You are on page 1of 31

სიმბოლო _ კულტურის სტერეოტიპიზაცია.

არქეტიპი, სტერეოტიპი _
კულტურული სივრცის ფენომენი.

ყველასთვის გასაგები ელემენტი, რომელიც მუდმივად გვხვდება ლიტერატურასა და


ცხოვრებაში, რომელსაც ფსიქოლოგი კარლ იუნგი “კოლექტიურ გაუცნობიერებელს”
უწოდებს არის არქეტიპი. სიტყვა არქეტიპი წარმოშობილია ბერძნული სიტყვიდან
Arche, რაც ორიგინალს ნიშნავს, ხოლო tipus ნიშნავს მოდელს, ე.ი. ორიგინალურ
მოდელს. ამგვარად, არქეტიპი რაღაცის წარმოსახვის იდეალური მოდელია. არქეტიპი ეს
არის გზა გულუბრყვილობიდან გამოცდილებამდე, საწყისიდან ძირითადისკენ,
მარტივიდან რთულისკენ, გაუცნობიერებლიდან გაცნობიერებულისკენ. დეკარტეს
ფილოსოფიის მიხედვით არქეტიპები საგნების ნიშნები და ნიმუშებია, რომელთა
ერთმანეთთან მსგავსება წარმოიქმნება გონებაში აღქმისა და ფიქრის დროს. ბერკლის
თვალსაზრისით არქეტიპები ეს არის ღმერთის საზრისი, რომელიც ჩვენს გონებაში
ჰპოვებს ასახვას. იუნგი კი თვლის, რომ არქეტიპები არის კოლექტიური
გაუცნობიერებელი, რომელიც სიმბოლოების და ხატების სახით აისახება ჩვენს
ცნობიერებაში, მაგალითად სიზმრებში.

იმისთვის, რომ გავიგოთ ფოლკლორი აუცილებელია გავიგოთ არქეტიპი, რადგან ის


არის კაცობრიობის ფსიქიკური ინსტიქტების გამოვლინება. ის მეორდება სხვადასხვა
ლიტერატურულ წყაროებში საუკუნეების მანძილზე.

ასეთი არქეტიპებია გმირები, რომლებიც ბევრ სხვდასხვა ეპოქის ნაწარმოებებში


გვხდება, მაგ. დადებითი მნიშვნელობის მქონე არქეტიპები: 1. ამირანი, რომელიც
ბერძენი გმირის პრომეთეს მსგავსია. ის მიჯაჭვულია კავკასიონზე და ქართველების
მებრძოლი სულის და გამძლეობის სიმბოლოს წარმოადგენს. 2. დედა, რომელიც
სიმბოლოა მშობელის, სიკეთის, დამრიგებლის, მზრუნველის. მასთან არის
დაკავშირებული ბევრი ქართული სიტყვა: დედამიწა, დედაბოძი, დედასამშობლო,
დედაენა, დედიშობილა, დედისერთა, დედინაცვალი და სხვა. 3. ბრძენი მოხუცი,
რომელიც ხშირად მასწავლებელი და დამრიგებელია. 4. თავგანწირული გმირი,
რომელიც სიცოცხლეს სწირავს სხვისი კეთილდღეობისთვის, მისი პროტოტიპი არის
იესო ქრისტე. 4. მეფე, რომელიც გულადი და ბრძენია. 5. ხარი, რომელიც სიძლიერის და
ერთგულების სიმბოლოა 6. ხე, რომელიც სიცოცხლის და მარადიულობის სიმბოლოა
თავისი ფესვებით, ღეროებით და ფოთლებით. ის დედამიწის ღერძს წარმოადგენს. ამის
საუკეთესო მაგალითია ქართველების მიერ წარმოდგენილი სამყარო, რომელსაც ხის
ფორმა აქვს. მას გააჩნია ზედა სამყარო-ცა, რომელსაც ზესკნელი ეწოდება, მიწა,
რომელზეც ჩვენ ვცხოვრობთ და სკნელი ეწოდება, მიწისქვეშეთი-ქვესკნელია, სამყაროს
ცენტრს, სკნელის პირდაპირ წინასკნელი ეწოდება, ხოლო უკანას-უკანასკნელი (ნ.
ახმეტელი, ბ. ლორთქიფანიძე, 2001). 7. განტევების ვაცი, გულუბრყვილო და მიამიტი,
რომლის მოტყუილება ადვილია. 8. კეთილი ფერია, დედოფალი და სხვა. უარყოფითი
არქეტიპებია: 1. ნაცარქექია, მატყუარა, ზარმაცი, მაგრამ აზრიანი და მოხერხებული
ადამიანი (ტრიცკსტერ) 2. მგელი, მუდამ მშიერი და მზაკვარი. 3. მელია, მატყუარა და
ცბიერი 4. ბოროტი ადამინები, ხშირად დედინაცვალი ან კუდიანი დედაბერი. 5. ეშმაკი
6. გველი 7. დევი, ბრიყვი მაგრამ ბოროტი და სხვა. ხშირია მოქმედების ადგილების
არქეტიპებად გამოყენება, მაგ. ბაღი, ტყე, გამოქვაბულებები, მთები, მდინარეები, ზღვა,
სახლი და სხვა. ლიტერატურაში ხშირია არქეტიპების გამოყენება, რადგან ისინი
მუდმივად ხდებიან მწერლის შთაგონების წყაროდ.

ხშირია რიცხვების არქეტიპული გამოყენება, მაგ. სამი- სამი ძმა, სამება. სამი
ძირითადად ბიბლიური რიცხვია. ქართული მენტალიტეტისთვის დამახასიათებელი
რიცხვია ცხრა- ცხრათვალა მზე, ცხრა მთა, ცხრათავიანი დევი, ცხრაკლიტური, ცხრა
მთის იქეთ. განსაკუთრებით საინტერესოა თორმეტის არქეტიპი. რეალობა არის
სინათლის ბგერის და ფერების ერთობლიობა, რომელიც მფეთქავ ორბიტას ჰგავს,
რომელიც 12 საყვირის ფორმის სპირალისებურ დაუსრულებელ წრეში ბრუნავს და მას
დასასრული არასოდეს ექნება. ეს არის სამყარო რომელშიც ჩვენ ვამჟღავნებთ ჩვენს
ემოციებს და გრძნობებს. (Archetypes and Symbols. 12 Around 1))

Perpetual rhythmic motion [dance] of sound, light, and color

that creates endless grids in which we consciously experience


თორმეტი ერთის გარშემო ეს არის იესო ქრისტე და მისი თორმეტი მოსწავლე,
წელიწადი შედგება თორმეტი თვისგან, საათის ციფერბლატზე თორმეტი რიცხვია,
ისარი კი ღერძის ირგვლივ ბრუნავს, 12=1+2=3 სამი ეს არის მამა ღმერთი, ძე ღმერთი და
სული წმინდა, ზოდიაქოს ნიშანიც თორმეტია. არქეტიპები წარმოშობილია
წინალოგიკური ფიქრისგან, ისინი მთხრობელშიც და მკითველშიც აღძრავენ ერთნაირ
გრძნობებს, რადგან გაუცნობიერებლად მათ ესმით ამ სიმბოლოების მნიშვნელობა.
(Archetypes and Symbols. 12 Around 1)

Da Vinci - The Last Supper - 12 Apostles Around (1) Jesus - Christ Consciousness

ასევე საინტერესოა თვალის არქეტიპი. ის ყველა კულტურაში არის კეთილიც და


ბოროტიც. არსებობს ყოვლისმხედველი თვალი, რომელიც ღვთიურ ძალას ფლობს,
რადგან ის ღვთის თვალია. ერთდოლარიანზე გამოხატულია თვალი, რომელიც
მოთავსებულია სამკუთხედში და ღვთის თვალს სირიუსს წარმოადგენს, ყოველ 4
ივლისს, ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს, მზე თანხვდება სირიუსს, ამიტომ ეს
ნიშანი არის ამერიკულ დოლარზე (მასონური ნიშანია). პირამიდა თვალის ქვემოთ
საინტერესო არქეტიპია. მასზე თითოეულ მხარეს 91 საფეხურია, ოთხივე მხრივ კი 364,
თუ მას დავამატებთ წვერს მივიღებთ 365, რაც წელიწადის დღეებს უდრის. Pპირამიდას
აქვს 4 მხარე 13 დონით ე.ი. სულ 52. ამდენი კვირაა წელიწადში. ამ არქეტიპით
დაუკავშირდა ერთმანეთს ცოდნა ეგვიპტის და შუა აღმოსავლეთის შესახებ,
გადავინაცვლეთ ევროპიდან ამერიკაში, რომელიც თავისუფალმა მასონებმა მე-18
საუკუნეში შექმნეს და ბოლოსEეს ნიშანი დასვეს ამერიკელებმა დოლარზე. (Archetypes
and Symbols. 12 Around 1)

Isis, Iris, Pupil, Rods and Cones, Masonic Symbolism

ყველაფერი ეს მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანი გაუცნობიერებლად უკავშირებს


ყველაფერს სამყაროს საწყისს, შემდეგ კი ეს გადააქვს თავის ყოფიერებაში, კულტურასა
და ენაში. არქეტიპები შექმნილია ჩვენი წინაპრების მიერ და ისინი ჩაბეჭდილია ჩვენს
ცნობიერებაში.Aარქეტიპული სიმბოლოები გამოიყენება მითებში, ლეგენდებში,
ფოლკლორში, განსაკუთრებით ზღაპრებში, იდიომებსა და ანდაზებში. არქეტიპული
სიმბოლოების რიცხვი ფაქტიურად შეუზღუდავია. ისინი გახვეულია მითების,
რელიგიური სიმბოლოების და იდეების საბურველში.

