You are on page 1of 19

კვლევის მეთოდებში

(სოციალური კვლევის მეთოდები)

– რომელიც სოციალრუი კვლევის მეთოდები არსებობს


– თითოეული მეთოდის მახასიათებლები, დადებითი მხარეები,
უარყოფითი მხარეები, ერთმენეთს შორის სხვაობები
– როდის რომელი მეთოდის გამოყენებ არის მიზანშეწონილი
– სოციალური კვლევის თავისებურებები
მეცნიერება
ადამიანის მოღვაწეობის სფერო, რომელიც არის
სისტემატიზირებული და ახდენს სამყაროში არსებული
მოვლენების შესახებ ცოდნის მოპოვებას და ორგანიზებას.

მეცნიერების ამოცანა არის სხვადასხვა პრობლემის აღწერა,


ახსნა , პროგნოზირება და რეკომენდაციების მიცემა

ემპირიზმი:
– ინფორმაცია მიიღება შეგრძნებების დახმარებით
– ჭეშმარიტების კრიტერიუმი არის დაკვირვება– ინფორმაცია
გადამოწმებადი უნდა იყოს რეალობასთან მიმართებაში
– ობიექტურობა – ინფორმაცია დაკვირვებადი უნდა იყოს არა მარტო
ერთი ადამიანისათის.
– რწმენები, იდეები, ინტუიცია, ტრადიციები, განყწობა შეხედულებები
Vs.
იდეალიზმი – ჭეშმარიტება მიიღება აზროვნებით
– სოციალური კვლევა –
ა) მასალის სისტემატური შესწავლა და გამოკვლევა,
იმისთვის რომ დადგინდეს ფაქტები და გაკეთდეს
ახალი დასკვნები
ბ) სიახლის აღმოჩენის მცდელობა ან ძველი
ფაქტების შედარება მეცნიერული შესწავლის გზით

მიზანი : აღწეროს საკვლევის მოვლენა


ახსნას მისი მიზეზები
მოახდინოს მოვლენის
პროგნოზირება/პრევენცია/კონტროლი/მართვა
რეკომენდაციები გაცემა

გამოიყენება: სოციალურ მეცნიერებებში – სოციოლოგია,


ფსიქოლოგია, ანთროპოლოგია, პოლიტიკური მეცნიერებები და სხვა
ყოფით პრაქტიკულ სფეროებში – მარკეტინგული კვლევები,
ბაზრის და პროდუქციის კვლევა, არჩევნების კვლევა, აღწერები,
ორგანიზაციის შიდა კვლევები, კვლევები სიღარიბის მიზეზებზე,
კორუფციაზე და სხვა სოციალურ საკითხებზე.
კვლევაში შემავალი ცნებები

• მონაცემები – კვლევის პროცესში მიღებული ინფორმაცია

თვისებრივი მონაცემები – მიიღება აღწერით; გამოხატულია ვერბალურად


(რესპონდენტი “ა” მომხმარებელთან ურთიერთობისას უყურებს მას თვალებში , ადვილად შედის
კომუნიკაციაში, სწრაფად იღებს გადაწყვეტილებას და ა.შ....)

რაოდენობრივი მონაცემები – მიიღება გაზომვით, გამოხატულია


ციფრებში – მაგ: რეაქციის დრო,ასაკი,ქულები,
ქცევის განხორციელების სიხშირე

უწყვეტი– წონა, სიმაღლე; და წყვეტილი – სიხშირე მაგ: ბოლო თვის


1,25 ; 13,008; 14.03; განმავლობაში რამდენჯერ გამოიყენეთ ელექტრონული ბარათი
სხვადასხვა პროდუქციის შეძენისას?
1; 2; 3; 4; 5

