სოციალურ ზეწოლასთან ერთად ხდება ლატენტურ პერიოდზე გადასვლა, როდესაც
ძირითადად კონსტატირდება სექსუალური ლტოლვების სტრუქტურული
მოდიფიკაცია.

ეს ტრანსფორმაცია არა მხოლოდ შესაძლებელს ხდის ლტოლვის ენერგიის


გამოყენებას, მისი სხვა ობიექტებში ინვესტირების საშუალებით, არამედ
მთლიანობაში საშუალებას იძლევა მიაღწიო სხვა მიზნებს, ხოლო მზარდ
დაძაბულობას საშუალება ექმნება განიმუხტოს შეცვლილი ობიექტებით. ასე,
პირველად შეინიშნება ობიექტური ურთიერთობებისა და გრძნობების ერთდროული
დესექსუალიზაცია, როდესაც სინაზის გამოვლინებები ჭარბობენ სექსუალურ
სურვილებს. ითვლება, რომ ლიბიდოზური ტენდენციები „მიზნის მიმართ
ინგიბირებულნია“ (ლათ. ინჰიბეო-შეჩერება, დათრგუნვა) და სინამდვილეში ეს

13
Dr. Tomy Philip - Psychosexual Development: Freudian Concept, Delhi 2010. p. 186
სიმშვიდე არც თუ ისე რეალურია და მასტურბაციები, ოიდიპოსის ტენდენციები
პრეგენიტალური რეგრესია გარკვეული ოდენობით ისევ გრძელდება.

1.4.2. ობიექტური ურთიერთობები


აღსანიშნავია, რომ როგორც სიტყვა „ლატენციის“ პირდაპირი მნიშვნელობა
გვთავაზობს, სექსუალური ლტოლვები ამ ეტაპზე იმალება. ბავშვის აქტიური
ინტერესი სულ უფრო გარეგნულად იქცევა. ამ პერიოდის განმავლობაში,
სექსუალური ლტოლვები გადადის რეკრეაციულ, აკადემიურ და სოციალურ
საქმიანობაში. ბავშვი სწავლობს საზოგადოებაში ქცევას და იძენს მის იდეალებს.
ეროტიზმი აშკარად ვლინდება მშობლებისა და მეგობრებისადმი მიჯაჭვულობის
სახით. საპირისპირო სქესის მიმართ ინტერესი ყველაზე დაბალია. ბავშვი მთელ
ენერგიას ხარჯავს იმისთვის, რომ გამოირჩეოდეს და დაამტკიცოს საკუთარი თავი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს პერიოდი სასიკეთოა განათლების, სწავლის,


კულტურის ასათვისებლად. 7 წლის ასაკი განიხილება როგორც „გაცნობიერებული
ასაკი“ ამ სიტყვის ყველა მნიშვნელობით. საკმარისია გავიხსენოთ ლოგიკური ახსნა–
განმარტების საჭიროება, რომელსაც ამ დროს ავლენენ ბავშვები. თავისუფალი
ენერგია მიემართება თამაშებში, მრავალნაირ სოციალურ აქტივობაში, რაც ამ
შემთხვევაში ობიექტის ნამდვილ ცვლას იწვევს. ბავშვს სულ უფრო მეტად იზიდავს
კონკრეტული ობიექტები, რომლებიც არ წარმოადგენენ წარმოსახვის პროდუქტებს,
როგორც ეს იყო ბავშვობაში, როდესაც მას მოწონდა ჯადოსნური ზღაპრები.

ეს ფაქტი შეიძლება განვმარტოთ შემდეგნაირად:

- ლატენტურ პერიოდში ბავშვები არ რისკავენ მიიღონ სიამოვნება


აბსტრაქტული აზროვნებისაგან, სექსუალური კონფლიქტების ახალი
გამოცოცხლების საშიშროების გამო;

- ბავშვებს არ აქვთ ამის საჭიროება, რადგან მათი მე შედარებით ძლიერია და


ისინი არ იმყოფებიან უშუალო საშიშროების ქვეშ.

ამის მიუხედავად ბავშვი ცდილობს იყოს საყვარელ ობიექტთან ახლოს, ამ


პერიოდის დასაწყისში მაინც. შემდეგ ბავშვი უახლოვდება სხვებს მისი
გარემოცვიდან. ის სხვა ბავშვებისა და უფროსი ასაკის ადამიანების ზეგავლენას
განიცდის, მას შეუძლია ისინი საკუთარ მშობლებს შეადაროს და მისი მშობლების
ყოვლისშემძლეობის რწმენა სუსტდება.

1.5. გენიტალური სტადია (პუბერტატი) (12-18 წლები)


განვითარების ბოლო სტადია – მეორე სქესობრივი პერიოდი. ეს არის
სქესობრივი მომწიფების ფაზა. იდი-ს სექსუალური იმპულსები უფრო ინტენსიურად
ვლინდებიან. ამჯერად სექსუალური ლტოლვა მიმართულია სხვა ადამიანებზე და
არა საკუთარ თავზე, როგორც მესამე სტადიაზე ან მშობლებზე, როგორც მეორე-მესამე
ეტაპი. გოგონებს გამქრალი აქვთ ეჭვიანობა მამაკაცური სასქესო ორგანოს მიმართ.

სექსუალური ჟინი პირიდან პირველი სტადიიდან და ანუსიდან მეორე


სტადიიდან გადადის გენიტალიებზე. ბავშვები, რომლებიც ამ პერიოდში თავს

აარიდებენ სექსუალური კუთხით გაზრდას, მომავალში იზოლირებულნი, ან


პირიქით, თავნებები და აგრესიულები იქნებიან. ვინც ამ ასაკში ჯანსაღად გაივლის
სექსულობასთან დაკავშირებულ სირთულეებს, ჩამოყალიბდება სრულყოფილ,
ჯანმრთელ ადამიანად.

ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს არა სტადიასთან, პერიოდთან, არამედ


კრიზისთან (მოზარდობის კრიზისი), რომელიც საკმაოდ მოულოდნელად წყვეტს
წინამორბედ ლატენტურ პერიოდს. თუკი აქამდე ინტერესი მიმართული იყო
სწავლის, შემეცნებისა და სოციალური ურთიერთობებისკენ, ახლა ეს იცვლება და
ლიბიდოს ენერგია სრულად გენიტალიებზე, სექსუალობაზე, იდენტობაზე არის
მიმართული. აღსანიშნავია, რომ სულ უფრო მეტად ძლიერდება ტენდენცია, რომლის
მიხედვითაც ცდილობენ განასხვავონ პუბერტატი (სომატური) და ყმაწვილობა
(აფექტური და პიროვნებათაშორისი).

ფროიდის თეორიის მიხედვით, ყველა ინდივიდი ადრეულ მოზარდობას


გადის „ჰომოსექსუალურ“ პერიოდს. მოზარდის სექსუალური ენერგიის ახალი
აფეთქება მიმართულია მასთან ერთი და იგივე სქესის ადამიანზე (მაგალითად,
მასწავლებელზე, მეზობელზე, თანატოლზე) - ძირითადად, ისევე, როგორც ეს ხდება
ოიდიპოს კომპლექსის გადაწყვეტისას. მიუხედავად იმისა, რომ აშკარა
ჰომოსექსუალური ქცევა არ არის ამ პერიოდის უნივერსალური გამოცდილება,
ფროიდის აზრით, მოზარდები უპირატესობას ანიჭებენ მათთან ერთი და იმავე
სქესის თანატოლებთან ურთიერთობას. თუმცა თანდათან საპირისპირო სქესის
პარტნიორი ხდება ლიბიდოს ენერგიის ობიექტი და იწყება შეყვარება.
ახალგაზრდობის ჰობი ჩვეულებრივ იწვევს ქორწინების პარტნიორის არჩევას და
ოჯახის შექმნას.

შეგვიძლია დავეთანხმოთ ფროიდის ამ მოსაზრებას, რომ მოზარდები


საკუთარი სქესის წარმომადგენლის მიმართ უფრო მეტად გამოხატავენ ინტერესს. ეს
შეიძლება გამოწვეული იყოს საერთო ინტერესებისა და ღირებულებების
ჩამოყალიბებით. მოზარდს აქვს იმის განცდა, რომ საკუთარი სქესის
წარმომადგენელს უკეთ ესმის საკუთარი პრობლემების შესახებ. მას შეუძლია უფრო
თავისუფლად ესაუბროს თავისი სქესის წარმომადგენელ მეგობარს, სხვადახვა
უხერხულ საკითხზე, რომელზე საუბარიც არ შეუძლია არც საპირისპირო სქესის
წარმომადგენელთან და არც ზრდასრულთან.

