You are on page 1of 5

1

ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობები

ძილის რიტმი
ჩვეულებრივ, ძილს განიხილავენ როგორც ცენტრალური ნერვული სისტემის მოსვენებული
მდგომარეობის გამოხატულებას, მაგრამ სინამდვილეში იგი ქცევის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ქცევის ეს სახე მეტად
თავისებურია. როდესაც განვიხილავთ ქცევას, ყოველთვის ვგულისხმობთ, რომ იგი მოძრაობებით გამოიხატება. მაგრამ,
მოძრაობები ძილის პროცესშიც აღიძვრება, მაგალითად, ძილის ერთ-ერთი სტადიის დროს აღინიშნება თვალების
მოძრაობები, თუმცა, ზოგადად, ძილის პროცესი მაინც აქტიურ მოძრაობათა გარეშე მიმდინარეობს. დღე-ღამის
გარკვეულ მონაკვეთში აღიძვრება ლტოლვა, რომელიც გვაიძულებს ვეძიოთ წყნარი, კომფორტული ადგილი, დავწვეთ
და რამდენიმე საათის განმავლობაში შევინარჩუნოთ ასეთი მდგომარეობა.
დღის რიტმი გვაგონებს ცხოვრების რიტმს - ვიღვიძებთ დილით და ვიძინებთ ღამით. ჩვენი ორგანიზმი
სინქრონულდ ფუნქციონირებს დღისა და ღამის 24 საათიანი ციკლით ბიოლოგიური საათის მიხედვით, რომელსაც
ჰქვია ცირკადული რიტმი (ლათ. Circa–”ირგვლივ”, dias-”დღე”). მაგალითად, დილით მატულობს სხეულის
ტემპერატურა და პიკს აღწევს დღისით, ხოლო ღამით იწყებს დადაბლებას. ამრიგად, მოტორულ აქტივობას ორგანიზმის
შიდა ბიოლოგიური მექანიზმი, 24 საათზე მცირედ გახანგრძლივებული რიტმით აკონტროლებს.
ჩვენს ძილში არის ბიოლოგიური რიტმი: ჩვენ გავდივართ 30-100 წუთიანი ხანგრძლივობის ციკლს,
რომელიც ღამის მანძილზე შედგება 5 თანმიმდევრული სტადიისაგან. 1952 წელს იუჯინ აზერინსკიმ აღმოაჩინა ე.წ.
სწრაფი ძილის ფაზა (ძილი თვალების სწრაფი მოძრაობით).
მან თავის კოლეგასთან ერთად ჩაატარა კვლევები ათასობით ადამიანზე, რათა დარწმუნებულიყო, რომ
ძილი მართლაც შედგება ამ სტადიებისაგან. ცდის პირებს თავის ქალაზე (ტვინის ტალღების გასაზომად) და თვალების
კუთხეებთან (რომ გამოავლინოს მათი მოძრაობა), ასევე ნიკაპთან (რათა გამოავლინოს კუნთების დაძაბულობა). სხვა
ხელსაწყოები აღრიცხავს გულისცემის, სუნთქვის და სქესობრივი აგზნების დონესაც. როცა ადამიანი წევს
მოდუნებული, თვალდახუჭული, ენცეფალოგრაფი აღრიცხავს ალფა-ტალღების შედარებით ნელ მოძრაობას.
გარემოსთან შეგუების შემდეგ სუნთქვის სიხშირე ნელდება და ტვინის ტალღები აჩვენებს ძილის პირველი სტადიის
დადგომას. ამ სტადიაზე, რომელიც გრძელდება დაახლოებით 2 წუთს, ადამიანი შეიძლება ხედავდეს ფანტასტიკურ
სახეებს (ხატებს), რომლებიც გვაგონებს ჰალუცინაციებს (აღქმა სათანადო საგნის გარეშე). ადამიანს შეიძლება
მოეჩვენოს, რომ სადღაც ვარდება (ამ დროს სხეული კრთება), ან დაფრინავს. ასეთი შეგრძნებები შემდეგ შეიძლება
აღიბეჭდოს მეხსიერებაში. (ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ისინი მოიტაცეს უცხოპლანეტელებმა,
ჩვეულებრივ, იხსენებენ, რომ წამოდგნენ საწოლიდან). ცოტა ხნის შემდეგ ადამიანი დუნდება და გადადის ძილის
მეორე სტადიაში, რომელიც გრძელდება დაახლოებით 20 წუთს და ხასიათდება ეკრანზე წაგრძელებული ტალღების
გამოჩენით, რომელიც შეესაბამება ტვინის აქტივობის გააქტიურებას. ამ სტადიაზე ადამიანის გაღვიძება ადვილია,
თუმცა მას სძინავს. ძილში საუბარს, ჩვეულებრივ, უაზროს, შეიძლება ადგილი ჰქონდეს ამ ან ნებისმიერ სტადიაზე.
რამდენიმე წუთის შედეგ ძილის მესამედან ადამიანი გადადის ძილის მე-4 სტადიაზე - ღრმა ძილში. მესამედან
მოყოლებული მთელ მეოთხე სტადიაზე ტვინი ასხივებს ნელ დელტა-ტალღებს. ამიტომ მე-3 და მე-4 სტადიას
უწოდებენ დელტა-ძილს. ისინი გრძელდება დაახლოებით 30 წუთი და ამ დროს ძნელია ადამიანის გაღვიძება.
საინტერესოა, რომ მე-4 სტადიის ბოლოს ბავშვებმა შეიძლება ჩაისველონ ან იარონ ძილში.
