You are on page 1of 16

თავი 3

ენისა და კულტურის ურთიერთობა. ლინგვისტური


ანთროპოლოგიისა და ლინგვოკულტუროლოგიის კვლევის საგანი და
მეთოდები.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, აშკარა ხდება ენისა და კულტურის მჭიდრო


ურთიერთკავშირი, ამიტომ მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ამ ურთიერთობას
არის ლინგვოკულტურა ან ლინგვოკულტუროლოგია. ეს ტერმინი მეოცე
საუკუნის ბოლოს შემოვიდა ენათმეცნიერებაში. პოლ ფრედერიკმა თავის
სტატიაში ჟურნალ „ამერიკელი ანთროპოლოგში“ (American Anthropologist)
აღნიშნა, რომ „ენა დატვირთულია კულტურით“, და რომ ენა არის უნივერსალური
ლექსიკის, გრამატიკული სემანტიკის და ვერბალური კულტურის ერთობლიობა.
ეს იდეა გაზიარებულ იქნა აგარის (1994) მიერ და მოამზადა საფუძველი მის მიერ
ენობრივი შოკის შესასწავლად, რომელშიც ის ენისა და კულტურის ურთიერთ
კავშირზე მიუთითებს და შემოაქვს ტერმინი ლინგვო-კულტურა. ჯულიან ჰაუსმა
(1997) ისესხა ეს ტერმინი შემდეგი ინტერპრეტაციით- ენობრივი საზოგადოება.
რობერტ შრაუფმა და დევიდ რაბინმა კომპეტენციის სამი კომპონენტი გამოყვეს:
ლინგვისტური კომპეტენცია, კომუნიკაციური და კულტურული კომპეტენცია.
ყველა ამ კომპეტენციას ერთად ლინგვო-კულტურა უწოდეს. დენის ფილმერი
ამტკიცებს, რომ ლინგვისტური პრაქტიკა უნდა აღვიქვათ სხვა კულტურის,
სოციალური პრაქტიკის და ზოგადად სოციალური კონტექსტის შემადგენელი
ნაწილად.
ლინგვოკულტუროლოგია სწავლობს ენისა და კულტურის ურთიერთობას. ის
სწავლობს, თუ როგორ აისახება მატერიალური და სულიერი კულტურა ეროვნულ
ენაში, ამისთვის ის იყენებს სხვადასხვა მეთოდებს. მას აინტერესებს აგრეთვე
როგორ არის ნაციონალური მენტალიტეტი და კულტურული კატეგორიები
ასახული ენაში.
ენა ურთულესი მოვლენაა. იგი წარმოიშვა ადამიანთა საზოგადოებაში: ეს არის
ერთდროულად სისტემაც და ანტისისტემაც, ეს მოქმედებაა და ამავე მოქმედების
პროდუქტია, სულიცაა და მატერიაც, სტიქიურად განვითარებადი და ამავე დროს
მოწესრიგებული თვითრეგულირებადი მოვლენაც. ის ქმნის და იქმნება და ა.შ.

მასლოვა. ლინგვოკულტუროლოგია

(https://www.gumer.info/bibliotek_Buks/Linguist/maslova/01.php)

იმისათვის, რომ ენის ურთულესი არსი გამოეხატა, სტეპანოვმა ენა წარმოადგინა


შემდეგი სახით: 1. ენა, როგორც ინდივიდის ენა; 2. ენა, როგორც ენების ოჯახის
წევრი; 3. ენა, როგორც სტრუქტურა; 4. ენა, როგორც სისტემა; 5. ენა, როგორც სახე
და ხასიათი; 6. ენა, როგორც კომპიუტერი; 7. ენა, როგორც ფიქრების სივრცე და
„სულის სახლი“; 8. ენა, როგორც ადამიანის რთული ტექნიკური საქმიანობის
შედეგი.

ენა ერის საქმიანობის შედეგია. ენის „ნორმალიზატორები“ (ინსტიტუტი,


მთავრობა), კი შეიმუშავებენ ენის ნორმებს და წესებს.

ამ სახეობებს მე-XX საუკუნის ბოლოს კიდევ ერთი მიემატა „ენა, როგორც


კულტურის პროდუქტი, როგორც მისი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი და
არსებობის პირობა, როგორც კულტურული კოდების ჩამოყალიბების ფაქტორი“.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ანტროპოცენტრული პარადიგმის კუთხით ადამიანი
აღიქვამს სამყაროს საკუთარი თავის, საკუთარი თეორიული, საგნობრივი
საქმიანობის შეცნობის შემდეგ. ამრიგად, ჩვენ აღვიქვამთ სამყაროს ადამიანის
პრიზმაში.
ვერც ერთი აბსტრაქტული თეორია ვერ უპასუხებს კითხვაზე, თუ რატომ შეიძლება
ისეთი გრძნობა, როგორიც სიყვარულია, წარმოდგენილი იქნას ცეცხლის სახით და
ვისაუბროთ სიყვარულის ცეცხლი, გულში ცეცხლზე და თუნდაც მეგობრობის
სითბოზე. საკუთარი თავის აღქმა ყველა საგნის საზომად აძლევს ადამიანს იმის
უფლებას, რომ შექმნას თავის წარმოსახვაში მთელი რიგი ანტროპოცენტრული
საგნები, რომელთა შესწავლაც შესაძლებელია არა საყოფაცხოვრებო, არამედ
მეცნიერულ დონეზე. ეს თანმიმდევრობა არსებული ადამიანის გონებაში, მის
ცნობიერებაში განასახიერებს მის სულიერ არსს, მისი მოქმედების მიზანს, მისი
ფასეულობების იერარქიას. ყოველივე ამის გაგება შეიძლება ადამიანის
მეტყველების შესწავლით, იმ სიტყვებისა და ფრაზებისა, რომლებსაც ადამიანი
უფრო ხშირად იყენებს, რომელთა მიმართაც მას გარკვეული ემპათია აქვს.

