You are on page 1of 23

ეთიკა

საგნის დეფინიცია-სიძნელეები-გამოწვევები- საკითხის ისტორიისთვის

ეთიკა არის ფილოსოფიის დარგი, რომელიც იკვლევს ბაზისურ პრინციპებს, ადამიანის


საქციელების მორალურ სისწორესა და მცდარობას. ეთიკის ამოცანაა მორალურ და
ეთიკურ პრინციპებზე დაყრდონით ამოხსნას ამოცანები.

ანუ რომ გავიმეოროთ ეთიკა ფოკუსირებულია ადამიანის ღირებულებებზე , მათ


ობიექტურად ინტერპრეტაციაზე და ბოლოს შესაბამისი სტრატეგიების დადგენაზე .

26 საუკუნის განმავლობაში მიმდინარეობდა ცნება ეთიკის სწორი დეფინიციის დადგენა .


ერთ-ერთი პირველი მოაზროვნე, ვინც ამაში წვლილი შეიტანა იყო სოკრატე. მისი აზრით,
ეს არის ადამიანის ზნეობის ბუნებაზე დაფუძნებული ცნება და ის კითხვას სცემს თუ
„როგორ უნდა ვიცხოვროთ?“

ეთიკური და მორალური

ეთიკა, მორალი, ზნეობა შეიძლება სინონიმებად მივიჩნიოთ და ერთმანეთის ნაცვლად


გამოვიყენოთ, მაგრამ, რეალურად ეს ტერმინები ეთიკის ფილოსოფიაში განსხვავდებიან :

ეთიკა - ეს ტერმინი თავად მორალს ეხება, ის იკვლევს მორალურ ღირებულებებს და


კრიტიკულად და ობიექტურად იაზრებს. ეთიკა ფილოსოფიის ცოდნის მოპოვების ერთ-
ერთი დარგია.

მორალი - ის შეისწავლის ადამიანთა ქცევის ნორმებს. მასში არსებული ღირებულებები


ფიქსირებულია და ის ყურადღებას ამახვილებს იმ ქცევებზე რომლებიც უკვე
მოიპოვება/ხელთ გვაქვს.

ზნეობა - ინდივიდის ქცევების სუბიექტური შეფასება და აქედან გამომდინარე, ქცევის


ყოველდღიური ნორმის დადგენაა.

ეტიკეტი/მანერები - ეტიკეტი არის ოდნავ დაკავშირებული ეთიკასთან, იმ კუთხით რომ ის


წარმოადგენს ადამიანის მართებულ ქცევას, მაგრამ მიუხედავად ამისა , ის არ არის ეთიკის
ინტერესი და ის უფრო მეტად დაკავშირებულია გემოვნებასთან და სოციალური ქცევების
ტიპებთან.

ეთიკის სეგმენტები და ინტერესის სფეროები

ეთიკა მოიცავს 3 ძირითად სეგმენტს: მეტაეთიკა, ნორმატული ეთიკა და


გამოყენებითი ეთიკა.

მეტაეთიკა - მისი ინტერესია ეთიკური პრიციპების ძირითადი არსის, წარმოშობის და


განვითარების კვლევა. აქ მნიშვნელოვანია ფილოსოფოსის დამოკიდებულება , თუ რაზე
ახდენს ის ფოკუსირებას, მაგალითად: უნივერსალურ ჭეშმარიტებაზე, გონების როლზე
ეთიკაში, უზენაესის განგებულებაზე, თუ თვითონ “ეთიკის” ტერმინის მნიშვნელობაზე .

ნორმატიული ეთიკა - ძირითადად პრაქტიკული მიზნისთვის გამოიყენება. მისი მეშვეობით,


ვადგენთ მორალურ სტანდარტებს და ვარეგულირებთ ქცევებს. უპირატესად ,
ვარეგულირებთ ისეთ უნარ-ჩვევებ, რომლებსაც უნდა მივდიოთ, ან წინააღმდეგ
შემთხვევაში ჩვენი ქცევები აღმოჩნდება საზოგადოებისთვუს უარყოფითი .
გამოყენებითი ეთიკა - ის ინტერესდბა სპეციფიკური პრობლემებით, როგორებიცაა:
მდგრადი განვითრების და გარემოს დაცვის ეთიკური ასპექტები , კონტრიბუციონიზმი
(სიკვდილით დასჯა), და სუიციდის საკითხებით, ცხოველთა უფლებების დაცვით. ეთიკის ამ
პრობლემების გადაჭრა ხდება მეტაეთიკის და ნორმატიული ეთიკის მეთოდების
გამოყენებით.

ზემოთ აღნიშნულ 3 სეგმენტს შორის არ არის მკაცრად დაგენილი საზღვარი. მაგალითად


სიკვდილით დასჯა არ არის მხოლოდ გამოყენებითი ეთიკის საგანი, მასში ნორმატიული
პრინციპებიც გვჭირდება (თვითრეგულირება, სიცოცხლის უფლება). ასევე გვჭირდება
მეტაეთიკური პრინციპებიც, მაგალითად: საიდან მოდის კანონები, ადამიანის უფლებები
და ა.შ.

მეტაეთიკის ინტერესის სფეროები

ტერმინი „მეტა“ ნიშნავს „იქით არსებულს“, „მიღმურს“. მეტაეთიკის სივრცეში


მნიშვნელოვანია ორი საკითხი:

ა) საიდან მოდის მორალი?

ბ) ვინ არის მორალის სუბიექტი?/ ვის, თუ რას შეიძლება მივუყენოთ მორალი?

საინტერესოა პირველი კითხვა, თუ საიდან მოდის მორალი ამასთან დაკავშირებით ბევრი


მოსაზრება არსებობს, მაგალითად ვსვამთ კითხვებს როგორებიცაა: მისი გამოგონება
უკავშირდება ზეციურ ძალებს, ან თავად ბუნებაშია ჩაბეჭდილი, ან ადამიანის გონების
მიერ არის შექმნილი, ან იყო თუ არა საერთოდ ადამიანის ცხოვრების ნაწილი. ზოგადად ,
ეთიკას და მორალს საქმე აქვს ისეთ ღირებულებებთან, რომელიც კეთილსინდისიერი და
მართებულია. შესაბამისად კითხვა შემდეგნაირი გამოდის: ეს ღირებულებები
ტოტალურად ობიექტურია, თუ სუბიექტური, ანუ ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე .

(ამ საკითხის გადაჭირსას ობიექტივიზმისა და რელატივიზმის სახელით ცნობილი ორი


მიდგომა იკვეთება)

ღირებულებები ტოტალურად ობიექტურნი არიან

ეთიკოსთა ნაწილი მიიჩნევს მორალური ღიებულებები ობიექტურია და აქ არ არსებობს


სუბიექტური ფაქტორები. მათი აზრით, ეთიკური ღირებულებები არიან მარადიულნი და
უცვლელნი. ეთიკურ ღირებულებებზე არ მოქმედებენ ეპოქალური ან გეოგრაფიული
ცვლილებები. ამ თეორიის მომხრეები ამტკიცებენ, რომ ეს ღირებულებები მომდინარეობს
უზენაესი არსებიდან ან უმაღლესი პრინციპებიდან, როგორებიცაა: სიკეთე (პლატონი ),
ღვთაებები (ბერძნულ-რომაულ რწმენაში), ღმერთი (ქრისტიანობაში), ალაჰი
(მუსლიმანობაში), ბრაჰმა (ინდუიზმში). თუ ადამიანს სურს მისდიოს უმაღლეს იყოს
მორალური მან უნდა მისდიოს მორალურ პრინციპებს ან ზებუნებრივი არსებების
სწავლებას.

პლატონი მსჯელობს რიცხვებზე, მისი აზრით, როგორც რიცხვები არის მარადიული და


ნებისმიერი ადამიანისთვის იქნება ყოველთვის გასაგები, ასეევეა მორალური
ღირებულებები, ისინი აბსოლუტურ ჭეშმარიტებას წარმოადგენენ. შუასაუკუნეების
ფილოსოფოსები მათ „მარადიულ კანონს“ უწოდებდნენ. ქრისტიანობაში ის
მოხსენიებულია როგორც უფლისგან მოწოდებული ღვთაებრივი ბრძანება . მორალური
პრინციპები მომდინარეობს უფლის ნებისგან. ამგავარად ფიქრობს შუასაუკუნეების
ფილოსოფოსი უილიამ ოკამი და ეს ხედვა ვოლონუტარიზმის სახელით არის ცნობილი.

ამ თვალსაზრისის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ მორალი ბუნებაშია და ადამიანმა უნდა


მისდიოს, რომ იყოს მორალური არსება. სქოლასტიკოსი თეოლოგი თომა აქვინელი
ფიქრობდა, რომ მორალისა საფუძველი არა მარტო ზებუნებრივი არსიდან
მომდინარეობს, არამედ ბუნებაშიც არის.

ვოლუნტარიზმი - ნებისყოფას ნიშნავს იდეალისტურ მსოფლმხედველობაში. საკითხების


გადაჭრა არა გონებით, არამედ ნებისყოფით.

ღირებულებები ტოტალურად სუბიექტურნი არიან

ეს უფრო მეტად გავრცელებული ფორმაა და ცნობილია როგორც მორალური


რელატივიზმი. ამ მოსაზრების მომხრეებს მიაჩნიათ, რომ მორალი ადამიანებისგან იღებს
სათავეს და თუ ადამიანი არ იარსებებდა არ იქნებოდა არც მორალური ღირებულებები . ის
სათავეს იღებს სკეპტიციზმის ტრადიციაებში. ბერძენი ფილოსოფოსი სექსტ ემპირიკოსი
არის სწორედ ერთ-ერთი ამის მიმდევარი. საგულისხმოა, ის ფაქტი, რომ ისინი არ
უარყოფენ მორალურ ღირებულებებს, მხოლოდ მათ სუბიექტურობას უსვამს ხაზს .
არსებობს მორალური რელატივიზმის ორი მიმართულება: ინდივიდუალური
რელატივიზმი და კულტურული რელატივიზმი. ინდივიდუალური რელატივიზმი
გულისხმობს, ინდივიდი ქმნის თავის მორალურ სტანდარტებს. მაგალითად , ნიცშე
ამტკიცებდა, რომ ზეკაცი თავის მორალურ პრინციპებს აგებს, მონური ღირებულებების
საწინააღმდეგოდ. და მეორე სახეობა არის კულტურული რელატივიზმი (სექსტ
ემპირიკოსი, მიშელ მონტენი, უილიამ სამნერი, რუთ ბენედიქტი). მათი აზრით მორალურ
პრინციპებს ქმნის საზოგაოდება. ანუ, გამოდის რომ მორალური პრინციპები არ არის
უნივესალური და მარადიული, არამედ ისინი იცვლებიან სხვადასხვა საზოგადოებაში ან
კულტურულ სივრცეებში. და სწორედ ამის განსამტიკებლად მოჰყავთ ის არგუმენტები ,
რომ სხვადასხვა კულტურაში არსებობს სხვადასხვა ღირებულებები. მაგალითად ,
დამოკიდებულებები პოლიგამიის, ჰომოსექსუალიზმის და მსგავსი საკითხების მიმართ .

