You are on page 1of 38

თემა 1.

ფსიქოთერაპია და კონსულტირება
ფსიქოლოგთა უმრავლესობა ამა თუ იმ პროფესიის, ასაკისა თუ სქესის
წარმომადგენლებს უწევენ კონსულტაციებს. კონსულტაციის ყველა სახეობას თავისი
სპეციფიკა და ამავე დროს მრავალი საერთო გააჩნია. ფსიქოლოგიური
კონსულტირება გულისხმობს ფსიქოლოგთან ერთად პიროვნების პირადი
პრობლემების გადაწყვეტას (Линде, 2010:8).

ფსიქოლოგიური პრობლემები ფსიქიკის განუყრელი კომპონენტია, რადგან


ფსიქიკა ძალიან რთულად ორგანიზებული და მგძნობიარე „საგანია“. ამ
პრობლემების ნაწილს ადამიანი თვითონ წყვეტს, ხოლო ნაწილი რჩება
გადაუწყვეტელი და ადამიანი არ აქცევს მათ ყურადღებას და არც ფიქრობს მათზე
(Линде, 2010:8). მაგრამ ზოგიერთი პრობლემის გამო ადამიანი ფსიქოლოგთან მიდის,
რადგან გრძნობს, რომ მას არ შეუძლია მისი დამოუკიდებლად, ახლობლებისა და
მეგობრების დახმარებით დაძლევა. ფსიქოლოგის ამოცანაა დაეხმაროს „საკუთარ
ფსიქიკაში გაბმულ–გახლართულ“ ადამიანს, გაერკვეს მის დახლართულობაში და
მოძებნოს ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობისა და ამგვარად ცხოვრების
გაუმჯობესების საშუალება (Линде, 2010:8) ამ სამუშაოში. ფსიქოლოგ–კონსულტანტს
ეხმარება ფსიქოთერაპიის სფეროში ცოდნა. შეუძლებელია ფსიქოთერაპიის ყველა
მიმართულების ცოდნა, მაგრამ ფსიქოთერაპიის საფუძვლების ცოდნის გარეშე
ფსიქოლოგიური კონსულტირება შემოიფარგლება უბრალო ყოფითი საუბრებითა და
შესაბამისი გადაწყვეტილებებით.

ფსიქოკონსულტანტმა უნდა იცოდეს საკონსულტაციო საუბრის წარმართვის


პროცედურები და საშუალებები. ამიტომ აქ ყურადღება კონცენტრირდება
კონსულტაციის პროცესზე ანუ ნდობის მოპოვების საკითხებზე, ჩივილის ანალიზზე,
ინფორმაციის შეგროვებაზე, კონტრაქტის დადებაზე და ა.შ. ფსიქოლოგიურ
მეცნიერებაში არ არის საკმარისად გამოკვლეული თერაპევტული ჰიპოთეზის
შემუშავებისა და კონკრეტული პრობლემების გადაწყვეტაზე მუშაობის
საშუალებების საკითხი. საქმიანობის ეს ფორმები არ ექვემდებარება პირდაპირ
ტექნოლოგიზაციას და ამიტომ ისინი სუსტად არიან დამუშავებულნი
ლიტერატურაში (Линде, 2010:9), მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელი ხდება
ფსიქოლოგიური პრობლემებისა და მათი გადაწყვეტის მეთოდების ახსნა–
განმარტების ტიპიური საშუალებების ერთობლიობაზე მითითება (Линде, 2010:9).
ასეთი ცოდნის საფუძველზე შესაძლებელი ხდება ჰიპოთეზის შემუშავება და
გადაწყვეტილების მოძიება.

ფსიქოლოგი – კონსულტანტი კარგად უნდა იცნობდეს სხვადასხვა


თერაპევტული თეორიების ახსნა – განმარტებით მოდელებს, „წინააღმდეგობასთან“
მუშაობის საშუალებებს, მას უნდა ჰქონდეს კლიენტის მდგომარეობაში ყოფნის
საკუთარი გამოცდილება და სხვა სპეციალისტების თერაპევტულ მუშაობაზე
დაკვირვების გამოცდილება. ის ერუდირებული უნდა იყოს რელიგიისა და
ფილოსოფიის დარგში, უნდა ჰქონდეს საკმაოდ მართებული წარმოდგენა
ოპტიმალური ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის შესახებ. მას სჭირდება ფსიქიატრიის
საფუძვლების ცოდნა, იმისთვის, რათა განასხვავოს მძიმე ფსიქიკური სნეულებანი
ჩვეულებრივი ფსიქიკური სირთულეებისაგან. ის არ უნდა იწყებდეს ფსიქიკური
სნეულებების მკურნალობას, თუმცა შეუძლია გაუწიოს ავადმყოფს მისთვის
საინტერესო საკითხებზე კონსულტაცია (Линде, 2010:9).

საკონსულტაციო პროცესი ზოგ შემთხვევაში ფსიქოთერაპიის ფორმით


მიმდინარეობს, რაც აუცილებელია და დასაშვები. მაგრამ მაინც არსებობს
განსხვავებები ფსიქოლოგიურ კონსულტირებასა და ფსიქოთერაპიას შორის.

1. ფსიქოთერაპია უფრო მეტად ორიენტირებულია კლინიკურ შემთხვევებზე


სამუშაოდ, როდესაც კლიენტის ფსიქოლოგიური პრობლემა „ავადმყოფობის“
მასშტაბამდე არის მისული და საკუთარ მიზანს პრობლემის ფსიქოლოგიური
საშუალებებით „მკურნალობაში“ ხედავს (მედიკამენტოზური მკურნალობა
მთლიანად მედიცინის სფეროშია განთავსებული), თანამედროვე თვალსაზრისის
თანახმად არსებობს კლინიკური ფსიქოთერაპია და ფსიქოთერაპია ფსიქოლოგიური,
რომელიც მიზნად არ ისახავს მკურნალობას. ფსიქოთერაპიის თეორიისა და
მეთოდების თვალსაზრისით, ფსიქოთერაპიის ეს ფორმები, რეალურად არაფრით
განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. მაგრამ ფსიქოლოგიური კონსულტირება უფრო
ახლოს არის ფსიქოლოგიურ ფსიქოთერაპიასთან, რადგან ორიენტირებულია ე.წ.
ჯანმრთელ ადამიანებთან სამუშაოდ (Линде, 2010:10).

2. კონსულტირება, ძირითადად გულისხმობს გაცნობიერებულ და


დაინტერესებულ კლიენტთან რაციონალურ მუშაობას. ფსიქოთერაპია კი უფრო
მეტად მუშაობს ინდივიდის ფსიქიკური ცხოვრების არაცნობიერ და ირაციონალურ
მხარეებთან.

3. კონსულტირება უფრო მეტად გულისხმობს ფსიქოლოგიურ რჩევებსა და


გადაწყვეტილებებს, განათლებას, ინფორმირებასა და განმარტებებს. კლიენტი
ღებულობს პრობლემის პროფესიულ ანალიზს, მის გადასაწყვეტად აუცილებელ
ცნობებსა და პრაქტიკული მოქმედების რეკომენდაციებს. ფსიქოთერაპია კი უფრო
მეტად არის ორიენტირებული ინტერვენციაზე.

4. კონსულტირება ფსიქოთერაპიაზე უფრო ხშირად იყენებს სტანდარტული


მეთოდების შესაბამისად კლიენტის ტესტირებას (ფსიქოდიაგნოსტიკას) მისი
პიროვნებისა თუ ფსიქიკური უნარების გამოსაკვლევად.

5. ფსიქოთერაპია უფრო ხანგრძლივვადიანია. ის შეიძლება იყოს ხანგრძლივ-


ვადიანი (100–დან 400–სამდე სეანსი) და მოკლევადიანი (10–დან 30 შეხვედრამდე).
კონსულტირება ჩვეულებრივ მოიცავს ერთ–ორ შეხვედრას ან ათ შეხვედრამდე.

6. ფსიქოთერაპია უფრო სპეციალიზებულია. ჩვეულებრივ, ფსიქოთერაპევტი


მუშაობს ამა თუ იმ თერაპევტული სკოლის ფარგლებში. ის აგრეთვე, სპეციალიზდება
გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემის სფეროში, მაგალითად, ის მუშაობს
ალკოჰოლური დამოკიდებულების ან ფობიების სფეროში და ა.შ. ფსიქოლოგი–
კონსულტანტი უფრო ხშირად მუშაობს, როგორც „სოფლის ექიმი“, რომელსაც
შეიძლება სხვადასხვა პრობლემასთან ჰქონდეს საქმე და მან უნდა შეძლოს სწორი
ორიენტაცია აიღოს ასეთ სიტუაციებში. ამიტომ ფსიქოლოგი- კონსულტანტი
ფსიქოლოგიის მრავალ სფეროში უნდა იყოს გარკვეული, თუმცა მაინც მისთვის
შესაფერის სტილში იმუშავებს მაინც. ის უნდა იცნობდეს პოპულარულ
ფსიქოლოგიურ ლიტერატურას, მარტივი და გასაგები ენით უნდა ლაპარაკობდეს.
ცხოვრებისეული გამოცდილება, ერუდიცია, ემპათია, დარწმუნებულობა,
მიმზიდველობა – ფსიქოლოგის წარმატების უმნიშვნელოვანესი გარემოებებია
(Линде, 2010:11).

კონსულტირება ხშირად გადაიზრდება ფსიქოთერაპიაში. შეხვედრების მცირე


რაოდენობის შემთხვევაშიც კი (ათ შეხვედრამდე) ფსიქოლოგს შეუძლია სერიოზული
პრობლემების გადაჭრა, ინტერვენციის განხორციელება და განკურნებაც კი.
კლიენტსაც, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ, რაიმე პრობლემაში გარკვევა სურს, არამედ
მას უნდა მოიცილოს ესა თუ ის ფსიქოლოგიური სიმპტომი, მით უმეტესად, რომ
კლიენტი ხშირად მოელის სასწრაფოდ დადგენილ დიაგნოზისა და
გადაწყვეტილების გამოტანას.

სად არის ჯანმრთელობასა თუ ავადმყოფობას შორის საზღვარი არ არის


ცნობილი, ტრადიციულად ავადმყოფობად ითვლება ფსიქიკის ისეთი დარღვევა,
რომელიც არ არის თვით ინდივიდზე დამოკიდებული. ამავე დროს ფსიქოლოგები
დარწმუნებულნი არიან რომ ე.წ. ფსიქიკური სნეულებები, სინამდვილეში არის
ემოციური პრობლემები, რომელთა გადაჭრა პრინციპში “ავადმყოფს” არ შეუძლია
გადაწყვიტოს, ან არ უნდა მათი გადაჭრა, თუმცა პრინციპში მათი გადაწყვეტა
შესაძლებელია..

თუ ფსიქოლოგთან მისული კლიენტი, თვლის, რომ მისი „სნეულება“ ან


პრობლემა არ არის მასზე დამოკიდებული ანდა იქმნება თავის ტვინის მუშაობის
შედეგად ან სხვა მისგან დამოუკიდებული ფაქტორებით, მაშინ ის კლინიკაში უნდა
გავაგზავნოთ.

იმ შემთხვევაში თუ კი ადამიანს ესმის, რომ მისი პრობლემები განსაზღვრული


მიზეზებით, მის ფსიქიკასთან არიან დაკავშირებული, რომელთა მართვა მას
შეუძლია, მაშინ ამ პრობლემის სიმძიმის მიხედვით მას შეიძლება ჩაუტარდეს
კონსულტირება ან ფსიქოთერაპია (Линде, 2010:12).

