You are on page 1of 8

საგანი: ლიტერატურის სოციოლოგია

სტუდენტი: თედო შარადენიძე

ლექტორი: პროფ. ნანა ტრაპაიძე

ლიტერატურა და იდეოლოგია ალდოუს ჰაქსლის

„ახალი, გაბედული მსოფლიოს“ მიხედვით

შესავალი

ლიტერატურათმოცდნეებისა და სოციოლოგების ყურადღება ბოლო დროს


სოციოლოგიის ახალმა დარგმა ლიტერატურის სოციოლოგიამ მიიპყრო.
ლიტერატურის სოციოლოგია, რახან იგი ლიტერატურათმცოდნეობასთანაა
დაკავშირებული, იკვლევს კავშირს ლიტერატურულ ნაწარმოებსა და იმ
სოციალურ სტრუქტურას შორის, რომელშიც ნაწარმოები შიექმნა. ლიტერატურის
სოციოლოგია ასევე სწავლობს ლიტერატურულ ნაწარმოებებს სოციალურ,
კულტურულ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ჭრილში და იკვლევს საზოგადოებასა
და ავტორის შორის არსებულ სიმბიოზისს. ნებისმიერი საზოგადოების
ჩვეულებები, ღირებულებები და ნორმები მკაფიოდ ისახება მონკრეტულ
პერიოდში შექმნილ სხვადასხვა ლიტერატურულ ჟანრში.

ლიტერატურა და იდეოლოგია(წარმოშობა)

პირველად ლიტერატურისა და იდეოლოგიის ურთიერთობას ხაზი გაესვა იმ


ლიტერატურული ნაწარმოებების კვლევისას, რომლებშიც უპრობლემოდ
შეიძლებოდა მარქსიზმისა და ტოტალიტარული რეჟიმის მანკიერებების კრიტიკა.

ჯონ ჰოლი „ლიტერატურის სოციოლოგიაში“ (1979) იზიარებს მატეუ არნოლდის


მოსაზრებას იდეოლოგიისა და ლიტერატურის კავშირზე. ჰოლი ამ დროს
პირველად იყენებს ტერმინს „სოციალური რეფერენტი,“ რომელის მას სოციუმში
გაბატონებული იდეოლოგიური საწყისების აღსაწერად შემოაქვს. ჰოლს სჯერა,
რომ ლიტერატურული ტექსტის დეტალური ანალიზი აუცილებელია იმისთვის,
რომ მივიდეთ სოციალურ განზოგადებებამდე, რომელთა უკან ხშირად დგას ამა
თუ იმ იდეოლოგიით განსაზღვრული საყწისები.

ტერმინის „სოციოლოგია“ განმარტებისთვის

ტერმინი „სოციოლოგია“ მომდინარეიბს ბერძნულიდან, რაც მეგობრობას,


საზოგადოებას ნიშნავს.

სიტყვისთვის „სოციოლოგია“ სხვადასხვა მეცნიერი განსხვავებულ განმარტებას


იძლევა, თუმცა ყველა მათგანი მეტწილად მსგავს პოსტულატებს იძლევა.
სვინგვუდი (17) მიიჩნევს, რომ სოციოლოგია არსებითად არის საზოგადოების,
სოციალური ინსტიტუტებისა და სოციალური პროცესების მეცნიერული,
ობიექტური შესწავლა.

ჰ. მ. ჯონსონი წერს, რომ სოციოლოგია არის მეცნიერება, რომელიც სწავლობს


სოციალურ ჯგუფებს, მათ შიდა ფორმებს ან ორგანიზაციის ტიპებს და პროცესებს,
რომლებიც ცვლიან ან სტაბილურობას უნარჩუნებენ აღნიშნულ ორგანიზაციის
ფორმებს.

ლიტერატურის, როგორც სოციალური ფენომენის, განმარტებისათვის

ლიტერატურა სწორედაც რომ შესაფერისი მედიუმია მასში


კონტექსტუალიზირებული ინსტიტუციების შესასწავლად. ჰიუდსონს რომ
დავესესხოთ, ლიტერატურა არის უმნიშვნელოვანესი ჩანაწერი იმის, თუ, რა
უნახავს ადამიანს ცხოვრებაში, რა გამოუცდიათ, რა იფიქრეს. ამგვარად, ის არის
ცხოვრების გამოხატვა ენის საშუალებით. (10)

ტაინი (43) ამტკიცებს, რომ ლიტერატურა არის სოციალური ინსტიტუტი,


რომელიც საკომუნიკაციო არხად იყენებს ენას, რომელიც, თავის მხრივ,
სოციალური ქმნილებაა. ლიტერატურა ასახავს ცხოვრებას და ცხოვრება,
დიდწილად, არის სოციალური რეალობა. (94)

ალდოუს ჰაქსლი (დაბადება-სიკვდილი)

სანამ უშუალოდ გადავალთ რეფერატის კვლევის მთავარ ობიექტზე, უპრიანი


იქნება მცირედ მიმოვიხილოთ „ახალი, გაბედული სამყაროს“ ავტორის
სამწერლობო ბიოგრაფია.