• ცვლადი – კვლევითი მახასიათებელი, რომელსაც შეიძლება მიიღოს რამდენიმე


მნიშვენლობა , მაგ: თუ თქვენი კვლევა ეხება მოსახლეობის განწყობის შესწავლას დისტანციურ
სწავლებასთან დაკავშირებით, მოსახლეობის განწყობა არის ერთი ცვლადი , ხოლო
დისტანციური სწავლება მეორე.
მოსახლეობის განწყობობას შეიძლება ქონდეს ქცევითი მნიშვნელობა და ემოციური . რადგან
განწყობა ამ ორი ფენომენით ვლინდება, ასევე არ დაგვავიწყდეს აზრებიც. შესაბამისად ეს არის
მისი სამი მნიშნელობა რომლის შესახებაც უნდა დაუსვათ შეკითხვები თქვენს რეპონდენტებს .
• ცვლადი –
ამგვარად შეკითხვები დაისმება არამარტო იმაზე, თუ რას ფიქრობს
რესპონდენტი (ეფექტურია/არაეფექტურია), არამედ იმაზე, თუ რა ემოციური
დამოკიდებულება აქვს ამ საკითხის მიმართ (მოსწონს/არ მოსწონს) და ასევე რა
ქცევას განახორციელებდა ან უკვე განუხორციელებია დისტანციურ სწავლებასთან
დაკავშირებით.

დამოკიდებულების ცვლადს ასევე შიეძლება ქონდეს ასეთი მნიშვნელობები -


დადებითი, ნეიტრალური, უარყოფით დამოკიდებულება. შესაბამისად თქვენ ამ
მნიშველობებსაც გამოიყენებთ ამ საკითხზე კითხვების ფორმილირების დროს.

