You are on page 1of 172

თავი 1

სოციალური ფსიქოლოგიის საგანი და ამოცანები

სოციალური ფსიქოლოგიის მრავალი განსაზღვრება არსე¬ბობს, მაგრამ ამ სიმრავლეში შეინიშნება ერთი


ზოგადი აზრი, რომელიც მათ აერთიანებს, რომ სოციალური ფსიქოლოგია სწავლობს ადამიანის სოციალურ
ბუნებას, მის სოციალურ აქტიობას. სოციალური ფსიქოლოგია ადამიანს შეისწავლის სოციალურ სიტუაციაში.
სწორედ ასე განსაზღვრა სოციალური ფსიქოლოგია ს. აშმა - მისი აზრით სოციალური ფსიქოლოგია შეისწავლის
ადამიანის სოციალურ აქტიობას.

თუ ჩაუკვირდებით ამ განსაზღვრებას, და გავითვალისწინებთ იმასაც, რომ სოციალური ფსიქოლოგიის


თითქმის ყველა განსაზღვრებაში ანალოგიური აზრია გატარებული, ადვილია დავასკვნათ, რომ სოციალური
ფსიქოლოგია სწავლობს ადამია¬ნის ბუნებას.

ადამიანის არსი,რომ მის სოციალურობაში მდგომარეობს ცნობილია ჯერ კიდევ ანტიკურობიდან.


არისტოტელემ ადამია¬ნი განსაზღვრა როგორც 3საზოგადოებრივი ცხოველი4. არის¬ტოტელემ ხაზი გაუსვა იმ
ფაქტს, რომ ის ვინც თავისი ბუნებით და არა რღაც შემთხვევითი მდგომარეობის გამო ცხოვრობს საზოგადოების
გარეთ ან ზნეობრივად არ არის ადამიანის დონემდე განვითარებული ან ზეადამიანია. თუ ინდივიდი
თავის¬თავს თვითკმარ არსებად თვლის, ის ან ცხოველია ან ღმერთი. ე.ი. ადამიანის არსი მის სოციალურობაშია.
ადამიანში რა თქმა უნდა არის ცხოველურიც, მაგრამ მის სპეციფიკურობას სოცი¬ალურობა განსაზღვრავს. ესაა
ის რასაც მეცნიერება და საღი აზრიც ადამიანს უწოდებს. ამდენად, ადამიანის სოციალური ბუნების გაგება თვით
ადამიანის ბუნების გაგებას ნიშნავს. ადამიანის სოციალურობა კი ბოლოსდაბოლოს აღმოჩნდა, იმას ნიშნავს,
რომ ადამიანი სხვისგან ზეგავლენის მიმღებია.

ცნობილია, რომ ადამიანს აქვს სამი რამ: კოგნიცია, ემოცია და კონაცია (ქცევითი ტენდენცია). ამას ემყარება
ფსიქოლოგი¬აში ცნობილი ფსიქიკური პროცესების კლასიფიკაცია სამ ჯგუფად (შემეცნებითი პროცესები,
ემოციები და გრძნობები და ნებელობითი პროცესები). საღი აზრის დონეზე ეს ნიშნავს, რომ ადამიანებს
გარესამყაროსადმი (საგნები, მოვლენები, ღირებულე-ბები) აქვთ შემეცნებითი, ემოციონალური და ქცევითი
დამო-კიდებულება. ადამიანები იმეცნებენ სამყაროს, რასაც იმეცნებენ ის ადამიანებში იწვევს გრძნობებს და
შესაბამისად ახორციე-ლებენ ქცევებს. აღმოჩნდა, რომ სამივე ამ სფეროზე გავლენას ახდენს სოციალური
სიტუაცია, რომ ინდივიდი ცალკე და ინდივიდი სხვებთან ერთად განსხვავებულად აღიქვამს და
განსხვავებულად განიცდის გარე სამყაროს, განსხვავებულია მათი ქცევებიც. ინდივიდის სიტუაციაში სხვისი
არსებობა ცვლის სამივე ამ სფეროს (კოგნიციას, ემოციას და კონაციას). ე.ი. ინდივიდზე გავლენას ახდენს ის
სოციალური სიტუაცია რომელშიც ის იმყოფება. ამაში მდგომარეობს მისი სოციალუ-რობა. სოციალური
ფსიქოლოგია ადამიანს სწორედ ამ კუთხით შეისწავლის. სოციალური ფსიქოლოგიის მიზანია სოციალური
გავლენების კანონზომიერებების შესწავლა. ეს ზოგადი აზრი ფართოდაა ასახული დ. კარტრაიტის მიერ
მოცემულ დეფი-ნიციაში, რომ სოციალური ფსიქოლოგია წარმოადგენს სოცი-ალურ მეცნიერებათა დარგს,
რომელიც ცდილობს ახსნას თუ საზოგადოება როგორ ახდენს გავლენას ინდივიდას კოგნიციაზე, მოტივაციაზე,
განვითარებაზე და ქცევაზე, და თავის მხრივ საზოგადოება როგორ განიცდის ინდივიდის ზეგავლენას4 (Dარწინ
ჩარტწრიგჰტ, 19 ).

ვფიქრობთ ამ განსაზღვრებაში კარგადაა განზოგადოებული ის ძირითადი იდეა, რომელიც ფსიქოლოგიის


განსხვავებული სკოლის წარმომადგენლების მიერ სოციალური ფსიქოლოგიის განსაზღვრებებშია გატარებული.
შესაძლოა, ამან განაპირობა ის, რომ კარტრაიტის მიერ მოცემული სოციალური ფსიქოლოგი¬ის განსაზღვრება
მისაღები გხდა არამარტო ფსიქოლოგე¬ბისათვის

მიუხედავად ამისა, როგორც აღვნიშნეთ, არსებობს სოციალური ფსიქოლოგიის განსხვავებული


განსაზღვრებები სადაც ზოგადი იდეა ადამიანის სოციალური ბუნების შესახებ შენარჩუნებულია, მაგრამ
ხაზგასმა განსხვავებულ კომპონენტებ¬ზე კეთდება. კარტრაიტის მიერ მოცემულ განსაზღვრებაში ხაზი აქვს
გასმული იმას რომ: (1) სოციალური ფსიქოლოგია სწავ¬ლობს ადამიანის ქცევას; (2) საზოგადოება გავლენას
ახდენს ადამიანის ქცევაზე; (3) გავლენა საზოგადოებასა და ინდივიდს შორის არის ურთიერთ (რეციპრიკული);
და (4) სოციალური ფსიქოლოგიის საკვლევი არ არის მხოლოდ და მხოლოდ ქცევა. მის ინტერესებში შედის
აგრეთვე მოტივები და კომნიცია.

თითქმის ანალოგიურია რ. ბერონის და დ. ბირნის მიერ მოცემული დეფინიცია - 3სოციალური


ფსიქოლოგია არის მეცნი-ერული სფერო, რომელიც ცდილობს გაიგოს ინდივიდის ქცევისა და აზროვნების
ბუნება და მიზეზები სოციალურ სიტუაციაში4 (ღობერტ A. Bარონ & Dოონ Bყრნე, 2000 გვ. 6).

დ. მაიერსმა სოციალური ფსიქოლოგია განსაზღვრა როგორც 3მეცნიერება, რომელიც შეისწავლის როგორ


ფიქრობენ ადამია-ნები ერთმანეთზე, როგორ ახდენენ გავლენას ერთმანეთზე და როგორ მიმართებაში არიან
ერთმანეთთან4? (L\ Vფქტჰც= 1999)\ შესაბამისად მაიერსი ხაზს უსვამს სიტუაციის მნიშვნელობას - რომ
ადამიანები თავიანთი კულტურის გავლენას განიცდიან, პიროვნების მნიშვნელობას - რომ ადამიანი თვითონ
ქმნის თავის სოციალურ სამყაროს, და კოგნაციის მნიშვნელობას - რომ ადამია¬ნები ნაწილობრივ
განსხვავებულად იქცევიან იმიტომ რომ განსხვავებულად ფიქრობენ. რომ სოციალური რეალობა ხშირად
სუბიექტურიად კონსტრუირებული რეალობაა, რაშიც მნიშვნე-ლობა ეძლევა იმას თუ რას ვფიქრობთ ჩვენს
თავზე, რამდენად ოპტიმისტები ან პესიმისტები ვართ და ა.შ, და სოციალურ ფსიქო¬ლოგიური პრინციპების
გამოყენების მნიშვნელობას.

აღმოჩნდა, რომ სხვა ადამიანები და საერთოდ სოციალური სიტუაცია, ინდივიდზე მაშინაც ახდენს
გავლენას,

როცა ისინი ინდივიდის უშუალო სიტუაციაში არ არიან. უფრო მეტი, ინდივიდზე შეიძლება გავლენა
მოახდინოს ჯერ არ არსებულმა სხვამ. მაგ. ინდივიდზე, მის ქცევაზე გავლენას ახდენს შვილი რომელიც ფიქრობს
რომ მომავალში ეყოლება. ან კიდევ, ინდივიდზე შეიძლება გავლენა მოახდინოს წაკითხული რომანის გმირმა
რომელთანაც ის იდენტიფიკაციას ახდენს და ამით თავისთავის გაიგივებს ახდენს ამ გმირის ფიქციურ
ხასიათთან. დაბოლოს, ის ვინც ინდივიდზე გავლენას ახდენს შესაძლოა სულაც ირეალური არსება იყოს. მაგ. თუ
ინდივიდმა იწამა ღმერთის არსებობა, იმქვეყნიური სამოთხის და ჯოჯოხეთის რეალობა, ყოველივე ეს საკმაოდ
ძლიერ გავლენას მოახდენს მის აწმყო ქცევაზე. გაითვალისწინა რა გავლენის ეს ასპექტები გ. ოლპორტმა
შემოგვთავაზა სოციალური ფსიქო¬ლოგი¬ის შემდეგი დეფინიცია: “მცირე გამონაკლისის გარდა სოციალური
ფსიქოლოგები თავის საგანს განიხილავენ როგორც იმის გაგების და ახსნის ცდას, თუ როგორ ახდენს სხვა
ადამიანის აქტუალური, წარმოსახული და ნაგულისხმევი არსებობა ინდივიდის აზროვნებაზე, გრძნობებზე და
ქცევაზე გავლენას” (G. Aლლპორტ, 199). დეფინიციაში 3ნაგულისხმევი არსე¬ბო¬ბა4 ეხება აქტივობას, რომელსაც
ინდივიდი ახორციელებს რთულ სოციალურ სტრუქტურაში მისი პოზიციის (როლის) და მისი ჯგუფის
წევრობის გამო.

ამრიგად, სოციალური ფსიქოლოგია სწავლობს სოციალური გავლენების კანონზომიერებებს, ცდილობს გაიგოს


სოციალური ქცევის მიზეზები. სოციალური ფსიქოლოგია მიზნად ისახავს გაიგოს პირობების ის ფართე რანგი,
რომლებიც აყალიბებენ ინდივიდის სოციალურ ქცევას, მათ აქტივობას, გრძნობებს და აზროვნებას სოციალური
სიტუაციების, სხვა ინდივიდების მიმართ. ამრიგად, სოციალური ფსიქოლოგიის მიზნები არ შემო-იფარ¬გლება
მხოლოდ თეორიული ინტერესებით. ნავარაუდევია, რომ იმ პირობების მეცნიერული გაგება, რომლებიც
აყალიბებენ ინდივიდის ქცევებს მოგვცემს როგორც სოციალური ქცევის წინასწარმეტყველების ისე მისი
სასურველი მიმართულებით შეცვლის შესაძლებლობას. ამდენად, მას ექნება როგორც მეცნი-ერული ისე
პრაქტიკული მნიშვნელობა.

მაშ, სოციალური ფსიქოლოგია ცდილობს გაიგოს სოციალუ-რი ქცევის მიზეზები. სწავლობს სოციალურ
Óსიტუაციებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ადამიანებზე. ამასთან, ინდივიდის ქცევაზე გავლენას ახდენს
აგრეთვე არასოციალური ფაქტო¬რებიც, რომლებიც თვით ინდივიდის შინაგანი ბუნებიდან გამომ-დინარეობენ.
ამიტომ ძალიან ძნელია ყველა იმ ფაქტორის ჩამოთვლა, რომლებიც ქცევაზე ახდენენ გავლენას. ერთი სიტყვით
სოციალური ქცევის ჩამოყალიბებაში უამრავი ცვლადი იღებს მონაწილეობას. შესაბამისად ნაცადია ამ ქცევების
კლასი¬ფიკა¬ცია და ძირითადად გამოყოფენ ქცევების შემდეგ ჯგუფებს:

(1) სხვისი ქცევა და მახასიათებლები (რას ამბობენ და აკეთებენ ისინი; მათი გარეგნობა, რასიული ან ეთნიკური
ფონი და ა.შ.).

(2) სოციალური კოგნიცია (ჩვენი აზრები, რწმენები, მეხსიერების ფონი, ატრიბუტები).


(3) გარემოსეული პირობები (სიცხე, ხმაური, ჭუჭყი, ადამიანების სიჭარბე, ამინდი).

(4) სოციო-კულტურული ფაქტორები (ჯგუფის წევრობა, კულტუ¬რუ¬ლი ნორმები და ღირებულებები).

(5) ბიოლოგიური ფაქტორები (გარეგნულობა, სენსორული და კოგნიტური უნარების თანდაყოლილი


ასპექტები).

ესენია ასე ვთქვათ ფაქტორთა ჯგუფები, რომლებიც გავლენას ახდენენ ჩვენს ქცევებზე (გრძნობებზე,
აქტიობებზე და აზრებზე).

როგორც მიუთითეთ, ინტერესი ამ საკითხებისადმი მომდი-ნარეობს სამართლიანი დაშვებიდან, რომ ამ


პირობების ცოდნა საშუალებას მოგვცემს არა მარტო ვიწინასწარმეტყველოთ სოცი-ალური ქცევა, არამედ მივცეთ
მას სასურველი მიმარ¬თულება, ერთი სიტყვით შევცვალოთ ის. ესაა ის, რაც მოეთ¬ხოვება ნებისმიერ
მეცნიერებას.

როგორც ვხედავთ, სოციალური ფსიქოლოგიის ინტერესების სფერო საკმაოდ მიმზიდველია თეორიულად


და ამავე დროს პრაქტიკულადაც, მაგრამ თუ რამდენად წარმატებით აკეთებს ის თავის საქმეს დამოკიდებულია
იმაზე თუ რამდენად ზუსტია თა-ვის საქმიანობაში. ამას კი მისი მეთოდები და მეთოდოლოგია განსაზღვრავს.

სოციალური ფსიქოლოგიის მეთოდები და მეთოდოლოგია

სოციალური ფსიქოლოგიისათვის სპეციფიკურია ის, რომ ის იკვლევს ადამიანების ყოველდღიური განცდების


რელევანტურ საკითხებს. სოციალური ფსიქოლოგია მიზნად ისახავს დაეხმა¬როს ადამიანებს საკუთარი
განცდების გაგებაში. ინდივიდე¬ბისათ¬ვის გასაგები გახადოს თუ რა არის ალტრუიზმი, პრეჯუდისები, რაში
მდგომარეობს კონფლიქტების არსი და ა.შ. ამის ცოდნას კი აქვს გარკვეული პრაქტიკული მნიშვნელობა.

ასეთი პიროვნული განცდები ხშირად ბიძგის მიმცემი ხდება ფსიქოლოგებისათვის იკვლიონ სოციალური
ცხოვრების გარკვეული საკითხები, წამოაყენონ განზოგადებული ჰიპო¬თეზები. მაგ. ცნობილია, რომ
პრეჯუდისების სოციალურ-ფსიქო¬ლოგიურ კვლევებს ბიძგი მისცა საზოგადოებაში ებრაელების, შავკანიანების
და სხვა ეთნიკური უმცირესობების დისკრიმინა-ციის ფაქტმა. ან კიდევ, მორჩილების, როგორც სოციალური
გავლენის ერთ-ერთი ფორმის ექსპერიმენტულ კვლევას, რომელსაც მილგრემის ბრწყინვალე ექსპერიმენტები
მიეძღვნა, ბიძგი მისცა ვიეტნამის ომის მსვლელობაში გამოვლენილმა შემზარავმა ფაქტებმა. ამასთან უნდა
აღინიშნოს, რომ მარ¬თალია სოციალურ ფსიქოლოგიური კვლევები ხშირად იწყება პიროვნული განცდებით და
მათზე ზრუნვით, მაგრამ ის არ მთავრდება ფაქტების მხოლოდ დადგენით. სოციალური ფსიქო-ლოგი¬ისათვის
დამახასიათებელია მეცნიერული მეთოდოლოგია. ფაქტის ახსნა მიზეზობრიობის პრინციპით.

სოციალური ფსიქოლოგია ემპირიული მეცნიერებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ სოციალური ცხოვრების


შესწავლისათვის რათა შეამოწმოს წამოყენებული განზოგადოებული ჰიპოთეზები, თეო-რიის სარგებლიანობა
ის იყენებს ინფორმაციის მიღების სისტე-მატურ მეთოდებს. ეს აუცილებელია, რადგან სოციალური ცხოვრების
არაფორმალურ დაკვირვებებს ხშირად მცდარ დასკვნებამდე მივყავართ. ადამიანები ხშირად იმის მცდარ
ინტერპრეტაციას ახდენენ რასაც ხედავენ; ხშირად მოვლენებს ხედავენ ისე, როგორიც უნდათ რომ იყვნენ ისინი.
ხშირად ადამიანები მოვლენებს ხედავენ სწორად მაგრამ იხსენებენ მცდა-რად და ა.შ. ამის საწინააღმდეგოდ
სოციალური ფსიქო¬ლოგია სისტემატური დაკვირვებით დთ სპეციალური კვლევებით აგროვებს მონაცემებს
ისე, რომ მინიმუმამდე შეამციროს შეცდო-მები. ერთი სიტყვით, სოციალური ფსიქოლოგები ახორციელებენ
სოციალური ქცევის მეცნიერულ კვლევას, რათა გამოირიცხოს საღი აზრისეული შეცდომები. სოციალურ
ფსიქოლოგიურ კვლე-ვას აქვს ოთხი მიზანი:

1. აღწერა - სოციალური ქცევის დაწვრილებითი და სისტე-მატური აღწერა, რომელიც შესაძლებელს გახდის


გაკეთდეს საერთო განზოგადოება იმაზე, თუ როგორ მოქმედებენ ადამიანები განსხვავებულ სოციალურ
სიტუაციებში. მაგ. არის მართლაც მამაკაცი უფრო აგრესიული ვიდრე ქალი? პრობლემის გადაწყვეტის
სიტუაციაში ადამიანები მარტო მოქმედებენ უფრო ეფექტურად თუ ჯგუფთან ერთად? და ა.შ.
2. კაუზალური ანალიზი. ფსიქოლოგიური კვლევების უმეტესობა ცდილობს მოვლენებს შორის დაამყაროს
მიზეზ-შედეგობრივი ურთიერთობა. მაგ. ფრუსტრაცია იწვევს ყოველთვის გაბრაზებას და აგრესიას? ფართე
სარეკლამო კომპანია ახდენს ფაქტიურად გავლენას თუ ამომრჩევლები ვის მისცემენ ხმას: საერთოდ
მეცნი¬ერული მოთხოვნაა, კვლევებმა მოახდინონ მიზეზ-შედეგობრივი კავშირის იდენტიფიკაცია.

3. თეორიის ჩამოყალიბება. სოციალური ქცევის შესახებ ჩამოაყალიბდეს თეორია, რომელიც დაგვეხმარება


გავიგოთ თუ რატომ იქცევიან ადამიანები ისე როგორც ისინი იქცევიან. რაც უფრო მეტს ვიგებთ ზოგად
პრინციპებზე და ვახდენთ ქცევის გარკვეული ტიპის სპეციფიკაციას, მით უფრო ვახერხებთ სოციალური
ცხოვრების უკეთესად გაგებას. თეორია გვეხმარება მოვახდინოთ იმის ორგანიზაცია რაც ვიცით სოციალური
ქცევის შესახებ და ამას ლოგიკურად მივყავართ მომავალი ქცევის წინასწარმეტყველებამდე, რაც შეიძლება
შემოწმდეს მომდევნო კვლევებში.

4. გამოყენება. სოციალურ ფსიქოლოგიის ცოდნას შეუძლია დაგვე¬ხმა¬როს ყოველდღიური სოციალური


პრობლემების გადა-წყვეტაში. მაგალითად, სოციალურ-ფსიქოლოგიური ცოდნის გამო-ყენებამ შეიძლება
დახმარება გაუწიოს ადამიანს ისწავლოს საკუთარი აგრესიული იმპულსების კონტროლირება, დაამყაროს
უკეთესი ინტერპერსონალური ურთიერთობები და ა.შ.

ამრიგად, სოციალურ ფსიქოლოგიური კვლევებით დადგე¬ნილი კანონზომიერებების გამოყენების


შესაძლებლობა უამრავია მაგრამ, რომ იყოს წარმატებითი ის უნდა ემყარებოდეს კვლევებს.

ჩვეულებრივ კვლევა იწყება კითხვის დასმით. სოციალურ ფსიქოლოგიაში უმთავრესად გამოიყენება ორი
ბაზისური სახის კითხვა: თეორიული და აღწერითი. პირველი დაკავშირებულია თეორიასთან და მეორე პირველ
რიგში აღწერითია.

თეორიული კითხვა იწყება თეორიით, რომელიც გვინდა რომ შევამოწმოთ. თეორია შეიძლება იყოს
გარკვეული აბსტრაქტული განზოგადოება, რომელიც ეხება იმას, თუ რა არის მოსა¬ლოდნელი სპეციფიკურ
კონკრეტულ შემთხვევაში. მაგ. დარლეის და ლატინის (Dარლეყ & Lატან - 1968) თეორია პასუხისმგებლობის
განაწილებაზე დახმარების სიტუაციაში. ცნობილია ერთი გახმაურებული ფაქტი - სულ ცოტა 30 ადამიანი
უყურებდა, ცენტრალურ პარკში თუ როგორ მოკლა ვინმე ჯიმი ლი ჯონსმა მაწანწალა, რომელსაც ეძინა პარკში.
მსხვერპლი მოკლა ცემით. ის ყვიროდა, შველას ითხოვდა, მაგრამ არავინ არ გაეკარა - ყველაფერი ეს მოხდა 30-40
ადამიანის თვალწინ დღისით და არცერთმა არ სცადა ჩარევა.

დარლეი და ლატანი გვთავაზობს ჰიპოთეზას, რომ ნაკლებად საალბათოა ადამიანებმა გაუწიონ დახმარება
სხვას, როცა ფიქრობენ რომ არსებობენ სხვა მოწმეებიც. ასეთ სიტუაციაში, ჰიპოთეზა ვარაუდობს, რომ
ადამიანები არ გრძნობენ უშუალო პერსონალურ პასუხისმგებლობას. ეს ჰიპოთეზა გამომდინარეობს დარლეი
და ლატინის უფრო ზოგადი თეორიიდან, რომელსაც 3პასუხისმგებლობის დიფუზია4 უწოდეს. კერძოდ, ის რაც
ამცირებს ინდივიდის პასუხისმგებლობის გრძნობას გადაწყვეტი-ლების მიღებაზე, ამცირებს ალბათობას რომ ეს
პიროვნება განახორციელებს ამ აქტიობას. ამ ზოგადი თეორიიდან გამომდინარეობს რამოდენიმე სპეციფიკური
ჰიპოთეზა:

• ადამიანები ნაკლებად საალბათოა, რომ დაეხმარებიან სხვას (ვინც საჭიროებს დახმარებას), როდესაც
არსებობს შემთხვევის სხვა მოწმე.

• ადამიანები ამოცანაზე ან პრობლემაზე მუშაობენ უფრო მონდომებით, როცა ისინი არიან მარტო, ვიდრე,
როცა არიან დიდ ჯგუფში.

• ადამიანები ნაკლებ ყურადღებით უსმენენ ინსტრუქციას, როცა ის ადამიანებიც რომლებიც მასთან ერთად
მუშა-ობენ ისმენენ მას.

როგორც ვხედავთ პასუხისმგებლობის დიფუზიის შესახებ თეორიული დებულებიდან შეგვიძლია დავასკვნათ


თუ რა არის მოსალოდნელი სპეციფიკურ სიტუაციაში. ე.ი. თეორიიდან შეიძ-ლება ჩამოყალიბდეს ჰიპოთეზა ან
წინასწარმეტყველება იმაზე თუ როგორ მოიქცევიან ადამიანები განსხვავებულ სიტუაციაში. ამის კარგი
მაგალითია 3პასუხისმგებლობის დიფუზიის4 თეორია. მოგვიანებით ჩვენ გავაანალიზებთ კვლევებს სადაც
ნაცადია პასუხისმგებლობის თეორიიდინ გამომდინარე ჰიპოთეზების შემოწმება. ამრიგად, თეორიული კითხვა
იწყება სპეციფიკური წინასწარმეტყველებით, რომელიც გამომდინარეობს თეორიიდან. თეორიული კვლევის
მთავარი მიზანია თეორიის შეფასება. თუ ჰიპოთეზა დადასტურდა, თეორია მხარდაჭერილია. თუ ჰიპოთეზა არ
დადასტურდა, არსებობს ორი შესაძლებლობა: ან ცუდად განვახორციელეთ თეორიის შემოწმება, ან თვით
თეორიაა მცდა-რი. ასეთ სიტუაციაში უარი უნდა ვთქვათ თეორიაზე ან შევცვა-ლოთ ის ისე, რომ ახალი
მონაცემების კონსისტენციური იყოს. კვლევა შეიძლება აგრეთვე დაიგეგმოს ორი თეორიის ურთიერთ-
შედარების მიზნითაც.

კვლევა ხშირად არ ეხება თეორიას. მკვლევარი შეიძლება უბრალოდ დაინტერესებული იყოს მეტი რამ
აღმოაჩინოს კონკრეტული ქცევის ან განცდების შესახებ. მკვლევარი, რომე-ლიც მოტივირებულია აღწერითი
კითხვებით, გეგმავს მიიღოს ინფორმაცია სპეციფიკურ ფენომენზე. მაგ. მკვლევარმა შეიძლება დაგეგმოს
ქორწინებაში მყოფი და განქორწინებული წყვილების შედარება მრავალ განზომილებაში, კერძოდ: თუ
რამდენად მსგავ-სია წყვილები ასაკით, სოციალური ფონით, პოლიტიკური და რელიგიური ღირებულებებით
და ა.შ. ასეთი მრავალი ფაქტო¬რი შეიძლება ვიკვლიოთ სისტემატურად იმ მიზნით, რომ აღწერილი იქნას
წყვილები, რომლებმაც შეინარჩუნეს და რომლებ¬მაც ვერ შეინარჩუნეს ქორწინება.

საბოლოო მიზანი სოციალური ფსიქოლოგიისათვის, ისევე როგორც ნებისმიერი მეცნიერებისათვის, არის


ჩამოაყალიბოს უნიფიცირებული თეორია, რომელიც ახსნის კონკრეტულ ფაქტებს. თეორია დაგვეხმარება
გავიგოთ, შევაფასოთ და მოვუაროთ სამყაროს. თეორიის გარეშე ძნელია მონაცემების გაგება და მათი მორგება
ჩვენს დანარჩენ ცოდნასთან. იმის გაგების აუცილებლობა თუ რატომ იქცევიან ადამიანები ისე როგორც იქცევიან
მოითხოვს კარგი თეორიის ჩამოყალიბებას. როგორც სამართლიანად მიუთითებდა კ. ლევინი 3არაფერია ისე
პრაქტიკული როგორც კარგი თეორია4 (K. Lეწინ, 1943).

ამრიგად დიდი ღირებულება აქვს როგორც თეორიულ ისე აღწერით კვლევას - კვლევას რომელიც
ფოკუსირებულია თეო¬რი-იდან გამომდინარე ჰიპოთეზების შემოწმებაზე და კვლევას რომელიც სოციალური
ცხოვრების მნიშვნელოვანი ასპექტების შესახებ ბაზისურ ფაქტებს აღწერს.

კვლევის სუბიექტები

ერთ-ერთი კრიტერიუმი თუ ვინ უნდა ვიკვლიოთ, არის ის თუ რის კვლევას ვისახავთ მიზნათ. რასაკვირველია
უნდა ვიკვლიოთ ადამიანთა იმ ჯგუფის წარმომადგენლები, რომლის შესახებაც გვინდა გავაკეთოთ
განზოგადება. მაგ. თუ გვინდა ვიკვლიოთ რომელიმე სოციალური ჯგუფის წევრების ვთქვათ ქართველების
დამოკიდებულება ეთნიკური უმცირესობის მიმართ უნდა ვიკვლიოთ ამ სოციალური ჯგუფის წევრები, მაგრამ
ცხადია, რომ არასოდეს არ გვექნება შესაძლებლობა ვიკვლიოთ ყველა ქართველი. ამიტომ, იძულებული
ვხდებით ვიკვლიოთ ქართველების მცირე რაოდენობა, რომელთა შერჩევა უნდა მოხდეს ისე რომ ისინი იყვნენ
დიდი ჯგუფის რეპრეზენტატული. ასეთ შერჩეულ ჯგუფს უწოდებენ რეპრეზენტატულ ჯგუფს.

საუკეთესო საშუალება უზრუნველვყოთ ასეთი ზოგადი რეპრეზენტატულობა არის ვიკვლიოთ დიდი


პოპულაციის, რომ-ლის მიმართაც გვინდა მოვახდინოთ განზოგადოება, შემთხვე¬ვითი ნიმუშები.
ფორმალურად, შემთხვევითი ნიმუში ნიშნავს, რომ შერჩეული ნიმუშის ყოველ ინდივიდს თანაბარი შანსი აქვს
ჩართული იყოს დიდ პოპულაციაში. ასეთი შერჩევა შეიძლება მოვახდინოთ ტელეფონების ნომრების
შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. შეიძლება გავითვალისწინოთ დაახლოებით თანა¬ბარი რაოდენობა
ქალების, უმუშევრებისა და ა.შ. ამრიგად, ძალიან მნიშვნელოვანია გენერალური პოპულაციიდან შემთხვე¬ვითი
ნიმუშების კვლევა.

ხშირად აღნიშნავენ, რომ ამერიკული სოციალური ფსიქოლოგია ძირითადად ემყარება უმაღლესი


სასწავლებლების (უმთავრესად მეორე კურსელების) სტუდენტებზე ჩატარებულ გამოკვლევებს, რადგან ისინი
უფრო ხელმისაწვდომნი არიან. თანაც უმთავრესად მათი გამოკვლევა ლაბორატორიებში ტარ-დება.

რეპრეზენტატული ნიმუშის საჭიროება დამოკიდებულია საკითხზე, რომლის კვლევასაც ვაპირებთ.


აღწერითი კვლევისათ-ვის, როცა ვცდილობთ მოცემული პოპულაციის მახასიათებ¬ლების აღწერას,
რათქმაუნდა რეპრეზენტატული ნიმუშის შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი კვლევების ჩატარება
სტუდენტებთან შედეგს ვერ მოგვცემს. მაგრამ, თეორიის შემოწმების კვლევებში ნიმუშის რეპრეზენტატულობას,
ცხადია, ნაკლებად კრიტიკული მნიშვნელობა ექნება. მაგ. დარლეის და ლატანის პასუხისმგებლობის
დიფუზიის თეორიის თანახმად ინდივიდები ნაკლებად პასუხისმგებლები იქნებიან სხვისადმი დახმარების
გასაწევად თუ ამ სიტუაციაში სხვა ინდივიდებიც იქნებიან. ასეთი კვლევების სტუდენტებზე ჩატარება
გამართლე-ბულია, რადგან დასაშვებია, რომ ადამიანები დაახლოებით ერთნაირად რეაგირებენ უცნობის
უბედურებაზე. ასეთი რეაქცია ზოგადად უფრო ადამიანის ფუნქციაა და არა ერთი რომელიმე სოციალური
ჯგუფისა.

თუმცა, როგორც სეარსი მიუთითებს, არის სფეროები, სადაც კვლევების სტუდენტებზე ჩატარება შეიძლება
შეცდომის წყარო აღმოჩნდეს (შეარს, 1986). მიუთითებენ, რომ უმაღლესი სასწავლებ-ლის სტუდენტები არიან
საკმაოდ ახალგაზრდები, უფრო მაღა¬ლი სოციალური კლასის წარმომადგენლები, უკეთესად იგებენ ტესტებს
ვიდრე ზოგადად პოპულაცია. აღნიშნავენ აგრეთვე, რომ მათი ატიტუდები შეიძლება ნაკლებად მტკიცე და
უფრო ღია იყოს შეცვლისათვის, შედეგად სტუდენტების გამოყენება კვლევებში, სადაც რომელიმე ამ
ფაქტორთაგან ქმნის გან-სხვავებას შეიძლება არაგონივრული იყოს.

მიუხედავად იმისა თუ რა სახის კვლევა იწყება, ე.ი. გადაწყ-დება რა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი, ჩნდება
საკმაოდ რთული პრობლემა, როგორ განხორციელდეს კვლევა. არსებობს ორი ბაზისური კვლევითი გეგმა ანუ
მეთოდი: კორელაციური და ექსპერიმენტული. კორელაციურ კვლევებში, მკვლევარი აკვირ¬დება და აღრიცხავს
ორ ან მეტ ფაქტორს შორის ურთი¬ერთო¬ბას. მაგ. მკვლევარი შეიძლება დაინტერესდეს როგორი
დამოკიდე¬ბულებაა შიშსა და აფილიაციის ტენდენციას შორის: კორელაციურ დაგეგმვაში სუბიექტებზე არ
ხდება რაიმე სახის ზეგავლენა. უბრალოდ ხდება ცდისპირების შიშის დონის და აფილიაციის ტენდენციის
შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა.

ექსპერიმენტული დაგეგმვისათვის დამახასიათებელია ჩარევა: მკვლევარი სუბიექტს აყენებს


კონტროლირებულ სიტუაციაში და აღრიცხავს თუ როგორ რეაგირებენ ისინი. შიშსა და აფილიაცი¬ის
ტენდენციას შორის კავშირის კვლევისას იქმნება ძლიერი და სუსტი შიშის გამომწვევი ექსპერიმენტული
სიტუაცია და აღირიცხება ძლიერ და ნაკლებად შეშინებული სუბიექტების აფილიაციის ტენდენცია. ე.ი.
მკვლევარი აკონტროლებს სუბიექ-ტის შიშის ინტენსივობას და იზომება აფილიაციის ტენდენციის ხარისხი.

რადგან სოციალური ფსიქოლოგები უპირატესობას ანიჭებენ ექსპერიმენტულ მეთოდს, ჯერ განვიხილავთ


ექსპერიმენტს.

ექსპერიმენტი.

ექსპერიმენტში, მკვლევარი ქმნის ფაქტორების ან რომელიმე გარეგანი ძალის განსხვავებული დონის მქონე ორ
ან მეტ პირობას. ინდივიდები, შემთხვევითი პრინციპით მიეწერება ერთ-ერთ ამ განსხვავებულ პირობას და
იზომება მათი რეაქციები. მაგ. ტელევიზორში ძალადობის ფილმების ყურების ეფექტის ექსპერიმენტული
კვლევის კარგი მაგალითია ჰარტმანის (Hარტმან, 1969) გამოკვლევა. ჰარტმანმა იკვლია მოზარდი ბიჭების
(ტენეიჯერები) ორი ჯგუფი, რომლებიც უყურებდნენ 2 წუთიან ტელეფილმს. ბიჭების ერთი ჯგუფი უყურებდა
ფილმს, სადაც ორი ბიჭი ესროდა კალათში ბურთს შემდეგ მათ მოუხდათ უთანხმოება, რომელიც მუშტიკრივში
გადაიზარდა. ბიჭების მეორე ჯგუფს აჩვენებდნენ ასევე ორწუთიან ფილმს, რომელიც გამოხატავდა
კალათბურთის აქტიურ, მაგრამ თანამშრომლურ თამაშს. ფილმის ყურების შემდეგ ბიჭებს სთხოვდნენ მონა-
წილეობა მიეღოთ ფსიქოლოგიურ ექსპერიმენტში, რომელიც იკვლევდა უკუკავშირის ეფექტს დასწავლაზე. ამ
ექსპერიმენტში სუბიექტი ყოველთვის გამოდიოდა “მასწავლებლის” როლში, რომელსაც უნდა გამოეყენებინა
ელექტროშოკი 3მოსწავლის4 მიმართ, როგორც კი ეს უკანასკნელი დავალების შესრულები¬სას შეცდომას
დაუშვებდა. 3მასწავლებელს4 შეეძლო თავის სურვილით განესაზღვრა შოკის სიძლიერე (ფაქტიურად შოკი იყო
ყალბი, ხოლო 3მოსწავლე4 ყალბი სუბიექტი, რომელიც ექსპერიმენტატორის შეთანხმებით მოქმედებდა).
ნავარაუდევი იყო, რომ ბიჭები, რომლებმაც ძალადობის ფილმი ნახეს გამოიყენებდნენ უფრო ძლიერ შოკს
ვიდრე ისინი რომლებმაც არაძალადობის ფილმი ნახეს. შედეგი ადასტურებდა ჰიპოთეზას, ძალადობის ფილმის
ყურება მიზეზობრივად განსაზღვრავდა აგრესიულობის დონის ამაღლებას.

ექსპერიმენტული მეთოდის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ ის ადგენს მოვლენებს შორის მიზეზ-
შედეგობრივ კავშირს, ეს კი არსებითია. ბოლოსდაბოლოს მოვლენის მეცნი¬ერუ¬ლი ახსნა ამ მოვლენის
მიზეზის დადგენას ნიშნავს. მეცნიერული ახსნა კაუზალური პრინციპით ახსნაა. მეცნიერული
წინასწარმეტყველება მდგომარეობს მიზეზიდან შედეგის წინასწარ¬¬მეტყველებაში.

სოციალურ ფსიქოლოგიაში ექსპერიმენტი მოითხოვს სუბიექ-ტების განსხვავებული პირობებისადმი


შემთხვევით მიწერას, და იმის აღრიცხვას თუ რა განსხვავებაა მათ რეაქციებში. თუ ექსპერიმენტი სუფთად
ტარდება ორ ექსპერიმენტულ პირობებში რეაქციების განსხვავება პირობებს შორის განსხვავების შედეგი უნდა
იყოს. ფაქტორებს რომლებსაც აკონტროლებს ექსპერიმენ-ტატორი (3მიზეზი4) უწოდებენ დამოუკიდებელ
ცვლადებს, ჰარტმანის კვლევებში დამოუკიდებელი ცვლადი იყო ფილმის ტიპი, რომლებსაც აჩვენებდნენ
ბიჭებს. გამოსავალს ან 3ეფექტს4 (შედეგს) უწოდებენ დამოკიდებულ ცვლადს. ძარტმანის კვლევა¬ში
დამოკიდებული ცვლადია ელექტროშოკის ინტენსივობა, რომელსაც იყენებს სუბიექტი. ექსპერიმენტი გვაძლევს
ნათელ მონაცემებს, რომ განსხვავება დამოკიდებულ ცვლადებში მიზეზობრივად განპირობებულია
დამოუკიდებელ ცვლადებში განსხვავებით.

ექსპერიმენტულ კვლევებში ძირითადი ყურადღება ექცევა დამოუკიდებელი და დამოკიდებული


ცვლადების სწორად დაგეგმვას. ფსიქოლოგმა ჩვეულებრივ უნდა დაიწყოს ცვლადე¬ბის კონცეპტუალური
დეფინიციით. მაგ. ჰარტმანის კვლევაში 3ძალადობის ყურება4 განისაზღვრა როგორც აქტივობის ყურება,
რომელიც სხვას ზიანს აყენებს ან გამოხატავს განზრახვას ზიანი მიაყენოს სხვას. ამის შემდეგ კონცეპტუალური
დეფი¬ნიციიდან უნდა გადავიდეს ოპერაციონალურ დეფინიციაზე. ე.ი. უნდა განისაზღვროს ის პროცესები ან
ოპერაციები, რომლებიც გამოყენებული იქნებიან ცვლადის მანიპულირებისა და გაზომვისათვის. მაგ. შეიძლება
შეიქმნას ფილმის ორი ვერსია, ძალადობის და არაძალადობის. ამასთან, საჭიროა ძალადობის ოდენობის
მანიპულირება ისე, რომ ფილმები არ უნდა განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან სხვა რამეთი, მაგ. ფილმის
ხანგრძლივობით, მუსიკალურობით, ფერადობით და ა.შ. ნების-მიერი განსხვავება ფილმებს შორის, გარდა
ძალადობის ინტენსივობისა, შესაძლებელს ხდის რეაქციებში განსხვავება აიხსნას ძალადობისგან
განსხვავებული ცვლადებით. ამიტომ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ დამოუკიდებული ცვლადების
კონტროლი ექსპერიმენტებში ერთერთი ძირითადი მოთხოვნაა.

მეორე ძირითადი მოთხოვნა ექსპერიმენტისადმი არის ის, რომ სუბიექტების მიწერა ექსპერიმენტული
პირობებისადმი უნდა მოხდეს შემთხვევითი პრინციპით. ეს შეიძლება გაკეთდეს მონეტის აგდებით,
შემთხვევითი ნომრების სიის გამოყენებით და ა.შ. სუბიექტების ექსპერიმენტული პირობებისადმი
შემთხვევითი მიწერა კრიტიკულია, რადგან ეს უზრუნველყოფს იმას, რომ სუბიექტებს შორის განსხვავება
ყოველი პირობისათვის არის მხოლოდ შემთხვევითი. თუ სუბიექტები განსხვავებული იქნებიან რაიმე სხვა
ნიშნით, რომელიც მკვლევარის კონტროლს არ ექვემდებარება, ქცევაში მიღებული განსხვავების ინტერპრეტაცია
როგორც ექსპერიმენტული პირობით გამოწვეული განსხვავება, შეუძლებელი იქნება.

მიუხედავად მისი მნიშვნელოვნებისა, ექსპერიმენტული მეთოდი არ არის ყოვლისმომცველი, არის


სფეროები სადაც მისი გამოყენება გარკვეული ფაქტორებითაა შეზღუდული. ექსპე-რიმენტული კვლევის
ძირითადი შეზღუდულობა მომდინარეობს კვლევაში დამოუკიდებელი ცვლადების ჩართვის სიძნელეებიდან.
ექსპერიმენტს ტენდენცია აქვს კვლევაში ჩართოს ცვლადების მხოლოდ შეზღუდული სახე. მაგალითად, ძნელია
ექსპერიმენტით ვიკვლიოთ ძლიერი ემოცია ან ჩავაყენოთ სუბიექტები უკიდურეს პირობებში. შესაძლებელია
ზოგიერთ სუბიექტს უფრო ეშინია ვიდრე სხვებს, მაგრამ არცერთი მათგანი არ იყოს ტერორიზი-რებული.

ექსპერიმენტულ მეთოდს, საერთოდ ვერ გამოვიყენებთ სრულყოფილად ბუნებრივი შემთხვების ეფექტის


შესასწავლად. საჰაერო თავდასხმას, წყალდიდობას, მძიმე ქირურგიულ ჩარევას არ შეიძლება ადამიანები
ნებისმიერად წააწყდნენ და ამდენად სუბიექტები შემთხვევით მივაკუთვნოთ პირობას, როგორც ამას
ექსპერიმენტი მოითხოვს. ასეთ შემთხვევაში ალბათ მხოლოდ კორელაციური კავშირები შეიძლება ვიკვლიოთ.
ბოლოს, ექსპე-რიმენ¬ტი არაეფექტურია მონაცემების დიდი რაოდენობით მოსა-პოვებ¬ლად.

კორელაციური კვლევები.

კორელაციური კვლევა წარმოადგენს ორ ან მეტ ფაქტორს ანუ ცვლადს შორის ურთიერთობაზე დაკვირვებას. ის
სვამს კითხვას როცა ცვლადი A მაღალია, ცვლადი B-ც ასევე არის მაღალი (დადებითი კორელაცია), ცვლადი B
არის დაბალი (უარყოფითი კორელაცია) თუ B არ არის დაკავშირებული A-სთან (არ არის კორელაციაში). მაგ.
ტელევიზორში ძალადობის ფილმების ხშირი ყურება არის თუ არა დაკავშირებული ინდი¬ვიდის
აგრესიულობასთან. კორელაციური კვლევებით შემოწმდა კავშირი ტელევიზორში ძალადობის ფილმების
ყურების ხანგრძლივობასა და აგრესიულ ქცევას შორის, რომელსაც ავლე¬ნენ ბავშვები. აღმოჩნდა რომ არიან
ბავშვები, რომლებიც უფრო ხშირად უყურებენ ძალადობის ფილმებს და ყოველ¬დღიურ ცხოვრებაში უფრო
აგრესიულები არიან.

კორელაციურ კვლევებს აქვს როგორც უპირატესობა, ისე ნაკლი.

უპირატესობა. კორელაციური კვლევა შესაძლებლობას გვაძლევს ვიკვლიოთ პრობლემა, სადაც ჩარევა


შეუძლებელია. მაგ. ჩვენ არ შეგვიძლია სურვილისამებრ გამოვიწვიოთ სიყვა¬რული, მიწისძვრა, კიბო ან ჩვენი
ნებით დავგეგმოთ, რომ ადამიანმა იცხოვროს დიდ ქალაქში ან იყოს მცირერიცხოვანი ოჯახის წევრი. ასეთი
ფაქტორები ჩვენი კონტროლის მიღმა რჩება. სხვის ცხოვრებაში ასეთი ჩარევა შეუძლებელია როგორც ეთიკური,
ისე პრაქტიკული თვალსაზრისით. ასეთ სიტუაციაში კორელაციური კვლევა არის საუკეთესო შესაძლებელი
მეთოდი ადამიანის ცხოვრების განსხვავებულ ცვლადებს შორის კავშირების გამოსავლენად. კორელაციური
კვლევების მეორე უპირატესობა არის მისი ეფექტურობა. საქმე იმაშია, რომ კორელაციური კვლევა
შესაძლებლობას გვაძლევს შევაგროვოთ მეტი ინფორმაცია და შევამოწმოთ მეტი ურთიერთობა ვიდრე
შესაძლებელია ექსპერიმენტით. მაგ. როცა გვინდა ვიკვლიოთ თუ რა არის მიზეზი იმისა, რომ ზოგიერთი ბავშვი
უფრო აგრესიულია ვიდრე სხვები, კორელაციური მიდგომის გამო¬ყენებით ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ
ინფორმაცია საკმაო რაოდენობის ფაქტორზე - ტელევიზიით ძალადობის ფილმების ყურება, ოჯახის ისტორია,
ინტელექტუალურობა, სხვა ბავშვებ¬თან ურთიერთობა და ა.შ. ამასთან, აგრესიული ქცევა შეიძლება გავზომოთ
მრავალი განსხვავებული გზით: მასწავლებლის შთაბეჭდილება, ბავშვებზე უშუალო დაკვირვება სკოლაში,
როგორ აფასებენ სხვა ბავშვები მის აგრესიულობას, მშობლე¬ბის ანგარიში და სხვა. შესაძლებელია გამოვიყენოთ
სტატის¬ტიკური პროცედურები, რათა გამოვავლინოთ ამ მრავალრიცხო¬ვან ცვლადებს შორის კავშირები.

ბოლოს, კორელაციური კვლევების წარმატებით გამოყენება შეიძლება იქ, სადაც ეთიკური ან ტექნიკური
თვალსაზრისით ექსპერიმენტის გამოყენება შეუძლებელია.

ნაკლი. კორელაციური კვლევები სასარგებლოა როცა მიზნად ვისახავთ ცვლადებს შორის ურთიერთობის
აღწერას, მაგრამ ის ვერაფერს გვეტყვის ცვლადებს შორის მიზეზ-შედეგობრივ დამოკიდებულებაზე.
კორელაციურ ჯგუფებში მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ორაზროვანი შეიძლება იყოს ორი მიზეზით: 1. როცა
ორი ცვლადი კორელაციაშია ერთმანეთთან ყოველთვის დგება რევერსიული მიზეზობრიობის პრობლემა.
თითოეული მათგანი ისევე შეიძლება იყოს მიზეზი როგორც შედეგი. ერთი სიტყვით, ვიცით რა რომ ცვლადები
A და B კორე¬ლაციაში არიან ერთმანეთთან, არ შეგვიძლია მხოლოდ აქედან გამომდინარე, ვთქვათ A არის
მიზეზი B-სი, თუ B არის მიზეზი A-სი. მაგ. შეიძლება ძალადობის ტელეფილმების ხშირი ყურება მიზეზი იყოს
ყოველდღიურ ცხოვრებაში აგრესიუ¬ლობისა, მაგრამ შეიძლება საწინააღმდეგო იყოს სწორი, რომ ბავშვი
რომელიც აგრესიულია ყოველდღიურ ცხოვრებაში განსაკუთრებით იყოს დაინტერესებული ძალადობის
ფილმებით და ამდენად მეტ დროს ატარებს ასეთი ფილმების ყურებაში. ე.ი. კორელაციის დადგენით არ
შეგვიძლია ვთქვათ რომელია მიზეზი და რომელი შედეგი.

მეორე სერიოზული ორაზროვნება კორელაციური კვლევე¬ბისა, მომდინარეობს შესაძლებლობიდან, რომ A


და B არ ახდენენ პირდაპირ გავლენას ერთმანეთზე. შეიძლება მათ შორის კორელაცია განსაზღვროს რომელიღაც
არასპეციფიკურ¬მა ფაქტორმა, რომელიც მესამე ცვლადის პრობლემის სახე¬ლითაა ცნობილი. მაგ.
შესაძლებელია ტელეძალადობასა და აგრესიულობას შორის კორელაცია განაპირობოს მესამე ფაქტორმა. ვთქვათ
ცუდი პირობები ოჯახში, სადაც ბავშვი ცხოვრებაში განიცდის საკმაო ფრუსტრაციებს, რომელიც ქმნის
ტენდენციას უფრო დიდხანს უყუროს ტელევიზორს და იყოს აგრესიული. ასეთ ოჯახში ძალადობის
ტელეფილმების ყურება და აგრესიული ქცევა კორელაციაში იქნებიან, მაგრამ კორე¬ლაცია მიზეზობრივად
განპირობებული იქნება მესამე ფაქტო¬რით. ამიტომ ტელეფილმების ყურებასა და აგრესიულ ქცევას შორის
კორელაცია იქნება 3ყალბი4, რადგან ეს გამოწვეულია მესამე ცვლადით რომელიც განხილვაში არ შედიოდა.

ზემოთ მითითებული ორაზროვნება ხშირადაა პრობლემა კორელაციური კვლევებისათვის, მაგრამ არა


ყოველთვის. ზოგ¬ჯერ მკვლევარს შეუძლია გამორიცხოს რევერსიული კაუზალო¬ბის პრობლემა. მაგ. მთელ
რიგ კვლევებში დადას¬ტურდა კორე¬ლაცია გენდერსა და აგრესიულ ქცევას შორის - რომ ბიჭები უფრო
აგრესიულები არიან ვიდრე გოგონები. ამ შემთხვევაში შეიძლება დარწმუნებული ვიყოთ, რომ აგრესიული ქცევა
არ არის მიზეზი ბავშვის სქესისა. უაზრობა იქნება ვთქვათ რომ ბავშვები თავიდან სექსუალურად
ნეიტრალურები არიან და ისინი ხდებიან გოგონები ან ბიჭები იმისდამიხედვით აგრესიული თამაშობებით
ერთობიან თუ არა. ამ სიტუაციაში მიზეზობრიო¬ბის მიმართულება აშკარაა. ის რაც განსაზღვრავს რომ იყოს
ბიჭი მოქმედებს ბავშვის აგრესიულობაზე.

მესამე ცვლადის პრობლემა ყოველთვის არაა ფატალური სიძნელის. რადგან ზოგჯერ ჩვენ შეგვიძლია
დავინახოთ არის თუ არა მესამე ცვლადი პასუხისმგებელი კორელაციისათვის. მაგ. ჰაუსმანმა (Hაუსმან 1982)
ფრუსტრაციასა და გაბრაზებას შორის კორელაციურ კვლევებში ჩართო ოჯახის ცხოვრების სტილი. ამით
შესაძლებელი გახდა დადგენა იმისა. არის თუ არა ტელევიზიის ყურებასა და აგრესიულ ქცევას შორის
კორე¬ლაცია ოჯახის ცხოვრების სტილის შედეგი. არის თუ არა კორელაცია ამ ორ ცვლადს შორის
დამახასიათებელი როგორც ცხოვრების აგრესიული სტილის ოჯახისათვის ისე ბედნიერი, მშვიდობიანი
ოჯახისათვის? თუ ასეა, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მესამე ცვლადი (ოჯახის ცხოვრების სტილი) არ არის
ტელევიზორის ყურებასა და აგრესიულობას შორის კორელაცი¬ისათვის პასუხისმგებელი.

რათქმაუნდა ეს პროცედურა მლიანად არ გამორიცხავს მესამე ცვლადის პრობლემას, შესაძლოა არსებობდეს


სხვა მესამე ცვლადი (ფაქტიურად მეოთხე), ვთქვათ ბავშვის ვერბა¬ლური დაოსტატება. შეიძლება ვივარაუდოთ,
რომ ცუდი ვერბა¬ლური დაოსტატების ბავშვები უპირატესობას ანიჭებენ სანახაობას რომელიც დინამიკურია,
სადაც მეტი ფიზიკური აქტიურობაა ვიდრე უფრო ნელა მიმდინარე სანახაობას, სადაც მეტი საუბრებია.
შესაბამისად საჭირო ხდება ამ მესამე ცვლადის კვლევაც.

ჩანს რომ ასე გაგრძელდება და თითქოს დასასრული არ უჩანს, მაგრამ გარკვეული წერტილის შემდეგ
პროცესი თითქოს მთავრდება, რადგან შეიძლება ვიფიქროთ, რომ შესაძლებლობა მესამე ცვლადისა აღარ
არსებობს. ეს არ ნიშნავს რომ მესამე ცვლადის პრობლემა უკვე არ არსებობს. ამ მომენტისათვის უბრალოდ
ვიღებთ, რომ კორელაცია უკვე ასახავს მიზეზ-შედეგლბრივ ურთიერთობებს და ეს მანამ, სანამ არ დავუშვებთ
რომ სხვა შესაძლებელი ცვლადი უნდა იქნას შემოწმებული. ამაში მდგომარეობს მესამე ცვლადის პრობლემა.

ველის და ლაბორატორიული კვლევა

კვლევის დაგეგმვის შემდეეგი საფეხურებია იმის გან¬საზღვრა, თუ სად უნდა განხორციელდეს კვლევა ველში
თუ ლაბორატორიაში. ველის კვლევებს უწოდებენ როცა ქცევის კვლევა ხორციელდება მის 3ბუნებრივ
მდგომარეობაში4. ქარხნის მუშის პროდუქტულობა და მასთან დაკავშირებული საკითხები შეიძლება ვიკვლიოთ
ქარხანაში ან კოლეჯის სტუდენტების ურთიერთობა ვიკვლიოთ სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში, მის
ცხოვრებისეულ სიტუაციაში. წინააღმდეგ ამისა ლაბორატო-რიული კვლევა ხორციელდება ხელოვნურ
სიტუაციაში, რომელიც სუბიექტისათვის არ არის ჩვეულებრივი სიტუაცია. ლაბორატორიული ოთახი შეიძლება
სპეციფიკურად იყოს მოწყობილი - მთელი რიგი ლაბორატორიული მოწყობილობებით. ან ის შეიძლება იყოს
სალექციო დარბაზი ან უბრალო ოთახი, სადაც ინდივიდები შეავსებენ კითხვარებს. ხაზგასმაა იმაზე, რომ
სუბიექტები მოდიან შერჩევით და მკვლევარების მიერ კონტროლირებულად.

როგორც ექსპერიმენტები ისე კორელაციური კვლევები ხორციელდება როგორც ლაბორატორიაში ისე


ველის პირობებ¬ში. თითოეულ მათგანს აქვს როგორც უპირატესობა ისე ნაკლი.

ლაბორატორიის უპირატესობა - არის ის, რომ შესაძლებე-ლია სიტუაციაზე კონტროლის უზრუნველყოფა.


ექსპერიმენ¬ტატო-რი უზრუნველყოფს სუბიექტების პირობებისადმი შემთხვე¬ვით მიწერას, იწვევენ სუბიექტში
სპეციფიკურ განცდას, მინიმუმამდე დაჰყავთ უცხო ფაქტორების გავლენა და ა.შ. მკვლევარი სისტემატურად
აკონტროლებს დამოკიდებულ ცვლა¬დებს და შეუძლია მათი გაზომვა უფრო ზუსტად ვიდრე ველის
კვლევებშია შესაძლებელი. ამდენად ლაბორატორია არის იდე¬ალური ადგილი, რათა ვიკვლიოთ ერთი
ცვლადის მეორეზე გავლენა. ყველა ეს უპირატესობა ერთიანდება ე.წ. შინაგან ვალიდურობაში. შინაგანი
ვალიდურობა მაღალია, როცა დარწმუნებული ვართ რომ ეფექტი რომელსაც ვაკვირდებით დამოკიდებულ
ცვლადებში მიზეზობრივად დეტერმინებულია დამოუკიდებელი ცვლადებით, რომლის მანიპულირებასაც
ვახდენთ ექსპერიმენტში.

ველის კვლევების დაგეგმვისას ძნელია სუბიექტები ექსპერიმენტულ პირობებს მიაწერო შემთხვევითი


პრინციპით, იყო დარწმუნებული რომ ყველა სუბიექტი ერთიდაიგივეს განიც¬დის, ზუსტადაა გაზომილი
დამოკიდებელი ცვლადები და ა.შ. ერთი სიტყვით ძნელია დაგეგმო დამოუკიდებელი ცვლადების სუფთა
მანიპულირება და მიაღწიოთ დამოკიდებული ცვლადების ზუსტ გაზომვას.

ტელეძალადობის აგრესიულობაზე ზეგავლენის ველის პირობებში კვლევის საინტერესო მცდელობა


განახორციელეს ფეშბახმა და ზინგერმა (Fესჰბაცჰ ანდ შინგერ, 1971). კვლევა ჩატარდა ბიჭებზე შვიდ
განსხვავებულ საზოგადოებრივ სკოლა¬ში (კალიფორნიასა და ნიუ-იორკში), სკოლის ხელმძღვანელობის
დახმარებით შესძლეს ბიჭების შემთხვევითი პრინციპის მიხედ¬ვით მიწერა ორ განსხვავებულ 3ტელე-
დიეტაზე4. ყველა ბიჭი უყურებდა წინასწარ შერჩეულ ტელე-შოუს დაახლოებით ექვსი საათი კვირაში, ექვსი
კვირის განმავლობაში. ძალადობის ტელე-პირობებში ბიჭები უყურებდნენ აგრესიული შინაარსის სანა-ხაობას
ვესტერნული და კრიმინალური ისტორიის ჩათვლით. არაძალადობის პირობებში ბიჭები უყურებდნენ კომიკურ
და არააგრესიული პროგრამების სიტუაციებს. ბიჭების აგრესიუ-ლობის დონე იზომებოდა სკოლის ბავშვების
მიერ მიცემული შეფასებებით. მოლოდინების საწინააღმდეგოდ, მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ბიჭები
რომლებსაც აჩვენებდნენ ძალადობის პროგრამებს რამდენადმე დაბალ აგრესიულობას ავლენდნენ ვიდრე ის
ბიჭები რომლებსაც არააგრესიულ პროგრამას აჩვენებდნენ. ე.ი. ტელევიზიით ძალადობის ჩვენება ჩანდა რომ
ამცირებდა აგრესიულობას. მკვლევარებმა ეს ფაქტი შემდეგ¬ნაირად ახსნეს: მათი აზრით ბიჭების უმრავლესობა
უპირატე¬სობას ანიჭებდა ძალადობის პროგრამებს. შესაბამისად, ის ბიჭები, რომლებიც მიწერილი იყვნენ
არაძალადობის ტელე-პროგრამაზე, შესაძლოა უფრო იყვნენ ფრუსტრირებულები ვიდრე მეორე ჯგუფის ბიჭები,
რადგან ისინი მოკლებულნი იყვნენ მათთვის სასურველი პროგრამის ყურებას. ამდენად, გაურკვეველი რჩებოდა
მიღებული შედეგების მიზეზი იყო ის ტელე-სანახაობა რომელსაც უყურებდნენ ბიჭები თუ ფრუს¬ტრაცია.
ასეთი პრობლემა იშვიათად თუ შეიძლება დადგეს ლაბორატორიულ კვლევებში, რადგან მკვლევარებს
შეუძლიათ ფრუსტრაციის ხარისხის გაკონტროლება. მეორე უპირატესობა ლაბორატორიისა არის ის, რომ ის
არის უფრო მოსახერხებელი და არა ძვირადღირებული. ჩვეულებრივ მკვლევარისათვის უფრო ადვილია და
იაფი დაგეგმოს კვლევა ოთახში, თავის ოფისში, ვიდრე წავიდეს იქ, სადაც ადამიანები თავიანთი ყოველდღიური
ცხოვრებით ცხოვრობენ.

ნაკლი - ლაბორატორიული კვლევების პრობლემები არსები-თად კონცენტრირებულია ორ ასპექტზე: 1.


სუბიექტებმა იციან რომ მათზე ატარებენ კვლევას და 2. მანიპულაციის სახეების შეზღუდულობა, რომელიც
შეიძლება იქნეს გამოყენებული.

როცა ინდივიდმა იცის, რომ ის ექსპერიმენტის სუბიექტია, ყოველთვის არსებობს შესაძლებლობა არ


მოიქცეს ბუნებრივად, სპონტანურად. აღმოჩნდა რომ ის ცდილობს ასიამოვნოს ან არ ასიამოვნოს
ექსპერიმენტატორს, რომ ის იქცევა ისე, როგორც ის ფიქრობს რომ უნდა მოიქცეს, რომ ხშირად ის არ ღებულობს
ექსპერიმენტულ მანიპულაციას იმიტომ, რომ არ ენდობა და ა.შ. ყოველივე ეს გვაძლევს შედეგებში გადახრას ან
არღვევს ურთიერთობას. თუმცა არსებობს ამ პრობლემის მინიმუმამდე დაყვანის საშუალებები.

შეზღუდულობა გამოყენებული ცვლადების მანიპულაციაში, გულისხმობს იმას, რომ ლაბორატორიული


კვლევები ჩვეუ¬ლებრივ ეხება ცვლადების არაუკიდურეს დონეებს. სუბიექტები არ შეიძლება
ტერორიზირებული იყვნენ ან სიცილით ისტე¬რიამდე მივიყვანოთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ეფექტი შესაძლოა
ნაკლებ გამოკვეთილია ვიდრე იქნებოდა ჩართული ცვლადები რომ უფრო უკიდურესი ყოფილიყო. თუმცა
უნდა აღინიშნოს, რომ ბაზისური ურთიერთობა იგივე შეიძლება დარჩეს.

ველის კვლევების უპირატესობა არის ის რომ ის არის რეა¬ლისტური და ამდენად შესაძლებლობას იძლევა
შედეგები განვაზოგადოთ რეალურ სასიცოცხლო სიტუაციაზე. ამას უწო¬დე-ბენ ექსტერნალურ ვალიდურობას,
რითაც მიუთითებენ იმ ფაქტზე, რომ შედეგები ვალიდურია იმ სიტუაციებისათვის, რომლე¬ბიც თვით
კვლევითი სიტუაციის სფეროებს სცილდება (მის გარეთაა). ექსტერნალური ვალიდურობა მაღალია, როცა
კვლევითი შედეგების განზოგადოება შეიძლება სხვა პოპუ-ლაციაზე. გავაანალიზოთ ზემოთ განხილული ორი
კვლევა: ჰარტმანის ლაბორატორიული ექსპერიმენტი ტელე-ძალადობაზე და ფეშბახ-ზინგერის ველის
ექსპერიმენტი ამავე საკითხზე.

ჰარტმანის ლაბორატორიულ კვლევაში გამოყენებული ცვლა¬დი - ოჯახის ძალადობის სიტუაცია იყო


ხელოვნური. მკვლევა¬რი ქმნის ფილმს, რომელიც სპეციალურად იქმნება კვლევისათ¬ვის. ფეშბახის და
ზინგერის კვლევაში, დამოუკიდებელი ცვლა¬დი, ძალადობის ფილმი, რომელსაც ბიჭებს აჩვენებდნენ,
კვლე¬ვამ¬დე ფაქტიურად ტელევიზიით გადაიცემოდა მთელს ქვეყანაში. ჰარტმანის ლაბორატორიულ
კვლევაში დამოკიდებული ცვლადი, აგრესიული ქცევა იყო ხელოვნური: ელექტროშოკის ინტენ¬სივობა,
რომელსაც იყენებდნენ 3მასწავლებელი-მოსწავლის4 სიტუ¬აციაში, სპეციალურად იყო კონსტრუირებული ამ
კვლევი¬სათ¬¬ვის. ფეშბახ-ზინგერის ველის კვლევაში დამოკიდებული ცვლადი იყო ბუნებრივი და
წარმოადგენდა დამკვირვებლის შეფასებას თუ რა რაოდენობის ფიზიკურ და ვერბალურ აგრესიას ავლენდნენ
ბიჭები თავიანთ თანატოლებთან და მასწავლებლებთან ურთიერთობაში. როგორც ვხედავთ, ველის კვლევებში
საქმე გვაქვს ჩვეულებრივ ტელეგადაცემასთან, ყოველ¬დღიურ აგრესიულ ქცევასთან და ინტერესების რეალურ-
ცხოვრებისეულ სიტუაციასთან. შესაბამისად, ველის კვლევას აქვს მეტი ექსტერნალური ვალიდურობა.

ველის კვლევების მეორე უპირატესობა არის ის, რომ ზოგჯერ შესაძლებელია უკიდურესად ძლიერი
ცვლადების და სიტუაციების კვლევა, რომელთა შესწავლა ლაბორატორიულ პირობებში შეუძლებელია.
შესაძლებელია ადამიანებზე ექსტრე-მალურ სიტუაციაში დაკვირვება - როდესაც ისინი არიან ოპერაციისათვის
საავადმყოფოში, ან როცა თავშეყრილნი არიან საარტილერიო ბომბარდირების გამო. ზოგჯერ გონიერ
მკვლე¬ვარს შეუძლია მიიღოს 3ბუნებრივი ექსპერიმენტის4 უპირატესობა - როცა დამოუკიდებელი ცვლადების
მანიპულირება ხდება უფრო ბუნებრივად ვიდრე ექსპერიმენტში.

ნაკლი, ველის კვლევების ძირითადი ნაკლი მომდინარეობს სიტუაციაზე კონტროლის ნაკლებობიდან.


საერთოდ ძნელია სუბიექტების შემთხვევითობის პრინციპით პირობებისადმი მიწერა, მივიღოთ ზუსტი
გაზომვები დამოკიდებული ცვლადე¬ბისა და ა.შ. ველის კვლევებში ხშირად ერევა შემთხვევითი მოვლენები და
პირობები და ზეგავლენას ახდენს საკვლევი ცვლადის მოქმედებაზე.

განსაკუთრებით ძნელია მიღწეულ იქნას დამოუკიდებელი ცვლადების მანიპულაცია და დამოკიდებული


ცვლადების გაზომვა.

როგორც ვხედავთ, ველის და ლაბორატორიულ კვლევებს ტენდენცია აქვთ განსხვავდებოდნენ


ერთმანეთისაგან იმ საშუალებეში როგორზეც ზემოთ გვქონდა საუბარი, მაგრამ მიუ-თითე¬ბენ, რომ გარკვეულ
ხარისხში ეს განსხვავება გადა-ჭარბებულადაა შეფასებული. მთელი რიგი მკვლევარები აღნიშ¬ნა-ვენ, რომ
შესაძლებელია ცვლადების მნიშვნელოვანი კონტრო¬ლი იქნას მიღწეული ველის კვლევებში და ასევე
შესაძლებელია ლაბორატორიული სიტუაცია რეალისტური გავხადოთ. არსებობს ამ მოსაზრების მხარდასაჭერი
გამოკვლევები.

ველის კვლევების ერთ-ერთ კერძო შემთხვევას წარმოადგენს ე.წ. არქივის კვლევა. მისთვის
დამახასიათებელია ის, რომ მკვლევარი თვითონ კი არ აგროვებს მონაცემებს, არამედ იყენებს მონაცემებს
რომლებიც შესრულებულია სხვის მიერ, შემონახულია მთელ რიგ ჩანაწერებში. ეს წარმოადგენს ველის კვლევის
ერთ-ერთ სახეს იმ ძირითადი განსხვავებით, რომ ვიღაცა სხვას ჩაუტარებია გარკვეული შრომა. არქივის კვლევის
კარგი მაგალითია სეარსის (შეარს, 19..) მიერ ფრუსტრაცია - აგრესიის ფენომენის დადასტურება არქივის
კვლევებით. მკვლევა¬რი იწყებს ჰიპოთეზით, რომ ფრუსტრაციას მივყავართ აგრესიამდე და უშვებს, რომ ბამბის
ფასის დაცემა გამოიწვევდა ფრუსტრაციას, რომელიც თავის მხრივ გაზრდიდა აგრესიას ლინჩირების ფორმით.
მონაცემები ბამბის ფასისა და ლინჩი¬რების შემთხვევების შესახებ 1880-1930 წწ. აიღო სტატისტიკური
მონაცემებიდან ამერიკის და სხვა სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში. მკვლევარმა უბრალოდ გააკეთა ის, რომ ჩაიხედა
სტატისტიკურ მონაცემებში და გამოიყვანა კორელაცია ამ ორ ცვლადს შორის.

ამრიგად, სოციალური ფსიქოლოგია ძირითადად იყენებს ექსპერიმენტულ და კორელაციურ მეთოდებს.


კვლევები ხორცი-ელდება როგორც ლაბორატორიულ ისე ველის სიტუაციაში.

ლაბორატორიული

ველის

ექსპერიმენტი ლაბორატორიული ექსპერიმენტები ველის ექსპერიმენტები

კორელაციები კორელაციური კვლე¬ვები განხორციელებული ლაბ-ში (მაგ. პიროვ-ნების კვლევები)


კორელაციური კვლევები განხორციელებული ველის სიტუაციაში.
უნდა აღინიშნოს, რომ საერთოდ მეცნიერული კვლევა და მითუმეტეს სოციალურ-ფსიქოლოგიური კვლევა,
შეიძლება ორიენ-ტირებული იყოს როგორც პრობლემის (ანუ ფენომენის) ისე პროცესის შესწავლაზე. მაგ.
შეიძლება კვლევა მიზნად ისა¬ხავდეს ისეთი ფენომენის შესწავლას, როგორიცაა პრეჯიდუსები. ამასთან
მკვლევარი შეიძლება დაინტერესდეს იმ საფუძველად¬მდებარე მექანიზმით, რომელიც პასუხისმგებელია ამ
ფენომენი¬სათვის. თუმცა ეს განსხვავება შეიძლება პირობითი იყოს, რადგან ამ ორი მიდგომის მიზნები
ურთიერთგადამკვეთია. საქმე იმაშია, რომ პრეჯიდუსის ფენომენის შესწავლა გულისხმობს იმის კვლევასაც თუ
როგორ შეიძლება ის შეიცვალოს რაც მისი მექანიზმის შესწავლითაა შესაძლებელი.

ფენომენზე და პროცესზე ორიენტირებული კვლევებს შორის განსხვავება შეიცავს აგრეთვე ბაზისურ და


გამოყენებით კვლევებს შორის განსხვავებას. ბაზისურ კვლევაში მკვლევარი ცდილობს იპოვოს პასუხი
კითხვაზე, რატომ იქცევიან ინდი¬ვიდები ისე როგორც იქცევიან და ეს კეთდება ინტელექტუ¬ალური
ცნობისმოყვარეობისათვის - ე.ი. შეიძლება არ წარმო¬ადგენდეს რომელიმე სოციალურ ან ფსიქოლოგიურ
პრობლემის გადაწყვეტის მცდელობას. ამისაგან განსხვავებით გამოყენებითი კვლევის მიზანია რომელიმე
სპეციფიკური პრობლემის (მაგ. რასიზმის ან სექსუალური ძალადობის) გადაწყვეტა.

თეორიის მნიშვნელობა კვლევისათვის

საკითხი ეხება იმას თუ როგორ ყალიბდება იდეა სოციალურ -ფსიქოლოგიური კვლევისათვის. ჩვეულებრივ
მიუთითებენ იდეის ჩამოყალიბების სამ წყაროზე: პირველი - სოციალურ სამყაროზე უშუალო დაკვირვება.
მკვლევარი ამჩნევს სოციალური ქცევის ზოგიერთ ასპექტებს რომელიც გაოცებას იწვევს და გეგმავს კვლევას
რათა ნათელი მოჰფინოს მას. მეორე, ფსიქოლოგე¬ბისათ-ვის ცნობილი ფაქტია, რომ ნებისმიერ წარმატებულ
ექსპერიმენტს ტენდენცია აქვს წარმოშვას მეტი საკითხი, ვიდრე ექსპერიმენტი აქლევს პასუხს. ამიტომ
მკვლევარი ექსპერიმენტის მიერ დასმული ახალი საკითხებიდან ახდენს არჩევანს თუ რა იკვლიოს. მესამე -
რომელიც თეორიის მნიშვნელობაზე მიუ¬თითებს. ჩათვლილია, რომ თეორია წარმოადგენს სოციალურ-
ფსიქოლოგიური კვლევითი იდეის ჩამოყალიბების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს.

თეორია წარმოადგენს მცდელობას პასუხი გასცეს კითხვაზე 3რატომ?4. ამ აზრით ის სცილდება


მოვლენებზე ან პროცესებზე დაკვირვების და მათი აღწერის მიზნებს. თეორია ცდილობს მათ ახსნას. ამდენად
ნებისმიერი მეცნიერის მიზანია 3კარგი4 თეო¬რიის ჩამოყალიბება. რათქმაუნდა ამაში გამონაკლისი არც
სოციალური ფსიქოლოგიაა. უფრო ზუსტად, რას წარმოადგენს თეორია? რაში მდგომარეობს მისი ღირებულება
სოციალურ ფსიქოლოგიაში?

ვთქვათ, ფსიქოლოგია ამჩნევს, რომ როდესაც ადამიანები მუშაობენ ერთად ჯგუფში თითოეული წევრი
ნაკლებ ძალისხმევას ამჟღავნებს სამუშაოს შესასრულებლად, ვიდრე როცა ისინი მუშაობენ ინდივიდუალურად
(ეს ფაქტი სოციალურ ფსიქოლოგიაში ცნობილია 3სოციალური სიზარმაცის4 საზელ-წოდებით). თვით ამ
ფაქტის შემჩნევა თავისთავად ალბათ არის სასარგებლო. ყოველ შემთხვევაში, ის შესაძლებლობას გვაძლევს
ვიწინასწარმეტყველოთ თუ რა შეიძლება მოხდეს, როცა ინდივიდები მუშაობენ ერთად, და აგრეთვე ის
გვაძლევს გარკვეულ შანსს მივცეთ რჩევა, რათა თავიდან აიცილონ ეს ეფექტი. სწორედ ეს წინასწარმეტყველება
და რჩევა (ზოგჯერ ცნობილია როგორც კონტროლი) - წარმოადგენს მეცნიერების მთავარ მიზანს. თუმცა, რომ
სოციალურ სიზარმაცის ფაქტს აქვს ადგილი არ ხსნის იმას თუ რატომ აქვს მას ადგილი. ამ საკითხის
გასარკვევადაა ჩამოყალიბებული თეორია.

მეცნიერების ისეთ სფეროებში როგორიცაა ფიზიკა და ქიმია, თეორია, ხშირად საკმაოდ წარმატებით,
ჩამოყალიბებულია მათემატიკური ტოლობის სახით. სოციალურ ფსიქოლოგიაში კი ისინი ჩვეულებრივ
ვერბალური დებულებების ან მტკიცებების სახითაა წარმოდგენილი. მაგ. თეორია რომელიც ხსნის სოციალურ
სიზარმაცეს შეიძლება შემდეგნაირად ჩამოვაყა¬ლიბოთ: როცა ინდივიდები მუშაობენ ერთად, ისინი
აცნო¬ბიერებენ, რომ მათი ძალისხმევის იდენტიფიცირება ინდივიდუ¬ალურად არ ხდება, რომ ყველა მონაწილე
თანაბრად ინაწილებს პასუხისმგებლობას ფინალური შედეგისათვის. აქედან გამომ¬დინა¬რე ისინი ასკვნიან,
რომ შეუძლიათ 3საქმე გაიადვილონ4 და ნაკლები ძალისხმევა გამოავლინონ. როგორც ვხედავთ, თეორია,
როგორც ყველა თეორია, შესდგება ორი ნაწილისაგან: რამოდენიმე ბაზისური ფენომენისაგან (ჩვენს შემთხვევაში
ინდი¬ვიდუ¬ალური ძალისხმევა და განაწილებული პასუხისმგებლობა) და დებულებისაგან, რომელიც ეხება ამ
ფენომენებს შორის ურთიერთობას (ამ შემთხვევაში, როცა პასუხისმგებლობის განაწილებაზე რწმენა იზრდება -
ინდივიდუალური ძალისხმევა მცირდება).

როცა თეორია ჩამოყალიბებულია, იწყება კრიტიკული პროცესი: 1. წინასწარმეტყველების გამოყოფა


თეორიისაგან. წინასწარ¬¬მეტყველება ფორმულირებულია ლოგიკის პრინციპების შესაბამისად და ცნობილია
როგორც ჰიპოთეზა. მაგ. სოცი¬ალური სიზარმაცის თეორიიდან შეიძლება ვიწინასწარ¬მეტყველოთ (რაც
გახდება კვლევის ჰიპოთეზა), რომ რა ინტენ¬სიობითაც ჯგუფის წევრებს სწამთ, რომ მათი ძალისხმევის
იდენტიფიცირება მოხდება, სოციალური სიზარმაცე შემცირდება. ასეთი წინასწარმეტყველება მოწმდება
ფაქტიურ კვლევებში. თუ ის დადასტურდება თეორიისადმი ნდობა იზრდება. ეს განიხილება როგორც იმ
ფენომენის ადექვატური ახსნა, რომელ¬საც თეორია ეხება. თუ წინასწარმეტყველება (ჰიპოთეზა) არ
დადასტურდა, თეორიისადმი ნდობა მცირდება. მაშინ, თეორია ისე უნდა შეიცვალოს რომ შესაძლებელი იყოს
ახალი ჰიპოთეზის ჩამოყალიბება - ე.ი. ეს გახდება შემოწმების საგანი და ა.შ.

მეცნიერული თვალსაზრისით, თეორია სასარგებლოა მხოლოდ იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია


მისგან გამომ¬დინარე ჰიპოთეზების შემოწმება. თუ თეორიიდან არ გამომდინა¬რეობს ჰიპოთეზა, რომლის
შემოწმება შეიძლება კვლევებით, ასე¬თი თეორია თავისი ნიუანსებით არ შეიძლება ჩაითვალოს მეცნიერულად.

კვლევის ეთიკა

ექსპერიმენტების და სისტემატური დაკვირვებების გამო-ყენებასა და მისი თეორიისადმი მიმართებაში,


სოციალური ფსიქოლოგია არ განსხვავდება სხვა მეცნიერებისაგან, მაგრამ მას აქვს თავისი სპეციფიკა, რითაც ის
უნიკალურია. ჯერ ერთი, რადგან სოციალური ფსიქოლოგია იკვლევს ადამიანს სოციალურ სიტუაციაში, ე.ი.
მისი კვლევის საგანია ადამიანი, დგება მთელი რიგი ეთიკური საკითხები. კვლევებში, ადამიანს ამყოფებენ
გარკვეულ პირობებში და აკვირდებიან მის რეაქციას. ასეთ სიტუაციაში ხშირად საკითხი ეხება ადამიანის პირად
საიდუმლოებებს და იმ პირობებს რომელშიც აყენებენ სუბიექტს.

პატივი უნდა ვცეთ ინდივიდის უფლებას მის პირად საიდუმლოებებზე. თითოეულმა ინდივიდმა თვითონ
უნდა გადაწყვიტოს რამდენად გაუნაწილოს სხვებს თავისი აზრები, გრძნობები და პიროვნული ცხოვრების
ფაქტები. ე.ი. უნდა დავიცვათ ინდივიდის საიდუმლოებაც და ამავე დროს უნდა ვიკვლიოთ კიდეც.
რათქმაუნდა ეს არ არის იოლი, მაგრამ მითითებულია რამდენიმე გზა მის დასაძლევად. პირველ რიგში
სუბიექტის მონაწილეობა უნდა იყოს ნებაყოფილობითი და უნდა ემყარებოდეს ინფორმირებულ თანხმობას. ე.ი.
სუბიექტების თანხმობა უნდა იყოს იმის შესახებ, რაზეც ისინი ზუსტად იქნებიან ინფორმირებულნი თუ რა
პროცესებს ექნება ადგილი კვლევის განმავლობაში.

ზოგჯერ შეუძლებელია სუბიექტებს ვუთხრათ ყველაფერი კვლევის შესახებ. ასეთ შემთხვევაში კვლევა
ხშირად აზრს კარგავს. ე.ი. რაღაცა უნდა დავუმალოთ სუბიექტს. ასეთ შემთხვევაში ექსპერიმენტატორმა უნდა
მისცეს სუბიექტს იმდენი ინფორმაციის რამდენიც შესაძლებელია. ამიტომ სრული ინფორმაციის არარსებობისას
თანხმობა უნდა ემყარებოდეს ნდო-ბას - როგორც ექსპერიმენტატორის მიმართ, ისე იმ სოცი¬ალური
ინსტიტუტის მიმართ, სადაც ტარდება კვლევა.

ზოგჯერ კვლევა გამორიცხავს თანხმობას - მაშინ თუ ეს ერთადერთი შესაძლებელი საშუალებაა


კვლევისათვის და კვლევი-დან მიღებული შედეგები დიდი მნიშვნელობისაა, იმ გარანტიით რომ რაიმე
უარყოფითი შემდგომ ეფექტი კვლევას სუბიექტისათვის არ ექნება, ეს დასაშვებია.

მეორე ეთიკური საკითხი ეხება პირობებს, რომელშიც უნდა ჩავაყენოთ სუბიექტი, რადგან ექსპერიმენტულ
პირობებს მკვლე¬ვა-რი განსაზღვრავს მთელი პასუხისმგებლობა მას ეკისრება. ამიტომ არსებობს კატეგორიული
მოთხოვნა, რომ სუბიექტი, თუნდაც მისი ნებართვით, არ უნდა ჩავაყენოთ ისეთ პირობებში, რომელმაც
შეიძლება მას ვნება მიაყენოს. ამასთან დაკავშირებით დგება საკითხი, რამდენად დასაშვებია სუბიექტს
მივაყენოთ გარკვეული ინტენსივობის ტკივილი, თუ მას არა აქვს შემდგომ ეფექტი ან თუ ის არ არის
უკიდურესი? ეს დასაშვებად მიაჩნიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა სხვა შესაძლებელი პირობები
განხილულია და ჩათვლილია, რომ ალტერნატიული ექსპერიმენტული სიტუაცია საკვლევი პრობლე¬მის¬თვის
არ არსებობს. ამასთან, თვითონ საკვლევი პრობლემის მნიშვნელობაც უნდა იქნას მხედველობაში მიღებული.
რაც უფრო მეტ დარღვევას იწვევს პროცედურა სუბიექტში, მით უფრო მეტი გამართლება უნდა ჰქონდეს მას
პრობლემის მნიშვნელობის თვალსაზრისით.

დაშვება, რომ არ არსებობს სხვა პროცედურის შესაძ¬ლებლობა მოცემული მნიშვნელოვანი პრობლემის


საკვლევად, მკვლევარისაგან მოითხოვს იმ პროცედურის დაწვრილებით განხილვას, რომლის გამოყენებასაც
აპირებს. ამასთან დაკავშირებით განიხილება საკითხი იმის შესახებ, თუ ლაბორატორიულად შექმნილი
პირობები რამდენად ემსგავსება სიტუაციას, რომელიც ხდება სუბიექტის ნორმალურ ცხოვრე¬ბაში. მაგ.
გარკვეული წამლების ინექციით გამოწვეული არა¬სასიამოვნო პირობების შექმნა არ იქნება იმდენად საშიში,
იმის გამო, რომ ადამიანები ცხოვრებაში ხშირად იყენებენ მას. მაგრამ,ხანგრძლივი ტოტალური იზოლაციის
პირობები სუბი¬ექტისათ¬ვის არაბუნებრივია და მისი ეფექტი სუბიექტისათვის უფრო მტკივნეული იქნება.
ამრიგად, რამდენადაც ეს შესაძ¬ლებელია, სიტუაცია უნდა იყოს იმის მსგავსი რაც ბუნებრივად ხდება. ამასთან,
ხაზგასმულია, რომ სუბიექტს უნდა სურდეს რომ ის იკვლიონ. მისი თანხმობა აუცილებელია.

ბოლოს, ექსპერიმენტებში განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე, რომ სუბიექტებს


ექსპერიმენტის შემდეგ არ შემორჩეთ ის უსიამოვნების განცდა, რომელიც ექსპე¬რიმენ¬ტის დროს განიცადეს. ეს
შეიძლება განხორციელდეს იმით, რომ სუბიექტებს ავუხსნათ კვლევის მიზანი, მნიშვნელობა და ა.შ. და ა.შ.

თავი 2

სოციალური პერცეპცია: როგორ ხდება ინდივიდის მიერ ინდივიდის აღქმა.

ადამიანის სოციალური ბუნებიდან ლოგიკურად გამომდინა-რეობს, რომ ის მიისწრაფის სხვა ადამიანისაკენ,


სურს სხვებთან ერთად ყოფნა, რომ ადამიანებს აქვთ მოთხოვნილება მიეკუთვნე-ბოდ¬¬ნენ ადამიანთა ამა თუ იმ
ჯგუფს. ანუ როგორც ამბობენ, ადამიანს აქვს აფილიაციის მოთხოვნილება.

დგება საკითხი, ადამიანისთვის სულერთია ვისთან ერთად იქნება? უნდა ვივარაუდოთ რომ არა.
ადამიანები სელექციას ახდენენ თუ ვისთან დაამყარონ ურთიერთობა, ვისთან იმეგობ¬რონ, ან ვისთან როგორი
ინტერპერსონალური ურთიერთობა დაამყარონ და ა.შ. სწორი სელექცია რომ განხორციელდეს ინდი¬ვიდმა
უნდა შეძლოს ადამიანებში იმის დანახვა, რის საფუძ¬¬¬¬ველზეც გადაწყვეტს ვისთან როგორი ურთიერთობა
დაამ¬ყა¬როს.

ინტერპერსონალური ურთიერთობები არსებითად დეტერმინი-რებულია ინტერპერსონალური


მოლოდინებით, რაც ინდივიდის მიერ მეორე ინდივიდის გაგებას, მის ცოდნას მოითხოვს. ერთი სიტყვით დგება
საკითხი იმის შესახებ თუ რამდენად შეუძლია ინდივიდს სხვისი გაგება. რა განსაზღვრავს ინდივიდის მიერ მეო-
რე ინდივიდის გაგებას, მის აღქმას.

როდესაც ინდივიდის მიერ მეორე ინდივიდის აღქმაზეა ლაპარაკი, ფაქტიურად იგულისხმება მისი
შეფასება, ლაპარაკია ინდივიდის პიროვნული თავისებურებების აღქმაზე, ინდივიდი ბოროტია თუ კეთილი,
ინტელექტუალურია თუ არა, თბილია თუ ცივი და ა.შ. ამის 3დანახვა4 აუცილებელია, რათა განხორციელ-დეს
ეფექტური ინტერპერსონალური ურთიერთობა. ამასთან საჭი-როა აგრეთთვე საკუთარი თავის ცოდნა, მისი
ადექვატური შეფასება.

ამრიგად, სოციალური პერცეპციის ფენომენის შესწავლა შემდეგი პრობლემების კვლევას მოიცავს: როგორ
ხდება ინდი-ვიდის შესახებ ზოგადი შთაბეჭდილებების ჩამოყალიბება; რა ფაქტორები განსაზღვრავენ
ინდივიდის მიერ ინდივიდის აღქმას; როგორ ვიგებთ ქცევის უშუალო, მიმდინარე მიზეზებს; როგორ ხდება
ქცევის უფრო ღრმა მიზეზების - სტაბილური თრეიტების, მოტივების, განზრაჟვების გაგება; რა განსაზღვრავს
საკუთარი თავის გაგებას.

შთაბეჭდილების ჩამოყალიბება.
აღმოჩნდა, რომ ადამიანები ნებისმიერი თუნდაც უმნიშვნელო ინფორმაციის მიღებით ახერხებენ ინდივიდის
შესახებ ზოგადი შთაბეჭდილების ჩამოყალიბებას. ინდივიდის ან მისი ფოტოსურა-თის რამდენიმე წამით
დათვალიერება საკმარისი აღმოჩნდა ზოგადი შთაბეჭდილების ჩამოსაყალიბებლად, შეაფასონ მისი მთელი
რიგი დამახასიათებელი თავისებურებები. ინდივიდის სახე-ლის ცოდნაც კი ინფორმაციულია ინდივიდის
შესახებ საერ¬თო წარმოდგენის ჩამოსაყალიბებლად. ერთი სიტყვით, ინდი¬ვიდები საკმაოდ სწრაფად და მწირი
ინფორმაციის საფუძველზე აყალიბებენ ინდივიდების შესახებ შთაბეჭდილებას. ამ თვალ¬საზ-რი¬სით
სოციალური პერცეპცია განსხვავდება აღქმის სხვა სახეებისაგან. ადამიანი როცა ცდილობს საგნის (ვთქვათ
მანქა¬ნის ან სახლის) შესახებ ზოგადი შთაბეჭდილება ჩამოაყალიბოს, მას ამისათვის სჭირდება უამრავი
ინფორმაცია მაშინ, როცა ინდივიდის შესახებ შთაბეჭდილების ჩამოსაყალიბებლად ინფორ¬-მაციის საკმაოდ
შეზღუდული რაოდენობაც საკმარისია. ამასთან, როდესაც ადამიანები ათვალიერებენ სახლს ან რომე¬ლიმე
რთულ საგანს, მათ ჩვეულებრივ უყალიბდებათ შერეული შთაბეჭდილება - ვთქვათ, რომ სახლი არის დიდი,
მიმზიდველი, საჭიროებს შეკეთებას, არის ცივი და ა.შ. - მაგრამ ზოგადი შთაბეჭდილების ჩამოყალიბება კარგია
თუ ცუდია არც ისე ადვილია. შეფასება არ არის კონსისტენტური. მაგრამ როცა შეფასების ობიექტი ინდივიდია
არსებობს ტენდენცია მივაწეროთ მას კონსისტენტურობა. მაშინაც კი როცა ინდივიდის შესახებ რამდენიმე
საწინააღმდეგლ ინფორმაციას ვიღებთ, ინდივიდი აღქმული იქნება როგორც კონსისტენტური.

დგება საკითხი, როგორ ვახდენთ იმ ინფორმაციების ინტეგ-რირებას, რომლებიც გარეგნულად


არაკონსისტენტურები არიან.

მნიშვნელოვანი ასპექტი პირველი შთაბეჭდილებისა არის შეფ¬ასება - მოგვწონს თუ არ მოგვწონს ეს


ინდივიდი. ჩვენი უშუალო შთაბეჭდილება შეიძლება მიმართულების მიმცემი იყოს ინდივიდის სხვა
განზომილებების შესაფასებლად. ე.ი. ინდი¬ვიდის ყველა სხვა დამახასიათებელი თვისებები დაკავ¬შირებული
იქნება საკითხთან მოგვწონს თუ არ მოგვწონს ის. ამრიგად, ინდივიდის მიერ ინდივიდის აღქმაში შეფასებითი
განზომილება განიხილება როგორც მნიშვნელოვანი ასპექტი, რომე¬ლიც ახდენს უნიფიცირებული
შთაბეჭდილების ორგანი¬ზაციას. ეს თვალსაზრისი ნაჩვენები იქნა ოსგუდის, სუსის და ტანენბაუმის (Oსგოოდ,
შუსი, თანენბაუმ, 1957) კლასიკურ კვლევაში, სადაც გამოყენებულია მეთოდი რომელიც სემანტიკური
დიფე¬რენ¬ციალის მეთოდის სახელწოდებითაა ცნობილი. ამ მეთოდით უმრავლესი შეფასებისათვის
გამოთვლილი იქნა სამი საფუძ¬ვლად მდებარე განზომილება - შეფასების, პოტენციის (ძა¬ლის) და აქტივობის.

ამ სამი განზომილებიდან ძირითადი, რომელიც არსებითად აღქმის საფუძველს წარმოადგენს, არის


შეფასებითი განზო-მილება. ძალის და აქტივობის განზომილებები ნაკლებ როლს თამაშობენ. ამასთან, კვლევები
ადასტურებენ, რომ ნეგატიურ ინფორმაციას მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე პოზიტიურს, რაც მიუთითებს
იმაზე, რომ ინდივიდის შესახებ ზოგადი შთაბეჭ-დილების ჩამოყალიბებისათვის ნეგატიურ ინფორმაციას მეტი
წონა აქვს.

იმის ასახსნელად, თუ როგორ აყალიბებენ ადამიანები შთაბეჭ¬დილებას როცა მათ ინდივიდის შესახებ
აქვთ მრავალი ინფორმაცია, არჩევენ ორ თვალსაზრისს, სადაც ერთი ხაზს უსვამს დასწავლის მნიშვნელობას,
ხოლო მეორე კოგნიტურ ფაქტორებს. საკითხისადმი დასწავლის თეორიის მიდგომა უშ¬ვებს შთაბეჭდილების
ჩამოყალიბების ორ მოდელს: გასაშუა¬ლების მოდელი და შეჯამების მოდელი.

გასაშუალოების მოდელი წინააღმდეგ შეჯამების მოდელისა

დასწავლის თეორიის მიდგომა, მისი უმარტივესი ფორმით, ვარაუდობს რომ ადამიანები ინფორმაციას
აერთიანებენ სავ¬სებით გამარტივებული ფორმით, მექანიკურად, მასზე ბევრი ფიქრის გარეშე. იგივე ეხება
ზოგადი შთაბეჭდილების ჩამო¬ყალი¬ბებასაც. ინდივიდის შესახებ განსხვავებული ინფორმაციის მიღების
შემთხვევაში შთაბეჭდილება ყალიბდება ზედმეტი ანა¬ლიზისა და რეინტერპრეტაციის გარეშე. ეს მიდგომა
ემყარება იმ ფაქტს, რომ თვისებები რომლებიც მიეწერება ადამიანს შეფა¬სებულ იქნენ იმისდა მიხედვით, თუ
რამდენად პოზიტიურნი ან ნეგატიურნი არიან ისინი. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანები სხვადასხვა თვისებებს
განსხვავებულ მნიშვნელობას ანიჭებენ. გამოკვლევებით დადასტურდა, რომ როცა ამა თუ იმ თვისების
მნიშვნელოვნება ფასდება შვიდ საფეხურიან სკალაზე (+3-დან --3-მდე ნეიტრალური 0-ის გავლით)
გულწრფელობას მიეწერება მნიშვნელობის მაქსიმუმი +3; დეტერმინაციულობას +1; უპატიოსნოს -3;
ინტელიგენტურობას +3; ფრთხილს +1 და ა.შ. მაგ. თუ ინდი¬ვიდის იღებს ინფორმაციას რომ შესაფასებელი
ინდივიდი არის გულწრფელი (+3) და ფრთხილი (+1) შეჯამების მოდელის თანახ¬მად ზოგადი შთაბეჭდილების
ჩამოყალიბებისას ხდება ამ ორი მნიშვნელობის შეჯამება და ამ ინდივიდზე უფრო მეტ უპირატესობა
მინიჭებულ შთაბეჭდილებას ვიღებთ (3+ 1=+ 4).

განსხვავებულ მიდგომას გვთავაზობს გასაშუალოების მეთო¬დი. ამ მეთოდის თანახმად ზოგადი


შთაბეჭდილების ჩამოყალი¬ბება ხდება განსხვავებული მახასიათებლების მნიშვნელობების გასაშუალებით. ამ
შემთხვევაში თუ გვაქვს ინფორმაცია, რომ ინდივიდი არის ინტელიგენტური (+3) და ფრთხილი (+1) ზოგადი
შთაბეჭდილება (+2) მნიშვნელობის იქნება.

ნ. არდესონის (Nორმან Aნდერსონ 1965) ექსპერიმენტები უფრო მხარს უჭერენ გასაშუალების პრინციპს.
თუმცა გასაშუალების პროცესში მეტ წონას იღებენ ის თვისებები, რომლებსაც შემფა-სებლის აზრით მეტი
მნიშვნელობა აქვს. მაგ. როცა კანდიდატის შერჩევა ხდება სამეცნიერო კვლევით ლაბორატორიაში მისა¬ღებად,
3ინტელექტუალობას4 მეტი მნიშვნელობა ეძლევა ვიდრე 3მიმზიდველობას4. მაგრამ, თუ ინდივიდს არჩევენ
ტელევიზიაში სამუშაოდ, 3მიმზიდველობას4 მეტი მნიშვნელობა ენიჭება.

კონსისტენტობა

ადამიანებს აქვთ ტენდენცია ჩამოაყალიბონ სხვების შესახებ შეფასებითი თვალსაზრისით კონსისტენტური


შთაბეჭდილება, მაშინაც კი, როცა მწირი ინფორმაცია აქვთ. როგორც აღვნიშ¬ნეთ, ეს ნიშნავს იმას, რომ
ადამიანებს ვიხილავთ როგორც შინაგანი კონსისტენტურობის მქონეს. რადგანაც, ინდივიდის აღქმაში შეფასება
მნიშვნელოვან განზომილებას წარმოადგენს არ უნდა იყოს გასაოცარი, რომ ჩვენ ადამიანების კატეგორი¬ზაციას
ვახდენთ კარგი-ცუდის კატეგორიებში. ამიტომ, ინდივი¬დის თვისებების აღქმა ხდება ამ შეფასების
კონსისტენტუ¬რად. თუ მაგალითად ინდივიდს მიეწერა, რომ ის არის სასიამოვნო, მას ვათავსებთ 3კარგის4
კატეგორიაში და ვაკეთებთ დასკვნას სხვა თვისებების შესახებ, რომელიც 3კარგი4 ინდივიდების კატე-გორიაში
ხვდება. შედეგად მას მივაწერთ აგრეთვე მიმზიდველო-ბას, ინტელექტუალურობას და ა.შ. თუ ინდივიდი
მოთავსდა 3ცუდის4 კატეგორიაში, მას შესაბამის თვისებებს მივაწერთ.

ტენდენციას შეფასებით კონსისტენტობაზე უწოდებენ 3ორეო-ლის ეფექტს4. პიროვნება აღქმულია, როგორც


კარგი ან ცუდი (ან სასიამოვნო-არასასიამოვნო) და სხვა თვისებები აღქმულია რო-გორც ამ შეფასების
კონსისტენტური. ვისაც მიეწერება იარლიყი 3კარგი4 მას აქვს პოზიტიური აურა, და მიეწერება სხვა კარგი
თვისებები. 3ცუდს4 რათქმაუნდა ექნება ნეგატიური აურა.

პოზიტიური გადახრა

ინდივიდის მიერ ინდივიდის აღქმაში არსებობს პოზიტიური შეფასების ტენდენცია. ფენომენს, რომ ინდივიდის
პოზიტიურად შეფასების ტენდენცია ჭარბობს ნეგატიურ შეფასებას, უწოდებენ პოზიტიურ გადახრას. (შეარს,
1983).

სეარსის კვლევებში დადასტურდა, რომ (შეარს, 1983), ერთ-ერთ კოლეჯში სტუდენტები, თავიანთი
კოლეჯის პროფესორების 97%-ს აფასებენ კეთილსასურველებად (ე.ი. შეფასების სკალაზე 3საშუალოზე4 მაღლა),
მიუხედავად იმ განსხვავებული ცხოვრე-ბისა, რომელიც სტუდენტებს ჰქონდათ კოლეჯში. ან კიდევ, ხალხის
აზრის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ინდივიდუალური პოლი-ტიკური ლიდერები კონსისტენტურად მოწონებულნი
არიან უფრო ხშირად, ვიდრე არ მოწონებულნი.

