You are on page 1of 17

თავი 1 .

პიროვნების ფსიქოლოგია (ძირითადი პრობელმატიკა )

ადამიანისთვის ცხოვრებაში საკუთარი ადგილის მოძებნა, უმთავრესი მიზნების მიღწევა,


თვითრელიზაცია ,შინაგან ძალათა მობილიზებას და ორგანიზებას ითხოვს.პიროვნების
რაობის კვლევა–ძიებამ ყველა ადამიანისთვის დამახასიათებელი ზოგადი ნიშნები და
მოტივები კანონზომიერებები და ინდივიდუალური განსხვავებები გამოავლინა.ამგვარი
მონაცემების ინეგრირება ადამიანის არსებობის ერთიან, ყოვლისმომცველ შეხედულებად
მეცნიერული პიროვნების ფსიქოლოგიის სამეცნიოერო დარგის მთავარი ამოცანაა.

ბევრ ევროპულ ენაში სიტყვა პიროვნება ლათნური სიტყვა Persona-დან არის ნაწარმოები, რაც
ნიღაბს ნიშნავს. ანტიკურ თეატრში მსახიობის ნიღაბი გადმოსცემდა პერსონაჟს სხვადსხვა
ხასიათს .

სოციალური კონსტრუქტივიზმის მიხდვით , პიროვნებას „აგებს“ გარეგანი დაკვირვებელი,


როდესაც კონკტრეტული ადამიანისგან მიღებულ შთაბეჭდილებებს ერთ კონად კრავს.
საკუთარი პიროვნების ჩამოყალიბებისთვის ადამიანებს ზოგჯერ საყრდენი სჭირდებათ . თუ
იგი კარგავს ამ საყრდენს ( მაგ : ხანგრძლივ პატიმრობას იხდის ცალკე საკანში ) ან საყრდენი
რადიკალურად იცლვება ( სხვა ქვეყანაში იწყებს ცხოვრებას ) აუცილებლად წარმოიქმენბა
ადაპტაციის პრობელმა , რაც პიროვნების დეკონსტრუქციას უკავშირდება . ამრიგად
სოციალური კონსტრუქტივიზმის თანხამად, ინდივიდი არ არის საკუთარი პირვონების
ერთადერთი მთავარი „სათავსი“. ადამიანში მრავალი პიროვნება ძევს, რადგან იგი
ურთიერთქმედებს სხვა ადამიანებთამ, ამრიგად პიროვნებას , მართად შეიძლება ეწოდოს
ნიღაბი, რომესლაც ნაწილობრივ იგი თვითონ ძერწავს. პიროვნების კვლევა მჭიდრო
კავშირშია თეორიასთან და თეორიათა სიმრავლე არა თუ ხელს უშლის არამედ უწყობს ამ
დარგის განვითარებას . ფსიქოლოგები ეძებენ პასუხს კითხვაზე : რის გამოა ადამიანი ისეთი,
როგორიც არის ? რით განსხვავდებიან ადამიანები ერთმანეთსგან და რატომ იქცევიან
განსხვავებულად : ერთი იბრძვის, მეორე ბრმად მისდევს საკუთარ გრძნობებს , ზოგი აღწევს
წარმატებას , ხოლო ზოგი არანაკლებ ნიჭიერი წარუმატებელია .შეიძლება თუ არა
პიროვნების შეცვლა ? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ხშირად დაობენ, რადგან არსებობს
მეთდთა ნაირსახეობა , რომლებიც გამოიყენება პასუხთა მისაღებად.ფსიქოლოგებისთვის
საინტერესო იყო როგორც ინდივიდუალური სხვაობები, ასევე ინდივიდის მთლიანობა ( ანუ
რა საერთო ასპექტებით ხდებოდა პიროვნებათა მსგავსება ) იბადება კითხვა, მაშინ როგორ
უნდა განვსაზღვროთ პიროვნება ? პიროვნების განსაზღვრება არ არის ერთადერთი და
საზოგადოდ ვერ მოხდება ერთი დებულების განზოგადება, ამ საკითხის კვევლა არის
სისტემატური მცდელობა გამოვავლინოთ და ავხსნათ ადამაიანის აზრების, გრძნობების და
ხილული ქცევების შეთანხმებულობა, რითაც ადამიანი თავს ავლენს ყოველდღურ
ცხოვრებაში. ამაში მეცნიერული თეორია გვეხმარება.
პიროვნების თეორია როგორც პასუხი კითხვებზე „რა“, „როგორ“ „რატომ“

ამ თეორიაში ვხვდებით ისეთ კითხვებს როგორიცაა რა, როგორ, რატომ . კითხვა რა ?


ადამიანის ნიშან–თვისბებს და ამ ნიშან–თვისებათა ურთერთკავშირს ეხება. კითხვა როგორ ?
ადამიანის პიროვნების მაფორმირებელ დეტერმინატებს ეხება. კითხვა რატომ ?
ინდივიდლუარი ქცევის მიზეზებს არკვევს და პასუხები ინდივიდის მოტივაციას არ ეხება .
კითხვებზე ამომწურავ პასუხთა მისაღებად თეორიამ უნდა მოიცვას ხუთი სფერო :

1 )სტრუქტურა– პიროვნების საბაზისო ელემენტები ანუ „საშენი ბლოკები“

2 ) პროცესი–პიროვნების დინამიკური ასპექტები, მათ შორის ტივები

3 ) ზრდა–განვითარება– როგორ ყალიბდება ყველა ჩვენგანი უნიკალურ პიროვნებად

4 ) ფსიქოპათლოგია– პიროვნების ნორმალური ფუნქციონირების დარღვევათა ჩვენება და


მიზეზების დადგენა

5 ) ცვლილება–როგორ იცვლება ადამიანი, რატომ არის , რომ ზოგჯერ იგი ეწინააღმდეგება


ცვლილებას, არ ან ვერ იცვლება.

სტრუქტურა–პიროვნების სტრუქტურის დასახასიათებლად განსაკუთრებით პოპულარულია


პიროვნული ნიშანი და ტიპი

ნიშანი –ეხება განსხვავებულ სიტუაციებზე ინდივდის მყარ და შეთანხმებულ რეაქციებს .

ტიპი–ბევრი სხვადსხვა ნიშნის კონაა. ტიპი ქცევის უფრო ზოგად და რეგულარულ


კონფიგურაციას გულისხმობს . ადამიანი შეიძლება სხვადსხვა ხარისხსით გამოხატული
ბევრი ნიშნით ხასიათდებოდეს, მაგრამ ზოგად პლანში ერთ კონკრეტულ ტიპს
მიეკუთვნებოდეს.

პროცესი–პიროვნების თეორიებში გამოიყენება მოტივაციურ ცნებათა ძირითადი სამი


კატეგორია: სიამოვნების ( ჰედონისტური მოტივები ) ზრდის ( თვითაქცუალიზაციიის )
მოტივები და მოვლენათა გააზრების ( კოგნიტური) მოტივები.