1.5.1. პრეპუბერტატი ან მოზარდობის წინაპერიოდი


ლატენტურ პერიოდსა და პუბერტატს შორის გამოყოფენ შუალედურ ფაზას,
რომელსაც პრეპუბერტატს ან მოზარდობის წინა პერიოდს უწოდებენ. ინფანტილური
ტენდენციები ისევ ვლინდებიან, თუმცა სხვა პირობებში, იმ დროს როდესაც
ნეგატიური ტენდენციების პოზიტიურში ტრანსფორმების დაცვის მექანიზმები
შესუსტებულია ან გამქრალია.

სექსუალური განვითარება აღდგება იმ მომენტიდან, რომელშიც ის


შეჩერებული იყო ოიდიპოსის კომპლექსის გადაჭრის პერიოდში.

ნარცისული და იდენტიფიკაციური კრიზისი

ამ გამოცოცხლებასთან, განსაკუთრებით შფოთიან ეჭვებთან საკუთარი თავის,


სხეულის, სქესის აუთენტობასთან დაკავშირებულია აგრეთვე ნარცისული და
იდენტიფიკაციური კრიზისი. ხშირად ფსიქოტური წრის ყოველგვარი ფაქტორებისა
თუ კონტექსტის გარეშე ფიქსირდებიან „უცნაურებების~ განცდები. შფოთიანობა,
ზოგჯერ მწვავე, ვლინდება ცხვირის ფორმის, თვალების მოყვანილობის,
დაღლილობის გრძნობის, გენიტალური ორგანოების განვითარების (პირველი
პოლუციები და პირველი მენსტრუაციები აგრეთვე მეორადული სქესობრივი
ნიშნების ფორმირების (თმების გაზრდა, ხმის შეცვლა და სხვ.) თაობაზე.

სხეულისადმი დამოკიდებულება

აღსანიშნავია, რომ ვაჟი მის ნარცისულ მნიშვნელობას უფარდებს საკუთარ


პენისს; გოგონებში ამ პერიოდში შეინიშნება გენეტალურ ორგანოებზე მიმართული
ინტერესების (ნარცისიზმის თვალსაზრისით) გადატანა მთელ სხეულზე. ეს არის
ყველასათვის ნაცნობის შეწუხებულობის ფორმა საკუთარი სახის, ფიგურის
სილამაზის, გახდომისათვის ძალისხმევის, ტანისამოსის, ტუალეტის, კვების
მოზომილობის თაობაზე, რაც ხელს უწყობს ან უშლის განსაზღვრულ
კონსტიტუციას, „იდეალს“.

საბოლოოდ პუბერტატი საშუალებას აძლევს მოზარდს სპონტანურად


გადაჭრას ოიდიპოსის კონფლიქტი, თუ ეს ჯერ კიდევ არ მოხდა.

პუბერტატი არსებითი თვალსაზრისით იდენტიფიცირდება ფიზიკურ და


სექსუალურ მოწიფულობასთან. აღინიშნება, განსაკუთრებით ვაჟებში–ის ფაქტი, რომ
თუ წინათ ის ინსტინქტური დატვირთვა შედარებით არ იყო დიფერენცირებული,
ახლა ლიბიდო სპეციფიკურად იწყებს კონცენტრირებას გენიტალურ გრძნობებზე,
მიზნებზე, აზრებზე. პრეგენიტალური ტენდენციები (ყოველ შემთხვევაში,
გარეგნულად და დროებით) მეორე პლანზე გადაიწევიან, რაც მათ ხელს არ უშლის
მოსახერხებელ შემთხვევაში ისევ გამოვლინდნენ. უკანასკნელი განსაკუთრებით
იმით არის განპირობებული, რომ ჩვენს ცივილიზაციაში ჰეტეროსექსუალური
რეალიზაციის გზები შეზღუდულია სოციალური კონსენსუსით, რომლის თანახმად
მკაცრად არის შეზღუდული სექსუალური კავშირები ყმაწვილობის (მოზარდობის)
პერიოდში.

მასტურბაცია - ადრე თუ გვიან მოზარდი გენიტალური ტენდენციები საკუთარ


გამოსავალს მასტურბაციაში პოულობენ. ამ აქტიურობის აუცილებლობა განიცდება
(განსაკუთრებით ვაჟებში, და, როგორც ჩანს, ნაკლებ თვალსაჩინოდ გოგონებში)
ერთდროულად როგორც მოთხოვნილება, რაც იძრახება როგორც მოზარდების ისე
სხვების მიერ. ამის შედეგად წარმოიშვება მწვავე დანაშაულისა და შფოთიანობის
გრძნობა და ეს იმ დროს, როდესაც ამ აქტიობის შესახებ გავრცელებული
შემაშინებელი ისტორიები დაუსაბუთებელია. მეორე მხრივ, დანაშაულის გრძნობაში
შეიძლება გაცოცხლდეს გადაუჭრელი ოიდიპოსის კონფლიქტი და კასტრაციის
კომპლექსი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მასტურბაციული ფანტაზმები, რომლებიც
ხშირად ატარებენ ოიდიპოსეულ ხასიათს.

გოგონების მასტურბაცია კლიტორთან არის დაკავშირებული, თუმცა


შესაძლებელია უფრო მსუბუქი ვიდრე ვაჟებთან „გადანაცვლება“ შემცველებზე –
ცხვირზე, პირზე, თმებზე ბისექსუალური ფანტაზმებით.

ნებისმიერი აუტოერიტიკული აქტივობის სრული დათრგუნვა ორივე სქესის


წარმომადგენლებისათვის არანაკლებ პათოლოგიურია, ვიდრე კომპულსური
მასტურბაცია. ერთიც და მეორეც ნიშნავს იმას, რომ ქვემოთ განთავსებული
კონფლიქტები (განსაკუთრებით ოიდიპოსეული) არ არიან გადაწყვეტილნი და მათი
შედეგები ვლინდებიან როგორც სექსუალური ქცევის, ისე სოციალური კავშირების
პლანში.

კავშირი ნევროზსა და მასტურბაციას შორის არსებობს, თვითონ ფანტაზმები


და მასტურბაციის განმეორება ნევროტიკისათვის ატარებს პათოგენურ ხასიათს იმას,
ზე–მეს–ს შორის პათოგენური კონფლიქტების გამო. სხვა სიტყვებით, ეს არის საშიში
ფსიქოლოგიური შედეგი დანაშაულისა და შიშისა და არა მასტურბაციის შედეგი
თავისთავად.

პუბერტატის შემდეგ

პუბერტი გავლილია მაშინ, როდესაც სექსუალობა ჩართულია პიროვნებაში,


სუბიექტს შეუძლია მიიღოს სრული ორგაზმი,–წერს ფენიჰელი. ის ამტკიცებს: ამ
სფეროში თუ აშლილობები დასაწყისს წარსულის განდევნებში ღებულობენ,
შეიძლება გახდნენ ნევროზებისათვის ნიადაგად.

გენიტალური ხასიათი არის იდეალური პიროვნების ტიპი ფსიქოანალიტიკურ


თეორიაში. ეს არის მოწიფული და პასუხისმგებელიანი ადამიანი სოციალურ და
სექსუალურ ურთიერთობებში. ჰეტეროსექსუალურ სიყვარულში კმაყოფილებას
განიცდის. მიუხედავად იმისა, რომ ფროიდი სექსუალური გარყვნილების
მოწინააღმდეგე იყო, ის უფრო ტოლერანტული იყო სექსუალური თავისუფლების
მიმართ, ვიდრე ვენის ბურჟუაზიული საზოგადოება. სქესობრივი აქტის დროს
ლიბიდოს გამონადენი იძლევა სასქესო ორგანოებიდან მოსულ იმპულსებზე
ფიზიოლოგიური კონტროლის შესაძლებლობას; კონტროლი ზღუდავს ინსტინქტის
ენერგიას და, შესაბამისად, ის სრულდება პარტნიორისადმი გულწრფელი
ინტერესით, დანაშაულის გრძნობის ან კონფლიქტური გამოცდილების კვალის
გარეშე.14

1.6. დიაგნოზის არსის საკითხი ფსიქოთერაპიაში


ბევრ ადამიანისათვის, მათ შორის ზოგიერთი ფსიქოთერაპიისათვის სიტყვა
„დიაგნოზი“ – „ცუდი“ სიტყვაა. ყველამ ვიცით ფსიქოდიაგნოსტიკური მონაცემთა
არასწორი გამოყენების შესახებ: რთული პიროვნება დაუფიქრებლად მარტივდება
შფოთიანობის გამო. გაურკვეველ მდგომარეობაში მყოფი ინტერვიუერის მიერ
ტანჯული ადამიანი ლინგვისტურად დისტანცირდება ავადმყოფური გრძნობების
ვერ ამტანი კლინიცისტის მიერ, მოუსვენარ პაციენტს სჯიან პათოლოგიზებული
იარლიყის ჩამოკიდებით. რასიზმი, ჰეტეროსექსუალიზმი, კლასობრიობა და
მრავალი სხვა ადვილად მართლდება ნოზოლოგიით15. ახლა, როდესაც დაზღვევისა
და სამედიცინო კომპანიები კარნახობენ განსაკუთრებულ პირობებს მრავალი
დიაგნოსტიკური კატეგორიებისთვის, ხშირად თერაპევტების აზრის
უგულებელყოფით, შეფასების პროცესი განსაკუთრებით არის შერყვნილი, თუმცა
იმის გამო, რომ რაღაც შეიძლება იქნეს შერყვნილი, სულაც არ გამომდინარეობს, რომ
საჭიროა მისი გადაგდება. ნებისმიერი ბოროტების შეფასებისაგან სულაც არ
გამომდინარეობს, რომ საჭიროა მისი ცნების გადაგდება, ქრისტიანობის სახელით–
არა იმიტომ, თვით ეს ცნებები არიან მანკიერნი, არამედ მათ შერყვნის გამო.
სინამდვილეში შემდეგი კითხვა არის მნიშვნელოვანი: შეუძლია თუ არა