ბ) ვინ არის მორალის სუბიექტი?

ამ საკითხის განხილვისას გამოიყოფა ოთხი ასპექტი: რელიგიური მორალი,


მორალი და ბუნება, ინდივიდუალური მორალი და სოციალური მორალი.

რელიგიური მორალი ეხება ადამიანისა და ზებუნებრივი არსების ურთიერთობას .


ქრისტიანობაში დეკალოგის(ათი მოძღვრება) პირველი სამი მცნება სწორედ ამ სახის
მოძღვრებას გამოხატავს, რადგან ეს ცნებები არეგულირებენ პიროვნების მორალს
ღმერთთან მიმართებაში. თუ ადამიანი ეთიკის ამ კოდექსს დაარღვევს ის ამორალურ
ქცევას იჩენს მხოლოდ ღმერთის მიმართ.

მორალი და ბუნება ხსნის ადამიანის და ბუნების ურთიერთობას და ეს მორალი ყველა


პრიმიტიულ კულტურაში გვხვდება.

ინდივიდუალური მორალი მოიცავს მორალის ინდივიდუალურ კოდექსს , როდესაც


ადამიანი არა საზოგადოების ან კანონის, არამედ საკუთარი სინდისის კარნახის მიხედვით
იქცევა. ეს ხდება იმიტომ რომ უმაღლესი მორალი უფრო ინდივიდში არსებობს ვიდრე
ზებუნებრივ სამყაროში. დეკალოგის მეცხრე და მეათე ცნებები ინდივიდუალურ
მორალურობაზე ამახვილებენ ყურადღებას.

ეთიკურ სისტემათა უმრავლესობაში ვხვდებით სოციალურ მორალს, რომელიც ერთ -ერთი


უმნიშვნელოვანესი ასპექტია და იგი გულისხმობს ადამიანის რელაციას (მოხსენება ,ცნობა )
სხვა ადამიანებთან. მაგალითად, რობიზონ კრუზო უძლურია მორალის სუბიექტი გახდეს ,
რადგან მარტოა კუნძულზე და უზნეო ქცევა მხოლოდ საკუთარი თავის ან ბუნების მიმართ
შეუძლია ჩაიდინოს, რაც აბსურდულია ეთიკურ სივრცეში. ეთიკოსები მიიჩნევენ , რომ
ყველაზე მნიშვნელოვანი მორალური კოლიზიები(საპირისპირო შეხედულებათა შეჯახება
მგონი) და დილემები სწორედ სოციალურ ჯგუფებში წარმოიშობა. დეკალოგის ათი
მცნებიდან 7 მიმართულია ადამიანების ურთიერთობების დარეგულირებისკენ . ბუდიზმში
და კონფუციონალიზმში რელიგიურ ასპექტს თითქმის არ ეხებიან და მთელს მორალს
სოციალური ასპექტი წამოადგენს. არარელიგიურ ეთიკურ სისტემაშიც ძირითადი აქცენტი
სოციალურ მორალზეა მაგალითად, უტილიტარიზმის ყველა ფორმა ხაზს უსვამს რომ
სიკეთეა ის, რაც სოციუმისთვის არის კარგი, ანუ რასაც საზოგადობა მიიჩნევს კარგად .

ამ ასპექტების სინთეზირება ყველაზე კარგი გამოსავალია იმისათვის რომ ისინი


მოვიაზროთ ერთობაში და შემდგომ სოციუმში პრობლემების გადასაჭრელად
გამოვიყენოთ.

რატომ უნდა იყოს ადამიანი მორალური არსება?

ეთიკა სვამს კითხვას არა ინდივიდებზე, არამედ ადამიანურ არსებებზე მიმართებით ..


ამიტომ რატო უნდა ვიყო მორალურის ნაცვლად ის კითხულობს თუ რატომ უნდა იყოს
ადამიანი მორალური არსება. ეს ორი ერთმანეთისგან განსხვავდება და მეორე კითხვაზე
პასუხის გაცემა არც თუ ისე მარტივია მეტაეთიკური ცოდნის გარეშე. (მეტი ვიდრე ეთიკა )

არსებობს თუ არა თუნდაც ერთი მიზეზი რის გამოც ადამიანი უნდა იყოს კარგი ან ცუდი ?
უნდა მოიქცეს მართებულად ან პირიქით ცუდად?

არსებობს რამდენიმე მიზეზი რის გამოც ადამიანი მორალურად იქცევა შეიძლება ეს იყოს
რელიგიური რწმენიდან ან ტრადიციებიდან გამომდინარე. პირველ შემთხვევაში გვაქვს
ფორმულა ‘არასდროს უსურვო სხვას ის რაც შენთვის არ გინდა’ მორალურობის მიზეზი
შეიძლება იყოს გაცნობიერებული საკუთარი ინტერესი. ტრადიციებში მორალურობას
მოითხოვს ის კანონები და საზოგადოება, რომელშიც ცხვობრობს ადამიანი . სავარაუდოდ ,
ნებისმიერი ჩვენგანისთვის უთქვამთ არ გააკეთო ეს, არ გააკეთო ის, რადგან ესა თუ ის არ
შეესაბამება ჩვენს ოჯახს, წესებს და ა.შ.

კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანებს ბევრი რამ აქვთ საერთო, მაგალითად , ის რომ
ყველას სჭირდება სიყვარული, მეგობრობა, ბედნიერება, თავისუფლება. სწორედ ამ
მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად სჭირდებათ ადამიანებს მორალური
პრინციპების მიყოლა.

მიუხედავად იმისა, რომ ეთიკის დისციპლინის პოპულარობა იცვლებოდა ისტორიის


განმავლობაში, იგი მაინც მუდმივად იყო ადამიანური ცხოვრების უმნიშვნელოვანესი
ასპექტი, რადგან, მართლაც, ძალიან მნიშვნელოვანია იცოდე მორალური ცხოვრება .
აინშტაინი ამბობდა, რომ მხოლოდ მორალური ქცევა ანიჭებს ცხოვრებას მშვენიერებას
და ღირსებასო.

ბაზისური მეტაეთიკური ცნებები - სიკეთე, სინდისი, მოვალეობა

სიკეთე დადებითი მორალური მახასიათებელია და გულწრფელად კეთილშობილური


საქმის გაკეთების სურვილს გამოხატავს. ეს ტერმინი ასოცირდება ბედნიერებასთან ,
სიყვარულთან, სიამოვნებასთან, რაც დადებით შეფასებას იწვევს. იგი რელევანტურია
სიტყვისა კარგი სიკეთე, რაც მხოლოდ თავისუფალი ნებით ხორციელდება და რაიმე
გამოსარჩენს არ ელის მისგან, ანუ დაუინტერესებელია.

სინდისი ეს ტერმინი ძალიან ხშირად გვხვდება ყოველდღიურ ცხოვრებაში. ზოგისთვის


მნიშვნელობაც კი დაკარგა ამისგამო. აქვს ყველა ადამიანს სინდისი ? თანდაყოლილია თუ
მისი ფორმირება ხდება ტრადიციების და კულტურულლი ღირებულებების ზემოქმედების
შედეგად? ყველა ადამიანს ერთნაირი სინდისი აქვს? ეს საკითხები ჯერ კიდევ
გასარკვევია.

სინდისი ერთად კრავს გონებას და ემოციას და იგი ზნეობრივი მოვალეობების


დამოუკიდებლად ფორმულირებს. ის არის ასევე საკუთარი ქცევების შეფასების უნარი .
მისი გამოვლინება ხდება როგორც რაციონალურად ასევე ემოციური განცდებითაც .

ანტიკურ ფილოსოფიაში არ არსებობს სინდისის აღმნიშვნელი სიტყვა. სოკრატეს


შემთხვევაში შინაგანი დაიმონი აფასებს მის ქცევებს, მაგრამ ეს უფრო
წინასწარმეტყველურ ხასიათს ატარებს ვიდრე მორალურს. მხოლოდ ქრისტიანულ
სწავლებაში გვხვდება სწავლება სინდისის შესახებ მაგალითად პავლეს ეპისტოლეებში .
ამ თემას აღრმავებენ ეკლესიის მამები იოანე ოქროპირი, ნეტარი ავგუსტინე - უფრო
მოგვიანებით თომა აქვინელი, ანტონი ფლორენციელი, ბლეზ პასკალი, ფრანგი და
გერმანელი განმანათლებლები. ხოლო თანამედროვე ფილოსოფიაში ნიცშე საერთოდ
უარყოფს სინდისის ტრადიციულ გაგებას და შემოჰყავს ორგამი სინდისის ცნება. ამ ტიპებს

მაინც ვერ დავიმახსოვრებთ მარა.. 😊

მოვალეობა გარკვეული ქმედების აღსრულების აუცილებლობაა, რომელიც ადამიანის


ქცევითი აქტივობაა და განპირობებულია მორალური ღირებულებებით. მოვალეობის
აღსრულების დროს ადამიანის თავისუფალი ნება შეზღუდულია ეთიკური პრინციპების
შესრულების აუცილებლობით. ეს თითქმის ასე წერია წიგნშიც, ვერ შევცვლი.

ეთიკური ღირებულებების რაობა

ცხოვრებაში არსებობს სხვადასხვა ღირებულებები, მაგალითად: სამართლიანობა ,


სამშობლოს და მსოფლიოს კეთილდღეობა, შვილების, მშობლების, მეგობრების კარგად
ყოფნა არის ზოგისთვის ღირებული, ასევე მუსიკა, იუმორი და ა.შ.

ადამიანებისთვის ზოგადად ღირებულებათა ფასეულობების მატარებელნი არიან :


ჭეშმარიტება, სიკეთე, სიწმინდე, სიცოცხლე, თავისუფლება, ბედნიერება, მშვენიერება.
მაგრამ აქ ჩნდება საინტერესო კითხვა: რა აქვთ მათ საერთო და რა აქცევთ მათ
„ღირებულებათა“ მაგალითებად? ფილოსოფიაში ღირებულება განმარტებულია,
როგორც ის რაც არ არსებობს, მაგრამ მნიშვნელობას ატარებს.

გვაქვს ჩვეულებრივი ღირებულებათა კლასიფიკაცია: 1) ესთეტიკური ღირებულებები -


ეხება ხელოვნებას, მშვენიერებას. 2) მეცნიერული ღირებულებები - ეხება ცოდნას,
ჭეშმარიტებას 3) ეკონომიკური ღირებულებები - ეხება წარმოებას, საბაზრო ფასებს 4)
ინსტრუმენტალური ღირებულებები - ეხება ტექნოლოგიების ეფექტურობას ,
ხელსაწყოების სარგებლიანობას და ა.შ. არსებპბს სხვა ტიპის ღირებულებებიც .

არსებობს ეთიკური ღირებულებათა კლასიფიკაცია. ეთიკური ღირებულებები ზრუნავს,


ადამიანისა და (მაკრო/მიკრო) კოსმოსის, ურთიერთობების რეგულირებაზე. მაგალითად ,
ეთიკურ ღირებულებებს ეხება: სამართლიანობა, თანასწორობა, ღირსება, გულკეთილობა
და ა.შ.