ადამიანი – სუბიექტი და ადამიანი ობიექტი


ფსიქოლოგიურ კონსულტირებაში კლინტი საკუთარ ფსიქოლოგიური
პრობლემების აზროვნების, გრძნობების სუბიექტად განიხილება (Линде, 2010:13).
ადამიანი შეიძლება სუბიექტიც და ობიექტიც იყოს, თანაც ერთდროულად ერთიც და
მეორეც: ყველაფერი იმ როლზე არის დამოკიდებული, რომელსაც ის გარკვეულ
ურთიერთქმედებაში თამაშობს. მაგალითად, როდესაც ის დამოუკიდებლად
ღებულობს გადაწყვეტილებას, წავიდეს, თუ არა კბილის ექიმთან ის სუბიექტია,
მაგრამ კბილის ექიმის სავარძელში ის მკურნალობის ობიექტია, იმის მიუხედავად,
რომ ამ დროს ძლიერი სუბიექტური განცდები აქვს – ეს არ ცვლის მის ობიექტურ
როლს ექიმის მანიპულაციების კონტექსტში (Линде, 2010:13) (ვფიქრობთ, ამ
შემთხვევაშიც კი ადამიანი შეიძლება იყოს სუბიექტი, რადგან მისი განცდების გარდა,
ის მიღებული პიროვნული გადაწყვეტილების ანუ სუბიექტური გადაწყვეტილების
პირია და ამიტომ თავისთავად ის სუბიექტია. თუმცა ამავე დროს, რადგან ის
იძულებით არ მისულა ექიმთან, ექიმი მისთვის მისი ნების განხორციელების
მხოლოდ საშუალებაა, და ამიტომ ის ნებისყოფითი სუბიექტია. თუმცა ამავე დროს
საკუთარ ფიზიკურ მდგომარეობას ის როგორც ობიექტს ისე უყურებს. მაგრამ რადგან
ამ შემთხვევაში ფსიქოლოგიური და ფიზიკური მე – ერთმანეთთან გაიგივებულია,
ამიტომ კბილის ექიმის სავარძელში მყოფი ავადმყოფი–უპირველეს ყოვლისა
საკუთარი პიროვნების, ქცევის განმახორციელებელი სუბიექტის ობიექტია– გ.ჩ.).
არ შეიძლება იმის თქმა, რომ სუბიექტად ყოფნა ყოველთვის კარგია, ხოლო
ობიექტად ყოფნა–ყოველთვის ცუდია. ყველაფერი კონტექსტზე არის
დამოკიდებული, როდესაც ჩვენ საკუთარი ნების შესაბამისად საშუალებას ვაძლევთ
კბილის ექიმს უმკურნალოს ჩვენს კბილებს ან მძღოლს რათა წაგვიყვანოს ჩვენ
მანქანით, ამაში არაფერია ცუდი. ცუდია, როდესაც ადამიანი ობიექტის როლში მისი
საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ ხვდება, მაგალითად, ის შეზღუდულია გარე
გარემოებებით ან არ შეუძლია საკუთარი ფსიქოლოგიური პრობლემების გადაწყვეტა
და ფსიქოლოგიური ჩიხის მდგომარეობაში იმყოფება (Линде, 2010:13).

ფსიქოლოგიური პრობლემა (ან ჩიხი) ზღუდავს პიროვნებას, როგორც


სუბიექტის გამოვლენას, ადამიანი კარგავს თავისუფლად მოქმედების უნარს, ანუ
სუბიექტურად მოქმედების უნარს მაშინაც კი როდესაც იცის, თუ როგორ უნდა
იმოქმედოს. აღსანიშნავია, რომ აქ „სუბიექტურობა“ განიხილება, როგორც სუბიექტად
ყოფნის უნარი და არა ისეთი „სუბიექტურობა“, როდესაც ხაზი ესმება აღქმაში,
აზროვნებაში და სხვა სუბიექტურ ე.ი. ინდივიდუალურ მიდგომას
(ტენდენციურობას, არაობიექტურობას).

→ ფსიქოთერაპიის ამოცანაა – გაანთავისუფლოს ადამიანი მონური


დამოკიდებულებისაგან, გარდაქმნას ის უფრო მეტად სუბიექტად მატრავმირებელი
სიტუაციის კონტექსტში, რაც მას საშუალებას მისცემს მოძებნოს ადეკვატური
გადაწყვეტილება.

აქ შეიძლება მოყვანილი იქნეს ნემსის წვერზე წამოცმული ცოცხალი პეპლის


მდგომარეობა. პეპელა ცოცხალია და სიცოცხლის უნარიანია, გარდა ერთი
წერტილისა, რომლითაც ის მიმაგრებულია ქაღალდზე. ამ წერტილში მას არ შეუძლია
საკუთარი მდგომარეობის დაძლევა, იმის მიუხედავად, რომ ის იქნევს ფრთებს, მისი
ცხოველმოქმედება შეზღუდულია. აქ ამოცანა იმაში შედგება, რომ ნემსი ამოღებული
უნდა იქნეს და მაშინ პეპელა გაფრინდება (Линде, 2010:14).
როგორც ჩანს, ფსიქოთერაპიაში პირველად კლიენტის, როგორც სუბიექტის
პრობლემა დააყენა ჰუმანისტური ფსიქოთერაპიის ერთ–ერთმა ფუძემდებელმა კარლ
რიჯერსმა, რომელმაც აგრეთვე საფუძველი დაუდო კლიენტზე ცენტრირებულ
ფსიქოთერაპიას. კარლ როჯერსი ამტკიცებდა, რომ ადამიანს გააჩნია
ჯანმრთელობისა და განვითარების საკუთარი შინაგანი ძალები. ეს ჰუმანისტური
პოზიცია გაზიარებულია და ნამდვილად ფსიქოლოგიური კონსულტირებამ უნდა
გაანთავისუფლოს ადამიანი – სუბიექტი, მის საკუთარ რესურსებზე და
შესაძლებლობებზე დაყრდნობით.

აღსანიშნავია ადამიანი–სუბიექტის შემდეგი 6 განმასხვავებელი ნიშანი


ადამიანი–ობიექტისაგან, რასაც შეუძლია არსებითად განმარტოს საკონსულტაციო
მუშაობის არსი.

1. სუბიექტი ავტონომიურია. ეს, სამ ძირითად მოქმედებაში გამოიხატება:


ა. ინიციატივა – სპონტანური, დამოუკიდებელი წინადადებები;
ბ. გადაწყვეტილების მიღება – კერძოდ ალტერნატივათა შორის არჩევანის
გაკეთება;
გ. თვითრეალიზაცია – საკუთარი გადაწყვეტილებებისა და განზრახვების
ცხოვრებაში დამოუკიდებლად განხორციელება.

ობიექტის მდგომარეობაში ადამიანი, პირიქით არ არის თავისუფალი საკუთარ


მოქმედებაში, მისი ქცევა დეტერმინირებულია, ადვილად გასაგებია (ექვემდებარება
წინასწარ მეტყველებას), იმიტომ რომ არ ახასიათებს სპონტანურობა და რაიმეზე არის
ხისტად დამოკიდებული. ინიციატივის გამოვლენის ნაცვლად, ის რაღაცის,
მაგალითად, უფროსების ინსტრუქციებისა და მითითების, მეგობრის რჩევის,
სასწაულის მეორედ მოსვლის და ა.შ. მუდმივად მოლოდინის მდგომარეობაში
იმყოფება. გადაწყვეტილების მიღების ნაცვლად ის ამბივალენტობას ავლენს,
ცდილობს პასუხისმგებლობა ვიღაც სხვაზე გადაიტანოს, თვითონ არ იცის რა სურს,
ღებულობს გადაწყვეტილებებს და მაშინვე ცვლის და ა.შ. თვით რეალიზაციის
ნაცვლად ის ავლენს შემსრულებლურ ქცევას, ადვილად ექვემდებარება გარემოებებს
ან სხვის ზეგავლენას, ხშირად ავტომატურად, საკუთარი თავისათვის საზიანოდ
მოქმედებს.

2. სუბიექტი აუტენტურია, თავისუფალია და არა ვიღაც სხვა, ღებულობს


გადაწყვეტილებებს სიტუაციის, საკუთარი ინტერესების, საკუთარი მოქმედებების,
შედეგების, საკუთარი გაგების საფუძველზე. ის კარგად აცნობიერებს საკუთარ
გრძნობებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი ნეგატიური ხასიათისაა და არ ცრუობს
საკუთარ თავთან. ის გულწრფელია, და რასაც ის ლაპარაკობს და აკეთებს არ
ეწინააღმდეგება მისი შინაგანი სამყაროს შინაარსს (რწმენა – წარმოდგენები,
გრძნობები და ა.შ.).

ობიექტის მდგომარეობაში ადამიანის შინაგანი სამყარო თითქოსდა


თამაშგარეთ იმყოფება და თუ ასეთი მდგომარეობა ინდივიდის ცხოვრებაში იწყებს
დომინირებას, თანდათან დეგრადირებს. ობიექტური მდგომარეობა ხელს უშლის
საკუთარი ქცევისა და საკუთარი გრძნობების მოტივების გაგებას. ხდება
ცნობიერებისა და რეალური ქცევის დაშორიშორება, მათ შორის წარმოიშვება
კონფლიქტი: ადამიანი მოქმედებს საკუთარი შინაგანი მიზნების საპირისპიროდ,
მოქმედებს საკუთარი სინდისის საწინააღმდეგოდ და ა.შ. ადამიანი შეიძლება
ცხოვრობდეს ბიორობოტის მაგვარად, როდესაც ის ერთხელ და სამუდამოდ
დამტკიცებული წესებითა და პროგრამების შესაბამისად მოქმედებს და არც კი
ფიქრობს მათი ადეკვატურობისას ან რეალობასთან შესატყვისობაზე.

3. სუბიექტი თვითტრანსფორმირდება, მას შეუძლია საკუთარ თავში რაღაც


ახალი თვისებები ჩამოაყალიბოს, შეცვალოს საკუთარი ქცევა, შეიძლება იყოს
სპონტანური და გახსნილი ახალი თვისებების, ახალი გამოცდილების მიმართ
(Линде, 2010:15).
ობიექტის მდგომარეობაში ადამიანს, პირიქით, არ შეუძლია შეიცვალოს
პრობლემური სიტუაციის მიმართ, მისი ქცევა სტერეოტიპულია, ის არ აღიქვამს
სიახლეს, თუ ის ეწინააღმდეგება ქცევის ჩამოყალიბებულ ფორმებს ან გამყარებულ
წარმოდგენებს. მაგალითად, ადამიანი ყველას არწმუნებს, რომ მან თავი უნდა
დაანებოს თამბაქოს მოწევას, მაგრამ ამ დროს არაფერს აკეთებს, რათა ნამდვილად
თავი დაანებოს თამბაქოს მოწევას, სამაგიეროდ მას შეუძლია ნებისმიერ მის
დახმარებაზე ორიენტირებულ ადამიანს გარკვევით აუხსნას, თუ რატომ არ მოერგება
მას ნებისმიერი თამბაქოს წევის მიტოვების საშუალება. ამავე დროს სხვა
შემთხვევებში ის ინარჩუნებს საკუთარ სუბიექტურობას და შეუძლია შეიცვალოს,
მაგრამ თამბაქოს მოწევის მიმართ ის თითქოს პარალიზებული (დამბლა დაცემული),
უძრავი და ჯადოსნურ წრეში მოძრავად რჩება.

4. სუბიექტი ვითარდება, ე.ი. მას თვითსრულყოფის, პიროვნული ზრდის უნარი


გააჩნია. ეს ნიშნავს, რომ დღეს მას შეუძლია უფრო რთული ამოცანების გადაწყვეტა,
ვიდრე ეს გუშინ იყო, ხოლო ხვალ კი ის კიდევ უფრო რთული პრობლემების
გადაწყვეტას შეძლებს, რომელთა გადაწყვეტა მას დღეს არ შეუძლია. ასეთი ვითარება
ეხება, როგორც ინტელექტუალურ, შემოქმედებით ისე აგრეთვე ადამიანის
პიროვნებისეული ზრდის პრობლემებს. უკანასკნელი გარემოება განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია ფსიქოთერაპიისათვის, რადგან პიროვნებას მისი განვითარების
გზაზე მუდმივად აქვს უფრო რთულ ზნეობრივ–ემოციურ პრობლემებთან შეხება და
მათი გადაწყვეტის შედეგად პიროვნება უფრო მეტ სრულყოფილებას განიცდის.
ჩიხში „მოქცეული“ ადამიანი, გარკვეულწილად კარგავს პიროვნული ზრდისადმი
უნარს და ამით ემსგავსება ობიექტს, რომელიც არ ვითარდება. ამ შემთხვევაში ის
ახორციელებს ქცევას რეპროდუქციულ და არა შემოქმედებით (პროდუქტიულ)
სქემებს. მას ცვლილებების განხორციელების უნარი გააჩნია, მაგრამ ხშირად
იმისათვის, რათა გადაწყვიტოს პრობლემა საჭიროა საკუთარ თავს ზემოთ დადგომა
და არა ერთი და იგივე ტიპის მოქმედების ახალთახალი საშუალებების გამოყენება,
ე.ი. აუცილებელია პიროვნული ზრდის ახალ დონეზე გადასვლა.
5. სუბიექტი მისი დღევანდელი მოქმედებებისა და გადაწყვეტილებების დროს
გამოდის მისი წარმოდგენიდან მის მომავალზე და აყალიბებს პიროვნულ
პერსპექტივას. კერძოდ, ეს გამოიხატება საკუთარი არსებობის გააზრების
შეგრძნებაში. მომავლის მიზნით ადამიანს „ახლა და ამჟამად“ შეუძლია დასძლიოს
უდიდესი სირთულეები, ხოლო სიცოცხლის პერსპექტივების, გახსნილი
ჰორიზონტის გრძნობა აუცილებელი პირობაა ჯანსაღი თვითგრძნობის, საკუთარ
თავში დარწმუნებულობის, საკუთარ განვითარებაზე ძალისხმევის უნარის
არსებობისა.