არსებობს ჰიპოთეზა იმაზე თუ რატომ აფასებენ ადამიანები სხვებს პოზიტიურად. ბაუჩერ და ოსგუდი
(Bოუცჰერ & Oსგოოდ, 1969) ვარაუდობენ, რომ ადამიანები უკეთესად გრძნობენ თავს როცა გარშემორტყმულნი
არიან კარგი საგნებით, სასიამოვნო განცდებით, საყვარელი ადამიანებით და ა.შ. მაშინაც კი, როცა ისინი ცუდად
არიან, დისკომფორტს განიცდიან მეზობლობაში ან ცუდი ამინდის გამო, სიტუაციას აფასებენ უპირატესობა
მინიჭებით. ამ ტენდენციის გამო: უმეტესობა მოვლენებისა უმეტეს¬¬¬წილად შეფასებულია 3საშუალოზე4
მაღლა; სასიამოვნო მოვლენები გააზრებულია როგორც უფრო ჩვეულებრივი ვიდრე არასასიამოვნო მოვლენები;
კარგი ახალი ამბები უფრო ხშირადაა კომუნიკაციის საგანი ვიდრე ცუდი ახალი ამბები; სასიამოვნო სიტყვები
უფრო ზუსტად ახსენდებათ და უფრო სწრაფად აცნობიერებენ ვიდრე არასასიამოვნო სიტყვები; ამის გამო
პოზიტიური სიტყვები უფრო ჩვეულებრივია ვიდრე ნეგა¬ტიური სიტყვები, განსხვავებულ კულტურებში და
კონტექსტში.

სეარსი (შეარს, 1983) ვარაუდობს, რომ სხვა ადამიანის არსის შეფასებაში ადგილი აქვს 3პოზიტიური
გადახრის4 ფენომენს. მისი აზრით, ადამიანები მეტ მსგავსებას გრძნობენ იმ ინდივიდე-ბისადმი, რომლებსაც
აფასებენ, რაც ზრდის მათ შეფასებას.

მოტივირებული პერცეპცია

ხშირად, ადამიანები მოტივირებულნი არიან ქონდეთ გარკვეული რწმენა სხვა ინდივიდების შესახებ. არიან რა
მოტი-ვირებულნი, ადამიანები სელექციურად არჩევენ ინფორმაციას, რომელიც მხარს უჭერს რწმენას რომელიც
უნდათ რომ ჰქონდეთ. ერთ-ერთ კვლევაში (Kლეინ & Kუნდა, 1992) სუბიექტებს უთხრეს, რომ ინდივიდები
მოსალოდნელ გეიმში იქნებოდნენ მათი ან პარტნიორები ან მოწინააღმდეგეები. სუბიექტები, რომლე¬ბიც
მოელოდნენ, რომ ინდივიდები იქნებოდნენ მათი პარტნიორები, მოტივირებულნი იყვნენ დაენახათ ისინი
როგორც მაღალი უნარის მქონე; სუბიექტები, რომლებიც მოელოდნენ, რომ ინდივიდები მოწინააღმდეგეები
იქნებოდნენ, მოტივირე¬ბულნი იყვნენ დაენახათ ისინი როგორც დაბალი უნარის მქონე. სიმულირებული
სახუმარო შოუში ურთიერთობის შემდეგ, რომლის განმავლობაში ჩართული ინდივიდები იძლეოდნენ
პასუხებს, ზოგიერთს სწორს და ზოგიერთს მცდარს, სუბიექ¬ტების შთაბეჭდილება ამ ინდივიდების შესახებ
შეესაბამებოდა მათ მოტივაციას. მოსალოდნელი პარტნიორები შეფასდნენ რო¬გორც უფრო გონივრულები
ვიდრე მოსალოდნელი მოწი¬ნააღმდეგე¬ები. და ეს მიუხედავად იმას, რომ ინდივიდები რო¬გორც
მოსალოდნელი პარტნიორები ისე მოწინააღმდეგეები, შოუში იძლეოდნენ ერთიდაიგივე ნიმუშის პასუხებს.

მიზნები

როგორც ვხედავთ, შთაბეჭდილება, რომელსაც ვაყალიბებთ სხვა ინდივიდების შესახებ არ წარმოადგენს მათი
ატრიბუტების პასიურ რეფლექსიას. ხდება სხვა ინდივიდების შესახებ ინფორ-მაციის ორგანიზირება
ინტეგრირებულ შთაბეჭდილებაში. ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს თუ როგორ მიიღ¬წევა ეს
ორგანიზაცია არის ინდივიდის მიზანი. მაგ. ექსპერიმენ¬ტულად მიზანი მანიპულირებული იყო
სუბიექტისათვის იმის თქმით, რომ მათ ან უნდა ჩამოეყალიბებინათ ინდივიდზე ინტეგ¬რირებული
შთაბეჭდილება (შთაბეჭდილების ჩამოყალიბების მიზანი), ან უნდა გაიხსენონ ინფორმაციის ცალკეული
ბიტები, რომელიც შესაძლოა იყო ექსპონირებული (გახსენების მიზანი). შედეგი იყო ის, რომ შთაბეჭდილების
ჩამოყალიბების მიზნის პირობებში ინდივიდები აყალიბებდნენ მეტ ორგანიზებულ შთაბეჭ¬დილებას,
რომელიც ასახავდა შემოსული ინფორმაციის საფუძვლადმდებარე სტრუქტურას ვიდრე, როცა მიზანი იყო
უბრალოდ ინფორმაციის გახსენება.

განსხვავებულ მიზნებს ქმნის აგრეთვე სხვებთან ანტიციპი-რებული ურთიერთობები. მართლაც კვლევები


აჩვენებენ, რომ როდესაც სუბიექტები მოელოდნენ მომავალში ურთიერთქმედე¬ბას ინდივიდებთან, ისინი
იხსენებდნენ მეტ ინფორმაციას მათ შესახებ და ახდენდნენ ინფორმაციის ორგანიზირებას განსხვა-ვებულად.

აფექტური მინიშნებები
ინდივიდის შეფასებაზე ზოგჯერ გავლენას ახდენს ინდი¬ვიდის შინაგანი მდგომარეობა, რაც შეცდომის წყარო
შეიძლება გახდეს. მაგ. როცა აღგზნებული ვართ, ტენდენცია გვაქვს ადა¬მია¬ნები აღვიქვათ უფრო
ექსტრემალური მანერით ვიდრე როცა არა ვართ აღგზნებული.

ადამიანის გუნება-განწყობა განიხილება როგორც ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს


ინდივიდის აღქმაზე. კარ¬გი გუნება-განწყობა ხელს უწყობს ინდივიდების უფრო პოზი¬ტიურად აღქმას, ხოლო
როცა ცუდ გუნება-განწყობაზე ვართ, ადამიანებს უფრო ნეგატიურად ვაფასებთ. ეს ეფექტი განსა¬კუთრე¬ბით
მართებულია, როცა შესაფასებელი ინდივიდი ნეი¬ტრალუ¬რად იქცევა.

ამრიგად, ინდივიდის შესახებ ინფორმაციის ინტეგრირების პროცესი ხშირად მნიშვნელოვნადაა


დამოკიდებული მოტივაცი¬ურ ფაქტორებზე: კონკრეტული მიზანი, აფექტური მდგომარეობა, და მოტივაცია
გვქონდეს გარკვეული რწმენა.

შეფასების სიზუსტე

ადამიანების უმეტესობას მიაჩნია, რომ მათ შეუძლია დაინა-ხონ თუ რას წარმოადგენს ესა თუ ის პიროვნება,
განსაზღვრონ მათი ემოციები. დგება საკითხი რამდენად ზუსტად შეუძლია ადა-მიანს მეორე ადამიანის აღქმა,
მისი პიროვნების შეფასება. ერთი რამ ფაქტია, ინდივიდი ასობით ადამიანთან ამყარებს ურთიერთობას და
მეტნაკლებად ართმევს თავს ამ ურთიერთო¬ბებს სერიოზული კონფლიქტების და შეცდომების გარეშე, რაც
შეუძლებელი იქნება ინდივიდის მიერ მეორე ინდივიდის მეტნაკლებად ზუსტი აღქმის გარეშე. ამიტომ უნდა
ვივარაუდოთ, რომ ასეთი დაშვება გონივრულია. გვაქვს რა გარკვეული მინიშ-ნებები ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამ
გავიგოთ სხვა ადამიანის შესა-ხებ. ეს ემყარება ჯერერთი ადამიანის საზოგადოებაში ცხოვრების გამოცდილებას.
მაგ. როცა ვხედავთ ქუჩაში ადა¬მიანს უნიფორმაში ჩაცმულს, წითელი ქუდით და იარაღით - ვიცით, რომ ის
პოლიციელია და ვაფასებთ მას შესაბამისად. ვხედავთ რა ადამიანს რომელიც მორბის ავტობუსისაკენ,
ვგულის¬ხმობთ რომ აგვიანდება და ვცდილობთ ხელი არ შევუ¬შალოთ. ასეთ შემთხვევებში, კონტექსტი,
რომელშიც ვხედავთ ადამიანს შესაძლებლობას გვაძლევს ვიცოდეთ მის შესახებ გარკვეული მახასიათებლები -
რაც ხელს გვიწყობს არ დავუშ¬ვათ შეცდომები მასთან ურთიერთობაში. გართულებულია პრობლემა როცა
შთაბეჭდილების ჩამოყალიბება ხდება ასეთი ფორმალური მინიშნებების არარსებობისას. ამის გამო, ხშირად
ურთიერთქმედებისას იქმნება კონფლიქტი, რომელიც უმეტეს-წილად არაზუსტი სოციალური პერცეპციიდან
მომდინარეობს.

მრავალ სიტუაციაში ადამიანები იძულებულნი არიან შეაფა-სონ პიროვნებები ზედაპირული ინფორმაციის


საფუძველზე, როცა აშკარა გარეგანი მინიშნებები არ არსებობენ. ეს მითუმე¬ტეს მნიშვნელოვანია, როცა
ადამიანს არ შეუძლია ან არ სურს გვითხრას თუ რას გრძნობს ის. მაგ. დედამ უნდა შეაფასოს ბავშვი ტირის
იმიტომ რომ დაიღალა, თუ იმიტომ რომ რაღაცა სტკივა ან ყურადღებას მოითხოვს. ასეთ ზუსტ შეფასებას მოით-
ხოვს უამრავი სასიცოცხლო სიტუაცია. ტიპიური ნიშანი რომელსაც ამჟღავნებს ასეთი სიტუაცია არის
ორაზროვანი და რათა ნორმალური ურთიერთობა წარმართოს, ადამიანმა უნდა შეძლოს ამ ორაზროვნობის
გაშიფვრა. დგება საკითხი რამდენად ზუსტად შეუძლია ამის გაკეთება ადამიანს.

ადამიანის მიერ ადამიანის აღქმის პრობლემაში განსხვავე¬ბით სხვა სახის პერცეპციებისაგან, იგულისხმევა
რომ ინდივიდს აქვს შინაგანი სტატუსი - გრძნობები, ემოცია, პიროვნება, რაც ქმნის სიძნელეს. საჭიროა სწორედ
ამ შინაგანი სტატუსის შეფა¬სება. ჩვენ გვიყალიბდება შთაბეჭდილება, რომ ადამიანი არის თბილი, პატიოსანი,
გულწრფელი. ვაფასებთ ადამიანის ისეთ შინაგან მახასიათებელს როგორიცაა ატიტუდი ამა თუ იმ მოვლენის
მიმართ. ვიგებთ ის არის დემოკრატი თუ რესპუბ¬ლიკე¬ლი, რელიგიურია თუ არა რელიგიური. ყველაფერი ეს
უშუალოდ არ ჩანს. მათ შესახებ უნდა დავასკვნათ ხელ¬მისაწვდომი მინიშნებლებიდან. ინდივიდის მიერ
ინდივიდის აღქმის სიზუსტეზე კვლევების უმეტესობა ფოკუსირებულია ემოციების გამოცნობაზე.
ემოციის აღქმა

ჯერ კიდევ ჩარლზ დარვინი დაინტერესდა ემოციებით და ამის შემდეგ უამრავი კვლევა მიეძღვნა ემოციის
გამოცნობის პრობლემას. ექსპერიმენტატორები იკვლევდნენ თუ რამდენად ზუს-ტად შეუძლიათ ადამიანებს
ემოციონალური მდგომარეობის გამოცნობა. ექსპერიმენტული პროცედურა საკმაოდ მრავალ¬ფერო-ვანი იყო.
ერთ შემთხვევაში სუბიექტს ეძლეოდა სტიმული (რომელსაც გამოხატავდა ინდივიდი) და სთხოვდნენ ემოციის
იდენტიფიკაციას. ზოგჯერ ექსპერიმენტში გამოყენებული იყო კარგად გავარჯიშებული მსახიობი, რომელიც
გამოხატავდა სხვადასხვა ემოციებს და უღებდნენ ფოტოსურათს. ყოველი ემოციისათ¬ვის შეირჩეოდა თითო
ფოტოსურათი, რომელსაც აჩვენებდნენ სუბიექტებს რათა გამოეცნოთ თუ რა ემოციას გამო-ხატავდა ის.
ექსპერიმენტებში იყენებდნენ აგრეთვე დაო¬სტატე-ბული მხატვრების მიერ დახატულ ამათუიმ ემოციის
გამომხატველ სახეებს. ზოგჯერ ექსპერიმენტში სუბიექტებს ასმენინებდნენ ხმას, ან მხოლოდ ხმას რომელიც
შინაარსისაგან დაცლილი იყო და შესაბამისი ემოცია იყო დატოვებული. ემო-ციებს ქმნიდნენ ლაბორატორიაში
ინდივიდისათვის სიტუაცი¬ის ექსპოზიციით, რომელიც ჩათვლილი იყო, რომ გამოიწვევდა ემოციას.

მოცემულია რა კვლევების ასეთი ფართე რანგი არ არის გასაოცარი, რომ შედეგები განსხვავებული იყო.
მთელი რიგი კვლევებისა მიუთითებდნენ, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ ემოციების შეფასება ალბათურზე
უფრო მაღალ დონეზე. ამავე დროს ზოგიერთი კვლევა აჩვენებდა, რომ ადამიანებს ზუსტად შეუძლიათ
ემოციების გამოცნობა.

საინტერესო კვლევები ჩაატარა ვუდვორტსმა. მისი მონაცემე¬ბი მიუთითებენ, რომ მართალია ადამიანებს
ეძნელებათ ემოციე¬ბის სრულყოფილი დისკრიმინაცია,მაგრამ მათ შეუძლიათ ემო¬ციების ჯგუფების
დისკრიმინაცია. მან გამოყო ემოციების ექვსი ჯგუფი:

1. სიყვარული, ბედნიერება, სიხარული;

2. გაკვირვება;

3. შიში, მწუხარება;

4. გაბრაზება, დეტერმინაციულობა;

5. სიძულვილი;

6. ზიზღი.

როგორც შედეგების ანალიზი აჩვენებდა, რომ ადამიანებს შეუძლიათ მე-3-ე, მე-4-ე და მე-5-ე ჯგუფის ემოციების
განსხვა-ვება ერთმანეთისაგან, მაგრამ ვერ ანსხვავებენ მათ ზიზღისაგან. იყო მონაცემები, რომლებიც ამტკიცებენ
რომ ზოგიერთი ემოციის იდენტიფიკაცია შედარებით ადვილია (მაგ. ბედნიერება, შიში, სიყვარული) - ხოლო
ზოგიერთი ემოცია – (მაგ. სიძულ¬ვილი და ზიზღი) გაცილებით ძნელი გამოსაცნობია.

ამასთან, კვლევები მაინც ღიად ტოვებდა საკითხს, შეუძ¬ლიათ თუ არ ადამიანებს ემოციების ზუსტი
გამოცნობა. მონაცემები იძლევა ვარაუდის შესაძლებლობას, რომ ადამიანებს შეუძლიათ ემოციების ჯგუფებს
შორის განსხვავების დაჭერა გარკვეული სიზუსტით ისეთი მინიმალური მანიშნებებიდან, როგორიცაა
ფოტოსურათი. მიუხედავად იმისა, რომ გაოცება და მწუხარება საკმაოდ განსხვავდებიან მნიშვნელობით,
სუბიექტები ვერ ახერხებდნენ მათი ერთმანეთისაგან გარჩევას.

საინტერესო კუთხით განიხილა ემოციის იდენტიფიკაციის პრობლემა სტენლი შეხტერმა. მან იკვლია
ემოციის ფიზიოლო-გიუ¬რი და სოციალური ფაქტორების ურთიერთდამოკიდებულება. საერთოდ კვლევითი
მონაცემები მიუთითებდნენ, რომ უმეტესი, თუ არა ყველა, ემოციონალური რეაქციები ბიოქიმიურად მსგავ¬ს-ნი
არიან. ე.ი. მათი შინაგანი ფიზიოლოგიური მახასიათებლები ერთმანეთისაგან არ განსხვავდებიან. აქედან
გამომდინარეობდა ის, რომ მხოლოდ ამ მონაცემებზე დაყრდნობით გაძნელდებოდა საკუთარი ემოციების
იდენტიფიკაცია. შეხტერს და ზინგერს. თავიანთ ექსპერიმენტში სუბიექტების ორგანიზმში შეყავთ ეპი-ფირინი,
რომელიც იწვევს ძლიერ ფიზიოლოგიურ აღგზნებას, რომელიც მსგავსია იმისა რასაც ინდივიდები განიცდიან
ემოციო-ნალური აღგზნების დროს: ეპიფირინით ინექცირებულ სუბიექტებს ამყოფებენ განსხვავებულ
სოციალურ სიტუაციაში - ზოგი იმყოფებოდა ეიფორიულ მდგომარეობაში მყოფ ინდი¬ვიდებ-თან ერთად,
ზოგიერთი კი მოხვდა გაბრაზებული ან მხიარული სუბიექტების კომპანიაში. მიუხედავად იმისა, რომ
სუბიექტებს მიღებული ჰქონდათ ერთიდაიგივე ინექცია, ისინი თავიანთი განცდების იდენტიფიკაციას
ახდენდნენ იმ ემოციებ¬თან, რომლებსაც გამოხატავდნენ ის ინდივიდები ვისთანაც ერთად იყვნენ. ე.ი.
ემოციების იდენტიფიკაციას განსაზღვრავდა სოციალური სიტუაცია.

ძირითადი აზრი განხორციელებული კვლევებისა არის ის, რომ ემოცია არის როგორც ფიზიოლოგიური ისე
სოციალური გარემო პირობების ფუნქცია. რომ ინდივიდს საკუთარი ემოციის იდენტიფიკაციაში სოციალური
და ფიზიკური კონტექსტი უწყობს ხელს.

კრიტერიუმის პრობლემა. შემდეგი პრობლემა, რომელიც დგება ემოციების იდენტიფიკაციის საკითხთან


დაკავშირებით არის კრიტერიუმის პრობლემა, ანუ როგორ განვსაზღვროთ თუ რამდენად ზუსტია
იდენტიფიკაცია. მაგ. როდესაც მხატვარი ქმნის ამა თუ იმ ემოციის გამომხატველ პორტრეტს, სადაა გარანტია,
რომ ემოცია ზუსტადაა გამოხატული? მხატვრის შთაბეჭდილება ამა თუ იმ ემოციაზე შეიძლება განსხვავებული
იყოს სხვა ინდივიდების შთაბეჭდილებებისაგან. ცნობილია ერთი საინტერესო ექსპერიმენტი. სუბიექტებს
უჩვენებენ მხატვრის მიერ დახატულ განსხვავებული ემოციების გამომხატველ პორტრეტებს. სუბიექტებს
ევალებოდათ იმის იდენტიფიკაცია, თუ რა ემოცია იყო გამოხატული პორტრეტში. აღმოჩნდა, რომ სუბიექტების
მხოლოდ 32% ეთანხმებოდა მხატვრის შთაბეჭ¬დილე¬ბას. მაგრამ როცა სუბიექტებს ეუბნებოდნენ თუ რა
ემო¬ცია გამოხატა მხატვარმა მოცემულ პორტრეტში, სუბიექტების 75% ეთანხმებოდა მხატვრის თვალსაზრისს.

ეს პრობლემა საკმაოდ სერიოზულია. რადგან ექსპერიმენტში გამოყენებულ გამოსახულებებს, რადგან ისინი


სპეციალურად საექსპერიმენტოდაა შექმნილი, ტენდენცია აქვს იყოს უკიდურე¬სად სტერეოტიპული. ან როცა
ინდივიდს სთხოვენ გარკვეული ემოციის პოზირებას, ისინი ცდილობენ გადაჭარბებულად გაუს¬ვან ხაზი
ემოციას, ანუ იყენებენ უფრო სტერეოტიპულ გამოხატულებას, ვიდრე ბუნებრივს. ამავე პრინციპით ხდება
ექსპერიმენტში საჩვენებელი სურათის შერჩევა. არჩევენ იმ სურათს, რომელიც ხაზგასმულად უფრო უკეთესი და
სტერეო-ტიპულია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კვლევები, სადაც დასტურ-დება რომ ინდივიდებს შეუძლიათ
ემოციების ზუსტი იდენტიფი-კაცია, შეიძლება უბრალოდ აჩვენებდა, რომ ადამიანებს შეუძ-ლიათ
სტერეოტიპების იდენტიფიკაცია, თუ როგორ გამოიყურება გარკვეული ემოცია.

კრიტერიუმის არჩევის პრობლემა არსებობს სოციალური პერცეპციის ყველა დონეზე. როცა ინდივიდს
ვთხოვთ შეაფასოს სხვების სიმაღლე, ასაკი, რასა, პროფესია ან თუნდაც ინტელექტუალუ¬რობა ხელთა გვაქვს
გარკვეული კრიტერიუმები რითაც შეგვიძლია განვსაზღვროთ თუ რამდენად ზუსტად ახერხებენ ამას
სუბიექტები, მაგრამ ემოციის და პიროვნების შეფასების სანდო ობიექტური კრიტერიუმი არ გაგვაჩნია. ობი-
ექტური კრიტერიუმის გარეშე, ძალიან გაძნელდება ვიკვლიოთ აქვს თუ არა ინდივიდს ამა თუ იმ ემოციის ან
პიროვნული თვისების აღქმის უნარი. როცა სუბიექტი ინდივიდს აღიქვამს როგორც იუმორისტულს, პირველ
რიგში ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ ის მართლაც იუმორისტულია.

სოციალურ ფსიქოლოგიაში გამოყენებულია მრავალი ასეთი კრიტერიუმი - მაგრამ მათ აბსოლუტურ


სანდოობაზე ალბათ არ შეიძლება ვილაპარაკოთ.

ერთერთ ასეთ კრიტერიუმად გამოყენებულ იქნა ექსპერტების შეფასება. მოიწვევენ დახელოვნებულ


ფსიქოლოგებს - და მათი შეფასება ან ჩატარებული ტესტური შემოწმების შედეგები ჩათვლი¬ლი იქნება
კრიტერიუმად. ამ მეთოდის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ თუნდაც საუკეთესო ტესტი ან დახელოვნე-
ბული ფსიქოლოგის ინტერვიუ არ არის სრულყოფილი. ინტერ-ვიუ და ფსიქოლოგიური ტესტების სიზუსტე
საკმაოდ პრობლე¬მურ საკითხს წარმოადგენს.

მეორე შესაძლებელი კრიტერიუმი შეიძლება იყოს ინდივიდის თვითშეფასება - ან იმ ინდივიდების მიერ


მოცემული შეფასება რომლებიც მას კარგად იცნობენ. მაგრამ ფსიქოლოგებმა იციან, რომ როგორც ერთი ისე
მეორე შეფასება არ არის დაზღვეული შეცდომისაგან.

ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ შეფასებაზე


თუმცა მრავალი გამოკვლევა მიეძღვნა პიროვნების და ემო¬ცი-ის შეფასების საკითხს, შეიძლება ითქვას, რომ არ
არსებობს პირდაპირი პასუხი შეუძლიათ თუ არა ადამიანებს სხვების ზუს-ტი შეფასება. მიუხედავად ამისა,
კვლევები აშკარად აჩვენებენ, რომ შეფასებისას ადამიანები განიცდიან მთელი რიგი ფაქტო-რების გავლენას,
რომლებიც დაკავშირებულნი არიან ან თვით შემფასებლებთან, ან ინდივიდებთან რომელიც უნდა შეაფასონ ან
სიტუაციასთან, რომელშიც შეფასება ხორციელდება.

შემფასებლის მდგომარეობა. აღმოჩნდა, რომ შემფასებლის გრძნობები და მათი მიმდინარე საციცოცხლო


სიტუაციები გავლენას ახდენენ მათ მიერ სხვების შეფასებაზე. მაგ. ბარტლეტის ექსპერიმენტებში, არმიაში
გასაწვევ ახალგაზრდებს შესაფასებლად აძლევდნენ სამხედრო ოფიცრის სურათს – აღ-მოჩნ¬და რომ ისინი
სურათში ხედავდნენ მუქარიან, ბრძანებლური უნარების მქონე ინდივიდს. მიურეი (Mურრაყ, 1933) გოგონებს
შესაფასებლად აძლევდა ბიჭების პასპორტულ ფოტოსურათებს მას შემდეგ რაც ისინი მონაწილეობდნენ შიშის
მომგვრელ გეიმ-ში. აღმოჩნდა, რომ ეს გოგონები ფოტოში უფრო ხედავდნენ საშიშ ინდივიდს, ვიდრე
საკონტროლო ჯგუფის გოგონები. ამრიგად, შემფასებლის გრძნობები გავლენას ახდენენ მათ მიერ სახვა
ინდივიდის შეფასებაზე. აღმოჩნდა, რომ ადამიანებს ტენდენცია აქვთ თავიავთი გრძნობების პროექცია
მოახდინონ სხვა ინდივიდებზე და ამასთან უფრო სენსიტიურები არიან გარკვეული მახასიათებლების მიმართ
საკუთარი ემოციონალური მდგომარეობის გამო.

ლოგიკური შეცდომა, ცენტრალური თრეიტები. ადამიანებს აქვთ ტენდენცია ინდივიდისათვის


დამახასი¬ათებე¬ლი ერთი რომელიმე თვისებიდან დაასკვნან სხვა თვისე¬ბების არსებობაზეც. თუ ვიცით რომ
ინდივიდი ინტელექტუ¬ალურია, ეს მიზეზობრივად განსაზღვრავს იმას, რომ მას მთელი რიგი სხვა თვისებებიც
მივაწეროთ. ბრუნერი, შაპირო და ტეჯი¬უ¬რის აზრით ასეთი დაშვება ლოგიკურად არ გამომდინარეობს
მოცემული თვისებიდან. ასეთ დაშვებას აღნიშნული ავტორები ლოგიკურ შეცდომას უწოდებენ, რადგან
ადამიანები გარკვეულ თვისებებს მიიჩნევენ, რომ გარკვეულ სხვა თვისებებთანაა ასო¬ცირებული და აქედან
გამომდინარე, თუ რომელიმე მათგანი ცნობილია, შეიძლება დავასკვნათ სხვა თვისებების არსებობაზე.

ეს ტენდენცია აიხსნა ე.წ. ნაგულისხმევი პიროვნების თეორიით. როგორც მიუთითებენ, საღი აზრის დონეზე
ჩვენ ადა¬მია¬ნების კატეგორიზაციას ვახდენთ შეზღუდული რაოდენობის ტიპებად. და ყოველ ტიპს მივაწერთ
გარკვეულ თვისებებს. როცა ჩვენ ვხვდებით ვინმეს, რომელსაც არ ვიცნობთ, ვცდილობთ მის მოთავსებას
რომელიმე ამ მოდელში. კერძოდ, თუ აღმოვაჩენთ, რომ მას ახასიათებს რომელიმე თვისება, რომელიც
დაშვებულია რომ ახასიათებს რომელიმე მოცემულ ტიპს, ამ ადამიანს ვათავსებთ შესაბამისი კატეგორიის
ტიპში. რადგან ეს არის სტერეოტიპული უკვე ვუშვებთ, რომ მას ექნება ყველა ის თვისება რომელიც ამ ტიპს
მიეწერება. ამრიგად, პიროვნების შესახებ ჩვენი ნაგულისხმევი თეორია გავლენას ახდენს ჩვენს მიერ ინდივიდის
შეფასებაზე.

პიროვნების ნაგულისხმევი თეორიის ერთი საინტერესო ასპექ-ტი არის ის, რომ ზოგიერთ თვისებას
მიეწერება უფრო მეტი მნიშვნელობა ვიდრე სხვებს. მაგალითად, თვისებები თბილი-ცივი, აღმოჩნდა რომ
ასოცირებულია მთელ რიგ სხვა დამახასიათებელ თვისებებთან, მაშინ როცა ზრდილობიანი-უხე¬ში მრავალ
სიტუაციაში ძალიან მცირე მახასიათებლებთანაა ასოცირებული. თვისებეს, რომელიც მრავალ სხვა
თვისებებ¬თანაა ასოცირებული უწოდებენ ცენტრალურ თვისებებს (შ.Aსჰ, 1946). რათა ეჩვენებინა თბილი-ცივი
თვისებების ცენტრალურო¬ბა, აში ავალებდა სუბიექტებს ინდივიდის აღწერა-დახასიათებას, რომელსაც
მიეწერებოდა შემდეგი შვიდი თვისება – ინტელიგენ¬ტი, დახელოვნებული, ინდუსტრიული, თბილი,
დეტერმინირებუ¬ლი, პრაქტიკული, ფრთხილი. სუბიექტების მეორე ჯგუფს ამავე მიზნით ეძლეოდა
ინდივიდზე მიწერილი თვისებების იგივე სია იმ განსხვავებით, რომ თვისება თბილი შეცვლილი იყო ცივით.
აღმოჩნდა, რომ სუბიექტების ამ ორი ჯგუფის მიერ აღწერილი პორტრეტი ინდივიდებისა მკვეთრად
განსხვავდებდა ერთმანეთი-საგან. ე.ი. განსხვავებას ქმნიდა თბილი-ცივი თვისებების შეცვლა. მეორე
ექსპერიმენტულ პირობებში ნაცვლად თბილი-ცივი წყვილისა გამოყენებული იყო ზრდილობიანი-უხეში.
შედე¬გებმა აჩვენა, რომ ზრდილობიანის უხეშით შეცვლა ნაკლებად ცვლი¬და საერთო სურათს. იგივე შედეგები
იქნა მიღებული კელის (1950) კვლევებში, რომელიც უფრო რეალურ პირობებში ჩატარ¬და.

შემდგომ კვლევებს გარკვეული კორექტივები შეაქვს საკითხის დასმაში. კერძოდ ნაჩვენები იქნა, რომ
თვისებების ცენტ-რალურობა გარკვეულ ხარისხში, დამოკიდებულია კონ¬ტექსტ¬ზე. კვლევები აჩვენებენ, რომ
როცა ინდივიდი აღწერილია როგორც მორჩილი, სუსტი, ზედაპირული, არა ამბიციური და პატივმოყვარე მაშინ
მცირე მნიშვნელობა აქვს იქნება ის თბილი თუ ცივი - ეს თვისებები არ მოქმედებენ სხვა თვისებებზე. იგივე
დაადასტურა ზრდილობიან-უხეში წყვილის ცენტრალურობა-არა-ცენტრალურობის კვლევებმა. კვლკვები,
აგრეთვე აჩვენებდა, რომ ამათუიმ თვისების მნიშვნელობა დამოკიდებულია იმაზე თუ რა მახასიათებლებით
ახდენდა სუბიექტი ინდივიდის შეფასებას. მაგ. თუ ინდივიდს სთხოვენ შეაფასოს ინდივიდების
სოციალუ¬რობა ან მისი პოპულარობა და ეძლევა გარკვეული სია თვისე¬ბებისა, თბილი-ცივი განზომილების
მნიშვნელობა უეჭველად მეტი იქნება.

შარავანდედის ეფექტი ემყარება ტენდენციას ადამიანები აღ¬ვიქ¬ვათ კარგი-ცუდის განზომილებაში. ე.ი.


არსებობს ზოგადი ტენდენცია ადამიანები განიხილონ როგორც კარგები ან ცუდები. თუ ინდივიდს რაღაც
ნიშნის გამო მოვათავსებთ კარგე¬ბის კატეგორიაში, ეს ქმნის პოზიტიურ აურას, რის გამოც მას მიეწერება სხვა
კარგი თვისებები. უფრო მეტი, ზოგიერთი თვისე-ბა, რომელსაც არც თუ ისე კარგად ვთვლით, ამ აურას
ზეგავლენით გარკვეულ დადებით ელფერს იღებს. მაგრამ თუ ინდივიდი 3ცუდი4 კატეგორიაში მოხვდა,
ნეგატიური აურის გამო, იგივე თვისება აშკარა ნეგატიურ ელფერს მიიღებს.

დაშვებული მსგავსება

ჩვენ გვაქვს ძლიერი ტენდენცია დავუშვათ, რომ სხვები ჩვენი მსგავსნი არიან. ეს განსაკუთრებით გამოიკვეთება
როცა ვიცით ჩვენი სხვებთან მსგავსება დემოგრაფიულ მაჩვენებლებში – ასა¬კი, რასა, ეროვნება, სოციალური
სტატუსი. მაგრამ ეს ტენ¬დენცია ვრცელდება სხვა მახასიათებლების შეფასებაზეც. აღმოჩნ¬და რომ თუ ადამიანი
აგრესიულია, ის უშვებს რომ ადა¬მიანები აგრესიულები არიან. ე.ი. ადამიანები ახდენენ საკუთარი
მახასიათებლების პროექციას, საკუთარ მახასიათებლებს მიაწე¬რენ სხვებს. ერთი სიტყვით, საკუთარი თავის
აღქმა გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ აღიქვამს ის სხვას. ამის შედეგი შეიძ¬ლება იყოს ის, რომ ინდივიდი
მეორე ინდივიდს აფასებს როგორც უფრო მის მსგავსს ვიდრე სინამდვილეშია - ე.ი. ის ამახინჯებს იმ ინდივიდს,
ვისაც აფასებს და ხდის მას თავის მსგავსად. ამასთან, ინდივიდის მიერ მეორე პირის შეფასება უფრო პიროვნების
თვითშეფასებას შეესატყვისება (როგორც ის ხედავს საკუთარ პიროვნებას, ვიდრე სხვები ხედავენ მას), რაც
კიდევვ უფრო ამახინჯებს ინდივიდის მიერ ინდივიდის აღქმას.

პროექციის ტენდენციის ერთერთი შედეგი ის არის, რომ ადა-მია¬ნები უფრო ზუსტად აფასებენ თავიანთ
მსგავსებს, უბრა¬ლოთ, იმიტომ რომ, ისინი ადამიანებს აფასებენ თავიანთ მსგავ¬სად და ბოლოს და ბოლოს
აღმოაჩენენ თუ რას წარმოადგენენ ისინი, რაც ჩვეულებრივად სწორი აღმოჩნდება. აქედან გამომ¬დინარე
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ადამიანის მიერ სხვისი შეფასება თვით მისი პიროვნების საუკეთესო საზომი
იქნება. შესაძლოა უკეთესი საზომი იყოს პიროვნებისა, ვიდრე თავის თავის შეფასება, რადგან არ იქნება
ნაკლოვანების დაფარვის საჭიროება.

სხვისი ცოდნა შემდეგი ფაქტორი, რომელიც ზრდის პიროვნების აღქმის სიზუსტეს არის იმ ჯგუფის,
სუბკულტურის ცოდნა, რომელსაც მიეკუთვნება ის ინდივიდი, რომელსაც ვაფასებთ. სუბკულტურის წევრები
(მაგ. კოლეჯის სტუდენტები, ფეხბურთელები და ა.შ.) გარ¬კვეულ ხარისხში ინაწილებენ მახასიათებლებს,
ღირებულე¬ბებს, ქცევებს. როცა ვიცით მახასიათებლები რომლებსაც ინა¬წილებს ჯგუფი, ჩათვლილია, რომ
უკეთესად შეგვიძლია გავი¬გოთ მისი ცალკეული წევრები. ინდივიდის შეფასება მისი სუბკულტურის
სტერეოტიპების მიხედვით იმდენად იქნება ზუს¬ტი, რამდენადაც სტერეოტიპები ზუსტია და ინდივიდი,
რომელ¬საც ვაფასებთ კონფორმულია ამ სტერეოტიპისა. ერთერთ კვლევაში, რათა ეჩვენებინათ ეს ფენომენი,
სუბიექტებს სთხოვეს შეეფასებინათ ინდივიდი, რომელიც არასოდეს არ ენახათ და იდენტიფიცირებული იყო,
როგორც კოლეჯის სტუდენტი. შემდეგ იმავე სუბიექტებს წარუდგინეს ახალგაზრდა (რომელიც იყო კოლეჯის
სტუდენტი) და სთხოვეს მისი შეფასება. აღმოჩნდა, რომ შეფასება, რომელსაც იძლეოდნენ სუბიექტები სანამ
ნახავ¬დ¬ნენ უშუალოდ ინდივიდს, უფრო ზუსტი იყო ვიდრე ის შეფასება, რომელსაც სუბიექტები იძლეოდნენ
ინდივიდის ნახვის შემდეგ. ე.ი. სტერეოტიპები კოლეჯის სტუდენტების შესახებ უზრუნ¬ველყოფდა
სტუდენტის უკეთეს შეფასებას ვიდრე მათი ვიზუალური შთაბეჭდილება.
აღმქმელი და აღსაქმელი ერთი საინტერესო ასპექტი ინდივიდის მიერ ინდივიდის აღ¬ქმისა არის ის, რომ სხვისი
აღქმის ორგანიზირება ხდება განსხვა¬ვებულ განზომილებებში. ზოგიერთი ინდივიდი სხვას აღწერს იუმორის
გრძნობის ტერმინებში, ზოგიერთი მის მიმზიდ¬ველობას უსვამს ხაზს, ზოგიერთი მის პატიოსნებას ან
ინტელექტუალურობას და ა.შ. ეს ტენდენცია ნაჩვენები იქნა დორნბახის და მისი კოლეგების (Dორნბასცჰ ეტ
ალლ. 1965) მიერ, ჩატარებულ კვლევაში, რომელშიც ბავშვებს სთხოვდნენ საკუ¬თარი სიტყვებით აღეწერათ
ჯგუფის ყველა სხვა წევრები. სპეციფიკური სკალები ან კითხვარები როგორც ეს ხდება ჩვეუ¬ლებრივ, არ
ყოფილა გამოყენებული. ბავშვებს უბრალოდ სთხოვდ¬ნენ მოეცათ თავისუფალი აღწერა. მიღებული შედეგების
ანალიზი განხორციელდა ორი გზით: ერთი, იმ მახასიათებ¬ლების მიხედვით, რომელი მახასიათებლებითაც
თითოეული ბავშვი იქნა აღწერილი და მეორე იმ მახასიათებლების მიხედ¬ვით, რომელსაც თითოეული ბავშვი
იყენებდა, რათა მიეცა სხვისი აღწერა.

ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ ყოველი ბავშვი დახასიათ¬დებოდა რომელიმე გამოკვეთილი


მახასიათებლით, ვთქვათ როგორც აგრესიული, რადგან ყველა დანარჩენისათვის შეფა¬სების ობიექტი ის იყო.
მაგრამ შედეგების ანალიზმა აჩვენა, რომ ეს ასე არ მოხდა. აღმოჩნდა, რომ ყოველი ცალკეული ბავშვის
აღწერისათვის გამოყენებული იყო განსხვავებული მახასიათებლები. ის მახასიათებელი, რომელიც
გამოყენებული იყო ერთი რომელიმე ბავშვის აღსაწერად არ განსხვავდებოდა იმისაგან, რომელიც გამოყენებული
იყო სხვების აღსაწერად. სიტუაცია განსხვავებული იყო, როცა ანალიზი გაკეთდა იმის მიხედვით, თუ როგორ
აღწერდა ერთი რომელიმე ბავშვი სხვა დანარჩენებს. ამ კუთხით მონაცემების ანალიზი მიუთითებდა, რომ
ყოველ ბავშვს ტენდენცია ჰქონდა გამოეყენებინა ერთიდა-იგივე მახასიათებელი, მიუხედავად იმისა თუ ვის
აღწერდა. როგორც ვხედავთ, მონაცემების ამ კუთხით ანალიზი ავლენდა კონსისტენტობის მაღალ ხარისხს.
ბავშვები განსხთვავდებოდნენ ერთმანეთისაგან იმსდამი ხედვით, თუ რომელ მახასიათებლებს იყენებდნენ
ისინი. ყოთელ მათგანს შერჩეული ჰქონდა რომელიმე მახასიათებელი, ანუ ის, რომელსაც ის განიხილავდა,
როგორც მნიშვნელოვანს და იყენებდა მას სხვა ბავშვების აღწერისას. ე.ი. აღმოჩნდა, რომ თუ რომელი
განზომილება იქნებოდა გამოყენე-ბული, დამოკიდებული იყო აღმქმელზე და არა აღსაქმელზე.

ეს მიუთითებს იმაზე, რომ ყოველ ინდივიდს აქვს საკუთარი თვალსაზრისი პიროვნებაზე და იმ


თვისებებზე, რომლებიც მისი აზრით მნიშვნელოვანია. ყოველ ჩვენგანს აქვს ტენდენცია მოახ-დინოს სამყაროს
ორგანიზაცია, განსაკუთრებით ადამიანთა სამყაროსი, საკუთარი თვალთახედვით და გამოიყენოს ის სხვა
ადამიანების პერცეპციაში. ინდივიდებს, როცა მათ პირველად ვხვდებით, ვაყალიბებთ მის შესახებ
შთაბეჭდილებას იმ მახასიათებ¬ლებით, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ როგორც მნიშვ-ნელოვანს. და ეს
მიუხედავად იმისა, თუ რას წარმოადგენს თვით ის ინდივიდი.

მიღებული შედეგების ერთი ნაგულისხმევი აზრი არის ის, რომ ძნელია მივიღოთ სხვისი ზუსტი ან
მეცნიერულად მნიშვ-ნელობის მქონე აღწერა სანამ, ინდივიდს არ მივცემთ შესაძ-ლებლობას აღწერის დროს
მახასიათებლები გამოიყენოს თავისი სურვილის მიხედვით. ეს კი ეჭვის ქვეშ აყენებს პიროვნების შეფასე¬ბის
კვლევებში სტანდარტული სკალების გამოყენების ტრადიციის სანდოობას. პიროვნების შეფასება წინასწარ შემუ-
შავებული სკალებით იმ შემთხვევაში იქნება ეფექტური, თუ ის დაემთხვევა იმ სკალას, რომელსაც სუბიექტი
ჩვეულებრივ იყენებს.

გარდა ამისა, სავარაუდოა, რომ ადამიანები სამყაროს ერთ¬ნა¬ი-რად არ აღიქვამენ. ისინი ხაზს უსვამენ სხვა
ადამიანების განსხვავებულ ასპექტებს, ფოკუსირებას ახდენენ განსხვავებულ თვისებებზე. ეს შეიძლება იყოს
ერთი და იგივე მახასიათებ-ლისათ¬ვის განსხვავებული ტერმინოლოგიის გამოყენების შედე¬გი. როდესაც ერთი
ადამიანი ლაპარაკობს მეორის იუმორის გრძნობაზე და სითბოზე სხვამ იმავე ინდივიდში შეიძლება ხაზი
გაუსვას მის სიკეთეს და კარგ ბუნებას, და შეუთანხმებლობა შეიძლება არ იყოს სემანტიკაში.

მიზეზობრიობის აღქმა.

როგორც აღვნიშნეთ, პიროვნების აღქმის უნიკალური ასპექ-ტია ის, რომ ადამიანებს აქვთ ემოციები,
გრძნობები, სხვადასხვა მოტივები, განზრახვა, მიზნები. ფიზიკური მოვლენები ხდება მექანიკური და
შემთხვევითი მიზეზებით, გარეგანი ძალების მოქმედებით, მაგრამ ადამიანები მოქმედებენ იმიტომ, რომ მათ
რაღაცა სურთ, ან რაღაც მიზნები აქვთ. ამიტომ, როცა ვაკვირდებით ვინმეს ქცევას, ჩვენ არა მარტო ვხედავთ თუ
რას აკეთებენ ისინი, არამედ იმასაც თუ რატომ აკეთებენ.
ადამიანის ქცევის მიზეზების განხილვისას არსებითად მიუთითებენ შინაგან და გარეგან მიზეზებზე.
ინდივიდი აღ-ქმულია რომ მოქმედებს ან შინაგანი მოტივაციის, მოთხოვ-ნილებების ან მიზნების გამო, ან
გარკვეული გარეგანი მიზეზე-ბის გამო. დგება საკითხი როგორ ვახერხებთ ადამიანის ამ შინაგანი მიზეზების
გაგებას, რა მანიშნებლებს ვიყენებთ მათ გამოსაცნობად?

ზოგადად რომ ვთქვათ, ადამიანის ქცევის შინაგანი მიზეზე¬ბის შესახებ ინფორმაციას ვიღებთ სამი არხით:
პირველი, ესაა ჩვეულებრივი ვერბალური კომუნიკაცია, რომელსაც თვითონ ინდი¬ვიდი გვეუბნება; მეორე
არხია არავერბალური კომუნიკაცია და უზრუნველყოფილია მთელი რიგი მანიშნებლებით და მესამე,
პარალინგვისტური არხები.

ადამიანის ქცევის მიზეზების გაგება მრავალ განსხვავებულ საკითხებს მოიცავს, მაგრამ მათ შორის
განსაკუთრებით გამო¬ყო-ფენ ორ ძირითად საკითხს: პირველი, ხშირად მნიშვნე¬ლოვანია ადამიანის ქცევის
მიმდინარე, დროებითი მიზეზების ცოდნა, მათი ამჟამინდელი გუნება-განწყობის, ემოციების ცოდნა.
ინფორმაცია ადამიანის მიმდინარე შინაგანი მდგომარეობის შესახებ ხშირად უზრუნველყოფილია ე.წ.
არავერბალური მანიშ-ნებლებით, რომელთა შორის მიუთითებენ სახის გამომეტყვე-ლებაზე, თვალებით
კონტაქტზე, სხეულებრივ პოზაზე და შეხე-ბაზე. მეორე, ხშირად საჭიროა ვიცოდეთ ინდივიდის ქცევის უფ¬რო
ღრმა მიზეზები - აუცილებელია მათი სტაბილური მახასია¬თე-ბელი თვისებების, მოტივების და განზრახვების
ცოდნა. ინფორ¬-მაცია მათ შესახებ მომდინარეობს საკმაოდ რთული პროცე¬სები-დან, რომელიც ცნობილია
კაუზალური ატრიბუციის სახელწოდებით - როცა სხვისი ქცევაზე დაკვირვებიდან ვაკეთებთ დასკვნას ქცევის
საფუძვლად მდებარე მიზეზების შესახებ.

არავერბალური კომუნიკაცია

მრავალ სიტუაციაში, ქცევაზე გავლენას ახდენს დროებითი ფაქტორები - გუნება-განწყობა, ემოციები,


დაღლილობა, განსხვა-ვებული წამლები. ადამიანები ადვილად კარგავენ მოთმინებას და შეურაცხყოფას
აყენებენ სხვებს როცა გაღიზიანებულნი არიან ვიდრე როცა დამშვიდებულნი არიან. ქცევაზე მნიშვნე¬ლოვან
გავლენას ახდენს ალკოჰოლი და განსხვავებული წამლე¬ბი. რადგან ეს დროებითი ფაქტორები მნიშვნელოვან
გავლენას ახდენენ სოციალურ ქცევაზე, საჭიროა ვიცოდეთ მათ შესახებ. დგება საკითხი, როგორ შეიძლება
ვიცოდეთ მათ შესახებ? როგორ გავიგოთ როგორ გუნება-განწყობაზეა ადამიანი, დამშვი¬დებულია ის თუ არა?
ერთი პასუხი ამაზე შეიძლება იყოს მარტივი, ვკითხოთ მათ ამის შესახებ. მაგრამ აღმოჩნდა რომ ეს გზა ხშირად
არ არის ეფექტური. ზოგჯერ ადამიანები მალავენ თავიანთ შინაგან გრძნობებს. ზოგჯერ გვატყუებენ კიდეც.
ამი¬ტომ, ვარაუდობენ რომ არსებობენ ინფორმაციის სხვა წყაროები ქცევის ამ დაფარული მიზეზების შესახებ -
ესენია ე.წ. არა¬ვერბალური მანიშნებლები. აღმოჩნდა, რომ ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამ გავიგოთ სხვების გუნება-
განწყობის და გრძნობების შესახებ ამ ე.წ. დაფარული ენიდან რომელიც თან ახლავს ნათქვამ სიტყვებს, მაგრამ
არსებობენ ნათქვამი სიტყვებისაგან დამოუკიდებლად. არავერბალური კომუნიკაციები, საკმაოდ რთუ¬ლი
ფენომენია და შესწავლილია განსხვავებული თვალსაზ¬რისით. მათ შორის განსაკუთრებით გამოიკვეთა ორი
საკითხი: 1. რას წარმოადგენს ის ბაზისური არხი რომლის საშუალებითაც ხორციელდება არავერბალური
კომუნიკაცია? და 2. რა როლი აქვს ამ არავერბალურ კომუნიკაციებს სოციალურ ურთიერთ¬ქმედებაში?

არავერბალური კომუნიკაციის ბაზისური არხები

არავერბალური კომუნიკაციის არხებიდან, მეტნაკლებად დეტა¬-ლურადაა შესწავლილი სახის გამომეტყველება;


თვალებით კონტაქტი; სხეულის მოძრაობები და პოზა (ანუ სხეულებრივი ენა); შეხება; პროქსემიკა და პარაენა.
სახის გამომეტყველება როგორც გუნების და ემოციების მაჩვენებელი. ჯერ კიდევ ცეზარს ეკთვნის ფრაზა 3სახე
არის სულის ხატი4 და უნდა ითქვას, რომ ეს საღი აზრის დონეზე კარგი მიგნებაა. ადამიანის გრძნობები და
ეიოციები მართლაც აისახებიან სახეზე და შეიძლება მათი “წაკითხვა”. მთელი რიგი ექსპერიმენტები
ადასტურებენ, რომ ექვსი ბაზისური ემოცია ნათლად აისახება ადამიანის სახეზე. ამაზე ჯერ კიდევ თორ¬დაიკმა
გაამახვილა ყურადღება და ბოლო ხანებში დაადასტურა ბაკის ექსპერიმენტებმა (Bაცკ, 1984). ესენია ბედნიერება,
მწუხა¬რება, გაკვირვება, შიში, გაბრაზება და ზიზღი. რათქმაუნდა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია
მხოლოდ ამ ექვსი განსხვავებული სახის გამომეტყველების დემონსტრირება. ემო¬ციები მიმდინარეობენ მრავალ
კომბინაციაში და თანაც თითო-ეული ეს რეაქცია შეიძლება იცვლებოდეს ინტენსიობაში. ამი¬ტომ მიუთითებენ,
რომ მათი ვარიაციების რაოდენობა იქნება უამრავი.

რომ სახის გამომეტყველება ხშირად გამოხატავს ადამიანის შინაგან მდგომარეობას, მათ გრძნობებს,
წარმოშობს საკითხს სახის გამოხატულებები თავისი ბუნებით რამდენად უნივერ-სალურნი არიან? ანუ არსებობს
თუ არა კულტურათა შორისი განსხვავება ემოციების გამოხატვაში? სიტუაცია რომელიც გახ¬დის ადამიანს
ბედნიერს ყველა კულტურაში გამოიწვევს ღი¬მილს? ან კიდევ, ჩვენ შეგვიძლია ასევე გამოვიცნოთ სახის
გამომეტყველებით სხვა კულტურის ადამიანის ემოციები, რო¬გორც ამას საკუთარი კულტურის ადამიანებში
ჩვეულებრივ გამოვიცნობთ? ექსპერიმენტული მონაცემები ადასტურებენ, რომ სხვადასხვა კულტურის, ან
საკმაოდ განსხვავებულ გეო¬გრაფიულ სფეროში მცხოვრები ადამიანები ამჟღავნებენ მსგავს სახის
გამომეტყველებას, მსგავსი ემოციის გამომწვევ სიტუ¬აციაში. ამასთან ისინი ამჟღავნებენ ერთმანეთის სახის
გამომეტყ¬ველების გამოცნობის უნარს. ერთი სიტყვით სახის გამომეტყველების ენა უნივერსალურია.

თვალებით კონტაქტი - არის არავერბალური კომუნიკაციის ერთ-ერთი საინტერესო ფორმა. მისი მნიშვნელობა
საკმაოდ ცვალებადობს კონტექსტისდა მიხედვით. ალბათ შემთხვევით არ უწოდებენ თვალებს 3სულის
სარკმელს4. სულ მცირე, თვლებით კონტაქტი მიუთითებს დაინტერესებაზე, ან მოწონებაზე, ან პირიქით
თვალის არიდება (თვალებით კონტაქტების არიდება) ჩათვლილია არ მოწონების, ან არამეგობრულობის
მაჩვენებლად, ან კიდკვ სიმორცხვის მაჩვენებლად (ძიმბარდო, 1977). შემთხვევითი საუბარი შეიძლება გახდეს
რომანტიული ინტერესის გამოხატუ-ლება თუ ერთერთი მოსაუბრე მიაღწევს თვალებით კონტაქტს. შესაბამისად
განრიდება ან კონტაქტის დარღვევა ჩვეულებრივ მიჩნეულია იმას ნიშნავს რომ არ გვაინტერესებს.

მაგრამ არსებობს გამონაკლისი ამ ზოგადი პრინციპიდან. როცა ინდივიდი გვაუწყებს ცუდ ამბავს, ან
ლაპარაკობს ჩვენთვის რაიმე მტკივნეულზე, შეიძლება თვალი აგვარიდოს. თვალებით კონტაქტის სინაკლებე,
ზოგჯერ შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ინდივიდი მორცხვია ან შეშინებულია. ან როცა ინდივიდები
შეცბუნებულები არიან, არ მოსწონთ როცა ისინი სხვისი დაჟინებული ყურების ფოკუსში არიან. ელსვორთის,
ფრიდმანის, პერლიკის და ჰოიტის კვლევებში (Eლლსწორტჰ, Fრიედმან, Pერლიცკ & Hოყტ, 1978), კოლეჯის
სტუდენტ გოგონებს სთხოვეს ელაპარაკათ 3მათი ცხოვრების ინტიმურ, პერსონალურ სფერო¬ზე, საკითხებზე
რომელზეც კოლეჯის სტუდენტებს არ უყვართ საუბარი4. ამის შემდეგ სუბიექტები იცდიდნენ ოთახში სადაც
უცხო ინდივიდი (ექსპერიმენტატორის თანამზრახველი) ან მთე¬ლი დროის 75%-ის განმავლობაში უყურებდა,
ან წამით შეხედა მათ. შედეგების ანალიზმა აჩვენა, რომ დაჟინებით ყურებას შეცბუნებული გოგონები მუქარად
განიცდიდიან. დაჟინებულ ყურებას ამ მნიშვნელობას არ აძლევდნენ სუბიექტები, რომლე¬ბიც ასეთ
შემაცბუნებელ წინადადებას არ იღებდა.

ხანგრძლივი თვალებით კონტაქტი შეიძლება გაგებულ იქნას როგორც მუქარა და განსაზღვრავს იმას, რომ
ადამიანები გაურ¬ბი-ან მას, ან მოქმედებენ შემრიგებლური მანერით. არის მონა¬ცემები, რომლებიც
მიუთითებენ, რომ დაჟინებით ცქერა ხში¬რად ინტერპრეტირებულია როგორც მტრობის ან გაბრაზების ნიშანი.

მონაცემები მიუთითებენ, რომ დაჟინებული ყურება იძლევა ნეგატიურ ეფექტს. ადამიანები ხშირად
განაწყენებულნი არიან დაჟინებული ყურების ფოკუსში ყოფნით, რადგან ის გააზ-რებულია როგორც მტრობის
ნიშანი. მაგრამ არის მონაცემები, რომლებიც მიუთითებენ, რომ შემთხვევით დაჟინებით ცქერას აქვს
პოზიტიური შედეგი. აღმოჩნდა, რომ დაჟინებით ყურებამ შეიძლება გაზარდოს გამვლელისაგან
შემოთავაზებული დახმა-რება. ძნელია ჩაუარო ინდივიდს, რომელიც მოწყალებას თხოუ-ლობს ისე რომ არ გასცე
რამე, როცა ის დაჟინებით გიცქერით, როცა თქვენი თვალი ხვდება მის თვალს.

ამრიგად, როგორც ვხედავთ თვალებით კონტაქტს შეიძლება ჰქონდეს ორი, ურთიერთსაწინააღმდეგო


მნიშვნელობა – მეგობ-რულობა - მოწონება და მუქარა. ორივე შემთხვევაში თვალებით კონტაქტი მიუთითებს
მეტ პიროვნულ ჩართულობაზე და უფრო მაღალ ემოციონალურ შინაარსზე. ემოცია არის პოზიტიური თუ
ნეგატიური დამოკიდებულია კონტექსტზე.

სხეულის ენა: - ჟესტიკულაცია, მოძრაობა, პოზა. ბოლო ხანებ¬ში მრავალი კვლევა მიეძღვნა სხეულებრივი ენის
საკითხს. შრომებში გატარებულია აზრი, რომ სხეულებრივ მოძრაობაზე და პოზაზე დაკვირვებით შეიძლება
იმის ინტერპრეტაცია, რასაც ისინი ამბობენ. ერთი სიტყვით, დაშვებულია რომ სხეულებრივი პოზა გარკვეული
ინფორმაციის მატარებელია. არავერბალურ მანიშნებლებს, რომლებიც ამ წყაროებიდან მომინარეობენ სხეუ-ლის
ენას უწოდებენ, და ჩათვლილია,რომ ის უზრუნველყოფს სასარგებლო ინფორმაცია სხვების შესახებ.

სხეულებრივი ენა ხშირად მიუთითებს ინდივიდის ემოციო-ნალურ მდგომარეობაზე. მოძრაობათა დიდი


რაოდენობა – განსა-კუთრე¬ბით როცა სხეულის გარკვეული ნაწილი (მაგ. ხელი) აკეთებს რაღაც განსხვავებულს
(მაგ. თმის წვალება, ან ფხაჭნა) მიუთითებს ემოციონალურ აღძვრაზე. რაც უფრო დიდია ასეთი ქცევის სიხშირე,
მით უფრო დიდია ემოციონალური აღძვრის დონე, ანუ ჩანს რომ ნერვიულობა სახეზეა.

უფრო სპეციფიკურ ინფორმაციას სხვისი გრძნობების შესა¬ხებ იძლევა ჟესტიკულაცია. განსაკუთრებით


მნიშვნელოვანია ე.წ. ნიშნების ენა. ასე მაგ. გარკვეული ჟესტებით ნიშნები 3შეჩერ¬დი4 და 3მოდი4, ან ჟესტი
3დაჯექი4, 3დიახ4, 3არა4, 3შემო¬დი4, 3ნახვამდის4 - ესაა ჟესტები, რომელთა მნიშვნელობა გარ¬კვეული
მნიშვნელობით, კარგადაა ცნობილი.

ჟესტს მნიშვნელობა აქვს არსებითად, როცა დამკვირვებელს და მონაწილეს ესმით კონტექსტი,


განსაკუთრებით როცა კულტუ-რული განსხვავებებიც ცნობილია. ხელის მაღლა აწევა გაშლილი ხელის გულით
გარეთ ნიშნავს 3შეჩერდი4. შებრუ¬ნებული ჟესტი გაშლილი ხელის გული შიგნით და თითების მოძ¬რა¬ობა
სხეულისაკენ ნიშნავს 3მოდი4, ან 3შემოდი4 და ა.შ.

ბოლოს, სხეულის ენას შეუძლია აგრეთვე გამოავლინოს სხვისი ჩვენდამი რეაქცია. გარკვეული
სხეულებრივი მოძრაობა ან პოზა ნიშნავს მოწონებას, ხოლო გარკვეული სხეულებრივი მოძრაობა ან პოზა
ნიშნავს უარყოფას ან არმოწონებას. მაგ. კვლევები აჩვენებენ, რომ როცა საუბრისას ინდივიდი პირისპირ ზის
ოდნავ გადახრილი ჩვენი მიმართულებით და თავს გვიკრავს ხშირად როცა ვლაპარაკობთ, ვასკვნით, რომ მას
მოვწონვართ. პირიქით, როცა ინდივიდი არ ჯდება ისე, რომ პირისპირ იყოს ჩვენთან სხვა მხარესაა გადახრილი
და ჭერს უცქერის როცა ვლაპარაკობთ - გასაგებია დასკვნა საწინააღმდეგო იქნება - მას არ მოვწონვართ, არ
აინტერესებს ჩვენთან საუბარი.

შეხება: ფიზიკური კონტაქტი, როგორც არავერბალური მანიშნებელი. ადამიანები ჩვეულებრივ საუბარში


ეხებიან ერთ-მა¬¬ნეთს, ეხებიან ხელით ხანმოკლე კონტაქტით. დგება საკითხი საუბარში ასეთი კონტაქტები ხომ
არ გამოხატავე ინდივიდის გარკვეულ დამოკიდებულებას მოსაუბრისადმი? ხომ არ აქვს მას რაიმე
ინფორმაციული დატვირთვა? თუ აქვს, რაზე მიუთითებს ის? კვლევები მიუთითებენ, რომ ასეთი კონტაქტები
შეიძლება წარმოადგენდეს გარკვეულ არავერბალურ მანიშნებლებს, მაგრამ თუ რას შეიძლება ის ნიშნავდეს
დამოკიდებულია მთელ რიგ ფაქტორებზე.

ჯერ ერთი აღმოჩნდა, რომ შეხება არ ხდება შემთხვევითი მანერით. ის მიყვება გარკვეულ ნათლად დადგენილ
ნიმუშებს. ასე მაგ. უფრო ხშირად მამაკაცი ეხება ქალს, ვიდრე პირიქით; მაღალი სტატუსის ინდივიდი ეხება
დაბალი სტატუსის ინდი¬ვიდს და არა პირიქით და ა.შ.

თუ როგორ შეიძლება გაგებულ იქნას შეხება აღმოჩნდა რომ დამოკიდებულია მთელ რიგ ფაქტორებზე.
დამოკიდებულია იმაზე თუ ვინ გეხება - ნაცნობია თუ უცხო, თქვენივე სქესისაა თუ საწინააღმდეგო სქესის.
დამოკიდებულია თვით ფიზიკური შეხების ბუნებაზე - არის ის სწრაფი თუ ხანგრძლივი, ნაზია თუ უხეში,
სხეულის რა ნაწილს ეხება. დამოკიდებულია აგრეთვე კონტექსტზე - რა სიტუაციაში ხდება შეხება - საქმიან
ურთიერთობაში თუ სოციალურ სიტუაციაში, ხდება საჯარო სიტუაციაში თუ პირადულში.

ამ ფაქტორების გათვალისწინებით აღმოჩნდა რომ შეხება შეიძლება გამოხატავდეს კეთილგანწყობას,


სექსუალურ ინტე¬რესს, დომინანტობას და აგრესიასაც კი. საპასუხო რეაქცია შეხე¬ბაზე, ცხადია
დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მნიშვნელობას მივაწერთ მას. ამიტომ გასაგებია, რომ ინტერპერსონალური
ურთიერთობის ნორმალურად წარმართვისას საჭიროა შეხების როგორც არავერბალური მანიშნებლის სწორი
ინტერპრეტაცია.
მიუხედავად სირთულეებისა კვლევითი მონაცემები იდას-ტურებენ, რომ როდესაც ინდივიდი ეხება
მეორეს არაწინააღმდე-გობრივი მანერით, ფაქიზათ, ხანმოკლედ, სხეულის არა¬სენსიტურ ნაწილებში. ზოგადად
ვიღებთ პოზიტიურ რეაქციებს. მაგრამ, თუ შეხება აღქმულია როგორც სტატუსის ან ძალა¬უფლების
გამომხატველი, ან როცა ის ძალიან ხანგრძლივია და ინტიმური, მან შეიძლება გამოიწვიოს შფოთვა, გაბრაზება,
ნეგა¬ტიური რეაქცია.

ამრიგად, უმეტეს შემთხვევაში შეხება წარმოადგენს არა-ვერბალურ მანიშნებელს, მაგრამ ის გამოყენებული


უნდა იქნას ზომიერად და თავშეკავებულად.

არავერბალური მანიშნებლები და სოციალური ურთიერთქმედექა

ადამიანები, როცა პირველად ხვდებიან ერთმანეთს, ბუნებ-რივია სურთ კარგი შთაბეჭდილებები დატოვონ.
ამიტომ ჩვეუ-ლებრივ ადამიანები ცდილობენ თავისთავი წარმოადგინონ ასეთ კონტექსტში გარკვეული
დადგენილი ტაქტიკით. ანუ მართონ სიტუაცია ისე, რომ დატოვონ კარგი შთაბეჭდილება, მოაწონონ თავი.
ისინი ეპირფერებიან ერთმანეთს, მოაჩვენებენ რომ ეთანხმებიან სხვადასხვა საკითხებში, ან მოაჩვენებენ თავს
რომ დიდად აინტერესებთ ის რასაც ეუბნებიან - ყველაფერი ეს კეთდება იმისათვის რომ შექმნან კეთილი
პირველი შთაბეჭ-დილება სხვებში (ჟონეს, 1964). ცხადია რომ ადამიანი რომელიც დახელოვნებულია
თავისთავის წარდგენაში (ანუ თვით-პრეზენ-ტაციაში როგორც ამას უწოდებენ) უკეთეს შთაბეჭდილებას ტოვებს
ვიდრე ის, რომელიც არ არის ამაში დახელოვნებული.

თვით-პრეზენტაცია როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შეიცავს ისეთ ტაქტიკურ ქცევებს როგორიცაა მაამებლობა,
მოჩვენებითი დაინტერესება და ა.შ. მაგრამ აღმოჩნდა, რომ გარკვეულ ხარისხში აგრეთვე ემყარება
არავერბალური მანიშნებლების ეფექტურ გამოყენებას. როგორც აღვნიშნეთ, სახის გამომეტყვე¬ლება, თვალებით
კონტაქტი, სხეულის პოზა გარკვეული მნიშვნელობის მატარებელია და მათი გამოყენება შეიძლება საკმაოდ
ეფექტურად. ინდივიდები, რომლებსაც წარმატებით შეუძ¬ლიათ თავისთავის პრეზენტაცია რათა დატოვონ
დადებითი შთაბეჭდილება, როგორც ჩანს, კარგად აცნობიერებენ ამ ფაქტს. ისინი ცდილობენ მართონ
შთაბეჭდილების მოხდენა საკუთარი არავერბალური მანიშნებლების კონტროლირებით. როცა ისინი
ურთიერთობენ სხვასთან, ხშირად იღიმებიან, აღწევენ თვალებით კონტაქტს, თავს უკრავენ დათანხმების
ნიშნად და ა.შ. შედეგად ისინი ხშირად ახერხებენ დადებითი შთაბეჭდილების შექმნას. აღმოჩნდა, რომ
არავერბალური ექსპრესიის მაღალი დონე ყოველ¬თვის არ არის გაცნობიერებული ძალისხმევის შედეგი.
ინდივიდები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ამ განზომილე¬ბაში, ასე რომ ზოგიერთი უბრალოდ უფრო
ექსპრესიულია ვიდ¬რე სხვები. ზოგადად, ჩანს, რომ ასეთი ექსპრესიულობა უპირატესობას აძლევს ადამიანს. ამ
განზომილების მაღალი დონის მქონე ინდივიდები, როცა ისინი პირველად ხვდებიან ვინმეს, მეტ დადებით
შეფასებას იღებენ ვიდრე ექსპრესიულო¬ბის დაბალი დონის ადამიანები (ღიგგიო, 1986). მიუხედავად
ინდივიდუალური განსხვავებულობისა მითითებულ იქნა მთელი რიგი არავერბალურ მანიშნებლებზე,
რომლებიც ხშირად არის გაცნობიერებული და გამოიყენება ინდივიდის მიერ რათა მიაღწიოს მის შესახებ
გარკვეული შთაბეჭდილების ჩამო¬ყალიბებას - მაგ. მომხმარებელ-გამყიდველის ურთიერთობისას და ა.შ.

არავერბალურ მანიშნებლებსა და დადებით შთაბეჭდილებას შორის ურთიერთობა იკვლიეს ფორმალური


ინტერვიუს სიტუ¬აცი-აში და დადასტურდა მათ შორის კავშირი. აღმოჩნდა განსხვა-ვებული სამუშაოს ან
პოზიციისათვის ინდივიდების შერჩევის მიზნით ჩატარებულ ინტერვიუში ის ვინც ამჟღავნებს პოზიტიური
არავერბალური მანიშნებლების ექსპრესიის მაღალ დონეს ინტერვიუერისაგან იღებს უფრო მაღალ შეფასებას
ვიდრე ისინი, რომლებიც ამის დაბალ დონეს ამჟღავნებენ (ჟონეს და Mორრის, 1979). იგივე დადასტურდა
კორელაციურ კვლევაში. აღმოჩნდა, რომ ინდივიდები, რომლებიც ინტერვიუთი შერჩეულ იყვნენ საინჟინრო
სასწავლებლებში მისაღებად ამჟღავნებდნენ ღიმილს, თვალებით კონტაქტს და დათანხმების ჟესტებს
ინტერვიუს პროცესში ვიდრე ისინი, რომლებსაც უარი ეთქვათ. მონაცემები აგრეთვე მიუთითებენ რომ თუ
არავერბალური მანიშნებელი ზედმეტადაა გამოყენებული შეიძლება ინტერვიუ¬ერის ნეგატიური რეაქცია
გამოიწვიოს. შეიძლება ის ჩათვლილი იქნას შეცდომაში შეყვანის მცდელობად, ან ექსპრესიით მანიპუ¬ლირების
მცდელობად. ამასთან, არავერბალური მანიშნებლების მაღალი დონე, აღმოჩნდა რომ შემფასებელზე ახდენს
პოზიტიურ გავლენას მხოლოდ მაშინ, როცა ისინი ფლობენ სამუშაოსათვის საჭირო შედარებით კარგ
კვალიფიკაციას.
აოავერბალური მანიშნებლები როგორც ეფექტური იარაღი სიცრუის გამოსამჟღავნებლად

სამწუხაროდ, სიცრუე ჯერ კიდევ არის სოციალური ცხოვრე-ბის განუყოფელი სფერო. ინდივიდები ხშირად
ცდილობენ დაუმალონ სხვებს თავიანთი ჭეშმარიტი გრძნობები და რწმენე¬ბი. როგორ შეიძლება
გამოვამჟღავნოთ სიცრუე?

ჩვეულებრივ ადამიანები ახერხებენ კონტროლს იმაზე, რასაც ამბობენ, ამიტომ ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდა
რომ არავერბა¬ლურ მანიშნებლებს შეუძლია მოგვცეს საჭირო ინფორმაცია. ჩათვლილია, რომ ადამიანებს
შეუძლიათმოტყუების მცდელობის გაცნობიერება სახის გამომეტყველებიდან, სხეულებრივი ენიდან, თვალების
კონტაქტებიდან. არსებობს ამის დამადასტურებელი მრავალი ექსპერიმენტული მონაცემები. კვლევები
ადასტურებენ, რომ როცა უზრუნველყოფილია საკმარისი არავერბალური მინიშნებები, ადამიანების
უმრავლესობას შეუძლია ჭეშმა¬რიტების სიღრუისაგან გარჩევა ალბათურზე მეტ ხარისხში.

არსებობს მონაცემები, რომლებიც მიუთითებენ სპეციფიკურ არავერბალურ მანიშნებლებზე, რომლებიც


შეიძლება სასარგებ¬ლო იყოს სიღრუის გამოსამჟღავნებლად. კერძოდ, აღმოჩნდა, რომ შეიძლება სიცრუის
შემჩნევა ე.წ. მიკროექსპრესიაში (სახის გამომეტყველებაში ცვლილების გაელვება რომელიც წამებში ხდება), ხმის
ტონალობის მომენტური ცვლილება, თვალით კონტაქ-ტის წამიერი აცილება\ მიკროექსპრესია სახეზე ემოციის
გამომწვევი მოვლენის შემდეგ ძალიან სწრაფად ვლინდება და თვლიან, რომ ინდივიდი ვერ ასწრებს “ნიღაბის”
მორგებას. ამიტომ თუ ეხპრესიის ეს გაელვება შემჩნეულ იქნა მან შეიძ¬ლება გამოავლინოს ნამდვილი
გრძნობები. ხმის სიმაღლის შეცვლასთან დაკავშირებით, მრავალი კვლევა მიუთითებს, რომ ლაპარაკის დროს
როცა ტყუილს ურევენ საუბარში, ხმის სიმაღლის შეცვლა ხდება, ის ცოტათი მაღალი ხდება. ასეა არა
ყოველთვის, მაგრამ ხშირად ხდება რომ ის უზრუნველყოფს სიცრუის გასაღებს. და ბოლოს, როდესაც ინდივიდი
მიზან¬დასახულად გაურბის თვალებით კონტაქტს, ეს ხშირად არის ნიშანი იმისა, რომ ისინი ტყუიან. ამრიგად,
არავერბალურ მანიშნებლებზე ყურადღების ფოკუსირება დაგვეხმარება გავა¬ცნობიეროთ სიცრუე. როგორც
აღნიშნავენ, რაც უფრო ცდილობს ინდივიდი ჩვენს მოტყუებას, მით უფრო ვლინდება ის მის არავერბალურ
ქცევებში. საინტერესო კვლევა ჩაატარეს ამას¬თან დაკავშირებით დეპაულომ, სტოუნმა და ლესიტერმა
(DეPაულო, შტონე, Lასსიტერ, 1985). კვლევამ დაადასტურა ჰიპოთეზა, რომ რაც უფრო მაღალია სუბიექტის
სიცრუის მოდიფიკაცია, მით უფრო გამოვლინდება სიცრუე მის არავერბალურ მინიშ¬ნებებში.

შესაძლებელი ახსნა ამ შედეგებისა არის ის, რომ როცა ინდივიდი მონდომებულია იცრუოს ეფექტურად, მას
ტენდენცია აქვს ყურადღების ფოკუსირება მოახდინოს იმაზე, რასაც ამბობს. შედეგად, კრიტიკული
არავერბალური არხები ინფორ¬მაციისა რჩება ყურადღების გარეშე და ისინი ადვილად გამოავლენენ ტყუილს.

ამრიგად, არავერბალური მანიშნებლები შეიძლება გამო-ყენებული იქნას როგორც სიცრუის გამომჟღავნების


საშუალება, მაგრამ როგორც სამართლიანად მიუთითებს ბერონი ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ ამ საკითხის
სრულყოფილი გადაწყვეტისაგან. ჯერ ერთ იმიტომ, რომ კვლევითი შედეგები მიუთითებენ, რომ უნარი
შევამჩნიოთ ასეთი ტყუილი მართალია ალბათურზე უფრო მაღალია, მაგრამ უფრო მაღალია არამნიშვნელოვნად
(უმეტეს კვლევებში არაუმეტეს 60%-ის). გარდა ამისა, როგორც კვლევებით დასტურდება მოლოდინი რომ საქმე
გვექნება ტყუილ¬თან, ჩანს რომ არ აუმჯობესებს ჩვენს უნარს გამოვიც¬ნოთ ტყუილი. ამრიგად, თუმცა
არავერბალურ მანიშნებლებს შეუძლიათ დახმარება, მაგრამ ჯერ კიდევ შორსა ვართ იმისგან, რომ გამოვაჩნოთ
და განვიხილოთ სხვების ტყუილი.

ქცევის მიზეზების გაგება

სხვისი გუნება-განწყობის, მათი გრძნობების ცოდნა, შესაძლოა სასარგებლოა - ის გვეხმარება


ინტერპერსონალური ურთიერთო-ბის უკეთესად წარმართვაში, მაგრამ ეს საკითხის მხოლოდ ერთი მხარეა. ის
სოციალური პერცეპციის პრობლემის მხოლოდ ნაწილია. როგორც აღვნიშნეთ სოციალური პერცეპციის,
პრობლე¬-მატიკაში ასევე შემოდის ინდივიდის იმ თავისებურებე¬ბის ცოდნა, ინდივიდის იმ მყარი თვისებების
ცოდნა, რომელიც კონსისტენტურია სიტუაციიდან სიტუაციამდე. ჩვენ გვსურს ვიცოდეთ ინდივიდების ქცევის
მიზეზები. გვინდა ვიცოდეთ თუ რატომ იქცევიან ისინი ისე როგორც იქცევიან, გარკვეულ სიტუაციაში. პროცესი
რომლის საშუალებითაც ჩვენ ვიღებთ ასეთ ინფორმაციას ცნობილია როგორც ატრიბუცია - (მიწერა) და
წარმოადგენს სოციალური ფსიქოლოგიის ერთ-ერთ ძირითად საკითხს.

როგორ ვიგებთ ქცევის მიზეზებს

როგორ ვასკვნით ქცევიდან მის საფუძვლად მდებარე დამა-ხასიათებელ თვისებებზე? ან საერთოდ


შესაძლებელია კი ქცევიდან დავასკვნათ იმ პიროვნულ მახასიათებელ თვისებებზე, რომელიც საფუძვლად
უდევს ქცევას. ასეთი დასკვნა კი აუცილებელია, რადგან ინდივიდში უშუალოდ არ ჩანს ის ნიშნები, რომლებიც
ავლენენ მის ამ თვისებებს. ხშირად ადამიანებმა არ იციან მათ შესახებ და რომც იცოდნენ, ხშირად მათ არ სურთ
ეს ცოდნა გაგვინაწილონ. ალბათ იშვიათად მოუნდება ინდივიდს გავიგოთ რომ ის არის ძუნწი, აგრესიული ან
პრეჯუდისებიანი და ა.შ. ჩვენ გვჭირდება ვიცოდეთ ადამია¬ნები. ჩვენ ვუყურებთ ადამიანის ქცევას და
ვიყენებთ ინფორ¬მაციას რათა დავასკვნათ მის საფუძვლად მდებარე პიროვნულ თვისებებზე ადამიანის
ბუნებაზე. თითქოსდა საკითხი მარტივია. ქცევა შესაძლებლობას გვაძლევს გავიგოთ მისი წყარო. მაგრამ
საკითხი გართულებულია იმით, რომ ხშირად, ადამიანები მოქმედებენ არა მათი დისპოზიციების გამო, არამედ
ხშირად, მთელი რიგი ფაქტორების გამოც, რომლებიც მის კონტროლს არ ექვემდებარებიან. ამიტომ ქცევიდან
მის საფუძ¬ვლად მდებარე მოტივებზე და მახასიათებელ თვისებებზე დასკვნა შეიძლება სერიოზული
შეცდომის მიზეზი გახდეს.

როგორ შეიძლება გავიგოთ ქცევა, რომელსაც ინდივიდი ახორ-ციელებს, არის მისი ნამდვილი
მახასიათებელი თვისებების შედეგი, თუ სხვა ფაქტორების გავლენის შედეგია? ამაზე პასუხს გვთავაზობს
ჯონესის და დევისის სათანადო დასკვნის თეორია (ჟონეს და Dავის, 1965).

სათანადო დასკვნის თეორიის თანახმად ადამიანები ამ ამო¬ცა¬ნას ყურადღების, აქტიობების გარკვეულ


ტიპებზე ფოკუსირე¬ბით წყვეტენ. კერძოდ, ყურადღების იმ აქტიობებზე ფოკუ¬სირებით, რომლებიც მოცემულ
საკითხზე ინფორმაციულები არიან: პირველი - განხილული უნდა იქნას მხოლოდ ის ქცევები, რომლებიც
თავისუფლადაა არჩეული; მეორე - უნდა გაანალიზ¬დეს ის ქცევა, რომელიც უნიკალურ ეფექტს გვაძლევს და
არა ჩვეულებრივს; - ე.ი. რომელიც გვაძლევს ისეთ ეფექტს, რომე¬ლიც არ შეიძლება მიღებულ იქნას სხვა ქცევით.
მაგ. თუ ვიცით, რომ გოგონა დაქორწინდა მიმზიდველ, მეგობრულ, ახალგაზრდა მდიდარ ადამიანზე, ამ
ინფორმაციიდან თითოე¬ული ჩამოთვლილი თვისება შეიძლება გამოდგეს მისი ქცევის მიზეზად. ამიტომ
ვერაფერს ვიტყვით გოგონას ნამდვილ მოტივზე. მაგრამ თუ გოგონა გათხოვდა მამაკაცზე, რომელიც არ არის
მიმზიდველი, ჭირვეულია, თანაც საკმაო ასაკის, და არის მდიდარი, არ გაგვიჭირდება დავასკვნათ, რომ მასზე
დაქორწინების მიზეზი არის მეუღლის სიმდიდრე. ამ პირობებში გოგონას გადაწყვეტილება უკვე გვაძლევს
საშუალებას დავასკვ¬ნათ მის პიროვნულ თვისებებზე და მოტივებზე, რომ ის დიდ ღირებულებას აძლევს
ფულს. ამრიგად, როგორც ვხედავთ, ადა-მიანის მახასიათებელი თვისების შესახებ დასკვნისათვის გაცილებით
უფრო ინფორმაციულია ქცევა, რომელიც განსა-კუთრებულ ეფექტს გვაძლევს.

ბოლოს, იანისი და დევისი გვთავაზობს, რომ როცა გვინდა ინდივიდის გაგება ყურადღება უნდა მივაქციოთ
მის აქტივობებს, რომლებიც დაბალი სოციალური სასურველობის არიან. იგუ-ლისხმება, რომ ჩვენ მეტ
ინფორმაციას ვიღებთ ინდივიდის თვისებების შესახებ მათი ისეთი აქტიობებიდან, რომლებიც
ორდი¬ნალურიდან გადახრილნი არიან და არ არიან წაქეზებული საზოგადოების მიერ.

ამრიგად, იანისის და დევისი მიერ შემოთავაზებული თეორია გვთავაზობს, რომ ინდივიდის ქცევიდან ჩვენ
შეგვიძლია დავასკვ-ნათ მისი სტაბილური თვისებების შესახებ, თუ ეს ქცევა: (1) ხორციელდება თავისუფალი
არჩევით; (2) გვაძლევს განსაკუთრე-ბულ არა ჩვეულებრივ შედეგს; და (3) და არის დაბალი სოცი-ალუ¬რი
სასურველობის.

კელის სოციალური ატრიბუციის თეორია


უმრავლეს სოციალურ სიტუაციაში ჩვენ გვჭირდება ვიცო¬დეთ თუ რატომ იქცევიან ადამიანები ისე, როგორც
იქცევიან. ამის ცოდნა აუცილებელია, რადგან თუ გვეცოდინება მათი ქცევის მიზეზები, სოციალურ
ურთიერთობებში შეგვიძლია ადაპტირებული ქცევის განხორციელება. ქცევის მიზეზები, რა-თქმაუნ¬და,
უამრავი შეიძლება იყოს, ის თითქმის განუ-საზღვრელია. ამიტომ, ამოცანა რომ გამარტივდეს ხშირად ვსვამთ
საკითხს - ქცევის მიზეზი თვით ინდივიდშია (ე.ი. ქცევა მომდინარეობს ინდივიდის პიროვნული თვისებებიდან,
განზრახ-ვები¬დან, მოტივებიდან), გარემო პირობებშია (ქცევა მომდინარე¬ობს სოციალური და ფიზიკური
სამყაროს გარკვეული ასპექ¬ტებიდან), თუ ორივეში? ამ საკითხის გადაწყვეტას ისახავს მიზნად კელის თეორია,
რომელიც სოციალური ატრიბუციის, ან კაუზალური ატრიბუციის სახელწოდებითაა ცნობილი.

კაუზალური ატრიბუციის თეორია, მაშ, ეხება იმას, თუ როგორ გავცეთ პასუხი კითხვაზე 3რატომ?4 ანუ
როგორ განვ-საზღვ¬როთ თუ სად მოვახდინოთ ქცევის მიზეზის ატრიბუცია (მიწერა) თვით პიროვნებაში (მის
პიროვნულ თავისებურებეში), გარემოში (სოციალური და ფიზიკური გარემოს გარკვეულ ასპექტში), თუ
ორივეში.

წარმოვიდგინოთ სუპერმარკეტში შევესწარით ინციდენტს - მყიდველი პრეტენზიებს გამოთქვამს


გამყიდველის მიმართ საკმა¬ოდ უხეშად. კაუზალური ატრიბუციის თეორია ეხება იმას, თუ როგორ უნდა
მოვახდინოთ ამ ქცევის მიზეზების ატრიბუცია. კერძოდ, თვით მყიდველის ჭირვეულ ხასიათს მივაწეროთ, თუ
მისი პრეტენზიები ჩავთვალოთ გამყიდველის უხეშ ქცევაზე რეაქციად. ე.ი. მიზეზის ატრიბუცია მოვახდინოთ
მყიდველზე, გამყიდველზე თუ ორივე ჩავთვლით დამნაშავედ, ე.ი. ქცევის მიზეზი მივაწერთ რო¬გორც
მყიდველს ისე გამყიდველს.

კელის აზრით რათა გადავწყვიტოთ ეს საკითხი საჭიროა ყურადღება გავამახვილოთ სამ მთავარ
განზომილებაზე:

1. კონსენსუსზე - ე.ი. რა ხარისხში რეაგირე¬ბენ სხვა ინდივიდები იმავე მანერით სტიმულზე ან მოვლენაზე
როგორც ის პირი, რომელსაც ვიხილავთ. ჩვენს მიერ განხილულ მაგალითში ეს ნიშნავს, რომ ყურადღება
მივაქციოთ თუ სხვა მყიდველებიც იმავე გამყიდველთან იქცევიან თუ არა ისე, როგორც ის, ვის ქცევის
მიზეზებსაც ვადგენთ. ე.ი. რამდენადაა თანხმობაში მისი ქცევა სხვა ინდივიდების ქცევასთან.

2. კონსისტენტობაზე - რა ხარისხშიაც ეს პირი რეაგირებს მოცემულ სტიმულზე ან მოვლენაზე იმავე


მანერით სხვა შემთხვე-ვაში. ე.ი. ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, ეს პირი სხვა დროსაც იქცეოდა თუ არა
იმავე მანერით როგორც ახლა.

3. განსხვავებულობა - რა ხარისხშიაც პირი რეაგირებს იმავე მანერით სხვა სტიმულებზე ან მოვლენებზე. ე.ი.
მყიდველი რომლის ქცევასაც ვიხილავთ, იქცევა თუ არა იმავე მანერით სხვა გამყიდველებთან.

კელის აზრით, ამ სამი განზომილების ანალიზით ჩვენ შეგ-ვიძ¬ლია მოვახდინოთ ქცევის მიზეზის ზუსტი
ატრიბუცია. თუ განვიხილავთ ჩვენს მიერ შემოთავაზებულ მაგალითს, ანალიზი შემდეგ სახეს მიიღებს.

დავუშვათ: 1. არცერთი სხვა მყიდველი არ აცხადებს რაიმე პრეტენზიას ამ გამყიდველის მიმართ (ე.ი.
კონსესუნსი არის დაბალი); 2. თქვენ გაგახსენდათ, რომ ეს მყიდველი გუშინაც გამოთ¬ქვამ¬და გამყიდველის
მიმართ პრეტენზიას (ე.ი. კონსის¬ტენ¬-ტობა არის მაღალი) და 3. შევამჩნიეთ რომ ეს მყიდველი სხვა
გამყიდველების მიმართაც გამოთქვამს პრეტენზიებს (განსხვავებულობა არის დაბალი). ამ შემთხვევაში
კაუზალური ატრიბუციის თეორია მიუთითებს, რომ ქცევის მიზეზი პიროვ-ნების შინაგან თავისებურებებს
უნდა მივაწეროთ. რომ ეს ინდივიდია ჭირვეული, უყვარს ჩივილი.

დავუშვათ არსებობს შემდეგი პირობები: 1. სხვა მყიდვე¬ლებიც პრეტენზიას აცხადებენ ამ გამყიდველის


მიმართ (კონსესუნ¬სი არის მაღალი); 2. შევამჩნიეთ, რომ ეს მყიდველი სხვა დროსაც გამოთქვამდა პრეტენზიებს
ამ გამყიდველის მი¬მართ (კონსისტენტობა არის მაღალი); 3. თქვენ შეამჩნიეთ რომ ის სხვა გამყიდველების
მიმართ პრეტენზიებს არ გამოთქვამს (ე.ი. განსხვავებულობა არის მაღალი). ასეთ პირობებში მის ქცევას მიაწერთ
გარეგან მიზეზებს (ე.ი. თვითონ ის გამყიდველი იწვევს ქცევის პროვოცირებას).

ამრიგად, კელის კაუზალური ატრიბუციის თეორია გვთავა-ზობს რომ ჩვენ ტენდენცია გვაქვს მივაწეროთ
ინდივიდის ქცევა მის შინაგან მიზეზებს, როცა კონსენსუსი არის დაბალი, კონსის-ტენტობა არის მაღალი და
განსხვავებულობა არის დაბალი. პირიქით, მიზეზების ატრიბუციას ვახდენთ გარემო პირობებზე როცა სამივე,
კონსესუნსი, კონსისტენტობა და განსხვავებულობა არის მაღალი. ხოლო როცა კონსენსუნსი დაბალია,
კონსისტენტობა და განსხვავებულობა მაღალია, მიზე¬ზის ატრიბუციას ვახდენთ ორივე ფაქტორზე (Kელლეყ,
H.H. 1967).

კელის კაუზალური ატრიბუციის თეორია საკმაოდ კარგად შეიძლება გამოყენებულ იქნას ისეთი კონკრეტული
სოციალური სიტუაციის ასახსნელად, რომელზედაც ზემოთ გვქონდა საუბარი. შემდგომმა კვლევებმა აჩვენეს,
რომ თეორია გარკვეულ მოდიფიკაციას საჭიროებს. უფრო ზესტად, აუცილებელი ხდება მთელი რიგი
ფენომენების გათვალისწინება. მათ შორის გამო-ყოფენ შემდეგს:

მოულოდნელი წინააღმდეგ მოსალოდნელი მოვლენები, ანუ როდის ვახდენთ კაუზალურ ატრიბუციას და


როდის არა. საღი აზრით ადამიანებს აქვთ ტენდენცია მიჰყვნენ 3უმოკლესი წინა¬აღმდე¬გობის გზას4. ე.ი.
ადამიანები ცდილობენ რამდენადაც შესაძ¬ლებელია ნაკლები ენერგიის ხარჯვით მიაღწიონ შედეგს. კელის
მიერ შემოთავაზებული ანალიზი კი მოითხოვს საკმაო ძალისხმევას. კონსენსუსის, კონსისტენტობის და
განსხვავების

შესაბამისი ინფორმაციის მოპოვება შეიძლება იყოს როგორც ხანგრძლივი ისე ძნელი. ადამიანებს კი ტენდენცია
აქვთ თავი აარიდონ ასეთ კოგნიტურ შრომას, რამდენადაც ეს შესაძ¬ლებელია. ადამიანები, მრავალ სიტუაციაში
მზად არიან ნაკლე¬ბი წინააღმდეგობის გზით გააკეთონ დასკვნები ქცევის მიზეზე¬ბის შესახებ. როგორც
ამბობენ, 3მოკლე ჩართვებით4 გააკეთონ დასკვნა. ერთ-ერთი ასეთი საშუალება, რომელიც გააიოლებს დასკვნას
შეიძლება იყოს ინდივიდის გამოცდილება. ადამიანებ¬მა, ადრინდელი გამოცდილებიდან იციან, რომ
გარკვეული სახის ქცევები არსებითად შინაგანი ფაქტორებიდან მომდინარეობენ, მაშინ როცა გარკვეული
ქცევები უფრო ხშირად გარეგანი მიზეზებიდან მომდინარეობენ. მაგ. ადამიანებმა გამოცდილებით იციან, რომ
ცხოვრებისეულ მრავალ სფეროში, წარმატება ჩვეუ-ლებ¬რივ არის უნარებისა და ძალისხმევის ფუნქცია. ე.ი.
იციან, რომ წარმატებას შინაგანი ფაქტორები განსაზღვრავენ. ამიტომ, როცა იგებენ, რომ ინდივიდი აღწევს
გარკვეულ წარმატებას, მაშინვე უშვებენ რომ მისი წარმატება მომდინარეობს შინაგანი მიზეზებიდან (უნარი და
ძალისხმევა), იმ ფაქტორების დეტალური ანალიზის გარეშე, რაზეც მიუთითებდა კელი. ე.ი. დასკვნა კეთდება
3მოკლე ჩართვით4 უმცირესი წინააღმდეგობის გზით. ექსტენსიური კაუზალური ანალიზის საჭიროება
მხოლოდ მაშინ დგება, როცა ქცევა არის მოულოდნელი და არ ეთანხმება იმას, რაც ვიცით ამ ინდივიდის
შესახებ, ან საერთოდ ადამიანის შესახებ (Hასტიე, 1984). ამრიგად, კელის თეორია არის კაუ¬ზალური
ატრიბუციის სწორი აღწერა როდესაც მას აქვს ადგილი. მაგრამ მისი გამოყენება არ არის საჭირო მრავალ
სიტუაციაში. არ არის საჭირო იმიტომ, რომ როგორც ამაზე მიუთითებენ სოციალური ფსიქოლოგები, ადამიანი
“კოგნიტურად ძუნწი”არსებაა (ამ ფენომენს უფრო დაწვრილებით მომდევნო თავში შევეხებით), რომ მას
უბრალოდ არ სურს თავის შეწუხება. ადამიანები არჩევენ თავიანთი 3კოგნიტური ენერგია4 შემოინახონ
სიტუაციისათვის რომელიც ეჩვენებათ რომ არის ახალი და უჩვეულო.

ნებისმიერი და არანებისმიერი ქცევა. განსხვავება ქცევის ამ ორ ფორმას შორის კეთდება იმის მიხედვით თუ
ქცევა რამდენად ექვემდებარება ინდივიდის კონტროლს. არანებისმიერი, ანუ როგორც მიუთითებენ, ნაკლებად
ვოლუნტარისტული ქცევა, ნაკლებად ექვემდებარება ადამიანის კონტროლს. ორივე, რო¬გორც ნებისმიერი ისე
არანებისმიერი ქცევა აღწერს სპეცი¬ფიკური პირის ქცევას, მაგრამ ისინი განსხვავდებიან არსებითად
ერთმანეთისაგან. პირველი ექვემდებარება ინდივიდის კონ¬ტროლს, მეორე არა. ამ ორი ტიპის ქცევის
მიზეზების დადგენი¬სას, აღმოჩნდა რომ საჭიროა განსხვავებული ტიპის ინფორ¬მაციის მოპოვება. ე.წ.
ვოლუნტარისტული ქცევის ინტერპრეტა¬ციისას ადამიანებს ტენდენცია აქვთ ხაზი გაუსვან ინფორმაციას
განსხვავებულობის შესახებ, მაშინ როცა ნაკლებად ვოლუნ-ტარისტული ქცევის ინტერპრეტაციისას
ყურადღებას ვუთმობთ ინფორმაციას კონსენსუსის შესახებ. საფუძველი ასეთი განსხვა-ვებისა არის ის, რომ
როცა აქტიობა თავისი ბუნებით ვოლუნ-ტარისტულია, მისი გაგება უფრო შეიძლება განზრახვის ტერმინებში.
ინფორმაცია განზრახვის შესახებ უფრო ადვილად შეიძლება იქნას მიღებული განსხვავებულობებიდან (თუ
როგორ მოქმედებს ინდივიდი განსხვავებულ სიტუაციებში) ვიდრე, კონსენსუსისაგან (თუ როგორ მოქმედებენ
განსხვავებული ადა¬მია-ნები მოცემულ სიტუაციაში). ხოლო ნაკლებად ვოლუნტარის-ტული ქცევები უკეთესად
შეიძლება გაგებულ იქნას იმ გარეგანი პირობების ტერმინებში, რომლებიც იწვევენ მათ. ასეთი ინფორ-მაცია კი
უფრო ადვილად შეიძლება მოპოვებულ იქნას კონსენ-სუსი¬დან, ვიდრე განსხვავებულობიდან.
შეუფასებლობა და გადაფასება. ეხება ინდივიდის ქცევის შინაგანი მიზსეზების მნიშვნელობის გადაფასების
ტენდენციას იმ ხარისხში, რა ხარისხშიც არსებობს ამავე ქცევის სხვა მიზეზები. ვთქვათ, თქვენი მეგობარი,
სტუდენტი მკაცრ გამომცდელთან იღებს დაბალ შეფასებას. როგორ ახსნით თქვენი მეგობრის წარუ-
მატებ¬ლო¬ბას? შანსი დიდია, რომ მისი წარუმატებლობა გამომ-ცდელთან დაკავშირებულ ფაქტორებს
მიაწეროთ. ასეთ შემთხვე-ვაში ჩვეულებრივ უშვებენ, რომ გამომცდელია ზედმეტად მკაც¬რი, არასამართლიანი,
მოითხოვს იმას რაც არ უნდა მოითხოვოს და ა.შ. მაგრამ, დაუშვათ თქვენ ისიც იცით, რომ თქვენს მეგობარს
წიგნის კითხვა არ უყვარს, ლექციებზე იშვიათად დადის. ასეთ შემთხვევაში უფრო საალბათოა, რომ მისი
წარუმატებლობის ახსნისას გამომცდელთან დაკავშირებულ ფაქტორებს არ დაუწყებთ ძებნას. ამ სიტუაციის
არსი მარტივია, თქვენ უკვე ფიქრობთ, რომ წარუმატებლობის, სულ მცირე, არსებობს ორი მიზეზი –
გამომცდელი და სტუდენტის სიზარ¬მაცე. შეუფასებლობა როგორც ატრიბუციის ერთერთი პრინციპი
მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ტენდენცია გვაქვს ნაკლებად შევაფასოთ სხვისი ქცევის რომელიმე შესაძლებელი
მიზეზის მნიშვნელობა თუ არსებობს სხვა შესაძლებელი მიზეზი.

დავუშვათ განსხვავებული სიტუაცია, თქვენი მეგობარი იღებს უმაღლეს შეფასებას ასეთ მკაცრ
გამომცდელთან. არსე¬ბობს დიდი ალბათობა, მეგობრის წარმატების მიზეზები თვით მის ინტელექტუალობას,
გულმოდგინეობას მიაწეროთ. ასეთ დასკვნას მხარს უჭერს გამომცდელის სიმკაცრე, მისი ჭირვე¬ულობა და ა.შ.
ერთი სიტყვით, არსებობს ორი ფაქტორი, ერთი რომელიც წარმატების მხარდამჭერია (ინტელექტუალური დონე,
გულმოდგინეობა) და მეორე შემკავებელი (გამომცდელის სიმ¬კაც-რე, ჭირვეულობა). და ასეთ სიტუაციაში,
მიუხედავად ჭირვე¬ული გამომცდელისა, თქვენი მეგობარი აღწევს წარმატებას. ასეთ სიტუაციაში ვლინდება
ატრიბუციის მეორე გადა¬ფასების პრინციპი. ატრიბუციის ეს პრინციპი გვთავაზობს, რომ როდესაც ფაქტორები
რომლებიც მოცემულ ქცევას მხარს უჭერენ და აკავებენ ორივე არსებობს ერთდროულად და ქცევა მაინც
ხორციელდება, არსებობს ტენდენცია მეტი წონა მივაწე¬როთ მხარდამჭერ ფაქტორს (გადაფასების ტენდენცია).

როგორც გადაჭარბება, ისე შეუფასებლობა აღმოჩნდა რომ მნიშვნელოვან როლს თამაშობს კაუზალური
ატრიბუციის პროცეს¬ში, განსაკუთრებით სიტუაციაში, როცა არ შეგვიძლია ხანგრძლივი დროის განმავლობაში
დავაკვირდეთ სხვის ქცევას. ე.ი. სიტუაციაში როცა ინფორმაცია კონსისტენტობაზე ან განსხვავებულობაზე
გვაკლია.

შეცდომები კაუზალურ ატრიბუციაში

როგორც ვნახეთ, კაუზალური ატრიბუცია რაციონალურ პროცესს წარმოადგენს. ინდივიდი როცა ცდილობს
გაიგოს სხვისი ქცევის მიზეზი ყურადღებას ამახვილებს გარკვეულ ფაქტო¬რებზე, ახორციელებს
თანმიმდევრულ ლოგიკურ პროცე¬სებს და მიდის გარკვეულ დასკვნამდე. ერთი სიტყვით ატრი¬ბუცია
ლოგიკურია მრავალ ასპექტში. მაგრამ აღმოჩნდა, რომ კაუზალური ატრიბუცია შეიძლება აღმოჩნდეს
მნიშვნელოვანი შეცდომის წყარო - ე.ი. ის შეიცავს ტენდენციებს რომლებმაც შეიძლება მიგვიყვანოს სერიოზულ
შეცდომამდე. მათ შორის განსაკუთრებით გამოყოფენ: ფუნდამენტალური ატრიბუციის შეცდო¬მას, მოქმედ-
დამკვირვებლის ეფექტს, და თვითდაცვით შეცდომას.