ჰედონისტურ მოტვაციურ კონცეფციას აქვს ორი ვარიანტი : დაძაბულობის შემცირების


მოდელი და სტიმულაციის მოდელი. დაძაბულობის შემცირების მოდელის თანახმად,
ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები ქმნის დაძაბულობას, რის მოცილებასაც ინდივიდი
საკუთარი მოთხოვნილბების დაკმაყოფილებით ცდილობს. მაგალითად შიმშილის დროს
წარმოქმნილ დაძაბულობას საკვების მიღებით ვხსნით.მოტივაციის სხვა თეორიებში
ძირითადად ხაზი ესმევა ორგანიზმის მისწრაფებასა ზრდისა და თვითრეალიზაციისადმი.
ინდივიდ ცდილობს გიაზრდოს ან აამოქმედოს საკუთარი შინაგანი პოტენციალი. რაც
შეეხება მოტივაციის კოგნიტურ თეორიას, დაკავშრებულია ადამიანის ძალისხმევასთან ,
გაიგოს გაიზროს და განჭვრიტოს მის გარშემო მიმდინარე მოვლენები.
ზრდა და განვითარება –პიროვნების განვითარებას გარემო და გენეტიკური ფაქტორები
განსაზღვრავს. ხან ერთი იყო წინა ფლანგზე ხან მეორე თმცა საბოლოოდ შეთანხმდენნ რომ
ადამიანის ფორმირებისთვის ორივეს არსებობა აუცილებელია .

გენეტიკური დეტერმინატები–ეს ფაქტორები მნიშვნელოვანია ისეთი პიროვნული


მახასიათებლებისთვის, როგორიცაა ინტელექტი და ტემპერამენტი. ასევე გენეტიკა
მნიშნველოვანია საბაზისო ემოციების ჩამოყალიბების თვალსაზრისითაც, თუმცა ეს არ
გამორიცხავს გამოცდილების შედეგად აღმოცენებული ემოციების არსებობას .საბოლოდ
~გენის როლი დიდია იმ მხრივ, რომ ის უზრუნველყოფს იმას, რომ ყველა მივეკუთვნებით
ადამიანის ერთიან მოდგმას და აგრეთვე იმასაც, რომ ჩვენ შორის არის ინდივიდუალური
სხვაობები.

გერემოს დეტერმინატები–კულტურა ,რომელიც პიროვნების გარემოსულ დეტერმინატთა


შორის უმნიშვნელოვანესია ადამიანის ის გამოცდილება, რაც გარკვეული კულტურისადმი
მიკუთვნებულობას უკავშირდება.კულტურა მთლიანად განსაზრვრავს ჩვენი არსებობის
ყველა მხარეს , იმას თუ რა გვჭირდება, როგორ განვიცდით სხვადსხვა ემოციას, რა არის
ჩვენთვის : სასცილო „ და რა „სატირალი „

სოციალური კლასი– პიროვნების შესაცნობას აუცილებელია იმის ცოდნა თ რომელი


კასიდანაა იგი. ეს იმიტომ რომ კლასობრივი ფაქტორი განაპირობებს ინდივდის სტატუს,
როლებს , იმას რასაც ის ასრულებს საზოგადოებაში. ეს ასპქეტი გულისხმობს იმას თუ
როგორ ხედავს ადამიანი სტიტუაციას და მასზე რეაგირებს .

ოჯახი–კულტურისა და კლასის შიგნით ადამიანის ქცევას განაპირობებს ოჯახი, მშობლები.


მშობლის გავლენა შვილზე ხორციელდება სამი ხერხით:1 ) მშობლები საკუთარი ქცევით
ქმნიან სიტუაციებს, რომლებიც ბავშვის ფარკვეულ ქცევას აყალიბებს , 2)მშობლები
ბავშვისთვის ის მისაბაძი ფიგურები ხდებიან , ვისთანაც მოახდინეს იდენტიფიკაცია, ანუ
გააიგივეს საკუთარი თავი და მათგან გადაიღეს ქცევები , 3 ) მშობლები გარკვეულ ქცევათა
გამო ბავშვის წახალისებას მიმართავენ.

თანატოლები–თუ ინდივიდ ვერ ახდენს ოჯახში ადაპტირებას და ფორმირებას ეს


ალტერნატიულად თანატოლებით იცვლება . ხშირ შემთხვევაში თანატოლთა გავლენა უფრო
მნიშნველოვანად იზრდება პიროვნების ფორმირების პროვესში ვიდრე ოჯახის გავლენა .

გენეტიკურ და გარემოს დეტერმინატთა თანაფარდობა

შემოდის ტერმინი რეაქციის დიაპაზონი, რომლის არსი იმაშია რომ გენეტიკური


მემკივდრეობა აფისქსირებს შესაძლო ვარიანტების გარკვეულ ასპექტს , ხოლო გარემო ერთ–
ერთ კონკტერულ ვარიანტს განსაზღვრავს.მაგ : მემკვიდრეობით შეიძლება იყოს
განსაზღვრული მუსიკალური უნარები, ხოლო ამ მონაცემთა განვითარების კონკტერულ
ხარისხსა და ფორმას გარემო პირობები განსაზღვრავს.
ფსიქოპათოლოგია და ქცევის ცვლილება

ქცევის მრავალფეროვნების ასახნელად, პიროვნების თეორია უნდა შეიცავდეს იმის ანალზის,


როგორ ახერხებს ერთი ადამიანი წარმატებით გაართვას თავი ყოველდღიურ სტრესებს და
საბოლოო ჯამში კმაყოფილი იყოს, მაშინ როცა მეორე ფსიქოპათოლოგიურ რეაქციებს ანუ
ფსიქოლოგიური მიზეზებით გამოწვეულ ქცევით გადახრებს.

პიროვნების თეორიის ძირითადი პრობელმები (ფილოსოფიური შეხედვა ადამიანის


რაობაზე)

პიროვნების ყველა თეორიის მიღმა ადამიანის რაობის შესახებ გარკვეული ფილოსოფიური


შეხედულება იკითხება, თუმცა ერთანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია და
ძირითადად დამოკიდებულია ავტორზე. ეპოქასა და მოცემულ კულტურაზე. ამის
თვალსაჩნო მაგალითია ზიგმუნდ ფროიდი და მისი მოძღვრება.

ქცევის გარეგანი და შინაგანი დეტერმინატები

ადამაინის ქცევა შედგება შინაგანი და გარეგანი მოვლენებით, ყველა თეორია აღარებს, რომ
შინაგანი მოველნები ქცევის დეტერმინაციაში მნიშნველოვან როლს ასრულებს . საქმე
გარეგან და შინაგანი დეტერმინტების მნიშნველობას და თანაფარდობას ეხება
.ფროიდისთვის ქცევაზე გარეგანი ფაქტორების გავლენა იყო მინიმალური, კინერისსთვის
მაქსიმალური. ფროიდს მიაჩნდა რომ ადამიანი იმართება უხილავი შინაგანი ძალებით,
ხოლო სკინერი ამტკიცებდა რომ ადამიანს მართავს გარე ძალები.ფროიდის მიმდევრები
ფიქრობდნენ , რომ ადამიანი თავისი ბუნებით აქტიურია, სკინერისები კი ადამიანს
გარემოებათა მსხვერპლად მიიჩნევენ.

