You are on page 1of 4

კონსპექტი შუალედური გამოცდისთვის სოციოლოგიაში.

თეკლა ზღუდაძე.
2021 წელი; კავკასიის უნივერსიტეტი.

პასუხები სავარაუდო კითხვებზე


1) რა არის სტატუსი და რატომ არის ის სოციოლოგიის ერთ-ერთი ცენტრალური
ცნება?
- პირდაპირი კავშირები პიროვნებებსა და სოციალურ სტრუქტურას შორის არის
სტატუსები და როლები. სტატუსი არის მდგომარეობა საზოგადოებრივ
წყობაში,რომელიც განსაზღვრავს,ვინ ვართ ჩვენ სხვებთან მიმართებაში.
ამგვარად,ძირითად როლს თამაშობს სოციალური იდენტობის ჩამოყალიბების
საკითხში.
2) განმარტეთ რას ნიშნავს მიღწეული სტატუსი და დაასახელეთ მაგალითები.
- არსებობს სტატუსები,რასაც ჩვენთვის ვირჩევთ და ინდივიდუალური
ძალისხმევით ვაღწევთ. შეძენილი/მიღწეული სტატუსები არის ნიშნები
წარმატებისა და ინდივიდუალური მიწევებისა. ასეთი სტატუსის მაგალითებია
სახლის მფლობელი,დაჯგუფების ლიდერი,კოლეჯდამთავრებული და ა.შ ეს
მკაცრად განსხვავდება წარმომავლობითი სტატუსისგან,რომელიც სხვის
მიერაა მინიჭებული. ( დამოკიდებულია მემკვიდრულ ან ბიოლოგიურ
ფაქტორებზე).
3) განმარტეთ რა არის ნორმა?
- ნომრა ამა თუ იმ სიტუაციაში ქცევისა და მოქმედების განმსაზღვრელი
გზამკვლევია. ნორმები აღმოცენებულია ღირებულებებზე. უფრო ხშირად
კი,ნორმები ის ჩვევებია,რომლებსაც ადამიანები ულაპარაკოდ,უყოყმანოდ და
გაუცნობიერებლად მისდევენ ხოლმე. ნორმები შეიძლება სწრაფად
შეიცვალოს.
4) რა რეაქცია მოჰყვება საზოგადოების მხრიდან ნორმის შესრულებას,ან დარღვევას?
- ნორმების უგულებელყოფა ყოველთვის მძაფრ რეაქციებს
იწვევს.განსაკუთრებით კი,თუ ეს ნორმა ზნეობრივ საკითხებს
ემთხვევა.ადამიანებისთვის საკრალური და ხელშეუხებელი სწორედ
ზნეობრივი ღირებულებები. ასეთებია : ინცესტი,კანიბალიზმი,ბავშვებზე
განხრციელებული სექსუალური ძალადობა. ის ადამიანები,ვინც ამ ჩარჩოს
ცდებიან საზოგადოებისაგან გარიყულები,განკიცხულნი და დასჯილნი არიან.
თუ ადამიანი პირნათლად ასრულებს დაწესებულ ნორმებს ის ითვლება
ღირსეულ,ჩვეულებრივ მოქალაქედ,რომელიც აკეთებს იმას,რასაც მისგან
მოელიან.
5) რა განსხვავებაა კვლევის რაოდენობრივ და თვისობრივ მეთოდებს შორის? რა
მიზნით იყენებენ ამ მეთოდებს? რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვთ?
- სოციოლოგიური კვლევა შეიძლება დაიყოს ორ ძირითად ტიპად:
რაოდენობრივად და თვისობრვად. რაოდენობრივი კვლებისას გამოვითვლით

1
კონსპექტი შუალედური გამოცდისთვის სოციოლოგიაში.
თეკლა ზღუდაძე.
2021 წელი; კავკასიის უნივერსიტეტი.