ობიექტის მდგომარეობაში ადამიანი კარგავს პერსპექტივას, და დამოკიდებუ-


ლი ხდება, რომელიმე, შეიძლება, კერძო პრობლემაზე. ის განიცდის საკუთარ „დანა-
შაულს“ უიმედობას და თავის უძლურობას. აპათიის, უიმედობისა და დარდიანობის
გრძნობები მეტყველებენ იმედის დაკარგვაზე. ისინი კლიენტის პრობლემური ჩიხის
ბუნებრივი თანამგზავრებია.

6. სუბიექტი მრავალმხრივია (მრავალგანზომილებიანია) ე.ი. ის არ დაიყვანება


ცხოვრების ერთ განზომილებამდე, ერთ დანიშნულებამდე, ერთ ფუნქციამდე. თავი-
სუფალი სუბიექტის სიცოცხლე, ერთდროულად, თითქოს მრავალ განზომირებაში
მიმდინარეობს და შეუძლებელია იმის თქმა, თუ მისი ცხოვრების რომელი პარამეტ-
რი არის მთავარი, ყველა ისინი აუცილებელნი არიან სრულყოფილი არსებობისათ-
ვის. ეს შეიძლება იყოს ოჯახი, სამუშაო, ჰობი, სპორტი, სულიერი ინტერესები და
უბრალოდ დასვენება. თავისთავად სუბიექტი თითქოს არ არის განსაზღვრული,
მოუხელთებელია. ის უფრო მეტად პოტენციალური შესაძლებლობაა, ვიდრე
განხორციელებული ალბათობა.

ადამიანი–ობიექტი ამ თვალსაზრისით ერთგანზომილებიანია, მისი არსებობა


შემოსაზღვრულია იმ ჩიხით, რომელშიც ის იმყოფება, ხოლო სხვა გეგმები, განზო-
მილებები და შესაძლებლობები მისთვის უცნობია და გაუგებარია.
შედეგები შეიძლება შემდეგ ცხრილში იყვნენ მოყვანილნი

# სუბიექტი ობიექტი

1. ავტონომიურობა დამოკიდებულება

ა. ინიციატივა ა. მოლოდინი

ბ. გადაწყვეტილების მიღება ბ. გადაწყვეტილების მიღებაზე


უარის თქმა

გ. თვითრეალიზაცია გ. დაქვემდებარებულობა

2. აუთენტურობა, შინაგანი მართვა გარემართვა, რეაქტიული რეაგი-


რება

3. თვითტრანსფორმაციის უნარი უცვლელობა, სტაბილურობა

4. თვითგანვითარების უნარი რეპროდუქციული ქცევა

5. პერსპექტივის გრძნობა, მომავალზე ორი- უპერსპექტივობა, უიმედობა


ენტაცია

6. მრავალგანზომილებიანი, მრავალპლა- ერთპლანიანი არსებობა


ნიანი ცხოვრება

სუბიექტობის ერთ–ერთი პარამეტრის ძლიერმა ცვლილებამ ან ამოვარდნამ


შეიძლება გამოიწვიოს მთელი გეშტალტის, ცხოვრების მთელი სტილის დაშლა. ეს
ხდება, როდესაც ადამიანი ობიექტის მდგომარეობაში ხვდება და ცხოვრების
რომელიმე ასპექტი იწყებს მისი ყველა მხარეების „დაჩრდილვას“, როგორიცაა
მაგალითად, დალევა ალკოჰოლიკისათვის ან ნარკოტიკი ნარკომანიისათვის (Линде,
2010:16).
როგორც აღინიშნა, ფსიქოთერაპიის ძირითადი ამოცანაა – გაანთავისუფლოს
კლიენტი ობიექტურობის „იძულებითი მდგომარეობისაგან, გააღვიძოს მასში
სუბიექტის თვისებები, უნარი დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საკუთარი პრობლე-
მები. პარადოქსი იმაშია, რომ ჩვეულებრივ კლიენტი ფსიქოლოგთან იმ იმედით
მიდის, რათა საკუთარი პრობლემების გადაწყვეტის პასუხისმგებლობის ტვირთი
მასზე გადადოს და შეინარჩუნოს ობიექტის საკუთარი მდგომარეობა და სხვა
ფორმით.

→ დახმარების არსი იმაში მდგომარეობს, რათა ადამიანი გახდეს უფრო


ძლიერი, თავისუფალი, რათა მან შეძლოს თვითონ გამოვიდეს საკუთარი
ფსიქოლოგიური ჩიხიდან, სხვა შემთხვევაში რაღაც დროში ის ისევ იქ მოხვდება.

მაგრამ იმისათვის, რათა ეფექტიანად დავეხმაროთ ადამიანს ასეთი ჩიხიდან


გამოსვლაში, კარგად უნდა გვქონდეს წარმოდგენილი, თუ როგორ ხვდება ადამიანი
ჩიხში. ამიტომ განვიხილოთ ფსიქოლოგიური ჩიხის (პრობლემის), მოდელი,
რომელშიც ჩვეულებრივ არის კლიენტი განთავსებული, როდესაც ის ტანჯული
ობიექტის როლში წარმოგვიდგება (Линде, 2010:17).

ფსიქოლოგიური პრობლემა, მისი სტრუქტურა და დონეები. პრობლემების ტიპები


რადგან კონსულტირება – ეს არის ფსიქოლოგიური პრობლემების გადაწყვეტა,
უნდა აღვწეროთ ის, რასაც ფსიქოლოგიური პრობლემა ეწოდება.

დავიწყოთ მარტივი ლოგიკური ანალიზით. პრობლემა პრობლემად მაშინ


ხდება, თუ ინდივიდს სურს რაიმე მიზნის მიღწევა, მაგრამ ამას ის ვერ ახერხებს.
ყოველთვის არსებობს, სუბიექტი, არსებობს სურვილი (სურვილის გარეშე არ არის
პრობლემა) რაღაც, რეალური თუ წარმოსახული მიზანი და არის რაღაც ბარიერი,
რეალური თუ წარმოსახული, რომელიც მისი მიღწევის საშუალებას არ იძლევა.
→ თუ მოტივაცია არ არის, მაშინ პრობლემა უბრალოდ არ შეიძლება იყოს,
მაგრამ პრობლემა მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება ამგვარი ხასიათის, როდესაც
მიზანი წარმოდგენილი გვაქვს ან არის მიუღწეველი, ნებისმიერი პრობლემა
დაკავშირებულია წინაღობის არსებობასთან ადამიანის ამა თუ იმ ძლიერი სურვილის
(ლტოლვის, მოთხოვნილების, მოტივის) დაკმაყოფილების გზაზე.

თავისი არსით ყველა პრობლემა არის ფსიქოლოგიური. თუ ჩვენ საქმე გვაქვს


პიროვნებასთან დაკავშირებით საგარეო პრობლემებთან (ეკონომიკური,
პოლიტიკური, სამეცნიერო, სოციალური და სხვა), მაშინ ისინი გარე საშუალებებით
ხორციელდება. მაგალითად, მეცნიერი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ფიქრობს
მის წინაშე მდგომ ამოცანაზე, ატარებს გამოკვლევას, შემდეგ უცებ ხდება
გასხივოსნება და ის აღტაცებით ყვირის: „ევრიკა“. ახლა გზა გახსნილია და
შესაძლებელი ხდება მივაღწიოთ არა მხოლოდ წინათ დასახულ მიზნებს, არამედ
მრავალ სხვას. მაგალითად, ახალგაზრდა ადამიანს ესაჭიროება ფული, ის ნახულობს
სამუშაოს, რომელიც მას აკმაყოფილებს და ის წყვეტს მის ფინანსურ პრობლემას.

ჩვეულებრივ სუბიექტი არ მუშაობს საკუთარ თავზე–ის ქმნის წინაღობის


გადალახვის საშუალებებს და აგროვებს საჭირო რესურს. რა თქმა უნდა ეს
გამარტივებაა. მაგალითად, მეცნიერი მუშაობს საკუთარ თავზე, საკუთარი
ინტელექტის გაუმჯობესებით, ცოდნის დაგროვებით, საკუთარი შემოქმედების
სტიმულირებით (Линде, 2010:19). სპორტსმენი ვარჯიშობს, ზრდის კუნთურ მასას, ან
„ამცირებს“ წონას, იგონებს ჭიდაობის ახალ ილეთებს ან მოძრაობის ახალ
ვარიანტებს და ა.შ. მაგრამ ეს ყველაფერი აგრეთვე გარეგანი საშუალებებია და
ჩვეულებრივ ისინი არ ეხებიან მეცნიერისა თუ სპორტსმენის პიროვნებას. იმ
შემთხვევაში კი როდესაც ადამიანი საკუთარ თავთან, როგორც მოქმედების
სუბიექტთან იწყებს მუშაობას, ეძებს წარუმატებლობის მიზეზებს საკუთარ თავში და
სურს შეცვალოს საკუთარი თავი სასურველი მიზნების მისაღწევად, მაშინ ის
გადადის ფსიქოლოგიური მუშაობის დონეზე.
→ ფსიქოლოგიური პრობლემა განისაზღვრება ამა თუ იმ ძლიერი
მიდრეკილების (ლტოლვა, მოთხოვნილება, მოტივი) დაკმაყოფილების
შეუძლებლობით, მაგრამ პრობლემის მიზეზები ინდივიდის ფსიქიკაშია, მის შინაგან
სამყაროში.

იქ რაღაც არ არის სწორი, რაღაც უშლის ხელს იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც


არსებობს ყველა აუცილებელი პირობა მიზნის მისაღწევად გარე საშუალებებით.
მაგალითად, მამაკაცს სურს ქალის სიყვარული, მაგრამ მისი ქალებზე წარმოდგენის
მიხედვით ისინი ცრუ და ვერაგები არიან.

ბუნებრივია, ეს არ მისცემს მას საშუალებას მონახოს საყვარელი ადამიანი და


შეიძლება მარტოდ დარჩეს, რაც თავის მხრივ წარმოშობს ახალ პრობლემებს.

როგორც არ უნდა ვცდილობდეთ ჩვენ გადავჭრათ ფსიქოლოგიური პრობლემა


გარე საშუალებებით, ეს არ მიგვიყვანს წარმატებამდე. ადამიანი ისევ და ისევ
იტანჯება, ისევ და ისევ ექმნება იგივე პრობლემები, ისევ ვერ ხედავს გამოსავალს.
ჯერ კიდევ ლევ ტოლსტოიმ, იმ დროინდელ „ბომჟებთან“ ურთიერთობების შედეგად
გაარკვია, რომ ყველა ისინი ირწმუნებოდნენ, რომ სურთ მათი მდგომარეობიდან
გამოსვლა, მაგრამ ამისათვის სჭირდებათ ფული. როდესაც ისინი ღებულობდნენ იმ
თანხას რასაც მოითხოვდნენ (ზოგჯერ სამი, ზოგჯერ ათი, ზოგჯერ უფრო მეტი)
ისინი დროებით აღარ ჩანდნენ ღამის თევის ადგილას, მაგრამ ერთი კვირის, ორი თუ
ერთი თვის შემდეგ ისევ იქ ბრუნდებოდნენ, და როგორც ჩანს „საკუთარ ადგილზე“
გრძნობდნენ თავს (კარგად) (Линде, 2010:19).

ფსიქოლოგიური პრობლემის შემთხვევაში, წინაღობა, ისევე როგორც


ინდივიდის თვით სურვილიც ადამიანის ფსიქიკის შიგნით იმყოფება, ხოლო მიზანი,
რომლის მიღწევას ცდილობს ადამიანი, შეიძლება იყოს როგორც რეალური ისე
წარმოსახული, დრამის არსი იმაშია, რომ ის პიროვნების ფსიქიკაში არის
მოთავსებული და შეიძლება გადაიჭრას მხოლოდ შინაგანი ფსიქოლოგიური
საშუალებების მეშვეობით, მაგალითად, ზემოთ დასახელებულ მამაკაცმა უნდა
მოიცილოს მისი წარმოდგენა იმის შესახებ, რომ ყველა ქალი ცრუ და ვერაგია, რაც
მიზნის მიღწევის შინაგანი ბარიერის როლში გამოდის. უბედურება კი ის არის, რომ
ასეთი წარმოდგენა, დაკავშირებულია მისი რომელიმე ტრავმატულ მოვლენასთან
წარსულში, როდესაც ინდივიდი, როგორც ეს მას მიაჩნია, დარწმუნდა ქალების ასეთ
თავისებურებებში. ის იცავს ამ წარმოდგენას, რაღაც ემოციური ენერგიის გამო,
რომელიც განმტკიცებულია მასში.

