You are on page 1of 31

ადამიანის განვითარება

თავი 1

 ფსიქოლოგიური პერსპექტივის თანახმად, განვითარება დროთა განმავლობაში


ადამიანის ფიზიკურ სტრუქტურაში, აზროვნებასა და ქცევაში მიმდინარე
ცვლილებებია.
 განვითარების ფსიქოლოგების ცენტრალური ინტერესი განვითარების
მიმდინარეობის გაგებაა.
 მთელი ცხოვრების განმავლობაში მიმდინარე განვითარების პროცესის უკეთ
გასაგებად, ინტერაქციული (ურთიერთმოქმედი) მოვლენების – ბიოლოგიური
და გარემოს, კულტურული და პიროვნული – უნდა გავიგოთ. სწორედ ეს
ფაქტორები განაპირობებს თითოეული პიროვნების ცხოვრების
უნიკალურობასა და სიმდიდრეს.
 ადამიანის განვითარების ზოგადი პრინციპები:
1. ბიოლოგიური და გარემოს ფაქტორები განვითარების ხაზზე მთელი
ცხოვრების განმავლობაში ზემოქმედებენ;
2. განვითარება სოციოკულტურულ კონტექსტში მიმდინარეობს.
კონკრეტული ოჯახი, საზოგადოება და კულტურა გავლენას ახდენს
თითოეული პიროვნების განვითარებაზე.
3. განვითარების პროცესის გასაგებად უმჯობესია, თუ ცვლილებებს
განვიხილავთ ადამიანური გამოცდილების კონკრეტული სფეროებისა
თუ კატეგორიების მიხედვით. ასეთი მნიშვნელოვანი სფეროებია:
ფიზიკური ზრდა და ფიზიკური ცვლილება, კოგნიტური განვითარება,
პიროვნული განვითარება და სოციოკულტურული გავლენები.
4. განვითარების პროცესის გაგება ყველაზე უკეთ შესაძლებელია, თუ
გავითვალისწინებთ თეორიულ ჩარჩოებს.
5. განვითარების პროცესი ყველაზე უკეთ შეისწავლება მეცნიერული
მეთოდებით.
 განვითარების პროცესი ღრმადაა ჩართული კონტექსტში, ანუ იმ უშუალო და
გაფართოებულ გარემოში, რომელშიც ის მიმდინარეობს. კონტექსტად
შეიძლება განვიხილოთ, მაგალითად, ოჯახი.
 განვითარების პერიოდში მიმდინარე ზრდა და ცვლილება ოთხი ძირითადი
სფეროს მიხედვით არის დაყოფილი:
1. განვითარება ფიზიკურ სფეროში მოიცავს ფიზიკურ ფორმასა და ზომაში
ცვლილებებს. ასევე, ტვინის სტრუქტურების, სენსორული და
მოტორული უნარების ცვლილებებს.
2. კოგნიტურ სფეროში განვითარება მოიცავს აღქმის, აზროვნების,
პრობლემის გადაჭრის უნარების შეძენას. ასევე, მეტყველების
განვითარებას.
3. პიროვნების სფეროში განვითარება შედარებით სტაბილური და დროში
მყარი პიროვნული ნიშნების და, ასევე, საკუთარი თავის, როგორც
ინდივიდის, განცდის ჩამოყალიბებას გულისხმობს.
4. სოციოკულტურული სფერო მოიცავს როგორც სოციალიზაციას (როცა
მშობლები და სხვა გარშემომყოფები მიზანმიმართულად გვასწავლიან,
თუ როგორ უნდა მოვერგოთ და როგორ ვიფუნქციონიროთ
საზოგადოებაში), ისე ინკულტურაციასაც (როცა სხვა კი არ გვასწავლის
მიზანმიმართულად, არამედ დაკვირვებითა და ინფორმაციის შეწოვის
გზით ჩვენ თვითონ ვიძენთ ცოდნას საკუთარი კულტურის შესახებ).
 თეორია - იდეების ორგანიზებული, ურთიერთშეთანხმებული სისტემა,
რომელიც გვეხმარება გაგებაში, ახსნასა და პროგნოზირებაში. თეორიები
ეფუძნება მონაცემებს, რომელიც მეცნიერული კვლევის შედეგად გროვდება.
 გენომი - ადამიანის გენების მთლიანი თანმიმდევრობა.
 ევოლუცია - პროცესი, რომლის საშუალებით სახეობები თაობიდან თაობამდე
იცვლება.
 ბუნებრივი შერჩევა - „ყველაზე უკეთ ადაპტირებულების გადარჩენა“.
 ფროიდის ფსიქოანალიტიკური თეორია:
ყურადღება გამახვილებულია არაცნობიერ პროცესებსა და ადრეულ
ბავშვობაში განვითარების მნიშვნელობაზე;
ადამიანის განვითარების უმეტესი ნაწილი არაცნობიერი პროცესებითაა
დეტერმინებული;
ქცევებისა და ცნობიერების უმეტესობა 3 მენტალური პროცესის
ურთიერთქმედებითაა განპირობებული:
1. იდი - ძირითადი ლტოლვების საცავი; მას მართავს სიამოვნების
პრინციპი.
2. სუპერეგო - პიროვნების მიერ საზოგადოებისგან ნასწავლი
ღირებულების საცავი; მას მართავს მორალურობის პრინციპი.
3. ეგო - პიროვნების ცნობიერი, რაციონალური ნაწილი. მას მართავს
რეალობის პრინციპი.
ფროიდის ფსიქოსექსუალური სტადიები:
1. ორალური (დაბადებიდან 18 თვემდე) - ჩვილები სიამოვნებას იღებენ
პირის სტიმულაციით, წოვით.
2. ანალური (18 თვიდან 3 წლამდე) - ლიბიდო ფოკუსირებულია ანუსსა და
გამოყოფის პროცესზე.
3. ფალური (3 წლიდან 6 წლამდე) - სიამოვნების განცდა ფოკუსირებულია
გენიტალიებზე.
4. ლატენტური (6 წლიდან 12 წლამდე) - ბავშვი ფოკუსირებულია
განვითარებაზე.
5. გენიტალური - მოზარდობის პერიოდი.
 ერიკსონის ფსიქოსოციალური თეორია:
(არაცნობიერ პროცესებზე ფოკუსირების ნაცვლად) ყურადღება
გამახვილებულია ცნობიერ (ეგო) ძალებზე და პიროვნების ფორმირების
პროცესში სოციალური ინტერაქციების გავლენაზე.
ეგოიდენტობა - მე ხატის ტერმინებში წარმოდგენილი ზოგადი განცდა იმის
შესახებ, თუ ვინ ვართ ჩვენ, როგორც ინდივიდები.
ყურადღებას ამახვილებს სოციალურ ინტერაქციებზე და ამტკიცებს, რომ
ადამიანის განვითარებაში ცენტრალურ როლს კულტურა ასრულებს.
ფროიდისგან განსხვავებით, მისი სტადიები მთელ ცხოვრებას მოიცავს:
 ბიჰევიორისტული ხედვები:
ბიჰევიორისტები ამბობდნენ, რომ არა აზრები და არაცნობიერი პროცესები,
არამედ ადამიანის დაკვრვებადი ქცევა უნდა შევისწავლოთ.
გამოიყოფა 3 მიმდინარეობა:
1. კლასიკური განპირობება - დასწავლის ერთ-ერთი ფორმა, როცა
ბუნებრივი რეფლექსი გარემო სტიმულს უკავშირდება (პავლოვი).
2. ოპერანტული განპირობება - ჩვენ გვაქვს ტედენცია გავიმეოროთ ისეთი
ქცევები, რომელიც ჯილდოვდება და აღარ გავიმეოროთ ისეთი,
რომელიც ისჯება (სკინერი).
3. სოციალური დასწავლის თეორია - ყურადღებას ამახვილებს
დასწავლაზე სხვების სოციალური ქცევის გავლენაზე (ბანდურა).
 პიაჟეს კოგნიტური განვითარების თეორია:
პიაჟეს აზრით, გონება არა მარტო სტიმული-რეაქციის სახით ოპერირებს,
არამედ იზრდება, იცვლება და გარე სამყაროსთან ადაპტირდება კიდეც.
პიაჟეს თეორია როგორც საკუთარ შვილებზე, ისე საგანმანათლებლო
პირობებში სხვა ბავშვებზე დაკვირვებებს ეფუძნება.
პიაჟეს თანახმად, ცოდნა მენტალურ კატეგორიებში ორგანიზდება, რომლებსაც
სქემებს უწოდებს: ასიმილაცია, როცა არსებულ ცოდნას იყენებ ახალი ამოცანი
ამოსახსნელად; აკომოდაცია, როცა ამოცანის ამოსახსნელად ახალი ცოტნა
გჭიდება, არსებული არ არის საკმარისი.

