You are on page 1of 10

ფერდინანდ ტიონისის სოციოლოგიური კონცეფცია

1. ფერდინად ტიონისი : ცხოვრება და მოღვაწეობა


2. სოციოლოგიის ძირითადი პრობლემა
3. თემი - ერთობა (gemeinschaft) და საზოგადოება (gesellschaft) - ნების ორი ტიპი
4. ტიონისის სოციოლოგიის მეცნიერული მნიშვნელობა.

1. ფერდინად ტიონისი : ცხოვრება და მოღვაწეობა

ფერდინანდ ტიონისი 1855 წლის 26 ივნისს, შლეზვიგში პატარა ქალაქ


ოლდენსვორტის მახლობლად, მდიდარი გლეხის ოჯახში დაიბადა. 1872 წელს იგი
სტრასბურგის უნივერსიტეტში შევიდა და საუნივერსიტეტო განათლება 1875 წელს
ტიუბინგენის უნივერსიტეტში კლასიკურ ფილოლოგიაში დისერტაციის დაცვით
დაასრულა.
მისი მეცნიერული ინტერესები ყველაზე განსხვავებულ სოციალურ - მეცნიერულ
დისციპლინათა პრობლემების ფართო წრეს მოიცავდა. მეცხრამეტე საუკუნის
ოთხმოცი - ოთხმოცდაათიანი წლები მან მე -18 -ე, მე -19 -ე საუკუნეების
სოციალური ფილოსოფიის შესწავლას მიუძღვნა. ამ კვლევის შედეგად 1896 წელს
გამოცემული ტ. ჰობსის სოციალური დოქტრინის შესახებ შრომა მოგვევლინა. ასევე
ამ წლეებში მან ლაიბნიცის, სპინოზას, სპენსერის, ნიცშეს, მარქსის და ა.შ. შესახებ
მრავალი სტატია დაწერა. ასეთი სტატიების წერა არც შემდგომში შეუწყვეტია. რისი
ერთ-ერთი შედეგიც, 1921 წელს გამოცემული თხზულება „მარქსი. ცხოვრება და
მოღვაწეობა“ იყო.
ჰობსის თეორიული მემკვიდრეობის დაუფლებამ ტიონისს ისტორიის
ფილოსოფიისა და სამართლის ფილოსოფიის ღრმად შესწავლა გადააწყვეტინა.
თავისი კონცეფცია მან 1881 წელს დაწერილ შრომაში , „ერთობა და საზოგადოება
(კულტურის ფილოსოფიის თეორემა)“ ჩამოაყალიბა. სწორედ ეს შრომა წარმოადგენს
ტიონისის სოციოლოგიური კონცეფციის საფუძველს.
ასევე მე -19 - საუკუნის 80 - იანი წლეების დასაწყისში ტიონისი სოციალური
სტატისტიკით, კერძოდ, დანაშაულის, სიღარიბის, თვითმკვლელობის პრობლემებით
დაინტერესდა. წიგნი „დანაშაული როგორც სოციალური მოვლენა“ 1909 წელს
გამოვიდა. ემპირიულ კვლევასთან ერთად ტიონისი მუდმივად ეწეოდა თეორიულ
შრომას სოციოლოგიის სფეროში. ამის დასტურია წიგნები: „მორალი“(1909),
„საზოგადოებრივი აზრის კრიტიკა“(1922), „საკუთრება“(1926), „პროგრესი და
სოციალური განვითარება“(1926), „შესავალი სოციოლოგიაში“(1931).
მისი ფართო თეორიული, ემპირიული, ასევე პუბლიცისტური მოღვაწეობის
მიუხედავად, ტიონისმა აკადემიური აღიარება საკმაოდ გვიან მოიპოვა. მხოლოდ
1913 წელს გახდა ის უშტატო პროფესორი კილის უნივერსიტეტში. 1910 წელს
ფრანკფურტში გერმანიის სოციოლოგიური საზოგადოების დამფუძნებელი ყრილობა
ჩატარდა, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ტიონისი იყო. 1921 წელს იგი ამ
საზოგადოების პრეზიდენტად აირჩიეს და ამ თანამდებობაზე ფაშისტების მიერ მის
ფაქტობრივ დარბევამდე 1933 წლამდე დარჩა. სოციალ - დემოკრატიული
პოლიტიკის სულისკვეთებით გამსჭვალული, იგი ვაიმარის რესპუბლიკასა იცავდა
და ნაციონალ - სოციალიზმს ებრძოდა, საზოგადოებას „ბარბაროსობაში ჩავარდნის“
საშიშროებაზე აფრხილებდა, რის გამოც ნაცისტი დემაგოგების მხრიდან
თავდასხმების ობიექტი იყო. გარდაიცვალა 1936 წლის 9 აპრილს.