ერთი კულტურისათვის დამახასიათებელი არქეტიპები შეიძლება შეგვხვდნენ


სხვადასხვა კულტურებში, მაგრამ ისინი ყველასთვის გასაგებია, რადგან ქვეცნობიერად
ადამიანში არსებობს მისი პროტოტიპი. ამიტომ გასაოცარი არ არის თანამედროვე
არქეტიპების შექმნა. ეს არქეტიპები არის ნაწარმოების (მაგ. ფრანკენშტეინი, დრაკულა),
ფილმების, კომიქსების გმირები, სიმბოლოები და სიტუაციები. მაგალითად, გმირები:
სუპერმენი, ბეტმენი, სპაიდერმენი, Xმენი, ქალი-კატა, ჰალკი და სხვა ანუ ის
ფანტასტიკური გმირები, რომლებიც ჩადიან საოცრებებს ადამიანების გადასარჩენად.
მათ ძველ არქეტიპებთან, მაგალითად ამირანთან, ტარიელთან, ავთანდილთან,
პრომეთესთან, ჰერკულესთან, აქილევსთან და ა.შ. აერთიანებთ საერთო მიზანი:
დაეხმარონ ხალხს და დაიხსნან ისინი გაჭირვებიდან, აკეთონ საგმირო საქმეები.
თითოეულ ამ დადებით გმირს ჰყავს თავისი ანტინომია, რომელიც ბოროტებას ჩადის
და რომელიც ებრძვის კეთილს. სამყაროში, ერთი შეხედვით ქაოტურ და აგრესიულ
გარემოში, მეგობრობის, სიყვარულის, სიკეთის, ერთგულების, სიბრძნის არქეტიპები
ჩვენი სამყაროს მარადიულობის ქვაკუთხედად გვევლინებიან.

არქეტიპები ჩვენს ცნობიერებაში შემოდიან მითებიდან, ლეგენდებიდან და


ზღაპრებიდან, ამიტომ მათი რიტუალური ქცევის “განახლებული” სახით გამოჩენა
თანამედროვე ლიტერატურაში უცხო არ არის, განსაკუთრებით ამერიკულ კომიქსებში.
სუპერმენი ბერძენი გმირის პერსევსის პროტოტიპია. ის არის საშუალო კლასის
წარმომადგენელი. ის ზეციდან ეშვება დადამიწაზე. პერსევსის მსგავსად, სუპერმენი
ადრე დაობლდა და გაჭირვებაში გაიზარდა. ყმაწვილკაცობაში კი ცდილობს დაიბრუნოს
დაკარგული მემკვიდრეობა. ის უშიშარი გმირია, რომელიც ათასგვარ ხიფათში ეხვევა,
მაგრამ ღირსეულად ამარცხებს თავის მტრებს. ის ყოველთვის სიკეთის და ზნეობრივის
მხარეს იჭერს, მას აქვს ღირებულებები, რომლებსაც ის არასდროს ღალატობს. პერსევსა
და სუპერმენს შორის განსხვავება მხოლოდ სიყვარულშია- პერსევსი ცდილობს
საყვარელი ქალის ანდრომედას გულის დაპყრობას, მაშინ როცა სუპერმენისთვის
სიყვარული მთავარი არ არის. Mმისი გონება მიმართული ე.წ. ამერიკული ცხოვრების
სტილის დასაცავად. (Robert Lyman Biral, ”The American Hero-Quester”, 1997)

თანამედროვე არქეტიპული გმირები ამერიკულ კომიქსებში შეიძლება დავყოთ


წყალქვეშა, ცხოველის სახის მქონე და მეომარ არქეტიპებად. ქვემოთ მოყვანილი მაქვს
რამდენიმე მაგალითი თანამედროვე ამერიკული კომიქსების არქეტიპების:

არქეტიპების თანამედროვე მაგალითები

უცხოპლანეტელი გმირი ამ სამყაროდან არ არის. ის განეკუთვნება სამეცნიერო


ფანტასტიკის სფეროს თავისი ძალებით, რომლებიც ხშირად არ არის დაკავშირებული
ერთმანეთთან.
ანდროიდი არის პინოქიოს პერსონაჟი, რომელსაც აქვს წარმოუდგენელი ძალა, მაგრამ
ასევე უჭირს კაცობრიობასთან ურთიერთობა. ის შეიძლება იყოს ლითონის ან
ორგანული ნივთიერებებისგან შექმნილი.

ცხოველი გმირები ერთ-ერთი უმარტივესი ტიპის პერსონაჟია. აირჩიე ცხოველი ან


მწერი და შექმენი შენი გმირი ბუნებრივი ძალების ან უჩვეულო იარაღის გამოყენებით.

აბჯრიანი საოცრება არის ნორმალური ადამიანი საბრძოლო კოსტუმში, ჩვეულებრივ


ჰუმანოიდი ფორმისა და ზომის. ის შეიძლება იყოს მეცნიერი, ან უბრალოდ იცნობდეს
ასეთ ვინმეს.

ასტრონავტი არის დედამიწის კაცი, რომელმაც იმოგზაურა სხვა სამყაროებში. ის


ძალაუფლების ნაკლებობას გამბედაობითა და ჭკუით ავსებს.

ავატარი არის არსება, რომელიც იდენტიფიცირებს ღმერთთან, არის ან ფიქრობს, რომ


არის ღმერთი. მაღალი ძალაუფლების მქონე, მაგრამ მკაცრი მორალური კოდექსის
მიმდევარი.

Gadget Guy არის ჩვეულებრივი ადამიანი იარაღისა და სხვა აღჭურვილობის დიდი


კოლექციით, ხშირად ავტომობილის ჩათვლით. როგორც წესი, მეცნიერი.

ინვალიდი გმირი გადალახავს სერიოზულ დაავადებებს ბევრი წვრთნის და ტრენინგის,


აღმატებული ძალის ან უბრალოდ უხეში გონების მეშვეობით.

ჯუნგლების გმირი არის ტარზანის სტილის გმირი, რომელიც მიწაზე მზრუნველია და


ხშირად აქვს ცხოველის მსგავსი ძალები.

ჯადოქარს აქვს უზარმაზარი და ხშირად არაპროგნოზირებადი ან საშიში ჯადოსნური


ძალა. ის იმ საიდუმლოებს უფრთხილდება, რომელიც ადამიანმა არ უნდა იცოდეს.

საბრძოლო ხელოვნების ოსტატი ცოცხალ იარაღად იქცა, როგორც წესი, მსოფლიოში


მოგზაურობით. მან კარგად იცის ფარული საბრძოლო ხელოვნება და ზოგჯერ არის
ერთზე მეტი საბრძოლო ხელოვნების ოსტატი.

უმცირესობის გმირი არის პერსონაჟი, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, მისი


სოციალური ან ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის
შეიძლება იყოს ნებისმიერი სხვა არქეტიპი.

ამაზრზენი გმირი არის ფრანკენშტეინის მონსტრი, რომელიც გარეგნულად საზიზღარია,


მაგრამ სურს სიკეთის კეთება (ან თუნდაც მარტო დარჩენა).
მითიური გმირი არის ლეგენდის პერსონაჟი, რომელიც ან გადარჩა
თანამედროვეობამდე, ან სხვაგვარად განიცადა რეინკარნაცია.

ოკულტური გმირი თავის ძალას იღებს ზებუნებრივი ძალებისგან, რომლებიც ხშირად


ეშმაკისეულია. ის შეიძლება იყოს ვამპირიც კი, მაქცია ან დემონი.

წყალქვეშა გმირი საუკეთესო მდგომარეობაშია, როდესაც ოკეანეშია, იკვლევს სიღრმეებს


ან იცავს მას ზედაპირზე მცხოვრები უცოდინარი ადამიანებისაგან. ის შეიძლება იყოს
ადამიანი ან ატლანტიდის მკვიდრი.

ქალი მეომარი არის ფიზიკურად ძალიან ძლიერი, მოაზროვნე გმირი, რომელიც არ


ერიდება დაკუნთულ მამაკაცებთან შებრძოლებას.

იარაღის ოსტატს იშვიათად აქვს უფლებამოსილება, მაგრამ ანაზღაურებს მას ერთი


ტიპის იარაღის ოსტატურად გამოყენებით, ხშირად დატვირთულია
მაღალტექნოლოგიური გაჯეტებით.

ბრძენი არის ქუჩის გმირი იუმორის გრძნობით, უცნაური ძალებით და ხშირად


საშინელი გარეგნობით. მასზე შესაძლოა პოლიცია ნადირობდეს.

ახალგაზრდა გმირი არის თინეიჯერი, რომელსაც აქვს ძალა, რომლის კონტროლს


თანდათან სწავლობს.

თითქმის ყველა ამ არქეტიპმა კომიქსებიდან და წიგნებიდან გადაინაცვლა


მულტფილმებში, კინოფილმებში, კომპიუტერულ თამაშებში და ამით შეაღწია
მსოფლიოს ბევრი ადამიანის ცნობიერებაში.

არქეტიპი შეიძლება ჩაითვალოს იდეალურ მოდელად, უზენაეს ტიპად ან რაიმეს


სრულყოფილ გამოსახულებად; ეს არის რაღაცის პირველი რეალური მაგალითი ან
პროტოტიპი; ეს არის ორიგინალური მოდელი, რომლის ბუნება განსაზღვრავს, თუ
როგორ იქმნება საგნები. არქეტიპები იქმნება საუკუნეების განმავლობაში, როგორც
"კოლექტიური არაცნობიერის" გამოსახულება (კარლ იუნგი).

არქეტიპი შეიძლება იყოს ადამიანი, ნივთი, მოქმედება, ქცევა, პიროვნება, სული და


მატერიალური, ანუ ყველაფერი, რაც არსებობს სამყაროში და აღბეჭდილია ჩვენს
გონებაში. ის განასახიერებს ადამიანის „უნივერსალური“ გამოცდილების არსებით
ელემენტს და დაცულია წინაპრების მეხსიერებაში. არქეტიპული სიმბოლოების
რაოდენობა შეზღუდული არ არის. ისინი ჩართულია მითის უნივერსალურ ნიმუშებში,
რელიგიურ სიმბოლოებსა და იდეებში; ისინი ჩვენს ცნობიერებაში შედიან ლეგენდებისა
და ზღაპრების, კომიქსების, მულტფილმების, ფილმების და კომპიუტერული თამაშების
მეშვეობით.
კარლ იუნგმა აღწერა არქეტიპული მოვლენები: დაბადება, სიკვდილი, მშობლებისგან
განშორება, ინიციატივა, ქორწინება, დაპირისპირებულთა გაერთიანება; არქეტიპული
ფიგურები: დედა, მამა, შვილი, ეშმაკი, ღმერთი, ბრძენი მოხუცი, ბრძენი მოხუცი ქალი,
მატყუარა, გმირი; და არქეტიპული მოტივები: აპოკალიფსი, წარღვნა, შემოქმედება.
მიუხედავად იმისა, რომ არქეტიპების რაოდენობა შეუზღუდავია, არსებობს რამდენიმე
განსაკუთრებით შესამჩნევი, განმეორებადი არქეტიპული გამოსახულება, "მათ შორის
მთავარია" (იუნგის მიხედვით) "ჩრდილი, ბრძენი მოხუცი, ბავშვი, დედა ... და მისი
ანალოგი, ქალწული და ბოლოს ანიმა მამაკაცში და ანიმუსი ქალში“. ალტერნატიულად
ის საუბრობდა "გარკვეული განსაზღვრული არქეტიპების გაჩენაზე.