თუ ჩვენ შევეცდებით მის გადარწმუნებას, ის შეეცდება გაგვიწიოს


წინააღმდეგობა, ხშირად ყოველგვარი ლოგიკის საპირისპიროდ, აქედან
გამომდინარე, თუ შევძლებთ დაფიქსირებული გრძნობის განთავისუფლებას,
რომელიც განაპირობებს იმდივიდის ასეთ აზრებს (წარმოდგენებს), მაშინ ბარიერი
მოიშლება და პრობლემა გადაწყვეტილი იქნება.

→ ნებისმიერი ფსიქოლოგიური პრობლემა, რომელსაც ხვდება პიროვნება,


შეიძლება წარმოდგენილი იქნეს, როგორც ინდივიდის ემოციური ფიქსაცია
მიუღწეველი მიზნის მიღწევის ან ბარიერის სახით, რომელიც ბლოკავს მის
ადეკვატურ მოქმედებას.

ფსიქოლოგიური პრობლემის სტრუქტურის გასარკვევად შეიძლება


გამოყენებული იქნეს შემდეგი მეტაფორა. ინდოეთში მაიმუნებს შემდეგნაირად
იჭერენ: ამოჭრიან კვახის შიგთავს, შიგ დებენ სატყუარას, ტოვებენ პატარა ნახვრეტს,
მაიმუნი ყოფს შიგნით მის თათს, სტაცებს თათით სატყუარას, მაგრამ ახლა მისი
მუშტი უფრო დიდია ვიდრე კვახის ნახვრეტი და ამიტომ მაიმუნს არ შეუძლია
თათის ამოღება. მონადირე მშვიდად მიდის იმ ადგილზე და იჭერს მაიმუნს, რადგან
ის ვერ ხვდება იმას, რომ მუშტი უნდა გაშალოს. ასევეა ადამიანი: ის საკუთარ
წარმოსახვაში დაეუფლა სატყუარას, მეორე ხელით ბარიერს და ის დაჭერილია.
ყოველთვის უნდა ვიფიქროთ, თუ კლიენტის რომელი „თათი“ უნდა იყოს გაშლილი.
ზოგჯერ შეიძლება ასეთი „თათების“ რაოდენობა ბევრი იყოს, მაგრამ საწყისი
პრობლემა მაინც ერთია, და როდესაც ის გადაწყდება, ყველაფერი სხვა თავისთავად
ხდება, რადგან „მაიმუნი“ ახლა თავისუფალია.

→ ფსიქიკური ჯანმრთელობის საფუძველი – შინაგანი თავისებურებაა, თუ


„მუშტი“ გაიშლება, მაშინ შესაძლებელია საწყისი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას
მრავალი ახალი საშუალებების მოძებნა, ახლა არაფერი აკავებს ადამიანს და
არჩევანთა რაოდენობა მრავალჯერ იზრდება. შეიძლება, მოცემული მიზანი ახლაც
სულაც არ არის საჭირო, ან შეიძლება, ადვილად ვიპოვოთ მისი მიღწევის სხვა
საშუალებები, რადგან ჩვენთვის სხვა გზები არის გახსნილი, როგორც ამბობენ: „იქ
სადაც თქვენ ხედავთ პრობლემებს, მე ვხედავ ახალ შესაძლებლობებს“. ასეთი
ადამიანი მთლიანად განთავისუფლებულია პრობლემებისაგან, პრინციპულად არ
ფიქსირდება ერთ მდგომარეობაში, ამიტომ ის მოქნილად ნახულობს
გადაწყვეტილებების ახალ ვარიანტებს, რომლებიც არასდროს მოუვა თავში ადამიანს,
რიგიდულად დაკავშირებულს მიზანთან ან წინააღმდეგობასთან. ერთ სიმღერაში
ნათქვამია: „თუ დედოფალი სხვასთან მიდის, სულაც არ არის გარკვეული ვის
გაუმართლა“. ასე შეუძლია იმან იმღეროს, ვინც დროზე დაანება თავი მიზანს „გაშალა
მუშტი“ ე.ი. თავისუფალმა ადამიანმა. ის კი, ვინც ვერ ახერხებს ამის გაკეთებას,
უფრო მეტი ალბათობით იტყვის: „მაშინ შენ ნურავისი ნუ იქნები! ან „დეზდემონა,
შენ ილოცე ძილის წინ!“.

პრობლემა პრობლემად მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც რაღაც ფსიქიკური


ენერგია დაფიქსირებულია და არ შეიძლება ადვილად იქნეს განთავისუფლებული.
ბავშვს შეუძლია უნუგეშოდ იტიროს, როდესაც მისი საჰაერო ბუშტი გაფრინდება.
მაგრამ თუ ასეთი რამ ზრდასრულ ადამიანს ემართება, მაშინ მისი სურვილი
ადვილად გაფრინდება საჰაერო მუშტთან ერთად. ზრდასრული ადამიანი წყვეტს იმ
ემოციური ენერგიის პროდუცირებას, რომელიც საჰაერო ბურთის შენარჩუნებაზე
არის მიმართული, ენერგია უბრუნდება მას უკან და ის წყნარდება. მაგრამ
ზრდასრულ ადამიანებს აქვთ თავისი სურვილები, რომლებიც ყოველთვის არ
„ცხრება“, როდესაც „ბურთი“ გაფრინდება. ჯერ კიდევ ბუდა ამბობდა: „ტანჯვის ორი
მიზეზი არსებობს: როდესაც ადამიანს არ შეუძლია სასურველის მიღწევა და როდესაც
არ შეუძლია არასასურველის მოცილება“.

სურვილები ყოველთვის წარმოგვიდგებიან ემოციებისა ან გრძნობების სახით,


რომლებიც რაღაც მოქმედებისაკენ გიბიძგებს, ხოლო წინაღობაზე (ბარიერზე)
ფიქსაცია, აგრეთვე არის გრძნობა, რომელიც არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ
დავეჭვდეთ.

ადამიანი ამბობს: „მე შენ მიყვარხარ“,–ეს გრძნობაა მაგრამ ის არის სურვილის


რეალიზაცია. გრძნობა–არის კონკრეტულ მიზანზე მიმართული მოთხოვნილების
შედეგი. გრძნობა ენერგიის მატარებელია, გრძნობის ან ემოციის გარეშე
შეუძლებელია რაიმე მოქმედების განხორციელება. როდესაც ეს ენერგია არ
რეალიზდება მიზნის მიღწევაში, ადამიანი იტანჯება, ე.ი. განიცდის მის მიერ
მიღებულ დანაკლისს, ამაოდ დახარჯული ენერგიისა და სასურველის არ არსებობის
გამო. თუ ის არ წყვეტს მიუღწეველ მიღწევაზე მიმართული გრძნობის
პროდუქცირებას, მაშინ ტანჯვა ქრონიკული ხდება.

→ გრძნობის ენერგიის მიუღწევად მიზანზე ან მოჩვენებით დაბრკოლებაზე


ფიქსაცია შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური პრობლემის მიზეზი.

ამრიგად პრობლემის არსი ყოველთვის განპირობებულია დეზაპტური


ფიქსაციით, მაგრამ ფსიქოლოგიურ პრობლემას შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე
განსხვავებული ტიპის შინაგანი ორგანიზაცია. ეს განსხვავებები წარმოდგენილია
ნახატზე #1. ყველა სქემაზე წრე აღნიშნავს რომელიმე ობიექტს, რომელიც
სასურველია ინდივიდისათვის ან ის უარყოფს მას; მართკუთხედი აღნიშნავს
დაბრკოლებას (ბარიერს), ხოლო ისარი კი აღნიშნავს ინდივიდის სურვილს ან
ნეგატიურ ზეწოლას ობიექტის მხრივ სუბიექტზე (რაც შეიძლება გამოწვეული იქნეს
სუბიექტის უარყოფითი სურვილით ან უარყოფით, უკუგდებით). სურვილი
სუბიექტურად გამოდის ამა თუ იმ გრძნობის ფორმის სახით. გრძნობა (ემოცია)
მიაჯაჭვებს ადამიანს ამა თუ იმ ობიექტთან. გრძნობა არის იმ ენერგიის
გამოხატულება, რომელიც წარიმართება ინდივიდის მიერ ან მიუღწეველი მიზნის
მიღწევაზე, ან არასასურველი ობიექტისა თუ მდგომარეობის უკუგდებაზე ან
ერთდროულად მიღწევაზე და უკუგდებაზე, ან ერთდროულად ორი სასურველი
ობიექტის მიმართ მიდრეკილებაზე, ან ორი შესაძლო არჩევანის უკუგდებაზე
(პრინციპით „ხმა მიეცი ყველას წინააღმდეგ“). გრძნობა ენერგიას აძლევს აგრეთვე ამა
თუ იმ წინაღობას. ნახატი #1–ზე სქემა ასახავს პრობლემის პირვანდელ (საწყის)
სტრუქტურას:

ა) გრძნობა მიმართულია მიზნის მიღწევაზე. მიზანი და დაბრკოლება


შეიძლება იყოს რეალური და წარმოსახული, მიზანი შეიძლება იყოს რეალურად ან
ილუზიურად მიუღწეველი ან აკრძალული;

ბ) გრძნობა მიმართულია არასასურველი ობიექტისაგან თავის დაღწევაზე.


ობიექტი შეიძლება იყოს, როგორც რეალური ისე წარმოსახული და აგრეთვე გარეშე
სუბიექტის მიმართ (მაგალითად, აგრესორი) ან შინაგანი (მაგალითად არასასიამოვნო
მოგონებები). თავის დაღწევასთან ერთად ობიექტი შეიძლება მიიზიდება
გაუცნობიერებელი გრძნობის დახმარებით („უჩინარი თითები“).

გ) ერთი და იმავე ობიექტის მიმართ განიცდებიან ამბივალენტური გრძნობები.


წინაღობა არ არის, მაგრამ სუბიექტი განიცდის ძალების დაპირისპირებას–
მიზიდულობისა და თავიდან მოშორების მდგომარეობისა.

დ) ორი სიძლიერით ერთნაირი გრძნობა მიმართულია ერთმანეთთან


შეუთავსებელი ობიექტების მიმართ;

ე) სუბიექტს სურს მოიშოროს არასასურველი ობიექტი, მაგრამ ეს მხოლოდ


სხვა არასასურველ ობიექტთან კონტაქტის პირობებში (ორი ბოროტებისაგან ერთის
არჩევა). ცხოვრებისეული სიტუაცია იმდენად აუტანელია, რომ სურვილია გაექცეს
მას, მაგრამ ეს რომ გააკეთო, კიდევ უფრო მეტად ცუდი იქნება.

ყველა ზემოთ მოყვანილ შემთხვევებში სიტყვა „ობიექტია“ გამოყენებული,


მაგრამ ობიექტი შეიძლება იყოს არა მხოლოდ საგანი ან სხვა პიროვნება, არამედ
აგრეთვე საქმიანობა, სიტუაცია, მორალური შეფასება, ემოციური მდგომარეობა,
რომლებიც სასურველია ან პირიქით, მიუღებელია სუბიექტისათვის.

შემდგომში პრობლემა ვითარდება და იზრდება, წარმოშობს მრავალ სიმპტომს,


ახალ სირთულეებს და ვლინდებიან ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა სფეროში
(Линде, 2010:22).

პირველი ტიპის სტრუქტურას (1. ა.→† ↣ ᅌ ) აქვს შემდეგი ფსიქოლოგიური


პრობლემები:

1. ოცნებისა და ამბიციების რეალიზების შეუძლებლობა მათი არაადეკვა-


ტურობისა ან ფსიქოლოგიური დაბრკოლების არსებობის გამო;

2. მწუხარება, მძიმე დანაკარგი, „უიღბლო“ სიყვარული და ა.შ.;

3. წარსულის შეცვლის სურვილი, სურვილი იმისი შეცვლის, რისი შეცვლა


შეუძლებელია, „გასული წლის თოვლის“ დაბრუნება;

4. მორალურად აკრძალული სექსუალური, აგრესიული და სხვა სურვილები;

5. ამა თუ იმ თვალსაზრისით სხვა ადამიანების შეცვლის სურვილი;

6. იდეალისტური, ფანტასტიკური, ჰიპერტროფირებული სურვილები;

მეორე ტიპის სტრუქტურა (1 ბ) †  ↢ °

1. გარემოს ან სხვა ადამიანების არასასურველი ზემოქმედებისაგან


განთავისუფლების სურვილი, იმ დროს როდესაც არ არის საშუალება მათგან
განთავისუფლებისა ან არსებობს ფსიქოლოგიური აკრძალვა მათი „თავიდან
მოცილებისა“.