ახალი მეცნიერული პარადიგმის ჩამოყალიბების პროცესში გამოითქვა თეზისი:


„სამყარო არის ფაქტების და არა საგნების ერთიანობა: (ვინგტგენშტეინი).

ენა თანდათან გადაერთო ფაქტზე, მოვლენაზე, ხოლო ყურადღების ცენტრში


მოექცა ენის მატარებლები, ანუ მოსაუბრე ინდივიდი. ანთროპოცენტრული
პარადიგმა გულისხმობს ენის შესწავლის ახალ მიმართულებებს და მიზნებს,
მიდგომებს და მეთოდიკას. ანტროპოცენტრულ პარადიგმაში შეიცვალა საგნის
შესწავლის კონსტრუირების საშუალებები, შეიცვალა თავად მიდგომა კვლევის
საერთო პრინციპებისა და მეთოდების არჩევის, შეიქმნა ლინგვისტური აღწერის
რამდენიმე კონსტრუირებული მეტაენა.

შედეგად, ანთროპროცენტრული პარადიგმის ჩამოყალიბებამ ლინგვისტური


პრობლემატიკა მიმართა ადამიანისკენ და მისი ადგილისაკენ კულტურაში, რადგან
კულტურის და კულტურული ტრადიციის ყურადღების ცენტრში დგას ენობრივი მე,
მთელი თავისი მრავალსახეობით: ფიზიკური-მე, სოციალური-მე,
ინტელექტუალური-მე, ემოციური-მე, მოაზროვნე, მოსაუბრე-მე. ამ „მე“
მრავალსახეობებს სისტემურ-სტრუქტურული ფორმები აქვთ. მაგალითად,
ემოციური-მე შეიძლება გამოვლინდეს სოციალურ ფსიქოლოგიურ როლში. „დღეს
მზე აცხუნებს“ - ჩადებულია შემდეგი აზრი - ფიზიკური მე გრძნობს მზის სხივების
სასიამოვნო გავლენას. ეს იცის ინტელექტუალურმა „მემ“ და უგზავნის ამ
ინფორმაციას სოციალურ-მეს, ავლენს რა მზრუნველობას (ემოციურ-მე) ატყობინებს
რა ამის შესახებ მოქმედებას იწყებს მოსაუბრე -მე.

ადამიანი გარე სამყაროს აღიქვამს საკუთარი თავის ანუ „მე“-ს დაპირისპირებით


ყოველივე იმაზე, რაც არაა „მე“.

ანტროპოცენტრულ პარადიგმას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ლინგვისტიკაში.


ეს პარადიგმა წინა პლანზე აყენებს ადამიანს, ხოლო ენა ითვლება ადამიანის
მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილად. ადამიანის მიერ შექმნილი ტექსტი ასახავს მის
აზრებს.

ძირითადი მიმართულება თანამედროვე ლინგვისტიკაში არის კოგნიტური


ლინგვისტიკა და ლინკვოკულტუროლოგია, რომლებიც მიმართული უნდა იყოს
კულტურულ ფაქტორებზე ენაში და ენობრივ ფაქტორებზე ადამიანში. აქედან
გამომდინარე, ლინგვოკულტუროლოგია არის პროდუქტი, ანტროპოცენტრული
პარადიგმა ლინგვისტიკაში. ლინგვოკულტუროლოგია შეისწავლის ენას, როგორც
კულტურის ფენომენს.

ლინგვისტურ დისციპლინებს შორის შედარებით „კულტურის მატარებელია“


ლინგვისტური დისციპლინები: სოციალური დიალექტოლოგია, ეთნოლინგვისტიკა,
სტილისტიკა, ლექსიკა, ფრაზეოლოგია, სემანტიკა, თარგმანის თეორია და სხვ.
ლინგვოკულტუროლოგიის კვლევის მეთოდები

და ლინგვოკულტუროლოგიის საგანი

თანამედროვე ლინგვოკულტუროლოგიის შესწავლის საგანია ენობრივი ნიშნების


კულტურული სემანტიკა, რომელიც ორი სხვადასხვა კოდის ენისა და კულტურის
ურთიერთქმედებისას ყალიბდება, იმდენად რამდენადაც ენობრივი ინდივიდი
ამავდროულად კულტურული ინდივიდიც არის. ამიტომ ენობრივ ნიშნებს
შეუძლიათ შეასრულონ „კულტურის ენის“ ფუნქცია, რაც გამოიხატება ენის
შესაძლებლობაში გამოხატოს ენის მატარებლის კულტურულ-ნაციონალური
მენტალობა. ამასთან დაკავშირებით შეიძლება ვისაუბროთ „კულტურულ ბარიერზე“,
რომელიც შეიძლება აღმოცენდეს ყველა ენობრივი ნორმის დაცვის შემთხვევაშიც კი.
მაგ, შეიძლება მოვიყვანოთ ვეჟბიცკაიას შემთხვევა ინგლისელ დირიჟორთან,
როდესაც ის მოიწვიეს გერმანული ორკესტრის სადირიჟოროდ. საქმე არ აეწყო, რაც
დირიჟორმა დააბრალა იმას, რომ თვითონ ინგლისურად საუბრობდა და მუსიკოსებმა
ის ვერ აღიქვეს „ თავისად“, ამიტომ ხელი მიჰყო გერმანულის სწავლას. პირველი რაც
მან გერმანულის მასწავლებელს სთხოვა, რომ ეთარგმნა გერმანულად შემდეგი
ფრაზა: „მომისმინეთ, მე ვფიქრობ, უკეთესი იქნებოდა, თუკი ასე დაუკრავთ“.
მასწავლებელი ჩაფიქრდა და ბოლოს უპასუხა: „ რათქმა უნდა შეიძლება ფრაზის ასე
აწყობა, მაგრამ ჯობია ასე ვთქვათ: „ასე უნდა დაუკრათ“. აქედან დასკვნა:
კულტურული ბარიერი დაკავშირებულია სამეტყველო საქციელის ნორმებში
განსხვავებებთან და ასევე სხვადასხვა მნიშვნელობებთან, რომლებსაც საუბრის
მონაწილეები დებენ, ერთი შეხედვით ერთსა და იმავე სიტყვაში, არაადეკვატური
ფონური ცოდნით და ა.შ.