14
Ларри Хьелл, Дэниел Зиглер - Теории личности. Основные положения, исследования и применение. p.
88.
15
ნოზოლოგია – ბერძნ. ნოსოს –ავადმყოფობა, ლოგოს –მოძღვრება, ნოსოლოგია- დაავადებათა და
მათი კლასიფიკაციის შესახებ – გ.გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ა. ჭუმბურიძე–სამედიცინო ტერმინოლოგიის
ქართულ–ინგლისურ–რუსულ–ლათინური განმარტებითი ლექსიკონი. „მერიდიანი“, თბ., 2009.
ფსიქოდიაგნოსტიკური კონცეფციის ფრთხილ, მიუკერძოებელ გამოყენებას
გაზარდოს პაციენტის შანსები დახმარების მიღებაზე?
არსებობს, სულ ცოტა დიაგნოსტიკის ხუთი ურთიერთდაკავშირებული
ღირსება, როდესაც ისინი გონივრულად და შესაბამისი მომზადების საფუძველზე
ხორციელდებიან: 1. მკურნალობის დაგეგმარებისათვის დიაგნოზის გამოყენება, 2.
დიაგნოზში ჩართული ინფორმაცია პროგნოზის შესახებ, 3. პაციენტების
ინტერესების დაცვა, 4. დიაგნოზს შეუძლია დახმარება გაუწიოს თერაპევტს მისი
პაციენტის მიმართ ემპათიის გამოხატვაში, 5. დიაგნოზს შეუძლია შეამციროს იმის
ალბათობა, რომ ზოგიერთი მშიშარა პაციენტი თავს აარიდებს მკურნალობას.
დიაგნოსტიკური პროცესი გულისხმობს, რომ კრიზისული სიტუაციების
გარდა, პირველადი შეხვედრები უნდა ჩატარდეს ინფორმაციის ტრადიციულ
ანალიტიკურ სტილში. განსაკუთრებულ შემთხვევაში შეიძლება გამოყენებული იქნეს
ფსიქოლოგიური ტესტირება ან სტრუქტურული ინტერვიუ. დამარწმუნებელი არ
არის, რომ პაციენტსა და თერაპევტს შორის ურთიერთობების განვითარების
შედეგად, ჩვენ შევქმნათ ნდობის ატმოსფეროს, როდესაც ყველა აუცილებელი
ინფორმაცია თანდათანობით გარეთ გამოვა. როგორც კი პაციენტი იგრძნობს
სიახლოვეს თერაპევტის მიმართ, მისთვის უფრო ძნელი ხდება მისი ისტორიის ან
ქცევის განსაზღვრულ ასპექტებზე საუბარი. ანონიმური ალკოჰოლიკების შეკრებებზე
წლების განმავლობაში ბევრ პროფესიონალთან ანალიზისა და კონსულტაციაზე მყოფ
ადამიანს შეხვდებით, რომლებსაც არასდროს მოუყოლია და მათთვის არასოდეს
შეუკითხავთ მათი პრობლემის შესახებ. იმათ საყურადღებოდ, ვინც დიაგნოსტიკურ პროცესს
ავტორიტარიზმსა და ქედმაღალი განრიდების ატმოსფეროს უკავშირებს, ხაზი უნდა გაესვას
იმ გარემოებას, რომ არ არსებობს იმისი შეზღუდვა, რათა გაღრმავებული საუბარი ჩატარდეს
ჭეშმარიტი პატივისცემისა და თანასწორობის ატმოსფეროში. პაციენტები ჩვეულებრივ
მადლიერნი არიან პროფესიული გულმოდგინებისათვის.

მკურნალობის დაგეგმარება
ნენსი მაკ–ვილიამსი წერს, რომ პირველ შეხვედრას ის პრაქტიკულად
ანდომებს პაციენტის მიერ წარმოდგენილი პრობლემის დეტალებისა და იმ ფონის
შესწავლას, თუ როგორ პირობებში წარმოიშვა ეს პრობლემა. ის წერს: პირველი სესიის
ბოლოსთვის ვამოწმებ მის ზოგად რეაქციას ჩემზე, გარემოზე და ჩვენი მომავალი
ერთობლივი სამუშაოს შესახებ. შემდეგ მე ვუხსნი პაციენტს, რომ პრობლემის უფრო
სრულად გაგებას მაშინ შევძლებ, თუ დავინახავ მას უფრო ფართო კონტექსტში და
ვთხოვ პაციენტს გამიზიაროს მისი პირადი ცხოვრების სრული ისტორია ჩვენს
შემდეგ შეხვედრაზე. მეორე სესიაზე მე ვიმეორებ, რომ მრავალ კითხვას დავუსვამ,
ვთხოვ ნებართვას გავაკეთო კონფიდენციალური შენიშვნები, და თუ მე შევეკითხები
ისეთ რამეზე, რის შესახებ კლიენტი ჯერ მზად ვერ გრძნობს თავს, რომ მიპასუხოს,
მას შეუძლია უბრალოდ უარი მითხრას მე (ანუ თუ ის თვლის, რომ ჯერ–ჯერობით
არ არის დრო გაიხსნას).1
მკურნალობის დაგეგმარება – დიაგნოსტიკის ტრადიციული წინასწარ
განპირობებულობაა, ამ შემთხვევაში შეიძლება მსგავსება ვნახოთ
ფსიქოთერაპევტულ „მკურნალობასა“ და სამედიცინო მკურნალობას შორის, ხოლო
მედიცინაში (ყოველ შემთხვევაში, იდეალში) დიაგნოსტიკა და მკურნალობა
უშუალოდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული. ასეთ პარალელს ზოგჯერ ადგილი
აქვს ფსიქოთერაპიაში და ზოგჯერ კი არა. კარგი დიაგნოზის ღირებულება ცხადია იმ
შემთხვევებში, როდესაც არსებობს რომელიმე სპეციფიკური მიდგომა, რაც ნიშნავს
მკურნალობისადმი საზოგადოდ მიღებული მიდგომის არსებობას.
სამაგალითოდ შეიძლება განვიხილოთ ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიის
დიაგნოსტიკა (რეკომენდებული მიდგომა. ინდივიდუალური თერაპია სასარგებლოა,
თუ ქიმიურ დამოკიდებულებაზე ხდება პირდაპირი ზემოქმედება
დეინტოქსიკაციის პროგრამის შესაბამისად); ორგანული დაზიანებები
(რეკომენდებული მიდგომას შესაძლებლობის შემთხვევაში ზემოქმედება მოხდეს
ორგანიზმზე და ვასწავლოთ პაციენტს ებრძოლოს მათ გამოვლინებებს);
ბიპოლარული აშლილობების დროს16 რეკომენდებული მიდგომა: ინდივიდუალური
თერაპია მხარდაჭერილი უნდა იყოს მედიკამენტოზური თერაპიით; მრავლობითი
პიროვნების ტიპის დარღვევები (რეკომენდებული მიდგომა. თერაპიის ჩატარების

11
ალკოჰოლიზმი და ნარკომანია. ალკოჰოლიზმი– ალცოჰოლისმ-ლათ. ალცოჰოლ–ალკოჰოლი–
ალკოჰოლისადმი ავადმყოფური მიდრეკილება– გ.გოგიჩაძე – დასახ. ნაშრომი; ნარკომანია–
ნარკომანუ ბერძნ. ნარკაო- ვშეშდები,–მანია-სიგიჟე–ნარკოტიკულ საშუალებათა მიმართ ძლიერი,
ავადმყოფური მიდრეკილება– გ. გოგიჩაძე–დასახ. ნაშრომი.