2. აკვიატებული შიშები, აზრები, მოქმედებები.

3. ჩადენილის გამო დანაშაულის (ბრალის) გრძნობა, სუიციდური


ტენდენციები, წარსულში განცდილი „თავის მოჭრა“, სირცხვილი და ა.შ.

4. სტრესის შემდგომი განცდები (თავდასხმის, კატასტროფის, ტერაქტის,


გაუპატიურების გამო);

5. ნაკლოვანებებისაგან თავის დაღწევა არარეალისტური პრინციპებისა და


სტანდარტების გამო;

6. სხვადასხვა სახის დამოკიდებულება (ემოციური, ალკოჰოლური,


ნარკოტიკული და ა.შ.).

მესამე ტიპის სტრუქტურა (1 გ) ⇄ °

1. საძულველი, საზიზღარი, საძაგელი ობიექტის სიყვარული;


2. მიზნის, წარმატების მიღწევის სურვილი და წარმატების შიში;
3. ერთდროულად–მადლიერება და დამცირება, აღტაცება და შური,
სიხარული და მწუხარება, სიამოვნება და შიში;
4. მტრის დამარცხების სურვილი და მის წინაშე შიში;
5. ერთდროულად რისკისა და თვითმკვლელობისადმი მიდრეკილება.

მეოთხე ტიპის სტრუქტურა (1 დ)ᅌ↢ ↣ᅌ

1. ერთდროულად ორი შეუთავსებელი ვარიანტის ფლობის სურვილი,


სურვილი ორივეს შენარჩუნებისა;
2. ორი თანაბრად მიმზიდველი ვარიანტის არჩევანი;
3. პიროვნების უმწიფრობა, არჩევანის გაკეთების უუნარობა, უუნარობა
საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებისა, შეცდომის შიში,
გაუბედაობა;
4. ბედის, წარმატებისა თუ წარუმატებლობის განმაპირობებელი სარისკო
არჩევანი;
5. მუდმივი ცვალებადობა ვარიანტებს შორის არჩევანის გაკეთების დროს,
მერყეობა იმედსა და სასოწარკვეთილობას შორის;

მეხუთე ტიპის სტრუქტურა (1 ე) ᅌ↣ ↢ ᅌ

1. სიტუაცია, როდესაც სუბიექტი აუტანელ ადამიანთან ცხოვრობს, მაგალი-


თად ოჯახის ტირანთან, ფსიქოპატთან ან დამნაშავესთან, მაგრამ მასზე
არის დამოკიდებული;
2. სოციალური დეზადაპტაცია, რომელიც იწვევს აუტიზმს ან ბომჟის (მაწან-
წალის) ცხოვრების სტილს და ა.შ.;
3. მორალური არჩევანი დანაშაულსა და დაღუპვას შორის;
4. პრესტიჟის დაკარგვა, გაღარიბება, სხვა სუბიექტურად აუტანელ
მდგომარეობამდე მიმყვანი მოვლენა, მაგრამ ნებისმიერი „გამოსავალი“
კიდევ უფრო მეტი დანაკარგების გამომწვევია.
5. თვითმკვლელობასა და „თავის მოჭრას“ შორის არჩევანი, არჩევანი
იძულებისადმი მორჩილებასა და სასიკვდილო რისკს შორის;
6. არჩევანი არა საყვარელ ქმარსა და საყვარელ ადამიანს შორის, ვისთანაც
ცხოვრება შეუძლებელია ეკონომიკური მიზეზების გამო.
ყველა შემთხვევაში ფსიქოთერაპიის ამოცანა არის – დაეხმაროს კლიენტს
შეცვლაში და არ დაეხმაროს მას სამყაროს და გარეგანი ცვლილებების ხარჯზე.

ყველა კონკრეტულ შემთხვევაში საჭიროა გადაწყვეტილი იქნეს, რომელი


ცვლილება იქნება ყველაზე უფრო შესაფერისი ადამიანის ცხოვრებისთვის და
რომელი ემოციური ფიქსაცია უნდა იყოს უკუგდებული, მოცილებული. თუ
ადამიანი იმის გამო იტანჯება, რომ არ შეუძლია აიტანოს დანაკარგი, მაშინ
აუცილებელია დავეხმაროთ მას, რათა მან საკუთარ დანაკარგს უთხრას
„მშვიდობით“, როგორი ძნელიც არ უნდა იყოს ეს. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი
იმის გამო იტანჯება, რომ არ შეუძლია მიაღწიოს ბედნიერებას, საკუთარ მოჩვენებით
არასრულფასოვნებაში დარწმუნებულობის გამო (რაც ამ შემთხვევაში დაბრკოლების
როლს თამაშობს), მაშინ საჭიროა მისი არასრულ- ფასოვნების გრძნობისაგან
განთავისუფლება. მაგალითად, დაბრკოლების როლში, შეიძლება გამოდიოდეს შიში,
რომელიც აბრკოლებს მას ურთიერთობა დაამყაროს ქალიშვილთან ან წარმატებით
ჩააბაროს გამოცდა. ამ შემთხვევაში, უეჭველია, რომ ქალიშვილის მიმართ
სიყვარული ან სწავლის სურვილი კი არ უნდა იყოს მოცილებული, არამედ შიში,
რომელიც ადამიანს ფსიქოლოგიურ მონობაში ამყოფებს.

სუბიექტური დაბრკოლება ჩვეულებრივ აგრეთვე არის არადეკვატური


ემოციური ფიქსაციის შედეგი. ამიტომ ადამიანის მიზანი, სურვილების არა
საყოველთაო და მთლიან მოცილებას გულისხმობს, არამედ ტანჯვისაგან თავის
არიდებას. სწორად ჩატარებული სამუშაოს შედეგად ადამიანს ყოველთვის
უვითარდება განთავისუფლების გრძნობა და ახალი შესაძლებლობების გახსნილ
სამყაროში დაბრუნება, ხოლო მისი გონივრული მოთხოვნილებების დაკმაყოფილება
უნარი იზრდება.

– „მე მომიწია საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში დეპრესიაში მყოფი


ქალიშვილის პრობლემასთან მუშაობა, ქალიშვილი თვლიდა, რომ მისი პირადი
ბედნიერება შეუძლებელია, რადგან მისი სხეული ძალიან ულამაზოა (რაც არ
შეესატყვისებოდა სინამდვილეს). სიახლოვისადმი სუბიექტური დაბრკოლება
წარმოიშვა ბავშვობაში, როდესაც მისი მამა უკუაგდებდა მის მცდელობას
მიკარებოდა მამას და უარყოფით აზრს გამოთქვამდა მისი ფიგურის შესახებ.
იმისათვის რათა მას დაეძლია დეპრესია საჭირო იყო მამის ამგვარი
დამოკიდებულების უკუგდება, რაც რთული გასაკეთებელი იყო, რადგან ის მას
უყვარდა. მაგრამ ჩვენ მივაღწიეთ ამას და ქალიშვილი შეხვდა ახალგაზრდა მამაკაცს.

სანამ პრობლემა არ არის გადაწყვეტილი, ტანჯვა უბიძგებდა ინდივიდს, რათა


როგორმე ადაპტირდეს მის ქროონიკულ, პათოგენურ მდგომარეობასთან. ის იყენებს
სხვადასხვა გარე და საშინაო ხრიკებს იმისათვის, რათა პრობლემის გადაწყვეტის
გარეშე შეეგუოს მას. ასეთი მოქმედებები დამატებით ამახინჯებს მის ცხოვრების
სტილს და ემოციურ მდგომარეობას. შემდგომში ამას შეუძლია მიიყვანოს ადამიანი
ახალ პრობლემებთან და ადაპტაციის დამატებითი საშუალებების შექმნის
აუცილებლობამდე. ამის შედეგად პირვანდელი პრობლემა იფარება ხშირად მრავალი
მეორადული ფსიქოლოგიური დამახინჯებით, რომელთა ქვეშ პირვანდელი
პრობლემა შეიძლება არც კი ჩანს, თუ ფსიქოლოგი გადაწყვეტს ამ მეორად
პრობლემებს, მაშინ მათ აქვთ ტენდენცია ისევ აღიდგინონ საკუთარი თავი, რადგან
მათ გარეშე ინდივიდს უკვე აღარ შეუძლია იმოქმედოს. პირვანდელი პრობლემის
გადაწყვეტა კი მაშინვე აუქმებს ყველა დამხმარე ხელსაწყოების აუცილებლობას,
მაგრამ იქამდე (პირვანდელი პრობლემა) მისვლა და კლინიკისათვის დახმარება
ხშირად ძალიან რთულია.

ადაპტაციის საშუალებები
ჩამოვთვალოთ პირვანდელი პრობლემისადმი ხშირად გამოყენებული
ადაპტაციის საშუალებები, თუმცა სინამდვილეში მათი რაოდენობა გაცილებით მეტი
შეიძლება იყოს.

1. აგრესია – პირველი და ხშირად ფრუსტრაციაზე რეაგირებაა გამოყენებული.


ის შეიძლება მიმართული იყოს დაბრკოლებაზე, საკუთარ თავზე, უცხო ადამიანებზე
და საგნებზეც კი. აგრესია, იშვიათი გამონაკლისით, არ არის კონსტრუქციული,
პრობლემის გადაჭრის თვალსაზრისით, ის უფრო ხშირად აუარესებს, ამძიმებს
სიტუაციას.

მაგრამ ზოგჯერ ის (აგრესია) შეიძლება გამოყენებული იქნეს შინაგანი


დაძაბულობის შემცირების საშუალებად. მაგალითად, ზოგიერთ იაპონურ
დაწესებულებაში მუშას შეუძლია ცემოს ჯოხით უფროსის პლასტმასის ასლი და
ამით შეიმსუბუქოს საკუთარი ფრუსტრაცია. ზოგიერთი ფსიქოთერაპიის მეთოდი
სპეციალურად აპროვოცირებს ადამიანს უსაფრთხო ფორმით აგრესიის
გამონთავისუფლებაზე.

2. რეპრესია (ან დათრგუნვა) – გამოიხატება საკუთარი სურვილების


დათრგუნვაში, მათი ქვეცნობიერების სივრცეში განდევნაში. ბუნებრივია, ეს არ
იწვევს დამოკიდებულებისაგან განთავისუფლებას. პირიქით, როგორც აღნიშნავდა
ფროიდი, დათრგუნული სურვილები კიდევ უფრო მეტად ძლიერდებიან და ამავე
დროს უსხლტებიან ცნობიერ კონტროლს. თერაპევტული თვალსაზრისით
დათრგუნვაში არაფერია პოზიტიური, მაგრამ სოციალური თვალსაზრისით ალბათ
შეუძლებელია საზოგადოებისა და ადამიანის განვითარება დათრგუნვის გარეშე ან
თუნდაც ზოგიერთი იმპულსის შეკავების გარეშე (აგრესიული, სექსუალური და ა.შ.).

ესკაპიზმი – მატრავმირებელი სიტუაციის და ზოგჯერ პრობლემასთან


ასოციაციების გამომწვევი სიტუაციების განრიდების რეაქცია. ქცევის ეს ტიპი, რა
თქმა უნდა, „ნერვების დაცვას“ იწვევს, მაგრამ, ბუნებრივია, არ გვეხმარება
გადაწყვეტილების მოძიებას, ჭეშმარიტი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების
დაუფლებას, ხოლო ზოგჯერ დამატებით სირთულეებს ქმნის. მაგალითად,
სიყვარულში წარუმატებლობას განცდილი ვაჟი და ქალიშვილი, ზოგჯერ იწყებენ
ურთიერთობების განრიდებას, რაც იწვევს სხვა ემოციური პრობლემების კომპლექსის
განვითარებას.
რეგრესი – განვითარების უფრო ადრეული სტადიისათვის დამახასიათებელი
ქცევის გამოყენება, მისი პრიმიტივიზაცია. მაგალითად, სტრესულ სიტუაციაში
ადამიანები ხშირად ღებულობენ მუცლად ყოფნის პოზას, რაც მუხლების თავისაკენ
წამოწევას და ხელებით მათ მოხვევას გულისხმობს. ამით, ისინი თითქოს
უბრუნდებიან განვითარების იმ სტადიას, როდესაც მთლიანად დაცულად და
მშვიდად გრძნობდნენ საკუთარ თავს. ეს ეხმარება ადამიანს გადალახოს ცხოვრების
რთული მომენტი, შეასუსტოს სტრესის ზემოქმედება, მაგრამ პრობლემის
გადაწყვეტას ვერ შველის, უფრო მეტიც, ხშირად ასეთი ქცევა ეხმარება ადამიანს
მოიხსნას დამახასიათებელი „პატარას“ პოზიციის გამოყენებით.