მაშინაც კი, როცა ადამიანს სძინავს ღრმა ძილით, ტვინი განაგრძობს იმ ინფორმაციის გადამუშავებას,
რომელსაც ღებულობს ზოგიერთი გამღიზიანებლისგან. ადამიანი წრიალებს ლოგინში, მაგრამ არ ვარდება ლოგინიდან.
თუ მას ბავშვთან ერთად სძინავს, ძილში არ ვაწვებით, არ ვჭყლეტთ მას. ადამიანმა შეიძლება ვერ გაიგონოს სატვირთო
მანქანის ხმა, მაგრამ ბავშვის ტირილი სწრაფად აფხიზლებს მას. იგივე შეიძლება ითქვას მის სახელზე - ადამიანი ამ
გამღიზიანებელზე ყოველთვის სწრაფად რეაგირებს. ენცეფალოგრამის ჩანაწერები აჩვენებს, რომ ტვინის სმენითი ქერქი
ძილშიც კი რეაგირებს სმენით გამღიზიანებელზე.
ჩაძინებიდან დაახლოებით 1 საათის შემდეგ, ხდება საოცარი ამბები. იმის მაგივრად, რომ გაგრძელდეს
ღრმა ძილი, ადამიანი უბრუნდება ძილის საწყის მდგომარეობას. მე-2 და მე-3 სტადიის გავლის შემდეგ იწყება ძილის
ყველაზე საინტერესო სტადია - სწრაფი ძილი (ძილი თავალების სწრაფი მოძრაობით). დაახლოებით 10 წუთი
ტალღების სიხშირე გვაგონებს პირველი სტადიის ტალღების სიხშირეს, მაგრამ პირველისგან განსხვავებით, მატულობს
გულის ცემის სიხშირე (იგი ხდება წყვეტილი) და დახუჭული თვალები იწყებენ სწრაფად მოძრაობას. თუმცა სწრაფი
ძილის დროს ქერქის მოტორული ზონა ფუნქციონირებს, მისი მხოლოდ უმნიშვნელო იმპულსები აღწევს მოდუნებულ
მდგომარეობაში მყოფ კუნთებამდე. კუნთები იმდენად მოდუნებულია, რომ სახისა და თითების შემთხვევით
მოძრაობას (შეკრთომას) გარდა, ადამიანი თითქოს პარალიზებულია. ამასთანავე, ამ დროს ძნელია ადამიანის გაღვიძება.
ამიტომ სწრაფ ძილს ხშირად უწოდებენ პარადოქსულს: შიგნიდან სხეული აგზნებულია, ხოლო გარეგნულად იგი ჩანს
მშვიდი. კიდევ უფრო საოცარია შემდეგი რამ: თვალების სწრაფი მოძრაობა ნიშნავს, რომ ადამიანი ხედავს სიზმარს. ის
2

ადამიანებიც კი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ არასდროს არ ხედავენ სიზმრებს, 100-დან 80 შემთხვევაში იხსენებენ თუ
რა ესიზმრებოდათ, როცა მათ აღვიძებდნენ სწრაფი ძილის სტადიაზე. პირველისტადიის სიზმრებისაგან განსხვავებით
რომლებიც ხშირად მოუხელთებელია, სწრაფი ძილის სტადიის სიზმრები ჩვეულებრივ ნათელია და სიუჟეტური.
ხომ არაა დაკავშირებული თვალების მოძრაობა ძილის ვიზუალურ ასპექტებთან? ხომ არ ”უყურებს”
ადამიანი სიზმარს, როგორც საკუთარ კინოფილმს? მკვლევართა უმრავლესობა თვლის, რომ ეს ასე არაა: თვალების
მოძრაობა, ისე როგორც კუნთების პერიოდული შეკრთომა, შეიძლება ასახავდეს მძინარე ადამიანის ნერვული სისტემის
ინტენსიურ მოქმედებას.
ღამის განმავლობაში ძილს ეს ციკლი მეორდება ყოველ 90 წუთში. საშუალოდ ღამის ძილს 20-25%
დაახლოებით 100 წუთი - მოდის სწრაფ ძილზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელიც ამბობს: ”მე არასოდეს არ
ვხედავ სიზმარს”, ფაქტიურად წელიწადში 600 საათის განმავლობაში ხედავენ დაახლოებით 1500 სიზმარს, მაგრამ ეს
სიზმრები იშვიათად ახსოვთ.
ადამიანის სიცოცხლის დაახლოებით მესამედი მოდის ძილზე. ძილის გარეშე ჩვენ თავს ვგრძნობთ
ძალიან დაღლილად. ის წარმოადგენს ჩვენი სხეულისთვის სასიცოცხლო აუცილებლობას. მისი არარსებობისას ჩნდება
ძილიანობა, ნორმალური ფუნქციონირებისთვის ადამიანს არ ჰყოფნის ენერგია.
ნათელია, ძილი გვჭირდება იმისათვის, რომ დღისით არ ვიგრძნოთ დაღლილობა. მაგრამ რაში
გვჭირდება იგი? ერთი შეხედვით, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ადვილია: რამდენიმე დღე არ მისცეთ დაძინების
საშუალება და დაინახავთ, თუ რა ცუდად იგრძნობს იგი თავს. ზოგჯერ მას ექნება დაძინების გადაულახავი სურვილი,
განსაკუთრებით იმ საათებში, როცა ჩვენი ბიოლოგიური საათი დაპროგრამებულია ძილზე. მაგრამ მოუტანს თუ არა
არასაკმარისი ძილი ორგანიზმს ფიზიკურ ზიანს? შესამჩნევად ცვლის თუ არა იგი სისხლის ქიმიურ შემადგენლობას ან
სხეულის ორგანოებს? დაარღვევს თუ არა გუნებას ან ინტელექტუალურ მოქმედებას?