ჩვენ ყოველთვის ვასხვავებდით იმ შემთხვევებს, როდესაც შეიძლება ენის შესწავლა


იმისთვის, რომ გაიგო რაღაც ახალი ამ ენის წარმომადგენელთა კულტურაზე, ასევე
კულტურულ რეალიებზე, რათა შევისწავლოთ ენის ფაქტები. საუკუნეების
მანძილზე შეიცვალა თანამედროვე მეცნიერებაში ენისადმი მიდგომა, პირველ რიგში
კოგნიტურ სემანტიკაში. კულტურულ კონტექსტში ენობრივი ერთეულების
ანალიზმა მიგვიყვანა ლინგვისტიკაში მთელი რიგი პრობლემების გადაჭრამდე.
ლინგვოკულტუროლოგიამ, როგორც მეცნიერების დამოუკიდებელმა დარგმა უნდა
გადაჭრას თავისი სპეციფიური ამოცანები და ამასთან ერთად უპასუხოს რიგ
შეკითხვებს, რომლებიც შედარებით ზოგადი ფორმით შეიძლება შემდეგნაირად
ჩამოვაყალიბოთ:

1. რა როლს თამაშობს კულტურა ენობრივი წარმოდგენების


ჩამოყალიბებისას.

2. ენობრივი ნიშნის მნიშვნელობის რომელ ნაწილს


მიეკუთვნება „კულტურული წარმოდგენა“.

3. აცნობიერებს თუ არა ამ წარმოდგენებს მოსაუბრე და


მსმენელი და რა გავლენას ახდენენ ისინი საუბრის სტრატეგიაზე.

4. არსებობს თუ არა სინამდვილეში ენის მატარებლის


კულტურულ-ენობრივი კომპეტენცია, რომლის საფუძველზე კულტურული ცნება
ტექსტში აისახება და ამოიცნობა ენის მატარებლის მიერ. კულტურულ-ენობრივი
ცნება განიმარტება შემდეგნაირად „ეს არის ენობრივი ინდივიდის მიერ
მეტყველების წარმოების და აღქმის უნარი და ასევე კულტურული
მიმართულებების ცოდნა.“ ამის დასახასიათებლად საჭიროა ენობრივი
ერთეულების ლინგვოკულტუროლოგიური ანალიზის ახალი ხერხები.

5. როგორი არის წარმოდგენათა სფერო (მოცემული


კულტურის ძირითადი წარმოდგენების ერთიანობა), ასევე კულტურის დისკურსი,
ერთი კულტურის მატარებლის ორიენტირება რეპრეზენტაციაზე, მრავალი
კულტურა (უნივერსალიები); მოცემული ენობრივი ნიშნების კულტურული
სემანტიკა, რომელიც ყალიბდება ორი სხვადასხვა საგნობრივ სფეროში ენისა და
კულტურის ურთიერთმოქმედების სფეროზე დაყრდნობით.

6. როგორ მოვახდინოთ მოცემული მეცნიერების ძირითადი ცნებების


სისტემატიზაცია, ანუ შევქმნათ გასაგები აპარატი, რომელიც არა მხოლოდ
მოგვცემდა ენისა და კულტურის ურთიერთქმედების დინამიკაში ანალიზის
საშუალებას, არამედ უზრუნველყოფდა ურთიერთგაგებას მოცემული
მეცნიერული პარადიგმის ჩარჩოებში - ანთროპოლოგიურ ან
ანთროპოცენტრულში.

მოცემული ამოცანების ჩამონათვალი არ შეიძლება ჩაითვალოს დასრულებულად,


რადგან მათი გადაწყვეტა მიგვიყვანს ახალ ამოცანებთან და ა. შ. ესენი ე.წ. მაღალი ან
ზოგად-ეპისტემიოლოგიური ამოცანებია, რომელიც საერთოა ყველა
მეცნიერებისათვის. მაგრამ არის ასევე კონკრეტული ამოცანები დაკავშირებული
თარგმანის პრობლემასთან, ენის სწავლასთან, ლექსიკონის შედგენასთან, სადაც
გათვალისწინებული იქნებოდა კულტურული ინფორმაცია და ა. შ. თვლიან, რომ
მათი გადაწყვეტა მოხერხდება მხოლოდ მაღალი ამოცანების გადაწყვეტის შემდეგ.

ერთი ფრიად მნიშვნელოვანი თავისებურება უნდა იქნას გათვალისწინებული


მოცემული ამოცანების გადაწყვეტისას, რომელიც დამატებით დაბრკოლებას ქმნის
მოცემული პრობლემის კვლევისას: ენობრივი ნიშნების კულტურული ინფორმაცია
ძირითადად იმპლიციტურ ხასიათს ატარებს, იგი როგორღაც იმალება ენობრივი
მნიშვნელობის მიღმა.