რაციონალიზაცია – მცდელობა ახსნა, როგორმა გაამართლო საკუთარი ქცევა


მოგონილი საშუალებით, როდესაც ჭეშმარიტი მოტივები არ ცნობიერდებიან.
რაციონალიზაცია აგრეთვე გვეხმარება მოვიხსნათ პასუხისმგებლობა, გადავიტანოთ
ის გარემოებებზე, სხვა ადამიანებზე. ადამიანები ყოველთვის ცდილობენ ახსნან და
გაამართლონ საკუთარი ქცევა, მაგრამ იშვიათად ცდილობენ მის შეცვლას. ჭეშმარიტი
მოტივების რეალური გაგება ყოველთვის იწვევს შემსუბუქებას და ამას მივყავართ
ქცევაში პოზიტიური ცვლილებებისაკენ, ხოლო რაციონალიზაცია კი ყოველთვის
იწვევს არსებული მდგომარეობის შენარჩუნებას, ემსახურება საკუთარი თავისაგან
საკუთარი მოქმედების რეალური მიზეზების დამალვას.

სუბლიმაცია – ადამიანის პირვანდელი წარუმატებლური აქტივობის


სფეროდან სხვა სახის აქტივობაზე გადართვა სადაც წარმატება მიიღწევა, თუნდაც
მოჩვენებითი. მაგალითად, პრობლემა, რომელიც რეალურად არ გადაწყდა,
გადაწყვეტილების ფანტაზიებში, ოცნებაში პოულობს. ადამიანი „იქ კი არ ეძებს
სადაც დაკარგა, არამედ ის სადაც განათებულია“. ზოგჯერ სუბლიმაცია
შემოქმედების ძლიერი წყაროს როლს თამაშობს, მაგრამ ხშირად იწვევს ენერგიის
უნაყოფო ხარჯვას, რეალური პიროვნული ზრდის გზიდან გადახვევას. ამავე დროს,
ხშირად აღნიშნავენ, რომ სუბლიმაცია ადამიანი განვითარების აუცილებელი
კომპონენტია, რადგან ის უზრუნველყოფს სოციალურად მიუღებელი ტენდენციების,
სურვილების, მიდრეკილებების, ლტოლვების იმდაგვარ გადასხვაფერებას, რომ
ძირითადი ენერგია სოციალურად მისაღებ ფორმას ღებულობს, მაგალითად, ბავშვის
აგრესიულობა შეიძლება დადებითი აღმოჩნდეს სპორტის ისეთ სახეობებში,
როგორიცაა კრივი, კარატე, რაგბი და სხვა (გ.ჩ.).

პროექცია – საკუთარი გაუცნობიერებელი ქცევის მოტივების სხვა ადამიანის


ქცევის ასახსნელად გადატანა. მაგალითად, აგრესიული ადამიანი ცდილობს სხვა
ადამიანების მის მიმართ აგრესიულობაში დაადანაშაულოს „გასაგებია, რომ
პროექცია პრობლემის გადაწყვეტისაგან აცილებას იწვევს.

აუტიზმი – პიროვნების საკუთარ თავში ჩაკეტილობა, ურთიერთობებისაგან


და აქტიური საქმიანობისაგან თავის არიდება. ამ მდგომარეობიდან გამოსვლა ძალიან
რთულია, რადგან ადამიანი არ გამოდის კონტაქტით, განსაკუთრებით, როდესაც
კონტაქტი მტკივნეულ სფეროს ეხება. ასეთი მდგომარეობა, ფაქტიურად ნიშნავს
უარის თქმას იმაზე, თუ როგორ არის საქმე, რაიმე მოქმედებაზე, რაიმეს დანახვაზე
და ა.შ.

ამრიგად უკვე ზემოთ მითითებული ადაპტაციის რვა საშუალება იწვევს იმას


რომ „სიტუაცია ისე იცვლება, რომ არაფერი იცვლება“, არ იწვევს პრობლემის
გადაწყვეტას და სუბიექტობის დაუფლებას, ნარჩუნდება ძირითადი მიჯაჭვულობა,
რომელიც ტანჯვას და პათოლოგიურ ქცევას იწვევს.

ზუსტად მიზნისადმი (ან სტიმულისადმი) დაუძლეველი მიჯაჭვულობის


ძალა განაპირობებს იმას, რომ ადამიანი „დე–ფაქტო“ ხდება ობიექტური გარკვეული
სიტუაციის მიმართ, ე.ი. ის არის დეტერმინირებული, საკუთარი თავის გაგების
გარეშე არსებული უცვლელი, შემოქმედების მიღმა მყოფი, უპერსპექტივო,
მონოფუნქციონალური ადამიანი. პირიქით ფიქსაციის შესუსტება საშუალებას
აძლევს ადამიანს გამოავლინოს საკუთარი სუბიექტობა, ე.ი. აქტივობა, საკუთარი
თავის გაგების (გაცნობიერების), შეცვლის, შემოქმედების, თვით, სრულყოფის,
საკუთარი პერსპექტივის შემქმნელ და მრავალ განზომილებიანობის უნარი.

ამიტომ ადამიანის რაიმე ობიექტზე, აზრზე, ხატზე ან მდგომარეობაზე


მონური, პათოლოგიური დამოკიდებულების შესუსტების ყველა მეთოდი მათი
არსით და მოქმედებით ფსიქოთერაპევტული ხასიათის მატარებელია. ყველა
დამოკიდებულების გამაძლიერებელი ან ერთი დამოკიდებულების მეორეთი, უფრო
ძლიერით შეცვლის მეთოდი, თავისი აზრით ანტითერაპევტულად უნდა მივიჩნიოთ.

ამერიკაში 457 კილოგრამის წონის ქალი გარდაიცვალა. ერთხელ მან მოახერხა


200 კილოგრამით დასუსტება, მაგრამ შემდეგ მან ვერ შეიკავა თავი და ისევ დაიწყო
მისი საყვარელი ღორის ხორცით მომზადებული ბუტერბროდების ჭამა. სიკვდილის
წინ მან აღიარა, რომ ბუტერბროდების ჭამა შველოდა მას იმ მოგონების დაძლევაში,
რომელიც ახალგაზრდობაში სასტიკ გაუპატიურებასთან იყო დაკავშირებული. ახლა
ვივარაუდოთ, რომ ამ ქალმა გაიარა კოდირების კურსი და მას შთააგონეს ცხიმიანი
და კალორიული საჭმლის მიმართ ზიზღი. ის დასუსტდა, მაგრამ ახლა, რა უნდა
უყოს მას მის სიღრმისეულ პრობლემას?! სულიერი ტანჯვა არ არის განკურნებული,
ის დავიწყებას უნდა მიეცეს. გასაგებია, რომ გამოსავალი შეიძლება გახდეს სუიციდი,
ნარკოტიკები, ალკოჰოლი. თერაპიამ უნდა გაანთავისუფლოს ადამიანი ამ ძველი
ტკივილისაგან და მაშინ მას არ დასჭირდება საკუთარი თავის დაღუპვა არც ზედმეტი
ჭამით, არც ალკოჰოლით და ა.შ.

ფსიქოთერაპიაში და კონსულტირებაში მიღებული მეთოდები, როგორც წესი


მიმართულია სუბიექტის შეზღუდულობისაგან განთავისუფლებაზე, ამიტომ
გამოიყენება ინიციატივის, საშუალებების, გადაწყვეტილების მიღებისა და მათი
რეალიზების უნარების გაღვიძების, პრობლემური სიტუაციისა და საკუთარი
გრძნობებისა და სურვილების გაცნობიერების გაფართოება, ქცევისა და აზროვნების
შეჩვეული საშუალებების შეცვლის ტექნიკები, შემოქმედებისა და საკუთარი თავის
განვითარების სტიმულირება, ცხოვრების აზრი შექმნის, პიროვნების ახალი
შესაძლებლობების გახსნა და საკუთარი ცხოვრების ჭეშმარიტ სუბიექტად ყოფნის
უნარი. ყველაფერი ეს მუშაობს პირვანდელი პათოგენური ფიქსაციის საწინააღმ-
დეგოდ, ადამიანი–ობიექტის მდგომარეობის შენარჩუნების საწინააღმდეგოდ.

პრობლემა შეიძლება იყოს განსხვავებული დონის სირთულის, რაც იმ შინაგანი


ენერგეტიკული დონეების (ემოცია) ინტენსივობაზე არის დამოკიდებული,
რომლებიც „იმსხვრევიან“ შინაგან დაბრკოლებასთან შეტაკების დროს, იმის
მიხედვით თუ როგორია კონკრეტული არარეალიზებული მიდრეკილებები და
კონკრეტული საშუალებები ასეთ მდგომარეობასთან ავადმყოფური ადაპტაციისა.

არსებობს ფსიქიკური დარღვევების დეტალური კლასიფიკაციები და


ფსიქოთერაპევტი გარკვეულწილად უნდა იცნობდეს მათ. მაგრამ ეს კლასიფიკაცია
არ განიხილავს ფსიქიკურ დარღვევებს, როგორც ამა თუ იმ ფსიქოლოგიური
პრობლემის გამოვლენას და დაუძლეველი კედლით გამოყოფს ჩვეულებრივ
ფსიქოლოგიურ სირთულეებს „ავადმყოფობისაგან“(Линде, 2010:28).

ქვემოთ მოყვანილი (ნახატი #2) სქემა ასახავს ჩვენს (Линде, 2010:28) მცდელო-
ბას წარმოვადგინოთ ფსიქოლოგიური „პერიოდული ცხრილი“, მათ შორის ე.წ.
ავადმყოფობის“ ჩართვით. ყოველ მართკუთხედში არსებული სიმუქე (და სიდიდე
გ.ჩ.) აღნიშნავს შებოჭილი ემოციური ენერგიის ძალას. ვერტიკალური ხაზი გამოყოფს
ფსიქიკური ჯანმრთელობის ზონას (მარცხნივ) „ავადმყოფობის“ ზონიდან
(მარჯვნივ), თუმცა ითვლება, რომ ეს საზღვარი მრავალი პოზიციიდან პირობითია
(Линде, 2010:28). მართკუთხედების შემაერთებელი თეთრი ისრები შეესაბამებიან
პრობლემების დონეებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ინდივიდი თანდათანობით
გადადის ერთი დონიდან მეორეზე. ისინი ხაზს უსვამენ იმას, რომ ყველა დონე
ერთიან რიგში არის განთავსებული, მაქსიმალური სუბიექტობიდან დაწყებული მის
სულ უფრო მეტად ღრმა და სისტემურ დარღვევამდე. ყველა პრობლემა
განთავსებულია სხვადასხვა დონეზე მათი გადაწყვეტის სირთულისა და პიროვნების
„დაზიანების“ სიღრმის თვალსაზრისის შესაბამისად. ყოველ დონეზე ჩვენ გვხვდება
ფსიქოლოგიური პრობლემების საკუთარი ვარიანტები, მაგალითად, ნევროზების
დონეზე არსებობენ მრავალი ტიპის ნევროზები. მაგრამ განსხვავებული ნევროზების
სირთულის დონე დაახლოებით ერთნაირია, რადგან ნევროზების დროს ირღვევა
სამყაროსთან ურთიერთქმედების ესა თუ ის სფერო, მაგრამ არ მახინჯდება (არ
ირყვნება) პიროვნების სტრუქტურა, ისე, როგორც ეს არის ფსიქოპათიების დროს, და
არ ირღვევა რეალობის ადეკვატური აღქმა ისე როგორც ეს ფსიქოზების დროს არის
წარმოდგენილი.