ამ ეტაპისთვის ყურადღება გავამახვილოთ ეთიკურ ღირებულებებს . ის უმეტესად ეხება


ადამიანის არსობრივ მოთხოვნილებებს, პიროვნულ და ზოგადად ადამიანის
მოლოდინებს. ეთიკური ღირებულებები ძირითადად ემოციურ ხასიათს ატარებენ .
მაგალითად ავიღოთ მორალური ემოციები, მათი გათვალისწინება მნიშვნელოვანია , იმ
მიზნით რომ რეალურად წარმოვაჩინოთ ჩვენი ღირებულებები. ფიქრმა, მსჯელობამ ,
არჩევანის გაკეთებამ შესაძლოა არამორალური საქციელი ჩაგვადენინოს , ვინაიდან
ადამიანი აყვა თავის ემოციებს.

შესაძლოა შევეჯახოთ ღირებულებების კოლიზიას (შეჯახება). შემდეგ ნაწილში


ვისაუბრებთ გადაჭირს გზებზე.

რას ნიშნავს ეთიკური მსჯელობა

კითხვა: რას ვუწოდებთ ღირებულებების გამომხატველ წინადადებას?

დეფინიცია: მას ვუწოდებთ ნორმატიულ წინადადებას და ის გულისხმობს ისეთ


წინადადებას, სადაც გამოხატულია მორალური მსჯელობა და ასახულია მორალური
შეფასებაც. ეთიკური მსჯელობის დროს გამოყოფენ სხვადასხვა ინტერპრეტაციას . ესენია :

ობიექტური vs სუბიექტივისტური ინტერპრეტაციები.

ნორმატიულ მსჯელობაში ობიექტუვისტური ინტერპრეტაცია გულისხმობს , მაგალითად თუ


ვამბობთ, რომ “X კარგი კაცია“, ეს გულისხმობს, რომ ეს აზრი პრეფერენციების
(უპირატესობების) მიღმაა, ანუ მასში არ არის არანაირი პირადი დამოკიდებულება ან
შეხედულება გამოხატული. სუბიექტივისტური კი საპირისპიროა, მასში იგულისხმება
თავად პერსონალური სურვილები და როცა ამბობს რომ „X კარგი კაცია“, აქ
დაფიქსირებულია, რომ ის პერსონალურად ანიჭებს მას უპირატესობას .

შინაგანი vs ინტრუმენტალური ღირებულებები

სამყაროში არსებობს რაღაცები, რაც საკუთარ თავშივე ატარებს ღირებულებებს , მას


სსხვაგვარად ეწოდება შინაგანი ღირებულებები. ამის მაგალითებია: სიკეთე , ბედნიერება ,
თავისუფლება, მეგობრობა (საპირისპიროდ ნეგატიურია - ბოროტება, ტკივილი, ტერორი).
ასევე არსებობს ინსტრუმენტალური ღირებულებები, რაც გულისხმობს იმას , რომ
სასურველი რაღაცის მისაღწევად გვჭირდება მანამდე რაღაც ინსტრუმენტი . მაგალითად :
ფული, ცოდნა, უნარები (საპირისპიროდ ნეგატიურია - სიღატაკე, სისუსტე, ეჭვიანობა )

აბსოლუტური vs რელატიური ღირებულებები

რელატიური ღირებულება ეწოდება ისეთ რაღაცებს, რაც მიღებულია სოციალური


შეთანხმებით. მაგალითად მოწევის აკრძალვა ბარ-რესტორნებში. ეს აკრძალვა
ინსსტრუმენტალურად ემსახურება საზოგადოებრივ ჯანმრთელობას . ხოლო , აბსოლუტური
ღირებულება გულისხმობს ისეთ რაღაცებს, რაც თავისთავად არის მიღებული და არ
სჭირდება სოციალური შეთანხმება. ასეთია, მაგალითად: მშვიდობა, სიყვარული,
უსაფრთხოება..

გამართლება vs სინანული

ზოგჯერ ადამიანი ცდილობს გაამართლოს საკუთარი ქცევა და ასაბუთბს თავის ქცევას ,


როგორ სასიკეთოს და ამის საპირისპიროდ, ზოგჯერ ადამიანი არ იქცევა ზნეობრივად ,
ნანობს თავის საქციელს და იხდის ბოდიშს.

ორი ტიპის - „არის“ და „უნდა“-ს შემცვლელი მსჯელობები

არსებობს დესკრიტული მტკიცებულება, რაც ნიშნავს აღწერას, ანუ იმას რაც „არის“
რეალურად. მაგ: გიორგიმ ბევრი შპარგალკა მოამზადა

ასევე არსებობს მეორე ტიპის მტკიცებულება - პრესკრიპტული, ეს გულისხმობს


ღირებულებების შეფასება და ის გვეუბნება რა „უნდა იყოს“. გიორგიმ არ უნდა
გადაიწეროს

ზოგადად, ეთიკაში მტკიცებულებები ძირითადად პრესკრიპტული ხასიათის არის ,


დესკრიპტული მტკიცებულებები მხოლოდ ეხმარება დასკვნების გამოტანაში .

მორალური ღირებულებები დატვირთულნი არიან მოთხოვნით, თუ როგორ „უნდა“ იყოს.


მორალური გადაწყვეტილებების მიღებისას სამყაროს მიმართ აზრს გამოვხატავთ
დესკრიპტული მტკიცებულებებით. მორალური ღირებულებების შეფასება კი ხდება
პრესკრიპტული მტკიცებულებებით. გადასვლა დეკრეპტული მტკიცებულებიდან,
პრესკრიპტული მტკიცებულებისკენ არ არის პირდაპირი ანუ „არის “- „უნდად “ პირდაპირი
გზით ვერ გარდავქმნით. როდესაც გვსურს, რომ მართებულად მოვიქცეთ უნდა მოვიხმოთ
მორალური ღირებულებები: „არ იცრუო“ „არ ავნო“ და სხვა. ზოგჯერ შესაძლოა ინდივიდი
შეცდეს და არ მოიქცეს ამგავადმ, ანუ ჩაიდინოს არასწორი მორალური საქციელი და
შემდგომ ინანოს, ეს არის მორალური ტრაგედია.

მორალური ღირებულებების ცოდნა ეხმარება ადამიანს თავიდან აიცილოს შეცდომები .


ზოგადად კი, მათი ჭეშმარიტება-მცდარობა დაფუძნებულია მეცნიერულ დაკვირვებებზე ,
კონკრეტულად ისინი ეყრდნობიან ადამიანის გრძნობებს. ასეთი მტკიცებულებები
დესკრიპტულია. მაგალითად წინადადება: „ცუდია სხვა ადამიანების შეწუხება, საკუთარი
გართბის ხარჯზე“ - ეს წინადადება პრესკრიპტულია, ანუ მორალური მტკიცებულებების
მაგალითია. შესაძლოა ერთ წინადადებაში შეგვხვდეს რამდენიმე სახის მტკიცებულება ,
მაგალითად რენე დეკარტის ფრაზა არი: „ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ“ - ამაში
გამოხატულია 2 მტკიცებულება.
რას ნიშნავს ეთიკური ქცევა?

ეთიკოსები მიიჩნევენ, რომ ეთიკური მსჯელობა მორალურ ქცევებთან არის კორელაციაში ,


თუმცა ნაწილი მიიჩნევს რომ ეს არის პირიქით. კვლევებმა შესაძლოა გვაფიქრებინოს ,
რომ ეთიკური მსჯელობა არ არის ერთადერთი დეტერმინატორი და თუ ადამიანი ეთკურ
მსჯელობაში არის კარგად გათვითცნობიერებული, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანი
მორალურად მოიქცევა. ეთიკური ქცევა არის კომპლექსური და ის რამდენიმე
კომპონენტისგან შედგება, ესენია: თავისუფალი ნება, მორალური მოტივაცია,
ავტონომიური ეთიკური მსჯელობა. საბოლოოდ, ეთიკური მსჯელობა არის ის, სადაც
გაერთიანებულია ეს ყველაფერი და დაფიქსირებულია თავისუფალი არჩევანიც .

მნიშვნელოვანია ასევე პიროვნები მორალური სენსიტიურობა, ანუ რამდენად არის


ადამიანში თანაგრძნობის უნარი განვითარებული. მორალურად სენსიტიური ადამიანები
ყოველთვის მზად არიან დაეხმარონ სხვა ადამიანებს და ცოცხალ არსებებს , ბუნებას . და
ეს ყველაფერი გააკეთონ უანგაროდ, ანუ პირადი სარგებლის გარეშე. მაგალითად 2015
წლის 13 ივნისს, თბილისის ტრაგედიის დროს გამოჩნდა მაღალი თანაგრძნობის
ადამიანები. (ასევე დედა ტერეზა გამოირჩეოთა უმაღლესი თანაგრძნობით სხვათა
გაჭირვების მიმართ)

ნორმატიული პრინციპი და ნორმატიული ეთიკის სტრატეგიები

ფილოსოფოსთა ნაწილს მიაჩნია, რომ მორალი ზუსტი ღირებულებებით არის


განსაზღვრული, როგორებიცაა „არ იცრუო“, „არ მოკლა“, „არ მოიპარო“. ნორმატიული
ეთიკა მოითხოვს ქცევების ნორმების ცოდნას და, რა თქმა უნდა, საკუთარი ქცევების
მათდამი დამორჩილებას.

ნორმატიული ეთიკა დაკავშირებულია მორალურ სტანდარტებთან , რომელნიც სწორ და


მცდარ ქცევებს არეგულირებენ. ნორმატიული პრინციპის მაგალითია ოქროს წესი :
„მოექეცი სხვას ისე, როგორც გინდა რომ მოგექცნენ შენ“. ვთქვათ თუ არმინდა რომ
მანქანა მომპარონ, არცმე უნდა მოვიპარო. ამ მსჯელობის მიხედვით კი შესაძლებელია
განვსაზღვროთ, რომელი ქცევა შეიძლება იყოს სწორი, ან მცდარი.

არსებობს ნორმატიული თეორიები, რომლებიც აღიარებენ, რომ მორალური მსჯელობა


ერთადერთი აბსოლუტური პრინციპით უნდა აიგოს და მან უნდა განსაჯოს ყველა ქცევა .
სხვა სახის ნორმატიული თეორიები აღიარებენ ორ ან მეტ მორალურ ღირებულებების
პრინციპებს/მორალური ნორმის ერთობლიობას

თეორია, სადაც გადმოცემულია ღირებულებებით მსჯელობა იმაზე, თუ როგორ უნდა


მოიქცეს ადამიანი ეწოდება ნორმატიული.

ნორმატიული ეთიკის თეორიული სტრატეგიები

არსებობს 3 ძირითადი სტრატეგია ნორმატიული ეთიკისა, ესენია: სათნოება,


მოვალეობა და ტელეოლოგიური თეორიები (იდეალისტური თეორია, რომლის
მიხედვით ყოველი განვითარება წინასწარ განზრახული მიზნით ხორციელდება )

სათნოების თეორიები

კითხვა: რას ნიშნავს „კარგი ცხოვრება“ და „როგორ მივაღწიო მას“


სათნოების თეორი არ გულისხმოს ეთიკურ ქცევების შეფასებას და მის ანალიზს, არამედ
მას მიაჩნია, რომ ეთიკა უნდა დაკავდეს ადამიანის ცხოვრებით, მისი ცენტრალური თემაა
„კარგი ცხოვრება“.