შინაგანი „მე“ - წარმოადგენს არქტიპს, რომელიც გამოიხატება ინდივიდის


ქვეცნობიერების და ცნობიერების უნიფიკაციაში (გაერთიანებაში). შინაგანი „მე“-ს
წარმოქმნას ადგილი აქვს იმ პროცესის მიმდინარეობისას, რომელიც ცნობილია
"ინდივიდუაციის" სახელწოდებით და ეს უკანასკნელი გამოიხატება იმაში, რომ ადგილი
აქვს ინდივიდის პიროვნების სხვადასხვა ასპექტის გაერთიანებას. იუნგი შინაგანი „მე“-ს
ხშირად გამოხატავდა წრეწირის, კვადრატის ან მანდალას სახით, მანდალას აქვს
კვადრატის ფორმა, ოთხი კარით და შუაში წრით. ყოველი კარი T ფორმისაა.
აჩრდილი - წარმოადგენს არქეტიპს, რომელიც მოიცავს სექსუალურ და სასიცოცხლო
ინსტიქტების ერთობლიობას. აჩრდილი არსებობს, როგორც ქვეცნობიერის ნაწილი და
მოიცავს დათრგუნულ იდეებს, სისუსტეებს, სურვილებს, ინსტინქტებს და
ნაკლოვანებებს. ეს არქეტიპი ხშირად მოიხსენიება, როგორც ფსიქიკის ბნელი მხარე,
რომელიც განასახიერებს ველურობას და ქაოსს. იუნგის მიხედვით ასეთი ლატენტური
პროცესები ყველა ჩვენგანისათვის არის დამახასიათებელი, თუმცა, ხშირად ადამიანები
ამ თვისების თავის თავში არსებობას უარყოფენ და მათ მხოლოდ სხვებს მიაკუთვნებენ.
ანიმა ან ანიმუსი - ანიმა არის მდერობითის სახე მამრის ფსიკიკაში, ხოლო ანიმუსი -
მამრობითის სახე მდედრის ფსიქიკაში. ანიმა და ანიმუსი წარმოადგენს ჩვენ „ნამდვილ
ეგოს“, განსხვავებით იმ სახისგან, რომელსაც ჩვენ სხვებს ვაჩვენებთ; იგი წარმოადგენს
კრებით გაუთვითცნობიერებელთან კომუნიკაციის პირველად წყაროს. ანიმას და
ანიმუსის ერთიანობა ცნობილია, როგორც ან „მარჩიელი წყვილი“ და განასახიერებს
დამთავრებულობას, უნიფიკაციას, სიმთლიანეს.
პერსონა - ეს არქეტიპი წარმოადგენს იმას განსახიერებას, თუ როგორ წარვუდგენთ ჩვენს
თავს გარე სამყაროს. სიტყვა „პერსონა“ ლათინური სტყვაა და ითარგმნება როგორც
ნიღაბი. პერსონა წარმოადგენს ბევრ სხვადასხვა სოციალურ ნიღაბს, რომლებსაც ჩვენ
ვანაცვლებთ სხვადასხვა სიტუაციაში და სხვადასხვა ჯგუფებთან ურთიერთობის დროს.
იგი მოქმედებს მხოლოდ იმიტომ, რომ დაიცვას ჩვენი ეგო უარყოფითი იმიჯისგან.
იუნგის მიხედვით პერსონა შეიძლება წარმოჩნდეს სიზმრებში თუ ოცნებებში
სხვადასხვა ფორმით.
არქეტიპების ამომწურავი ჩამონათვალის ნებისმიერი მცდელობა, დიდწილად უშედეგო
იქნება, რადგან არქეტიპები მიდრეკილნი არიან ერთმანეთთან შერწყმაზე და
თვისებების ურთიერთგაცვლაზე, რაც ართულებს იმის გადაწყვეტას, თუ სად ჩნდება
ერთი არქეტიპი და სად იწყება მეორე. მაგალითად, ჩრდილის არქეტიპის თვისებები
შეიძლება გამორჩეული იყოს ანიმას ან ანიმუსის არქეტიპურ გამოსახულებაში. ერთი
არქეტიპი ასევე შეიძლება გამოჩნდეს სხვადასხვა განსხვავებულ ფორმებში, რაც აჩენს
კითხვას, უნდა ითქვას, რომ ოთხი ან ხუთი განსხვავებული არქეტიპი არსებობს თუ
მხოლოდ ერთი არქეტიპის ოთხი ან ხუთი ფორმა.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მრავალი განსხვავებული არქეტიპი, იუნგმა


განსაზღვრა თორმეტი ძირითადი ტიპი, რომლებიც განასახიერებს ადამიანის ძირითად
მოტივაციას. თითოეულ ტიპს აქვს ღირებულებების, მნიშვნელობებისა და პიროვნული
თვისებების საკუთარი ნაკრები. ასევე, თორმეტი ტიპი იყოფა სამ და ოთხ ნაწილად,
კერძოდ ეგო, სული და თვით. თითოეულ კომპლექტში ტიპები იზიარებენ საერთო
მამოძრავებელ წყაროს, მაგალითად, ეგოს ნაკრების ტიპები მიზნად ისახავს ეგოს მიერ
განსაზღვრული დღის წესრიგის შესრულებას.
http://www.soulcraft.co/essays/the_12_common_archetypes.html

ადამიანების უმეტესობას, თუ ყველას არა, აქვს რამდენიმე არქეტიპი მათი პიროვნებაში;


თუმცა, ერთი არქეტიპი ზოგადად პიროვნებაზე დომინირებს. შეიძლება სასარგებლო
იყოს იმის ცოდნა, თუ რომელი არქეტიპები მოქმედებს საკუთარ თავში და სხვებში,
განსაკუთრებით საყვარელ ადამიანებში, მეგობრებსა და თანამშრომლებში, რათა
ჩამოგვიყალიბდეს პირადი შეხედულება ქცევებსა და მოტივებზე.

ეგოს ტიპები

1. უდანაშაულო
დევიზი: თავისუფალი ვიყოთ მე და შენ
მთავარი სურვილი: სამოთხეში მოხვედრა
მიზანი: იყო ბედნიერი
ყველაზე დიდი შიში: დაისაჯონ რაიმე ცუდის
ან არასწორი საქმისთვის
სტრატეგია: საქმეების სწორად გაკეთება
სისუსტე: მოსაწყენი მათი გულუბრყვილო
უდანაშაულობისთვის
ნიჭი: რწმენა და ოპტიმიზმი
უდანაშაულო ასევე ცნობილია, როგორც:
უტოპისტი, ტრადიციონალისტი,
გულუბრყვილო, მისტიკოსი, წმინდანი,
რომანტიკოსი, მეოცნებე.
2. ობოლი/ჩვეულებრივი ბიჭი
დევიზი: ყველა ქალი და მამაკაცი თანაბრია
ძირითადი სურვილი: სხვებთან კავშირი
მიზანი: მიკუთვნება
ყველაზე დიდი შიში: მარტო დარჩენა ან
ხალხისგან გამორჩევა, გარიყვა
სტრატეგია: იყავით სათნო და პრაქტიკული,
სისუსტე: საკუთარი თავის დაკარგვა
ზედაპირული ურთიერთობების შერწყმის
მცდელობისას ან ვიღაცის გულის მოსაგებად.
ნიჭი: რეალიზმი, თანაგრძნობა, პრეტენზიის
ნაკლებობა
ჩვეულებრივი ადამიანი ასევე ცნობილია,
როგორც: კარგი ბიჭი, კარის მეზობელი,
რეალისტი, შრომისმოყვარე, მყარი მოქალაქე,
ჩუმი უმრავლესობა.

3. გმირი

დევიზი: სადაც არის ნება, იქ არის გზა


მთავარი სურვილი: საკუთარი ღირსების
დამტკიცება გაბედული ქმედებებით
მიზანი: გამოცდილი ოსტატი, რომელიც ცდილობს
გააუმჯობესოს სამყარო
ყველაზე დიდი შიში: სისუსტე, დაუცველობა, არ
იყოს მშიშარა
სტრატეგია: იყოს რაც შეიძლება ძლიერი და
კომპეტენტური
სისუსტე: ქედმაღლობა, ყოველთვის მზად არის
საბრძოლველად
ნიჭი: კომპეტენცია და გამბედაობა
გმირი ასევე ცნობილია, როგორც: მეომარი,
ჯვაროსანი, მაშველი, სუპერგმირი, ჯარისკაცი,
დრაკონის მკვლელი, გამარჯვებული და გუნდის
მოთამაშე.
4. მზრუნველი

დევიზი: გიყვარდეს მოყვასი, როგორც


საკუთარი თავი
მთავარი სურვილი: სხვების დაცვა და
ზრუნვა
მიზანი: სხვების დახმარება
ყველაზე დიდი შიში: ეგოიზმი და
უმადურობა
სტრატეგია: საქმის კეთება სხვებისთვის
სისუსტე: მოწამეობა და ექსპლუატაცია
ნიჭი: თანაგრძნობა, კეთილშობილება
მზრუნველი ასევე ცნობილია, როგორც:
წმინდანი, ალტრუისტი, მშობელი,
დამხმარე, მხარდამჭერი.

სულიერების ტიპები
5. მკვლევარი
დევიზი: არ შემზღუდო
მთავარი სურვილი: თავისუფლება, გაარკვიო ვინ
ხარ სამყაროს შესწავლის გზით
მიზანი: განიცადო უკეთესი, უფრო ავთენტური,
უფრო სრულფასოვანი ცხოვრება
ყველაზე დიდი შიში: ხაფანგში მოხვედრა,
კონფორმიზმი და შინაგანი სიცარიელე
სტრატეგია: მოგზაურობა, ახალის ძიება და
გამოცდილება, მოწყენილობისგან თავის დაღწევა
სისუსტე: უმიზნო ხეტიალი, შეუფერებელობა
ნიჭი: ავტონომია, ამბიცია, საკუთარი თავისადმი
ერთგულება
მკვლევარი ასევე ცნობილია როგორც: მაძიებელი,
ხატმებრძოლი, მოხეტიალე, ინდივიდუალისტი,
მომლოცველი.
6. მეამბოხე
დევიზი: წესები შექმნილია იმისთვის, რომ
დაირღვეს
მთავარი სურვილი: შურისძიება ან რევოლუცია
მიზანი: გააუქმოს ის, რაც არ მუშაობს
ყველაზე დიდი შიში: იყო უძლური ან
არაეფექტური
სტრატეგია: ძირის გამოთხრა, განადგურება ან
თავზარის დაცემა
სისუსტე: ბნელ მხარეზე გადასვლა, დანაშაული
ნიჭი: აღმაშფოთებელი, რადიკალური
თავისუფლება
კანონგარეშე ასევე ცნობილია, როგორც: მეამბოხე,
რევოლუციონერი, ველური ადამიანი,
შეუფერებელი ან ხატმებრძოლი.