 ბრონფენბრენერის ბიოეკოლოგიური მოდელი:


ხაზს უსვამს, რომ ადამიანის განვითარება დინამიკური, ინტერაქციული
პროცესია, რომელიც ინდივიდის გენეტიკური მოცემულობით იწყება და
უშუალო გარემოსთან ურთიერთქმედებით მიმდინარეობს.
1. მიკროსისტემა - ინდივიდის უშუალო გარემოში აღმოცენებული
მოქმედებები, როლები, ინტერაქციები.
2. მეზოსისტემა - ორ ან მეტ მიკროსისტემას შორის ურთიერთობა.
3. ეგზოსისტემა - ინდივიდის უშუალო გარემოს მიღმა არსებული
სოციალური გარემოებები, რაც გავლენას ახდენს მასზე.
4. მაკროსისტემა - იმ საზოგადოების ღირებულებები, კანონები და
ჩვეულებები, რომელშიც ინდივიდი ცხოვრობს.
5. ქრონოსისტემა - ყველა ამ სისტემის ურთიერთქმედება დროში.
 6 ძირითადი პრინციპი:
1. განვითარება მთელი ცხოვრების განმავლობაში მიმდინარეობს,
ჩასახვიდან სიკვდილამდე.
2. განვითარება მრავალგანზომილებიანია, შედგება
ურთიერთდაკავშირებული სისტემებისა თუ სფეროებისგან. მათ შორის
ყველაზე მნიშვნელოვანია ფიზიკური, კოგნიტური, პიროვნული და
სოციოკულტურული განვითარება.
3. განვითარება მრავალმიმართულებიანია, მოიცავს როგორც დანაკარგს,
ისე შენაძენს.
4. განვითარება მოქნილია.
5. განვითარება კონტექსტზე დამოკიდებულია, ისტორიულ და
კულტურულ კონტექსტშია ჩართული.
6. მთელი ცხოვრების განმავლობაში განვითარების შესწავლა
მულტიდისციპლინურია.
 შემთხვევის შესწავლა - ინდივიდის, ოჯახისა და თემის შესახებ დეტალური
ინფორმაციის შეგროვება ინტერვიუების, დაკვირვებებისა და ტესტირების
საშუალებით.
 ბავშვის ბიოგრაფია - ბავშვის განვითარების მინიმარკერების აღრიცხვა.
 სისტემატური დაკვირვება - მოიცავს ინდივიდებსა და ჯგუფებზე დაკვირვებას
შესასწავლი ქცევისა და რელევანტური სიტუაციების შესახებ წინასწარ
გაწერილი გზამკვლევის გამოყენებით.
 ბუნებრივი დაკვირვება - დაკვირვების მეთოდი, როცა მკვლევრები
ყოველდღიურ სიტუაციებში აკვირდებიან და იწერენ ქცევას, ისე რომ
მაქსიმალურად შეუმჩნევლები დარჩნენ.
 ლაბორატორიული დაკვირვება - დაკვირვების მეთოდი, როცა მკვლევრები
ქმნიან კონტროლირებად სიტუაციას საკვლევი ქცევის გამოსაწვევად.
 გამოკითხვა - კითხვარის ადმინისტრირება ფართო ჯგუფზე.
 კითხვარი - ფურცელ-კალმის მეთოდი, რომელიც მოიცავს კითხვებს
რესპონდენტის წარსული ან აწმყოს ქცევის, ატიტუდების, აზრების, ემოციების
შესახებ.
 რეპრეზენტატული შერჩევა - პოპულაციიდან შერჩევის გამოყოფა, ისე, რომ
შერჩევა ყველა მნიშვნელოვანი ასპექტის მიხედვით ასახავდეს პოპულაციას.
 ლონგიტუდური დიზაინი - კვლევის მონაწილეთა ერთი და იმავე ჯგუფზე
სხვადასხვა დროის პერიოდში განმეორებით ტარდება კვლევა ასაკის მატების
კვალდაკვალ მიმდინარე ცვლილებების შესასწავლად.
 კროსსექციური დიზაინი - კვლევა, რომელიც ადარებს სხვადასხვა ასაკის
ინდივიდებს დროის ერთსა და იმავე პერიოდში (მაგ., 5 წლის, 8 წლისა და 11
წლის ასაკის ბავშვების ჯგუფები).
 შერევა - პრობლემა, როცა რთულია, გაარკვიო, გამოვლენილი სხვაობა
განვითარების ფაქტორებითაა განპირობებული თუ სხვადასხვა კოჰორტულ
ჯგუფთან დაკავშირებული ისტორიული ფაქტორებით.
 კოჰორტის ეფექტი - სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფს შორის არსებული
სოციოკულტურული სხვაობები.
 შემთხვევითი განაწილება - მონაწილეების ისე განაწილება ჯგუფებში, რომ
ჯგუფები მიახლოებით მაინც ეკვივალენტური იყოს (მაგ., ყუთიდან
შემთხვევით სახელების ამოღებით).
 დამოუკიდებელი ცვლადი - ცვლადი, რომლის მანიპულაციასაც მიმართავენ
დამოკიდებულ ცვლადზე მისი ეფექტის გასაზომად.
 რეპლიკაცია - ექსპერიმენტის ან სხვა სახის კვლევის სისტემური გამეორება
იმის განსასაზღვრად, თუ რამდენად სანდოა მონაცემები და რამდენად
შესაძლებელია დასკვნების განზოგადება.
 კვაზი-ექსპერიმენტის მეთოდი - ექსპერიმეტის მსგავსი კვლევის მეთოდი,
რომელიც იმ შეთხვევაში გამოიყენება, როცა ექსპერიმენტის ჩატარება
შეუძლებელია (მაგ.,როცა მონაწილეებს შემთხვევითად ვერ გავანაწილებთ
სხვადასხვა ექსპერიმენტულ პირობაში).
 ინსტიტუციური ბორდები - შეფასების კომისიები, რომლებიც კვლევით
პროექტებს აფასებენ იმის მიხედვით, შეიცავს თუ არა ის კვლევის
მონაწილეებისთვის ზიანის მიყენების საფრთხეს.

თავი 2

 უჯრედი - ადამიანის სხეულის ყველაზე მცირე ავტონომიური სტრუქტურა.


 დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა (დნმ) - დიდი, კომპლექსური მოლეკულა,
რომელიც შედგება ნახშირორჟანგის, წყალბადის, ჟანგბადის, აზოტის და
ფოსფორისგან, რომელიც ქმნის იმ გენეტიკურ კოდს, რომელიც განსაზღვრავს
ორგანიზმის განვითარებასა და ფუნქციონირებას.
 გენები - მემკვიდრეობის ძირითადი ელემენტები, რომელიც ორგანიზმის დნმ-
ში ლოკალიზებულ ფუძეთა წყვილების თანმიმდევრობებისგან შედგება.
 ცილები - მოლეკულები, რომლებიც მრავალ სასიცოცხლო მნიშვნელობის
ფუნქციას ასრულებენ ორგანიზმში (მაგ., ენზიმები, ჰემოგლობინი, კოლაგენი
და ჰორმონები).
 ქრომოსომა - გენების ჯაჭვი, რომლის დანახვა მხოლოდ მიკროსკოპითაა
შესაძლებელი. ადამიანს, ჩვეულებრივ, 46 ქრომოსომა აქვს.
 აუტოსომები - ადამიანის 23 წყვილი ქრომოსომიდან პირველი 22 წყვილი,
რომლებიც არ მონაწილეობენ სქესის განსაზღვრაში.
 სქესის ქრომოსომები - ადამიანის 23-ე წყვილი ქრომოსომა, რომელიც სქესს
განსაზღვრავს.
 მიტოზი - ჩვეულებრივი უჯრედის გაყოფის პროცესი, როცა მშობელი უჯრედი
თავისივე მსგავს ორ უჯრედს წარმოქმნის.
 მეიოზი - უჯრედის დაყოფის პროცესი, რომლის შედეგად წარმოიქმნება
სპერმა და კვერცხუჯრედი, რომელიც მთელი ქრომოსომათა მთელი
ნაკრებიდან მხოლოდ ნახევარს მოიცავს.
 ალელები - გენთა წყვილები.
 გენოტიპი - ინდივიდში მოცემული გენეტიკური კოდი.
 გამეტები - რეპროდუქციული უჯრედები (კვერცხუჯრედი და სპერმა),
რომელიც მეიოზის შედეგად წარმოიქმნება.
 ფენოტიპი - გენეტიკაში ის თვისებები, რომელიც გამოვლენილია ინდივიდში.
 დომინანტური - გენეტიკაში გენთა წყვილიდან ერთ-ერთი გენი, რომელიც
კონკრეტული თვისების გამოხატვას განაპირობებს.
 რეცესიული - გენეტიკაში გენთა წყვილიდან ერთ-ერთი გენი, რომელიც
კონკრეტული თვისების გამოვლენას განაპირობებს მხოლოდ იმ შემთხვევაში,
თუ მისი მეწყვილე გენიც რეცესიული იქნება.
 ჰომოზიგოტური - გენთა ისეთი წყობა, როცა დომინანტობისა და
რეცესიულობის ნიშნის მიხედვით ორი ერთნაირი გენია მოცემული.
 ჰეტეროზიგოტური - გენთა ისეთი წყობა, როცა დომინანტობისა და
რეცესიულობის ნიშნის მიხედვით ორი განსხვავებული გენია მოცემული.
 პოლიგენური მემკვიდრეობა - თვისების მემკვიდრეობით გადაცემა მრავალი
გენითაა განსაზღვრული.
 არასრული დომინანტობა - შემთხვევა, როცა ჰეტეროზიგოტური გენოტიპი
ვლინდება ისეთი ფენოტიპის სახით, რომელიც ჰომოზიგოტურის
დომინანტურ და რეცესიულ ფენოტიპს შორის შუალედურ ადგილს იკავებს
(მაგ., ნამგლისებურ-უჯრედოვანი ანემია).
 კოდომინანტურობა - შემთხვევა, როცა როგორც დომინანტური, ისე
რეცესიული ალელი ვლინდება ფენოტიპში (მაგ., AB ტიპის სისხლი).
 სქესთან შეჭიდული თვისებები - თვისებები, რომელიც 23-ე წყვილ
ქრომოსომაში მოცემული გენებით განისაზღვრება.
 მუტაცია - ცვლილება დნმ-ში, რომელიც მიტოზის ან მეიოზის განმავლობაში
ხდება და, შესაბამისად, გადაეცემა უჯრედებს უჯრედის ყოველი მომდევნო
დაყოფის შემდეგ.
 ეპიგენეტიკა - სიტყვასიტყვით ნიშნავს გენეტიკაზე „დამატებით“, გენეტიკაზე
„ზევით“. ეს ტერმინი გამოიყენება იმ აზრის გამოსახატად, რომ არაგენეტიკური
ფაქტორები (ფაქტორები, რომლებიც გენომის ნაწილი არ არის) გავლენას
ახდენენ გენების მოქმედებასა თუ გამოხატვაზე.
 გენის იმპრიტინგი - ფენომენი, როცა გენის გამოხატვა და ფენოტიპი
დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი მშობლისგან გადაეცემა შვილს გენი (მაგ.,
პრადერ-ვილის სიდრომი და ანგელმანის სინდრომი).