ასევე მნიშვნელობანია ადამიანის ყურადღების მიმართვა დადებით უნარ -ჩვევების


ჩამოყალიბებაზე. დადგენილია, რომ როდესაც ადამიანი გემოს გაუგებს მოწყალების
მოტივით განხორციელებულ სიკეთეს, ის აუცილებლად ჩამოუყალიბდება მას.

სათნოების თეორი ძალიან დიდი ხანია რაც არსებობს და ჯერ კიდევ პლატონი
გამოყოფდა 4 სათნოებას (რომესალც მოგვიანებით ძირითადი სათნოებები ეწოდა )
ესენია: სიბრძნე, სამართლიანობა, სიმამაცე, თავშეკავება. არსებობს მეორე რიგის
სათნოებებიც: სიუხვე, მხნეობა, გულწრფელობა...

არისტოტელეც აგრძელებს ამ სტრატეგიას თავის ეთიკურ მოძღვრებაში (მისი ეთიკის


მოძღვრების დიდი ნაწილი სათნოებას ეხება) და ის გადმოგვცემს, რომ არსებობს
ორგვარი სათნოება: დიანოეთიკური და ეთიკური. პირველი გულისხმობს, სათნოებას
რომელიც წარმოიშობა და შესაძლებელია მისი ხარისხების გაზრდა. ეთიკური სათნოება
კი არის ჩვეულების საფუძველზე წარმოშობილი. სათნოება სულის შეძენილი თვისებაა და
არა ბუნებრივად თანდაყოლილი, ადამიანებს ყოველთვის შეუძლიათ მისი სრულყოფა .
სათნოება ორ უკიდურესობას შორისაა - ნაკლი და გადაჭარბება. ასევეა გონება -
თავაშვებული და უგრძნობელი; სიმშვიდე - მრისხანება და სრული ინდიფერენტულობა ;
ხელგაშლილობა - მფლანგველობა და სიძუნწე; სინდისი - მორცხვობა და ურცხვობა.
შუალედის მიღწევა კი ძალიან რთლია. არსებობს სულიერი სათნოება და სხეულებრივი
სათნოება. სულიერს მიეკუთვნება: გონიერება, სიბრძნე, სიამოვნება და სხვა.
სხეულებრივია: სილამაზე, ჯანმრთელობა, სიმდიდრე, ძალაუფლება და სხვა. სათნოება
გვხვდება ყველა კატეგორიაში. მაგალითად, არსების კატეგორიაში - ის არის გონება და
ღმერთი, თვისების კატეგორიაში - სიკეთე, რაოდენობაში - ზომა, მიმართებაში -
სარგებელი. არისტოტელე სათნოებას უკავშირებას მშვენიერს და წარმოთქვამს ტერმინს
„კალოკაგათია“ რაც კეთილსა და მშვენიერს ნიშნავს.

არსებობს სათნოებები, რომლებიც ზოგისთვის მოსაწონია, ზოგისთვის არა. მაგალითად ,


სამართლიანობა ყველას მოსწონს, ხოლო სიმდიდრე, ძალაუფლება ყველას არ მოსწონს .
სათნოებაში განასხვავებენ მიზანს და საშუალებას. მაგალითად, მიზანია ჯანმრთელობა ,
საშუალება - წამალი. არისტოტელე არ ეთანხმება პითაგორასა და სოკრატეს
შეხედულებებს სათნოების თეორიაზე. პითაგორამ რიცხვების დონეზე დაიყვანა სათნოება ,
ხოლო სოკრატემ სათნოება ცოდნასთან გააიგივა. მათი თეორიები ეწინააღმდეგება
არისტოელეს აზრს, რომელიც ამტკიცებს, რომ სულში არსებობს ალოგიკური ნაწილები .
მაგალითად კაცმა შეიძლება იცოდეს სამართლიანობის იდეა, მაგრამ არ იყოს
სამართლიანი.

ამ ეპოქაში იზრდება სათნოებაზე შეხედულებები და ამატებენ რწმენას , იმედს და


მოწყალების სათნოებებს. მე-20 საუკუნეში თავს იჩენენ ალტერნატიული მიდგომები და
ხედვები. თანამედროვე ფილოსოფიაში ამ საკითხის მიმართ ინტერესი გამოხატა
ა.მაკკინტაირმა. მას მიაჩნია, რომ სათნოება სოციალური ტრადიციებით არის
ნასაზრდოები და სოციალურ ცდაშ იჩენს თავს.

მოვალეობის თეორიები
მოვალეიბის თეორიები (სხვაგვარად დეონტოლოგიური თეორიები) ეფუძნება
ვალდებულებების პრინციპებს. ეთიკურ თანამედროვე კვლევებში გვხვდება
სახელწოდება- არაკოსიქვენციონალისტური. ადამიანები ფიქრობენ , რომ მათ აკისრიათ
რაღაც ვალდებულებები, მაგალითად: მოხუც მშობელზე, მცირეწლოვან ბავშვზე ზრუნვა
და ა.შ. დეონტოლოგიური თეორიის მიხედვით, პრინციპები რომლთან ეფუძნება მორალი ,
არ არიან დამოკიდებულნი გარემოზე. მისი ამოსავალი დებულებაა: „ქცევა არ
განისაზღვრება მისი შედეგით“

არსებობს 2 ძირითადი თეორია, რომლებიც დეონტოლოგიურ სტრატეგიას აფუძნებს .

უფლებები და მოვალეობები

კითხვა: რაში მდგომარეობს, ჩემი, როგორც პიროვნების, უფლებები და რა მოვალეობები


მაკისრია?

მტკიცებულება: რომ შევაფასოთ ადამიანის ქცევა მორალურად კარგია თუ ცუდი


მხედველობაშ უნდა მივიღოთ ადამიანის ბუნებითი და კონვენციური (ნუ რაღაც
ხელშეკრულება სხელმწ მიმართ?) უფლებები და მოვალეობები.

დეონტოლოგიური თეორია, რომელიც დაფუძნებულია ადამიანის ბუნებრივ უფლებებზე


ეწოდება უფლებათა თეორია. ამ თეორის მიხედვით ადამიანს აქვს მორალური უფლებები ,
როგორებიცაა სიცოცხლის და პიროვნული თავისუფლების უფელბა. აღნიშნული
უფლებები ბუნებითია, ანუ დამოუკიდებელია სახელმწიფოს ნება-სურვილიდან ან
სოციალური შეთანხმებიდან.

ასევე ადამიანს უფლება აქვს უფლებები, რომლებსაც კანონი იცავს და საზოგადოების


მიერ არის მიღებული. მაგალითად, ჩვენ უფლება გვაქვს უფასოდ მივიღოთ საშუალო
განათლება, დავდოთ კონტრაქტები, მივიღოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება . ამგვარ
უფლებებს ეწოდება კონვენციური (მიღებული, შეპირებული). ამ ტიპის კანონები
ცვალებადია, არ არის მუდმივი, უნივერსალური და ა.შ.

ბუნებითი უფლებების შეცვლა, გვერდზე გადადება, ან დათმობა არ შეიძლება. როდესაც


ადამიანი იყენებს თავის უფლებას მისი ქცევა მორალურია, როცა არღვევს სხვის უფლებას
-ამორალურია.

უფლება და მოვალეობა ერთმაენთთან მჭირდოდ არიან დაკავშირებულნი . ერთის


უფლება შესაძლოა მეორის მოვალეობას მოიცავდეს. მაგალთისთვის, ერთ ადამიანს
უფლება აქვს მიიღოს მეორისგან 40 ლარი, მეორის ვალდებულება კი არის გადასახადი 40
ლარი. ამას ეწოდება უფლება-მოვალეობის კორელაცია. (ასევე არსებობს ჩაურევლობის
კორელატური მოვალეობა - ის დაკავშირებულია ყველა ბუნებით უფლებასთან )

უფლებათა თეორიიდან ყველაზე პოპულარული და გავლენიანი გახდა მე -18 საუკუნის


ბრიტანელი ფილოსოფოსის ჯონ ლოკის უფლებათა თეორია. ის ამტკიცებდა რომ ბუნების
კანონები გვავალდებულებს, რომ არ ხელვყოთ სხვა ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა
და ა.შ. ეს ბუნებითი უფლებები კი უფლისგან არის ნაბოძები. მის თვალსაზრისს ეფუძნება
ამერიკული განმანათლებლების - ადამიანთა უფლებების ბილი, რომელიც საფუძვლად
დაედო აშშს დამოუკიდებლობის დეკლარაციას. ის ეკუთვნის თომას ჯეფერსონს . ის
აღიარებს 3 ფუნდამენტურ უფლებას: სიცოცხლე, თავისუფლება, ბედნიერებისკენ
სწრაფვა. მისი და სხვა თეორიტიკოსების აზრით ყველა სხვა უფლება ამ სამ ბაზისამდე
დაიყვანება.

ამ სტრატეგიების ფარგლებში, ადამიანის მორალური უფლებები 4 თვისებით ხასიათდება :

ა) უფლებები არიან ბუნებითნი, ანუ არ არის ამაში ჩარეული ცალკეული ადამიანები, თუ


სახელმწიფო. ბ) უფლებები არიან უნივერსალურნი, ანუ უცვლელი სახით გვხვდება
ნებისმიერ ადგილას. გ) უფლებები ერთნაირად მისაღებია ყველსთვის, განურჩევლად
სქსისა, რასისა, სოციალისტური სტატუსისა და ა.შ. დ) უფლებები ადამიანისგან
განუყოფელნი არიან, ანუ მათ ბუნებით ნაწილს წარმოადგენს. ამის გამო, ადამიანი თავის
უფლებებს სხვას ვერ გადააბარებს.

კატეგორიული იმპერატივები

კითხვა: შესაძლებელია, რომ მორალური ქცევა ვითარებებისგან დამოუკიდებლად იყოს


კარგი?

თეზისი: ინდივიდის ქცევის მორალურობა განსაზღვრულია ქცევის ეთიკური შინაარსით და


არა იმით თუ რამდენად წარმატებული შედეგი აქვს ამ ქცევას.

მოვალეობაზე დაფუძნებული მთავარი არგუმენტი არის რომ ადამიანს აქვს უპირობო


მორალური მოვალეობები! და ამიტომ ადამიანი უნდა მოიქცეს უპირობო მორალური
მოვალეობების შესაბამისად, ესეც მისი მოვალეობაა, რომ თავი შეიკავოს ყველა
მორალურად მცდარი ქმედებისგან.