7. სატრფო
დევიზი: შენ ერთადერთი ხარ
ძირითადი სურვილი: ინტიმური
ურთიერთობა და გამოცდილება
მიზანი: ურთიერთობა ადამიანებთან,
სამუშაოსთან და გარემოსთან, რომელიც
უყვართ
ყველაზე დიდი შიში: მარტო ყოფნა,
საზოგადოებისგან გარიყულობა,
არასასურველი, უსიყვარულოდ ყოფნა
სტრატეგია: გახდე უფრო და უფრო
მიმზიდველი ფიზიკურად და ემოციურად
სისუსტე: სურვილი მოეწონოს სხვებს
საკუთარი იდენტობის დაკარგვის რისკის
ქვეშ
ნიჭი: ვნება, მადლიერება, დაფასება და
ვალდებულება
შეყვარებული ასევე ცნობილია, როგორც:
პარტნიორი, მეგობარი, ინტიმური,
ენთუზიასტი, სენსუალისტი, მეუღლე,
გუნდის შემქმნელი.
8. შემოქმედი
დევიზი: თუ თქვენ წარმოიდგინეთ, ეს
შეიძლება გაკეთდეს
მთავარი სურვილი: შექმნა გრძელვადიანი
ღირებულებები
მიზანი: შეხედულებების რეალიზება
ყველაზე დიდი შიში: მდარე
შეხედულებები ან განადგურება
სტრატეგია: განავითარეთ შემოქმედებითი
უნარები
დავალება: კულტურის შექმნა, საკუთარი
ხედვის გამოხატვა
სისუსტე: პერფექციონიზმი, ცუდი
გადაწყვეტილებები
ნიჭი: კრეატიულობა და წარმოსახვა
შემოქმედი ასევე ცნობილია როგორც:
მხატვარი, გამომგონებელი, ნოვატორი,
მუსიკოსი, მწერალი ან მეოცნებე..

თვითმმართველი

9. მასხარა/ ჯოკერი

დევიზი: მხოლოდ ერთხელ ცხოვრობ


მთავარი სურვილი: იცხოვრო მოცემულ
მომენტში სრული სიამოვნებით
მიზანი: გაატარო დრო და გამოაცოცხლო
სამყარო
ყველაზე დიდი შიში: მოწყენილობა ან სხვების
მოწყენილობა
სტრატეგია: ითამაშეთ, იხუმრეთ, იყავით
მხიარული
სისუსტე: უაზრობა, დროის კარგვა
ნიჭი: სიხარული
მასხარა ასევე ცნობილია, როგორც: სულელი,
მატყუარა, ჯოკერი ან კომიკოსი.
10. გამჭრიახი/ბრძენი
დევიზი: სიმართლე გაგათავისუფლებთ
მთავარი სურვილი: სიმართლის პოვნა.
მიზანი: გამოიყენოს ინტელექტი და ანალიზი სამყაროს
გასაგებად.
ყველაზე დიდი შიში: მოტყუება, შეცდომაში შეყვანა ან
უცოდინრობა.
სტრატეგია: ინფორმაციისა და ცოდნის მოძიება;
თვითრეფლექსია და აზროვნების პროცესების გაგება.
სისუსტე: შეუძლია სამუდამოდ შეისწავლოს
დეტალები და არასოდეს იმოქმედოს.
ნიჭი: სიბრძნე, ინტელექტი.
ბრძენი ასევე ცნობილია როგორც: ექსპერტი, მეცნიერი,
დეტექტივი, მრჩეველი, მოაზროვნე, ფილოსოფოსი,
აკადემიკოსი, მკვლევარი, მოაზროვნე, დამგეგმავი,
პროფესიონალი, მენტორი, მასწავლებელი,
შორსმჭვრეტელი..
11. ჯადოქარი
დევიზი: მე შემიძლია ყველაფრის გაკეთება
ძირითადი სურვილი: სამყაროს ფუნდამენტური კანონების გაგება
მიზანი: ოცნებების ახდენა
ყველაზე დიდი შიში: გაუთვალისწინებელი უარყოფითი შედეგები
სტრატეგია: განავითარეთ ხედვა და იცხოვრეთ მისით
სისუსტე: ხდება მანიპულაციური
ნიჭი: მომგებიანი გადაწყვეტილებების პოვნა
ჯადოქარი ასევე ცნობილია, როგორც: ხილვატორი,
კატალიზატორი, გამომგონებელი, ქარიზმატული ლიდერი, შამანი,
მკურნალი, მედიცინის ადამიანი.
12. მმართველი

დევიზი: ძალა არ არის ყველაფერი, ის ერთადერთია.


მთავარი სურვილი: კონტროლი
მიზანი: იყავით წარმატებული, წარმატებული ოჯახი ან
საზოგადოება
სტრატეგია: ძალაუფლების განხორციელება
ყველაზე დიდი შიში: ქაოსი, დამხობა
სისუსტე: იყო ავტორიტარული, არ შეუძლია დელეგირება
ნიჭი: პასუხისმგებლობა, ლიდერობა
მმართველი ასევე ცნობილია როგორც: ბოსი, ლიდერი,
არისტოკრატი, მეფე, დედოფალი, პოლიტიკოსი, მისაბაძი
ადამიანი, მენეჯერი ან ადმინისტრატორი.
ამგვარად, არქეტიპი არის ორიგინალური და იდეალური მოდელი ან
პროტოტიპი, რომლის მსგავსებიც იქმნება საუკუნეების მანძილზე,
რადგან ადამიანის გონებაში მისი ხატი ქვეცნობიერად არსებობს.
არქეტიპი არის პიროვნება, საგანი, ქცევა, ხასიათი, სული, მატერია, ანუ
ყველაფერი ის რაშიც აისახება სამყარო. ხშირად არქეტიპი ცხოვრებაში
სტერეოტიპად ან ეპიტომიად გვევლინება. ისინი ჩნდებოდნენ
ფოლკლორში, შემდეგ კი აგრძელებდნენ და ახლაც აგრძელებენ
ცხოვრებას ადამიანთა ცნობიერებაში, ლიტერატურაში.

მითემა

მითემა არის მითის არსებითი ბირთვი - შეუქცევადი, უცვლელი ელემენტი,


მინიმალური ერთეული, რომელიც ყოველთვის გვხვდება სხვა, მონათესავე მითებთან
და ხელახლა შედის სხვა მითებში სხვადასხვა გზით. მაგალითად, ადონისის
(სილამაზის და სურვილის ღმერთი) და ოსირისის (შემდგომი ცხოვრების ღმერთი)
მითები მსგავსი არიან რამდენიმე ელემენტით. ამიტომ ზოგიერთმა მკვლევარმა
დაასკვნა, რომ ისინი ერთი წყაროდან შეიქმნა, რადგან ერთი მითიდან გადადიოდა სხვა
მითში ახალ- ახალი ინტერპრეტაციებით და ახალი სახელებით. კლოდ ლევი-სტროსი
წერდა: „თუ ვინმეს სურს პარალელის დადგენა სტრუქტურულ ლინგვისტიკასა და
მითების სტრუქტურულ ანალიზს შორის, შესაბამისობა დგინდება არა მითსა და
სიტყვას შორის, არამედ მითემასა და ფონემას შორის“.

ხალხური ზღაპრების სტრუქტურალისტი მკვლევარი ვლადიმერ პროპი მიიჩნევდა, რომ


ანალიზი უტარდება ინდივიდუალურ ზღაპარს. უნიტარული მითი, პირიქით, არის
ფონემების, მორფემებისა და სემემების მითის ექვივალენტი, რომლებშიც
სტრუქტურული ლინგვისტიკა სწავლობს ენას, მნიშვნელობის უმცირეს ერთეულებს
ენობრივ სისტემაში.

1950-იან წლებში კლოდ ლევი-სტროსმა პირველად მოარგო ენის ანალიზის ეს ტექნიკა


ანალიტიკურ მითების კრიტიკას. პრიმიტიული ტომების მითოსურ სისტემებზე
ნაშრომში, რომელზეც ის მუშაობდა ენის სტრუქტურის ანალოგიით, მან მიიღო
ტერმინი მითემა, იმ მტკიცებით, რომ მითურ გამონათქვამებში მნიშვნელობის
სისტემა არის პარალელური ენობრივი სისტემისა. ამ აზრს გარკვეულწილად არ
ეთანხმება რომან იაკობსონი, რომელიც მითემას ცნებად ან ფონემად თვლის,
რომელიც თავისთავად უმნიშვნელოა, მაგრამ რომლის მნიშვნელობა შეიძლება
გამოვლინდეს სოციოლოგიური ანალიზით.

ლევ მანოვიჩი ასევე იყენებს ტერმინებს seme და mytheme თავის წიგნში „ახალი
მედიის ენა“ კულტურის ასპექტების აღსაწერად, რომლებთანაც კომპიუტერული
სურათებიც გვხვდებიან.