თავი 3

 პრენატალურ განვითარებას ტრიმესტრების მიხედვით აღწერენ, რაც 9-


თვიანი ორსულობის პერიოდის სამ, სამთვიან სეგმენტად დაყოფას
გულისხმობს. ესაა: ზიგოტის, ემბრიონის და ნაყოფის პერიოდები.
 ზიგოტის პერიოდი იწყება განაყოფიერებიდან და მთავრდება მიახლოებით
ორი კვირის შემდეგ, როცა განაყოფიერებული კვერცხუჯრედი
საშვილოსნოს კედელს მიემაგრება.
განაყოფიერებას მაშინ აქვს ადგილი, როცა მილიონობით სპერმიდან ერთ-
ერთი კვერცხუჯრედის მემბრანაში შეაღწევს.
ზოგჯერ ზიგოტის რამდენიმე დაყოფის შემდეგ, ორი იდენტური უჯრედი
ან უჯრედთა მცირე ჯგუფი ერთმანეთისგან ცალკევდება და ორ (ან მეტ)
ემბრიონად იწყებს განვითარებას. შედეგად ვიღებთ მონოზიგოტურ
(იდენტურ) ტყუპებს. არიან ერთი სქესის, იგივე ფიზიკურობით.
 ემბრიონის პერიოდი იმპლანტაციის დასრულების შემდეგ იწყება. ეს
ძირითადი სტრუქტურული ცვლილებებისა და ზრდის პერიოდია,
რომელიც ჩასახვიდან 2 თვის განმავლობაში გრძელდება. ტერმინი ემბრიო
ბერძნული სიტყვიდან „გაბერვა/გაძლიერება“ მომდინარეობს. ემბრიონის
პერიოდში განვითარებას განაგრძობს როგორც დამცავი სტრუქტურები, ისე
ემბრიონის დისკიც.
დამცავი სტრუქტურები: პლაცენტა, ჭიპლარი, ამნიოტიკური სითხე.
იმპლანტაციის შემდეგ სწრაფადვე იწყება ემბრიონის სამ შრედ
განვითარება. ექტოდერმისგან ანუ გარეთა შრისგან ყალიბდება კანი,
შეგრძნების ორგანოები, ტვინი და ნერვული სისტემა. მეზოდერმისგან, ანუ
შუა შრიდან – კუნთები, სისხლი და გამომყოფი/სეკრეციის სისტემა;
ენდორდერმისგან ანუ შიგნითა შრისგან კი საჭმლის მომნელებელი
სისტემა, ფილტვები, ფარისებრი ჯირკვალი, თიმუსი და სხვა ორგანოები.
მუცლის მოშლა, რომელსაც სპონტანურ აბორტს უწოდებენ, პირველად
პირველი სემესტრის განმავლობაში ვლინდება.
 ფეტალური (ნაყოფის) პერიოდი ორსულობის მესამე თვიდან დაბადებამდე
გრძელდება (მიახლოებით 7 თვე). ამ პერიოდში ორგანოები და ორგანოთა
სისტემები მწიფდება და ფუნქციონირებას იწყებს. მიახლოებით 24 კვირის
თავზე ნაყოფში პრიმიტიული ტვინის ტალღების აღმოცენება იწყება,
რომელიც აქამდე არ იყო მოცემული.
24 კვირაში ჯანმრთელი ნაყოფი სიცოცხლისუნარიანობის ასაკს აღწევს, რაც
ნიშნავს იმას, რომ 50%-იანი შანსი არსებობს იმისა, რომ ნაყოფი
საშვილოსნოს გარეთ ინტენსიური მზრუნველობის ქვეშ სიცოცხლეს
შეინარჩუნებს.
განვითარების ტენდენციები:
1. პირველი ტენდენცია: ჩვეულებრივ, განვითარება სხეულის ზედა
ნაწილიდან ქვემო ნაწილისკენ, „თავიდან კუდისკენ“ მიმდინარეობს,
რასაც ტალო-კაუდალური ტენდენცია ეწოდება. ცეფალო-
კაუდალური პრენატალური პერიოდის განმავლობაში ნაყოფის თავი
არაპროპორციულად დიდია დანარჩენ სხეულთან შედარებით.
2. მეორე ტენდენცია: ჩვეულებრივ, განვითარება სხეულის შიგნიდან
გარეთ, „ახლოდან შორისკენ“ მიმართულებით მიმდინარეობს. მას
პროქსიმალური-დისტალური ტენდენცია ეწოდება. თავიდან
ბავშვები სწავლობენ სხეულთან ახლო მყოფი სახსრების
(პროქსიმალური), მოგვიანებით შორს მყოფი სახსრების
(დისტალური) კონტროლს.
3. ზოგადი – სპეციფიკური ტენდენცია: თავდაპირველად ნაყოფი კანზე
შეხებისას ზოგად, უხეშ და მთლიან სხეულებრივ რეაქციებს ავლენს,
ხოლო განვითარების კვალდაკვალ მისი მოძრაობები უფრო
ლოკალური და სპეციფიკური ხდება.
კრიტიკულ პერიოდები არის განვითარების ის პერიოდები, როცა ყველაზე
მაღალია ტერატოგენების გავლენით განვითარების დარღვევების
აღმოცენების რისკი. ტერატოგენებია დაავადებები, დაბინძურებულ ჰაერსა
და წყალში შემავალი ქიმიური ნივთიერებები, რადიაცია ან სხვა
ტოქსიკური აგენტები, რომელსაც შეუძლია ზიანი მიაყენოს ბავშვს
(ტერმინი მოდის ბერძნული სიტყვიდან, რაც მონსტრს ნიშნავს).
ტალიტომიდი ყველაზე ცნობილი ტერატოგენი.
 რეფლექსები:
თავი 4

 ჩვილობა - პერიოდი დაახლოებით 4 კვირიდან 1 წლამდე.