ჰაქსლი, ინგლისელი მწერალი, ბავშვობიდან ოცნობობდა ექიმობაზე, მაგრამ


მხედველობის პრობლემების გამო სამწერლობო საქმეს მიჰყო ხელი. მან აღიარება
თავისი ფუტურისტული ნაწარმოებით „ახალი, გაბედული სამყარო“ მოიპოვა.
ნაწარმოები შექმნა იმ პერიოდში, როცა გენეტიკური ვარიაციებისა და ევოლუციის
პოსტულატების შემუშავება დაემთხვა მიღწევებს სამედიცინო ტექნოლოგიებში.
დარვინის აღმოჩენებით შთაგონებული ჰაქსლი თავის ნოველაში „ახალი,
გაბედული მსოფლიო“ ცდილობს ახსნას დარვინის თეორიის იმპლიციტური
ნიუანსები შემდეგი საკითხის წამოჭრით: რა მოხდებოდა თუ ადამიანებს
შეეძლებოდათ ადამიანური მახასიათებლების მიღების კონტროლი, რომ
გაეხადათ ისინი უფრო მისაღები კონკრეტული გარემოსათვის?!

„ახალი, გაბედული სამყარო“

დომინირებით კმაყოფილება
„ახალი, გაბედული მსოფლიო“ აღწერს ფორდისტულ საზოგადოებას, რომელშიც
ადამიანებს ჩამორთმეული აქვთ ხელოვნებით სიამოვნების უფლება, რადგან,
ახალი სამყაროს ლიდერების აზრით, ხელოვნებას გავყავართ სოციალურ
არასტაბილურობამდე. ნაწარმოების დისტოპიურმა ხედვამ ერთგვარად
იწინასწარმეტყველა სამომავლო ტოტალიტარული რეჟიმი, ტექნოლოგიის
აღმასვლა, მომხმარებლური ეკონომიკის ზრდა, სექსუალური თავისუფლება და
საზოგადოებიდან ხელოვნების განკვეთა.

ნაწარმოებში მომქმედება მიმდინარეობს 2540 წელს ლონდონის ცენტრალური


ინკუბაციისა და დაპროგრამების ცენტრში, სადაც მომუშავეები განსაზღვრავენ
ხუთი სხვადსხვა კასტის მახასიათებლებს: ალფა, ბეტა, გამა, დელტა და
ეპსილონი. ცენტრის დირექტორი ფორდი გვიხსნის, როგორ იქმენება დამიანები
გენეტიკური მოდიფიკაციის გზით, რათა მოერგონ ხისტ კლასობრივ იერარქიას,
რომლის წინაშეც, თითქოსდა, ილაშქრებს „კომუნისტის მანიფესტი.“
თვალშისაცემია ის ფაქტი, რომ. „კომუნისტის ფანიფესტის“ „რწმენა“ რომ
საკუთრების გაქრობა, რაც კლასობრივი სისტემის მოშლას გამოიწვევდა და
დაამყარებდა თანასწორობას, არ გამართლდა ჰაქსლის ნოველაში. მოქალაქეებს არ
გააჩნიათ საკუთრება, მაგრამ საზოგადოება მაინც სტრატიფიცირებულია. (ალფა,
ბეტა, გამა...)