16
ბიპოლარული აშლილობა – ძველად მანიაკალურ–დეპრესიული ფსიქოზი. ფსიქიკური დაავადება
ვლინდება აფექტური მდგომარეობების სახით–მანიაკალური და დეპრესიული, ზოგჯერ შერეული
მდგომარეობები, როდესაც ავადმყოფს ახასიათებს მანიისა და დეპრესიის სწრაფი შეცვლა, ან დეპრესია
და მანიის სიმპტომების ერთდროული გამოვლენა.
დროს ყურადღება უნდა მივაქციოთ პიროვნების ყველა გამოვლინებებს და
გვახსოვდეს ტრავმის ისტორია). მაგრამ ნაკლებ სპეციფიკურ და უფრო რთული
ბუნების აშლილობების დროს ჩვეულებრივ არანაირი განსხვავებული „მიწერილობა–
რეკომენდაცია“ არ შეიძლება იყოს, გარდა ხანგრძლივვადიანი თერაპიისა.

ამის შედეგად შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ გულმოდგინე დიაგნოსტიკური


დასკვნა ზედმეტია: თუ ნებისმიერმა, ვინც ცდილობს შეცვალოს თავისი ხასიათი,
უნდა გაიაროს ინტენსიური, განუსაზღვრელად ხანგრძლივვადიანი ფსიქოთერაპიის
კურსი, მაშინ პიროვნების პათოლოგიის ნებისმიერი ფორმა გამოიწვევს ერთ და იმავე
მიწერილობას“ (რეკომენდაციას). რატომ არის საჭირო დიაგნოზი თუ მკურნალობის
მსვლელობა წინასწარ არის ცნობილი. ასეთ შეხედულებას მრავალი, მათ შორის
ფსიქოანალიტიკური მიმართულების თერაპევტი იზიარებს. მაგალითად, სელფ–
ფსიქოლოგიის1 წარმოდგენები განსაკუთრებით მტკივნეულად განიცდიან
შესაძლებელ მცდარ იარლიყებს და მათ შესაძლებელ ზიანს თერაპევტის ემპათიის
პლანში. ზოგიერთი მათგანი ამტკიცებს, რომ პაციენტის პრობლემების არსის გაგების
ერთ–ერთი გზაა – თერაპევტული ურთიერთობების დამყარება და მათი
განვითარების მოლოდინი.
ნენსი მაკ–ვილიამსი აცხადებს, რომ ის არ ეთანხმება ასეთ თვალსაზრისს,
რადგან ხანგრძლივი ინდივიდუალური თერაპია ანუ ანალიზი არ არის
სტანდარტული, შაბლონური პროცედურა, პაციენტის პიროვნების ტიპის

11
სელფ–ფსიქოლოგია – ფსიქოდინამიკური თეორია, აქცენტს აკეთებს „მე“–ს როლზე, ადამიანის
პიროვნების ერთობლიობაზე. ჰაინც კოჰუტი (1913–3 მაისი, ვენა–1981, 8 ოქტომბერი, ჩიკაგო)
ავსტრიული წარმოშობის ამერიკელი ფსიქოანალიტიკოსი, 1959 წელს მან გამოაქვეყნა ემპათიის
შესახებ სტატია. ამ სტატიაში ავტორი ამტკიცებდა, რომ ფსიქოანალიტიკური გაგების ბაზაზე
უმთავრესია ემპათია, ან როგორც სელფ–ფსიქოლოგიის ცენტრალური ცნება, კოჰუტმა განავითარა
ფროიდისეული ნარცისიზმის თეორია, რომელმაც მას საფუძველი მისცა მთლიანად მოშორებულიყო
ლტოლვების თეორია და განავითარებინა „მე“–ს თეორია, კოჰუტი მიხვდა, რომ ასეთი მდგომარეობა
არის ნორმალური პროცესის შერყვნა და რომ ნარცისიზმის პერიოდის გავლა–ზრდა სრულობაზე
გადასვლის აუცილებელი ეტაპია. კოჰუტმა მისი ყურადღება ორ ნორმალურ ნარცისულ პროცეს,
მიაპყრო, რომლების უმნიშვნელოვანესია განვითარებაში. პირველი–ეს არის ასახვა, როდესაც ჩვილი
უყურებს დედას და ხედავს საკუთარ „მე“–ს, რაც აისახება დედის გახარებულ შემოხედვაში, ამ დროს
ბავშვი თითქოს ეუბნება საკუთარ თავს.“შენ მე საოცარ ბავშვად მხედავ. ესე იგი მე საოცარი ვარ“.
მეორე– იდეალიზაცია, რომელიც იწყება ბავშვის მიერ საკუთარი მშობლისა ან სხვა საყვარელი
ადამიანის ცნობიდან. ამ შემთხვევაში საკუთარი „მე“–ს თვისება პროეცირდება ამ ადამიანზე, ასე რომ
ბავშვს შეუძლია თქვას: „მე შენ საოცარ ადამიანად გხედავ და შენს გვერდით ვიმყოფები: ეს ნიშნავს,
რომ მე ვარსებობ და აგრეთვე საოცარი ვარ: ობიექტურ ურთიერთობებში ასახვისა და იდეალიზაციის
საფუძველზე ბავშვი ცნობს საკუთარ „მე“–ს სხვა ადამიანის დახმარებით. ამ ასახულ და
იდეალიზირებულ ადამიანებს კიჰუტი უწოდებს – მე–ობიექტებს“.
გაუთვალისწინებლად გამოყენებული. ის ანალიტიკოსებიც კი, ვინც ყველაზე უფრო
მეტად იცავს კლასიკურ მიდგომას, უფრო გულმოდგინედ დაიცავს საზღვრებს
ისტერიულ პაციენტთან ურთიერთობებში, უფრო დაჟინებული იქნება ობსესიური
აფექტების მქონე ადამიანთან, უფრო მომთმენი იქნება შიზოიდურ კლიენტთან,
თერაპევტის მისწრაფება იყოს ემპათიური, არ არის გარანტირებული, რომ
ავტომატურად მოხდება ასეთი განსხვავებების დაფიქსირება. ფსიქოზურ
დარღვევათა (მაგალითად, Karon&VandenBos, 1981) და მოსაზღვრე მდგომარეობათა
(მაგალითად, Kernberg, 1975) გაგების შედეგებმა ფსიქოანალიტიკურ მიმართულებაში
გამოიწვია ისეთი მეთოდების შექმნა, რომლებსაც არ შეიძლება კლასიკურად
ფსიქოანალიტიკური ვუწოდოთ, მაგრამ, რომლებიც უთუოდ ფსიქოდინამიური
არიან. რათა ისინი გამოვიყენოთ, უპირველეს ყოვლისა საჭიროა პაციენტის
კლასიფიცირება, როგორც ფსიქოტურისა თუ მოსაზღვრისა. ფსიქოანალიზი და
ანალიტიკური ფსიქიატრია – არ არის გაყინული მეცნიერებები, რომლებიც
პროკრუსტეს სარეცელზე.17 ნებისმიერ კლინიკის მიმღებში შემოსულ ადამიანს
ათავსებს. კარგი დიაგნოსტიკური ფორმულირება დამხმარე ფუნქციის მატარებელია,
პრინციპულად მნიშვნელოვან ურთიერთობების სტილის, ინტერპრეტაციის ტონისა
და პირველსაწყისი საუბრების შესაბამისად.

პროგნოზირება
იმედგაცრუებისათვის არის განწირული ის თერაპევტი, რომელიც ობსესიური
ხასიათის მქონე პაციენტთან ისეთნაირივე წარმატებას მოელის, როგორც ეს უეცრად
ჩამოყალიბებული ობსესიის მქონე პაციენტის შემთხვევაში მიიღწევა. პიროვნული
პრობლემების სიღრმისა და სერიოზულობის შეფასება სასარგებლოა, არა მხოლოდ
თერაპევტისთვის, არამედ აგრეთვე პაციენტისთვისაც.
დეპრესიული ან ნარცისული ხასიათის მქონე პაციენტის ფობია ძლიერ
განსხვავდება იმ ფობიისაგან, რომელიც ადამიანის ხასიათის თავისებურებას
წარმოადგენს. ერთ–ერთი მიზეზი, თუ რატომ სარგებლობს ფსიქოდიაგნოსტიკა

