You are on page 1of 5

სიტყვა გეშტალტი ნიშნავს მთელს, ფიგურას, ფორმას, კონფიგურაციას.

თერაპიასთან
მიმართებაში გულისხმობს იმგვარი ადამიანის გამთლიანებას, რომელიც დაშლილია,
ნაწილებად არის ქცეული, აზრები მოწყვეტილია ემოციებთან, განცდებთან, საქმეებთან.
გეშტალტფსიქოლოგია შეიქმნა მეოცე საუკუნის დასაწყისში როგორც ერთერთი ძირიადი
ფსიქოლოგიური მიმართულება, მსგავსად ბიჰევიორიზმის, ფსიქოანალიზის. თერაპიამ
ბევრი რამ წამოიღო გეშტალტფსიქოლოგიისაგან. წარმომადგენლები იყვნენ: კოფკა, ლევინი,
ვერტჰაიმერი. გეშტალტფსიქოლოგების აზრით: ჩვენი სამყარო შედგენა ნაწილაკებისა და
მოლეკულებისაგან, მაგრამ აღქმაში მოლეკულებს ვერ ვხედავთ, ნაწილაკებთან არ გვაქვს
საქმე. კავშირი გვაქვს მთელთან. სამყაროს გეშტალტურად აღვიქვამთ, ანუ მთელებისაგან.
ნაწილების ჯამი არითმეტიკულად ამგვარია: 1+1=2. გეშტალტფსიქოლოგიაში სხვაგვარადაა,
მთელს ისეთი თვისებები გააჩნია, რომ ნაწილებში არ მოიძებნება. მაგალითად, რძიანი ყავა
შედგება შაქრისა და ყავისაგან. ყავის გემო კი არ დაიყვანება შაქრის გემოზე. კიდევ უფრო
მეტი რაღაც მივიღეთ რაც არ მოიძებნება მის ელემენტებში. ნაწილების ჯამი ნაკლებია
მთელზე.

პიროვნების შესწავლისას ცალ-ცალკე შეისწავლებოდა სხვადასხვა კოგნიტური პროცესები,


და ამის შემდეგ უნდა მიგვეღო პასუხი ადამიანზე. გეშტალტის მიხედვით კი ესე არ არის,
ნაწილების მიხედვით მთელს ვერ შევწვდებით. გეშტალტთერაპიის შემქმნელად და
ავტორად ითვლება ებრაული წარმოშობის ფსიქოთერაპევტი-სოლომონ პერლზი.