2. სოციოლოგიის ძირითადი პრობლემა

სოციოლოგიის მთავარი პრობლემის დაყენება ტიონისის მიერ მე - 18 - ე , მე - 19 -ე


საუკუნეების სოციალურ - ფილოსოფიური აზრის განვითარების ძირითადი
წინააღმდეგობის, სახელმწიფოს, სამართლის და სოციალური ინსტიტუტების
წარმოშობისა და არსებობის პრობლემებისადმი რაციონალისტური და ისტორიული
მიდგომების წინააღმდეგობის კვლევისაგან გამომდინარეობდა.
განმანათლებლობის იდეებზე დაფუძნებული აზროვნების რაციონალისტური წესის
მომხრეებისათვის ადამიანის ბუნებრივი, ხელშეუვალი უფლებების აღიარება და
შესაბამისად ხალხის სუვერენული ძალაუფლების, ადამიანის ბუნების შესატყვისი
გონიერი საზოგადოებრივი წყობის და გონებისეული კანონების დადგენის
განუყოფელი უფლების აღიარება იყო დამახასიათებელი.
ისტორიული მიდგომის მომხრეები, რომლის მეთოდოლოგია ყველაზე ნათლად
სამართლის ისტორიული სკოლის და ნაციონალური ეკონომიკის ისტორიული
სკოლისშრომებში გამოვლინდა, პირიქით ადამიანური თანაცხოვრების
ტრადიციული ნორმების და პროცესების მნიშვნელობას და საზოგადოებრივი
ცხოვრების სახელმწიფოებრივი და სამართლებრივი რეგულირების ისტორიულად
ჩამოყალიბებული ფორმების არსებობის აუცილებლობას უსვამდნენ ხაზს.
ტიონისმა რაციონალური მეცნიერული მეთოდის უპირატესობის სოციალური
სამყაროს შესახებ არსებულ ისტორიულ თვალსაზრისთან შეერთება, რაციონალური
და ისტორიული მსოფლმხედველობის გაერთიანება დაისახა მიზნად. ამ დროს იგი
სამართლის ისტორიული სკოლის ფუძემდებლის კარლ სავინის შრომებს( უწინარეს
ყოვლისა, პატარა მოცულობის, მაგრამ დიდი სახელის მომპოვებელ შრომაში
„ კანონმდებლობისა და სამართალმცოდნეობის მიმართ ჩვენი ეპოქის მოწოდების
შესახებ“, გამოთქმულ და ფორმულირებულ იდეებს) ინგლისელი მკვლევარის სერ
ჰენრიხ მენის მსოფლიოში ცნობილ წიგნს "ძველი სამართალი", რომელშიც
(სტატუსისა და კონტრაქტის დაპირისპირებაში). ტიონისმა ანტინომიურ ცნებათა
წყვილის შემუშავებისათვის კონცეპტუალური საფუძველი იპოვა, რომელმაც
განსაზღვრა კიდეც საბოლოო ჯამში მისი საკუთარი სოციოლოგიური კონცეფციის
შინაარსი, ასევე მორგანის, ბახოფენის და იმ დროის სხვა ეთნოგრაფთა,
ისტორიკოსთა და სამართალმცოდნეთა შრომებს ეყრდნობოდა.