ატრიბუციის ფუნდამენტალური შეცდომა, ანუ პოზიციური მიზეზების როლის გადაფასება. აღმოჩნდა, რომ
არსებობს ძლიერი ტენდენცია, სხვისი ქცევა ავხსნათ უფრო თვით ინდი¬ვიდის პიროვნული მახასიათებლებით,
ე.ი. დისპოზიციური ფაქ¬ტო¬რებით, ვიდრე სიტუაციური მიზეზებით. როცა ჩვენ ვხედავთ, რომ ინდივიდი
მეორეს მეგობრულად ექცევა ან ახორციელებს მის მიმართ მტრულ, აგრესიულ ქცევას ჩვეულებრივ ვასკვნით,
3ის ასე იქცევა იმიტომ, რომ ასეთი ტიპის ადამიანია4, რომ ის ბუნებით მეგობრულია, ან ბუნებით ეგოისტი და
ბოროტია. საინტერესო კვლევა ჩაატარეს ამასთან დაკავშირებით დევიდ ნაპოლიტანმა და ჯორჯ გიტალსმა
(Dავიდ Nაპოლიტან & Gეორგე Gოეტჰალს, 1979). ექსპერიმენტულ სიტუაციაში კოლეჯის სტუდენ¬ტებს
ესაუბრებოდა დამკვირვებელი, რომელიც სპეციალდებოდა კლინიკურ ფსიქოლოგიაში. ეს უკანასკნელი,
როგორც ცრუ სუბიექტი საუბარში იქცეოდა ან მეგობრულად და თბილად, ან კრიტიკულად და
არამეგობრულად. სტუდენტების (ე.ი. სუბი¬ექტების) ერთ ჯგუფს, ექსპერიმენტატორები ეუბნებოდნენ რომ ის
მოქმედებდა სპონტანურად, მაშინ როდესაც სტუდენტების მეორე ჯგუფს ეუბნებოდნენ, რომ ის მოქმედებდა
(მეგობრულად თუ არამეგობრულად) ექსპერიმენტატორის ინსტრუქციის თანახ¬მად. საუბრის დამთავრების
შემდეგ სტუდენტებს სთხოვდნენ მის შეფასებას. აღმოჩნდა, რომ ორივე ჯგუფის სტუდენტები აფა¬სებდ¬ნენ მას
როგორც მეგობრულ თბილ პიროვნებას თუ ის მეგობრულად იქცეოდა და როგორც არამეგობრულს და მტრულს,
თუ ის იქცეოდა არამეგობრულად. და ეს მიუხედავად იმისა, სტუდენტების ერთ ჯგუფს ეუბნებოდნენ, რომ
ისინი იქცეოდნენ მეგობრულად თუ არამეგობრულად ექსპერიმენტის ინსტრუქციის შესაბამისად. ე.ი.
მიუხედავად იმისა, რომ მათი ქცევა დეტერმინებული იყო ექსპერიმენტების მოთხოვნით და სუბიექტებმა
იცოდნენ ეს, ქცევის მიზეზის ატრიბუცია ხდებოდა ინდივიდის შინაგან ფაქტორებზე.

ამრიგად, როგორც ვხედავთ, არსებობს დისპოზიციური ფაქტორების მნიშვნელობის გადაფასების ძლიერი


ტენდენცია, რომელსაც უწოდებენ ატრიბუციის ფუნდამენტურ შეცდომას. შესაძლოა ქცევაზე ასევე გავლენა
მოახდინოს მრავალმა სიტუაციურმა ფაქტორმა, მაგრამ თურმე ჩვენ ტენდენცია გვაქვს მოვახდინოთ მათი
იგნორირება, ყოველ შემთხვევაში მას ნაკლები მნიშვნელობა მივაწეროთ.

ამრიგად, დისპოზიციური მიზეზების, გადაფასების და სიტუაციური მიზეზების შეუფასებლობის


ტენდენცია არის საკმაოდ ძლიერი.

ერთი ახსნა ატრიბუციის ფუნდამენტალური შეცდომისა მდგომარეობს შემდეგში: როცა ჩვენ ვუყურებთ
სხვის ქცევას, ჩვენ ფოკუსირებული ვართ მის მოქმედებაზე. კონტექსტი, რომელ¬¬შიც ეს ქცევა ხორციელდება
რჩება როგორც ფონი. შედეგად სიტუაციური მიზეზების შესაძლებელი გავლენა გაუცნობიერებელი რჩება.
მეორე ინტერპრეტაცია ამავე ფაქტისა არის ის, რომ ინდივიდმა შეიძლება შეამჩნიოს სიტუაციური ფაქტორები,
მაგრამ არ ანიჭებს მას საჭირო მნიშვნელობას - ე.ი. ადამიანები არ აღიქვამენ მათ, როგორც მნიშვნელობის მქონეს
რა მნიშვნელობაც მათ აქვთ (Gილბერტ & ჟონეს, 1986).

ატრიბუციის ფუნდამენტალურ შეცდომას აქვს მნიშვნე¬ლოვანი ნაგულისხმევი აზრი. კერძოდ, როდესაც


საქმე გვაქვს უმცირესობის ჯგუფის ან სხვა სოციალურად არახელსაყრელი ჯგუფების მიმართ პრეჯუდისებთან,
აღმოჩნდა რომ ადამიანებმა, თუნდაც რომ გააცნობიერონ ის სიტუაციური მტრული ძალები, რომლებიც
განიხილავენ ამ ჯგუფის წევრების ქცევებს, ეს ინდივიდები მაინც აღქმული იქნებიან, როგორც თავიანთი
საკუთარი მდგომარეობისათვის პასუხისმგებლები. აქედან გასაგებია, თუ რა დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა
შეიძლება ჰქონდეს ატრიბუციის ფუნდამენტალურ შეცდომას.

მოქმედ-დამკვირვებლის ეფექტი - ატრიბუციის ფუნდამენტა¬ლური შეცდომიდან გამომდინარეობს


ატრიბუციის შეცდომის მეორე სახე, რომელიც მოქმედ დამკვირვებლის ეფექტის სახელითაა ცნობილი. ეს
შეცდომა გამომდინარეობს ტენდენ-ციიდან, საკუთარი ქცევა უფრო ახსნა გარეგანი ან სიტუაციური მიზეზებით,
მაგრამ როცა სხვისი ქცევის მიზეზზეა ლაპარაკი, არსებობს ტენდენცია, ის ავხსნათ თვით ამ ინდივიდის
შინაგანი მახასიათებლებით. მაგ. როცა ვხედავთ რომ ინდივიდი წაიქცა, მიზეზების ატრიბუციას ვახდენთ თვით
ამ ინდივიდის პიროვნულ მახასიათებლებში (მოუხერხებელია, დონდლოა და ა.შ.), მაგრამ თუ მე წავიქეცი -
მიზეზის ატრიბუციას სიტუაციაზე ვახდენთ - გზა არის უსწორმასწორო და ა.შ. - ერთი სიტყვით 3თქვენ წაი-
ბორძი¬კეთ, მე მიბიძგეს4. მაშ, მოქმედ-დამკვირვებლის ეფექტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ტენდენცია
გვაქვს ჩვენი ქცევა აღვიქვათ როგორც მომდინარე სიტუაციური მიზეზებიდან, მაგრამ სხვების ქცევა აღვიქვათ
როგორც მომდინარე მათი დისპოზიციებიდან.

მიუხედავათ იმისა, რომ მოქმედ-დამკვირვებლის ეფექტი საკმაოდ ზოგადია, ეს ტენდენცია შეიძლება


შაიზღუდოს გარკვეულ პირობებში. მაგ. თუ ჩვენ ინდივიდისადმი ემპაიურად ვართ განწყობილი, ვცდილობთ
სამყარო დავინახოთ ისე, როგორც ის ხედავს, და მისი ქცევის მიზეზების ატრიბუცია მოხდება უფრო
სიტუაციაზე. მაგრამ თუ სხვისი ქცევის სიტუაციური მიზეზები აშკარაა, გამოკვეთილია, ჩვენ მას მეტ წონას
მივა¬წერთ. ბოლოს, მოქმედ-დამკვირვებლის ეფექტი შეიძლება აგრეთ¬ვე დაძლეულ იქნას ე.წ. თვით-დაცვითი
შეცდომით.

თვით-დაცვითი შეცდომა - მიუთითებს ინდივიდის ტენდენ-ციაზე საკუთარი წარმატება ახსნას შინაგანი


მიზეზებით - ინტელექტის მაღალი დონით, გამჭრიახობით და ა.შ. ხოლო წარუმატებლობის მიზეზების
ატრიბუცია მოახდინოს სიტუაცი¬ურ ფაქტორებზე. ვთქვათ, ამათუ იმ სფეროში თქვენ თქვენი
საქმიანობისათვის დაიმსახურეთ უფროსის მაღალი შეფასება. რას მიაწერთ თქვენს ამ წარმატებას? მოქმედ-
დამკვირვებლის ეფექტი ვარაუდობს, რომ თქვენი წარმატება უნდა ახსნათ სიტუაციური ფაქტორებით --
3პრობლემა იყო ადვილი, უფროსი იყო მოწყალე თქვენს მიმართ და ა.შ.4 მაგრამ, საეჭვოა ასე მოხდეს.
ჩვეულებრივ ასეთ სიტუაციაში ადამიანები წარმატებას ხსნიან შინაგანი მიზეზებით. მაგრამ, თუ თქვენი
საქმიანო¬ბით უფროსი უკმაყოფილო დარჩა, დაიწუნა თქვენი საქმიანობა, მაღალი ალბათობაა, რომ თქვენი
წარუმატებლობის მიზეზების ატრიბუცია სიტუაციურ გარეგან ფაქტორებზე მოახდინოთ - ამოცანა იყო ძალიან
ძნელი, თქვენი უფროსის შეფასების სტანდარტებია ძალიან მაღალი და ა.შ. ერთი სიტყვით, მოქმედ-
დამკვირვებლის შეცდომის შებრუნებულ სახესთან გვაქვს საქმე. ატრიბუციის შეცდომის ამ ტიპის მიხედვით
ჩვენ ტენდენცია გვაქვს მივიღოთ კრედიტი პოზიტიური ქცევიდან ან მისი შედეგიდან და გავკიცხოთ გარეგანი
სიტუაციური მიზეზები ნეგატიური შედეგებისათვის. ეს ტენდენცია ცნობილია, როგორც თვით-დაცვითი
შეცდომა (Mილლერ & ღოსს, 1975).

მონაცემები მიუთითებენ, რომ თვით-დაცვითი შეცდომა მომდინარეობს ორი ურთიერთდაკავშირებული


წყაროდან. პირვე-ლი, ატრიბუციის ასეთი 3შეცდომა4 შესაძლებელს ხდის დავიც¬ვათ ან გავზარდოთ
თვითშეფასება. თუ ჩავთვლით რომ პოზი¬ტიური შედეგებისათვის ჩვენ თვითონ ვართ პასუხისმგებლები, და
ვერავინ ვერ გვისაყვედურებს ნეგატიური შედეგებისათვის, ჩვენი შეხედულება საკუთარი ღირებულების
შესახებ მხარ¬დაჭერილი იქნება. და მეორე, თვით-დაცვითი გადახრა უზრუნ¬ველ¬ყოფს გავაუმჯობესოთ ჩვენი
სახალხო იმიჯი - 3გამოვიყუ¬რებო¬დეთ კარგად4 - სხვის თვალში.

ატრიბუციული შეცდომის ეს სახე შეიძლება მრავალი ინტერ-პერსონალური სპეციფიკური ურთიერთობის


მიზეზი გახ¬დეს. მაგ. როცა ორი ან მეტი ინდივიდი მუშაობს ერთ ამო¬ცანაზე, თვით-დაცვითი შეცდომის
პრინციპის მიხედვით, თითო¬ეულ¬მა შეიძლება საქმიანობაში წარმატება აღიქვას არა როგორც მათი
გაერთიანებული ძალისხმევის შედეგი, არამედ როგორც მისი საკუთარი ძალისხმევის შედეგი. ცხადია, რაც
უფრო გამოიკვეთება საქმიანობის ასეთი შეფასება, მით უფრო ადვილად გაჩნდება ბზარი მათ
თანამშრომლობაში.

ატიტუდები და ღირებულებები როგორც ატრიბუციის დეტერმინანტები.

კაუზალური ატრიბუციის კვლევები ადასტურებენ, რომ ატრი¬-ბუცია კავშირშია ინდივიდის ატიტუდებთან და


ღირე¬ბულე¬ბებ¬თან. მიუთითებენ, რომ კაუზალური ატრიბუცია დეტერმინირებულია სოციალური სფეროს ამ
ასპექტით. ამ ფაქტის საკმაოდ ეფექტურ დადასტურებას იძლევა Fეატჰერ-ის (Fეატჰერ-1985) კვლევა. მან
ავსტრალიის ერთერთი კოლეჯის სტუდენ¬ტებს სთხოვა უმუშევრობის განსხვავებული შესაძ¬ლებელი
მიზეზების შეფასება. უმუშევრობის მიზეზებიდან ზოგიერთი იყო პიროვნული ფაქტორები (მაგ. უმუშევრებში
მოტივაციის ნაკლებობა) და ზოგიერთი მიუთითებდა გარეგან ფაქტორებზე (მაგ. ეკონომიული რეცესიულობა).
რათა დაედგინა სუბიექტების პოლიტიკური თვალსაზრისი (არიან ისინი კონსერვატორები თუ ლიბერალები)
ჩატარდა კამოკითხვა კითხვარების საშუალებით. შედეგები აჩვენებდა, რომ სუბიექტის ატიტუდები
დაკავშირებული იყო მის მიერ უმუშევრობის შესაძლებელი მიზეზების შეფასებასთან. კერძოდ, სუბიექტები,
რაც უფრო გამოკვეთილად ამჟღავნებდნენ კონსერვატიულ ტენდენციებს, მით უფრო მეტ მნიშვნელობას
აძლევდნენ უმუშევრობის პიროვნულ მიზეზებს. და რაც უფრო ნაკლებად იყო გამოხატული სიტუაციაში
კონსერვატიზმი, უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ისინი უმუშევრობის გარეგნულ მიზეზებს. ასევე, ამ
კვლევაში გარკვეული დამოკიდებულება დადასტურდა ღირებულებებსა (იყო პატიოსანი ან პასუხის-
მგებლური) და უმუშევრობის მიზეზებს შორის.

ამრიგად, მტკიცდება, რომ სხვისი ქცევის როგორც მნიშვნე-ლოვანი სოციალური მოვლენის ახსნაზე
გავლენას ახდენენ ჩვენი ატიტუდები, ღირებულებები და რწმენები. მიუთითებენ, რომ ეს წარმოადგენს
სოციალური სამყაროს გაგებისადმი, კელის მიერ შემოთავაზებული ინფორმაციაზე დამყარებული
რაციო¬ნალური მიდგომისაგან განსხვავებულ მიდგომას (ღ. A. Bა¬რონ & D.Bყრნე, 2000).

ატრიბუციის თეორიის პრაქტიკული გამოყენება

კაუზალური ატრიბუციის თეორია არა მარტო მიმზიდველი აღმოჩნდა თეორიული თვალსაზრისით, არამედ
ღირებული გახდა პრაქტიკული, გამოყენებითი თვალსაზრისით. თეორია საკმაოდ ეფექტურად იქნა
გამოყენებული კონკრეტული პრობლემის გადასაწყვეტად: პირველი, ატრიბუციის შესახებ ბაზისური ცოდნა
გამოყენებულ იქნა გაუპატიურების მსხვერპ¬ლის და სხვა სერიოზული დანაშაულისადმი რეაქციის გაგების
ამოცანის მიმართ (Kენეკარ, Pინტო, Mაზუმდარ, 1985). სამწუხაროდ, გაუპატიურების მსხვერპლი, ხშირად
აღქმულია როგორც პასუხისმგებელი იმ ვნებისათვის რაც მას მიაყენეს - რომ მან არ მიიღო გამაფრთხილებელი
ზომები ან თვითონ გააკეთა ისეთი რამ, რაც წააქეზებდა თავდამსხმელს და ა.შ. გაუპატი¬ურე¬ბის მსხვერპლი,
აცნობიერებს რა სხვების ასეთ შესაძლებელ რეაქციას, წინააღმდეგია კრიმინალის შესა¬ხებ განაცხადონ
პოლიციაში ან სხვა შესაბამის ორგანიზაციებში. კვლევები ადასტურებენ, რომ მათი ასეთი წინააღმდეგობა უფრო
დიდია პირობებში, სადაც ატრიბუცია, იმის ანალოგიური რაზე¬დაც ზემოთ მივუთითეთ, ადვილია (მაგ. როცა
მსხვერპლს არა აქვს რაიმე ფიზიკური დაზიანების ნიშნები და სხვა). ატრიბუციის თეორია, ნავარაუდევია, რომ
ნათელს მოჰფენს იმ 3ლოგიკას4, რომელსაც ემყარება ანალოგიური დასკვნები და ამით ხელს შეუწყობს ფაქტის
სწორად შეფასებას.

მეორე, ატრიბუციის პრინციპები წარმატებით იქნა გამოყენე-ბული ინტერპერსონალური კონფლიქტების


მოსაგვარებლად (Bარონ, 1985). დადასტურდა, რომ ინტერპერსონალურ კონფლიქტ¬ში ინდივიდის მიერ ახსნა
და მითითება იმაზე, რატომ იღებს ის იმ პოზიციას, რომელსაც იცავს (მაგ. იმიტომ რომ გულ¬წრფელად სწამს
მისი პოზიციის სისწორე ან პატიოსნება), ამცირებს კონფლიქტს და ზრდის შეთანხმების მიღწევის ალბათობას.
ამდენად, ატრიბუციის თეორია გვთავაზობს ტექნიკას, რომელსაც შეიძლება მნიშვნელოვანი ღირებულება
ქონდეს აღიარებული კონფლიქტების გადაწყვეტაში.

მესამე, ატრიბუციის პრინციპების ცოდნას ეფექტურად შეუძლია დახმარება ცოლქმრულ ურთიერთობაში


სერიოზული სიძნელეების მიზეზების გაგებაში (Hოლტზწორტჰ- Mუნროე & ჟაცობსონ, 1985). აღმოჩნდა, რომ
ცუდად შეგუებული წყვილი უფრო ვიდრე კარგად შეგუებული წყვილი თავისი პარტნიორის ნეგატიური
აქტიობის ატრიბუციას მის ღრმა პიროვნულ თრეიდებზე და ხასიათზე ახდენს. ამდენად, ასეთ წყვილს მცირე
იმედი აქვს მდგომარეობის შეცვლისა. კარგად შეგუებულ წყვილს ტენ¬დენცია აქვს პარტნიორის ნეგატიური
აქტიობები გარეგან შემთხვევით მიზეზებს მიაწეროს. გამომდინარე აქედან ვარა¬უდობენ, რომ ატრიბუციის
პრინციპების გაცნობიერება და ამით ერთმანეთის ქცევის მიზეზების ატრიბუციის შეცვლა ხელს შეუწყობს
ოჯახური უთანხმოების შემცირებას.

მეოთხე, ატრიბუციის პრინციპები შეიძლება გამოყენებულ იქნას ინდივიდუალური პრობლემების


მოსაგვარებლად. წარმატებით იქნა გამოყენებული ასეთი პროცედურა სტუდენტების მიმართ, რომლებიც
გარკვეულ სიძნელეებს განიცდიდნენ კოლეჯის სიტუაციაში. როგორც კვლევები მიუთითებენ, ერთერთი პრობ-
ლემა, რომელიც ჩნდება ინდივიდის სტუდენტურ ცხოვრებაში არის ის, რომ ისინი სიძნელეების მიზეზების
ატრიბუციას ახდენდნენ თავიანთ შინაგან მიზეზებზე (მაგ. რომ მათ არ აღმოაჩნდათ სათანადო უნარები და
სხვა). თუ ასეთი ინდივიდი შესძლებს თავისი წარუმატებლობის მიზეზების ატრიბუციის გარე¬გან დროებით
მიზეზებზე გადატანას (ვთქვათ კოლეჯის გარემოსადმი შეგუება), ამას შეიძლება მნიშვნელოვანი ეფექტი
ჰქონდეს.

საკმაოდ ეფექტურად იქნა გამოყენებული კაუზალური ატრი-ბუციის პრინციპები როგორც თერაპიის


ფორმა იმ ნეგატიური მიდგომეების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომლებიც მომდინარეობენ ინდივიდის დაბალი
თვითშეფასებიდან. გამოითქვა მოსაზრება, რომ სიძნელეების უმრავლესობა, რომლის წინაშეც აღმოჩნ¬დებიან
დაბალი თვითშეფასების მქონე ინდივიდები, მომდი¬ნარეობენ მცდარი ატრიბუციიდან. განსაკუთრებით
ხაზგასმული იქნა, რომ დაბალი თვითშეფასებიდან გამომდინარე ტანჯვა, წარმოადგენს პიროვნული
ატრიბუციის ნიმუშის შედეგს, რომელიც პირდაპირ საწინააღმდეგოა იმისა, რასაც გულის¬ხმობს სელფ-
დაცვითი შეცდომა. განსხვავებით ინდივიდების უმრავლესობისაგან, დაბალი თვითშეფასების ინდივიდებს
ტენდენცია აქვთ თავიანთი მარცხის ატრიბუცია მოახდინონ შინაგან მიზეზებზე (თავიანთ რეალურ თუ
წარმოსახულ სისუსტეებზე), ხოლო თავიანთ წარმატებებს მიაწერენ გარეგან მიზეზებს (იღბალი, ადვილი
ამოცანა). შედეგად ატრიბუციის თეორია საინტერესო პერსპექტივებს გვთავაზობს: რომ დაბალი
თვითშეფასების დამარღვეველი ეფექტები შეიძლება შემცირდეს ატრიბუციის საწინააღმდეგო მიმართულებით
წარმართვით - ინდივიდმა თავისი მარცხი მიაწეროს გარეგან ფაქტორებს, ხოლო წარმატებები შინაგან მიზეზებს.
მთელი რიგი კვლევებისა ადასტურებს ამ ჰიპოთეზას.

ამრიგად, ინდივიდებისათვის, რომლებიც იტანჯებიან დაბალი თვითშეფასებით გამოწვეული ეფექტებით,


საუკეთესო სტრატე¬გია იქნება შეცვალონ საკუთარი შესრულების მიზეზების ატრი¬ბუცია.

საკუთარი თავის გაგება


როგორ ვიგებთ საკუთარ თავს? თითქოსდა არ უნდა იყოს ეს რთული პრობლემა. ბოლოსდაბოლოს, ჩვენი
საკუთარი გრძნო¬ბები, მოტივები, ინტერესები ღიაა უშუალო დაკვირვბისათვის, ამიტომ ადვილი უნდა იყოს
მათ შესახებ ინფორმაციის მიღება, თუ ყურადღების ფოკუსირებას ჩვენს შინაგან სამყაროზე მოვახდენთ.
შესაძლოა ეს ასეცაა, მაგრამ მიუთითებენ აგრეთვე პრობლემებზე, რომლებიც დგება ჩვენი შინაგანი სამყაროს
გაგებასთან დაკავშირებით - ჯერერთი, ის რომ ჩვენ ხშირად ვერ ვაცნობიერებთ ყოველ შემთხვევაში ზოგიერთ
ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ჩვენს ქცევებზე. ჩვენ შეიძლება ვიცოდეთ რას ვაკეთებთ მოცემულ
მომენტში, მაგრამ შეიძლება არ ვიცოდეთ ან მცდარად ვიცოდეთ თუ რატომ ვაკეთებთ ასე; და მეორე, ხშირად
ძნელია თუ არა შეუძლებელი, შევაფასოთ საკუთარი პიროვნული თვისებები, უნარები და ატიტუდები ჩვენს
გარშემო არსებულ ადამიანებთან მათი მიმართების გარეშე. თუ გვინდა ვიცოდეთ ჩვენი თავი, საჭიროა
სოციალური ინფორმაცია - მათი კომენტარები, უკუკავშირები, რომლებსაც გვაწვდიან სხვები. სწორედ ამ
პრობლემებს ეხება დარილ ბემის სელფ-პერცეპციის თეორია.

ბემის თვითპერცეპციის თეორია

ბემის თეორიის ამოსავალი პრინციპია ის, რომ ჩვენ ხშირად არ ვიცით ჩვენი ატიტუდები, გრძნობები ან
ემოციები. ჩვენ ვთვლით, რომ მათ შესახებ უნდა დავასკვნათ ჩვენს საკუთარ ქცევაზე დაკვირვებიდან. ბემის
აზრით თუ ჩვენ ვმოქმედებთ გარკვეული მანერით, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვფლობთ ამ ქცევის კონსისტენტურ
ატიტუდებს, გრძნობებს. ბემის მიაჩნია, რომ ჩვენი თავის შესახებ დასკვნებს ვაკეთებთ უმთავრესად იმავე
მანერით, როგორც ვაკეთებთ დასკვნებს სხვა ადამიანების შესახებ მათივე ქცევებიდან. ამრიგად, პროცესი
რომლის საშუა¬ლები¬თაც ჩვენ მივდივართ ჩვენი თავის შესახებ ცოდნამდე, ძალიან ემსგავსება პროცესს,
რომლის საშუალებითაც ჩვენ სხვის ცოდნამდე ან გაგებამდე მივდივართ (Bემ D .ჟ. 1972).

ამასთან, ბემის აზრით, ჩვენს საკუთარ ქცევებზე დაკვირვება, რათა დავასკვნათ საკუთარ გრძნობებზე და
ატიტუდებზე, იმ შემთხვევაში გვჭირდება როცა მათ შესახებ შინაგანი მანიშ-ნებლები სუსტია ან ორაზროვანია.
მაგ. თუ ჩვენ გარკვეულად არ გვიყვარს ინდივიდი, ამ გრძნობის შესახებ იმ ფაქტიდან არ ვასკვნით, რომ
ჩვეულებრივ გავურბივართ მის კომპანიას. ქცევაზე დაკვირვება მხოლოდ მაშინ გვჭირდება, როცა ეს გრძნო¬ბა
სუსტია.

გარდა ამისა, ბემის აზრით ქცევას ვიხილავთ როგორც ჩვენი ატიტუდებისა და გრძნობების მანიშნებელს,
მხოლოდ იმ შემ¬თხვე-ვაში, როცა ქცევა თავისუფლადაა არჩეული. თუ ქცევა იძულებითია, თავი უნდა
შევიკავოთ ასეთი დასკვნისაგან.

ბემის თეორია მხარდაჭერილია როგორც არაფორმალური დაკვირვებებით, ისე კვლევებითაც. მაგ. არის
შემთხვევა, როცა აღმოვაჩენთ, რომ ქცევა არ არის კონსისტენტური იმ შინაგანი მდგომარეობისა, რომლის
გამოხატულებადაც ეს ქცევა მიგვაჩნია. ბემს მხედველობაში აქვს შემთხვევა, როცა ადამიანი მხოლოდ
გარკვეული ქცევის შემდეგ იგებს თუ რა ძლიერ ყოფილა გაბრაზებული და ვერ გრძნობდა მას. ერთი სიტყვით,
ბემის აზრით ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ სიტუაციაში, როცა ჩვენ მართლა არ ვიცით ზუსტად ჩვენი შინაგანი
მდგომარეობა. და ასეთ სიტუაციაში ჩვენ აქტიობა ხშირად გვეხმარება ზუსტად გავერკვეთ ამ ფარულ
პროცესებში.

როგორც აღვნიშნეთ, ბემის თეორია მხარდაჭერილია კვლევებითაც. მაგ. დადასტურდა, რომ როცა
ინდივიდი ახორ-ციელებს გარკვეულ აქტიობას, რომელიც მისი ატიტუდების კონსისტენტურია, ამის შემდეგ
თვით ატიტუდი ხდება უფრო ძლიერი ვიდრე მანამდე იყო.

თვით-აღქმა და შინაგანი მოტივაცია. საინტერესო გამოკვლე¬ვა, რომელიც გამომდინარეობს ბემის


თეორიიდან ეხება შინაგანი მოტივაციის საკითხს. ჩვეულებრივ ინდივიდები ქცე¬ვებს ახორციელებენ იმ
სიამოვნებისთვის, რომელსაც იღებენ. ქცევები როგორააიც ჰობი, სამოყვარულო სპორტი, ვიდეო თამაშები,
აშიკობა და მრავალი სხვა სწორედ ამ კლასის აქტიობებში ერთიანდება. ასეთი აქტივობები შეიძლება აღწერილ
იქნას როგორც მისწრაფება რომელიც მომდინარეობს შინაგანი მოტივიდან. ანუ ინდივიდი აქტიურობს
სიამოვნებისთვის და არა იმიტომ, რომ იმედოვნებს გარეგანი ჯილდოს მიღებას. მაგრამ დგება საკითხი, რა
მოხდება თუ ინდივიდი, რომელიც ახორ-ციელებს ასეთ ქცევას მიიღებს ქცევისათვის გარკვეულ ჯილდოს? მაგ.
რა მოხდება თუ ინდივიდს მისი ფავორიტული ვიდეოგეიმის თამაშისათვის ან საყვარელი ჰობის
განხორ¬ციელებისათ¬ვის, გადაუხდით? ბემის თეორია წინასწარმეტყვე¬ლებს, რომ შედეგი უნდა იყოს მათი
შინაგანი მოტივაციის შემცირება. ე.ი. ისინი ნაკლებად იქნებიან ასეთი აქტივობისათ¬ვის მოტივირებულნი
ვიდრე იყვნენ მანამდე. ლოგიკა ამ წინასწარმეტყველებისა შემდეგია, ასეთი 3ზედმეტად დაჯილ¬დოვებული4
ინდივიდი შესაძლოა დაასკვნის, რომ ამ ქცევის არჩევა ნაწილობრივ განხორციელებულია გარეგანი ჯილდოთი.
თეორია ვარაუდობს, რომ ამ სიტუაციაში რა ხარისხშიაც ის აკეთებს ამ დასკვნას, მან შეიძლება აღიქვას შინაგანი
ინტერესი როგორც უფრო ნაკლები, ვიდრე მანამდე აღიქვამდა. ე.ი. ინდი¬ვიდმა შეიძლება თავისი ქცევის
შინაგანი მოტივებით ახსნა (3მე ვაკეთებ ამას იმიტომ რომ მსიამოვნებს ის4) გადაანაცვლოს იქითკენ, რომ თავისი
აქტივობა ახსნას გარეგანი ჯილდოთი (3მე ვასრულებ ამ აქტივობას იმიტომ რომ მივიღო ჯილდო4). სხვა
სიტყვებით, ინდივიდს შეიძლება ჰქონდეს საკმაო მიზეზი (გამართ¬ლება) ამ ქცევისათვის. რადგან ინდივიდს
ასეთ სიტუაციაში ორი შესაძლებელი მიზეზი აქვს რათა ახსნას თავისი ქცევა (შინაგანი მოტივაცია და გარეგანი
ჯილდო). ამან შეიძლება შეამციროს პირველის როლი და აქ შეიძლება ამოქმედდეს შეუფასებლობის ტენდენცია,
რაზედაც ზემოთ გვქონდა საუბარი. არსებობს ამ წინასწარმეტყველების დამა¬დასტუ¬რებელი კვლევები.
ერთერთ კვლევაში სუბიექტები გარკვეული ამოცანის შესრულებისათვის უზრუნველყოფილი იყვნენ გარეგანი
ჯილდოთი. აღმოჩნდა, რომ სუბიექტებს დასაწ-ყისში სიამოვნებდათ შესრულება, მაგრამ მერე ამჟღავნებდნენ
შესრულების დაბალ ხარისხს და ამცირებდნენ აქტივობის განხორციელების ტენდენციას იმ სუბიექტებთან
შედარებით, რომლებსაც არ ეძლეოდათ გარეგანი ჯილდო. ე.ი. ჩანდა, რომ დაჯილდოვება ამცირებდა შინაგან
მოტივაციას. ამასთან, მონა-ცემები აგრეთვე მიანიშნებდნენ, რომ ეს ეფექტი უფრო ადვილად ვლინდება
პირობებში, როდესაც შინაგანი მანიშნებლები რომე-ლიც დაკავშირებული იყო ამოცანასთან (მათ მიმართ
ატიტუდები) ბუნდოვანი ან ნაკლებად გამოკვეთილი იყო - როგორც ამას ვარაუდობდა ბემის თეორია (Fაზიო,
1981).

შემოთავაზებულია ამ ფაქტის განსხვავებული ახსნაც. კერ¬ძოდ გარკვეული აქტივობისათვის რომელიც


სიამოვნებისთვის ხორციელდება, ჯილდოს მიცემა განსაზღვრავს მის მიმართ ინდივიდში ნეგატიურ,
უსიამოვნების განცდას ან ნეგატიური გუნება-განწყობის ჩამოყალიბებას. ასეთი ნეგატიური განცდა შეიძლება
მომდინარეობდეს სუბიექტის რწმენიდან, რომ ის მოსყიდული იქნა ან აიძულეს ასე მოიქცეს, ან უბრალოდ
მიაჩნიათ რომ მათი შესრულება დაფასებულია. ყოველ შემთხვე-ვაში, ასეთი ნეგატიური ეფექტი
ინტერფერირებულია სუბიექტის სიამოვნებასთან და ჩნდება შინაგანი მოტივაციის შემცირების ტენდენცია. თუ
მართლა ამ ფაქტს აქვს ადგილი, მაშინ შესაძლებელი უნდა იყოს ზეგანმტკიცების ეფექტის შემცირება,
გამოწვეული ნეგატიური გრძნობის რამდენადმე შეცვლით. მონაცემები, რომ ეს მართლაც ასეა წარმოდგენილი
იქნა პრეტის და სელიგმანის მიერ (Pრეტტყ, შელიგმან, 1984).

თუმცა, ნეგატიური ეფექტი ჩანს რომ საკმაოდ ეფექტურია ზეგანმტკიცების ეფექტის


პროფილაქტიკისათვის, დამატებითი ექსპერიმენტული მონაცემები გვარწმუნებენ, რომ ეს არ არის ერთადერთი.
მაგ. აღმოჩნდა, რომ როდესაც გარეგანი ჯილდო მიწოდებულია როგორც კომპეტენტურობის ან ეფექტურობის
ნიშანი და არა როგორც მოსყიდვა, ჯილდო არ იწვევს მოტი-ვაციის შემცირებას, ფაქტიურად, ასეთ სიტუაციაში
ჯილდოს შეუძლია მოტივაციის გაზრდა. გარდა ამისა, აღმოჩნდა რომ თუ გარეგანი ჯილდო, რომელსაც
პირდებიან ინდივიდს სასიამოვნო აქტიობის შესრულებისათვის დიდია და დამაკმაყოფილებელი, მან შეიძლება
არ შეამციროს შინაგანი მოტივაცია (Fისკე &თაყლორ, 1984). ბოლოს, თუ ინდივიდები გაიხსენებენ სხვადასხვა
დავალე-ბის სასიამოვნო ბუნებას, მითითებამ რომ მიიღებენ გარეგან ჯილდოს, შეიძლება არ გამოიწვიოს
შინაგანი მოტივაციის შემცი-რება (Fაზიო, 1981).

ამრიგად, იმის დეტერმინაციაში გარეგანი ჯილდო ამცირებს თუ არა და თუ ამცირებს რა რაოდენობით


ამცირებს გარეგანი ჯილდო შინაგან მოტივაციას, რამოდენიმე ფაქტორი ღებულობს მონაწილეობას.

თავი 3

სოციალური კოგნიცია

როგორც აღვნიშნეთ, სოციალური ფსიქოლოგია არის მეცნიერება, რომელიც ცდილობს ახსნას თუ საზოგადოება
როგორ ახდენს გავლენას ინდივიდების კოგნიციაზე, მოტივებზე, განვითარებაზე და ქცევაზე, და თავის მხრივ
საზოგადოება როგორ განიცდის ინდივიდების გავლენას. ამ დეფინიციაში ცენტრალური ადგილი უკავია
კოგნიციას. ადამიანები ფიქრობენ თავიანთი სამყაროს შესახებ და მასზე დაყრდნობით მოქმედებენ გარკვეული
მანერით. ამ პროცესში აზროვნება არის ძირითადი შინაგანი ენა, სიმბოლო, რომელსაც ვიყენებთ. აზროვნება
არის ცნობიერი. ბერონის აზრით ამისგან განსხვავებით კოგნიცია შეიძლება გავიაზროთ როგორც
ავტომატიზირებული. ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ მას. ძნელია მისი შემჩნევა. მის დახასიათებას ვახერხებთ ენით
ანუ გაზიარებული სიმბოლოებით. ბერონი თვლის, რომ ხშირად კოგნიცია გააზრებულია კომპიუტერის
პროგრამის მსგავსად, რომელიც მოქმედებს როგორც ფონი და რომელიც მართავს კომპიუტერის ფუნქციებს,
რომელსაც ჩვენ ვაცნობიერებთ. ამ ფუნქციებში განიხილებიან ის პროცესები რომელსაც ჩვენ შემეცნებით
ფსიქოლოგიურ პროცესებს უწოდებთ (ღ. Bარონ & D. Bყრნე, 2000).

კოგნიცია მენტალური აქტივობაა რომელიც შუალედურია გარესამყაროსა და მასზე ჩვენს რეაქციას შორის.
კოგნიციის შესახებ ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ იქედან რასაც ადამიანები ამბობენ და აკეთებენ. თუ ჩვენ
შევძლებთ კოგნიციის გაგებას, ჩათვლილია რომ შევძლებთ იმის გაგებას თუ როგორ და რატომ მოქმედებენ
ადამიანები ისე როგორც მოქმედებენ.

სოციალური კოგნიცია არის მიდგომა სოციალურ ფსიქოლო-გი¬აში რომელიც ფოკუსირებულია იმაზე, თუ


ფართე და უშუა¬ლო სოციალური კონტექსტი როგორ მოქმედებს კოგნიციაზე და თუ როგორ ახდენს კოგნიცია
გავლენას ჩვენს სოციალურ აქტი-ვობაზე.

კოგნიციის კვლევის ისტორია სოციალურ ფსიქოლოგიაში

ფსიქოლოგიაში კოგნიტური პროცესების ექსპერიმენტული შესწავლა მეცნიერული ფსიქოლოგიის


ჩამოყალიბებისთანავე იწ-ყე¬ბა. ლეიპციგის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიური ლაბორატო¬რი-ის
ჩამოყალიბებით, ვუნდტი ითვლება ემპირიული ფსიქოლო¬გი¬ის ერთერთ ფუძემდებლად. ვუნდტი
ინტროსპაქციის მეთოდის გამოყენებით იწყებს მარტივი კოგნიტური პროცესების ექსპე-რიმენტულ შესწავლას.
შემდეგ ებინგჰაუსი და ე.წ. ვიურცბერგის სკოლა კიულპეს ხელმძღვანელობით იწყებენ უფრო რთული
კოგნი¬ტური პროცესების ექსპერიმენტულ კვლევას. ამერიკის შეერ¬-თებულ შტატებში ამ ტრადიციის
გაგრძელებას წარმო¬ადგენ¬და ტიცჩენერის სტრუქტურალიზმი და ჯემისისა და ენჟე¬ლის ფუნქციონალიზმი.

ამერიკული პოზიტივისტური მეთოდოლოგიის პოზიციებიდან ე.წ. ინტროსპექციული მიდგომა


ფსიქოლოგიური პროცესების შესწავლისადმი ზედმეტად სუბიექტივისტური და არა მეცნიერუ-ლი ჩანდა.

ზოგადად, მეცნიერული მეთოდოლოგია მოითხოვდა რომ მეცნი¬ერული თეორია უნდა ემყარებოდეს


დაკვირვებად მონაცე-მებს, რამაც გაიოიწვია ის რომ კვლევის გადატანა მოხდა შინა-განი (კოგნიტური)
მოვლენებიდან გარეგან მოვლენებზე, რომელ-ზეც დაკვირვება შესაძლებელი იქნებოდა. ამ ცვლილების გამო-
ხატულება იყო ბიჰევიორიზმის განვითარება (თორნდაიკი, ვოტ-სონი, სკინერი). ამ თვალთახედვიდან კოგნიცია
ხდება 3ჭუჭ-ყიანი4სამყარო ფსიქოლოგიაში.

ჯერ კიდევ 40-ანი წლებიდან ე.წ. ნეობიჰევირისტების მიერ (ტოლმენი) და განსაკუთრებით 60-ანი
წლებიდან, ამერიკულ ფსიქო¬ლოგიაში იწყება ხელახალი დაინტერესება კოგნიციით. ეს ნაწილობრივ ხდება
იმიტომ, რომ ბიჰევიორიზმი საოცრად მოუქ-ნელი და არაადექვატური ჩანდა ადამიანური ენისა და კომუნიკა-
ციის ასახსნელად. საჭირო გახდა იმის განხილვა თუ ადა¬მიანები როგორ გამოხატავენ სამყაროს სიმბოლურად
და საერ¬თოდ როგორ ხდება სიმბოლოებით მანიპულირება. ამასთან, ინფორ¬მაციის პროცესები
ფსიქოლოგიისათვის მნიშვნელოვანი საკითხი ხდება. ამას განსაკუთრებით შეუწყო ხელი კომპიუ¬ტერულმა
რევოლუციამ, რამაც ფსიქოლოგიას მისცა ადამიანურ, კოგნიციური პროცესების მოდელირების და მათი
სიმულირების შესაძლებლობა. შედეგად, კოგნიტური ფსიქოლოგია ხელახლა გამოჩნდა როგორც კანონიერი
მეცნიერული მისწრაფება. ჯ. მილერი ჰარვარდის უნივერსიტეტში აყალიბებს კოგნიტური პროცე¬სე¬ბის
კვლევის ლაბორატორიას, ხოლო 1967 წ. გამოქვეყნდა ნაისერის 3კოგნიტური ფსიქოლოგია4 (Nეისსერ, 1967).

მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კოგნიტური ფსიქოლოგიის ჩამოყალიბებაში გეშტალტ-ფსიქოლოგიამ.


საქმე იმაშია, რომ სოციალური ფსიქოლოგია უმთავრესად ყოველთვის იყო კოგნი-ტური. ამის მიზეზები
მიუთითებენ, რომ კურტ ლევინის უდიდეს დამსახურებაში უნდა ვეძებოთ. კ. ლევინმა შეიძლება ითქვას, რომ
საფუძველი ჩაუყარა ექსპერიმენტულ სოციალურ ფსიქო¬ლოგიას. ემყარება რა გეშტალტ-ფსიქოლოგიის
პრინციპებს, ლე¬ვი¬ნი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სოციალური ქცევა შეიძლება წარმატებით იქნას გაგებული,
როგორც ადამიანის მიერ მისი სამყაროს პერცეპციის და ასეთი პერცეპციების მანიპულირების ფუნქცია. ასეთი
მცდელობით, კოგნიცია სოციალური ფსიქო-ლოგიის ცენტრალური საკითხი გახდა. როგორც სამართლიანად
მიუთითებენ ფისკე და ტეილორი (Fისკე & თაყლორ, 1991), სოცი¬ალურ ფსიქოლოგიაში კოგნიტურ ხაზგასმას
ოთხი სახე აქვს. კოგნიტური კონსისტენტობა, გულუბრყვილო მეცნიერი, კოგნი¬ტუ-რი სიძუნწე და
მოტივირებული ტაქტიკოსი.

კოგნიტური კონსისტენტობა. 1940-ან და 1950-ან წლებში, კვლევების უდიდესი რაოდენობა მიეძღვნა


ატიტუდის ჩამოყალი-ბებას და შეცვლას. ამან წარმოშვა თეორიები, რომლებიც უშვე-ბენ, რომ ადამიანები
კოგნიტური კონსისტენტობისაკენ მიის-წრაფიან. რომ ადამიანები მოტივირებულნი არიან შეამცირონ
განსხვავებულ კოგნიციებს შორის განსვლა (დისონანსი), რად¬გან ასეთი განსვლა აუტანელია (ჰაიდერი,
აბელსონი, ფესტინ¬გერი). 1960 წლებში კონსისტენტობის თეორიებმა დაკარგა პოპულარობა, როცა დაგროვდა
მონაცემები რომ ადამიანები ფაქტიურად კოგნიტური ინკუსისტენტობისადმი ტოლერანტობას იჩენენ.

გულუბრყვილო მეცნიერი. 1960 წლებში გაჩნდა ე.წ. გულუბრ¬¬ყვილო მეცნიერის მოდელი, რომელიც
ადამიანს ახასიათებს, როგორც ისეთ არსებას რომელსაც მოთხოვნილება აქვს ქცევას და მოვლენებს მიაწეროს
მიზეზი. ასეთი მოდელი საფუძველს უმაგრებს ადამიანის ქცევის სოციალური ატრიბუცი-ის თეორიებს,
რომელიც 1970-იან წლებში დომინირებული ხდება სოციალურ ფსიქოლოგიაში. გულუბრყვილო მეცნიერის
მოდელი ხაზს უსვამს ადამიანის რაციონალურობას იმაში, რომ ისინი მეცნი¬¬ერულობის მსგავს მიზეზ-
შედეგობრივ ანალიზს აყალიბე¬ბენ. თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს ანალიზი გარკვეულ კომპრომისს წარმოადგენს -
კომპრომისი შეზღუდული ინფორმაციისა და მოტი¬ვაციური ფაქტორების მიმართ. ამდენად, ანალიზი და
დასკვნები არ აღმოჩნდა დაზღვეული შეცდომებისაგან.

კოგნიტური სიძუნწე და მოტივირებული ტაქტიკოსი. აღმოჩნ¬და, რომ ადამიანის ინფორმაციის მიღებისა


და გადამუშავების უნარი საკმაოდ შეზღუდულია, ამიტომ ადამიანი იღებს მთელ რიგ კოგნიტურ მოკლე
ჩართვებს, რომ ისინი კოგნიტურად ძუნწები არიან (Nისბეტტ ანდ ღოსს, 1980; თაყლორ, 1981). მონაცემები
მიუთითებენ, რომ სოციალურ აზროვნებასთან დაკავშირებული შეცდომები არის არა ინფორმაციის პროცესების
მიმდინარეობის იდეალურ ფორმებზე უარის თქმის შედეგი, არამედ ეს თვით სოციალური აზროვნებისთვისაა
დამახასიათებელი. კოგნიტური სიძუნწის პერსპექტივამ გამოიწვია მოტივაციის პირობებისადმი ხელახალი
დაინტერესება. სოციალურად მოაზროვნე დახასიათ¬და როგორც მოტივირებული ტაქტიკოსი.

ასეთია ის თეორიული ფონი, რომელზე დაყრდნობითაც სოცი¬-ალური ფსიქოლოგია ცდილობს იმის


ახსნას, თუ როგორ ხდება სოციალური სამყაროს გაგება, რომელიც სოციალური კოგნიციის სახელწოდებითაა
ცნობილი.

როგორ ვიგებთ სოციალურ სამყაროს

როგორ აფასებენ ადამიანები სხვებს? აღმოჩნდა, რომ ეს საკით¬ხი გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე ეს
გვეჩვენება. შეიძ-ლება ინდივიდს არ ვიცნობდეთ კარგად, მაგრამ გვქონდეს გარკვეული ინფორმაცია მის შესხებ.
ინფორმაცია შეიძლება საკმაოდ მრავალმხრივი იყოს, მაგრამ ჩვენ ვაყალიბებთ მის შესა-ხებ შთაბეჭდილებას,
რომელშიც შეიძლება შემჭიდროვე¬ბული იყოს განსხვავებული ინფორმაციები. როგორც აღნიშნა¬ვენ, ხდება
სხვების შესახებ ფაქტების ინტეგრაცია. ამასთან, ინდივიდების მიერ ამ ზოგადი შთაბეჭდილების ინტეგრაცია
ხდება განსხვავებული გზებით, უნიკალურად. სოციალური ფსიქო-ლოგიის ერთერთი პრობლემა სწორედ ამ
საკითხს ეხება - ეხება იმ გზებს, თუ როგორ იღებენ ინდივიდები სხვების შესახებ ინფორმაციას და როგორ
აფასებენ მას. ეს საკითხი წარმოადგენს სოციალური კოგნიციის ერთერთ სფეროს. სოცი¬ალური კოგნიცია
ინტენსიურადაა ჩართული სოციალური ატრი¬ბუციის კვლევებში, რომელიც მიზნად ისახავს ახსნას თუ როგორ
ახდენენ ადამიანები სოციალური ცხოვრების ინტერპრე¬ტაციას.

სოციალურმა კოგნიციამ გარკვეული მეთოდები და იდეები ისესხა კოგნიტური ფსიქოლოგიიდან და


იყენებს მათ სოცი¬ალური ფსიქოლოგიის პრობლემების მიმართ. ზოგადად, სოცი¬ალური კოგნიცია არის იმის
შესწავლა, თუ როგორ ახდენენ ადამიანები სოციალური სამყაროს შესახებ ინფორმაციის ინტერ¬¬¬პრე¬ტა¬ციას,
ანალიზს, გახსენებას და გამოყენებას.

სოციალური კოგნიციის ბაზისურ ფაქტს წარმოადგენს ინფორ¬¬მაციის სიჭარბე. ადამიანზე ყოველ


მოცემულ მომენტში უამრავი სტიმული მოქმედებს, ამის გამრავლება სიცოცხლის მანძილზე მოგვცემს
სტიმულების განუსაზღვრელ რაოდენობას, რომელიც მოქმედებს ადამიანზე. ადამიანის გონებას
საბედ¬ნიეროდ, ეფექტურად შეუძლია სოციალური ინფორმაციის ამ სიმრავლის დახარისხება და შემონახვა.
მაგრამ ამაში ეფექ¬ტურობა ნიშნავს, ის რომ ნაკლებად ლოგიკური და ზუსტია. მარტივად რომ ვთქვათ,
ადამიანის გონება იყენებს ე.წ. 3მოკლე ჩართვებს4, რათა მოუაროს ინფორმაციის ურიცხვ რაოდენობას.
სოციალური კოგნიციის დიდი ნაწილი სწორედ ამ მოკლე ჩართვების (უმოკლესი მანძილის) შესწავლაა.

მოკლე ჩართვების გამოყენება ისე გავრცელებული და ისე აუცილებელია, რომ მრავალი სოციალური
ფსიქოლოგის აზრით ადამიანის გონება ყოველთვის ცდილობს უადვილესი გზით (მოკლე ჩართვებით) გაიგოს
სოციალური ცხოვრების მოვლენები. ეს თვალსაზრისი ინდივიდის პორტრეტს ხატავს როგორც 3კოგნი-ტური
ძუნწი4 (Fისკე & თაყლორ, 1991), რაც ნიშნავს რომ როგორც წესი, ადამიანები ფიქრობენ რამდენადაც
შესაძლე¬ბელია ცოტას. აქვთ რა გარკვეული რწმენა ან იდეა, ადამიანები მიჰყვებიან მას და ცდილობენ ენერგია
შემოინახონ ორაზროვანი სიტუაციების გასააზრებლად.

მეორე ბაზისური ფაქტი სოციალური კოგნიციისა არის ის, რომ ადამიანები ხშირად არ აცნობიერებენ
საკუთარ მენტალურ პროცესებს. რომ ადამიანებს ჩვეულებრივ არ შეუძლიათ ანგარი¬ში ჩაგვაბარონ საკუთარი
ქცევის ნამდვილ მიზეზებზე და მაშინაც კი როცა იძლევიან თავიანთი ქცევის ახსნას, მათი ახსნა ხშირად არის
მცდარი (Nისბეტტ ანდ ჭილსონ, 1977). ერთერთ კვლევაში, რომელიც მიზნად ისახავდა ეჩვენებინა ადამიანის
უუნარობა მიეთითებინა თავისი ქცევის მიზეზებზე, შექმნეს სიტუაცია სადაც მყიდველს უნდა აერჩია ოთხი
საუკეთესო წინდიდან ერთერთი. გამყიდველი წინდებს აჩვენებდა მორიგეო¬ბით. ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდა,
რომ მყიდველებს ტენდენცია ჰქონდათ აერჩიათ ის წინდა, რომელსაც ბოლოს აჩვენებდნენ. ე.ი. 3მყიდველის4
არჩევანი დეტერმინირებული იყო უმთავრესად იმით, თუ რომელ წინდას ხედავდა ის ბოლოს. აღმოჩნდა, რომ
თვითონ მყიდველები ვერ აცნობიერებდნენ თუ რა იყო მათი არჩევანის მიზეზი. რადგან, როცა მათ სთხოვეს
ეთქვათ თუ რამ განსაზღვრა მათი არჩევანი, ისინი მიუთითებდნენ სხვადასხვა მიზეზებზე - ფერზე, ფაქტურაზე
და ა.შ. მაგრამ არცერთმა არ მიუთითა ნამდვილი მიზეზი - რომ არჩევა განსაზღვრა მიწოდე¬ბის რიგმა. მაშინაც
კი როცა ექსპერიმენტატორმა აუხსნა მათ, თუ რა იყო მათი არჩევანის ნამდვილი მიზეზი, როგორც წესი
მყიდველები უარყოფდნენ მას.

ადამიანები დიდ დროს ხარჯავენ ახსნაში, თუ როგორ იღე¬ბენ ისინი გადაწყვეტილებას ან იმის ახსნან თუ
რატომ იღებენ ამა თუ იმ გადაწყვეტილებას. თუ ნისბეტს და ვილსონს დავუჯე¬რებთ ასეთ ახსნაში ადამიანები
ხშირად ცდებიან.

მენტალური მოკლე ჩართვები სოციალურ კოგნიციაში

ადამიანებმა რათა შეამცირონ ინფორმაციული სიჭარბე და გაი-აზრონ სოციალური ცხოვრება იყენებენ


მენტალურ მოკლე ჩართვებს. ასეთ მოკლე ჩართვებს უწოდებენ აგრეთვე კოგნიტურ სტრატეგიებს. მისი
ფუნქციაა უზრუნველყოს სწრაფი და მარტი¬ვი გზა, რათა მოუაროს ჭარბ სოციალურ ინფორმაციას. მოკლე
ჩართვები უნდა იყვნენ გონივრულად ზუსტი. თუ კოგნიტურ სტრატეგიას მივყავართ ყოველთვის მცდარ
გადაწყვეტილებამდე ის უნდა შეიცვალოს. ფენომენებს, რომლებსაც სწავლობენ სოცი-ალური კოგნიციის
მკვლევარები უწოდებენ ევრისტიკას, და შეცდომებს ევრისტიკაში. ევრისტიკა არის გადაწყვეტილების მიღების
პრინციპების გამოყენება, დასკვნა გააკეთო სწრაფად და ადვილად. შეცდომა და გადახრა მიუთითებს იმაზე, რომ
ევრისტიკის გამოყენებას ხშირად ახლავს შეცდომები.

ძირითადი კოგნიტური სტრატეგიები


ევრისტიკული რეპრეზენტატულობა - ანუ შეფასება ან დასკვნა, რომელიც ემყარება ტიპიური შემთხვევისადმი
მსგავსე¬ბას. წარმოადგინოთ ჰიპოთეტური პიროვნება რომელსაც მიე¬წერება შემდეგი მახასიათებლები - არის
პატიოსანი, აქვს სიტყვე¬ბის კარგი მარაგი, ბევრს კითხულობს, არის მორცხვი, იცვამს კონსერვატულად.
არაფერია ნათქვამი მისი პროფესიის შესახებ. როგორ ფიქრობთ, შეგიძლიათ განსაზღვროთ არის ის მენეჯერი,
ბიბლიოთეკარი, რესტორანში მიმტანი, ადვოკატი თუ მოცეკვავე? სავარაუდოა, რომ შეგიძლიათ. ერთერთი
სწრაფი გზა გამოიცნო მისი პროფესია იქნება ამ პიროვნებაზე მიწე¬რილი თვისებები შეადაროთ ჩამოთვლილი
პროფესიებისათვის დამახასიათებელ ტიპიურ თვისებებს. ე.ი. შეგიძლიათ დასვათ საკითხი რამდენად
ემსგავსება მოცემული ინდივიდი ტიპიურ მენე¬¬ჯერს, ან ბიბლიოთეკარს, ან ადვოკატს და ა.შ. თუ გაყვებით ამ
გზას დაასკვნით, რომ ალბათ ის არის ბიბლიოთეკარი. დიდია ალბათობა იმისა, რომ დასკვნა სწორია. თუმცა
არც იმის ალბათობაა გამორიცხული რომ შევცდეთ. ასეა თუ ისე გარ-კვეული მენტალური სტრატეგიის
გამოყენებით გაკეთდა გარ¬კვეუ-ლი დასკვნა. გამოყენებულ იქნა ევრისტიკული რეპრეზენ¬ტაციის სტრატეგია.
ეს სტრატეგია საშუალებას გვაძლევს განვა¬ხორციე-ლოთ 3კარგი4 მიხვედრა რომელიც ემყარება ტიპიურ
ნიმუშ¬თან ან ზოგიერთ ტიპთან მსგავსებას.

როდესაც აფასებენ ან ასკვნიან ინდივიდების ან მოვლენის საალბათო ბუნების შესახებ, ადამიანებს


ტენდენცია აქვთ ივა-რაუდონ უფრო ევრისტიკული რეპრეზენტაციით, ვიდრე სხვა სახის ინფორმაციით.
შეფასების ალტერნატული გზა იქნება ვარა-უდი თუ რამდენად პოპულარულია არჩევის ობიექტი ზოგა¬დად
პოპულაციაში რაც არის ინდივიდის შეფასებითი დასკვნა ე.წ. ბაზისურ-შეფასებითი ინფორმაციის
საფუძ¬ველზე. ეს სტრატეგია ემყარება ცოდნას იმის შესახებ, თუ დასახელებული პროფესიებიდან რომელი
პროფესიის ადამიანები ჭარბობენ მოცემულ პოპულაციაში. მაგ. თუ ვიცით, რომ იმ პოპულაციაში რომელსაც
მიეკუთვნება ჩვენი შესაფასებელი ინდივიდი, გაცილებით მეტი იურისტები არიან, ვიდრე ბიბლიოთე¬კარე¬ბი
ან მენეჯერები და ა.შ. შეიძლება დავასკვნათ, რომ ის იურისტია. ამასთან არის გამოუვლევები, სადაც
დადას¬ტურ¬და, რომ ადამიანები უფრო იშვიათად იყენებენ ბაზისურ-შეფასებითი ინფორმაციის სტრატეგიას,
მითუმეტეს მაშინ თუ არსებობს ევრისტიკული რეპრეზენტაციის სტრატეგიის გამო¬ყენე¬ბის შესაძლებლობა.

ევრისტიკული ხელმისაწვდომობა. ეფექტური ემპირიული მეთო¬დი, ანუ სტრატეგია, რომელიც მოვლენის ან


საგნების ალბა-თობას აფასებს იმით, თუ რამდენად ადვილადაა ისინი ხელმისაწვდომი გონებისათვის.
გავარჩიოთ ასეთი მაგალითი. როგორ ფიქრობთ, რომელი სიტყვაა ქართულ ენაში უფრო ხშირი, სიტყვა
რომელიც ასო 3კ4-თი იწყება (ვთქვათ კატა), თუ სიტყვა რომელშიც ასო 3კ4 მესამეა (ვთქვათ საკმარისი).
სავარაუდოა, თქვენი პასუხი იქნება რომ უფრო ხშირია სიტყვა, რომელიც ასო 3კ4-თი იწყება. ასეთ პასუხს
განსაზღვრავს ის, რომ როცა პასუხზე ფიქრობთ ცნობიერებაში უფრო ადვილად ამოდის ის სიტყვები, რომლებიც
იწყება ასო 3კ4-თი. ძალიან გაგიჭირდება იმ სიტყვების გახსენება, რომელშიც ასო 3კ4 მესამეა. პასუხს კი
განსაზღვრავს ევრისტიკული ხელმისაწვდო¬მო¬ბა. პასუხი შეიძლება სწორიც იყოს და მცდარიც. ჩვენ არ ვიცით
ქართულ ენაში ფაქტიურად რომელი სიტყვაა უფრო ხშირი. მაგრამ როცა ტვერსკიმ და კანემანმა დაუსვა ეს
კითხვა ინგლისურენოვან სუბიექტებს პასუხი ერთმნიშვნელოვანი იყო. თუმცა აღმოჩნდა, რომ ინგლისურ ენაში
სიტყვა რომელშიც 3კ4 მესამე ასოა, სამჯერ მეტია ვიდრე სიტყვა, რომელიც 3კ4-თი იწყება. მიუხედავად ამისა
სუბიექტებს მცდარად ჰგონიათ საწინააღმდეგო.

სიტყვების სიხშირის შეფასება შეიძლება არ იყოს მნიშვნე-ლოვანი სოციალური ცხოვრებისათვის, მაგრამ


ევრისტიკულ ხელმისაწვდომობა ასევე განსაზღვრავს სოციალური ცხოვრე¬ბის მნიშვნელოვანი ასპექტების
შეფასებასაც და მისი გათვა¬ლის¬წი-ნება აუცილებელია. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რომ ის შეიძლება
შეცდომის წყარო გახდეს.

აღმოჩნდა, რომ ადვილად წარმოსადგენი (კოგნიტურად ხელმისაწვდომი) მოვლენები ხშირად


განსაზღვრავენ ჩვენს დანაშაულის გრძნობას, სინანულს ან რაიმე ფრუსტრაციებს. მაგ. ცხოვრების რომელიმე
სფეროში წარმატების ან წარუმატებლო¬ბის შემთხვევაში, უარესის ან უკეთესი ალტერ¬ნატივის
ხელმისაწვდომობამ შეიძლება გამოიწვიოს სინანულის ან ნუგეშის განცდა. ასე მაგ. 1992 წლის ოლიმპიადის
ბრინჯაოს და ვერცხლის ზოგიერთი მფლობელის ქცევამ (Mედვე & ოტჰერს, 1994) აჩვენა, რომ ისინი რომლებმაც
ბრინჯაოს მედალი მიიღეს (ე.ი. რომლებსაც შეეძლოთ ადვილად წარმოედგინათ უმედლე¬ბოთ დარჩენა)
გაცილებით მეტ სიხარულს გამოხატავდნენ თავიანთი წარმატებისათვის ვიდრე ისინი, რომლებმაც ვერცხ¬ლის
მედალი მიიღეს (მათ შეეძლოთ ადვილად წარმოედგინათ ოქროს მედლის მიღება).
ასეთ წარმოდგენას იმისა თუ რა შეიძლება მომხდარიყო, ადგილი აქვს მაშინ, როცა ჩვენ ადვილად
შეგვიძლია წარმო-ვიდგინოთ ალტერნატული შედეგები. ამასთან, რაც უფრო მნიშვნე¬ლოვანია მოვლენა, მით
უფრო ინტენსიურად ფიქრობს ინდივიდი იმაზე, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო.

ყალბი კონსენსუსის ეფექტი - ანუ გააზრება იმისა, რომ სხვები აზროვნებენ ისევე როგორც ჩვენ.
ევრისტიკული ხელმისაწვ¬დო¬მობის ერთერთ ნიმუშს წარმოადგენს ყალბი კონ¬სენ-სუსის ეფექტი, რომელიც
მიუთითებს ინდივიდის ტენდენ¬ციაზე გადააფასოს თუ რამდენი ადამიანი გააკეთებს იმავე შეფასებას და
არჩევას და ექნება იგივე ატიტუდები როგორც თვითონ (ღოსს, Gრეენ & Hოუს, 1977).

მაგ. აღმოჩნდა, რომ უმაღლესი სკოლის ბიჭები, რომლებიც ეწევიან სიგარეტს ფიქრობენ, რომ მათი ტოლი
ბიჭების 51 პროცენტი ეწევა სიგარეტს, მაგრამ არა მწეველები ფიქრობენ, რომ მათი ტოლი ბიჭების 38 პროცენტია
მწეველი. ან კიდევ, აღმოჩნდა, რომ კოლეჯის სტუდენტებს, რომლებიც ფიქრობენ სიკვდილზე, მიაჩნიათ რომ
სტუდენტების 66 პროცენტი ფიქრობს სიკვდილზე მაშინ როცა, სტუდენტები რომლებიც იშვიათად ფიქრობენ
სიკვდილზე ვარაუდობენ, რომ სტუდენტების მხოლოდ 32,7 პროცენტი ფიქრობს სიკვდილზე. ასევე,
სტუდენტებს ტენ¬დენ-ცია აქვთ გადააფასონ სხვა სტუდენტების პროცენტული რაოდენობა, რომლებიც
ეთანხმებიან მათ ნარკოტიკების და აბორტის, უნივერსიტეტის პოლიტიკის და ჰამბურგერების მი¬მართ
ატიტუდებში (Nისბეტტ & Kუნდა, 1985).

ამრიგად როგორც ვხედავთ ყალბი კონსენსუსის ეფექტი საკმაოდ ვრცელია მაგრამ ამავე დროს აღმოჩნდა,
რომ ის არ არის ძლიერი. ფაქტები მიუთითებენ, რომ საკუთარი აზრის მიმარ-თულე¬ბის ასეთი გადახრა, არ
არის ძლიერი.

სოციალურ ფსიქოლოგიაში არსებობს ყალბი კონსენსუსის ახსნის რამოდენიმე ცდა:

1. მოტივაციური ახსნა - ადამიანები მოტივირებულნი არიან სწამდეთ რომ სხვები ეთანხმებიან მას, რადგან ამით
მას ექნება იმის განცდა, რომ მათი აქტიობები და შეფასებები ნორმალური, ზუსტი და მისაღებია.

2. კონსენსუსის ახსნა პერცეპციული დარღვევით - რომელიც ემყარება ევრისტიკული ხელმისაწვდომობის


პრინციპს. კერძოდ, დაშვებულია, რომ შესაძლოა უფრო ადვილი იყოს შევამჩნიოთ და გავიხსენოთ ადამიანების
მაგალითები, რომლებიც გვეთანხ¬მებიან ვიდრე რომლებიც არ გვეთანხმებიან. მართლაც, აღმოჩნ¬და, რომ რა
ხარისხშიც სტუდენთა ჯგუფს აქვს მსგავსი ატი¬ტუდები და უპირატესობის მინიჭებები, თითოეული ინდივიდი
უფრო გახსნილია იმ ინდივიდის მიმართ, რომელიც მას ეთანხმე¬ბა. ამასთან მონაცემები მიუთითებენ, რომ თუ
სუბიექტებს ვთხოვთ განიხილონ საკუთარი მოსაზრების საწინააღმდეგო მოსაზ¬რება, ყალბი კონსენსუსის
ეფექტი მცირდება. სხვა სიტყვე¬ბით, ყალბი კონსენსუსის ეფექტს ადგილი აქვს იმიტომ, რომ შემთხვევები
რომლებიც გვეთანხმებიან უფრო ადვილად გვამახსოვრდე¬ბა. თუ საწინააღმდეგო თვალსაზრის გავხდით
უფრო ხელმისაწვდომს, ყალბი კონსენსუსის ეფექტი მცირდება ან ქრება.

ყალბი კონსენსუსის ეფექტი არ არის უნივერსალური. მარ-თალია ადამიანებს ხშირად სურთ რომ სხვები
ეთანხმებოდნენ მათ მოსაზრებებს, მაგრამ ხშირად პირიქით, მიისწრაფიან უნი-კალურობისაკენ. კემპბელმა
(ჩამპბელლ, 1986) აჩვენა ყალბი კონსენ-სუ¬სის საწინააღმდეგო ტენდენცია ინდივიდის უნარების შეფასებისას.
სუბიექტები თავიანთი უნარების შეფასებისას კონსენ¬სუსის საწინააღმდეგო ტენდენციას ამჟღავნებენ, რაც მიუ-
თითებს იმაზე, რომ ადამიანებს აქვთ ტენდენცია უნარებში უნიკალურები დარჩნენ. კემბელის აზრით მაღალი
თვითშეფასე-ბის ადამიანებს განსაკუთრებით აქვთ მიდრეკილება აჩვენონ კონსენსუსის შეფასების ამ ტიპის
სელფ-დაცვის ნიმუში - კერძოდ, 3ჩემი აზრი არის სწორი რადგან ყველა ფიქრობს ჩემს მსგავსად, ჩემი უნარები
განსაკუთრებულია, რადგან არავინაა ისე კარგი როგორც მე4.

სიცხადის ეფექტი - მაღალი სიცხადის (ცხადი) ინფორმაცია, რომელსაც ახასიათებს ემოციონალურობა,


კონკრეტულობა და უნარი შეეხოს პიროვნებას, იქნება უფრო შესამჩნევი და გამოყოფილი სხვა
ინფორმაციისაგან. შედეგად ვიღებთ იმას, რომ ის უფრო მყარად ჩაჯდება ჩვენს მეხსიერებაში და ექნება მეტი
სარგებლიანობა შემდგომისათვის (Fისკე & თაყლორ, 1991).

ფისკემ და ტეილორმა განიხილეს, მსოფლიოში მშიერი ბავშვე¬ბის გამოკვებისათვის ფონდის შექმნის


მიზნით, მიმართვის ორი ფორმა, რათა გამოიწვიათ ადამიანებში ქველმოქმედება. ერთი მიმართვა ემყარება
მხოლოდ სტატისტიკურ მონაცემებს, სადაც დეტალურადაა მოცემული ბავშვთა შიმშილით სიკვდილია¬ნო¬ბის
დონე, სტატისტიკური მონაცემები საკვების მარაგზე, ობლების რაოდენობაზე და ა.შ. მეორე ფორმა მიმართ¬ვისა
იძლევა არა სტატისტიკას, არამედ აჩვენებს ფირზე აღბეჭდილ პატარა ბავშვს თავისი თორმეტი და-ძმით,
რომლებიც ცხოვრობენ საშინელ პირობებეში მიწურში - ერთი სიტყვით თვალსაჩინოდაა წარმოდგენილი მათი
საშინელი ყოფა. როგორ ფიქრობთ, მიმართვის რომელი ფორმა გამოიწვევს ადამიანებში ქველმოქმედებას?
მიუხედავად იმისა, რომ პირველი ფორმა უფრო ინფორმაციულია და ზუსტად ასახავს მდომარეობას, საღი
აზრით, მეორე განცხადება უფრო ეფექტური იქნება. შესაძ¬ლებელია მისი სიცხადის გამო, ის უფრო
დამარწმუნებელია ვიდრე სტატისტიკა.

მიუხედავად ამისა, სიცხადის ეფექტის დადასტურება სისტე-მატურ კვლევებში საკმაოდ ძნელი აღმოჩნდა.
მონაცემები მიუ-თითე¬ბენ, რომ სიცხადის გავლენა, თუ ის ფაქტია, ჩანს რომ სუსტი, ფაქიზი და არასაიმედოა
(თაყლორ & თჰომპსონ, 1982).

დგება საკითხი, სიცხადეს რატომ არააქვს ის ეფექტი რასაც მოველით? ერთი შესაძლებელი ახსნა შემდეგია:
ცხადი ინფორ-მაცია შეიძლება მისაღები და მასტიმულირებელი იყოს, მაგრამ ეს არაფერს ამბობს არის თუ არა ის
ამავე დროს დამარწმუნე¬ბელიც. მასალამ შეიძლება მხოლოდ მსუბუქად აგვაღელვოს მისი გაცნობიერების
გარეშე. სიტუაციაში, სადაც ბომბარდირე¬ბული ვართ ინფორმაციის განსხვავებული წყაროებიდან, ჩვენი
ყურადღება შეიძლება მიპყრობილი იყოს იქითკენ, რომელიც უფრო ცხოველ ცნობას გვთავაზობს, მაგრამ ამან
შეიძლება სიცხადის ღირებულება შეამციროს. როცა ფოკუსირებული ვართ მოცემულ ცნობაზე, მისი
სიცხოველე-სიცხადის ნაკლებობა შეიძლება დარწმუნებაში წარმატების მიმართ ირელევანტური იყოს.
მართლაც, ზოგჯერ სიცხადე შეიძლება ინტერფერი¬რებული იქნას დარწმუნებასთან იმით, რომ ის ყურადღების
გახლეჩას იწვევს. ფისკე და ტეილორმა (Fისკე & თაყლორ, 1991) აღწერეს რამოდენიმე სატელევიზიო რეკლამის
ეფექტი, სადაც სიცხადისათვის გამოყენებული იყო სქესი და კომიკური ხატი. შედეგები აჩვენებდა, რომ
მაყურებლებს კარგად ახსოვდათ ცხოველი ხატი - შესანიშნავი ქალები, მაგრამ საკმაოდ სწრა¬ფად
ავიწყდებოდათ თუ რის რეკლამირებას ახდენდნენ ისინი.

ილუზორული კორელაცია. კლინიკურ ფსიქოლოგებს ხშირად უხდებათ გადაწყვეტილების მიღება


პაციენტი არის პარანოიდი, მანიაკალურ-დეპრესიული, ისტერიული თუ შიზოფრენიკი, რაც საკმაოდ რთულია,
რადგან არ არსებობს ამის დადგენის ზუსტი ტექნიკა. ერთერთი ტესტი რომელიც ხელმისაწვდომია მათთვის
არის ე.წ. დრაწ ა პერსონ (DAP) ტესტი (ინდივიდის დახატვის მეთოდი). პაციენტი ხატავს ადამიანის ფმგურას და
თერაპევტი ახდენს დახატული სახის ნაკვთების ინტერპრეტაციას. მაგ. ადამიანის სახის დახატვა დიდი
თვალებით ჩათვლილია როგორც პარანოიას ნიშანი. ჩეპმენებმა (ჩჰაპმან & ჩჰაპმან, 1982) ეჭვი შეიტანეს ამ
ტესტში. მათი აზრით, კლინიცისტი, რომელიც იყენებს ამ ტესტს უშვებს ილუზორული კორელაციის შეცდომას.

ილუზორული კორელაციის არსი მდგომარეობს შემდეგში: როცა მოველით გარკვეული ნიმუშის არსებობას,
მოლოდინი მიზეზობრივად განსაზღვრავს რწმენას, რომ ნამდვილად ვხე¬დავთ ამ ნიმუშს დასაბუთებულად.
ე.ი. ილუზორული კორე¬ლაცია გულისხმობს დაინახონ გარკვეული ურთიერთობა იქ, სადაც ეს ურთიერთობა
არ არის, რადგან მოლოდინი განსაზღვრავს იმ გზებს, რომლითაც ვიღებთ ინფორმაციას. კვლევებმა აჩვენა, რომ
პარანოიდ-შიზოფრენიკი პაციენტების მიერ დახატული ადამიანის ფიგურა და განსაკუთრებით თვალე¬ბი არ
განსხვავდებობა ნორმალური სტუდენტების მიერ დახატუ¬ლი ფიგურისა და თვალებისაგან.

ჩეპმენებმა ჩაატარე ექსპერიმენტი, სადაც ნაცადია იმ ფაქტის დაჭერა, რომ მოლოდინი განსაზღვრავს
შესატყვისი ნიმუშის აღქმასაც. ექსპერიმენტში როგორც ტესტი გამოყენებული იყო დახატული ადამიანის
ფიგურა, სადაც გამოხატული განსხვა-ვებული დეტალები (მაგ. დიდი თვალები, გულმოდგენით დახა¬ტუ-ლი
გენეტალიები და ა.შ.) გაწყვილებული იყვნენ ავადმყოფობის განსხვავებულ სიმპტომებთან. გაწყვილება ნახატის
ავადმყოფო-ბის სიმპტოითან მოხდა სრული შემთხვევითობის პრინციპით. ასე მაგ. 3ეჭვიანობა4 არ იყო უფრო
მოსალოდნელი, ვიდრე სხვა სიმპტომი, გაწყვილებული დახატულ დიდ თვალებთან. მიუ-ხედავად ამისა,
სუბიექტები ასკვნიდნენ, რომ ეჭვიანობა გაწყვი-ლებული იყო დიდ თვალებთან. ე.ი. მოლოდინებმა მიიყვანა
ისინი 3დაენახათ4 კავშირი იქ, სადაც ფაქტიურად ეს კავშირი არ იყო. მერე, ნახატების გაწყვილება
სიმპტომებთან მოახდინეს ისე, რომ ეჭვიანობა ნაკლები ალბათობით იყო გაწყვილებული დიდ თვალებთან
ვიდრე სხვა სიმპტომები, მაგრამ სუბიექტები მაინც აფიქსირებდნენ, რომ დიდ თვალებს და ეჭვიანობას უფრო
ხშირად ხედავდნენ ერთად. ერთი სიტყვით, ილუზორული კორელაციის დარღვევა აღმოჩნდა, რომ ძნელია.

ერთი მიზეზი თუ რატომ ვერ უწევენ ადამიანები წინააღმდე-გო¬ბას ილუზორულ კორელაციას არის ე.წ.
დამადასტურებელი შეცდომის ტენდენცია. მიუთითებენ, რომ ადამიანებს ტენდენცია აქვთ ეძებონ, შეამჩნიონ
და გაიხსენონ ის, რაც მხარს უჭერს მათ რწმენებს.
საფუძვლის მომზადება (Pრიმინგ) - განიხილება როგორც ერთერთი ევრისტიკული სტრატეგია, რათა
მოუაროთ ჭარბ ინფორმაციას და ეფექტური გავხადოთ სოციალური სამყაროს გაგება. ეს სტრატეგია ემყარება იმ
ფაქტს, რომ იდეები და კატეგორიები რომელიც გააჩნია ინდივიდს, წარმოადგენენ იმ საფუძვლებს, რომლებიც
მიზეზობრივად განსაზღვრავენ მათ გამოყენებას მომდევნო მოვლენებისა და ინფორმაციების
ინტერპრე¬ტაციისათვის. ამდენად საფუძვლის მომზადების სტრა¬ტე-გია ნიშნავს გარკვეული იდეების და
კატეგორიების დანერგ¬ვას ინდივიდის გონებაში.

საფუძვლის მომზადება სოციალურ ფსიქოლოგიაში პირვე¬ლად გამოიყენეს Hიგგინს, ღჰოლეს & ჟონეს-მა
(1977). მათ ექსპერიმენ¬ტულად სუბიექტის გონებაში “ჩანერგეს” გარკვეული თვისებები (პიროვნული
მახასიათებლები) იმით, რომ დაავალეს მათ გარ-კვეული კოგნიტური ამოცანის შესრულება, რომელიც
მოი¬თხოვ¬და გარკვეული პიროვნული თვისებების (როგორიცაა თავ-გადასავლების მოყვარული, განუსჯელი,
დამოუკიდებელი) აქტი¬უ-რად გახსენებას. ამის შემდეგ მოგვიანებით, იგივე სუბიექტები მონაწილეობას
იღებდნენ ექსპერიმენტში, რომელიც დამოუკი-დებელი იყო წინა ექსპერიმენტისაგან. კერძოდ, სუბიექტებს
სთხოვდ¬ნენ ჩამოეყალიბებინათ შთაბეჭდილება წარმოსახულ ინდი¬ვიდზე, რომელსაც ერქვა დონალდი.
დანალდის აღწერაში მითითებული იყო, რომ ის მთამსვლელია, ავიდა მწვერვალზე, რომ გადაკვეთა
ანტლანტიკა იალქნიანი ნავით. აღმოჩნდა, რომ სუბიექტების შთაბეჭდილება დონალდის შესახებ ჩამოყალი-
ბებული იყო იმ პიროვნული თვისებებით, რომელიც მათ ახსოვ-დათ წინა ექსპერიმენტის კოგნიტური
დავალებიდან. ჩათვლილი იქნა, რომ კოგნიტური დავალების შესრულებით მოხდა საფუძ-ვლების მომზადება
რომელმაც მიზეზობრივად განსაზღვრა შემდგომ¬ში დონალდის შესახებ მიღებული ინფორმაციის
ინტერპრე¬ტაცია. აღმოჩნდა, რომ იმ სუბიექტების ზოგადი შთაბეჭდილება დონალდის შესახებ, რომლებსაც
კოგნიტური დავალების შესრულებისას უხდებოდათ დადებითი თვისებებით ოპერირება (თავგადასავლების
მოყვარული), იყო აშკარად კეთილგანწყობითი. მაგრამ ისინი, რომლებსაც კოგნიტური დავალების
შესრულებისას ისეთი თვისებებით ოპერირებენ როგორიცაა 3განუსჯელი4, დონალდის შესახებ აყალიბებდნენ
არაკეთილგანწყობით შთაბეჭდილებას. ამრიგად, ერთიდაიგივე ინფორმაციას დონალდის შესახებ მივყავართ
განსხვავებული შთაბეჭდილების ჩამოყალიბებამდე იმისდა მიხედვით თუ რით იყო აქტივიზირებული გონება
მანამდე.

ამასთან, მონაცემები მიუთითებენ, რომ საფუძვლის მომზადე-ბის უშუალო ეფექტი თანდათანობით ქრება.
რომ საფუძვლის მომზადების ეფექტი უფრო ძლიერია იმავე დღეს ვიდრე მეორე დღეს და ა.შ.

საფუძვლების მომზადების არაპირდაპირი ეფექტები შეიძლება მრავალნაირი იყოს. ამიტომ მას სოციალურ
ურთი¬ერთო¬ბაში უდაო პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. მან შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს
სხვა ინდივიდების შესახებ პირველი შთაბეჭდილების ჩამოყალიბებაზე და ა.შ.

თეორიის სიმტკიცე - როგორც ვნახეთ, იდეები რომელიც ჩანერგილია გონებაში გავლენას ახდენს შემდგომ
აზროვნებაზე. რა მოხდება, თუ ადამიანის გონებაში ჩანერგილია მცდარი იდეა და შემდეგ იგებს რომ ის იყო
მცდარი? – აღმოჩნ¬და, რომ იდეები საკმაო სიმტკიცეს იჩენენ, ეწინააღმდეგებიან შეცვლას. ადამიანები
ეჭიდებიან თავიანთ დასკვნებს, მაშინაც კი როცა მონაცემები ეწინააღმდეგებიან მათ. მცდარი რწმენის
სიმ¬ტკიცე შესწავლილი იყნა მრავალი მკვლევარის მიერ (ღოსს, Lეეპერ & Hუბბარდ, 1975; Aნდერსონ & შეცჰლერ,
1986), რომელიც თეორიის შეუპოვრობის სახელწოდებითაა ცნობილი.

თეორიის შეუპოვრობა (სიმტკიცე) კარგადაა ნაჩვენები ანდერ¬-სონ, ლეპერი და როსოს ცნობილ


ექსპერიმენტებში (Aნდერსონ, Lეეპერ & ღოსს, 1980). ისინი სუბიექტების ერთ ჯგუფს წასაკითხად აძლევენ
მოთხრობას, რომელსაც სუბიექტები მიჰყავს იმ აზრამდე, რომ ადამიანები რომლებსაც მიდრეკილება აქვთ
რისკისაკენ (მოსწონთ რისკის გაწევა) კარგი მეხანძრეები ხდებიან. სუბიექტების მეორე ჯგუფი კი კითხულობს
მოთხრო¬ბას, რომელიც სუბიექტებს არწმუნებს, რომ კარგი მეხანძრეები გამოდიან ბუნებით ფრთხილი
ადამიანები. შემდეგ სუბიექტებს უნდა ემსჯელათ მიზეზებზე თუ ეფექტური მეხანძრის უნარები რატომაა
ასოცირებული რისკიანობის ან სიფრთხილის პიროვ-ნულ თვისებებთან. ამის შემდეგ, მკვლევარებმა აუხსნეს
სუბიექ-ტებს, რომ მოთხრობა რამელიც მათ წაიკითხეს იყო მოგონილი, სპეციალურად ამ ექსპერიმენტისათვის,
რომ ის არ შეესაბამებო¬და სინამდვილეს და ა.შ. შედეგები აჩვენებდა, რომ სუბიექტები აგრძელებდნენ რწმენას
იმაზე, თუ რა განსაზღვრავს კარგ მეხანძრეობას (რისკიანობა ან სიფრთხილე - ექსპერიმენტული პირობის
მიხედვით), მაშინაც კი როცა მათი თეორიის საფუძ¬ველი დარღვეულია. ჩათვლილია, რომ ეს არის კოგნიტური
სიძუნწე მოქმედებაში - თუ ინდივიდს აქვს იდეა, ის ძნელად თმობს მას.
თეორიის შეუპოვრობის ერთერთ მიზეზს წარმოადგენს ადვი-ლი ხელმისაწვდომობა. მიზეზების
გარკვეული ნიმუშების გააზრება, მაგ. რისკიანობა როგორც მიზეზი კარგი მეხანძრისა, ქმნის პირობებს ეს
მიზეზი ადვილი ხელმისაწვდომი იყოს მეხსიერებისათვის. ამიტომ მაშინაც კი, როცა თქვენ იგებთ რომ
მოცემული ახსნა არ არის ჭეშმარიტი ეს ნიმუში ახსნისა აგრძელებს მეხსიერებაში არსებობას და მომავალში
ხელახლა ადვილად ამოტივტივდება.

განსხვავებული ახსნა თეორიის შეუპოვრობისა არის ის, რომ ადამიანებს რაკი აქვთ თეორია ისინი უფრო
მიმღებნი ხდებიან იმ ინფორმაციისა რომელიც მხარს უჭერს მათ. ეს კი საფუძ¬ველს აძლევს მათ იფიქრონ, რომ
მათი თეორია ზოგადად სწორია. შესაძლებელია, რომ თეორიის შეუპოვრობაზე გავლე¬ნას ახდენს აგრეთვე ე.წ.
დამადასტურებელი გადახრა (რომელ¬სიც აღვწერთ 3ილუზორული კორელაციის4 განხილვისას.

ამრიგად ვღებულობთ 3მოჯადოებული წრის4 მსგავს ფენო-მენს: გარკვეული ინფორმაცია აყალიბებს


გარკვეულ რწმენას, რაც მიზეზობრივად განსაზღვრავს იმას, რომ ადამიანი სხვა მონაცემებს ხედავს
დარღვეულად (დამახინჯებულად), რაც აძლიერებს საწყის რწმენას, ამის შემდეგ საწყისი მონაცემების
დისკრედიტაციის შემთხვევაში, ინდივიდი მაინც ფიქრობს, რომ არსებობენ საწყისი რწმენის სხვა
მხარდამჭერები. დასკვნა შეიძლება უფრო დიდხანს გაგრძელდეს ვიდრე ის მონაცემები, რომელსაც ემყარება
დასკვნა (ღობერტ A. Bარონ, Dონ Bყრნ, 2000).

რეგრესიის შეცდომა. არსებობს საშუალოსაკენ რეგრესიის ბაზისური სტატისტიკური პრინციპი, რაც


გულისხმობს იმას, რომ უკიდურეს მაჩვენებლებს (მაღალი ან დაბალი) ტენდენცია აქვთ შემდეგისათვის გაჰყვნენ
საშუალო მაჩვენებლებს. ასე მაგ. ვთქვათ გამოცდაზე მიიღეთ უკეთესი ქულა ვიდრე ჩვეულებრივ იღებთ ხოლმე.
როგორი იქნება თქვენი მოლოდინი იმაზე, თუ როგორ ჩააბარებთ მომდევნო გამოცდებს? ფაქტია, რომ თქვენ ვერ
გაიმეორებთ მაღალ ქულას. ამის მიზეზია ის, რომ გამოც¬დის ჩაბარება ნაწილობრივ იღბალზეცაა
დამოკიდებული. როცა ქულა უკეთესია ვიდრე თქვენ იცით მასალა ე.ი. თქვენ ბედმა გაგიღიმათ და შეგხვდათ
მასალა რაშიც გამოამჟღავნეთ კარგი ცოდნა. მაგრამ იღბალი არ არის მუდმივი თანამგზავრი და თქვენ იცით, რომ
შეიძლება იღბლის იმედი არ გქონდეთ. ამავე ნიშნით, თუ გამოცდაზე მიღებული ქულა გაცილებით დაბალია
ვიდრე თქვენი შესახლებლობებია - ცხადია უკეთეს ნიშნებს მიიღებთ სხვა დროს.

ადამიანებს აქვთ ტენდენცია არ გააცნობიერონ საშუალოსკენ რეგრესიის პრინციპი და საშუალოსკენ


რეგრესიის ნიმუშს გამოუძებნონ განსხვავებული ახსნა - ამ ფენომენს უწოდებენ რეგრესიის შეცდომას.
რეგრესიის შეცდომის ტენდენციას ხში¬რად არასწორ დასკვნამდე და ქცევამდე მივყავართ. მაგალითად,
განვიხილოთ მშობლის და შვილის ურთიერთობის ერთი ასპექ¬ტი. დედა აჯილდოვებს თავის შვილს თუნდაც
ოდნავი კარგი საქციელისთვის და სჯის, როცა მისი ქცევა არის ძალიან ცუდი. უმრავლესობა მშობლებისა ასე
იქცევა. საშუალოსაკენ რეგრესიის სტატისტიკური პრინციპი წინასწარმეტყველებს რომ მას შემდეგ რაც ბავშვი
იყო ძალიან კარგი, ბავშვს არ აქვს ტენდენცია ასევე კარგი იყოს სხვა დროს. ასევე, მას შემდეგ რაც ბავშვი იყო
ძალიან ცუდი, მას არ აქვს ტენდენცია ყოველთვის იყოს ცუდი. დედას კი ექნება ტენდენცია, იფიქროს რომ მისი
რეაქცია (დასჯა ან წახალისება) ცვლის ბავშვის ქცევას. დასჯა მოქმედებს ისე, რომ ბავშვის ქცევა უკეთესი ხდება,
ხოლო წახალისებისას, ბავშვის ქცევა უკეთესი არ ხდება. შედეგი შეიძლება იყოს ის, რომ დასჯა მოქმედებს
უკეთესად ვიდრე ჯილდო. ამ რეგრესიის შეცდომის შედეგი სავალალო იქნება ბავშვისათვის. მშობელი უფრო
სისტემატუ¬რად დაიწყებს დასჯას, როგორც აღზრდის მეთოდის გამოყენე¬ბას.

პრიმიტიული აზროვნება. აქამდე ჩვენ ვიხილავდით საკითხს თუ როგორ ითვისებს და იყენებს


თანამედროვე ადამიანი მენტალურ სტრატეგიებს, რათა მოუაროს ინფორმაციულ სიჭარ-ბეს. მაგრამ არსებობს
სტრატეგიები (მოკლე ჩართვები), რომლე-ბიც არც თუ ისე თანამედროვეა. კვლევები მიუთითებენ, რომ
თანამედროვე ადამიანის გონებაში ჯერ კიდევ მოქმედებენ პრიმიტიული აზროვნებისთვის დამახასიათებელი
სტრატეგიები.

როზინმა და მისმა კოლეგებმა (ღოზინ, Mილლმან & Nემეროფფ, 1986) მიმოიხილეს პრიმიტიული
საზოგადოების აზროვნების თავი-სებურებები და გააანალიზეს ორი პრინციპი - ინფექციის და მსგავსების
პრინციპი. ინფექციის პრინციპი ვარაუდობს, რომ მოვლენებს რომლებიც ერთხელ იყვნენ დაკავშირებულნი
არსის რაღაც მისტერიული ტრანსფერით, ერთმანეთთან აქვთ პერმანენ-ტული კავშირი. მაგ. პრიმიტივმა
შეიძლება იფიქროს, რომ თმა წარმოადგენს ინდივიდის არსის ნაწილს, ამდენად თმის შეჭრა ვნების მიყენებაა, ის
ავნებს თვით ინდივიდს. მსგავსების პრინციპი კი გულისხმობს, რომ საგნები რომლებიც ემსგავსებიან
ერთმანეთს რაღაცნაირად დაკავშირებულნი არიან ერთმანეთთან. მაგალითად, ვინმეს სურათის დაწვა ან დახევა
მათი აზრით ზიანს მიაყენებს თვით ინდივიდს.
როზინი და მისი კოლეგები (ღოზინ & ოტჰერს, 1986) ატარებენ ექსპერიმენტების სერიებს სადაც აჩვენებენ,
რომ ასეთი პრიმი-ტიული აზროვნების კვალი შემორჩენილია თანამედროვე ადამია-ნის აზროვნებაში. მაგ. მათ
კვლევაში სუბიექტებს აძლევენ ჭიქით ვაშლის წვენს დასალევად. ამის შემდეგ სუბიექტების თვალწინ ჭიქაში
აგდებენ სტერილიზებულ მკვდარ ტარაკანას. მერე იღებენ მას სტერილიზებული კოვზით, ისე რომ ვაშლის
წვენი დარჩა ზუსტად იმავე ფიზიკურ კონდიციაში, როგორც ადრე და სთხოვეს სუბიექტებს დაელიათ. მაგრამ
სუბიექტებმა უკვე აღარ მოისურვეს მისი დალევა.

ასევე იქნა ნაჩვენები ექსპერიმენტულად 3მაგიური4 მსგავსე¬ბის პრინციპის მოქმედება. სუბიექტები არ


გამოხატავდნენ სურვილს ეჭამათ შოკოლადი თუ ფორმით ის ემსგავსებოდა მათთვის არასასიამოვნო რამეებს. ან
კიდევ, ნიშანში სროლის სიტუაციაში, როცა სამიზნედ გამოიყენეს სუბიექტისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა,
აღმოჩნდა რომ სუბიექტებმა ვერ შეძ¬ლეს ზუსტი ტყორცნა. ამრიგად, როზენის და მისი კოლეგების კვლევები
გვარწმუნებენ, რომ პრიმიტიული აზროვნების ნიმუ¬შები ჯერ კიდევ ახასიათებს, ამა თუ იმ ფორმით,
თანამედროვე ადამიანის აზროვნებას.

აფექტი და კოგნიცია

აქამდე, არსებითად ვიხილავდით სოციალურ აზროვნებას, მაგრამ სოციალურ კოგნიციაში გარკვეულ როლს
თამაშობს გრძნობებიც. ემოციონალური მდგომარეობა მოქმედებს ჩვენს შეფასებაზე და მეხსიერების
პროცესებზე. ცნობილია ბერონის (Bარონ, 1987) კვლევა გუნება-განწყობის გავლენაზე ინტერვიუერის (როცა
ინტერვიუს მიზანი იყო ინდივიდის შერჩევა გარკვეული სამუშაოსათვის) მიერ კანდიდატის შეფასებაზე.
აღმოჩნდა, რომ როცა ინტერვიუერი კარგ გუნება-განწყობაზეა ის კანდიდატის უფრო კეთილსასურველ
შეფასებას იძლევა. ეს განსხვავება ნაწი-ლობრივ აიხსნა გუნებ-განწყობის მეხსიერებაზე ზეგავლე¬ნით. კერძოდ,
მიუხედავად იმისა, რომ ყველა ინტერვიუში ერთი და იგივე ინფორმაცია იყო მიწოდებული კარგი გუნებ-
განწყობის სუბიექტები უფრო ამჟავნებდნენ კანდიდატის სისუსტეების და ნაკლოვანებების დავიწყების
ტენდენციას, ხოლო ცუდი გუნების სუბიექტებს ავიწყდებოდათ კანდიდატის კარგი მხარეები.

ემოციის საინტერესო თეორია შემოგვთავაზეს შეხტერმა და ზინგერმა (შცჰაცჰტერ, 1964). ამ თეორიის


თანახმად, ემოციას აქვს ორი კომპონენტი: ჩვეულებრივი აღძვრა და კოგნიტური იარლიყი. ჩვეულებრივი
აღძვრითი კომპონენტი თითქმის ერთიდაიგივეა ყველა ემოციისათვის. გულისცემა, სახის სითბო და
გაწითლება, ცრემლები დამახასიათებელია გაბრაზებისათვის, დისტრესისათ¬ვის, სიხარულისთვის.
კოგნიტური იარლიყი მომდინარეობს სიტუ¬აციის ინტერპრეტაციიდან. თუ უყურებთ საშინელებათა ფილმს
თქვენი სხეულებრივი აღძვრის ინტერპრეტაციას ახდენთ როგორც შიშისა, მაგრამ თუ ის ის არის მოიგეთ
ლატარიაში მნიშვნელოვანი რამ, თქვენი ფიზიკური ნიშნების ინტერპრეტა¬ციას მოახდენთ როგორც
სიხარულისა. სხეულებრივი აღძვრა მიუთითებს იმაზე, არის თუ არა უმოცია (და თუ არის რა სიძლიერისაა).
კოგნიტური კომპონენტი გადაწყვეტს განსხვა¬ვებული შესაძლებელი ემოციიდან რომელს აქვს ადგილი.

ერთი შესაძლებელი ნაგულისხმევი აზრი შეხტერის თეორი¬ისა არის ის, რომ იარლიყის შეცვლით
შესაძლებელია ემოციის შეცვლა. მაგრამ იარლიყის შეცვლის კვლევებმა არ მოგვცა ერთმნიშვნელოვანი
შედეგები. თუმცა შედეგების ანალიზი აჩვე-ნებ¬და, რომ იარლიყის შეცვლა კარგად მუშაობს, როცა საქმე გვაქვს
მსგავს ემოციებთან და იმ ინდივიდებთან, რომლებიც არ არიან გარკვეულნი თუ რას გრძნობენ. იარლიყის
შეცვლა ეფექტს არ იძლევა ძალიან განსხვავებული ან არაორაზროვანი ემოციების მიმართ. მაგ. როცა ვინმე
შეურაცხყოფას გვაყენებს გაბრაზების იარლიყის სიხარულით შეცვლით ვერავითარ ეფექტს ვერ მივიღებთ.

სოციალური ფსიქოლოგიის თანამედროვე პრობლემა ეხება იმის გარკვევას არის თუ არა კოგნიცია ემოციის
აუცილებელი ნაწილი. ზაიონკის აზრით (ძაჯონც, 1984), როცა ადამიანები აყა-ლიბებენ ემოციონალური
უპირატესობის მინიჭებას მათ არ შეუძლიათ მისი ახსნა და შესაძლოა ძლივს თუ აცნობიერებენ მას. ზაიონკი
ასკვნის რომ ზოგიერთი ემოცია ხორციელდება კოგნიტური პროცესების გარეშე. ლაზარუსი (Lაზაცუს, 1984) არ
ეთანხმება ზაიონკს, და ამტკიცებს, რომ ემოციაში ყოველთის ჩართულია ინტერპრეტაციის გარკვეული დონე.
ბარონის აზრით (Bარონ, 1987) ეს დავა შესაძლებელია მომდინარეობდეს 3ემოციის4 განსხვავებული
მნიშვნელობიდან. მისი აზრით ზაიონკი ემოციის შესახებ ფიქრობს ძალიან ფართედ, როგორც გუნებ-განწყობის
რაღაც მონათესავე მდგომარეობაზე. ლაზარუსი იღებს ემოციის უფრო შეზღუდულ თვალსაზრისს და ამბობს,
რომ უპირატესო¬ბის მინიჭება არ არის იგივე რაც ემოციის ქონა. ორივე მხარე შეთანხმებულია ერთ რამეში, რომ
ემოციას შეუძლია გავლენა მოახდინოს კოგნიციაზე.

გრძნობების სოციალურ კოგნიციაზე გავლენისადმი მიძღვნი-ლი გამოკვლევების კარგი ანალიზი მოგვცა


ისენმა (ჟსენ, 1984). აღმოჩნდა რომ კარგ გრძნობებს მეტი გავლენა აქვთ კოგნი¬ციაზე და ეს გავლენა უფრო
კონსისტენტური და საიმედოა ვიდ¬რე ცუდი გრძნობების გავლენა. ადამიანები, რომლებიც გრძნო¬ბენ კარგად,
აღმოჩნდა, რომ უფრო კარგ შემთხვევებს იხსენებენ როგორც თავისთავის ისე სხვების შესახებ. მათ ტენდენცია
აქვთ მოვლენები შეაფასონ პოზიტიურად ან უპირატესობა მინი¬ჭების ელფერით ვიდრე უარყოფითი გრძნობის
მქონე ადამია¬ნებს. ისინი უფრო ოპტიმისტურები არიან მომავლის მიმართ. მათ აქვთ ტენდენცია მოგვცენ
არაჩვეულებრივი სიტყვათა ასოცია¬ციები, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ კარგი გუნება ეხმარება ადამიანებს
იფიქრონ და იმუშაონ შემოქმედებითად. მათ აქვთ ტენდენცია გამოიყენონ სწრაფი, ეფექტური, მარტივი და
ინტუიტიური მიდგომა პრბლემის გადაწყვეტისადმი.