 ახალფეხადგმულობა - პერიოდი დაახლოებით 1 წლიდან, 2 წლის
ასაკამბდე, როცა ბავშვი სიარულს იწყებს.
 ტვინი შედგება 100 მილიარდი ნეირონისგან, რომელიც დაკავშირებულია
ერთმანეთთან ქსელური კავშირებით, რასაც სინაპსებს უწოდებენ და
გლიალური უჯრედებით, რომელიც იცავს და საკვებით უზრუნველყოფს
ნეირონებს და ასევე ზრდის ნერვულ სისტემაში ნეირონებს შორის
კომუნიკაციის ეფექტურობას. ეს უჯრედები ძალიან სწრაფად იზრდება
პირველი ორი წლის განმავლობაში. გლიალური უჯრედები
მნიშვნელოვანია იმის გამოც, რომ ის წარმოქმნის მიელინს, რომელიც გარს
აკრავს ნეირონებს და აუმჯობესებს მათი კომუნიკაციის პროცესს. ამას
მიელინიზაცია ეწოდება, რაც დაახლოებთ მე-14 კვირას პრენატალურ
პერიოდში იწყება.
 ტვინის სწრაფი ზრდა - ნეირონების ზომაში სწრაფი ზრდა, ნეირონული
ქსელების კომპლექსურობის, გლიალური უჯრედების რაოდენობისა და
მიელინის წარმოქმნის ზრდა.
 დაბადების მომენტში ტვინი მოზრდილის ტვინის მიახლოებით 25%-ს
იწონის, 1 წლის ასაკისთვის კი – 70%-ს, ხოლო 3 წლის ასაკისთვის – 90%-ს.
 პლასტიურობაში გამოცდილების საფუძველზე ტვინის ცვლილების
შესაძლებლობა იგულისხმება. ტვინის ადრეული პლასტიურობა ტვინს
აძლევს გარემოსთან ინტერაქციის შესაძლებლობას.
 პიტერ ვოლფმა ახალშობილის ექვსი ქცევითი მდგომარეობა გამოყო:
გაღვიძების აქტივობა, ტირილი, უმოქმედობა სიფხიზლეში, ძილიანობა,
რეგულარული ძილი და არარეგულარული ძილი.
 ჰაბიტუაციის მეთოდი ითვალისწინებს მკვლევრების მიერ ჩვილების
ჰაბიტუირებას/მიჩვევას კონკრეტული სტიმულის მიმართ იმისათვის, რომ
მათი პერცეპტული უნარები შეისწავლონ.
 ახალშობილის ქცევაზე დაკვირვება (NBO) - სკალა, რომელიც გამოიყენება
ბავშვის ნევროლოგიური ფუნქციონირების, ქცევითი უნარების და
სოციალური რეაქციების შესაფასებლად.
 პირველი 4 თვე: ჩვილების უმატესობა წონაში ორჯერაა მომატებული,
სხეული სიგრძეში ზრდას იწყებს. მათ სხვანაირი კანი აქვთ და ეზრდებათ
თმის საფარველი. იზრდება მათი კბილები და ძვლები. საკუთარი თავის
აღმოჩენას ბავშვები დაახლოებით 4 თვის ასაკში იწყბენ.
5-დან 8 თვემდე: მათ ჯერ კიდევ ბავშვის სესახედაობა აქვთ. მათი
ტერფების ორიენტაცია შიგნიდან ქვემო მიმართულებით იცვლება, რაც
სიარულის დაწყებას უყრის საფუძველს. იცვლება ნატიფი მოტორიკა და
ასევე ვითარდებ მსხვილი მოტორული უნარები. 8 თვის ბავშვს შეუძლია
მჯდომარე პოზიციაში ყოფნა და იწყებს სოციალურ თამაშებს.
9-დან 12 თვემდე: 12 თვის ასაკში ჩვილი სამჯერ მეტს იწონის დაბადების
წონასთან შედარებით. შეუძლია დამოუკიდებლად დგომა. მიმართავენ
საკუთარი გარემოს აქტიურ მანიპულირებას (აღებენ კარადას, იღებენ
სადენებს...).
13-დან 18 თვემდე: 18 თვის ასაკში ბავშვები დაბადების წონას 4-ჯერ
აღემატებიან. დამოუკიდებლად კვების უნარები საგრძნობლად
განვითარებულია და ასევე მათ შეუძლიათ დამოუკიდებლად ნაწილობრივ
გაიხადონ ტანსაცმელი. ბევრი მათგანი სხვების ქცევების იმიტაციას
აკეთებს.
19-დან 24 თვემდე: 4-ჯერ მეტს იწონიან დაბადების წონასთან შედარებით
და მათი ზრდის ტემპი თანდათან მცირდება. 2 წლის ბავშვებს ჩვეულებრივ
შეუძლიათ სამთვლიანი ველოსიპედის წაყვანა, ორივე ფეხით ხტუნვა,
წონასწორობის დაჭერა ერთ ფეხზე დგომისას და ბურთის სროლა. მათ
შეუძლიათ კიბეებზე ასვლა.
 ცუდი კვების ორი ძირითადი ფორმა არსებობს: ზოგადად საკვების
უკმარისობა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ისეთი კვებითი
ელემეტების მქონე საკვების ნაკლებობა, როგორიცაა ცილები, ვიტამინები
და მინერალები. პირველის შემთხვევაში, შიმშილი ან საკვების მწვავე
ნაკლებობა იწვევს ცილის და, ზოგადად, საჭირო კალორიების დეფიციტს.
ამ მდგომარეობას კახექსიას/მარაზმს უწოდებენ, როცა კუნთებისა და
შენახული ცხიმების განლევა ხდება ორგანიზმში. ცუდი კვების უფრო
გავრცელებული ტიპი, რომელიც, ჩვეულებრივ, განვითარებად ქვეყნებში
გვხდება, საკმარისი რაოდენობით კალორიების მიღებას მოიცავს, თუმცა,
ადგილი აქვს აუცილებელი საკვები ნივთირებების უკმარისობას. ამის
შედეგი არის კვაშიორკორი (განის ენის თარგმანით „წითელი ან ოქროსფერი
ბიჭი“), მდგომარეობა რომელიც ცილების უკმარისობითაა გამოწვეული.
 შეგრძნება - შეგრძნების ორგანოების საშუალებით სტიმულის ენერგიის,
როგორიცაა სინათლის ტალღები, ნეირონულ იმპულსში გადაყვანა.
 აღქმა - რთული პროცესი, როცა ტვინი სენსორული ინფორმაციის
ინტერპრეტაციას ახდენს და მნიშვნელობას ანიჭებს მას. აღქმა კოგნიტური
პროცესია, რომელიც აორგანიზებს და მნიშვნელობას ანიჭებს სენსორულ
ინფორმაციას. ის სწრაფად ვითარდება პირველი 6 თვის განმავლობაში და
შემდეგ, ცხოვრების პირველი წლების განმავლობაში, მცირე ცვლილებებს
განიცდის.
 დაბადების მომენტიდან ჩვილის მხედველობა ბოლომდე განვითარებული
არ არის. ახალშობილებს მზერის ფოკუსირება შეუძლიათ 17-25სმ
დაშორებულ ობიექტებზე. 2 თვის ბავშვებს არ შეუძლიათ ორივე თვალის
ერთ ობიექტზე ფოკუსირება. ფერების გარჩევის უნარი ვთარდება 1 წლის
შემდეგ. 2 თვის ასაკში მათ შეუძლიათ ფერთა უმეტესობის გარჩევა, 6 თვის
ასაკისთვის კი ეს უნარი უტოლდება ზრდასრულთა უნარს. 2 თვის
ასაკისთვის ჩვილები უყურებენ სახის შიდა ნაწილებს, როგორიცაა
თვალები. 5 თვის ასაკისთვის ისინი უფრო ხშირად უყურებენ მოსაუბრე
ადამიანის პირს. 6-7 თვის ასაკისთვის კი ისინი რეაგირებენ მთლიანი სახის
გამომეტყველებაზე და შეუძლიათ სხვადასხვა გამომეტყველების
ერთმანეთისგან გარჩევა.
 ნეირონების სისტემა, რომელსაც იმიტაციის პროცესის ახსნა შეუძლია არის
სარკისებური ნეირონები. ეს უჯრედები აქტიურია მაშინ, როცა ინდივიდი
თვითონ ასრულებს კონკრეტულ ქცევას და, ასევე, მაშინაც, როცა
აკვირდება, რომ იმავე ქცევას სხვა ადამიანი ასრულებს.
 ბინოკულარული (ორივე თვალით) მხედველობა აღმოცენდება 4 თვის
ასაკში. მანძილისა და სივრცის აღქმა ვითარდება პირველი რამდენიმე
კვირის განმავლობაში და ის აგრძელებს განვითარებას, ყველაზე მცირე 7
თვის განმავლობაში.
 პიაჟეს აზრით, ჩვილები აქტიური, ფხიზელი, შემოქმედებითი
არსებებიარიან, რომლებიც ფლობენ მენტალურ სტრუქტურებს – სქემებს.
სქემები მენტალური კატეგორიებია, რომლებიც იმ სტრუქტურას
გვთავაზობენ, რომლის მიხედვით სამყაროს ვაორგანიზებთ.
 ადაპტაცია - პიაჟეს თეორიაში პროცესი, რომლის მეშვეობითაც ჩვილის
სქემები დამუშავდება, მოდიფიცირდება და განვითარდება; ადაპტაცია
ჩვეულებრივ მოიცავს ასიმილაციას და აკომოდაციას.
 სენსიმოტორული სტადიის რამდენიმე ძირითადი მიღწევა: ობიექტებით
თამაში, ობიექტების მუდმივობა (8 თვის ასაკიდან და გულისხმობს იმის
ცოდნას, რომ ობიექტები მაშინაც აგრძელებენ არსებობას, როცა
მხედველობის არეში არ იმყოფებიან), იმიტაცია (გადავადებული იმიტაცია -
ქცევების იმიტირება, რომელიც რამდენიმე საათის ან დღის წინ
განხორციელდა), მეხსიერება და სიმბოლური რეპრეზენტაცია (ისეთი
ობიექტების სიმბოლურად წარმოდგენა, რომელიც ფიზიკურად არ არის
მოცემული).
 მეტყველების განვითარება ორი ფორმისაა: რეცეპტიული მეტყველება
გულისხმობს საუბრის ან ნაწერის (სიტყვების, წინადადებების) გაგებას.
პროდუქტიული მეტყველება გულისხმობს საუბარს და წერას. რეცეპტიული
და პროდუქტიული მეტყველება ერთდროულად ვითარდება, თუმცა,
ჩვეულებრივ, რეცეპტიული მეტყველება წინ უძღვის პროდუქტიულ
მეტყველებას.
 ჰოლოფრაზული მეტყველება - მეტყველების განვითარების ადრეულ
ეტაპზე ბავშვი იყენებს ცალკეულ სიტყვებს მთლიანი აზრების
გამოსახატავად.
 ჭარბი გავრცობა - მცირე ასაკის ბავშვების ტენდენცია, განაზოგადონ
კონკრეტული სიტყვები, მაგალითად, როცა ბავშვი ეძახის „ლესის“ ყველა
ძაღლს.
 საშუალოდ, მიახლოებით 21 თვის ასაკისთვის, განურჩევლად ენის და
კულტურისა, იწყება „მეტყველების აფეთქება“, როცა ბავშვი სწავლობს ახალ
სიტყვებს გაცილებით სწრაფი ტემპით.
 ტელეგრაფიული მეტყველება - 18 თვიდან 2 წლის ასაკამდე ბავშვის
გამონათქვამები, რომელშიც გამოტოვებულია ნაკლებად მნიშვნელოვანი
სიტყვები და მოიცავს მხოლოდ იმ სიტყვებს, რომლებიც ყველაზე მეტად
დატვირთულია შინაარსით.
 ორი თეორია თუ როგორ სწავლობენ ბავშვები მეტყველებას:
1. ხედვები, რომლებიც გამოკვეთს იმიტაციისა და განმტკიცების
როლს;
2. ხედვები, რომლებიც გამოკვეთს ბიოლოგიის როლს.