ხელოვნური განათების, ცვლებში მუშაობისა და გასართობი ინდუსტრიის წყალობით, განვითარებულ
ქვეყნებში დღეს ადამიანებს შეუძლიათ იძინონ ნაკლები, ვიდრე მათ წინაპრებს ეძინათ საუკუნის წინათ. მაიერსი
მიუთითებს შვეიცარიაში მოგზაურობის დაკვირვებებზე: იქ, სადაც იყო ელექტრობა, ადამიანები ჩანდნენ
ინტელექტუალურად უფრო განვითარებულნი, ხოლო იქ, სადაც მცხოვრებლები დასაძინებლად წვებოდნენ ძალიან
ადრე და დგებოდნენ გათენებისას, ისინი ჩანდნენ ნაკლებად განვითარებული.
ძილის ნაკლებობის ყველაზე მთავარი შედეგია ძილიანობა, რომელსაც ახლავს დაღლილობა და
უქეიფობა (უქეიფოდ ყოფნა). ჩვენს დროში ადამიანები განსაკუთრებით იტანჯებიან უძილობით, რაც ნეგატიურად
აისახება მათ გუნება-განწყობილებაზე. მოზარდებისთვის აუცილებელია 8-9 საათი ძილი, მაგრამ მათ დღეს საშუალოდ
სძინავთ 2 საათით ნაკლები, ვიდრე მათ თანატოლებს ეძინათ 80 წლის წინათ.
მაინც რატომ უნდა გვეძინოს? ერთი მიზეზი ისაა, რომ ძილი ემსახურება ადამიანის შეგუებას ღამის
პირობებისადმი (საფრთხის აცილება). ცხოველებს, რომლებსაც დიდად არ ეშინიათ მტაცებლების თავდასხმაის და
სჭირდებათ ბევრი საკვები, სძინავთ ნაკლები. მაგალითად, სპილოს და ცხენს სძინავთ დღეში 3-4 საათი, გორილებს - 12
საათი, კატებს - 15 საათი, ხოლო ღამურებს - 20 საათი.
მეორე, ძილი ეხმარება სხეულის ქსოვილების განახლებას, განსაკუთრებით ტვინის ქსოვილის. ძილის
დროს ტვინი ახდენს თავისი ძალების აქტიურად აღდგენას, აძლიერებს მეხსიერებას. ძილის დროს სხეულის
დადაბლებული ტემპერატურა ასევე ხელს უწყობს ენერგიის შენარჩუნებას დღით სიფხიზლისთვის.
ძილი გავლენას ახდენს ზრდაზედაც ძილის დროს ჰიპოფიზი გამოიმუშავებს ზრდის ჰორმონს -
სომატოტროპოს. წლებთან ერთად მისი ფუნქცია მცირდება და ზრდასრულ ადამიანებს სძინავთ ნაკლები.
კვლევებით გაირკვა, რომ ძილის განსხვავებული სტადიების განვითარება დამოკიდებულია მიღებული
სასკვების შემადგენლობაზე. კერძოდ, ცილებით მდიდარი საკვები იწვევს სიზმრისეული ძილის, ხოლო
ნახშირწყლებით მდიდარი საკვები - ნელი ძილის გახანგრძლივებას. ცხიმები ძილზე არ ახდენს გავლენას.

ჰიპნოზი
კაცობრიობისათვის შთაგონება, განსაკუთრებით ჰიპნოზი, ცნობილია უხსოვარი დროიდან იგი
ყოველთვის იწვევდა ინტერესს და იყო კამათის ობიექტი. მისი მექანიზმი ბოლომდე დღესაც არაა ახსნილი.
რას წარმოადგენს ჰიპნოზი - ცნობიერების განსაკუთრებულ მდგომარეობას თუ მის ნორმალურ
მდგომარეობას? წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გიპირებენ დაჰიპნოზებას. ჰიპნოტიზიორი გთავაზობთ, დაჯდეთ
მოხერხებულად, თავი გადასწიოთ უკან, მიაჩერდეთ თქვენს პირდაპირ კედელზე ერთ წერტილს. დაბალი, ჩუმი ხმით
ის გეუბნებით: ”თვალები დაგეღალათ, ქუთუთოები მძიმდება, სულ უფრო და უფრო მძიმდება....ისინი იხუჭება.. თქვენ
თავს გრძნობთ ძალიან კარგად... თქვენი სუნთქვა ღრმაა და თანაბარი, თქვენი კუნთები მოდუნებულია, მთელი თქვენი
სხეული ტყვიასავით დამძიმებულია.” ასეთი ჰიპნოზური შთაგონებიდან რამდენიმე წუთში, თქვენ ალბათ, თვალებს
დახუჭავთ და შეიძლება გადახვიდეთ ჰიპნოზურ მდგომარეობაში - მომატებული აღქმადობის მდგომარეობაში, როცა
ჰიპნოტიზიორის მითითებები იწვევს სპეციფიკურ ქცევებს, აღქმას და შესაძლოა, მოგონებებსაც კი. როცა
ჰიპნოტიზიორი ამბობს: ”თქვენი თვალები იხუჭება ისე მაგრად, რომ მათ მაშინაც კი ვერ გაახელთ, როცა მოინდომებთ”,
3

- თქვენი თვალები მართლაც რჩება დახუჭული. თუ ღებულობთ ბრძანებას, დაივიწყოთ ციფრი 6, თქვენ გაოცებული
რჩებით, რომ ხელებზე ითვლით 11 თითს. როცა გეუბნებიან ”შეისუნთქეთ სასიამოვნო არომატი”, რომელიც
სინამდვილეში ამიაკის სუნია, თქვენ სიამოვნებით შეისუნთქავთ მის მწვავე სუნს. როცა ჰიპნოტიზიორი გთავაზობთ
სურათის აღწერას, რომელიც სინამდვილეში არა აქვს, მაგრამ რომელიც მისი მტკიცებით, ხელში უჭირავს, თქვენ
შეგიძლიათ დიდხანს და დაწვრილებით ისაუბროთ მის შესახებ.