ცუდ გრძნობას (ნეგატიურ აფექტს) აქვს რთული ეფექტი (ჟსენ, 1984). ერთი მიზეზი არის ის, რომ ცუდი
გრძნობა აღძრავს კომფლიქტურ ტენდენციებს. ცუდმა გრძნობამ შეიძლება გან-საზღვ¬როს რომ ადამიანებმა
დაინახონ ყველაფრის ცუდი მხარე. მაგრამ ამავე დროს ზოგჯერ ადამიანები აქტიურად ცდილობენ დაძლიონ
თავიანთი ნეგატიური გრძნობები მოვლენების კარგ მხარეზე სათანადოდ ფოკუსირებით. ამასთან,
განსხვავებულ ცუდ გრძნობებს აქვთ განსხვავებული ეფექტი. გაბრაზება და მწუხარება, ორივე ცუდი გრძნობაა,
მაგრამ აღმოჩნდა, რომ მათ აქვთ კონკრეტული გავლენა იმაზე, თუ რა სახის მასალა იქნება დავიწყებული.
ამდენად, მიუთითებენ, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასარკვევი იმაზე, თუ გრძნობები როგორ ახდენენ
გავლენას კოგნიციაზე. აღმოჩნდა, რომ როცა გვინდა ადამიანის გაგება ემოციები უფრო ინფორმაციულია ვიდრე
ქცევა. ერთერთ კვლევაში (Aნდერსენ, 1984) სუბიექტები უსმენდნენ ფირზე ჩაწერილ ინტერვიუს, სადაც
მოპასუხე აღწერდა ან თავის წარსულ აქტიობებს, ან თავის წარსულ აზრებს და გრძნობებს, ან ორივეს.
მოსმენილის საფუძველზე სუბიექტებს უნდა ჩამოეყალი¬¬ბები¬ნათ თავიანთი შთაბეჭდილება მოპასუხის
პიროვ¬ნებაზე. აღმოჩნდა, რომ სუბიექტები აყალიბებდნენ უფრო ზუსტ შთაბეჭდილებებს, როცა მოპასუხე
მსჯელობდა თავის აზრებზე და გრძნობებზე.

სქემები: სოციალური ინფორმაციის ორგანიზაცია და გამოყენება

ადამიანები მრავალ სოციალურ სიტუაციას საკმაოდ სწრა¬ფად იგებენ და ახერხებენ ადექვატური ქცევის
განხორციელე¬ბას. ეს შესაძლებელი ხდება იმიტომ, რომ ადამიანებს ამის გამოცდილება აქვთ. ადამიანები
ყოფილან მრავალ განსხვავე¬ბულ სოციალურ სიტუაციაში და გამოცდილების საფუძველზე მათ უყალიბდებათ
გარკვეული მენტალური ათვლის სიტემა, რაც განსაზღვრავს სოციალური სამყაროს გაგებას. ასეთ მენტალურ
ათვლის სისტემას უწოდებენ სქემებს. სქემა წარმოადგენს რაიმეს (საგნის, მოვლენის, საკუთარი თავის, სხვისი
და სხვა) შესახებ ინდივიდის რწმენების და გრძნობების ორგანიზებულ სისტემას.

ამრიგად, ადამიანის გონება სამყაროს შესახებ იზოლირე¬ბული ფაქტების ნარევს კი არ წარმოადგენს,


არამედ გონება ახდენს მისი შინაარსების ორგანიზაციას. რაკი ჩამოყალიბ¬დებიან, სქემები ძლიერ გავლენას
ახდენენ სოციალური კოგ¬ნიციის განსხვავებულ ასპექტებზე და ამდენად ადამიანის სოცი¬ალურ ქცევაზეც.

არჩევენ სქემების განსხვავებულ სახეებს, მათ შორის განსაკუთრებით გამოყოფენ სელფ-სქემებს, პერსონ-
სქემებს, როლ-სქემებს და მულენა-სქემებს.

სელფ-სქემები. ფსიქოლოგები, და არა მარტო ფსიქოლოგები, ბევრს მუშაობენ საკითხზე თუ რას


წარმოადგენს სელფი. სოცი-ალური კოგნიცია ამაზე იძლევა საკუთარ მიდგომას. სოცი¬ალური კოგნიციის
პოზიციებიდან სელფი წარმოადგენს სქემას, რომელიც გვეხმარება მოვახდინოთ გარკვეული მოვლენების
ინტერპრეტაცია და გავიგოთ მათი ნაგულისხმევი აზრი.

სელფ-სქემა რეაგირებს ადამიანის ნებისმიერ წარმტება თუ წარუმატებლობაზე და ახდენს მის


ინტერპრეტაციას. ვთქვათ სტუდენტი იღებს მაღალ ნიშანს გამოცდაზე. სელფ-სქემა იწყებს იმის
ინტერპრეტაციას თუ რას ნიშნავს მიღებული ნიშანი სტუდენტის ცოდნის შესახებ? საერთოდ მისი ინტელექტს
შესა-ხებ? როგორ იმოქმედებს ეს ნიშანი მის შანსზე მიიღოს გარკვეული სახის სამუშაო სწავლის დამთავრების
შემდეგ? როგორ იმოქმედებს ის იმაზე, თუ რას ფიქრობენ მასზე მისი მეგობრები ან ოჯახის წევრები?
ბოლოსდაბოლოს შეცვლის ეს წარმატება იმას თუ რას ფიქრობს ის თავის თავზე?

სელფ-სქემების მნიშვნელობა ინფორმაციის მიღება გადა¬მუშა-ვების პროცესში კარგადაა წარმოდგენილი


ღოგერს, Kუიპერ და Kირკერ- ის (1977) კვლევაში. კვლევაში სუბიექტი ზის კომპიუტე¬რის ეკრანის წინ. ეკრანზე
ჯერ გამოჩნდება სიტყვები. შემდეგ ეკრანზე ჩნდება კითხვები, რომელიც ეხება იმ სიტყვას, რომე¬ლიც
რამოდენიმე წამის წინ გამოჩნდა. სულ იყო ოთხი ტიპის კითხვა. 1. სიტყვები იყო დაწერილი დიდი (ცაპიტალ)
ასოებით? 2. იყო სიტყვები გარითმული რომელიმე სხვა სიტყვებთან? 3. ჰქონ¬და სიტყვას იგივე მნიშვნელობა
რაც ზოგიერთ სხვა სიტყვას ჰქონდა? და 4. სიტყვები აღწერდა თვით სუბიექტებს? ექსპე¬რიმენტში
განსხვავებული სიტყვები გაწყვილებული იყო განსხვავებულ კითხვასთან. ექსპერიმენტის ამ ნაწილის
დამთავ¬რე¬¬ბის შემდეგ ექსპერიმენტატორი მოულოდნელად სთხოვდა სუბიექ¬ტებს დაეწერათ ის სიტყვები,
რომლებიც მათ დაა¬მახსოვრ¬დათ. მკვლევარები უშვებდნენ რომ სუბიექტები უკეთესად დაიმახსოვრებდნენ იმ
სიტყვებს, რომელიც გაწყვილე¬ბული იყო კითხვასთან 3კითხვები ახდენდნენ თქვენს აღწერას?4 დაშვება
ემყარებოდა პრინციპს, რომ რაც უფრო ღრმად ფიქ¬რობს სუბიექტი სიტყვებზე, მით უფრო ადვილად
დაამახსოვრ¬დება მას ეს სიტყვა. შედეგები ადასტურებდა დაშვების სამართლი¬ანო¬ბას. სუბიექტები მართლაც
უკეთესად იმახსოვრებ¬დნენ იმ სიტყვებს, რომელიც აღწერდა თვით სუბიექტებს. მკვლევარების აზრით რათა
ვუპასუხოთ კითხვას 3სიტყვები ახდენდა თქვენს აღწერას?4 სუბიექტებს უნდა გამოეყენებინათ თავიანთი
სელფ-სქემა.ტა. სელფ-სქემატის მოქმედებაში მოყვანა კი გვაძლევს სიტყვების უკეთეს დამახსოვრებას.

ამ შედეგების ნაგულისხმევი აზრი მდგომარეობს იმაში, რომ სელფ-სქემები მნიშვნელოვან ფაქტორებს


წარმოადგენენ იმის განსაზღვრაში თუ როგორ იგებენ ადამიანები თავიანთ სოცი-ალურ სამყაროს.

პერსონა, როლი და მოვლენა სქემები

ადამიანებს ოგრანიზებული შთაბეჭდილება უყალიბდება აგრეთვე სხვა პირებისადმი. იმ ინდივიდის


მიმართ ვისაც ჩვენ კარგად ვიცნობთ, ჩამოყალიბებული გვაქვს პერსონ-სქემები, რომელიც წარმოადგენს იმის
ინტეგრაციას რაც ვიცით და რას ვგრძნობთ ამ ინდივიდის შესახებ და რას მოველით მისგან. წრმენების,
გრძნობების და მოლოდინების ორგანიზაციას მოცე-მული ინდივიდის შესახებ წარმოადგენს პერსონ-სქემები.
ამიტომაა, როცა ინდივიდი მოიქცევა ისე, რომ არ ჯდება ამ ინდივიდის შესახებ ჩვენს სქემებში, ის ჩვენში
გაოცებას გამოიწვევს. სხვის მიერ განხორციელებული იგივე ქცევა, გაო¬ცე-ბას არ გამოიწვევს.

ასევე გვაქვს ჩამოყალიბებული ე.წ. როლი-სქემები, ანუ მოლო-დინების ორგანიზებული სისტემა თუ


ადამიანები გარკვე¬ულ სოციალურ როლში როგორ მოიქცევიან. მაგ. პროფესორის სქემები გულისხმობს, რომ ის
დადგება აუდიტორიის წინაშე, წაიკითხავს ლექციას, უპასუხებს შეკითხვებს და ა.შ. მაგრამ თუ მან ადამიანის
პირის ღრუს დათვალიერება დაიწყო, სქემა მაშინვე გვაცნობებს, რომ რაღაცა მცდარია. მაგრამ იგივე ქცევა
სავსებით მისაღებია, თუ კბილის ექიმთან ვართ.

ბოლოს, ჩვენ გვაქვს ორგანიზებული რწმენები მოვლენების ნორმალური ან ტიპიური კურსის შესახებ, თუ
როგორ წარი-მართებიან ისინი, განსხვავებულ ნაცნობ სიტუაციებში, რომე-ლსაც მოვლენა-სქემებს უწოდებენ.
მოვლენა-სქემები მიუთითებენ იმაზე, თუ რა არის მოსალოდნელი რომ მოხდება მოცემულ სიტუაციაში. მაგ.
სქემები საშუალებას გვაძლევს ვიცოდეთ თუ როგორ წარიმართება მოვლენები გამოცდების ჩაბარების დროს ან
პიკნიკზე, ამიტომ არ გვჭირდება სპეციალური ძალისხმევა იმის გასახსენებლად, თუ რა წავიღოთ ან როგორ
მოვემზადოთ გამოცდებისათვის ან პიკნიკისათვის.

ამრიგად, სქემები - იქნება ის სელფ-პერსონა, როლი თუ მოვლენა-სქემები, ეფექტურად გვეხმარება გავიგოთ


რთული სოციალური სიტუაცია. სქემები უზრუნველყოფენ ახალი ინფორ-მაციის ორგანიზაციისა და
ინტერპრეტაციისათვის ათვლის სისტემას და ამდენად გვიცავს ზედმეტი ძალისხმევის საჭიროე-ბისაგან.

მაგრამ, ამ სიკეთესთან ერთად, სქემები ხშირად შეიძლება მნიშვნელოვანი შეცდომის წყარო გახდეს. ამიტომ
საჭიროა სქემების მოქმედების, მისი გავლენების უფრო დაწვრილებითი განხილვა.
როგორ წარმართავს სქემატა ინფორმაციის მიღება გადამუშავების პროცესს

თუ როგორ წარმართავს სქემატა ინფორმაციის პროცესის მიმდინარეობას მისი სამ ძირითად კოგნიტურ
პროცესზე ზეგავლენა¬ში ვლინდება: ეს პროცესებია ყურადღება, კოდირება და აღდგენა. ყურადღება
მიუთითებს იმაზე თუ რას ვამჩნევთ; კოდირება კი იმაზე, თუ რა შემოინახება მეხსიერებაში და აღდგენა
მიუთითებს იმაზე, თუ რა იქნება აღდგენილი (რას გავიხსენებთ). ძირითადი პრინციპია ის, რომ გარკვეული
ინფორმაცია იკარგება თითოეულ ამ პროცესში. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვამჩნევთ სამყაროს მხოლოდ მცირე
ნაწილს; ვახდენთ მხოლოდ იმის მცირე ნაწილის კოდირებას, რასაც ვამჩნევთ; და აღვადგენთ მხოლოდ იმის
მცირე ნაწილს, რაც შემონახულია ჩვენს მეხსიერებაში. თითოეული ეს პროცედურა მოითხოვს სელექციას თუ
შესაძლებელი საგნებიდან რა შეიძ¬ლება იქნას შემჩნეული, კოდირებული და აღდგენილი. სელექცია არ არის
შემთხვევითი. გონებას გააჩნია საშუალებები რითაც ახდენს იმის შერჩევას, თუ რა შეამჩნიოს და დაიმახსოვროს.
სქემის ფუნქცია სწორედ ამაში მდგომარეობს. სქემა წარმოად¬გენს გონების მთავარ იარაღს რომლითაც ის
მოუვლის ინფორ¬მაციის სიჭარბეს. ამასთან, სქემა არ მოქმედებს უბრალოდ როგორც 3კოგნიტური ფილტრი4.
გარდა ამისა ის თამაშობს აქტიურ როლს, ის შეცვლის ან დაარღვევს შემოსულ ინფორ¬მაციას, შეავსებს
უფსკრულს, რომელიც შეიძლება გაჩნდეს შემოსულ ინფორმაციებს შორის, და საერთოდ განსაზღვრავს
სოციალურ სამყაროზე ჩვენი გაგების ჩამოყალიბებას.

განვიხილოთ სქემის მნიშვნელობა თითოეული ამ პროცესის მიმდინარეობაზე.

შემჩნევა. ამ სამი პროცესიდან ყველაზე რთული შესასწავლი აღმოჩნდა შემჩნევა. კვლევაში სიძნელეს ქმნის ის,
რომ მკვლევარისათვის ძნელია დარწმუნებით იცოდეს ესა თუ ის მოვლენა მანამდე ყოფილა თუ არა შემჩნეული
სუბიექტის მიერ, თუ შემჩნეული იყო და დავიწყებულია. ამისტომ საერთოდ, ცოტა რამაა ცნობილი შემჩნევის
შესახებ. ერთი რამ უეჭველია, შემჩნევა წინ უსწრებს კოდირებას და აღდგენას. ცხადია არ შეიძლება იმის
გახსენება რაც არ შეგვიმჩნევია.

როგორც აღვნიშნეთ, სქემა განსაზღვრავს იმას, თუ რას უნდა მოველოდეთ და იმასაც, თუ რას შეუძლია
გამოიწვიოს ამ მოლოდინის დარღვევა. აქედან გამომდინარე ადამიანები მაშინა¬თ¬ვე ამჩნევენ იმას, რაც ჯდება
მის მოლოდინებში.

გარდა ამისა, სქემის ეფექტია ის, რომ ადამიანი იმის იგნორირებას ახდენს, რაც მიმართებაში არ მიდის
სქემატასთან. თანამედროვე გამოკვლევები ამ საკითხთან დაკავშირებით არსე-ბითად ფოკუსირებულია იმაზე,
თუ რა განსაზღვრავს იმას, რომ ადამიანებმა შეამჩნიონ ან იგნორირება მოახდინონ იმისა, რაც მიმართებაში
მიდის ან არ მიდის სქემატასთან. მაგ. აღმოჩნდა, რომ რაც უფრო დამოკიდებული ვართ ვინმეზე, მით უფრო
გვაქვს ტენდენცია ნიუანსებში ვამჩნევდეთ ცვლილებებს მის ქცევაში და მით უფრო ვამჩნევთ ამ ინდივიდის
შესახებ ჩვენში ჩამოყალიბებული სქემიდან გადახრას.

კოდირება. როგორც აღვნიშნეთ, ყველაფერი რაც შევამჩნიეთ არ შემოინახება მეხსიერებაში. შემჩნევას არ


მივყავართ ყველა შემთხვევის კოდირებისაკენ. არსებითად, სქემა ახდენს გავლენას იმაზე, თუ რისი კოდირება
უნდა მოხდეს.

სქემატას როლი კოდირებაზე კარგადაა ნაჩვენები დარლეისა და გროსის (Dარლეყ, Gროსს, 1983) ცნობილ
კვლევაში. კვლევაში მათ გამოიყენეს სტერეოტიპები, რომელიც წარმოადგენდა სქემას სოციალურ ჯგუფებზე.
კერძოდ, გამოიყენეს სტერეოტიპი, რომ ბავშვები ღარიბი ფენიდან ნაკლებ წარმატებებს აღწევენ სკოლა-ში
ვიდრე ბავშვები შეძლებული ოჯახებიდან. ექსპე¬რიმენტ¬ში სუბიექტები უყურებენ ვიდეოჩანაწერს მეოთხე
კლასელ გოგონაზე რომელსაც ერქვა ანა. ფილმის ჩვენების შემდეგ სუბიექტებს სთხოვდნენ ანას შეფასებას თუ
რამდენად კარგად აკეთებდა ის სკოლის საქმეებს (რამდენად წარმა¬ტებული იყო). ფილმში უჩვენებდნენ ანას
სახლში და სკოლაში. სუბიექტების ნახევარს უჩვენეს რამ ანა იყო ღარიბი ოჯახიდან, ღარიბი მეზობლობიდან და
სკოლაც მოუწყობელი იყო, რომ მისი მშობლები არ იყვნენ განათლებულები. სუბიექტების მეორე ნახევარს
უჩვენებდნენ, რომ ანას ოჯახი და მეზობლობა იყო საშუალოზე მაღალი კლასის და სკოლაც იყო კარგად
მოწყობი¬ლი, მშობლები იყვნენ უმაღლესი განათლებით.

გარდა ამისა, ზოგიერთ სუბიექტს (მხოლოდ სტერეოტიპის ექსპერიმენტული სიტუაცია) უჩვენეს ჩანაწერის
მხოლოდ პირ-ველი ნაწილი. დანარჩენ სუბიექტებს კი (სტერეოტიპი დამატებუ-ლი ტესტის პირობები) უჩვენეს
ფილმის მეორე ნაწილიც. ფილმის ამ ნაწილში აჩვენებდნენ თუ როგორ აბარებს ანა გამოცდას, როგორ პასუხობს
ის განსხვავებულ საკითხებზე. ეს იყო ხანგრძლივი გამოცდა. ანა პასუხობდა ზოგიერთ კითხვაზე სწორად,
ზოგიერთზე მცდარად - კითხვები იყო როგორც ძნელი ისე ადვილი. როგორც აღვნიშნეთ სუბიექტებს
სთხოვდნენ ანას შეფასებას.

ერთი მოსალოდნელი შედეგი შეიძლება იყოს ის, რომ სუბიექტები შეფასებისას გამოიყენებდნენ
სტერეოტიპებს, როცა მათ არ ჰქონდათ პირდაპირი მონაცემები ანას უნარების შესახებ - (ე.ი. როცა არ
უჩვენებდნენ ფილმის იმ ნაწილს, სადაც ასახუ¬ლი იყო თუ როგორ პასუხობდა ანა კითხვებზე). ამ დაშვებიდან
გამომდინარეობს, რომ სტერეოტიპები მოგვცემს განსხვავებას ანას შეფასებაში მხოლოდ სტერეოტიპების
ექსპერიმენტულ სიტუაციაში და არა სტერეოტიპები დამატებული ტესტის პირობებში. მაგრამ აღმოჩნდა, რომ
შედეგები ამ მოლოდინების საწინააღმდეგო იყო. მხოლოდ სტერეოტიპის ექსპერიმენტული პირობა არ
გვაძლევდა სკოლაში ანას უნარის შეფასებას განსხვავებულად, მაგრამ განსხვავებული სტერეოტიპები ანას
შეფასებაზე გავლენას ახდენდა როცა ის კომბინირებული იყო პირდაპირ მონაცემებთან ანას უნარების შესახებ -
და ეს მიუხედავად იმისა, რომ ეს პირდაპირი მონაცემები ანას უნარე¬ბის შესახებ ყველასათვის ერთიდაიგივე
იყო.

ავტორები შემდეგნაირად ხსნიან ამ ფაქტს. მათი აზრით, ანას სოციალური კლასის ფონის ცოდნას
მოქმედებაში მოყავს სუბიექტების სტერეოტიპები სოციალური ფენისა და სასკოლო უნარების შესახებ, და
შედეგად სქემა განსაზღვრავს ანას შესახებ ვარაუდს, რომ მისი სასკოლო უნარები შეიძლება იყოს საშუალოზე
დაბლა თუ ის დაბალი სოციალური ფენიდანაა. ასეთ სიტუაციაში ავტორების აზრით სუბიექტებმა შესაძლოა არ
გააკეთონ დასკვნა, რომ ანა აკადემიურად სუსტია მისი სოციალური ფენის გამო, მაგრამ ისინი რაღაცნაირად
გუმანით მოელიან ამას. თუ ისინი არ მიიღებენ რაიმე პირდაპირ ინფორმაციას ანას შესახებ, სუბიექტები ანას არ
შეაფასებენ ამ გუმანის საფუძველზე. მაგრამ როცა სუბიექტები იღებენ მეტ ინფორმაციას, ე.ი. როცა იღებენ
პირდაპირ მონაცემებს ანას უნარების შესახებ კითხვებზე მისი პასუხებიდან, ეს სქემა-საფუძველი, გუმანი
განსაზღვრავს ანას პასუხების სელექციურ კოდირებას. სუბიექტები, რომლებმაც იციან რომ ანა არის ღარიბი
ფენიდან უფრო ახდენენ მისი მცდარი პასუხების კოდირებას, ხოლო ვინც იცოდა რომ იყო მდიდარი ოჯახიდან
ახდენდა უფრო სწორი პასუხუბის კოდირებას. ერთი სიტყვით, ერთი და იგივე მონაცემებს, - ანას მიერ
გარკვეულ კითხვაზე გაცემულ ერთი და იგივე პასუხებს, მივყავართ ანას განსხვავებულ შეფასებამდე
სელექციური კოდირების გამო.

აღდგენა. ბოლოს სქემა მოქმედებს იმაზეც, თუ კონკრეტულ შემთხვევაში მეხსიერებაში შემონახულიდან


რისი აღდგენა ხდება. მთელი ინფორმაციიდან, რომელიც კოდირებულია ინდი¬ვი¬დის მეხსიერებაშია, გონება
შეარჩევს ზოგიერთს, ზოგიერთს დაამახინჯებს კიდეც რათა მოერგოს რომელიმე სქემას, რომე¬ლიც აქტიურია
მოცემულ მომენტში. კოდირებული მასალის სელექციური და დამახინჯებული აღდგენა კარგადაა ნაჩვენები
კონვეისა და როსის (ჩონწეყ & ღოსს, 1984) კვლევაში.

აღნიშნული პრობლემა მათ იკვლიეს უნივერსიტეტში სტუდენტ¬თა სწავლების ხარისხის გაუმჯობესების


მიზნით სპეციალური პრგრამების ეფექტურობასთან კავშირში. საქმე იმაშია, რომ მთელ რიგ უნივერსიტეტებში
აქვთ ასეთი პროგრა-მები, რათა დახმარება გაუწიონ სტუდენტებს. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ობიექტური
მონაცემები არ ადასტურებენ ამ პროგრამების ეფექტურობას. როცა გაზომეს სტუდენტების შესაძლებელი გაუმ-
ჯობესება და შეადარეს ის იმ სტუდენტების მონაცემებს, რომლებსაც არ ჰქონდათ ეს პროგრამა გამოყენებული,
მათ შო¬რის განსხვავება არ დადასტურდა. ის ფაქტი, რომ ეს პროგრა¬მები რეალურად არ მუშაობენ არ არის
საყოველთაოდ ცნობილი. ამასთან ისინი ვინც მონაწილეობენ ამ პროგრამებში, ხშირად აცხადებენ, რომ
პროგრამას გარკვეული სარგებლობა მოაქვს. ამრიგად არსებობს განსვლა ობიექტურ მონაცემებს - რომ
პროგრამები არ აუმჯობესებენ შედეგებს - და სუბიექტურ ანგარიშს შორის (სუბიექტებს მიაჩნიათ, რომ
პროგრამებიდან გარკვეულ სიკეთეს იღებენ).

ავტორების აზრით, სტუდენტებს აქვთ მოვლენა-სქემა უნარე-ბის გაუმჯობესების პროგრამაში


მონაწილეობის შესახებ, და ამ სქემის ნაწილი იქნება რომ უნარი გაუმჯობესდება. შესაბამისად, მათი აზრით,
სქემას შეუძლია მოგვცეს სელექციური და დამა-ხინჯებული გახსენება (აღდგენა). ამ ავტორების ექსპერიმენტში
პროგრამის მონაწილეები თავიანთ შეძენილ უნარებს აფასებენ პროგრამამდე და პროგრამის გავლის შემდეგ.
საკონტროლო სუბიექტებიც ასევე აფასებენ თავიანთ თავს იმავე სკალებით. პროგრამამდე როგორც ეს
მოსალოდნელი იყო, მონაწილე და საკონტროლო ჯგუფის სუბიექტები აჩვენებდნენ უნარების ერთიდაიგივე
დონეს. პრგრამის გავლის შემდეგ, მონაწილე და საკონტროლო ჯგუფის სუბიექტები ასევე აფასებდნენ თავიანთ
უნარებს და შედეგები აღმოჩნდა რომ კონსისტენტური იყო ზოგადი აზრისა რომ პროგრამა რეალურად არ
მუშაობს. მაგრამ დადასტურდა ერთი საინტერესო ნიუანსი. როცა სუბიექტებს სთხოვეს გაეხსენებინათ
თავიანთი ადრინდელი (პროგრამამდე¬ლი) შეფასება, მნიშვნელოვანი განსხვავება გამოვლინდა
ექსპერიმენტული და საკონტროლო ჯგუფების პასუხებს შორის. საკონტროლო ჯგუფი თავიანთი ადრინდელი
უნარის დონეს იხსენებდნენ ზუსტად, მაშინ როცა, პროგრამის მონაწილეები 3იხსენებდნენ4 რომ პროგრამამდე
ჰქონდათ უფრო ცუდი უნარი. ე.ი. უნარების გაუმჯობესების პროგრამა არ ცვლის მონაწილის შეფასებას
მოცემულ უნარზე, მაგრამ ადაბლებს მათ შეფასებას პროგრამამდე. ერთი სიტყვით, ავტორების აზრით სქემა
გულისხმობს რომ პროგრამა აუმჯობესებს უნარებს და როცა ეს არ ხდება ინდივიდი თავისთავს არწმუნებს, რომ
მათი უნარი გაუმჯობესდა. და ეს კეთდება აღდგენისას იმის გათვალისწინე-ბით, თუ რა ცუდად აკეთებდნენ
ისინი პროგრამამდე.

როდესაც ნახევარი წლის შემდეგ იმავე სუბიექტებს სთხოვეს გაეხსენებინათ მათი შესრულება, აღმოჩნდა
რომ პროგრა¬მის მონაწილე სუბიექტები იხსენებდნენ უფრო მაღალ შესრულებას ვიდრე საკონტროლო ჯგუფის
წევრები. სქემა კარნახობდა, რომ პროგრამის შემდეგ შესრულება გაუმჯობე¬სებული უნდა ყოფილიყო და რასაც
კარნახობდა სქემა ის მოხდა. მაგრამ პრობლემა ის იყო, რომ რეალურად ასე არ áხდებოდა

თვით-ცნობიერება.

აქამდე ჩვენ ვიხილავდით საკითხს ჩვენს ირგვლივ არსებულ სამყაროში ინფორმაციის მიმდინარეობაზე.
ადამიანების ინტერესებში შემოდის აგრეთვე საკუთარი მე, ამიტომ მნიშვნელოვანია ყურადღების საკუთარ მეზე
ფოკუსირების თავისებურებები. მრავალი ფსიქოლოგი იკვლევდა საკუთა თავზე ფოკუსირებული ყურადღების
მიზეზებს და შედეგებს, რომელსაც უწოდებენ სელფ-ყურადღებას ან სელფ-ცნობიერებას.

სისტემატური მიმოხილვა სელფ-ცნობიერების პროცესისა მოგვცა დიუვალმა და ვიკლენდმა (Dუვალ &


ჭიცკლუნდ, 1972). მათი აზრით სელფ-ცნობიერება შეიცავს თავისთავის შედარებას თავის იდეებსა და
მიზნებთან. ისინი ვარაუდობენ, რომ რადგან ჩვენ ჩვეულებრივ არ ვზომავთ ჩვენს იდეებს სრულყოფილად,
სელფ-ცნობიერება ჩვეულებრივ არასასიამოვნო უნდა იყოს. სელფ-ცნობიერების შემდგომ კვლევებში,
მივიწყებული იქნა იდეა, რომ სელფ-ცნობიერება ტიპიურად არ არის სასიამოვნო. როცა ჩვენ წარმატებას
ვაღწევთ, როცა ჩვენ ვდგევართ ჩვენს რწმენაზე, ან როცა ვაკეთებთ ისეთ რამეს რომელიც კარგ გრძნობას
გვაძლევს ჩვენს შესახებ, ჩვენ ტენდენცია გვაქვს დავინახოთ სელფ-ცნობიერება (Gრეენბერგ & Mუსჰამ, 1981). და
მართლაც ბევრს სიამოვნებს როცა თავის სურათს უყურებს. სიამოვნებს ტელევიზორში ყოფნა, ან თუნდაც
სარკეში ყურება - ყველა ეს მოვლენა ზრდის სელფ-ცნობიერებას.

სელფ-ცნობიერების უფრო რთული თეორია შემოგვთავაზეს კარვერმა და შეიერმა (ჩარვერ & შცჰაიერ, 1981).
ისინი სელფ-ცნობიერებას იხილავენ როგორც უკუკავშირის კვანძს. ისინი ვარაუდობენ, რომ სელფ-ცნობიერება
შეიცავს ჩვენი მიმდინარე სელფის ხაზგასმას ჩვენს მიზნებთან მიმართებაში და თუ საჭიროა ჩვენი ქცევის
შეცვლასაც რათა უფრო მჭიდროთ მოვარგოთ მიზნებს.

ავტორები აგრეთვე ანსხვავებენ სელფ-ცნობიერების ორ ტიპს: საჯარო სელფ-ცნობიერება და პირადი სელფ-


ცნობიერება. პირველი მიუთითებს თავის თავის როგორც სოციალური ობიექტის გაცნობიერებაზე - როგორ ჩანს
ის სხვებისათვის. პირა-დი სელფ-ცნობიერება კი შეიცავს საკუთარი გრძნობების, ატიტუდების და
ღირებულებების გაცნობიერებას.

სელფ-ცნობიერების უკუკავშირის მექანიზმით გააზრების რო¬-ლი დადასტურდა მთელ რიგ


გამოკვლევებში. ერთერთ კვლევა¬ში (Gიბბონს, 1978) ჯერ სპეციალური კითხვარის საშუალე¬ბით დაადგინეს
გოგონების სექსუალური დანაშაულის ზომა (დანაშაული გრძნობა ან ენზაიტი სექსუალურ საკითხებზე). ორი
კვირის შემდეგ ეს გოგონები კითხულობდნენ და აფასებდნენ სექსუალური აქტიობის პორნოგრაფიულ აღწერას.
ზოგიერთი გოგონა სექსუალურ პასაჟებს კითხულობდა დამჯდარი სარკის წინ (პროცედურა რომელიც
ამაღლებდა სელფ-ცნობიერებას). აღმოჩნდა, რომ მათი რეაქციები პორნოგრაფიულ მასალაზე მათი პიროვნული
სტანდარტების კონსისტენტური იყო. მაღალი სექს დანაშაულის გოგონებს არ მოსწონდათ პასაჟი, მაშინ როცა
დაბალი სექს დანაშაულის გოგონებს მოსწონდათ. იმ გოგონების მონაცემები, რომლებიც სექსუალურ პასაჟებს
კითხულო¬ბდნენ სარკის გარეშე, ამჟღავნებდა, რომ არ იყო ურთიერთობა პიროვნულ სტანდარტებსა და
სექსუალური პასაჟე¬ბის შეფასებას შორის. ე.ი.სელფ-ცნობიერების გარეშე, სუბიექტების რეაქცია არ იყო
მკაცრად დეტერმინირებული მათი შინაგანი რწმენებით და ატიტუდებით.
ამრიგად, ზემოდ მოცემულ პირობებში ავტორების მიერ სელფ-ცნობიერება განხილულია როგორც
ყურადღება სელფზე. მაგრამ ყურადღება არ არის ერთადერთი კოგნიტური პროცესი, რომელიც ჩართულია
სელფ-ცნობიერებაში. არის მონაცემები, რომლებიც აჩვენებენ, რომ სელფ-ცნობიერება ხშირად ემსგავ¬სება
კოდირებას და არა სელფ-შემჩნევას, ისინი სელფ-ცნობი¬ერებას იხილავენ როგორც ინფორმაციის პროცესს
სელფის შესახებ.

ზოგიერთი ავტორი სელფ-ცნობიერებას განიხილავს რო¬გორც პიროვნულ თვისებას. მათი აზრით


ზოგიერთი ინდივიდი უფრო სელფ-ცნობიერია, ბევრს ფიქრობს თავისთავზე, სიამოვ¬ნებს სარკეში ყურება,
ხშირად ფიქრობს იმაზე, როგორ აღიქვამენ მას სხვები, ზოგიერთები კი ნაკლებად ფიქრობენ ყოველივე ამაზე.

სელფ-ცნობიერების პრაქტიკული გამოყენება

გარდა იმისა, რომ სელფ-ცნობიერება საინტერესოა თავის-თავად, მას აქვს პრაქტიკული გამოყენებაც.
საინტერესო მოსაზრებებია გამოთქმული იმაზე, თუ როგორ შეიძლება სელფ-ცნობიერების მახასიათებლები
გამოვიყენოთ ალკოჰოლიზმის, პარანოიდული აზროვნების და დაწოლის (პრესის) პირობებში შესრულების
მიმართ.

ალკოჰოლი და სელფ-ცნობიერება. რატომ იღებენ ადამიანები ალკოჰოლს? რა თქმა უნდა არსებობს ამის
მრავალი მიზეზი, მაგრამ ანალიზმა აჩვენა, რომ ყველა შესაძლებელი მიზეზის საერთო მახასიათებელია ის, რომ
ალკოჰოლი ამცირებს სელფ-ცნობიერებას. რომ ადამიანები მიისწრაფიან ღვინისაკენ ნაწი¬ლობ¬რივ ამ ფაქტის
გამო. როგორც ზემოდ აღვნიშნეთ, სელფ-ცნობიერება არის თავისთავის შედარება მიზნებთან და
სტანდარტებთან. როცა რაღაც ცუდი ხდება - სამუშაოს დაკარგვა, სასურველი ნივთის ან პირის დაკარგვა და ა.შ.,
ადამიანს უჩნდება სურვილი დაივიწყოს მარცხი და ალკოჰოლი ეხმარება ამაში. ადამიანები ხშირად ამბობენ,
რომ ალკოჰოლი ეხმარება მათ 3დაივიწყონ თავიანთი გასაჭირი4, მაგრამ ალკოჰო¬ლის ეფექტია სელფ-
ცნობიერების შემცირება. ადამიანი წყვეტს ფიქრს იმაზე, თუ როგორ აისახება გასაჭირი სელფში. როცა გვინდა
შევწყვიტოთ ჩვენი ქცევის შეჯერება სტანდარტებთან, ალკოჰოლი გვეხმარება ამის განხორციელებაში ისევ
სელფ-ცნობიერების რედუცირებით.

ჰალი და იანგი (Hულლ & Yოუნგ, 1983) ვარაუდობენ, რომ ადამიანებს რომლებსაც მაღალი სელფ-
ცნობიერების ტენდენცია აქვთ უნდა სურდეთ მეტი ალკოჰოლის მიღება მარცხის შემდეგ, რადგან თავისთავზე
ფოკუსირება მარცხის შემდეგ მტკივნე¬ულია. კვლევაში მათ მამაკაც სუბიექტებს მისცეს 10 ტესტი. კითხვები
იყო ძალიან ძნელი, ისე რომ სუბიექტები ვერ იქნებოდნენ დარწმუნებული რამდენად წარმატებით გასცეს
პასუხი კითხვებს. ამის შემდეგ სუბიექტების ნახევარს ეუბნებოდნენ, რომ მათ მიიღეს საკმაოდ მაღალი ქულები,
დანარჩენ სუბიექტებს კი უთხრეს, რომ მათ ძალიან ცუდად შეასრულეს ამოცანა. ამის შემდეგ სუბიექტები
გაჰყავთ მეორე ოთახში, თითქოს სხვა ექსპერიმენტში მონაწილეობის მისაღებად - აქ სუბიექტს სთხოვდნენ
ღვინის შეფასებას. მათ უნდა შეეფასებინათ ღვინოების სერია. ფაქტიურად მკვლევარებს აინტერესებდათ თუ რა
რაოდენობის ღვინოს დალევდნენ სუბიექტები დეგუსტაციის პროცესში. აღმოჩნდა, რომ შედეგები (თუ რა
რაოდენობის ფვინოს დალევდნენ) დამოკიდებული იყო სელფ-ცნობიერების პიროვნულ თვისებაზე, რომლის
შეფასება ხდებოდა წინასწარ. მაღალი სელფ-ცნობიერების სუბიექტები გაცილებით მეტ ღვინოს სვამდნენ მას
შემდეგ რაც ჟQ-ტესტის შესრულებისას 3მარცხი განიცადეს4. ამის მიზეზად მკვლევარები მიიჩნევენ სელფზე-
ფოკუსირებული აზროვნებიდან გაქცევის ტენდენციას.

იგივე დადასტურდა ველის კვლევებში. მკვლევარები უთვალ-თვალებდნენ ალკოჰოლიკებს, რომლებმაც


გაიარეს ანტიალკო-ჰოლური მკურნალობის კურსი დეტოქსიკაციის პროგრპამით. დაკვირვების შედეგად
მოახდინეს ინდივიდების კლასიფიკაცია სელფ-ცნობიერების მიხედვით - ე.ი. მაღალი და დაბალი, სელფ-
ცნობიერების მქონეები და მეორეს მხრივ, იმისდა მიხედვით თუ როგორი საცხოვრებელი პირობები ჰქონდათ -
პოზიტიური და წარმატებითი თუ სტრესული და ნეგატიური. დაკვირვება ამ ადამიანებზე ხდებოდა სამი თვის
განმავლობაში და ფიქსირ-დებოდა გააგრძელებდნენ თუ არა ისინი დალევას. შედეგები მიუთითებენ, რომ
რეციდივის (ე.ი. დალევის დაწყება – მიუ-ხედავად მკურნალობისა) ტენდენცია ჰქონდა ინდივიდებს რომლებსაც
ჰქონდათ სტრესულ-ნეგატიური საცხოვრებელი პირო-ბები კომბინირებული მაღალი სელფ-ცნობიერების
თვისე¬ბას¬თან. დაბალი სელფ-ცნობიერების ინდივიდებისათვის ფაქტიუ¬რად აღმოჩნდა, რომ არ ჰქონდა
მნიშვნელობა კარგი-ცუდი საცხოვრებო სიტუაციას.

სელფი როგორც სამიზნე პარანოიდული აზროვნებისათვის. გაზვიადებულ რწმენას, რომ გარეგანი მოვლენები
მიმართულია სელფისაკენ, ფენინგშტეინმა (Fენინგსტეინ, 1984) 3სელფი როგორც სამიზნე4, ფენომენი უწოდა. ეს
ფენომენი ნორმალურია, მაგრამ ემსგავსება პარანოიდების აზროვნებას, რომელიც ფიქრობს, რომ გარეგანი
მოვლენები მიმართულია სპეციფიკურად მისკენ. აღმოჩნდა, რომ სელფ-ცნობიერებას გარკვეული წვლილი
შეაქვს სელფი როგორც სამიზნე ფენომენში. ვთქვათ, ორმა თქვენმა ნაცნობმა, რომლებიც თვენგან გარკვეულ
მანძილზე დგანან შეგამჩნიათ, და ცოტა ხნის შემდეგ დაიწყეს სიცილი. როგორ გგონიათ, იცინიან ისინი
თქვენზე? აღმოჩნდა, რომ ადამიანებს რომლებსაც მაღალი სელფ-ცნობიერების პიროვნული თვისება აქვთ,
უფრო აქვთ ტენდენცია ჩათვალონ, რომ ეს სიცილი მათ ეხებათ. სელფი როგორც სამიზნე ფენომენის არსი იმაში
მდგომარეობს, რომ თუ ტენდენცია გაქვთ თქვენი თავი ყოველ¬თვის ყურადღების ცენტრში გყავდეთ,
ტენდენცია გექნებათ გარეგანი მოვლენები გაიაზროთ როგორც მიმართულნი თქვენსკენ.

შესრულება პრესის პირობებში - პრესის პირობებში იგუ-ლისხმება სიტუაცია, როცა ინდივიდი ძალიან
ცდილობს შეა¬სრუ-ლოს კარგად. ეს იმას ნიშნავს, რომ შესრულების შედეგებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს,
ეს მნიშვნელოვნება ახდენს ინდივიდზე დაწოლას, რაც შეიძლება კარგად შეასრულოს რასაც აკეთებს. ამ დროს
ინდივიდი ძალიან მონდომებულია გააკეთოს კარგად. მაგრამ შედეგი? ჩვეულებრივ არის ის რომ ადამიანი ამ
დროს 3სუნთქვაშეკრული4 ასრულებს ცუდად. კვლევები გვიჩვენებენ, რომ წნეხის პირობებში სელფ-
ცნობი¬ერება გავლენას ახდენს შესრულებაზე. პრესის პირობებში გაშეშება ნიშნავს ცუდად შესრულებას, მაშინ
როცა კარგად შესრულება ძალიან მნიშვნელოვანია.

თავი 4.

სოციალური გავლენები

ადამიანის სოციალური ბუნებიდან ლოგიკურად გამომდინა¬რე-ობს რომ ის სოციუმის გავლენას უნდა


დაემორჩილოს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ადამიანები ცხოვრობენ ინდივიდუალობის და სოციუმისადმი
დამორჩილების ღირებულებებს შორის მუდმივ კონფლიქტში. ინდივიდმა ერთის მხრივ უნდა დაიცვას თავისი
ინდივიდუალობა, ამას გარკვეული ღირებულება აქვს მისთვის და მეორეს მხრივ საზოგადოების ნორმებისადმი
დაქვემდება¬რება¬საც გარკვეული ღირებულება მიეწერება. ამ კომფლიქტის არსის გარკვევა, მისი გადაწყვეტის
გზების ძიება სოციალური ფსიქოლოგიის ერთერთ ძირითად პრობლემას წარმოადგენს. მისი გადაწყვეტა კი
მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად იქნება გაცნობიერებული სოციალური გავლენების
ფსიქოლოგიური კანონზომიერებები. როგორ შეიძლება მოვახდი-ნოთ გავლენა სხვებზე? რა უნდა ვიცოდეთ,
რომ შევძლოთ შევ-ცვა¬ლოთ მათი ქცევები, ატიტუდები და გრძნობები სასურველი მიმართულებით? რა
სიტუაციური და პიროვნული მახასიათებ¬ლე-ბის ცოდნაა საჭირო რათა ეფექტურად გადავწვიტოთ პრობ-
ლემები?

ესაა საკითხები რომლებიც სოციალური ფენომენების იმ სფეროში განიხილებიან, რომელიც სოციალური


გავლენების სახელწოდებითაა ცნობილი და სოციალური ფსიქოლოგიის კვლე-ვის ძირითად სფეროს
წარმოადგენს.

სოციალურ ფსიქოლოგიაში ნაკვლევია და დადგენილია მთე-ლი რიგი პროცესები, რომელთა გამოყენებით


შეიძლება გავლე¬ნა მოვახდინოთ სხვებზე - შევცვალოთ მათი რწმენები, ატი¬ტუდები და ქცევები, მათ შორის
განსაკუთრებით გამოიკვეთა კონფორმიზმი, დამთმობობა და მორჩილება, რომლებიც მეტნაკლებად კარგადაა
შესწავლილი.

კონფორმიზმი - როცა ინდივიდი ცვლის თავის ქცევას, რწმე¬ნას ან ატიტუდს არსებული სოციალური
ნორმების ზეგავლენით. ამრიგად, კონფორმიზმი განიხილება როგორც საშუალება რომ¬ლი¬თაც ჯგუფი ან
საზოგადოება აყალიბებს თავისი წევრების აქტიობას. ეს ხორციელდება იმ ფორმალური და არაფორმალუ¬რი
წესებით, რომლებიც მიუთითებენ თუ რომელია 3სწორი4 (მისა¬ღები) ქცევა.
დამთმობობა - წარმოადგენს სოციალური გავლენის უფრო პირდაპირ და პიროვნულ ფორმას.
დამთმობობასთან გვაქვს საქ¬მე როცა ინდივიდი ცვლის თავის ქცევას სხვისი მოთხოვნით.

მორჩილება - ხორციელდება სიტუაციაში სადაც ინდივიდი ცვლის თავის ქცევას სხვისი პირდაპირი
ბრძანებით. ჩვეულებ¬რივ ინდივიდს რომელიც ბრძანებას იძლევა იგულისხმევა რომ აქვს ძალა დაიმორჩილოს
სხვა, რომ მას აქვს ძალაუფლება.

კომფორმიზმი

სოციალური გავლენების კვლევებში კლასიკურ ექსპერიმენ¬ტა-ლურ გამოკვლევებადაა ჩათვლილი ს. აშის, მ.


შერიფის და ს. მილგრამის ექსპერიმენტები. შერიფის გამოკვლევა ეხება ნორმე¬ბის ჩამოყალიბების საკითხს, იგი
ჯგუფის ინდივიდზე ზეგავლე¬ნის კანონზომიერებებს იკვლევს, ხოლო მილგრამი ავტორიტა¬რული
მორჩილების ფსიქოლოგიური თავისებურების კვლევას ეხება. ამჟამად შერიფისა და აშის გამოკვლევებს
შევაფასებთ, ხოლო მილგრამის ექსპერიმენტებს მორჩილების ფენომენის გან¬ხილ¬ვი¬სას გავარჩევთ.

შერიფის ექსპერიმენტი. არსებითად ეხება სოციალური ნორ¬მე¬ბის ჩამოყალიბების პროცესის კვლევას


ლაბორატორიულ პირო¬ბებში. კვლევაში გამოყენებული იყო ავტოკინეტიკური ფენო-მენი (სრულ სიბნელეში,
თუ მხედველობას დავაფიქსირებთ ერთადერთ განათებულ წერტილზე მოგვეჩვენება, რომ წერტილი მოძრაობს
ქაოტურად, სხვადასხვა მიმართულებით და განსხვა-ვებული სიჩქარით. თუმცა წერტილი უძრავია, მოძრაობის
განც¬და ილუზორულია). წინასწარ ექსპერიმენტებში, სუბიექტები შე¬ყავთ ბნელ ოთახში და სთხოვენ შეაფასონ
განათებული წერტი¬ლის მოძრაობის მანძილი დიუმებში (1 = დიუმი 2,5 სმ). რამდე¬ნიმე ცდის შემდეგ
დადგინდა თუ როგორ აფასებს თითოეული სუბიექტი წერტილის მოძრაობის სიგრძეს. აღმოჩნდა, რომ სუბი-
ექტების შეფასება განსხვავებული იყო. ზოგს ეჩვენება, რომ წერტილი მოძრაობდა დაახლოებით 1 დიუმზე,
ზოგს ეჩვენებო¬და, რომ მოძრაობდა ორ დიუმზე. ზოგის შეფასება კი იყო 8-10 დიუმი.

ცხადია, ასეთ ორაზროვან სიტუაციაში სუბიექტები არ იქნე-ბოდნენ დარწმუნებული საკუთარ შეფასებაში.


ეს იქედანაც ჩან¬და, რომ სუბიექტები ხშირად ცვლიდნენ თავიანთ საწყის შეფა¬სე¬ბას.

მას შემდეგ რაც დადგინდა თითოეული სუბიექტის მოჩვე-ნებითი მოძრაობის სიგრძე, ლაბორატორიაში
საექსპერიმენტოდ შემოყავდათ სუბიექტების სამკაციანი ჯგუფი და სთხოვდნენ კიდევ ერთხელ შეაფასონ
წერტილის მოძრაობის სიგრძე. ჯგუფის წევრების შერჩევა ხდებოდა წინასწარი ცდების შედეგე¬ბის
საფუძველზე. ჯგუფში ხვდებოდა ის სუბიექტები, რომელთა შეფასება განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. მაგ.
ერთერთ ჯგუფ¬ში გაერთიანდა სუბიექტები, რომელთა წერტილის მოძრა¬ობის სიგრძის შეფასება იყო 1, 2 და 8
დიუმი. ამჯერად ისინი წერტილის მოძრაობას აფასებდნენ რიგრიგობით. ექსპერიმენტი გრძელდებოდა
რამოდენიმე დღის განმავლობაში. ასე რომ ერთიდა¬იგივე ჯგუფს სისტემატურად უხდებოდა წერტილის
მოძ¬რა-ობის სიგრძის შეფასება. მკვლევარებს აინტერესებდათ სუბი-ექტების შეფასებები დარჩებოდა
განსხვავებული თუ ისინი შეეც-დებოდნენ შეფასებების ურთიერთ დაახლოებას. შედეგების ანალიზი აჩვენებდა,
რომ მიუხედავად იმისა რომ პირველ დღეს სუბიექტების შეფასება მკვეთრად განსხვავდებოდნენ ერთმა¬ნეთისა-
გან, მეოთხე დღეს მათი შეფასებები უკვე ერთმანეთს ემთხვეოდა. აშკარად შეიმჩნეოდა შეფასებების
ურთიერთდაახ¬ლოე¬ბის ტენდენცია, ჯგუფის ნორმების ჩამოყალიბების ტენ¬დენცია.

დაახლოებით ერთი წლის შემდეგ იგივე სუბიექტები ხელახ¬ლა მოიწვიეს იმავე ექსპერიმენტებში
მონაწილეობის მისაღებად იმ განსხვავებით, რომ ამჯერად სუბიექტებზე ექსპერიმენტი ტარდებოდა
ცალკცალკე. მკვლევარებს აინტერესებდათ სუბი-ექტების შეფასებები იქნება განსხვავებული თუ ისინი
შეეცდები-ან შეინარჩუნონ ჯგუფური ნორმები? აღმოჩნდა, რომ სუბიექტებ¬მა გამოავლინეს ჯგუფის ნორმების
შენარჩუნების ტენდენცია.

საინტერესო კვლევები განახორციელეს ჯაკობსმა და კემპ-ბელმა (ღობერტ ჟაცობს & Dონალდ ჩამპბელლ,
1961) შერიფის მიერ მიგნე-ბული ექსპერიმენტული პროცედურის გამოყენებით. მათ ავტო-კინე¬ტიკუ¬რი
ფენომენი გამოიყენეს იმის საკვლევად თუ რამდე¬ნად შეუძლია კულტურას მცდარი რწმენების განმტკიცება.
ამი¬სათ¬ვის გამოიყენეს ცრუ სუბიექტები, რომლებიც მოქმედებდნენ ექსპერიმენტატორების მითითებით.
ექსპერიმენტში სუბიექტი ცრუ სუბიექტთან ერთად აფასებდა განათებული წერტილის მოძრაობას. ცრუ
სუბიექტი მითითების თანახმად წერტილის მოძრაობას აფასებდა ნამდვილი სუბიექტის შეფასებისაგან საკ¬მა-
ოდ განსხვავებულად. თუ ნამდვილი სუბიექტი შეაფასებდა რომ წერტილი მოძრაობს 2 დიუმით, ცრუ
სუბიექტის შეფასება იყო 10 დიუმი. რამდენიმე სერიის შემდეგ ხდებოდა შეფასებების ურთიერთ დაახლოება და
საბოლოო შეფასება ხდება ის რომ წერტილი მოძრაობს დაახლოებით 5 დიუმით. ამის შემდეგ ცრუ სუბიექტს
ცვლიდნენ ნამდვილი სუბიექტით. ასეთ სიტუაციაში ჯგუფის ნორმა აგრძელებდა მოქმედებას. ამის შემდეგ
შემცვ¬ლელ სუბიექტს ისევ ცვლიდნენ ახალი სუბიექტით და ა.შ. ხორცი-ელდებოდა სუბიექტის ჩანაცვლება
რამდენიმე სერიაში. მკვლევარებს აინტერესებდათ რომელ შეცვლამდე შეინარ¬ჩუნებდა ჯგუფი თავის
შეფასებას. აღმოჩნდა, რომ ილუზორული შეფასების ჯგუფის ნორმა შენარჩუნებულ იქნა სუბიექტების მეხუ¬თე
ჩანაცვლებამდე. კვლევის ავტორების დასკვნაა ის რომ ადამიანები გაუცნობიერებლად ხდებიან კულტურული
სიცრუის გავრცელების მონაწილენი.

ს. აშის ექსპერიმენტი. აში დაინტერესდა საკითხით, კონფორ¬მულობას მხოლოდ მაშინ იჩენს ადამიანი როცა
სიტუაცია ორაზროვანია, როცა სუბიექტები არ არიან დარწმუნებულნი თავი¬ანთ შეფასებაში, თუ მაშინაც
გამოავლენს მას როცა სტი-მული არაორაზროვანია და ინდივიდი დარწმუნებულია თავის შეფასებაში?

აშის ექსპერიმენტები ტიპიურად ტარდებოდა შემდეგნაირად:

ლაბორატორიაში შემოყავთ ხუთი სუბიექტი, რომელთაგან ნამ¬დვი-ლი სუბიექტია ერთი, დანარჩენი


ექსპერიმენტატორის მითი¬თებით მოქმედებს. მათ სვამენ მაგიდის ირგვლივ და ეუბნებიან, რომ ისინი
მონაწილეობას იღებენ პერცეპციის შესწავლის ექსპერიმენტებში. მათ ევალებათ ხაზების სიგრძის შეფასება. ამის
შემდეგ მათ აჩვენებენ სამ განსხვავებული სიგრძის ხაზს (როგორც ეს მოცემულია ფიგურა 6-1-ში). ხაზები
დანომ¬რილია.

1 2 3

ფიგ. 6-1.

აჩვენებენ აგრეთვე ცალკე დახაზულ ერთ ხაზს - (ეტალონური ხაზი) რომელიც აშკარად ჩანს რომ შესაფასებელი
სამი ხაზი¬დან ერთერთის ტოლია და დანარჩენი ორიდან აშკარად გან¬სხვა¬ვდება. სუბიექტებს ევალებათ
მიუთითონ ეტალონური ხაზი შესაფასებელი ხაზებიდან რომელი ხაზის ტოლია. უნდა მიუთი-თონ ხაზის
ნომერზე. სუბიექტებს უნდა ეპასუხათ რიგრიგობით იმისდა მიხედვით როგორ იჯდნენ. სუბიექტები კი ისე
დასვეს, რომ ნამდვილ სუბიექტს უნდა ეპასუხა სხვების პასუხების მოს¬მე-ნის შემდეგ. რადგან ხაზებს შორის
განსხვავება აშკარა იყო, ჩვეულებრივ პასუხებში არ იყო განსხვავება. ყოველი შეფასების შემდეგ სუბიექტებს
შესაფასებლად უჩვენებდნენ ხაზების ახალ წყებას. ხაზების ახალი წყების შემოტანა შესაფასებლად ხდებო¬და
სისტემატურად. მაგრამ, ხაზების ზოგიერთი წყების შეფა¬სები¬სას ხდებოდა, ნამდვილი სუბიექტის
თვალსაზრისით, უც¬ნაური რამ, პირველი სუბიექტი ხაზის სიგრძეს აფასებდა აშკა¬რად მცდარად. მაგ. ფიგ. 1-ის
შემთხვევაში მიუთითებდა, რომ ეტალონური ხაზი შესაფასებელი ხაზებიდან პირველი ნომერი ხაზის ტოლი
იყო. უცნაურობას აძლიერებდა ის, რომ სხვებიც რიგრიგობით იმეორებდნენ იმავე შეცდომას. ბოლოს დადგა
ნამდვილი სუბიექტის ჯერი. და ასეთი რამ ექსპერიმენტების სერიებში ხშირად მეორდებოდა. მიუხედავად მისი
გაოცებისა და მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილი სუბიექტები აშკარად ხედავდ¬ნენ, რომ სხვები მცდარად
პასუხობდნენ, ხშირად თვითონაც მცდარ პასუხებს იძლეოდნენ. საბოლოო ჯამში ასეთ კომფლიქ¬ტურ
სიტუაციაში მართალია ყველა სუბიექტი არ ავლენდა კონფორ-მულობას, მაგრამ სუბიექტების სამი მეოთხედი
თავის პასუხებში ერთხელ მაინც ეთანხმებოდა მცდარ შეფასებას, ე.ი. ავლენდა კონფორმულობას. ეს ნიშნავს,
რომ პასუხების 63%-არ ექვემდებარებოდა კონფორმიზმის გავლენას, ხოლო პასუხების 37% კონფორმული იყო.

როგორ ახდენს ჯგუფი გავლენას

მრავალ სიტუაციაში, არსებობს დაწერილი თუ დაუწერელი წესები, რომლებიც მიუთითებენ თუ როგორ უნდა
მოვიქცეთ. ესენი ცნობილია როგორც სოციალური ნორმები - და როგორც წესი ისინი ზუსტი და ნათელია.
სახელმწიფო ფუნქციობს კონსტიტუციით, დაწერილი კანონებით და კოდექსებით. საზო-გადო¬ებრივი
ინსტიტუტები მოქმედებენ გარკვეული დაწერილი ნორმებით, რომელიც არეგულირებს მათი წევრების ქცევებს.

ზოგიერთი ნორმები კი დაუწერელი და იმპლიციტურია. უმრავ¬ლესობა ჩვენთაგანი ასრულებს ასეთ


დაუწერელ წესებს. სოციალური ნორმები, მიუხედავად იმისა არიან ისინი დაწერი¬ლი თუ დაუწერელი
ექსპლიციტური თუ იმპლიციტური, იმორ¬ჩილებენ ადამიანთა უმრავლესობას. ეს ძლიერი ტენდენცია
კონფორმულობისაკენ, იმოქმედოს საზოგადოების მოთხოვნის შესა¬ბამისად, თუ როგორ უნდა მოიქცე ამა თუ
იმ სიტუაციაში, შეიძლება მოგვეჩვენოს ხშირად უხერხულად, მაგრამ ის ადამია-ნებს იცავს სოციალური
ანარქიისაგან. ასეთი კონფორმულობის გარეშე საზოგადოება წარმოუდგენელია. ამრიგად, კონფორ¬მულობა
საკმაოდ სასარგებლო ფუნქციას ასრულებს.

მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კონფორმულობა ყოველთვის სასარგებლოა. ზოგჯერ ნორმებს, რომლებიც


მართავენ ადამია¬ნის ქცევას, არა არქვთ ნათელი მიზანი, ისინი როგორც ამბობენ უბრალოდ არსებობენ. და
ასეთი ნორმები საკმაო რაოდენობით არსებობენ. ასეთ შემთხვევაში, როცა ნორმა მართავს ადამიანის ქცევას იმის
მითითების გარეშე თუ რა პრაქტიკული მნიშვნე-ლობა აქვს მას, ინდივიდები მათ განიხილავენ როგორც არა-
სასურველს.

მიუხედავად იმისა, რომ კონფორმულობისაკენ ძლიერი ტენ-დენცია გაცნობიერებული იყო როგორც


სოციალური ფსიქო-ლოგიის ისე სხვა სოციალური მეცნიერებების წარმომადგენ¬ლების მიერ 1950-იან
წლებამდე ის არ გამხდარა სერიოზული შესწავლის ობიექტი, სანამ არ გამოჩნდა აშის საკმაოდ გონება-
მახვილური ექსპერიმენტები.

ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ კონფორმულობაზე

აშის კვლევები აჩვენებენ კონფორმულობის ტენდენციებს. თუმცა კვლევითი მონაცემები მიუთითებენ აგრეთვე
რომ კონფორ-მულობა არ ვლინდება ერთიდაიგივე ხარისხით ყველა სიტუაციაში ან ყველა ჯგუფებსა და
ინდივიდებში. ეს ფაქტი სვამს საკითხს, რა ფაქტორები განსსაზღვრავენ იმას, თუ რა ხარისხში ექვემდებარება
ინდივიდი კონფორმულობას? მიუთითე-ბენ ცვლადებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ ტენდენციის
ინტენსიობაზე, ესენია ჯგუფის შეჭიდულობა, ჯგუფის სიდიდე, სოციალური მხარდაჭერის არსებობა-
არარსებობა და სქესი.

ჯგუფის შეჭიდულობა და კონფორმულობა. ჯგუფის შეჭი¬დულო¬ბა¬ში იგულისხმება ე.წ. 3ჩვენ4 გრძნობა - თუ


რამდენად თვლის ინდივიდი ჯგუფს მისთვის ღირებულად - ე.ი. ჯგუფის წევრებს შორის კავშირის ხარისხი -
მაგ. ურთიერთ სიმპატიების ხარისხი. ჯგუფის შეჭიდულობა განიხილება როგორც ერთერთი მიზეზი იმისა, თუ
რატომ ახდენს ერთი ჯგუფი მეტ გავლენას თავის წევრებზე, ვიდრე მეორე ჯგუფი. რაც უფრო დიდია
შეჭიდულობის ძალა მით უფრო კონფორმულები არიან ჯგუფის წევრები ჯგუფის ნორმების და მიზნების
მიმართ.

ჯგუფის სიდიდე და კონფორმულობა. თითქოსდა ლოგიკური იყო დაშვება, რომ რაც უფრო მეტი რაოდენობა
მოქმედებს ერთნაირად, ან ამტკიცებს გარკვეულ მოსაზრებას, მით უფრო დიდი იქნება ალბათობა ჩვენც ისე
გავაკეთოთ. მაგრამ ჯგუფის სიდიდესა და კონფორმულობას შორის დამოკიდებულება უფრო რთული
აღმოჩნდა. კვლევითი მონაცემები მიუთითებენ, რომ კონფორმულობისაკენ დაწოლა, დამორჩილების
ტენდენცია, იზრ¬დე¬ბა 5 კაციან ჯგუფებამდე, და ამის შემდეგ ჯგუფის ზომის ზრდა ძალიან მცირე დამატებით
ეფექტს იძლევა. ამის ერთერთ მიზეზად თვლიან იმას, რომ ჯგუფის სიდიდის ზრდა 5 წევრის ზემოთ, შეიძლება
წარმოშობს საიდუმლო გარიგების არსებობის შესახებ ეჭვს. ე.ი. შეიძლება ჯგუფის წევრმა, რომელზეც გავლე-ნას
ახდენს ჯგუფი, დაასკვნას, რომ ჯგუფის წევრები არ გამო-ხატავენ ინდივიდუალურ თვალსაზრისს.

ამ ფენომენის განსხვავებული ახსნა შემოგვთავაზა ლატანემ (Bიბბ Lატანე, 1981). მისი აზრით სოციალური
გავლენის ზრდა დამოკიდებულია ჯგუფის სიმჭიდროვეზე და ზომაზე. ჯგუფის ზომის ზრდასთან ერთად
მცირდება თითოეულ წევრზე გავლენა. მაგ. ერთერთ კვლევაში უნივერსიტეტის სტუდენტებს სთხოვეს
გაერჩიათ ერთი სასამართლო საქმე. სანამ გამოიტანდნენ თავიანთ განაჩენს სტუდენტებს უჩვენეს ამ საქმის
ოთხი ცრუ სუბიექტის მიერ განხორციელებული გარჩევა. როდესაც ცრუ სუბიექტები წარმოდგენილი იყვნენ
როგორც ორი დამოუკი¬დებელი ჯგუფი, მათი მოქმედებები ნამდვილ სუბიექტებში მეტ კონფორმულობას
იწვევდა, ვიდრე როცა ოთხივე ერთად წარმოდ¬გენილი იყო როგორც ერთი ჯგუფი. ასევე ორი ჯგუფი შემდგარი
სამ-სამი ინდივიდისაგან იწვევდა მეტ კონფორ¬მულობას ვიდრე ექვსი ინდივიდისაგან შემდგარი ერთი ჯგუფი.
ხოლო სამი ჯგუფი ორ-ორი ინდივიდისაგან შემდგარი გაცი¬ლებით მეტ კონფორმიზმს იწვევდა.

საინტერესო ახსნა შემოგვთავაზა ამ ფაქტისა ტანფორდმა და პენროდმა (თანფორდ, Pენროდ, 1984). მათი
აზრით, თავიდან ყოვე¬ლი ინდივიდი რომელიც ემატება ჯგუფს იძლევა უფრო დიდ წანაზარდს
კონფორმულობისკენ დაწოლაზე, მაგრამ მერე ფუნქ-ცია სწორდება ისე, რომ ყოველი დამატებითი წევრის სოცი-
ალური გავლენის ტოტალურ ოდენობას გაცილებით ნაკლებს უმატებს ვიდრე წანმასწრები. ავტორები
გვთავაზობენ ე.წ. სოციალური გავლენის მოდელს - (შოციალ ინფლუენცე Mოდელ - შიM) - მათი აზრით,
ჯგუფის ზომასა და კონფორმულობას შორის კავშირი - თუ მათ ხ და ყ ღერძზე გამოვხატავთ, მიიღებს შ ფორმას.
ე.ი. მრუდი თაავიდან მაღლა მიიწევს და შემდეგ სწორდება.

შIM მოდელი აგრეთვე გვთავაზობს, რომ როცა სოციალური გავლენის სამიზნეთა რაოდენობა იზრდება,
ფუნქცია ჯგუფის სიდიდის კონფორმულობასთან მიმართებაში იქნება სწორი. ე.ი. როცა ჯგუფი რაოდენობაში
იზრდება, მისი გავლენა რამო¬დენიმე წევრზე ნაკლები იქნება, ვიდრე მისი გავლენა ერთადერთ წევრზე.
ავტორები თვლიან, რომ შIM მოდელი უზრუნველყოფს საუკეთესო აღწერას თუ როგორ იცვლება სოციალური
გავლენა ჯგუფის სიდიდისა და გავლენის სამიზ¬ნეზე ინდივიდების რაოდენობასთან ერთად.

ჯგუფის ერთსულოვნების ეფექტი. აშის (და ბევრი სხვა) კვლევებში სუბიექტებზე დაწოლა ხდებოდა
ერთსულოვანი ჯგუ-ფის პოზიციებიდან. ასეთ პირობებში ძნელია წინააღმდეგობა გაუწიო სოციალურ
ზეგავლენას. რა მოხდება როცა ასეთი დაწოლისას სუბიექტი აღმოაჩენს თუნდაც ერთ მოკავშირეს? ე.ი. არსებობს
ინდივიდი, რომელიც მის აზრს იზიარებს. კვლევითი მონაცემები ადასტურებენ, რომ ასეთ შემთხვევაში
კონფორ¬მულო-ბა მკვეთრად მცირდება.

დადასტურება ჯგუფის ერთსულოვნების ეფექ¬ტისა მიღებულ იქნა ორი დამატებითი ფაქტიდან. პირველი
- კონფორ¬მულობა შემცირდა მაშინაც კი როცა ის ერთი მოკავ¬შირე რომელიც არღვევდა უმრავლესობის
ერთსულოვნებას არ იყო კომპეტენტური მოცემულ სიტუაციაში. მაგ. ერთერთ კვლე¬ვა¬ში რომელიც ეხებოდა
ვიზუალურ შეფასებას, კონფორმულობა მცირდებოდა მიუხედავად იმისა, რომ მხარდამჭერი, რომელიც
არღვევდა უმრავლესობის ერთსულოვნებას მოთავსებული იყო სქელი მინის ტიხარს მიღმა და არ ქონდა ნანახი
ხელოვნური სტიმული. მეორე ფაქტი კი იყო ის, რომ კონფორმულობა მცირ¬დე¬ბოდა მაშინაც კი, როცა იმ ერთი
ინდივიდის შეფასება განსხვავ¬დებოდა სუბიექტის შეფასებისაგან, მაგრამ განსხვავ¬დებო¬და უმრავლესობის
შეფასებისგანაც. ე.ი. მნიშვნელობა ქონდა იმას, რომ ის არღვევდა უმრავლესობის ერთსულოვნებას.

ამრიგად, აღმოჩნდა, რომ სოციალური მხარდაჭერის ნების-მიერი ფორმა შეიძლება სასარგებლო იყოს
სოციალური დაწო-ლისადმი წინააღმდეგობის თვალსაზრისით. ამასთან, შეიძლება დავიჭიროთ განსხვავება
სოციალური მხარდაჭერის განსხვავე¬ბულ ფორმებს შორის. მაგ. აღმოჩნდა, რომ მხარდაჭერა მანამდე, სანამ
კონფორმულობისაკენ დაწოლა გაიზრდება უფრო ეფექ¬ტურია, ვიდრე მხარდაჭერა მას შემდეგ, რაც დაწოლა
უკვე ხორციელდება. იმის ცოდნა, რომ ვიღაცა ინაწილებს თქვენს თვალსაზრისს გეხმარებათ საკუთარი
შეფასებისადმი ნდობის განმტკიცებაში და ამდენად ზრდის ჯგუფის დაწოლისადმი წინააღმდეგობის გაწევის
უნარს. მხარდაჭერა ადამიანს სოცი¬ალურ სიმამაცეს მატებს. ამ ფაქტს მთელ რიგ ცხოვრებისეულ სოციალურ
სიტუაციებში აქვს მნიშვნელოვანი ნაგულისხმევი აზრი. თუ თქვენ აღმოჩნდებით სიტუაციაში, რომელშიც
კონფორ¬მულობისაკენ დაწოლა იზრდება და გრძნობთ, რომ საჭიროა წინააღმდეგობის გაწევა, პირველ რიგში
უნდა სცადოთ გულახდილად ილაპარაკოთ რამდენადაც შეიძლება სწრაფად. რაც უფრო მალე გააკეთებთ ამას,
მით უფრო დიდია შანსი შემოიერთოთ რომელიმე სხვა და ამით მეტია შანსი წინააღმდე¬გობა გაუწიოთ
დაწოლას.

სექს განსხვავებულობა და კონფორმიზმი. ადრინდელი გამო¬კვლევები აჩვენებდა, რომ ქალები უფრო


კონფორმულები არიან ვიდრე მამაკაცები. ეს მონაცემები გარკვეულწილად ქალებისა და მამაკაცების
მახასიათებლების შესახებ გაბატონებული თვალსაზრისის კონსისტენტური იყო (მაგ. რომ მამაკაცები უფრო
მტკიცენი არიან და ქალები დამთმობები). 1970 წლებამდე თვალსაზრისი, რომ ქალები უფრო მგრძნობიარენი
არიან სოცი¬ალური გავლენის მიმართ ვიდრე მამაკაცები ეჭვმიუტანელი ჩანდა. 70-იან წლებში იწყება ასეთი
მიდგომის შემოწმება. ახა¬ლი კვლევები შეიძლება ითქვას რომ არ ადასტურებდა სქესს შორის რაიმე
განსხვავებას კონფორმულობის ტენდენციებში. აღინიშნა, რომ ასეთი შედეგები მიღებული იქნა უფრო
დახვე¬წილი და თანამედროვე დონეზე ჩატარებული კვლევების საფუძ¬ველზე. დადგა საკითხი, რატომ იყო
ადრინდელ კვლევებში მიღებული განსხვავებული შედეგები? რატომ დასტურდებოდა რომ ქალები უფრო
კონფორმულები არიან? როგორც ჩატა¬რებული ექსპერიმენტების ანალიზმა აჩვენა, შედეგები არსები¬თად
განსაზღვრა იმ მასალამ რომელიც კვლევისას იყო გამო¬ყენებული. აღმოჩნდა, რომ დავალება ან ის მასალა,
რომელსაც იყენებდნენ კვლევებში უფრო ნაცნობი იყო მამაკაცებისათვის, ვიდრე ქალებისათვის. რადგან
ადამიანებს ტენდენცია აქვთ მიყვ¬ნენ სხვის გავლენას უფრო მაშინ, როცა ისინი გაურკვეველ სიტუ¬აციაში
არიან ვიდრე როცა სიტუაცია გარკვეულია, გასა¬გებია მონაცემების მიხედვით ქალები რატომ ავლენდნენ
კონფორმიზმის უფრო მაღალ დონეს ვიდრე მამაკაცები. რომ ეს ფაქტორი მართლაც პასუხისმგებელია
კონფორმულობაში სქეს¬თა შორის განსხვავებულობაზე ადრეულ კვლევებში მიღებულ შედეგებზე,
დაადასტურა კვლევებმა. ერთერთ კვლევაში დადგინ¬და, რომ როცა ქალებისათვის ნაკლებად იყო ცნობილი ის
მასალა რომელსაც იყენებდნენ კვლევებში, ისინი მართლაც უფ¬რო ავლენდნენ დამთმობლობას ჯგუფის
დაწოლის მიმართ. მაგ¬რამ როცა გამოყენებული მასალა ნაკლებად ნაცნობი იყო მამაკაცებისათვის ვიდრე
ქალებისათვის, მაშინ მამაკაცები ავლენ¬დ¬ნენ მეტ კონფორმულობას.

ამრიგად, ახალი მონაცემები არ ადასტურებენ მნიშვნელოვან განსხვავებას კონფორმულობაში მამაკაცებსა


და ქალებს შორის. თუმცა მიუხედავად ამისა ჯერ კიდევ არსებობს რწმენა, რომ ქალები უფრო ადვილად
ექვემდებარებიან გავლენას, ვიდრე მამაკაცები. გამოითქვა მოსაზრება თუ რა შეიძლება იყოს ასეთი რწმენის
წყარო. ერთერთ შესაძლებელ წყაროდ ასახელებენ რწმე¬-ნას სტატუსის შესახებ. გარკვეულად ერთმანეთს
დაუ¬კავშირდა სტატუსი, გავლენიანობა და სქესი. კერძოდ, არსებობს რწმენა (და აღმოჩნდა რომ
სამართლიანად), რომ დაბალი სტატუსის ინდივიდზე ზეგავლენა უფრო ადვილად შეიძლება მოვახდინოთ,
ვიდრე მაღალი სტატუსის ინდივიდზე. გარდა ამისა, მრავალს სწამს, რომ საშუალოდ ქალებს უფრო დაბალი
სტატუსი აქვთ ვიდრე მამაკაცებს სამუშაო სიტუაციის ძალიან ფართე რანგებში. ამ ორ რწმენას მივყავართ
დაშვებამდე, რომ ქალები უფრო კონფორმულები არიან ვიდრე მამაკაცები. ე.ი. კონფორმულობა ამ შემთხვევაში
სტატუსის ფუნქციაა და არა სქესის. ეს მოსაზრება დადასტურდა ეგლისა და მისი კოლეგე¬ბის კვლევებში. მაგ.
ერთერთ კვლევაში (Eაგლყ & ჭოოდ, 1982) სუბიექტებს (მამაკაცებს და ქალებს) სთხოვეს წაეკითხათ მოკ¬ლე
მოთხრობა რომელშიც ბიზნესის ერთი დაქირავებული ცდი¬ლობ¬და გავლენა მოეხდინა მეორის,
საწინააღმდეგო სქესის ინდი¬ვიდის თვალსაზრისზე. შემთხვევის ნახევარში ის ვისაც უნდა მოეხდინა
ზეგავლენა იყო მამაკაცი, ხოლო მიმღები იყო ქალი. მეორე ნახევარში კი მიმართება საწინააღმდეგო იყო.
მოთხრო¬ბის ნახევარში, ზუსტად იყო მითითებული სამუშაოს ტიტულები და ამდენად სუბიექტები
ინფორმირებულნი იყვნენ ჩარ¬თული ინდივიდების სტატუსზე. მოთხრობის მეორე ნახევარ¬ში გამოტოვებული
იყო ასეთი ტიპის ინფორმაცია. მოთხრობის წაკითხვის შემდეგ სუბიექტებს თხოვდნენ მიეთითებინათ თუ
მიმღები რა ხარისხით იქნებოდა გავლენა მოხდენილი კომუ¬ნიკატორის მიერ. მკვლევარები
წინასწარმეტყველებდნენ, რომ როცა მოთხრობაში გამოტოვებული იყო ინფორმაცია სტატუსის შესახებ,
სუბიექტებს ექნებოდათ ტენდენცია ქალებისათვის მიეწერათ უფრო დაბალი სტატუსი, ვიდრე
მამაკაცებისათვის. ამდენად მათი აზრით შეიძლებოდა გვეწინასწარმეტყველა რომ ქალი მიმღებები უფრო
გამოავლენდა დამორჩილებას ვიდრე მამაკაცი მიმღებები. როცა მოთხრობაში მოცემული იყო რო¬გორც
მიმღების ისე კომუნიკატორის ზუსტი სტატუსი - ამ ფაქტორმა უნდა მოახდინოს მეტი გავლენა მათ შეფასებაზე
ვიდრე სქესმა. შედეგების ანალიზმა აჩვენა, რომ ორივე წინასწარ¬მეტყველება დადასტურდა.
თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბოლო წლებში ჩატა-რებული კვლევები არ ადასტურებენ ქალის
სტატუსის და დამთმობ¬ლობას შორის ზემოთ განხილულ მოსაზრებებს. შეიძ-ლება ითქვას, რომ ახალი
კვლევებით მიღებული შედეგები საწი-ნააღმდეგოა ზემოთ განხილული კვლევებით მიღებული შედე-გებისა.
ნაცადია მონაცემების ამ განსხვავებების ახსნა. ერთის მხრივ ვარაუდობენ, რომ თვით ეგლისა და მისი
კოლეგების მიერ გამოყენებული მასალა (მოთხრობა) იძლევა შედეგებს შო¬რის განსხვავებას. ამასთან იმასაც
ვარაუდობენ, რომ შესაძლოა შეიცვალა ქალების მიმართ სტერეოტიპები და უახლოესი გამოკვლევები ამიტომ
იღებენ განსხვავებულ შედეგებს.

კონფორმიზმის საფუძვლები

როგორც ვნახეთ, მრავალი ფაქტორი განსაზღვრავს იმას, გან¬-ხორცი¬ელდება თუ არა კონფორმულობა და თუ


რა ხარისხში გამოვლინდება ის. მიუხედავად ვარიაციებისა ერთი რამ ნათელია - კონფორმული ქცევა
ჩვეულებრივია. ადამიანების უმრავლესობა კონფორმულია ნორმების მიმართ. დგება საკითხი რატომ?

ცხადია პასუხი არ არის მარტივი. კონფორმულობას ალბათ მრავალი ფაქტორი განსაზღვრავს, მაგრამ მათ
შორის განსა-კუთრებით მიუთითებენ ადამიანის ორ ბაზისურ მოთხოვნილე-ბაზე: სურვილი მოსწონდეს სხვებს
და სურვილი იყოს სწორი (ჟნსკო, 1985)

სურვილი მოსწონდე სხვას - ანუ როგორც მას უწოდებენ ნორმა¬ტული გავლენა. კონფორმიზმი, რომელიც
ემყარება ადა-მიანის სურვილს დააკმაყოფილოს სხვების მოლოდინები, რო¬გორც წესი იმიტომ, რომ მოიპოვოს
აღიარება. როგორ გამო¬ვიწვიოთ სხვა ინდივიდები, რომ მოვწონდეთ ჩვენ? ალბათ ესაა სოციალური
ურთიერთობის ერთერთი მუდმივი საზრუნავი. რო¬გორც მოწონების ფენომენის განხილვისას აღვნიშნეთ,
მრავალი სტრატეგია არსებობს საამისოდ. ერთერთი მათგანი იყო მსგავ¬სე¬ბა. ადამიანები ბავშვობიდან
სწავლობენ, რომ დათანხმება ადა-მიანებისადმი, რომლებიც ჩვენს ირგვლივ არსებობენ, მოიქცე ისე როგორც
ისინი აკეთებენ ან მოელიან ჩვენგან, განსაზღვ¬რავს იმას რომ ჩვენ მოვწონდეთ. მშობლები, მასწავლებლები,
მეგობრები, ხშირად უცნობებიც გვასაჩუქრებენ პრიზებით და მოწონებით როცა ასეთ მსგავსებას ვამჟღავნებთ.
ამდენად, ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რომ კონფორმულები ვართ არის მარტი-ვი: ჩვენ ვსწავლობთ, რომ თუ
ასე მოვიქცევით მივიღებთ მოწო-ნებას და აღიარებას სხვებისაგან, რაც ასე ძლიერ გვსურს. კონფორ¬მულობა,
რომელიც მომდინარეობს ამ წყაროდან ცნობი-ლია როგორც ნორმატული სოციალური გავლენა, რადგან ის
გულისხმობს საკუთარი ქცევის შეცვლას რათა მოერგო სხვების მოლოდინებს, სოციალურ ნორმებს.

სურვილი იყო სწორი - ანუ ინფორმაციული სოციალური გავლენა. მთელი რიგი საკითხების მიმართ ჩვენ არა
გვაქვს საშუალება ვიცოდეთ თუ რამდენად სწორი ვართ. მაგ. როგორ შეგვიძლია დავადგინოთ თუ რამდენად
ზუსტია ჩვენი განსხვა-ვებული პოლიტიკური შეხედულებები ან როგორ გადავწყვიტოთ როგორი სახის
ტანსაცმელია მოდური და მიმზიდველი? არ არსებობს მუდმივი მოხერხებული ტესტები ან გამზომი ხელსაწ¬ყო
მათ დასაზუსტებლად. მიუხედავად ამისა ჩვენ ძლიერი სურ¬ვი¬ლი გვაქვს ვიყოთ 3სწორი4 ასეთ საკითხებში. ამ
დილემის გადა¬წყვეტა კი საჭიროა. რათა ვუპასუხოთ ასეთ კითხვებს ან თუნ¬დაც მოვიპოვოთ ინფორმაცია მათ
შესახებ, მივმართავთ ხალხს. ჩვენ ვიყენებთ მათ აზრს, მათ აქტიობებს, როგორც სახელმ¬ძღვანელოს საკუთარი
აზრისა და მოქმედებისათვის. კონფორ¬მულობის ეს მეორე წყარო ცნობილია როგორც ინფორ¬მაციული
სოციალური გავლენა და ამავე დროს ის წარმოად¬გენს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილს. უამრავ
სიტუ¬აციაში ჩვენ ვარჩევთ აქტიობას და აზრს რომელიც სხვების აქტობის და აზრების მსგავსია და ამას იმიტომ
ვაკეთებთ, რომ დარწმუნებული ვიყოთ ჩვენს სისწორეში,

ეს ორი ფაქტორი - ძლიერი სურვილი ვიყოთ მოწონებული (ნორმატული სოციალური გავლენა) და ვიყოთ
სწორი (ინფორ-მაციული სოციალური გავლენა) გვიბიძგებს კონფორმულობა და არა დამოუკიდებლობა იყოს
ჩვენი ქცევის სტანდარტული მანე¬რა. სოციალურ იმიჯზე ზრუნვა, შედეგად გვაძლევს ნორმატულ ზეგავლენას,
ხოლო სურვილი ვიყოთ სწორი წარმოშობს ინფორ-მაციულ ზეგავლენას.

ვინ ავლენს კონფორმულობას?


საღი აზრით თითქოსდა უნდა დავუშვათ, რომ კონფორმუ¬ლო-ბის დონეს განსაზღვრავს არა მარტო
სიტუაციური ცვლადე¬ბი, არამედ პიროვნული მახასიათებლებიც. რამდენად შეგვიძლია ვთქვათ, რომ
ინდივიდები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან კონ-ფორ¬¬მიზმის ხარისხში და თუ განსხვავდებიან რა
პიროვნული მახასიათებლები განსაზღვრავენ ამ განსხვავებას? ნაკვლევია რამდენიმე ფაქტორი რომელთა შორის
მეტნაკლებად გამოიკვეთა სქესი, პიროვნული თვისებები და კულტურა. სქესსა და კონ¬ფორ-მულო¬ბას შორის
ურთიერთობაზე ზემოთ გვქონდა საუბარი, ამიტომ ამჟამად ვარჩევთ პიროვნების და კულტურის მახასი¬ათებ-
ლებს კონფორმიზმთან მიმართებაში.

პიროვნება. საღი აზრით თითქოსდა მართებული იქნება დავუშ¬ვათ, რომ ინდივიდი რომელსაც აქვს
დაბალი საკუთარი ღირსების გრძნობა ან რომელსაც აქვს სოციალური მოწონების მიღების მაღალი დონე,
კონფორმულობის უფრო მაღალ დონეს გამოავლენენ ვიდრე მაღალი საკუთარი ღირსების ან დაბალი
სოციალური მოწონების მოთხოვნილების მქონე ადამიანები. შეიძ-ლება ვიფიქროთ, რომ ექსტერნალური
ლოკუსÊკონტროლის მქონე ინდივიდები უფრო კონფორმულები იქნებიან ვიდრე ინტერ-ნალური ლოკუს
კონტროლის ინდივიდები. მაგრამ აღმოჩნ¬და, რომ საღი აზრი ამ შემთხვევაში ცდება. უმრავლესობა კვლევებისა
ამტკიცებს, რომ ზეგავლენაზე ინდივიდების კონ¬ფორ¬მული ან არაკონფორმული რეაქცია არსებითად უფრო
სიტუ¬აციის თავისებურებებზეა დამოკიდებული და არა პიროვ¬ნულ მახასიათებლებზე. ამაზე მიუთითებს
1960-იან და 1970-იან წლებში ჩატარებული ექსტენსიური კვლევები, რომლებიც მიზ¬ნად ისახავდნენ პიროვნულ
მახასიათებლებსა და კონფორმიზმს შორის კავშირის კვლევას. ამ ორ ცვლადს შორის დადასტურდა ძალიან
სუსტი ურთიერთკავშირი.

1980-იან წლებში იდეამ, რომ პიროვნულ მახასიათებლებს არა აქვთ მნიშვნელობა, გაამძაფრა მკვლევარების
ინტერესი და დაიწყეს ინტენსიური ძიება იმ პირობებისა, რომელშიც პიროვ-ნული თვისებების ცოდნა
ბოლოსდაბოლოს შესაძლებლობას მოგვ¬ცემს ვიწინასწარმეტყველოთ ინდივიდის ქცევა. კვლევის შედეგები არც
თუ ისე იმედის მომცემი აღმოჩნდა. კვლევითი მონაცემების ანალიზიდან გაკეთდა ზოგადი დასკვნა საერთოდ
პიროვნული თვისებებიდან ქცევის წინასწარმეტყველების შესა¬ხებ, რომ მართალია შინაგანი ფაქტორების
ცოდნა (ატიტუდები, დისპოზიციები) იშვიათად გვაძლევენ სპეციფიკურ სიტუაციაში ქცევის ზუსტად
პროგნოზირების შესაძლებლობას, ის შესაძლე-ბელს ხდის, სიტუაციების გარკვეულ ერთიანობაში, ვიწინასწარ-
მეტყველოთ ინდივიდის გასაშუალებული ქცევა. ამით ხაზგას-მულია ის, რომ ძნელია ინდივიდის ქცევის
წინასწარმეტყველება ცალკეულ სიტუაციაში. უფრო მეტი ალბათობით შეიძლება განვსაზღვროთ
კონფორმიზმის საშუალო დონე სიტუაციის სიმ-რავ¬ლეში ვიდრე მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში.

გარდა ამისა მითითებულ იქნა, რომ ქცევის 3პიროვნული წინასწარმეტყველება4 უმჯობესდება თუ


გამოვლენილი შინაგანი მახასიათებლები სპეციფიკურია სიტუაციისათვის და სოციალუ¬რი გავლენა
უმნიშვნელოა.

კულტურა. აღმოჩნდა, რომ კულტურა გავლენას ახდენს იმა-ზე, თუ რამდენად კონფორმულები იქნებიან
ადამიანები. აშის ექსპერიმენტები გაიმეორეს რამოდენიმე ქვეყანაში და აღმოჩნდა, რომ უმეტეს შემთხვევაში
კონფორმიზმის დონე ერთმანეთს ემთხვე¬ოდა: ლიბანში 31%, ჰონკონგში 32%, ბრაზილიაში 34%, მაგრამ
ზიმბაბვეში 51% - ე.ი. კულტურაში სადაც არაკონფორ-მულობა ისჯება კონფორმულობის დონე მაღალი იყო.
ამასთან ისიც დადასტურდა, რომ შეიძლება კულტურა შეიცვალოს. მაგ. აშის ექსპერიმენტების გამეორებამ
დიდი ბრიტანეთის, კანადის და აშშ-ს სტუდენტებთან აჩვენა, რომ ადრე ჩატარებულ კვლე¬ვებ¬თან შედარებით
შედეგები განსხვავებული იყო - კერძოდ კონფორმულობის უფრო დაბალ დონეს აჩვენებდნენ. საბოლოო
დასკვნა, რომელსაც უჭერენ მხარს მკვლევარები არის ის, რომ: კონფორმიზმი მეტნაკლებად უნივერსალური
ფენომენია, მაგრამ მისი გამოხატვის ფორმები იცვლება კულტურიდან კულტურამდე. ევროპული და
ამერიკული კულტურა აქეზებენ ინდივიდუალურობას. აზიური კულტურა და მესამე სამყაროს ქვეყნების
კულტურა უფრო კოლექტივიზმისაკენ იხრებიან. კვლევები ადასტურებენ, რომ კულტურული ღირებულებები
გავლენას ახდენენ კონფორმიზმის დონეზე. კოლექტივისტური ქვეყნის ადამიანები სხვისაგან გავლენის უფრო
მიმღებნი არიან ვიდრე ინდივიდუალისტური კულტურის ქვეყნის მცხოვრებლები.

უმცირესობის გავლენა
აქამდე ჩვენ ვიხილავდით კონფორმულობას როგორც უმრავ-ლესობის უმცირესობაზე ზეგავლენას.
უმრავლესობა ახორ-ციელებს გავლენას და უმცირესობა პასიურია, განიცდის ზე-გავლენას. უმეტეს შემთხვევაში
ეს ასეცაა. მაგრამ ხშირია შემ-თხვევა როცა უმცირესობა ახდენს გავლენას უმრავლესობაზე. მაგ. ისეთი
გიგანტები მეცნიერებაში როგორიცაა გალილეი, პასტერი, ფროიდი აღმოჩნდნენ დიდი და ურიცხვი
უმრავ¬ლესობის წინაშე, რომლებიც უარყოფდნენ მათ თეორიებს და იდეებს. მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ
მათი თვალსაზრისი თანდათანობით მიღებულ იქნა უმრავლესობის მიერ. ასევე ითქმის რეფორმატორულ მცირე
ჯგუფების მიმართ, რომლებიც ხშირად თავიანთი შეუპოვარი აქტიობით წარმატებებს აღწევენ ღრმად ჩამჯდარი
ატიტუდებისა და ღირებულებების შეცვლაში. ასეთი ფაქტები გვარწმუნებენ, რომ უმცირესობა ყოველთვის არ
არის უსუსური დიდი და ერთსულოვანი უმრავლესობის წინაშე. ხშირად ისინი ახერხებენ დაძლიონ
უთანხმოება და გაიტანონ თავიანთი თვალსაზრისი. ბოლოსდაბოლოს დადგა საკითხი უმრავლესობის
3ყოვლისშემძლეობის4 შესახებ და ბოლო ოცი წლის განმავლობაში გაჩნდა სიახლეები კონფორმიზმის კვლე¬ვებ-
ში, საფუძველი ჩაეყარა უმცირესობის უმრავლესობაზე გავ¬ლე¬ნის კვლევებს.

ახალი მიდგომის ერთერთი დამწყები იყო ფრანგი ფსიქო-ლოგი სერჟ მოსკოვიჩი. თავის ადრინდელ
ექსპერიმენტებში მოს-კოვიჩმა და მისმა კოლეგებმა (Mოსცოვიცი, Lოგე & Nაიფფრეცჰაუხ, 1969) გამოიყენეს აშის
ტიპის კონფორმულობის პარადიგმა იმ გან-სხვავებით, რომ უმრავლესობა იყო გულუბრყვილო სუბიექტი და
უმცირესობა ცრუ სუბიექტი. სუბიექტებს უჩვენებდნენ არა-ორაზრო¬ვან ფიზიკურ სტიმულს, სახელდობრ
ფერების სლაი¬დებს. ამ კვლევაში 6 წევრიან ჯგუფს სთხოვდნენ სლაიდის ფე¬რის შეფასებას. ფაქტიურად ყველა
სლაიდი იყო ცისფერი იცვლე¬ბოდა მხოლოდ მათი განათების ხარისხი. საკონტროლო 6 კაციანი ჯგუფი ყველა
სლაიდს უშეცდომოდ აფასებდა როგორც ცისფერს. ექსპერიმენტულ ჯგუფში ორი ცრუ სუბიექტი მუდმი¬ვად
ცისფერ სლაიდს აფასებდა როგორც მწვანეს. სუბიექტებს წინასწარ უთხრეს, რომ ჯგუფის წევრებს ქონდათ
ნორმალური მხედველობა, ასე რომ უმცირესობის პასუხი 3მწვანე4 არ მიე¬წერებობდა მათ ფერთა სიბრმავეს.
უმცირესობის გავლენით დაახ¬ლოებით სუბიექტების მესამედი მიუთითებდა, თუნდაც ერთხელ მაინც, რომ
სლაიდი იყო 3მწვანე,” საერთოდ ყველა შე¬ფა¬სე¬ბის 8 პროცენტი სლაიდის მწვანედ შეფასება იყო. ე.ი.
უმცი¬რესობის აზრს ქონდა მნიშვნელოვანი გავლენა უმრავ¬ლესობაზე.

წინააღმდეგ კონფორმიზმის ტრადიციული კვლევებისა, მოს¬კო-ვიჩი ვარაუდობს, რომ ჯგუფებს შორის


ადგილი აქვს შეუ-თანხმებლობას, კონფლიქტს და რომ არსებობს სოციალური გავლენის სამი სახე, რომელიც
განსაზღვრავს იმას, თუ როგორ რეაგირებენ ადამიანები ასეთ სოციალურ კონფლიქტებზე:

1. კონფორმულობა - უმრავლესობის გავლენა რომელშიც უმრავ¬ლესობა არწმუნებს უმცირესობას მიიღონ


უმრავლესობის თვალსაზრისი.

2. ნორმალიზაცია - ურთიერთ კომპრომისი რომელსაც მივყა-ვართ კონვერგეციამდე


3ურთიერთდაახლოებამდე4.

3. ინოვაცია - უმცირესობა ქმნის და ახდენს კონფლიქტის აქცენტუაციას, რათა დაარწმუნოს უმრავლესობა


მიიღოს უმცი-რესობის თვალსაზრისი.

მოსკოვიჩის გამოკვლევებმა ბიძგი მისცა ახალ გამოკვლე¬ვებს სოციალური გავლენის სფეროში. დაიწყეს იმ
ფაქტების ძიება, რომლებიც განსაზღვრავენ უმცირესობის გავლენის ეფექ¬ტურობას. თვითნონ მოსკოვიჩმა
იკვლია უმცირესობის ქცევი¬სეული სტილის მნიშვნელობა.

უმცირესობის ქცევის სტილი. რომ გახდეს ეფექტური, უმცი¬რესობა თავის ქცევებში უნდა იყოს
კონსისტენტური და ძალის მქონე. ქცევის ასეთი სტილი უმრავლესობის მიერ განიხილება როგორც
უმცირესობის თავის პოზიციაში დარწმუნებულობის და გარკვეულობის მაჩვენებელი. შესაძლებელია
კონსისტენტური უმცირესობა ნაკლებ მიმზიდველი ჩანდეს ვიდრე უმრავლესობის წევრები, მაგრამ
მნიშვნელოვანია ის, რომ ჩნდება ტენდენცია ისინი აღქმული იქნან როგორც უფრო კომპენტენტურები და
პატი¬ოსნები. როცა უმცირესობა ყოველთვის დაჟინებით იცავს თავის პოზიციას, შესაძლოა უმრავლესობა
იწყებს დაეჭვებას თავის თვალსაზრისზე. ბოლოსდაბოლოს შესაძლოა უმრავ¬ლესო¬ბის რომელიმე წევრი
ცვლის თავის პოზიციას უმცი¬რესობის პოზიციის მიმართულებით. თუ უმრავლესობის საჭირო რაოდენობა
შეცვლის თავის თვალსაზრისს, უმცირესობა შეიძ¬ლება გარდაიქმნას ახალ უმრავლესობად.
კვლევები ახდენენ აგრეთვე ახალი ფაქტორების იდენტი-ფიცირებას, რომლებიც უმცირესობის გავლენის
ეფექტურობას განსაზღვრავენ: პირველი, უმცირესობა უფრო გავლენიანი იქნე¬ბა თუ შეძლებს უმრავლესობის
თვალსაზრისის უარყოფას; მეორე, უმცირესობა უფრო ეფექტურია, როცა მათი ქცევისეული სტილი
ლოგიკურად კონსისტენტურია, მაგრამ არა 3რიგიდული4, ე.ი. როცა უმცირესობა აღქმულია რომ აქვთ კარგად
განსა¬ზღვრული პოზიცია, მაგრამ აქვთ პოზიციის პრეზენტაციის ფლექსიური სტილი. მესამე, სოციალური
კონტექსტის მნიშვნე¬ლობა. მაგ. სექსუალური კონსერვატიზმის ეპოქაში სექსუალური თავისუფლების მტკიცება
ნაკლებ ეფექტური იქნება ვიდრე უმცირესობას დაიწყო მტკიცება სექსუალურ შეზღუდულობაზე. და ბოლოს,
უმცირესობა უფრო ეფექტური იქნება, თუ ისინი ჯგუფის უმრავლესობას ემსგავსებიან მრავალ სხვა საკითხებში
გარდა იმ კონკრეტული ქცევისა და ატიტუდებისა, რომელსაც ეხება საკითხი. მაგ. როცა რესპუბლიკური
პარტიის წევრი ცდი-ლობს დაარწმუნოს სხვა რესპუბლიკელები შეცვალონ თავიანთი საგარეო პოლიტიკა (ე.ი.
ე.წ. ჯგუფის შიდა უმცირესობა), უმრავლესობას ემსგავსება სხვა დანარჩენ ატიტუდებსა და რწმენებში გარდა ამ
ერთი საკითხისა, მეტი შანსი აქვს გავლენა მოახდინოს ვიდრე როცა დემოკრატიული პარტიის წევრი ცდილობს
რესპუბლიკელებს შეაცვლევინოს საგარეო პოლიტიკა. ეს იქნება სიტუაცია სადაც უმცირესობა აღმოჩნდება
ორმაგ უმცირესობაში (ჯგუფის გარე უმცირესობა), როგორც საერთოდ პოლიტიკური ორიენტაციით ისე საგარეო
პოლიტიკის საკითხზე. ასეთ სიტუაციაში რესპუბლიკელს მეტი აქვს შანსი გავლენისა ვიდრე დემოკრატს
(რომელიც ორმაგ უმცირესობაშია). ამრიგად, უმცირესობა უფრო გავლენიანია, როცა მისი პოზიცია მიღე-ბულია
როგორც სერიოზული და დანახულია, რომ გამოხატავს კომპეტენტურობას და გარკვეულობას. ნაკლებად
ეფექტურია, რო-ცა დანახულია როგორც აქცენტოფილი, დემაგოგიური და სელფ-დაცვითი. ე.ი. ჩანს, რომ
ხელსაყრელ პირობებში შეთან¬ხმე¬ბულ კონსისტენტურ უმცირესობას შეუძლია გამოიწვიოს საკმა¬ოდ დიდი
უმრავლესობის თვალსაზრისის შეცვლა.

უმცირესობის უმრავლესობაზე ზეგავლენის ფსიქოლოგიური მექანიზმის შესახებ არსებობს განსხვავებული


თვალსაზრისები. არის მცდელობა ეს აიხსნას სოციალური ატრიბუციის პრინცი-პებით: როგორც სოციალური
პერცეპციის განხილვისას აღვნიშ-ნეთ სხვისი ქცევის მიზეზების ატრიბუციას შინაგან მახასიათებ-ლებ¬¬ზე
ვახდენთ როცა (1) კონსენსუსი არის დაბალი (სხვა ინდი-ვიდები არ იქცევიან ისე, როგორც განსახილველი
ინდი¬ვიდი); (2) კონსისტენტობა არის მაღალი (ინდივიდი არსებითად ერთი მანერით მოქმედებს სხვადასხვა
დროს; და (3) განსხვავება არის დაბალი (ინდივიდი იმავე მანერით მოქმედებს სხვა სიტუაციაში). ეს პრინციპები
კარგად შეიძლება გამოვიყენოთ მაღა¬ლი შინაგანი შეთანხმების მქონე უმცირესობის აქტიობის მიმართ. ასეთი
გადახრილი უმცირესობა იღებს არაპოპულარულ პოზიციას, ინარჩუნებს ამ პოზიციას კონსისტენტურად და
მოქმე¬დებს ამ პოზიციის შესაბამისად განსხვავებულ სიტუ¬აციებში. კაუზალური ატრიბუციის თანახმად
ყოველივე ამის გამო, მათი მოქმედება განხილება როგორც გამომდინარე მათი შინაგანი ღრმა რწმენიდან და
მოვალეობიდან. შედეგად, პატარა სასწაული, მათი თვალსაზრისი მიღებულია სერიოზულად და
ბოლოსდაბოლოს უმრავლესობის მხრივ განხილულია მზრუნვე¬ლო¬ბით. გარდა ამისა, როგორც მიუთითებენ,
მოქმედებაში მო¬დის გაზვიადების ფენომენი. უმცირესობა აყალიბებს და ინარჩუ¬ნებს თავის არაპოპულარულ
თვალსაზრისს მიუხედავად ძლიერი დაწოლისა, რომელსაც განიცდის უმრავლესობიდან. შედეგად ვიღებთ
იმას, რომ უმრავლესობის ტენდენცია უმცირესობის აქტი¬ობა მიაწერონ მათ რწმენას და ვალდებულებებს
გაზვი¬ადებულია.