სიმბოლოები

სიმბოლო არის ობიექტი, რომელიც წარმოადგენს ვიზუალურ გამოსახულებას, რწმენას,


მოქმედებას ან მატერიალურ არსს. სიმბოლოებს აქვთ სიტყვების, ბგერების, ჟესტების ან
ვიზუალური გამოსახულებების ფორმა და გამოიყენება იდეებისა და რწმენის
გადმოსაცემად. ადამიანის გონებისთვის სიმბოლოები რეალობის კულტურული
წარმოდგენებია. ყველა კულტურას აქვს თავისი სიმბოლოები, რომლებიც
დაკავშირებულია სხვადასხვა გამოცდილებასთან და აღქმასთან. ამრიგად, როგორც
წარმოდგენა, სიმბოლოს მნიშვნელობა არც ინსტინქტურია და არც ავტომატური.
კულტურის წარმომადგენლებმა უნდა განმარტონ და დროთა განმავლობაში განაახლონ
სიმბოლოები. სიმბოლოები გვხვდება სხვადასხვა ფორმით: სიტყვიერი ან
არავერბალური, წერილობითი ან ზეპირი ფორმით. ისინი შეიძლება იყოს ნებისმიერი
რამ, რაც გადმოსცემს მნიშვნელობას, როგორიცაა სიტყვები, ნახატები, სურათები და
ჟესტები. ტანსაცმელი, სახლები, მანქანები და სხვა სამომხმარებლო ნივთები სიმბოლოა,
რომელიც გულისხმობს სოციალური სტატუსის გარკვეულ დონეს. ყველა ადამიანურ
სიმბოლოს შორის ყველაზე ძლიერი ენაა - სიტყვიერი და ზოგჯერ წერილობითი ფორმთ
წარმოდგენილი სისტემა, რომელიც კულტურულად სპეციფიკურია და გადმოსცემს
ინფორმაციას სამყაროს შესახებ.

1930-იან წლებში ედუარდ სეპირმა და ბენჯამინ ლი უორფმა გამოთქვეს, რომ ენები


გავლენას ახდენენ აღქმაზე. მიუხედავად იმისა, რომ საპირ-ვორფის ეს ჰიპოთეზა,
რომელსაც ასევე უწოდებენ ენობრივი ფარდობითობის ჰიპოთეზას, საკამათოა, ის
ლეგიტიმურად ვარაუდობს, რომ ადამიანი უფრო მეტად აღიქვამს განსხვავებებს,
როდესაც მას აქვს სიტყვები ან ცნებები განსხვავებების აღსაწერად.

ენა კულტურაში უწყვეტობისა და იდენტობის მნიშვნელოვანი წყაროა. ზოგიერთი


ჯგუფი, როგორიცაა კანადის კვებეკის ფრანგულენოვანი მაცხოვრებლები, უარს ამბობენ
ინგლისურად ისაუბრონ, რომელიც კანადის ერთ-ერთი სახელმწიფო ენაა,
კულტურული იდენტობის დაკარგვის შიშით. შეერთებულ შტატებში ემიგრანტები დიდ
წინააღმდეგობას უწევენ ინგლისურის ოფიციალურ ეროვნულ ენად ქცევას.
ყველგან, სადაც კი ვუყურებთ საზოგადოებას, ჩვენ ვხედავთ სიმბოლური წარმოდგენის
ფორმებს, რომლებიც იდენტიფიცირებენ და ასახავს ჩვენს კულტურულ ეთოს.
სიმბოლოები, რომლებსაც ჩვენ ვიყენებთ, ნიშნებისგან განსხვავებულად, ატარებენ
მრავალ მნიშვნელობას, რაც დამოკიდებულია კონტექსტზე და კულტურაზე, რომელშიც
ისინი ჩნდებიან. სიმბოლო შეიძლება იყოს ჟესტი, ობიექტი ან რიტუალი, რომელიც
გვაწვდის ინფორმაციას, ამყარებს და გავლენას ახდენს ჩვენს სოციალურ
ურთიერთქმედებებზე. ისინი მნიშვნელოვანი და განუყოფელი ელემენტია კულტურის
გაგებაში. ისინი აძლიერებენ ჩვენს ნორმებს, ღირებულებებს და უზრუნველყოფენ
ოპერატიულ საშუალებას, რომელშიც ჩვენ შეგვიძლია გამოვხატოთ ჩვენი
მნიშვნელობები. სიმბოლოებს ასევე შეუძლიათ ჩვენგან ემოციური რეაქციების
გამოწვევა.

მშვიდობის მტრედი არის გამოსახულება, რომელმაც დიდი პოპულარობა


მოიპოვა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და რომელიც უკავშირდება მშვიდობის
მომხრეთა მსოფლიო კონგრესს. ამ კონგრესის ემბლემა შექმნილია პაბლო პიკასოს მიერ.
ემბლემაზე გამოსახულია თეთრი მტრედი, რომელსაც ნისკარტით უჭირავს ზეთის
ხილის ხის ტოტი. არსებობს თეთრი მტრედების აფრენის ტრადიცია - ქორწილებში,
დაბადების დღეების აღნიშვნისას და სხვა სადღესასწაულო ღონისძიებებზე.ჯერ კიდევ
წინათ მტრედს მიიჩნევდნენ ბარაქის და შესაბამისად მშვიდობის სიმბოლოდ. ძველად
ხალხი ფიქრობდა, რომ მტრედს არ აქვს ნაღვლის ბუშტი, ნაღველი კი ითვლებოდა
ცუდი და ბოროტი განწყობა-ხასიათის მიზეზად.

თეთრი მტრედისა და ზეთისხილის ტოტის სიმბოლოს თავისი გენეზისი აქვს ნოეს


თაღის ბიბლიურ ისტორიაში. წყალდიდობის შემდეგ მტრედი თაღში ბრუნდება
ზეთისხილის რტოთი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ წარღვნა დასრულდა და ახალი
დასაწყისი იყო. ასე რომ, თეთრი მტრედის სიმბოლო ზეთისხილის ტოტთან ერთად
სათავეს იღებს ქრისტიანულ ისტორიებში. თუმცა, ამ მოთხრობაში ზეთისხილის რტოს
სიმბოლოს გამოყენებას უკვე ჰქონდა მნიშვნელობა ისტორიაში, რადგან ეს იყო
ადრეული რომაული სიმბოლო მშვიდობისთვის. ჩვენ ხშირად ვხედავთ თეთრ მტრედს
ზეთისხილის ტოტის გარეშე სხვადასხვა ორგანიზაციის ლოგოებში. მისი გამოყენების
პოპულარობა დიდწილად ეფუძნება იმ ფაქტს, რომ მას აქვს ცნობადობა, რაც მას
ეფექტურ და ძლიერ სიმბოლოდ აქცევს.

ანთროპოლოგმა კლიფორდ გერცმა განმარტა, რომ ჩვენი სიმბოლური სამყარო


გამოიყენება როგორც ჩვენი კონცეფციების საშუალება; ისინი გამოხატავენ, თუ როგორ
წარმოვიდგენთ ჩვენს სამყაროს. სიმბოლოს კონცეფცია მისი მნიშვნელობაა. კიდევ ერთი
ანთროპოლოგი, ვიქტორ ტერნერი, თვლიდა, რომ სიმბოლოები არა მხოლოდ
მნიშვნელობის მექანიზმია, არამედ მათი გამოყენებით იქმნება მნიშვნელობას. ამიტომაც
მან დაინახა რიტუალისტური სიმბოლიზმი, როგორც ძირითადი სიმბოლოების ბაზა,
რომლებიც დამატებით ინფორმაციას ატარებდნენ. სიმბოლოები ფუნქციონირებს არა
მხოლოდ ღირებულების ან რწმენის წარმოსაჩენად, არამედ მათი გამოყენება ასევე უფრო
ღრმად მოქმედებს ინდივიდზე. ეს იმიტომ ხდება, რომ, როგორც ტერნერი თვლიდა,
რიტუალში აღმოჩენილ ძირითად სიმბოლოებს აქვთ უნარი დააკავშირონ ცნობილი და
უცნობი ერთმანეთთან. არსებითად, რიტუალური აქტები და რიტუალური სიმბოლიზმი
ხშირად მოიცავს იდეებს, რომლებიც ხელშესახები ხდება რიტუალური პროცესის დროს.
გერცი ასევე ეხმიანებოდა რიტუალური სიმბოლიზმის მნიშვნელობას და, კერძოდ,
რელიგიურ სიმბოლიკას. ის ამტკიცებდა, რომ რელიგიური სიმბოლური ქცევა ან
მოქმედებები იყო ინდივიდის განწყობის შემქმნელი, მაგრამ ასევე, მათი რელიგიური
მიზნებიდან გამომდინარე, მოტივაციის შემქმნელიც.

თუმცა, ყოველდღიური სიმბოლოები და სიმბოლური ქცევა ყოველთვის არ


წარმოადგენს რაღაც ტრანსცენდენტურს. ისინი უბრალოდ ნიშნავენ ჩვენ კულტურული
ნორმებს და მათი გამოყენებით უფრო ეფექტური ხდებიან. როდესაც ადამიანები
იყენებენ და ურთიერთობენ ამ სიმბოლოებით, მაშინ ფასეულობები და მნიშვნელობები,
რომლებსაც ისინი წარმოადგენენ, კოდიფიცირებულია. სწორედ ამიტომ ისინი
კულტურული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ზოგიერთი ფართოდ აღიარებული
სიმბოლო ან რიტუალური ქცევა ათასობით წლისაა, ისევე როგორც ისინი, რომლებიც
რელიგიური მემკვიდრეობის ნაწილია. ისინი გამოიყენეს იმ წმინდა იდეოლოგიების
დასამტკიცებლად, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ რიტუალსა და პრაქტიკაში
რელიგიური თაყვანისცემის დროს.

სიმბოლიზმი, რომელიც უფრო ამქვეყნიურია, შეიძლება იყოს ხელის ჩამორთმევა,


რომელიც ჩვენ შეგვიძლია ვაღიაროთ როგორც საერთო ჩვეულება, მაგრამ ასევე
შეიძლება მოიცავდეს ბევრ მნიშვნელობას, როგორიცაა შეთანხმება, ოფიციალური
დასტური, თავაზიანი მისალმება.
ეს სიმბოლიზმის ძალიან უმნიშვნელო ფორმაა. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია ამოვიცნოთ
სიმბოლური ჟესტის მიღმა არსებული ძალა, როდესაც ასეთი ჩვეულება ირღვევა.
მაგალითად, შეიძლება ასეც მოხდეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხელის ჩამორთმევა
მიზანშეწონილია, მაგრამ უარს ამბობენ გაწვდილი ხელის ჩამორთმევაზე, რაც
უარყოფითი განწყობის მაჩვენებელია.

ყველა სიმბოლურ გამოსახულებას აქვს თავისი გენეზისი სოციალურ,


იდეოლოგიურ და პოლიტიკურ კონცეფციებში, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენს
კულტურას. სიმბოლოები ყოველთვის არ რჩება იგივე, მაგრამ შეიძლება გარდაიქმნას
საუკუნეების განმავლობაში კულტურული ადაპტაციის სხვადასხვა პროცესების
მეშვეობით.