ქცევის შეთანხმებულობა დროსა და სიტუაციებში

რამდენად მყარია პიროვნება და მისი ქცევა სხვადსხვა დროსა და სიტუაციაში ? სხვადსხვა


ავტორს სხვადსხვა მოსაზრება აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით. „ადამიანი–სიტუაცია“
ფსიქოლოგთა ერთი ნაწილის აზრით, ადამიანი ძალზე მყარი და თანმიმდევრულია ქცევაში,
სხვები კი ამტკიცებენ, რომ ადამიანის ქცევა სტიაუცურად იმდენად ცვალებადია, რომ
თითქოს მას სხვა ადამიანი ასრულებს .პიროვნული შეთანხმებულობის საკითხი ძალიან
რთულია და პასზე პასუხები ნაწილობრივ დამოკიდებულია იმაზე, პიროვნების რომელ
ასპექტს ვიხილავთ და რას ვგულისხმობთ.

ქცევა მთიანობა და საკუთარი მეს ცნება

ჩვეულებრივ, მე–ს ცნებას მეცნიერები სამი მიზეზით მიმართავენ.

1)საკუთარი თავის ცნობიერება ჩვენი სუბიექტური გრძნობადი განცდების მნიშვნელოვანი


ნაწილია
2)წარმოდგენა, რაც გაგვაჩნია საკუთარი თავის შესახებ, ხშირ შემთხვევაში , გალვენას ახდენს
ჩვენს ქცევაზე.

3)მე–ს ცნება ადამიანის ქცევის ორგანიზებული, ინტეგრირებული ასპექტების გამოსახატავად


გამოიყენება .

აზრს, გრძნობას და ქცევას შორის მიმართება

პიროვენბა კოგცნიებს (აზრებს, წარმოდგენებს ) აფექტებს (ემოცებს ) და რეალურ ქცევას


შეიცავს. რადიკალური ბიჰევიორიზმი ყურადღებას ხილულ ქცევაზე ამახვილებდა და უარს
ამბობდა კ შინაგანი პროცესებიას, აზრებისა და გრძნობების კვევლაზე.

წარსულის, ასწმყოს, მომავლის გავლენა ქცევაზე

საკუთარი წარსულის „მძევლები“ ვართ თუ წარმოსახული მომავლის გავლენა უფრო


ძლიერია ?ქცევაზე გავლენას ახდენს შორეული და ახლო წარული. ასევე ჩვე ნაწმყო
შეხედულებებზე შეიძლება გავლენა იქონიოს საკუთარმა ფიქრებმა ახლო და შორეულ
მომავალზე.

თავი 2
პიროვნების მეცნიერული კვლევა

რა ტიპის ინფორმაცია გვჭირდება, რომ ადამიანის სისტემატური კვლევა ვაწარმოოთ?


ამგვარი ინფორმაცია 4 კატეგორიად იყოფა: ცხოვრების ჩანაწერები, დაკვირვების
მონაცემები, ტესტირების მონაცემები და თვითანგარიშები.

ცხოვრების ჩანაწერებს განეკუთვნება ინფორმაცია, რომელილც სხვადასხვა


დოკუმენტში ან საბუთშია დაფიქსირებული. მაგალითად თუ ინტელექტს და
სასკოლო წარმატებას ვიკვლევთ, სკოლის ჟურნალში დაფისქირებულ ნიშნებს
ჩავხედავთ.

დაკვირების მონაცემები არის ინფორმაცია, რომლის მიღება შესაძლებელია საქმეში


ჩახედული დამკვირვებლებისგან, როგორებიც მაგალითად არიან მშობლები,
მეგობრები. ჩვეულებრივ ამგვარი მონაცემები პიროვნულ ნიშანთა შეფასებით
მიიღება ანუ მეგობრებს სთხოვენ რო თავიანთი მეგობრის კომუნიკაბელურობა
შეაფასონ. ასეთ შეფასებას ბანაკის აღმზრდელებსაც ასწავლიან. ხოლო თუ ბოლოს
დამკვირვებელთა მონაცემები დაემთხვა ესეიგი ისინი სანდოა.

ტესტირების მონაცემები არის ის ინფორმაცია რომელიც ტესტებით ან


ექსპერიმენტებით მიიღება, როგორიცაა მაგალითად ინტელექტის ტესტები.
თვითანგარიშები ეს არის საკუთარი თავის შესაცებ თვითონ ცდისპირის მიერ
მოწოდებული ინფორმაცია, რაც კითხვებზე პასუხის ფორმით მიიღება. პიროვნული
კითხვარები შეიძლება ერთ რომელიმე ნიშანს ეხებოდეს ან მთელ პიროვნულ
სტრუქტურას.

ჩნდება კითხვა- რამდენად ემთხვევა ერთმანეთს სხვადასხვა ხერხით მიღებული


მაჩვენებლები? ცნობილია, რომ კითხვართა მეშვეობით მიღებული ქულები ხშირად
ლაბორატორიის პირობებში მიღებულ მონაცემებს არ ემთხვევა. კითხვარები,
როგორც წესი, შეიცავს გაცილებით ფართო და ზოგად მოსაქრებებს, მაშინ როცა
ექსპერიმტენული პროცედურა პუროვნულ თვისებებს კონკრეტულ კონტექსტში
ზომავს. ამიტომ ტესტებისა და თვითშეფასების მონაცემები ხშირად არ ემთხვევა.

რა მიმართებაა თვითანგარიშებსა და გარეშე დამკვირვებელთა შეფასებებს შორის?


ნაწილი მიიჩნევს რომ მეგობართა და მეუღლეთა მიცემული პიროვნული ნიშნის
შეფასებები ემთხვევა ადამიანის შეფასებას, ნაწილის აზრით კი - არა. როდესაც
შესაფასებელი პიროვნული ნიშანი მნიშვნელოვანია, ამ დროს ერთვება მიკერძოება
და სუბიექტურობა, გარდა ამისა ზოგიერთი პიროვნული ნიშანი დაკვირვებისთვის
უფრო ხელმისაწვდომია ვიდრე სხვა, მაგ: კომუნიკაბელურობა, რაც თვითშეფასებასა
და დამკვირვებელთა შეფასებებს უფრო შეთანხმებულს ხდის.

რაც შეეხება იმას თუ რომელი ხერხი ჯობია, ეს ინდივიდუალურია და


დამოკიდებულია კვლევის მიზნებზე, თუმცა სხვადასხვა მიზნებისთვის ოთხივე
ტიპის მონაცემთა გამოყენებაა შესაძლებელი.