მაგალითად, ფრაზეოლოგიზმს „выносить сор из избы“ აქვს შემდეგი მნიშვნელობა,


რომელიც მოყვანილია ლექსიკონში: „რაღაც უსიამოვნებების სააშკარაოზე გამოტანა,
რომელიც ვიწრო წრის წარმომადგენელთ ეხებათ“. (რუსული ენის გადატანითი
მნიშვნელობის ლექსიკონი 1995). მასში კონკრეტული ინფორმაცია ღრმადაა
ჩამალული. ეს არის სლავური არქეტიპი: არ შეიძლება სახლში მომხდარი კამათის
გარეთ, სააშკარაოზე გამოტანა, რადგან ამით ჩვენ ვასუსტებთ ჩვენსავე სივრცეს, და
შეიძლება ზიანი მივაყენოთ ჩვენივე ოჯახის წევრებს. ადამიანს არ შეჰფერის ასეთი
საქციელი. ამიტომ ფრაზეოლოგიზმში კულტურული ინფორმაციის მარკერი
მინიშნებაა „უკმაყოფილების“, რომელიც მოყვანილია თანამედროვე
ფრაზეოლოგიურ ლექსიკონებში.

მეორე იდიომა , მაგ „ ни кола, ни двора,, ნიშნავს „არც სახლს, არც კარს“, ხოლო
კულტურული ნიშანი იგი ხდება, როცა შემდეგ კულტურულ მნიშვნელობას
გადმოგვცემს: ადამიანს არ შეჰფერის უსახლკაროდ ყოფნა.
თელია გვთავაზობს თავის მეთოდს ენობრივი ერთეულების ნაციონალურ
კულტურული არსის ინტერპრეტაციისა, - შიდა დაკვირვების მეთოდს, ანუ ენის
„შიგნიდან“ დაკვირვების მეთოდს. მაგ. შემდეგი კოლოკაციის „სინდისის
ქენჯნა„ ინტერპრეტაციისას ლინგვოკულტურულ ასპექტში მნიშვნელოვანია არა
მხოლოდ ღირებულებითი მოდალობა (როგორც სინდისი დაიტანჯებოდა
ტკივილისაგან), არამედ ისიც, რომ ეს განაპირობებს ფსიქოლოგიურ დისკომფორტს,
იმიტომ რომ მანკიერი ნაკლი საზოგადოებაში იწვევს არმოწონებას, გაკიცხვას.

თელიას მიერ შემოთავაზებული ინტერპრეტაციის ხერხების გარდა ჩვენი


კონცეფციის ფარგლებში უნდა ვაღიაროთ ასევე ენობრივი ფაქტების ანალიზი შიდა
დაკვირვების საფუძველზე.

კულტურის კვლევის მეთოდები.

კულტუროლოგიის ამოცანები

კულტურის ცნება ლინგვოკულტუროლოგიისათვის არსებითი


მნიშვნელობისაა, ამიტომ აუცილებლად მიგვაჩნია მისი ონთოლოგიის,
სემიოტიკური ხასიათის და სხვა ჩვენეული მიდგომისათვის მნიშვნელოვანი
ასპექტის დეტალურად განხილვა.

ანთროპოლოგია არის ერთ-ერთი პირველი მეცნიერება ადამიანსა და მის


კულტურაზე, რომელმაც გამოიკვლია ადამიანის ქცევა, ნორმების ჩამოყალიბება,
აკრძალვები, ტაბუები, დაკავშირებული ადამიანის ჩართვასთან სოციო-კულტურულ
ურთიერთობათა სისტემაში, კულტურის გავლენა სქესობრივ დემორფიზმზე.
სიყვარული როგორც კულტურული ფენომენი, მითოლოგია როგორც კულტურული
მოვლენა და სხვა პრობლემები. ის აღმოცენდა ინგლისურენოვან ქვეყნებში XIX
საუკუნეში და ჰქონდა რამოდენიმე მიმართულება, რომელთა შორისაც ჩვენი
პრობლემების ფარგლებში უფრო საინტერესოდ შეიძლება ჩაითვალოს კოგნიტური
ანთროპოლოგია.

კოგნიტური ანთროპოლოგიის საფუძველში დევს წარმოდგენა


კულტურაზე, როგორც სიმბოლოების სისტემაზე, რომელთა დახმარებითაც ადამიანი
შეიცნობს, ორგანიზებას უკეთებს და სამყაროს გონებრივ სტრუქტუირებას ახდენს.
კოგნიტური ანთროპოლოგიის მიმდევართა აზრით, ენა მოიცავს ყველა კოგნიტურ
კატეგორიას, რომელიც დევს ადამიანის აზროვნების საფუძველში და რომელიც
შეადგენს კულტურის არსს. ეს კატეგორიები არ არის ჩადებული ადამიანში
იმანენტურად, ისინი ყალიბდებიან ადამიანის კულტურასთან ურთიერთობის
პროცესში.

1960-იან წლებში კულტუროლოგია ჩამოყალიბდა როგორც


დამოუკიდებელი მეცნიერება. იგი აღმოცენდა ფილოსოფიის, ისტორიის,
ანთროპოლოგიის, სოციოლოგიის, ფსიქოლოგიის, ეთნოლოგიის, ეთნოგრაფიის,
ლინგვისტიკის, ხელოვნებათმოცდნეობის, სემიოტიკის, ინფორმატიკის გასაყარზე.

კულტურა არის ფუნდამენტალური ცნებების სოციო-ჰუმანიტარული


გაგება. ეს ტერმინი მეცნიერული გაგებით გამოიყენება XVIII საუკუნის მეორე
ნახევრიდან - ანუ, „განმანათლებლობის ხანიდან“. პირველი განმარტება კულტურისა
მეცნიერულ ლიტერატურაში ეკუთვნის მ. ტეილორს, რომელიც კულტურას
აღიქვამდა როგორც კომპლექსს, რომელიც მოიცავდა ცოდნას, რწმენას, ხელოვნებას,
კანონებს, მორალს, წეს-ჩვეულებებს და ა.შ., შეძენილს ადამიანის, როგორც
საზოგადოების წევრის მიერ. ახალი განმარტებები, გურევიჩის აზრით, ბევრი
მოიპოვება, რაც მეტყველებს არა იმდენად მოვლენის მიმართ ინტერესზე,
რამდენადაც თანამედროვე კულტუროლოგიის მეთოდოლოგიურ სიძნელეებზე.
თუმცა დღემდე მსოფლიო კულტუროლოგიურ აზროვნებაში არ მოიპოვება არა
მხოლოდ ერთიანი გაგება კულტურის, არამედ საერთო აზრი მისი შესწავლის
გზებზე, რომელიც გადალახავს ამ მეთოდოლოგიურ გაურკვევლობებს.