ბოლო წლებში გაჩნდა აზრთა სხვადასხვაობა უმრავლესო¬ბის გავლენების (კონფორმულობა) და


უმცირესობის გავლენების (ინოვაცია) პროცესების შესახებ. კერძოდ, წარმოადგენენ ისინი ერთი და იგივე
საფუძვლად მდებარე პროცესების გავლენას თუ მათ განსხვავებული პროცესები უდევთ საფუძვლად. ორივე
მოსაზ¬¬რებას ყავს თავისი მომხრეები.

ზოგიერთის აზრით (Lეტანე & ჭოლფ, 1981; თანფორდ & Pენროდ, 1984), როგორც უმრავლესობის ისე
უმცირესობის გავლენები - წარმო¬ად-გენს ერთიდაიგივე საფუძვლად მდებარე პროცესის გამოვლე¬ნას. მათ
შორის განსხვავება უფრო რაოდენობრივია ვიდრე თვისობრივი. არსებობს კვლევები რომლებიც ადასტურებენ
ამ პოზიციას.

მეორეს მხრივ, მოსკოვიჩი (და სხვა მკვლევარებიც) ვარაუ¬დობს, რომ უმრავლესობის და უმცირესობის
გავლენებს შორის არსებობს თვისობრივი განსხვავება. მაგ. მას მიაჩნია, რომ უმრავ-ლესობის გავლენას ხშირად
მივყავართ ღია ქცევის შეც¬ვლამ¬დე, მაგრამ ის აუცილებლობით არ იწვევს ატიტუდის შეცვლას. ამისგან
განსხვავებით უმცირესობის გავლენას უფრო მივყავართ ატიტუდის შეცვლამდე, აზრის შეცვლამდე. ბოლოს,
გვინდა მივუთითოთ ერთ ეფექტზე. უმცირესობაში ყოველთვის იგულისხმება, რომ ისინი რაღაც
მახასიათებლებით გადახ¬რილები არიან უმრავლესობისაგან. ამდენად თითქოსდა უმცი¬რესობა არღვევს
ჯგუფის ურთიერთქმედების ჰარმონიას, მაგრამ ამ შეუთანხმებლობამ შეიძლება მნიშვნელოვანი სიკეთე
მოუ¬ტანოს ჯგუფს. კვლევები აჩვენებენ (Nემეტჰ, 1992), რომ უმცი¬რესობამ შეიძლება მიზეზობრივად
განსაზღვროს ჯგუფის უმრავ¬ლესობის უფრო საგულდაგულო ჩაფიქრება საკითხზე, რომ ჯგუფმა სცადოს
განიხილოს შესაძლებელი ახსნის ან ახა¬ლი სიტუაციის ფართე განსხვავებულობები. ერთი სიტყვით,
უმცირესობის აზრის გამოხატვას ზოგჯერ შეუძლია გააუმჯობე¬სოს ჯგუფის ფუნქციონირება.

მიყოლა (დამთმობობა)

კონფორმიზმი წარმოადგენს სოციალური ზეგავლენის ერთ¬ერთ სახეს. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ
შეიძლება ვაიძუ¬ლოთ ადამიანები დაემორჩილონ ჯგუფის ერთსულოვნებას, მიუ¬თი¬თეთ იმ ფაქტორებზე,
რომლებიც განსაზღვრავენ კონფორმიზ¬მის დონეს. მაგრამ ყველაფერი ეს ეხება არა პირდაპირ ზე¬გავლე¬ნას.
ამჯერად საუბარი გვექნება იმ სოციალურ ფაქტო¬რებ¬ზე, რომლებსაც ძალუძთ პირდაპირ მოახდინონ
ზეგავლენა იმაზე, თუ როგორ მოიქცევა ადამიანი. საუბარია დამთმობობაზე.

დამთმობობა წარმოადგენს სოციალური გავლენის უფრო პირდა¬პირ და პიროვნულ ფორმას, როცა


ინდივიდი თავის ქცე¬ვას ცვლის სხვისი მოთხოვნით.

სხვებისგან მოთხოვნა სოციალური ცხოვრების აუცილებელ, ბაზისურ პირობას წარმოადგენს. მეგობრები


მოითხოვენ ერთმა-ნეთისა¬გან კეთილგანწყობას, მშობლები გვთხოვენ შევცვალოთ ჩვენი ქცევის მრავალი
ასპექტები. პოლიტიკოსები გვთხოვენ მხარდაჭერას ხმის მიცემით, გამყიდველი ცდილობს ვიყიდოთ მისი
პროდუქტები და ა.შ. მცდელობა მიიღო დათმობა პირდა¬პირი მოთხოვნით, არის სოციალური გავლენის
ერთერთი მნიშვნელოვანი ფორმა. როგორ შეიძლება ადამიანს გააკეთე¬ბინო ის რისი გაკეთებაც არ უნდა?
როგორ ხდება დათანხმების აღძვრა? ერთი შეხედვით მიდგომა, მივიღოთ დათმობა მოთხოვ¬ნა-ზე, საკმაოდ
პირდაპირი ჩანს. მაგრამ აღმოჩნდა რომ მიაღწიო დათმობას საკმაოდ ფაქიზია და შეიძლება განსხვავებული
ფორ-მით იქნას გამოხატული. ინდივიდი, რომელსაც სურს შეცვალოს სხვისი ქცევა თავის თხოვნას არ
გამოხატავს 3ცივად4 ან უხე¬შად. ის უფრო იწყებს მოსამზადებელი საფეხურებით, მანევრი¬რე¬ბით, ცდილობს
დაამყაროს მასთან კეთილგანწყობითი დამო¬კიდე-ბულება, ვარაუდობს რომ ამით ზრდის ალბათობას
სამიზ¬ნემ თქვას 3დიახ4 ანუ დათანხმდეს მოთხოვნებზე. ერთი სიტ¬ყვით ამ მიზნის მისაღწევად არსებობს
მრავალი სხვა ეფექტური ტაქტიკა, რომელსაც ადამიანები იყენებენ ყოველდღიურ ცხოვრე¬ბაში. მათ შორის
შედარებით წარმატებითია მოთაფვლა (ინგრატი¬ატიონ), საპასუხო დათმობა (რეციპროკულობა) და
მრავალჯერადი თხოვნა.

მოთაფვლა - როგორც ადრე აღვნიშნეთ ადამიანებს აქვთ ძლიერი სურვილი მოსწონდეს სხვას - შეიძლება ეს
მოტივი განსხვა¬ვებული წყაროებიდან მომდინარეობდეს, მაგრამ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია იმის
გაცნობიერება, რომ თუ სხვას მოვწონვართ, მაშინ მათ ექნებათ მეტი სურვილი კეთილი საქმე-ები აკეთონ
ჩვენთვის. ე.ი. თუ სხვას მოვეწონეთ ისინი უფრო იქნებიან მზად დააკმაყოფილონ ჩვენი სურვილები, გაგვიწიონ
დახმარება როცა გვჭირდება და თქვან 3დიახ4 ჩვენს თხოვნაზე. ამ ბაზისური ფაქტის გაცნობიერება უდევს
საფუძვლად დამთმობობის მისაღებად ფენომენს, რომელიც 3მოთაფვლის4 სახელწოდებითაა ცნობილი. მისი
არსი მდგომარეობს იმაში, რომ ჯერ ვცდილობთ თავი მოვაწონოთ სხვას და ამის შემდეგ ვთხოვთ მას რამეს.
სოციალურ ფსიქოლოგიაში ნაკვლევია მოთაფვლის განსხვავებული სტრატეგიები, რითაც შეიძლება
გავზარდოთ ჩვენი თხოვნისადმი დამთმობობის ალბათობა:

პირველი, ამ მიზნის მიღწევა შეიძლება ვცადოთ ჩვენი ფიზი-კური გარეგნობის გაუმჯობესებით. როგორც ადრე
მიუთითეთ, საერთოდ მიმზიდველი ადამიანი უფრო მოსწონთ ვიდრე არა-მიმზიდ¬ველი.

მეორე, შეიძლება დავარწმუნოთ სხვა, რომ ჩვენ ვართ მისი მსგავსი გარკვეულ საკითხებში. ეს შეიძლება იყოს
იმის დემონსტრირება, რომ ჩვენ გვაქვს მისი მსგავსი ატიტუდები, ინტერესები, ან ერთნაირი პიროვნული
მახასიათებლები.

მესამე, შეიძლება გამოვიყენოთ მისი განდიდების ტაქტიკური ხერხები; ყველა ეს ტაქტიკა ცენტრირებულია
მიზანზე მივაღწი¬ოთ კომუნიკაციის მაღალ ხარისხს იმ ინდივიდთან ვისზეც გვინ¬და გავლენა მოვახდინოთ
იმის ჩვენებით, რომ ჩვენ მოგვწონს ის და ვზრუნავთ მასზე. სხვისი განდიდება შეიძლება განსხვა¬ვებული
ქათინაურებითაც ვაგრძნობინოთ, რომ ვენდობით ყოველ მის სიტყვას, ან როგორც სიტყვებით ისე
არავერბალური მინიშ¬ნებე-ბით გამოვხატოთ პოზიტიური გრძნობები მის მიმართ.

მეოთხე, ჩვენ შეიძლება ვმართოთ შთაბეჭდილება, რომელსაც ვტოვებთ სხვებში. საუკეთესო კუთხით
წარმოვაჩინოთ ჩვენი თა¬ვი და დავარწმუნოთ ის იმაში, რომ ვფლობთ მრავალ სასურ¬ველ თვისებებს
(პატიოსნება, ინტელექტი, მეგობრულობა).

ბოლოს, შეიძლება ზოგჯერ მივაღწიოთ სხვების მოწონებას უბრა-ლოდ ჩვენი თავის ასოცირებით პოზიტიურ
მოვლენებთან ან ადამიანებთან რომელიც მოსწონთ და პოპულარულია. მაგა¬ლი-თად, შეიძლება 3ვიტრაბახოთ”
კავშირებით, რომ დაკავშირე¬ბული ვართ მნიშვნელოვან ინდივიდებთან.

ასეთი ტაქტიკის გამოყენების მონაცემები შემოგვთავაზეს ჯონს¬მა და ლორდმა (Gოდფრეყ, ჟონეს & Lორდ,
1986) თავიანთ ცნო¬ბილ კვლევაში. ერთმანეთისთვის უცნობ წყვილს სთხოვეს (მამა¬კაცი და ქალი)
განეხორციელებინათ მოკლე საუბარი ერთმანეთ¬თან. ყოველ წყვილში ერთერთს სთხოვდნენ გაეკეთებინა ისე,
რომ რამდენადაც ეს შესაძლებელია მოსწონებოდა მეორეს. ექსპე-რიმენტში მონაწილეობდა საკონტროლო
წყვილიც, რომელ¬საც ასეთი ინსტრუქცია არ ეძლეოდა. საუბრის დამთავრების შემდეგ სუბიექტები აფასებდნენ
ერთმანეთს რამოდენიმე განზო¬მილებაში. ყოველი წყვილი სასაუბროდ ორჯერ ხვდებოდა ერთმა¬ნეთს. გარდა
ამისა, მათი საუბრების დაწვრილებით ვიდეოჩანაწერს აფასებდა ორი გავარჯიშებული შემფასებელი.

შედეგების ანალიზი აჩვენებდა, რომ სუბიექტები რომლებსაც სთხოვდნენ თავი მოეწონებინათ


პარტნიორისთვის, წარმატებას აღწევდნენ ამ საქმეში. პარტნიორები მათ აფასებდნენ, როგორც უფრო მოსაწონს,
მეორე საუბრის შემდეგ ვიდრე პირველი საუბ-რის შემდეგ. მაშინ როცა საკონტროლო ჯგუფის სუბიექტები ამას
ვერ აღწევდნენ. ვიდეოჩანაწერების ანალიზმა ნათელი გახადა თუ რა ფაქტორები განსაზღვრავდა მოწონებას.
მაგალი¬თად, სუბიექტი რომელიც ცდილობდა თავის მოწონებას, ამცი¬რებ¬და ლაპარაკის ხანგრძლივობას,
გამოხატავდა პარტნიორე¬ბისად¬მი მეტ დათანხმებას, რაც არ შეიმჩნეოდა საკონტროლო ჯგუფების საუბარებში
და ა.შ.

ამრიგად განსხვავებული ტაქტიკით ჩვენ შეგვიძლია გავზარ-დოთ სხვების ჩვენდამი მოწონება, მათი
სურვილი თქვან 3დიახ4 როცა რამეს ვთხოვთ.

რათქმაუნდა, საჭიროა ამ ტაქტიკის ფაქიზად გამოყენება. მა¬თი გადაჭარბებული, განსაკუთრებით


ხაზგასმული გამოყენება, საწი-ნააღმდეგო ეფექტს იძლევა. ასეთმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ეჭვი.

დათმობა, როგორც საპასუხო რეაქცია დათმობაზე (რეცი¬პროკულობა) ანუ ვასიამოვნოთ სხვას რათა
გვასიამოვნონ ჩვენ. თუ სხვები სიკეთეს იჩენენ ჩვენდამი, ვალდებული ვართ ვუპასუ¬ხოთ სიკეთით. რადგან
რეციპროკულობა აშკარად პოზიტიურ როლს ასრულებს სოციალური ურთიერთობის მრავალ ფორმა¬ში, ის
შეიძლება ასევე წარმატებით იქნას გამოყენებულ რო¬გორც ტაქტიკა მივიღოთ დამთმობობა. კერძოდ, როცა
გვსურს გავლენა მოვახდინოთ სხვაზე, შეიძლება დავიწყოთ იმით, რომ გაუკეთოთ მას მცირე სიკეთე, რომელსაც
ჩვენგან არ მოი¬თხოვდ-ნენ. ასეთი ქცევა შედეგად გვაძლევს იმას, რომ სამიზნე ინდივიდი იგრძნობს თავს
დავალებულად და ახლა უკვე ძალიან გაუჭირდება უარი თქვას ჩვენს თხოვნაზე, რაც არ გაუჭირდება სხვა
შემთხვევაში. მეტიც, ეს ასე ხდება მაშინაც როცა ის რა¬საც მისგან ითხოვენ გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე
გაცემულ იქნა. ამით შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, რომ ხშირად ნეგატიურ გრძნობას იწვევს, როცა ვინმე საჩუქარს
გვაძლევს. ნეგატიურ გრძნობას იწვევს იმის განცდა, რომ თქვენ რაღაცით დავა-ლებული ხართ, რომ მოგიწევთ
საპასუხო სიკეთის გაცემა.

მრავალჯერადი თხოვნა. ხშირად, როცა ცდილობენ სხვები დაიყოლიონ თხოვნაზე, ადამიანები არ


იზღუდებიან ერთჯერადი თხოვნით. ადამიანები უფრო იყენებენ ორი ნაბიჯის პოლიტიკას, რათა გაზარდონ
მათი წარმატების შანსი. ამ სტრატეგიის საფუძ-ველი მარტივია - პირველმა თხოვნამ შეიძლება ითიმაშოს
მოსამზადებელი როლი მეორე თხოვნისათვის, როცა პირველი თხოვნა უარყოფილია, ამან შეიძლება შეამციროს
მეორე თხოვნაზე წინააღმდეგობის გაწევა და მოსალოდნელია მიიღოს მომდევნო წინადადება. მრავალჯერადი
თხოვნის მრავალი ტექნიკაა გამოყენებული, მაგრამ მათ შორის ყველაზე გავრცელებულია 1. ფეხი კარებში; 2.
ჯერ დიდი და მერე მცირე თხოვნა და 3. წესების შეცვლა შუა თამაშში.

ფეხი კარებში - ანუ ჯერ მცირე თხოვნა და დიდი თხოვნა მერე. ლაპარაკია ფაქტზე, რომ როცა ინდივიდი
ცდილობს დაი-ყოლიოს ვინმე, იწყებს მცირე, ტრივიალური თხოვნით და თუ ის შესრულდება გადადიან უფრო
დიდ, მნიშვნელოვან თხოვნაზე. ეს ტექნიკა ცნობილია როგორც 3ფეხი კარებში4, და საკმაოდ ხშირადაა
გამოყენებული. ეს ტექნიკა შეფარვით თუ აშკარად გამოიყენება მრავალ პროპაგანდისტულ თუ სარეკლამო
კომპა-ნიებში. რეკლამისტები ხშირად კონცენტრირებულნი არიან აიძუ-ლონ მომხმარებელი გააკეთონ რამე
თუნდაც ძალიან მცირე მათ პროდუქტთან დაკავშირებით - თუნდაც სარეკლამო ფოსტით მიღე-ბული
სარეკლამო ბარათის დაბრუნება პასუხით რომ მათ ეს საქონელი არ უნდათ. მიზანი აშკარაა, ჩათვლილია, რომ
ნების-მიერი მოქმედება დაკავშირებული ამ პროდუქტთან ზრდის იმის ალბათობას, რომ მომხმარებელი
მომავალში მას იყიდის. ცნობილია ფრიდმანის და ფრეზერის გამოკვლევა ამ საკითხზე (Fრეედმან ჟ.L & Fრასერ
შ.ჩ., 1966). კვლევაში ექსპერიმენტატორები დადიოდნენ კარდაკარ და დიასახლისებს ეუბნებოდნენ, რომ
მუშაობდნენ მანქანის ფრთხილად ტარების საზოგადოებრივ კომიტეტში. დიასახლისებს ეუბნებოდნენ, რომ მათ
სურთ ამ კომპანიისათვის მხარდაჭერის აღრიცხვა და სთხოვდნენ მათ ხელი მოეწერათ პეტიციაზე, რომელიც
უნდა გაეგზავნათ კალი-ფორნიელი სენატორებისათვის. პეტიცია სენატორს თხოვდა რათა ემუშავათ კანონზე,
რომელიც განამტკიცებდა მანქანის ფრთხილად ტარებას. თითქმის ყველა დიასახლისი ვისთანაც კონტაქტში
შევიდნენ, დათანხმდა ხელი მოეწერა პეტიციაზე. რამოდენიმე კვირის შემდეგ სხვა ექსპერიმენტატორები
მივიდნენ ამავე დიასახლისთან და აგრეთვე სხვებთანაც, რომლებთანაც ადრე არ ყოფილან და არ მოუწერიათ
ხელი პეტიციისათვის. ახლა დიასახლისებს თხოვეს ნება დართონ თავიანთ ეზოში დაუდგან დიდი შეუხედავი
ფირნიში, რომელზეც ეწერა 3მანქანა ატარეთ ფრთხილად4. შედეგები გასაოცარი იყო. იმ ქალების 55%-მა,
რომლებსაც ადრე ჰქონდათ მოწერილი პეტიციაზე, ახლაც დათანხმდნენ ფირნიშის თავიანთ ეზოში დადგმაზე,
მაშინ როცა სხვების, რომლებსაც არ მოუწერიათ ხელი პეტი¬ციაზე, მხოლოდ 17% დათანხმდა ფირნიშის
დადგმაზე. ე.ი. პირ¬ველმა მცირე თხოვნაზე დათანხმებამ გაასამკეცა უფრო დიდ თხოვნაზე დაყოლიების
ოდენობა. თუ რატომ აქვს ამ ტექნიკას ასეთი ძლიერი ეფექტი არსებობს ორი შესაძლებელი ახსნა. პირველი,
ვარაუდობენ, რომ შეიძლება ადგილი ჰქონდეს ინდივი¬დის მიერ თავის თავის აღქმაში ფაქიზ გადაწევას. მცირე
თხოვნა¬ზე დათანხმების შემდეგ ისინი იწყებენ თავის თავის განხილვას როგორც ისეთი პიროვნებისა,
რომელიც აკეთებს ასეთ საზოგადო საქმეებს - რომ ის არის ისეთი პიროვნება, რომე¬ლიც ეხმარება სხვებს როცა
სთხოვენ. ამის შემდეგ, როცა მეორდ სთხოვენ მნიშვნელოვან რამეს, ისინი თანხმდებიან ამ თხოვნაზე რათა
თავიანთ შეცვლილ სელფ-ხატთან კონსის¬ტენტურ¬ნი იყვნენ. ამ თვალსაზრისის არაპირდაპირი მხარდაჭერა
უზრუნველყოფილია იმ ფაქტით, რომ ფეხი კარებში-ს ეფექტი უფ¬რო ძლიერია ან უფრო კონსისტენტურია
პირობებში სადაც საწყისი თხოვნის დაყოლიებისათვის ძლიერი გარეგანი მიზე¬ზები არ არსებობდნენ, ვიდრე
პირობებში, სადაც ასეთი გარე¬განი მიზეზები არსებობდა. უშვებენ შესაძლებლობას, რომ თუ დაყოლიებისავის
გარეგანი მიზეზები არსებობენ, ინდივიდმა თავისი დახმარება შესაძლოა მიაწეროს ამ ფაქტორს და არ
მოახდინოს სელფ-პერცეპციაში გადაწევა. როცა ასეთი გარეგანი მიზეზი არ არსებობს, ინდივიდი თავის საწყის
დაყოლას მიაწერს შინაგან მიზეზებს და ამდენად განიცდის გადაწევას სელფ-პერცეპციაში. მეორე, შესაძლოა,
მცირე თხოვნაზე დათან¬ხმე¬ბის შემდეგ, ადამიანებს ექმნებათ უფრო პოზიტიური თვალ¬საზრისი საერთოდ
დახმარების სიტუაციისადმი. ე.ი. ახლა ისინი ასეთ სიტუაციას აღიქვამენ როგორც ნაკლებად მუქარიანს ან
პოტენციალურად ნაკლებად არასასიამოვნოს, ვიდრე სხვა შემთხვევაში ექნებოდა ადგილი. როგორც შედეგი,
მათ მეტი სურვილი ექნებათ დაყვნენ მეორე უფრო ძლიერ თხოვნას. ეს მოსაზრებაც მხარდაჭერილია
გარკვეული კვლევითი შედეგებით.

როგორც სელფ-პერცეპციაში გადაწევას ისე დახმარების სიტუაციისადმი რეაქციაში ცვლილებას შესაძლოა


შეაქვს თავი¬სი წვლილი ფეხი-კარებში ტექნიკის ეფექტში.

ჯერ დიდი თხოვნა, მცირე თხოვნა მერე. თუმცა ტაქტიკა ფეხი კარებში საკმაოდ ეფექტურია, აღმოჩნდა, რომ
არანაკლებ ეფექტურია საწინააღმდეგოც. ესაა სტრატეგია, სადაც ინდივიდი იწყებს დიდი კეთილგანწყობის
თხოვნით, რომელსაც ჩვეულებ¬რივ უარყოფენ და მას შემდეგ რაც მას უარყოფენ, ითხოვს მცირეს - იმ
კეთილგანწყობას, რისი მიღწევაც სურდა. ეს სტრატეგია ცნობილია როგორც უარყოფა - შემდეგ- უკან დახევა. ეს
ტაქტიკა შესწავლილია და საკმაოდ ეფექტურადაა აღიარებული.

ერთერთ კვლევაში, კოლეჯის სტუდენტებს აჩერებენ ქუჩაში და სთხოვენ ძალიან დიდ რამეს. მაგ.
სთხოვდნენ, ევალდებუ¬ლათ მცირეწლოვანი დამნაშავეების მრჩევლობა უხელფასოდ, რომელიც მოითხოვდა
კვირაში ორი საათის მათთან გატარებას ორი წლის განმავლობაში. როგორც წესი სტუდენტები არ
თანხმდებოდნენ ამაზე. უარის მიღების შემდეგ ექსპერიმენტატო¬რები ამცირებდნენ თავიანთ თხოვნას,
წაეყვანათ არასრულწლო¬ვა¬ნი დამნაშავე სასეირნოთ ზოოპარკში. აღმოჩნდა, რომ პირველ თხოვნაზე უარის
შემდეგ სტუდენტების 50% - თანხმდებოდა მეორე, უფრო მცირე თხოვნაზე. მაშინ როცა იმ სტუდენტებიდან,
რომლებსაც პირდაპირ მიმართეს არასრულწლოვანების ორი საათით გასეირნება (ე.ი. პირველი თხოვნის გარეშე)
სტუდენ¬ტების მხოლოდ 17% დათანხმდა ამ თხოვნაზე.
ამ ტაქტიკის გამოყენებას შეიძლება შევხვდეთ მრავალ საყოფა¬ცხოვრებო სიტუაციაში.

დგება საკითხი რატომ აქვს ამ ტაქტიკას ეფექტი? შემოთავა-ზებულია ორი მიზეზი თუ რატომ. პირველი -
დაკავშირებულია რეციპროკულ დათმობასთან. როცა ინდივიდი იწყებს დიდი თხოვ-ნით და შემდეგ გადადის
მცირე თხოვნაზე, ეს ნაბიჯი სამიზნე ინდივიდის მიერ შეიძლება აღქმული იქნას როგორც უკან დახევა. სამიზნე
ინდივიდში ამან შეიძლება წარმოშვას ტენდენცია თვითონაც შეუერთდეს ამ უკან დახევას. საპასუხო უკან
დახევა იქნება მიიღოს მეორე თხოვნა. მან დათმო რაღაცა, მეც უნდა დავთმო. შედეგად შეიძლება გაჩნდეს მეორე,
მცირე თხოვნის მიღების სურვილი.

მეორე შესაძლებელი ახსნა ეხება სელფ-პერცეპციას - კერ¬ძოდ, ჩვენი თავის სხვასთან პრეზენტაცია
უპირატესობის კუთ¬ხით. როცა ჩვენ უარვყოფთ სხვის დიდ, არაგონივრულ მოთხოვ¬ნას, ამას სამართლიანად
ვთვლით და ალბათ არაფერი ემუქრექა 3სელფ-იმიჯს4. თუ ჩვენ ამის მერეც უარვყოფთ მცირე თხოვნა-საც,
თუნდაც იმავე წყაროდან, ჩვენ შეიძლება გამოვჩნდეთ 3არა-კეთილ¬გონივრულები4. ამრიგად ჩვენ ხშირად
ვუშვებთ უარყოფა - უკან დახევის ტაქტიკას იმიტომ რომ გვეშინია არ გამოვჩნდეთ სხვის თვალში ცუდი.
კვლევები ადასტურებენ, რომ ადამიანები ფიქრობენ, რომ ისინი სხვის თვალში მართლაც გამოჩნდებიან
არამეგობრულები და არაკეთილგონივრულები თუ ისინი უარყო-ფენ სხვისათვის ზომიერი დახმარების გაწევას.

წესის შეცვლა შუა თამაშში. ერთერთ კვლევაში, ქალაქის მაცხოვ¬რებელს, რომელიც თავისი სახლის
გათბობისათვის იყე-ნებ¬და ბუნებრივ აირს, უთხრეს, რომ თუ ისინი ეკონომიურად გამოიყენებდნენ აირს და
მიაღწევდნენ მისი მოხმარების შემცი-რებას, მათ გაზეთში მოიხსენიებდნენ როგორც სანიმუშო მოქა-ლაქეებს და
ა.შ. მართლაც მომდევნო თვის აირის ხარჯვას ეს ოჯახი მნიშვნელოვნად ამცირებდა. რათა ენახათ იქნებოდა თუ
არა ეს ოჯახი მიჯაჭვული თავის საწყის შეთანხმებასთან, როცა შეთანხმების პირობები შეიცვლებოდა, მათ
გაუგზავნეს წერილი სადაც მითითებული იყო რომ დაპირებული პუბლიკაცია არ განხორციელდებოდა. საღი
აზრით ამას უნდა მოჰყვეს ის, რომ ოჯახი დაუბრუნდეს ბუნებრივი აირის ხარჯვის ადრინდელ დონეს.
ფაქტიურად ასე არ მოხდა. პირიქით, ოჯახი აგრძელებდა აირის ეკონომიურ ხარჯვას. ასეთივე შედეგი იქნა
მიღებული როცა კვლევა ელექტროენერგიის ეკონომიურად მოხმარებას ეხებოდა. ტაქტიკას, სადაც უკვე
მიღწეულ შეთანხმებაზე უარს ამბობენ, შუა თამაშში წესის შეცვლის სახელითაა ცნობილი. ტაქტიკის არსი
მდგომარეობს იმაში, რომ შეთანხმების მიღებით ადამიანი მიეწებება თავის გადაწყვეტილებას. შეთანხმების
მიღწევის¬თანავე ინდივიდი იწყებს მასზე ფიქრს, პოულობს დამა-ტებით მიზეზებს, რომლებიც მხარს უჭერენ
მას. როგორც მიუ-თითებენ შეთანხმება რაკი მიღებულია მას ტენდენცია აქვს გაზარ¬დოს 3საკუთარი
კანონიერება4 და ის სასწრაფოდ იწყებს თავისი არსებობის დამატებითი მხარდაჭერის შექმნას.

დანაშაული და დანაშაულის გრძნობა. ის აზრი, რომ დანა¬შაულის გრძნობას აქვს ცოდვის მონანიების
ტენდენცია საკმა¬ოდ ძველია. დანაშაულის გრძნობა აღიძვრება როცა ადამიანი იმას აკეთებს, რაც არასწორად
მიაჩნია. როცა ადამიანი თავს დამნაშავედ გრძნობს, ჩვეულებრივ ცდილობს ამ დანაშაულის შემცირებას. ეს
სხვადასხვა გზით შეიძლება განხორციელდეს: ინდივიდს შეუძლია კარგი საქციელით ცუდი საქციელის ბალან-
სირება; მან შეიძლება ჩაიყენოს თავი უსიამოვნო მდგომარეობა¬ში და ასე დასაჯოს თავის თავი ცუდი
ქცევისათვის; ან მან შეიძლება სცადოს ცუდის აღმძვრელი მოქმედების უარყოფითი ასპექტების მინიმუმამდე
დაყვანა. პირველი ორი ტაქტიკა გაზრ¬დის ინდივიდის შესაბამისი მოთხოვნისადმი დათანხმების ალბა¬თო¬ბას
თუ მოთხოვნა მოიცავს ვინმესთვის კარგი რამის გაკეთე¬ბას ან საკუთარი თავისადმი უსიამოვნების მიყენებას
რადგან ამით შეამცირებს საკუთარი დანაშაულის გრძნობას.

კარლ სმიტმა და გროსმა ჩაატარეს გამოკვლევა, სადაც გამო-იყენეს დასწავლაზე ელექტროშოკის გავლენის
კვლევის მსგავსი სიტუაცია. სუბიექტებს აუხსნეს რომ მონაწილეობას იღე¬ბენ დასწავლის ექსპერიმენტებში
(ყველა შემთხვევაში ნამ¬დვი¬ლი სუბიექტი იყო ის, ვინც ასწავლიდა და ცრუ სუბიექტი კი მოსწავლე, რომელიც
იღებდა ელექტროშოკს). სუბიექტს ევა-ლებოდა დაეჭირა ღილაკისთვის როცა 3მოსწავლე4 (ცრუ სუბი¬ექ-ტი)
შეცდომას დაუშვებდა. სუბიექტის ერთი ჯგუფისთვის ღილაკ-ზე თითის დაჭერისას გაისმოდა ზარის ხმა, რაც
იმას ნიშნავდა, რომ მოსწავლე იღებდა ელექტროშოკს. სუბიექტების მეორე ჯგუფმა კი იცოდა, რომ ღილაკზე
თითის დაჭერა მხოლოდ ზარის ხმასთან იყო დაკავშირებული, რაც აცნობებდა მოსწავლეს რომ მან შეცდომა
დაუშვა. ამრიგად, სუბიექტების ნახევარი ძალიან უსიამოვნო რამეს აკეთებდა, შოკს აყენებდა სხვას. მეორე
ნახევარი კი აკეთებდა უწყინარ რამეს - უბრალოდ სიგნალს იძლეოდა რომ დაშვებულია შეცდომა.

ცდათა სერიების შემდეგ ექსპერიმენტატორი აღნიშნავდა, რომ გამოკვლევა დამთავრდა და სუბიექტებს


(ყველას) სთხოვდა შეევსოთ მოკლე კითხვარი. კითხვარზე მუშაობის დროს ცრუ სუბიექტი სთხოვდა ნამდვილ
სუბიექტს, ხომ არ დარეკავდა რამო-დენიმეჯერ კალიფორნიის შტატის წითელი ხის გადარჩენის კომპანიასთან
დაკავშირებულ საკითხებზე (ყველა შემთხვევაში ცრუ სუბიექტმა არ იცოდა რომელი ექსპერიმენტული პირობის
მონაწილე იყო სუბიექტი). დაყოლიების საზომს წარმოადგენდა დათანხმდებოდა თუ არა სუბიექტი დარეკვაზე
და თუ დათანხმ-დებოდა რამდენჯერ დარეკვაზე დათანხმდებოდა.

დაშვებული იყო, რომ სხვის მიმართ ელექტროშოკის გამო-ყენება სუბიექტში დანაშაულის გრძნობას
აღძრავდა, ხოლო მხო-ლოდ ზარის ჩართვა არა. თუ დანაშაულის გრძნობა ზრდის დაყოლიებას, ელექტროშოკის
პირობებში სუბიექტები უნდა დათანხმდ¬ნენ უფრო მეტ დარეკვაზე ვიდრე მხოლოდ ზარის მიცემის პირობების
სუბიექტები. შედეგების ანალიზი აჩვენებდა, რომ სწორედ ასე მოხდა.

ანალოგიური კვლევები ჩატარდა სხვადასხვა სახის დანა-შაულის გრძნობის გამოწვევით. მაგ. დანაშაულის
გრძნობა გამოწვეული იყო სიტუაციური სიცრუით, ძვირფასი ნივთის გატეხ¬ვით და ა.შ. ყველა შემთხვევაში
შედეგები ერთი იყო. დანაშაულის გრძნობა ზრდიდა დაყოლიების ქცევას. ექსპერიმენ-ტუ¬ლად დადასტურდა,
რომ დანაშაულის გრძნობის შემთხვევაში დაყოლიება იზრდებოდა მაშინაც, როცა დაყოლიებას ცდილობ¬და
შემთხვევითი პირი.

ზოგიერთი მონაცემები მიუთითებდა, რომ დანაშაულის გრძნო-ბა არა მარტო ზრდიდა ტენდენციას
დახმარებოდა დაზა-რალებულს, არამედ ქმნიდა ტენდენციას თავი აარიდოს მასთან კონტაქტს.

დანაშაულისა და დაყოლიების დამოკიდებულების საინტერე¬სო ასპექტს შეიცავს აღსარება. ერთერთ


ზოგად დაშვებას წარმოადგენს ის რომ აღსარება კარგია სულისთვის, რაც ოპერაციონალურ ენაზე მონანიების
ფორმას იღებს. ე.ი. აღ¬სარება ამცირებს დანაშაულის გრძნობას - რაც დაადასტურა კვლევებმა.

გამოკვლევები გვიჩვენებენ აგრეთვე რომ როცა დანაშაულის გრძნობა გამოწვეულია სპეციფიკურად სხვა
პირზე ზიანის მიყე¬ნე-ბით, მისი გავლენა დაყოლიებაზე გარკვეულ წილად დამო-კიდებულია სიტუაციის სხვა
ასპექტზე. დამნაშავეს სურს დანა-შაულის გამოსყიდვა და თუ ამის შესაძლებლობა არსებობს აკეთებს კიდეც
ამას. თუ არ არსებობს ამის შესაძლებლობა, ან ერთადერთი შესაძლებელი გადასახადი ძალიან დიდია, რეაქცია
განსხვავებულია. ინდივიდს უჩნდება ტენდენცია გადაწყვიტოს, რომ დაზარალებული არ იყო სასიამოვნო პირი,
ან რომ მან თვითონ ჩაიდინა ცუდი რამ. ხდება დაზარალებულის გაუ-ფასურება და სხვადასხვა ასპექტებით
ხდება ზიანის მიყენების გამართლება, ან შეიძლება თვით ზიანის დონის შეფასება მინი-მუმამდე დაიყვანოს, ან
ზიანის მიყენების გამართლება ხდება მისაღები მიზეზებით.

სოციალური სამართალი და კომპენსაცია. ერთერთ ნორმას, რომელიც ზეგავლენას ახდენს ინტერპერსონალურ


ურთიერთო¬ბაზე უწოდებენ სოციალურ სამართალს ანუ თანასწორობას (Aდამს ჟ., 1965). მისი არსი იმაში
მდგომარეობს, რომ ყოველმა ინდივიდმა უნდა მიიღოს ის რასაც იმსახურებს და როცა ის არ იღებს მას, სხვები
თავს არაკომფორტულად გრძნობენ. კერძოდ, როცა ორი ადამიანი ძალისხმევას, დროს, ცოდნას ამა თუ იმ
საქმეზე ხარჯავენ თანაბრად, მაშინ ჯილდოც თანაბარი უნდა იყოს. თუ ასეთ სიტუაციაში ერთი მეტს იღებს
ჩნდება უთანასწორო¬ბის გრძნობა და ის ვინც მეტს იღებს ავლენს ტენდენციას ამ უთანასწორობის
შემცირებისაკენ, სოციალური სამართლიანობის აღდგენისაკენ.

ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ადამიანი სამართლიანია ყველას მიმართ, რომ არ არსებობს სიხარბე, ან რომ
ადამიანებს არ სიამოვნებთ დამსახურებულზე მეტის მიღება. ლაპარაკია იმაზე, რომ გარკვეული ოდენობით
ადამიანები გრძნობენ დაწოლას სოციალური სამართლიანობისაკენ და უჩვენებენ გარკვეულ ტენ-დენციას
მოქმედებისაკენ მიაღწიონ მას. ერთერთი ნაგულისხმევი აზრი ამ მოვლენისა ეხება დაყოლიების ეფექტს იმ
შემთხვევაში, როცა სამართლიანობა დარღვეულია. კვლევებმა აჩვენეს, რომ ასეთ სიტუაციაში მართლაც ჩნდება
დაყოლიების ტენდენცია.

როგორ ავიცილოთ მიყოლის ეფექტი?

სოციალურ ფსიქოლოგიაში მიუთითებენ მთელ რიგ საშუა-ლებებ¬ზე, რითაც შეიძლება ავიცილოთ სოციალური
ზეგავლენა. მათ შორის შედარებით ეფექტურია შემდეგი:
(1) რეციპროკულობის რეგულირება. როგორც აღვნიშნეთ, ერთერთი ეფექტური ტექნიკა, გაიზარდოს
დაყოლიება არის რეცი¬-პროკულობის გამოთვლილი გამოყენება. მიეცი ინდივიდს საჩუქარი ან გაუკეთეთ
მცირე კეთილი საქმე და აღმოჩნდება, რომ მას არ შეუძლია უარყოს საკომპენსაციოდ, თქვენი დიდი თხოვნა.
როგორ შეიძლება ამ ცდუნებას გაუწიო წინააღმდე¬გობა? ერთერთი პასუხია ის, რომ გავაცნობიეროთ თუ
რასთან გვაქვს საქმე. ფაქტია, რომ მოვალენი ვართ დავუბრუნოთ სიკე¬თე იმ სიკეთის სანაცვლოდ, რაც სხვისგან
მივიღეთ. მაგრამ არა ვართ ვალდებული დავუბრუნოთ სიკეთე, თუ სიკეთე რომელიც მივიღეთ ჩადენილია
იმისათვის, რომ რამდენადმე ჩვენი მანიპუ¬ლირება მოახდინონ, ანუ მოგვატყუონ. ამრიგად, თუ თქვენ იღებთ
მოულოდნელ სიკეთეს, და ეს უკანასკნელი კეთდება იმი¬ტომ, რომ მიიღონ თქვენი დაყოლიება, უბრალოდ
გააცნობიერეთ ეს მიზანი. როგორც კი ასე გააკეთებთ გრძნობა, რომ მოვალენი ხართ სამაგიერო სიკეთისთვის,
მაშინათვე გაქრება, მიყოლის ტენდენციასთან ერთად (შესაძლოა, იგივე პროცედურა ეფექტუ¬რად იქნას
გამოყენებული ფეხი-კარებში ეფექტისათვის წინა¬აღმდე¬გო-ბის გასაწევად).

(2) მოწონების ეფექტის შეზღუდვა. ზოგადად, უფრო ძნელია არა უთხრა ინდივიდს, რომელიც მოგწონს
ვიდრე იმას რომე¬ლიც არ მოგწონს. როგორ დავიცვათ თავი ინდივიდისაგან, რომე¬ლიც დაოსტატებულია
თავის მოწონებაში და ამას იყენებს ეფექტურად, როცა უნდა რაიმე გთხოვოს? სოციალური ფსიქო-ლოგები
ამასთან დაკავშირებით გვირჩევენ, სენსიტურნი ვიყოთ ასეთი პოზიტიური გრძნობებისადმი. თუ სხვა
ინდივიდთან მოკლე შეხვედრის შემდეგ, ვაცნობიერებთ რომ ის განსა¬კუთრებით მოგვწონს, გონებაში უნდა
გაისმას გამაფრთხილე¬ბელი ზარის ხმა და თუ ისინი გვთხოვენ რაღაცას, უნდა დავასკვ¬ნათ, რომ ისინი
ცდილობენ მისი მოწონება დავუბრუნოთ გარკვეული სარგებლით. ასეთ დროს შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი თავი
იმით, რომ დავიხიოთ უკან და ჩვენი მისდამი გრძნობები, რომელსაც გავლენა უნდა მოეხდინა ჩვენზე,
გამოვაცალკევოთ გადაწყვეტილებისაგან ან აქტიობისაგან. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ბოლოსდაბოლოს
უცხოსადმი ჩვენს მოწონებას ძალიან ცოტა კავშირი აქვს იმ ქცევასთან, რასაც მოითხოვენ.

(3) კარების მოჯახუნება, როცა ფეხი კარებშია ჩადგმული. ადამიანებს, როგორც მივუთითეთ, ძლიერი
ტენდენცია აქვთ იყვ¬ნენ კონსისტენტურნი და როგორც ზემოთ მივუთითეთ ეს ტენ¬დენცია ხშირად გარკვეულ
როლს თამაშობს დაყოლიებაში. თუ ჩვენ დავთანხმდით ინდივიდის მცირე თხოვნაზე, ჩვენ შეიძლება ვიგრძნოთ
ვალდებულება, დავეთანხმოთ უფრო დიდზეც, რათა ვიყოთ კონსისტენტურნი. საბედნიეროდ, ამ ტენდენციასაც
შეიძ¬ლება წინააღმდეგობა გავუწიოთ. აქაც მთავარია საკუთარ გრძნობებ¬ზე ყურადღების მიქცევა. თუ თქვენ
აღმოაჩენთ თქვენს თავს სიტუაციაში, სადაც თქვენი ადრინდელი აქტიობიდან იძუ¬ლე¬ბას გრძნობთ რომ უნდა
თქვათ დიახ, შეყოვნდით და დასვით კითხვა, თქვენი ადრინდელი მიყოლა რომ არ არსებობდეს,
დათან¬ხ¬მდებო¬დით ამჟამად? თუ პასუხი იქნება არა, მაშინ შეჩე¬რება სამართლიანია.

(4) შუა თამაშში წესების შეცვლის ეფექტის აცილება. როცა ინდივიდი მიიღებს გადაწყვეტილებას და
გახდება აქტიობის გარკვე¬ული კურსის ერთგული, ძნელია მისი შეცვლა. ამ ტაქტი-კას ხშირად საკმაოდ
ეფექტურად იყენებენ. როგორ შეიძლება წინააღმდეგობა გავუწიოთ ამ ტაქტიკას? ჩალდინი (ჩიალდინი, 1985)
გვთავა¬ზობს, რომ ამ დროს მნიშვნელოვანია შევძლოთ: პირველი და¬თან¬ხმე¬ბის ან გადაწყვეტილების
მიზეზის განცალკევება იმის-გან, რასაც ჩვენ შემდეგ ვაპირებთ. თუ აღმოვაჩენთ ჩვენს თავს სიტუაციაში, სადაც
მეორე ინდივიდი მოულოდნელად ცვლის თავდაპირველ შეთანხმებას იმ მანერით, რომელიც თქვენგან მეტ
საფასურს მოითხოვს, დაუსვით თქვენს თავს კითხვა: 3ამ მოცე-მულ პირობებს დავეთანხმებოდი თავიდან?4 თუ
პასუხი იქნება არა, შეეცადეთ ფაქტორების იდენტიფიკაციას, რომელმაც გაცდუ-ნეს თქვენ. შანსი დიდია
აღმოაჩინოთ, რომ ეს თქვენ თვი¬თონ შექმენით და ძალიან ცოტა ან სულაც არავითარი წვლილი ექნება იმას,
ვისაც გავლენა უნდა მოახდინოს თქვენზე. ამ მომენში, ალბათ დროა უარი ვთქვათ. ბოლოსდაბოლოს, რატომ
უნდა დარჩეთ იმ ურთიერთობაში რომელიც ასე ძვირი გიჯდე¬ბათ თქვენ და სიკეთეს მოუტანს სხვას.

მორჩილება

მორჩილება წარმოადგენს სოციალური გავლენის ფორმას, რომელ¬შიც ერთი ან მეტი ინდივიდი ემორჩილება
სხვის ბრძანე-ბას. იგულისხმება, ინდივიდი რომელიც იძლევა ბრძანებას, ფლობს გარკვეულ ძალაუფლებას
გავლენა მოახდინოს სხვაზე. ჩვეულებრივ არჩევენ ძალაუფლების ექვს წყაროს: დაჯილ¬დოვების ძალაუფლება,
დასჯის ძალაუფლება, ექსპერტული ძალა¬უფლება, ინფორმაციული ძალაუფლება, რეფერენტული
ძალა¬უფლება და კანონიერი ძალაუფლება. როცა მორჩილებაზე ლაპარაკობენ, ჩვეულებრივ იგულისხმება, რომ
ის ემყარება კანო¬ნიერ ძალაუფლებას. თუმცა, არ არის გამორიცხული ძალა¬უფლების სხვა წყაროებიც
თამაშობდნენ აქტიურ როლს.

ნებისმიერი ფორმალური სოციალური ჯგუფი, ორგანიზაცია, საერთოდ საზოგადოება, ემორჩილება


ბრძანებებისა და განკარ-გულე¬ბების სისტემას, რომელიც მომდინარეობს კანონიერი ავტო¬-რიტეტი¬დან.
მორჩილება ბრძანებებისადმი ემყარება რწმე¬ნას, რომ ავტორიტეტს აქვს მოთხოვნის უფლება. ამიტომ უმე¬ტეს
შემთხვევაში ადამიანები ნებით ეთანხმებიან და ემორ¬ჩილებიან წესრიგს და ეს არა მარტო იქ სადაც
დაქვემდებარე¬ბის სისტემა აშკარად ჩანს, მაგ. სახელმწიფო ბიუროკრატულ სისტემაში, ნებისმიერი
ორგანიზაციის სტრუქტურაში, ან ძალის¬მიერ სტრუქტურებში და სხვა, არამედ იქაც, სადაც ეს აშკარად არ ჩანს.
მაგ. ადამიანები ემორჩილებიან მედიცინის მუშაკების მითითებებს ბავშვების ვაქცინაციაზე და ა.შ.

რა მოხდება სიტუაციაში, როცა ავტორიტეტის მოთხოვნები ინდივიდის საკუთარ რწმენებთან და


ღირებულუბებთან კონ-ფლიქტ¬შია? როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, როცა სკოლა მოითხოვს ბავშვის
ვაქცინაციას და თვითონ დარწმუნებულია რომ ეს საშიშია ბავშვისათვის? როგორ მოვიქცეთ როცა სახელმ¬წიფო
პოლიტიკა მიგვაჩნია რომ მცდარია და ამო¬რალური? 3მორჩილების დანაშაულის4 ცნებაც კი იქნა შემო¬ტანილი
(Hერბერტ Kელმან & Lეე Hამილტონ, 1989), რათა აღწერონ ის ამორალური და არალეგალური მოქმედებები,
რომელიც ხორცი¬ელდებოდა როგორც ავტორიტეტებიდან მომდინარე ბრძანებები¬სად¬მი პასუხი. კელმანი და
ჰამილტონი უარყოფენ იდეას, რომ მორჩილების კრიმინალი ნაცისტურ გერმანიასა და ფანატიკურ პიროვნების
კულტთან ერთად წარსულს ჩაბარდა. მათი აზრით და ალბათ სამართლიანად, მორჩილების კრიმინალი
გრძელდება ჩვენს საზოგადოებაში თითქმის ნებისმიერ ფორმალურ თუ არაფორმალურ ორგანიზაციებში.

მორჩილების ფენომენი უფრო რთული აღმოჩნდა ვიდრე ავტო-რიტეტისადმი დამორჩილება. გასაოცარია,


მაგრამ ფაქტია, რომ ინდივიდები, რომელსაც არა აქვთ ძალაუფლების ასეთი ფორმები ზოგჯერ ახერხებენ
გამოიწვიონ დამორჩილების მაღა¬ლი დონე. აღმოჩნდა, რომ გარკვეულ პირობებში ძალაუფლების არმქონე
ინდივიდებიც კი ახერხებენ აიძულონ სხვები განა¬ხორცი¬ე¬ლონ აქტიობა, რომელსაც ჩვეულებრივ არ
გააკეთებენ. ამის ბრწყინვალე დადასტურებას წარმოადგენს სტენლი მილ¬გრემის ექსპერიმენტები.

მილგრემის ექსპერიმენტები. 1960-იან წლებში სტენლი მილ¬გრემ¬მა განახორციელა ექსპერიმენტების


სერიები, რომელიც ეხებოდა ავტორიტეტისადმი დამორჩილების ბუნების გარკვევას. რადგან მილგრემის
ექსპერიმენტებმა ერთერთი თვალსაჩინო ადგი-ლი დაიკავა სოციალურ ფსიქოლოგიურ კვლევებში, საჭი¬როდ
ჩავთვალე მისი დეტალური აღწერა.

მილგრემმა დაიწყო იმით, რომ გაზეთში მოათავსა განცხა¬დება, სადაც თხოვდა ადამიანებს მონაწილეობა
მიეღოთ ფსიქო¬ლოგიურ კვლევებში. მსურველებს აჯგუფებდნენ ორ ორად. მათ ეუბნებოდნენ, რომ
იკვლევდნენ დასჯის გავლენას დასწავლაზე. ამიტომ ერთერთი მათგანი შემთხვევითი პრინციპით შეირჩეოდა
როგორც 3მოსწავლე4 და მეორე როგორც 3მასწავლებელი4. მასწავ-ლე¬ბელს ხმამაღლა უნდა ეთქვა სიტყვების
წყვილები, რომე¬ლიც უნდა დაემთავრებინა მოსწავლეს. მოსწავლის მიერ დაშვებულ ყოველ შეცდომაზე
მასწავლებელს უნდა დაესაჯა მოსწავლე ელექტროშოკით. მასწავლებელს სვამდნენ საკმაოდ გრძელ შთამბეჭდავ
3შოკის პულტის4 წინ, რომელსაც ქონდა ოცდაათი ჩამრთველი ღილაკი, რომელზეც აღნიშნული იყო თუ რა
სიძლიერის ელექტროშოკს გამოიწვევდა მასზე დაჭერა. შოკის სიძლიერე იწყებოდა 15-ით და მთავრდებოდა 450
ვოლ¬ტით. სხვაობა ვოლტებში, ორ მოსაზღვრე ღილაკს შორის, იყო 15 ვოლტი. ღილაკებს ჰქონდა წარწერა ან
3სუსტი შოკი4, ან 3ძლიერი შოკი4, ან 3საშიშია: ძალიან ძლიერი შოკი4.

მოსწავლეს მეორე ოთახში სვამდნენ სკამზე. მკლავებს ამაგ-რებდნენ სკამის სახელურზე და უერთებდნენ
ელექტროდებს. მას ამის შემდეგ 3მასწავლებელი4 ვერ ხედავდა. მათ ერთმანეთთან კომუნიკაცია შეეძლოთ
მხოლოდ ინტერკომით. ექსპერიმენტის დაწყებამდე “მოსწავლე” მიუთითებდა რომ გული ჰქონდა სუსტი და
იმედოვნებდა, რომ ექსპერიმენტატორი გაითვალისწინებდა ამას. ამის შემდეგ ექსპერიმენტატორი, გასინჯვის
მიზნით 3მასწავ-ლებელს4 ამ ხელსაწყოთი აყენებდა ელექტროშოკს, რათა წარმოდგენა ჰქონოდა თუ რა სახის
ვნებას აყენებდა მოს¬წავლეს. სასინჯი ელექტროშოკი ძლიერი იყო, მაგრამ 3მასწავ¬ლე¬¬ბელს4 უთხრეს რომ
გამოიყენეს საშუალო სიძლიერის ელექტრო¬¬¬შოკი.

ექსპერიმენტის განმავლობაში 3მოსწავლე4 ხშირად უშვებდა შეცდომას. ყოველ შეცდომაზე მასწავლებელს


უნდა აღენიშნა, რომ დაშვებულია შეცდომა და უნდა დაეჭირა თითი ღილაკის-თვის. ყოველ მომდევნო
შეცდომაზე მასწავლებელს უნდა გამოეყე-ნებინა მომდევნო ღილაკი ე.ი. უნდა გაეძლიერებინა ელექტრო-შოკი.
ელექტროშოკის გაძლიერებსთან ერთად 3მოსწავ¬ლის4 რეაქცია ხდებოდა დრამატული, რაც ახალი შეცდომის
წყარო ხდებოდა. ის ითხოვდა შეეწყვიტათ ექსპერიმენტი, მეტი არ შეუძლია და ა.შ., მაგრამ ექსპერიმენტატორი
ეუბნებოდა 3მასწავლებელს4 რომ გაეგრძელებინა ექსპერიმენტი.

ალბათ მიხვდით, რომ ექსპერიმენტში ჩართული წყვილიდან ნამდვილი სუბიექტი იყო ერთი, რომელსაც
3შემთხვევით4 “მას¬წავ¬-ლე¬ბ¬ლის” როლის შესრულება უხდებოდა, ხოლო “მოსწავ¬ლე” იყო ცრუ სუბიექტი.
რათქმაუნდა არ ხდებოდა ელექტრო¬¬შოკის გამოყენება. 3მოსწავლის4 რეაქცია ელექტროშოკის მიღე¬ბა¬ზე
3მასწავლებელს4 ესმოდა ინტერკომით. ხოლო რაც ესმოდა 3მასწავლებელს4 როგორც 3მოსწავლის4 რეაქცია იყო
შემდეგი:

რეაქცია ელექტროშოკზე იწყებოდა 75 ვოლტიდან.

75 ვოლტი: უი.

90 " უი.

105 " (ხმამაღლა) უი.

120 " უი! ეე, მართლა მტკივა.

135 " უი.

150

" მორჩა, გამიშვით აქედან, მე თქვენ გითხარით გული მაწუ¬ხებს, თუ შეიძლება გამიშვით აქედან. მეშინია
გულის, მე უარს ვამბობ ექსპერიმენტის გაგრძელება¬ზე.

165 " (ყვირის): გამომიშვით აქედან.

180 " (ყვირის): მეტის მოთმენა არ შემიძლია, გამომიშ-ვით აქე¬დან.

185

" გამომიშვით აქედან! გული მტკივა! გამომიშვით აქე¬დან! თქვენ არა გაქვთ ჩემი აქ დაკავების უფ-ლე¬ბა!
გამომიშვით ახლავე! გული მტკივა! გამიშ-ვით ბოლოსდაბოლოს აქედან!

210

" ეი, ექსპერიმენტატორო! გამომიშვი აქედან! ჩემ¬გან საკმარისია! მე არ მინდა ამ ექსპერიმენტში


მონაწილეობის მიღება.

225 " უი! უი!

240 " უი! გამიშვით.


270 " (ისტერიული ყვირილი): გამომიშვით აქედან! გამო¬მიშვით აქედან! გაიგეთ, გამომიშვით აქედან!

285 " (ისტერიული ყვირილი):

300

" (ისტერიული ყვირილი): მე აბსოლუტურად უარს ვამბობ გიპასუხოთ აწი. გამიშვით, თქვენ არა გაქვთ
უფლება დამაკავოთ აქ. გამიშვით, გამიშ-ვით აქედან!

315

" (ძლიერი ისტერიული ყვირილი): მე თქვენ გითხარით უარს ვამბობ პასუხებზე. მე უკვე არ ვმონაწილეობ
ექსპერიმენტში.

330

" (ძლიერი ხანგრძლივი ისტერიული ყვირილი): გამიშ¬ვით, გამიშვით, გამიშვით. თქვენ არა გაქვთ ამის
უფლება გამიშვით, გამიშვით, გამიშვით, გამიშვით.

“მასწავლებელს” ევალებოდა ყოველ შეცდომაზე ელექტრო-შოკის გაძლიერება. რათა “მასწავლებელს” არ


შეეწყვიტა ექსპე-რიმენ¬ტი, ექსპერიმენტატორი საკმაოდ ლაკონიურად ფრაზებს იყენებდა. ეს ფრაზები იყო
შემდეგი:

ფრაზა 1: 3თუ შეიძლება გააგრძელეთ4

ფრაზა 2: 3ექსპერიმენტის პირობები მოითხოვს, რომ გააგრძე¬

ლოთ4

ფრაზა 3: 3განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გააგრძე¬-

ლოთ4

ფრაზა 4: 3თქვენ არა გაქვთ სხვა არჩევანი; უნდა გააგრძე¬-

ლოთ4

მილგრემმა ჩაატარა საინტერესო გამოკითხვა. მან გამოკითხა ფსიქიატრები, სტუდენტები და საშუალო კლასის
წარმომადგენ¬ლე-ბი, სულ 110 ინდივიდი. მათ კითხეს ისინი რომ ყოფილიყვნენ ასეთ ექსპერიმენტებში
“მასწავლებლის” როლში რა სიძლიერის ელექტროშოკი იქნებოდა ის მაქსიმალური, რომელსაც ისინი
გამოიყენებდნენ. თითქმის ყველა მათგანმა მიუთითა, რომ დაემორჩი¬ლებოდნენ ექსპერიმენტატორს მხოლოდ
130 ვოლტის გამოყენებამდე. კითხვაზე, თუ მათი აზრით სხვები მაქსიმუმ რა სიძლიერის შოკის გამოიყენებამდე
გამოიჩენდნენ მორჩილებას, არცერთი მათგანი არ უშვებდა, რომ სხვები გამოიყენებდნენ ღილაკს რომელიც
3საშიშის4 კატეგორიაში შედიოდა.

მაგრამ ილგრემის ექსპერიმენტებში რომელშიც მონაწილეობ¬და 40 განსხვავებული პროფესიის 20-დან 50


წლამდე ასაკის მამა-კაცი, შედეგი იყო შემდეგი:

შოკის დონე სუბიექტები პროცენტებში, რომლებიც დაე¬-მორჩილ¬ნენ ექსპერიმენტატორის ბრძანებას.

სუსტიდან ძალიან ძლიერ შოკამდე

(0-240 ვოლტი)

100%

ინტენსიური შოკი

(255-300 ვოლტი)

88%

ძალიან ინტენსიური შოკი

(315-360 ვოლტი)

68%

საშიში - მკაცრი შოკი

(375-420 ვოლტი)

65%

3ხხხ4

(435-450 ვოლტი)

65%

როგორც ვხედავთ, გასაოცარი შედეგები იქნა მიღებული. იმის გამო, რომ ექსპერიმენტში მონაწილეობა
ნებაყოფილობითი იყო, მიუხედავად იმისა რომ კვლევაში მონაწილეობისათვის მათ უხდიდნენ, მოსალოდნელი
იყო, რომ ისინი წინააღმდეგობას გაუწევდნენ არცთუ ისე გონივრულ მოთხოვნას. მაგრამ ფაქტიუ-რად
აღმოჩნდა, რომ სუბიექტების 65% აგრძელებდა ექსპერი¬მენტს 450 ვოლტის გამოყენებამდე. შედეგი მართლაც
შემაშფო¬თე¬ბელი იყო.
მომდევნო კვლევებში მილგრემი აჩვენებს, რომ მსგავსი შედე-გები შეიძლება მიღებულ იქნას პირობებში,
რომელშიც მოსა-ლოდნელი იყო მორჩილების ტენდენციის შემცირება. კერ¬ძოდ, ექსპერიმენტები თავიდან
ტარდებოდა იელის უნივერსი¬ტეტის ბაზაზე. მილგრემმა ჩათვალა, რომ იელის უნივერსიტე¬ტის ავტორიტეტს
შეეძლო განესაზღვრა ასეთი შედეგები. ამი¬ტომ მომდევნო კვლევები მან ჩაატარა უნივერსიტეტის გარეთ,
ერთერთი უმნიშვნელო საზოგადოების სახელით. მიუხედავად ამის, შედეგები დაახლოებით იგივე იყო.
ექსპერიმენტები გამე¬ორე-ბული იქნა სხვების მიერაც - როგორც მოზარდებთან ისე მოზრდილებთან და ჩანდა,
რომ ეს შედეგები საგანგაშოდ ზოგადი იყო. ფერნომენი მოინათლა დესტრუქციულ მორჩი¬ლებად.

დესტრუქციული მორჩილების მიზეზები

მილგრემის ექსპერიმენტების შედეგები შემაშფოთებელი იყო. მაგ-რამ მან ამავე დროს დასაბამი მისცა იმ
პირობების კვლე¬ვებს, რომლებიც ხელს უწყობენ მორჩილებას. აშკარად დადგა საკითხი რატომ ხდება, რომ
სიტუაციაში, რომელიც თითქოსდა არ შეიცავს ავტორიტარულ ფიგურას, მორჩილების ტენდენცია მაინც
არსებობს. სანუგეშო იქნებოდა დასკვნა, რომ წყაროს აქვს დიდი ძალა იმაზე, ვინც ემორჩილება და ამიტომ
ნაკლები შანსია წინააღმდეგობის გაწევისა. ფაქტიურად ასე არ ხდება ყოველთვის. მილგრამის ცნობილ
ექსპერიმენტში ექსპერიმენტა¬ტორს ფაქტიურად, მცირე ძალაუფლება ჰქონდა სუბიექტებზე, ისინი არ
ახდენდნენ დაჯილდოვებას მორჩილებისათვის და არ სჯიდ¬ნენ წინააღმდეგობის გაწევისათვის. ასევე, მრავალ
ცხოვრე¬¬ბისე¬ულ სიტუაციაში ინდივიდს, რომელიც ემორჩილება სხვას აქვს პროტესტისა და წინააღმდეგობის
გაწევის უფლება, მაგრამ, თუმცა ყოყმანით, ხშირად ახორციელებს აქტიობას რომე¬ლიც ადამიანურ ან
იურიდიულ უფლებას ხელყოფს. რა განსაზღვრავს ადამიანის ასეთ სურვილს, მიიღოს რეალური ან
წარმოდგენითი ავტორიტეტის წყაროდან გავლენა? აღმოჩნდა, რომ მრავალი ფაქორი თამაშობს გარკვეულ
როლს.

პირველი, მრავალ სიტუაციაში ავტორიტეტული ინდივიდი პასუხისმგებლობის თავისთავზე აღებით


უმსუბუქებს სიტუაციას იმას, ვინც ემორჩილება. ადამიანები ხშირად, როცა ემორჩილე¬ბი¬ან მკაცრ და
უმოწყალო განკარგულებას თავს იმართლებენ იმით, რომ ამბობენ 3მე მხოლოდ ვასრულებდი ბრძანებას4.
სასიცოცხლო სიტუაციაში, პასუხისმგებლობის ასეთი გადატანა შეიძლება იმპლიციტურად განხორციელდეს.
მილგრემის ექსპე¬რიმენ¬ტებ¬ში კი ასეთი გადატანა აშკარად ხორციელდებოდა. კერძოდ, სუბიექტებს
თავიდანვე ეუბნებოდნენ, რომ ექსპერიმენ¬ტატორი, 3ავტორიტეტელი ფიგურა,4 იყო პასუხისმგებელი
მსხვერპ¬ლის კეთილდღეობაზე და არა ისინი. ამის შემდეგ თითქოს¬და არც იყო გასაკვირი რომ ისინი
დამორჩილების ტენ¬დენციას ამჟღავნებდნენ.

მეორე, ავტორიტეტულ ინდივიდს ხშირად აქვს მათი სტატუსის და ძალაუფლების ემბლემა ან ნიშანი. ეს
შეიძლება იყოს სპეციალური უნიფორმა, ნიშნები, ტიტულები და მასთან დაკავშირებული ფაქტორები. ასეთი
აშკარა მანიშნებლის წინაშე ადამიანებს უძნელდებათ წინააღმდეგობის გაწევა. ერთერთ კვლევაში ქუჩაში
მოსიარულეს აჩერებს გამვლელი და თხოუ¬ლობს 10 ცენტიანს თითქოსდა მანქანის გასაჩერებელი
ავტომა¬ტური სადგომისათვის. ერთ პირობაში ის ვინც ითხოვდა იყო მეხანძრის უნიფორმაში ჩაცმული, მეორე
პირობაში კარგად ჩაცმული, ხოლო მესამე პირობაში ღარიბად ჩაცმული ინდივიდი. შედეგი იყო ის, რომ
მეხანძრის უნიფორმიანი ინდივიდი იღებდა სხვებზე მეტ 10 ცენტიანს. ამასთან, უმრავლესობა, რომლებიც
აძლევდნენ 10 ცენტიანს მიუთითებდნენ, რომ ისინი (მეხანძრის ფორმიანები) ისე სთხოვდნენ რომ
იგულისხმებოდა უეჭველი დამორჩილება. ე.ი. როცა მეხანძრის ფორმიანი სთხოვდა, ამ თხოვნას აღიქვამდნენ
განსხვავებულად ვიდრე სხვების თხოვნას. თუმცა თხოვნა სტანდარტიზებული იყო. ამრიგად აღმოჩნდა
გარეგნული სიმბოლოები - თუნდაც ის არსებული სიტუაციის არარელევანტური იყოს - გავლენას ახდენს
როგორც ქცევაზე ისე მოტივზე, რომელიც ქცევის საფუძველშია.

მესამე - მიზეზი მორჩილებისა, მრავალ სიტუაციაში, შეიძ-ლება იყოს მოთხოვნის თანდათანობითი ბუნება.
ხშირად ბრძანება თავიდან შედარებით მცირე და უწყინარია და თანდათანობით იზრდება და ბოლოსდაბოლოს
მოითხოვს იმას, რისი მიღებაც საშიში და არასასიამოვნო ხდება. მილგრემის ექსპერიმენტებში სუბიექტი
თავიდან იყენებდა სუსტ ელექტრო-შოკს და შოკის ინტენსიობა იზრდებოდა შეცდომების სიხშირის¬და
მიხედვით, ასე რომ 3დასჯის4 ინტენსიობა თანდათანობით აღწევდა საშიშ დონეს. როცა ბრძანებების ესკალაცია
ხდება თანდათანობით და არ არსებობს ნათელი გამყოფი ხაზი რომ¬ლის შემდეგ დაუმორჩილებლობა უფრო
მისაღები ხდება ვიდრე დამორჩილება, ეს იმას ნიშნავს, რომ სიტუაციაა ისეთი, რომე¬ლიც ხელს უწყობს
დამორჩილებას.

ამრიგად, მთელი რიგი ფაქტორები განსაზღვრავენ დამორ-ჩილე¬ბის მაღალ დონეს, რომელიც გამოვლინდა
როგორც ლაბორატო¬რიუ¬ლი კვლევების ისე რეალური ცხოვრების კონ-ტექსტის საკმაოდ ფართე რანგში.

როგორ შეიძლება წინააღმდეგობა გაუწიოთ მორჩილებას

საბედნიეროდ, არსებობს რამდენიმე სტრატეგია, რომელიც შეიძლება ეფექტური აღმოჩნდეს მორჩილების


ტენდენციის დასა¬ძ¬-ლევად:

პირველი, ინდივიდმა რომელიც ავტორიტეტული პირისგან იღებს ბრძანებას უნდა გააცნობიეროს, რომ
სწორედ თვითონაა პასუხისმგებელი შედეგისათვის და არა ის, ვინც იძლევა ბრძა¬ნე-ბას. ასეთ პირობებში უნდა
მოველოდეთ დამორჩილების ტენ-დენციის მკვეთრ შემცირებას და მართლაც მთელი რიგი კვლე¬ვე-ბი
გვარწმუნებენ რომ ასეც ხდება.

მეორე, დამორჩილების ტენდენცია შემცირდება, თუ ინდი¬ვიდს უზრუნველვყოფთ ნიშნით, რომ


გარკვეული წერტილის მიღმა უსიტყვო დამორჩილება ბრძანებისადმი მიუღებელია. თვი¬თონ მილგრემის
ექსპერიმენტებით მტკიცდება, რომ როცა სუბი¬ექ¬ტებს სთავაზობენ ნათელ ნიშანს რომლის შემდეგ
დამორ¬ჩილება მიუღებელია, სუბიექტებისათვის დაუმორჩილებლობა გაცი¬ლებით უფრო ადვილია.

მესამე, გაცილებით უფრო ადვილია წინააღმდეგობა გაუწი¬ოთ ავტორიტეტული წყაროს გავლენას თუ


კითხვის ქვეშ დავა¬ყე¬ნებთ მის ექსპერტულობას ან მის მოტივებს. ე.ი. საჭიროა გაცნობიერება იმისა, არიან
ისინი უკეთეს პოზიციაში შეაფასონ თუ რა არის მნიშვნელოვანი და რა არა? ან მათი ბრძანების საფუძველში
ეგოისტური მოტივებია თუ ალტრუისტული? ასეთი კითხვების დასმით ადამიანმა შეიძლება მიიღოს უფრო
მხარ-დაჭერა დამოუკიდებლობისათვის ვიდრე დამორჩილებისათვის.

ბოლოს, შეიძლება სასარგებლო იყოს თვით ავტორიტეტული ფიგურის ძალის ცოდნა, იმ კანონზომიერების
ცოდნა, რომელ¬საც ემყარება ავტორიტეტის ძალაუფლება. აღმოჩნდა, რომ ინდი¬ვიდები რომლებიც
კითხულობენ სოციალურ-ფსიქოლოგიურ კვლე¬ვებს, იციან მათი შედეგები, უფრო სენსიტურნი ხდებიან იმ
ფენომენების და იმ ეფექტების მიმართ, რომლებიც აღწერილია იმ გამოკვლევებში. ისინი ახერხებენ შეცვალონ
თავიანთი ქცევა ამ ცოდნის მხედველობაში მიღებით. დამორჩილების პრობლემებ¬თან დაკავშირებით
იმედოვნებენ, რომ ამ პროცესების ცოდნას შეუძლია გაზარდოს წინააღმდეგობის გაღევის უნარი.

ამრიგად, ავტორიტეტული ინდივიდის ძალა გასცეს დამორ-ჩილების ბრძანება დიდია. მაგრამ ის არ არის
დაუძლეველი. გარკვეულ პირობებში ის შეიძლება გათვალისწინებული და დაძლეული იქნას.

ბოლოს, დესტრუქციული მორჩილების საკითხს გვინდა შევე-ხოთ პიროვნების პოზიციებიდან. ხომ არ


შეიძლება ვიფიქროთ, რომ თვითონ პიროვნების ბუნებაშია დესტრუქციულობა, აგრე¬სია, მაგრამ მას
სოციალურობა ზღუდავს და ამიტომ არ ავლენს მას. ამიტომ თუ აღმოჩნდება სიტუაციაში, სადაც
პასუხის¬მგებლობის გარეთ გატანა შეუძლია, გამოავლენს კიდეც. ხომ არ შეიძლება დავუშვათ, რომ მილგრემის
ექსპერიმენტებში სწო¬რედ ამ ტენდენციის გამოვლენასთან გვაქვს საქმე, რომ რაღაც დეინდივიდუაციის მსგავს
ფენომენთან გვაქვს საქმე, როგორც ეს ხდება ბრბოს სიტუაციაში.

რომ ეს ასე არ არის, ვფიქრობთ, კარგად დასტურდება ორ¬ნესა და ევანსის გამოკვლევებით.

ექსპერიმენტი ეხებოდა შედეგებისთვის პასუხისმგებლობის აღე¬ბის მნიშვნელობის დადგენას მილგრემის


კვლევების ანა-ლოგიურ სიტუაციაში იმ განსხვავებით, რომ ამ შემთხვევაში დესტრუქციული მორჩილება ვნებას
მოუტანდა თვითონ სუბი¬ექტს და არა სხვას. ამდენად ვფიქრობთ ეს გამოკვლევა პასუხს გასცემს ჩვენს მიერ
წამოჭრილ საკითხსაც. თუ ასეთ სიტუ¬აციაში დესტრუქციული მორჩილება დადასტურდება, მისი მიზე¬ზე¬ბის
ძიება თვით ადამიანის დესტრუქციულ ბუნებაში, მოკლე¬ბული იქნება აზრს.

ორნესა და ევანსის ექსპერიმენტებში მონაწილეობდნენ ჰიპნო-ტიზი¬რებული და არაჰიპნოტიზირებული


სუბიექტები. არა¬ჰიპნოტი-ზი¬რებული სუბიექტების ერთ ჯგუფს უთხრეს, რომ ისინი წარმოადგენდნენ
საკონტროლო ჯგუფს ჰიპნოზის გამო¬კვლევებში და რომ მათ ევალებათ ექსპერიმენტატორის მოტყუ¬ება იმით,
რომ თავი მოაჩვენონ ძლიერ ჰიპნოტიზირებულად (სიმუ¬ლატორები). მეორე ჯგუფს ასევე უთხრეს, რომ ისინი
წარმოადგენენ საკონტროლო ჯგუფს ჰიპნოზის გამოკვლევებში მაგრამ მათ არ მოსთხოვეს ჰიპნოზის
სიმულირება. გარდა ამისა იყო მესამე ჯგუფი, რომელიც საერთოდ არაექსპერიმენტულ ჯგუფს წარმოადგენდა.

სუბიექტებს მოსთხოვეს განეხორციელებინათ შემდეგი ქცევე-ბი:

1. აჩვენეს ჩხრიალა (ძლიერ შხამიანი) გველები გალიაში და მოსთხოვეს ხელი შეყონ გალიაში და შეეხონ მათ.

2. აჩვენეს აზოტმჟავით სავსე მენზურა შიგ ჩადებული

მონე¬ტით. მას შემდეგ რაც მონეტამ დაიწყო დაშლა, ე.ი.

ნათელი გახდა, რომ სითხე ნამდვილად მჟავაა,

სუბიექტებს მოსთხოვეს მჟავიდან მონეტის ამოღება

თითებით.

3. მჟავა შეესხათ ექსპერიმენტატორისთვის სახეში.

ცხადია ყველა ეს დავალება ისე იყო მოწყობილი, რომ არავინ ზიანდებოდა მაგრამ სუბიექტებმა ეს არ
იცოდნენ. ასე რომ ჩვეულებრივ პირობებში ამას არავინ არ შეასრულებდა. შედეგები მოცემულია ცხრილში.

მდგომარეობა

გველის ხელის შეხება %

მჟავიდან მონეტის ამოღება %

მჟავის სახეში შესხმა %

ჰიპნოტიზირებულები 84

84

84

სიმულაციური საკონტროლო 100

100

100

არასიმულაციური საკონტროლო 50
84

84

არაექსპერიმენტული 0

0 0

როგორც ვხედავთ, ჰიპნოზმა მოგვცა მნიშვნელოვანი დაყოლიე¬ბა. უმრავლესობამ განახორციელა აღნიშნული


ქცევა. უფრო გასაოცარია სიმულაციური საკონტროლო ჯგუფის წევრების ქცე-ვა, მათ ასი პროცენტით ყველა
დაემორჩილა მოთხოვნას. ასე¬ვე მეორე საკონტროლო ჯგუფის წევრების უმრავლესობა დაემორჩილა
მოთხოვნას. მაგრამ არასაკონტროლო ჯგუფის წევ¬რე¬-ბიდან არც ერთი არ დაემორჩილა მოთხოვნას.

ამრიგად, მილგრემის ექსპერიმენტის მსგავს სიტუაციაში, მაში-ნაც კი როცა ქცევა საშიში იყო თვით
სუბიექტებისათვის, დესტრუქციული მორჩილების ტენდენცია დადასტურდა. ე.ი. ამ ტენდენციას ვერ ავხსნით
თვით პიროვნების დესტრუქციული ბუნებით.

თავი 5

ინტერპერსონალური მიზიდვა: აფილაცია, მოწონება სიყვარული.

ერთი საინტერესო კვლევა განახორციელეს ღეედ Lარსონ-მა და მისმა კოლეგებმა. მათ მოზრდილების და
ტენეიჯერების გარკვე-ულ ჯგუფს სთხოვეს ერთი კვირის განმავლობაში მუდმივად ეტა¬-რებინათ
ელექტრონული პეიჯერი. სუბიექტებს უნდა დაე¬ფიქსი-რებინათ თუ დროის ამა თუ იმ მონაკვეთში რას
აკეთებ¬დნენ და ვისთან ერთად იყვნენ, იყვნენ მარტონი თუ ვინმესთან ერთად. შედეგები აჩვენებდა, რომ
მოზრდილები ამ ერთი კვირის განმავლობაში მარტონი რჩებოდნენ მთელი დროის 29,1% - ხოლო სხვებთან
ერთად იყვნენ მთელი დროის 70%. ტენეი¬ჯერები დროის 25,9% იყვნენ მარტო და 74,1% - იყვნენ სხვებთან
ერთად.

შესაძლოა, ამ საკითხს კვლევა არც კი სჭირდებოდა. თითქოსდა ეს თავისთავად ცხადია. ადამიანის


ტენდენცია იყოს სხვა ადამიანებთან, მიეკუთვნებოდეს ამა თუ იმ ჯგუფს აისახა დეფინიციაში, რომ ადამიანი
არის სოციალური ცხოველი. როგორც ადრე აღვნიშნეთ, ეს ტენდენცია ანტიკური პერიოდი-დანაა ცნობილი.
მრავალი ასეული წელია ფილოსოფოსები, პოლიტიკოსები, რელიგიის ლიდერები და მწერლები მიუთითებენ
ადამიანების ჯოგურობაზე, იხილავენ საკითხს კარგია თუ ცუდი საზოგადოება. მათგან განსხვავებით
სოციალურ ფსიქოლოგიას აინტერესებს მიზეზი - აინტერესებს პასუხი კითხვაზე რატომ?

გარდა ამისა, ადამიანებს ყოველთვის აინტერესებდათ და აინტერესებთ თუ რამდენად მოსწონთ ის სხვებს, რა


ფაქტორები განსაზღვრავენ სიმპატია ანტიპატიის გრძნობას, - რა განსა-ზღვრავს ადამიანებს შორის უფრო ღრმა,
ემოციონალური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას და მის შენარჩუნებას და ა.შ. ეს საკითხები სოციალური
ფსიქოლოგიის ინტენსიური კვლევის საგანი გახდა განსაკუთრებით მეოცე საუკუნის 70-ანი წლებიდან. ამ თავში
ჩვენ შევეცდებით გავაანალიზოთ აფილიაციის ტენდენციის არსი, ფაქ¬ტო¬რები, რომლებიც გავლენას ახდენენ
აფილაციის ტენდენ¬ციაზე. შემდეგ გავარჩევთ ინტერპერსონალური მიზიდვის პრინცი¬პებს, გავარჩევთ იმ
ემპირიულ გამოკვლევებს, რომლებიც მიზნად ისახავენ იმ ფაქტორების დადგენას, რომლებიც განსა¬ზღვრავენ
ინტერპერსონალურ მოწონებას. მერე შევეხებით ინტერ¬-პერსონალური ურთიერთობის უფრო სპეციფიკურ
ფორ¬მებს.
აფილიაცია

როგორც აღვნიშნეთ, ადამიანები მიისწრაფვიან ერთმანეთისა-კენ, სურთ მიეკუთვნებოდნენ ამათუ იმ ჯგუფს.


ადამიანების ასეთ ერთად ცხოვრებისაკენ მისწრაფებასებას უწოდებენ აფი¬ლია¬ცი¬ის ტენდენციას. აფილიაცია,
როგორც სოციალური აქტიო¬ბის ერთერთი ფორმა, რათქმაუნდა სოციალური ფსიქოლოგიის კვლევის
პრობლემატიკაში შემოდის. სოციალური ფსიქოლოგია ცდილობს ახსნას თუ რატომ უნდათ ადამიანებს ერთად
ყოფნა? არსებობს ამ კითხვაზე პასუხის ორი დონე: პირველი, აფილია¬ცი-ის ტენდენციის ე.წ. ბაზისური ახსნა
და მეორე, იმ სპეცი¬ფიკურ ფაქტორებზე მითითება, რომლებიც გავლენას ახდენენ ამ ტენდენციაზე.

აფილიაციის ტენდენციის ბაზისური ახსნა, ფაქტიურად წარმო¬¬ად¬გენს ცვლადების იმ ზოგად კლასზე


მითითებას, რომლე-ბიც განსაზღვრავენ მას. ასეთ ზოგად ფაქტორებად განიხილებიან ინსტიქტები, შინაგანი
დეტერმინანტები და დასწავლა.

ინსტიქტები. აფილიაციის ტენდენციის ინსტინქტებით ახსნა ემყარება ზოგად დაშვებას, რომ აფილიაცია,
ისევე როგორც ნებისმიერი მოთხოვნილება თანდაყოლილია. ისევე როგორც ჭიანჭველები ქმნიან კოლონიებს,
ადამიანები ცხოვრობენ ჯგუფე-ბად და ეს არა იმიტომ, რომ მათი აზრით ასე სჯობია ან უფრო სასარგებლოა.
ისევე როგორც ბავშვი იწყებს წოვას იმის გააზრე-ბის გარეშე კარგია ეს თუ ცუდი, აფილიაცია ხორცი¬ელდება
ყოველგვარი აზროვნებისა და ფიქრის გარეშე. ერთი სიტყვით, ჩათვლილია, რომ ადამიანები იბადებიან
მრავალი გენეტიკურად დეტერმინირებული მახასიათებლებით და მათ შორისაა ერთად ცხოვრების ტენდენცია.
სოციალურ ფსიქო¬ლოგიაში ამ მიდგომის ერთერთი პიონერია მაკ-დუგალი. მაკ-დუგალი ჯოგურობას, თავისი
შესაბამისი მარტივი სენტი¬მენტით თვლის რომ წარმოადგენს ადამიანის ერთერთ ინსტინქტს, მის მიერ
ჩამოთვლილი 14 ინსტინქტიდან.

რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ინსტინქტის თეორიული ახსნა, საერთოდ არ წარმოადგენს მეცნიერულ
ახსნას რომ ასე¬თი ახსნა ტავტოლოგიაა და ა.შ. პრაქტიკულად შეუძლებელია აფილიაციის ტენდენციის
ინსტინქტით ახსნის ჰიპოთეზის ექსპე რიმენ¬ტული შემოწმება. შეუძლებელია ეს როგორც ეთიკური, ისე
ტექნიკური თვალსაზრისით. ტექნიკურად, ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვი დაბადებიდანვე აღვზარდოთ სრულ
იზოლაციაში და ვნახოთ ექნება თუ არა აფილიაციის ტენდენცია, რისი გან¬ხორცი-ელე¬ბაც პრინციპულად
შეუძლებელია. აფილიაციის ინსტინქ-ტებით ახსნა ჭეშმარიტიც რომ იყოს მისი პირდაპირი კვლევა
შეუძლებელია.

თანდაყოლილი დეტერმინანტები. აფილიაციის თანდაყოლი¬ლი დეტერმინანტებით ახსნა მიუთითებს


იმაზე, რომ ის მიზე¬ზობრივად განპირობებულია ჩვილი ბავშვის თავისებურებით. ეს მიდგომა არ უშვებს, რომ
აფილიაცია გენეტიკურადაა განპი¬რობებული, არამედ თვლის, რომ ის განპირობებულია განსა¬კუთრებული
უსუსურობით. ბავშვი იმდენად უსუსური იბადება, რომ ის მთლიანად დედაზეა დამოკიდებული და ეს
უსუსურობის პერიოდი საკმაოდ ხანგრძლივია. ასე, რომ მშობლის გარეშე ბავშვი დაიღუპება. უფრო მეტი,
ბავშვის უსუსურობა იმდენად მოითხოვს დედის ყურადღებას რომ ამ დროის განმავლობაში დედაზე სხვამ
უნდა იზრუნოს. დედას არ რჩება დრო თავის¬თავზე ზრუნვისათვის. ეს მიდგომა უშვებს, რომ ადამიანისათვის
დამახასიათებელია 3ჯოგურობა4 აუცილებლობის გამო და არა იმიტომ, რომ ეს ინსტინქტურად აქვს მიღებული.
მაშ, თანდაყო¬ლილ დეტერმინანტებში იგულისხმება ბავშვის სპეციფიკური სისუსტე. სპეციფიკური
უსუსურობა მიზეზობრივად განსა¬ზღვრავს აფილიაციის ტენდენციას.

დასწავლა ანუ აფილიაციის ტენდენციის ახსნა დასწავლით. ეს მიდგომა უშვებს, რომ ადამიანი იძენს
(სწავლობს) აფილია-ციას ისევე როგორც ის სწავლობს ჩვეულებრივ ბევრ რამეს. ადამიანი ბავშვობიდანვე
სწავლობს რომ მისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება დამოკიდებულია სხვებზე. ბავშვი სწავლობს
გარკვეულ ჩვევებს, აყალიბებს თავის ცხოვრებას და სწავლობს აგრეთვე აფილიაციას, და ამით ხდება ის სხვა
ადამიანების მსგავსი.

აფილიაციის ტენდენციის სპეციფიკური მიზეზები


ინსტინქტი, შინაგანი დატერმინანტები და დასწავლა რო¬გორც აღვნიშნეთ, წარმოადგენენ აფილიაციის
ტენდენციის ბაზი¬სურ ახსნას, მაგრამ არაფერს ამბობენ იმ სპეციფიკურ ცვლა¬დებ¬ზე, რომლებიც
აკონტროლებენ აფილიაციის ტენდენციას. თუ ვიტყვით, რომ ცხოველი ჭამს იმიტომ რომ აქვს თანდაყოლილი
მოთხოვნილება, ან იმიტომ რომ ისწავლა ჭამა, რათქმაუნდა ჩვენ სწორი ვიქნებით, მაგრამ ვერაფერს ვიგებთ
თვით ჭამაზე. მაგრამ თუ განვიხილავთ ჭამას 7 საათიანი დეპრივაციის შემდეგ, ან თუ განვსაზღვრავთ სისხლის
შემადგენლობაში შაქრის დონეს, ჩვენ ვიძლევით სპეციფიკურ ცოდნას შიმშილისა და ჭამის შესახებ და
შეგვიძლია გავაკონტროლოთ საკვების რაოდენობა რომელიც უნდა მიიღოს ცხოველმა.

ზოგად და სპეციფიკურ ახსნას შორის ასეთი განსხვავება მისაღებია აფილიაციის მიმართაც. თანამედროვე
სოციალური ფსიქოლოგია უმთავრესად ამ საკითხს ეხება. სოციალური ფსიქო-ლოგია ცდილობს განსაზღვროს
ფაქტორები, რომლებიც ზრდიან ან ამცირებენ აფილიაციის ტენდენციას, ცდილობს აღმოაჩინოს ის
სპეციფიკური პირობები, რომლებიც იძლევიან აფილიაციის მიზეზების და ბუნების უფრო ღრმა გაგებას.

ფსიქოლოგიის ზოგადი მიდგომა ამ საკითხისადმი არის მიიღოს მონაცემები კონტროლირებულ


სიტუაციაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ექსპერიმენტულ სიტუაციაში ახდენენ ერთი ან მეტი ფაქტორის ვარიაციას,
რათა განსაზღვრონ თუ ეს ფაქტო¬რები როგორ მოქმედებენ აფილიაციის ტენდენციაზე.

შიში და აფილიაცია. აფილიაციის ტენდენციის სისტემატური ექსპერიმენტული გამოკვლევა მოგვცა


შეხტერმა (შტანლი შცჰაცჰტერ). სავსებით სამართლიანად, ის იწყებს მითითებით, რომ რათა დავადგინოთ
პირობები, რომელშიაც აფილიაციის ტენდენცია ძლიერდება ან მცირდება, უნდა დავაკვირდეთ იმას თუ რა
მოს¬დით ადამიანებს, როცა მათ არა აქვთ აფილიაციის შესაძ-ლებლობა. თუ აფილიაცია არის მოთხოვნილება,
ეს მოთხოვ-ნილება გამოიკვეთება როცა ინდივიდი მოკლებულია მისი დაკმაყოფილების წყაროს.

შემთხვევების შესწავლა, როცა ადამიანი ტოტალურ იზო-ლაციაში აღმოჩნდა - ზოგიერთი რელიგიური


სექტის წევრობა, მოგზაურობისას, ოკეანეში ხომალდის ჩაძირვის შემდეგ შემ¬თხვე-ვით გადარჩენილი
ინდივიდის უკაცრიელ კუნძულზე მოხვედრა, იზო¬ლაციის ექსპერიმენტების მონაწილეები - საფიქრებელია
რომ გვიჩვენებენ რაღაც ამის მსგავსს. ასეთი ხანგრძლივი იზო¬ლაციის შესახებ ანგარიშებში, მემუარებში და ა.შ.
მითი¬თებულია, შიშის გრძნობაზე რომელსაც თან ახლავს შფოთვა. ერთი სიტყვით ხანგრძლივი იზოლაცია
იწვევს ძლიერ შიშს და შფოთვას. შეხტერმა თავის კვლევებს საფუძვლად დაუდო ეს ფაქტი და სცადა
კონტროლირებულ სიტუაციაში ეკვლია თუ რა დამოკიდებულება არსებობს შიშსა და აფილიაციის ტენდენციას
შორის. თუ იზოლაცია იწვევს შიშს, შიშის არსებობამ უნდა მოგვცეს აფილიაციის სურვილი. შესაბამისად
შეხტერმა წამო¬აყენა ჰიპოთეზა ძლიერმა შიშმა უნდა გამოიწვიოს აფილიაციის უფრო ძლიერი ტენდენცია
ვიდრე სუსტმა შიშმა. განსხვავებული დონით შეშინებულმა ადამიანებმა უნდა გამოავლინონ აფილია¬ციის
განსხვავებული დონეები. შეხტერმა შესძლო ამ ჰიპოთეზის შემოწმება კონტროლირებულ სიტუაციაში.

ექსპერიმენტული პროცედურა - სუბიექტები შეყავდათ ლაბო¬რატო¬რიაში სადაც ჭარბად იყო


ელექტრომოწყობილობა. სუბიექ¬ტებს უხსნიდნენ, რომ ექსპერიმენტი ეხებოდა მეხსიერებაზე
ელექტრო¬¬შოკის გავლენის კვლევას. რათა შეექმნათ შიშის გან-სხვავებული დონეები, ექსპერიმენტატორი
ახდენდა შოკის გან-სხვავებულ ინტერპრეტაციას. შიშის მაღალი დონის ექსპერიმენ-ტული პირობების
შესაქმნელად ელექტროშოკს აღწერდნენ დიდი მუქარის ტერმინებში. კერძოდ, სუბიექტებს ეუბნებოდნენ, რომ
3შო¬კი იქნება მტკივნეული... უკიდურესად მტკივნეული, მაგრამ არ ექნება შემდგომი ეფექტი4.
განუმარტავდნენ, რომ კვლევის წარმატებისათვის საჭიროა ინტენსიური შოკის გამოყენება და ა.შ.

დაბალი შიშის ექსპერიმენტული პირობების შესაქმნელად სუბიექტებს ეუბნებოდნენ, რომ შოკი არ იქნება
მტკივნეული, იქნება ძალიან სუსტი და ა.შ.

ამის შემდეგ, თითქოსდა აპარატურის მოსამზადებლად საჭი¬რო იყო გარკვეული დრო და ამ დროის
განმავლობაში, სუბიექ¬ტებს შეეძლოთ აერჩიათ თუ სად მოისურვებდნენ მოცდას. არჩე¬ვანი თვითონ
სუბიექტებს უნდა გაეკეთებინათ, აირჩევდნენ ისინი მოცდას ცალკე თუ სხვებთან ერთად. თუ აირჩევდნენ
მარტო მოცდას მზად იყო ოთახი, სადაც შეიძლებოდა მოცდა საკმაოდ კომფორტულ პირობებში. თუ აირჩევდნენ
სხვებთან ერთად მოცდას საამისოდ მზად იყო მეორე ოთახი. ე.ი. სუბიექტებს თხოვდნენ აერჩიათ სხვებთან
ერთად უნდოდათ მოცდა თუ მარ¬ტო. ექსპერიმენტის შედეგები ადასტურებდა ჰიპოთეზას. ძლიერი ში¬შის
დროს სუბიექტები არჩევდნენ სხვებთან ერთად ყოფნას.
გარდა ამისა იკვლიეს განუსაზღვრელობის გავლენა აფილია-ციის ტენდენციაზე. ჰიპოთეზირებული იყო
რომ ადამიანებს ექნებათ მეტი აფილიაციის ტენდენცია განუსაზღვრელ სიტუ-აციაში. კვლევები ადასტურებს ამ
ჰიპოთეზასაც.

იკვლიეს აგრეთვე შფოთვის (შიშის მსგავსი ემოციონალური მდგომარეობა, როცა შიშის ობიექტური პირობები
არ არსებობს) გავლენა აფილიაციის ტენდენციაზე. შფოთვის ექსპერიმენტული პირობების შესაქმნელად
გამოყენებული იყო ნევროტული ან მორალური შფოთვის გამომწვევი სიტუაცია, რომელიც უხერ-ხულო¬ბის
გრძნობას გამოიწვევდა სუბიექტებში. ჰიპოთეზი¬რებული იყო, რომ რაც უფრო მაღალი იქნებოდა შფოთვის
დონე, მით უფრო ძლიერი იქნებოდა მარტო ყოფნის ტენდენცია. კვლევითი მონაცემები ადასტურებდენ
ჰიპოთეზას (შარნოფ & ძიმბარდო, 1961).

არსებობს შიშსა და აფილიაციის ტენდენციას შორის ურთი-ერთო¬ბის ამხსნელი ორი თეორია. (1) შიშის
შემცირების და (2) სოციალური შედარების თეორია.

შიშის შემცირების თეორია ემყარება დასწავლის განმტკიცე¬ბის თეორიას. განმტკიცება განიხილება


როგორც მოთხოვნილე¬ბის დაკმაყოფილება. რეაქცია რომელსაც მოჰყვება მოთხოვნილე¬ბის დაკმაყოფილება
მტკიცდება (ე.ი. დაისწავლება). ნავარაუ¬დევია, რომ შიშის გრძნობა ქმნის მისი შემცირების ან მოხსნის
ტენდენციას და შეშინებულ ადამიანს იმიტომ უნდა სხვასთან ერთად ყოფნა (აფილიაცია) რომ ეს იწვევს შიშის
შემცირებას. ექსპერიმენტმა დაადასტურა ეს ჰიპოთეზაც. შეხტერის მიერ შემოთავაზებულ სიტუაციაში, როცა
სუბიექტებს უნდა მოეხდი¬ნათ მარტო მოცდასა და სხვასთან ერთად მოცდას შორის არჩევანი, ინსტრუქციას
დაემატა ერთი ნიუანსი, სხვებთან ერთად მოცდის არჩევის შემთხვევაში მათ ეკრძალებოდათ ექსპერიმენტში
ჩართულ საკითხებზე საუბარი. ე.ი. მათ შეეძლოთ საუბარი მხოლოდ იმ საკითხზე, რომელიც ექსპერიმენტს არ
ეხებოდა. ამითი ვარაუდობდნენ რომ გაძნელდებოდა აზრთა ურთიერთგაზიარებით შიშის შემცირება. ასეთ
სიტუაციაში მოელოდ¬ნენ, რომ აფილიაციის ტენდენცია შემცირდებოდა. შედე-გებ¬მა დაადასტურა
მოლოდინები.

სოციალური შედარების თეორია - თეორია ემყარება მოსა-ზრე¬ბას, რომ ადამიანს აქვთ მოთხოვნილება
იცოდეს თავის¬თავი - მისი უნარები თვისებები და მათ შორის ემოციებიც. რადგან არ არსებობს მათი გაზომვის
ტექნიკური საშუალებები, ადამიანები ამას ახერხებენ თავისთავის სხვასთან შედარებით. შეშინებულ ადამიანს
ჩათვლილია რომ სურს იცოდეს თავისი შიშის ზუსტი მახასიათებლები და ამის გაგებას შეეცდება თა¬ვის მასსავე
მდგომარეობაში მყოფ ინდივიდთან შედარებით. ამ ჰიპოთეზის შესამოწმებლად ექსპერიმენტულ პირობებს
დაემატა ახალი ნიუანსი. ძლიერი შიშის ექსპერიმენტულ სიტუაციაში სუბიექტებს რომლებიც ირჩევდნენ
სხვასთან ერთად ყოფნას მისცეს ასეთი ალტერნატივა, სურდათ მოეცადათ თავისსავე მდგომარეობაში მყოფ
ინდივიდებთან (ე.ი. რომლებიც მონა¬წილეო¬ბას იღებდნენ ამავე ექსპერიმენტში და იყვნენ მოსაცდელ ოთახში)
თუ ოთახში სადაც იყვნენ სხვა ინდივიდები რომლებ¬საც ამ ექსპერიმენტთან რაიმე შეხება არ ჰქონდათ.
ჰიპოთეზის თანახმად, ასეთ სიტუაციაში სუბიექტებს უნდა აერჩიათ მასსავე მდგომარეობაში მყოფ
ადამიანებთან მოცდა. შედეგებმა დაადას¬ტურა ჰიპოთეზა.

სოციალური ურთიერთობის სიკეთე

შიშისა და განუსაზღვრელობის შემცირება არ არის ერთად-ერთი მიზეზი თუ რატომ უნდათ ადამიანებს


სხვებთან ერთად ყოფნა. სოციალურ ფსიქოლოგიაში არის იმ სიკეთის ტიპო-ლოგიის ცდა, რომელსაც იღებენ
ინდივიდები სოციალური ურთიერთო¬ბებიდან. აფილიაციის მოთხოვნების საინტერესო ანალი¬ზი
შემოგვთავაზა ვაისმა. მან ჩამოთვალა ექვსი ბაზისური 3სოციალური ურთიერთობის შედეგი4 (ღობერტ ჭეისს,
1974).

1. უშუალო მჭიდრო კავშირი არის უშიშროებისა და კომ¬ფორ-ტის გრძნობა, რომელსაც უზრუნველყოფს


ჩვენი მჭიდრო ურთიერთობები. ბავშვი მჭიდროდაა კავშირში მშობელთან. მოზრდილები ასეთ ინტიმურობას
განიცდიან მეუღლისადმი, მეგობრებისადმი.

2. სოციალური ინტეგრაცია არის გაზიარებული ინტერესების და ატიტუდების ქონა. ეს ხშირად


უზრუნველყოფილია ურთიერთობებით მეგობრებთან, თანამშრომლებთან, ერთი გუნდის წევრებთან,
ეკლესიასთან, მეზობლებთან და ა.შ. ასეთი ურთიერთობები მიუთითებენ კომპანიონობაზე და იძლევა სოცი-
უმისადმი მიკუთვნების გრძნობას.

3. ღირსების დაცვა უზრუნველყოფილია როცა სხვები მხარს უჭერენ ჩვენს გრძნობას რომ ვართ
კომპეტენტურნი და მნიშვნე-ლო¬ბის მქონე ინდივიდები.

4. სანდო კავშირის გრძნობა გულისხმობს იმის ცოდნას, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც საჭიროების
შემთხვევაში დაგვეხმარებიან.

5. ხელმძღვანელობა უზრუნველყოფილია კონსულტანტების, მასწავლებლების, ექიმების, მეგობრების და


სხვათა მიერ რომ¬ლებ-საც მივმართავთ რჩევისა და ინფორმაციისათვის.

6. მზრუნველობის შესაძლებლობა არის მაშინ, როდესაც პასუხისმგებელნი ვართ სხვა პირების


კეთილდღეობისათვის. სხვები¬სათ¬ვის ზრუნვა უზრუნველყოფს ჩვენს გრძნობას, რომ საჭირონი და
მნიშვნელოვანნი ვართ.