მე - 19 - ე საუკუნის გერმანიის ეკონომიკურ აზრში ნაციონალური ეკონომიის
ისტორიული სკოლა ბატონობდა. საუკუნის დასასრულს ისტორიული სკოლის
თავკაც ჰ. შმოლერსა და მათემატიკოსს, ფილოსოფოსს და ეკონომისტ კ. მენგერს
შორის აქტიურად წარმოებულმა კამათმა მენგერის მიერ ხაზგასმული დედუქციური
მეთოდის, შესაბამისად კი საზოგადოდ რაციონალურ - ცნებობრივი აზროვნების
სასარგებლოდ ისტორიზმის გავლენის შესუსტება გამოიწვია. საზოგადოებრივი
ცხოვრებისადმი რაციონალური მიდგომის საფუძვლები ტიონისმა მე - 17 - ე
საუკუნის ევროპული ფილოსოოფიის მემკვიდრეობაში, უწინარეს ყოვლისა ჰობსისა
და სპინოზას რაციონალისტურ ფილოსოფიაში, აღმოაჩინა.
ჰობსის შემოქმედებისადმი მიძღვნილ ერთ-ერთ პირველ ისტორიულ-ფილოსოფიურ
შრომაში ტიონისმა იმ ცნებათა თეორიული შინაარსი ჩამოაყალიბა, რომლებიც მის
საკუთარ სოციოლოგიურ თეორიას დაედო საფუძვლად. ტიონისის იდეების
განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი აბზაცი ამ შრომიდან გვაუწყებს:
"ჰობსთან მისი მიმდევრების ერთი ნაწილი" - ერთობის ნების აბსოლუტური
სუვერენიტეტის კონცეფციისადმი მხარდაჭერას ეძებდა, ამ ეპოქის ისტორიულ
სინამდვილეში მას შეუზღუდავი მონარქიის მოვლენა შეესაბამებოდა, მეორე ნაწილი
ადამიანის ბუნების შესახებ ოპტიმისტური წარმოდგენებიდან ამოდიოდა და თვით
ამ ახალ, ყველა დანარჩენის დამრჩდილავ ავტორიტეტს უარყოფდა, ისინი საკუთრივ
ერთობას აუცილებლად საერთოდ არ თვლიდნენ, რამეთუ ვარაუდობდნენ, რომ
კაცობრიობის შესაძლებელი უმაღლესი ბედნიერება შეიძლება წმინდა
საზოგადოებაში საზოგადოებრივი სახელმწიფოს მეშვეობით. ე.ი. ინდივიდთა
ერთმანეთთან თანაბარი, ტოლ-ორმხრივი, დადგენილი და მოშლადი
ურთიერთდამოკიდებულობის მეშვეობით იქნეს მიღწეული. ამ იდეის პირველი
წარმომადგენელი, რომელსაც წარმატება ხვდა, იყო ლოკი, მან თავისი შრომების
წყალობით ძირითადად პოლიტიკური ეკონომიის სფეროში გაიმარჯვა. მსგავს
შეხედულებათა რეალური საფუძველი ლიბერალური კონსტიტუციონალიზმის
სახით გამოდიოდა“.
საზოგადოების ორი ტიპის ეს პრინციპული დაპირისპირება ტიონისმა
თანმიმდევრულად 1881 წელს დაწერილ პატარა შრომაში "ერთობა და საზოგადოება"
გაატარა, რომელმაც მას მსოფლიო აღიარება მოუტანა.