ჰიპნოზი თითქოს ღრმა ძილია, მაგრამ მეორე მხრივ, ეს მდგომარეობა არ ეხება დაჰიპნოზებულის
მოქმედების სხვა თავისებურებებს. დაჰიპნოზებული ადამიანი უძრავადაა, თვალები დახუჭული აქვს, სუნთქავს ნელა
და თანაბრად, მას ვერ აღვიძებს ვერც ხმაური და ხელით შეხება და ვერც ტკივილის მიყენება. ერთი მხრივ,
დაჰიპნოზებული არ რეაგირებს გარე გაღიზიანებაზე, მაგრამ მეორე მხრივ, იგი მუდმივ კონტაქტში ანუ რაპორტშია
ჰიპნოტიზიორთან. ამ უკანასკნელის სიტყვიერი ზემოქმედებით იგი ასრულებს სხვადასხვა მოქმედებას: დგება, დადის,
ახდენს ამათუ იმ მოძრაობის იმიტირებას; მას აღმოუცენდება სმენითი, მხედველობითი, გემოს შეგრძნებები, თითქოს
ისმენს მუსიკას, გრძნობს ვარდის სუნს და ა.შ. მას ეცვლება შინაგანი ორგანოების მოქმედება - უძლიერდება ოფლის
გამოყოფა, უჩქარდება ან უნელდება სუნთქვა, გულისცემა, უძლიერდება კუნთური მოქმედება და სხვა.
ჰიპნოტიზიორის სიტყვას იმდენად დიდი ძალა აქვს, რომ შეუძლია საპირისპირო მუხტად გარდაქმნას
ჰიპნოზის ქვეშ მყოფი ადამიანის რეაქცია. მაგალითად, ხელზე ყინულის დადებისას ეუბნებიან, რომ შეიგრძნობს
სითბოს, რადგანაც თითქოს მას ეხებიან ცხელი საგნით. ამგვარად, ჰიპნოზის საშუალებით ხდება ზემოქმედება
ადამიანის ფსიქიკაზე, მისი საშუალებით კი სხეულებრივ ტრავმებზე, რასაც ხშირად სამკურნალო ეფექტიც აქვს.
როცა ჰიპნოტიზიორი გიბრძანებთ, რომ დაივიწყოთ ყველაფერი, რაც მოხდა ჰიპნოზის სეანსზე, თქვენ
შეიძლება გქონდეთ პოსტჰიპნოზური ამნეზია - მეხსიერების დროებით დაკარგვა, როცა თქვენ მაგალითად, ვერ
იხსენებთ ნაცნობ სახელს. თუმცა ადამიანები ამბობენ, რომ არ ახსოვთ ”დავიწყებული” მასალა, კარგად მომზადებული
ტესტები აიძულებს სკეპტიკოსებს, დაეჭვდნენ თავიანთ ამნეზიაში. ”დავიწყებული” მასალა მაინც არის ”იქ”, რადგანაც
მას შეუძლია გავლენის მოხდენა შემდგომ ქცევაზე და სიგნალზე შესაძლებელია გახსენება. პრობლემის არსი
მდგომარეობს ან ადამიანთა უნარში თუ უუნარობაში, გაიხსენოს ”დავიწყებული” მასალა, ან სიმულაციაში, როცა ისინი
მალავენ ინფორმაციას, რათა ასიამოვნონ ჰიპნოტიზიორებს.
აღსანიშნავია, რომ პირველად სწორედ ბრედმა უწოდა ამ მდგომარეობას ”ჰიპნოზი”, რაც ძველბერძნულ
ენაზე ნიშნავს ძილს. მან ჰიპნოზი დაახასიათა, როგორც ნერვული ძილი, რითაც ძალზე მიუახლოვდა რეალობას. მან
დაიწყო ქირურგიული ოპერაციების დროს ჰიპნოზის გამოყენება ანესთეზიის მიზნით. ეს ხდებოდა ნარკოზის
გამოგონებამდე რამდენიმე წლით ადრე.
შემდგომში ჰიპნოზის შესწავლის ცენტრმა გადაინაცვლა საფრანგეთში. აქ ჩამოყალიბდა ორი
მიმართულება: პარიზის, რომელსაც შარკოს სკოლას უწოდებდნენ და ნანსის სკოლა ბერნჰაიმის მეთაურობით. ეს
სკოლები იდგნენ განსხვავებულ პოზიციებზე და ჰიპნოზის ბუნების შესახებ ერთმანეთში ჰქონდათ ცხარე დისკუსიები.
