You are on page 1of 2

თემა I

თარგმნის რაობა,
თარგმანის საზოგადოებრივი დანიშნულება;

შესავალი
თარგმანი და თარგმანმცოდნეობა საინტერესო პარადოქსით არიან

დაკავშირებული: თარგმანი კაცობრიობის ერთერთ უძველეს სამეტყველო პრაქტიკას

წარმოადგენს, თარგმანმცოდნეობის თეორია კი უახლესი მეცნიერებაა, რომლის

დაბადება თარიღდება მე-20 ს. მეორე ნახევრით.

მეორე და მესამე ასწლეულების შესაყარზე, აშკარა გახდა, რომ კაცობრიობა


ვითარდება სხვადასხვა ქვეყნებს, ერებსა და მათ კულტურებს შორის ურთიერთობების
განმტკიცების გზით. ამ პროცესმა მთელს მსოფლიოში საზოგადოების ყველა სფერო
მოიცვა. დღესდღეობით არ მოიძებნება ქვეყანა, რომელსაც არ განუცდია სხვა ერების
კულტურის ზეგავლენა. ეს გამოიხატა სახელმწიფოებს შორის უშუალო კონტაქტების
განმტკიცებაში, სხვადასხვა კულტურებს, ქვეყნებს, ცალკეულ ინდივიდებსა და
სოციალურ ჯგუფებს შორის ურთიერთობის დამყარებაში.
ხალხებისა და კულტურების ურთიერთმიმართებამ განსაკუთრებით აქტუალური
გახადა კომუნიკაციის, თარგმანის, კულტურული თვითმყოფადობის, კულტურული
განსხვავებების საკითხები. შესაბამისად, დიდ მნიშვნელობას იძენს ერების
კულტურული თავისებურებების განსაზღვრის უნარი და მათი ადეკვატური თარგმანი,
რის გარეშეც შეუძლებელია რაიმე ურთიერთგაგების დამყარება. Mგანსხვავებები
ენებში, საზოგადოებრივი ქცევის ნორმებში ხშირად ართულებს, ან საერთოდ
შეუძლებელს ხდის ასეთ კონტაქტებს. მთავარი მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ჩვენ სხვა
კულტურას საკუთარი კულტურის პრიზმაში ვხედავთ და ეს ეთნოცენტრიზმი
აფერხებს კულტურათშორის კომუნიკაციას. ყოველივე ზემოთქმული მოწმობს იმაზე,
თუ რაოდენ დიდი როლი აკისრიათ მთარგმნელებს ჩვენს მრავალეროვან სამყაროში.
გაბატონებულია ცრუ წარმოდგენა, თითქოს ორი ენის ცოდნა ადამიანს მთარგმნელად
ხდის. პიტერ ტრენტის სიტყვებს თუ დავიმოწმებთ, არ შეიძლება იყო მთარგმნელი
მხოლოდ იმიტომ, რომ ორი ენა იცი, ეს იგივეა, რაც ფიქრობდე, რომ პიანინოზე
დაკვრა შეგიძლია, რადგანაც ორი ხელი გაქვს.
მთარგმნელობითმა პრაქტიკამ, რომელიც ოც საუკუნეზე მეტს მოითვლის, უკვე
დიდი ხანია უარყო ეს მოსაზრება. მთარგმნელი არ არის მხოლო ლინგვისტი,
არამედ კულტუროლოგი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, ლინგვისტი და
ფსიქოლოგიც.

თარგმანის საზოგადოებრივი დანიშნულება


თარგმანი _ ადამიანთა უძველესი საქმიანობაა. უძველეს წარსულშიც კი ტომებს
შორის ურთიერთობა და სულიერი ფასეულობების გაცვლა ხორციელდებოდა
განსაკუთრებული ადამიანების _ შუამავლების საშუალებით. აღსანიშნავია, რომ
კაცობრიობის განვითარების სხვადასხვა ეტაპებზე თარგმანის საზოგადოებრივი
დანიშნულება იზრდებოდა და მრავალფეროვანი ხდებოდა: შუა საუკუნეებში ის
ქრისტიანული რელიგიის …სწრაფი გავრცელების პირობა გახდა, აღორძინების ხანაში
თარგმანი გახდა ანტიკური კულტურის გაცნობის საშუალება, რამაც საფუძველი
ჩაუყარა ევროპული კულტურისა და მეცნიერების აყვავებას. ფასდაუდებელია
თარგმანის როლი მეცნიერულტექნიკური რევოლუციის დროს.
დღესდღეობით თარგმანი თამაშობს მნიშვნელოვან როლს საერთაშორისო
კავშირების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში _ უზრუნველყოფს კომუნიკაციასა და
ურთიერთგაგებას, საშუალებას გვაძლევს ვეზიაროთ მთელი კაცობრიობის სულიერ
ფასეულობებს, ხელს უწყობს ერთობლივი ქმედებების კოორდინაციას (მაგალითად,
საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლისას, გარესამყაროს შენარჩუნებისათვის
ბრძოლის დროს).

You might also like