3. ერთობა (თემი) (gemeinschaft) და საზოგადოება (gesellschaft).

ამ შრომის ძირითადი შინაარსი სოციალურ კავშირთა ორი ტიპის - ერთობლივის


(gemeinschaftliche) და საზოგადოებრივის (geselschaftliche) - დაპირისპირებაში
მდგომარეობს. პირველი სახის ურთიერთობებს ფესვები ემოციებში, ერთგულებასა
და სიყვარულში, სულიერ გატაცებებსა და მიდრეკილებებში აქვს გადგმული და
საკუთარ თავთან იგივეობას, როგორც ცნობიერად ტრადიციების დაცვის, ისე
არაცნობიერად, ემოციური კავშირის ძალით და საერთო ენის გამაერთიანებელი
ზეგავლენის წყალობით ინარჩუნებენ. ტიონისი წერს: "მე ერთობლივ
ურთიერთობათა შემდეგ ტიპებს გამოვყოფ: 1) "გვაროვნული ურთიერთობანი".
ბუნებრივია, პირველ რიგში ასეთებად სისხლით - ნათესაური კავშირები ითვლებიან;
2) "მეზობლური" ურთიერთობანი, რომლებიც ქორწინებისა და ვიწრო აზრით
ოჯახური ცხოვრებისათვის დამახასიათებელი ერთად ცხოვრებით გამოირჩევიან. 3)
"მეგობრული" ურთიერთობანი, რომლებიც სულიერ სიახლოვესა ან ნათესაობის
ცნობიერებას ემყარებიან, რამდენადაც ასეთი ცნობიერება ერთობლივი ცხოვრების
რომელიმე სახის საფუძველში დევს. ისინი განსაკუთრებულ სოციალურ
მნიშვნელობას იძენენ მაშინ, როდესაც მათი როგორც საერთო რელიგიური
მიკუთვნებულობის, როგორც „თემის“ გაცნობიერება ხდება.
მეორე სახის, ანუ საზოგადოებრივ ურთიერთობათა საფუძველში სოციალური
გაცვლა, საკუთრებაში მყოფ ნივთთა ცვლა ძევს. მაშასადამე ამ ურთიერთობებს
ნივთობრივი ბუნება აქვთ დამონაწილეთა დაპირისპირებულად წარმართული
მისწრაფებებით ხასიათდებიან. ეს ურთიერთობანი ნაწილობრივერთობლივი ტიპის
ურთიერთობებს ეფუძნებიან, მაგრამ მათ არსებობა განცალკავებულ და
ერთმანეთისათვის უცხო ინდივიდებს, თვით მტრებს შორისაც კი შეუძლიათ, მათში
მონაწილე ინდივიდის შეგნებულ - გაცნობიერებული გადაწყვეტილების წყალობით.
ამგვარი ურთიერთობების სუბიექტები როგორც სხვადსხვა სახის ჯგუფები,
კოლექტივები, გაერთიანება, ისე სახელმწიფოებიც კი შეიძლება იყოს, რომლებსაც
როგორც ფორმალურ "პირებს" განიხილავენ. "ყველა ამ ურთიერთობათა და
კავშირთა არსება იმ სარგებლობისა და ღირებულებების გაცნობიერებაში
მდგომარეობს, რომელსაც ერთი ადამიანი მეორესთვის ფლობს ან შეიძლება
ფლობდეს და რომელსაც ეს მეორე ადამიანი აღმოაჩენს, აღიქვამს და აცნობიერებს ".
ურთიერთობათა და კავშირთა ეს ორი გვარი - ერთობრივი და საზოგადოებრივი,
მოწოდებულია არა მხოლოდ ადამიანის ადამიანთან ურთიერთობა, არამედ
საზოგადოებისადმი ადამიანის დამოკიდებულებაც დაახასიათოს. ერთობაში
სოციალური მთელი ლოგიკურად წინ უსწრებს ნაწილებს, საზოგადოებაში პირიქით,
სოციალური მთელი - ნაწილთა ერთობლიობაა. განსხვავება ერთობასა და
საზოგადოებას შორის სოციალური მთელის შემადგენელ ნაწილთა ორგანულ და
მექანიკურ კავშირებს შორის განსხვავებაა. სოციალური ცხოვრების ორგანიზაციის ამ
ორი ტიპის ფუნდამენტი ნების ორი ტიპია: რომელსაც ტიონისი, როგორც
"Wesenwille" და "Kurwille-ს" (თავდაპირველად იყო - "Willkur"-ი) აღნიშნავს. პირველი
ესაა არსების ნება, ე.ი. მთელის ნება, რომელიც სოციალური ცხოვრების ყველა, თვით
უმნიშვნელო ასპექტსაც კი განსაზღვრავს. მეორე მაინტეგრირებელი მოქმედების
სხვა ტიპს, სოციალური ნების შესუსტებას, მის მრავალ კერძო სუვერენულ ნებად