17
პროკრუსტეს სარეცელი–იტყვიან ხელოვნურ საზომზე–რომელსაც ნაძალადევად უკეთებენ ამა თუ
იმ მოვლენას (ბერძნული მითოლოგიის ყაჩაღი,Pპროკრუსტეს-ის (<პროკრუო-ვჭიმავ) სახელის
მიხედვით. პროკრუსტე თავისთნ იტყუებდა მგზავრებს და აწვენდა სარეცელზე; ვინც გრძელი
აღმოჩნდებოდა, ფეხებს აჭრიდა, ვინც მოკლე – ფეხებს უჭიმავდა, გაბაშვილი, 1989, 411).
ცუდი რეპუტაციით18, არის ის რომ ის ძალიან ცუდად ტარდება: ადამიანებს
უბრალოდ პაციენტის ჩივილის გარეგნული მხარის შესაბამისად აწებებენ იარლიყს.
შეუძლებელია კარგი სტატისტიკური გამოკვლევის ჩატარება, თუ თავისი ბუნებით
განსხვავებული მოვლენები ერთიანდებიან ერთგვაროვანი გარეგნული ნიშნების
მიხედვით.
ფსიქოანალიტიკური ტრადიციის ერთ–ერთ ძლიერ მხარეს მიეკუთვნებიან –
პიროვნების სტრუქტურის მისეული გაგება. პირველად ფროიდი, როგორც ჩანს,
ანსხვავებდა ისტერიული ხასიათის მქონე ადამიანებს ისტერიული რეაქციის მქონე
ადამიანების ტიპებისაგან, მაგალითად, კოლეჯში სწავლისას ჩამოყალიბებული
ბულიმიის მქონე პაციენტი აცნობიერებს საკუთარი ქცევის უგუნურობასა და
ჯანმრთელობისათვის ზიანის მომტანობას, მაგრამ მისი მკურნალობის შედეგების
პროგნოზირება ძალიან განსხვავებული იქნება მოსაზღვრე პაციენტის
მკურნალობისგან, რომელიც ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან ექვემდებარებოდა
ქეიფისა –ასკეტიზმის ციკლებს და მის ანალოგიურ ქცევას ამართლებს ქალისადმი
სოციალურ მოთხოვნებით შეინარჩუნოს მოხდენილობა, ტანადობა. შესაძლებელია
იმედი ვიქონიოთ, რომ პირველ შემთხვევაში კლიენტს გავუწევთ კარდინალურ
დახმარებას რამდენიმე კვირის განმავლობაში, იმ დროს, როდესაც მეორე პაციენტის
თერაპიის შედეგად, რეალურად რამდენიმე წლის განმავლობაში (ორი წლის
განმავლობაში) შეიძლება მოველოდოთ, რომ ის რეალურად დაინახავს, თუ რა ზიანი
მოაქვს მისთვის ბულიმიას. თერაპევტთან სანდო ურთიერთობების დაამყარების
შედეგი, საკმარისი იქნება იმისათვის, რათა ის გულწრფელად შეეცადოს შეიცვალოს
(აქ საქმე იმაშია, რომ პირველ შემთხვევაში ბულიმია, რაღაც ახლო დროის
შემთხვევის შედეგია და ამიტომ ადვილად დასაძლევია, მით უმეტესად, რომ
კლიენტს გაცნობიერებული აქვს ბულიმიის მის მდგომარეობაზე ნეგატიური შედეგი.
მეორე შემთხვევაში, ბულიმია უკვე ხანგრძლივვადიანი მოვლენაა, რომელიც
ხასიათის, ანუ მყარი თვისების მაგვარია, ის დადებითად აღიქმება პაციენტის მიერ
და ამიტომ ძნელი დასაძლევია გ.ჩ.).

პაციენტის დაცვა

18
რეპუტაცია – ფრანგ. რეპუტატიონ–ვისიმე (ან რისიმე) ღირსებათა და ნაკლოვანებათა შესახებ
შექმნილი საერთო აზრი, შეხედულება–ჭაბაშვილი, 1989:436).
კეთილსინდისიერი დიაგნოსტიკა აგრეთვე ხელს უწყობს თერაპევტის ან
კლინიკის ურთიერთობათა ეთიკას მათ პოტენციალურ კლიენტებთან.
დიაგნოსტიკის ეს თვისება გამოიხატება წესში“ მისმართლე სიცრუეზე უკეთესია.
გულმოდგინე შეფასების საფუძველზე პაციენტს შეიძლება ვუთხრათ, თუ რას
შეუძლია ის მოელოდოს და ამგვარად განვერიდოთ შეუსრულებელ დაპირებებს და
არ შევიყვანოთ პაციენტი შეცდომაში. პრაქტიკა აჩვენებს, რომ მხოლოდ რამდენიმე
პაციენტს შეაცბუნებს თერაპევტის გამონათქვამი, რომ, ავადმყოფობის ისტორიისა და
არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით ფსიქოთერაპიისაგან შეიძლება
მნიშვნელოვან შედეგს მხოლოდ ხანგრძლივი ვადის გავლის შემდეგ შეიძლება
მივაღწიოთ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ იშვიათად თუ გააკვირვებს პაციენტს
თქვენი გამონათქვამი, რომ ავადმყოფობის ისტორიის მხედველობაში მიღებისა და
რეალურად საქმის ვითარების მიხედვით, ფსიქოთერაპიისაგან შეიძლება სანდო და
შინაგანად თვალსაჩინო შედეგს მხოლოდ ხანგრძლივი ველის გავლის შემდეგ
მივაღწიოთ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ კლიენტი, ძირითადად, სტიმულირებულია
იმით, რომ თერაპევტს ესმის მისი პრობლემის სიღრმე და თანახმა არის
ხანგრძლივვადიანი მკურნალობისათვის. მარგარეტ ლიტლმა (Margaret Little, 1990)
მაშინ იგრძნო შემსუბუქება, როდესაც ანალიტიკოსმა, ვისთანაც ის მივიდა
კონსულტაციაზე, წამოიყვირა, მაგრამ, თქვენ ძალიან ავად ხართ“. საოცარი
მკურნალობის მსურველ კლიენტთა მცირერიცხოვან რაოდენობას არ სურს რაიმე
ძალისხმევის გამოყენება, სერიოზული ცვლილებების განსახორციელებლად. ასეთ
პაციენტებს დაეხმარება დიაგნოსტიკის ჩატარება.
თერაპევტი ყოველთვის ვალდებულია აცნობოს კლიენტს მის წინაშე
არსებული არჩევანის შესახებ.
ალბათ არ იქნება გამართლებული, რომ პირველად მოსულ კლიენტს
ვუთხრათ: „მე ფსიქოანალიზით ვმუშაობ – და თქვენ თუკი გსურთ მოსინჯოთ, მაშინ
მოდით ორშაბათს“. ასეთი მიმართვის ნაცვლად უკეთესია შემდეგნაირად
დაველაპარაკოთ კლიენტს:
„თუ თქვენ გსურთ ზოგიერთი საოჯახო პრობლემის თაობაზე იმუშაოთ, მე
გირჩევდით საოჯახო თერაპიას. სხვათაშორის მე ვფიქრობ, რომ თქვენი პიროვნების
ზოგიერთ თავისებურებას შეაქვს გარკვეული წვლილი საოჯახო პრობლემებში და
თუ თქვენ მზად ხართ გაიაროთ ხანგრძლივი, თქვენგან ძალისხმევის მომთხოვნი
ფსიქოთერაპიის კურსი, მაშინ თქვენ შეგიძლიათ იმედი ქონდეთ საკუთარი როლის
შეცვლაზე საოჯახო ურთიერთობებში. თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ საოჯახო
ფსიქოლოგიით დაბ თუ შემდგომში თქვენ ჩათვლით, რომ თქვენი ხასიათის
სიღრმისეული თავისებურებები გიშლიან ხელს, მაშინ შეიძლება დავუბრუნდეთ და
გამოვიყენოთ ფსიქოანალიზი“.
მოკლევადიან თერაპიას, სინამდვილეში, ზოგჯერ უპირატესობა გააჩნია,
მაგრამ სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ადამიანის მიდრეკილებას, რათა
ნაკლოვანება ღირსებად გარდაქმნას. როდესაც ეკონომიკური გარემოებების გამო
ჩვენ მხოლოდ მოკლევადიანი თერაპიის კურსებით ვკმაყოფილდებით, არც თუ
იშვიათად ჩვენ ვერ ვუძლებთ ცდუნებას საკუთარი თავი და ჩვენი პაციენტები
დავარწმუნოთ ასეთი თერაპიის გავლის აუცილებლობაში.
კარგი შეფასება დიაგნოსტიკოსს მისცემს იმის შესახებ ინფორმაციას, თუ
როგორი ალბათობით დაეხმარება მოკლევადიანი თერაპია პაციენტს. საკუთარ
თავთან, პირნათლად, რომ ვიყოთ პაციენტს უნდა ვუთხრათ: „მე ვფიქრობ, რომ
იდეალში თქვენ ხანგრძლივ პერიოდში უნდა ვიმუშავოთ ამ პრობლემებზე.
პრობლემა სწრაფად ვერ გადაწყდება.
ასევე შეიძლება მოვიყვანოთ საწინააღმდეგო მაგალითები, ძველად, ე.წ.
ფსიქოანალიზის ოქროს ეპოქაში, მრავალი ადამიანი წლების განმავლობაში
დადიოდა ფსიქოანალიტიკოსთან, იმ დროს, როდესაც საჭირო იყო
მედიკამენტოზური მკურნალობა, ჩაწერილიყვნენ მხარდაჭერის ჯგუფებში ან
გამოეყენებინათ თერაპია მელიკამენტოზურ მკურნალობასთან ერთად. ამიტომ
აუცილებელია საგულდაგულო დიაგნოსტიკური შეფასება.