კულტუროლოგები გამოყოფენ საკმაოდ ბევრ მიდგომას კულტურის ცნებასა და


განმარტებებზე. დავასახელოთ რამდენიმე მათგანი:

1. აღწერილობითი, რომელშიც მოცემულია განყენებული ელემენტები და


კულტურის გამოვლინებები - წეს-ჩვეულებები, საქმიანობის სახეები,
ღირებულებები, იდეალები და ა. შ. ამ მიდგომით კულტურა განისაზღვრება როგორც
მიღწევებისა და ინტუიციების ერთიანობა, რომლებმაც განასხვავეს ჩვენი ცხოვრება
პირველყოფილი წინაპრებისაგან და რომლებიც ემსახურებოდნენ ორ მიზანს:
ადამიანის დაცვა ბუნებისაგან და ადამიანთა ურთიერთობის რეგულირება
(ვ.ფროიდი). მოცემული მიდგომის ნაკლი კულტურის გამოვლენის საკმაოდ
არასრული სიაა.

2. ღირებულებითი - რომელშიც კულტურა განიხილება, როგორც ადამიანების მიერ


შექმნილი სულიერი და მატერიალური ღირებულებების ერთიანობა. იმისათვის, რომ
ობიექტი ღირებულებას წარმოადგენდეს, საჭიროა ადამიანმა მასში ეს
ღირებულებები აღმოაჩინოს. ადამიანის უნარი დაადგინოს ობიექტის ღირებულება
დაკავშირებულია მის გონებაში ღირებულებითი წარმოდგენების არსებობასთან,
მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია წარმოსახვა, რომლის საშუალებითაც იქმნება
სრულყოფილი ნიმუშები ან იდეალები, რომლებსაც ვადარებთ რეალურად არსებულ
ობიექტებს. აი ასე ესმის კულტურა ჰაიდეგერს: ესაა ადამიანის მიერ შემუშავებული
უმაღლესი ღირებულებები და მათი რეალიზაცია. ასევე ფიქრობდნენ ვებერი,
ფრანცევი, ჭავჭავაძე. ამ მიდგომის ნაკლი მდგომარეობს იმაში, რომ კნინდება
წარმოდგენა კულტურაზე, რადგან მას არ მიაკუთვნებენ ადამიანის საქმიანობის
მრავალფეროვნებას, არამედ მხოლოდ ღირებულებებს, ანუ ერთიანობას საკუთარი
ქმნილებებისა, უკან იტოვებენ რა მის უარყოფით გამოვლენას.

3. მოქმედებითი, რომელშიც კულტურა აღიქმება, როგორც ადამიანის


დამახასიათებელი თვისება დაიკმაყოფილოს მოთხოვნილებები. ამიტომ კულტურა
აღიქმება, როგორც ადამიანის საქმიანობის განსაკუთრებული ფორმა.

4. ფუნქციონალური, რომელშიც კულტურა გაიგივებულია ტექსტთან. კულტურა


არის ტექსტების რაოდენობა, უფრო სწორად მექანიზმი, რომელიც ქმნის ტექსტების
ერთიანობას (ლოტმანი). ტექსტი ეს არის კულტურის სისხლი და ხორცი. ისინი
შეიძლება განხილულ იქნას, როგორც უნიკალური ფასდაუდებელი ნიმუში,
შექმნილი ავტორის მიერ და ინფორმაციის სათავსო, რომელიც შესწავლილი უნდა
იქნას. ნაკლი ამ მიდგომისა მდგომარეობს იმაში, რომ შეუძლებელია ტექსტის
ერთმნიშვნელოვნად გაგება.

5. ნორმატიული, რომლის ჩარჩოებშიც კულტურა არის ადამიანის ცხოვრების


მარეგულირებელი ნორმისა და წესის ერთიანობა. ლოტმანს კულტურა ესმის
როგორც კოლექტიური მემკვიდრეობა, რომელიც ზოგჯერ გამოიხატება აკრძალვის
და ბრძანებების ფორმით.

6. სულიერი - ამ მიდგომის მომხრეები განსაზღვრავენ კულტურას, როგორც


საზოგადოების სულიერ ცხოვრებას, როგორც იდეების ნაკადს და სულიერი
შემოქმედების სხვა პროდუქტებს. საზოგადოების სულიერი ყოფა არის კულტურა. ამ
მიდგომის ნაკლი მდგომარეობს კულტურის სფეროების სიმცირეში, რადგან
არსებობს კიდევ ერთი მატერიალური კულტურა.

7. დიალოგური, რომლის მიხედვითაც კულტურა არის კულტურებს შორის


„დიალოგი“, მისი სუბიექტების საუბრის ფორმა. გამოიყოფა ეთნიკური და
ნაციონალური კულტურები, რომლებიც იქმნება ცალკეული ერების მიერ.
ნაციონალურ კულტურებს შორის გამოიყოფა ქვეკულტურები. ეს არის ცალკეული
სოციალური ფენებისა და ჯგუფების კულტურა (ახალგაზრდული ქვეკულტურა,
დამნაშავეთა სამყაროს ქვეკულტურა და ა.შ). არსებობს ასევე მეტაკულტურა,
რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ერებს, მაგ. ქრისტიანული კულტურა. ყველა
კულტურა ეკონტაქტება ერთმანეთს ანუ „დიალოგს მართავენ’. რაც უფრო
განვითარებულია ნაციონალური კულტურა, მით უფრო მიისწრაფის დიალოგისკენ
სხვა კულტურებთან და ამ კონტაქტებით უფრო მდიდრდება, რადგან ითვისებს სხვა
კულტურების მიღწევებს, მაგრამ ამავე დროს უნიფიცირდება და
სტანდარტიზირდება.