არსებობენ მოვალეობები, რომლებსაც სამართლებრივი ან და სოციალური შეთანხმების


საფუძველი აქვთ მაგალითად, ჩემი მოვალეობაა გადავუხადო ბანკს კრედიტი . ან მეორე
მაგალითია, რომ სტუდენტის ამოცანაა დააგროვოს 240 კრედიტი რათა მიიღოს
ბაკალავრის ხარისხი და ამიტომ მისი მოვალეობაა იაროს უნიში. ამ ტიპის მოვალეობებს
ჰიპოთეტურ იმპერატივებს უწოდებენ. მაგრამ მორალი უფრო კატეგორიულ
იმპერატივებზე არის კონცენტრირებული. ეს კატეგორიული იმპერატივები არის უპირობო
ეთიკური მოვალეობები, რომლებიც იმისთვის არსებობენ, რომ ჩვენ ყველა ვითარებაში
მიზნისა და შედეგების მიუხედავად გამოვიყენოთ ისინი.

ამ სტრატეგიამ დახვეწილი ფორმა ემანუელ კანტის ეთიკაში შეიძინა. მან გამოთქვა


კატეგორიული იმპერატივის სამი ალტერნატიული ფორმულირება :

1. საკუთარი ქცევის შესახებ უნდა მიიღო გადაწყვეტილება ისე თითქოს იმ წარმოსახვითი


სამეფოს კანონმდებელი ხარ, სადაც ადამიანები საკუთარ თავში მიზნისა და შინაგანი
ღირებულების მატარებელნი არიან.

2. უნდა მოიქცე ისე რომ კაცობრიობაც და საკუთარი თავიც მიგაჩნდეს მიზნად და არა
საშუალებად.

3. მოიქეცი იმ პრინციპის მიხედვით, რომელსაც ისურვებდი რომ გამხდარიყო


საყოველთაო კანონი.
უანგარო, უმაღლესი ტიპის მორალს, ქმნის ნება და მასში ჩართულია გონებაც. ნების
საშალებით იქმნება მოვალეობის უნივერსალური პრინციპი. და ეს ის ერთადერთი
ფუნდამენტური პრინციპია, რომელსაც უნდა მისდიოს ადამიანმა. ყველაფერი ის რასაც
ჩვენ ვუწოდებთ კარგს კანტის აზრით, კარგია მხოლოდ მაშინ თუ ის კეთილ ნებას
უკავშირდება. სწორედ, კეთილი ნება მიმართავს ადამიანის ქცევას სისწორისკენ ანუ
იმისკენ, როგორც უნდა მოიქცეს და არა საკუთარი სიამოვნება ან სურვილის და
ინტერესის დაკმაყოფილება. ბედნიერება სასურველია, მაგრამ გონება ვერასდროს
მიაღწევს ბედნიერებას რადგან მას მხოლოდ კეთილი ნების დაფუძნება შეუძლია .

და მაინც რატომ არ უნდა ჩაითვალოს მორალურად, სასარგებლო შედეგის მომტანი


ქცევა? კანტი ამ გამოწვევას მიზანსა და საშუალებას შორის განსხვავების მონახვით
უმკლავდება.

თუ ქცევა კარგია მიზნის მისაღწევად ის სასარგებლოა, ხოლო თუ ის კარგია თავისთავად


ის ზნეობრივია. ქცევის მორალური პრინციპი განსაზღვრავს შედეგს და არა პირიქით .

კანტის მიხედვით არსებობს მაქსიმათა, ანუ დაურღვეველ პრინციპთა რიგი. ესენია:

1. იყავი მართალი

2. იყავი პატიოსანი

3. იყავი კეთილშობილი

4 .ფუჭად არ გაფანტო ნიჭი

5. არ მოიკლა თავი

6. იყავი მზად დასაჯო ყველა, ვინც სასჯელს იმსახურებს

7. იყავი კეთილი ცხოველების მიმართ.

ამ სტრატეგიის მიხედვით მორალურ წესს გამონაკლისი არა აქვს. იგი უნივერსალურია .


ყველა უნდა იყოს ზნეობრივი. ეს არის მოვალეობა. ყველა უნდა იყოს მართალი და
პატიოსანი. გარემოებებს არ აქვს მნიშვნელობა.

ღვთაებრივ მცნებათა თეორია

როდესაც მოვალეობის (იგივე დეონტოლოგიურ ან არაკონსიკვენციალისტურ) თეორიაზე


ვსაუბრობთ აუცილებელია ყურადღება გავამახვილოთ ღვთაებრივ თეორიებზე .

კითხვა: ვინ შეიძლება იყოს ისეთი მორალური მითითებების ავტორი, რომელიც


ყველასთვის მისაღები იქნება?

მსჯელობა: ღვთაებრივი არსების ბრძანებებს აბსოლიტური და უნივერსალური ბუნება


აქვთ. მორალური აქტი შედგება თუ ადამიანი შეასრულებს ამ ბრძანებებს .
ღვთაებრივ მცნებათა თეორიის მიხედვით მორალის საფუძველი უფრო მაღალ
სტანდარტშია ვიდრე, უბრალოდ, ამქვეყნიური მოვლენები და ადამიანის
არასრულყოფილი ბუნებაა და ზოგადად მატერიალური სამყაროც. ამიტომ მორალის
დასაბამი საკუთარ და სხვათა ინტერესების შესრულებაში არ უნდა ვეძებოთ . იგი
დაფუძნებულია ყოვლად კეთილი, ბრძენი ზებუნებრივი არსების ნებაზე. იგი ესაუბრება
ადამიანებს და უთითებს მორალური ქცევის სისწორესა და სიმცდარეზე და ასევე იმაზე რა
უნდა გააკეთონ და რა არა. იმისათვის რომ ქცევა იყოს ზნეობრივი ადამიანი უნდა მიჰყვეს
ამ ბრძანებებს და აკრძალვებს, რომელთაც უფალი უწესებს, ისე რომ ქცევის შედეგებზე ან
საკუთარ ინტერესებზე არ დაფიქრდეს. ამ თეორიის მომხრეები მიიჩნევენ რომ მორალს
ერთადერთ საფუძვლად უზენაესის წესები უდევს და ქცევის შედეგებს არანაირი
მნიშვნელობა არა აქვს. ქცევა რომელიც ამ მორალურ წესებზეა დაფუძნებული არის
მართებული ანუ მორალური და არა ის თუ რა მოჰყვება ამ წესების დამორჩილებას .
ნებისმიერი შედეგი უნდა მიიღოს ადამიანმა, რომელიც შესაძლოა მოჰყვეს მის ქცევას .

დასავლურ აზროვნებაში ქრისტიანულმა ეთიკამ შემოიტანა ფორმულა გიყვარდეს მტერი


შენი და ასევე სხვა ისეთი იღირებულებები როგორიცაა სამართლიანობა, თანაგრძნობა ,
დავმდაბლობა, მორჩილება და ა.შ ეს ღირებულებები აგებს ქრისტიანული ეთიკის
ჰორიზონტს.

ტელეოლოგიური თეორიები

ტელეოლოგიური (Telos ლათ. მიზანი რეზულტატი) ნორმატიული თეორიების მიხედვით


მორალური ქცევა დაინტერესებულია მხოლოდ ქცევის შედეგით. მორალურად მიიჩნევა
ის ქცევა, რომლის მოსალოდნელი შედეგი ზნეობრივია. ტელეოლოგიური ნორმატიული
პრინციპები მოითხოვს რომ ქცევები დაჯგუფებული იყვნენ მოსალოდნელი შედეგების ავ -
კარგიანობის მიხედვით. შემდეგ უნდა გაითვალოს თუ რამდენად გადასწონის კარგი
შედეგები ცუდს და თუ კარგი შედეგები უფრო მეტია, ესა თუ ის ქცევა მორალურად
გამართლებულად შეიძლება ჩაითვალოს. ამ თეორიის ეთიკას თანამედროვე
მკვლევარები კონსიქვენციალისტურს (consequence - შედეგი) უწოდებენ. რომ შევაჯამოთ,
ამ სტრატეგიის მიხედვით ქცევის საბოლოო შედეგი არის მისი მორალურობის
ერთადერთი განმსაზღვრელი ფაქტორი.

ამ სტრაგეტიის შიგნით შეიძლება გამოიყოს სამი ქვეჯგუფი:

ეთიკური ეგოიზმი: ქცევა მორალურია, თუ მისი შედეგი მისაღებია მოქმედი სუბიექტისთვის

ეთიკური ალტრუიზმი: ქცევა მორალურია თუ მისი შედეგი დადებითია ყველასთვის , გარდა


მოქმედი სუბიექტისა.

უტილიტარიზმი: ქცევა მორალურია თუ მისი შედეგი ყველასთვის მისაღებია. ამ


სტრატეგიის გართულებული ვარიანტიც არსებობს, სადაც მიუხედავად წარუმატებელი
შედეგისა მცდელობაც კარგია, რადგან მას კარგი ზეგავლენა ექნება ხალხზე იმიტომ რომ
ისინი გაიგებენ ამ ქცევის შესახებ და სურვილი გაუჩნდებათ მსგავს სიტუაციაში მოიქცნენ
ასე.
ყველა ჩამოთლილი ტელეოლოგიური თეორია ფოკუსირდება ადამიანთა განსხვავებული
ჯგუფების ქცევათა შედეგებზე.

წარმოვიდგინოთ სიტუაცია, სადაც მანქანით მიმავალი ქალი შესწრება ავარიას და


მძღოლს სთხოვს შეაჩეროს მანქანა, რათა შეამოწმოს რამით დახმარება თუ შეუძლიათ . ამ
სიტუაციას შესაძლოა ჰქონდეს სამი ვარიანტი:

1. არ გაჩერდნენ და გზა გააგრძელეს, რადგან მძღოლი ჩათლის რომ გაჩერება


შარია და რომ პილიცია ავარიაში მათ დაადანაშაულებდა. თუ ქალი ეთიკური ეგოიზმის
პოზიციაზეა მას ეს პასუხი დააკმაყოფილებს და, შესაბამისად, გზის გაგრძელება მისთვის
მორალურად სწორ არჩევნად ჩაითვლება.

2. თუ მძღოლი ქალის მოსაზრებას გაიზიარებს გაჩერებასთან დაკავშირებით ამ


შემთხვევაში საქმე გვექნება ეთიკურ ალტრუიზმთან, რადგან ამ ვარიანტში პოლიციისგან
სავარაუდო საფრთხის მიუხედავად დაშავებულის ინტერესი იქნება გათვალისწინებული .
შესაბამისად, დახმარება მძღოლისა და ქალისთვის მორალურად სწორი არჩევანია .

3. ამ სიტუაციაში მოსალოდნელი შედეგები ნათლად არ ჩანს. თუ ქალი, ასე ვთქვათ,


დაიწყებს გათვლას თუ როგორი ქცევა მოიტანს კარგ შედეგს, რომელი იქნება ყველაზე
მეტად მომგებიანი მათთვის ან ორივე მხარისთის ამ შემთხვევაში, საქმე გვაქვს
უტილიტარიზმის პოზიციასთან, რომელიც გათვლილია სასიკეთო შედეგზე, ანუ დადებითი
შედეგის გამომწვევი ქცევაა.