იდეოლოგიური ახსნა მოეძებნება იმ ფაქტსაც, რომ „ახალ, გაბედულ მსოფლიოში“


გაბატონებულ პრინციპებს შორის გვხვდება მომხმარებლური ეკონომიკა,
ჯგუფური აზროვნება, განმარტოების უგულვებელოყოფა და დისკრიმინაცია. ეს
იმიტომ, რომ ტოტალიტარული რეჟიმი ებრძვის იმათ, ვისაც გააჩნია საკუთარი
აზრი და არ არის ზოგადი აზრის მიმართ კონფორმაციული.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჰაქსლის ახალ მსოფლიოში, ტოტალიტარიზმისგან


განსხვავებით, ხალხს გარვნილებისაკენ მოუწოდებენ. ჰაქსლისთან დაუშვებელია
წყვილი ერთად იყოს ოთხ თვეზე მეტი პერიოდით, რადგან სიყვარული და
ერთგულება, როგორც მუსტაფა ამბობს, არის ხელოვნების საგნები, რომლებიც
„კითხვის დროს, გხვრეტს.“
ცხადია, ჰაქსლის ახალ მსოფლიოში აკრძალულია ისტორია. აღნიშნული იდეიდან
შეგვიძლია პარალელი გავავლოთ ორუელის 1984 - თან, სადაც ისტორიის სრული
აკრძალვის ნაცვლად, სიმართლის სამინისტროში მომუშავე ვინსტონი ცვლის
ისტორიას, რათა მოარგოს იგი პარტიის ინტერესებს.

ახალი მსოფლიოს ლიდერი მუსტაფა გვაუწყებს, რომ „სილამაზე არის


მიმზიდველი და ჩვენ არ გვინდა ხალხს ისევ ძველი მოსწონდეთ. ჩვენ გვინდა,
რომ მათ მოსწონდეთ ახალი. აღნიშნულ პასაჟში, ნათლად ჩანს ავტორის
მცდელობა, წარმოაჩინოს ტოტალიტარიზმის, როგორც იდეოლოგიის ერთ-ერთი
უმთავრესი მისია - გამოაცხადოს ხელოვნება საშიშ იარაღად. „მსოფლიო ახლა
სტაბილურია - ამბობს მუსტაფა - ხალხი ბედნიერია, მათ აქვთ, რაც უნდათ და
არასოდეს უნდათ ის, რასაც ვერასოდეს მიიღებენ. უნივერსალური ბედნიერება
ატრიალებს ბორბლებს და არა ხელოვნება.“ სწორედ ამიტომ, ახალ სამყაროში
ბავშვებს ჩვილობიდანვე აჩვევენ წიგნებისა და ყვავილების სიყვარულს ელექტრო
შოკის გამოყენებით. „რადგან ხელოვენების კონტროლი შეუძლებელია, ის
საშიშია.“ (ჰაქსლი)

ნაწარმოებში ასევე იკვეთება მარქსისტული წარმატებისთვის აუცილებელი


პირობა - ხალხის სიბრმავე, რათა შენარჩუნდეს საზოგადოების, როგორც
დაუშლელი ელემენტის იდენტობა. მუსტაფა განმარტავს: „თუ ახალი მსოფლიოს
მოქალაქეები გამოცდიან მათთვის მიუწვდომელს - შინაგანად ადმიანობის
საწყისებს - მაშინ საზოგადოება შეწყვეტს ფუნქციონირებას. ძალაუფლების
დაკარგვისა და სისტემის მოშლის ფიქრები კი ყველაზე მეტად აწუხებდათ
ტოტალიტარულ ლიდერებს.

ისევე როგორც ტოტალიტარიზმით გაკონტროლებულ საზოგადოებაში,


ტოტალიტარიზმით შებოჭილი სოციუმით უკმაყოფილების თანამდევმა
ელემენტმა ჰაქსლის ნაწარმოებშიც იჩინა თავი. ბერნარდ მარქსი და მისი
მეგობარი ჰელმოთს უოთსონი, ინკუბაციისა და პროგრამირების ცენტრში
დასაქმებული ახალგაზრდები, ამჩნევენ ახალი მსოფლიოს ზედაპირულობასა და
ინდივიდუალიზმის გაქრობის ტენდენციას, რაც საბოლოო ჯამში მათი
ისლანდიაში გადასახლებით სრულდება - კიდევ ერთი ტოტალიტარიზმის აშკარა
გამოვლინება. ინკუბაციის ცენტრში მომუშავე ახალგაზრდა მეცნიერი ბერნარდი
ლენინას, ახალგაზრდა გოგონას, რეზერვაციაში ეპატიჟება. რეზერვაცია ის
ადგილია, სადაც ყველაზე დაბალ საფეხურზე მდგომი კასტის წარმომადგენლები -
დელტები ცხოვრობენ. ბერნარდი და ლენინა აღმოაჩენენ, რომ ერთ-ერთი
რესერვაციაში მცხოვრები, ფიზიკურად მიმზიდველი ახალგაზრდა მამაკაცი -
მხეცი ჯონი - ახალი სამყაროს დირექტორის ბიოლოგიური შვილია. აქ კარგად
ჩანს ტოტალიტარული რეჟიმის ლიდერების სახე. იმ კუთხით, რომ ახალ
სამყაროში ფეხმძიმობა და შვილის ბიოლოგიურად გაჩენა უკვე დანაშაულად და
ბევრისთვის სასაცილოდ ითვლება. მაგრამ ტოტალიტარული რეჟიმის ლიდერები
იშვიათად თუ ასრულებდნენ ნაწარმოებში ხსენებული ინგლისური ანდაზის
პრინციპებს „Practise what you preach” (“გააკეთე, რასაც ქადაგებ.“) (Huxley)