8. საინფორმაციო. მასში კულტურა წარმოდგენილია, როგორც სისტემა ინფორმაციის


შექმნისა, შენახვისა და გადაცემისა. ეს არის იმ ნიშანთა სისტემა, რომელსაც
საზოგადოება იყენებს, რომელშიც ჩადებულია სოციალური ინფორმაცია, ანუ
ადამიანები მასში დებენ შინაარსს, მნიშვნელობას, აზრს. აქ შეიძლება შედარება
გავაკეთოთ კომპიუტერთან უფრო კონკრეტულად კი მის ინფორმაციულ
უზრუნველყოფასთან ტექნიკური ენით, მეხსიერებით და ინფორმაციის
გადამუშავების პროგრამით. კულტურაში იგულისხმება ენები, სოციალური
მეხსიერება და ადამიანური ქცევების პროგრამა. შესაბამისად, კულტურა ეს არის
საზოგადოების ინფორმაციული უზრუნველყოფა. ეს არის სოციალური ინფორმაცია,
რომელიც გროვდება საზოგადოებაში ნიშანთა სისტემის დახმარებით.
9. სიმბოლური მიდგომა ყურადღებას ამახვილებს კულტურაში სიმბოლოების
გამოყენებაზე. კულტურა ეს არის „სიმბოლური სამყარო“ (ლოტმანი). ზოგი მისი
ელემენტი განსაკუთრებული ეთნიკური არსის შეძენით, ხდება ერის სიმბოლო -
ქართველებისათვის ყანწი, ინგლისელებისათვის - ციხე-სიმაგრეებში მოჩვენებები და
შვრია, იტალიელებისათვის სპაგეტი, გერმანელებისთვის ლუდი და ძეხვი და ა. შ.

10. ტიპოლოგიური ( მამარდაშვილი). სხვა ერის წარმომადგენლებთან შეხვედრისას


ადამიანები სხვის საქციელს ზომავენ თავიანთი კულტურის საზომით. მაგ.
ევროპელებს თრგუნავს იაპონელების ღიმილი, როცა ეს უკანასკნელნი საუბრობენ
ახლობლის სიკვდილზე და ამას აღიქვამენ, როგორც უგულობის და სისასტიკის
გამოვლინებას. იაპონური კულტურის პოზიციიდან კი - ეს უკიდურესი
თავაზიანობის გამოვლინებაა, არ მოახვიო თანამოსაუბრეს შენი პრობლემები. ის რაც
ერთი ერის წარმომადგენლებისათვის მზრუნველობის და გონიერების
გამოვლინებაა, მეორისთვის სიხარბე და ცბიერება.

არის სხვა შეხედულებებიც კულტურაზე. მაგ. თანამედროვე მკვლევარი ერიკ ვოლფი


კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს თავად კულტურის ცნებას, ამტკიცებს რა, რომ ყოველი
კულტურა არ არის დამოუკიდებელი და რომ ყველა კულტურა ურთიერთკავშირშია
და მუდამ ერწყმიან ერთი მეორეს, ამავე დროს ბევრი მათგანი ძლიერ
სახეცვლილებას განიცდის, ზოგიც კიდევ საერთოდ წყვეტს არსებობას.

ყველა განხილულ მიდგომაში არის რაციონალური შინაარსი, თითოეული მათგანი


მიუთითებს „კულტურის“ ცნების რომელიღაც არსებით მახასიათებელზე. მაგრამ
რომელი მათგანია უფრო საყურადღებო. აქ ყველაფერი დამოკიდებულია
მკვლევარის პოზიციაზე, იმაზე თუ როგორ ესმის მას კულტურის ცნება. მაგ, ჩვენ
მიგვაჩნია, უფრო მნიშვნელოვნად ისეთი მახასიათებლები კულტურისა, როგორც
კოლექტივის მემკვიდრეობითი მეხსიერება, რომლებიც აისახება კონკრეტულ
სისტემებში, აკრძალვებსა და ბრძანებებში. ასევე კულტურის განხილვა „კულტურათა
შორის დიალოგის“ პრიზმაში მნიშვნელოვანია. კულტურაში შედის ასევე შრომითი
საქმიანობის ხერხები, წეს-ჩვეულებები, რელიგიები, ურთიერთობის
თავისებურებები, სამყაროს აღქმა და შეცვლა. მაგ, ნეკერჩხლის ფოთოლი, რომელიც
ხეზე კიდია, არის ბუნების ნაწილი, მაგრამ იგივე ფოთოლი ჰერბარიუმში უკვე
კულტურის ნაწილი, ქუჩის კიდეში ქვა არ არის კულტურა, მაგრამ იგივე ქვა წინაპრის
საფლავზე დადებული უკვე კულტურაა.

რატომ არის კულტურა ასე რთული გასაგები და ასახსნელი? კულტურის


უმნიშვნელოვანესი თვისება ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის ერთიანი და არა
ურთიერთგამომრიცხავი კულტურის განმარტების შემუშავებას, ეს არ არის მისი
მთავარი სირთულე და მრავალასპექტურობა, არამედ მისი ანტინომინურობაა.
ანტინომია გაიგება როგორც ორი ურთიერთსაწინააღმდეგოს ერთიანობა, მაგრამ
თანაბრად კარგად დასაბუთებული მოსაზრება კულტურაში.