დანაწევრებას აღნიშნავს, რომლებიც საზოგადოებრივი ცხოვრების მთელში
მექანიკურად ერთიანდებიან.
ტიონისის მიერ ნების კატეგორიისადმი პირველხარისხოვანი მნიშვნელობის
მინიჭებამ მრავალ მკვლევარს საფუძველი მისცა მისი იდეები სოციოლოგიაში
ფსიქოლოგიური მიმართულებისათვის მიეკუთვნებინა. საეჭვოა ამ აზრის სისწორე.
ტიონისს ნება სრულებითაც არ ესმის როგორც წმინდა ფსიქოლოგიური ფაქტორი.
თუმცა იგი მუდამ წერს იმის შესახებ, რომ ნების გარეშე არ არსებობს ადამიანური
მოქმედება. ნება მის კონცეფციაში ფრიად აბსტრაქტული ცნებაა, რომელიც უშუალო
ფსიქოლოგიურ საზრისს მოკლებულია, ნება "ადამიანის ყოველი სულიერი
საქმიანობაა", - წერდა ტიონისი. ნება აღინიშნება აზროვნების მონაწილეობით.
ამიტომ, "მე განვასხვავებ ნებას, რამდენადაც იგი შეიცავს აზროვნებას, და
აზროვნებას, რამდენადაც მასში შედის ნება". მეორე შრომაში იგი უფრო ნათელ
განსაზღვრებას იძლევა: "ნება თავისი ადამიანური სახით აზროვნების ძალით
განისაზღვრება", ხოლო ტიონისის მიერ თავისი მთავარი შრომის ერთ-ერთ
განყოფილებაზე წამძღვრებული ლათინური ეპიგრაფი, რომელიც სპინოზადანაა
აღებული - "Voluntas atque intelleqtus unum et sunt"- (ნება და გონება ერთი და იგივეა) -
საშუალებას გვაძლევს ადამიანური ნების შესახებ მისი წარმოდგენების წარმოშობას
და მაშასადამე საზრისსაც ნათელი მოვფინოთ.
სოციოლოგიის ტიონისისეული დაფუძნების ტიონისის რაციონალისტური ხასიათი
ინდივიდთა სოციალური ქცევის მისეულ განმარტებაშიც გამოვლინდა. სოციალური
ქცევის ანალიზისას ტიონისმა თავის ერთ-ერთ უკანასკნელ შრომაში "Einfuhrung in die
Soziologie"-ში გამოაქვეყნა მაქს ვებერისეული ტიპოლოგია, რომლის მიხედვითაც
სოციალური მოქმედების (ქცევის) მიზან-რაციონალური, ღირებულებით -
რაციონალური, აფექტური და ტრადიციული ფორმები არსებობს. ამ ფორმათაგან
პირველში, ტიონისის აზრით, Kurwille, დანარჩენ სამში კი (რომელთაგან მხოლოდ
ერთი გულისხმობს ფსიქოლოგიურ ფაქტორს, როგორც განმსაზღვრელს) – Wesenwille
რეალიზდება. ამგვარად, გონების რაციონალური, მუშაობა ნების ორი ტიპისა და
მათთან დაკავშირებული საზოგადოებრივი წყობის ორი ტიპის განსხვავების
კრიტერიუმია. სოციალური მოქმედების (ქცევის) ტიონისისეული ანალიზის
საფუძველში მიზნებისა და საშუალებების ურთიერთდამოკიდებულების ანალიზი,
ე.ი. რაციონალურობის ანალიზი ძევს, მაშინ, როდესაც სოციალურის ბუნება
ინდივიდების მიერ საკუთარი თავისა და სხვების როგორც საზოგადოების წევრთა
სახით, გაცნობიერების მეშვეობით აღმოჩნდა განსაზღვრული.
რამდენადაც ტიონისმა ფაქტობრივად (სპინოზას კვალად) ნება და გონება გააიგივა.
ეს უკვე იმას ნიშნავდა, რომ ერთობლივი სოციალური ცხოვრების, სოციალური
ურთიერთქმედებისადმი, "განსაზოგადოებისადმი" სურვილი, ტიონისის მიხედვით
(ისევე, როგორც - სახელმწიფოს წარმოშობა ჰობსის მიხედვით) არა ეკლესიის
ნაკურთხი ტრადიციისაგან, როგორც ამას რომანტიზმის პოლიტიკური
ფილოსოფიის მომხრეები ამტკიცებენ (და არც ღმერთისგან, როგორც ამას ჰობსის
მოწინააღმდეგე სკოლასტიკოსები ამტკიცებენ), არამედ გონებისაგან მოდის.
ნებისყოფის ტიპების შესახებ ტიონისის მოძღვრებაში მისი დაპირისპირება
რომანტიზმისადმი და საზოგადოებრივი ცხოვრების რაობის რაციონალური
ახსნისადმი მისწრაფება ცხადად გამოვლინდა.