ემპირიული კვლევისადმი სამი ძირითადი მიდგომა


(განიხილება სტრესის და უმწეობის ჭრილში)

ცალკეული შემთხვევის შესწავლა და კლინიკური კვლევა

კლინიკური კვლევა გულისხმობს ცალკეული ინდივიდების შესწავლას, რამაც დიდი


როლი შეასრულა პიროვნების რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ტეორიის
ჩამოყალიბებაში. ეს თეორიები მოგვიანებით შემოწმდა ტესტებით,კითხვარებით და
ა.შ, თუმცა მათ საფუძველი სწორედ კლინიკურმა დაკვირვებებმა ჩაუყარა და
შემდგომ განვითარებაშიც მიიღო მონაწილეობა.
რაც შეეხება სტრესსა და უმწეობას - შფოთვის ცნება, რომელიც უკავშირდება
სტრესის ცნებას, ყოველთვის დიდ ყურადღებას იწვევდა. ცნობილი კლინიცისტი
როლო მეი მივიდა დასკვნამმდე რომ შფოთვის მახასიათებლებია საფრთხის წინაშე
საკუთარი დაურწმუნებლობისა (მტკიცე კოგნიტური სტრუქტურის უქონლობა) და
უმწეობის (სიტუაციაზე კონტროლის არ ქონა) განცდა. უცნობი და უხილავი საფრთხე
ქმნის სიტუაციას როდესაც ვერ ხერხდება ქცევის წარმართვა გარკვეულ მიზანზე,
რასაც გონების პარალიზება და უმწეობის განცდის აღმოცენება მოსდევს.

სტრესზე რეაქციები საბრძოლო მოქმედებების დროს

კლინიკური საუბრებიდან ირკვევა, რომ ყველაზე ძლიერი შიში მტრის აქტიურ


მოქმედებებს უკავშირდება, როდესაც მტერი საბრძოლო ქვემეხებს იყენებს. თვითონ
უძლიერესი სტრესორია ის, რომ იერიშის წინასწარი ნიშანი არ არსებობს, შეიძლება
ყოველ წამს დაიწყოს, რაც შფოთვასთან გამკლავებას უფროდა უფრო რთულს ხდის.
სტრესზე თავდაპირველი რეაქცია დაძაბულობის და სიფხიზლის ზრდაა - ანუ
ადამიანი მზადაა შეებრძოლოს საფრთხეს და სიტუაციაზე კონტროლი შეინარჩუნოს,
მაგრამ მძიმე გარემოებები, დაღლილობა და მეგობრების დაღუპვა ადამიანს ურყევს
სულიერ წონასრორობას და უმწეობისა და შფოთვის განცდას უჩენს. ისინი ამ
გრძნობებს ეწინააღმდეგებიან სიტყვებით „მე არაფერი მომივა“, თითქოს დაცვის
მექანიზმად იყენებენ თავის დასამშვიდებლად.
ხანგრძლივმა სტრესმა შეიძლება ნებისმიერი ტიპის ნევროტული და
ფსიქოსომატური სიმპტომი წარმოქმნას, რომლებიც ერთიანდება ჯგუფში
„ოპერაციული დაღლილობა“. ეს შფოთვის, დეპრესიის და ფსიქოსომატური
რეაქციების ნაზავია.

ლაბორატორიული კვლევა და ექსპერიმენტი

ექსპერიმენტული კვლევის დროს მკვლევარი კონტროლს აწესებს ცვლადებზე, რათა


დაადგინოს მიზეზ-შედეგობრივი კავშირები. მკვლევარს შეუძლია შექმნას ისეთი
გარემო სადაც შფოთვის დონეს აკონტროლებს და აკვირდება თუ რა გავლენას
იქონიებს სხვადასხვა დონე აზროვნებაზე. ექსპერიმენტის მთავარი მიზანია
მოვლენათა მიზეზების შესახებ აზრის შემუშავება.
კლინიკური კვლევა და ექსპერიმენტი ერთმანეთის საპირისპიროა. კლინიცისტები
ერთ ადამიანს აკვირდებიან ბუნებრივ პიროვბებში, ხოლო ექსპერიმენტული კვლევა
ბევრი ადამიანის კვლევასა და ცვლადების მკაცრ კონტროლს მოითხოვს.

დასწავლილი უმწეობა
მარტინ სელიგმენმა აღმოაჩინა, რომ ძაღლები რომლებიც არაკონტროლირებად
სიტუაციებში ელექტროდარტყმებს იღებდნენ, ეს უმწეობა გადაჰქონდათ ისეთ
სიტუაციებზეც, როდესაც ელექტროდარტყმების აცილება შესაძლებელი იყო. ანუ
როდესაც პირველ ჯერზე ეცადნენ არიდებას მაგრამ უშედეგო იყო, მეორე ჯერზე
ჩაბეჭდილი ჰქონდათ, რომ მცდელობას აზრი არ აქვს, მიუხედავად იმისა რომ
უბრალოდ გაქცევით შეეძლოთ თავის შველა, ანუ უარი თქვეს გამოსავლის ძიებაზე.
სწორედ ამას ნიშნავს დასწავლილი უმწეობა.
ხოლო ის ძაღლები, რომლებიც პირდაპირ ისეთ სიტუაციაში მოხვდნენ, საიდანაც
ელექტროდარტყმებისთვის თავის დაღწევა შეიძლებოდა, რა თქმა უნდა არ
დანებდნენ და მიაგნეს თავის დახსნის გზას, ხოლო ეს დატანჯული ძაღლები ყოველ
ჯერზე უფრო მალ-მალე ნებდებოდნენ.
შემდეგ კვლევებმა აჩვენა რომ ეს ადამიანზეც ვრცელდება ოღონდ ხმაურის
შემთხვევაში, ადამიანის უმწეობა აუტანელი ხმაურის თმენაში გამოიხატება, ასევე
საგულისხმოა რომ უმწეობის დასწავლა უბრალოდ უმწეო ქცევის მაგალითზე
დაკვირვებითაც კი ხდება.
რაც შეეხება დასწავლილი უმწეობის თეორიას, მიხვდნენ რომ ადამიანიც და
ცხოველიც შეეგუა იმ აზრს რომ რეზულტატი და საბოლოო შედეგი მასზე არ არის
დამოკიდებული ამიტომ კოგნიტური პროცესები და გამოსავლის ძიების მექანიზმი
დაქვეითდა:
1. უმართავი პროცესები ამცირებენ მოტივაციას რომ ადამიანი ეცადოს სიტუაციის
კონტროლზე აყვანას.
2. წინმსწრები მოვლენის უმართავობა ორგანიზმს უძნებელს იმის დაჯერებას რომ
მის რეაქციებს ამჯერად შეუძლია რაიმე გავლენა მოახდინოს შემდეგ მოვლენებზე.
3. მოვლენათა უკონტროლობის განცდის დიდი ხნით განცდა დეპრესიასაც კი იქვევს.