შემდეგ, გარკვეულწილად კულტურა არ არის დამოკიდებული


საზოგადოებაზე, მაგრამ ის არ არსებობს საზოგადოების გარეშე, ყალიბდება მხოლოდ
საზოგადოებაში. კულტურა აკეთილშობილებს ადამიანს, ახდენს დადებით გავლენას
მთლიანობაში საზოგადოებაზე, მაგრამ მას შეუძლია დაიქვემდებაროს ადამიანი
სხვადასხვა სახის უარყოფით ქმედებებზე. მაგ. მასობრივი კულტურა. კულტურა
არსებობს, როგორც ტრადიციის შენახვის პროცესი, მაგრამ ის განუწყვეტლივ არღვევს
ნორმებს და ტრადიციებს და სწორედ ნოვაციებისგან იღებს სიცოცხლის ძალას,
უაღრესად დიდია მისი უნარი თვითგანახლებისა, ახალი ფორმების მუდმივი
ამაღლებისა.

კულტურის ანალიზს ართულებს არა მხოლოდ მისი განმარტებების


სიმრავლე, არამედ ის ფაქტიც, რომ ბევრ მკვლევარს (კულტუროლოგები,
ანთროპოლოგები, ფილოსოფოსები, ეთნოგრაფები და სხვა მეცნიერები)
შეხედულებები ეცვლებათ, როდესაც უბრუნდებიან კულტურის თემას გარკვეული
დროის შემდეგ. მაგ. ზემომოყვანილის გარდა ლოტმანი კიდევ ერთ განმარტებას
იძლევა: „კულტურა არის ....სრული სემიოტიკური სისტემა, მისი ფუნქციაა -
მეხსიერება, მისი ძირითადი მახასიათებელი - დაგროვება (1971). „კულტურა არის
რაღაც საერთო რომელიმე კოლექტივისათვის - ადამიანთა ჯგუფისათვის,
რომლებიც თანადროულად ერთ სოციალურ ორგანიზაციაში ცხოვრობენ ...
კულტურა არის ურთიერთობის ფორმა ადამიანებს შორის (1994) სხვა ავტორებსაც
იგივე მდგომარეობა აქვთ.
კულტურის სხვადასხვა კუთხით შესწავლისას, ყოველ ჯერზე სხვადასხვა შედეგებს
ვღებულობთ: ფსიქო-მოქმედებითი მიდგომას სხვა შედეგები იძლევა,
სოციოლოგიური სხვას და ა.შ. მხოლოდ კულტურის ყველანაირი კუთხით შესწავლა
მოგვცემს მასზე შედარებით სრულ წარმოდგენას.

ავიღოთ ყველაზე ფართოდ გავრცელებული განმარტება: კულტურა არის სამყაროში


სუბიექტის საქმიანობის ყველანაირი ფორმის ერთიანობა, რომელიც ეფუძნება წესს
და რიგს, ღირებულებებს და ნორმებს, ნიმუშებს და იდეალებს, ეს არის კოლექტივის
მემკვიდრეობითი მეხსიერება, რომელიც „ცხოვრობს და არსებობს“ მხოლოდ სხვა
კულტურასთან დიალოგში, ამრიგად, კულტურის ქვეშ ჩვენ მოვიაზრებთ
კოლექტიური არსებობის „თამაშის წესების“ ერთიანობა, კოლექტივის სოციალურ
მეხსიერებაში შენახული სოციალური პრაქტიკების ერთიანობას, რომელიც
არჩეულია ადამიანთა მიერ სოციალურად მნიშვნელოვანი პრაქტიკული და
ინტელექტუალური საქმიანობისათვის. კულტურის ნორმები მემკვიდრეობით არ
გადაიცემა, ისინი სწავლით აითვისება. ამიტომ ნაციონალურ კულტურათა ფლობა
გულისხმობს სერიოზულ ინტელექტუალურ ძალისხმევას.

კულტუროლოგიის, ფილოსოფიის და კულტურის თეორიის ამოცანები,


ჩვენი აზრით მდგომარეობს იმაში, რომ შევიცნოთ კულტურა თავის რეალურ
მთლიანობაში და არსებობის სხვადასხვა ფორმის ერთიანობაში, მის ფორმირებაში,
ფუნქციონირებაში და განვითარებაში და ასევე ვუპასუხოთ კითხვებს: რაში
მდგომარეობს ამა თუ იმ კულტურის სიცოცხლისუნარიანობა, როგორია სხვადასხვა
ერის კულტურების ნაციონალური სპეციფიკა, როგორია პიროვნული კულტურა სხვა
პიროვნების კულტურასთან ურთიერთობებისას და ა.შ.

კულტურათმცოდნეებმა კარგად იციან, რომ პირველყოფილ ტომებს, რომლებიც


ზოგჯერ გადაშენების ზღვარზე იყვნენ, ჰქონდათ სულიერი კულტურის ძალიან
რთული და განშტოებული სისტემა - მითები, ჩვეულებები, რიტუალები, რწმენები
და ა.შ. მთავრი ძალისხმევა ამ ტომებისა, რაც არ უნდა უცნაურადაც არ ჟღერდეს,
მიმართული იყო არა ბიოლოგიური სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებისკენ,
არამედ სულიერი ღირებულებების შენარჩუნებისკენ. ეს შეინიშნა ბევრ
საზოგადოებაში, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს უბრალო შემთხვევითობად ან
საბედისწერო ცდომილებად. ამიტომ სულიერი კულტურა არ უნდა მივიჩნიოთ
მეორეხარისხოვნად მატერიალურთან მიმართებაში (თეზისი „ყოფიერება
განსაზღვრავს ცნობიერებას“).

ლინგვოკულტუროლოგია დაინტერესებულია კულტურით და არა ცივილიზაციით,


რადგან ეს უკანასკნელი მატერიალურია, კულტურა კი სიმბოლური.
ლინგვოკულტუროლოგია უპირველეს ყოვლისა შეისწავლის მითებს, წეს-
ჩვეულებებს, რიტუალებს და კულტურულ სიმბოლოებს და ა.შ. ეს ყოველივე
მიეკუთვნება კულტურას, ისინი ენასა და ყოფით და სიტუაციურ ქცევებშია
მოცემული. მათზე დაყრდნობით ტარდება კვლევები ლინგვოკულტუროლოგიაში.