რაც შეეხება მეორე ცვლად დისტანციური სწავლება - მისი როგორც ცვლადის


მნიშვნელობები შეიძება იყოს მრავლნაირი - დისტაციური სწავლება
სინქრნოლური ფორმით, თუ ასინქრონული, თუ შერეული.. სამივე ფორმასთან
დაკავშირებით დასვავთ შეკითხვებს თქვენ კითხვარშ.
მაგ: მაგალითად მოგიყვაბთ ერთ ტიპიურ შეკითხვას, რომელიც შევიდოდა ამ
საკითხზე ჩატარებულ გამოკითხვაში “რამდენად მოგწონთ დისტანციური
სწავლების live ფორმა? “ (lives განვუმარტავთ რა თქმა უნდა) (ამრიგად ეს
შეკითხვა ეხება დამოკიდებულების ემოციურ ნაწილს, დისტანციური სწავლების
სინქრონულ ფორმასთან მიმართებაში)
ჰოპოთეზა – მკვლევარის მიერ, კვლევის დაწყებამდე
გაკეთებული ვარაუდი იმის შესახებ თუ რა მონაცემების
მიღება მოხდება კვლევის შედეგად. მაგ: ჩვენი
ზემოხსენებული გოკითხვის შემთხვევაში ჰიპოთეზა შეიძლება იყოს
ასეთი - მოსახლეობის უმეტეს ნაწილს არ აქვს გამოკვეთილი
პოზიცია სწავლების დისტანციურ მეთოდთან დაკავშირებით,
თუმცა დადემით შეფასებები ჭარბობს უარყოფითს. (ამ
გამოკითხვას რომ დავასრულებთ, უნდა დავუბრუნდეთ ჩენს
ჰიპოთეზას და ვთქვთ იღებული მონაცემების მიხედვით
დადასტურდა თუ არა იგი - ანუ მართლაც არ აქვთ გამოკვეთლი
პოზიცია უმრავლესობას? და დედაბით შეფასებები მართაც
სჭარბობს უარყოფითს? თუ არა?!)
პოპულაცია – საკვლევი ობიექტების მთელი ერთობლიობა
(გენერალური ერთობლიობა) ანუ იმ რეპოსნდენტების/ადამიანების
ის სრუუული რწე, რომლისთვისაც განკუთვნილია აღნიშნული
კვლევა/ ვისაც ეხება მოცემული კვლევა/ვის შესახებაც არის ის. მაგ:
ავიღოთ ისევ ჩვენი მაგალითი, გვინდა შევისწავლოთ მოსახლეობის
დამოკიდებულება დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით . ვის შესახებაა ეს
კვლევა? მოსახლეობის! მაგრამ ვის ვგულისმობთ მოსახლეობაში ? საჭიროა რომ
განიმარტოს, რომ უფრო ნათელი გახდეს ვისზე ვატარებთ გამოკითხვას . ვთქვათ
მკვლევარი მოსახლეობას განმარტავს ასე : საქართველოს მოქალაქე , 18 -60 წლის
მდედრობითი/მამრობით სქესის წარმომადგენლები . ეხლა უკვე გასაგებია , ვინც
იქნება ჩენი პოპულაცია. პოპულაცია არის საქავრთველოს მასშტაბით ყველა ის
ადამიანი, რომელიც ჯდება ზემოდახასიათებულ კრიტერიუმებში .
მაგრამ, რომ დავუფიქრდეთ, შეგივძლია ამხელა პოპულაციის მოცვა ? არა . ეს
წარმოუდგენელია, მაშნაც კი, თუნდაც არა მარტო , არამედ ბევრ სხვა მკევართან
ერთად ვმუშაობდეთ.
შერჩვევა – გენერალური ერთობლიობიდან აღებული ნაწილი,
რომელზედაც უშუალოდ ტარდება დაგეგმილი კვლევა და რომლის
შედეგებიც შემდგომ ზოგადდება მთელ გენერალურ
ერთობლიობაზე, პოპულაციაზე.
ანუ გენერალურ ერთობლიობას რომ განვსაზღვრავთ , როგორი დიდი ანდ თნდაც
მცირე არ უდნა იყოს ის, ჩვენ არ გვჭირდება მასში შემავალ ყოველ ადამიანზე
კვლევის ჩატარება. ამისთვის უნდა მივმართთ შერჩევის მეთოდს . ანუ გენერალური
ერთრობლიობიდან ამოვარიჩიოთ რეპოდნდეტების გარკვეული რაოდენობა და
მხოლოდ მათზე ჩავატაროთ დაგეგმილი კვლევა . კარგი ისაა , რომ მიღებული
შედეგები შეგვიძლია გავაზოგადოთ მთელს გენერალურ ერთუბლიობაზე , ანუ
გენერალური ერთბლიობის იმ ნაწილზეც კი , რომელზედაც კვლევა უშუალოდ არ
ჩაგვიტარებია.
რატომ და როგორ არის ასეთ განზოგადება შესაძლებელია , ამაზე მოგვიანებით
ვისაუბრებთ!
პოპულაცია - Population
შერჩევა - Sample
კვლევის სახეები
(რაოდენობრივი vs. თვისებრივი)
რაოდენობრივი მეთოდები
– ახდენს ცვლადის (ანუ საკვლევი ფენომენის) გაზომვას
– ადგენს მისი გამოვლენის სიხშირეს
– იძლევა რაოდენობრივ მონაცემებს
– არის ძალიან ფორმალიზებული და მკაცრი მეთოდი
– ტარდება რესპოდენტების დიდ რაოდენობაზე

რაოდენობრივი მეთოდის ს ა ხ ე ე ბ ი:
გამოკითხვა, ექსპერიმენტი, რაოდენობრივი
კონტენტანალი,კორელაციურიკვლევა, ასევე დაკვირვების
გარკვეული ფორმები.
– მონაცემები მუშავდება სტატისტიკურად
– შესაძლებელია მონაცემების განზოგადება (შერჩევიდან
პოპულაციაზე)
ეფუძნება პოზიტივიზმს :

ფაქტებზე დაყრდნობა .
გამოცდილებით შემოწმება.
შეგერძნებაში მოცემულობა .
მიზეზშედეგობრივი კავშირის
დადგენა.