4. ტიონისის სოციოლოგიის მეცნიერული მნიშვნელობა.

ტიონისი სოციოლოგია, რომელიც დასავლური სოციოლოგიის ორი ეპოქის


გზაშესაყარზე დგას. თავისი შემოქმედების ერთი მხრით იგი მეცხრამეტე საუკუნის
ეპოქაზეა მიმართული, ამაზე მისი მისწრაფება ისტორიის „ფილოსოფიის“ როგორც
სოციოლოგიის შექმნის, ფართო კულტურულ - ისტორიული შემეცნების
კონსტრუირების მცდელობა, აგრეთვე მის კონცეფციაში საკუთრივ სოციოლოგიური,
სამართლებრივი, სახელმწიფოთმცოდნეობის იდეების მკაცრი დიფერენციაციის
არარსებობა მეტყველებს.
მეორეს მხრივ, ტიონისმა წამოაყენა იდეების მთელი რიგი, რომელიც შემდგომ
დამუშავდა და რეალიზაცია გაუკეთდა მეოცე საუკუნის დასავლურ სოციოლოგიაში.
უწინარეს ყოვლისა ესაა სოციოლოგიის ანალიტიკური - ისტორიულის
საპირისპიროდ - აგების იდეა, რაც სოციოლოგიის მიერ საკუთარი თავის როგორც
მეცნიერების გაცნობიერების, თვითგანსაზღვრებისადმი მისწრაფების,
საზოგადოების ანალიზის საკუთარი მიდგომის მოპოვების შესახებ მეტყველებს.
ტიონისმა, დასავლელი სოციოლოგებიდან ერთ - ერთმა პირველმა, სოციალური
სტრუქტურის პრობლემა დააყენა, რომელიც სწორედ ამ დროიდან მოყოლებული
როგორც სპეციფიკურად სოციოლოგიური, პრობლემების ხედვის და დაყენების
განსაკუთრებული წესის და მეთოდის გამოყენების გარანტიას იძლევა. ფორმალური
სოციოლოგიის შექმნის იდეა, რომელიც თავის საგანს შინაარსობრივი
მახასიათებლებისაგან დამოუკიდებლად აანალიზებს, მეცხრამეტე საუკუნის
დასასრულისა და მეოცე საუკუნის დასაწყისის ცნობილი სოციოლოგის გეორგ
ზიმელის მიერ იქნა ატაცებული, ხოლო შემდეგ ლეოპოლდ ფონ ვიზესა, ა.
ფირკანდტის სხვა მკვლევართა მიერ იქნა განვითარებული.
ტიონისის სოციოლოგიის ერთ-ერთი არსებითი მხარე სოციალური შემეცნების
ნატურალისტური თეორია იყო, რომელიც მრავალი ვარიანტით გაგრძელდა და
განვითარდა დასავლელი სოციოლოგების მიერ.
მაგრამ ყველაზე ძირითადი რაც ტიონისმა დაუტოვა თანამედროვე სოციოლოგიას,
სოციალური კავშირებისა და ურთიერთობების ორი ტიპის ერთობრივისა და
საზოგადოებრივის გამოყოფის იდეა იყო. ეს იდეა კარგად გამოიყენა ემილ
დიურკემმა, რომელმაც საზოგადოებები ერთმანეთისაგან სოლიდარობის ორი ტიპის
„მექანიკურის“ და „ორგანულის“ საფუძველზე განასხვავა. შესბამისი წესით
გადამუშავებული ეს ტიპოლოგია თანამედროვე სოციოლოგების მიერ
თანამედროვეობის ისტორიული განვითარების ძირითადი კონფლიქტის
ასახსნელად დღესაც გამოიყენება.