თავი 5

 პიროვნება - ინდივიდისთვის დამახასიათებელი რწმენები, ატიტუდები და


სხვებთან ურთიერთობის ფორმები.
 ბაზისური ემოციები - ემოციური მდგომარეობები, რომელიც განვითარების
ადრეულ ეტაპზე ყველა კულტურის წარმომადგენელ ჩვილში ჩნდება და,
გარკვეულწილად, ბიოლოგიაზეა დაფუძნებული. ეს ემოციებია: სევდა, ბრაზი,
ზიზღი, შიში და სიამოვნება.
 ტემპერამენტი ჩვილისთვის დამახასიათებელი თანდაყოლილია მიდგომაა
სამყაროსადმი. ტემპერამენტს ემოციური საფუძველი აქვს, თუმცა ემოციები
უფრო ხანმოკლე მდგომარეობებია, სწრაფად ჩნდება და ქრება. ხოლო როცა
სიტუაციები იცვლება და მოთხოვნილებები დაკმაყოფილებულია,
ტემპერამენტი უფრო სტაბილური და ცხოვრებაზე ინდივიდის ბაზისური
საპასუხო რეაქციის სპეციფიკური მახასიათებელია.
ალექსანდრე თომასმა და სტელა ჩესსმა გამოყო ტემპერამენტის 3 სახე:
მარტივი ბავშვი (ხშირად კარგ გუნება-განწყობილებაზეა და
პროგნოზირებადია), რთული ბავშვი (ხშირად გაღიზიანებულია და
არაპროგნოზირებადია) და მოდუნებული ბავშვი (მერყევი და
რეზისტენტულია ყურადღების მიმართ.
მერი როთბარტმა გამოყო ტემპერამენტის 3 სახე: ძალისხმევის გამოყენებით
კონტროლი, ნეგატიური აფექტი და ექსტრავერსია.
 ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერთობა ყალიბდება ჩვილსა და დედას ან სხვა
ძირითად მზრუნველს შორის და ეს ემოციური კავშირი ცნობილია, როგორც
მიჯაჭვულობა. მიჯაჭვულობა სინქრონულია: ის მოიცავს მზრუნველსა და
ჩვილს შორის თანამშრომლობითი გზით გამოცდილებების გაზიარებას, რაც
მათ მუდმივ ინტერაქტიულ პროცესში რთავს. ფროიდი და ბიჰევიორისტები
მიჯაჭვულობას ხსნიდნენ, როგორც ადრეული დედა-ჩვილი კონტაქტის
ჩამოყალიბებასა და ჩვილის მოთხოვნილებების, განსაკუთრებით კვების
მოთხოვნილების დაკმაყოფილებას.
ეინსვორტმა აღმოაჩინა მიჯაჭვულობის 2 ძირითადი ტიპი:
1. უსაფრთხო/სანდო მიჯაჭვულობა - ბავშვსა და მზრუნველს შორის ძლიერი
ემოციური კავშირი, რომელიც გულისხმიერი მზრუნველობის შედეგია. ამ
დროს, ბავშვს ადვილად შეუძლია დაშორდეს დედას და დაინტერესდეს
სხვა ადამიანითაც კი.
2. არასანდო მიჯაჭვულობა - ბავშვსა და მზრუნველს შორის სუსტი ემოციური
კავშირი, რომელიც არასენსიტიური ზრუნვის შედეგია. ის ვლინდება სამი
განსხვავებული სახით:
 ამბივალენტური მიჯაჭვულობა - ხასიათდება ბრაზით და დედის
უარყოფით;
 განრიდებული მიჯაჭვულობა - ხასიათდება დედის მიმართ
ამბივალენტურობით, ბავშვი თან უარყოფს დედას, თან მას ეძებს;
 დეზორგანიზებული/დეზორიენტირებული მიჯაჭვულობა -
ხასიათდება დედაზე მიმართული ურთიერთსაწინააღმდეგო
ქცევითა და დაბნეულობით.
 იმპრინტინგი - ზოგიერთ ახალდაბადებულ ცხოველსა და მათ დედებს შორის
კავშირის ფორმირება. კონრად ლორენცმა შეისწავლა ჭუკები ამ მხრივ. ჰარი
ჰარლოუს მაიმუნებზე ექსპერიმენტი.
 ჯონ ბოულბი ამტკიცებდა, რომ ბიოლოგიურად წინასწარ დაპროგრამებული
ქცევები, რომლებიც ხელს უწყობენ ჩვილის გადარჩენასა და ნორმალურ
განვითარებას, არსებობენ როგორც ჩვილში, ასევე მზრუნველში.
 მიჯაჭვულობის ჩამოყალიბებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სინქრონის
– მზრუნველსა და ჩვილს შორის ორმხრივი ურთიერთობის – განვითარება,
თუმცა ის ასევე განვითარების სხვა მრავალ პროცესს ახასიათებს.

თავი 6

 ადრეული ბავშვობა - 2-დან 6 წლამდე პერიოდი.


 ტვინის ინტენსიური განვითარება - გულისხმობს როგორც ნეირონებს შორის
ურთიერთკავშირს, ასევე არასაჭირო კავშირების გაწყვეტას.
 ლატერალიზაცია - პროცესი, სადაც კონკრეტული უნარები და კომპეტენციები
ლოკალიზდება თავის ტვინის მარცხენა ან მარჯვენა ნახევარსფეროში.
მოტორული ფუნქციების უმრავლესობა, როგორებიცაა: ხელის კონტროლი,
ფეხის კონტროლი და ა.შ., ლატერალიზებულია მარცხენა ჰემისფეროში,
რომელიც აკონტროლებს სხეულის მარჯვენა ნაწილს და პირიქით, მარჯვენა
ჰემისფერო აკონტროლებს სხეულის მარცხენა ნაწილს. ადამიანთა
უმრავლესობისათვის და თითქმის ყველა მემარჯვენე ადამიანისათვის,
მეტყველება მარცხენა ჰემისფეროშია ლატერალიზებული. შესაბამისად,
ტვინის ამ რეგიონის დაზიანება განაპირობებს საუბრისა ან/და სხვათა
მეტყველების გაგების, ხშირად, მძიმე და, ზოგჯერ კი, სრულ უნარშეზღუდვას.
 ავტომატიზმი - მოტორული აქტივობების განხორციელების უნარი,
შეგნებულად მათზე ფიქრის გარეშე. ახასიათებთ 3 წლის ბავშვებს.
 ფუნქციური დაქვემდებარება - გარკვეული რაოდენობით ცალკეული, მარტივი
მოქმედებებისა ან სქემების, ქცევის უფრო რთულ პატერნში ინტეგრირება.
 მოტივაცია განაპირობებს, რომ ბავშვი მოიქცეს ისე, როგორც ის იქცევა.
ზოგჯერ, ნათელია, რომ მოქმედებებში გარეგანად მოტივირებული ქცევა
მოიაზრება, რომელშიც, ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის,
ექსპლიციტური ჯილდოების არსებობა იგულისხმება. ამის მაგალითი იქნება,
სამუშაოს კარგად შესრულებისათვის მშობლების მიერ ბავშვის შექება. ამის
მიუხედავად, ბავშვობაში, ქცევათა უმეტესობა შინაგანად მოტივირებულ
ქცევებს წარმოადგენს; ეს ის ქცევებია, რომლებიც საკუთრივ ქცევისთვის
ხორციელდება. შინაგანად მოტივირებულ ქცევაში, უკუკავშირი ბავშვის
კუნთებისა და პერცეპციებისგან მომდინარეობს.
 პიაჟემ ადრეული ბავშვობა განიხილა, როგორც ოპერაციამდელი აზროვნების
პერიოდი, რომელიცმოიცავს 2-7 წლებს. იგი, ჩვეულებრივ, ორ ნაწილად იყოფა:
ადრეულ ოპერაციამდელ, ანუ ცნებამდელ პერიოდად (დაახლოებით, 2-დან 4-5
წლამდე) და ინტუიტურ (ანუ, გარდამავლ) პერიოდად (დაახლოებით, 4-5-დან 7
წლამდე).
ოპერაციამდელი აზროვნების მახასიათებლები და შეზღუდვები:
 კონსერვაცია იმის გაგებაზე მიუთითებს, რომ ობიექტებისა თუ მასალის
ფორმისა ან გარეგანი სახის ცვლილება არ ცვლის მათ მასას, მოცულობას,
რაოდენობასა და ა.შ. ოპერაციამდელ სტადიაზე მყოფი ბავშვი ვერ ახერხებს
კონსერვაციას – იმის გაგებას, რომ ობიექტის ფორმის ცვლილებას არ შეუცვლია
მისი მასაც.
 ბავშვების კოგნიტური განვითარების უმეტესი წილი მართული მონაწილეობის
საშუალებით მიმდინარეობს, რასაც ვიგოტსკიმ უახლოესი განვითარების ზონა
უწოდა. ამ ზონის ქვედა ზღვარი პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრისას
ბავშვის კომპეტენციით განისაზღვრება. მსგავსი დახმარების პირობებში,
პრობლემებთან გამკლავების ბავშვის უნარი ადგენს მოცემული ზონის ზედა
ზღვარს.
 თუ უფროსები მცირე მხარდაჭერას უზრუნველყოფენ, ბავშვს არ შეუძლია
მართებული გადაწყვეტის უნარის განვითარება და დასწავლაშიც პროგრესი არ
შეიმჩნევა. თუ დახმარება ზედმეტად დიდი დოზით ხდება, ბავშვები
სწავლობენ მხოლოდ ამოცანის გადაწყვეტას პრობლემის გადაწყვეტის გზის
სწავლის გარეშე. ყველაზე ეფექტური ინსტრუქცია მოიცავს სკაფოლდინგს,
რაშიც მოიაზრება, მშობლების ან სხვების მიერ ამოცანების პროგრესული აგება
ისე, რომ ამოცანის სირთულის დონე შესაფერისი იყოს. სკაფოლდინგის
მიზანია შესაბამისი ოდენობის მართვის/ხელმძღვანელობის უზრუნველყოფა –
იმდენად საკმარისის, რომ ბავშვმა შეძლოს პრობლემის გადაჭრა, მაგრამ არა
იმდენის, რომ შეიზღუდოს თვითაღმოჩენის პროცესი.
 ინფორმაციის გადამუშავების მიდგომა სასარგებლო გზაა იმის გასაგებად, თუ
როგორ მუშაობს მეხსიერება. ამ მიდგომის მიხედვით, ადამიანის მეხსიერება
გაგებულია, როგორც კომპიუტერის მსგავსად მოქმედი მექანიზმი, სადაც
მეხსიერების სისტემაში შემოდის ინფორმაცია, მუშავდება და შემდეგ ინახება,
მოგვიანებით აღდგენისა და გამოყენებისათვის. ხდება მეხსიერების სისტემაში
შემოსული ინფორმაციის კოდირება (კატეგორიზაცია). მსგავსი კოდირების
დიდ წილი მუშა მეხსიერებაში აისახება, რაც ხანმოკლე მეხსიერების
მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. როცა ჩვენ აქტიურად ვფიქრობთ
რაიმეს შესახებ, ჩვენ ვიყენებთ ჩვენი მეხსიერების სისტემის მუშა ნაწილს.
ინფორმაცია, რომელიც საკმარისად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ
შენარჩუნდეს, ინახება ხანგრძლივ მეხსიერებაში, რომელიც ერთვება ტვინში
მიმდინარე სტრუქტურულ ცვლილებებში, რაც, სავარაუდოდ, მოიცავს ახალი
სინაფსების წარმოქმნას.
 ცნობა გულისხმობს მანამდე გამოცდილებაში არსებული საგნების ან
სიტუაციების სწორად ამოცნობის უნარს მაშინ, როცა ისინი კვლავ სახეზე
არიან.
 გახსენება გულისხმობს, მითითებებითა ან მინიშნებებით ან მათ გარეშე,
შენახული ინფორმაციისა და მოგონებების აღდგენის უნარს.
 ეგოცენტრული მეტყველება - საკუთარ თავთან ხმამაღლა საუბარი.
 მცირეწლოვანი ბავშვების საუბრები ხშირად კოლექტიურ მონოლოგებს
წარმოადგენს, რომლის დროსაც ბავშვები ერთმანეთის მონაცვლეობით
საუბრობენ, მაგრამ, შესაძლოა, მათი საუბარი სრულიად განსხვავებულ,
ურთიერთდაუკავშირებელ თემებს შეეხებოდეს. კოლექტიური მონოლოგები
წარმოადგენს ბავშვების მცდელობებს, ისწავლონ, თუ როგორ ესაუბრონ სხვებს
და საუბარში რიგის დაცვის სწავლა არის პრაგმატიკის – მეტყველების
სოციალური და კულტურული ასპექტების – მნიშვნელოვანი ნაწილი.
პრაგმატიკა, რა თქმა უნდა, მხოლოდ რიგის დაცვით არ შემოიფარგლება.
ბავშვებმა ასევე მათი საუბრების რეგულირება უნდა დაისწავლონ, რათა
შეამცირონ სოციალური უთანხმოება, კონფლიქტი და არეულობა.
 თამაში განიმარტება, როგორც ქცევა, რომელშიც ბავშვები მხოლოდ
სიამოვნების გამო ერთვებიან. ოპერაციამდელ სტადიაზე მყოფი შედარებით
უფროსი ბავშვები თავიანთ სოციალურ ცოდნას გამოსცდიან როლურ თამაშში,
რომელიც დაახლოებით 3-4 წლის ასაკისთვის ყალიბდება, მაგრამ
სერიოზული სახით 4 წლისთვის იწყებს გამოვლენას. მოდელირების,
სიმულირებისა და როლების გათამაშების საშუალებით, როლური თამაში
სიმბოლური რეპრეზენტაციების განვითარებას უწყობს ხელს.