მე-XX ს. დასაწყისიდან კულტურაში ხედავენ ღირებულებების და იდეების


სისტემას. ამ გაგებით კულტურა არის აბსოლუტური ღირებულებების ერთიანობა,
რომელსაც ქმნის ადამიანი, ეს არის ადამიანის დამოკიდებულების გამოხატვა იმ
ნივთებში, ქცევებში, სიტყვებში, რომლებსაც ადამიანი ანიჭებს მნიშვნელობას, ანუ
ღირებულებათა სისტემა კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მხარეა.
ღირებულებები, ნორმები, ნიმუშები, იდეალები - არის აქსიოლოგიის ( მეცნიერება
ღირებულებების შესახებ) უმნიშვნელოვანესი კომპონენტი. ღირებულებათა სისტემა
მიჩნეულია სულიერი კულტურის ღერძად, ამის დასტურია კულტურის
ღირებულებითი ცნებები, როგორიცაა რწმენა, სამოთხე, ჯოჯოხეთი, ცოდვა,
სინდისი, კანონი, წესრიგი, ბედნიერება, სამშობლო და ა.შ. თუმცა ქრისტიანულ
სამყაროში ღირებულებითი შეიძლება გახდეს სამყაროს ნებისმიერი ნაწილი, მაგ,
მთები, უდაბნო.

არსებობს „კულტურული დეტერმინიზმის“ ცნება, რომლის მიხედვითაც


ერის და ქვეყნის კულტურა და რელიგია, როგორც კულტურის მნიშვნელოვანი
ნაწილი, საერთო ჯამში განსაზღვრავს მისი ეკონომიკური განვითარების დონეს.
ბერდიაევის თანახმად, რუსი ადამიანის წარმოდგენაში შერწყმულია ქრისტიანული
და წარმართული მითოლოგიური წარმოდგენები სამყაროზე. ამრიგად, ერის
მენტალიტეტი მთლიანად ეფუძნება რელიგიას, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვან
როლს თამაშობს ისტორია, კლიმატი, საერთო გარემო, ენის სპეციფიკა.
თუკი ბუნებას მხოლოდ ერთი განზომილება აქვს - მატერიალური,
კულტურა გაცილებით უფრო რთულია. არსებობს კულტურის შემდეგი საკითხები
მატერიალური და სულიერი, შინაგანი და გარეგანი, პიროვნების კულტურა და ერის
კულტურა. ერის კულტურის კიდევ ერთი განშტოება: იურიდიული კულტურა,
მხატვრული კულტურა, მორალური კულტურა, ურთიერთობის კულტურა.
კულტურა რეალიზდება და დიფერენცირდება საზოგადოების სივრცულ-დროულ
სტრუქტურებში - ერის კულტურა - ძველი საბერძნეთი, ეგვიპტე, სლავების
კულტურა და ა.შ. ყოველ ნაციონალურ კულტურას აქვს სხვადასხვა ფენები -
გლეხების კულტურა, ახალი რუსების კულტურა და ა.შ.

ამრიგად, კულტურა არის რთული, მრავალმხრივი მოვლენა, რომელიც


ატარებს კომუნიკაციურ-საქმიანობით, ღირებულებით და სიმბოლურ ხასიათს. იგი
განსაზღვრავს ადამიანის ადგილს მატერიალური ღირებულებების წარმოშობის,
გადანაწილების და მოხმარების სისტემაში, იგი ერთიანია, აქვს ინდივიდუალური
თავისებურებები და ერთიანი იდეა და სტილი, ანუ სიკვდილ-სიცოცხლის და
სულისა და მატერიის ბრძოლის განსაკუთრებული ვარიანტია.

ენაში დაფიქსირებული ძველი ქართველების კულტურა მითოლოგიასთან იყო


დაკავშირებული, მაგრამ იგი არ გაუჩინარებულა უკვალოდ. იგი იმდენად
შეცვლილია, რომ ხშირად ძნელია მისი ამოცნობა, მაგრამ მაინც შემორჩენილია
ენობრივ ერთეულებში: მეტაფორა, ფრაზეოლოგიზმი, ანდაზები, გამონათქვამები,
ფოლკლორული სიმღერები და ა.შ. ამიტომ შეიძლება ვისაუბროთ ქართული
კულტურის მითოარქეტიპულ საწყისზე.

ენის თითოეული მატარებელი აყალიბებს სამყაროს თავისეულ ხედვას არა თავისი


აზრების და განცდების დამოუკიდებელი გადამუშავების საფუძველზე, არამედ მისი
წინაპრების ენაში ჩადებული ცნებების გამოცდილებების საფუძველზე, რომელიც
დაფიქსირებულია მითებში და არქტიპებში. ამ გამოცდილების გათავისებით, ჩვენ
ვცდილობთ მის გაუმჯობესებას. სამყაროს შეცნობის პროცესში ჩნდება ახალი
ცნებები, რომლებიც ფიქსირდება ენაში, რომლებიც არის კულტურული მონაპოვარი:
ენა არის აქამდე ამოუცნობის შეცნობის საშუალება. (ჰუმბოლდტი) „ენათა
შედარებითი კვლევა“).
შესაბამისად, ენა არა მხოლოდ აღნიშნავს და გამოხატავს იმას რაც არის
კულტურაში, არამედ ცვლის კულტურას, თვითონაც იზრდება და ვითარდება
კულტურაში. სწორედ ენის და კულტურის ამ ურთიერთქმედებას შეისწავლის
ლინგვოკულტუროლოგია.

You might also like