შარკო ექსპერიმენტებს ატარებდა ისტერიით დაავადებულებზე და მივიდა მცდარ დასკვნამდე, რომ ჰიპნოზი სხვა
არაფერია თუ არა ხელოვნურად გამოწვეული ისტერიული შეტევა. აქედან მომდინარეობს შარკოს შეხედულება
ჰიპნოზზე, რომ იგი მავნეა ორგანიზმისთვის.
სანამ გავაკეთებდეთ დასკვნას იმის შესახებ წარმოადგენს თუ არა ჰიპნოტური მდგომარეობა
ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობას, განვიხილოთ მომენტები, რომლებიც არ იწვევს კამათს: რა არის ჰიპნოზი და
ადამიანის ცნობიერების შესახებ რა სიახლის ცნობება შეუძლია მას?
ემორჩილება თუ არა ყველა ადამიანი ჰიპნოზს? ვინც ჰიპნოზს სწავლობს, ყველა თანხმდება იმაში, რომ
მისი ძალა მდგომარეობს არა ჰიპნოტიზიორის დაოსტატებულობაში, არამედ შთაგონების ობიექტის მიმღებლობაში.
გარკვეული ხარისხით ყველა ადამიანს აქვს დაჰიპნოზებისკენ მიდრეკილება. როცა ადამიანები დგანან თვალახვეულნი,
ხოლო მათ არაერთგზის ეუბნებიან, რომ ისინი ირწევიან წინ და უკან, მათი უმრავლესობა მართლაც იწყებს ცოტათი
რწევას. ეს რწევა წარმოადგენს სტენფორდის სკალის ერთ-ერთ პუნქტს, რომელიც ადგენს ადამიანის მიერ ჰიპნოზის
მიმღებლობას. ამ მიმღებლობის შესაფასებლად ჰიპნოტიზიორი იძლევა მოკლე ბრძანებებს, ხოლო შემდეგ სთავაზობს
ადამიანს დავალებათა სერიას - ყველაზე ადვილიდან (ერთდროულად ამოძრაოს წინგამოწვდილი ხელები) რთულამდე
(გახელილი თვალებით დაინახოს მის წინაშე მდგარი ადამიანი, რომელიც სინამდვილესი არაა).
ადამიანები, რომლებიც ადვილად ვარდებიან ჰიპნოზში (მაგალითად, არ ირეაგირონ ამიაკის სუნზე,
როცა ცხვირთან მიუტანენ თავღია ბოთლს), 25 წლის შემდეგაც აკეთებენ იგივეს. ამ ადამიანებს აქვთ მდიდარი
ფანტაზია და ადვილად ეძლევიან ფილმებსა და რომანებში გამოგონილი ამბების გავლენის ქვეშ. ამიტომ მკვლევარები
ასეთ აღქმნადობას ხშირად უწოდებენ ჰიპნოტურ უნარს, რომელსაც აქვს უფრო პოზიტიური მნიშვნელობა. ცოტა
ადამიანი თუ ისურვებდა, რომ იყოს ჰიპნოზისადმი ”მორჩილი”, თუმცა ადამიანთა უმრავლესობა დიდი სიამოვნებით
შეიძენდა რაიმე პრობლემაზე მთლიანად კონცენტრირების ”უნარს”, რომლის გადასაჭრელადაც გამოიყენებდა მთელ
თავის ფანტაზიას. ამის გაკეთება კი თავისუფლად შეუძლიათ მდიდარი ფანტაზიისა და ჰიპნოტური უნარების მქონე
ადამიანს. ფაქტიურად, ნებისმიერი ადამიანი შეიძლება მოიქცეს ზემოქმედების ქვეშ, თუკი მას შთააგონეს, რომ
ჩავარდება ჰიპნოზში. ამაში რომ დაერწმუნებინათ უნივერსიტეტის სტუდენტები, მკვლევარებმა სინტია უიკლზმა და
4

ირვინ კირშმა მათზე ჩაატარეს ეშმაკური ექსპერიმენტი. ჰიპნოტური ბრძანებების დაწყების შემდეგ, მათ უთხრეს
სტუდენტებს, რომ დაინახავენ ჯერ წითელ, შემდეგ მწვანე სინათლეს, გაიგონებენ მუსიკას და ა. შ. ყოველი ასეთი
განცხადების შემდეგ შეუმჩნევლად გამოიყენებდნენ შესატყვის გამღიზიანებელს - სუსტი წითელი ან მწვანე შუქი,
დაბალი და სევდიანი მუსიკა. უჩვეულო ჰიპნოტური ხედვების მოვლენით მოტყუებულმა სტუდენტებმა დაიჯერეს
ჰიპნოზის. თანატოლთა საკონტროლო ჯგუფისგან განსხვავებით, სადაც არ გამოუყენებიათ ეს მეთოდები,
ექსპერიმენტული ჯგუფის სტუდენტებმა ექსპერიმენტის შემდეგაც გამოავლინეს ჰიპნოზისადმი ასეთივე მაღალი
მიმღებლობა, როცა გარკვეული დროს შემდეგ ასრულებდნენ სტენფორდის სკალის დავალებებს. ფაქტიურად, ყველა
მონაწილემ მიიღო მაღალი ქულები.
ნებისმიერი ჰიპნოტიზიორი იგივეს აკეთებს, როცა ამბობს: ”თქვენი თვალები დაიღალა, თქვენი
ქუთუთოები მძიმდება” - იმის შემდეგ, რაც ჰიპნოზის ობიექტი გარკვეული დროით იჯდა, თავს ზევით რაიმე
წერტილზე თვალმიშტერებული. ბუნებრივია, ამისგან თვალები იღლება, მაგრამ როცა ჰიპნოტიზიორი თავის საქმეს
ოსტატურად ასრულებს, ობიექტი თავისი ქუთუთოების სიმძიმეს ხსნის მისი ზემოქმედებით.