ცნობილია სოციალური ურთიერთობების სიკეთის განსხვა-ვებუ¬ლი ტიპოლოგიაც, სადაც ხაზგასმა


კეთდება პიროვნული ურთიერთობების განსხვავებულ ფუნქციებზე. ზოგიერთი მკვლე¬ვა-რი
დაინტერესებულია იმით, თუ რა წვლილი შეაქვს ინტერ-პერსონალურ ურთიერთობებს ფსიქიკური და
ფიზიკური ჯან-მრთელობის საქმეში, ამ ასპექტით დომინირებულია სოციალური მხარდაჭერის ცნება.
მიუთითებენ სოციალური მხარდაჭერის განსხვავებულ სახეებზე: ინსტრუმენტალური მხარდაჭერა, იგუ-
ლისხმება ფინანსური ან სხვა სიკეთით მხარდაჭერა ან მომსახურე¬ობითი დახმარება და ინფორმაციული
მხარდაჭერა, სახელმძღვანელოებით, რჩევებით და სასარგებლო ინფორმაციით მხარდაჭერა.

დედამიწაზე მცხოვრებ მილიარდობით ადამიანებიდან თითო-ეულს ჩვენთაგანს ურთიერთობა აქვს


მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილთან. ჩვენ ტენდენცია გვაქვს შევზღუდოთ იმ ადამიანების რაოდენობა,
რომელთანაც ურთიერთობა გვაქვს იმ ცოდნით, რაც გვაქვ მათ შესახებ მოცემულ მომენტში. იმ მცირე
ნაწილი¬დან ადამიანებისა ვისაც ვხვდებით ჩვენ სელექციას ვახდენთ თუ ვისთან დავამყაროთ მეტნაკლებად
მჭიდრო ურთიერთობა. დგება საკითხი რის საფუძველზე ვახდენთ შერჩევას თუ ვინ უნდა ვიცოდეთ და ვისი
იგნორირება მოვახდინოთ? სოციალურ ფსიქო-ლოგიაში ეს საკითხი განიხილება ინტერპერსონალური
მიზიდ¬ვის პრობლემატიკაში.

ინტერპერსონალური მიზიდვა

სოციალურ ფსიქოლოგიურ ლიტერატურაში მიზიდვა და მოწონება განიხილებიან თითქმის როგორც


სინონიმური ცნებები. მოწონებაში იგულისხმება პირველადი პოზიტიური ემოციონალუ-რი დამოკიდებულება
რომელიც შემდგომში უფრო ღრმა ემოციონალურ დამოკიდებულებაში შეიძლება გადაიზარდოს. ერთი
სიტყვით, მოწონება (მიზიდვა) წარმოადგენს ატიტუდს რომელიც გვიყალიბდება სხვა ადამიანის შესახებ და
ასეთი ატიტუდის ჩამოყალიბებაში ძირითად როლს აფექტი თამაშობს. ე.ი. ინტერპერსონალური მიზიდვა
გულისხმობს ინტერპერსო¬ნალურ შეფასებას, რომელიც მოწონება-არმოწონების განზო¬მილე¬ბაში
ლოკალიზირდება. სოციალური პერცეპციის განხილ¬ვი¬სას ჩვენ ვნახეთ, რომ ინდივიდის მიერ ინდივიდის
აღქმაში წამყვანია საშემფასებლო განზომილება, რომელსაც ემოციო¬ნალუ¬რი ელფერი აქვს. როდესაც ვინმეს ან
რამეს ვაფასებთ ამ ობიექტისადმი პოზიტიური გრძნობა გადამწყვეტია მისი შეფა¬სები-სათვის.

მოწონება განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ინტერპერსონა-ლურ ურთიერთობაში, რადგან ამით


განისაზღვრება ინდივიდე¬ბის ურთიერთქმედება. მოწონება პრაქტიკულად მოქმედებს ურთი¬ერთო-ბის
ნებისმიერ ფაზაზე - თუ რამდენად ირჩევენ ისინი ერთმანეთს, რამდენად ახდენენ გავლენას ერთმანეთზე და ა.შ.
როდესაც ინდივიდი ხვდება ვინმეს პირველი კითხვა რომელსაც ის სვამს არის შემდეგი: მომწონს ის მე?
მოვეწონე მე მას?

ნებისმიერი ინდივიდი (თქვენის ჩათვლით) მოსწონს ზოგი-ერთს, არ მოსწონს ზოგიერთს და ზოგიერთი


მის მიმართ ნეიტრალურ დამოკიდებულებას იჩენს. დგება საკითხი, რა განსაზღვრავს იმას, თუ ვინ მოგვეწონება
და ვინ არა? უნდა ვივარაუდოთ, რომ მოწონება ეფუძნება თვით იმ პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებს და
ქცევებს, ვისაც აფასებენ (მაგ. მისი ხიბლი, გონიერება და ა.შ.). ე.ი. ჩვენ ვრეაგირებთ იმ ინდივიდების გარკვეულ
ასპექტებზე ვისაც ვაფასებთ, ჩვენი შეფასება ამ ასპექტებს ეფუძნება. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩვენს მოწონება
არმოწონებაზე გავლენას ახდენენ ფაქტორები, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო თვით ინდივიდთან. ხშირად,
აღმოჩნდა, რომ მოწონებაზე გავლენას ახდენს თუ როგორ ინტერპრეტაციას აძლევს შემფასებელი შესაფასებელი
პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებს (მაგ. ხიბლს და გონიერებას). მოწონება ნაწილობრივ დამოკიდებულია
აგრეთვე შემფასებელ და შესაფასებელ ინდივიდებს შორის მსგავსება განსხვავებაზე (მაგ. განსხვავება
დემოგრაფიულ მონაცემებში, რწმენებში, ატიტუდებში და ა.შ.). ბოლოს, მოწონებაზე გავლენას ახდენს აგრეთვე
სოციალური კონტაქტები, რომლებშიც ურთიერთ¬ქმედებენ ისინი.

ბოლოს, მოწონებაზე მოქმედებს აგრეთვე აფილიაციის მოთხოვ¬ნილება თუ რამდენადაა ის შემფასებლის


პიროვნული მახასიათებელი.

ინტერპერსონალური მიზიდვის კვლევების მიზანია იმ ფაქტო-რების იდენტიფიკაცია, რომლებიც


განსაზღვრავენ ინტერპერსო¬ნა-ლურ შეფასებას.

სიახლოვე - როგორც მოწონების განმსაზღვრელი

ნაცნობობა უფრო ხშირად იწყება შემთხვევითი კონტაქტე¬ბით. შემთხვევითი კონტაქტების სერიებს მივყავართ
ნაცნობობის ჩამოყალიბებამდე. ფსიქოლოგიურად ჩვენ ვგრძნობთ მეტ კომფორ-ტულობას ნაცნობი სახეების
გარემოცვაში. შემჩნეულია, რომ ინფანტებიც კი პოზიტიურად რეაგირებენ უცხოზე, მისი რამდენიმეჯერ
დანახვის შემდეგ. თავიდან კი უცხოს დანახვაზე ინფანტები ნეგატიურადად რეაგირებენ.

ჯერ კიდევ 30-ან წლებში დადგენილ იქნა, რომ გარემოს ის ასპექტები რომლებიც ზრდის (ფიზიკური
მანძილი) ორი ინდივი-დის რეგულარული შეხვედრის შანსს, ზრდის ალბათობას, რომ ისინი თანდათან
ნაცნობები გახდებიან და მოეწონებათ ერთმა-ნეთი (Fესტინგერ,შცჰაცჰტერ & Bაცკ,1950). მაგ. უნივერსიტეტში
აუდი-ტორიაში ერთმანეთის გვერდით ჯდომით, ან სტუდენთა საერთო საცხოვრებელში ერთად ყოფნით,
სტუდენტები ხდებიან ნაცნო¬ბები და ყალიბდება მოწონებითი დამოკიდებულება, მიუხედავად იმისა აქვთ თუ
არა მსგავსი აკადემიური მოსწრება, სოციალური ფონი ან ჰობი.

სიახლოვის ფაქტორის მნიშვნელობის საკითხთან დაკავშირე-ბით საინტერესო კვლევა განახორციელა


ვაიტმა (ჭ. H. ჭჰყტე, 1956). კვლევა ჩატარდა ახალ აშენებულ სუბურბანულ დასახ-ლება¬ში - სადაც ყველა სახლი
ერთმანეთის მსგავსი იყო, მცხოვრებლებმა სახლები და მეზობლები აირჩიეს შემთხვევითი პრინციპით.
დასახლებაში არ არსებობდა 3უკეთესი4 ზონა და უფრო იაფი სახლი. დასახლების სხვადასხვა ნაწილი არ
განსხვავ¬დებოდა ერთმანეთისაგან. ე.ი. ამ ქალაქის მოსახლეობა წარმოადგენდა ადამიანების საკმაოდ დიდ
ჯგუფს, რომელიც სახლებში შემთხვევითი პრინციპით გაანაწილეს.

დაკვირვება ხდებოდა იმაზე, თუ ვინ ვის ეპატიჟებოდა, ვინ ვისთან დაიწყებდა მეგობრობას - საერთო
შედეგი იყო ის, რომ დამეგობრდნენ ის ინდივიდები, რომლებიც ერთმანეთთან ახლოს ცხოვრობდნენ.

ასეთივე ეფექტი იყო მიღებული ფესტინჯერის და მისი კოლეგების კვლევაში (Fესტინგერ,შცჰაცჰტერ &
Bაცკ), რომლებმაც იკვლიეს მეგობრობის ნიმუშების ჩამოყალიბება მრავალბინიან სახლებში. აკვირდებოდნენ 70
ორსართულიან სახლში განა¬წილე-ბულ მაცხოვრებლებს. სახლი შეიცავდა 10 ბინას, 5 პირ¬ველ სართულზე და 5
მეორეზე. მაცხოვრებლები შემთხვევითი პრინციპით იკავებდნენ ბინას. ე.ი. თვითონ არ ირჩევდნენ არც ბინას და
არც მეზობლებს. ყოველ მობინადრეს დაუსვეს კითხვა 3ამ სახლში მცხოვრებ რომელ სამ ადამიანს ხედავ
სოციალუ¬რად უფრო ხშირად4? აქაც შედეგები აჩვენებდნენ, რომ უფრო მჭიდრო ურთიერთობა ყალიბდებოდა
იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ფიზიკურად ერთმანეთთან უფრო ახლოს ცხოვრობდ¬ნენ. დგება საკითხი
რატომ?

გამეორებული ექსპოზიციის ეფექტი. ვარაუდობენ, რომ ფიზი¬კური სიახლოვე გავლენას ახდენს


მოწონებაზე გამეორებული ექსპოზიციის გამო. ანუ სივრცითი განლაგების გამო ზოგიერთი ადამიანი უფრო
ხშირად ხვდება ერთმანეთს და განიცდებიან, როგორც მათი რეგულარული ყოველდღიური რუტინის ნაწილი.
თუ როგორ შეიძლება განმეორებულმა ექსპოზიციამ გავლენა მოახდინოს მოწონებაზე შესანიშნავი გამოკვლევა
შემოგვთავაზა ზაიონკმა (ძაჯონც,1968). ერთერთ კვლევაში სუბიექტებს აჩვენებ¬დნენ ეკრანზე თურქულ
სიტყვებს (იგულისხმება რომ სუბი¬ექტებმა არ იციან თურქული). სიტყვების ექსპოზიციისას რამდე¬ნიმე
სიტყვა მეორდებოდა, სხვებთან შედარებით უფრო ხშირად. ამის შემდეგ სუბიექტებს სთხოვდნენ მოეძებნათ
სიტყვების მნიშვნელობა. აღმოჩნდა რომ არსებობდა ძლიერი ტენდენცია მიეწერათ პოზიტიური მნიშვნელობა
ხშირად გამეორებული სიტყვე¬ბისათ¬ვის (იგივე დადასტურდა როდესაც თურქული სიტყვე¬ბის ნაცვლად
ექსპერიმენტში უაზრო სიტყვები იყო გამოყენებული). ამ ეფექტს ზაიონკი უწოდებს გამეორებული
ექსპო¬ზიციის ეფექტს. ხშირი ექსპოზიცია იწვევს ნაცნობობის განცდას, რასაც მიჰყავს ინდივიდი მოწონებამდე.

მეორე კვლევაში ზაიონკი სუბიექტს უჩვენებს ადამიანების პასპორტულ სურათს და სთხოვს შეფასებას თუ
რამდენად მოსწონდათ თითოეული სურათში აღბეჭდილი და როგორ ფიქრობ¬დნენ, რამდენად მოეწონებოდათ
ის ადამიანი, რომლის სურათსაც ათვალიერებენ. ამასთან ექსპერიმენტის განმავ¬ლობაში სუბიექტები ზოგიერთ
სურათს ხედავდნენ ერთხელ ან ორჯერ, ხოლო ზოგიერთს უჩვენებდნენ ოცჯერ ან მეტჯერ. შედეგები
აჩვენებდნენ, რომ აქაც ნაცნობობას (ხშირ ექსპო¬ზიციას) ქონდა იგივე ეფექტი. რაც უფრო ხშირად ხედავდა
სუბიექტი სურათს, მით უფრო მოსწონდა ის და აფიქსირებდა, რომ მოეწონებოდა ის ინდივიდი, რომელიც
სურათზე იყო გამოხატული.

ბოლოს უნდა აღინიშნოს აგრეთვე ფრიდმანის, კარლსმიტის და სოუმის ექსპერიმენტი, რომელიც


ადამიანების უშუალო ნაცნობობის ეფექტს ეხება. სუბიექტური წყვილები, ლაბო¬რატორი-ულ სიტუაციაში,
ხვდებიან ერთმანეთს სამჯერ, ექვსჯერ ან თორმეტჯერ. სუბიექტები მანამდე არ იცნობდნენ ერთმანეთს და არ
იყო დაგეგმილი მათი წინასწარი საუბრები. შეხვედრების სერიების შემდეგ სუბიექტებს სთხოვდნენ ეთქვათ
რამდენად მოსწონდა ყოველ მათგანს მეორე სუბიექტი. შედეგები აჩვენებდა, რომ რაც უფრო ხშირი იყო
შეხვედრები, მით უფრო მოსწონდათ ერთმანეთი (Fრეედმან, Kარლსმიტჰ & შოუმყ, 1967)

სარგებლიანობა - სიახლოვის ეფექტის უმარტივესი ახსნაა ის, რომ ადამიანები რომლებიც ახლოს არიან
ერთმანეთისაგან, უფრო ასარგებლებენ ერთმანეთს, ვიდრე ისინი რომლებიც შორს არიან. ინდივიდს არ
შეიძლება მოსწონდეს ან მეგობარი იყოს მისი ვისაც არ იცნობს, ან მეგობარი იყოს მისი ვისაც იშვიათად ხვდება.
ადამიანები მეგობრებად ირჩევენ იმას, ვისაც კარგად იცნობენ. სხვათა შორის მტერსაც ამ პრინციპით ირჩევს
ადამიანი. დამოკიდებულება როგორც პოზიტიური ისე ნეგა¬ტიური, ჩვეულებრივ იმათთან გვაქვს, ვისაც
სისტემატურად ხვდებით, ვისაც ვიცნობთ. ერთი საინტერესო ნიუანსია შემჩნე¬ული სიახლოვესა და მოწონებას
შორის დამოკიდებულებაში, კერძოდ რომ სიახლოვე უპირველეს ყოვლისა უფრო პოზიტიურ ურთიერთობას
უყრის საფუძველს ვიდრე ნეგატიურს.

გაგრძელებული ურთიერთქმედება. როდესაც ინდივიდმა იცის, რომ მოხვდება გარკვეულ სიტუაციაში, ის


ცდილობს დაარწმუნოს თავისთავი, რომ ეს იქნება სასიამოვნო ან ყოველ შემთხვევაში, არც ისე არასასიამოვნო
იქნება. ასევე, ინდივიდს, რომელიც მომავალში ვინმესთან ურთიერთობას მოელის, ტენ-დენცია აქვს
გააზვიადოს მისი პოზიტიური თვისებები და მოახდინოს ნეგატიური თვისებების იგნორირება, ყოველ შემთხვე-
ვაში შეამციროს მისი ნეგატიური თვისებების ხარისხი. ერთი სიტყვით, ადამიანები ცდილობენ დაარწმუნონ
თავიანთი თავი, რომ ურთიერთობები სასიამოვნო იქნება. ცხადია, როცა ინდივიდი წინასწარ გადაწყვეტს, რომ
ინდივიდი კარგია, მას უფრო მოეწონება ეს ინდივიდი როცა შეხვდება მას მომავალში. თუ ის ინდივიდი კარის
მეზობელია, ინდივიდი ინტერესით მოელის მასთან კონტაქტებს და სურს რომ ეს კონტაქტები სასიამოვნო იყოს.
ე.ი. ადამიანები მოტივირებულნი არიან პოზიტიურად აღიქვან ის ინდივიდი, რომელთანაც შემდეგ
ურთიერთო¬ბებს მოელის (მეზობელი, ან უნივერსიტეტის პირველ¬კურსელები ერთმანეთის პერცეპციაში). ეს
კარგად დამტკიცდა მთელ რიგ კვლევებში.

სხვა ადამიანებთან მოსალოდნელ ურთიერთქმედებას აქვს მეორე ეფექტიც. გარდა იმისა, რომ სასიამოვნო
პიროვნებას მოელის, ასეთ სიტუაციაში ადამიანს ტენდენცია აქვს თვითონაც სასიამოვნო შთაბეჭდილება
დატოვოს და შესაბამისად იქცევა. პირველ შეხვედრებზე, იცის რა რომ შეხვედრები ხშირი იქნება, ინდივიდი
ცდილობს იყოს მომხიბლავი, თავს არიდებს კონ-ფლიქტს, მხარს უჭერს მეგობრულობას. ამრიგად, როცა ინდი-
ვიდები მოელიან მომავალ ხანგრძლივ ურთიერთობებს, მეტია ალბათობა რომ გახდნენ მეგობრები. ამას ხელს
უწყობს რო¬გორც პერცეპციული დარღვევა, ისე მცდელობა დატოვოს სხვა¬ზე კარგი შთაბეჭდილება.

წინასწარმეტყველებადობა. სიახლოვის ეფექტის განსხვავებუ¬ლი ახსნა მდგომარეობს იმაში, თუ რამდენად


შეგვიძლია ინდი¬ვიდის ქცევის წინასწარმეტყველება. დასაშვებია, რომ რაც უფ¬რო ხშირად ვხვდებით
ინდივიდს, მით უფრო კარგად ვეცნობით მას და უკეთესად შეგვიძლია წინასწარმეტყველება იმისა, თუ ამათუ
იმ სიტუაციაში როგორ მოიქცევა ის. როცა ჩვენ შეგვიძ¬ლია იმის წინასწარმეტყველება, თუ როგორ მოიქცევა ან
როგორ ირეაგირებს ჩვენს ქცევაზე სხვა, მით უფრო ნაკლებადაა მოსა¬ლოდნელი, რომ იქნება მომაბეზრებელი,
და პირიქით, ჩვენც ვიქნებით ნაკლებად მომაბეზრებელი მისთვის. ბოლოსდაბოლოს, ინდივიდები სწავლობენ
თუ როგორ მოიქცნენ რათა თავიდან აიცილონ უსიამოვნებანი და ამდენად არ იძლევიან უსიამოვნე-ბების
მიზეზს განზრახვის გარეშე. ეს ტენდენცია აადვილებს მეგობრობას.

გამონაკლისები სიახლოვის პოზიტიურ ეფექტებში. აღმოჩნ¬და, რომ ხშირი კონტაქტი ყოველთვის არ გვაძლევს
მოწონებას. თუ ინდივიდი პირველ შეხვედრაში უარყოფით შთაბეჭდილებას ტოვებს, მომდევნო შეხვედრები
ვერ გაზრდის მოწონებას. საწყი¬სი შეფასების და მოწონებას შორის ურთიერთობას ეხება ფრიდ¬მანისა და
სიუმის (1967) კვლევები. ექსპერიმენტში, ასისტენტს ლაბორატორიაში შემოყავს სამი სუბიექტი, სადაც მათ
ხვდება კიდევ ერთი სუბიექტი რომელიც ფაქტიურად არის ექსპერიმენ¬ტატორის თანამონაწილე. ერთი
სიტყვით ოთხივე - სამი ნამდვი¬ლი და ერთი ცრუ სუბიექტი უცდის ექსპერიმენტატორის მოსვ¬ლას. სანამ
ექსპერიმენტატორი გამოჩნდება ცრუ სუბიექტი ახორციელებს გარკვეულ აქტიობებს, რომელიც სუბიექტებს
ეჩვენე¬ბათ ან როგორც სასიამოვნო, ან როგორც არა სასი¬ამოვნო. პირველ შემთხვევაში ცრუ ცდისპირი
ასისტენტს ეკითხება თუ სად არის ექსპერიმენტატორი, რომ ის წუხს იმაზე, არის თუ არა ყველაფერი წესრიგში.
ასისტენტი უხსნის, რომ პროფესორი ცოტათი დაკავებულია და მალე მოვა. ცრუ ცდის¬პირი მადლობას უხდის
ასისტენტს და აგრძელებს მოცდას. საუბარი მიმდინარეობს საკმაოდ ზრდილობიან ტონში, ცრუ სუბიექტი
ამჟღავნებს ინტერეს და ზრუნვას და არა გაბრაზებას, ამის შემდეგ შემოდის ექსპერიმენტატორი და იწყება
კვლევა.

მეორე, არასასიამოვნო შთაბეჭდილების სიტუაციაში ურთი-ერთო¬ბა დიამეტრულად განსხვავებულია.


ცრუ სუბიექტი იწყებს ლაპარაკს საკმაოდ გაღიზიანებული ტონით, მოითხოვს საკმაოდ უხეშად, უთხრან
ბოლოსდაბოლოს სად არის ექსპერიმენტატო¬რი, რატომ დროზე არ მოვიდა. რომ დიდი ხანია იცდის და არ
აპირებს დროის ხარჯვას ამ სულელური ექსპერიმენტისათვის. როდესაც ასისტენტი ცდილობს აუხსნას
მდგომარეობა, ის იყე¬ნებს საკმაოდ დამამცირებელ ეპითეტებს, აწყვეტინებს მას ლაპარაკს და ა.შ. ამ დროს
შემოდის ექსპერიმენტატორი და იწყება კვლევა. ამ ინციდენტს ჰქონდა გარკვეული ეფექტი. აღმოჩნდა, რომ
სუბიექტებს ჰქონდათ ტენდენცია მოსწონდეთ სასიამოვნო ცრუ სუბიექტი და არ მოსწონდეთ არასასიამოვნო
სუბიექტი.

ამის შემდეგ სუბიექტები ხვდებოდნენ ამავე ცრუ სუბიექტს სამჯერ, ან ექვსჯერ, ან თორმეტჯერ. ბოლოს
ცდისპირებს სთხოვდნენ მიეთითებინათ თუ რამდენად მოსწონდათ ის. რო¬გორც მოელოდნენ, რაც უფრო
ხშირი იყო სასიამოვნო სუბი¬ექტთან შეხვედრა, მით უფრო მოსწონდათ ის სუბიექტებს; და პირიქით,
არასასიამოვნო სუბიექტების შეფასებაზე გავლენას არ ახდენდა შეხვედრების სიხშირე. იმათ, რომლებიც ცრუ
სუბი¬ექტებს თორმეტჯერ ხვდებოდნენ უფრო არ მოსწონდათ ის, იმათთან შედარებით, რომლებიც ექვსჯერ ან
სამჯერ ხვდებოდა. ე.ი. ნაცნობობა (ხშირი ექსპოზიცია) იძლეოდა მოწონების გაზრ¬დას იმის მიმართ, რომლიც
თავიდან ნეიტრალურად იყო შეფასებულნი, მაგრამ არ ჰქონდა არავითარი ეფექტი, როცა თავიდან ცრუ
სუბიექტის მიმართ არმოწონებას განიცდიდნენ. ეს ხდება მაშინ, როცა სხვა დანარჩენი პირობები უცვლელია.
შესაძლებელია უფრო ექსტენსიურ კონტაქტებს მოეცა მოწონე¬ბის გაზრდა ამ არასასიამოვნო ცრუ ცდისპირის
მიმართაც, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ რაღაცნაირად პირობები შეიცვლება.

გარდა ამისა, მიუთითებენ, რომ თუ საწყისი შეფასება არის საშუალოდ ნეგატიური, გაზრდილ ნაცნობობას
ექნება გარკვე¬ული ეფექტი. ზაიონკის ზემოთ მითითებულ ექსპერიმენტში, ზოგიერთი საწყისი შეფასება იყო
ნეგატიურის მხარეზე და დადასტურდა ნაცნობობის ეფექტი. ამრიგად, ჩანს, რომ ნეგატი¬ურ საწყის შეფასებას
აქვს ნაცნობობის ეფექტის დარღვევის ტენდენცია.

როგორც პრეჯუდისების განხილვისას მივუთითეთ, ხშირ კონტაქტებს შეუძლია პრეჯუდისების შემცირება


ან მოხსნა, მაგრამ ამისათვის აუცილებელია გარკვეული პირობების დაცვა, რაზედაც ჩვენ დაწვრილებით
ვილაპარაკეთ და აქ არ გავი-მეორებთ.

ამრიგად, კვლევითი მონაცემები მიუთითებენ, რომ ხშირ კონტაქტებს აქვთ დადებითი ეფექტი. სიახლოვეს
მივყავართ მოწონებამდე. პირველ რიგში, სიახლოვე ადამიანებს დამეგობრე-ბის საშუალებას აძლევს.
ბოლოსდაბოლოს მეგობარს ირჩევენ იქედან ვისაც იცნობენ. გარდა ამისა სიახლოვე გულისხმობს გაგრძელებულ
ურთიერთობას და ზრდის სხვისი ქცევის წინასწარ¬მეტყველების შესაძლებლობას.
ემოციონალური მდგომარეობა როგორც მოწონების განმსაზღვრელი

ჩვენ განვიცდით და გამოვხატავთ ემოციებს ჩვენს ყოველ-დღიურ ცხოვრებაში. პოზიტიური და ნეგატიური


მოვლენები ჩვენს ცხოვრებაში გავლენას ახდენს ჩვენს ზოგად გუნება-განწყობაზე, ანუ აფექტურ
მდგომარეობაზე. ჩვეულებრივი ტერმი¬ნი აფექტი გამოიყენება რათა მიუთითოთ ემოციებზე და გრძნობებ¬ზე.
ორი მნიშვნელოვანი მახასიათებელი აფექტისა არის ინტენსიობა (ემოციის სიძლიერე) და მიმართულება (ემოცია
არის პოზიტიური თუ ნეგატიური). აფექტის პოზიტიურ-ნეგატიური განზომილება ქმნის კონტინუუმს, რომლის
ერთ ბოლოში ლოკალიზირდება უკიდურესად პოზიტიური, ხოლო მეორე ბოლოში უკიდურესად ნეგატიური
აფექტური მდგომა¬რეობა, ნეიტრალურის გავლით. ჩათვილილია, რომ აფექტური მდგომარეობა გავლენას
ახდენს ჩვენს პერცეპციაზე, კოგნი¬ციაზე, მოტივაციაზე, გადაწყვეტილების მიღებაზე და ინტერ¬პერსონალურ
შეფასებაზე.

მუსიკა, ემოციები და მოწონება. მუსიკა საკმაოდ გავრცე-ლებულია ჩვენ საზოგადებრივ ცხოვრებაში და


ამასთან ის შეიძლება დაექვემდებაროს ინდივიდის კონტროლს. ამდენად შეიძ-ლება მისი გარედან
კონტროლირება. ანტროპოლოგმა ჯეიმს შაფერმა შემოიარა ასზე მეტი ღამის კაბარე და შეამჩნია, რომ სევდიანი
(მინორული) მუსიკის ფონი ასოცირებული იყო ალკო¬ჰო-ლის ნაკლები რაოდენობით მიღებასთან. აქედან
გამომდინარე დასვეს საკითხი, მუსიკას, როგორც ემოციის გამომწვევ სტი¬მულს, ასევე აქვს თუ არა გავლენა
ინტერპერსონალურ ქცევაზე?

მეი და ჰამილტონმა (Mაყ & Hამილტონ,1980) იკვლიეს ემოციებსა და მიზიდვას შორის ურთიერთობა
მუსიკის გამოყენებით. მკვლევა¬რებმა ჯერ იკვლიეს თუ რომელი სტილის მუსიკა მოსწონ¬დათ კოლეჯის
სტუდენტ გოგონებს. დადგინდა, რომ მათ როკ-მუსიკა გაცილებით უფრო მოსწონდათ ვიდრე კლასიკური
მუსიკა. ამის შემდეგ, გოგონა სტუდენტებს სთხოვდნენ უცხო მამაკაცის სურათების შეფასებას მოწონების
სკალაზე. შეფა¬სების პერიოდში როგორც ფონი ისმოდა ან როკ-მუსიკის ჰანგე¬ბი, ან კლასიკური მუსიკის
ჰანგები, ან შეფასება ხდებოდა ყოველგვარი მუსიკალური ფონის გარეშე. შედეგები აჩვენებდა, რომ გოგონები
მეტ მოწონებას გამოხატავდნენ ამ სურათების შეფასებისას როცა შეფასება როკ-მუსიკის მოსმენის ფონზე
მიმდინარეობდა. ნაკლები იყო მოწონების ხარისხი კლასიკური მუსიკის ფონის პირობებში, და უფრო ნაკლები
იყო, როცა შეფა¬სე¬ბა მუსიკალური ფონის გარეშე ხდებოდა. გარდა ამისა ზოგიერთი მამაკაცის სურათი როკ-
მუსიკის ფონზე უფრო მიმზიდველად ფასდებოდა, ვიდრე კლასიკური მუსიკის ფონზე. ამდენად, ჩაითვალა,
რომ მუსიკა მოქმედებდა ინდივიდის გუნება-განწყობაზე (აფექტურ მდგომარეობაზე) გუნება-განწყობა კი
ინტერპერსონალურ შეფასებაზე.

ემოციის სხვა წყაროების ეფექტი. კვლევითი მონაცემები კონსისტენტურად მიუთითებენ, რომ მოვლენები
რომლებიც იწვევენ პოზიტიურ გრძნობებს ზრდიან ინტერპერსონალურ მოწო-ნებას, ხოლო ნეგატიური
მოვლენები ამცირებენ მას. მონა¬ცემები მიღებული იქნა ისეთი პირობებიდან, როგორიცაა მაღა¬ლი ჰაერის
ტემპერატურა, არაკომფორტაბელური ნოტიო ოთახი, კეთილი-დაბოლოების წინააღმდეგ კრიტიკული
ფილმების ყურე¬ბა და ა.შ.

ასევე კვლევებმა აჩვენეს, რომ დეპრესიული ინდივიდები ჩვენში არაკომფორტულ გრძნობას იწვევს და ჩვენც
ნაკლებად მოგვწონს ის.

იკვლიეს აგრეთვე რადიოთი მოსმენილი კარგი იახალი ამბები წინააღმდეგ ცუდი ახალი ამბების გავლენა
ინტერპერსო-ნალურ ქცევაზე. ვეიტჩმა და გრიფიტმა (Vეიტცჰ & Gრიფფიტტ, 1976) რათა შეემოწმებინათ ეს
ჰიპოთეზა სუბიექტს კვლევის დაწყების წინ რადიოთი მოასმენინეს ახალი ამბები (სუბიექტები ფაქტიურად
უსმენდნენ წინასწარ მომზადებულ აუდიო ჩანა¬წერს). აღმოჩნდა, რომ კარგი ახალი ამბები იწვევდა პოზიტიურ
ემოციონალურ რეაქციას და სუბიექტები რომლებიც მას უსმენდნენ შედეგად გამოხატავდნენ მეტ მოწონებას
უცხოს მი-მართ. ცუდი ახალი ამბების მოსმენას ქონდა საწინააღმდეგო ეფექტი. მცირდებოდა მოწონება.

მრავალ შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება არ ვაცნობიერებდეთ ჩვენი პოზიტიური ან ნეგატიური გრძნობების


წყაროს, მაგრამ მიუხედავად ამისა ისინი მოქმედებენ ჩვენს ქცევაზე განსა-კუთრებით შეფასებაზე. ამრიგად,
ექსპერიმენტული მონაცემები კონსისტენტურად მიუთითებენ, რომ პოზიტიურ გრძნობებს მივყავართ
პოზიტიურ შეფასებამდე და ნეგატიურ გრძნობებს ნეგატიურ შეფასებამდე. დგება საკითხი ამ ფენომენის
მექა¬ნიზმის შესახებ.
მოწონება, როგორც განპირობებული რეაქცია. აფექტსა და შეფასებას შორის ურთიერთობის ახსნა ნაცადია
ე.წ. დასწავლის თეორიის პოზიციებიდან. კერძოდ, ნაცადია მისი ახსნა დასწავლის განმტკიცების მოდელით.
დასწავლის თეორიის პოზიციებიდან აფექტმა მოწონებაზე შეიძლება გავლენა მოახდი-ნოს ორი გზით:

(1) ე.წ. პირდაპირი ეფექტი - როცა მეორე პირი ამბობს ან აკეთებს ისეთ რამეს, რომელიც ჩვენში იწვევს
დადებით ან ნეგატიურ გრძნობას (იგრძნო თავი კარგად ან ცუდად). აშკარაა, ჩვენ მოგვწონს ის ინდივიდი,
რომელიც გვაგრძნობინებს კარგად, იწვევს დადებით გრძნობას და არ მოგვეწონება ის, რომელიც თავს
გვაგრძნობინებს ცუდად, იწვევს ნეგატიურ გრძნობას. ამ დვშვებიდან გამომდინარეობს, რომ ყოველი ცვლადი
(ვთქვათ გამეორებული ექსპოზიცია) რომელსაც მივყავართ მოწონების გაზრდამდე არის ამ ცვლადის მიერ
გამოწვეული პოზიტიური გრძნობების შედეგი. ე.ი. მოწონება წარმოადგენს ამ შემთხვევაში განპირობებულ
რეაქციას.

(2) გრძნობებსა და მოწონებას შორის ურთიერთობის გან¬მტკი-ცე¬ბის მოდელით ახსნას აქვს დამატებითი
ნაგულისხმევი აზრი, რომელიც ასოციაციური ეფექტის სახელწოდებითაა ცნობილი. ჩვენ ვრეაგირებთ არა
მარტო იმ ინდივიდებზე, რომელიც ჩვენში იწვევს გარკვეულ გრძნობებს, არამედ ვრეაგი¬რებთ იმ
ინდივიდებზე, რომლებიც უბრალოდ ასოცირებულნი არიან ასეთ გრძნობებთან. სხვანაირად რომ ვთქვათ, როცა
ინდივიდი უბრალოდ, თუნდაც შემთხვევით არის სიტუაციაში, როცა თქვენი გრძნობა იყო პოზიტიური ან
ნეგატიური (და რომელიც არ არის დაკავშირებული ამ პირთან), თქვენი შეფასება ამ ინდივიდისა იქმნება ამ
ემოციონალურ ფონზე. ესაა ის მექანიზმი თუ რატომ ახდენს გავლენას მუსიკა, სითბო, კინო, რადიო-
სვტელევიზიო ახალი ამბები და სხვა შეფასებაზე. ეს ფაქტორები აღგვიძრავენ დადებით ან უარყოფით
გრძნობებს; ეს გრძნობები ასოცირებული ხდება ინდივიდებთან, რომლებიც შემთხვევით შეიძლება იყვნენ
ასოცირებული ამ სიტუაციასთან; შესაბამისად ჩვენ გვიჩნდება ტენდენცია მოგვწონდეს ან არ მოგვწონდეს ეს
ინდივიდი.

აფილიაციის მოთხოვნილება

როგორც აღვნიშნეთ, დროის უმეტეს ნაწილს ჩვენ ვხარჯავთ სხვა ადამიანებთან ერთად. ისეთი აქტიობები,
როგორიცაა ახა¬ლი მეგობრების შეძენა, იყო მეგობრებთან, შესძლო გრძნობები გაუნაწილო სხვებს, ჩვენს
საზოგადოებაში მნიშვნელოვნადაა შეფასებული. ჩათვლილია, რომ მეგობრების ყოლა არის შინა-განად
პოზიტიური. ამასთან, ისიც სიმართლეა, რომ ინდივიდები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან აფილიაციის
მოთხოვნილებაში. ზოგიერთი ადამიანი დროის უმეტეს ნაწილში მარტო ყოფნას არჩევს, მაშინ როცა
ზოგიერთები ძალიან სოციალურები არიან. ასეთი პიროვნული განსხვავებები მნიშვნელოვან ფაქტორადაა
ჩათვლილი ინტერპერსონალური ურთიერთობის ანტიციპაცი-ისათვის.

აფილიაციის მოთხოვნილება როგორც პიროვნული თვისება. მიურეის შემდეგ, აფილიაციის მოთხოვნილება


მრავალი კუთხით გაიზომა. კვლევები მიუთითებენ, რომ მაღალი აფილიაციის მოთხოვნების მქონე მამაკაცები
შედარებით თვით-დარწმუ¬ნებულები არიან, აქვთ ტენდენცია მეტი ისაუბრონ მიმზიდველ ქალებთან დაბალი
აფილიაციის მოთხოვნილების მქონე ინდივიდებ¬თან შედარებით. კოლეჯის სტუდენტებს, რომელთა
აფილიაციის მოთხოვნილება მაღალია, ტენდენცია აქვთ ყავდეთ მეტი მეგობრე¬ბი ვიდრე იმ სტუდენტებს,
რომლებსაც ეს მაჩვენებლები დაბალი აქვთ.

აფილიაციის მოთხოვნილება გააზრებული იქნა, რამდენადმე, როგორც მეგობრობის მოტივცია.


დაშვებულია, რომ ზოგიერთი უფრო ძლიერაა მოტივირებული, ვიდრე სხვები, თბილი ინტერ-პერსონალური
ურთიერთობებისათვის. საშუალო სკოლის მეგობრო¬¬ბის მოტივაციის მაღალი მაჩვენებლების მქონე მოსწავ-
ლეებმა, მეგობრობის მოტივაციის დაბალი მაჩვენებლების მქონე მოსწავლეებთან შედარებით, იცოდნენ უფრო
მეტი მეგობრების შესახებ, ყავდათ უფრო მყარი მეგობრები და მასწავლებლები მათ აფასებდნენ როგორც
მეგობრულებს, აფექტურებს, თანამ-შრომლურებს, ბედნიერებს და რომ ისინი არიან უფრო პოპუ-ლარულები.

ინდივიდები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან არა მარტო აფილიაციის და მეგობრობის მოტივაციის


მიხედვით, არამედ თავიანთი სოციალური უნარებითაც. აღმოჩნდა, გარკვეულ როლს თამაშობს აგრეთვე
დაბადების რიგი. პირველი დაბადებუ¬ლი, უმცროს და-ძმებთან შედარებით არის უფრო მეტი სოცი¬ალური
უნარის. იმათ, ვისაც ჰყავს საწინააღმდეგო სქესის უფ¬რო¬სი სიბლინგი, აღმოჩნდა რომ საწინააღმდეგო სქესის
წევრებ¬თან აქვთ მეტი დამაჯერებელი ურთიერთქმედება.

მას შემდეგ რაც ურთიერთობა ჩამოყალიბებულია, მაღალი აფილიაციის მოთხოვნების მქონე სტუდენტები
აღმოჩნდა, რომ კმაყოფილები არიან როცა ურთიერთობა პროგრესირდება. აფი-ლია¬ცი¬ის დაბალი დონის
მქონე სტუდენტებს კი ტენდენცია ჰქონდათ ამ სიტუაციაში ყოფილიყვნენ უკმაყოფილო, განსა-კუთრე¬ბით თუ
მათ აქვთ დამოუკიდებლობის მოთხოვნილება. ასეთი განსხვავებული აფილიაციის მოთხოვნილების მქონე
ინდივიდები ურთიერთქმედების შედეგად გასაგებია რომ შეცბუნებულები დარჩებიან ერთმანეთით. ერთს
სიამოვნებს მჭიდ-რო ურთიერთობა, მეორეს სწორედ ურთიერთობის დამყარე¬ბით შეიძლება უბედური დარჩეს.

ფაქტორები, რომლებიც განსაზღვრავენ უფრო ღრმა ემოციონალური ურთიერთობის ჩამოყალიბებას

როცა ორი ინდივიდი ხვდება ერთმანეთს, სიახლოვის გამო ჩამოუყალიბდათ ერთმანეთის მიმართ დადებითი
გრძნობები, და თუ თითოეულს აქვს აფილიაციის მაღალი მოთხოვნილება, უნდა მოველოდეთ რომ დაიწყება
ურთიერთქმედება. განვითარდება თუ არა აქედან უფრო ღრმა ემოციონალური დამოკიდებულება, მეგობრობა,
უკვე დამოკიდებულია სხვა ფაქტორებზე, კერძოდ ურთიერთობაში მყოფი ინდივიდების ფიზიკურ
მიმზიდველობაზე, მათ მსგავსებაზე გარკვეულ პიროვნულ მახასიათებლებში და იმაზე, თუ რამდენად ავლენენ
ისინი ურთიერთ პოზიტიურ შეფასებას (რეციპრიკულობა პოზიტიურ შეფასებაში).

ფიზიკური მიმზიდველობა. პირველი შთაბეჭდილება უმთავ¬რე¬სად ემყარება გარეგნობას. როცა ვინმეს


ვხვდებით პირველად, ჩვენ მაშინვე ვამჩნევთ ისეთ მახასიათებლებს, როგორიცაა რასა, სიმაღლე, წონა,
ჩაცმულობა, სახე, თმის ფერი და ა.შ. ჩვენ მიდრეკილი ვართ გარკვეული რწმენები და პრეჯუდისები გვქონ¬დეს
ჩამოყალიბებული ასეთ ფაქტორებზე წარსული გამოცდილე¬ბის და სტერეოტიპების საფუძველზე.

ერთერთი ფაქტორი, რომელიც მეტ-ნაკლებად შესწავლილია, არის ფიზიკური მიმზიდველობა.

მიმზიდველობის ეფექტი. მამაკაცისა და ქალის ურთიერთო-ბი¬სას ორივეზე მოქმედებს პარტნიორის


მიმზიდველობა. შემთხვევითი არ არის,რომ კომერ¬ცი¬ულ ვიდეო-სერვისის ფილმებში უფრო ხშირად არჩევენ
მიმზიდ¬ველ მამაკაცებს და ქალებს - და ამას გარკვეული აზრი აქვს - ორივე სქესის ინდივიდისათვის.
აღმოჩნდა, აგრეთვე, რომ ქალები ასევე პოზიტიურად რეაგირებენ მაღალი სტატუსის მამა¬კაცებზეც.

აღმოჩნდა, რომ არსებობს ინდივიდუალური განსხვავება მიმზიდველობისადმი მნიშვნელობის მინიჭებაში.


მაგ. კვლევები აჩვენებენ, რომ ტრადიციული სექს-ტიპის მამაკაცები და ქალები უფრო პოზიტიურად რეაგირებენ
ფიზიკურ მიმზიდველობაზე ვიდრე ჰერმოფროდიტები.

არსებობს ზოგადი დაშვება, რომ მიმზიდველი ადამიანები აგრეთვე ფლობენ მთელ რიგ სხვა პოზიტიურ
თვისებებს. როგორც ქალები ისე მამაკაცები აღნიშნავენ, რომ მიმზიდველი ადამიანები არიან უფრო
საინტერესოები, სოციალურები, დამოუკიდებლები, სექსუალურად თბილები. ნაკლებად მიმზიდ-ველი
ადამიანები ვარაუდობენ რომ არიან დევიანტები მრავალნაირად, არიან ფსიქოპათოლოგიურები,
პოლიტიკურად რადიკალისტები, ჰომოსექსუალისტები. ფიზიკურად მიმზიდველი მამაკაცები შეფასებულნი
არიან როგორც უფრო მამაკაცურები და მიმზიდველი გოგონები როგორც უფრო ქალურები ნაკლებ
მიმზიდველებთან შედარებით.

რწმენა, რომელიც ეხება მიმზიდველ და არამიმზიდველ ინდივიდებს, არსებითად მიაჩნიათ, რომ ემყარება
კულტურულ გადახრებს და ამდენად არ არის დაკავშირებული იმ ფაქტიურ თვისებებზე, რომელიც ინდივიდს
გააჩნია. მიუხედავად ამისა, არსებობს ზოგიერთი ქცევისეული და პიროვნული განსხვა¬ვებები, რომელიც
დაკავშირებულია გარეგნობასთან. მაგ. აღმოჩნ¬და, რომ მიმზიდველი მამაკაცები და ქალები კარგად
ურთიერთობენ საწინააღმდეგო სქესის ინდივიდებთან. მიმზიდ¬ველ მამაკაცებს მეტი სოციალური
ურთიერთობა აქვთ ქალებთან და ნაკლები სხვა მამაკაცებთან. ისინი არიან რა მიმზიდველები, ნაკლებად აქვთ
უარყოფის შიში. მიმზიდველი ქალები, სხვებთან არ ურთიერთობენ უფრო მეტს ვიდრე არამიმზიდველები და
ისინი ნაკლებად თვითდაჯერებულები და ნაკლებად მიმდობნი არიან ვიდრე მამაკაცები. მიმზიდველი
ადამიანები უფრო მოელიან წარმატებას სოციალურ სიტუაციაში და აღწევენ კი¬დეც სინამდვილეში.
კორელაციური კვლევები მიუ¬თითებენ, რომ მიმზიდველობა პოზიტიურ კორელაციაშია განათლებაში
მიღწევასთან, შემოსავალთან, პროფესიონალურ პრესტიჟთან და ფსიქიკურ სიჯანსაღესთან. აღმოჩნდა, რომ ვინც
მიმზიდველია მეტ დროს ხარჯავს სარკეში თავის თავის დათვა¬ლიერებაში.

ლოგიკურია მოველოდეთ, რომ მიმზიდველ ინდივიდებს უფრო მაღალი თვით-პატივისცემა ექნებათ


ვიდრე არამიმზიდვე¬ლებს, მაგრამ ამ ორ მახასიათებელს შორის კავშირი ფაქტიუ¬რად ძალიან სუსტი
აღმოჩნდა და ამასთან კვლევები არ იძლევა კონსისტენტურ მონაცემებს. ერთერთი ახსნა ამისა არის ის, რომ
მიმზიდველი ინდივიდები იღებენ იმდენ განმტკიცებას რომ ნაკლებ შეფასებას აძლევენ მიღებულ ქათინაურებს.
არამიმზიდ-ველები კი, განმტკიცებას რომელსაც ისინი იღებენ, თვლიან, რომ არის ნამდვილი და
დამსახურებული. ეს მოსაზრება დადასტურებული იქნა საინტერესო ექსპერიმენტით (Mაჯორ, ჩარრინგტონ &
ჩარნევალ, 1984). ექსპერიმენტში ჯერ გაკეთდა დამამ-თავრებელი კურსის სტუდენტების რანჟირება
მიმზიდველ და არამიმზიდველებად, შემდაგ მათ სთხოვეს დაეწერათ მოკლე ესე, რომელსაც მერე შეაფასებდნენ
სხვა სტუდენტები. შემფასე¬ბელ სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა ეცქირათ იმისათვის თუ როგორ
წერდნენ სუბიექტები ესეს. ფაქტიურად, ყველა სუბიექტი იღებდა პოზიტიურ შეფასებას საწინააღმდეგო სქესის
შემფასებლისაგან. შედეგები აჩვენებდა, რომ მიმზიდველი სტუდენ-ტები უფრო მიაწერდნენ პოზიტიურ
შეფასებას თავიანთი შრომის ხარისხს თუ ფიქრობდნენ, რომ შემფასებლები მათ არ უყურებდნენ მაშინ, როცა
არამიმზიდველი სუბიექტები გრძნობ-დნენ, რომ პოზიტიური შეფასება დაკავშირებული იყო შრომის
ხარისხთან, თუ იცოდნენ, რომ შემფასებლები მათ უყურებდნენ. ავტორები აჩვენებენ, რომ ნაკლებად
მიმზიდველი ადამიანები მცირე განმტკიცებასაც ანიჭებენ საკმაო წონას, მაშინ როცა მიმზიდველი ინდივიდები
განმტკიცებას უფრო ნაკლებ შეფასე¬ბას აძლევენ. ავტორების აზრით სწორედ ამიტომ არ არის მიმზიდველობა
და თვით-შეფასებას შორის მყარ ურთიერთ-კავშირში.

რა მნიშვნელობას ვდებთ ფიზიკურ მიმზიდველობაში? თუმცა ადამიანებს არ აქვთ პრობლემები იმის


გადაწყვეტაში თუ ვინ არის მიმზიდველი და ვინ არა, ძნელი აღმოჩნდა იმ ცვლადების ზუსტი ჩამოყალიბება,
რომლებიც პასუხისმგებლები იქნებიან მიმზიდველობის შესაფასებლად.

ზოგადად აღმოჩნდა, რომ ქალები პოზიტიურად რეაგირებენ მამაკაცის გარკვეულ ფიზიკურ


მახასიათებლებზე: თხელი ფეხები, ვიწრო წელი, ფართე მხარბეჭი, პატარა დუნდულები. იყო მოსაზრება, რომ
მაღალი ინდივიდი ჩათვლილი იქნებოდა როგორც რომანტიკული პარტნიორი, მაგრამ კოლეჯის სტუდენ¬ტი
გოგონები ფაქტიურად უპირატესობას აძლევენ საშუალო სიმაღლის მამაკაცებს.

მამაკაცებს კი აღმოჩნდა რომ მოსწონთ გოგონები საშუალო მკერდით, საშეალო ზომის ფეხებით და
დუნდულებით. ორივე სქესისთვის სიმსუქნე აღიქმება როგორც არამიმზიდველი. ესენია ის ფიზიკური
მახასიათებლები, რომლებსაც სხვადასხვა კვლე¬ვებ-ში დადგენილ იქნა რომ მიაწერენ მიმზიდველ მამაკაცებს
და ქალებს.

გამოითქვა მოსაზრება, რომ საბოლოო ჯამში მიმზიდველი ფიგურა და სახე ბევრად არ განსხვავდება
3საშუალოსაგან4. ადამიანები მიმზიდველად თვლიან ფიგურას, ფეხებს, ცხვირს და ა.შ. რომელიც არც ძალიან
პატარაა და არც ძალიან დიდი. ლანგლუამ და როგმანმა საკმაოდ საინტერესოდ აჩვენეს ეს (ჟუდიტჰ Lანგლოის &
Lორი ღოგგმან, 1994). მათ კომპიუტერში შეიყვანეს კოლეჯის 32 სტუდენტის სახე და მათი ერთმანეთზე
დადებით გამოიყვანეს მათი საშუალო არითმეტიკული. სტუდენტებმა ასეთი გასაშუალებული სახე შეაფასეს
როგორც უფრო მიმზიდ¬ველი ვიდრე ინდივიდუალური სახეების 92%. ასე რომ ავტო¬რების აზრით საშუალო
გარეგნობა საკმაოდ მიმზიდველად ფასდება.

გარდა ფიზიკური აგებულებისა აღმოჩნდა რომ მიმზიდველო-ბისათვის გარკვეული მნიშვნელობა აქვს


ზოგიერთ ქცევას. მაგ. კვლევები ადასტურებენ, რომ ღიმილი ჩვეულებრივ მიმზიდველია როგორც
ქალებისათვის, ისე მამაკაცებისათვის, მაგრამ მწუხა-რების გამომეტყველება არამიმზიდველად ფასდება. ვიდეო-
საპაემანო სიტუაციაში ქალები უპირატესობას აძლევდნენ ექსპრე-სიულ მამაკაცებს, მაშინ როცა მამაკაცები
ნეგატიურად რეაგირებენ ექსპრესიულ, ექსტრავერტულ ქალებზე.

გარდა ფიზიკური გარეგნობისა და სტილისა, ინდივიდის სახელმაც შეიძლება იმოქმედოს მიმზიდველობის


აღქმაზე. ერთ კვლევაში თანაბრად მიმზიდველი ქალის ფოტოსურათი შეფა¬სებუ-ლი იქნა როგორც უფრო
მიმზიდველი როცა მისი სახელი იყო Lკატჰყ, ჟენნიფერ ან ჩჰრისტინე ვიდრე როცა სახელი Uეტჰელ, Hარრიეტ ან
Gერტრუდე.
არსებობს მიმზიდველობის აღქმის სიტუაციური დეტერმინან-ტე¬ბი. მაგ. მამაკაცები, რომლებმაც ის ისაა
ნახეს ფილმი 3ჩარლის ანგელოზები4 უცხო ქალებს აფასებდნენ როგორც ნაკლებად მიმზიდველებს, ვიდრე
საკონტროლო ჯგუფის მამა-კაცები.

მიმზიდველობაში მსგავსების მნიშვნელობა. დადასტურე-ბულია ზოგადი ტენდენცია, რომ ადამიანები


პარტნიორად ირჩევენ თავისივე მსგავსი მიმზიდველობის ინდივიდებს. ეს ტენდენცია გავლენას ახდენს
შემთხვევით შეხვედრებზე, ქორწი¬ნება¬ზე. დაქორწინებული წყვილი, მიუხედავად ასაკისა და ქორწინე¬ბის
ხანგრძლივობისა არიან მსგავსები მიმზიდველობაში. სტატისტიკური მონაცემები მიუთითებენ, რომ
განსხვავებული მიმზიდველობის წყვილების ოჯახი უფრო ხშირად ირღვევა ვიდრე მსგავსი მიმზიდველობისა.
უფრო გასაოცარი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ერთი და იგივე სქესის მეგობრებიც ამჟღავნებენ ტენდენციას
მიმზიდველობაში ემსგავსებოდნენ ერთმანეთს. თუმ¬ცა აღმოჩნდა, რომ ეს უფრო დამახასიათებელია
მამაკაცებისათ¬ვის ვიდრე ქალებისათვის.

ატიტუდებში მსგავსება და მოწონება. ატიტუდებში მსგავსება რომ დაკავშირებულია მოწონებასთან კარგად


გამოჩნდა ნიუ¬კომბის ბრწყინვალედ დაგეგმილ გამოკვლევაში. კვლევა ჩატარ-და მიჩიგანის უნივერსიტეტში.
მან სპეციალური კითხვარით გაზომა აბიტურიენტ ბიჭების ატიტუდები. ე.ი. წინასწარ გაიგო უნივერსიტეტში
შემომსვლელთა ატიტუდები. მკვლევარი მიზნად ისახავდა გაერკვია შეიძლებოდა თუ არა ამ მონაცემების
(ატიტუდების) საფუძველზე იმის წინასწარმეტყველება თუ ვინ ვისთან იმეგობრებდა. ე.ი. ატიტუდებში
მსგავსება მიგვიყვანდა თუ არა მოწონებამდე. როგორც ზემოდ აღვნიშნეთ, მოწონების ერთერთ დეტერმინანტს
სიახლოვე წარმოადგენს. ამ შემთხვე¬ვაში სიახლოვეს განსაზღვრავდა სტუდენთა საერთო საცხოვ¬რებელ¬ში
მათი ლოკალიზაცია, რაც შესაძლებელი იყო რომ განსაზღვრავდა თუ ვინ ვის გაიცნობდა და ა.შ. ამდენად,
თავი¬დან ატიტუდში მსგავსება არ იყო კავშირში ინტერპერსონალური მოწონების საწყის გამოხატვასთან,
რადგან სტუდენტებმა არ იცოდნენ ერთმანეთის ატიტუდები სანამ არ დაამყარებდნენ ურთიერთობას
ერთმანეთთან. ატიტუდებში მსგავსების ეფექტი გამოვლინდებოდა გარკვეული დროითი ხანგრძლივობის
შემდეგ, მას შემდეგ რაც გაიცნობდნენ ერთმანეთს. შედეგები ადას¬ტურებდა ჰიპოთეზას. ატიტუდებში
მსგავსება გარკვეულად ასოცირებული იყო მოწონებასთან (Nეწცომბ, თ.M. 1956)

როგორც ვხედავთ, ატიტუდში მსგავსებასა და მოწონებას შორის საკმაოდ მჭიდრო კავშირი დადასტურდა,
მაგრამ კორე-ლაციიდან ვერაფერს დავასკვნით მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე. ნიუკომბის გამოკვლევა
გამორიცხავს, რომ მოწონება შეიძლება იყოს ატიტუდებში მსგავსების მიზეზი. მაგრამ ამ კვლევიდან ვერც იმას
ვიტყვით დანამდვილებით, რომ ატიტუდში მსგავსება განსაზღვრავს მოწონებას, რადგან არსებობს ე.წ. მესამე
ცვლადის პრობლემა. შეიძლება მოწონებასა და ატიტუდებში მსგავსებას შორის კორელაცია რაღაც სხვა
ფაქტორმა განსაზ¬ღვროს. რათა გამოერიცხათ მესამე ცვლადის პრობლემა, საჭირო იყო ექსპერიმენტული
გამოკვლევა. მართლაც დაიგეგმა ექსპე¬რიმენ¬ტი სადაც ატიტუდებში მსგავსების მანიპულირება ხდებოდა
როგორც დამოუკიდებელი ცვლადის და მოწონება შეფასდა, როგორც დამოკიდებული ცვლადი, სხვა დანარჩენი
პირობები კი მუდმივი რჩებოდა (Bყრნე, D. 1961). კვლევამ დაა¬დასტურა, რომ ატიტუდები შეიძლება
განვიხილოთ როგორც მოწონების ერთერთი მიზეზი.

ჩვეულებრივ, ინტერპერსონალური ურთიერთობისას ადამიანე-ბი საუბრობენ განსხვავებულ საკითხებზე,


გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას განსხვავებული საგნებისა და მოვლენების მიმართ, თავისუფლადად
გამოხატავენ თავიანთ აზრს, რა მოსწონთ და რა არა. ასეთი კომუნიკაციით ინდივიდები იგებენ ერთმა¬ნეთის
ატიტუდების შესახებ. ამ ურთიერთობაში ადამიანები პოზიტიურად რეაგირებენ იმ ინდივიდებზე, რომლებსაც
მსგავსი თვალსაზრისი აქვთ, მოსწონთ ის და სურთ მასთან ყოფნა. ნეგატიურ დამოკიდებულებებს ამჟღავნებენ
იმ ინდივიდისადმი, რომლებიც განსხვავებულ თვალსაზრისს ავლენენ.

ამ ფენომენს აქვს მთელი რიგი პრაქტიკული გამოსავალი. კერძოდ, ატიტუდებში მსგავსებასა და მოწონებას
შორის ურთიერთობა ხსნის იმ ფაქტს, თუ რატომ აქვთ ადამიანებს ტენდენცია იფიქრონ, რომ უმრავლესობა
ადამიანებისა მათ ეთენხმებიან, განსაკუთრებით ისინი ვინც მოსწონთ. როცა ინდივიდს მოსწონს ვინმე არა
ატიტუდური მახასიათებლების საფუძველზე (ვთქვათ ფიზიკური მიმზიდველობისა ან ზოგადი ქარიზმის
გამო), აღმოჩნდა, რომ ეს ინდივიდი აღიქმება როგორც მსგავსი ატიტუდებშიც. ჩანს, რომ სხვების ზედაპირულ
მახასიათებლებზე პოზიტიურ რეაქციას ხშირად მივყავართ მცდარ რწმენამდე, რომ გვაქვს მსგავსი
ღირებულებები და ატიტუდები.
რატომ მოგვწონს მსგავსი სხვა?. თეორეტიკოსები თითქოსდა თანხმდებიან, რომ ატიტუდებში მსგავსება არის
პოზიტიური იმიტომ რომ ის ინდივიდს აძლევს საკუთარი შეფასების სისწორის განცდას. შესაბამისად,
ატიტუდებში მსგავსება წარმოშობს პოზიტიურ აფექტს და განსხვავებული ატიტუდები ნეგატიურ აფექტს.
როგორც ზემოდ აღვნიშნეთ, აფექტები გავლე¬ნას ახდენენ მოწონებაზე. როცა ინდივიდი ხედავს, რომ სხვას
იგივე შეფასებები და რწმენები აქვს რაც მას, ეს ცოდნა უზრუნველყოფს მას მონაცემებით, რომ ის სწორია.
შეფასების ასეთი დადასტურება უკვე არის პოზიტიური აფექტის გამომწვევი და ადამიანს მოსწონს ის ვინც
მასში პოზიტიურ აფექტებს იწვევს. დაუთანხმებლობას აქვს საწინააღმდეგო ეფექტი. ის გარწმუნებთ რომ თქვენ
ცდებით, ეს იწვევს ნეგატიურ ემოციებს და შედეგად არ მოგწონთ ინდივიდი, რომელიც ასეთ არა¬კომფორტულ
გრძნობას იწვევს. ამ ტენდენციას აქვს ნაგუ-ლისხმევი აზრი, რომ ადამიანებს აქვთ ტენდენცია ეძებონ და მიიღონ
ის ინფორმაცია, რომელიც განამტკიცებს მის რწმენებს.

ატიტუდებში მსგავსების ეფექტის მეორე ახსნა მომდი¬ნარეობს ბალანსის თეორიიდან. ჰაიდერი, ნიუკომბი,
ფესტინჯერი - ვარაუდობენ, რომ ადამიანს აქვს ბუნებრივი მიდრეკილება მოახდინოს თავისი მოწონება-
არმოწონების ორგანიზაცია სიმეტრიულად, რაც შედეგად გვაძლევს ბალანსს. ბალან-სირებული მდგომარეობაა,
როცა ორ ინდივიდს მოსწონს ერთმანეთი და ეთანხმებიან ერთმანეთს იმაში რაზეც მსჯელობენ. როცა ორ
ინდივიდს მოსწონს ერთმანეთი და ვერ თანხმდებიან რაღაც საკითხში სიტუაცია დისბალანსურია. ეს
მდგომარეობა არასასიამოვნოა და თითოეულ მათგანს ამოტივირებს რამე იღონოს (ვთქვათ შეცვალოს ატიტუდი
მოცემულ საკითხზე, ან შეცვალოს დამოკიდებულება მეორე ინდივიდთან), რათა აღადგინოს ბალანსი. როცა ორ
ინდივიდს არ მოსწონთ ერთმანეთი - მაშინ თითოეული ინდეფერენტულია მეორე ინდივიდის ატიტუდების
მიმართ.

ინტერპერსონალური ურთიერთობა, რათქმაუნდა, არ ამოიწურება მსგავსება-მოწონების ფენომენით. ჩვენ


ყოველთვის არ უარვყოფთ იმას, ვინც განსხვავებულ თვალსაზრისს გამოხატავს. მართალია, ჩვენ გვსურს ჩვენი
რწმენების დადასტურება, მაგრამ ჩვენ გვაქვს სხვა მოთხოვნილებებიც. ამიტომ ხშირად შეიძლება
დაინტერესებულიც კი ვიყოთ არამსგავს უცხოსთან ურთიერთობით რათა მივიღოთ ახალი ინფორმაცია,
განვიცადოთ რაღაც უნიკალური, სპეციალური და არა ის, რაც ყველასათვის საერთოა. გარდა ამისა, მართალია,
ვუშვებთ, რომ ვინც არ გვეთანხმება მას არ მოვწონვართ, მაგრამ ეს მუქარა შეიძლება მოიხსნას თუ ჩვენ ვიცით,
რომ ის სხვა ვინც არ არის ჩვენი მსგავსი არ აპირებს ჩვენს უარყოფას, რომ ის ღიაა განსხვავებულ თვალსაზრისზე
დისკუსიისათვის.

მსგავსება სხვა მახასიათებლებში. ატიტუდებში მსგავსებასა და მოწონებას შორის ურთიერთობის


საკითხებზე, სოციალური ფსიქოლოგები თითქმის ერთსულოვნად თანხმდებიან. რასაც ვერ ვიტყვით
პიროვნების სხვა მახასიათებლებსა და მოწონებას შო¬რის ურთიერთობაზე. არადა ნაკვლევია საკმაო
რაოდენობის პიროვნულ-ქცევისეული მახასიათებლები, მათი გავლენა მოწო¬ნებაზე.

პირველ რიგში მიუთითებენ ზოგიერთ პიროვნულ მახასიათებ¬-ლებზე, რომელიც ყველას მოსწონს,


მიუხედავად მსგავსების ხარისხისა. მაგ. აღმოჩნდა, რომ შედარებით დომინანტურ ინდივიდს უფრო ანიჭებენ
უპირატესობას ვიდრე სუბმისიურს - როგორც დომინანტური ისე სუბმისიური ინდივი¬დები. ასევე აღმოჩნდა,
რომ როგორც ქალებს ისე მამაკაცებს უფრო მოსწონთ კონკურენტული ინდივიდები. ორივე სქესის ინდივიდებს
უფრო მოეწონებათ ის უცხო, რომელსაც აქვს თავისთავის გახსნის ტენდენცია.

მრავალ მახასიათებლებში, ადამიანებს ტენდენცია აქვთ შეარჩიონ თავიანთივე მსგავსი მეგობარი. მაგ.
აღმოჩნდა, რომ ჰეტეროსექსუალური მამაკაცები უკიდურესად ნეგატიურად რეაგირებენ ჰომოსექსუალურებზე,
მიუხედავად სხვა მახასიათებ-ლებას და ატიტუდებში მსგავსებისა. ალბათ იმიტომ, რომ სექსუალური
ორიენტაციები შეფასებულია როგორც დიდი მნიშვნელობის. კვლევები გვარწმუნებენ, რომ კოლეჯის
სტუდენ¬ტი გოგონები სტუდენტთა საერთო საცხოვრებლებში ოთახის მეგობრად ირჩევენ სოციალური ფონით
და ღირებულებებში მსგავსების პრინციპით. მეგობრები ემსგავსებიან ერთმანეთს ემოციის სახის
გამომეტყველებით გამოცნობის უნარში. რვა წლის ასაკის შემდეგ მიუთითებენ, რომ არსებობს ძლიერი
ტენდენცია შეარჩიონ კომპანიონი საკუთარი ასაკისა. უმაღლესი სკოლის სტუდენტების საუკეთესო მეგობრებს
შორის ალბათურ¬ზე გაცილებით მეტია მსგავსება ასაკში, სქესში, რელიგიაში და რასაში. აღმოჩნდა, რომ მრავალ
პიროვნულ მახასიათებლებში (ჰერმაფროდიტული - წინააღმდეგ ტრადიციული სექს როლისა, მამაკაცება -
ქალურობის ხარისხი, კოგნიტური სტილი) მსგავსე¬ბა უფრო უპირატესობა მინიჭებულია ვიდრე განსხვავება.
საერ¬თოდ მიუთითებენ, რომ სხვა მახასიათებლებში მსგავსების ეფექტი უფრო სუსტია ვიდრე ატიტუდებში
მსგავსების ეფექტი. ამასთან აღინიშნა პიროვნული მსგავსების ზრდა როგორც ინტერპერსონალურ
ურთიერთქმედების შედეგი.

კვლევითი მონაცემები მიუთითებენ აგრეთვე, რომ ჩვენ მოგვ-წონს ის ინდივიდი, რომლებიც ისევე
იქცევიან როგორც ჩვენ. მაგ. კოლეჯის სტუდენტები, სპორტულ თამაშებში, პარტნიორად ირჩევენ ინდივიდს,
რომელიც თამაშში ისევე იქცევა როგორც თვითონ. კვლევით დადასტურდა აგრეთვე, რომ ინდივიდები
რომლებიც მსგავსნი არიან თავიანთი ინტიმური ინფორმაციის გახსნაში - ან დახურვაში, ერთმანეთისკენ
მიიზიდებიან - უფრო მოსწონთ ერთმანეთი. აღმოჩნდა რომ ჩვენ მოგვწონს ის, რომელიც ჩვენი ქცევის იმიტაციას
ახდენს, აკეთებს იგივე არჩევანს და იღებს იგივე გადაწყვეტილებას როგორც ჩვენ. უმაღლესი სკოლის
სტუდენტებში მეგობრებს ტენდენცია აქვთ მსგავსნი იყვნენ დევინტურ ქცევებში (მაგ. ნარკოტიკების მიღე¬ბაში).
გოგონებისათვის მნიშვნელობა აქვს მსგავსებას ისეთ საკითხებში როგორიცაა სიგარეტის მოწევა, ალკოჰოლის
მიღება, გათხოვებამდელი სექსუალურობა.

აზრთა დიდი სხვადასხვაობა გამოიწვია მოთხოვნილებებში მსგავსების გავლენამ მოწონებაზე.


ვარაუდობენ, რომ მოთხოვ-ნილებებში შეთავსებულობა (მსგავსი მოთხოვნილებები) ურთი-ერთო¬ბაში
პოზიტიურ ფაქტორს წარმოადგენს. ამასთან, დაშვე¬ბულ იქნა ისიც, რომ მოთხოვნილებების შემავსებლობასაც
(ოპო-ზიციური მოთხოვნილებები) მივყავართ მოწონებამდე, რად¬გან ორივე ინდივიდი ერთმანეთში პოულობს
განმტკიცებას. მაგ. ინდივიდისათვის რომელიც თავის ბუნებით დომინანტურია იდეალური წყვილი (მეგობარი
ან მეუღლე) იქნება სუბმისიური ინდივიდი. ინდივიდს რომელიც მოტივირებულია ლაპარაკისათვის მოსწონს
ის, ვინც უფრო მოტივირებულია მოსმენისათვის. როგორი გონივრულიც არ უნდა გვეჩვენებოდეს
შემავსებლობის პრინციპი, კვლევები უფრო მხარს უჭერენ მსგავსების მნიშვნე-ლობას. კვლევები ადასტურებენ,
რომ ცოლ-ქმარი, რომლებიც ამჟღავნებდნენ მოთხოვნილებებში მსგავსებას უფრო ურთიერთ-შეგუებული
მეუღლეები იყვნენ ვიდრე განსხვავებული მოთხოვ-ნილებების მქონეები.

მოგვწონს ის ვისაც მოვწონვართ. როგორც აღვნიშნეთ, ადამიანებს მოსწონთ ის ვინც მათ აჯილდოვებს ან
ასოცირე¬ბულ-ნი არიან სასიამოვნო განცდებთან. ბოლოსდაბოლოს, გვიყ¬ვარს მშვენიერი გოგონა ან ლამაზი
კაცი, იმიტომ რომ გვსია¬მოვნებს მისი ყურება. კეთილი ადამიანები ყოველთვის აჯილ¬დოვე¬ბენ სხვებს და
ამიტომ ისინი უფრო მოსწონთ. იგივე ითქმის ადამიანზე, რომელიც მეგობრული, პატიოსანი, სანდო და
თბილია.

დაჯილდოვების ეფექტი შეიძლება აიხსნას დასწავლის პრინცი¬პე¬ბით. თუ ინდივიდი გვაჯილდოვებს ან


თუ ჩვენ ვინა-წილებთ დაჯილდოვების განცდას მასთან, მაშინ განცდის პოზიტიური ასპექტები დაუკავშირდება
ამ ინდივიდს. ამდენად ის ხდება უფრო პოზიტიური და უფრო მოგვწონს.

აღმოჩნდა, რომ როდესაც ქალი პოზიტიურ დამოკიდებულე¬ბას ამჟღავნებს მამაკაცისადმი ისეთი


ფორმებით როგორიცაა თვალე-ბით კონტაქტი, სიმპატიის გამოვლენა, საუბრის წამოწყება - მამაკაციც
მოწონებით დამოკიდებულებას გამოხატავს მის მი¬მართ, მაშინაც კი, როცა ატიტუდებში განსხვავება აშკარაა.
კვლევე¬¬ბით დასტურდება, რომ მეგობრობა ძლიერდება ურთიერთ¬პატივისცემის, ურთიერთინტერესის,
ერთად ყოფნის ან კომუნიკაციის სურვილის ვერბალური ან არავერბალური სიგნა¬ლე¬ბით. აღმოჩნდა, რომ
უმეტეს ადამიანებს მოსწონთ, როცა მასზე პოზიტიურად რეაგირებენ და არ მოსწონთ, როცა ნეგატიურ
გრძნობებს გამოხატავენ. ეს ეფექტი ილუსტრირებული იქნა არონსონისა და ლინდერის მიერ (Aრონსონ,E. &
Lინდერ, D. 1965).Fექსპერიმენტში სუბიექტები მონაწილეობდნენ ინტერ¬პერსო¬ნალუ¬რი ურთიერთქმედების
სერიებში. ექსპერიმენტში ჩართული იყო აგრეთვე ე.წ. ცრუ სუბიექტი, რომელიც ექსპერიმენტატორის
მითითებით მოქმედებდა. ყოველი ურთიერთობის სერიის შემდეგ სუბიექტებს თითქოსდა შემთხვევით
ესმოდათ ექსპერიმენტატო¬რის და ცრუ სუბიექტის დიალოგი, რომელშიც ცრუ სუბიექტი თავის
შთაბეჭდილებას აყალიბებდა სუბიექტის შესახებ. იმისდა მიხედვით თუ რა სახის მოსაზრებას გამოთქვამდა
ცრუ სუბიექტი, იქმნებოდა სამი ექსპერიმენტული სიტუაცია: (1) ცრუ სუბიექტი აღნიშნავდა, რომ მოეწონა
სუბიექტი და ამ მოსაზრე¬ბას იცავდა ბოლომდე; (2) ცრუ სუბიექტი იყო კრიტიკული. ის აღნიშნავდა რომ არ
მოსწონდა სუბიექტი და ბოლომდე იცავდა თავის ნეგატიურ პოზიციას; (3) ცრუ სუბიექტი დიალოგის
დასაწყისში უარყოფით შეფასებას აძლევდა სუბიექტს, მაგრამ დიალოგის მსვლელობაში იცვლიდა მოსაზრებას
და დიალოგი სუბიექტის დადებითად შეფასებით მთავრდებოდა. ექსპერიმენტე¬ბის სერიების დამთავრების
შემდეგ ნამდვილ სუბიექტებს სთხოვ¬დ¬ნენ ცრუ სუბიექტის შეფასებას.

როგორც მოსალოდნელი იყო, სუბიექტების მიერ ცრუ სუბი-ექტის შეფასება წარმოადგენდა ცრუ სუბიექტის
მიერ მათი შეფასების საპასუხო რეაქციას. ექსპერიმენტი შეიცავდა აგრეთვე ერთ საინტერესო ვარიაციას -
სიტუაცია, რომელშიც ცრუ სუბიექტი იწყებდა სუბიექტის ნეგატიური შეფასებით და თანდათანობით
გადადიოდა პოზიტიურ შეფასებაზე. ე.ი. ზოგი-ერთი სუბიექტი უსმენდა ცრუ სუბიექტის შეფასებას -
რომელ¬საც მოსწონდა სუბიექტი თავიდანვე და აგრძელებდა ასეთ შეფასებას ბოლომდე. ზოგიერთი სუბიექტი
კი უსმენდა ცრუ სუბიექტს, რომელსაც თავიდან არ მოსწონდა სუბიექტი მაგრამ ამთავრებდა იმით, რომ
მოსწონდა სუბიექტი.

შედეგების ანალიზი აჩვენებდა, რომ ორივე სიტუაციაში სუბიექტები მოწონებას გამოხატავდნენ ცრუ
სუბიექტების მიმართ მაგრამ მოწონებას მეტ ხარისხში გამოხატავდნენ იმ ცრუ სუბიექტის მიმართ, რომლებიც
თავიდან კრიტიკულნი იყვ¬ნენ და ამთავრებდნენ შეფასებას პოზიტიურით, ვიდრე ისინი რომლებიც
თავიდანვე პოზიტიურ შეფასებას აძლევდნენ. ავტო¬რე¬ბის აზრით ეს შედეგები აიხსნება ამით, რომ
თავდაპირველი ნეგატიური შეფასება სუბიექტებში იწვევს შფოთვას, რომელიც საკმაოდ მტკივნეულად
განიცდება. როცა შეფასება თანდათანო¬ბით პოზიტიური ხდება, ეს იწვევს ამ გაძლიერებული ნეგატიური
გრძნობის მოხსნას და ამდენად ასეთი პოზიტიური შეფასება უფრო მეტი დამაჯილდოვებელი ხდება. ერთი
სიტყვით ნეგა¬ტიური შეფასება ზრდის პოზიტიური შეფასების მოთხოვნილებას და საბოლოო პოზიტიური
შეფასება უფრო მეტი დამაჯილდო¬ვებელი ხდება.

მას შემდეგ რაც ურთიერთობა ჩამოყალიბებულია, მეგობრის-გან მოველით, რომ მოვწონდეთ, გვაფასებდეს
პოზიტიურად, მოიქცეს ჩვენს მიმართ გარკვეული მანერით. მოლოდინები იმათ მიმართ, ვინც არ მოგვწონს
საწინააღმდეგოა. რა მოხდება როცა მოლოდინები არ მართლდება? ერთერთ კვლევაში, რომელიც ამ საკითხის
გარკვევას ისახავდა მიზნად, განახორციელეს საწყისი მოწონების მანიპულირება სუბიექტებისათვის (კოლეჯის
სტუ¬დენ-ტი გოგონები) ინფორმაციის მიწოდებით რომ ექსპერიმენტში ჩართულ სხვა გოგონებს ჰქონდათ მათი
მსგავსი ან განსხვა-ვებული ატიტუდები. ამის შემდეგ თითოეულ სუბიექტს ეძლეოდა დავალება რომელიც
საკმაოდ რთული იყო და გარკვეულ დროს მოითხოვდა; ზოგიერთ სუბიექტს (რომლებიც იყვნენ ცრუ სუბი-
ექტები) ჰქონდა გაცილებით უფრო ადვილი დავალება. ექსპერიმენტატორი ვარაუდობდა, რომ სუბიექტები
დავალების შესასრულებლად დახმარებას სთხოვდნენ ცრუ სუბიექტებს, როცა ისინი დაამთავრებდნენ თავიანთ
ადვილ დავალებას. ასეთ სიტუაციაში ცრუ სუბიექტების ნახევარი თანხმდებოდა დახმა-რებაზე, ხოლო მეორე
ნახევარი დახმარებაზე უარს ამბოდა. ცვლილე¬ბები მოწონებაში, რომელიც იზომებოდა ურთიერთობამ¬დე და
ურთიერთქმედების შემდეგ, მიუთითებდა თუ რა ხდებოდა როცა მოლოდინები მართლდებოდა და როცა არ
მართლდებოდა. შედეგები აჩვენებდა, რომ ყველაზე დიდი შეცვლა მოწონებაში იყო მაშინ, როცა ატიტუდებში
მსგავსი ცრუ სუბიექტი უარს ამბობდა დახმარებაზე (ამ შემთხვევაში მოწონება მკვეთრად მცირდებოდა). ხოლო
როცა სუბიექტი მოელოდა უარს დახმა-რებაზე (განსხვავებული ატიტუდების მქონე ცრუ სუბიექტი) მისი
დახმარების სურვილს ზრდიდა მოწონებას. როგორც ჩანს, ჩვენ მოველით, რომ სხვების სიტყვები და საქციელი
დაემთხვევა ჩვენს გრძნობებს მათ შესახებ და მოწონება შეიძლება შესამ¬ჩნევად შეიცვალოს, როცა ეს
მოლოდინები არ მართლდება.

თვითშეფასება. როგორც მივუთითეთ ჩვენ მოგვწონს ის, ვისაც ჩვენ მოვწონვართ და ეს ეფექტი ავხსენით
განმტკიცების მოდელით. გვსიამოვნებს ჩვენს მიმართ გამოთქმული კეთილ-განწყობითი კომენტარები. მაგრამ
ცხადია ისიც, რომ ეს ყოველ-თვის ასე არ არის. როდესაც ვინმე ქათინაურს ამბობს ჩვენს მიმართ, ნაკლებად
მოგვეწონება ის ინდივიდი, თუ მის მოტივებში ეჭვი შეგვეპარა. თუ ჩავთვლით, რომ ქათინაურს იმიტომ ამბობს
რომ თავი მოგვაწონოს, ან რაღაც სარგებელი მიიღოს ჩვენგან, შეიძლება საპასუხო მოწონებითი რეაქცია არ
გამოიწვიოს.

არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს იმაზე თუ რა ეფექტი ექნება ქათინაურს.
აღმოჩნდა, რომ მნიშვნელობა აქვს იმას თუ თვით ჩვენი პერცეპცია რამდენად ემთხვევა იმ სასიამოვნო
ქათინაურებს, რომელსაც ჩვენზე ამბობენ. ე.ი. მნიშვნელობა აქვს თვითშეფასებას. მაგ. თუ ვიცით, რომ არც
მუსიკალური სმენა გვაქვს და არც ხმა და ვიღებთ ქათინაურს რა შესანიშნავად მღერიხართო, ეს სიტუაცია
სავსებით განსხვავდება იმისაგან, როცა მომღერალს ეუბნებიან შესანიშნავად ასრულებ ამ სიმღერასო. როდესაც
ქათინაური არ ემთხვევა თვითშეფასებას - ეფექტი გაცილებით ნაკლებია.

მეორე მიზეზი ქათინაურის ნეგატიური ეფექტისა შეიძლება იყოს თუ ინდივიდი რა მნიშვნელობას მიაწერს
იმ თვისებას რაზეც ღებულობს ქათინაურს. მაგ. ქალიშვილი ალბათ ქათი-ნაურად არ მიიღებს თუ ვეტყვით, რა
მხარბეჭიანი ხართო. ან ბიჭს რომ ვუთხრათ რა ქალივით ნაზი ხართო. მიიღებს თუ არა ქათინაურად ამ
შეფასებას ინდივიდი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს ის მოცემულ თვისებას. არ არის
მოსალოდნელი, რომ ქალიშვილმა ქალის მხარბეჭიანობას დადე-ბითი მნიშვნელობა მიაწეროს.
სიყვარული

აქამდე ჩვენ ვიხილავდით საკითხს თუ როგორ ყალიბდება ინტერპერსონალური ურთიერთობები, რატომ


მოგვწონს ზოგი¬ერთი და რატომ არა. რა განსაზღვრავს სიმპატია-ანტიპატიას. როგორ ხდება მეტნაკლებად
უფრო ღრმა ურთიერთობების ჩამოყალიბება. განვიხილეთ ამასთან დაკავშირებით გარკვეული სოციალურ
ფსიქოლოგიური პროცესები. მაგრამ ფაქტია რომ ხშირად ადამიანებს შორის ურთიერთობა სცილდება ამ
უბრალო ნაცნობობის და მოწონება არმოწონების ფარგლებს, მყარდება საკმაოდ ღრმა ხშირად გაუგებარი
ემოციონალური ურთიერთო¬ბა. ერთი სიტყვით ჩნდება სიყვარულის შესაძლებლობა.

რა არის სიყვარული? არის ის მოწონების უფრო ინტენსიური ფორმა თუ რაღაც თვისებრივად ახალ
გრძნობასთან გვაქვს საქმე?

მიუხედავად იმისა, რომ საუკუნეების განმავლობაში პოეტებს, ფილოსოფოსებს, მეცნიერებს ყოველთვის


აინტერესებდა ეს საკითხი, შეიძლება ითქვას, რომ დამაკმაყოფილებელი პასუხი ამ კითხვაზე ჯერ კიდევ არ
არსებობს. ადამიანები აღმერთებენ სიყვარულს, ცოცხლობენ და თავს წირავენ მისთვის, მაგრამ მისი
მეცნიერული ახსნა (შესაძლებელია საბედნიეროდ) არ არსებობს. უფრო მეტი, სიყვარული დაერქვა საკმაოდ
განსხვა¬ვებულ ადამიანურ ურთიერთობას როგორიცაა ურთიერთობა შეყვარებულებს შორის, ცოლ ქმარს
შორის, მშობლებსა და შვილებს შორის და ახლო მეგობრებს შორის. ერთი სიტყვით სიყვარულის მეცნიერული
შესწავლა ჯერ კიდევ შორსაა სრულყოფისაგან. და ეს გასაგებიცაა. მოვლენის მეცნიერული ახსნა ნიშნავს მისი
კაუზალური პრინციპით ახსნას. ე.ი. საჭიროა დადგინდეს სიყვარულის მიზეზი. ეს მოითხოვს ლაბორატორიულ
პირობებში ექსპერიმენტულ შესწავლას, რაც სიყვარულის მი¬მართ პრინციპში შეუძლებელი აღმოჩნდა.
მეცნიერული შესწავ¬ლა მოითხოვს შესასწავლი მოვლენის ფორმალიზირებას. სიყვა¬რულის ფორმალიზირება,
მისი მანიპულირება ყოველ შემთხვევა¬ში ჯერჯერობით მიუწვდომელი აღმოჩნდა.

უკანასკნელ ხანებში სოციალურმა ფსიქოლოგიამ სცადა ამ ემოციონალური მდგომარეობის შესწავლა. ჩვენ


შევეცდებით აღვწეროთ და დავალაგოთ თუ რა არის ცნობილი იმაზე თუ რას ნიშნავს ერთი ინდივიდის მიერ
მეორის შეყვარება. გამომ¬დინარე საკითხის ასეთი სირთულიდან სოციალურ ფსიქო¬ლოგიაში არსებობს
განსხვავებული მიდგომები სიყვარულის ფორმების კატეგორიზაციისა და აღწერისადმი.

საწინააღმდეგო სქესის წევრებს შორის ურთიერთობისას დგება დრო, როცა ვსვამთ კითხვას გვაქვს თუ არა
საქმე სიყვარულთან. რადგან სულ მცირე არსებობს ორი განსხვა-ვებული სახე სიყვარულისა - რომანტიული
სიყვარული და მეგობრობა - სიყვარული (ცომპანიონატე ლოვე), საჭიროა მათი განხილვა, თუ რა იგულისხმება
თითოეულ მათგანში.

რომანტიული სიყვარული

საკითხისადმი მეცნიერული მიდგომა მოითხოვს მოვლენის განსაზღვრას და მის გაზომვას. სოციალურ


ფსიქოლოგიაში არსებობს აგრესიის, ალტრუიზმის, პრეჯიდუსების და სხვა გასაზომი სკალები. მაგრამ როგორ
გავზომოთ სიყვარული? დადგა საკითხი სიყვარულის მიზეზების შესახებ. სოციალური მეცნიერებების
წარმომადგენლები, მათ შორის ფსიქოლოგები გვთავაზობენ განსხვავებულ მიზეზებს. ჩვენ გავარჩევთ ფსიქო-
ლოგების მიერ შემოთავაზებულ მოსაზრებებს. რობერტ სტერნბერ-გი გვთავაზობს სიყვარულის ე.წ.
სამკუთხოვან თეორიას (შტერნბერგ, ღ. ჟ. 1988). თეორია გამოყოფს სამ ბაზისურ კომპონენტს: ინტიმურობა,
ვნება, გადაწყვეტილება\ვალდებულება (ანუ ერთგულება). ავტორის აზრით სიყვარული შეიძლება ემყარებოდეს
პირველ რიგში რომელიმე ერთ ამ კომპონენტს, ან ორი კომპონენტის კომბინაციას, ან სამივეს. ავტორის აზრით
ეს განსხვავებული შესაძლებლობები საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ სიყვარუ¬ლის შვიდი შესაძლებელი
ტიპი, რომელიც იდეალში (სრულყო¬ფილი სიყვარული) შეიცავს სამივე ბაზისურ კომპონენტს თანა¬ბარი
პროპორციით. ეს სამი ბაზისური კომპონენტი შემდეგ მახასიათებლებს გულისხმობს.
ინტიმურობა - სიახლოვე, რომელსაც გრძნობენ პარტნიორე-ბი.

ვნება - სექსუალური მოტივი და სექსუალური აღძვრა, რომე-ლიც ასოცირებულია გაწყვილებით


ურთიერთობასთან.

გადაწყვეტილება\ვალდებულება - კოგნიტური ელემენტი, რომე¬ლიც მოიცავს გადაწყვეტილებას რომ ვინმეს


უყვარს ვიღაცა და ავალდებულებს შეინარჩუნოს ეს ურთიერთობა.

ამ სამი ბაზისური კომპონენტების კომბინაციით სტეინბერგი გამოყოფს შვიდი სახის სიყვარულს:

1. მოწონება - რომელიც შეიცავს მხოლოდ ინტიმურობას (მეგობრობა ვნების ან ვალდებულების გარეშე).

2. რომანტიკული სიყვარული - შეიცავს ინტიმურობას და ვნებას (ინდივიდები ფიზიკურად და


ემოციონალურად მიიზიდე¬ბი-ან ერთმანეთისაკენ, მაგრამ ვალდებულებების გარეშე).

3. მეგობრობა-სიყვარული - შეიცავს ინტიმურობას და ვალდე¬ბულე¬ბებს (ხანგრძლივი ვალდებულება -


მეგობრობა, როგორიცაა ქორწინება, რომელშიც ვნება გაფერმკრთალე¬ბულია).

4. ძლიერი გატაცება - შეიცავს მხოლოდ ვნებას (ვნებიანი, მოზღვავებული სიყვარული ინტიმურობის ან


ვალდებულებების გარეშე).

5. განუსჯელი სიყვარული - შეიცავს ვნებას და ვალდებულებას (ვალდებულება რომელიც ემყარება ვნებას,


მაგრამ დროის გარეშე რათა ჩამოყალიბდეს ინტიმურობა - ზედაპირული ურთიერთობა როგორც ქარბორბალა
აშიკობა).

6. ჩამქრალი (Eმპტყ) სიყვარული - შეიცავს მხოლოდ გადა-წყვეტი¬ლება\ვალდებულებას ინტი¬მურობისა და


ვნების გარეშე. ვალდებულება გრძელდება ინერციით.

7. სრულყოფილი სიყვარული - შეიცავს სამივე კომპონენტს - ინტიმურობას, ვნებას და გადაწყვეტილება\


ვალდებულებას - იდეალი, რომლის მიღწევაც სწადიათ.

სიყვარული განიხილება როგორც ემოციონალური მდგომა-რეობა. ემოციები კი წარიოადგენენ ერთის მხრივ


ფსიქოლოგიუ-რად აგზნებულ მდგომარეობას და მეორეს მხრივ ეს ფსიქო-ლოგიური მდგომარეობა
განსხვავებულ ემოციონალურ ელფერს იღებს - იმისდა მიხედვით თუ რა იარლიყს მივაწერთ მას. ასეთი
მიდგომა ცნობილია ემოციის ორფაქტორიანი თეორიის სახელ-წოდებით.

ემოციის ორფაქტორიანი თეორიის თანახმად, აგზნებამ, რა წყაროდანაც არ უნდა მომდინარეობდეს უნდა


გაზარდოს ვნება,. თუ რაიმე ხელისშემშლელი პირობები არ არსებობს იმისათვის რომ თავისი აგზნების ნაწილი
მიაკუთნოს რომანტიკულ სტი-მულს. დ. დატონმა და ა. არონმა, რათა ეკვლია ეს პრობლემა, სტუდენტებს
სთხოვეს ექსპერიმენტში მიეღოთ მონაწილეობა. მას შემდეგ, რაც სუბიექტების მიმზიდველ პარტნიორებთან
გაცნობა შესდგა, სუბიექტების ნაწილს უთხრეს რომ ისინი მიიღებდნენ საკმაო სიძლიერის ელექტროშოკს.
ექსპერიმენტის დაწყებამდე ექსპერიმენტატორმა სუბიექტებს დაურიგა მოკლე კითხვარი, 3რათა მიეღო
ინფორმაცია მათ ამჟამინდელ გრძნობებზე და რეაქციებზე, რადგან სწორედ ეს ფაქტორები განსაზღვრავდენ
ექსპერიმენტის წარმატებას4. ექსპერიმენტის ბოლოს ამ კითხვა¬რი¬დან უნდა გაეცათ პასუხი კითხვაზე,
3რამდენად უნდოდათ მათ მოეწვიათ პაემანზე და ეკოცნათ პარტნიორისათვის4. შედე¬გე¬ბის ანალიზი
აჩვენებდა, რომ შეშინებული, 3აგზნებული4 სუბიექტები პასუხებში ამჟღავნებდნენ უფრო ძლიერ ლტოლვას
პარტნიორებისაკენ.

იგივე დადასტურდა ველის კვლევებში. მათ მიმზიდველ გოგონებს სთხოვეს ბიჭებისაგან აეღოთ
ინტერვიუ, რომლებმაც ეს ესაა გადაკვეთეს მდ. კაპილანო (ბრიტანეთის კოლუმბიაში) სახიფათო დაკიდული
ხიდით, რომლის სიგრძე დაახლოებით 137 მეტრი იყო, ხოლო სიმაღლე 80 მეტრი (როგორც აღწერიდან ჩანს,
დაკიდებულ ხიდზე გადასვლა არც თუ ისე სასიამოვნო იყო). გოგონები ბიჭებს სთხოვდნენ ანკეტის შევსებას.
ამის შემდეგ გოგონები სთავაზობდნენ მათ თავიანთ საფოსტო ბარათს ტელეფონის ნომრით, იმ მიზნით, რომ
თუ მოისურვებდნენ კვლევის შედეგების და არსის გაცნობას დაერეკათ და მიიღებდნენ პასუხს. ბიჭების
უმრავლესობამ გამოართვა გოგონებს სავიზიტო ბარათი და მათ შორის თითქმის 50%-მა მართლაც დარეკა. იგივე
პროცედურა ჩატარდა ბიჭებთან, რომლებმაც მდინარე გადაკვეთეს სხვა ადგილას ჩვეულებრივი მყარი ხიდის
გავლით, რომელიც არავითარ ემოციებს არ იწვევდა. აღმოჩნდა, რომ მათ შორის და იმ შემთხვევაშიც, როცა
დაკიდებული ხიდის გავლის შემდეგ ბიჭებს ინტერვიუს სთხოვდნენ ბიჭები და არა გოგონები, თითქმის
იშვიათი იყო შემთხვევა დარეკვისა რათა გაეგოთ ექსპერიმენტის შედეგები. მაშ, ფიზიოლოგიური აგზნება
აძლიერებდა რომანტიულ რეაქციას. იგივე დადასტურდა სხვა კვლევებში, მაგ. ძლიერი ფიზიკური ვარჯიშის
შემდეგ და ა.შ.

როგორც ვხედავთ, მიუხედავად სირთულეებისა და საკითხის სპეციფიკურობისა, მაინც ნათელია


ოპერაციონალისტური მიდგო-მა პრობლემისადმი. არის მცდელობა განსაზღვრონ ის ფაქტორები, რომლებიც
გავლენას ახდენენ ადამიანებისათვის ამ ძალიან საინტერესო და მაცდური ელფერის მქონე ფენომენზე.

და მაინც რას წარმოადგენს ვნებიანი სიყვარული? სოცი-ალური ფსიქოლოგიის თანამედროვე თეორიული


და კვლევითი ინტერესების უმრავლესობა ეხება სწორედ ვნებიან სიყვარულს. ვნებიან სიყვარულს ახასიათებენ
როგორც ინტენსიურ, ზოგჯერ დაუძლეველ ემოციონალურ მდგომარეობას, როცა ინდივიდი გამუდმებით
ფიქრობს პარტნიორზე, სურს რაც შეიძლება მეტი დრო დაჰყოს მასთან და ხშირად არარეალისტურია მის შეფა-
სებაში. მისთვის დამახასიათებლად თვლიან რომ კონტაქტები სხვა მეგობრებთან უფრო იშვიათად ხდება, და
მთელი ყურად¬ღება ფოკუსირებულია, ერთ, ყველაზე მნიშვნელოვან ინდივიდზე. ხაზს უსვამენ აგრეთვე
ვნებიანი სიყვარულის იმ თავისებურებას, რომ ის განიცდება როგორც ისეთი, რომელიც კონტროლს არ
ექვემდებარება და არაწინასწარმეტყველებადია.

თანამედროვე მეტნაკლებად მიღებული თვალსაზრისით ვნებია-ნი სიყვარულისათვის აუცილებელ


პირობად მიჩნეულია:

1. პირველ რიგში ვნებიანი სიყვარული უნდა ჩამოყალიბდეს კულტურაში. კულტურა ასწავლის ახალგაზრდებს
თუ რას წარმო-ად¬გენს ვნებიანი სიყვარული როგორც მხატვრული ლიტე¬რატურის საშუალებით, ისე
რეალური ცხოვრების აღწერით. ჩათვლილია, რომ იდეა სიყვარულის შესახებ ევროპაში წარმოიშვა შუა
საუკუნეებში და ეს გააზრებული იყო როგორც წმიდა და საღვთო ემოცია, რომელიც არ არის დაკავშირებული
სექსუალურ სურვილთან. დასავლური კულტურის გარემოში მომავალი თაობა იზრდება მოთხრობებსა და
სიმღერებში სიყვარულის შესახებ რითაც კარგად არიან მომზადებული განიცადონ ის თავიანთ ცხოვრებაში.

2. ვნებიანი სიყვარულის მეორე პირობა არის სიყვარულის შესაბამისი ობიექტის არსებობა. უმრავლესობისათვის
ეს ნიშ¬ნავს ფიზიკურად მიმზიდველი საწინააღმდეგო სქესის პირის არსებობას, რომელიც დაახლოებით იმავე
ასაკისაა, მამაკაცი უფრო მაღალი ქალზე და არ უნდა იყოს ღრმად ჩართული სხვა ურთიერთობებში.

3. მესამე პირობა, რომელიც მიაჩნიათ კრიტიკულად, არის ინტენსიური სიბრმავე. იგულისხმება ის ფაქტი, რომ
ყოველი ემოციონალური აღძვრის ინტერპრეტაცია შეიძლება როგორც სიყვარულის. აღმოჩნდა, რომ რასაც ჩვენ
ემოციონალური აღ¬ძვრის იარლიყს ვაძლევთ შეიძლება დამოკიდებული იყოს გარეგან მანიშნებლებზე.
როგორც ადრე მივუთითეთ შეიძლება მოხდეს ემოციონალური აღძვრის ინტერფერენცია. ამასთან, რო¬გორც
ზემოთ აღვნიშნეთ აღძვრის განსხვავებული ტიპები, გავლენას ახდენენ რომანტიკულ გრძნობებზე და
სექსუალურ ინტერესებზე. ექსპერიმენტებში, რომლებიც ფოკუსირებულნი იყვნენ შიშზე, ეროტიკულ აღძვრაზე,
დაბრკოლებებზე - ე.ი. ამ მახასიათებლებით გამოწვეული აღზნება - გავლენას ახდენდა სექსუალურ
ინტერესებზე. მიაჩნიათ, რომ როცა მშობლები ცდილობდნენ ხელი შეუშალონ შვილის ურთიერთობას
პარტნი¬ორ¬თან, ჩაშალონ მათი ურთიერთობა, იწვევს შვილის გაბრაზე¬ბას, რაც თავის მხრივ შედეგად იძლევა
სიყვარულის გრძნობის გაზრდას.

ამრიგად, ვნებიანი სიყვარულის პირობებში განიხილავენ: კულტუ¬რულ ფონს, რომელშიც ინდივიდი


სწავლობს სიყვა¬რულის შესახებ და მოელის რომ მასაც შეემთხვევა ეს; საწი¬ნააღმდეგო სქესის ინდივიდის
არსებობა, როგორც სიყვარულის ობიექტი (შესაბამისი მიმზიდველობით, სიმაღლით, ასაკით და ა.შ.);
ფსიქოლოგიური აღძვრა, რომელიც ინტერპრეტირებულია როგორც სიყვარული და ეძლევა ეს იარლიყი.

კვლევითი მონაცემები მიუთითებენ, რომ ქალები და მამა¬კაცე-ბი საკმაოდ ემსგავსებიან ერთმანეთს თუ


რას იმედოვნებენ რომ მიიღებენ ურთიერთობებიდან. ორივეს უნდა სიყვარული და სქესი, სექსუალური
მიზიდვა აუცილებელია მარამ არასაკმარისი პირობაა რათა გიყვარდეს მეორე პირი (Mეყერს & Bერსცჰეიდ, 1997).
ორივეს სურს ინტიმი და ძალა გააკონტროლას ურთიერთობის მიმდინარეობა. აღმოჩნდა, რომ მამაკაცები უფრო
ადვილად ავადდებიან ამ 3სენით4 ვიდრე ქალები, მაგრამ ქალები უფრო ადვილად ინკურნებიან ვიდრე
მამაკაცები (ღუბინ, Pეპლაუ & Hილლ 1981)

მეგობრობა-სიყვარული - ვნებიანი სიყვარული, ვარაუდობენ რომ თანდათანობით გადადის ე.წ. მეგობრობა-


სიყვარულის ურთიერთობაში. მეგობრობა-სიყვარული მიუთითებს ღრმა და ხანგრძლივ მეგობრობაზე,
რომელიც გულისხმობს ურთიერთ-მოწონებას და პატივისცემას, გამოკვეთილ პოზიტიურ ემოციებს. გარდა
ამისა ხაზს უსვამენ მის ისეთ მახასიათებელზე როგორი¬ცაა ურთიერთზრუნვა. საერთოდ ნაკლებია ფილმები
და სიმღე¬რები მეგობრობა-სიყვარულზე, მაგრამ ჩანს, რომ ეს არის ურთიერთ-მიჯაჭულობის გრძნობა რომელიც
შესაძლებელს ხდის ხანგრძლივ პოზიტიურ ურთიერთობას.