ემპათიის დამყარება
„ემპათიის“ ტერმინმა ბოლო დროს პრაქტიკულად დაკარგა მისი შინაარსი.
ამის მიუხედავად არ არსებობს სხვა სიტყვა, რომელიც ნიშნავდეს „ვიგრძნო მასთან
ერთად“ და არა „ვიგრძნო მის ნაცვლად“, რაც კიდევაც განაპირობებს შინაგან
განსხვავებას ემპათიასა და სიმპათიას (თანაგრძნობას, სიბრალულს, ინტერესის და
ამგვარი ცნებები, რომლებიც გულისხმობენ ტანჯვის განცდას მქონე ადამიანისაგან
გარკვეული დაცვითი მექანიზმით დისტანცირებას). ხშირად სიტყვა ემპათია
არასწორად გამოიყენება, როდესაც იგულისხმება თბილი, გამამხნევებელი
დამოკიდებულება პაციენტის მიმართ მისი ემოციური მდგომარეობის მიუხედავად.
აქ სიტყვა „ემპათია“ გამოიყენება მისი რეალური მნიშვნელობით, რომელიც
მიუთითებს კლიენტის სულიერი მდგომარეობის ემოციური აღქმის უნარზე.
ჩვენ ხშირად ვართ იმისი მოწმეები, თუ როგორ ადანაშაულებენ თერაპევტები
საკუთარ თავს „ემპათიის უუნარობაში“ იმ შემთხვევაში, როდესაც ისინი
განიცდიდნენ კლიენტის მიმართ მტრულ გრძნობას ან შიშს. ამ დროს მათ
მხედველობაში ქონდათ, რომ არ უნდოდათ განეცადათ ასეთი ძლიერი უარყოფითი
გრძნობები; ზოგჯერ არასასიამოვნოა პრიმიტიული სიძულვილისა და ტანჯვის
სიღრმის გაცნობიერება, რომლებიც შეიძლება ჩართულნი იყვნენ თერაპიის პროცესში
– ფაქტი, რომლის შესახებ ჩვენ არავინ გაგვაფრთხილა, როდესაც ჩვენ
ვღებულობდით გადაწყვეტილებას, საკუთარი ცხოვრება მივუძღვნით
ადამიანებისადმი დახმარების გაწევას. ამ შემთხვევაში თერაპევტები უფრო მეტად
იტანჯებიან თანაგანცდის მაღალი და არა დაბალი დონის გამო, რადგან
სინამდვილეში ისინი პაციენტთან ერთად გრძნობენ მის მტრულ დამოკიდებულებას,
თავზარს, უბედურებას, გონების სხვა ავადმყოფურ მდგომარეობებს. თერაპიაში
ჩართული პაციენტების აფექტები შეიძლება უკიდურესად უარყოფითი იყვნენ და ეს
სხვებში „ყველაფერს იწვევს, გარდა საპასუხო თბილი რეაქციისა.
ის რომ არ უნდა მოვიქცეთ ამგვარი გრძნობების შესაბამისად გასაგებია
აბსოლუტურად მოუმზადებელი ადამიანისთვის. ის, რომ ასეთ რეაქციას
პოტენციურად აქვს დიდი მნიშვნელობა, ნაკლებ ცხადია, მაგრამ სინამდვილეში ეს
ზუსტად ასე არის. საკუთარ პიროვნებაში ამ გრძნობების დადასტურებით,
თერაპევტს შეუძლია კარგი დიაგნოზის შედგენა, რომლის საფუძველზე ის არჩევს
კლიენტის პრობლემაზე ზემოქმედების გზას და საფუძვლად იღებს ჭეშმარიტ
თანაგანცდას და არა ჩვენს წინაშე სავარძელში მყოფი ადამიანის უნიკალური
ინდივიდუალობისაგან დამოუკიდებელ შაბლონურ ჩვეულებრივ თანაგრძნობას.
თერაპიის მსვლელობა დამოკიდებული იქნება დიაგნოსტიკურ ჰიპოთეზაზე.
ისტერიის მქონე პაციენტისთვის სწორი იქნება ვაჩვენოთ მისთვის თანმხლები
შიშისა და დაუცველობის გრძნობის სიღრმე. სოციოპათიის შემთხვევაში პაციენტს
მშრალად უნდა გავაგებინოთ, რომ თქვენ დაადგინეთ და შესაბამისად შეაფასეთ
ადამიანების შეცდენაში მისი დაოსტატება და ამავე დროს საჭიროა ის მიახვედროთ,
რომ არ ხართ მის მიერ მოტყუებული. თუ თერაპევტი არ წავა განსაზღვრა
“მანიპულაციურზე“ უფრო შორს, ფართო დიაგნოსტიკური კონტექსტის მიღმა,
ნაკლებ შესაძლებელია, პაციენტს მისი გაგების უნარის მოლოდინი ჩამოუყალიბდეს.
თუ პრობლემა ძალიან განზოგადდება და ყველა მანიპულაციური პაციენტი
ისტერიულ პაციენტად ფასდება, ან, პირიქით, სოციოპატიურად, თერაპევტული
კონტაქტი მხოლოდ დროის მცირე მონაკვეთების პერიოდში ხორციელდება.
ისტერიით ავადმყოფი შეიძლება დაცარიელებულად გრძნობდეს თავს, როდესაც მას
ცინიკურ თვალთმაქცობაში (ფარისევლობაში) ადანაშაულებენ, იმ დროს როდესაც
მას, მასში მყოფი უკიდურესად შეშინებული, ბავშვივით ესაჭიროება ნუგეშისცემა;
სოციოპატიური პაციენტი სხვა არაფერს იგრძნობს თერაპევტის მიმართ, გარდა
სიძულვილისა, რომელსაც არ ესმის მისი სურვილი, რათა „შემოუაროს“ ყველა სხვას.
თანაგანცდის დადგენისას დიაგნოსტის სარგებლიანობის სხვა მაგალითად
შეიძლება მივიჩნიოთ მოსაზღვრე პაციენტის ნდობის ტელეფონით
თვითმკვლელობის მუქარის ჩვეულებრივი სიტუაცია. პირველი ფსიქოლოგიური
დახმარების თანამშრომლები უფრო მეტად მომზადებულნი არიან ექსტრენული
ჩარევისათვის, ვიდრე დიაგნოსტიკისთვის და უმრავლეს შემთხვევაში ასეთი
მეთოდი კარგად მუშაობს. მაგრამ მოსაზღვრე პაციენტის სიტუაციაში ასეთი მეთოდი
არ მუშაობს, რაზეც მეტყველებს ასეთი სამსახურების თანამშრომლების შეწუხებული
გაღიზიანებულობა, როდესაც მათ ანალოგიურ შემთხვევების შესახებ ეკითხებიან
(Shinefield, 1989).
თვითმკვლელობის მუქარის გამომთქმელი პაციენტების უმრავლესობისთვის
საუკეთესო პასუხი შეიძლება იყოს ექსტრენული ჩარევის მეთოდი:
თვითმკვლელობის განზრახვის შეფასება, გეგმების, საშუალებების აქტუალობის
დადგენა (Litman & Farberow, 1970) მაგრამ მოსაზღვრე ორგანიზაციის მქონე
პიროვნება თვითმკვლელობაზე მაშინ კი არ ლაპარაკობს, როდესაც ნამდვილად
სურს, რომ გარდაიცვალოს, არამედ მაშინ, როდესაც ისინი იმყოფებიან ისეთ
მდგომარეობაში, რომელსაც მასტერსონმა (Masterson, 1976) დეპრესიული
მიტოვებულობა“ უწოდა, აუცილებელია, რათა მათი სასოწარკვეთილობა და პანიკა
ნეიტრალიზებული იქნეს შეგრძნებით, რომ ვიღაცის გულთან ახლოს მიაქვთ ის, თუ
როგორ ცუდად გრძნობენ ისინი თავს. ჩვეულებრივ ისინი საკუთარ ოჯახებში
ითვისებენ იმ გარემოებას, რომ არავინ აქცევს ყურადღებას შენს გრძნობებს, სანამ შენ
არ ემუქრები, რომ დააზიანებ საკუთარ თავს. თვითმკვლელობის განზრახვის
გულწრფელობის შეფასება კი მხოლოდ აწვალებს მათ, რადგან მოსაუბრე, პაციენტის
მუქარის შინაარსით არის დაკავებული, იმ დროს, როდესაც ისტერიით ავადმყოფს
გამომწვევ მიზეზებზე სურს საუბარი.
ექიმის მცდელობა გაყვეს ექსტრენული ჩარევის პროცედურას (Kalafat, 1984)
გონიერი დიაგნოსტიკის გარეშე შეიძლება იყოს ანტითერაპიული და საშიშიც კი,
რადგან ამან შეიძლება ამგვარ პაციენტს უბიძგოს ისეთი აზრისაკენ, რომ იმისათვის
რათა მოუსმინონ საჭიროა თვითმკვლელობის დემონსტრირება და არა უბრალოდ
საუბარი თვითმკვლელობაზე. ასეთი შემთხვევები თერაპევტს პაციენტის მიმართ
ზიზღის გრძნობა რჩება, რადგან ეჩვენება, რომ პაციენტი ითხოვს დახმარებას, ხოლო
შემდეგ უარყოფს მისდამი გულწრფელად გაწვდილ დახმარების ხელს (Frank და
სხვა).
მოსაზღვრე ფსიქოლოგიური მდგომარეობის აღმოჩენაზე დატრენინგებული
თერაპევტები ექსტრენული ფსიქოლოგიური დახმარების აღმოჩენისას პასუხობენ
მტანჯველ აფექტებს, რაც თვითმკვლელობის მიღმა დგას და არ ცდილობენ
სასწრაფოდ შეაფასონ კლიენტის განზრახვა როგორც პარადოქსალური არ უნდა იყოს,
ისინი, შესაძლებელია, პაციენტებს თავიდან აცილებენ უფრო მეტ
თვითგამანადგურებელ აქტებს, ვიდრე ის მათი კოლეგები, რომლებიც მაშინვე
ცდილობენ შეაფასონ თვითმკვლელობისადმი განზრახვა. ამის გარდა, ეს
თანამშრომლები (მოსაზღვრე ფსიქოლოგიური მდგომარეობის აღმოჩენაზე
დატრენინგებული) არ ექვემდებარებიან კლიენტების მიმართ მადემორალიზებული
ზიზღის გრძნობას, რომლებსაც არ სურთ თანამშრომლობა“ ან არ უნდათ იყვნენ
„გულწრფელები“.