ინდივიდი განიხილება როგორ არა უნიკალური,


არამედ რომელიმე სოციალური ჯგუფის ერთერთი–მორიგი წევრი,
რომლის აზრსაც ის წარმოადგენს

შესაძლებელია ინდივიდების ერთმანეთით ჩანაცვლება (ანუ თუ ერთ


ინდივიდი მეტყივს გამოკითხვაში მონაწილეობაზე, მას ჩავანაცვლებ იმავე
პოპულაციაში მყოფი რომელიმ სხვა რეპოსნდენტით, ანუ რესპონდენტი არ აღქმება
როგორც უნიკალური გამოცდიების/შინაარსის მქონე ინდიციდი)
რეალობა ის არის, რასაც შევიგრძნობთ, იდეები შეიძლება
ფაქტებად ანუ ცოდნად მხოლოდ მას შემდედ ჩაითვალოს რაც
მათ გამოცდილებით შევამოწმებთ (ანუ დავაკვირდებით, გავზომავთ)
რეალობა ის არის, რასაც შევიგრძნობთ, იდეები შეიძლება
ფაქტებად ანუ ცოდნად მხოლოდ მას შემდედ ჩაითვალოს რაც
მათ გამოცდილებით შევამოწმებთ (ანუ დავაკვირდებით, გავზომავთ)