ზენორმა ⇨ ნორმა ⇨ დეზადაპტური ქცევა ⇨ ემოციური ⇨➨ ⇨
ნევროზები
დარღვევა
→ →

ფსიქოპათიები → →
⇨ ფსიქოზები


1. ზენორმის დონე. ეს ის დონეა, რომელსაც ა. მასლოუს მიხედვით აღწევს
თვითაქტუალიზებული ინდივიდი. მასლოუ თვლიდა, რომ ასეთ ადამიანთა
რაოდენობა არ აღემატება 1%, მაგრამ ზუსტად ისინი არიან კაცობრიობის წამყვანი
ძალა. „ჩვეულებრივ“ ადამიანებს აგრეთვე შეუძლიათ მიაღწიონ ამ დონეს, მაგრამ
ძალიან სწრაფად უბრუნდებიან წინა მდგომარეობას. ამ დონეზე ადამიანი ხშირად
განიცდის აღმაფრენას, გასხივოსნებას, ბედნიერებას. ცნობიერება განსაკუთრებით
ნათელია, თავში მუდმივად შემოქმედებითი იდეები ტრიალებენ. ამ დონეზე
მცხოვრები ადამიანების უმრავლესობა მოქმედებენ მოქნილად, სპონტანურად,
გულწრფელად და ეფექტურად. ამ დონის ადამიანთა უმრავლესობამ საკუთარი თავი
გამოავლინეს, როგორც ნამდვილმა გენიოსებმა ამა თუ იმ სფეროში, თუმცა ზოგჯერ
მათ შეეძლოთ დაბლა ჩამოსულიყვნენ და საკუთარი თავი არც თუ საუკეთესო მხრივ
გამოევლინათ.

ასეთ ადამიანებს პრაქტიკულად არ აქვთ ნევროზები და ისინი ძალიან


ადვილად იტანენ ფსიქოლოგიურ ტრავმებს. მათ ახასიათებთ სიმსუბუქე
სტერეოტიპულობის, ემოციურობისა და ფიზიკური დაძაბულობის არარსებობა.
შეიძლება ითქვას, რომ ზენორმის დონეზე არ არსებობს პრობლემები, მაგრამ ეს ასე
არ არის. უმრავლეს შემთხვევაში ეს არის შემოქმედებითი რეალიზაციის პრობლემები
ან ცხოვრების სულიერი მხარეების წვდომის პრობლემები. იმისათვის რათა ასეთი
ადამიანების პრობლემები გავიგოთ, საჭიროა, რომ ჩვენ თვითონ იშვიათად მაინც
ვიყოთ ამ დონეზე. მათი ფიქსაციის (ე.ი. რაიმეზე ფიქსაციის) არის მინიმალური,
ხოლო მისგან (ე.ი. ფიქსაციისაგან) განთავისუფლების უნარი კი მაქსიმალურია.
ისინი ფსიქოლოგიურად ყველაზე უფრო მეტად თავისუფლები არიან და ყველაზე
უფრო მეტად ავლენენ საკუთარ სუბიექტობას.

2. ნორმის დონე. ეს ის დონეა, სადაც აგრეთვე ყველაფერი სასიკეთოდ არის


აწყობილი. ე.წ. ნორმალური ადამიანი კარგად არის ადაპტირებული სოციალურ
გარემოსთან, საკმაოდ წარმატებით ართმევს თავს სამუშაოს და საოჯახო
მოვალეობებს, მაგრამ აქვს აგრეთვე სირთულეები და უსიამოვნებები. ცნობიერება
აქვს ნათელი, ემოციური მდგომარეობა უმთავრესად კომფორტული, თუმცა
ბედნიერებისა და აღმაფრენის ისეთი დონე, რომელსაც ჩვეულებრივ განიცდის
ზენორმის დონეზე მყოფი ადამიანი აქ მხოლოდ ზოგჯერ მიიღწევა. ასეთ
შემთხვევაში ადამიანი გადადის უმაღლეს დონეზე. ეს ადამიანი საკმაოდ მოქნილად
რეაგირებს სიტუაციის შეცვლაზე, არ არის დაძაბული, მაგრამ არ აქვს მუდმივად
სიმსუბუქის, ფრენის, აღმაფრენის განცდა. პრობლემების ტიპები, რომლებსაც
აწყდება „ნორმალური“ ადამიანი, აგრეთვე ნორმალურია: შეცვლილ სიტუაციასთან
ადაპტაციის სირთულეები. სირთულეები სწავლის პროცესში, რთული სამუშაოს
შესრულებისას, სირთულეები შემოქმედებითი პოტენციალის განვითარებაში,
უნარების განვითარება და ა.შ. ამ დონეზე სურვილებსა და დაბრკოლებებს შორის
კონფლიქტი არც თუ ძლიერია, ფიქსაციისაგან განთავისუფლება საკმაოდ ადვილად
ხდება გონივრული საბუთების მოტანის შემთხვევაში.

ცნება ნორმას აქვს ორი ძირითადი მიდგომა. პირველი მიდგომის შესაბამისად


ნორმად ინდივიდის ყველა ის თვისება არის აღიარებული, რომელიც საშუალოდ
დამახასიათებელია მთელი პოპულაციისათვის ან ჯგუფისათვის. ინდივიდი,
რომლის ზოგიერთი თვისება ძალიან გადაიხრება საშუალოსაგან(დაშორდება
საშუალოს), არანორმალურად იქნება აღიარებული. ნორმისადმი მეორე მიდგომას
ინდივიდუალურად იყენებს ფსიქიატრია და ჩვეულებრივი ადამიანები ყოფაში.
ნორმად აღიარებულია ყველაფერი ის, რაც არ არის ნორმა, ხოლო „არა ნორმა“,–ეს
არის ის, რაც მთლიანად ამოვარდება ჩვეულებრივის და საერთო აღიარების სიიდან.
ადამიანი, რომელიც ამტკიცებს რომ ორჯერ–ორი არის ხუთი იმდენად განსხვავდება
საკუთარი მსჯელობით ყველასათვის ცხადი მსჯელობიდან, რომ ის ადვილად
შეიძლება მიჩნეული იქნეს არანორმალურად ან არც თუ ნორმალურად. მაგრამ
გასაგებია, რომ ზოგჯერ გენიალური ადამიანი შეიძლება არანორმალურად იქნეს
აღიარებული, რადგან მისი დასკვნები ეწინააღმდეგებიან ცხადს, თუმცა მისი
მოქმედება გამოირჩევა ლოგიკურობით, ხოლო დასკვნები განმტკიცდება პრაქტიკით
(Линде, 2010:30). (არანორმალურობის შეფასება შეიძლება განსხვავებულმა
სიტუაციებმაც გამოიწვიოს. მაგალითად, სოფელში შუა ქუჩაში სიარული ხშირად
ჩვეულებრივი ამბავია, რადგან ტროტუარები იშვიათად არის მოწყობილი. ამიტომ
შუა ქუჩაში მოსიარულე არანაირ ეჭვს არ იწვევს, მაგრამ ქალაქში, სადაც ფეხით
მოსიარულეებისათვის არსებობს ტროტუარი, შუა ქუჩაში მოსიარულე ადამიანის
ნორმალურობაში ბევრს შეიძლება ეჭვის შეტანა (გ.ჩ.).

3. ქცევითი დეზადაპტაციის დონე. ამ დონეს აგრეთვე შეიძლება ვუწოდოთ,


ნევროტული რეაქციების დონე. ადამიანი არ არის კარგად ადაპტირებული
ცხოვრების ამა თუ იმ მხარეებთან. ზოგჯერ ის ვერ დაძლევს საკმაოდ მარტივ
ცხოვრებისეულ სიტუაციებს, არაადეკვატურად რეაგირებს სირთულეებზე, აქვს
პრობლემები ურთიერთობებში. მისი ცნობიერება ნაკლებ ცხადია და უფრო
დავიწროებულია, განსაკუთრებით თვითცნობიერების თვალსაზრისით, ვიდრე წინა
დონეზე, მსჯელობის ლოგიკა ზოგჯერ ირღვევა, ის ხშირად განიცდის ნეგატიურ
ემოციებს, დაძაბულობას.

პრობლემები, რომლებსაც ის აწყდება, ჩვეულებრივ სხვა ადამიანებთან


ურთიერთობებს, სამუშაოზე და სწავლაში სირთულეებს, გაუბედავ ქცევას,
არაადეკვატურ ემოციურ რეაქციებს და სხვა ამგვარს ეხება. ზოგჯერ ამ დონეზე
გადმოდიან „ნორმალური“ ადამიანები, მაგრამ ეს სწრაფად გადაივლის.

ეს ადამიანები უფრო ძლიერ არიან ფიქსირებულნი ვიდრე ნორმაში მყოფი


ადამიანები და მუდმივად გრძნობენ ფრუსტრაციას. „ჩავარდნა“ მაშინ ხდება,
როდესაც გარემოებები შეეხება მათ მტკივნეულ ადგილს, ფიქსაციას. ასეთ
შემთხვევაში სრულყოფილი ადეკვატური რეაქცია მათთვის შეუძლებელია.
მოქნილობა მნიშვნელოვანწილად დაკარგულია, მათ შეუძლიათ თავის შეკავება,
მაგრამ ფიქსაციისაგან განთავისუფლება არ შეუძლიათ, თუმცა ხშირად აცნობიერებენ
მას. მათი სუბიექტობა ნაწილობრივ დაზიანებულია. ფიქსაციასთან დაკავშირებულ
ცხოვრების სფეროებში, ვლინდებიან სტერეოტიპული რეაქციები.

4. ემოციური დარღვევების დონე. ამ დონეზე ინდივიდი განიცდის დროებით


(რამდენიმე დღე, ზოგჯერ კვირა), მაგრამ საკმაოდ სერიოზულ ნევროტულ
მდგომარეობას: დეპრესიული მდგომარეობები, რისხვის შეტევა, სასოწარკვეთილება,
დანაშაულის გრძნობა, მწუხარება. ეს მდგომარეობები თანდათან გაივლის ხოლმე და
რეგულარულად არ მეორდებიან. შეიძლება იყოს აგრეთვე ქრონიკული მაგრამ არც
თუ ძალიან ძლიერი ნეგატიური ემოციური მდგომარეობები. ყველა მაჩვენებლები,
რომელთა შესახებ ზემოთ იყო საუბარი ძლიერდებიან. ცნობიერება კიდევ უფრო
ნაკლებ ცხადი ხდება და უფრო მეტად დავიწროებული, იკარგება აზროვნებისა და
ქცევის მოქნილობა, იზრდება შინაგანი და გარეგანი ჩვეულებრივი დაძაბულობა.
ამ დონისათვის დამახასიათებელია პრობლემების შემდეგი ტიპები: ახლო
ადამიანის დანაკარგი. სიყვარულით გულგატეხილობა, მნიშვნელოვანი მიზნების
რეალიზების შეუძლებლობა; ოჯახში მძიმე ურთიერთობები; სიცოცხლის აზრის
დაკარგვა; სტრესის, შიშის (არც თუ ძლიერის) შედეგები.

ფიქსაციები უფრო ძლიერია, ლოგიკური არგუმენტები არ გვეხმარება


განთავისუფლებაში. სუბიექტად ყოფნის უნარი მნიშვნელოვნად ზიანდება,
ცხოველქმედების მრავალი ფორმა ამოვარდება ხოლმე ინტერესების სფეროდან,
ვიწროვდება ცნობიერების ჰორიზონტი, დაბლდება ურთიერთობების დამყარებისა
და გაგების უნარი. ზოგადი ადაპტაციის უნარი არ ზიანდება, მაგრამ სტერეოტიპუ-
რობა იზრდება. ადამიანი თითქოს წრეში დადის და საკუთარ პრობლემასთან ჯაჭვით
არის მიმაგრებული.

5. ნევროზის დონე. ეს დონე ტრადიციულად უკვე ავადმყოფობის დონეს


მიეკუთვნება, მაგრამ ფსიქოლოგიური მიდგომის დროს ჩვენ ყოველთვის მის
საფუძველში ვნახულობთ გადაუჭრელ ფსიქოლოგიურ პროცესებს. თუმცა
თანამედროვე მედიცინა ნევროზებს ფსიქოგენური წარმოშობისად თვლის.

ნევროტული მდგომარეობები და რეაქციები ხდება მუდმივი (ან ისინი


პერიოდულად მეორდებიან). ამ სფეროს მიეკუთვნებიან ისეთი ტიპის პრობლემები
(ან ადაპტაციები): აკვიატებული შიშები (ფობიკური ნევროზი), ნევროზული
აკვიატებები (ობსესურ–კომპულსური ნევროზი), იპოქონდრია, ისტერია,
შფოთიანობის ნევროზი, ანორექსია, ბულიმია და ა.შ. სირთულის ამავე დონეზე
შეიძლება განთავსებული იქნენ ფსიქოსომატური სნეულებები, რომლებსაც
ჩვეულებრივ მიაკუთვნებენ: ასთმას, ჰიპერტონიას, ალერგიას, თავის ტკივილებს და
მრავალი სხვა, და აგრეთვე ისეთი პრობლემები, როგორიცაა ალკოჰოლიზმი და
თამბაქოს მოწევა. აქვე უნდა განვათავსოთ პოსტრავმული სტრესი.
ყველა ასეთ შემთხვევაში „დაავადების“ საფუძველი დაკავშირებულია
სიღრმისეულ–ფსიქოლოგიურ ფიქსაციასთან, რაც ჩვეულებრივ ინდივიდის
ბავშვობის განვითარების თავისებურებებით არის განპირობებული (პოსტრავმული
სტრესის გარდა). ეს შეიძლება იქნეს კასტრაციის კომპლექსი (ფროიდის მიხედვით),
არასრულყოფილების კომპლექსი (ა. ადლერის მიხედვით), ცხოვრების არაადაპტური
სცენარი (ე. ბერნის მიხედვით) და სხვა ფსიქოლოგიური ფაქტორები.