შეუძლია თუ არა ჰიპნოზს დავიწყებული მოვლენების მოგონების ხელშეწყობა? შეუძლია თუ არა
ჰიპნოტურ პროცედურებს აიძულოს ადამიანი მეხსიერებაში გააცოცხლოს წარსული ამბავი, გაიხსენოს დანაშაულის
დავიწყებული ან ჩახშობილი წვრილმანები? უნდა მივიღოთ თუ არა ჩვენება, რომელსაც სასამართლოში იძლევიან
ჰიპნოზურ მდგომარეობაში მყოფნი?
ადამიანთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ მთელი ჩვენი ცხოვრებისეული გამოცდილება იმყოფება ”იქ”,
და ყველაფერი, რაც ჩვენში ხდება, რეგისტრირდება ტვინში და შეიძლება გახსენება, როცა გადავლახავთ დაცვით
მექანიზმებს. უნივერსიტეტის სტუდენტთა უმრავლესობა მაგალითად, ეთანხმება, რომ ”ჰიპნოტურ მდგომარეობაში
ადამიანმა შეიძლება გაიხსენოს ბავშვობის მოვლენები დიდი სიზუსტით”. ამის დამადასტურებლად ითვლება
ასაკობრივი რეგრესიის ფენომენი, როცა ადამიანები თითქოს თავიდან განიცდიან თავის ბავშვობას. თუმცა კვლევის 60
წელი ეჭვქვეშ აყენებს ასაკობრივი რეგრესიის გამოვლენას: დაჰიპნოზებულები არადაჰიპნოზებულებზე უფრო მეტად
არ ჰგვანან ბავშვებს, რომლებსაც სთავაზობენ ბავშვების ქცევის იმიტაციას. ადამიანები, რომლებიც ახდენენ ბავშვობის
იმიტაციას, მოქმედებენ ისე, როგორც მათი აზრით, მოქმედებენ ბავშვები. ადამიანებს, რომლებიც თავიდან განიცდიან
ბავშვობას, შესაბამისად, შეიძლება თავს გრძნობდნენ ბავშვად, შეუძლიათ წერონ ისე, როგორც მათი აზრით, დაწერდა 6
წლის ბავშვი. ისინი ამას აკეთებენ თითქმის უშეცდომოდ და ჩვეულებრივ, ტვინის ფუნქციონირებას, რეფლექსებსა და
აღქმაში რაიმე ცვლილებების გარეშე. იშვიათ შემთხვევებში, მოდუნებულ და ცნობიერების კონცეტრირებულ
მდგომარეობაში, ჰიპნოზში მოწმეები იძლეოდნენ ჩვენებებს, რომლებიც გამომძიებლებს უადვილებდა მუშაობას. ერთი
ასეთი შემთხვევა იყო 1977 წელს, როცა 26 ბავშვი და ავტობუსის მძღოლი-რედ რეი, მოიტაცეს და დამალეს ერთ-ერთი
შახტის ვაგონში, 2მ. სიღრმეში. მათი გათავისუფლების შემდეგ, რეიმ ჰიპნოზში გაიხსენა ყველაფერი, გარდა
ბანდიტების მანქანის ერთი ციფრისა. ამ ინფორმაციით პოლიციამ დააკავა ბანდიტები. მაგრამ ეს შემთხვევა არაა
ტიპიური, რადგან არაა ნათელი, რამ აიძულა მძღოლი გაეხსენებინა: ჰიპნოზმა თუ სხვა რამემ. მიუხედავად ამისა, ბევრ
მკვლევარს სჯერა, რომ ჰიპნოზი შეიძლება დაეხმაროს გამოძიებას.
პრობლემა ჩნდება მაშინ, როცა საუბარია მოწმეთა ჩვენების გამოყენებაზე, რომელთა მეხსიერებაც
ჰიპნოზმა ”გამოაცოცხლა”. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჰიპნოზის ზემოქმედებით მეხსიერებაში შეძლება შენარჩუნდეს
როგორც რეალური, ისე გამოგონილი ფაქტები. ამიტომ ამერიკული, ავსტრალური და ბრიტანული სასამართლოები
უარს ამბობენ ასეთი მოწმეების ჩვენების მიღებაზე.