პიროვნული კითხვარები და კორელაციური კვლევები

პიროვნული ტესტები მაშინ გამოიყენება როდესაც ცალკეულ ინდივიდთა შესწავლა


არც აუცილებელია და არც სასურველი. გარდა ამისა ის უპირატესობა აქვს, რომ ბევრ
ცდისპირზე ერთდროულად გროვდება ბევრი ინფორმაცია. ეს ტესტები ძირითადად
ინდივიდებს შორის განსხვავებათა დადგენას უკავშირდება. მაგ: ფსიქოლოგებს
აინტერესებთ ინდივიდუალური სხვაობები შფოთვის გამოვლინებაში. ასევე
არსებობს კორელაციური კვლევები, რომლითაც დგინდება კავშირი ორ ან მეტ
ცვლადს შორის. კითხვარები და კორელაციური კვლევები პიროვნების მკვლევართა
შორის მეტად პოპულარულია.

კონტროლის შინაგან-გარეგანი ლოკუსი


(ინტერნალობა-ექსტერნალობა)

კონტროლის ლოკუსი პიროვნების სოციალური დასწავლის შემადგენელი ნაწილია.


მაგ: უმწეობის დასწავლაც კონტროლის ლოკუსზეა დამოკიდებული. ამ ცნების
ავტორია ჯულიან როტერი. კონტროლის ლოკუსი ადამიანების ზოგადი მოლოდინია
მათ ცხოვრებაში მომხდარი მოვლენების მიზეზებზე. ანუ ისინი ან ტავიანთ ტავში
ეძებენ წარმატებისა თუ წარუმატებლობის მიზეზს - ინტერნალური ლოკუსი. ხოლო
ის ვინც თვლის რომ მისი ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენებს გარეგანი ძალები
განაგებს - კონტროლის გარეგან ანუ ექსტერნალობაზე მიუთითებს.
სავარაუდოდ ადამიანები, რომლებიც განსხვავდებიან კონტროლის ლოკუსით,
სხვადასხვაგვარად მოიქცევიან დასწავლილი უმწეობის შემთხვევაში, ეს ვარაუდო
კვლევამ დაადასტურა.

მიზეზობრივი (კაუზალური) ატრიბუციები: ახსნის სტილი

ისევ და ისევ დასწავლილი უმწეობის მაგალითზე რომ განვიხილოთ, ძალიან


მნიშველოვანია იმის გათვალისწინება თუ რა ინტერპრეტაციას აძლევს და რით ხსნის
საკუთარ უმწეობას თვითონ ადამიანი. ამ მოდელის თანახმად ადამიანი ცდილობს
გაიგოს რატომ არის უმწეო და ააგოს მიზეზ-შედეგობრივი (კაუზალური) ატრიბუცია.
უმიშვნელოვანესია მიზეზობრივი ატრიბუციის სამი პარამეტრი: ერთი, რომ
ადამიანს შეუძლია უმწეობის მიზეზი თავის თავს ან სიტუაციას მიაწეროს, ანუ
მიზეზი შიგნით ან გარეთ დაინახოს. მეორე - ადამიანს შეუძლია უმწეობა
კონკრეტული სიტუაციის სფეციფიკურ ფაქტორებს ან გარე ან შიდა უფრო ზოგად
ვითარებას მიაწეროს. მესამე - სიტუაციის თავისებურებები შეიძლება აღიქვას
როგორც უცვლელი და სტაბილური, ასევე როგორც დროებითი და არასტაბილური.
ამრიგად, დასწავლილი უმწეობის გაუმჯობესებული მოდელის თანახმად არსებობს
კაუზალური ატრიბუციის სამი პარამეტრი - შინაგანი-გარეგანი, სპეციფიკური-
გლობალური, სტაბილური-არასტაბილური. გამოყენებელი ატრიბუციის რაგვარობას
რა თქმა უნდა დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგ: თუ აქცენტი კეთდება შინაგან მიზეზზე,
ეს თვითშეფასების უფრო დაქვეითებას იწვევს. როცა სიტუაციაზე კონტროლის
ნაკლებობას გლობალურ მიზეზს მივაწერთ, უკონტროლობა უფრო მეტ სიტუაციაზე
ვრცელდება და ა.შ. თუ პრობლემის არსს სტაბილურ მიზეზებს მივაწერთ ის უფრო
დიდხანს დარჩება პრობლემად და ა.შ. ასე რომ ამ ატრიბუციების მიხედვით
უმწეობის რაგვარობა, შემდეგი განვითარება და პროგნოზი ხდება.

ატრიბუციული სტილის კითხვარი (ASQ).


დასწავლილი უმწეობისადმი ექსპერიმენტული მიდგომა კაუზალურ ატრიბუციებზე
ზემოქმედებას და მათ მოტივაციურ და ემოციურ შედეგებზე დაკვირვებას
ითვალისწინებს. ანუ ცდისპირი შეიძლება ჩავაყენოთ ისეთ ვითარებაში რაც მას
საკუთარი მარცხის შინაგან ან გარეგან ატრიბუციებისკენ უბიძგებს. ამ
მიმართულებით კვლევისთვის შემუშავდა ატრიბუციის სტილის კითხვარი. იგი
გამიზნულია ატრიბუციის სამივე პარამეტრის მიხედვით განსხვავებების გასაზომად.
ცდისპირს სთხოვენ დაასახელოს 12 ჰიპოთეტური მოვლენის მიზეზი და შემდეგ ეს
მიზეზები სკალებით შეაფასოს, რათა გაირკვეს ატრიბუცია რა ტიპისაა. კითხვარში 6
ჰიპოთეტური მოვლენა სასიხარულოა, 6 - სამწუხარო. ვარაუდი რომ ადამიანისთვის
დამახასიათებელია გარკვეული ატრიბუციული ტენდენცია ანუ სტილი -
დადასტურდა.
დასწავლილი უმწეობის სტილის მიხედვით უმართავი უარყოფითი მოვლენების
მიწერა შინაგანი,სტაბილური და გლობალური ფაქტორებისთვის ხდება, თუმცა ვერ
იქნება დეპრესიის მიზეზი. დეპრესიის მიზეზი უფრო მეტად თვითგვემაა ანუ ასეთი
ვარ და რას ვიზამ და არა ქმედება, რომლის შეცვლაც შესაძლებელია.

ახსნის სტილი.
ახსნის სტილი ატრიბუციის სტილის სინონიმია, ჩატარდა კორელაციური კვლევა და
გაკეთდა დასკვნები:
1. დასწავლილი უმწეობის ფენომენი დასტურდება როგორც ადამიანთან,ასევე
ცხოველთან.
2. ახსნის ინდივიდუალური სტილი ადამიანის მთელი ცხოვრების მანძილზე რჩება
უცვლელი.
3. ახსნის სტილი გავლენას ახდენს მოტივაციაზე,ემოციებზე და ქცევაზე.
4. დასწაცლილი უმწეობის სიმპტომები დეპრესიის სიმპტომებს ემთხვევა.
5. საგანგებო თერაპიული მეთოდებით შესაძლებელია ახსნის სტილის შეცვლა და
დეპრესიის შემსუბუქება.
6. დასწავლილი უმწეობა და ახსნის პესიმისტური სტილი ჯანმრთელობის ცუდ
მდგომარეობას უკავშირდება.