ფიქსაციები ძლიერია მათი რიგიდულობისა და ფიქსირებული გრძნობების


თვალსაზრისით. ფიქსაციებისაგან განთავისუფლება არ ექვემდებარება ცნობიერ
ძალისხმევას, ადამიანი გრძნობს საკუთარი ფიქსაციის ჭეშმარიტ მიზეზებს, იყენებს
დაცვებს (ფსიქოანალიტიკური თვალსაზრისით), რათა განერიდოს საკუთარი თავის
გაგებას. ადამიანი შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს თერაპევტულ დახმარებას, თუ ის
ავლენს ჭეშმარიტებას და მიმართულია ფიქსაციისაგან განსათავისუფლებლად.
სუბიექტურობა დაზიანებულია ცხოველქმედების უდიდეს სფეროში, ცნობიერება
შეზღუდულია, სტერეოტიპულობა გაზრდილია, კუნთური და ფსიქოლოგიური
დაძაბულობა იზრდება, იზრდება ნეგატიური ემოციების რაოდენობა. ვითარდება
უძლურობის, უმწეობისა და უპერსპექტივობის შეგრძნებები (ე.ი. ობიექტობის
მდგომარეობები).

6. ფსიქოპათიების დონე (ან პიროვნული აშლილობების დონე). ამ დონეს


მიეკუთვნება ხასიათის ავადმყოფური გამრუდებები, ე.ი. უკვე თვით პიროვნება
მახინჯდება. გამოყოფენ ფსიქოპათიის შიზიოდურ, ისტერიოდიულ, ეპილეპტოი-
დურ, ჰიპერთიმიულ და სხვა ტიპებს. აგრეთვე ამ დონეს მიაკუთვნებენ სექსუალურ
გაუკუღმართებებს და ქცევის მანიაკალურ ტიპებს, არსებობენ, მაგალითად,
პათოლოგიური მატყუარები, მოთამაშეები და ა.შ. ფსიქოპათიის დონეზე
პირობითად შეიძლება განვათავსოთ აგრეთვე ნარკომანია.

ასეთი ინდივიდუუმების ცნობიერება არა იმდენად დანისვლულია ან დავიწ-


როებული, არამედ უფრო მეტად დამახინჯებულია. მათ შინაგან სამყაროში
დომინირებენ უარყოფითი ემოციები: რისხვა, შიში, სიძულვილი, სასოწარკვეთი-
ლება. ზოგჯერ ეს გარეგნულად შეუმჩნეველია, მაგრამ კრიტიკულ სიტუაციაში ეს
ემოციები ვლინდებიან პათოლოგიური ფორმით. მუდმივი დაძაბულობა ვლინდება
სპეციფიკური კუნთური ჯავშნის სახით. ამ დონის პრობლემებს მედიცინა როგორც
ნერვული სისტემის პათოლოგიას, ისე ბავშვობის პერიოდში აღზრდის
თავისებურებებს მიაკუთვნებს. ფსიქოლოგები კი, რა თქმა უნდა, აქაც ფსიქოლოგიურ
მიზეზებს ხედავენ, რომლებიც ადრეულ ბავშვობაში ან პრენატალურ პერიოდშიც კი
პოულობენ საფუძველს.

სუბიექტურობა აქ კიდევ უფრო მეტად არის დაზიანებული, ფიქსაციები


ძალიან ძლიერია. რწმენა–წარმოდგენებში, ემოციებში, ქცევაში და აზროვნებაში
შეიმჩნევა ძალიან ხისტი, რიგიდული სტრუქტურები, რომლებიც ინდივიდს არ
აძლევენ საშუალებას თავისუფლად იმოქმედონ, იქვემდებარებენ მას. ლოგიკისა და
ინდივიდის სარგებლობის საწინააღმდეგოდ რეალობის სურათი არ არის
დამახინჯებული, მაგრამ დამახინჯებულია რეალობის ამა თუ იმ ასპექტების მიმართ
დამოკიდებულება. თვითონ სუბიექტი დამახინჯებულია, მაგრამ შეიძლება ვერ
ამჩნევდეს საკუთარ გამრუდებულებას ან არ სურს მისი შეცვლა. თვითონ ეს
გამრუდებულობა კი წარმოშობს ძალიან ძლიერ და რიგიდულ პირველად
ფიქსაციებს.

ნარკომანებს ის ახასიათებს, რომ ისინი გამოდიან საკუთარი ტანჯვის


მდგომარეობიდან ნარკოტიკის მეშვეობით და ხელოვნურად ხდებიან
„ზენორმალური“ მდგომარეობის პასიური ობიექტები, მაგრამ როგორც კი
ნარკოტიკის მოქმედება მთავრდება, ისინი ისევე, როგორც სათამაშო პლასტმასის
„ეშმაკუნა“ რეზინის ზონარზე უბრუნდებიან საწყის მდგომარეობას, რომელიც მათ
უკვე კიდევ უფრო უარესად ეჩვენებათ. ნარკოტიკები მათ სუბიექტებისაგან
ობიექტებში გარდაქმნიან და ამით დროებით აკომპენსირებენ მათ პირვანდელ
ტანჯვას, რაც გაუცნობიერებელი ფიქსაციით არის განპირობებული (Линде, 2010:33).
(არ არის გამორიცხული, რომ ნარკომანები მანამდეც ობიექტის თავისებურ
მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, რადგან არასრულფასოვნება აიძულებს მათ
ნარკოტიკების საშუალებით დააკომპენსირონ თავისი არასრულფასოვნება, თუნდაც
ეს მიბაძულობის საფუძველზე ხორციელდებოდეს (გ.ჩ.).

7. ფსიქოზების დონე. ამ დონეს მიეკუთვნება მწვავე ფსიქოტური დაავადება


შიზოფრენია, მანიაკალურ–დეპრესიული ფსიქოზი და სხვა ფსიქოზები. ამ დონეს
უნდა მივაკუთვნოთ აგრეთვე ეპილეფსია, რომელიც ფორმალურად არ მიეკუთვნება
ფსიქოზებს და აგრეთვე პიროვნების მრავლობითი გახლეჩა.

ფსიქოზები, უპირველეს ყოვლის, ხასიათდებიან რეალობის შერყვნილი


აღქმით, რაც მაგალითად, გამოიხატება ბოდვით და ჰალუცინაციებით. ინდივიდი,
მნიშვნელოვანწილად წყვეტს საკუთარი ქცევის გაკონტროლებას ცნობიერების
დახმარებით. დაძაბულობა ძლიერ იზრდება, მაგალითად, შიზოფრენიით
ავადმყოფებს აღენიშნებათ კუნთების ჰიპერთენზია (ზედადაძაბულობა). უძლიერესი
ძალის ნეგატიური გრძნობები (სიძულვილი, შიში, სასოწარკვეთილება) ითრგუნება
ნებისყოფის უდიდესი ძალისხმევით, რაც გარეგნულად შეიძლება გამოიყურებოდეს
როგორც ემოციური სიჩლუნგე. სუბიექტურობა უკიდურესი ხარისხით არის
დაზიანებული, ზოგიერთ ავადმყოფს ეს სრული სტუპორით (შიზოფრენი–
კატატონიკი) გამოეხატება. ამ დონის პრობლემა მედიცინის მიერ განისაზღვრება,
როგორც ტვინის დაავადება, თუმცა ეს ჰიპოთეზა ჯერ–ჯერობით არ არის
დამტკიცებული, ისევე როგორც არ არის დამტკიცებული ამგვარი დაავადებების
ფსიქოლოგიური ბუნება.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანთა პრობლემების დონეები აღნიშნავენ


პიროვნების „დაცემის“ საფეხურებს, ისინი ხასიათდებიან შემდეგი ცხოვრებისეული
პარამეტრების გაუარესებით, თუ ამას განვიხილავთ „ზენორმიდან“ დაწყებული
ფსიქოზების დონემდე:
1. ცნობიერება სრული სიცხადიდან სულ უფრო მეტად დავიწროებულ და
ჩამობნელებულ (გაბუნდოვანებულ) მდგომარეობაში გადადის;

2. თვითგაგების (გაცნობიერების) და თვითრეგულაციის ხარისხი აგრეთვე


უარესდება ყოველ შემდეგ საფეხურზე გადასვლისას;

3. ყველაზე უფრო მეტად სასიხარულო და მშვენიერი ემოციური


მდგომარეობის ფორმებიდან ისეთი მდგომარეობის ფორმებზე ხდება გადასვლა ,
რომლებიც შეიძლება „ჯოჯოხეთურ“ ფორმებად დახასიათდნენ. ნეგატიური
ემოციების ინტენსივობა იზრდება ერთი საფეხურიდან მეორეზე გადასვლის დროს;

4. აზროვნებისა და ქცევის მოქნილობა მცირდება საფეხურიდან საფეხურზე,


სრულად რიგიდულ ვარიანტში გადასვლით,მცირდება შემოქმედებების უნარი;

5. საფეხურიდან საფეხურზე გადასვლისას იზრდება ფსიქოლოგიური და


კუნთური დაძაბულობა მსუბუქი და მოდუნებული (რელაქსისებურ) „ზენორმის“
დონეზე მუდმივ უკიდურეს კუნთურ დაძაბულობამდე და კატატონიამდეც კი
ფსიქოზების დონეზე;

6. პიროვნების თავისუფლებისა და ავტონომიურობის გრძნობა საკუთარ


თავში, საკურთან შესაძლებლობებში და უფლებებში სრული დარწმუნებულობიდან
მცირდება იმის რწმენამდე, რომ შენ როგორც რობოტს, ვიღაც, უცხო ძალა გმართავს.

ყველა პრობლემების დონე ერთმანეთისაგან უპირველეს ყოვლისა


განსხვავდება ინდივიდის მიერ ამა თუ იმ არარეალიზებულ მიზანზე
ფიქსირებულობის ხარისხით. ზუსტად ეს ფიქსირებულობა წარმოშობს
თავისუფლებისა და ავტონომიურობის დაკარგვას, ცნობიერების დავიწროებას,
აზროვნების მოქნილობის დაკარგვას, ხშირად საკუთარ თავზე მიმართულ ნეგატიურ
ემოციებს. უკიდურეს კუნთურ დაძაბულობას. ეს გარემოებები კი სულ უფრო მეტად
იწვევენ სუბიექტურობის დაკარგვას და ტანჯული ობიექტის თვისებების
დაუფლებას. აქ საკვანძო ფაქტორებად გვევლინება ინდივიდის მიერ არჩეულ
დახშული გრძნობებისა და ადაპტაციის უნარის ენერგეტიკული სიძლიერე.

→ ყველა ფსიქოლოგიური პრობლემა წარმოადგენს ამა თუ იმ ერთმანეთთან


დაკავშირებულ სუბიექტობის მდგომარეობის ფორმებს და მათ მიახლოებას
ინდივიდის ობიექტის მდგომარეობის ფორმებამდე.

ფსიქოლოგ–კონსულტანტი არ უნდა ცდილობდეს და უფლებაც არა აქვს


უმკურნალოს ფსიქიკურად ავადმყოფ ადამიანებს. ფსიქოლოგ–კონსულტანტმა უნდა
შეძლოს და განასხვავოს ფსიქოლოგიური პრობლემების დონეები და ტიპები,
რომლებსაც პრაქტიკაზე ხვდება და არ აიღოს საკუთარ თავზე ამოცანები, რომლებიც
არ შედიან მის კომპეტენციაში. ამავე დროს მას შეუძლია ფსიქოლოგიურ
პრობლემებზე იმ ინდივიდების კონსულტირებაც, რომლებიც ფსიქიკური ნორმის
მიღმა იმყოფებიან და რომლებსაც აგრეთვე აქვთ ფსიქოლოგიური პრობლემები.
ყველა შემთხვევაში ფსიქოლოგ–კონსულტანტი უნდა ცდილობდეს
გაანთავისუფლოს სუბიექტი იმ ემოციური ფიქსაციისაგან, რომლებიც ზღუდავს მას
(Линде, 2010:35).

You might also like