მოკლე შინაარსი:
1. სოციოლოგიის მთავარი პრობლემის დაყენება ტიონისის მიერ მე - 18 - ე , მე - 19 -ე
საუკუნეების სოციალურ - ფილოსოფიური აზრის განვითარების ძირითადი
წინააღმდეგობის, სახელმწიფოს, სამართლის და სოციალური ინსტიტუტების
წარმოშობისა და არსებობის პრობლემებისადმი რაციონალისტური და ისტორიული
მიდგომების წინააღმდეგობის კვლევისაგან გამომდინარეობდა.
განმანათლებლობის იდეებზე დაფუძნებული აზროვნების რაციონალისტური წესის
მომხრეებისათვის ადამიანის ბუნებრივი, ხელშეუვალი უფლებების აღიარება და
შესაბამისად ხალხის სუვერენული ძალაუფლების, ადამიანის ბუნების შესატყვისი
გონიერი საზოგადოებრივი წყობის და გონებისეული კანონების დადგენის
განუყოფელი უფლების აღიარება იყო დამახასიათებელი.
ისტორიული მიდგომის მომხრეები, რომლის მეთოდოლოგია ყველაზე ნათლად
სამართლის ისტორიული სკოლის და ნაციონალური ეკონომიკის ისტორიული
სკოლისშრომებში გამოვლინდა, პირიქით ადამიანური თანაცხოვრების
ტრადიციული ნორმების და პროცესების მნიშვნელობას და საზოგადოებრივი
ცხოვრების სახელმწიფოებრივი და სამართლებრივი რეგულირების ისტორიულად
ჩამოყალიბებული ფორმების არსებობის აუცილებლობას უსვამდნენ ხაზს.
ტიონისმა რაციონალური მეცნიერული მეთოდის უპირატესობის სოციალური
სამყაროს შესახებ არსებულ ისტორიულ თვალსაზრისთან შეერთება, რაციონალური
და ისტორიული მსოფლმხედველობის გაერთიანება დაისახა მიზნად.
2. ამ შრომის ძირითადი შინაარსი სოციალურ კავშირთა ორი ტიპის - ერთობლივის
(gemeinschaftliche) და საზოგადოებრივის (geselschaftliche) - დაპირისპირებაში
მდგომარეობს. პირველი სახის ურთიერთობებს ფესვები ემოციებში, ერთგულებასა
და სიყვარულში, სულიერ გატაცებებსა და მიდრეკილებებში აქვს გადგმული და
საკუთარ თავთან იგივეობას, როგორც ცნობიერად ტრადიციების დაცვის, ისე
არაცნობიერად, ემოციური კავშირის ძალით და საერთო ენის გამაერთიანებელი
ზეგავლენის წყალობით ინარჩუნებენ.
3. მეორე სახის, ანუ საზოგადოებრივ ურთიერთობათა საფუძველში სოციალური
გაცვლა, საკუთრებაში მყოფ ნივთთა ცვლა ძევს. მაშასადამე ამ ურთიერთობებს
ნივთობრივი ბუნება აქვთ დამონაწილეთა დაპირისპირებულად წარმართული
მისწრაფებებით ხასიათდებიან. ეს ურთიერთობანი ნაწილობრივერთობლივი ტიპის
ურთიერთობებს ეფუძნებიან, მაგრამ მათ არსებობა განცალკავებულ და
ერთმანეთისათვის უცხო ინდივიდებს, თვით მტრებს შორისაც კი შეუძლიათ, მათში
მონაწილე ინდივიდის შეგნებულ - გაცნობიერებული გადაწყვეტილების წყალობით.
ამგვარი ურთიერთობების სუბიექტები როგორც სხვადსხვა სახის ჯგუფები,
კოლექტივები, გაერთიანება, ისე სახელმწიფოებიც კი შეიძლება იყოს, რომლებსაც
როგორც ფორმალურ "პირებს" განიხილავენ.
4. სოციალური ცხოვრების ორგანიზაციის ამ ორი ტიპის ფუნდამენტი ნების ორი
ტიპია: რომელსაც ტიონისი, როგორც "Wesenwille" და "Kurwille-ს" (თავდაპირველად
იყო - "Willkur"-ი) აღნიშნავს. პირველი ესაა არსების ნება, ე.ი. მთელის ნება, რომელიც