რამე სოციალური ფენომენის ცალკეულ შემთხვევას და ცდილობენ


დაუკავშირონ სხვა სოციოლურ ფაქტორებს სტატისტიკური ანალიზი.
ცხადია,ყველა სოციალურ მოვლენას ვერ გამოვითვლით
რაოდენობრივად.ამგვარად,თვისობრივი ანალიზი მნიშვნელოვანია
სოციოლოგიისთვისაც.ასეთი გამოკვლევის დროს,სოციოლოგბი იყენებენ
სიტყვიერ აღწერას,პირად დაკვირვებას და ცხოვრების სქემების დეტალურ
ანალიზს.
რაც შეეხება უარყოფით მხარეებს,ადამიანები თვლიან,რომ ადამიანებზე
ექსპერიმენტების ჩატარება არ შეიძლება. ასევე,არ ენდობიან სოციოლოგიურ
კვლევებს,რადგან თვლიან,რომ მიზნობრივი კავშირის დადგენა ამ
მეცნიერებაში გაცილებით რთულია.

6) რომელი ავტორი საუბრობს მექანიკური და ორგანული სოლიდარობის შესახებ? ამ


ცნებების მნიშვნელობის განმარტება.
- მექანიკურ და ორგანულ სოლიდარობაზე პირველად საუბრობს ემილი
დიურკჰაიმი. მექანიკური სოლიდარობა - საზიარო
შეხედულებები,ღირებულებები,ადათ-წესები,რაც აკავშირებს პატარა
საზოგადოებებს,სადაც ყველა ერთი და იმავე აქტივობითაა დაკავებული.
ორგანული სოლიდარობა - ურთიერთგანაწილება,რომელიც შრომის რთულ
განაწილებას ემყარება. ადამიანები ურთიერდაკავშირებულები არიან,რადგან
უნარებსა და როლებში არსებული განსხვავებების გამო ერთმანეთი
სჭირდებათ გადასარჩენად.
7) როლური კონფლიქტის მაგალითი და მისი გამომწვევი მიზეზი.
- როლური კონფლიქტი არის სიტუაცია,რომელიც იქმნება მაშინ,როდესაც
სხვადასხვა სტატუსიდან გამომდინარე მოთხოვნები ერთმანეთს
ეწინააღმდეგაბა. ინდივიდები დაძაბულ ურთიერთობაში აღმოჩნდებიან
მაშინ,როდესაც ცდილობენ განახორციელონ ერთმანეთთან შეუთავსებელი
როლების მოთხოვნები. მაგალითისთვის : დედის როლის შესრულება ხშირად
ვერ თავსდება დასაქმებული ადამიანის როლთან. ხელმძღვანელი მუშაკები
პარტნიორებთან სხვანაირად უნდა მოიქცნენ და პერსონალთან სხვანაირად.
როლური კონფლიქტი შეიძლება ჩაისახოს მაშინ,როდესაც ადამიანები ერთი
საზოგადოებრივი კლასიდან მეორეში გადადიან და როცა ცდილობენ ოჯახსა
და ძველ მეგობრებან კავშირი არ დაკარგონ.
8) რა არის ეთნოცენტრიზმი? მოიყვანეთ მაგალითები
- ეთნოცენტრიზმი არის სოციოლოგიური რწმენა,რომ შენი კულტურა
გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია,ვიდრე სხვისი. ანუ,საკუთარი
კულტურული ჭრილიდან და გამოცდილებიდან აღიქვამ განსხვავებულის

2
კონსპექტი შუალედური გამოცდისთვის სოციოლოგიაში.
თეკლა ზღუდაძე.
2021 წელი; კავკასიის უნივერსიტეტი.

ქმედებებს,რწმენას და ა.შ. ეთნოცენტრიზმი,ანუ ყველა დანარჩენის,საკუთარი


კულტურის ღირებულებებით შეფასება და განსჯა.
- ეთნოცენტრულია მაგალითისთვის მიდგომა,თუ აზიური კულტურის
წარმომადგენელი ჩათვლის,რომ ჩხირების (ჩოფსტიკების) საშუალებით უნდა
მიირთმევდნენ საკვებს დანარჩენ მსოფლიოში და არაა აუცილებელი დანა-
ჩანგლის გამოყენება.
9) რა არის ფოკუს ჯგუფი? რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს?
- ეს არის ჯგუფური ინტერვიუს მეთოდი,რომლის დროს ერთდროულად
რამდენიმე რესპონდენტს ვესაუბრებით და ჩვენი მიზანია,ხელი შევუწყოთ
მათ შორის აზრთა გაცვლას. ფოკუს ჯგუფის ჩატარება მოითხოვს სერიოზულ
მზადებას,ანუ თემის წინასწარ არჩევას,გამოკვლების პროგრამისა და
სადისკუსიო გეგმის შემუშავებას. აგრეთვე,დისკუსიის ჩატარების ტექნიკური
მხარეების უზრუნველყოფას. დადებითი მხარეა,რომ ამ მეთოდით უკეთ
ვლინდება რესპონდენტის დამკიდებულება,ფსიქოლოგიური განწყობა და
ემოციური შეგასებები. ფოკუს ჯგუფის შედეეგად მიღებული თვისობრივი
ინფორმაცია,ამდიდრებს რაოდენობრივ შედეგებს. აღსანიშნავია,რომ ეს
მეთოდი მოითხოვს ნაკლებ დროს და უფრო იაფიც ჯდება.