თავი 7

 ადრეული ბავშვობა - 2-დან 6 წლამდე პერიოდი.


 შიში ეს არის აგზნების, დაძაბულობისა და მღელვარების მდგომარეობა,
რომელიც კონკრეტული, იდენტიფიცირებადი სტიმულითა ან სიტუაციითაა
გამოწვეული. მაგალითად, ბავშვს შესაძლოა ეშინოდეს სიბნელისა ან ჭექა-
ქუხილის, ან ბავშვს შეიძლება ჰქონდეს დიდი ძაღლებისა ან მაღალი
ადგილების ფობია. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, შფოთვა უფრო მეტად
გენერალიზირებული/განზოგადებული ემოციური მდგომარეობაა, რომელიც
წარმოქმნის მოუსვენრობის, მღელვარებისა ან შიშის გრძნობას, რომელიც
გაუგებარი ან უცნობი წყაროსგან გამომდინარეობს.
 შფოთვის ემოციაზე სპასუხოდ, ბავშვებმა ზოგჯერ შეიძლება, შეიმუშაონ
დაცვის მექანიზმები, ეს არის ფსიქოდინამიკური „ხრიკები“ (ქცევები),
რომელთაც ინდივიდები იყენებენ იმ დაძაბულობების შემცირებისა ან
შენიღბვისთვის, რომლებიც შფოთვას განაპირობებენ. მაგალითად, ხშირად
გამოყენებული დაცვის მექანიზმია რაციონალიზაცია, რაც გულისხმობს
შემთხვევების გონივრული, მაგრამ მცდარი ახსნებით, საკუთარი თავის
მოტყუებას: ბავშვმა, რომელიც წვეულებაზე არ დაპატიჟეს, შეიძლება
რაციონალურად ახსნას, რომ ის კარგ დროს მაინც ვერ გაატარებდა
წვეულებაზე.
 დაცვის მექანიზმები:
 ემოციური განვითარება მოითხოვს, რომ ბავშვებმა ემოციათა ფართო
სპექტრზე, და არა მხოლოდ შიშსა და შფოთვაზე, თავის გართმევა ისწავლონ
სოციალურად მისაღები საშუალებებით. ამ პროცესს ემოციური რეგულაცია
ეწოდება.
 პროსოციალური ქცევა ის მოქმედებებია, რომელიც სხვებისთვის სარგებლის
მოტანაზეა მიმართული. ესაა ნუგეში, დახმარება, მზრუნველობა.
 ერიკსონის თეორიის მიხედვით, განვითარების მესამე საფეხურზე, რომელსაც
მან ინიციატივა დანაშაულის გრძნობის წინააღმდეგ უწოდა, 3-დან 6 წლამდე
ასაკის ბავშვებისთვის განვითარების ძირითადი კონფლიქტი დახელოვნებასა
და კომპეტენციაზე ფოკუსირდება. ინიციატივა მიუთითებს ადრეული ასაკის
ბავშვების მიზანსწრაფვაზე, როცა ისინი ამბიციურად იკვლევენ საკუთარ
გარემოცვას. ადრეული ასაკის ბავშვები გულმოდგინედ სწავლობენ ახალ
უნარებს, ურთიერთობენ თანატოლებთან და ითხოვენ მშობლების
ხელმძღვანელობას მათ სოციალურ ურთიერთობებში. ბავშვების
უმრავლესობისთვის დანაშაულის ზოგიერთი გრძნობა გარდაუვალია,
მაგალითად, როცა ისინი ირჩევენ დაარღვიონ მშობლების სურვილები
სამყაროს გამოკვლევისას. დანაშაულის გრძნობა პროვოცირებულია ბავშვის
ახლად წარმოქმნილი სინდისით – ეს არის შინაგანი ხელმძღვანელი, რომელიც
ბავშვის ქცევას მიუსადაგებს მისაღებ მორალურ სტანდარტებს.
 დაახლოებით 4 წლის ასაკიდან ბავშვები იწყებენ გარკვეული სახის როლურ
თამაშში ჩართვას, რომელსაც მოიხსენიებენ როგორც სოციალურ იმიტირებულ
თამაშს, რაშიც მოიაზრება წარმოსახვა და ფანტაზიების გაზიარება
შეთანხმებული წესების მიხედვით. იმიტირებული თამაში ბავშვებს ბევრ
შესაძლებლობას სთავაზობს მსჯელობისთვის, რეფლექსური აზროვნებისა და
პრობლემის ერთობლივად გადაჭრისთვის. ბავშვები ერთად თანხმდებიან
ორმხრივად მისაღებ აქტივობებზე და ქმნიან თამაშის სტრუქტურას.
 წარმოსახვითი პარტნიორები - უხილავი პარტნიორები, რომელთაც ბავშვები
ქმნიან და ექცევიან ისე, თითქოს ისინი ძალიან რეალურები იყვნენ.
 სოციალური კომპეტენტურობა - თანატოლებთან ორმხრივი ურთიერთობების
წამოწყებისა და შენარჩუნების უნარი.
 სოციალური ცნებებისა და წესების განვითარებისთვის მთავარია
ინტერნალიზაცია, სადაც ბავშვები სწავლობენ მათი საზოგადოების
ღირებულებებისა და მორალური სტანდარტების ჩართვას საკუთარი თავის
მათეულ გაგებაში.
 რადგან განვითარება გრძელდება, ბავშვები იწყებენ მათ აზროვნებაში
სოციალური ცნებების ჩართვას, რაც ხშირად იმის გაგებას გულისხმობს, თუ
როგორ აზროვნებენ და მოქმედებენ ისინი ისევე, როგორც სხვა ადამიანები.
 თვითკონცეფცია - 2 წლის ბავშვებსაც კი აქვთ საკუთარი თავის (self) გაგების
გარკვეული უნარი. 21 თვის ბავშვებს შეუძლიათ საკუთარი თავის სარკეში
ცნობა;
 თვითგაგება, რომელსაც ბავშვები აგებენ, ქცევის დარეგულირებაში ეხმარება
მათ. მაგალითად, როცა ბავშვები სწავლობენ, თუ ვინ არიან და რას
წარმოადგენენ, ისინი საკუთარი თავის შესახებ კოგნიტურ თეორიას, ანუ
პიროვნულ სცენარს ქმნიან, რაც შესაფერისი ქცევისთვის უზრუნველყოფს
მიმართულებებს.
 გენდერული იდენტობა - ცოდნა, თუ ვინ ვართ ჩვენ, როგორც კაცი ან ქალი.
 სქესი - გენეტიკური და ბიოლოგიური განსაზღვრა იმისა, ქალები ვართ თუ
კაცები.
 გენდერი - ქალად ან კაცად ყოფნის კონცეპტუალური გაგება, რომელიც
დიდწილად კულტურითაა განსაზღვრული.
 გენდერული როლები - როლები, რომლებსაც ჩვენ ვეგუებით და რომლებიც
შეესაბამება, კაცად ან ქალად ყოფნის შესახებ, კულტურულ განმარტებებსა და
მოლოდინებს.
 ანდროგენია - შეხედულება იმის შესახებ, რომ ყველა ადამიანს, მამრობითსა
თუ მდედრობითს, პიროვნული ნიშნების ფართო სპექტრის განვითარების
უნარი აქვს.
 ანდროგენური პიროვნულობა - პიროვნების ტიპი, რომელიც მოიაზრებს
როგორც მამაკაცურ, ისე ქალურ თვისებებს.
 თვითსოციალიზაცია - პროცესი, რომლითაც ბავშვები შინაგანად
მოტივირებულნი არიან მათი სქესისა და კულტურისთვის შესაბამისი
ღირებულებების, ინტერესებისა და ქცევების შეძენისთვის.
 გენდერული მუდმივობა - შედარებით უფროსი ბავშვის მიერ იმის გაგება, რომ
გენდერი სტაბილურია და უცვლელი რჩება გარეგნულ იერ-სახეში
ცვლილებების მიუხედავად.
 გენდერული სქემები - კონცეფციები (მათ შორის, სტერეოტიპები), რომლებიც
განსაზღვრავს იმას, თუ როგორ ფიქრობს ადამიანი ქალებისა და
მამაკაცებისთვის შესაფერისი ქცევებისა და დამოკიდებულებების შესახებ.
 აღზრდის 4 სტილი:
ავტორიტეტული მშობლები - მშობლები, რომლებიც მაღალი ხარისხის სითბოს,
მიმღებლობასა და ავტონომიის წახალისებას უთავსებენ მტკიცე, მაგრამ
მოქნილ კონტროლს; ისინი წაახალისებენ კომუნიკაციასა და მოლაპარაკებას
ოჯახში მოწესრიგებულ გარემოცვაში.
ავტორიტარული მშობლები - მშობლები, რომლებიც არიან ძალიან
მაკონტროლებელნი, გამოხატავენ მცირედ სითბოს და მიჰყვებიან ხისტ წესებს;
ოჯახებში, რომლებიც ავტორიტარული მშობლების მიერ იმართება, ბავშვებს
მცირედი წვლილი შეაქვთ ოჯახური გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
ლმობიერი მშობლები - მშობლები, რომლებიც მათ შვილებზე ავლენენ მცირედ
კონტროლს, მაგრამ მაღალ სითბოს.
ინდიფერენტული მშობლები - მშობლები, რომლებიც არც შეზღუდვებს
უწესებენ და არც დიდ სიყვარულსა ან/და მოწონებას გამოხატავენ.
თავი 8