დრო და სივრცე. დრო არის წარსული არის მომავალი. გეშტალტთერაპიამ შემოგვთავაზა


დროის სხვა განმარტება, რომ ადამიანი ყოველთვის აწმყოში იმყოფება. ჩვენ არ ვართ არც
წარსულში და არც მომავალში. ადამიანი რომელიც დარდობს-რატომ მოხდა ეს? ადამიანი
წარსულშია დარჩენილი. მასზე ტირილი ნევროტულია, ასევე რაც არ მომხდარა მასზე
დარდი არასწორია, რადგან საყრდენი ადამიანის არის აწმყო, თუ აწმყოში ის ეფექტურად
მოქმედებს ის ყველაზე კარგი მომავლის შემქმნელია. აქტუალიზირებული ადამიანი
ყველაზე კარგად ახერხებს აქ და ამჟამად მყოფნას. ნევროტული ადამიანი კი მუდამ
წარსულზე. თუ გვინდა ცვლილება შევიტანოთ, ის მხოლოდ აწმყოშია შესაძლებელი.
ცვლილებას წარსულსა და მომავალში ვერ შეიტან. ახლა უნდა შეცვალო აწმყოში. ადამიანი
მიჯაჭვული თუ არის წარსულსა და მომავალზე ის დაკარგავს აწმყოს. გეშტალტთერაპია
ააქტიურებს ადამიანს აწმყოში. რაც შეეხება სივრცეს- სამყარო 3 ძირითად ნაწილადაა
დაყოფილი: კანქვეშ არსებული სხეული და რეალობა, თერაპევტი აქცევს ყურადღებას
როგორ კონტაქტშია საკუთარ სხეულთან ადამიანი? აქტუალიზირებული პიროვნება კარგად
განიცდის საკუთარ სხეულს, ნევროტულს დაკარგული აქვს მასთან კონტაქტი, თითქოს
სხეული მისი არ არის. იმპულსები რომელიც გვესაუბრება კომფორტსა და დისკომფორტზე.
თუ სხეული ჩვენი ნაწილია, ამშინ ის აქტუალიზების მნიშვნელოვანი ბაზაა, მაგალიტად
ვარჯიშები რომლებიც მოწოდებულია გააძლიეროს ჩვენი საკუთარი თავი. მეორე ზონა არის-
კანის გარეთ, ის რაც ჩემში არ არის: მაგალითად მეგობარი, მშობელი. რამდენად ხედავს
ადამიანი მის გარეთ სივრცეს? მესამე ზონა- ფანტაზიის ზონა (ფიზიოთერაპიაში უწოდებენ).
არც მის სხეულში, არც საზოგადოებაში მიმდინარეა, არამედ ფანტაზიაშია. ნევროტული
ადამინი ცხოვრობს ისე რომ დაკარგული აქვს სხეული და გარემო, ამის მაგივრად ფანტაზიის
რელობასთან არის კავშირში. ხშირად თუ ადამიანი კავშირშია ფანტაზიის რეალობასთან.
ფანტაზიის რეალობასთან კავშირი სახიფათოა, რადგან სულ ფანტაზიებში არ უნდა ვიყოთ.
რა პოზიტიური დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს ფანტაზიის რეალობას? შემოქმედება
მაგალითად არის ფანტაზიის ნაყოფი. დიდი მწერლები იგონებენ ახალ რეალობას, ისინი
შემომტანნი არიან ახალი ხედვით.

პიროვნული ზრდა გეშტალტთერაპიაში. მოცემული განვითარების დონეები ბიოლოგიურ


ასაკს არ ეხება. ყველაზე დაბალი დონე არის-გამეორების დონე. პატარა ბავშვი იმეორებს
დედისა და მამის ქცევებს. შედარებით მაღალია-როლების თამაშის დონე. გამეორებისა და
იმიტაციის გარდა ხშირად როლს თამაშობს, მაგ: კარგი ბავშვის როლი, დის დოლი, ძმის
როლი. ესეც დაბალი დონეა პიროვნული განვითარების. შემდეგ ფონეს-ჩიხი წარმოადგენს.
როლს თამაშობს, იმეორებს სხვის საქციელს თუმცა მიზანს მაინც ვერ აღწევს. გარე ხმის
გაგონებით ადამიანი ვერ იქნება თავისუფალი და აუთენტური, რომელიღაც ასაკში უნდა
თქვას რომ თავად არის პასუხისმგებელი მის ქცევაზე. ჩიხის დონეზე იბადება ნამდვილი
ადამიანი, რომელსაც შეუძლია გადაჭრას პრობლემები თავისათვის და სხვებისათვის.

გეშტალტთერაპიის ტექნიკა. მუდმივად მიმდინარეობს აწმყოში. ორი სკამის მეთოდი: ორი


სკამი არის ერთმანეთთან პირისპირ, ადამიანი ხან ერთზეა ხან მეორეზე. საუბრობს მისთვის
ორი პოზიციით, რომელიც ერთმანეთთან კონფლიქტშია, მაგალითად: ორი
დაპირისიპირებული ხმა არის ადამიანში, ერთი ამბობს რომ არ გააკეთო გაჩერდი, უმწეო,
ცუდი ხარ, მეორე კი-პირიქით, ახლავე უნდა გააკეთ, არ გადადო, გჭირდება. ორი
საპირირისპირო რამ არის ერთ ადამიანში. რა ძალები იბრვის ადამინში? ამას უყურებს
თერაპევტი. ხშირად შეიძლება აცნობიერებს ადამიანი, ხშირად კი არ ესმის გულის რომელ
ხმას მიჰყვება. იდეალურია როდესაც დირიჟორობს დისპოზიციურ ძალებს,
გათვალისწინებულია ერთიც და მეორეც. ადამიანს კი უჭირს ეს. გეშტალტთერაპევტი
ეხმარება მისი პოზიციებიდან დაანახოს, რომელიც მისეული. ახალი გეშტალტი უნდა
შეიქმნას, რომელიც მოდის ცხოვრებაში.