კლინიკური კვლევა: ღირსებები და ნაკლოვანებები

ღირსებები და ნაკლოვანებები განისაზღვრება იმით თუ რა შეისწავლება და როგორ


ტარდება გამოკვლევა. როგორც წესი კლინიკურ გამოკვლევაში საინტერესო ქცევა
უშუალოდ შეისწავლება და მაგ: საომარი სტრესის შესწავლის ერთადერთი ხერხია.
სიღრმისეული ორგანიზაციის შესწავლის შესაძლებლობას სწორედ კლინიკური
კვლევა იძლევა, თუმცა ამ ტიპის კვლევები ვერ იქნება დაცული მკვლევარის
სუბიექტივიზმისგან.

სიტყვიერი ანგარიშების გამოყენება

პიროვნების კლინიკურ გამოვკლევებში სიტყვიერი ანგარიშების გამოყენებას თან


ახლავს სპეციფიკური პრობლემები:1. ადამიანი ხშირად გაუცნობიერებლად და
უნებლიედ მცდარად გადმოსცემს მოვლენებს. 2. ადამიანს არ გააჩნია საკუთარ
შინაგან მდგომარეობათა შეფასების კრიტერიუმები და კითხვაზე პასუხის გაცემისას
უფრო ფიქრით ხელმძღვანელობს, ვიდრე იმით თუ რა იყო სინამდვილეში. ანუ
სიტყვიერი ანგარიშები საეჭვო წყაროა. ხოლო საპირისპირო აზრის მიხედვით -
მივიჩნიოთ სუბიექტური ანგარიშები იმად რაც არის, რადგან არ გვაქვს საფუძველი
ვიფიქროთ რომ ისინი უსარგებლოა. ხოლო რაც შეეხება ვერბალური რეაქციების
ყველაზე სასარგებლო მოდელებს - ცდისპირს შეუზლია მოგვაწოდოს ცნობა იმაზე,
რამაც მისი ყურადღება მიიპყრო.

ექსპერიმენტული კვლევა: ღირსებები და ნაკლოვანებები

ეს სამეცნიერო იდეალია, მისი ძალა კი იმაშია, რომ შესაძლებელია შერჩეული


ცვლადების მართვა, მიზეზ-შედეგობრიობის დადგენა და ობიექტური მონაცემების
შეგროვება. რაც შეეხება ნაკლს, ზოგი მიიჩნევს რომ ის ზედმეტად ხელოვნურია და
კონტექსტისთვის გამოუსადეგარი.

კორელაციური კვლევები და კითხვარები:


ღირსებები და ნაკლოვანებები

კორელაციური კვლევა, ერთი მხრივ, საშუალებას იძლევა შევისწავლოთ ცვლადთა


უფრო ფართო დიაპაზონი, ვიდრე ექსპერიმენტული კვლევით, ხოლო მეორე მხრივ,
მის ცვლადებზე ვერ ხორციელდება ისეთი სათანადო კონტროლი, როგორც
ექსპერიმენტულის დროს.
პიროვნულ კითხვართა გამოყენება კორელაციაში ხდება შემდეგნაირად - არაერთ
ფსიქოლოგს დააეჭვებს რამდენად არის ცდისპირის პასუხები სანდო, კითხვებზე
პასუხის დროს კი როდესაც თვითანგარიშია საჭირო, თავს იჩენს სხვადასხვაგვარი
მიკერძოება ანუ ვლინდება 1. დათანხმების ან არდათანხმების სტილი. 2 სოციალური
სასურველობა.
პირველი გვიჩვენებს ცდისპირის ტენდენციას ზოგადად დაეთანხმოს ან არ
დაეთანხმოს კითხვებს, მისი შინაარსის მიუხედავად. ხოლო მეორე ტენდენცია კი
მიუთითებს რომ ცდისპირი გულრწფელი არ არის და ცდილობს სოციუმისთვის
მაქსიმალურად მოსაწონი პასუხები გასცეს.

პიროვნების თეორია და ემპირიული კვლევა

საგულისხმოა, რომ თეორია და კვლევა სერიოზულ გავლენას ახდენს ერთმანეთზე:


თეორია კვლევის პერსპექტივას ასახავს, ხოლო კვლევა თეორიას ამოწმებს. ამრიგად
თეორია და კვლევა შემეცნების ერთიანი პროცესის შემადგენელი ნაწილებია.
ზოგადად მკვლევარები უპირატესობას ანიჭებენ კლინიკურ, ექსპერიმენტულ ან
კორელაციურ კვლევას. ერთი თეორია კონცენტრირდება მონაცემთა ერთ სახეობაზე,
ხოლო მეორე სხვა ტიპის მონაცემეს აგროვებს. საქმე იმაშია რომ თითოეული
განსხვავებულია და ეს განსხვავებები გასათვალისწინებელია.

ბანდურა

სოციალურ-კოგნიტური თეორია

იგი ტრადიციული ბიჰევიორისტული თეორიიდან ამოიზარდა და “სოციალური დასწავლის


თეორია” დაერქვა. ამ თეორიის თანახმად, ქცევა სიტუაციაზეა დამოკიდებული, ანუ
ადამიანი სხვადასხვა სიტუაციაში ქცევის განსხვავებული პატერნით მოქმედებს.

ადამიანის რაობა

ადამიანი აქტიური არსებაა, რომელიც კოგნიტური პროცესების მეშვეობით იქმნის


წარმოდგენას მოვკენებზე, განჭვრეტს საკუთარ მომავალს, ირჩევს ქცევის მიმართულებას და
სხვებთან ურთიერთქმედებას. უარყოფილია თეორიები, სადაც პრიორიტეტი მხოლოდ
გარეგან ფაქტირებს ენიჭება. ქცევის ასახსნელად ადამიანსა და გარემომცველ სინამდვილეს
შორის ურთიერთქმედებაა გასათვალისწინებელი. ურთიერთობის ამ პროცესს ბანდურამ
უწოდა რეციპროკული ანუ ორმხრივი დეტერმინიზმი : ადამიანი გარემოს სინამდვილეს
განიცდის მაგრამ ქცევის ხერხებს თავად ირჩევს, გავლენას ახდენს სხვათა წცევაზე და სხვა
ადამიანთა ქცევის გავლენიფ თვითონაც იცვლება.

სტრუქტურა

 ელემენტები:

 მოლოდინი-რწმებები,

 კიმპეტენციები-უნარ-ჩვევები

 მიზნები.

მოლოდინი-რწმენები

მოლოდინები და რწმენები საკუთარ თავს ეხება(როგორ იქცევა ხალხი, ჯილდო, ჯარიმა


რომელიც მოყვება ქცევას). ადამიანს ორივე შემთხვევაში ერთვება კოგნიტური პროეცესები,
როგორიცაა სიტუაციათა კატეგორიზება(სხვადასხვა სიტუაციაში ადამიანი განსხვავებულად
იქცევა) ადამიანები ქცევის ოატერნებით განსხვავდებიან. თითოეული აყალიბებს
მოლოდინებს “თუ...მაშინ”. ეს მყარი პატერნის ჩამოყალიბებაა. თვითდაკვირვების თანახმად
ადამიანი განსხვავებულად გრძნიბს თავს სხვადასხვა სიტუაციებში. ექსტრავერტი
თანატოლებთან; შინ-შებიჭილი.