აი სწორედ ამიტომ არის, რომ ის ჰიპოთეზა რომლის დამტკიცებაც


გსურს შენი კვლევით, შესაძლოა ძალიან ლოგიკური იყოს და ვინმემ
გითხრას, რა საჭიროა ამისთვის კვლევა ეს ხომ ისედაც ნათელია,
მაგრამ სანამ ჰიპოთეზა არ იქნება სისმატიზირებული გზით
შემოწმებული გაზომილი და დაკვირვებული, მანამდე ვერ ვიტყვით ეს
მართაც ლოგიკური ჰუპოთეზა ჭეშმარიტია თუ არა ანუ დასტურდება
ჩვენი ლოგიკური აზრი თუ არა?!
მაგ: რა თქმა უნდა დისტანციური სწავლება ამჟამად შემოდის და
მოსახლეობას არ ექნება გაკრვული პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს
ვარაუდი ჰიპოთეზა საკმაოდ ლოგიკურია. მაგრამ მისი ჭეშმარიტებისთის მისი
ლოგიკურობა არ კმარა, უნდა მოხდეს მისი დადასტურება ან უარყოფა
ემპირიულად, სისმატიზირებული გაზომვის და დაკვირვების გზით. ანუ
სისტემატიზირებული კვლევის გზით, სადაც გაწერილი იქნება რა კითხვებით ,
ვის და რამდენ ადამიანს გამოვკითხავთ და როგოტ გავზომავთ მათ პასუხებს.
მაგ: ზემოხსენებულ კითხვაში “რამდენად მოგწონთ დისტანციური სწავლების
live ფორმა? “ პასუხის გაზომვა მოხდება 5 ბალიან სკალაზე “1 ძალიან
მომწონს “ 5 საერთოდ არ მომწონს”.
ესეც ასე.. ამ ფორმით ჩვენ ობიექტურად, ემპირიულად გავზომეთ ინდივიდის
დამოკიდებულება.
ანუ , ნახეთ, ისეთი აბსტრაქტული ფენომენი რომელიც არ არის ხილვადი -
დაკვირვსებითვის მოცემული, ჩვენ ის გავხადეთ გაზომვადი. ანუუ მოვახდინეთ
მისი კოდირება ციფრით. კიდევ ანუ მაგ: რესპონდენტი იმისთვი რომ
განსაზღვროს თავისი ემოციური დაოკიდებულება (მოწონება არ მოწონება)
ხსენებულ საკითხთა დაკავშირებით მისთის მიცემულ 5 ბალიან სახაზავზე
მონიშნავს იმ ციფრს, რომელიც ყველაზე კარგად გამოხატავს მისი მოწონება
არმოწონების ინტენსივობას. ეს ნიშნავს გაზომვას მეგობრებო.
ჩვენ აბსტრაქტურლი ფენომენი გავზომეთ. და თან სისტემატიზირებული გზით - ეს
უკანასკნელი იმას ნიშნავს, რომ შერჩვეაში თუ 100 რესპოდენტი გყავს ასივესთან ერთნაირი
“სახაზავით” მივედით და ერთ და იგივე მეთოდით ავიღეთ პასუხები (მეთოდში ამ
შემთხვევაში იგულისმხება ერთი და იგივე კითხვარი, კითხვების ერთ და იგივე
თანმიმდევრობა და ის 5 ბალიანი სკალა, რომელიც ყველას ერთნაირად შევთავაზეთ
სავარაუდო პასუხის გასაცემად).
ვფიქრობ ამ მაგალითით უფრო მიხვდებით რას ნიშნავს ცოდნის შეგრძნებაში
მოცემულობა, ობიექტური გაზომვა, დაკვირვების შესაძლებლობა და
სისტემატიზირებულობა. ანუ ცოდნა ვიღაცის დამოკიდებულების შესახებ გახდა
სუბიექტური ემოციის სფეროდან გადმოვიდა ობიექტურ, გაზომვად დაკვირვებულ სფეროში.
რომლის აღრიცხვაც მოხდა სისტემატიზირებული გზით.
სწორეს ამას აკეთებს კვლევა. აობიეტურებს აბსტრაქტურ ცოდნას და ზომავს მას
სისტემატური და სტატისტიკური გზით. სწორედ ამ გზით ხდება შესაძლებელი ვწვდეთ
ჭეშმარიტ ინფორმაციას და ვარაუდები არა ლოგიკურ მოსაზრებებად დარჩეს, არამედ
ფაქტებად გადაიქცეს!!!!!!!!
ესაა კვლევა...ამისთვის გვჭირდება ის
რომ ახლოს მოვიდეთ ფაქტობრივ რეალობასთან და არ დავრჩეთ მარტო ლოგიკური
თეორიული აზრების წარმოდგენების ტყვეობაში. გადავამოწმოთ ჩვენი მოსაზრებები და
თვისებრივი მეთოდები
– სიღმისეულად შეისწავლის საკვლევ ფენომენს
– რესპოდენტს ეძლევა საშუალება არამარტო გამოთქვას აზრი, არამედ
ახსნას კიდეც რატომ ფიქრობს ასე
– იძლევა საშუალებას შევისწავლოთ მოტივები
– ორიენტირებულია ინდივიდზე და მის ხედვებზე, განცდებზე,გამოცდილებაზ

– იღებს ევრბალურ მონაცემებს


– მონაცემები მუშავდება თვისებრივად, არ ექვემდებარება სტატისტიკურ
დამუშავებას, არ აქვს მატემატიკური სიზუსტე
– არ იღებს პროცენტულ ინფორმაციას მოვლენის საზოგადოებაში
განაწილების შესახებ
– უწოდებენ არაფორმალიზებულ (რბილ) მეთოდს, რაგდან მიმდინარეობის
დროს შესაძლებელია ცვლილებების განხორციელება (გამოწვეულია იმის
გამო რომ საქმე გვაქვს ინდივიდის ღრმა და ცვალებად ბუნებასთან). ააანუუუ
არ არის აუცილებელი იყოს ძალიან სისტემატიზირებული
– ჩვეულებრივ მონაცემები არის მცირე
– ხშირად, შეისწავლის იშვიათ – უნიკალურ მოვლენას