 შუა ბავშვობა - პერიოდი 6-დან 12 წლამდე.


 განვითარების შესახებ სამი იდეა: პირველი, განვითარება უწყვეტია:
ცვლილებები, რომელთაც შუა ბავშვობაში ვაკვირდებით, ეყრდნობა წინა
წლებში მიმდინარე განვითარებას. მეორე, ფიზიკური, კოგნიტური და
ფსიქოსოციალური ფაქტორები ურთიერთქმედებენ, ამდენად, ზემოქმედებენ
ერთმანეთზე, რადგან ისინი ურთიერთგადაჯაჭვულნი არიან თითოეული
ბავშვის ცხოვრებაში. მესამე, შუა ბავშვობაში განვითარება სკოლის,
თანატოლებისა და სამეზობლოს ფართო სოციალურ კონტექსტში ვლინდება.
 რეგულარული ზრდა გრძელდება გოგონებისთვის, დაახლოებით, 9 წლამდე
და ბიჭებისთვის – 11 წლამდე; ამ მომენტში, მოზარდის ზრდის აფეთქება
იწყება.
 6 წლის ასაკისთვის, ადამიანის თავის ტვინი, მისი მაქსიმალური ზომის
დაახლოებით 95 %-ს აღწევს. ტვინი სრულყოფილ ზომას გოგოებისთვის 10,5
წლის ასაკში, ბიჭებისთვის კი 14,5 წლის ასაკში აღწევს.
 კოჟრისებრ სხეულს, რომელიც ტვინის ქსოვილს მოიცავს, ხშირად
მოიხსენიებენ, როგორც „თეთრ ნივთიერებას.“ ტერმინი თეთრი ნივთიერება
მიუთითებს ტვინის ქსოვილზე, რომელიც მოიცავს, თეთრი, ცხიმოვანი
მიელინით გარშემოტყმულ ბევრ აქსონს (ნეირონის ციტოპლაზმურ
გამონაზარდს). თეთრი ნივთიერება, რომელიც მთლიან ტვინში იმყოფება,
მაგრამ უმეტესად ტვინის ზედაპირის, ანუ თავის ტვინის ქერქის ქვეშაა
კონცენტრირებული, ემსახურება ნეირონების განცალკევებას, ზრდის სიჩქარეს,
რომლითაც მათ შეუძლიათ შეტყობინებების გატარება/გადაცემა. თეთრი
ნივთიერება იზრდება მთელი ბავშვობისა და მოზარდობის განმავლობაში,
რამდენადაც აზროვნების პროცესები უფრო ეფექტური ხდება.
 ტვინის სხვა უბნები აღნიშნულია, როგორც „რუხი ნივთიერება,“ რაც ამ
უბნებში მიელინის შედარებით სიმცირეს ასახავს. რუხი ნივთიერება, რომელიც
უმეტესად უჯრედული სხეულებისგან შედგება, თავად მოიცავს ტვინის ზომის
უმეტეს წილს და დაკავშირებულია უფრო მაღალი დონის კოგნიტურ
ფუნქციებთან, როგორებიცაა: ყურადღება, ემოცია, მეტყველება და მეხსიერება.
ტვინის ქერქის, ანუ ზედაპირის ფართობის უმეტესი წილი რუხი ნივთიერებაა.
რუხი ნივთიერება, რომელიც განვითარების განსხვავებულ ხაზს მიჰყვება,
ვიდრე თეთრი ნივთიერება, მოცულობის უმაღლეს წერტილს შუა ბავშვობაში
აღწევს – გოგოებში, 9,5 წლის ასაკში, ბიჭებში – 10,5 წლისას – შემდეგ,
მოზარდობაში კი იკლებს.
 ჯანმრთელობის უკეთესი საზომია ფიზიკური მომზადება, ეს არის გულის,
ფილტვების, კუნთებისა და სისხლძარღვების ოპტიმალური ფუნქციონირება.
 ამჯერად მკვლევრები სიმსუქნეს განსაზღვრავენ ბავშვის წონა-სიმაღლე
თანაფართობის ინდექსით, რომელსაც სხეულის მასის ინდექსი, ანუ BMI
ეწოდება. BMI გამოითვლება ადამიანის წონის (ფუნტებში) გაყოფით მისი
სიმაღლის (დიუმებში) კვადრატზე; ეს შეფარდება შემდეგ მრავლდება 703
მუდმივაზე. შემდეგ, BMI შეიძლება შედარდეს მარტივ ცხრილს, რომელიც
აფასებს ინდივიდის ჭარბწონინობისა თუ მცირეწონიანობის ხარისხს.
 კონტროლის პროცესები - სტრატეგიები და მეთოდები, რომლებიც მეხსიერებას
აუმჯობესებენ. ხორციელდება სცენარებით.
 მეტაკოგნიცია - ინტელექტუალური პროცესი, რომელიც ადამიანებს მათი
აზროვნებისა და მეხსიერების გაკონტროლების საშუალებას აძლევს;
აზროვნება აზროვნების შესახებ.
 ინტელექტის გაზომვა:
ალფრედ ბინემ, მე-20 საუკუნეში შექმნა ინტელექტის საზომი სტენფორდ-ბინეს
ინტელექტის სკალა, მეხუთე გამოცემა (SB5). ბინე კონკრეტული ბავშვის
ინტელექტს ზომავდა ტესტური საკითხების რამდენიმე კომპლექტის მართვით
და გონებრივი ასაკის (MA) განსაზღვრით, რაც ყველაზე კარგად აღწერს ბავშვის
შესაძლებლობის დონეს. მოგვიანებით, ტესტის მკვლევრებმა შეიმუშავეს
ბავშვის ინტელექტის დონის გამომხატველი ფორმულა, რომელმაც
შესაძლებელი გახადა სხვადასხვა ქრონოლოგიური ასაკის (CAs) ბავშვების
შედარება, რაც გამოიხატება ბავშვების ასაკში – წლებსა და თვეებში. ეს
კრიტერიუმი, რომელსაც ინტელექტის კოეფიციენტი (IQ) ეწოდება,
შემდეგნაირად მიიღება: IQ = MA/CA × 100.
IQ-ს გამოთვლა შესაძლებელს ხდის ბავშვის ინტელექტის უნარის გაგებას,
იმავე ქრონოლოგიური ასაკის თანატოლების უნართან შედარებით. თუმცა,
პრობლემები არსებობს IQ-სადმი ამ ფარდობით მიდგომასთან მიმართებით.
მიჩნეულია, რომ IQ ნორმალურადაა განაწილებული საშუალო 100-ქულის
გარშემო, სადაც ზოგადი პოპულაციის მაჩვენებლების ორი მესამედი
აღირიცხება 85-სა და 115-ქულებს შორის და პოპულაციის თითქმის 96% – 70-სა
და 130 ქულებს შორის. დარჩენილი დაახლოებით 2% აღირიცხება 70 ქულის
ქვემოთ, რაც ერთ-ერთი კრიტერიუმია გონებრივი უნარშეზღუდულობის
განსაზღვრისათვის. ეს მახასიათებელი ასევე მოიხსენიება შედარებით ძველი
ტერმინითაც „გონებრივი ჩამორჩენილობა“. დაახლოებით 2% აღირიცხება 130
ქულის ზემოთ, რომელიც პოპულარული ზღვრული წერტილია ნიჭიერების
განსასაზღვრად.
ინტელექტის კოეფიციენტი (IQ) - ინდივიდის გონებრივი ასაკის
ქრონოლოგიურ ასაკზე შეფარდება, რომელიც 100-ზე მრავლდება, რათა
გაბათილდეს ათწილადის მძიმე; ინტელექტის ტესტის ქულების გამოთვლის
შედარებით ძველი ვერსია.
დევიაციური/გადახრილი IQ - დღეისათვის გამოყენებული მიდგომა, რომელიც
IQ-ქულას ინდივიდის ტესტის ქულის მისივე ასაკობრივი ჯგუფის ადამიანების
ქულებთან შედარებით განსაზღვრავს.
ინტელექტის ერთ-ერთი მრავალკომპონენტიანი მოდელი, რომელიც,
ინტელექტუალური უნარების გასაგებად ვრცელ მიდგომას ცნობს, ჰოვარდ
გარდნერის მიერაა შემოთავაზებული. გარდნერმა განსაზღვრა ინტელექტის
შვიდი განსხვავებული სახე: ლინგვისტური/ენობრივი, ლოგიკურ-
მათემატიკური, სივრცული, სხეულებრივ-კინესთეტიკური, მუსიკალური,
პიროვნებათშორისი და შიდაპიროვნული, მოგვიანებით დაამატა
საბუნებისმეტყველო.
ინტელექტის კიდევ ერთი ვრცელი მოდელია რობერტ სტენბერგის
ტრიარქიული (სამნაწილიანი) თეორია. ტრიარქიული მოდელის მიხედვით,
ინტელექტი არა მხოლოდ საზოგადოდ გამოყენებული ინტელექტის ტესტებით
გაზომილი უნარებისგან შედგება, რომელსაც სტენბერგმა კომპონენტური
ინტელექტი უწოდა, არამედ ინტელექტი ასევე მოიცავს ემპირიულ
ინტელექტს, იმ ახალ ამოცანებსა ან სიტუაციებზე გამკლავების უნარს,
რომლებიც არ არის ნაცნობი და კონტექსტური ინტელექტი, გარემოსთან
წარმატებით ადაპტირების გონივრული უნარი.
 ინტელექტუალური უნარშეზღუდულობა - დარღვევა, რომელიც ხასიათდება
საშუალოზე გაცილებით დაბალი ინტელექტუალური ფუნქციონირებითა და
შეზღუდული თვითმომსახურების უნარჩვევებით, რომელიც 18 წლის ასაკიდან
იწყება; ადრე უწოდებდნენ „გონებრივ ჩამორჩენილობას“. ინტელექტუალური
უნარშეზღუდვის მქონე ადამიანების უმრავლესობა თავსდება მსუბუქი
ჩამორჩენილობის კატეგორიაში IQ-თი, რომელიც 55-სა და 70-ს შორის
მერყეობს. ინტელექტუალური უნარშეზღუდვის სხვა კატეგორიებია საშუალო
(IQ 40-სა და 55-ს შორის), მძიმე (IQ 25-სა და 40-ს შორის) და ღრმა (25-ზე დაბალი
IQ).
 სწავლის დარღვევები - დარღვევები, რომლებიც დაკავშირებულია გარკვეული
კონკრეტული აკადემიური უნარების, მაგრამ არა – სხვების, შეძენაში
სირთულესთან, ნორმალური ინტელექტისა და სენსორული ან მოტორული
უნარშეზღუდულობების არარსებობის მიუხედავად; შეიძლება ისეთ
სფეროებში ჰქონდეს ადგილი, როგორებიცაა კითხვა, წერა ან მათემატიკა.
ტრადიციული მიდგომა, რომელიც ეყრდნობა ამერიკული ფსიქიატრი ული
ასოციაციის ფსიქიკური აშლილობების დიაგნოსტიკურ და სტატისტიკურ
სახელმძღვანელოს, ცნობს სწავლის დარღვევების სამ ძირითად კატეგორიას:
კითხვის დარღვევა(დისლექსია); წერითი გამოხატვის დარღვევა, რაც
შეიძლება მოიცავდეს ყველაფერს, ორთოგრაფიისა და ხელწერიდან
სინტაქსამდე; მათემატიკური დარღვევა, რაც შეიძლება გულისხმობდეს
ნებისმიერ რამეს, რაც მოითხოვს მათემატიკური სიმბოლოების ცნობასა და
მათემატიკური ოპერაციების შესრულებას.
 ყურადღების-დეფიციტის/ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD) - დარღვევა,
რომელიც მოიცავს უკიდურესი უყურადღებობის, იმპულსების კონტროლის
პრობლემებისა და აქტივობის მაღალი დონის სიმპტომებს;
 აუტისტური სპექტრის აშლილობა (ASD) - სიმწვავის განსხვავებული დონეების
მქონე მონათესავე აშლილობათა ჯგუფი, რომელიც ადრეულ ბავშვობაში
ვლინდება და მოიცავს დარღვევებს სოციალურ ურთიერთქმედებაში,
კომუნიკაციასა და ქცევაში.
 აუტიზმი - აუტისტური სპექტრის აშლილობის ყველაზე მწვავე ფორმა;
მოიცავს მნიშვნელოვან დარღვევებს სოციალურ ურთიერთქმედებაში,
კომუნიკაციასა და ქცევაში.