ეთიკური ეგოიზმი
ეთიკური ეგოიზმი (როგორც ყველა ნორმატიული ეთიკური თეორია) განმარტავს თუ
როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი. ამ თეორიის მიხედვით ადამიანმა რათქმაუნდა
იმოქმედოს საკუთარი პერსონალური კეთილდღეობისა და ინტერესების
დასაკმაყოფილებლად. არსებობს ეთკური ეგოიზმის 3 ფორმა:

1. ინდივიდუალური ფორმა - ყველა ადამიანი უნდა მოიქცეს ჩემი თვით-ინტერესიდან


გამომდინარე.
2. პერსონალური ფორმა - მე უნდა მოვიქცე ჩემი თვით ინტერესის მიხედვით და ამ
ფორმაშ ყურადღება არ ექცევა რა უნდა გააკეთოს სხვამ.
3. უნივერსალური ფორმა - ყველა ყოველთვის უნდა მოიქცეს საკუთარი თვით -
ინტერესების მიხედვით. ეს ფორმა ყველაზე გავრცელებულია.
არგუმენტები ეთიკური ეგოიზმის დასაცავად და მის საწინააღმდეგოდ

ეთიკური ეგოიზმის ადვოკატი (დამცველი, მომხრე) იტყვის, რომ ადამიანის ნებისმიერი


ქცევა გამომდინარეობს და მოტივირებულია საკუთარი ინტერესებიდან და როცა
ადამიანი საკუთარი ინტერესებზე დაფუძნებით იქცევა ეს ნიშნავს , რომ მისი ქცევა -
ბრძნული და მორალურია.

ამ თვალსაზრისის მოწინააღმდეგე უპასუხებს, რომ ეთიკური ეგოიზმი უარყოფით


ღირებულებებსაც მოიცავს. მაგალითად ის შეიძლება მოიცავდეს თავკერძობას და
ადამიანის იმწამიერი სურვილების დაკმაყოფილებას. ცუდ შემთხვევაში, შესაძლოა ჩვენმა
სურვილებმა თვით-დესტრუქციამდე მიგვიყვანოს. ამიტომ არ არის ბრძნული მოიქცე ისე ,
რაც შენ მოგანიჭებს სიამოვნებას.

თვით-ინტერესი არ არის აუცილებლობით გაცნობიერებული აქტი. აზრიანი ადამიანი


მოიძიებს დახვეწილ გზებს, რომელთა საშუალებითაც დაიკმაყოფილებს თვით-ინტერესს ,
ჩართავს სხვადასხვა სათნოებას, როგორიცაა მაგალითად თვით-კონტროლი ან
მოთმინება და მიაღწევს მიზანს და მაგალითისთვის დაამყარებს ვინმესთან მეგობრულ
კავშირს. გაცნობიერებული თვით-ინტერესის დაკმაყოფილებისთვის გამოწვეული ქცევები
ვერ იქნება თვით-დესტრუქციული სურვილების წამახალისებელი.

ადამიანები ყოველთვის იქცევიან საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე , თავის


გაწირვაც და ალტრუიზმიც (უანგაროდ რომ აკეთებ რაღაცას) რეალურად თვით -
ინტერესების გამო ჩადენილი ქცევებია. ფსიქოლოგიურად შეუძლებელია ადამიანისთვის
სხვაგვარი ქცევა. მაგალითად, თუ დააკვირდებით ბავშვების ქცევებს, აღმოჩნდება , რომ
ისინი მხოლოდ საკუთარი ინტერესიდან და სურვილებიდან გამომდინარე მოქმედებენ .
საბოლოოდ, სოციალურ და ინდივიდუალურ დონეზე ქცევის ძირებს, ძირითადად თვით -
ინტერესით მოტივირებულ აქტებში ვიპოვით.

ეთკის ისტორიაში ცნობილია რამდენიმე ფილოსოფოსი, რომლებიც მსჯელობენ ეთიკური


ეგოიზმის თეორიაზე. მაგალითად, ევროპულ აზროვნებაში თომას ჰობსი (1588-1679) , ის
მაკიაველის შემდეგ პირველი მოაზროვნეა, რომელიც თვლის რომ ჩვენი ყველა ქცევა
ეგოისტურად არის მოტივირებული. და ეგოისტ ადამიანს თუ ერთხელ მაინც ჩაუვარდება
შესაძლებლობა, რომ საკუთარი ინტერესი და სურვილი დაიკმაყოფილოს , მან ამისთვის
შეიძლება ჩაიდინოს ქურდობა, მკვლელობა, თქვას ტყული და ა.შ. წმინდად ეგოისტურად
მოტივირებულ ადამიანებს ურჩევნიათ ისეთ საზოგადოებაში რომლებიც იმართებიან
მორალურ-სოციალური კანონებით. ამ კანონებში იგულისხმება: ქურდობა, მკვლელობა,
ცილისწამების წინააღმდეგ მიმართული აკრძავლები.

ჰობსი თვლის, რომ სახელმწიფოში სადამსჯელო სისტემა ეგოისტური მიზნების გამო


შეიქმნა. ჰობსის ეთიკური ეგოიზმის ვარიაცია „სოციალური კონტრაქტის“ თეორიის
სახელით არის ცნობილი. მას ასევე უწოდებენ გონივრულ ეგოიზმსაც. ამას ეთანხმება
ცნობილი ამერიკელი ფილოსოფოსები: დ. როულზი და ა.რენდი.

მაგალითისთვის მოვიყავნოთ ე.წ. „უბილეთო მგზავრი“, რატომ არის ის გასაკიცხი?

 კოლექტიური მოქმედების პირობებში, ერთი ადამიანის ჩაურთველობა (უბილეთო


მგზავრის) წარმოების პროცესში შეუმჩნეველია
 კოლექტიური უმოქმედობის პირობებში, ერთი ადამიანის ძალისხმევა რეზულტატის
მომტანი არ არის
 კოლექტიურ საქმიანობაში ადამიანთა მცირე ნაწილის ჩაურთველობა საქმეს ვერ
გააფუჭებს, მაგრამ ურთიერთთანამშრომლობას არყევს

გონივრული ეგოიზმი იდეები, როგორც ზნეობრივად პრაგმატული (სასარგებლო )


ორიენტაცია, საკმაოდ არის გავრცელებული ჩვენს ცხოვრებაში.

მოკლედ როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეთიკური ეგოისტი ამტკიცებს, რომ ადამიანის ქცევა
თვით-ინტერესებიდან გამომდინარეობს. ანუ ადამიანს აქვს საკუთარი მოტივები , რის
შედეგადაც შემდეგ ის მოქმედებს, მაგრამ ეს მოქმედება არის საკუთარი ინტერესებით
გამოწვეული და არა იქიდან, თუ როგორ უნდა იქცეოდეს ზოგადად ადამიანი . ამგავად , ეს
თეორია ეთიკის მეცნიერული სფეროდან გადის. ღირებულებითი მსჯელობები არ
წარმოიქმნება ვაკუუმში!!

პარაგრაფი 3. ეთიკური ალტრუიზმი

კითხვა: შეუძლია თუ არა ადამიანს მოიქცეს აბსოლუტურად უშურველად?


მტკიცებულება: „ცხადია, რომ ადამიანის ბუნებაში ჩადებულია განსაკუთრებული
კანონები, ისინი აიძულებენ მას დაინტერესდეს სხვა ადამიანების ბედ-იღბლით,
საკუთარი თავისთვის აუცილებელ რამედ, მხოლოდ მათი ბედნიერება მიაჩნდეს,
თან არაფერს იღებდეს ამისგან გარდა სიამოვნებისა, რომელსაც ანიჭებს მათი
ბედნიერება“
ადამ სმითი. „მორალურ გრძნობათა თეორია“
ალტრუიზმი (ლათ. Alter სხვა, სხვები) პირადი სარგებლისგან თავისუფალი,
დამოუკიდებელი მოტივიით განსაზღვრელი ეთიკაა. ამ ცნებით აღინიშნება სხვების
კეთილდღეობისათვის უშურველი, დაუინტერესებელი ზრუნვა. სხვათა
ინტერესებისათვის საკუთარი სარგებლის, თვით-ინტერესის უგულვებელყოფა.
ეს ტერმინიცა და ცნებაც შემოიტანა ფრანგმა ფილოსოფოსმა ოგი უსტ კონტმა.
ალტრუიზმის პრინციპი კონტის მიხედვით არის „იცოცხლე სხვებისთვის!“ ამ ტიპის
სტრატეგია დაინტერსებულია იმგვარი ქცევით და ადამიანის იმ აქვიტობით,
რომლის შედეგს მოაქვს სხვა დამიანებისთვის სარგებელი. ესაა სუბიექტის მიერ
თავისუფალი, საკუთარი ნებით განხორციელებული ქცევა. რელიგიური
ფილოსოფოსი ვლადიმერ სოლოვიოვისათვის, ალტრუიზმი ადამიანური ბუნების
ერთადერთი გამოხატულებაა. თანაგრძნობაზე დაფუძნებული ალტრუიზმი,
პიროვნების ზნეორივი სოლიდარობაა სხვა ადამიანებთან (ანუ სიკეთის
გამართლება). ალტრუისტული ხედვა სოციალური პასუხისმგებლობის ნორმად
გვევლინება იმ გაგებით, რომ იგი მოთხოვს ადამიანისგან დაეხმაროს
გაჭირვებაში მყოფ ნებისმიერ ადამიანს ყოველგვარი სარგებლის მოლოდინის
გარეშე. ალტრუისტული ქცევები საზოგადოების მიერ განსაკუთრებულად
დადებითად ფასდება. ისინი მორალურ ჯილდოს საკუთარ თავში ატარებენ.