ჰიპნოზს გააჩნია არაწინასწარმეტყველებადი შედეგები. ზოგჯერ ცნობიერების მოდუნებული
მდგომარეობა ხელს უწყობს მოგონებებს, მაგრამ ხშირად ჰიპნოზი ანაგვიანებს მეხსიერებას ცრუ მოგონებებით ან
აძლიერებს მათ რწმენას. როცა ადამიანებისგან, რომლებმაც წინასწარ გაიარეს ჰიპნოზის პროცედურა, ითხოვენ
წვრილმანების გახსენებას, მათ ”მოძებნას ვიზუალური მეხსიერების ეკრანზე”, სარგებლობენ ფანტაზიით და
გამოიგონებენ მოგონებებს. ჰიპნოტიზიორის ასეთი ტიპის კითხვა ”თქვენ გაიგონეთ ძლიერი ხმაური?” შეიძლება
გადაიქცეს ადამიანის ფსევდომეხსიერებად, მათ შეიძლება თავიანთ ჩვენებებში ისაუბრონ ისეთ მოვლენებზე და
ფაქტებზე, რომლებიც რეალურად არ ყოფილა ამასთანავე ადამიანები რომლებიც განსაკუთრებით მიდრეკილი არიან
ჰიპნოზისკენ არაჰიპნოზურ მდგომარეობაშიც შეიძლება სხვებზე ხშირად იძლეოდნენ არასწორ ჩვენებებს. ამრიგად
ჰიპნოზს არ შეუძლია იმ წესების შეცვლა, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვაყალიბებთ, ვინახავთ და აღვადგენთ
მეხსიერებაში ჩვენს მოგონებებს. მეხსიერების მკვლევარებს აშფოთებთ ის ფაქტი, რომ ბევრი თერაპევტი არ
ითვალისწინებს ჰიპნოზის მდგომარეობაში მყოფი ადამიანის მოგონებების არასაიმედოობას. ჰიპნოზის ქვეშ მყოფი
ბევრი ადამიანი იხსენებს თუ როგორ მოიტაცეს უცხოპლანეტელებმა. კვლევები უჩვენებს, რომ მფრინავ თეფშებთან
დაკავშირებული ისტორიების უმრავლესობას ყვებიან ის ადამიანები რომლებსაც ჯერათ უცხოპლანეტელების
არსებობის და აქვთ მდიდარი წარმოსახვა და რომლებიც ერთხელ მაინც იყვნენ ჰიპნოზის ქვეშ. აიძულებს თუ არა
ჰიპნოზი ადამიანებს იმოქმედონ თავისი ნების წინაარმდეგ? მკვლევარებმა პრაქტიკულად მოახდინეს იმის
დემონსტრირება, რომ ჰიპნოზში მყოფ ადამიანებს შეიძლება აიძულო ჩაიდინონ სახიფათო ქცევები. მაგალითად, ერთ-
ერთ ექსპერიმენტში ცდის პირს უბრძანეს ხელი ჩაეყოთ მდუღარე ”მჟავაში”, ხოლო შედეგ იგი სახეში შეესხათ
5

ექსპერიმენტატორის ასისტენტისთვის და მათ ეს გააკეთეს, როცა მეორე დღეს ჰკითხეს მათ არ ახსოვდათ თავიანთი
მოქმედება და არწმუნებდნენ მკვლევარებს, რომ ასეთ ბრძანებას არასოდეს არ შეასრულებდნენ. კვლევები აჩვენებს, რომ
ჰიპნოზურ მდგომარეობაში მართლა შეიძლება გააკეთებინო ცუდი საქმე, მაგრამ გამოირკვა, რომ ავტორიტარულმა
პიროვნებამ არაჰიპნოტიზირებულ ადამიანებსაც შეიძლება აიძულოს ცუდი საქციელის ჩადენა.
შეუძლია თუ არა ჰიპნოზს განკურნება? ჰიპნოთერაპევტები არაფერს უჩვეულოს არ აკეთებენ ისინი
უფრო ცდილობენ დაეხმარონ პაციენტებს თვითონ დაეუფლონ ორგანიზმის სამკურნალო ძალას, პოსტჰიპნოტური
შთაგონება ეხმარება ადამიანებს გათავისუფლდნენ თავის ტკივილისგან, ასთმისგან, კანის ფსიქო-ფიზიოლოგიური
დაავადებებისგან. ქალს 20 წელი აწუხებდა დაწყლულებული კანი და ვერ თავისუფლდებოდა ამისგან, ჰიპნოზში
ყოფნისას მას უთხრეს რომ ის ბანაობდა წყალში, რომელსაც შეეძლო მისი გამოჯანმრთელება 3 თვის შემდეგ წყლულები
გაქრა. ჰიპნოზის გამოყენება მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებაში როგორიცაა: მოწევა და ფრჩხილების კვნეტა
ერთნაირად ეფექტური აღმოჩნდა იმათთვის რომელთა შეყვანა შეიძლება ღრმა ჰიპნოზის მდგომარეობაში და
იმათთათვისაც ვინაც ვერ შეყავთ ჰიპნოზურ მდგომარეობაში ეს მოწმობს იმაზე, რომ გარდა ჰიპნოტური შთაგონებისა
მკურნალობის ეფექტურობა შეიძლება დამოკიდებული იყოს რაღაც სხვაზე. შეუძლია თუ არა ჰიპნოზს ტკივილის
შესუსტება? დიახ ჰიპნოზს ეს შეუძლია. მაგალითად, როცა ექსპერიმენტის დაუჰიპნოზირებული ცდის პირი ხელს
ჰყოფენ ყინულიან წყალში უკვე 25 წუთის შემდეგ შეიგრძნობენ ძლიერ ტკივილს, ხოლო ჰიპნოზში მყოფი ადამიანები
შესაბამისი შთაგონების შემდეგ ამტკიცებენ, რომ არ გრძნობენ ტკივილს. ზოგიერთმა კბილის ექიმმა იცის, რომ მსუბუქ
ჰიპნოზსაც კი შეუძლია შიშის შემცირება და მაშასადამე ტკივილის მიმართ მგრძნობელობის შემცირება. ადამიანთა