გეშტალტთერაპიით მკურნალობა მიმართულია არა მხოლოდ განკურნების არამედ


პიროვნული განვითარების და ზრდის პროცესისკენ, თავისთავადობის, მთლიანობის
მისაღწევად. გეშტალტ თერაპიის მიზანია ადამიანმა ენერგია საკუთარ თავს, გარე
რეალობასთან კონტაქტს და მასთან ინტეგრირებას, პიროვნულ ზრდას მოახმაროს. სიტყვა
“გეშტალტი” გერმანული სიტყვაა და მთელს ნიშნავს. “Now and here”
გეშტალტ თერაპიიის საფუძვლები გეშტალტ თერაპიის ჩამოყალიბება-განვითარებაზე
დიდი გავლენა იქონია ეგზისტენციალიზმმა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმდინარეობას
ბევრი აქვს საერთო ფსიქოანალიზთან, და რიგ სახელმძღვანელოებში, ის
ფსიქოანალიზის სახესხვაობადაა მოხსენიებული, ადამიანის ბუნებასა და ყოფიერების
განცდა ახსნის თვალსაზრისით, აწმყოზე ორიენტაციით; აქ, ახლა და ამჟამად არსებობის
რეალიზაციით ეს ფსიქოთერაპიული მოდელი ეგზისტენციალურ მიმდინარეობათა
შორის ეწერება. აშკარაა ნათესავობა ისეთი ეგზისტენციალისტებთან როგორებიცაა:
ბოსი, ბინსვანგერი, ჰაიდეგერი, მასლოუ. პერლსი თავის ავტობიოგრაფიაში იხსენებს
კურტ გოლდშტეინს, მასლოუს, რომელთა შემოქმედებაშიც მან ყურადღება მიაქცია
თვითაქტუალიზაციის ცნებას. ამასთან დაკავშირებით პერლსი მოიხსენიებს ჰერტრუდა
სტაინს და მის ნაშრომს „ვარდი არის ვარდი“, რომელშიაც არსებობის და
თვითრეალიზაციის ეგზისტენციალური მსოფლმხედველობაა წარმოჩენილი.

თანამედროვე ფსიქოთერაპიაში ეგზისტენციალური მსოფლმხედველობის სამი მსხვილი


მიმართულებაა. ესენია: გეშტალტ თერაპია, ფრანკლის-ლოგოთერაპია და ბინსვანგერის
ეგზისტენციალური ანალიზი. მაშინ, როდესაც ფრიც პერლსი თავის ფსიქოთერაპიულ
მიმართულებას სახელს არქმევდა მისი მეუღლე ლორა პერლსი, რომელიც აქტიურად
მონაწილეობდა ამ პროცესში კატეგორიულად უარყოფდა გეშტალტ თერაპიის სახელს და
მომხრე იყო დასახელებაში სიტყვა `ეგზისტენციალური~ რომ ყოფილიყო. ამ
საყვედურში უდაოდ ბევრია რაციონალური. მრავალთა აზრით გეშტალტ თერაპიის
კავშირი გეშტალტ ფსიქოლოგიასთან ფორმალურია, და იგი მთლიანად
ეგზისტენციალიზმის სულითა და პათოსითაა გაჟღენთილი. თუმცა თავად პერლსი
გეშტალტის პარადიგმის, ადამიანის ბუნების ჰოლისტურად გაგების მომხრე იყო, რაც
თერაპიული მოდელის დასახელებაშიც აისახა. როგორც პერლსის თანაავტორები და
კოლეგები რალფ ჰეფერლინი და პაულ გუდმანი ამბობენ, რომ ცხოვრებაში არსებობს
სპეციფიკური „გეშტალტური განწყობები:, ისინი ჯერ კიდევ აღმოსავლურ
მოძღვრებებშია აღწერილი. გეშტალტ თერაპიის ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვანი
გავლენა იქონია ძენ ბუდიზმმაც. ადამიანის ბუნების სრულყოფა-განვითარება, საკუთარი
სუბსტანციის წვდომა და სამყაროსთან ჰარმონიზაციის იდეები ძველი ინდურ-ჩინური
მოძღვრებიდან მომდინარეობს. თავად პერლსიც ამ ეგზისტენციალური გეშტალტ
თერაპია ზემოქმედების ძალით ბერლინელი სათვალიანი აკადემიური მეცნიერი,
სიბერეში თეთრ ხალათიან ინდოელ, წვერიან, მომღიმარი მოხუცის გარეგნობის გურუდ
გარდაიქმნა.