ჰაქსლის ახალ მსოფლიოში გაბატონებულია ე.წ. კვერცხუჯრედის


ბოკანოვსკიფიცირების პროცესი, რის შედეგადაც ერთი ემბრიონიდან 96
იდენტური ადამიანის შექმნა შეიძლება. „პროგრესი“ აღტაცებით ამბობს ახალი
მსოფლიოს ლიდერი.

ნაწარმოების ბოლოს მხეცი ჯონი გამოხატავს თავის ზიზღს პოლიგამიის მიმართ,


რასაც მოელის მისგან ახალი წყობილება. იგი ცდუდენას ვერ ძლებს და ორგიაში
იღებს მონაწილეობას, რის შემდეგაც თავს იკლავს. ნაწარმოების დასასრული
სხვადასხვა ინტერპრეტაციას სთავაზობს მკითხველს ტოტალიტარული რეჟიმის
„სამოქმედო გეგმის“ მახასიათებლების შესახებ. კერძოდ, ტოტალიტარიზმი არის
ბედნიერებისა და სიმართლის შეუთავსებლობის მანიფესტაცია. ჯონმა უღალატა
თავის პრინციპების იმ კუთხით, რომ ის წამოეგო ახალი სისტემის ახალ კაუჭს და
გახდა ის, რაც სისტემას უნდოდა გამხდარიყო.

ჯონი შესაძლოა იმიტომ დამარცხდა ჭეშმარიტების ძიების პროცესში, რომ ახალმა


მსოფლიომ ერთგვარად შეუძლებელი გახადა ცდუნების არიდება. (მოქალაქეები
იღებენ ნარკოტიკ სომას, რაც მათ მოკლე, ზედაპირულ „უნივერსალურ
ბედნიერებას“ განაცდევინებს.) ნაწარმოების დასასრული ეფუძნება იმ იდეას, რომ
ჭეშმარიტების ძიება უნდა იყოს არა ცალკეული ინდივიდის, არამედ სოციუმის
მიზანი.

ნოველა, ცხადია, დისტოპიური ხასიათისაა. მაგრამ კრისტინ ოვენი საინტერესო


კითხვას წამოჭრის თავის საჯარო ლექციაზე.: „ახალი, გაბედული სამყარო“ არის
სიამოვნებისა და კმაყოფილების და არა სიშისა და ტერორის სამყარო. აქ არ არის
ომი, ტკივილი, სიბერე ან სიკვდილი. ჰოდა, რომელია? დისტოპია თუ უტოპია?“

დასკვნა

ამრიგად, ალდოუს ჰაქსლის „ახალი, გაბედული მსოფლიო“ ნამდვილად


საინტერესო საკვლევი მასალაა ლიტერატურისა და იდეოლოგიის
მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოები წინასწარმეტყველური
ხასიათისაა და აღწერილი მოვლენების ნაწილი არც ტოტალიტარული რეჟიმის
მახასიათებლებს შეესაბამება, ავტორი შესანიშნავად აღწერს ერთი მხრივ
ტოტალიტარიზმის ყველასთვის ნაცნობ გამოვლინებებს და მეორე მხრივ,
ტოტალიტარიზმის შესაძლო გამოვლინებებს.
გამოყენებული ლიტერატურა

Hall,John. The Sociology of Literature. California: Longman, 1979. Hudson, W. H. An Introduction to


the Study of Literature. London: George G. Harrap &Company, 1913.

Spencer, Herbert. The Principles of Sociology. New York: University Press of the Pacific, 2004. Taine,
A.H. History of English Literature. N. Van Laun (trans.) New York: Grosset & Dunlap, 1908.

კომუნზიმის მანიფესტი

1984

You might also like