თავი 9

 შუა ბავშვობა - პერიოდი 6-დან 11-12 წლამდე.


 თვითკონცეფცია- თუ როგორ განსაზღვრავენ ბავშვები იმას, თუ ვინ არიან
ისინი.
 პიროვნული ნიშნები - სტაბილური პიროვნული მახასიათებლები.
 თვითშეფასება - საკუთარი თავის მიმართ ადამიანის დამოკიდებულება,
რომელიც შეიძლება მონაცვლეობდეს დადებითიდან (მაღალი თვითშეფასება)
უარყოფითამდე (დაბალი თვითშეფასება).
 სოციალური კოგნიცია - აზროვნება, ცოდნა და გაგების უნარი, რომელიც
მოიცავს სოციალურ სამყაროს.
 სოციალური დასკვნა - ინდივიდის ვარაუდები და დაშვებები იმის შესახებ, თუ
რას გრძნობს, ფიქრობს და განიზრახავს მეორე ადამიანი.
 სოციალური პასუხისმგებლობა - ოჯახის, მეგობრებისა და საზოგადოების
მიმართ ინდივიდის ვალდებულებები.
 სოციალური წესები - ის ჩვეულებები და შეთანხმებები, რომლებიც მართავენ
სოციალურ ურთიერთქმედებებს.
 მორალი - ადამიანის აზრები კეთილსინდისიერებისა და სამართლიანობის,
სწორისა და მცდარის შესახებ.
პიაჟეს მიხედვით, მორალური განვითარება ორ ეტაპად მიმდინარეობს.
პირველი ეტაპი, რომელსაც მორალური რეალიზმი ეწოდება, შუა ბავშვობის
ადრეულ ეტაპზე ვლინდება; ამ ეტაპზე ბავშვები ფიქრობენ, რომ ყველა წესს
ისე უნდა დაემორჩილონ, თითქოს ისინი ქვაში იყოს ჩაწერილი. მეორე
საფეხურს, რომელსაც მორალური რელატივიზმი ეწოდება. ახლა, მათ ესმით,
რომ წესები ინდივიდების მიერაა თანამშრომლურად შექმნილი და
შეთანხმებული და ის, რომ მათი შეცვლა შესაძლებელია აუცილებლობის
შემთხვევაში. შესაბამისად, ბავშვები იწყებენ იმის გაანალიზებას, რომ არ
არსებობს არანაირი სწორი ან მცდარი.
კოლბერგმა შემოგვთავაზა, რომ მორალური განვითარება მიმდინარეობს სამი
ვრცელი დონის: პრეკონვენციური, კონვენციური და პოსტკონვენციური
დონეების საშუალებით, რომელთაგან თითოეული იყოფა ორ ქვესაფეხურად.

კოლბერგის კრიტიკა: შეიძლება ძალიან რთული იყოს კოლბერგის


პროცედურებზე ზუსტად მიყოლა და შეთანხმების მიღწევა იმის შესახებ, თუ
როგორ უნდა ფასდებოდეს მორალურ დილემებზე ბავშვის პასუხები;
კოლბერგის კვლევა აფასებს მორალურ დამოკიდებულებებს და არა ქცევას;
ძალიან მოუქნელია; მისი მიდგომა არ ითვალისწინებს მნიშვნელოვან
კულტურულ განსხვავებებს, რომლებიც განსაზღვრავენ იმას, თუ მოცემულ
კულტურაში რა არის, ან რა არ არის მორალურად მიჩნეული;
 სელმენის მეგობრობის 4 საფეხური:

 თანატოლთა ჯგუფი - ერთი და იმავე ასაკის სამი ან მეტი ადამიანისგან


შემდგარი ჯგუფი, რომლებიც ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან და
რომლებიც იზიარებენ ნორმებსა და მიზნებს.
 ნეგატიური წინასწარგანწყობა/პრეჯიდუსი - ყოველგვარი ადეკვატური
მიზეზის გარეშე ჩამოყალიბებული უარყოფითი დამოკიდებულება, რომელიც,
ჩვეულებრივ, მიმართულია ადამიანებზე, კონკრეტულ ჯგუფში მათი
წევრობის გამო. ნეგატიური წინასწარგანწყობა მიუთითებს ჯგუფის შიგნით
(ადამიანები, რომელთაც სჯერათ, რომ ისინი ფლობენ სასურველ
მახასიათებლებს) და ჯგუფის გარეთ (ადამიანები, რომლებიც აღიქმებიან
როგორც განსხვავებულნი და ამის გამო არასასურველები) კატეგორიების
არსებობაზე. ხშირად, ნეგატიური წინასწარგანწყობა განაპირობებს
დისკრიმინაციას, რაც გულისხმობს ნეგატიურ წინასწარგანწყობაზე
დაფუძნებულ მოქმედებებს.
 თვითრეგულირებადი ქცევა - ქცევა, რომელსაც აკონტროლებს და მართავს
ბავშვი და არა მშობლები, მასწავლებლები ან სხვა გარეგანი ძალები. ერთ-ერთი
გზა, რითიც მშობლებს შეუძლიათ თვითრეგულირებადი ქცევის წახალისება,
ოჯახურ გადაწყვეტილებებში ბავშვის ჩართულობის თანდათანობით
გაზრდაა. ბავშვები საუკეთესოდ ადაპტირდებიან, როცა მათი მშობლები ხელს
უწყობენ თანარეგულირებას, რაც გულისხმობს მშობლებსა და მათ შვილებს
შორის საერთო პასუხისმგებლობის გრძნობას.
 სიცოცხლისუნარიანი ბავშვები - ბავშვები, რომლებიც ძლევენ რთულ გარემო
პირობებს, რათა მიმართონ სოციალურად კოპეტენტურ ცხოვრებას.
 რეკონსტრუქციული ოჯახი - ასევე, ცნობილია, როგორც მეორე ოჯახი; ოჯახი,
სადაც დედა ან მამა, ბავშვებთან ერთად, ხელახლა დაქორწინდა ახალი ოჯახის
შექმნის მიზნით.

You might also like