მიუხედავად იმისა, რომ გეშტალტ თერაპიამ ამდენი განსხვავებული მიმართულების


გავლენა განიცადა, იგი მკაფიო ინდივიდუალობის ერთ სისტემად შეკრულ
ფსიქოთერაპიულ მოდელს წარმოადგენს. გეშტალტ თერაპია დღესაც იცვლება,
ვითარდება. დღევანდელი მიმდევრები მას თანამედროვე სახეს, იერს აძლევენ,
გამოყენების ახალ ჰორიზონტზე გაჰყავთ. მიუხედავად იმისა, რომ გეშტალტ თერაპიაში
მრავალი გამოჩენილი წარმომადგენელია: რალფ ჰაფერლინი, პაულ გუდმენი, ირვინ და
მირიამ პოლსტერები, კლაუდიო ნარანჰო, ჯერი ა. გრინუოლდი, ჯონ ბ. ენრაიტი, ლორა
პერლსი და სხვანი, რომლებიც მრავალი საინტერესო ნაშრომის ავტორნი არიან, მაინც
განსხვავებული და უნიკალურია ამ ფსიქოთერაპიული მოდელის ჩამოყალიბებაში ფრიც
პერლსის წვლილი.

გეშტალტფსიქოლოგიის მთავარი პრინციპი ისაა, რომ ქცევა იმ ფსიქოფიზიკური ველით


განისაზღვრება, რომელშიც აღმოცენდება. მიუხედავად იმისა, რომ გეშტალტფსიქოლოგია
ზოგადფსიქოლოგიური თეორიაა, ის, პირველ რიგში, მაინც აღქმის, დასწავლისა და
აზროვნების
პრობლემებს უკავშირდება და არა — პიროვნებას. სწორედ პიროვნებაზე ფოკუსირდება
ველის
თეორია, რომელიც კურტ ლევინს ეკუთვნის და გეშტალტფსიქოლოგიისა და
ფსიქოანალიზის
დიდი ზეგავლენისდა მიუხედავად, ორიგინალურ თეორიას წარმოადგენს.

ქვემოთ წარმოდგენილია გეშტალტფსიქოლოგიის ძირითადი დებულებები, რომლებიც


კურტ ლევინის თეორიაში აისახა:
1. სამყაროს, მოვლენის ხატი (სხვა სიტყვებით „გეშტალტი“) ცალკეული ელემენტების,
ცალკეული შეგრძნებების სინთეზის გზით იქმნება. ისინი ერთბაშად წარმოიქმნებიან,
როგორც მთლიანობითი ფენომენი. სხვა სიტყვებით, გეშტალტი არ არის ნაწილების ჯამი,
არამედ -- მთლიანობითი და ერთიანი სტრუქტურაა. ცხადია, შესაძლებელია ამ
მთლიანობითი ხატის გაანალიზება და მასში გარკვეული ნაწილების
გამოდიფერენცირება, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ მთლიანი დამოკიდებულია ნაწილებზე,
ვინაიდან, ყოველი ნაწილი, თავის მხრივ, დამოკიდებულია მთელზე.
2. ხატი „მოცემულ მომენტში“268 იქმნება. წარსული გამოცდილება არანაირ როლს არ
ასრულებს ამ გეშტალტის შექმნაზე. ის ინსაიტის269 ან „აჰა-განცდის“ მეშვეობით იქმნება.
წარსული გამოცდილების როლის დაკნინება გეშტალტფსიქოლოგიის და ლევინის
თეორიის ოპონენტების მხრიდან კრიტიკის ერთ-ერთი ძირითადი ობიექტი იყო.
წარსულის ხატები შეიძლება მოცემულ მომენტში აქტუალიზირდეს და ადამიანის ქცევა
განაპირობოს, მაგრამ ეს არ არის ის გავლენა, რომელსაც ბიჰევიორისტები და
ფსიქოანალიტიკოსები მოიაზრებდნენ.
3. იზომორფიზმის პრინციპი, ანუ პრინციპი, რომელიც სხვადასხვა მეცნიერებაში
კანონზომიერებების იგივეობრიობას ამტკიცებს (მაგალითად, ფსიქოლოგიური
კანონზომიერებები ფიზიოლოგიური კანონზომიერებების იგივეობრივია). მიჰყვებოდა რა
ამ პრინციპს, კურტ ლევინმა ფიზიკაში, ქიმიაში, მათემატიკასა და ტოპოლოგიაში
მიღებული აღწერის სისტემები გამოიყენა.