დაახლოებით 10% შეიძლება შევიდეს ისეთი ღრმა ჰიპნოზის მდგომარეობაში, რომ შესაძლებელია ნარკოზის გარეშე
ოპერაციის ჩატარება. როგორ ავხსნათ ეს? სხვადასხვა თეორიები უშვებს იმას, რომ რაღაც დონეზე ჰიპნოზში მყოფი
ადამიანი გრძნობს ტკივილს ტკივილს გამღიზიანებლის ზემოქმედებას. ადამიანები რომლებიც ამტკიცებენ, რომ
ვერავითარ ტკივილს ვერ გრძნობენ მაინც, ოფლიანდებიან, ძლიერად უცემთ გული როცა მათზე ზემოქმედებენ
ელექტროშოკით ან როცა ხედავენ ქირურგის სკალპელს. ჰიპნოზის მდგომარეობაში თუ შთააგონებენ რომ ვერ ხედავს
და არ ესმის ისინი მართლაც ვერ ხედავენ და არ ესმით. მაგრამ ტესტებში ვლინდება, რომ სენსორული
გამღიზიანებლების რეგისტრირება მათ სენსორულ სისტემაში მაინც ხდება, ამრიგად, ჰიპნოზი არ აბრკოლებს
სენსორული ინფორმაციის შემოსვლას, ის რასაც მატი სიტყვებით გრძნობენ ადამიანები ჰიპნოტური სეანსის დროს არ
ეთანხმება მათ ქცევას. წარმოადგენს თუ არა ჰიპნოზი ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობას? სკეპტიკოსები
აღნიშნავენ, რომ ჰიპნოზი არაა უნიკალური ფსიქიკური მდგომარეობა, უფრო მეტიც იმ ქცევას რომელსაც ჩვენ ვხედავთ
ჰიპნოტური სეანსების დროს შეიძლება დავინახოთ მის გარეშე. ეს იმას ნიშნავს, რომ ჰიპნოტური მოვლენები ეს არის
მხოლოდ ადამიანის ნორმალური ცნობიერების გამოვლინება. ბევრი მკვლევარის აზრით ჰიპნოზი არ წარმოადგენს
ცნობიერების შეცვლილ ფორმას. ადამიანები ცნობიერად კი არ გვაჩვენებენ თავს ჰიპნოზში მყოფებად არამედ ისინი
უბრალოდ აკეთებენ იმას რასაც მათგან ელიან და მსახიობების მსგავსად, რომლებიც შედიან როლში შესაძლებელია
ისინი გრძნობენ და იქცევიან ისე, რასაც მათგან მოელიან. კამათს არ იწვევს ისიც, რომ რაც უფრო მეტად ენდობიან ცდის
პირები ჰიპნოტიზიორს და გრძნობენ რომ მათი ქცევა მოტივირებულია მით უფრო უადვილდებათ როლში შესვლა.
როცა ექსპერიმენტატორი ახდენს მოტივაციის ლიკვიდირებას მაშინ ადამიანები არ რეაგირებენ შთაგონებაზე. ასეთი
მონაცემების საფუზველზე სოციალური ზემოქმედების თეორიის მომხრეები ამტკიცებენ, რომ ჰიპნოტური მოვლენები
არ ეკუთვნის მხოლოდ ჰიპნოზს ცნობიერების სხვა შეცვლილი მდგომარეობების მსგავსად როგორიცაა, პიროვნების
გაორება, ჰიპნოტური მოვლენები ესაა ჩვეულებრივი სოციალური ქცევის თავისებური ფორმა. ზოგიერთი სკეპტიკოსის
აზრით ჰიპნოზის სუბიექტები არიან მდიდარი ფანტაზიის მქონე მსახიობები, რომლებიც თამაშობენ ჰიპნოტური
სუბიექტების როლს.
ჰიპნოზი როგორც ცნობიერების გაორება - მკვლევართა უმრავლესობა აღიარებს, რომ ჩვეულებრივი
სოციალური და შემეცნებითი მოვლენები თავის როლს თამაშობენ ჰიპნოზის ფენომენში, მაგრამ ისინი ასევე მიიჩნევენ,
რომ ჰიპნოზი უფრო მეტია ვიდრე წარმოსახვის უბრალო მოქმედება. 1- დაჰიპნოზებული ადამიანები ჰიპნოტიზიორის
მიერ შთაგონებულს ზოგჯერ ასრულებენ მაშინაც, როცა ფიქრობენ რომ მათ არავინ არ აკვირდება ეს კი მოწმობს იმაზე,
რომ საქმე არაა მათ სურვილსი იყვნენ გამგონეები. 2 - ბევრი ვინც პრაქტიკულად დაკავებულია ჰიპნოზით
დარწმუნებულია იმაში, რომ ცალკეული მოვლენები ახასიათებს მხოლოდ ჰიპნოზს და ჰიპნოზში მხოლოდ
ცნობიერების სპეციფიკური მდგომარეობით შეიძლება აიხსნას ტკივილის შემცირება, ჰალუცინაციები და ა.შ.
სკეპტიკოსები თვლიან, რომ ჰიპნოტიზიორები თავის ირგვლივ ქმნიან მისტიკის თავისებურ აურას, რანდენადაც ამაზეა
დამოკიდებული მათი კეთილდღეობა. ასევე ითვლება, რომ ჰიპნოზის დროს საქმე გვაქვს ცნობიერების გაორებასთან
რაც ვლინდება იმაში, რომ მართალია ჰიპნოზში მყოფს არ ტკივა, არ ესმის ან ვერ ხედავს როცა ეკითხები, მაგრამ
აღმოჩნდა რომ გაორებული ცნობიერება ანუ ფარული დამკვირვებელი პასიურად აღიქვამს ყველაფერს რაც ირგვლივ
ხდება. დღესდღეისობით ჰიპნოზი შეიძლება ავხსნათ როგორც სოციალური ქცევის ჩვეულებრივი გამოვლენა და
როგორც ცნობიერების გაორება.

You might also like