10) რომელი კლასიკოსი სოციოლოგი საუბრობს კლასთა შორის ბრძოლაზე?


- კლასთა შორის ბრძოლაზე საუბრობს კარლ მარქსი. მარქსის თეორიის მთავარი
აზრია - „საზოგადოების დაყოფა დაპირისპირებულ კლასებად“. იგი
თვლიდა,რომ ამ კლასებს შორის ღრმად წინააღმდეგობრივი ინტერესები
იწვევდა მათ შორის კონფლიქტს. 2 წინააღმდეგობრივი კლასია - ბურჟუაზია
და მუშათა კლასი. ეს კლასობრივი კონფლიქტი კი,კაპიტალისტური სისტემის
შინაგანი თვისებაა. თუმცა ამასთანავე კლასობრივი კონფლიქტი „ისტორიის
მამოძრავებელი ძალაც“ გახლდათ.
11) ემილ დიურკჰაიმის „7 სანიმუშო“ კვლევის ნიშანი.
 პრობლემის განსაზღვრა.
 ლიტერატურის მოძიება.
 ჰიპოთეზის ჩამოყალიბება.
 კვლევის გეგმის შერჩევა.
 მონაცემთა შეგროვება.
 მონაცემთა გაანალიზება.
 დასკვნის გაკეთება.

12) ჩამოთვალეთ სოციოლოგიური კვლევის 5 მეთოდი.


 ექსპერიმენტები

3
კონსპექტი შუალედური გამოცდისთვის სოციოლოგიაში.
თეკლა ზღუდაძე.
2021 წელი; კავკასიის უნივერსიტეტი.

 ეთნოგრაფია
 ჩართული დაკვირვება
 კონტენტის ანალიზი
 შედარებითი და ისტორიუი კვლევა.
13) სტატუსები :
- მიღწეული სტატუსი - დამოუკიდებელი ძალისხმევის შედეგად მიღწეული.
- მიწერილი სტატუსი - ეს სტატუსი განსაზღვრავს მიღწეული სტატუსის რაობას
და თან გვდევს დაბადებიდან.
- მასტერ სტატუსი - სტატუსი,რომელსაც აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა
სოციალური იდენტობის შესაქმნელად და ხშირად განსაზღვრავს ინდივიდის
მთლიან ცხოვრებას.
- სტატუსების ნაკრები - ყველა ის სტატუსი,რომელსაც ადამიანი ატარებს
მოცემულ მომენტში.
14) რას ნიშნავს კულტურული რელატივიზმი?
- კულტურული რელატივიზმი ეთნოცენტრიზმის ალტერნატივაა. ეს არის
გაგების და აღქმის მცდელობა ოღონდ საკუთარი კულტურის კუთხიდან. ეს
არის ერთადერთი გზა ურთიერთგაგებისკენ. რელატივიზმი გულისხმობს
ადამიანთა მზაობას,გაიხსნას სხვა კულტურების მიმართ და აა -
ნეიტრალიტეტის.
15) რა არის კონტრკულტურა და სუბკულტურა?
- სუბკულტურა კულტურული ქვეჯგუგია,რომელიც გამოირჩევა
რელიგიით,თავისი სტატუსით ან ეთნიკური ერთობით. ძირითადად,მცირე
გაერთიანებები. მაგ: გოთები,რომლებიც გამოირჩევიან ჩაცმის სტილით
გემოვნებით და კონტროვერსული დამოკიდებულებებით. კონტრკულტურა -
არის სუბკულტურის ფორმა,რომელიც ღიად ეწინააღმდეგება დადგენილ
ნორმატიულობას და დოგმებს. მაგალითისთვის: ფემინიზმიც
კონტრკულტურა იყო.

You might also like