ინდივიდისთვის დამახასიათებელია სიტუაციათა კინკრეტული ჯგუფის მიმართ გარკვეულ


ქცევათა გამოვლინების განსხვავებული და უცვლელი პროფილები. სიტუაცია-ქცევის
კავშირთა ინდივიდისთვის დამახასიათებელ და სხვებისგან განმასხვავებელ პროფილებს
ქცევითი ავტოგრაფები უწოდა. ამ ტიპის მიზანია ქცევის ინფივიდუალური უნიკალურიბუს
ახსნა და წვდომა.

არსებუთად ადამიანს არ გააჩნია სტრუქტურა, რომელიც “მე”ს “თვითობას” “მეობას”


ვუწოდებფ. უფრო სწორია ფუ მე-პროცესებზე ვილაპარაკებთ. “მეს” ერთ-ერთი ასპექტია
თვითეფექტურობა ანუ ადამიანის ვარაუდი კონკრეტულ სიტუაციაში წარმატებით
მოწმედების, მის წინაშე მდგარი ამოცანის გადაჭრის საკუთარი უნარის შესახებ. საკუთარი
ეფექტიანობის თაობაზე ჩვენივე წარმოდგენები გავკენას ახდენს აზრივნებაზდ,
მოტივაციაზდ, წარმატებაზდ და ემოციურ აგზნებაზე.

ბანდურა თვითეფექტურობას შემდეგნაირად ზომავს: იგი უპირატესობას ანიჭებს ე.წ


მიკროანალიტიკური კვლევის სტრატეგიას, როდესაც გაზომვა ხდება უშუალოდ
კინკრეტული მოქმედების განხირციელების წინ.

მიზნები
ადამიანის უნარი წარმოისახოს მომავალი და საკუთარი თავის მოტივირება მოახდინოს.
პრიორიტეტების დადგენაში გვეხმარება მიზნები. ადამიანს შეუძლია დაისახოს მიზანი იმის
მიხედვით, რა შესაძლებლობებს სთავაზიბს გარემო და როგორია ამ მიზნის მიღწევის მხრივ
საკუთარი ეფექტურობის წინასწარი ვარაუდი.

კომპეტენციებუ-უნარ-ჩვევები

ყურადღებას ამახვილებს კიმპეტენციებზე ან უნარებზე რასაც ადამიანი ფლობს(ლოგიკური


აზრივნების ხერხები, ყოფით პრობლემათა პრაქტიკული გადსჭრის უნარები). ერთ
კონტექსტში კომპეტენრური ადამიანი შეიძლება სულაც არ იყოს სხვა კონტექსტში
კომპეტენტური(აკადემიურის კომპ. არაკომპ. იქნება ბიზნესში).

პროცესი

ქცევა მოლოდინებს ანუ პროგნოზირებულ და არა უშუალო შედეგებს ეყრდნობა. ადამიანს


მომავალი ჯილდოსა და სასჯელის პროგნოზირება შეუძლია.

მიზნები, სტანდარტები, თვითრეგულაცია.

შინაგანი პროცესებიდან საგულისხმოა ორი ცნება: 1. ადამიანის შინაგანი


სტანდარტები(საკუთარი და სხვისი წცევის შესაფასებლად). 2. თვითგანმტკიცების პროცესი.
ის მნიშვნელოვანია ქცევის შესანარჩუნებლად. ქევით ან ძაგებით შეგვიძლია წავახალისოთ ან
დავაჯოთ საკუთარი თავი. ადამიანები განსხვავდებიან სტანდარტებითაც, რასაც საკუთარ
თავს უყენებენ.

ამ ანალიზში საყურადღებოა: 1. ადამიანი განიხილება პროაქტიული (და არა რეაქტიული)


არსება. გარემოს კი არ პასუხობს , თვითონ აყალიბებს საკუთარ სტანდარტებს. 2.
სტანდარტთა თვითგანმტკიცება, ადამიანს შეუძლია ქცევის თვითრეგულირება.

თვითეფექტურობა და ქცევის წარმატებულობა

ადამიანი განსჯის რამდენად შესწევს უნარი შეასრულოს ის მითხოვნები, რასაც მას ამოცანა
უყენებს. თვითეფექტურობის შესახებ შეფასებითი მსჯელობები გავლენას ახდენს
აზრივნებაზე(შევძლებ, ვერასდროს მოვახერხებ), ემიციებზე(სიცარული ან დეპრესია) და
ქცევაზე(საქმის ბოლომდე მიყვანა ან ხელის ჩაწნევა).

თვითეფექტურობის რწმენას შეუძლია იმდენად ძლიერი გავლენა მოახდინოს ძალისხმევის


მოტივაციაზე და წარმატებაზდ, რომ ნიჭიერ დ აუნიჭო ადამიანთა შორის განსხვავებაც კი
წაიშალოს. საკუთარ ეფექტურობაზრა დამოკიდებული თუ როგორ დაძლევს ადამინი
გულგატეხილობას და სტრესებს.

თვითეფექტურობის რწმენა გავლენას ახდენს მოტივაციაზე. ა) როგორ მიზნებს დაისახავს


ადამიანი. ბ) რამდენად მონდომებული, დაჟინებული და ეფექტური იქნება ადამიანი
დასახულ ამოცანათა განხირციელებაში. გ) როგორია ამკცსნის მიმართ ემოციური
დამოკიდებულება. დ) საკუთარ ეფექტურობაში დარწმუნებული ადამიანი სტრესს და
იმედგაცრუებას უფრო უკეთ ართმევს თავს.

შეჯამება: ადამიანი უწესებს თავის ფავს სტანდარტებს და ისახავს მიზნებს, განიხილავს


ქცევის ალტერნატიულ გზებს და იღებს გადაწყვეტილებებს. იყვალისწინებს მოსალოდნელ
შედეგებს(ჯილდო). წარუმატებლობამ და მარცხმა შეიძლება უარი ათქმევინოს მიაზანზე ან
პირიქით უცვლელი დატოვოს ან გააძლიეროს სწრაფვა.

სწავლის კონტექსტში სწავლის მოტივაციის შენარჩუნება შესაძლებელია ფუ მოსწავლეს


მაღალი სტანდარტები აქვს. თუ დაბალი სტანდარტები აქვს არ ელის ჯილდოს არც სიამაყის
განცდა ეუფლება და საგნის მიმართ ინტერესი და მოტივაცია დაბალია.

ზრდა და განვითარება

დასწავლა დაკვირვების მეშვეობით

სხვის ქცევაზე უშუალო დაკვირვების გზით სწავლის დროს ადამიანს, ვისაც აკვირდებიან,
ეწოდება მოდელი. მიქმედების ათვისებას იმაზე დაკვირვებით თუ როგორ ასრულებს
მოქმედებას მოდელი, მოდელირევა ეწოდება.(ბავშვი-ენას). ამგავრ ქცევას ხშირად იმიტაციას
ან ინდეთიპიკაციას უწოდებენ. პირველი მიდელის კინკრეტული რეაქციის გამეორებაა,
ხოლო მეორე მიდელის ქცევის უფრო დიდი პატერნის გადმოღება.