მოდით შევხედოთ ეროვნულ დროშას, როგორც სიმბოლოს. ყველა ერს აქვს ერთი
დროშა და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თითოეული ქვეყანა თავის დროშას თავისი
ხალხის ერთიანობის სიმბოლოდ მიიჩნევს. ის წარმოადგენს კონკრეტულ
იდენტიფიკაციას „ეროვნებასთან“ ან თუნდაც „ეთნიკურობასთან“. უპირველეს ყოვლისა,
იგი წარმოადგენს კოლექტივს - საერთო კუთვნილებას. ხუთჯვრიანი დროშა 2004 წ.14
იანვარიდან არის სახელმწიფო დროშა.

საქართველოს დროშაზე მოცემული გამოსახულება, ვერცხლის ან თეთრ ფონზე ერთი


სწორკუთხა ჯვარი, კუთხეებში ოთხი მცირე ჯვრით — ზოგადქრისტიანული
სიმბოლოა, რომელიც მაცხოვარსა და ოთხ მახარობელს განასახიერებს.
ეს ზოგადქრისტიანული სიმბოლო, როგორც ჰერალდიკური ნიშანი,
პირველად 1099 წელს ჯვაროსან გოდფრუა ბუიონელის გერბზე დაფიქსირდა, ვინაიდან
ამ პიროვნებამ მაცხოვრის საფლავის მცველის ტიტული მიიღო.

ამ პერიოდიდან ეს ჰერალდიკური ნიშანი მაცხოვრის საფლავს და ამავე დროს


ქრისტიანობის ცენტრს, იერუსალიმს განასახიერებს.

ეროვნული დროშას, არა მხოლოდ ბევრი მნიშვნელობა ჰქონდეს, არამედ მან შეიძლება
გამოიწვიოს ემოციური რეაქციები იმ ღირებულებების გამო, რასაც ის წარმოადგენს. ამის
გამო, კულტურებში, დროშას გამოყენება და მოქალაქეების მიერ მოპყრობა ძალიან
მნიშვნელოვანია, რადგან ის წარმოადგენს ეროვნულ ცნობიერებას, რომელიც შეიძლება
მოიცავდეს სიამაყეს, პატრიოტიზმს, იდენტობას და ამ შემთხვევაში თავისუფლებას.
საუკეთესო მაგალითია ჩვენი გმირი ჯარისკაცის ანწუხელიძის ქცევა, როცა მან უარი
თქვა ფეხი დაებიჯებინა ქართულ დროშაზე და ამას სიკვდილი არჩია.

ამგვარად, სიმბოლოები ასრულებენ კონცეფციის ან იდეის წარმოდგენის ფუნქციას, მათ


ასევე აქვთ ემოციური და ფსიქოლოგიური დატვირთვა. სინამდვილეში, კონცეფციის
მნიშვნელობა ან ემოციური მნიშვნელობა არის ის, რაც აყალიბებს სიმბოლოს პირველ
რიგში.

ხე ერთ-ერთი უძველესი და უნივერსალური სიმბოლოა, რომელიც თითქმის ყველა


ეთნოკულტურასა თუ რელიგიურ სისტემათა უმეტესობაში „ზესწრაფულ დინამიკას“,
ანუ ვერტიკალურ ხაზში ბუნებრივად გაცხადებულ „შემოქმედებით ენერგიაზე“
მიგვანიშნებს. ალბათ ამიტომაც, მარტო ბიბლიაში ხის რვაასამდე სახეობაა
მოხსენიებული, ხოლო თავად სამყარო წარმოდგენილია ერთიან ხედ, რომლის
ჩრდილშიც დასახლდა ხალხი. „ეს სიმბოლო სამყაროს, ცხოვრების კანონებსა და
ადამიანს ამთლიანებს და კოსმოსს ცოცხალ ორგანიზმად წარმოგვისახავს („ასტრალური
მსოფლიო ხე“). პლინიუს უფროსი თავის „ბუნების ისტორიაში“ ამტკიცებდა, რომ
სწორედ ხეები იყვნენ ის პირველი ღვთაებანი, რომელთაც ადამიანი ეთაყვანებოდა.
ბიბლიაში ეს ასტრალური ხე ორი ფორმითაა წარმოდგენილი; როგორც „ხე ცხოვრებისა“
და „ხე ცნობადისა“ (ოღონდ მითითებული არაა მათი ჯიში) (აბზიანიძე, ელაშვილი 2007:
152).

რაც შეეხება ქართულ, როგორც წინარე, ასევე ქრისტიანულ ცნობიერებას, აქ ხე


მამრობითი საწყისის - „მამაკაცური ზნისა და ძალის“ ერთპიროვნული გამოხატულებაა.
ყველაზე ზედმიწევნით კი ეს გაცხადებულია მუხის სიმბოლიკაში - წარმართული
პერიოდის „სიცოცხლის ხეში“.
წარმართულ საქართველოში არსებული ხის კულტის, როგორც მამრობითი საწყისის
გადმონაშთს, ქრისტიანულ საქართველოშიც ვხვდებით, სადაც თითქმის ყველა წმინდა
ხე ან ტყე წმინდა გიორგის სახელითაა მონათლული. წმინდა გიორგის სახელწოდება კი
ენობრივი თვალსაზრისით განხილული აქვს ნიკო მარს, რომლის აზრით, სვანური
„ჯგრაგ“ და მეგრული „ჯგეგე“ მისი მრავალსახეობით წარმოადგენს წარმართი კულტის
ტერმინს, სახელდობრ, მუხას“ (ლომაია (ბარდაველიძე) 1926: 177).

„მუხა სხვა ხეებს შორის გამოიმრჩევა განსაკუთრებული სიმბოლური დიაპაზონით. მისი


მერქნის სიმტკიცის გამო მუხა თავიდანვე ითვლებოდა შეუდრეკელობის და
უკვდავების სიმბოლოდ. ჩვენს დრომდე მოაღწია რწმენამ, რომ მუხა ელვას იზიდავს. არ
არის გასაკვირი, რომ მითოლოგიურ პანთეონში მუხა მეხთამტყორცნელი ზევსის
(იუპიტერის) საკულტო ხე იყო. სწორედ საკრალურ მუხათა ფოთლების შრიალში უნდა
ამოეცნო დოდონას სალოცავის ქურუმს ზევსის ღვთაებრივი ნება. მუხის ტოტებისაგან
დაწნული გვირგვინი იყო რომაელ მმართველთა ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი
(მუხის ფოთოლი დღემდე გამოიყენება სამხედრო ემბლემატიკაში). არც ისაა
შემთხვევითი, რომ სწორედ სტილიზირებული რკოა გამოსახული დავით აღმაშენებლის
სამოსზე (გელათის მონასტრის მოხატულობა, XVI ს.).

მუხა, როგორც „ტყის მეფე“ გამორჩეულ ადგილს იკავებდა დასავლეთ და აღმოსავლეთ


ევროპის წარმართულ წარმოსახვაში... სხვა გამორჩეულ ხეთა მსგავსად, მუხაც
„მსოფლიო ღერძს“ განასახიერებდა“ (აბზიანიძე, ელაშვილი 2006: 155).

სტერეოტიპები

ადამიანი სოციალური არსებაა, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში სხვა


ადამიანების გარემოცვაში უწევს ცხოვრება.
აქედან გამომდინარე, ამა თუ იმ მოქმედების დროს, ჩვენი ყურადღება მიპყრობილია
საზოგადოებისკენ და იმედი გვაქვს, რომ დავიმსახურებთ მის მოწონებას, ან გვიპყრობს
შიში მოსალოდნელი გაკიცხვის გამო.
ასეთი მოქმედებით, ძალაუნებურად ვზღუდავთ საკუთარ თავს და ვსვამთ მას
განსაზღვრულ ჩარჩოებში.
სწორედ ასე ყალიბდება სტერეოტიპები, რომელიც ჩვენს მიერ, საზოგადოებისთვის
გაღებული თავისებური ხარკია იმ დაუწერელი კანონებისა და წესების მიმართ,
რომელთა დაცვაც თითქოსდა უკიდურესად აუცილებელი და უაღრესად
მნიშვნელოვანია.
ძალიან ხშირად, ეს დაუწერელი კანონები დაუსაბუთებელია, დრომოჭმული, ან
აბსოლიტურად არ ერგება რომელიმე კონკრეტულ, ცხოვრებისეულ სიტუაციას. თუმცა
ბევრი თვლის, რომ ყველაფერი ოდესღაც უკვე იყო და სტერეოტიპების მსხვრევა
ზედმეტი თავის ტკივილია.
სიტყვა „სტერეოტიპის“ მნიშვნელობა ძალიან კარგად არის აღწერილი დიდ
ენციკლოპედიურ ლექსიკონში - „გამოხატავს ადამიანის დამოკიდებულებას რომელიმე
მოვლენის მიმართ, რომელიც ჩამოყალიბებულია სოციალური პირობებისა და
წინამდებარე გამოცდილების გათვალისწინებით. არც თუ ისე იშვიათად, სტერეოტიპი
სინონიმია ცრურწმენებთან დაკავშირებული მოძველებული და დრომოჭმული
წარმოდგენებისა“.
საიდან იღებს სათავეს და გვევლინება ეს სტერეოტიპები? აღმოჩნდა, რომ სტეროტიპები
დაფუძნებულია წარსულ გამოცდილებაზე.
მოვიყვანოთ მაგალითი: ადამიანმა განიცადა წარუმატებლობა და კრახი რომელიმე
კონკრეტული მოქმედებით. ამის შემდგომ იგი იწყებს მტკიცებას, რომ ასე მოქცევა
ცუდია, დაუშვებელი, რადგან ეს მოქმედება წინასწარაა განწირული
წარუმატებლობისთვის. სწორედ ასე ქმნის იგი გარკველ შაბლონს, საკუთარ სტეროტიპს.
მაგრამ როგორ ხდება ეს სტერეოტიპი სოციალური? საქმე იმაშია, რომ ადამიანები
ურთიერთობენ, ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას, პოულობენ თანამოაზრეებს,
ხოლო იმას, რაც არ ეთანხმება მათ მოსაზრებებს და ჩამოყალიბებულ ნეგატიურ აზრს,
ამაყად უწოდებენ წესებიდან გადახვევას.
თუმცა იმისათვის, რომ ადამიანთა გარკვეული ჯგუფის მიერ ჩამოყალიბებული
შაბლონები გახდეს ნამდვილად სოციალური და საყოველთაო - საჭიროა დრო!
სტერეოტიპების დაბადების პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია, ისევე როგორც მათი
მსხვრევის პროცესი. სხვათაშორის ნიშანდობლივია, რომ სტეროტიპების შექმნას და
რღვევას ემსახურება ერთი და იგივე ფაქტორები - დრო და ადამიანების გამოცდილება.
სტერეოტიპების არსებობაში ყველაზე საინტერესოა ის ფაქტი, რომ მის შესახებ არაფერი
წერია წიგნებში, არ ისწავლება სკოლებში, თუმცა წინაპრების „შეგონებები“ ღრმად არის
ჩამჯდარი ადამიანების ცნობიერებაში.
გამოდის, რომ ჩვენ ვეყრდნობით არა საკუთარ, არამედ მთელი წინა თაობების
გამოცდილებას. საინტერესოა რა გვაიძულებს ასე მოვიქცეთ - ყურად ვიღოთ სხვისი
სიტყვები, სხვისი გამოცდილება? პასუხი მარტივია - შიში! - შეცდომის დაშვების შიში,
როცა არ გვსურს სიტყვების გაგონება „როგორ შეგეძლო ასე მოქცეულიყავი, შენ ხომ
იცოდი...“
რა თქმა უნდა დრო იცვლება. იცვლება სტერეოტიპებიც. ადამიანები უფრო გახსნილები
და გამბედავები გახდნენ, თუმცა ისეთი ფენომენისგან ბოლომდე განთავისუფლებას,
როგორიც სტერეოტიპია, ვერ ახერხებენ.
ისმის კითხვა, რატომ ქმნის და რაში სჭირდება საზოგადოებას სტეროტიპები? ყველა
სიტუაცია ხომ ინდივიდუალურია და ყველა ადამიანი უნიკალური? ნუთუ ამის მიზეზი
მხოლოდ შიშია და ასე გვეშინია შეცდომების დაშვების?
ჩვენ ვცდილობთ თავიდან ავიცილოთ შეცდომები და მივყვებით გარკვეულ შაბლონებს,
ხოლო თუ შეცდომა მაინც დავუშვით, თავს უპრობლემოდ ვიმართლებთ იგივე
შაბლონებით, თითქოს პრობლემა არა საკუთარ თავშია, არამედ იმაში, რომ ყველაფერი
წინასწარ ცნობილი და ყველასთვის ნათელი იყო.