ითვლება სუბიექტურ მეთოდად, რომელიც ვერ იღებს ობიექტურ შედეგებს


(რესპოდენტების სიმცირის გამო) და რომლის შედეგებიც ვერ განზოგადდება
პოპულაციაზე.
თვისებრივი მეთოდები
თუ მონაცემები ვერ გადზოგადდება პოპულაციაზე, თუ ობიექტურობა აკლია
(არადა ობიექტურობა და ემპირიულობა არის თანამედროვე კვლევის მთავარი
პრინციპი - არაობიექტური ცოდნა არ ითვლება მონაცემად, ჭეშმარიტებად)
მაშინ რა აზრი აქვს ამ მეთოდის, და რისთვის არის ის საჭირო???? ეს
ინქებოდა ლოგიკური შეკითხვა.
საქმე იმაში, რომ ამ მეთოდის უნიკალურობა მომდინაორეობს მისი
გასნხვაევბული მიზნიდან. თუ რაოდენობრივი ორიენტირებულია რომ ნახოს
საშუალო ეფექტი და განაზოგადოს იგი დიდ პოპულაციაზე და თქვას რომ
ძირითადში, ზოგადად, და მთილიანობაში “ქართველი მოსახლეობა ასე და ასე
უყურებს დისტანციური სწავლების ახალ მეთოდს”. თბისებრივის მიზანი არ არის
ნახოს საშუალო ეფექტი, შესაბამისად ის არც მონაცემების პოპულაციაზე
განზოგადებაზე დარდობს.. ანუ თვისებრივი ფენომენს სიღრმისეულად . მაგ :
გამოკითხვას (რაოდენობრივი კვკლევის ერთ ერთ მეთოდია ) ვატარებდით
იმისთის რომ გაგვეგო მოსახლეობის დამოკიდებულება დისტ. სწავლებასათან
დაკაბშირებით. თვისებრივი მეთოდის შემთხვევაში კვლევის ჩატარების დროს
ეს საკითხი ასე შეიცვლებოდა - დისტანციურ სწავლებასთან
დაავშირებული გამოცდილების დეტალური აღწერა - რა პრობლემებთან,
სიახლესთან, პოზიტივთან არის დაკავშირებული. რა ემოციებს იწვევს,
რატომ, რა ისტორიები აქვთ ადამიანებს ამ საკითხზე და ა.შ. ანუ რაც
შეიძება დეტალური და სიღრმისეული აღწერა უდნა მოხდეს თითოეული
რესპოდენტის ფარგლებში იმ გამოცდიელებისა რომელიც
დაკავშირებულია დისტანციურ სწავლებასთან.
ასეთ დროს, რადგან მიზანი სხვაა, რესპონდეტებსაც განსხავვებულად ვექცევით,
ვაძლევთ იმდენს დროს რამდენიც უნდათ რომ რაც შეიძება მეტი მოგვიყვენ და
გვესაუბრონ საკუთარ გამოცდიელბაზე ამ საკითხთან დაკავშირებით .
თვისებრივი მეთოდები
არანაირი 5 ბალიანი სკალა არანაირი დახურული შეკითხვები. ანუ რესპოდენტი
ა რარის შემოფარგულული თავის პასუხში რამე 5 ბალიანი სკალით. მას
შეუძლია სწორედ ის პასუხი მოგვცეს, როგორიც მას უნდა. არ არ არის
შეზღუული ჩვენი მხრიდან წინასწარ მიწოდებული სავარაუდო პასუხებით (5
ბალიანი სკალით).
ამრიგად რით განსხვადება ეს ორი მეთოდი ამ მაგალითის მიხედვით:
რაოდენობრივი ცდილობს ნახოს საშუალოდ მოსახლეობაში რა
დამოიდებულება არსებობს ამ სკაითხზე.
თვისებრივს არ აინტერესებს მასები რას და როგორ ფიქრობენ. ის იღებს
ფენომენს/საკითხს და სწავლობს იმ უნიკალურ ინდივიდუალურ
გამოცდილებებს რომელიც ადამიანებს აქვთ მასთან დაკავშირებით . ამას
აკეთებს ღია შეკითხვების დასმით და მოცეული საკითხის დეტალური
აღწერილობის მოპოვებით.
მაგ: რაოდენობრივი შეისწავლიდა ვის როგორი მწეველია და რა სიგარეტს
მოიხმარს? მაგრამ თისებრივი აიღებს ამ საკითხს - მოწევა და შეისწავლის
იმ სუბიექტურ ღრმა ინდივიდუალურ მნიშნელობებს როელსაც ინდივიდები
მოაწევას უკავშირებენ. ამიტომ არის ეს მეთოდი ალინ ღრმა და ამავე დროს
ძალიან პიროვნულ, რაგდნ რესპონდენტმა საკმაოდ პირად
გამოცდილებებზე უნდა ისაუბროს საკითხთან დაკავშირებით ამ მეთდის
დროს. სწორედ ასეთი პირადი ინდივიდუალური და უნიკალური
გამოცდილებების წვდომა იძლევა იმისა შესაძლებლობას რომ საკითხი -
ფენომენი აღწრილ იქნება დეტალურად. მოკლედ თისებრივ აინტერესებს
ესა თ ის ფენომენა რა მნიშვნელობებთან, რა პიროვნულ გამოცდილებებთან
არის დაკავშირებული.
თვისებრივი მეთოდის ს ა ხ ე ე ბ ი:
• სიღრმისეული ინტერვიუ
• წერილების, პირადი დღიურების და სხვა წერილობით
დოკუმენტების ანალიზი
• ფოკუს ჯგუფები
• დაკვირვება
• მონოგრაფიული გამოკვლევა