სოციალურ-კოგნიტური თეორია განასხვავებს წცევის დაუფლრბასა და შესრულებას.


დაუფლება შესაძლებელია გარეგანი განმტკიცების გარეშეც, მაგრამ ამ ქცევის
განხორციელება მიხდება თუ არა ეს ჯილდოზე და სასჯელზეა დამოკიდებული.

არაპირდაპირი დაკვურვების მეშვეობით შესაძლებელია არა მხოლოდ ქცევის, არამედ


პირიბითი ემოციური რეაქციების ათვისებაც, როგორიცაა შიში და სიხარული. ეს პროცესი,
რასაც არაოირდაპირი განოირობება ეწოდება, თავს იჩენს ადამიანებთან და ცხოველებთან-
ადამიანებს, რომლებიც ხედავენ როგორ ავლენს მოდელი შიშის პირიბით რეაქციაზ,
არაპირდაპირ უყალიბდებათ ემოციური რეაქცია მანამდე ნეიტრალურ სტიმულზე.

დაკვირვების გზით დასწავლა ავტომატურად არ ხდება და ადამიანი წამხედურიბისთვის არ


არის განწირული. ცხივრების მანძილზე გარშემო უამრავ მისაბაძ ნიმუშს ვხედავთ და
არჩევნის გაკეთება შეგვიძლია.

მომავალზე ორიენტირებული ქცევის ერთერთი პირობას დაკმაყოფილების გადავადების


უნარი. როცა დაკმაყოფილების გადავადების მაღალ მაჩვენებლიან ბავშვს ანახეს მოდელი
რომელიც არჩევნის წინაშე დააყენეს(მიეღო ჯილდო დაუყოვნებლივ თუ უფრო ღირებული
ჯილდო შემდგომ) დაუყოვნებლივ ჯილდოს არჩევისას ბავშვმაც მსგავსი ქცევა გამოამჟღავნა.
განმეორებით რამდენიმე კვირის შემდეგ ჩატარებულმა ცდამ აჩვენა რომ მიღებული შედეგი
სტაბილურია. დაკმაყოფილების გადავადების უნარი კიგნიტური და ქცევითი
კომპეტენციიების შენუშავებას გულისნხიბს. ანუ ამეს კომპეტენციებუ( ცდუნების დაძლევა
და დაკმაყოფილების გადავადება) უშუალო გამოცდილებით და სხვათა ქცევაზე
დაკვირვებით შეიძინა.

საბოლოოდ, კოგნიტური კომპეტენციებუს ჩამიყალიბებბით და სტაბდართმტთა


შემუშავებუგ ინდივიდს უვითარდება მომავლის განჭვრეტის და მიხანთა მიღწევა-
მიუღწევლობისთვის საკუთარი თავის დაჯილდოვება-დასჯის უნარი. ამგვარი თვითქმნადი
შედეგები დიდად მნიშვნელოვანია ხანგრძლივი დროის მანძილზე ქცევის შესანარჩუნებლად
გარეგანი ჯილდოს არარსებიბუს პირობებში.

ფსიქოპათლოგია

სოციალურ–კოგნიტური თეორიის თანახმად, არადაპტური ქცევა დისფუნციური დასწავლის


შედეგია. არაადაპტური რეაქციები პირადი გამოცდილების საფუძველზე ან არაადეკვატურ
„ავადმყოფ მოდელებზე დაკვირვებით დაისწავლება. ხშირად თვითონ მშობლები არიან
შვილებისთვის მახინჯი ქცევის მოდელები.

დისფუნქციური მოლოდინები და ფისფუნქციური მე–კონცეფციები

ადამიანი შეიძლება მცდარად მოელოდეს ტკივილს გარკვეული მოვლენის შემდეგ,


ცდილობს ამგვარ სიტუაციებს აექცეს, სინამდვილეში თვითნვე წარმოქმნის ის იმ სიტუაციას
რასაც გაურბოდა. მაგალითად ადამიაინ რომელსაც ეშინია ადამინების, ფიქრობს რომ
მათთან სიახლოვე ტკივილის მიაყენებს თავიდანვე მტრულად ეპყრობა თავის პარტნიორებს.

თვითეფექტურობა და შფოთვა– თუ ადამიანი ფიქრობს რომ პოტენციურ საფრთხეთა მიმართ


მისი ეფექტურობა დაბალია, მას შოტვა ეუფლება . პრობლემის მოგვარების უუნარობაში
დარწმუნებულობა შეიძლება კიდევ უფრო გაუმძაფროს განცდამ, რომ ვერ უმკლავდება
საკუთარ შფოთვას ანუ ადამიანს „შიშს შიშ“ და პანიკის შეტევები განუვითარდეს .

თვითეფექტურობა და დეპრესია –დეპრესია პასუხია განცდაზე რომ არ შეგწევს უნარი


საწადელს მიაღწიო. დეპრესიულ ადამაინს რთული მიზნები და მაღალი სტანდარტები
იზიდავს . თუ ვერ შესწვდა მას საკუთარ თავს, უნიჭობას და არაკომპეტენტურობას
დააბრალებს. დეპრესიის მთავარი ნიშანი ზედმეტი თვითკრიტკულობაა.

თვითეფექტურობა და ჯანმრთელობა– სოციალურ–კოგნიტური თეორია აქტიურად იკვლევს


თვითეფექტურობას და ჯანმრთელობას შორის კავშირს. თვითეფექტურობის რმენა
გავლენას ახდენს ჯანრთელობასთან დაკავშრებულ ქცევაზე, როგორიცაა ჯანმრთელი
ცხოვრების წესის დაცვა,,დროული მკრუნალობა და სხვ.

ქცევის ცვლილება
მოდელირება და წარმართული მონაწილეობა

მკურნალობა გამოიხატება კოგნიტური და ქცევითი კომპეტენტურობის გამომუშავებაში,


რისთვისაც მოდელირების და წარმართლი ქცევის მონაწილოების მექანიზმები გამოიყენება .
პირველ შემთხვევაში სასურველ მოქმედებათა დემონსტრირებას სხვადსხვა მოდელი ახდენს,
ვინც ამ მოქმედებით დადებით განმტკიცებას იღებს . წარმართული მონაწილეობის დროს კი
ინდივიდს მოდელირებული ქცევის შესრულებაში ეხმარებიან.

სოციალურ–კოგნიტური თეორიის შესახებ

ამ თეორიაში შერწყმულია ექსპერიმენტული კველვა და ინტერესი საზოგდოებირვად


მნისვნელოვან პრობელმათა მიმართ, როგორიცაა აგრესია, ბავშვის აღძრდაზე მშობლების და
მასობრივი კომუნიკაციის საშუალებათა გავლენა, არააადეკვატური ქცევის შეცვლა,
თვითრეგულაცია, საკუთარი ცხოვრების მართვა.

You might also like