დასასრულს, უნდა ვთქვათ, რომ სტეროტიპების


დაცვის ან მათი უგულვებელყოფის კონკრეტული რეცეპტი არ არსებობს.
შეიძლება შაბლონების დაცვით ჩვენ გავურბივართ საკუთარ ბედნიერებას და ვკარგავთ
ცხოვრებისეულ შანსს, მაგრამ მეორეს მხრივ პირიქით, შესაძლოა გაკვალულმა და
საყოველთაოდ აღიარებულმა სტეროტიპმა გაამართლოს და ზედმეტი რისკი და
პრობლემა აგვაცილოს თავიდან.
ამიტომ, უმჯობესია მივენდოთ საკუთარ გულისთქმას, ინტუიციას, ვისწავლოთ
საკუთარი თავის მოსმენა, კარგად გავშიფროთ კონკრეტული სტერეოტიპი,
ჩამოვაყალიბოთ და გავაანალიზოთ მისი მჯობნი შესაძლო ალტერნეტივები.
ზოგადად კი უმჯობესია თუ წარსულს წარსულში დავტოვებთ, განვთავისუფლდებით
ყოველგვარი შაბლონებისგან და შევეცდებით ბედნიერება და წარმატება ამ გზით
მოვიპოვოთ. თუნდაც ეს შეცდომის ფასად დაგვიჯდეს...
 სტერეოტიპები შეიძლება იყოს დადებითი, უარყოფითი ან ნეიტრალური. სქესის,
ეთნიკურობის ან პროფესიის მიხედვით დაფუძნებული სტერეოტიპები
გავრცელებულია ბევრ საზოგადოებაში.
სტერეოტიპები ადვილად არ იცვლება. ყველა რასას, კულტურას, ქვეყანას, რელიგიას
და საზოგადოებას აქვს სტერეოტიპი. ეს არის იდენტობის დადგენის ერთ-ერთი
ყველაზე მარტივი გზა.

მაგალითი: ლიზს აქვს სტერეოტიპი ხანდაზმული ადამიანების შესახებ, როგორც


ფსიქიკურად არასტაბილურები. როცა ხედავს, რომ პარკის სკამზე მარტო მჯდომი
მოხუცი ქალი ხმამაღლა საუბრობს, ფიქრობს, რომ ქალი საკუთარ თავს ელაპარაკება,
რადგან ის არასტაბილურია. ლიზი ვერ ამჩნევს, რომ ქალი რეალურად საუბრობს
მობილურ ტელეფონზე.

ადამიანები შერჩევით იხსენებენ შემთხვევებს, რომლებიც ადასტურებენ მათ


სტერეოტიპებს და ივიწყებენ უარყოფით შემთხვევებს.

მაგალითი: პოლს აქვს სტერეოტიპი ლათინური ამერიკელების შესახებ, როგორც


აკადემიურად არამოტივირებული. მას მოჰყავს მაგალითები, როდესაც მისმა
ზოგიერთმა ლათინოამერიკელმა კლასელმა ვერ წაიკითხა საშინაო მასალა. მას არ
ახსოვს ის შემთხვევები, როცა ლათინოამერიკელმა თანაკლასელებმა წარმატებით
შეასრულეს დავალებები.

სტერეოტიპებს აქვთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფუნქცია:

ისინი საშუალებას აძლევს ადამიანებს სწრაფად დაამუშაონ ახალი ინფორმაცია


მოვლენის ან პიროვნების შესახებ.

ისინი გვიზიარებენ ადამიანების წარსულ გამოცდილებას.

ისინი ეხმარებიან ადამიანებს დაინახონ განსხვავებები ინდივიდებსა და ჯგუფებს


შორის.

ისინი ეხმარებიან ადამიანებს სხვა ადამიანების ქცევის შესახებ წინასწარმეტყველების


გაკეთებაში.

სტერეოტიპებმა შეიძლება გამოიწვიოს რეალობის დამახინჯება რამდენიმე მიზეზის


გამო:

ისინი აიძულებენ ადამიანებს გააზვიადებით წარმოადგინონ განსხვავებები ჯგუფებს


შორის.

ისინი აიძულებენ ადამიანებს შერჩევითი ფოკუსირება მოახდინონ იმ ინფორმაციაზე,


რომელიც ეთანხმება სტერეოტიპს და იგნორირებას უკეთებენ ინფორმაციას,
რომელიც არ შეესაბამება მას.
ისინი აიძულებენ ხალხს ზედმეტად ჰომოგენურად (ერთგვაროვნად)აღიქვან სხვა
ჯგუფები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მიეკუთვნებიან ჰეტეროგენულს
(სხვადასხვაგვარს).

როდესაც ჩვენ არ გვაქვს კარგად გააზრებული საგანი, ვთქვათ, ხალხის ან ქვეყნების


შესახებ, მაშინ ჩვენ მიდრეკილნი ვართ გამოვთქვათ ვარაუდები მათ შესახებ.
სტერეოტიპი სხვა არაფერია, თუ არა ის ვარაუდები, რომლებიც საყოველთაოდ
ცნობილი გახდა. როდესაც ადამიანებზე მსჯელობთ მათი გაცნობის გარეშე, თქვენ
მათ სტერეოტიპს უქმნით.

რა თქმა უნდა, სტერეოტიპები გამომდინარეობს ამა თუ იმ ჯგუფის ან რასის საერთო


შეხედულებიდან. ეს შეხედულება შეიძლება წარმოიშვას ინციდენტის ან მცდარი
ვარაუდისგან, შემდეგ კი შეიძლება გამოყენებულ იქნას მთელი საზოგადოების
გასაფერადებლად იმავე ფუნჯით. არსებობს სხვადასხვა ტიპის სტერეოტიპები.
თუმცა, ყველაზე გავრცელებული არის რასობრივი სტერეოტიპები და გენდერული
სტერეოტიპები. რასა, ეროვნება, სქესი და სექსუალური ორიენტაცია სტერეოტიპების
ძირითადი ფაქტორებია.

ნეგატიური სტერეოტიპები

ყველა ქერა ქალი სულელია.

ყველა წითური კახპაა;

ყველა პოლიტიკოსი არის ფილანდერი (მუსუსი) და ფიქრობს მხოლოდ პირად


სარგებელზე.

გოგოებს მხოლოდ ფიზიკური გარეგნობა ადარდებთ.

ბიჭები უწესრიგო და ბინძურები არიან.

მამაკაცები, რომლებიც ძალიან დიდ დროს ატარებენ კომპიუტერთან ან კითხულობენ,


შეშლილები არიან

მამაკაცები, რომლებიც სპორტით არ არიან დაკავებული გეები არიან

Negative Stereotypes
All blond women are dumb.
All red heads are sluts.
All politicians are philanders (მუსუსი)and think only of personal gain and benefit.
Girls are only concerned about physical appearance.
Guys are messy and unclean.
Men who spend too much time on the computer or read are geeks(შეშლილი)
Men who are not into sports are termed as gay.
All librarians are women who are old, wear glasses, tie a high bun, and have a perpetual
frown on their face.
Girls are not good at sports.
All teenagers are rebels.
All children don't enjoy healthy food.
Only anorexic women can become models.
Women who smoke and drink do not have morals.
Positive Stereotypes
All Blacks are great basketball players.
All Asians are geniuses.
All Indians are deeply spiritual.
All Latinos dance well.
All Whites are successful.
Asians have high IQs. They are smarter than most in Math and Science. These people are
more likely to succeed in school.
African Americans can dance.
All Canadians are exceptionally polite.
French are romantic.
All Asians know kung fu.
All African American men are well endowed.
Italians are good lovers.
Racial Stereotypes
All white people don't have rhythm.
All Blacks are lazy.
All Jewish people are greedy, selfish money hungry people.
Caucasians can't dance.
Russians are violent.
All Italians are stylish and sophisticated. They are usually painters, sculptors or fashion
designers.
Germans are Nazis or fascists.
All Asians are Chinese.
All Native Americans love to gamble.
All Middle easterners hate America.
All Italians are good cooks.
The people of Netherlands are all drug addicts.
All white people are all racist.
Chinese will eat anything.
All Asians are Communists.
All Australians are bullies, racists, drinkers and constantly uses swear words. They are also
portrayed as lazy and stupid moronsგონებაჩლუნგები.
People from the Indian subcontinent are generally portrayed as shopkeepers and motel
owners.
All Egyptian women are belly dancers.
The Japanese are engineering geniuses.
All South Koreans are gaming nerds.
Irish are alcoholics.
All Hispanics are all illegal aliens.
All Indians and Chinese are cheap and live a frugal მომჭირნეlife.
All Latinos are on welfare.
In the US all South Koreans are stereotyped as dry cleaners and all Mexicans as gardeners.
Gender Stereotypes. Women
Women always smell good.
Women are more brilliant than men.
Women are always moody.
Women try to work out problems while men take immediate action.
All women like the color pink.
Women take 2 hours to shower.
Women love mirrors.
Women like make-up.
Women are fussy about their hair.
Women like fashion magazines.
Women do not drive well.
Women never take chances.
Women always talk too much on the phone.
Women actually use only 5% of what's in their purse. Everything else is junk.
Only women can be nurses.
Men
Only men can be doctors.
Men are stronger and more aggressive.
Men are better at sports.
Men hate reading.
Men always have an "I don't care" attitude.
Men are tough. ჯიუტი
Men are thickheaded. გონებაჩლუნგი
Men like cars.
Men take 2 seconds to shower.
Men could care less if they become bald.
Men wear whatever is clean.
Men usually work in messy places.
Men like car or porn magazines.
Men brag ტრაბახიabout intimacy.
Men take too many chances.
Men always lose all arguments against girls.