მკურნალობისაგან თავის არიდებისაგან დაცვა


ემპათიის ჩამოყალიბების საკითხთან მჭიდროდ არის დაკავშირებული
მოშიშარი პაციენტების შეკავება. მრავალი ადამიანი ეძებს პროფესიონალის
დახმარებას, ხოლო შემდეგ ეშინია, რომ ფსიქოთერაპევტთან მიჯაჭვულობამ
შეიძლება დიდი საშიშროება გამოიწვიოს. მაგალითად, ჰიპომანიაკალური
პაციენტები ცდილობენ შეწყვიტონ ურთიერთობები, როგორც კი მათ უვითარდებათ
დამოუკიდებლად ყოფნის სურვილი, რადგან წინანდელი მათი სხვა ადამიანებზე
დამოკიდებულების გამოცდილება ცუდად მთავრდებოდა, ის ადამიანები, რომელთა
საკუთარი თავისადმი პატივისცემა მათგან მოითხოვს იმის უარყოფას, რომ ისინი
საჭიროებენ სხვების დახმარებას, შეეცდებიან მკურნალობისაგან თავის არიდებას,
მათი სურვილების რაციონალიზაციას, როგორც კი ჩამოყალიბდება მიჯაჭვულობა,
რადგან ისინი საკუთარი თავი დამცირებულად გრძნობენ მათთვის სხვა ადამიანის
მნიშვნელობის ემოციური შინაგანი გაცნობიერების დაწყების მომენტში.
გამოცდილი დიაგნოსტიკოსები ინტერვიუს ბოლოსათვის უკვე იციან აქვთ კი
მათ საქმე მკურნალობისგან თავის ამრიდებელ ადამიანთან თუ არა. თერაპევტი არა
მხოლოდ დააწყნარებს ასეთ პაციენტს, როდესაც ეტყვის მას, თუ როგორ რთული
იქნება მთლიანად მკურნალობის კურს, არამედ აგრეთვე აჩვენებს მას მისი
(თერაპევტის) ემოციური გაგების (უნარს), რაც აგრეთვე გაზრდის იმის ალბათობას,
რომ პაციენტი თავს შეიკავებს მკურნალობისაგან თავის არიდებაზე.

სხვა სასარგებლო გარემოებები


ადამიანები უფრო კომფორტულად მაშინ გრძნობენ თავს, როდესაც
ინტერვიუერი მათთან ურთიერთობაში სიმშვიდეს ავლენს. თერაპევტულ
ურთიერთობებს უკეთესი სტარტი მაშინ ექნება, თუ კლიენტი იგრძნობს თერაპევტის
ინტერესს, მის სიმშვიდეს, მის დარწმუნებულობას, რომ შესატყვისი მკურნალობა
შეიძლება მაშინვე დაიწყონ, როგორც კი პაციენტი უკეთ იქნება გაგებული
თერაპევტის მიერ. თერაპევტი, რომელიც ცდილობს თერაპია დაიწყოს პაციენტის
მდგომარეობის დინამიკისა და მისი ხასიათის სტრუქტურისა წინასწარ გაგების
გარეშე, საკუთარ თავს სახიფათო ნერვიულობის მდგომარეობაში აყენებს, იმ
მძღოლის მაგვარად, რომელსაც აქვს მოგზაურობის მიმართულების გრძნობა, მაგრამ
არა აქვს საგზაო რუკა.
რა თქმა უნდა თერაპიას დიაგნოსტირების პროცესშიც აქვს ადგილი; თვით ამ
პროცესს თავისი წვლილი შეაქვს სამუშაო ალიანსის შემუშავებაში, რომლის გარეშე
„თერაპია“ უბრალოდ რიტუალად გადაიქცევა. მაგრამ ფორმალური შეთანხმება, თუ
როგორი იქნება ურთიერთქმედება, როგორ იქნება საზღვრები და მონაწილეთა
შესაფერისი პასუხისმგებლობა დიაგნოსტიკური დასკვნიდან უნდა
გამომდინარეობდეს.
იმ შემთხვევაში, თუ თერაპევტი მუშაობს „საგზაო რუკის“ გარეშე პაციენტი
იგრძნობს ამას და ეჭვი შეეპარება თერაპევტის კომპეტენტურობაში.
თერაპევტების მხრივ დიაგნოსტირებისადმი უნდობლობის ერთ–ერთი
მიზეზი ალბათ არასწორი დიაგნოზის შიშია. საბედნიეროდ პირველადი დიაგნოზი
არ უნდა იყოს „სწორი.“ დიაგნოსტირების ჰიპოთეზა ინტერვიურისთვის ქმნის
ფოკუსირებული საქმიანობის გაშლის შესაძლებლობას შფოთიანობის დაბალი
დონის პირობებში, იმისგან დამოუკიდებლად, დაადასტურებს თუ არა თერაპიის
შემდგომი მსვლელობა ამ ჰიპოთეზას. უფრო მეტიც პროფესიონალი მოქნილად
მოქმედებს ამ ფორმულირების მიმართ, და არ კარგავს მხედველობიდან თვით
პროცესს.
დიაგნოსტიკური პროცესი მასში მოქმედ ორივე მონაწილეს აძლევს
მოქმედების სივრცეს მანამდე, სანამ პაციენტი კარგად არ გაიცნობს თერაპევტს,
იმისათვის, რათა შესაძლებლობა ქონდეს თვითონ ილაპარაკოს მის პრობლემებზე
კომფორტის გამომწვევი და მასტრუქტირებელი შეკითხვების გარეშე. თერპევტები
ხშირად ნაკლებ აფასებენ ამ „განმაწყობელი“ პროცესის მნიშვნელობას. ხშირად ეს
პროცესი საშუალებას აძლევს თერაპევტს მიიღოს ინფორმაცია, რომლის მიღება
მისთვის ძნელი იქნებოდა მოგვიანებით, როდესაც ძლიერი გადატანითი რეაქციების
განვითარებამ შეიძლება ხელი შეუშალოს ზოგიერთი თემის თავისუფალ გამოხატვას.
მაგალითად, ზრდასრულ ადამიანთა უმრავლესობას შეუძლია შედარებით
მეგობრულად პასუხის გაცემა შეკითხვებზე, რომლებიც მათ სექსუალურ
გამოცდილებას ეხება ისეთ პროფესიონალთან, რომელსაც ისინი ჯერ–ჯერობით
ცუდად იცნობენ. მაგრამ როგორც კი თერაპევტი აღიქმება, როგორც მეტისმეტად
ფაქიზი დედიკო ან ჭკუის მასწავლებელი მამა, წარმოსათქმელი სიტყვები ძნელად
გვეძლევა. მოგვიანებით, თერაპიის მსვლელობაში გადატანის ინტენსიფიკაციის
კვალობაზე, კლიენტს შეუძლია გაიხსენოს, რომ იმ ადამიანთან ერთ–ერთი პირველი
შეხვედრის დროს, ვის მხრივ დაძრახვის მას ახლა ეშინია, პაციენტმა უკვე გაუზიარა
ინტიმური ხასიათის ინფორმაცია, რამაც იმ დროს არ გამოუწვევია არც შოკი და არც
გაკიცხვა. თერაპევტის აღქმის კონტრასტულობა დიაგნოსტირებისა და მოგვიანებით
ცხადს გახდის იმ ფაქტს, რომ გადატანა ნამდვილად არის გადატანა (ე.ი. თერაპევტის
პიროვნების არაზუსტი [სიტყვასიტყვითი] წაკითხვა). ეს ინსაითი19 შეიძლება
გადამწყვეტი გახდეს ფსიქოთერაპიის მთელი პროცესისთვის.
დიაგნოსტიკის დამატებით დადებით თვისებად მიჩნეულია ის, რომ
დიაგნოსტიკას შეუძლია დაეხმაროს ფსიქოთერაპევტს შეინარჩუნოს
თვითპატივისცემა. იმისათვის, რათა ეფექტიანი თერაპია ჩავატაროთ, უპირველეს
ყოვლისა თერაპიით უნდა ვიყოთ დაკავებული. პროფესიონალურ სირთულეებს
შორის დახმარების აღმოჩენის დროს უნდა დავასახელოთ შედეგების გამო
გულგატეხილობა, წარუმატებლობისა და დროებით ძალების შემცირების გამო
წუხილი. ეს პროცესები ძლიერ დაჩქარდება არარეალისტური მოლოდინებით.
თერაპევტის დემორალიზირებულობა და მისი ემოციური გაუცხოება შორს მიმავალ
შედეგებს იწვევს არა მხოლოდ მისთვის, არამედ აგრეთვე მისი პაციენტისთვის,
რომელიც მასზეა დამოკიდებული.
თუ ცნობილია, დავუშვათ, რომ ვინმეს დეპრესიული პაციენტი არის
მოსაზღვრე და არა ნევროტულად დეპრესიული, მაშინ თქვენ ძალიან გაკვირვებული
იქნებით, თუ მკურნალობის მეორე წლის განმავლობაში ის თვითმკვლელობის
მცდელობას განახორციელებს. როგორც კი დეპრესიულ მოსაზღვრე ავადმყოფებს
ცვლილებებზე იმედი უჩნდებათ, ისინი ხშირად მიდრეკილნი ხდებიან, იმისათვის,
რათა დაიცვან საკუთარი თავი დაცარიელებისაგან, რომელიც მოხდებოდა, თუ ისინი
საკუთარ თავს ნებას მისცემდნენ დაეჯერებინათ და ავადმყოფურად იქნებოდნენ
გულგატეხილები მათვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ადამიანის (იგულისხმება
თერაპევტი გ.ჩ.) გამო. ასეთი ხასიათის თვითმკვლელობასთან დაკავშირებული
პრობლემები შეიძლება გააზრებულნი იყვნენ შემსუბუქების მომტანად, როგორც
თერაპევტისთვის ისე მისი პაციენტისთვის (შესაძლებელი ინტერპრეტაციის ფოკუსი
მოიცავს ნახსენები იმედის საშიშროების გრძნობას და ნახსენებ გულგატეხილობას,
ბრალეულობის გრძნობას პირველადი მიჯაჭვულობის ობიექტების მიმართ და
მათგან ემოციური შენატანების გადატანას თერაპევტზე, და ამასთან დაკავშირებულ
ფანტაზიებს, რომ ეს ბრალეულობა უნდა იქნეს გამოსყიდული თვითმკვლელობის
რიტუალური მცდელობით) (Мак-Вильямс–, 2010:33).