ეფუძნებავ სიმბოლურ ინტერაქციონიზმზს:

ადამიანები მოქმედებენ
არა საგნების მიმართ, არამედ იმ მნიშვნელობის
მიმართ რომელსაც დებენ მოცემულ საგანში/საკითხში/ფენომენში.

თვის. მეთოდის მიზანია სიღრმისეულად


წვდეს ამ მნიშვნელობებს.

ყველა რესპოდენტი საინტერესოა როგორც პიროვნება,


რადგან მას აქვს უნიკალური გამოცდილება და ხედვა.
რაოდენობრივი თვისებრივი
– პასუხოვს კითხვას “რა?”, – პასუხობს კითხვას
“როდის?”, “რამდენი?” “როგორ?”, “რატომ?”
– ობიექტურია – სუბიექტურია, რაგდან:
ა)დამოკიდებულია
– მკაცრია, მკვევარის
სტანდარტიზირებულია, ინტერპრეტაციაზე
რადგან მკაცრად
ბ) რბილია, ცვალებადია, არ
გაწერილია წინასწარვე
არის მკაცრად გაწერილია
– აქვს ნათლად და მკაფიოდ წინასწარვე
განსაზღვრული ჰიპოთეზა
– არ აქვს ნათლად და
– იძლევა ინფორმაციას მკაფიოდ განსაზღვრული
აზრების, შეფასებების, ჰიპოთეზა
დამოკიდებულებების – იძლევა ინფორმაციას,
შესახებ შეფასებების, აზრების და
– რესპოდენტებს განიხილავს დამოკიდებულებების მიღმა
როგორც ერთნაირებს არსებულ მოტივებზე,
განცდებზე
– რესპოდენტდს არ ეძლევა – ყოველი რესპოდენტი არის
საშუალება ახსნას, რატომ უნიკალური, თავისი
ფიქრობს ასე და არა აზრებით და
სხვაგვარად გამოცდილებით
ისტორია
რაოდენობრივი კვლევის თვისებრივი კვლევის
მეთოდები მეთოდები

20 საუკუნის 20 წლებიდან აშშ 20 საუკუნის მეორე ნახვარი


– მოსახლეობის აღწერის ბიურო – ევროპელი ანთროპოლოგები
– კომერციული სარჩევნო – ჩიკაგოს სკოლის გამოკითხვა (1918)
ორგანიზაცია
– უნივერსიტეტები აშშ
– კოლუმბიის უნივერსიტეტი – სკოლა
პ. ლაზარსფელდი
ს. სტაუფერსი

You might also like