ფსიქოლოგები ვარაუდობენ, რომ ადამიანებს სტერეოტიპებისადმი მიდრეკილება


განუვითარდათ, რადგან ეს მათ წინაპრებს შემგუებლობას უვითარებდა, რაც მათ იმის
შესაძლებლობას აძლევდა, რომ სწრაფად გადაეწყვიტა, რომელ ჯგუფს მიეკუთვნებინა
თავი, რომ შეძლებოდა გადარჩენა. ეს საშუალებას აძლევდა ადამიანებს
განესხვავებინა მეგობრები და მტრები.

ზოგიერთი ფსიქოლოგი თვლის, რომ ქსენოფობიას, უცხო ადამიანების ან


საკუთარი თავისგან განსხვავებული ადამიანების შიშს, გენეტიკური ფესვები აქვს.
ისინი ამტკიცებენ, რომ ადამიანები გარკვეულწილად დაპროგრამებულნი არიან
თავიანთი გენებით, რათა დადებითად რეაგირებდნენ გენეტიკურად მსგავს
ადამიანებზე და უარყოფითად გენეტიკურად განსხვავებულ ადამიანებზე.

ცრურწმენა არის უარყოფითი რწმენა ან განცდა ინდივიდთა კონკრეტული ჯგუფის


მიმართ. ცრურწმენები ხშირად გადაეცემა ერთი თაობიდან მეორეს.

ცრურწმენა არის დესტრუქციული ფენომენი და ის ფართოდ გავრცელებულია,


რადგან ემსახურება მრავალ ფსიქოლოგიურ, სოციალურ და ეკონომიკურ ფუნქციას:

მაგალითი: გლენი თავის უმუშევრობაში ადანაშაულებს უცხოელ მოქალაქეებს,


რომლებიც, მისი აზრით, არაკომპეტენტურნი არიან, მაგრამ სურთ იმუშაონ დაბალი
ხელფასით.

ცრურწმენას შეუძლია გაზარდოს თვითშეფასება.

მაგალითი: მეცხრამეტე საუკუნის სამხრეთში მცხოვრები ღარიბი თეთრკანიანი


ფერმერი უკეთესად გრძნობდა თავს საკუთარი მწირი არსებობის გამო და ცდილობდა
დაემტკიცებინა თავისი უპირატესობა აფრო-ამერიკელი მონების მიმართ.

სტერეოტიპები მედიაში

მედია მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზოგადოების სხვადასხვა აუდიტორიის


გართობაში, ინფორმირებასა და ღირებულებების დანერგვაში. საშიშროება
მდგომარეობს სტერეოტიპებში, რომლებიც ინტეგრირებულია შეტყობინებებში,
რომლებიც გამოიყენება პროდუქციის გასაყიდად, რომელიც ასევე ცნობილია როგორც
პროპაგანდა.

მარკეტინგული სტრატეგიები აუცილებელია და ისინი უნდა იყოს მიმართული


კონკრეტული სამიზნე ბაზრისკენ.

ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე პოპულარული ტექნიკა, რომელსაც მედია იყენებს,


არის სექსი, იმის გამო, რომ მას შეუძლია ეფექტურად გაყიდოს ნებისმიერი
პროდუქტი ან მომსახურება. შედეგად, ქალები სექსუალურ ობიექტებად არიან
გამოსახული ყველა ტიპის მედიაში, განსაკუთრებით ტელევიზიაში, ქალის საერთო
იმიჯი არა მხოლოდ არასწორია, არამედ უპატივცემულოა ქალის არსი მიმართაც.

მამაკაცურობა და ქალურობა განისაზღვრება და იზღუდება საზღვრებით, რომლებიც


შექმნილია მედიაში გავრცელებული სურათებით.

ფარული მნიშვნელობები მიბმულია იმასთან, რასაც ჩვენ ვხედავთ და ისინი აშკარად


თამაშობენ სტერეოტიპებსა და იდეებზე, რომლებიც გვაქვს ჩვენი საზოგადოების
შესახებ.

წარსულში ქალებს ასახავდნენ როგორც სტერეოტიპულ დიასახლისებს.

ვინაიდან ქალთა მოძრაობამ შეცვალა ქალის როლი საზოგადოებაში. სიმკაცრე და


მამაკაცურობა ერთმანეთშია გადაჯაჭვული და ქალი მოდელები, რომლებიც კვეთენ
ამ ზღვარს, აღმოაჩენენ, რომ ისინი ფიქტიურად გამოხატავენ გამძლეობას, თუმცა
რეალურად ვერ აღწევენ მას.

ახლა ქალებს წარმოაჩენენ, როგორც ისეთ რაღაცას, რომელსაც უნდა უყუროთ და არა
უნდა მოუსმინოთ. რეკლამის განმთავსებლები იყენებენ ქალის სხეულის სილამაზეს
და არა ინტელექტს, რათა თქვან:
"თუ თქვენ იყიდით ჩვენს პროდუქტებს, შეგიძლიათ იყოთ ისეთივე სექსუალური და
სასურველი, როგორც ის."

როგორ შეიძლება სტერეოტიპებმა გამოიწვიოს მომავალში პრობლემები? მას

შეუძლია:

შექმნას და წარმოქმნას განსხვავებები ადამიანებს შორის.

შექმენას ვარაუდები კონკრეტული რასების, კულტურების შესახებ.

შეიძლება გამოყენებულ იქნას ძალაუფლებაში დომინანტი რასის პოზიციის


დასადასტურებლად.

იყავით პასუხისმგებელი საზოგადოებაში სოციალურ ცრურწმენაზე და


უთანასწორობაზე.

გენდერული სტერეოტიპები აძლიერებს სოციალურ უთანასწორობას.

რატომ აყენებენ ადამიანები სტერეოტიპებს და განსჯიან სხვებს?

შიშის და კონტროლის დანერგვა


უცოდინრობა და განათლების ნაკლებობა

ეს არის ის, რაც არ იცი, მისი გეშინია ყველაზე მეტად

ზოგიერთი ადამიანი დაუცველია.

რა არის სტერეოტიპული საფრთხე?

სტერეოტიპული საფრთხე გულისხმობს საკუთარი სოციალური ჯგუფის შესახებ


უარყოფითი სტერეოტიპის დადასტურების რისკის ქვეშ ყოფნას.

ტერმინი, სტერეოტიპული საფრთხე, პირველად გამოიყენეს სტილმა და არონსონმა


(1995), რომლებმაც რამდენიმე ექსპერიმენტში აჩვენეს, რომ შავკანიანი კოლეჯის
პირველკურსელები და მეორე კურსის სტუდენტები უფრო ცუდად ასრულებდნენ
სტანდარტიზებულ ტესტებს, ვიდრე თეთრი სტუდენტები, როდესაც მათ რასაზე
ხაზგასმული იყო.

თუმცა, როდესაც რასას ყურადღება არ ექცეოდა, შავკანიანი სტუდენტები უკეთესად


და თანაბრად ასრულებდნენ თეთრ სტუდენტებს.

შედეგებმა აჩვენა, რომ აკადემიურ კონტექსტში შესრულებას შეიძლება ზიანი


მიაყენოს იმის გაცნობიერებამ, რომ ადამიანის ქცევა შეიძლება განიხილებოდეს
რასობრივი სტერეოტიპების კუთხით.
კვლევამ აჩვენა, რომ სტერეოტიპულმა საფრთხემ შეიძლება ზიანი მიაყენოს
ნებისმიერი ინდივიდის აკადემიურ მოსწრებას, ვისთვისაც სიტუაცია იწვევს
სტერეოტიპებზე დაფუძნებულ მოლოდინს ცუდი მოსწრების შესახებ.

Stereotypes in idioms
To have an uncle of America: ფინანსურიდახმარებისმიღებაშორეულინათესავისაგან.
It is of Chinese! : ესჩინურიაჩემთვის, ვერაფერიგავიგე.
To be skinflint like a Scot: ძუნწიადამიანი
To take a Scottish shower: ცივიწყალიგადაესხა, არასასიამოვნოგაოცება
French Parler like a Spanish cow: ფრანგულადცუდადლაპარაკი,
ისეროგორცბასკებისაუბრობენფრანგულად
With the Greek calendars: გაურკვეველდროს, თითქმისარასოდეს, უშაბათოკვირაში
To speak like an Italian: ხელებისქნევითდასწრაფადლაპარაკი
Drunk like all Poland, drunk like a Pole: გალეშილი, მთვრალი
To play Russian roulette: „რუსულირულეტკა“, უსარგებლორისკი
To drink like Switzerland: ბევრისსმა
To drink/eat/smoke in Switzerland: დამალულადგილებშიდალევა, სმა, ჭამა

Stereotypes in proverbs
“Heaven is where the cooks are French, the police are British, the mechanics are German, the
lovers are Italian and everything is organized by the Swiss.”
“Hell is where the cooks are British, the police are German, the mechanics are French, the
lovers are Swiss, and everything is organized by the Italians.”

You might also like