პარაგრაფი 4. უტილიტარიზმის ტიპები

კითხვა: როგორ მოვიპოვოთ ობიექტური არგუმენტი ეთიკურ საკითხებზე


მსჯელობისას?
დაშვება: ქცევა, რომელიც უდიდესი რაოდენობის ადამიანებისათვის უდიდესი
სიკეთის მომტანია, უნდა ჩაითვალოს სხვა ქცევეებთან შედარებით საუკეთესოდ.
უტილიტარიზმი ერთ-ერთი უმნიშნველოვანესი ტელეოლოგიური ნორმატული
თეორიაა. იგი სათავეს იღებს სიტყვიდან “utility” რაც ნიშნავს „სასარგებლოს“.
უტილიტარიზმის მიხედვით, ქცევის მორალური ღირებულება განსაზღვრულია მისი
რეზულტატით. მისი კლასიკური ფორმა ამტკიცებს, რომ ყოველთვის ისე უნდა
მოვიქცეთ, რომ შედეგად ბევრმა ადამიანმა მიიღოს რაც შეილება მეტი სიკეთე. ამ
თვალსაზრისის მიხედვით, ქცევა ემორჩლება სარგებლიანობის პრინციპს.
კლასიკური უტილიტარიზმის მთავარი მიზანია, დაადგინოს ობიექტური
საფუძველი, რომელიც რაციონალიზმის ფარგლებში გადაწყვეტს ღირებულებით
საკითხს.
არგუმენტები უტილიტარიზმის დასაცავად.
ყველა იტყვის რომ ზოგიერთი ვითარება უბრალოდ სჯობს სხვა ვითარებებს და
რომ კეთილი ქცევა ყოველთვის სჯობს ცუდს და რაც უფრო მეტი ადამიანი მიიღებს
სარგებელს კეთილი ქცევისგან გაცილებით უკეთესი იქნება ეს ქცევა სხვა
ქცევებთან შედარებით. ანუ ადამიანი ყოველთვის უნდა მოიქცეს ისე რომ მისი
ქცევის შედეგად რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს სიკეთე და იხეიროს.
უტილიტარიზმის გამამტყუანებელი იკითხავს - სად არის ის ობიექტური
კრიტერიუმი რომელიც დაადგენს რომელი ვითარება სჯობია? რაზეც უნდა
ვუპასუხოთ რომ ამ კრიტერიუმს ადამიანის შინაგანი ცნობიერების ღირებულება
ადგენს ანუ ღირებულებები თავისთვის; მაგალითად, ბედნიერება და სიამოვნება
სიკეთეა მაშინ როდესაც უბედურეა და ტკივილი ცუდია.
ასევე არსებობს კითხვა თუ რომელია უპირატესი სიამოვნება თუ ბედნიერება?
უტილიტარიზმისათვის არჩევნისას ინდივიდუალიზმი არის გადამწყვეტი, ზოგს რა
ანიჭრებს სიამოვნება ზოგს რა. ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია გადაწყვიტოს
რა არის მისთვის უკეტესი.
როგორ გავზომოთ ერთი ადამიანის მწუხარება და როგორ შევადაროთ იგი
მეორე ადამიანის სიხარულს?
ამ შემთხვევაში მოგვაქვს მაგალითად უტილიტარიზმის ერთ-ერთი კლასიკური
ვერსია აქტ-უტილიტარიზმი. ეს შექმნა ივრემია ბენთამმა, ის უტილიტარიზმის
არქიტექტორადაა მონათლული. იგი ფიქრობს რომ ადამიანი მუდმივად ითვლის
ნებისმიერი ქცევის შესაძლო შედეგებს და ადგენს რომელი ქცევაა ზნეობრივად
სწორი და რომელი არასწორი. ყველა ეთიკური ქცევა განისჯება მისი შედეგების
მიხედვით.
ასევე არსებობს ჰედონისტური უტილიტარიზმი რომელიც გვეუნბებნა რომ
ადამიანი სულ ზომავს ქცევების შედეგად მიღებულ სიამოვნებას და ტკივილს.
ბუნებამ ადამიანი ორი ძალაუფლების ქვეშ მოაქცია - სიამოვნება და ტკივილი.
აქტ-უტილიტარიზმის მიხედვით არ შეიძლება დროის უქმად ფლანგვა, მან
დრო უნდა დახარჯოს ისეთ რამეზე რაც სოციალურ სარგებელს მოიტანს
(მაგ:ქველმოქმედება.)
წეს-უტილიტარიზმი გვეუნბება ქცევის ნორმის შესახებ, ან წესი მორალურად
სწორია (თუ ამ წესის არ დარღვევა უფრო კარგ შედეგს მოიტანს) ვიდრე შედეგები,
რომლებიც წესის დარღვევას მოსდევს. აქტ-უტილიტარისტი რომელიც ყველა
ქცევის შედეგს ითვალისწინებს განსხვავდებიან წეს-უტილიტარისტებისგან
რომლებიც ამბობენ რომ წესები არასდროს არ უნდა დაირღეს.

პარაგრაფი 5. სარგებლიანობა და პრინციპები


-------aklia es-----------------------
----------------------------------------

კანტი

თავისუფლებისა და აუცილებლობის შერიგების თეორია მოცემულია კანტის ეთკაში.


პიროვნების ემპირიული (ბუნებრივ პირობებში არსებული, ცოდნა, რომელიც
სინამდვილეზე დაკვირვებითაა მიღებული, არაექსპერიმენტული ) ხასიათი ყოველთვის
განსაზღვრულია. ის ერთის მხრივ ადამიანის ნებისყოფის აუცილებლობას ემყარება და
მეორეს მხრივ ინტელიგებილური (განსჯითი) ხასიათს, რომელიც თავისუფალია. ასე
შეარიგა კანტმა თავისუფლება და აუცილებლობა. ამ შემთხვევაში თავისუფლება
ადამიანის არსია და შესაბამისად თავის მოქმედებებზე პასუხისმგებლობაც ეკისრება .

კანტი ადამიანის არსებად მიიჩნევს გონებას და არა ნებისყოფას. მისთვის ზნეობრივია


არა განსაზღვრა, არამედ ნორმის შესრულება და კანონის დაცვა, აქედან გამომდინარე ,
მისი ეთიკის მთავარი ცნება არის მოვალეობა. მოვალეობას კანტი განსაზღვრავს ,
როგორც კანონის პატივისცემით გამოჩენილ ქმედების აუცილებლობას და პატივისცემა
ესმის, როგორც კანონის წინაშე საკუთარი ნების დამორჩილება. როგორია ამ კანონის
შინაარსი და ვინ დაადგინა იგი? პირველი კითხვა ანუ როგორია კანონი ეს ეხება ზნეობის
პრინციპს და შინაარსს, პრინციპი გვეტყვის თუ როგორ უნდა მოვიქცეთ. ხოლო
მეორეკითხვის პასუხი, თუ ვინ დაადგინა იგი ეხება ზნეობის საფუძველს . საფუძველი
გვეტყვის რატომ უნდა მოვიქცეთ ასე და რატომ არის ეს სათნოება .

კანტს აქვს ზნეობის ასეთი პრინციპი: მოიქეცი ისე რომ შენი ქცევის წესი გამოდგეს
საყოველთაო ნორმად. ეს პრინციპი არის გონების მოთხოვნა ნებისყოფისადმი ანუ
კატეგორიული იმპარატივი და იგი არის ადამიანის პრაქტიკული გონების მთავარი
ბერკეტი.

შოპენჰაუერი

შოპენჰაუერი ეჭვქვეშ აყენებს კანტის მიერ წამოყენებულ თეორიას, რომ სინდისი


სასამართლოსთან არის შედარებული. ის ფიქრობს, რომ თუ ასეთი სასამართლო
არსებობს, მაშინ უსინდისობის ფაქტები ძალიან გასაკვირი უნდა იყოს. მოკლედ,
შოპენჰაუერი ფიქრობს, რომ სინდისს ადამიანში არ აქვს დემონური ძალა , მხოლოდ
მორწმუნეებს მიაჩნიათ, რომ სინდისი გაიგივებულია საკთარი თავის გამოცდა რელიგიისა
და ღმერთის წინაშე.

შოპენჰაუერი ფიქრობს, რომ სახელმწიფო რომ არ არსებობდეს ხალხი ერთმანეთს


დაერეოდა. მისი აზრით ადამიანები ლაგამამოდებული მგლები და ვეფხვები არიან . და
თუ მათ ლაგამს მოვხსნით ვნახავთ, თუ რა ცოტა დაემორჩილება რელიგიას, სინდისს,
ზნეობას და ა.შ. ამ შემთხვევაში გამოჩნდება ნამდვილი ადამიანის სახე .

შოპენჰაუერის აზრით, ეთიკის საქმე არ არის დაადგინოს თუ როგორ უნდა მოიქცეს


ადამიანი, არამედ მისი საქმეა, თუ როგორ იქცევიან ადამიანები. ეთიკა დაადგენს
ადამიანბის ქცევას და დაიყვანს რაღაც უკანასკნელ საფუძვლამდე ემპირიული გზით . ანუ
გამოკვლევებით უნდა დაამტკიცოს არსებობს თუ არა ჭეშმარიტი ზნეობრივი
ღირებულებები და თუ არსებობს რით აიხსნება ისინი.

შოპენჰაუერი ასეთ უკანასკნელ საფუძველს ხედავდა - თანატანჯვაში. ის ფიქრობს , რომ


ადამიანის ყველა საქციელი ეგოიზმზეა დამყარებული. იქნება ეს ამქვეყნიური თუ
იმქვეყნიური საქმეებისადმი, ფაქტი ერთია, რომ ადამიანის ყველა ქმედება ეგოისტურია .
ეგოიზმი ადამიანში არის ბუნებრივი და ეს ერთგვარი უფსკრულია ადამიანებს შორის და
თუ ვინმე ამას გადალახავს, ეს მაშინ იქნება სასწაული. მსგავსი საქციელი გასაკვირი და
მოსაწონია.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, შოპენის აზრით, ადამიანი ყოვეთვლის საკუთარი


კეთილდღეობიდან გამომდინარე იქცევა და ჩნდება კითხვა არის თუ არა შესაძლებელი
როდესაც ადამიანი სხვის საკეთილდღეოდ იქცევა. შოპენი თვლის, რომ შესაძლოა
ადამინს გააჩნდეს თანატანჯვის განცდა, რაც გულისხმობს იმას, რომ მე უშუალოდ
ვიტანჯები მისი ტანჯვისას და ვგრძნობ მის ტკივილსაც. ამისათვის საჭიროა , რომ მე
გავიგივდე მასთან და გავაქრო საერთოდ ჩვენ შორის სხვაობა. შოპენის აზრით, მხოლოდ
აქედან მომდინარეობს ადამიანის ქცევის ზნეობივი ღირებულებები .

შოპენჰაუერი აკეთებს ერთ შენიშვნას, რომ ცდება ის ადამიანი ვისაც ჰგონია, რომ ტანჯვა
წარმოიშვება მაშინ როდესაც ჩვენ ჩვენ თავს ჩავსვამთ ტანჯულის მდგომარეობაში . ეს ასე
არხდება და თუ ასეა მაშინ გამოდის, რომ ის იტანჯება და ჩვენ უბრალოდ შეწუხებულობას
ვგრძნობთ იმის ტანჯვით.

თანატანჯვის მეტაფიზიკურ საფუძველს შოპენჰაუერი ხედავს ყველა ადამიანში . აქ იგი


ეყრდნობა კანტის თეორიებს ფენომენებისა და ნოუმენების სამყაროთა სხვაობის შესახებ
და ეს თეორის მიაჩნია კანტის ყველაზე დიდ აღმოჩენად. ის ფიქრობს, რომ თანატანჯვას
სჭირდება გონება ანუ ამას მარტო გონიერი, საზრიანი ადამიანი შეძლებს. ასეთი
ადამიანისთვის სხვისი სიყვარული აუცილებელია და ამიტომ არსებობს მოთხონა :
„გიყვარდეს მოყვასი ისე, როგორც საკუთარი თავი“ და არა პირიქით „გიყვარდეს
საკუთარი თავი ისე როგორც მოყვასი“.

შოპენჰაუერი გამოჰყობს ორ უმთავრეს სათნოებას: 1. არ მიაყენო ზიანი სხვას


(სამართლიანობის სათნოება) და 2. ყველას დაეხმარე რამდენადაც შეგიძლია (ზნეობა ).

ის ერთი მაგალითის საფუძველზე გვაჩვენებს თანატანჯვით გასაზღვრულ სინდისის


სპეციფიკას და მოჰყავს ასეთი მაგალითი: ახალგაზრდა ვაჟს, კაენს ძალიან უყვარს
თავისი საცოლე, მაგრამ მას ჰყავს მასზე უკეთესი მეტოქე. კაენი გადაწყვეტს, რომ ის
მოკლას და ყველაფრისგან იქნება დაზღვეული, ამ კვლელობის შესახებ ვერავინ გაიგებს .
და როდესაც დაიწყო მკვლელობისთვის მომზადება მან თავისი გადაწყვეტილება
გადაიფიქრა. რის საფუძველზე აიღო მან ხელი?