ასეთ მომწიფებულ ხანგრძლივ ურთიერთობაში ორი ინდივ¬იდი სწავლობს როგორ ასიამოვნონ


ერთმანეთს, როგორც მჭიდ¬რო მეგობრებმა. თითოეული ცდილობს მოათავსოს დიდი ღირე¬ბულება მეორეში,
და თითოეული ინდივიდი განხილულია რო¬გორც მეორის ბედნიერება და კეთილდღეობა. ქვემოთ მოცე¬მულ
ცხრილში მოცემულია ზოგიერთი ფაქტორი რომელიც მოქმედებს ამა თუ იმ საფეხურზე.

სოციალური ურთიერთობის რღვევა

ლევინგერმა აღწერა სოციალური ურთიერთობის ხუთი შესა¬ძ¬¬-ლებ¬ელი საფეხური (Lევინგერ, G. 1980)


საწყისი მიზიდვა; ურთი-ერთო¬ბის აშენება; გაგრძელება; გაუარესება და დამ¬თავრება.

ურთიერთობის საფეხურებიპოზიტიური ფაქტორები ნეგატიური ფაქტორები

საწყისი მიზიდვა სიახლოვე და გამე-ორე¬¬¬ბული ექცპოზი-ცია, აფილიაციის მაღალი მოთხოვნი-ლე¬¬ბა და


მეგობრო¬ბის მოტი¬ვაცია სიახლოვის და გამე¬-ორე¬ბული ექსპოზი¬ცი-ის არ არსებობა. ნეგატიური
ემო¬ციები, დაბალი აფილიაციის და მეგობრობის მოტი¬ვაცია

ურთიერთობის

აშენება

ექვივალენტური ფიზი¬¬კური მიმზიდვე-ლო¬ბა, ატიტუდებში და სხვა მახასიათებ-ლებ¬ში მსგავსება,


ურთიერთ პოზიტიუ-რი შეფასებებიარა ექვივალენტური ფიზიკური მიმზიდ-ველობა. ატიტუდებ¬ში და სხვა
მახასი¬ათებ-ლებში გან¬სხვა¬ვება. ურთი¬ერთ ნეგატიური შეფა¬სებები
გაგრძელება გზების ძიება შეინა- რჩუნო ინტერესი და მრავალფეროვნება; უზრუნველყო პოზი- ტიური
შეფასების შე¬-სამჩნეობა. ეჭვი¬ანო-ბის არარსებობა, აღქმული სამართლი¬ა-ნობა, ურთიერთ დაკმაყოფილების
მა¬¬ღალი დონე გახდე რუტინული და მოსაწყენი. უზრუნვე-

ლყო ნეგატიური შეფასების შესაძ¬ლებ¬-ლო¬ბა. აღქმუ¬¬ლი უსამართლობა. ურთი-ერთ დაკმაყო-

ფილების დაბალი დონე

გაუარესება მეტი დრო და ძალის¬-ხმევაა ჩადე¬ბული ურთიერთობა¬ში; ზრუნვა ურთი¬ერთო-ბის გაუმჯობე-


სებისათვის; უცადო ურთიერთობის გაუმჯობესებასნაკლები დრო და ძა- ლისხმევაა ჩადე¬ბული
ურთიერთო¬ბებ¬ში; გადაწყვიტო ურთიერთობის გა¬-წყვე¬ტა. უცადო გა-

უარესების გაგრძე-ლებას

დამთავრება

არსებული ურთიერ- თობის ღიადობა გარ-კვეული შედეგის¬თვის; ალტერნატული პარტნიორის არარსე-


ბობა; მოლოდინი ურთი¬ერთობის გაგ-რძე¬ლებისა; შეთან-ხმება გააგრძელონ ურთიერთობა ჩანს,
ერთადერთი მისაღები გადაწყვე- ტილებაა ახალი ცხოვ¬რების დაწყება; ალტერნატიული პარტნიორის არსე-

ბობა; ურთიერთობის მარცხით დამთავრე- ბის მოლოდინი; ურ-

ერთობის გაგრძელე-

ბაზე შეთანხმების

არარსებობა

უმეტესი სოციალურ-ფსიქოლოგიური გამოკვლევა, რომელიც ჩა-ტარ¬¬და უკანასკნელ პერიოდში, ეხებოდა


პირველ ორ საფეხურს. დღეს გაძლიერდა ინტერესი იმ ფაქტორების მიმართ, რომლებიც გავლენას ახდენენ
დანარჩენ სამ საფეხურზე.

ურთიერთობის გაგრძელების მცდელობა. ერთერთი საერთო პრობლემა ურთიერთობაში არის ეჭვიანობა.


როდესაც ინდივიდი აღიქვამს ეჭვს მეტოქეს სიყვარულში, არსებობს ორი სახის საშიშ¬¬¬¬როება - ინდივიდმა
შეიძლება დაკარგოს ის ჯილდო რო¬მელ¬საც იღებს ურთიერთობიდან. და არსებობს აგრეთვე თვით-შეფასების
დადაბლების საშიშროება. უკიდურესი ეჭვიანობა შეიცავს შფოთვას, შიშს, ტკივილს, გაბრაზებას, უიმედობას.
ფიზი¬კურ სიმპტომებს - გულისცემის აჩქარება, სიმსუბუქე მუც-ლის არეში. მეტოქე შეიძლება იყოს რეალური ან
წარმოდ¬გენითი. რომანტიკულ მიზიდვას მეტოქესა და პარტნიორს შორის შეიძლება ადგილი ჰქონდეს აწმყოში,
წარსულში ან როგორც შესაძლებელ მოლოდინს მომავალში.
არსებობს განსხვავება ინდივიდებს შორის ეჭვიანობის განც-დის ტენდენციებში. კვლევები მიუთითებენ,
რომ მოზრდილების 54 პროცენტი თვლის, რომ არის ეჭვიანი. ის ვინც არის ეჭვიანი ტენდენცია აქვს ჰქონდეს არა
ადექვატურობის და დამოკიდე¬ბულე-ბის გრძნობა. ზედმეტად ფიქრობს სექსუალურ განსაკუთრე¬ბულო-ბაზე,
მიაჩნიათ, რომ ეჭვიანობის ერთერთი დეტერმინანტი შეიძლება იყოს ბავშვობის დროინდელი განცდები,
კერძოდ, რაც უფრო გამოხატავდნენ მშობლები ეჭვიანობის გრძნობას, მით უფ-რო მეტი ალბათობაა, რომ
შვილებს იგივე ტენდენციები ექნე¬ბათ, ისევე ირეაგირებენ როცა მოზრდილები გახდებიან.

აღმოჩნდა რომ ზოგიერთი (კოლეჯის სტუდენტი გოგონების ყოველი მესამე და ბიჭების ყოველი მეხუთე)
განზრახ ცდილობს თავისი მოქმედებით აეჭვიანოს პარტნიორი. აღნიშნავენ, რომ პარტნი¬ორთან ლაპარაკობენ,
რომ ვიღაც მოსწონთ, აშკარად ფლირტა¬ობენ სხვებთან, შესამჩნევად დადიან სხვებთან, ლაპა-რაკობენ პირველ
სიყვარულზე ან ყვებიან ისტორიას ამ საკით¬ხებ-ზე. მიზანი ასეთი ქცევისა აღმოჩნდა, რომ შეიძლება იყოს
ურთიერთობის შემოწმება, აიძულონ პარტნიორი მიაქციოს მას ყურადღება, შური იძიონ ან აამაღლონ
თვითშეფასება. ცხადია, ის ვინც წინასწარ განზრახვით ცდილობს გამოიწვიოს ეჭვიანო¬ბა რისკიან თამაშს ეწევა,
შეიძლება გამოიწვიოს ურთიერთობის დარღვევა. საინტერესოა, რომ ის ვინც გეგმავს არაქორწინებრივ
ურთიერთობებს, ის ნაკლებად ეჭვიანობს იმაზე, თუ რას აკე¬თებს მისი პარტნიორი.

აღმოჩნდა, რომ ურთიერთობის მნიშვნელოვანი ასპექტია ის, თუ რა ხარისხში გრძნობენ პარტნიორები


სამართლიან მოპყრო-ბას. სამართლიანობა არსებობს როდესაც პარტნიორებს სწამთ რომ ისინი არიან თანაბრად
მიმზიდველნი, სოციალურები, ინტელი¬გენტურები. ასევე მიუთითებენ თანაბარი სიყვარულის გრძნობის,
სექსუალური სურვილის მნიშვნელობაზე. სამართლია-ნო¬ბა მოიცავს აგრეთვე ცხოვრების ისეთ ასპექტებს
როგორიცაა პარტნიორების თანაბარი შემოსავალი, წვლილი საოჯახო საქმი-ანობაში და ურთიერთთან
ცხოვრების სიადვილე. კვლევებმა აჩვე-ნა სამართლიანობის დიდი მნიშვნელობა პარტნიორების
უკმაყოფილებისათვის, ცოლქმრული ბედნიერებისა და სტაბი-ლურო¬¬ბისათ¬ვის.

ურთიერთობის გაუარესება და დამთავრება. საერთოდ ურთი¬ერთო¬ბის დარღვევა არც თუ ისე


სასიამოვნოა მაგრამ განსა-კუთრებით მტკივნეულია თუ მასში სიყვარულია ჩართული. ლევინგერი ვარაუდობს,
რომ გაუარესება იწყება როცა ერთი ან ორივე პარტნიორისათვის პირობები ნაკლებად სასურველი გახ-დება
ვიდრე ადრე იყო.

მიუთითებენ, რომ რეაქცია აღქმულ გაუარესებაზე შეიძლება იყოს როგორც აქტიური ისე პასიური.
აქტიურია როცა პარტნი-ორები გადაწყვეტენ შეწყვიტონ ურთიერთობა, 3გასვლის4 ქცევა, ან იმოქმედონ
გაუმჯობესებისათვის 3ხმის ამოღების4 ქცევა. პასი-ურია – მოცდა, იქნებ მოხდეს გაუმჯობესება,
3ლოიალურო¬ბის4 ქცევა, ან იქნებ გაგრძელდეს გაუარესება (3უგულებელ¬ყოფა4). აქედან, ხმის ამოღება და
ლოიალურობა შეფასებულია როგორც კონსტრუქციული, ხოლო გასვლა და უგულებელყოფა როგორც
დესტრუქციული. აღმოჩნდა, რომ დესტრუქციული ქცე¬ვა არის კრიტიკული ელემენტი რომელიც
მიზეზობრივად გან¬საზ¬ღ¬ვრავს ტანჯვას ურთიერთობებში.

მკვლევართა უმრავლესობა თანხმდება იმაში, რომ არსებობს მჭიდრო ურთიერთობის დამთავრების


მრავალი გზა. პროცესი შეიძლება საკმაოდ მარტივი იყოს, როცა ორივე პარტნიორი ეთან-ხმება რომ ეს საჭიროა.

ურთიერთობის გაწყვეტა ხანგრძლივი და მტკივნეულია თუ სწრაფი, აღმოჩნდა რომ დამოკიდებულია


მიზიდულობის ინტენ-სიო¬ბაზე, რომელსაც გრძნობდნენ პარტნიორები. ხანგრძლივი ურთიერთობის გაწყვეტას
მივყავართ მეტ უსიამოვნებამდე, ში¬შამ-დე, მარტოობამდე, ვიდრე სუსტი ემოციონალური კავშირის გაწყვეტას.

გაუარესება ადვილად მთავრდება გაწყვეტით თუ არ არსე¬ბობს სამი ფაქტორი: ურთიერთობა


უზრუნველყოფს დაკმა¬ყოფილების მაღალ დონეს; ორივე პარტნიორმა უკვე ჩადო დრო¬ის და ძალისხმევის
დიდი რაოდენობა; ალტერნატიული პარტნი¬ორი არ უნდა იყოს ადვილი ხელმისაწვდომი.

ზოგჯერ ინდივიდები ურთიერთობაში მოელიან მარცხს იმი-ტომ, რომ ამჩნევენ მარცხს სხვა წყვილებში.
ზოგჯერ, ახალი ცხოვრება ჩანს რომ არის ერთადერთი მისაღები გადაწყვეტა.

ამ კვლევებს მივყავართ დასკვნამდე, რომ სიყვარული შეიძ-ლება ინდივიდს თავს დაატყდეს უეცრად და
ძალდაუტანებლად. ურთიერთობის შენარჩუნება კი პირიქით მოითხოვს ორი ინდივი-დის საგულდაგულო
შრომას და ძალისხმევას ხანგრძლივი დრო¬ის განმავლობაში.
თავი 6

პრეჯუდისები და დისკრიმინაცია

პრეჯუდისები, როგორც მეცნიერულ ისე მხატვრულ ლიტე-რატუ¬რა¬ში განხილულია როგორც საზოგადოების


სენი, საკმა¬ოდ ავთვისებიანი, რომელიც მრავალი კონფლიქტების წყარო ხდება, და მიუთითებს სუბიექტების
არასრულფასოვნე¬ბაზე. ამიტომ გასაგებია ის დიდი ინტერესი რომელსაც იჩენს მეცნი¬ერება და პირველ რიგში
სოციალური ფსიქოლოგია ამ ფენომე¬ნის მიმართ. როგორია პრეჯუდისების ბუნება? სად უნდა ვეძე¬ბოთ მისი
საფუძვლები? როგორ ვუმკურნალოთ ამ სოცი¬ალურ სენს? ესაა საკითხების სფერო რომელიც სოციალური
ფსიქო¬ლოგი¬ის ინტერესებში შემოდის.

პრეჯუდისები და დისკრიმინაცია ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავ¬შირებული ფენომენებია, მაგრამ არა


იგივეობრივი - თუმცა ყოველდღიურ მეტყველებაში ხშირად გამოიყენებიან როგორც სინონიმური ცნებები.

პრეჯუდისებთან ხშირადაა აგრეთვე ასოცირებული ისეთი ცნებები, როგორიცაა რასიზმი, სექსიზმი,


სტერეოტიპები. ამიტომ სანამ პრეჯუდისების და დისკრიმინაციის განხილვას დავიწყებ-დეთ, სასარგებლო
იქნება გავმიჯნოთ ისინი ერთმანეთისაგან.

რათა განვასხვაოთ ეს ცნებები ერთმანეთისაგან უმოკლესი გზა იქნება განვსაზღვროთ თითოეული მათგანი.
დეფინიციაში გამოჩნდება ის ნიუანსები, რითაც განსხვავდებიან ისინი ერთმა-ნეთი¬სა¬გან. ამ ფენომენების
დეფინიცია, რომელიც მეტნაკლებად მიღებულია სოციალურ ფსიქოლოგიაში, შემდეგია:

პრეჯუდისი - არის ატიტუდი (ჩვეულებრივ ნეგატიური) ზო-გიერთი ჯგუფის წევრებისადმი, რომელიც


ემყარება მხოლოდ და მხოლოდ მათი მოცემული ჯგუფისადმი კუთვნილებას.

დისკრიმინაცია - გაუმართლებელი ნეგატიური ქცევა გარკვე¬ული ჯგუფის ან მისი წევრების მიმართ (ე.ი.
დისკრიმინაცია განხილულია როგორც პრეჯუდისი მოქმედებაში).

სტერეოტიპი - განზოგადოებული აზრი გარკვეული ჯგუფის ადამიანების პიროვნული თვისებების შესახებ.

რასიზმი - პრეჯუდისები და დისკრიმინაციული ქცევა გარ-კვე¬ული რასის ადამიანების მიმართ.

სექსიზმი - პრეჯუდისები და დისკრიმინაციული ქცევა ამა თუ იმ სქესის წარმომადგენლების მიმართ.

როგორც ვხედავთ ყველა ზემოდ ჩამოთვლილი ფენომენი მჭიდ¬როდაა ასოცირებული პრეჯუდისების და


დისკრიმინაციის ფენომენებთან, ამიტომ ამ უკანასკნელის განხილვა მოითხოვს სხვა მასთან ასოცირებული
ფენომენების ანალიზსაც.

პრეჯუდისები

როგორც აღვნიშნეთ, პრეჯუდისი არის ნეგატიური ატიტუდი ზოგიერთი ჯგუფის წევრების მიმართ,
რომელიც ემყარება მხო-ლოდ და მხოლოდ მათ ამ ჯგუფისადმი კუთვნილებას. როდესაც ვამბობთ, რომ
ინდივიდს აქვს პრეჯუდისები გარკვეული სოცი-ალური ჯგუფის წევრების მიმართ, იგულისხმება მათი
ტენ¬დენცია შეაფასონ ისინი გარკვეული დამახასიათებელი მანერით (ჩვეულებრივ ნეგატიურად) უბრალოდ
იმიტომ, რომ ისინი მიეკუთვნებიან ამ ჯგუფს. ამასთან, მათ ინდივიდუალურ თვისე-ბებს და ქცევას თითქმის
არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ისი-ნი არ მოსწონთ უბრალოდ იმიტომ, რომ მიეკუთნებიან გარკვე¬ულ
სოციალურ ჯგუფს.

როდესაც პრეჯუდისებს განსაზღვრავენ როგორც ატიტუდის სპეციფიკურ ჯგუფს (ნეგატიური), ამით უკვე
იგულისხმება, რომ როგორც ატიტუდები, ის ხშირად მოქმედებს როგორც სქემა. რო-გორც სოციალური
კოგნიციის საკითხის განხილვისას აღვნიშნეთ სქემა წარმოადგენს იმ კოგნიტურ ფონს, რომელიც ახ¬დენს
ინფორმაციის ორგანიზირებას, ინტერპრეტაციას, კოდი¬რებას და აღდგენას. ამიტომ გარკვეული პრეჯუდისის
მქონე ინდივიდს ტენდენცია აქვს გარკვეული ინფორმაცია შეამჩნიოს, მოახდინოს კოდირება და მერე
აღადგინოს.

გარდა ამისა, როგორც ატიტუდი, პრეჯუდისი შეიცავს სამ კომპონენტს - აფექტურ, კოგნიტურ და
ქცევისეულ ასპექტებს. აფექ¬ტური კომპონენტი მიუთითებს ნეგატიურ გრძნობებზე და ემოციებზე რომელსაც
განიცდის ინდივიდი როცა შესაბამისი ჯგუფის წევრს ხედავს ან როცა ამა თუ იმ მიზეზით ფიქრობს მასზე.
კოგნიტური კომპონენტი შეიცავს რწმენებს და მოლოდი-ნებს მოცემული ჯგუფის წევრების მიმართ. და ბოლოს,
ქცევი-სეული კომპონენტი მიუთითებს ტენდენციაზე იმოქმედოს ნეგა-ტიურად ამ ჯგუფის მიმართ - ან
განზრახვაზე გააკეთოს ასე.

როდესაც ასეთი ტენდენციები ან განზრახვა გამოხატულია ქცევის ამა თუ იმ ფორმით, უკვე საქმე გვაქვს
დისკრიმი-ნაციასთან.

დისკრიმინაცია

დისკრიმინაცია წარმოადგენს პრეჯუდისებს მოქმედებაში. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ატიტუდები


ყოველთვის არ აისახება ღია აქტიობაში. პრეჯიდუსი არ არის ამაში გამონაკლისი. მრავალ შემთხვევაში
ადამიანებს არ შეუძლიათ გამოხატონ თავიანთი ნეგატიური ატიტუდები ამა თუ იმ ჯგუფის წევრების მიმართ.
კანონები, სოციალური დაწოლა და ბოლოსდაბოლოს სამაგიეროს გადახდის შიში აფიქრებინებს ინდივიდს
მოერიდოს თავისი ატიტუდების აშკარა გამოხატვას. თუ ასეთი შემა¬კავებელი ძალები არ არსებობენ, ინდივიდს
შეუძლია თავისი ნეგატიური რწმენები, გრძნობები და ქცევითი ტენდენციები გამო¬ხა¬ტოს აქტიობაში.
დისკრიმინაციულმა ქცევამ შეიძლება მიიღოს მრავალი განსხვავებული ფორმა. შეიძლება ის გამოვ¬ლინ¬დეს
უბრალოდ განრიდებითი აქტიობის ფორმით. უფრო ძლი¬ერ დონეზე დისკრიმინაცია შეიძლება გამოვლინდეს
სამუ¬შაო¬დან, განათლებიდან ან მეზობლობიდან გამორიცხვის ფორ¬მით. ე.ი. არ დაუშვა რომ შენთან ერთად
იმუშაოს ან ისწავლოს ან იცხოვროს მეზობლობაში. უფრო უკიდურესი ფორმით, დისკრიმი¬ნაციამ შეიძლება
მიიღოს პრეჯუდისის სამიზნის მი¬მართ, აშკარა აგრესიის სახე. მიუხედავად თუ რა ფორმით ვლინ¬დება
დისკრიმინაცია, შედეგი ყოველთვის არის ერთი და იგივე, სამიზნე ჯგუფის წევრები, ამა თუ იმ ფორმით იღებენ
ზიანს.

დისკრიმინაციის დახვეწილი ფორმები

დღეს აშკარად შეიმჩნევა და ამას გამოკვლევებიც ადას¬ტურე-ბენ, პრეჯუდისების, რასიზმის, სექსიზმის


თანდათანობითი შემცირების ტენდენცია. მაგრამ კვლევები მიუთითებენ ადრეთვე, რომ კაცო¬¬ბრიობის ეს სენი
ჯერ კიდევ შორსაა სრული განკურ-ნებისაგან. როგორც ამბობენ, ფანატიკოსები ჯერ კიდევ მზად არიან ზიანი
მიაყენონ თავიანთი პრეჯუდისების სამიზნეს, თავის მხრივ რაიმე საფასურის გარეშე. მთელი რიგი ბარიერების
გამო თუნდაც იმის გამო, რომ ეს უკვე არ ითვლება კარგ ტონად, კვლევები ადასტურებენ, რომ ადამიანები
იყენებენ დისკრიმი-ნაციის ფარულ, უფრო დახვეწილ ფორმებს, რომელიც შესაძ-ლებლობას მისცემს მას ისე
გამოავლინოს დისკრიმინაცია რომ არ ჩანდეს მისი საფუძვლადმდებარე ნეგატიური მოსაზრება. ესენია ე.წ.
3ნეო4 რასიზმი, ტოკენიზმი და რევერსული დისკრიმი-ნაცია.

თანამედროვე რასიზმი. იყო დრო, როცა ადამიანები თავისუფლად გამოხატავდნენ თავიანთ


პრეჯუდისებს გარკვეუ¬ლი რასის წარმომადგენლების მიმართ, მაგრამ როგორც აღვნიშნეთ ეს ტენდენცია
თანდათანობით მცირდება. ბოლო დროინდელი გამოკვლევები ადასტურებენ, რომ ადამიანები არ ავლენენ ამ
ტენდენციებს. მაგ. ექსპერიმენტებში, სადაც სუბიექტს შესაძლებლობა ჰქონდა გამოეყენებინა ელექტრო შოკი
მეორე ინდივიდის მიმართ, თეთრკანიანი სუბიექტი არ იყენებდა ამ შესაძლებლობს უფრო მეტად შავკანიანის
მიმართ ვიდრე თეთრკანიანის მიმართ. უფრო პირიქით, ხშირად შავკანიანის მიმართ ნაკლებად იყენებდა ვიდრე
თეთრკანიანის მიმართ, რათქმაუნდა თუ არ არსებობდა რაიმე სპეციფიკური სხვა მიზეზი. ეს ექსპერიმენტი
ჩატარდა 70-იან წლებში და მისი შედე¬გები დიამეტრულად განსხვავებულია 40-იან წლებში ჩატა¬რებული
ანალოგიური ექსპერიმენტების შედეგებისაგან. ეს და მსგავსი მონაცემები მართლაც მიუთითებენ რასიზმის
ტენდენ¬ციების აშკარა შემცირებაზე. მაგრამ მონაცემები მიუთითებენ აგრეთვე, რომ ეს ტენდენციები ფარულად
აგრძელებენ არსებო¬ბას. მაგ. თეთრკანიანმა სტუდენტებმა, როცა სიცრუის დეტექ¬ტორის კონტროლის
პირობებში დაინახეს თავიანთი რასისტული პრეჯუდისები, მათ დაუშვეს, რომ ეს შეიძლება პრეჯუდისები
ყოფილიყო. ან კიდევ დუნკანმა (Bირრ Dუნცან, 1976) თეთრკანიან სტუდენტებს უჩვენა ერთერთი ეპიზოდის
ვიდეოჩანაწერი, სადაც ერთი ბიჭი მეორეს მოკლედ უბიძგებს კამათის დროს. სუბიექ¬ტებს ევალებოდათ
ეპიზოდის შეფასება. აღმოჩნდა, რომ როცა ის ვინც უბიძგა იყო თეთრკანიანი სუბიექტების მხოლოდ 13%-მა
შეაფასა ეს მოქმედება, როგორც ძალადობრივი აქტი. მაგრამ დიამეტრულად იცვლებოდა სურათი როცა ის ვინც
უბიძგა იყო შავკანიანი. ამ შემთხვევაში სუბიექტების 73% ეპიზოდს აფასებ¬და როგორც აშკარა ძალადობის აქტს.

გარდა ამისა აღმოჩნდა, რომ როდესაც პრეჯუდისები აშკა¬რად არ ვლინდება, შენარჩუნებული ხდება
ავტომატური ემოციო-ნალური რეაქციები. ერთი სიტყვით რასიზმი განაგრძობს არსე-ბობას სხვა ფორმით.
მკვლევარები მიუთითებენ ე.წ. თანა¬მედროვე რასიზმის გამოვლენის სამ ძირითად კომპონენტზე (მაგ. შწიმ ატ
ალ., 1995). (1) უარყოფა იმასა რომ დისკრიმინაცია უმცირესობის წინააღმდეგ გრძელდება; (2) უმცირესობისადმი
თანაბარი მოპყრობის შესახებ მოთხოვნების მიმართ ანტაგონიზ¬მი და (3) აღშფოთება უმცირესობის
ჯგუფისადმი სპეციალური უპირატესობის მიცემაზე.

ტოკენიები. დისკრიმინაციის ამ ფორმის მექანიზმი მარტივია. ხორციელდება ტრივიალური, პოზიტიური


აქტივობა იმ ჯგუფის მიმართ რომელიც არ მოსწონთ. შედეგად ის მცირე წვლილი გამოყენებული იქნება
როგორც უფრო მნიშვნელოვანი აქტიო¬ბის გამართლება. ანუ როგორც შემდგომი დისკრიმინაციის გამართლება.
მაგ. მენეჯერმა შეიძლება მიიღოს სამუშაოზე შავ-კანიანი, თანაც კარგი ხელფასის გადახდით, მაგრამ ეს
შეიძ¬ლება იყოს სხვა უფრო ღრმა ჩანაფიქრის დაფარვის ცდა.

რევერსიული დისკრიმინაცია. როცა ინდივიდს შემორჩენილი აქვს პრეჯუდისი გარკვეული სოციალური


ჯგუფის მიმართ და მისი რეაქცია არის საწინააღმდეგო - ე.ი. დისკრიმინაციის დაფარვა ხდება იმით, რომ
დისკრიმინაციის სამიზნეს უპი¬რატესობას ანიჭებს სწორედ იმიტომ, რომ მოცემული ჯგუფის
წარმომადგენელია. ეს ფაქტი დასტურდება კვლევებით (ჩჰიდესტერ, 1986). ექსპერიმენტში სუბიექტები
(სტუდენტები) უსმენენ ინდი¬ვიდე¬ბის უცხოსთან საუბრის აუდიო ჩანაწერს - საუბარი მიეწერებოდა ან
თეთრკანიანს ან შავკანიანს. საუბრის დამთავ¬რე-ბის შემდეგ სუბიექტებს თხოვდნენ შეეფასებინათ მოსაუბრე.
შედეგები აჩვენებდა, რომ სუბიექტები უფრო დადებითად აფასებდნენ მოსაუბრეს, როცა საუბრის ავტორად
იგუ¬ლისხმებოდა შავკანიანი ვიდრე როცა საუბარი მიეწერებოდა თეთრკანიანს. შემფასებლები იყვნენ
თეთრები.

რატომ ყალიბდება პრეჯუდისები?

ფაქტია, რომ პრეჯუდისები არსებობენ. დგება საკითხი, საიდან იღებს საწყისებს პრეჯუდისები? რატომ
უყალიბდებათ ადამიანებს სპეციფიკური სოციალური ჯგუფების მიმართ ნეგა¬ტიური შეხედულებეი?
განსაკუთრებით იმათ მიმართ, რომლებიც განსხვავდებიან საკუთარი ჯგუფისაგან? სოციალურ ფსიქო-ლოგიაში
ნაკვლევია მთელი რიგი ფაქტორები, რომლებიც შესაძლოა განსაზღვრავენ პრეჯუდისების ჩამოყალიბებას,
მაგ¬რამ მათ შორის განსაკუთრებულ მნიშვნელობას შემდეგ ფაქტო¬რებს ანიჭებენ: (1) ინტერჯგუფური
კონფლიქტები; (2) სოცი¬ალური კატეგორიზაცია; (3) ადრინდელი შეძენილი გამოცდილე¬ბა; (4) სოციალური
კოგნიციის ასპექტები.

18 ინტერხგუფური კონფლიქტი. სამწუხაროდ, საგნები რომ¬ლებ¬¬საც უმეტესობა ადამიანებისა


ღირებულად თვლის, კარგი სამუშაო, ფული, სტატუსი - საკმაოდ დეფიციტურია. ეს საგნები არასოდეს არ არის
საკმარისი რომ ყველა ბედნიერი იყოს. ეს ბაზისური ფაქტი საფუძვლად დაედო პრეჯუდისების ამხსნელ
ერთერთ გავლენიან თეორიას, რომელიც რეალური კონფლიქტ-თეორიის სახელწოდებითაა ცნობილი. ამ
თვალსაზრისის თანახ-მად პრეჯუდისები მომდინარეობენ ამ ღირებულ საგნებზე განსხვავებულ სოციალურ
ჯგუფებს შორის კონკურენციიდან. ერთი სიტყვით, ნავარაუდევია, რომ პრეჯუდისები მომდინარეო¬ბენ კარგი
სამუშაოსათვის, ადექვატური სახლისათვის, კარგი სკოლისათვის და მრავალი სხვა სასურველი შედეგისათვის
ბრძოლიდან. თეორია გვთავაზობს, რომ როცა ასეთი კონკუ¬რენცია გრძელდება, მასში ჩართული ჯგუფის
წევრები მიდიან ერთიმეორის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებამდე. ისინი ერთ-მა¬ნეთის იარლიყირებას
ახდენენ როგორც 3მტრები4, საკუ¬თარ ჯგუფს თვლიან როგორც 3სწორი4 და ქმნიან ზღვარს თავისთავსა და
მოწინააღმდეგეებს შორის. ყოველივე ამის შედეგი კი არის ის, რომ ის რაც დაიწყო როგორც უბრალო
კონკურენცია, გადაიზრდება პრეჯუდისებში.

28 სოციალური კატეგორიზაცია. ადამიენები სოციალურ სამყა¬როს ხშირად ყოფენ ორ კატეგორიად - 3ჩვენ4


და 3ისინი4. ანუ ადამიანები ერთმანეთს განიხილავენ ან როგორც საკუთარი ჯგუფის წევრებს - მიაკუთნებენ მათ
3ჩვენ4 ჯგუფს, ან რომე¬ლიმე სხვა კატეგორიად - 3სხვათა4 ჯგუფს (ე.ი. თავისი ჯგუფის გარეთ). სამწუხაროდ,
სოციალური კატეგორიზაცია ამით არ მთავრდება. დრამატული შედეგი ასეთი კატეგორიზაციისა არის ის, რომ
“ჩვენ” ჯგუფის წევრებს და ჯგუფის გარე წევრებს უკავშირდება საკმაოდ კონტრასტული გრძნობები და
რწმენები. ინდივიდები 3ჩვენ4 კატეგორიიდან დახასიათებულია კეთილ¬განწყო¬ბითი მახასიათებლით, მაშინ
როცა 3ისინი4 ხშირად დანახულია ნეგატიურად. ჩათვლილია, რომ 3ისინი4 ფლობენ არასასურველ თვისებებს
და არ მოსწონთ.

დგება საკითხი, რა განსაზღვრავს ადამიანების ამ ტენ-დენციას? რას ემყარება სოციალური კატეგორიზაციის


ასეთი ძლიერი ტენდენცია? ამ პრობლემის ახსნის საინტერესო თეორია შემოგვთავაზა ტაიფელმა და მისმა
კოლეგებმა (თოჯფელ ატ ალლ, 1982). ისინი ვარაუდობენ, რომ ინდივიდი მიისწრაფის გაზარდოს თავისი სელფ-
პატივისცემა იმით, რომ იდენტიფიკაცია მოახდი¬ნოს სპეციფიკურ სოციალურ ჯგუფთან. ეს ტაქტიკა
წარმა¬ტებული იქნება იმდენად, რამდენადაც მას შეუძლია აღიქვას ჯგუფი, რომელსაც ის მიეკუთნება, როგორც
უპირატესი ვიდრე სხვა, მითუმეტეს კონკურენტული ჯგუფი. ყოველი ინდივიდი განიცდის ამ ძალის
ზემოქმედებას. ფინალური წედეგი არის ის, რომ ყოველი ჯგუფი ცდილობს განიხილოს თავისთავი როგორც
უკეთესი ვიდრე მისი მეტოქე. პრეჯუდისები ყალიბდება როგორც პერცეპციული დარღვევის შედეგი. ტაშფელი
ამ პროცესს უწო-დებს სოციალურ კონკურენციას და განასხვავებს მას ფაქტიური ინტერჯგუფური
კონფლიქტისაგან.

მრავალი კვლევითი მონაცემები უჭერს მხარს ტაშფელის დაშვე¬ბებს. ერთერთ კვლევაში (Mეინდე &
Lერნერ, 1985) დაშვე¬ბულია, რომ მარცხის გამოცდილება გააძლიერებს ინდივიდის მოთხოვნილებას გაზარდოს
თავისი სელფ-პატივისცემა, რაც მიიყვანს მას უფრო ძლიერ სოციალურ კატეგორიზაციამდე. კერძოდ,
იწინასწარმეტყველეს, რომ ინდივიდი რომელმაც ესესაა განიცადა მარცხი, ჯგუფის გარე წევრებს შეაფასებს
უფრო უკიდურესი მანერით. რათა შეემოწმებინათ ეს ჰიპოთეზა ინგლისურ¬ენოვან კანადელებს, სიტუაციაში
რომელიც ემუქრებო-და მათ სელფ-პატივისცემას, სთხოვდნენ გამოეთქვათ თავიანთი აზრი ფრანგულენოვანი
კანადელების შესახებ (სელფ-პატივისცე-მის მუქარას ქმნიდნენ იმით, რომ ექსპერიმენტის დაწყების წინ
სუბიექტს სთხოვდნენ მეზობელი მაგიდიდან წამოეღო სკამი. როცა სუბიექტი სკამს იღებდა 3შემთხვევით4
კომპიუტერის ფირების დიდი რაოდენობა იფანტებოდა ოთახში. რათქმაუნდა სკამი ისე იდგა, რომ მისი
უმცირესი დაძვრაც კი გამოიწვევდა ამას). შედეგები მხარს უჭერდა ჰიპოთეზას. სუბიექტები, რომლებიც
განიცდიდნენ სელფ-პატივისცემის დადაბლებას, ფაქ¬ტიურად ჯგუფის გარე წევრებს (ფრანგულენოვან
კანადელებს) აფასებდნენ უფრო რადიკალურად ვიდრე საკონტროლო ჯგუფის სუბიექტები.

ამრიგად, მთელი რიგი მონაცემები მხარს უჭერენ მოსაზრე¬ბას, რომ ბაზისური ტენდენცია დავყოთ
სოციალური სამყარო ორ კატეგორიად 3ჩვენ4 და 3ისინი4 ხშირად გარკვეულ როლს თამაშობს რასიული,
ეთნიკური და სოციალური პრეჯუდისების ჩამოყალიბებაში.

3. ადრინდელი გამოცდილება ემყარება დაშვებას, რომ პრეჯიუდისები როგორც რეაქცია, წარმოადგენს


გამოცდილებით შეძენილ ფენომენს. მისი ჩამოყალიბება იმავე კანონზომიერებე¬ბით ხდება როგორც ხდება
საერთოდ ატიტუდების ჩამოყალიბე¬ბა. ეს მიდგომა ცნობილია სოციალური დასწავლის თეორიის
სახელწოდებით.
სოციალური დასწავლის თეორია უშვებს, რომ ადამიანი სპეციფიკური სოციალური ჯგუფების მიმართ
ნეგატიურ ატი-ტუდებს იძენს ჯერ კიდევ ბავშვობიდან. ამასთან განიხილავენ დასწავლის განსხვავებულ
მექანიზმებს. თეორიის მიხედვით დასწავლა შეიძლება განხორციელდეს პასიურად, უბრალოდ იმით, რომ
მნიშვნელოვანი სხვები (მშობლები, მეგობრები) აწვდიან მათ ამ თვალსაზრისს. ან შეიძლება დასწავლა
განხორ¬ციელ¬დეს განმტკიცების პრინციპით, - ამათუიმ პოზიციის ადაპტირებისათვის ისინი სპეციალურად
ჯილდოვდებიან.

მიუთითებენ აგრეთვე, რომ მშობლების, მასწავლებლების და მეგობრების გარდა ამ პროცესში


მნიშვნელოვან როლს თამაშობს მასმედიაც. ანალიზმა აჩვენა, რომ უკანასკნელ პერიოდამ¬დე, რასიული და
ეთნიკური უმცირესობის წარმომად¬გენ¬ლები იშვიათად ჩნდებოდა კინოსა და ტელევიზიის ეკრანებ¬ზე. თუ
ჩნდებოდა, ჩვეულებრივ დაბალ სტატუსში და უარ¬ყოფითი გმირების როლებში. ასეთი მასალის ჩვენება
ვარაუდო¬ბენ, რომ ადამიანებს ბავშვობიდანვე გარკვეულ შეხედულებეს უყალიბებდა, უმცირესობის ჯგუფების
მიმართ. რომ ისინი არიან არასრულფასოვნები და ა.შ. საბედნიეროდ ამჟამად მდგომა¬რეობა დიამეტრულად
შეიცვალა, რაც ვარაუდობენ რომ გარ¬კვეულ როლს შეიტანს რასიული და ეთნიკური პრეჯუდისების
შემცირებაში.

4. პრეჯიდუსების კოგნიტური წყაროები. ცნობილია, რომ 70-იან წლებამდე ამერიკულ ფსიქოლოგიაში ორი
ძირითადი იდეა იყო დომინირებული - ბიჰევიორიზმი და ფსიქოანალიზი. 70-იან წლებში იწყება ინტერესების
შემობრუნება კოგნიტური პროცე-სების კვლევისაკენ რომელიც როგორც აღვნიშნეთ ჯ. მილერის და ნაისერის
სახელთანაა დაკავშირებული. შესაბამისად ახალი მიმართულება მიეცა პრეჯუდისების კვლევებსაც. კერძოდ,
სტერეო¬ტიპული რწმენები, ატიტუდები და პრეჯუდისები აღი¬ნიშნა რომ არსებობენ არა მხოლოდ როგორც
სოციალური განპირობების შედეგი ან იმიტომ რომ ისინი ჩვენი აგრესიულო-ბის ტენდენციის ობიექტის
ჩანაცვლების და გარეთ პროექციის შესაძლებლობას გვაძლევენ. სოციალური კოგნიციის პოზი¬ციები-დან
პრეჯუდისები გააზრებულ იქნა, აგრეთვე, როგორც ნორმალური აზროვნებითი პროცესის თანმხლები მოვლენა.
მონაცემები მიუთითებენ, სოციალური კოგნიციის მთელ რიგ ბაზისურ ასპექტებზე რომლებსაც გარკვეული
წვლილი შეაქვთ პრეჯუდისების ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებაში. მათ შორის განსაკუთრებით გამოიკვეთა
სტერეოტიპები, ილუზორული კორელაცია და ჯგუფის გარეთა ჰომოგენურობის ილუზია.

სტერეოტიპები. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ სტერეოტიპების ბუნე-ბა¬ზე (როცა ვსაუბრობდით სოციალურ


კოგნიციაზე), შევნიშნეთ, რომ სტერეოტიპები შეიძლება განხილულ იქნას როგორც გარკვეული ტიპის სქემა -
ანუ კოგნიტური ფონი სოციალური ინფორმაციის ინტერპრეტაციისა და დამუშავებისათვის. კერძოდ,
სტერეოტიპი შეიცავს სპეციფიკური სოციალური ჯგუფის შესა¬ხებ ცოდნას და რწმენებს, რომელთაგან
უმეტესობა ბუნებით ნეგატიურია. როგორც სქემა, სტერეოტიპები გავლენას ახდენენ შემოსული ინფორმაციის
მიღება-დამუშავებაზე. მაგ. ინფორმაცია რომელიც გარკვეული სტერეოტიპების რელევანტურია უფრო სწრაფად
დამუშავდება ვიდრე ინფორმაცია რომელიც არაა დაკავშირებული სტერეოტიპთან. ასევე, სტერეოტიპი ახდენს
ინფორ¬მაციის შერჩევას, ჩვეულებრივ განსაზღვრავს იმ ინფორ-მაციის შემჩნევას რომელიც სტერეოტიპის
კონსისტენტურია. თუ ინფორმაცია არაკონსისტენტურია, სტერეოტიპმა შეიძლება გან-საზ¬ღვროს ინდივიდის
ძალისხმევა უარყოს ის, შესაძლოა იმ ფაქტე¬ბის გახსენებით, რომელიც სქემის (სტერეოტიპის) კონსი-
სტენტურია. დაბოლოს სტერეოტიპები აგრეთვე განსაზღვრავენ იმას თუ რას გავიხსენებთ.

სტერეოტიპები რომ არსებობენ და ძლიერ გავლენას ახდენენ აზროვნებაზე ცხადია, მაგრამ არიან ისინი
ასევე მჭიდროდ დაკავშირებული პრეჯიდუსებთან? გასაოცარია, მაგრამ უკა-ნასკნელ დრომდე არ არსებობდა
ერთმნიშვნელოვანი მონა¬ცემები რომელიც დაადასტურებდა სტერეოტიპებსა და პრეჯი¬დუსებს შორის ასეთი
ძლიერი კავშირის არსებობას. ამის დადასტურება შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც მოფიქრე¬ბულ იქნა
ტექნიკა რომელიც ზომავდა როგორც სტერეოტიპებს ისე პრეჯიდუსებს. მხედველობაში გვაქვს კავაკამისა და
მისი კოლეგების კვლევა (Kაწაკამი ეტ ალლ., 1998).

კვლევაში სუბიექტებს (კანადის უნივერსიტეტის სტუდენტები) კომპიუტერის ეკრანზე ეძლეოდათ


სიტყვები 3შავი4 და 3თეთრი4, რომლებიც ჩათვლილი იყო რომ მოახდენდა რასიული სტერეო-ტიპების
გააქტიურებას. სიტყვები ჩნდებოდა ეკრანზე ან 0,3 წამით, რომელიც საკმაოდ მცირე დროს წარმოადგენდა რათა
სუბიექ¬ტებს განეხორციელებინათ ინფორმაციის პროცესის კონტრო¬ლირება, ან 2,0 წამით, ხანგრძლივობა
რომელიც სავსებით საკმარისი იყო ამ პროცესის განხორციელებისათვის. ამ სიტყვე¬ბის ეკრანიდან გაქრობას
მოჰყვებოდა სხვა სიტყვები რომლებიც დაკავშირებული იყო ზანგებისადმი პოზიტიურ ან ნეგატიურ
სტერეო¬ტიპებთან. მაგ. პოზიტიურ სტერეოტიპებთან დაკავშირე¬ბუ¬ლი სიტყვები იყო ატლეტი, მუსიკალური
და ა.შ. ხოლო ნეგა¬ტიურ სტერეოტიპებთან დაკავშირებული სიტყვები იყო აგრე¬სიული, ბრაზიანი, ღარიბი,
კრიმინალური და სხვა. სუბიექტებს სთხოვდნენ ეთქვათ, რომელი თვისება იქნებოდა მართებული თითოეული
ამ რასიული ჯგუფისათვის. სუბიექტებისაგან პა¬სუხს მოითხოვდნენ რამდენადაც ეს შესაძლებელია სწრაფად.
დაშვებული იყო, რომ რაც უფრო სწრაფად მიუთითებდნენ სტერეოტიპთან დაკავშირებულ სიტყვებს, მით
უფრო ძლიერი იყო რასიული სტერეოტიპის აქტიობა.

მკვლევარების ჰიპოთეზა იყო, რომ თუ სტერეოტიპები დაკავ-შირებულია პრეჯუდისებთან, მაღალი და


დაბალი პრეჯუ¬დუსიანი ინდივიდები სტერეოტიპთან დაკავშირებულ სიტყვებზე გამოავლენდნენ
განსხვავებულ რეაქციებს. კერძოდ, მაღალი პრეჯუდისის მქონე ინდივიდი უფრო სწრაფად უპასუხებდა
სტერეო¬ტიპ¬თან დაკავშირებული სიტყვებით სიტყვა 3შავის4 შემ-დეგ და არასტერეოტიპთან დაკავშირებული
სიტყვებით სიტყვა 3თეთრის4 შემდეგ. ამისგან განსხვავებით, მკვლევარები ვარა¬უდო-ბენ, რომ რეაქციებში ამ
ტიპის განსხვავებას არ ექნებოდა ადგილი დაბალი პრეჯუდისების მქონე ინდივიდების პირობებში.
ჩათვლილია, რომ ამ კვლევაში ავტორებმა შეძლეს სუბიექტებში რასიული პრეჯუდისების გაზომვა. კვლევა
მთლიანად ადას¬ტურებ-და ჰიპოთეზას.

ამრიგად, ეს კვლევები გვარწმუნებენ, რომ პრეჯუდისები მართლაც დაკავშირებულია სტერეოტიპებთან.


ნეგატიური ატი-ტუდები, რომელიც გვაქვს განსხვავებული ჯგუფების მიმართ, ემსახურებიან მათ შესახებ
სტერეოტიპების აქტივაციას. რადგან ეს სტერეოტიპები შემდგომში ამ ჯგუფების შესახებ ახალი ინფორმაციის
მიღების პროცესებს გადახრის სტერეოტიპებისად¬მი კონფორმულობის მიმართულებით ყალიბდება
მოჯადოებული წრე, რომ პრეჯუდუსები ააქტიურებს სტერეოტიპებს და სტერეო¬ტიპები აძლიერებს
პრეჯუდისებს - საკმაოდ სავალალო შედეგე¬ბით პრეჯუდისების სამიზნისათვის.

ილუზორული კორელაცია. როგორც ადრე მივუთითეთ, ილუზორული კორელაცია მიუთითებს


ტენდენციაზე აღვიქვათ ცვლადებს შორის კავშირი იქ, სადაც არ არის. ჩანს რომ პირველ რიგში ეს ილუზია
მომდინარეობს სისტემების ან მოვლენების ერთდროულობიდან. მაგ. ძალმომრეობითი კრიმინა¬ლი არის
საკმაოდ იშვიათი მოვლენა, რომელსაც საზოგადოება¬ში მაღალი ემოციონალური შეფასება აქვს. ამ
თვალსაზრისით ძალადობის დანაშაული საკმაოდ განსხვავებულია, იშვიათია. ასევე გან-სხვა¬¬ვებულად
განიცდება უმცირესობის წევრად ყოფნა. ბოლოსდა-ბოლოს უმცირესობა იმიტომაა, რომ ის მოცემული
საზოგადოებისაგან განსხვავებულია. რადგან ეს ორი მოვლენა შედარებით, არ არის ჩვეულებრივი, მათი
თანხვედრა მითუმეტეს იშვიათობაა - განსხვავებულია. ამდენად, ანგარიში უმცირესობის წარმომადგენლის
მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ - (ვთქვათ საქართველოში ჩეჩენი მოქალაქის მიერ ჩადენილია
კრიმი¬ნალი) მაშინათვე მიიქცევს უმრავლესობის ყურადღებას. გაზვიადებული ყურადღება ხელს უწყობს ამ
მოვლენის მეხსიერება¬ში მყარად დამკვიდრებას. შედეგად, აღმოჩნდება, რომ უმრავლესობის წარმომადგენლის
მიერ ჩადენილი დანაშაული ცნობიერებაში უფრო იშვიათად ამოტივტივდება, ვიდრე, დავუშ¬ვათ უმცირესობის
წარმომადგენლის მიერ ჩადენილი კრიმინალი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ქართველების მიერ
ჩადენილი კრიმინალი გაცილებით ხშირია, მისი არა განსხვა¬ვებულობის გამო ადვილად მიეცემა დავიწყებას,
მაშინ როცა ჩეჩენის მიერ (როგორც განსხვავებულის) ჩადენილი კრიმინალი ყოველთვის ადვილად გვახსენდება.
სწორედ ასეთმა ადვილმა ხელმისაწვდომობამ შეიძლება განსაზღვროს ილუზორული კორე¬¬ლაცია - რომ
გარკვეული ეთნიკური იდენტურობა მჭიდ¬როდაა დაკავშირებული ძალადობის კრიმინალთან.

ამრიგად, ილუზორული კორელაცია, რომელიც ყალიბდება ბაზისური ტენდენციის გამო, ყურადღება


მივაქციოთ არა ჩვეულებრივ, განსხვავებულ მოვლენებს, გარკვეულ როლს თამაშობს სტერეოტიპების და
პრეჯუდისების ჩამოყალიბებაში.

ჯგუფის გარეთა ჰომოგენურობის ილუზია. ტენდენციას ჯგუფის გარეთა წევრები აღვიქვათ როგორც
ერთმანეთის მსგავ¬სი ან ჰომოგენურები ვიდრე საკუთარი ჯგუფის წევრები, რომ ყველა 3ისინი4 ერთნაირები
არიან, უწოდებენ ჯგუფის გარეთა ჰომოგენურობის ილუზიას.

ჯგუფის გარეთა ჰომოგენურობის ილუზია დადასტურდა განსხვავებულ კონტექსტში. აღმოჩნდა, რომ


ადამიანებს ტენ-დენცია აქვთ მათზე უფრო ახალგაზრდები ან უფრო ხნიერები, პიროვნულ თავისებურებებში,
აღიქვან როგორც ერთმანეთის მსგავსები, ვიდრე თავისივე ასაკის ადამიანები. ან კიდევ, უნივერსიტეტის
სტუდენტები სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს აღიქვამენ როგორც უფრო ჰომოგენურებს. ჯგუფის გარეთა
ჰომოგენურობა დადასტურდა აგრეთვე საკუთარი და განსხვა-ვებული რასის სახის იდენტიფიკაციის
საკითხებზე ჩატარებულ საერთაშორისო გამოკვლევებში. აღმოჩნდა, რომ ინდივიდი უფ¬რო ზუსტად
ამოიცნობს თავისივე რასის უცხო სახეს ვიდრე განსხვავებული რასის უცხოს.
ჯგუფის გარეთა ჰომოგენურო¬ბის ტენდენციის ერთერთი ახსნა ემყარება დაშვებას, რომ ჩვენ მეტი კონტაქტები
გვაქვს საკუთარი ჯგუფის წევრებთან და ამდენად მათ შესახებ გვიყალიბდება უფრო მკაცრი და
დიფერენცირებული კოგნიტური რეპრეზენტეციები. მაგრამ კვლევე¬ბი ადასტურებენ, რომ საკითხის ამ
პრინციპით ახსნა პრობლემის ზედმეტად გამარტივებაა. ჯერ ერთი აღმოჩნდა, რომ ჯგუფის გარეშე
ჰომოგენურობის ილუზია მაშინაც არსებობს როცა კონტაქტები საკმაოდ ინტენსიურია. მაგ. მამაკაცები ქა¬ლებს
მათ ატიტუდებსა და ქცევებში აღიქვამენ როგორც უფრო ჰომოგენურებს ვიდრე კაცებს. ისევე როგორც ქალები
თავიანთ მხრივ, მამაკაცებს აღიქვამენ როგორც ჰომოგენურებს, თუმცა ვერ ვიტყვით მათ შორის კონტაქტების
ნაკლებობაზე. აშკარაა, რომ ტენდენცია 3ჩვენ4 ჯგუფისგან განსხვავებული სხვა ჯგუფის წევრები აღვიქვათ
როგორც 3ძალიან მსგავსნი4 გამოხატავს გადახრის ბაზისურ ტიპს თუ როდის და რას ფიქრობს სხვებზე.
ამდენად ჯგუფის გარეთა ჰომოგენურობის ილუზია წარმოად¬გენს პრეჯუდისების ერთერთ კოგნიტურ წყაროს.

სტერეოტიპები, ილუზორული კორელაცია და ჯგუფის გარე¬თა ჰომოგენურობის ილუზია წარმოადგენენ


პრეჯუდისების კოგნი¬ტურ წყაროებს. ეს ე.წ. ნეგატიური ატიტუდები გარკვეული სოციალური ჯგუფების
მიმართ, ემყარება სოციალური კოგნიცი¬ის ბაზისურ ასპექტებს, როგორიცაა ინტერჯგუფური კონფლიქ¬ტი,
ადრინდელი სოციალური დასწავლა და სურვილი გაზარდო თვით-პატივისცემა.

სექსიზმი - როგორც პრეჯუდისების ერთერთი ფორმა.

პრეჯუდისები, რომელიც ემყარება სქესს, ანუ ქალების მი-მართ, ჯერ კიდევ საკმაოდაა გავრცელებული.
მიუხედავად იმისა, რომ ქალები უმრავლესობას წარმოადგენენ სამყაროში, დამოკიდებულება ქალებისადმი ჯერ
კიდევ უმცირესობისადმი დამოკიდებულების მოდელით ხორციელდება. ქალების დის¬კრიმი¬-ნაცია,
ცხოვრების მთელ რიგ სფეროებში (მათი გამო¬რიცხვა გარკვეული სამუშაოდან, პოლიტიკური და ეკონომიური
მმართველობიდან) რეალობაა, თუმცა ფაქტია, რომ მთელ რიგ განვითარებულ ქვეყნებში ეს ტენდენცია
შესამჩნევად მცირდება. მაგრამ სექსთან დაკავშირებული პრუჯიდუსები ჯერ კიდევ შეიმჩნევა მრავალ
სიტუაციაში. იმის გამო რომ ასეთი ტენდენ-ციები ნეგატიურ შედეგებს გვაძლევს, როგორც ქალებისათვის ისე
მამაკაცებისათვის, ის სოციალური ფსიქოლოგიის სპეცი¬ალური კვლევის საგანი გახდა.

ქალექის მიმართ პრეჯუდისების ბუნება

როგორც აღვნიშნეთ, ქალები ხშირად არიან სტერეოტიპების ობიექტები, ეს ასევე სამართლიანია მამაკაცების
მიმართაც. ისინი აღქმულნი არიან როგორც ერთმანეთის მსგავსები მთელ რიგ პიროვნულ თვისებებსა და
ატიტუდებში. ისიც ფაქტია, რომ ჩვეულებრივ სტერეოტიპები, რომლებიც ქალებს ეხება თავისი შინაარსით
უფრო ნეგატიურია, რასაც ვერ ვიტყვით მამაკაცების მიმართ სტერეოტიპებზე. მრავალ კულტურაში
დაშვებულია რომ მამაკაცისათვის დამახასიათებელია ისეთი თვისებები, როგო¬რიცაა სიმტკიცე, ამბიციურობა,
დომინანტობა, გადაწყვეტილების მიღების უნარი. მაშინ, როცა ქალებს მიეწერება ისეთი მახასიათებ¬ლები,
როგორიცაა სუბმისიურობა, პასიურობა, სხვებზე ზრუნვა და სხვა. ეს მოსაზრება მხარდაჭერილია მთე¬ლი რიგი
მონაცემებით. ბოლო წლებში სოციალურ ფსიქო¬ლოგიაში ნაცადია გარკვევა იმისა თუ (1) რამდენად ზუსტია
ქალების მიმართ სტერეოტიპების ასეთი ხასიათი და (2) რატომ შემორჩა ჯერ კიდევ ადამიანის ცნობიერებას
ასეთი სტერეო¬ტიპები - ანუ რატომ იჩენენ ისინი შეუპოვრობას.

სტერეოტიპები ქალების და მამაკაცების მიმართ - რამდენად ზუსტია ისინი. თუ რამდენად განსხვავდებიან


ქალები და მამაკაცები თავიანთი ქცევებით და პიროვნული თვისებებით აღმოჩნდა, რომ არც თუ ისე ადვილი
გადასაწყვეტი პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ კვლევები ჩატარდა მრავალ განსხვა¬ვებულ დონეზე,
ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. ერთადერთი დასკვნა, რომელიც გამომდინარეობს მონაცემების
ანალიზიდან და რომელსაც მკვლევარების უმრავლესობა იზია-რებს არის ის, რომ სქესს შორის განსხვავება
მართლაც არსებობს, მაგრამ 3საღი აზრი4 აზვიადებს ამ განსხვავებას. რომ მართალია ქალები და მამაკაცები
მართლაც განსხვავებულად ქმნიან გარკვეულ საქმეებს, მაგრამ განსხვავების ზომა და რაოდენობა უფრო
ნაკლებია ვიდრე გაბატონებული სტერეო¬ტიპები გვარწმუნებენ. მაგალითად კვლევები ამერიკის
შეერ¬თებუ¬ლი შტატების სამხედრო აკადემიაში, მამაკაცი და ქალი კადეტების ქცევაში შემჩნეული იქნა
მხოლოდ ძალიან მცირე განსხვავება. ასევე მცირე იყო განსხვავება ქალი და მამაკაცი მენეჯერების მთელ რიგ
პიროვნულ განზომილებებში. ერთი სიტყვით, ძალიან მცირეა მონაცემები რომლებიც მხარს უჭერენ მოსაზრებას
რომ ქალებსა და მამაკაცებს შორის განსხვავება მნიშვნელოვანია. მონაცემების ანალიზი იშვიათად მიუთითებს
იმაზე, რომ განსხვავება მამაკაცებს და ქალებს შორის როგორც რაოდენობრივად ისე თვისობრივად გაცილებით
უფრო ნაკ¬ლებია, ვიდრე მიაჩნიათ. ამდენად მოსაზრება, რომ ქალები და მამაკაცები განსხვავდებიან
ერთმანეთისაგან როგორც ქცევებში ისე პიროვნულ მახასიათებლებში მხოლოდ ნაწილობრივადაა მართალი. ის
უფრო მითია ვიდრე რეალობა.

სექს-სტერეოტიპები, რატომ არიან შეუპოვარნი? თუ სექსთან დაკავშირებული სტერეოტიპები უფრო მითია


ვიდრე რეალობა, მაშინ რატომ არსებობენ ისინი? რატომ იჩენს ის შეუპოვრობას, და არ იცვლება? საკითხი
საკმაოდ რთული აღმოჩნდა და ამაზე არ არსებობს პირდაპირი პასუხი.

საინტერესო გამოკვლევა განახორციელა ამასთან დაკავ-შირებით ეგლიმ (Eაგლყ & შტეფფენ, 1986). მისი
აზრით ქალების მიმართ არსებული სტერეოტიპები ემყარება იმ ფაქტს, რომ ქალები და მამაკაცები
საზოგადოებაში ხშირად იკავებენ გან¬სხვა-ვებულ როლებს. დღესაც კი სწრაფი სოციალური ცვლილე¬ბების
შემდეგ, მამაკაცების უდიდესი ნაწილი მუშაობს სახლის გარეთ. ნავარაუდევია, რომ ინდივიდი რომელსაც აქვს
ასეთი პოზიცია (ე.ი. მუშაობს სახლის გარეთ და არა სახლში), მიუ¬ხედავად მისი სქესისა აღიქმება ისეთი
პიროვნული მახასიათებ¬ლე¬ბის მქონედ, რომელიც მამაკაცებს მიეწერება (მაგ. სიმტკიცე, თვით-
დარწმუნებული, გადაწყვეტილების მიმღები). ქალების მეტი ნაწილი კი უფრო სახლში მომუშავეები არიან
ვიდრე სახლის გარე სამუშაოსათვის დაქირავებულნი. ინდივიდები რომლებსაც ასეთი პოზიცია უკავიათ,
აღქმულნი არიან ისეთი პიროვნული თვისებების მქონე, რომლებიც მიეწერება ქალებს (დამოკიდე¬ბული,
პასიური და ა.შ.). მოკლედ, დაშვებულია, რომ სქესობრივი სტერეოტიპები სიმტკიცეს იჩენენ იმიტომ, რომ
მამაკაცები და ქალები თანაბრად არ ინაწილებენ სოციალურ როლებს. კვლევე¬ბი ადასტურებენ, რომ (Eაგლყ &
შტეფფენ, 1986) სახლში მომუშავეები შეფასდნენ (პიროვნულ მახასიათებლებში) როგორც უფრო ქალურები
ვიდრე ისინი, რომლებიც სახლის გარეთ დაქი¬რავებულ შრომას ეწევიან. ამასთან მნიშვნელობა არ ჰქონდა
ინდივიდის სქესს. ინდივიდი რომელიც მუშაობდა სახლის გარეთ მიუხედავად მისი სქესისა ფასდებოდა
როგორც მამაკაცური. ე.ი. თუ რა მახასიათებლებით აღიქმებოდა ინდივიდი დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რა
როლს თამაშობდა ის სოციალურ ურთი¬ერთო¬ბაში და არა მის სქესზე.

ეს მონაცემები შეიცავს საკმაოდ ოპტიმისტურ ნაგულისხმებ აზრს, რომ თუ ქალები სოციალურ


ურთიერთობაში დაიკავებენ შესატყვის როლებს, ტრადიციული სტერეოტიპები მათ შესახებ შესაძლებელია
თანდათანობით გაქრეს. ისინი აღქმული იქნებიან მათი როლის შესაბამისად და არა სქესის.

სექსიზმის კოგნიტური საფუძვლები

თანამედროვე კანონმდებლობა, სამართლებრივი წესები და საზოგადოებრივი აზრიც ერთნაირად იბრძვის


გენდერულ საფუძ-ველზე დისკრიმინაციის წინააღმდეგ. უკვე შეუძლებელია ბიზ¬ნეს-ში, სკოლებში ან
ორგანიზაციებში უარყონ სამუშაოს მთხოვნე¬ლი იმიტომ, რომ ის ქალია (ან მამაკაცია). მაგრამ მიუხედავად
ყოველივე ამისა, ქალებს აღმოჩნდა რომ საზოგადო¬ებაში, ყოველ შემთხვევაში გარკვეულ სფეროებში, უკავიათ
არა უპირატესობის მქონე პოზიცია. ქალები უმთავრესად კონცენ¬ტრირებულნი არიან შედარებით დაბალ
ხელფასიან, დაბალი სტატუსის მქონე სამუშაოებში. ამის მიზეზები როგორც ჩანს, მოიცავს მთელ რიგ ფაქიზ,
მაგრამ ქალებისათვის ზიანის მომ¬ტან ძალებს, რომლებიც მოქმედებენ მათ წარმატებასა და მიღწევებ¬ზე. მათ
შორის განიხილავენ: ამათუიმ სამუშაოს სუბი¬ექტური ღირებულებას და კარიერის არჩევას; კრედიტის
უარყოფა სადაც კრედიტი ჯეროვანია; მოლოდინების როლი; დარწმუნებუ¬ლო¬ბის და სელფ-პერცეპციის
როლი.

ამოცანის სუბიექტური ღირებულება და კარიერის არჩევა. სტატისტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ კოლეჯის
სტუდენტები¬დან, მათ შორის რომლებიც საინჟინრო საქმიანობაში მიიღეს ბაკალავრის ხარისხი მხოლოდ 6%
იყო ქალი. ხოლო კომპიუტე¬რულ საქმიანოში, ბაკალავრის ხარისხის მიღებულებიდან, ქალი იყო 18%. ეს მაშინ,
როცა შესაბამის კოლეჯში ქალების რაო¬დენობა 50 პროცენტი იყო. ცხადია ეს არ იყო ღია დისკრიმინა¬ცი¬ის
შედეგი. ნაკლებ საფიქრებელია, რომ უმაღლესი სასწავ¬ლებლები ასეთ ბარიერებს ხელოვნურად ქმნიდეს
ქალებისათ¬ვის. მაშინ სად უნდა ვეძებოთ ამის მიზეზები? მონაცემები მიუ¬თითებენ, რომ ეს შეიძლება
მომდინარეობდეს განსხვავებული სუბიექტური ღირებულებებიდან, რომელსაც ქალები და მამა¬კაცები
მიაწერენ განსხვავებულ სფეროებს.

უმაღლესი სკოლების პირველ კურსელების ექსტენსიური კვლევები აჩვენებენ, რომ ქალები აფასებენ
ინგლისურ ენას რო-გორც უფრო მნიშვნელოვანს ვიდრე მათემატიკას, მაშინ როცა ბიჭი სტუდენტები თანაბარ
მნიშვნელობას ანიჭებენ მათ. გარდა ამისა, გოგონები უფრო ძლიერ ინტერესს გამოხატავენ მომავალ¬ში
ინგლისური ენის დახელოვნებაში. რადგან სამუშაოს მაღალ-ანაზღაურების სფეროები (მაგ. საინჟინრო საქმე ან
ინფორ¬მატიკა და კომპიუტერის პროგრამირება) მოითხოვენ გარკვეულ საფუძვლებს მათემატიკაში და
უმაღლესი რიგის ხელმძღვა¬ნელები ამ სფეროდანაა, ფიქრობენ, რომ ყოველივე ეს წარმო¬ადგენს ერთერთ
შესაძლებელ მიზეზს თუ ქალებს რატომ უჭი¬რავთ უფრო დაბალი სტატუსი შრომით საქმიანობაში. როგორც
აღნიშნავენ, გოგონები თვითონ ირჩევენ საფუძვლებს, რომელსაც ისინი მიჰყავს ნაკლებად ანაზღაურებულ
სამუშაომდე. კითხვა, თუ გოგონები რატომ ირჩევენ ასეთ გზას, ანუ რატომ აძლევენ უპირატესობას ენის ცოდნას
და არა მათემატიკას, საკმაოდ რთული საკითხია.

კრედიტის უარყოფა, სადაც კრედიტი ჯეროვანია. დავუშვათ გთხოვენ შეაფასოთ ორი დაქვემდებარებული.
ორივე თავის საქ¬მეს ასრულებს ერთიდაიგივე დამაკმაყოფილებელ დონეზე. მაგ¬რამ მიზეზი ამ შესრულებისა
განსხვავებულია. ერთი აკეთებდა კარგად იმიტომ, რომ ის მუშაობდა მონდომებით და უნარიანად. მეორეს
გამოსდიოდა კარგად იმიტომ რომ შემთხვევით მას ადვილი სამუშაო ეძლეოდა შესასრულებლად. ასეთ
სიტუაციაში რათქმაუნდა შეფასებაში უპირატესობას მისცემთ პირველს. ბოლოსდაბოლოს ძალისხმევა უფრო
ღირსია დაჯილდოების ვიდრე იღბალი. ერთი სიტყვით, ადამიანები მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ წარმატებას,
როცა ის თვითონ ინდივიდის ძალის¬ხმევი¬სა და უნარის შედეგია და არა შემთხვევითი ფაქტორების.

კაუზალური ატრიბუციის კვლევებმა გამოავლინა ერთი საინტერესო ფაქტი. აღმოჩნდა, რომ ადამიანებს
ტენდენცია აქვთ მამაკაცის წარმატება თავის საქმიანობაში მის შინაგან ფაქტო-რებს მიაწერონ - (უნარი,
ძალისხმევა და ა.შ.), ხოლო ქალების წარმატება მიაწერონ გარეგან ფაქტორს (ბედი, ამოცანის სიადვილე (Dეაუხ,
1982)).

რადგან ისეთი მნიშვნელოვანი ჯილდო, როგორიცაა დაწი¬ნაუ-რება ჩვეულებრივ შეფასებაზეა


დამოკიდებული, ცხადია, რომ ეს ტენდენცია მთელ რიგ ბიზნესის სიტუაციაში მოქმედებს ქალების წინააღმდეგ.
რადგან ქალების წარმატებას, უმთავრე¬სად, გარეგან ფაქტორებს მიაწერენ, დაწინაურების სიტუაციაში ქალი
მამაკაცთან კონკურენციაში მარცხდება.

საბედნიეროდ, ეს ტენდენცია არ მოქმედებს ყველა კონ¬ტექსტ-ში. განსაკუთრებით როცა შემფასებლის


ყურადღება მყარადაა მიმართული ფაქტიურ შეფასებაზე. ასეთ სიტუაციაში შეფასების კოგნიტური გადახრა
ქრება.

დაბალი მოლოდინები. ერთერთი ფაქტორი, რომელიც ასე ვთქვათ ემუქრება ქალებს არის მათივე საკუთარი
მოლოდინები. კვლევები მიუთითებენ, რომ საერთოდ ქალებს ჩანს, ნაკლები მოლოდინები აქვთ თავიანთი
კარიერის შესახებ ვიდრე მამაკა-ცებს. ისინი მოელიან, რომ მიაღწევენ დაბალ (როგორც საწყის ისე უმაღლეს)
ხელფასს (ჟაცკსონ, Gარდნერ & შულლივან, 1992). ისინი ფიქრობენ, რომ დაბალი ხელფასი ქალებისათვის
რამდენადმე სამართლიანია (ჟაცკობსონ & Gრაბსკი, 1988). დგება საკითხი, რატომ აქვთ ქალებს ასეთი დაბალი
მოლოდინები? საინტერესო მოსაზ¬რე-ბებს გვთავაზობს ამ საკითხზე რობერტ ბერონი (ღობერტ A. Bარონ & Dონნ
Bყრნე, 2000). მისი აზრით ქალების ასეთი დაბალი მოლოდინები, აიხსნება თვით ქალების მოლოდინით, რომ
მეტ დროს დაუთმობენ არა სამუშაოს (მეტ დროს დარჩებიან შვილებ-თან). ეს ქმნის ტენდენციას დაადაბლოს
მათი მოლო¬დინები უმაღლეს ანაზღაურებაზე.

მეორე. ქალები თვითონ აღიარებენ, რომ მათ მამაკაცებზე ნაკლები ანაზღაურება უნდა მიიღონ. ამდენად,
მათი დაბალი მოლოდინები შესაძლოა უბრალოდ ასახავენ მათ მიერ რეალო¬ბის აღიარებას და ეს მოქმედებს იმ
ხელფასზე რასაც ისინი იღებენ.

მესამე. ქალებს ტენდენცია აქვთ თავიანთი დაბალი ანაზ-ღაურება აღიქვან როგორც სამართლიანი.
ბოლოს, ქალებს ტენდენცია აქვთ თავიანთი თავი შეადარონ ისევ ქალებს. და რადგან ქალები მრავალ
შემთხვევაში იღებენ ნაკლებს ვიდრე მამაკაცები, აქედან ისინი ასკვნიან, რომ არც ისე ცუდად არის საქმე.

ამრიგად, ბერონის აზრით, ქალების დაბალი მოლოდინები შეიძლება მნიშვნელოვანი ფაქტორი იყოს,
რომელიც მოქმედებს მათ წინააღმდეგ მრავალ კონტექსტში.

თავისთავში დარწმუნებისა და სელფ-პერცეპციის როლი. დარწმუნებულობა ხშირად ჩათვლილია როგორც


წარმატების საუკეთესო მაჩვენებელი. ის ვინც დარწმუნებულია წარმატებაში აღწევს კიდეც.

მიუთითებენ, რომ მიღწევასთან დაკავშირებულ სიტუაციებში ქალებს ტენდენცია აქვთ უფრო ნაკლებად
იყვნენ დარწმუნებუ-ლები ვიდრე მამაკაცები. ამით თუ აიხსნება ადამიანების ტენ-დენცია ჩათვალონ რომ
ქალები არ არიან ისე აგრესიულები და დეტერმინაცოულნი რათა მიაღწიონ ისეთ წარმატებებს როგორ¬საც
მამაკაცები აღწევენ (Lანდერ, 1992).

ერთი სიტყვით კაცები უფრო თვითდარწმუნებულნი არიან ვიდრე ქალები, ყოველ შემთხვევაში გარკვეულ
სიტუაციებში და სხვები ამჩნევენ ამას. ეს კი ჩათვლილია, განსაზღვრავს იმ ფაქ¬ტს, რომ მათ ჯერ კიდევ ვერ
მიუღწევიათ მამაკაცებთან სრული თანასწორობისათვის მრავალ შრომით სიტუაციაში.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ ეხება ყველა კონტექსტს. მაგ. ერთერთ კვლევაში (Bეყერ & Bოწდენ, 1997)
მითითებულია, რომ ქალებს ტენდენცია აქვთ თავიანთი უნარები, ე.წ. მამაკაცური სამუშაოების ზოგიერთი
ასპექტების შესრულებაში ნაკლებად შეაფასონ. მაგრამ იგივე ტენდენცია არ მჟღავნდება იმ საქმიანო-ბის მიმართ,
რომელშიც მოელიან რომ ქალები იქნებიან საუკეთესოები, ან კიდევ იმ საქმიანობის მიმართ რომელიც გენ-დერ-
ნეიტრალურია.

ნეგატიური რეაქცია ქალი ლიდერის მიმართ. 1990-ანი წლებიდან უკვე მიღებულად ითვლება, რომ ქალები
გარკვეულად შეიძლება ეფექტური ლიდერები გახდნენ. ქალებს ირჩევენ სახელმწიფო ორგანოებში, ირჩევენ
სენიორ-მსაჯულებად, ხდებიან მაღალი რანგის სამხედრო მოხელეები, არიან კომპანიებისა და ორგანი¬ზაციების
ხელმძღვანელები. საინტერესო იყო იმის კვლევა, თუ როგორია ადამიანების რეაქცია ქალი ლიდერებისადმი?
აღიქვა¬მენ და აფასებენ თუ არა მათ მამაკაცების თანაბრად? კვლევითი მონაცემები აჩვენებენ, რომ არა.
აღმოჩნდა, რომ ადამიანები თავიანთ უარყოფით რეაქციას ქალი ლიდერების მიმართ გამო¬ხატავენ
არავერბალური ქცევით (Bუტლერ & Gეის, 1990). უფრო მეტიც, ნეგატიურ შეფასებას ავლენენ მაშინაც კი, როცა
სიტყვიერად ასეთ გადახრას მკაცრად უარყოფდნენ.

ამრიგად, უშვებენ, რომ არსებობს ტენდენცია ქალ ლიდერებ¬მა, მამაკაცებთან შედარებით მიიღონ დაბალი
შეფასება. ეს განსაკუთრებით ასეა როცა ქალ ლიდერს ათვისებული აქვს ლიდერობის სტილი, რომლის
სტერეოტიპულად ჩათვლილია როგორც მამაკაცური (ავტორიტარული და დირექტული სტილი) და
სიტუაციაში სადაც უმრავლესობა ლიდერებისა მამაკაცია და შემფასებლებიც მამაკაცები არიან. ეს მონაცემები
გვარწმუნებენ, რომ ქალები მაშინაც კი შეიძლება აღმოჩნდნენ არახელსაყრელ მდგომარეობაში როცა მათ
მიღწეული აქვთ ლიდერის პოზიცია (Kენტ & Mოსს, 1994).

ბრძოლა პრეჯუდისებთან

პრეჯუდისებს, ყოველთვის და ყველგან აქვს სერიოზული პრობლე¬მები. თავისი შედეგებით პრეჯუდისები


განიხილება როგორც ეკალი - რომელიც ბადებს მრავალ წყენას და კონ-ფლიქტს. ამდენად პრეჯუდისების
შემცირება მისი ნეგატიური ეფექტების წინააღმდეგ ბრძოლა სოციალური ფსიქოლოგიის ერთერთი
მნიშვნელოვანი ამოცანაა. საბედნიეროდ, არსებობს რამდენიმე სტრატეგია ამ მიზნის მისაღწევად.

ფანატიკოსის ჯაჭვის გაწყვეტა. ბავშვები არ იბადებიან გარკვეული სოციალური ჯგუფებისადმი სიძულვილით.


პრეჯუ-დისები და დისკრიმინაცია შეძენილი ფენომენებია. ამ პროცესში ძირითადად დომინირებს მშობლების
როლი. ამიტომ, პრეჯუ-დისების წინააღმდეგ ბრძოლის ერთერთ ეფექტურ გზად, ბავშვების აღზრდის პროცესის
სწორად წარმართვასა და მის რეგულირებაში ხედავენ. რათქმაუნდა ეს არ არის მარტივი საკითხი. ფსიქოლოგებს
არ შეუძლიათ უშუალოდ ჩაერიონ მშობელ-შვილის ურთიერთობაში. ეს იქნება როგორც არა-ეთიკური, ისე
არაკანონიერიც. ის რაც შეუძლია ფსიქოლოგს არის ის, რომ გაუცნობიეროს მშობელს მისი ფანატიზმის
კრიტიკული როლი ბავშვის პიროვნების ჩამოყალიბებაში. შემჩნეულია, რომ გამოკვეთილი პრეჯუდისების
მქონე მშობლებს სურთ შვილებსაც ანალოგიური პრეჯუდისები ჰქონდეთ. მაგრამ ჩვეულებრივ უმრავლესობას
სურს მათ შვილებს სოციალური სამყაროს მიმართ სწორი თვალსაზრისი ჰქონდეთ. ამიტომ მიაჩნი-ათ, რომ
მცდელობას, რომელიც მიზნად ისახავს მშობლე¬ბის ცნობიერების ამ პროცესებზე გამახვილებას, შეიძლება
პოზიტიური შედეგები ჰქონდეს.

შესანიშნავი ნიმუში იმისა თუ რა როლი შეუძლია ითამაშოს მასწავლებელმა ფანატიკოსის ჯაჭვის


გაწყვეტაში, მოგვცა აიო¬ვას შტატის მასწავლებელმა ჟანე Eლლიოტ- მა. მან გადაწყვიტა დახმარებოდა
მესამეკლასელ თეთრ ბავშვებს ჩასწვდომობდნენ პრეჯუდისების არსს. ამ მიზნით მან ბავშვები დაყო ორ
ჯგუფად თვალის ფერის მიხედვით - ყავისფერთვალიანებად და ცისფერ-თვალიანებად. ყავისფერთვალებიან
ჯგუფს მიაწერა დაბალი სტატუსი. შესაბამისი იყო მათ მიმართ ქცევაც. მასწავლებელი მათ სასაცილოდ
იგდებდა, ამტკიცებდა რომ ისინი გონება-ჩლუნგები, ზარმაცები და დაუდევრები არიან. მათ უარს ეუბ-
ნენებოდ¬ნენ საკლასო პრივილეგიებზე. როგორც მათი დაბალი სტატუსის მაჩვენებელი, მათ უნდა ჩაეცვათ
გარკვეული ფერის ტანსაცმელი. შემდეგ ჯგუფებმა შეცვალეს როლები. ამჯერად, ცისფერთვალებიანები გახადეს
“პრეჯუდისების” მსხვერპლი.

შედეგი იყო ის, რომ ორივე ჯგუფის მოზარდებმა თავიანთ თავზე განიცადეს დისკრიმინაციის 3სიკეთე4.
როლების გათა¬მაშე-ბის მიზანი იყო ბავშვებს უშუალოდ განეცადათ დისკრიმი¬ნაციის ხედვა. იმედოვნებდნენ,
რომ ამის შემდეგ მათ ქცევებში შემცირდებოდა პრეჯუდისების გამოვლენა, რასაც შედეგები
ერთმნიშვნელოვნად ადასტურებდა. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ როლური თამაშის პერიოდში,
დისკრიმინირებული ჯგუფი მკვეთ-რად ადაბლებდა სტანდარტული საკლასო დავალებების შესრუ¬ლე-ბის
დონეს.

უშუალო ინტერჯგუფური კონტაქტები. ადამიანების უმრავლესობას ჩვეულებრივზე მეტი სოციალუ¬რი


კონტაქტები აქვთ იმ ინდივიდებთან, რომლებიც მათ ჯგუფებს მიეკუთვნებიან. სიტუაცია ნაწილობრივ
იცვლება უმცი¬რესობის ჯგუფის წევრებისათვის. მაგრამ ძირითადად, მეტწილ სოციალურ ურთიერთობებს
ინდივიდები საკუთარი ჯგუფის წევრებთან ასრულებენ. ამ ბაზისურმა ფაქტმა დაბადა აზრი, რომ შეიძლება
შემცირდეს პრეჯიდუსები თუ განსხვავებულ ჯგუფებს შორის კონტაქტები ინტენსიური გახდება. იდეა, რომ
ამას შეუძლია პრეჯუდისების შემცირება, ცნობილია როგორც კონტაქტების ჰიპოთეზა. ვარაუდობენ, რომ ასეთ
სტრატეგიას შეიძლება გარკვეული ეფექტი ჰქონდეს. ჰიპოთეზა ემყარება შემდეგ არგუმენტებს:

1. როცა განსხვავებული ჯგუფის წევრები უკეთესად ეცნობი-ან ერთმანეთს, მათ შეიძლება გააცნობიერონ,
რომ ისინი უფრო ემსგავსებიან ერთმანეთს ვიდრე ადრე ფიქრობდნენ. ასეთი მსგავსების გაცნობიერება, როგორც
შემდეგში ვნახავთ, თავის მხრივ წარმოშობს ურთიერთ მოწონების (მიზიდვის) ტენდენციას.

2. მართალია სტერეოტიპები წინააღმდეგობას უწევენ შეცვ-ლას, მაგრამ მისი შეცვლა პრინციპში შეიძლება
თუ ინდივიდი იღებს სტერეოტიპისათვის არაკონსისტენტურ საკმაო ინფორ-მაციას. ამდენად, თუ
განსხვავებული ჯგუფის წარმომადგენლები უკეთესად გაიცნობენ ერთმანეთს, უარყოფითმა სქემატამ შეიძ-ლება
დაიწყოს რღვევა, ან სულაც შეცვლა.

3. გამეორებულმა კონტაქტებმა შეიძლება ხელი შეუწყოს ჯგუ¬ფის გარეთა ჰომოგენურობის ილუზიის


შემცირებას. შედე¬გად ნავარაუდევია, რომ პირდაპირმა ინტერჯგუფურმა კონტაქ¬ტებ¬მა შეიძლება
ეფექტურად გაუწიოს წინააღმდეგობა პრეჯუ¬დისებს. მაგრამ ასევე შეიძლება, რომ ამ ტაქტიკამ შედეგი არ
მოგვცეს. ყოველ შემთხვევაში ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. ამიტომ მიუთითებენ, რომ ასეთი
კონტაქტები შეიძლე¬ბა პროდუქტიული იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა კონტაქტები ხორციელდება
სპეციფიკურ პირობებში. კუკი (ჩოოკ & Pელფრეყ, M, 1985) მიუთითებს შემდეგ პირობებზე:

1. ურთიერთქმედებაში მყოფი ჯგუფები დაახლოებით ტოლი სოციალური ეკონომიური და ამოცანასთან


დაკავშირებული სტატუ¬სის უნდა იყვნენ - თუ ამ საკითხებში განსხვავება მკვეთრი იქნება, შეიძლება მათ შორის
კომუნიკაცია გაძნელდეს და ფაქტიურად პრეჯუდისები გაძლიერდეს.
2. კონტაქტის სიტუაცია უნდა იყოს თანამშრომლური. ჯგუ¬ფე-ბი უნდა მუშაობდნენ საერთო მიზნის
მიმართულებით.

3. რამდენადაც შესაძლებელია ჯგუფებს შორის კონტაქტები უნდა იყოს არაფორმალური, ისე რომ, მათ
უნდა შეეძლოთ იცოდნენ ერთმანეთი ერთი-ერთზე ურთიერთობის საფუძველზე.

4. კონტაქტი უნდა განხორციელდეს სიტუაციაში, სადაც ჯგუფების ნორმები ტოლია და ზრდის


ინდივიდებს შორის კავშირებს.

5. ჯგუფები ისე უნდა იყვნენ ურთიერთობაში, რომ არ უნდა ჰქონდეთ ერთმანეთის შესახებ ნეგატიური
სტერეოტიპული რწმენების განმტკიცების შესაძლებლობა.

6. ინდივიდები ერთმანეთს უნდა იხილავდნენ როგორც თავი-ანთი ჯგუფის ტიპიურ წარმომადგენლებს.

თუ ორ ურთიერმოძულე ჯგუფებს შორის კონტაქტი ხდება ზემოთ მითითებულ პირობებში, არის შანსი
რომ მათ შორის პრეჯუდისები შემცირდეს. ეს მოსაზრება ბრწყინვალედ იქნა დადასტურებული არონსონისა და
მისი კოლეგების კვლევებში ("კკბჯნ Fჰჯყცჯყ= 1998)\ კვლევაში გამოყენებული იქნა კონტაქ¬ტე-ბი
თანამშრომლურ პირობებში, როგორც ბავშვებს შორის პრეჯუდისების შემცირების საშუალება. გამოყენებული
პროცე-დურა იყო მარტივი. მოსწავლეების ექვსი ჯგუფი მუშაობდა სპეციფიკურ დავალებაზე (ბავშვებს უნდა
შეესწავლათ გამო-ჩენილი პიროვნების ბიოგრაფია - რომელიც დაყოფილი იყო ექვს პარაგრაფად). ჯგუფის
ყოველი წევრისაგან მოითხოვდნენ დავალების გარკვეული ნაწილის დამუშავებას და მისი სხვების-თვის
მიწოდებას. ჯგუფი წარმატებით გადაწყვეტდა ამოცანას მხოლოდ მაშინ, თუ თითოეული ინდივიდი თავის
წილს საერთო საქმიანობაში შეასრულებდა ადექვატურად. ამდენად ყველა წევრის თანამშრომლობა
აუცილებელი იყო საერთო მიზნის მისაღ¬წევად. შედეგი, რომელიც მიღწეული იქნა ამ მარტივი პროცედურით
შთამბეჭდავი იყო. ექსპერიმენტის დამთავრების შემდეგ ბავშვები აჩვენებდნენ აშკარად შემცირებულ რასიულ
სტერეოტიპებს, ამჟღავნებდნენ ურთიერთმოწონების საკმაოდ მაღალ დონეს.

ამრიგად, ჯგუფებს შორის პირდაპირი კონტაქტები, მისი სწორი გამოყენებით, შეიძლება ეფექტური
საშუალება იყოს ჯგუ-ფებს შორის მტრობისა და პრეჯუდისების წინააღმდეგ საბრძოლველად.

კოგნიტური ინტერვენცია. ადრე მივუთითეთ, რომ ადამიანებისთვის დამახასიათებელია ე.წ. 3კოგნიტური


სიძუნწე4. ეს იმას ნიშნავს, რომ უმეტეს შემთხვე¬ვა¬ში ჩვენ ინფორმაციას გადავამუშავებთ პასიურად,
ავტომატიურად. მაგ. როცა უცხოს ვხვდებით, ჩვენ ვემყარებით კატეგორიებს, რომელიც გვაქვს
დისპოზიციურად და არ ვცდი¬ლობთ ახალის ჩამოყალიბებას. ეს ტენდენცია მომდინარეობს პრეჯუდისებიდან.
როცა შევხედავთ, რომ ინდივიდი ეკუთვნის გარკვეულ სოციალურ ჯგუფს, ჩვენს შეფასებაში დომინირებს ეს
ერთადერთი მახასიათებელი. ვერ ვამჩნევთ ამ ინდივიდის შესახებ სხვა მნიშვნელოვან ფაქტებს. ასეთი
სტერეოტიპული აზროვნება, როგორც ადრე მივუთითეთ ქმნის პრეჯუდისების არსს. თუ ეს ასეა, და როგორც
ადრე ვნახეთ ასეა, კოგნიტური ინტერვენცია იმ მიზნით, რომ შევამციროთ სტერეოტიპების ტენდენცია
მნიშვნელოვანი იქნება პრეჯუდისების და დისკრიმი¬ნა¬ცი¬ის შესამცირებლად. ამ მიზნის მისაღწევად
სოციალურ ფსიქოლოგიაში მიუთითებენ რამდენიმე ტექნიკაზე.

პირველი - სტერეოტიპების გავლენა შეიძლება შემცირდეს, თუ ინდივიდი აღმოჩნდება იმის


აუცილებლობის წინაშე, რომ იფიქროს სხვაზე, ყურადღება მიაქციოს ინდივიდის უნიკალურ მახასიათებლებს
და არა მის გარკვეულ ჯგუფისადმი წევრობას. მაგ. თუ ინდივიდს მივაწვდით ინფორმაციას, რომ მისი
წარმა¬ტება დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად ზუსტი იქნება მისი შთაბეჭდილება მეორე ინდივიდის
შესახებ, ან თუ ვიტყვით, რომ მის წარმატებაზე გავლენას მოახდენს მეორე ინდივიდის შესრულე¬ბის დონე,
ასეთ პირობებში ინდივიდი მოტივირებული იქნება შეფასებაში იყოს ზუსტი და შეამციროს სტერეოტიპების
ტენდენციის ეფექტი.

მეორე - სტერეოტიპული შეფასების ტენდენცია შეიძლება შემცირ¬დეს ტექნიკით, რომელიც ემყარება


ატრიბუციის პრინცი-პებს. ეს პრინციპები ემყარება იმ ფაქტს, რომ ხშირად ჩვენ სხვა ინდივიდის შესახებ
ვასკვნით მათი მოქმედების შედეგიდან და ვახდენთ სხვა ფაქტების იგნორირებას, რომელმაც შეიძლება მოგვცეს
იგივე შედეგი. მაგ. ვთქვათ გაიგეთ, რომ უცხომ გამოცდებზე დააგროვა 70 ქულა და რომ გამსვლელი იყო 65
ქულა. შედეგი არის ის, რომ ინდივიდი 3გავიდა4. ახლა დავუშ¬ვათ, რომ 75 ქულა იყო გამსვლელი და
ინდივიდმა დააგროვა 70 ქულა. შედეგი არის ის, რომ ინდივიდი ვერ გავიდა (3დამარცხდა4). თუ გთხოვეს ამ
ინდივიდების ინტელექტის ან მოტივაციის შეფასება, არსებობს ალბათობა, რომ მას უფრო მაღალ შეფასებას
მისცემთ პირველ შემთხვევაში ვიდრე მეორე¬ში. მიუხედავად იმისა, რომ ორივე შემთხვევაში შესრულება
ერთნაირი იყო. ე.ი. სხვების შეფასებისას თუ მისი საქმიანობის შედეგი ვიცით, არსებობს ტენდენცია, დასკვნა ამ
შედეგებზე დაყრდნობით გაკეთდეს.

ამ პრინციპის გამოყენება შეიძლება პრეჯუდისებისა და სტერეოტიპების ტენდენციის წინააღმდეგ


საბრძოლველად. ვთქვათ, გაიგეთ, რომ ერთერთ დიდ კომპანიაში ქალი დააწინაუ¬რეს მაღალი დონის
მენეჯერად. შედეგი ნათელია. ქალი დააწინაურეს. მოახდენს ამ შედეგის ცოდნა გავლენას ქალის უნარების და
მოტივაციის შეფასებაზე? უნდა ვივარაუდოთ რომ მოახდენს და რაც მთავარია - მაშინაც კი თუ თქვენ გაიგეთ,
რომ ამ კომპანიას აქვს სპეციალური ძლიერი პროგრამა და შესაბამისად აქტიურად ცდილობს ქალებისა და
უმცირესობის ჯგუფის წარმომადგენლების დაწინაურებას. და ეს დასკვნა რომელიც შედეგების ცოდნას ემყარება
თავისი ბუნებით სტერეო¬ტიპული შეფასების საწინააღმდეგო იქნება, რაც მოგვცემს ჩართული სტერეოტიპების
შესუსტებას. როგორც ვხედავთ, ატრიბუციის ბაზისური პრინციპი ეფექტურად შეიძ¬ლება გამოვიყენოთ
სოციალური სტერეოტიპების ეფექტების შესამცირებლად. ეს დასკვნა მხარდაჭერილია მთელი რიგი
კვლევებით.

თავი 7. ჯგუფები

ჯგუფი წარმოადგენს ადამიანის ცხოვრების ბუნებრივ ფორმას. ყოველ მოცემულ მომენტში ინდივიდი
რამდენიმე ფორმალური და არაფორმალური ჯგუფის წევრია. სოციალური ფსიქოლოგიის ერთერთ
მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს იმის გარკვევა, თუ რა იცვლება ინდივიდში როცა ის ჯგუფის წევრი
ხდება.

საერთოდ სოციალური ფსიქოლოგიის როგორც ფსიქოლოგიის ერთერთი დარგის ჩამოყალიბება ჯგუფის


როგორც დამოუკიდებელ რეალობის აღიარების შემდეგ გახდა შესაძლებელი. ეს კი X1X ს. ცნობილი
სოციოლოგების, პირველ რიგში, დიურგჰეიმის დამსახურებაა. პირველად მათ მიუთითეს ჯგუფზე როგორც
დამოუკიდებელ რეალობაზე.

ცნობილია ჯგუფისადმი მიდგომის ორი თვალსაზრისი: ინდივიდუალისტური თეზისი და ჯგუფური


გონის თეზისი. ინდივიდუალისტური მიდგომის არსი შემდეგია: ფსიქოლოგიურ პროცესებს ადგილი აქვთ
მხოლოდ ინდივიდებში, რომლებიც წარმოადგენენ ერთადერთ, დაკვირვებისთვის მისაწვდომ რეალობას;
მხოლოდ ინდივიდს შეუძლია სიყვარული და სიძულვილი, აღქმა და აზროვნება. მხოლოდ ინდივიდი
ღებულობს გადაწყვეტილებას და ა.შ. შესაბამისად ვარაუდობენ, რომ ინდივიდი წარმოადგენს ერთადერთ
რეალობას, ხოლო ჯგუფი წარმოადგენს ფიქტიურ აბსტრაქციას.

ამ თვალსაზრისის საწინააღმდეგო თვალთახედვას წარმოადგენს ჯგუფის გონის თეზისი. ეს თვალსაზრისი


უშვებს, რომ როდესაც ადამიანები ცხოვრობენ და მოქმედებენ ჯგუფში, წარმოიშვებიან ძალები და მოვლენები,
რომლებიც მიჰყვებიან თავიანთ კანონებს რომელთა აღწერა არ შეიძლება იმ ინდივიდთა თვისებების აღწერით,
რომლებიც ქმნიან ჯგუფებს. ჯგუფური გონი წარმოადგენს პროცესს, რომელიც ინდივიდუალისტურ
პროცესებზე მაღლა დგას. ჯგუფს, მათი აზრით, გააჩნია საკუთარი კანონები, რომლებიც განსხვავდებიან
ინდივიდუალური მახასიათებლებიდან და ამდენად მათი დაყვანა ინდივიდებამდე არ შეიძლება. დიურგჰეიმი
ლაპარაკობს ჯგუფის მენტალურ მთლიანობაზე. ამდენად ამ მიდგომის წარმომადგენლები ხაზს უსვამენ,რომ
ინდივიდუალურ, ფსიქოლოგიური ფაქტებიდან არ შეგვიძლია გამოვიყვანოთ სოციალური პროცესები.
სოციალურ ფაქტებს გააჩნია საკუთარი კანონები, სოციალური ერთიანობა არის საზოგადოება და მისი
პროცესები. ინდივიდი მათი აზრით წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ სოციალური სხეულის უჯრედს.
ოლპორტმა სცადა ამ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო რადიკალური მოსაზრების შერიგება, მისთვის
დამახასიათებელი ექლექტიკური მიდგომით. მისი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეიძლება ვერასოდეს
გავიგოთ ინსტიტუტები წარმოადგენენ თუ არა დამოუკიდებელ რეალობებს, სინამდვილეში იგი წარმოშობს
მნიშვნელოვან განსხვავებას ჩვენს აზროვნებასა და ცხოვრებაში თუ ჩვენ ვიმოქმედებთ ისე, თითქოს ისინი
რეალურნი ყოფილიყვნენ. ამასთან, ოლპორტის აზრით ის რომ ჩვენ არ შეგვიძლია ინსტიტუტების ზუსტი
დენოტაცია, არ უნდა ჩავთვალოთ იმის საბუთად, რომ ისინი არ არსებობენ.

როგორც ვხედავთ ჯგუფის რეალობის შესახებ არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. მაგრამ ფაქტია ისიც, რომ
ჯგუფის რეალურობის აღიარებამ დასაბამი მისცა კვლევებს, რომელიც სოციალური ფსიქოლოგიის კვლევების
საფუძველი გახდა. შეიძლება ითქვას, რომ სოციალური ფსიქოლოგია ემყარება ჯგუფის რეალურად არსებობის
შესახებ მოსაზრებას.

ის რომ ინდივიდი ხდება ჯგუფის ნაწილი, რომ ინდივიდი მოქმედებს სხვებთან ერთად, რათა მიღწეულ
იქნას საერთო მიზანი, ადამიანს ინდივიდუალური არსებიდან გარდაქმნის საზოგადოებრივ არსებად. იცვლება
მისი ინდივიდუალური მახასიათებლები, იცვლება მისი კოგნიცია და ქცევა. ის ფიქრობს და იქცევა ისე, როგორც
სხვები მოელიან მისგან, როგორც ჯგუფი მოითხოვს მისგან. რადგან ინდივიდი ყოველთვის რომელიმე
ფორმალური ან არაფორმალური ჯგუფის წევრია, ეს მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ინდივიდზე გარკვეულ
კონტექსტში. ამ კუთხით განიხილავს სოციალური ფსიქოლოგია ჯგუფის პრობლემას.

რატომ ერთიანდებიან ადამიანები ჯგუფში?

ამ კითხვაზე, ძალიან ზოგადად, სოციალური ფსიქოლოგია შემდეგ პასუხს იძლევა: პირველი, ჯგუფი გვეხმარება
დავიკმაყოფილოთ მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური და სოციალური მოთხოვნილებები, როგორიცაა მივიღოთ
და გავცეთ ყურადღება ან გვქონდეს მიკუთვნებულობის გრძნობა. მეორე, ჯგუფი გვეხმარება მივაღწიოთ
მიზნებს, რომლებსაც ვერ მივაღწევდით დამოუკიდებლად. სხვასთან ერთად მუშაობით ჩვენ ხშირად შეგვიძლია
შევასრულოთ საქმე რომელსაც ჩვენ თვითონ ვერ შევასრულებდით. მესამე, ჯგუფის წევრები ხშირად
გვამარაგებენ ცოდნით და ინფორმაციით რომლის მიღებას სხვანაირად ვერ მოვახერხებდით, ან ძალიან ძნელი
იქნებოდა დამოუკიდებლად მისი მიღება. მეოთხე, ჯგუფი გვეხმარება უშიშროების მოთხოვნილების
დაკმაყოფილებაში რაც მეტად მნიშვნელოვანია ადამიანისათვის. დაბოლოს, ჯგუფის წევრობა ხელს უწყობს
პოზიტიური სოციალური იდენტურობის ჩამოყალიბებას, ის ხდება ჩვენი სელფ-კონცეფციის ნაწილი.
თანამედროვე კვლევები მიუთითებენ, რომ ადამიანები რომლებიც მიეკუთვნებიან 3მარგინალიზირებულ4
ჯგუფებს, რომლებიც ჩათვლილია რომ არიან დევინტურები მაგალითად გადახრილი სექსუალური პრაქტიკის,
ან ადამიანები რომლებიც მიეკუთვნებიან ექხტრემისტულ პოლიტიკურ პარტიებს - აყალიბებენ უფრო ძლიერ
იდენტურობას თავიანთ ჯგუფთან და აგრეთვე განიცდიან სელფ-მისაღებობის და აღიარების მაღალ სურვილს
ე.ი. სურვილს გამოავლინონ თავიანთი დაფარული იდენტურობა. საერთოდ ჩათვლილია,რომ რაც უფრო
პრესტიჟულია ჯგუფი, რომელსაც მივეკუთვნებით, მით უფრო მხარდაჭერილია ჩვენი სელფ-კონცეფცია.

ჯგუფების ბუნება და მოქმედება.