geStalt-Terapia, pirovnebis mTlianobis aRdgenis mizniT, gonebisa da sxeulis


gaerTianebazea mimarTuli misi mizania sakuTari Tavis Secnoba, anu
TviTSemecneba, rac Semdegnairad miiRweva: klients exmarebian, rom gamoxatos
Sekavebuli grZnobebi da aRiaros warsulis konfliqtebis Semdeg darCenili
daumTavrebeli saqmeebis arseboba, romlebic mas axal urTierTobebSi gadaaqvs da
romelT damTavreba aucilebelia pirovnuli zrdis gasagrZeleblad.
geStalt-Terapiis fuZemdebeli fric perlzi Tavis klientebs konfliqtebTan dakavSirebuli
fantaziebisa da Zlieri grZnobebis gaTamaSebas sTxovda. isini
aseve, aRadgendnen sakuTar sizmrebs, romelTac perlzi maTi pirovnebis
aracnobierSi gandevnil nawilad miiCnevda. perlzi ambobda: „Cven
xelaxla unda vaRiaroT da Cvenad miviRoT sakuTari pirovnebis es proecirebuli, danawevrebuli nawilebi
da Cvenad unda miviRoT is
dafaruli potenciali, romelic sizmarSi iCens Tavs”.
geStalt-Terapiuli Sexvedrebis dros xdeba monawileTa waxaliseba, rom aRadginon kontaqti TavianT
„WeSmarit Sinagan xmebTan~
geStalt-Terapiis erT-erT yvelaze cnobil meTods carieli skamis teqnika
ewodeba: Terapevti klientTan axlos dgams cariel skams. klientma unda warmoidginos, rom skamze
moTavsebulia romelime grZnoba.
pirovneba, obieqti an situacia. igi „esaubreba~ skamze „mjdoms~. magaliTad, klientma SeiZleba
warmoidginos, rom skamze misi deda, an mama
zis; is maT mimarT gamoxatavs grZnobebs, romelTac sxvagvarad ar gamoxatavda. Semdeg klientma
SeiZleba warmoidginos, rom axla es grZnobebi
„sxedan~ skamze da maT „gaesaubros~ imis Sesaxeb, Tu ra gavlena aqvT maT klientis cxovrebaze. es
teqnika saSualebas aZlevs klients, daupirispirdes
da gamoikvlios gamoxatvis gareSe darCenili Zlieri grZnobebi, romlebic, SesaZloa, gavlenas axdendnen
mis fsiqologiur keTildReobaze.
geStalt-Terapia Terapia, romelic mimarTulia pirovnebis gamTlianebis mizniT
gonebisa da sxeulis gaerTianebaze.
geStaltfsiqologia fsiqologiuri skola, romelic amtkicebs, rom fsiqologiuri fenomenis gageba mxolod
maSin aris SesaZlebeli, Tu mas organizebul, struqturul mTlianobad miviCnevT da ar davanawevrebT
primitiul, martiv, perceptul elementebad.

You might also like