ქრისტიანული ეთიკა იტყოდა : კაენმა თავი შეიკავა იმის გამო, რომ საიქიოში ამაზე პასუხი
არ ეგო.

კანტი: კაენის ადგილზე იტყოდა იმას, რომ ეს საქციელი არ არის საყოველთაო წესად
მიღებული ყველა გონიერი არსებისთვის, რადგან ამ შემთხვევაში მოწინააღმდეგეს
იყენებ, როგორც საშუალებას და არა როგორც მიზანს.
ფისტე: ის იტყოდა რომ ადამაინის სიცოცხლე არის ზნეობრივი კანონის რეალიზაცია და
არუნდა იყო ამ კანონების მიმართ გულგრილი და არც შეიძლება მოსპო სხვა ადამიანის
სიცოცხლე, რომლიც ამ კანონს ემორჩილება.

ჰუტჩესონი: ზნეობრივმა გრძნობამ გადააფიქრებინა, რომლის წარმოშობა, როგორც სხვა


გრძნობების აუხსნელია

ადამ სმიტი: კაენის მიერ იმ კაცის მოკვლა არ გამოიწვევდა მაყურებელში მის მიმართ
არავითარ სიმპათიას.

ქრისტიან ვოლფი: მისი აზრით, ამ საქციელით კაენი შეეწინააღმდეგებოდა მისი საკუთარი


თავის სრულქმნილებას და სხვისი მოკვლითაც შეუშლიდა ამ სრულ ქმნილებას ხელს

შოპენჰაუერი: აქ უკვე თანატანჯვა და შეცოდება შემოდის. მკვლელი გაანალიზებს


საკუთარ საქციელს და აღიძვრება თანაგანცდის გრძნობით, თუ რა უნდა მოსვლოდა მას .
ამიტომ კაენი ამ საქციელს ვერ ჩაიდენდა.

შოპენჰაუერის ამ მსჯელობიდან ჩანს სინდისის ხმა, ადამიანური თანატანჯვის და


შეცოდების ხმა, ის შედგება ორი სათნოებისგან: სამართლიანობა და კაცთმოყვარეობა . ეს
ადამიანში ქმნის თვითკმაყოფილებას და სუფთა სინდისის განცდას და მათი
საპირისპირო ქმედებები კი იწვევს - სინდისის ქენჯნას.

კანტისთვის სინდისის პრინციპი იყო კატეგორიული იმპერატივები , შოპენჰაუერს უფორ


კონკრეტულ მოთხოვნაზე: კაცთმოყვარეობასა და სამართლიანობაზე დაჰყავს . სწორედ
ეს ორი სათნოებაა მისთვის ადამიანის სინდისის და პატიოსნების საზომი. სინდისი
ადამიანის მოქმედებისა და მთელი ხასიათის თვითკონტროლია !!

ჰეგელი
ჰეგელის ფილოსოფიაში ეთიკის ადგილი უჭირავს სამართალს, რომელიც აერთიანებს
მოძღვრებას სამართალსა და ზნეობაზე. იგი შეისწავლის ობიექტური სულის
განვითარების საფეხურებს და შედგება სამი ნაწილისგან: აბსტრაქტული (ზოგადი )
სამართალი, მორალი და ზნეობა.

აბსტრაქტულში განიხილავს საკუთრების, ხელშეკრულების და სიყალბის საკითხებს ;


მორალში განიხილავს განზრახვა და დანაშაული, მიზანი და კეთილდღეობა , სიკეთე და
სინდისი. ხოლო ზნეობაში - ოჯახის და სამოქალაქო საზოგადოების საკითხები .

არ მოყვეთ, რთულიასავით მაგრამ იყოს მაინც!!! რა კავშირია ამ სამს შორის? ობიექტური


სულის განვითარების საფეხურები თავისუფალი ნებისყოფის რეალიზაციის საფეხურებია .
თავისუფალი ნებისყოფა რეალიზაციას ახდენს: გარეთ, შიგნით და სინამდვილეში , რაც
აერთიანებს გარეგანსა და შინაგანს. თავისუფალი ნების გარეგანი არსებობა არ არის
აბსტრაქტული სამართალი. მისი შინაგანი არსებობა არის მორალი, ხოლო სხვისი
სინამდვილე არის ზნეობა.

ადამიანის ნებისყოფა არის სუბიექტური განზრახვების, მისწრაფების ნაკრები . ქცევა


გვაქვს მაშინ როდესაც სახეზე მორალური ნებისყოფა. ქცევა ზოგადად მიზანდასახულია
და მას ნებისყოფა ახორციელებს. ნებისყოფა თავისუფლად არის გამოვლენილი
ზნეობაში. აქედან, მორალის ფორმა არის მოთხოვნა და ვალდებულება .

მორალური ნებისყოფა პასუხისმგებელია ისეთ ქმედებებზე, რომლის შედეგი იცოდი რომ


ზიანის მომტანი იქნებოდა, მაგრამ მაინც ჩაიდინე, ეს არის დანაშაული . ოიდიპოსი
დამნაშავეა, რადგან მამა მოკლა, მაგრამ მორალური თვალსაზრისით ის არ არის
დამნაშავე, ვინაიდან არ იცოდა, რომ ის კაცი მამა იყო.

ჰეგელი საუბრობს მიზანსა და კეთილდღეობაზე. ის ამბობს , რომ ჩვენი მიზანდასახულობა


და ნებისმიერი მიზანი უნდა ემრჩილებოდეს კეთილდღეობას. კეთილდღეობის მაქსიმუმი
არის ბედნიერი ცხოვრება. სიკეთე, როგორც მორალური მიზანი, უნდა გააჩნდეს ადამიანს
და ეს უნდა იყოს ადამიანის მოვალეობა. როცა მოვალეობას ასრულებს ადამიანი , ის არის
სრულიად თავისუფალი და მისი მოვალეობებიც ბუნებრივად უნდა ემორჩილებოდეს
მხოლოდ და მხოლოდ სიკეთეს.

ჰეგელი ასევე საუბრობს ბოროტი სინდისის შესახებ. უსამართლობა ზოგჯერ სინდისის


ნიღბით გამოდის. ამას მორალის სფეროში კი ეწოდება პირფერობა. ანუ გარეგნულად
ჩანს რომ სიკეთეს აკეთებ, მაგრამ რეალურად ეს ასე არ არის. პირფერობის
განსაკუთრებული ფორმა არის პრობაბილიზმი. და რას ნიშნავს ეს? ამ დროს ბოროტი
სინდისი ამართლებს თავის ქცევებს ვითომ კეთილი საფუძვლებით. ეს ბოროტი სინდისი
მხოლოდ სამყაროს კი არა, არამედ საკუთარ თავსაც კი ატყუებს. ეს არის პირფერული
თვითმოტყუება. ანუ ადამიანი თავის თავს ატყუებს იმიტომ, რომ უნდა, რომ მოატყოს
თავისი თავი. პრობაბილიზმს მივყავართ, იეზუეიტების ცნობილს ლოზუნგამდე: „მიზანი
ამართლებს საშუალებას“.

ჰეგელის სინდისის მოძღვრებაში გავამახვილებთ რამდენიმე ასპექტზე ყურადღებას :

1. სამართლიანობის და სამართლის მიმართება სიკეთსთან და კეთილდღეობასთან .


კეთილდღეობა არაა სიკეთე თუ არ არსებობს სამართალი და პირიქით. ასე რომ,
ბოროტებაა, უსამართლო კეთილდღეობაც და პირიქით (კეთილდღეობას
მოკლებული სამართლიანობაც)
2. აბსტრაქტული (ზოგადი) პრიციპით ჩვენ ვერანაირად ვერ განვსაზღვრავთ
უმაღლეს სიკეთეს, ანუ ფორმალურ პრინციპეიდან - მაგალითად: როგორ უნდა
მოიქცეს ადამიანი და როგორ არა - ის არ გამომდინარეობს . კანტთანაც გვაქვს
სიკეთის ზოგადი ფორმა და არა კერძოობითი.
3. სინდისი არის მხოლოდ საკუთარ თავთან ყოფნა. ჭეშმარიტი სინდისი, რა თქმა
უნდა, ისურვებს იმას, რაც მხოლოდ სიკეთეს უკავშირდება. ის ეყრდნობა ნამდვილ
სიკეთეს და იგი ამავდროულად არის ობიექტური.
4. სუბიექტური სინდისი ადვილად გადადის ბოროტებაში, და ეს შესაძლოა მარტივად
გამოიწვიოს საკუთარ თავში დარწმუნებულობამ. ჭეშმარიტი სინდისი მხოლოდ
მოვალეობებსა და სამართლიანობის ობიექტურ იდეებს ეყრდნობა, შესაბამისად ის
ბოროტი ვერ გახდება

ქრისტიანული მორალის შესახებ


რელიგია არის ღვთისმონიჭებული სიკეთე და ბედნიერება. იგი სოლიდარობით,
სიყვარულით, ერთიანობით ადამიანებს მომავლის იმედს უსახავს, რომელშიც არ
არსებობს არანაირი ძალდატანება, იძულება და მსგავსი ბოროტი რამ. სწორედ
რელიგიის მეშვეობით პოულობენ ადამიანები სიყვარულს, ურთიერთპატივისცემას და ა .შ .

ქრისტიანობამ საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინა ადამიანთა მორალზე , ვინაიდან , მისი


ძირითადი იდეები - მოწყალება და სიკეთე - ბევრისთვის ზნეობის საფუძველი გახდა . ამ
ცნებების საფუძველზე კი ადამიანებს აჩვენეს, თუ როგორი უნდა იყოს ადამინთა სიცოხლე
და როგორ უნდა ებრძოლო უკეთურობას. და სწორედ ქრისტიანობაში, უფალი გვეუბნება „
შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“

ადამიანი შექმნილია ბედნიერებისთბის და სათნოების გაზიარებისთვის . ეს სათნოებებია -


რწმენა, იმედი, სიყვარული. კეთილი საქმეების აღსრულება ჭეშმარიტი ქრისტიანი
მოწოდება და ღირსებაა. და სიყვარულიც საერთოდ სიხარულის სათავეა. ქრისტიანული
ზნეობა, რომელიც გვანახებს ცოდვის არსს, მიზეზებსა და შედეგებს, ამ შემთხვევაში
ქრისტიანობა ადამიანს მოუწოდებს ამისგან განდგომას და ბოროტების დათრგუნვას . ამ
დიადი საქმეების განხორციელება, მხოლოდ ჭეშმარიტი რწმენის შედეგად არის
შესაძლებელი.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ბრძანებს ,


რომ (პერიფრაზს ვაკეთებ) საქართველოს ძლიერებას და ერთობას საფუძვლად უნდა
დაედოს სულიერება და ზნეობრიობა. ამასთან ერთად კულტურის შენარჩუნება და
თვითმყოფადი ცნობიერებაც აუცილებელია, რომელიც დაფუძნებული იქნება
ქრისტიანულ მსოფლმხედველობაზე.

You might also like