სოციალური ცხოვრების ყველა, თვით უმნიშვნელო ასპექტსაც კი განსაზღვრავს.
მეორე მაინტეგრირებელი მოქმედების სხვა ტიპს, სოციალური ნების შესუსტებას,
მის მრავალ კერძო სუვერენულ ნებად დანაწევრებას აღნიშნავს, რომლებიც
საზოგადოებრივი ცხოვრების მთელში მექანიკურად ერთიანდებიან.
5. სად შეიძლება ემპირიულად დავაკვირდეთ სოციალური წარმონაქმნებს,
რომლებშიც ნების ეს ტიპებია რეალიზებული და განხორციელებული? სხვა
სიტყვებით, შესაძლებელია თუ არა საერთოდ, ემპირიულად დავაკვირდეთ ერთობას
და საზოგადოებას? ამ კითხვაზე ტიონისის უარყოფითი პასუხი აქვს. ყოველი
კონკრეტული სოციალური წარმონაქმნი ერთობრივი და საზოგადოებრივი
ელემენტების შეერთებაა, თვითონ ეს ცნებები კი - კონტინინუმის პოლუსებია,
რომლებშიც შეიძლება ყველა კონკრეტული ისტორიული საზოგადოება განლაგდეს.
თითოეული ამ პოლუსთაგან თავისთავად არ არსებობს. ესენი -აზროვნებითი
ნივთები, აბსტრაქტული არსებები, იდეალური ან კონსტრუირებული ტიპებია.
6. ასეთი მიდგომა ისტორიული სკოლისა და სიცოცხლის სუბიექტურ-ემპირიული
ფილოსოფიის წინააღმდეგ იყო მიმართული და საზოგადოების ბუნებრივი
მდგომარეობის განმანათლებლური იდეის რეაბილიტაციისა, და, მაშასადამე,
ისტორიის, განვითარების უგულვებელყოფისაკენ უნდა წავეყვანეთ.
მაგრამ ტიონისმა ამ საფრთხის თავიდან აცილება შესძლო. საქმე ისაა, რომ საწყისი
იდეალიზაცია, რომელზეც ის თავის სოციოლოგიას აფუძნებდა, თავის თავში არა
ერთ (როგორც მაგალითად ჰობსთან ან ლოკთან, ან სხვა განმანათლებლებთან იყო),
არამედ ორ აბსტრაქტულ ცნებას შეიცავდა. ტიონისის სოციოლოგიური აზროვნების
საფუძველში ცნებობრივი ანტინომიის პრინციპი იდო: როგორც სოციალური ნების
ყოველი კონკრეტული გამოვლენა ერთდროულად ნების და გონების მოვლენასაც
წარმოადგენს, ისე ყოველი სოციალური წარმონაქმნი თავის თავში როგორც
ერთობის, ისე საზოგადოების ნიშნებსა და თვისებებს ერთდროულად შეიცავს.
7. სოციალური ურთიერთობების ფუნდამენტში მდებარე ნებისა და გონების
დიალექტიკური ურთიერთზემოქმედება, ტიონისის მიხედვით, გონების
გაბატონების მიმართულებით ვითარდება, ე.ი. საზოგადოებრივი განვითარება
რაციონალურობის ზრდის პროცესს წარმოადგენს.
საზოგადოებრივი განვითარების მიმართულება - ერთობიდან საზოგადოებისაკენ
ამით განისაზღვრება. "რაციონალობის ჩამოყალიბება - წერს ტიონისი - არის
საზოგადოების ჩამოყალიბება, რომელიც ნაწილობრივ ერთობასთან როგორც
ერთობრივი თანაცხოვრების თავდაპირველ ან უკიდურეს შემთხვევაში ყველაზე
ძველ ფორმასთან თანხმობაში, ნაწილობრივ მასთან შეუწყნარებელ წინააღმდეგობაში
ვითარდება". ამ მიდგომის საფუძველში მდებარე განხილვის წესი ყოველი
ისტორიული მდგომარეობის, აგრეთვე მთელი სოციალური ცხოვრების
განვითარების გასაანალიზებლად უკიდურეს შემთხვევაში იმდენად გამოვიყენოთ,
რამდენადაც ეს განვითარება ერთობიდან საზოგადოებრივი ფორმებისა და
შინაარსებისაკენ მიდის.

You might also like