19
ინსაითი - ინგლისური-ინსიგჰტ-გამჭრიახობის, არსის წვდომის გაგების გასხივოსნების,
მოულოდნელი მიხვედრის, აზრზე მოსვლის მდგომარეობა.
მრავალი წლის განმავლობაში კოლეგებთან ერთად სამწუხაროდ აღინიშნება
შემთხვევათა დიდი სიხშირე, როდესაც მთლიანობაში კომპეტენტური, საქმისადმი
ერთგული და ინტუიციურად დაჯილდოებული თერაპევტები კარგავენ საკუთარ
თავში დარწმუნებულობის გრძნობას და ნახულობენ კეთილსაიმედო (საპატიო
საბაბს) საბაბს მოიცილონ მოსაზღვრე კლიენტი, რომელიც საჩვენებელი
სუიციდალური მცდელობებისადმი ზუსტად იმ დროს არის მიდრეკილი, როდესაც
პაციენტი პროვოკაციულ მანერაში, მოსაზღვრე პიროვნებებისთვის დამახასიათებელ
სტილში, აჩვენებს იმას თუ როგორ მნიშვნელოვანი და ეფექტიანი ხდება
მკურნალობა. ჩვეულებრივ თვითმკვლელობის ჟესტს წინ უსწრებს შეხვედრა, სადაც
პაციენტი პირველად გამოხატავს იმედს ან ნდობას და თერაპევტი მრავალი თვის
განმავლობაში რთულ, ნეგატიურად განწყობილ პაციენტთან შეუპოვარი მუშაობის
შედეგად გამხნევდება. ამის შემდეგ კი პაციენტის თვითმკვლელობის მოჩვენებით
მცდელობასთან ერთად ირღვევა თერაპევტის იმედები, ის გადაწყვეტს, რომ იმედები
ილუზიური იყო, ხოლო კლიენტის მდგომარეობის გაუარესება ნიშნავს, რომ
თერაპევტის შედეგი ნულოვანი იყო (აზრის მსვლელობა აქ შემდეგნაირია:
„შესაძლებელია, ფსიქიატრის მასწავლებელი სწორი იყო: ფსიქოანალიტიკური
თერაპია–ეს არის დროის უმიზნოდ ხარჯვა. შესაძლებელია, მე ეს პაციენტი სხვა
სქესის თერაპევტს უნდა გადავცე. შესაძლებელია უნდა ვთხოვოთ ფარმაკოლოგიური
პრეპარატების გამომყენებელ თერაპევტს აიღოს საქმე მის ხელში. შესაძლებელია მე
უნდა გადავცე პაციენტი ქრონიკულად ავადმყოფთა ჯგუფში“). ის თერაპევტები,
რომლებიც თვითონ არიან ხშირად დეპრესიულები, მიდრეკილნი არიან
მკურნალობის პროცესში რეგრესის ცხადი შემთხვევების გამო დაძრახონ საკუთარი
თავი. შესაბამისი დიაგნოსტიკური საშუალებები არსებითად შეამცირებენ ასეთ
მიდრეკილებას და შესაძლებლობა მიეცემა გონიერებას გაბატონდეს და შეგვაჩეროს
ჩვენ თერაპევტულ სფეროში.

დიაგნოსტიკის სარგებლიანობის შეზღუდვები


არსებობენ ადამიანები, რომლებისთვის არსებული დიაგნოსტიკური
კატეგორიები საუკეთესო შემთხვევაში, სუსტად ასახევენ საქმის ვითარებას. იმ
შემთხვევაშიც კი როდესაც საზოგადოდ მიღებული დიაგნოსტიკური კატეგორიები
კარგად მორგებულია პაციენტზე, მაინც არსებობს მრავალი სახის განზომილება,
რომლებიც განსხვავდებიან განვითარების დონისა და დაცვის საშუალებებისაგან,
რომ თანაგანცდა და მკურნალობა უფრო ეფექტიანი იქნება თუ განსხვავებულ
განზომილებებს დავეყრდნობით. მაგალითად, ღრმად რელიგიურ ადამიანებს
სჭირდებათ, რათა თერაპევტმა უპირველეს ყოვლისა რელიგიის მიმართ პატივისცემა
გამოხატოს (Lovinger, 1984). ზოგჯერ უფრო მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით
თერაპევტული ურთიერთობების განვითარების პირველ ეტაპზე გავითვალისწინოთ
ის ემოციური მდგომარეობები, რომლებიც ასაკთან, რასასთან, ეთნიკურ
წარმომავლობასთან, კლასობრივ კუთვნილებასთან,ფიზიკურ შეზღუდულობებთან,
პოლიტიკური ინტერესებთან, სექსუალურ ორიენტაციებთან არიან დაკავშირებული.
პიროვნების სტრუქტურის შეფასება ყოველთვის დროებითი და არა მუდმივია.
ამიტომ ახალი ფაქტების საფუძველზე უნდა გადავხედოთ პირვანდელი დიაგნოზს.

ლიტერატურა
1. Мак-Вильямс Н. Психоаналитическая диагностика. Понимание структуры
личности в клиническом процессе. Независимая форма «Класс» М., 2010.
2. Mahler M.S. On human Symbiosis and the vicissitudes of individuation. International
Universties Press. New Yo York. 1968.
3. Philip T. Psychosexual Development: Freudian Concept, Delhi 2010. p. 183
4. Буланже Ж.Ж. Метапсихологический аспект. В сб.: Патопсихология.
Психоаналитический подход, Теория и клиника. Аспект. Пресс. М., 2008 с. 63-117.
5. Хьелл Л., Зиглер Д. Теории личности. Основные положения, исследования и
применение. p. 84

You might also like