ადამიანების ერთობა რომ განხილული იქნას როგორც ჯგუფი, ის უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ პირობებს:
პირველი, ადამიანები ჩართული უნდა იყვნენ გარკვეული სახის სოციალურ ურთიერთობებში. გარკვეულ
სივრცეში მხოლოდ ერთიდაიმავე დროს ყოფნა არ არის საკმარისი რომ ის განხილულ იქნას როგორც ჯგუფი;
მეორე, ისინი უნდა იყვნენ ურთიერთდამოკიდებულნი, ის რაც შეემთხვევა ერთერთ მათგანს უნდა
მოქმედებდეს იმაზე, რაც მოუვა სხვას. მესამე, ურთიერთობა უნდა იყოს მყარი, უნდა გაუძლოს დროს. მეოთხე,
ადამიანებს უნდა ჰქონდეთ საერთო მიზანი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჯგუფი გარკვეული მიზნისთვის ყალიბდება;
და ბოლოს, ადამიანები, უნდა აღიქვამდნენ თავიანთ თავს როგორც მიკუთვნებულს ჯგუფისადმი. ამრიგად,
ჯგუფი არის ორი ან მეტი ინდივიდის ერთიანობა, რომლებიც არიან სოციალურ ურთიერთქმედებაში, აქვთ
მყარი სტრუქტურული ურთიერთქმედება ერთმანეთთან, არიან ურთიერთდამოკიდებულნი, აქვთ საერთო
მიზნები და აღიქვამენ, რომ არიან ჯგუფის წევრები.
როგორც აღვნიშნეთ, ჯგუფი გავლენას ახდენს მის წევრებზე. ზემოთ მოცემული დეფინიციის შემდეგ ეს არ
უნდა იყოს გასაკვირი. რადგან თუ ინდივიდი ეკუთვნის ჯგუფს, ინაწილებს საერთო მიზნებს,
ურთიერთქმედებაშია სხვებთან, ლოგიკურია მოველოდეთ, რომ ისინი გავლენას მოახდენენ ერთმანეთზე. თუ
რა მექანიზმები აქვს ჯგუფს მის წევრებზე გავლენის მოსახდენად ამაზე სრული პასუხი მოითხოვს მთელ რიგ
განსხვავებულ პროცესებზე საუბარს. შეიძლება ვილაპარაკოთ კონფორმულობაზე და მის ფაქტორებზე,
დარწმუნების ფსიქოლოგიურ მექანიზმებზე, ინტერპერსონალური მოწონების მნიშვნელობაზე, მაგრამ ამ
საკითხებზე ჩვენ უკვე გვქონდა საუბარი, ამიტომ აქ ამაზე არ შევჩერდებით. აქ განვიხილავთ სპეციფიკურად
ჯგუფის მახასიათებლებს, რომლებიც განსაზღვრავენ გავლენის ეფექტურობას. ესაა მახასიათებლები,
რომლებიც ჯგუფის სტრუქტურით და დინამიკით განისაზღვრება.

ჯგუფის სტრუქტურა

ჯგუფის სტრუქტურაში არჩევენ ძალის, კომუნიკაციის და ინტერპერსონალური მიზიდულობის სტრუქტურებს.


რათქმაუნდა ეს სტრუქტურები შეიძლება ნაწილობრივ დაემთხვნენ ერვმანეთს, მაგრამ მათი უფრო
სრულყოფილი გაგების მიზნით საჭიროდ ჩავთვალეთ მათი დამოუკიდებელი განხილვა. მაგ. ხშირად ჯგუფში
სწორედ ყველაზე მეტი ძალის მქონე პიროვნება - ლიდერი იღებს სხვებზე მეტ კომუნიკაციას და შეიძლება
სხთებზე უფრო მეტად იყოს მოწონებული მაგრამ ეს სამი, ძალა, მოწონება და კომუნიკაცია, შეიძლება ერთ
ჯგუფში სხვადასხვა ინდივიდებში განაწილდეს.

ძალის სტრუქტურა. ფორმალურ ჯგუფებში სტრუქტურა ჯგუფის ორგანიზაციის მონახაზს იძლევა.


სტრუქტურა ჩვეულებრივ იერარქიულია. არაფორმალურ ორგანიზაციებს შეიძლება ჩვეულებრივ არ ჰქონდეს
ორგანიზაციული სტრუქტურა, მაგრამ მიუხედავად ამისა, შეიძლება ჰქონდეთ ძალის სტრუქტურა. ერთი ან ორი
ინდივიდი შეიძლება უფრო აღიარებული იყოს როგორც ძალის მქონე ვიდრე სხვები. ჯგუფებში
ინდივიდების დიფერენციაცია ხდება იმის მიხედვით, თუ რა როლი უკავია მას ჯგუფში.

როლები: - დიფერენციაცია ჯგუფში. აღმოჩნდა, რომ ჯგუფში არსებობს საკმაოდ განსხვავებული


ფუნქციები. ჯგუფებში ინდივიდები განსხვავებულ საქმეს აკეთებენ და მისგან მოელიან ჯგუფისათვის
მოცემული სპეციფიკური საქმის შესრულებას, მოკლედ ისინი განსხვავებულ როლებს ასრულებენ. როლები
ხშირად დადგენილია ფორმალურად, მაგ. ლიდერი ან ხაზინადარი და ა.შ. სხვა შემთხვევაში ინდივიდები
განსხვავებული როლისაკენ მათი ინტერესების და უნარების საფუძველზე მიისწრაფიან, ამ როლისადმი
ფორმალური მიწერის გარეშე. მაგ. ინფორმაციის ლიდერი, სოციალური ლიდერი და სხვა. რაკი ამ მექანიზმით
ინდივიდს ჯგუფში სპეციფიკური როლი მიეწერება, სხვები მოელიან, რომ ის გარკვეული მანერით მოიქცევა.
ასეთი როლური მოლოდინები შეიძლება ძალიან ძლიერი იყოს და ისინი ხშირად ქმნიან მნიშვნელოვან გზებს,
რომელშიც ჯგუფი ძლიერ გავლენას ახდენს მის წევრებზე.

ერთერთი ხაზგასმული და უნივერსალური ფაქტი ჯგუფის შესახებ არის ის, რომ მას ყოველთვის ჰყავს
ლიდერი. ჯგუფის სტრუქტურაში ლიდერს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

ლიდერობა. ლიდერის ძირითადი ატრიბუტია გავლენა. ჯგუფში ლიდერი არის ის, რომელსაც ყველაზე მეტი
გავლენა აქვს ჯგუფის აქტიობაზე და რწმენებზე. ლიდერი საწყისს აძლევს აქტიობებს, ადგენს რიგს, იღებს
გადაწყვეტილებებს, ახდენს ჯგუფის წევრებს შორის დისპუტების რეგულირებას და შეფასებას. ლიდერი ადგენს
იმას, თუ რა არის მისაღები და რა არის მიუღებელი. ესაა ის ფუნქციები რომლებიც განსაზღვრავენ ლიდერის
გავლენას ჯგუფზე. შეიძლება რომელიმე მოცემული ლიდერი ვერ ასრულებდეს ყველა ამ ფუნქციას, მაგრამ იყო
ლიდერი ნიშნავს უმეტესობა მათგანს ასრულებდე.

ერთი გზა გახდე ლიდერი არის დანიშვნა, როცა ლიდერს ნიშნავს სხვა რომელიც ჯგუფის გარეთაა.
დანიშნული ლიდერი იმყოფება რა ავტორიტეტის პოზიციაში, მას ტენდენცია აქვს გახდეს რეალური ლიდერი.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ხშირად არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება დანიშნულ ლიდერსა და იმას
შორის, რომელიც სპონტანურად ხდება ლიდერი. ამას განსაზღვრავს ის, რომ ჯგუფი ხშირად არ ფიქრობს, რომ
დანიშნული ლიდერი ღირსია მისი პოზიციისა. არ თვლიან რომ ის არის კანონიერი ლიდერი. გამომდინარე
აქედან, კვლევები ნათლად ადასტურებენ, რომ დანიშნული ლიდერი ნაკლებ ეფექტურია ვიდრე სპონტანურად
არჩეული ლიდერი.

დგება საკითხი, ვინ ხდება ლიდერი? რატომ ხდებიან ზოგიერთები და არა სხვები ავტორიტეტის
პოზიციაში? და მეორე, რა ფაქტორები განსაზღვრავენ ლიდერის წარმატებას მას შემდეგ რაც მიიღეს ეს როლი?

ლიდერები იბადებიან თუ ხდებიან? საღი აზრი უშვებს, რომ ლიდერები იბადებიან. უშვებენ რომ ცნობილი
ლიდერები განსხვავდებიან უმრავლესობა ადამიანებისაგან ბევრ რამეში. ცნობილი პოლიტიკოსი, სპორტის
გამოჩენილი ვარსკვლავები, ხშირად ჩანს, რომ ფლობენ სპეციფიკურ 3აურას4 რაც გამოყოფს მათ სხვა
ადამიანებისაგან. აქედან ჩამოყალიბდა ლიდერობის ე.წ. დიდი ადამიანის თეორია, ანუ სპეციფიკური
მახასიათებელი თვისებების თეორია. ამ მიდგომის თანახმად გამოკვეთილი ლიდერი ფლობს სპეციფიკურ
მახასიათებელ თვისებებს რომლითაც ისინი განსხვავდებიან დანარჩენი ადამიანებისაგან. ეს მახასიათებელი
თვისებები უცვლელია დროდან დროში და ჯგუფიდან ჯგუფში. ასე რომ ყველა დიდ ლიდერს აქვს
ერთიდაიგივე მახასიათებელი თვისებები, მიუხედავად იმისა როდის და სად ცხოვრობდა ის.

ეს არის მაცდუნებელი დაშვება და თანაც როგორც ჩანს ისეთი, რომელიც კარგად ერგება საღ აზრს და
ხშირად 3საკუთარ გამოცდილებასაც4. მაგრამ კვლევებში ეს ჰიპოთეზა მყარად არ დასტურდება. მრავალი
გამოკვლევა მიეძღვნა ამ საკითხს, მაგრამ შედეგები ოდნავ თუ უჭერენ მხარს ამ დაშვებას. შესწავლილი იქნა
ისეთი პიროვნული მახასიათებლები, როგორიცაა: ფიზიკური მახასიათებლები- ასაკი, წონა, სიმაღლე,
შესახედაობა; სოციალური ფონი- განათლება, სოციალური სტატუსი, ოჯახის ფონი; ინტელიგენტობა- უნარები,
მსჯელობის უნარი, გადაწყვეტილების მიღება, შეფერხებული მეტყველება; წმინდა პიროვნული თვისებები-
დამოკიდებულება-დამოუკიდებლობა, თვითდარწმუნებულობა, დომინანტურობა, აგრესიულობა; ამოცანასთან
დაკავშირებული მახასიათებლები- მიღწევის მოთხოვნილება, ინიციატივიანობა, დაჟინებითობა,
პასუხისმგებლობის მოთხოვნილება; სოციალური მახასიათებლები --ადაპტაციის უნარი, მიმზიდველობა,
თანამშრომლობა, ინტერპერსონალური უნარები.

მიღებული შედეგები აჩვენებდა ტენდენციას რომ ეფექტური ლიდერები იყვნენ უფრო გამბედავები,
ინტელიგენტები, თვითდარწმუნებულები, ექსტრავერტები, უფრო ეფექტურნი კომუნიკაციებში და ა.შ.

ერთერთ კვლევაში გააანალიზეს ხუთი პიროვნული მახასიათებელი თვისების ქლასტერის მნიშვნელობა:


მიღწევის მოთხოვნილება, ინტელიგენტობა, სელფ-აქტუალიზაციის მოთხოვნილება, თვითდარწმუნებულობა
და გადაწყვეტილების უნარი. შედეგებმა აჩვენა, რომ ეფექტურ ლიდერს აქვს მიღწევის მაღალი მოთხოვნილება
და იმოქმედოს დამოუკიდებლად და თვითდაჯერებულად. ლიდერობის უნარი კორელაციაშია მსჯელობის და
კომუნიკაციის უნართან. ამასთან, ინტელიგენტობა ეფექტურია გარკვეულ რანგებში: კერძოდ - ძალიან მაღალი
და ძალიან დაბალი დონე, იძლევა წარმატების ნაკლებ შანსს.

ყველა ამ გამოკვლევათა შედეგების საერთო ანალიზი აჩვენებდა, რომ გარკვეულ მახასიათებელ თვისებებს
შეუძლია გარკვეული როლი ითამაშოს იმის განსაზღვრაში თუ ვინ იქნება ლიდერი, ყოველ შემთხვევაში
გარკვეულ კონტექსტში, მაგრამ ისინი არ ვარაუდობენ, რომ ყველა ლიდერი ინაწილებს ამ მახასიათებელ
თვისებებს, ან რომ ამ თვისებებს მოითხოვს ლიდერობა ყოველთვის და ყველგან.

შემდეგი მიდგომა, რომელიც განსხვავდება დიდი ადამიანის თეორიისაგან არის ე.წ. ბიჰევიორისტული
მიდგომა, რომელიც ხაზს უსვამს იმას, თუ რას აკეთებს ლიდერი, როგორია მისი სტილი. აღნიშნული მიდგომა
არსებითად გამოყოფს ლიდერობის ორ სტილს: ამოცანაზე ორიენტირებულ და თანამშრომელზე
ორიენტირებულ სტილს ანუ ავტოკრატული და დემოკრატიული სტილი, ანუ საქმეზე, შედეგზე
ორიენტირებული და ადამიანზე ორიენტირებული სტილი.

ლიდერობისადმი ბიჰევიორისტული მიდგომის შეზღუდულობა, ურთიერთსაწინააღმდეგო შედეგებმა


მკვლევარები მიიყვანა კვლევის მიმართულების შეცვლამდე. კერძოდ, ხაზგასმული იქნა სიტუაციური
ფაქტორების მნიშვნელობა, მითითებულ იქნა, რომ ლიდერობის ეფექტურობა დამოკიდებულია სიტუაციური
ფაქტორების დიაგნოზირებასა და სიტუაციის დინამიკაზე.

დიაგნოსტიკურობაზე ხაზგასმა ლიდერისაგან მოითხოვდა სულ მცირე ოთხი ფაქტორის შემოწმებას:


მენეჯერული მახასიათებლების; დაქირავებულთა მახასიათებლების; ამოცანის მახასიათებლების და
ორგანიზაციის მახასიათებლების.
სიტუაციური ფაქტორები თუ როგორ იჭრებიან ლიდერობის კვლევებში, ამის ნათელ მაგალითს იძლევა
ფიდლერის ალბათური მოდელი და ე.წ. საშუალება-მიზანი თეორია: საშუალება-მიზანი თეორია ცდილობს
ლიდერის ეფექტურობა შეისწავლოს განსხვავებულ სიტუაციებში. თეორია ვარაუდობს, რომ ლიდერის
ეფექტურობა დამოკიდებულია მისი დაქირავებულობის მოტივაციასთან კავშირზე. კერძოდ, მოდელი
არსებითად ფოკუსირებულია იმაზე, თუ როგორ ახდენს ლიდერი გავლენას დაქირავებულის მიერ შრომის
მიზნის ან ჯილდოს აღქმაზე და აგრეთვე იმ საშუალებებზე ან ქცევაზე, რომელიც მიიყვანს დაქირავებულს
მიზნის წარმატებით შესრულებამდე. თეორია არსებითად ემყარება მოტივაციის მოლოდინის თეორიას.

ფიდლერის ალბათური მიდგომა. ლიდერები არ არიან ერთნაირი. ზოგიერთი ეფექტურია და გარკვეული


წვლილი შეაქვს მისი მიმდევრების როგორც შესრულებაში ისე მორალში, მაშინ როცა სხვები ამას ვერ ახერხებენ.
თუ რა ფაქტორები განსაზღვრავენ ლიდერის წარმატებას, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, წარმოადგენს მრავალი
კვლევის საგანს. თავისებური მიმართულება მისცა ამ კვლევებს ფიდლერმა (Fიედლერ,1978)F

ფიდლერი მის მიერ შემოთავაზებულ მოდელს ალბათურ თეორიას უწოდებს. მისი აზრით ლიდერის
წვლილი ჯგუფის წარმატებაში დეტერმინირებულია როგორც ლიდერის მახასიათებელი თვისებებით, ისე
სიტუაციის მახასიათებლებით, რომელშიც მოქმედებს ჯგუფი.

ლიდერის მახასიათებლებიდან ფიდლერი განსაკუთრებით გამოყოფს მის მიერ უმცირესად უპირატესობა


მინიჭებული თანამშრომლის (Lეასტ Pრეფერედ ჩო-წორკერ LPჩ) შეფასებას. LPჩ ფიდლერის აზრით მიუთითებს
ლიდერის ტენდენციაზე ინდივიდი, რომელთანაც ძნელად თვლის მუშაობას, შეაფასოს კეთილგანწყობით თუ
არაკეთილგანწყობით. ლიდერი რომელიც ამ ინდივიდს აღიქვამს ნეგატიურად (დაბალი LPჩ ლიდერი) ჩანს რომ
ზრუნავს ამოცანაზე, მის წარმატებით შესრულებაზე. ისინი რომლებიც ასეთ ინდივიდს აღიქვამენ პოზიტიურად
(მაღალი LPჩ ლიდერი) უმთავრესად ზრუნავს დაქვემდებარებულებთან კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე.
თუ რომელია მათ შორის უფრო ეფექტური ფიდლერის აზრით დამოკიდებულია სიტუაციურ ფაქტორებზე.

ფიდლერი სიტუაციურ ფაქტორში გულისხმობს იმას, თუ სიტუაცია რამდენადაა ხელსაყრელი


ლიდერისათვის, ეს კი თავის მხრივ დეტერმინირებულია სამი ფაქტორით: ლიდერის ჯგუფის წევრებთან
დამოკიდებულების ბუნება- თუ რამდენადაა მხარდაჭერა და ლოიალობა; ამოცანის სტრუქტურის ხარისხი-
რამდენად ნაკლებადაა დადგენილი ამოცანის მიზანი და რაობა; ლიდერის პოზიციის ძალა-მისი შესაძლებლობა
დაიმორჩილოს დაქვემდებარებული; ამ სამი ფაქტორის კომბინირებით ლიდერის სიტუაციური კონტროლი
შეიძლება რანჟირებული იქნას უკიდურესად მაღლიდან -პოზიტიური დამოკიდებულება ჯგუფის წევრებთან,
კარგად სტრუქტურირებული ამოცანა, მაღალი პოზიციის ძალა- უკიდურესად დაბალამდე- ნეგატიური
დამოკიდებულება, არასტრუქტურირებული ამოცანა, დაბალი პოზიციის ძალა.

ფიდლერი ვარაუდობს, რომ დაბალი LPჩ-ს ლიდერს უპირატესობა აქვს როცა სიტუაციური კონტროლი არის
ან ძალიან დაბალი, ან ძალიან მაღალი. მაღალი LPჩ-ს ლიდერს უპირატესობა აქვს როცა სიტუაციური კონტროლი
ზომიერი რანგის ფარგლებშია. ეს იმას ნიშნავს, რომ დაბალი სიტუაციური კონტროლის პირობებში, ჯგუფი
საჭიროებს გაძღოლას და წარმართვას, რათა წარმატებით შესრულდეს ამოცანა. რადგან დაბალი LPჩ-ს ლიდერი
უფრო ზრუნავს უზრუნველყოს ასეთი სტრუქტურა ვიდრე მაღალი LPჩ-ს ლიდერი, უპირატესობა მას ენიჭება.
ასევე დაბალი LPჩ-ს ლიდერს უპირატესობა აქვს სიტუაციაში, რომელიც ლიდერს სთავაზობს სიტუაციური
კონტროლის მაღალ ხარისხს. ასეთ სიტუაციაში, დაბალი LPჩ-ს ლიდერი ხედავს, რომ პირობები არის კარგი და
თავს უფლებას აძლევს შეამსუბუქოს სტილი, რომელიც დაფასებული ხდება მიმდევრების მიერ. მაღალი LPჩ-ს
ლიდერები კი, ასეთ სიტუაციაში გრძნობენ რა, რომ მათ უკვე აქვთ კარგი ურთიერთობა
დაქვემდებარებულებთან, შეიძლება ყურადღება გადაიტანონ ამოცანის შესრულებაზე. ეს კი მიმდევრებმა
შეიძლება აღიქვან როგორც არასაჭირო იძულება, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს შესრულებას. სიტუაციაში
რომელიც გვთავაზობს ზომიერ კონტროლს, პირობები შერეულია და ხშირად საჭიროა ზრუნვა კარგ
ინტერპერსონალურ ურთიერთობებზე. ცხადია ასეთ სიტუაციაში მაღალი LPჩ-ს ლიდერი უფრო ეფექტური
იქნება. დაბალი LPჩ-ს ლიდერი, თავისი ამოცანაზე ფოკუსირებით მიიღებს ავტორიტარულ დირექტულ სტილს,
რაც ნეგატიურ რეაქციას იწვევს დაქვემდებარებულებში.

კოგნიტური რესურსების თეორია. ბოლო წლებში განსაკუთრებული კვლევის ობიექტი გახდა ლიდერის
ინტელექტუალური და სხვა კოგნიტური უნარების როლი ლიდერის ეფექტურობაში. ერთი შეხედვით პასუხი
თითქოსდა აშკარაა. ბოლოსდაბოლოს როგორ შეიძლება ინტელექტს არ ჰქონდეს მნიშვნელობა? მაგრამ, როგორი
გასაოცარიც არ უნდა იყოს, კვლევები ცოტა მონაცემებს იძლევიან ამის დასადასტურებლად. კავშირი მათ შორის
საკმაოდ სუსტი აღმოჩნდა. ამ შედეგების ერთგვარ ახსნას იძლევა ფიდლერი და გარსია (Fიედლერ & Gარცია,)
რომელიც კოგნიტური რესურსების თეორიის სახელწოდებითაა ცნობილი.

თეორიის მიხედვით, ლიდერის ინტელექტუალური უნარები ახდენენ თუ არა გავლენას ჯგუფზე,


დამოკიდებულია გარკვეულ ფაქტორებზე: პირველი, დამოკიდებულია ლიდერის დირექტიულობის ხარისხზე -
იძლევა თუ არა ის კონკრეტულ ინსტრუქციებს და თანამიმდევრობას. თუ ლიდერი დირექტიულია, მისი
ინტელექტუალური უნარები მნიშვნელოვანი იქნება, რადგან მაღალი ინტელექტი უკეთეს გეგმას,
გადაწყვეტილებას და სტრატეგიას აძლევს მიმდევრებს. თუ ასეთ სიტუაციაში ლიდერი არ არის დირექტული
მის ინტელექტუალურობას ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება. ყოველ შემთხვევაში გეგმებს და გადაწყვეტილებებს
ნაკლები გავლენა ექნება თუ დაქვემდებარებულებთან არ იქნება კომუნიკაციაში. მეორე, ლიდერის
ინტელექტუალურ უნარებსა და ჯგუფის შესრულებას შორის კავშირი საკმაოდ ზომიერია სტრესის გამო. როცა
სტრესი დაბალია, ლიდერი ფოკუსირებული იქნება პირველ რიგში ამოცანასთან დაკავშირებულ საკითხებზე და
მისი ინტელექტუალური უნარები მჭიდროდ იქნება დაკავშირებული ჯგუფის წარმატებასთან. როცა ჯგუფის
წევრებს შორის სტრესი მაღალია, ლიდერის ყურადღება გადაიხრება საკითხებისაკენ რომელიც უშუალოდ არ
არის დაკავშირებული ამოცანასთან. ასეთ პირობებში მის ინტელექტს და სხვა კოგნიტურ უნარებს ნაკლები
შანსი ექნება გავლენა მოახდინოს ჯგუფის შესრულებაზე. ასეთ შემთხვევაში ლიდერის ამოცანასთან
დაკავშირებული გამოცდილება და სოციალური უნარები უფრო მნიშვნელოვანი იქნება ვიდრე ინტელექტი.
აღნიშნული მოსაზრება დამტკიცებულია კვლევებით.

ამრიგად, აღმოჩნდა რომ ლიდერის ინტელექტუალურ უნარებს შესრულებისათვის აქვს მნიშვნელობა


მაგრამ მხოლოდ გარკვეულ პირობებში. მაღალი ინტელექტი თავისთავად არ არის გარანტია წარმატებისათვის.
სხვა ფაქტორები ადეტერმინირებენ იმას, თუ სად და რა ოდენობით იქნება ინტელექტი ჯგუფის წარმატების
განმსაზღვრელი.

კომუნიკაციის სტრუქტურა

ჩვეულებრივ, ჩვენ ვუშვებთ, რომ ჯგუფის ყველა წევრი თავისუფალია თუ ვისთან დაამყარებს
კომუნიკაციას. ეს მართლაც ასეა დისკუსიის ჯგუფში, მაგრამ არსებობენ ჯგუფები, სადაც კომუნიკაციები
შეზღუდულია და ეს შეზღუდულობა ქმნის ჯგუფის სტრუქტურის მნიშვნელოვან ასპექტებს, რომელიც
შინაგანად დამოკიდებულია ლიდერობაზე. მრავალი გამოკვლევა მიეძღვნა ჯგუფის კომუნიკაციის ბადის
შესწავლას. ბაზისური იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ კომუნიკაციები არსებითია ლიდერობისავის, რომ
ინდივიდს, რომელსაც შეუძლია თავისუფალი კომუნიკაცია ტენდენცია აქვს გახდეს ლიდერი. ალბათ
შემთხვევითი არ არის რომ როდესაც ხორციელდება სახელმწიფო გადატრიალება, პირველ რიგში რადიო და
ტელესადგურების ხელში ჩაგდებას ცდილობენ. ვისაც ეს საკომუნიკაციო არხები უკავია ხანგრძლივად, ის არა
მარტო ფლობს ძლიერ პოზიციას ფაქტიურად, არამედ სააშკარაოზე გამოაქვს რომ გაიმარჯვა. ამას აქვს
გარკვეული ეფექტი. ის ვისაც შეუძლია კომუნიკაციის დამყარება არის ან ჩანს როგორც ლიდერი, ყოველ
შემთხვევაში მცირე ჯგუფებში ეს აშკარაა.

ამ სფეროს ტიპიურ ექსპერიმენტულ გამოკვლევებში გამოყენებული იქნა ჯგუფის წევრებს შორის


კომუნიკაციების შეზღუდვები. ეს მიიღწეოდა სუბიექტების ცალკ-ცალკე ოთახებში მოთავსებით და
ურთიერთკომუნიკაციის მხოლოდ წერილობითი ფორმით დაშვებით. ასეთ სიტუაციაში ექსპერიმენტატორს
საშუალება აქვს გააკონტროლოს ვინ ვისთან საუბრობს და შეიძლება ჩართული იქნას კომუნიკაციის
განსხვავებული ნიმუშების დიდი რაოდენობა. ქვემოთ ფიგურებში მოცემულია ზოგიერთი ასეთი ნიმუში ხუთ-
კაციან ჯგუფში სადაც აშკარად ჩანს, რომ სტრუქტურა ადეტერმინირებს წევრების თავისუფლებას
კოიუნიკაციაში.
წრისებური ჯაჭვისებური ჯვრისებური იგრეკისებური

წრეში ყველა წევრი თანასწორია, თითოეულ მათგანს კომუნიკაცია შეუძლია ორ მეზობელთან და არცერთ
სხვასთან, გარდა ამ ორისა. ჯაჭვში ორს შეუძლია საუბარი მხოლოდ ერთ ინდივიდთან ამიტომ, კომუნიკაციის
ტერმინებში, არ არის ხელსაყრელი იყო ჯაჭვის ბოლოებში. სამი დანარჩენი წევრი თანაბარ მდგომარეობაშია,
თითოეული მათგანი ორ სხვასთან აყალიბებს კომუნიკაციას, მაგრამ ინდივიდი რომელიც ცენტრშია,
ერთადერთი ინდივიდია, რომელიც თანაბრადაა დაშორებული ბოლოებიდან. იგრეკი-სებური კომუნიკაციის
შემთხვევაში სტრუქტურა ისეთია, რომ აქვს სამი წევრი და მხოლოდ ერთ წევრს შეუძლია ორ სხვასთან
კომუნიკაცია და ერთს კი შეუძლია საუბარი სამ ინდივიდთან. ბოლოს, ვარსკვლავისებურ ფიგურაში, მხოლოდ
ერთს შეუძლია საუბარი ყველა დანარჩენთან და ყველა დანარჩენს შეუძლია საუბარი მხოლოდ ცენტრში მყოფ
ინდივიდთან.

არსებობს გამოკვლევები, რომლებიც იძლევიან ინფორმაციას თუ რა ხდება როცა ამ ტიპის ჯგუფებს ეძლევა
პრობლემა გადასაწყვეტად, რომელიც მოითხოვს ინფორმაციის ურთიერთ გაცვლას. აღმოჩნდა, რომ რაც უფრო
თავისუფლად,შეზღუდვის გარეშე საუბრობენ ჯგუფის წევრები, მით უფრო კმაყოფილებას გამოთქვამდნენ
ისინი. ის ვინც საუბრობდა ყველასთან იყო უფრო კმაყოფილი, მაშინ როცა ჯაჭვისებრ-კომუნიკაციაში ვისაც
ჯაჭვის ბოლო პოზიცია ეკავა ნაკლებად იყო კმაყოფილი. აღმოჩნდა აგრეთვე, რომ კომუნიკაციის ბუდეში
ინდივიდის პოზიცია მნიშვნელოვნად განსაზღვრავდა თუ ვინ გახდებოდა ლიდერი. როცა ჯგუფის წევრებს
სთხოვეს ეთქვათ არსებობდა თუ არა ლიდერი, და თუ იყო დაესახელებინათ ის, სხვადასხვა ჯგუფის წევრების
ტენდენცია თუ ვის დაასახელებდნენ ნაკლებად იყო განსხვავებული. ზემოდ განხილულ კომუნიკაციის ბადეში,
წრეებში ჩაწერილი ციფრები მიუთითებენ თუ რამდენჯერ იყვნენ ამ პოზიციაში მყოფი ინდივიდები
დასახელებული ლიდერად ჯვრისებრ კომუნიკაციაში კი ყველა სუბიექტი ლიდერად ასახელებდა ინდივიდს,
რომელსაც ცენტრალური პოზიცია ეკავა.

კომუნიკაციური სტრუქტურის გავლენა ჯგუფის შესრულებაზე.

როგორც აღვნიშნეთ, ჯგუფი ისეა სტრუქტურირებული, რომ არსებობს გარკვეული შეზღუდვები


კომუნიკაციაში. ჯგუფის შესრულების დეტერმინაციაში მოსალოდნელია, რომ მნიშვნელოვან როლს შეიძლება
თამაშობდეს კომუნიკაცია. ამიტომ ჩარევა ჯგუფის წევრებს შორის კომუნიკაციაში ზიანს მიაყენებს ჯგუფის
შესრულებას. როგორც აღვნიშნეთ, ინდივიდი რომელიც იმყოფება კომუნიკაციის ბადის ცენტრში, განხილულია
როგორც ლიდერი, ის არის უკეთეს პოზიციაში მიიღოს გადაწყვეტილება. წრისებრ სტრუქტურაში რომელშიც
ყოველ ინდივიდს შეუძლია ინფორმაციის გაცვლა ორ მეზობელთან, აქვთ დეცენტრალიზირებული
კომუნიკაცია და ლიდერობა. კომუნიკაციის მაღალი ცენტრალიზირებული ბადე ქმნის ჯგუფის მაღალ
ცენტრალიზირებულ ლიდერს და ძალაუფლებას.

კვლევითი მონაცემები, ანუ კომუნიკაციის ბადის ასეთი განსხვავებული ტიპები როგორ მოქმედებენ
შესრულებაზე არ არის ერთგვაროვანი. მონაცემების უმრავლესობა მიუთითებენ, რომ ცენტრალიზირებული
ჯგუფი უფრო ეფექტურია როცა ჯგუფი მუშაობს მარტივ პრობლემაზე. ხოლო დეცენტრალიზირებული ჯგუფი
უფრო ეფექტურია რთული პრობლემების გადაწყვეტისას. ერთერთ კვლევაში ჯგუფის ყოველ წევრს მისცეს
ქაღალდის ფურცლები, რომელშიც დახაზული იყო მთელი რიგი გეომეტრიული ფიგურები და სიმბოლოები.
ჯგუფის ამოცანა იყო აღმოეჩინათ თუ რომელი გეომეტრიული ფიგურა ან სიმბოლო იყო ყველა ფურცელზე
დახაზული. პრობლემა ძალიან მარტივი იყო - საჭირო იყო რაც შეიძლება სწრაფად ინფორმაციას თავი მოეყარა
ერთ ადგილზე. ასეთი ტიპის ამოცანა შეესატყვისება მაღალი ცენტრალიზაციის კომუნიკაციის ბადის მქონე
ჯგუფის პირობებს. აქ შეიძლებოდა ინფორმაციის სწრაფად ერთ პიროვნებასთან თავმოყრა.

მეორე კვლევაში, ჯგუფს ეძლევა რთული პრობლემა, რომელიც მოითხოვდა რთული მათემატიკური
მანიპულაციების სერიას. რათა რაც შეიძლება სწრაფად გადაწყდეს ამ სახის ამოცანა, ჯგუფის ყველა წევრმა
უნდა იმუშაოს პრობლემის ნაწილზე თვითონ. ყველა ინფორმაცია კომბინირებული უნდა იქნას. კვლევითი
მონაცემები მიუთითებენ, რომ ასეთი სახის პრობლემის გადაწყვეტისას დეცენტრალიზირებული ჯგუფი უფრო
ეფექტურია.

ცენტრალიზირებული ჯგუფისათვის აგრეთვე დამახასიათებელია ყურადღების ნაკლები გაფანტულობა.


საერთოდ, ჯგუფისათვის დამახასიათებელია ის, რომ ტენდენცია აქვს გაფანტულობისაკენ. რაც უფრო ნაკლებია
კომუნიკაციები და რაც უფრო ნაკლები ადამიანია ჩართული გადაწყვეტილებაში, მით უფრო ნაკლებია
გაფანტულობა. ცენტრალიზირებულ ჯგუფს აქვს ნაკლები ტოტალური კომუნიკაცია და ნაკლებია წევრების
მონაწილეობა გადაწყვეტილებაში. ამიტომ მას აქვს დამატებითი უპირატესობა იყოს ნაკლებად გაფანტული.

მეორეს მხრივ, მნიშვნელოვანია აგრეთვე ჯგუფის წევრების მოტივაცია. ამ მხრივ, დეცენტრალიზირებული


ჯგუფის წევრებს ტენდენცია აქვთ იყვნენ უფრო ბედნიერები და კმაყოფილები მათი პოზიციით და მოსწონთ
ჯგუფი. კმაყოფილება და მორალი პირდაპირ კავშირშია ინდივიდის თავისუფლებასთან კომუნიკაციაში და
გრძნობასთან, რომ აქტიურად მონაწილეობენ ჯგუფურ მსჯელობაში. გარდა ამისა, ის ვისაც შეუძლია
თავისუფალი კომუნიკაცია, მაგ. ცენტრალური წევრი კომუნიკაციის ბადეში, უფრო კმაყოფილია ხოლო ვისაც
კომუნიკაციის ნაკლები შესაძლებლობა აქვს ყველაზე ნაკლებად ბედნიერია. ამ ასპექტით
დეცენტრალიზირებული ჯგუფი ქმნის ყველაზე მეტ კმაყოფილებას. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ
მარტივი ამოცანის შესრულებისას ჯგუფის ეფექტურობაში განსხვავებულობას, ტენდენცია აქვს დროის
გასვლასთან ერთად თანდათანობით გაქრეს. აღმოჩნდა, რომ დაახლოებით !@ ცდის შემდეგ განსხვავებული
ტიპის კომუნიკაციის ბადეებს შორის განსხვავება შესრულებაში ფაქტიურად ქრება. საქმე იმაშია, რომ
მიუხედავად კომუნიკაციის ბადის ტიპისა, ინდივიდები სწავლობენ თუ რა და როგორ უნდა გააკეთონ, რომ
მათი საქმიანობა წარმატებითი იყოს და შედეგად მარტივი ამოცანის შესრულებისას, ჯგუფების ეფექტურობას
შორის განსხვავება თანდათანობით ქრება.

გარდა ამისა არსებობს მონაცემები, რომ ორგანიზაციის ხარისხი მაღალ კორელაციაში იყო ჯგუფის
შესრულებასთან. ჯგუფები, რომლებიც ორგანიზებული იყვნენ დამაკმაყოფილებლად არ განსხვავდებოდნენ
შესრულებაში მიუხედავად მათი თავდაპირველი სტრუქტურისა. ამრიგად შეიძლება ითქვას, რომ ჯგუფის
სტრუქტურა მთლიანად არ განსაზღვრავს ჯგუფის ფინალურ ორგანიზაციას, მაგრამ მას აქვს მნიშვნელოვანი
ეფექტი. რაც უფრო ცენტრალიზირებულია კომუნიკაციის ბადე, მით უფრო ცენტრალიზირებულია ფინალური
ორგანიზაცია. ამასთან კომუნიკაციის ბადის ეფექტი უფრო აშკარაა ჯგუფის შეხვედრების დასაწყისში, მაგრამ
გარკვეულ ხარისხში ის აგრძელებს ამ ეფექტს ჯგუფის შემდგომ ცხოვრებაშიც, სანამ გარკვეული
თვალსაზრისით ჯგუფი არ დაძლევს საწყის სტრუქტურას და არ მიიღებს განსხვავებულ ორგანიზაციას.

ინტერპერსონალური მიზიდულობის სტრუქტურა

ჯგუფის სტრუქტურას ქმნის აგრეთვე ინტერპერსონალური ურთიერთობის ბუნება - სიმპატია - ანტიპატიის


მოდელით. სოციომეტრიით შესაძლებელი ხდება ჯგუფის წევრებს შორის სიმპატია-ანტიპატიური
ურთიერთობების ბადის დადგენა. აღმოჩნდა, რომ სოციომეტრული ურთიერთ არჩევა დეტერმინირებულია
ინტერპერსონალური მოწონების განსაზღვრული ფაქტორებით. ჯგუფის წევრებს შორის სოციალური გაცვლის,
განსაკუთრებით ჯილდოს და სასჯელის შემცველი, მოდელი მნიშვნელოვან როლს თამაშობს მიმზიდველობის
განსაზღვრაში. მნიშვნელოვან როლს თამაშობს აგრეთვე მსგავსება. ინტერპერსონალურ მიზიდვაზე გავლენას
ახდენს აგრეთვე სივრცითი ადგილმდებარეობა და კომუნიკაციის ბადეში მათი მისაწვდომობა. საერთოდ
ადამიანებს უფრო მოსწონთ ის ინდივიდი, რომელთანაც ადვილად შეუძლია კომუნიკაცია. სოციომეტრულ
არჩევანს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს აგრეთვე ინდივიდის სტატუსი ჯგუფში.

ჯგუფის დინამიკა.

ჯგუფის დინამიკაში განიხილება საკითხები თუ როგორ აქტიობს ჯგუფი, რა განსაზღვრავს ჯგუფის გავლენას
მის წევრებზე, რას წარმოადგენენ ის ძალები, რომლებიც ცვლიან ინდივიდის კოგნიციას, მის აფექტურ და
ქცევისეულ კომპონენტებს.
ჯგუფის სტრუქტურულად ფორმირებასთან ერთად იწყება ჯგუფის ნორმების ჩამოყალიბებები, რომელიც
მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჯგუფის წევრებზე ზეგავლენის საქმეში. ამასთან, ჯგუფის დინამიკა
განისაზღვრება იმითაც, თუ რამდენად მიიზიდებიან ერთმანეთისკენ ჯგუფის წევრები, რომლებიც ჯგუფის
შეჭიდულობის, კოჰესიურობის სახელითაა ცნობილი, რომელიც ასევე ჯგუფის ფორმირების, მისი სტრუქტურის
ჩამოყალიბების პარალელურად მიმდინარეობს და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჯგუფის წევრებზე.

ნორმები. ნორმები წარმოადგენენ თამაშის წესებს, იმპლიციურს ან ექსპლიციურს, რომელსაც აყალიბებენ


ჯგუფები რათა მოახდინონ მათი წევრების ქცევების რეგულირება. ნორმები კარნახობენ ჯგუფის წევრებს
როგორ მოიქცნენ ან როგორ არ უნდა მოიქცნენ ამა თუ იმ სიტუაციებში. რადგან ჯგუფები ჩვეულებრივ
დაჟინებით მოითხოვენ მისი წევრების ერთგულებას, როგორც ბაზისურ მოთხოვნას წევრებისათვის, არ არის
გასაკვირი, რომ ინდივიდს, რომელსაც სურს შეუერთდეს ან დარჩეს ჯგუფში არსებითად უნდა მიჰყვეს 3თამაშის
ამ წესებს4. წინააღმდეგ შემთხვევაში ის შეიძლება აღმოჩნდეს ჯგუფის გარეთ.

შეჭიდულობა (კოჰესიურობა) ანუ ის, თუ რამდენად აქვთ ჯგუფის წევრებს მოცემული ჯგუფისადმი
მიკუთნებულობის სურვილი. შეჭიდულობას განსაზღვრავს ყველა ის ძალა როგორც პოზიტიური ისე
ნეგატიური, რომლებიც მიზეზობრივად განსაზღვრავენ ინდივიდის ჯგუფში დარჩენას. პოზიტიურ ძალებში
განიხილება ჯგუფის წევრებს შორის მოწონება, კავშირი ინდივიდუალურ მიზნებსა და ჯგუფის მიზნებს შორის,
ინდივიდისათვის ჯგუფში დარჩენის მაღალი ღირებულება. ნეგატიურ ძალებში იგულისხმება ჯგუფის წევრებს
შორის დაბალი მიზიდვა, ცუდი კავშირი ინდივიდის მოთხოვნილებებსა და ჯგუფის მიზნებს შორის, დაბალი
საფასური ჯგუფში დარჩენისათვის და სხვა ჯგუფის მოძებნის სურვილი.

თითქოსდა ნათელია, რომ როცა საკითხი ჯგუფების შეფასებას ეხება მაღალი კოჰესიურობა ყოველთვის
განხილული უნდა იყოს როგორც დადებითი მოვლენა და ჩვეულებრივ ეს ასეცაა, მაგრამ არის შემთხვევები,
როცა მაღალი კოჰესიურობა ჯგუფის ეფექტური შესრულებისათვის ხელისშემშლელია. მაგ. მაღალი
შეჭიდულობის გამო ჯგუფმა შეიძლება იმდენი დრო დახარჯოს სასიამოვნო სოციალური ურთიერთობისათვის,
რომ ჯგუფის შესრულების დონე საფრთხეში აღმოჩნდეს. გარდა ამისა, თანამედროვე გამოკვლევები
ადასტურებენ, რომ შეჭიდულობის მაღალმა დონემ შრომით საქმიანობაში შეიძლება ხელი შეუშალოს ჯგუფის
შესრულებას, როცა ჯგუფის წევრები გრძნობენ რომ მათი ძალისხმევა არ არის მხარდაჭერილი მენეჯმენტის
მიერ. ასეთ სიტუაციაში მაღალი შეჭიდულობის ჯგუფმა შეიძლება მიიღოს ისეთი მიზნები რომელიც
უგულებელყოფს ორგანიზაციის მიზნებს. ამ შემთხვევაში მაღალი შეჭიდულობის ჯგუფი ადვილად მოიგერიებს
მასზე განხორციელებულ დაწოლას. მაღალ კოჰესიურობას აქვს დადებითი გავლენა ჯგუფის შესრულებაზე, ის
ზრდის ჯგუფის გავლენას მის წევრებზე, მაგრამ აუცილებელი პირობაა ის, რომ ჯგუფის მიზნები უნდა
ემთხვეოდეს ორგანიზაციის მიზნებს.

ჯგუფის გავლენა ინდივიდუალურ შესრულებაზე.

ადამიანები ზოგჯერ მუშაობენ მარტო. მაგ. როცა ინდივიდი გარკვეულ პრობლემაზე მუშაობს სახლში. ზოგჯერ
მუშაობს სიტუაციაში როცა სხვა ადამიანებიც არსებობენ, მაგ. როცა ინდივიდი მუშაობს პრობლემებზე
ბიბლიოთეკაში სადაც სხვა მკითხველებიც არიან. ზოგჯერ ადამიანები მუშაობენ სხვა ადამიანებთან ერთად,
როგორც ჯგუფი რომელიც საერთო პრობლემებზე მუშაობს. რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს სხვა ინდივიდებს
ასეთ სიტუაციაში ჩვენს შესრულებაზე? გავლენა ალბათ განსხვავებული იქნება იმისდა მიხედვით, თუ რა
ურთიერთობა გვექნება ჩვენ იმ სხვასთან. თუ ის უბრალოდ არსებობს ჩვენს სიტუაციაში მაგრამ არ მუშაობს
ჩვენთან ერთად, გავლენა განსხვავებული იქნება ვიდრე მაშინ, როდესაც ისინი მუშაობენ ჩვენთან ერთად,
როგორც ერთი გუნდის წევრები.

სოციალური შემსუბუქება (ფასილიტაცია).


ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში ნორმან ტრიპლიტმა შეამჩნია, რომ ველომრბოლელები, უკეთეს დროს
აჩვენებდნენ რბოლაში შეჯიბრების დროს, ვიდრე ინდივიდუალური ვარჯიშის დროს. პირველი
ექსპერიმენტები ამ პრობლნმაზე ალბათ ტრიპლიტს ეკუთვნის, როცა ლაბორატორიულ პირობებში მან ბავშვებს
დაავალა ძაფის დახვევა რაც შეიძლება სწრაფად, ჯერ ინდივიდუალურად და შემდეგ ჯგუფში. შედეგები
განსხვავებული იყო. ამის შემდეგ უამრავი გამოკვლევა მიეძღვნა ამ საკითხს. კვლევითი შედეგები აჩვენებდნენ,
რომ სხვისი არსებობა აუმჯობესებდა ინდივიდუალურ შესრულებას. მაგრამ ამის პარალელურად მიღებული
იქნა საწინააღმდეგო შედეგებიც, სადაც აშკარა იყო, რომ სხვისი თანდასწრება აუარესებდა ინდივიდუალურ
შესრულებას.

1960-იან წლებში ამ პრობლემით დაინტერესდა რობერტ ზაიონკი (ძაჯონკ, 1965) და სცადა ამ


ურთიერთსაწინააღმდეგო შედეგების ურთიერთშეჯერება. ზაიონკმა, ეს ურთიერთსაწინააღმდეგო შედეგები
ახსნა ექსპერიმენტულ ფსიქოლოგიაში კარგად ცნობილი პრინციპით, რომ აგზნება აძლიერებს დომინირებულ
რეაქციას. ამ პრინციპის გამოყენება ზემოთ მითითებული სოციალურ ფსიქოლოგიური ფენომენის ასახსნელად
შემდეგნაირად ჟღერდა: აგზნების ამაღლება აუმჯობესებს მარტივი ან კარგად დასწავლილი ამოცანის
შესრულებას - რომლებისთვისაც დომინირებულ რეაქციებს წარმოადგენს სწორი პასუხები. და აუარესებს
რთული ან ცუდად დასწავლილი ამოცანების შესრულებას, სადაც დამინირებულია მცდარი პასუხები.
შესაბამისად ზაიონკის მიერ შემოთავაზებული ახსნა ცნობილია სოციალური შემსუბუქების დრაივ თეორიის
სახელწოდებით.

სოციალური შემსუბუქების დრაივ თეორია. ბაზისური იდეა, რომელიც საფუძვლად უდევს ზაიონკის
თეორიას შეიძლება ასე დავალაგლოთ: სხვისი არსებობა ზრდის ინდივიდის მოტივაციას ანუ აღძვრის დონეს. ეს
დებულება ეთანხმება ჩვენს არაფორმალურ გამოცდილებას, რომ ხშირად, სხვისი თუნდაც პასიური არსებობა
სიტუაციაში, იწვევს იმას, რომ განვიცდით გარკვეულ აგზნებას, იწვევს აღძვრის ნიშნებს დაძაბულობის
გრძნობას, აგზნებას. მაგრამ თუ როგორ იმოქიედებს აღძვრის ასეთი გაზრდა ჩვენს შესრულებაზე, ზაიონკის
აზრით, ამას განსაზღვრავს ორი ბაზისური ფაქტი: პირველი, ექსპერიმენტულ ფსიქოლოგიაში კარგად
დადგენილი ფაქტია, რომ აღძვრის დონის ამაღლება ზრდის დომინანტური პასუხების გამოვლენას - ე.ი. იმ
პასუხების გამოვლენას, რომლებისთვისაც ინდივიდი მზადაა შეასრულოს მოცემულ მომენტში. როცა აღძვრის
დონე მაღალია, ტენდენცია შევასრულოთ ძლიერი დომინანტური პასუხები იზრდება; მეორე - ასეთი
დომინანტური პასუხები შეიძლება იყვნენ როგორც სწორი ისე მცდარი.

როცა ეს ორი დაშვება კომბინირებულია დაშვებასთან, რომ სხვისი არსებობა არის აღმძვრელი, შეიძლება
ვიწინასწარმეტყველოთ: (1) სხვების არსებობამ შეიძლება ხელი შეუწყოს (შეამსუბუქოს) შესრულებას როცა
ინდივიდის დომინანტური პასუხები მოცემულ კონტექსტში არის სწორი; (2) სხვების არსებობამ შეიძლება
ფაქტიურად ხელი შეუშალოს შესრულებას, როცა ინდივიდის დომინანტური პასუხები ამ სიტუაციისთვის
მცდარია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სხვისი არსებობა ხელს შეუწყობს კარგად დასწავლილი პასუხების
გამოვლენას, მაგრამ ხელს შეუშლის ქცევის ჯერ კიდევ არა დაოსტატებული ფორმების შესრულებას. 1960-იან
წლებში როგორც ზაიონკის და მისი კოლეგების ისე სხვების მიერ ჩატარებული კვლევები ადასტურებენ ამ
ჰიპოთეზებს.

სოციალური შემსუბუქების დრაივ თეორია ემყარება ადამიანის ბუნების გარკვეულ გაგებას. კერძოდ
ჩათვლილია, რომ ადამიანი თავისი ბუნებით უფრო კონკურენტულია ვიდრე თანამშრომლური და ეს
განსაზღვრავს იმას, რომ სხვისი თანდასწრება, თუნდაც მინიმალურ სოციალურ სიტუაციაში ადამიანის
შეჯიბრებითი ბუნების გამო შინაგანად 3უმტკიცებს4 სხვას თავის კარგ ბიჭობას, რაც იწვევს აღძვრის ამაღლებას.
ერთი სიტყვით დაშვებულია რომ ადამიანის შეჯიბრებითი ბუნება განსაზღვრავს სოციალური შემსუბუქების
დინამიკას.

იმის გასარკვევად, ადამიანი თავისი ბუნებით თანამშრომლურია თუ შეჯიბრებითი, საინტერესო კვლევები


ჩატარდა ლაბორატორიული თამაშის გამოყენებით, სადაც ხდებოდა ყოველდღიური ურთიერთქმედების
სიმულაცია. ამ გამოკვლევებს შორის განსაკუთრებით გამოიკვეთა ორი ე.წ. ტვირთვის გადაზიდვის თამაში და
პატიმრის დილემის თამაში. ამ კვლევების საერთო შედეგები იყო ის, რომ სუბიექტებს - საშუალო კლასის, თეთრ,
ამერიკული კოლეჯის სტუდენტებს, უფრო ტენდენცია ჰქონდათ შეჯიბრისაკენ, მაშინაც კი როცა
თანამშრომლობა მეტ მოგებას მოუტანდა მათ.

ტვირთვის გადაზიდვის თამაში (Dეუტსცჰ ანდ Kრაუსს, 1960) გამოყენებული იყო ორ სუბიექტიანი თამაში
რომელსაც უწოდეს ტვირთის გადაზიდვის თამაში. ექსპერიმენტში სუბიექტებს სთხოვდნენ წარმოედგინათ რომ
ისინი არიან ტვირთის გადაზიდვის კომპანიის წარმომადგენლები (აკმე კომპანია და ბოლტ კომპანიიდან
ერთერთში) და ტვირთი უნდა გადაეტანათ ერთი წერტილიდან მეორეში რაც შეიძლება სწრაფად. ეს ორი
კომპანია არ იყო ურთიერთკონკურენტული, მათ ჰქონდათ განსხვავებული საწყისი და საბოლოო წერტილი.
მაგრამ ჰქონდათ ერთი დაბრკოლება. მალე ისინი ერთმანეთს ხვდებოდნენ ერთ სავალ გზაზე, სადაც უნდა
წასულიყვნენ ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით (იხ.ფიგ.7-1). ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციაში
იყო ის, რომ ერთერთს მოეცადა, სანამ მეორე არ გაივლიდა ამ გზას. თუ ორივე შევიდოდა გზის ამ მონაკვეთში,
ვერცერთი ვერ იმოძრავებდა სანამ ერთერთი არ დაიხევდა უკან და არ გაატარებდა მეორეს. თითოეული მანქანა
უზრუნველყოფილი იყო მეორე გზით, მაგრამ ეს იყო შემოვლითი, ძალიან გრძელი გზა. ფაქტიურად თამაში ისე
იყო დაგეგმილი, რომ შემოვლითი გზის არჩევა ბევრი ქულების დაკარგვას იძლეოდა და არც ერთისთვის არ იყო
ხელსაყრელი. პირდაპირი გზის არჩევით არსებობდა ქულების საკმაო რაოდენობით მიღების შესაძლებლობა თუ
ისინი ერთმანეთს რიგრიგობით დაუთმობდნენ გზას. სუბიექტებს უთხრეს, მათი მიზანი იყო მიეღოთ რაც
შეიძლება მეტი ქულები. ინსტრუქციაში არაფერი იყო ისეთი ნათქვამი, რომელიც გამოიწვევდა შეჯიბრს, თუ ვინ
მეტ ქულას დააგროვებდა. სიტუაციაში ნათელი იყო რომ ოპტიმალური სტრატეგია იქნებოდა პირდაპირი გზის
გამოყენება, გზის ერთხაზიანი მონაკვეთის მონაცვლეობითი დათმობით. მიუხედავად ამისა, შედეგების
ანალიზი აჩვენებდა, რომ ადგილი ჰქონდა თანამშრომლობის ძალიან მცირე რაოდენობას. მოთამაშეები,
ნაცვლად იმისა რომ გზა დაეთმოთ ერთმანეთისათვის, იბრძოდნენ ამ მონაკვეთის გამოყენებისთვის და
ფაქტიურად კარგავდნენ ქულების დიდ რაოდენობას. ფაქტიურად ისინი ცდილობდნენ გამოეყენებინათ ეს
მოკლე გზა და ხვდებოდნენ ერთმანეთს შუაში. ჯიუტად იცდიდნენ სანამ მეორე მხარე არ დაიხევდა.
ბოლოსდაბოლოს, ერთერთი იხევდა უკან, მაგრამ ამასობაში ძალიან ბევრი ქულა იკარგებოდა ორივესთვის.
მომდევნო მცდელობაში ისინი იგივეს იმეორებდნენ. შემთხვევითი თანამშრომლობითი მცდელობაც
გამოერეოდა, მაგრამ უმრავლესობა მცდელობისა იყო შეჯიბრებითი. როგორც ვხედავთ ავტორებმა გამოიყენეს
მათემატიკოსების მიერ განვითარებული თამაშის თეორიის მსგავსი სიტუაცია, სადაც თამაშის მათემატიკური
გაანალიზება ხდება და ეხება იმას, თუ რა უნდა გავაკეთოთ ყოველ საფეხურზე რათა მაქსიმალური გავხადოთ
მოგება. თამაშის მათემატიკურ თეორიაში ყოველ მოცემულ საფეხურზე სხვისი ქცევის ანალიზიდან
გამოითვლება საკუთარი ქცევის ოპტიმალური ვარიანტი და ასეთი ორმხრივი გამოთვლით ხდება ოპტიმალური
ვარიანტის დადგენა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ თამაშის თეორიის სტრატეგია არ მუშაობს ჩვენს მიერ დასმული
პრობლემის მიმართ. რადგან როგორც შედეგები აჩვენებენ, სუბიექტები არ მიჰყვებიან იდეალურ სტრატეგიას.
მაშინაც კი როცა აშკარაა, რომ თანამშრომლობა საუკეთესო სტრატეგიაა, სუბიექტები არჩევენ შეჯიბრებას.
პრობლემა ის კი არ არის სუბიექტისთვის არსებობს თუ არა საუკეთესო სტრატეგია,მისი არსებობა აშკარა იყო,
არამედ ის თუ რა ფაქტორები აძლიერებენ ან ასუსტებენ შეჯიბრის სიტუაციას.

იგივე შედეგები იქნა მიღებული ე.წ. პატიმრის დილემის თამაშში, რომელიც ჯამში არა ნოლის პრინციპზეა
აგებული. თამაშში ჩართულია ორი დანაშაულში ეჭვმიტანილი, რომელსაც იძიებს პოლიცია. გამომძიებელი
ფიქრობს, რომ ორივე (სუბიექტები) დამნაშავეა, ორივე დაპატიმრებულია, მაგრამ არა აქვს მტკიცებულება არც
ერთის მიმართ. 3პატიმრები4 მოათავსეს ცალკ-ცალკე ოთახებში და თითოეულს ეუბნებიან, რომ მათ აქვთ ორი
არჩევანი - აღიარონ დანაშაული ან არა. თუ არცერთი არ აღიარებს დანაშაულს, ისინი არ იქნებიან აღიარებულნი
როგორც მთავარი დამნაშავეები, მაგრამ გამომჟიებელს შეუძლია ორივე აღიაროს დამნაშავედ და ორივე მიიღებს
სასჯელს - პატიმრობას ათი წლით. თუ ორივე აღიარებს, ორივე აღიარებული იქნება როგორც დამნაშავე, მაგრამ
გამომძიებელი მოითხოვს შეწყნარებას და თითოეული მიიღებს პატიმრობას ერთი წლით. მაგრამ, თუ ერთი
აღიარებს და მეორე არა, ის ვინც აღიარა გათავისუფლდება, რადგან დაეხმარა გამოძიებას საქმის გარკვევაში და
ვინც არ აღიარა მიიღებს სასჯელის მაქსიმუმს -15 წელი პატიმრობა (იხ. ფიგ7-2).სუბიექტები თამაშობენ
განუწვეტლად, მაგრამ არ ელაპარაკებიან ერთმანეთს. თითოეულმა უნდა გადაწყვიტოს რომელს აირჩევს. თუ რა
ეფექტი ექნება მის არჩევას, დამოკიდებულია მეორე სუბიექტის არჩევაზე. მან თავის არჩევაში უნდა ივარაუდოს
და გაითვალისწინოს მეორის არჩევანი. აქაც ოპტიმალურია თანამშრომლობითი სტრატეგია, მაგრამ აღმოჩნდა
რომ აქაც შეჯიბრის ძლიერი ტენდენცია არსებობს, ყველა პასუხის დაახლოებით მესამედი იყო თანამშრომლურ
სტრატეგიაზე აგებული, დანარჩენი პასუხები შეჯიბრის სტრატეგიის გამომხატველი იყო.

შემდეგ გამეორდა ექსპერიმენტები, სადაც სუბიექტებს ევალებოდათ რაც შეიძლება მეტი ქულების
დაგროვება პირობებში რომელიც მოცემულია ფიგ.7-3-ში. აქაც სუბიექტებს დამოუკიდებლად უნდა აერჩიათ X ან
Y თუ ორივე აირჩევდა X-ორივე იგებდა 10-10 ქულას. თუ ორივე აირჩევდა Y-ს, ორივე აგებდა 5-5 ქულას. თუ
ერთი აირჩევდა X-ს, ხოლო მეორე Y-ს, ის ვინც აირჩია Y-იგებდა 15-ს, ხოლო ვინც აირჩია X - აგებდა 15 ქულას.

აქაც ჭარბობდა შეჯიბრებითი სტრატეგიის არჩევა. მოთამაშეები ხვდებოდნენ, რომ უფრო გონივრული
იქნებოდა თანამშრომლური სტრატეგიის არჩევა. ის ფაქტი, რომ მიუხედავად ამისა ისინი განაგრძობდნენ
შეჯიბრებითი სტრატეგიის არჩევას, მიუთითებს იმაზე, რომ ისინი ეჯიბრებიან ერთმანეთს. ეს ნათლადაა
ნაჩვენები ფიგურა 7-44-ში, სადაც პირობები ისეთია, რომ ნებისმიერ ვარიანტში თანამშრომლობა საუკეთესო
სტრატეგიაა და მიუხედავად ამისა სუბიექტების უმრავლესობა მაინც შეჯიბრებით სტრატეგიას ირჩევს.
როგორც ვხედავთ, ამ პირობებში თუ მოთამაშე A აირჩევს X-ს, ის მიიღებს მეტ ქულას მიუხედავად იმისა თუ რას
აირჩევს მოთამაშე B. ის იგებს ან 4-ს ან 1-ს, თუ აირჩევს Y-ს მაშინ ან იგებს 3-ს ან არცერთს. ასეთივეა მოგების
შანსი მოთამაშე B-სთვის. როგორც ვთქვით ამ სიტუაციაშიც სუბიექტები უფრო შეჯიბრის სტრატეგიას ირჩევენ.
შეჯიბრის სტრატეგიის არჩევის ერთადერთი პირობა ის არის, რომ მოთამაშეს შეუძლია დააგროვოს მეტი ქულა
ვიდრე დააგროვებს მეორე, თუმცა ის ყოველთვის იღებს ნაკლებ ქულას ვიდრე შეეძლო მიეღო და ეს თვითონაც
კარგად აქვს გაცნობიერებული. სუბიექტები აღნიშნავდნენ, რომ ამას აკეთებდნენ იმიტომ, რომ დაემარცხებინათ
მეორე მოთამაშე. და ეს მიუხედავად იმისა, რომ ექსპერიმენტატორმა დასაწყისში უთხრა მათ რომ თამაშის
მიზენი იყო მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ქულა.

ფაქტორები რომლებიც გავლენას ახდენენ შეჯიბრებაზე.

ჯილდო. აღმოჩნდა, რომ შეჯიბრების ტენდენცია ცოტათი იცვლება, როცა შესრულებისთვის ჯილდო იზრდება.
როდესაც სუბიექტები თამაშის სიტუაციაში ქულების ნაცვლად ცენტებს იღებდნენ ჯილდოთ, ე.ი. მოგება
უმნიშვნელო იყო, შეჯიბრის ტენდენცია უფრო დომინირებდა ვიდრე ფულის გამომუშავების სურვილი. როცა
გასამრჯელო გაიზარდა და სუბიექტებს შეეძლოთ მოეგოთ გარკვეული თანხა დოლარებში, მოგების სურვილის
უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ასეთ შემთხვევაში იქნება კონფლიქტი შეჯიბრების სურვილსა მოგების სურვილს
შორის. ასეთ სიტუაციაში უკვე არსებობს შეჯიბრების სტრატეგიის არჩევის შემცირების ტენდენცია. თუმცა
როგორც კვლევითი მონაცემები მიუთითებენ, როცა გასამრჯელო საკმაოდ მაღალი იყო, ზოგჯერ, მაინც
არსებობდა შეჯიბრებითი სტრატეგიის არჩევის ტენდენცია. როგორც ჩანს შეჯიბრების სურვილი საკმაოდ
ძლიერია. ყოველ შემთხვევაში ჩვენ საზოგადოებაში, ერთერთი საკმაოდ ძლიერი დინამიკური ფაქტორია
შეჯიბრებითი გრძნობა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანები ყოველთვის გრძნობენ კონკურენციას ყოველ
სიტუაციაში. უფრო უნდა ვივარაუდოთ, რომ შეჯიბრება არის ძლიერი კომპონენტი ბევრ ინტერპერსონალურ
სიტუაციაში.

მუქარა. ერთერთ ექსპერიმენტულ სერიაში, ტვირთის გადატანის თამაშის სიტუაციაში, ერთი ან ორივე
მოთამაშე უზრუნველყოფილი იყო მუქარით, ბარიერის ფორმით, რომელიც დაყენებული იყო ერთხაზიან
გზაზე. როცა მხოლოდ ერთი მოთამაშე იყენებდა ბარიერს, ასეთ პირობას ეწოდებოდა ცალმხრივი მუქარა; როცა
მას ორივე მოთამაშე იყენებდა, ამ პირობას ორმხრივი მუქარა ეწოდებოდა. ბარიერები არავითარ შემთხვევაში
ხელს არ უშლიდა თანამშრომლობას.

აღმოჩნდა, რომ ბარიერის არსებობა მნიშვნელოვან განსხვავებას ქმნიდა თანამშრომლობის ოდენობაში.


როცა მუქარა არცერთ მათგანს არ ჰქონდა გამოსაყენებლად, არსებობდა თანამშრომლობის ყველაზე მეტი
რაოდენობა. როცა ბარიერს ერთერთი მათგანი ფლობდა, თანამშრომლობა ნაკლები იყო და იმას, რომელიც
ფლობდა მუქარას ტენდენცია ჰქონდა უკეთესად ემოქმედა. ბოლოს, როცა მუქარას ორივე ფლობდა,
თანამშრომლობის ყველაზე ნაკლები რაოდენობა ფიქსირდებოდა. ტიპიური შედეგი იყო ის, რომ ორივე
აღმართავდა ბარიერს და იყენებდნენ გრძელ გზას.

ინსტრუქცია. როგორც ვნახეთ, პატიმრის დილემის სიტუაციაში არსებობდა შეჯიბრებითი სტრატეგიის


არჩევის ტენდენცია. აღმოჩნდა, რომ ამ გრძნობაზე შეიძლება გავლენა იქონიოს იმან, თუ რა მიზანი დაუსახეს
სუბიექტებს ექსპერიმენტატორებმა. ერთერთ კვლევაში, სუბიექტები განაწილდა სამი განსხვავებული
სიტუაციიდან ერთერთში. !- თანამშრომლობითი ინსტრუქცია, სადაც ხაზგასმული იყო მეორე მოთამაშის
კეთილდღეობა, @- შებრიბებითი ინსტრუქცია, სადაც ხაზგასმული იყო რაც შეიძლება თვითონ მიეღო მეტი
მოგება, უფრო მეტი ვიდრე მეორე მიიღებდა; #- ინდივიდუალური ინსტრუქცია, სადაც სუბიექტის ერთადერთი
მიზანი იყო მოეგო რამდენადაც შეიძლებოდა ბევრი და სხვა მოთამაშე უგულებელყოფილი იყო.
აღმოჩნდა, რომ ინსტრუქცია გავლენას ახდენდა სტრატეგიის არჩევაზე. სუბიექტები, რომლებიც
თანამშრომლობით სიტუაციაში თამაშობდნენ, )0%-ზე მეტ შემთხვევაში თანამშრომლობით სტრატეგიას
ირჩევდნენ, ინდივიდუალური ინსტრუქციით მოთამაშეები თანამშრომლობას ირჩევდნენ @50%-შემთხვევაში.
შეჯიბრების ინსტრუქციის შემთხვევაში შემთხვევების მხოლოდ 20% იყო თანამშრომლობითი.

კომუნიკაცია. როდესაც სუბიექტებს, ექსპერიმენტის დაწყებამდე ნება დართეს ურთიერთკომუნიკაციაზე,


შედეგი იყო ის, რომ მიუხედავად განსხვავებული ინსტრუქციებისა თანამშრომლობა მნიშვნელოვნად
გაიზარდა.

1980-იან წლებში ამ პრობლემის კვლევებმა განსხვავებული მიმართულება მიიღო რომელსაც ქვემოთ


განვიხილავთ, როდესაც სოციალურ დილემაზე გვექნება საუბარი.

დაისვა საკითხი, სოციალური შემსუბუქება მიმდინარეობს მხოლოდ, სხვისი, სიტუაციაში ფიზიკურად


არსებობიდან თუ სხვა ფაქტორებიც თამაშობენ გარკვეულ როლს? ამ საკითხების გასარკვევად განხორციელდა
კვლევა, სადაც სუბიექტებს უნდა გამოევლინათ წინასწარ დასწავლილი პასუხები სამიდან ერთერთ
ექსპერიმენტალურ პირობებში: 1. როცა მარტო იყვნენ ლაბორატორიაში; 2. როცა ლაბორატორიაში სხვა
ინდივიდი იმყოფებოდა, მაგრამ მას თვალები ჰქონდათ ახვეული და 3. როცა ორი სხვა ინდივიდი არსებობდა და
ისინი ინტერესს იჩენდნენ თუ როგორ შეასრულებდა დავალებას სუბიექტი. შედეგები მიუთითებდნენ, რომ
სოციალური შემსუბუქების ფენომენი დასტურდებოდა მხოლოდ მესამე ექსპერიმენტულ პირობებში.

ამ უკანასკნელმა გამოკვლევამ და სხვა კვლევებმაც, რომლებიც 1970-იან წლებში ჩატარდა, ზოგიერთი


მკვლევარი მიიყვანა იმის დაშვებამდე, რომ სოციალური შემსუბუქება მიმდინარეობს როგორც შეფასება -
გაგებიდან (რომელიც ეხება იმას, რომ ინდივიდი შეფასებული იქნება სხვის მიერ) ისე სელფ-პრეზენტაციიდან
(გამოვჩნდე კარგი სხვის თვალში). ამდენად, შესაძლებელია ეს ფაქტორები და არა უბრალოთ სხვისი არსებობა
სიტუაციაში, წარმოადგენენ მნიშვნელოვან ფაქტორებს, რათა განვსაზღვროთ დამსწრის, თანააქტიობის გავლენა
შესრულებაზე.

თითქოსდა ასეთი ვარაუდი გონივრული ჩანს. ბოლოსდაბოლოს ადამიანები ზრუნავენ იმაზე, თუ რა


შთაბეჭდილებას დატოვებენ ისინი სხვებზე, ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ შეაფასებენ მას სხვები. ასე რომ
შესაძლოა ეს მართლაც საპატიო მოტივი იყოს მრავალ სიტუაციში. მაგრამ არსებობს მონაცემები, რომ
სოციალური გაადვილების მსგავს ეფექტს შეიძლება ქონდეს ადგილი სიტუაციაში, სადაც ამ ფაქტორებზე
შეუძლებელია ლაპარაკი. მხედველობაში გვაქვს ზაიონკის და მისი კოლეგების კვლევები სადაც ტარაკანები და
ჭიანჭველებიც ამჟღავნებენ სოციალურ შემსუბუქების მსგავს ეფექტს.

გახლეჩილი ყურადღების კონფლიქტის მოდელი.

მონაცემების საერთო ანალიზი მკვლევარების წინაშე აყენებდა დილემას: სოციალური შემსუბუქება


მომდინარეობს სხვისი უბრალოდ ფიზიკური არსებობიდან, შეფასება გაგებიდან, სელფ-პრეზენტაციაზე
ზრუნვიდან, თუ რომელიმე სხვა ფაქტორებიდან? შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული პასუხი ამ საკითხზე ჯერ
კიდევ არ არსებობს. ერთი შესაძლებლობა რომელიც მეტნაკლებად მხარდაჭერილია თანამედროვე მონაცემებით
არის ის, რომ ყველა ეს ცვლადი თამაშობს გარკვეულ როლს. მეორე შესაძლებელი ახსნა შემსუბუქებისა არის ე.წ.
გახლეჩილი - ყურადღების კონფლიქტ თეორია (ღ.შ Bარონ,1986)

მსგავსად სხვა სოციალურ ფსიქოლოგიური თეორიებისა, ეს თეორიაც უშვებს, რომ დამსწრის ან


თანამონაწილის გავლენა ამოცანის შესრულებაზე მომდინარეობს აღძვრის დონის ამაღლებიდან. ზემოთ
განხილული თვალსაზრისისგან განსხვავებით, თეორია ვარაუდობს, რომ აღძვრის დონის ამაღლებას იწვევს ორ
ტენდენციას შორის კონფლიქტი: (1) ტენდენცია ყურადღება მიაქციო ამოცანას და (2) ტენდენცია ყურადღება
წარმართო დამსწრეს ან თანამონაწილისაკენ. კონფლიქტს, რომელსაც ქმნის ეს კონკურენტული ტენდენცია
მივყავართ მოტივაციის ან აღძვრის გაძლიერებამდე. ეს კი თავის მხრივ ზრდის დომინანტური პასუხების
შესრულების ტენდენციას და ზრდის ან ამცირებს შესრულებას იმისდა მიხედვით დომინირებული პასუხები
სწორია თუ მცდარი.
გარკვეული მონაცემები მიუთითებენ ასეთი მიდგომის მხარდამჭერ ფაქტებზე. მაგ. აღმოჩნდა, რომ
თანდასწრება ჩანს, გვაძლევს სოციალური შემსუბუქების ეფექტს მხოლოდ მაშინ, როცა ყურადღებას
წარვმართავთ ამ კონფლიქტში იმ მიმათულებით, რომელსაც ამოცანა მოითხოვს. თუ ყურადღება
თანადამსწრესკენაა მიმართული, ამოცანის შესრულებისას ფაქტიურად კონფლიქტი არ არის, შესაბამისად
სოციალურ შემსუბუქებასაც არ აქვს ადგილი. სუბიექტები აღნიშნავენ გახლეჩის განცდის მაღალ ხარისხზე,
როცა ისინი ასრულებენ სხვადასხვა ამოცანებს თანდამსწრის არსებობისას ვიდრე როცა ამოცანას ასრულებენ
მარტო.

უნდა აღინიშნოს, რომ არა ყველა კვლევითი მონაცემებია კონსისტენტური წინასწარმეტყველებისა,


რომელსაც გვთავაზობს გახლეჩილი ყურადღების თეორია.

ჯგუფი და ამოცანის შესრულება.

როგორც მივუთითეთ შრომის უმრავლესობა ხორციელდება ჯგუფურ სიტუაციაში. არსებობს რწმენა, რომ
ადამიანები როცა მუშაობენ ერთად აკეთებენ გაცილებით მეტს ვიდრე როცა მუშაობენ მარტო. ხშირად ეს ასეცაა.
ძალისხმევის კოორდინაციით ჯგუფს შეუძლია ისეთი მიზნების მიღწევა, რომლის მიღწევის იმედი არაფრით არ
ექნებოდა მარტო. დგება საკითხი ჯგუფი ყოველთვის უფრო ეფექტურია ვიდრე ინდივიდები? პასუხი აღმოჩნდა
რომ არც ისე მარტივია. შრომით ჯგუფს მართლაც აქვს გარკვეული უპირატესობა. მაგ. ის ინდივიდებს
შესაძლებლობას აძლევს გაუზიარონ ერთმანეთს ცოდნა და უნარები. ჯგუფური შრომა, სამუშაოს ეფექტური
დანაწილების შესაძლებლობას იძლევა ისე, რომ კონკრეტულმა ინდივიდმა აკეთოს ის საქმე რომელშიაც ის
უფრო კომპეტენტურია. მეორეს მხრით, ჯგუფის სიტუაცია ავლენს გარკვეულ პრობლემებს. ჯერ ერთი, როგორც
აღვნიშნეთ, როცა შეჭიდულობა მაღალია, ჯგუფის წევრები შესაძლოა მეტ დროს და ენერგიას ხარჯავენ
სასიამოვნო, მაგრამ არაპროდუქტულ სოციალურ ურთიერთობებზე. გარდა ამისა, ჯგუფის დაწოლა, იყო
არსებული ნორმების ერთგული და 3აკეთო საქმეები ისე, როგორც ყოველთვის კეთდებობა,4 შესაძლოა
ხელისშემშლელი იყოს ახალი და უკეთესი პროცედურების განვითარებისათვის. ამასთან მიუთითებენ ამოცანის
ტიპის მნიშვნელობაზეც.

ამოცანის ტიპი და ჯგუფის შესრულება. ამოცანების კლასიფიკაცია შემოგვთავაზა სტეინერმა (შტეინერ,1972). მან
არსებითად გამოყო ამოცანის სამი ტიპი: ადიტური, კონიუქტური და დისიუნქტური.

ადიტური ამოცანა - სადაც თითოეული წევრის წვლილი გაერთიანებულია ერთ მარტივ ჯგუფურ
პროდუქტში. მაგ. როდესაც რამდენიმე ინდივიდი აერთიანებს თავის ძალას რათა ასწიონ მძიმე ტვირთი, ან
როდესაც რამოდენიმე ინდივიდი კარდაკარ დადის რათა მიღწეულ იქნას ხელმოწერის მნიშვნელოვანი
რაოდენობა, ასეთ შემთხვევაში ამოცანის შესრულება მოითხოვს ინდივიდუალური ძალების შეჯამებას. ასეთ
სამუშაოზე ცხადია, მნიშვნელოვანია კოორდინაცია. აზრი არ აქვს მძიმე ტვირთის ასაწევად ადამიანებმა
თავიანთი ძალა გამოიყენონ სხვადასხვა დროს და ა.შ.

კონიუნქტური ამოცანა - როცა ჯგუფის ფინალური პროდუქტი დეტერმინირებულია მისი 3უსუსტესი


კავშირებით4 - ანუ ჯგუფის უსუსტესი წევრის ძალით. მაგ. აკრობატების ჯგუფის ძალისხმევა ააშენონ
3ადამიანების პირამიდა4. ცხადია, რა სიმაღლეს შეიძლება მიაღწიოს პირამიდამ დეტერმინირებულია ჯგუფის
უსუსტესი წევრის სიძლიერეზე.

დისიუნქტური ამოცანა - სადაც ჯგუფის წარმატება ასევე ერთადერთი წევრითაა დეტერმინირებული.


მაგრამ ამ შემთხვევაში საუკეთესო ან უფრო კომპეტენტური ინდივიდი ადეტერმინირებს ზღვარს. მაგ.
მეცნიერების ჯგუფი რთული პრობლემის წინაშე. ჯგუფს შეუძლია მიიღოს ერთადერთი გადაწყვეტა და
ამდენად წარმატება დეტერმინირებული იქნება საუკეთესო იდეით რომელიც შემოთავაზებული იქნება
რომელიმე წევრის მიერ.
როგორც აღვნიშნეთ, ჯგუფი თუ ინდივიდი რომელია უფრო ეფექტური, დამოკიდებულია ამოცანის
ტიპზეც. როგორ შეიძლება შევადაროთ ჯგუფის და ინდივიდის ეფექტურობა თითოეული ამ ტიპის ამოცანის
მიმართ?

ცხადია ადიტიურ ამოცანებში, ჯგუფი უფრო ეფექტურია ვიდრე ინდივიდი, მაგრამ იმ პირობით, რომ: (1)
უზრუნველყოფილი იქნება ძალების კოორდინაცია და (2) გამორიცხული იქნება სოციალური სიზარმაცის
ფენომენი - ჯგუფურ აქტიობაში ინდივიდის ტენდენცია აიღოს მსუბუქი საქმე და მძიმე შრომა დაუთმოს სხვას.

კვლევითი მონაცემები გვარწმუნებენ, რომ მრავალ შემთხვევაში ჯგუფის წევრებს შორის კოორდინაცია არ არის
ადვილად მისაღწევი. როგორც ჩანს, ინდივიდებს ხშირად ყურადღება გადააქვთ ერთმანეთზე იმ შედეგით, რომ
ფაქტიურად ჯგუფები ნაკლებს ქმნიან ვიდრე ინდივიდების ექვივალენტური რაოდენობა ქმნის
ინდივიდუალურად. სიტუაცია ნაკლებად სასიკეთოა კონიუნქტურული ამოცანის შესრულებისას, სადაც
საერთო ჯგუფური შესრულება დეტერმინირებულია უსუსტესი წევრით. ასეთ სიტუაციაში ინდივიდებს
ტენდენცია აქვთ აღემატებოდეს ჯგუფს როგორც შედეგის რაოდენობრივ მახასიათებლებში ისე ხარისხში.
დისიუნქტური ტიპის ამოცანის შემთხვევაში, ჯგუფს ტენდენცია აქვს ჰქონდეს კრიტიკული წერტილი. ჯგუფს
უნდა ყავდეს კომპენტენტური ტალანტური წევრი და მნიშვნელოვანია აგრეთვე ის, შეუძლია თუ არა მას თავისი
წარმატებითი იმედები ან გადაწყთეტილება მიაღებინოს ჯგუფს.

სოციალური სიზარმაცე. როგორც აღვნიშნეთ, ჯგუფის აქტობისა და მისი ეფექტურობის საკითხი


დაკავშირებულია პრობლემასთან, რომელიც სოციალური სიზარმაცის ფენომენის სახელწოდებითაა ცნობილი.
ტენდენციას, როცა ადამიანები გაერთიანებული ძალებით მოქმედებენ საერთო მიზნის მისაღწევად, ინდივიდმა
გამოავლინოს ნაკლები ძალისხმევა ვიდრე გამოავლენდა ინდივიდუალური პასუხისმგებლობის შემთხვევაში,
უწოდებენ სოციალურ სიზარმაცეს. აღმოჩნდა, რომ ჯგუფურ აქტიობებში, როცა საქმე გვაქვს პასუხისმგებლობის
დიფუზიასთან, ინდივიდები ცდილობენ ადვილად გამოვიდნენ მდგომარეობიდან პრინციპით 3დაუთმე სხვას
შრომითი ტვირთი4.

სოციალური სიზარმაცის ეფექტი იკვლიეს ლაბორატორიულ პირობებში ლატანემ და მისმა კოლეგებმა


(Lატანე,ჭილლიამს & Hარკინს. 1979). ერთერთ კვლევაში სტუდენტებს სთხოვეს ტაში შემოეკრათ და
განეხორციელებინათ მოწონებითი შეძახილები რაც შეიძლება ძლიერ და ხმამაღლა. ექსპერიმენტული პირობები
ისეთი იყო, რომ ექსპერიმენტატორს შეეძლო თითოეული ინდივიდის ტაშის შემოკვრის და მოწონებითი
შეძახილების ინტენსიობის ინდივიდუალური განსაზღვრა. ექსპერიმენტი ტარდებოდა ინდივიდუალურად, ორ,
ოთხ და ექვსკაციან ჯგუფებში. შედეგი იყო ის, რომ თითოეული სუბიექტის ხმის და ტაშის შემოკვრის
ინტენსიობა მცირდებოდა ჯგუფის ზრდასთან ერთად. აღნიშნული ექსპერიმენტი ჩატარდა განსხვავებულ
ვარიანტებში. შედეგები თითქმის ერთმნიშვნელოვანი იყო.

გარდა ამისა აღმოჩნდა, რომ სოციალური სიზარმაცე არის საკმაოდ ზოგადი ფენომენი. ეს ერთნაირად
ვლინდება ორივე სქესში, განსხვავებულ კულტურებში და საკმაოდ ფართე სამუშაო პირობებში.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჯგუფური სოციალური აქტიობა ადამიანებისთვის თითქმის ბუნებრივი


მდგომარეობაა, გასაგებია თუ რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება სოციალური სიზარმაცის ფენომენს. გასაგები
ხდება მისი პრაქტიკული მნიშვნელობა. საკითხის პრაქტიკულმა მნიშვნელობამ სტიმული მისცა სოციალური
სიზარმაცი ფენომენის ამხსნელი თეორიების ჩამოყალიბებას. მაგალითად, სოციალური ბიძგის თეორია,
სოციალურ სიზარმაცეს უკავშირებს პასუხისმგებლობის დიფუზიის საკითხს. ამ თეორიის მიხედვით რაც უფრო
დიდია ჯგუფი მით უფრო ნაკლებად გრძნობენ პასუხისმგებლობას მისი წევრები, ჯგუფის ამოცანების
შესრულებისათვის. ზოგიერთი თეორია სოციალურ სიზარმაცეს უკავშირებს მოტივაციის პრობლემას, რომ
რადგან ჯგუფის თითოეული წევრი აცნობიერებს რომ საერთო საქმეში მათი წვლილის შეფასება შეუძლებელია,
ეს ამცირებს მათ მოტივაციას მთელი ძალისხმევით მიიღონ მონაწილეობა საერთო საქმეში. სოციალური
სიზარმაცის ფენომენის საინტერესო ახსნა შემოგვთავაზეს კარაუმ და ვილიამსმა, რომელიც კოლექტიური
ძალისხმევის მოდელის სახელწოდებითაა ცნობილი. მათი აზრით სოციალური სიზარმაცე წარმოადგენს
მოტივაციის მოლოდინი-ვალენტობის თეორიის პრინციპების გავრცელებას ჯგუფის შესრულების სიტუაციის
მიმართ. მოტივაციის მოლოდინი-ვალენტობის თეორიის მიხედვით, ინდივიდი ერთგულად მუშაობს ამა თუ იმ
საქმეში იმდენად, რამდენადაც არსებობს შემდეგი პირობები: (1) რწმენა, რომ ერთად მუშაობა მიიყვანს მას
უკეთეს შესრულებამდე (მოლოდინი); (2) მათ სწამთ, რომ უკეთესად შესრულება აღიარებული და
დაჯილდოვებული იქნება (ინსტრუმენტალურობა); (3) მოსალოდნელი ჯილდო უნდა იყოს ღირებული და
სასურველი (ვალენტობა). ე.ი. ინდივიდი რომელიც მუშაობს მარტო გამოავლენს ძალისხმევას იმ ხარისხში, რა
ხარისხშიც ისინი აღიქვამენ პირდაპირ კავშირს მათ შრომასა და იმ შედეგს შორის, რომელიც მათ სურს.
ავტორების აზრით სწორედ ეს კავშირებია მკრთალი ჯგუფური აქტიობის დროს. კერძოდ, არ არის მოლოდინი
რომ ძალისხმევის გაზრდა მიიყვანს უკეთეს შესრულებამდე. ეს შეიძლება დაინახოს ინდივიდმა როცა შრომა
ინდივიდუალურია. როცა შრომა კოლექტიურია, ძნელია დაინახო შენს ძალისხმევასა და შედეგს შორის
უშუალო კავშირი. იგივე ითქმის ინსტრუმენტალურობაზე და ა.შ.

სოციალური სიზარმაცის ფენომენის დეტალური ანალიზის საფუძველზე მითითებულია ის პირობები,


რომელშიც ნაკლები იქნება ალბათობა იმისა, რომ გამოვლინდეს ეს ტენდენცია. ეს პირობებია შემდეგი:

1. ინდივიდების შრომა მცირე ჯგუფში;

2. როდესაც ამოცანა შინაგანად საინტერესოა;

3. ინდივიდი მუშაობს სხვებთან, რომლებიც მას მოსწონს და რომლებსაც პატივს სცემს;

4. როდესაც ინდივიდი აღიქვამს, რომ მისი წვლილი არის უნიკალური და მნიშვნელოვანი;

5.ინდივიდი მოდის იმ კულტურიდან სადაც ხაზგასმულია ჯგუფური შედეგები და ძალისხმევა.

შემოთავაზებულია რამდენიმე ტექნიკა, რათა ავიცილოთ სოციალური სიზარმაცის ფენომენი. პირველ


რიგში მითითებულია იმაზე, რომ საჭიროა ჯგუფის თითოეული წევრის ძალისხმევის იდენტიფიცირება და ამის
გაცნობიერება ჯგუფისათვის; მეორე - ჯგუფს შეუძლია შეამციროს სოციალური სიზარმაცის ტენდენცია ჯგუფის
წევრების ვალდებულებების გაზრდით სამუშაოს შესრულებისათვის; მესამე - ჯგუფს შეუძლია შეამციროს
სოციალური სიზარმაცის ტენდენცია ამოცანის მნიშვნელობის და ღირებულების გაზრდით; მეოთხე,
სოციალური სიზარმაცე მცირდება როცა ინდივიდი თავის წვლილს განიხილავს როგორც უნიკალურს და არა
როგორც იმის გამეორებას რასაც სხვები აკეთებენ; დაბოლოს, სოციალური სიზარმაცე შეიძლება შემცირდეს
ჯგუფის შეჭიდულობის გაზრდით.

კოორდინაცია ჯგუფში: თანამშრომლობა და კონფლიქტი.

თანამშრომლობა არის ისეთი ურთიერთობა ინდივიდებს შორის, სადაც დახმარება არის ურთიერთი და
ორივესთვის სასარგებლო. ეს შეიძლება განხორციელდეს სიტუაციაში, სადაც ჯგუფის წევრები მუშაობენ ერთად
რათა მიღწეული იქნას საერთო მიზანი. თანამშრომლობით ჯგუფმა შეიძლება მიაღწიოს მიზანს რომლის
მიღწევა ინდივიდუალურ წევრს არ შეუძლია. მიუხედავად თანამშრომლების სიკეთისა, ის ხშირად არ
ხორციელდება.

ხშირად, ჯგუფის წევრებმა თავიანთი პიროვნული ინტერესები და პერსპექტივები შეიძლება აღიქვან


როგორც შეუთავსებელი სხვების ინტერესებთან იმ შედეგებით, რომ ნაცვლად ერთად მუშაობისა და ძალების
კოორდინირებისა, ისინი მუშაობენ ერთმანეთის წინააღმდეგ, რაც ხშირად ორივე მხარისთვის ნეგატიურ
შედეგებს იძლევა. ასეთი ვითარება, რომელიც ცნობილია როგორც კონფლიქტი, შეიძლება განვსაზღვროთ
როგორც პროცესი, რომელშიც ინდივიდი ან ჯგუფი აღიქვამს რომ სხვები ანხორციელებენ ან მალე
განახორციელებენ მათი ინტერესებისათვის შეუთავსებელ აქტიობას. კონფლიქტს აქვს ესკალაციის საოცარი
თვისება. ის შეიძლება დაიწყოს მარტივი უნდობლობით და მალე გაბრაზების, აღშფოთების გავლით,
დასრულდეს მეორე მხარისათვის ზიანის მიყენებით. კონფლიქტის საბოლოო შედეგი შეიძლება ძალიან
მტკივნეული იყოს ორივე მხარისათვის.

გარკვეული გაგებით თანამშრომლობა და კონფლიქტი გააზრებულია როგორც კოორდინაციის


კონტინუუმის ურთიერთ საწინააღმდეგო ჭრილში განლაგებული მოვლენები.

თანთმშრომლობა. რომ თანამშრომლობა შეიძლება სასარგებლო იყოს ეს უეჭველია. მაშინ, რატომ არ ახდენენ
ჯგუფის წევრები ყოველთვის თავიანთი აქტიობის კოორდინაციას? ერთი პასუხი ამაზე შეიძლება იყოს ის, რომ
ზოგიერთი მიზანი, რომლისკენაც მიისწრაფიან ადამიანები არ შეიძლება განაწილებული იქნას. რამოდენიმე
ინდივიდი მიისწრაფის ერთიდაიგივე სამუშაოსაკენ, დაწინაურებისაკენ ან რომანტიული პარტნიორისკენ და
შეუძლებელია მათი ძალების გაერთიანება მიზნის მისაღწევად. სასურველი შედეგი ხელმისაწვდომია მხოლოდ
ერთერთი მათგანისათვის, ამდენად შეუძლებელია თანამშრომლობა. ასეთ სიტუაციაში შეიძლება სწრაფად
განვითარდეს კონფლიქტი, რადგან თითოეულ ცდილობს ოპტიმალური გახადოს თავისი შედეგი.

არსებობს მრავალი სიტუაცია, რომელშიც თანამშრომლობა შეიძლება განვითარდეს და შეიძლება არა.


მიუთითებენ მთელ რიგ ფაქტორებზე რომლებიც მოქმედებენ თანამშრომლობაზე.

სიტუაცია, რომელშიც თანამშრომლობა უნდა ჩამოყალიბდეს მაგრამ არ ყალიბდება შეიძლება აღწერილ


იქნას როგორც სოციალური დილემა.

სოციალური დილემა - ესაა სიტუაცია, როცა ყოველი ინდივიდი ზრდის მის ინდივიდუალურ სარგებელს
(მოგებას) გარკვეული მოქმედებით, მაგრამ თუ ყველა მოიქცევა ასე, შედეგი რომელსაც თითოეული იღებს
მცირდება. ინდივიდები ასეთ სიტუაციაში უნდა განიცდიდნენ შერეულ მოტივებს: არსებობს თანამშრომლობის
მიზეზი (ყველასათვის აცილებულ იქნას ნეგატიური შედეგი), მაგრამ არსებობს მიზეზი საწინააღმდეგო
ქცევისათვისაც - გააკეთო ის რაც შენთვისაა უკეთესი. თუ ერთი ან რამოდენიმე ინდივიდი მოიქცევა ასე, ისინი
მოიგებენ მაგრამ სხვები არა. ყოველდღიურ ცხოვრებაში, მრავალი სიტუაცია კვალიფიცირდება როგორც
სოციალური დილემა. მაგ. ისეთი ტრივიალური ფაქტი როორიცაა ელექტრო ენერგიის, ან წყლის ეკონომიური
ხარჯვა. თუ ქალაქში ყველა დაიცავს ეკონომიურად ხარჯვის რეჟიმს, მას ყველასათვის სასარგებლო შედეგი
ექნება. მაგრამ ინდივიდებმა, იმის გამო, რომ ფიქრობს, თუ ის მეტს მოიხმარს ამით ბევრი არაფერი დაშავდება,
შეიძლება არ დაიცვას ხარჯვის რეჟიმი. მართლაც თუ მარტო ის არ დაიცავს რეჟიმს ამით ქალაქს შეიძლება არც
კი დაეტყოს. მაგრამ თუ ყველა ასე მოიქცევა, დანაკლისს რათქმაუნდა ყველა იგრძნობს.

ფაქტორები რომლებიც გავლენას ახდენენ თანამშრომლობაზე.

იმ ფაქტორებს შორის, რომლებიც განსაზღვრავენ სოციალური დილემის სიტუაციაში ადამიანები აირჩევენ თუ


არა თანამშრომლობის სტრატეგიას, განსაკუთრებით გამოყოფენ სამს: რეციპროკულობას, პიროვნულ
ორიენტაციას და კომუნიკაციას.

რეციპროკულობა - ადამიანები ცხოვრებაში არჩევენ მიჰყვნენ 3ოქროს წესს4 - მოექცეს სხვებს ისე როგორც
მოეწონებოდათ, რომ სხვები მოექცნენ მას. მიუხედავად ასეთი აღიარებული წესისა, ადამიანები იქცევიან
განსხვავებულად. უმთავრესად ადამიანებს ტენდენცია აქვთ ირეაგირონ სხვებზე არა ისე როგორც
მოეწონებოდათ მოექცნენ მას თვითონ, არამედ უფრო რეაგირებენ ისე როგორც მოექცნენ მათ სხვები წარმულში.
ერთი სიტყვით ადამიანები უმთავრესად რეციპროკულობის პრინციპით მოქმედებენ. არჩევანი
თანამშრომლობასა და შეჯიბრს შორის არ წარმოადგენს გამონაკლისს. როცა სხვა თანამშრომლობს ჩვენთან და
უგულებელყოფს თავის ეგოისტურ ინტერესებს, ჩვენც ჩვეულებრივ ამავე მანერით ვპასუხობთ. თუ ისინი
თავიანთი ეგოისტური ინტერესების შესატყვისად იქცევიან, ჩვენც იმავეს ვაკეთებთ.

პიროვნული ორიენტაცია. ალბათ არ გაგვიჭირდება ნაცნობ მეგობრებიდან გავიხსენოთ ინდივიდი, რომელიც


ჩვეულებრივ უპირატესობას აძლევს თანამშრომლობას, ან გავიხსენოთ ინდივიდი რომელიც უპირატესობას,
ჩვეულებრივ, ეგოისტურ ინტერესებს აძლევს. ასეთი განსხვავება ინდივიდებს შორის შესამჩნევი გახდა იმიტომ,
რომ ამ თვისებას ინდივიდი სიტუაციიდან სიტუაციამდე და დროის გარკვეული ხანგრძლივობით ავლენს.
ერთი სიტყვით პიროვნულ ორიენტაციას წარმოადგენს. აშკარა მონაცემები პიროვნულ ორიენტაციებში ანუ
სოციალურ მოტივაციაში განსხვავების არსებობის და გავლენის შესახებ მოგვცა კვლევებმა, რომელიც
განახორციელეს DეDრეუ & MცKუსკერ-მა(1997)

თავიანთ ადრინდელ კვლევებზე დაყრდნობით, აღნიშნული მკვლევარები ვარაუდობენ სოციალური დილემის


სიტუაციისადმი სამი პიროვნული ორიენტაციის არმებობას: (1) თანამშრომლური ორიენტაცია - რომელშიც
ინდივიდები უპირატესორბას ანიჭებენ მაქსიმალური გახადონ საერთო შედეგი, სადაც იგებს ყველა, ვინც
ჩართულია ამ ურთიერთობაში; (2) ინდივიდუალისტური ორიენტაცია, რომელშიც ინდივიდი
ფოკუსირებულია, პირველ რიგში, მაქსიმალური გახადოს თავისი სარგებელი; (3) შეჯიბრებითი ორიენტაცია,
რომელშიც ინდივიდები, პირველ რიგში ფოკუსირებულნი არიან დაამარცხონ სხვები, მიიღონ უფრო მეტი
სიკეთე ვიდრე სხვები იღებენ.

კომუნიკაცია. საღი აზრით, თუ ინდივიდებს ექნებათ შესაძლებლობა იმსჯელონ სხვებთან სიტუაციაზე, ისინი
შესძლებენ დაასკვნან, რომ ყველასათვის უკეთესი იქნება თანამშრომლობა. ბოლოსდაბოლოს, თანამშრომლობა
სასარგებლოა ყველასათვის. გასაოცარია, რომ ადრინდელი კვლევები ერთმნიშვნელოვნად არ ადასტურებდა
საღი აზრის ამ დაშვებას. კომუნიკაციის შესაძლებლობა ხშირად, გამომდინარე კვლევებიდან, არ ზრდიდა
თანამშრომლობას.

თანამედროვე კვლევები უფრო ოპტიმისტურ შედეგებს იძლევა. კერძოდ, მიუთითებენ, რომ ჯგუფის წევრებს
შორის კომუნიკაციამ შეიძლება მიგვიყვანოს გაზრდილ თანამშრომლობამდე, გარკვეულ პირობებში. კერძოდ,
სასიკეთო ეფექტი შეიძლება მივიღოთ, თუ ჯგუფის წევრები აკეთებენ პიროვნულ შეთანხმებას ითანამშრომლონ
ერთმანეთთან და თუ ეს შეთანხმებები მხარდაჭერილია ვალდებულებების გრძნობით, პატიოსნად დაიცვან ის.

კვლევებით დასტურდება, რომ სოციალური დილემის სიტუაციაში, თანამშრომლობა რომელიც ემყარება


შეთანხმებას, ჩანს რომ დამოკიდებულია უფრო პიროვნული შეთანხმების ეფექტზე, ვიდრე საჯარო ან ჯგუფის
ნორმებზე.

ამრიგად, რამოდენიმე ფაქტორი - რეციპროკულობის ტენდენცია, თანამშრომლობისადმი პიროვნული


ორიენტაციები და კომუნიკაცია, პიროვნულ სინდისსა და შეთანხმებასთან ერთად, მკაცრად განსაზღვრავს რას
გააკეთებს ინდივიდი სიტუაციაში, სადაც მათ შეუძლიათ გააკეთონ არჩევანი თანამშრომლობასა და ღალატს
შორის, როგორც ჩანს არჩევანი არც მარტივია და არც ავტომატური. არჩევანი უფრო არის სოციალურ და
პიროვნულ ფაქტორებს შორის რთული ურთიერთობის შედეგი.

კონფლიქტი: მისი ბუნება.

თუ თანამშრომლობა თავსდება კონტინუუმის განზომილების ერთ ბოლოში - განზომილებისა რომელიც


აღწერს თუ ინდივიდები და ჯგუფები როგორ მუშაობენ ერთად - კონფლიქტი მოთავსდება ამ განზომილების
მეორე ბოლოში. როგორც ზემოთ მიუთითეთ, კონფლიქტი არის პროცესი, რომელშიც ინდივიდი ან ჯგუფი
აღიქვამს, რომ სხვები ახორციელებენ ან მალე განახორციელებენ აქტიობას, რომელიც შეუთავსებელია
ინდივიდის ან ჯგუფის ინტერესებთან. კონფლიქტის არსებითი ელემენტები როგორც ჩანს არის: (1) ინდივიდებს
ან ჯგუფებს შორის ოპოზიციური ინტერესები; (2) ოპოზიციის აღიარება; (3) თითოეული მხარის რწმენა, რომ
მეორე მხარე მოქმედებს, რათა ხელი შეუშალოს მათ ინტერესებს; და (4) აქტიობები, რომლებიც ფაქტიურად
იძლევიან ხელის შეშლას.

სამწუხაროდ კონფლიქტი არის სოციალური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და ის საკმაოდ მტკივნეული


შეიძლება იყოს ორივე მხარისათვის. რა ფაქტორები განსაზღვრავენ, რომ ინდივიდები და ჯგუფები
აღმოჩნდებიან ჩართულნი ამ აშკარა ირაციონალურ პროცესებში? და რა უნდა გაკეთდეს რათა შევამციროთ
ასეთი ქცევა?

კონფლიქტების მთავარი მიზეზები. კონფლიქტების დეფინაცია ხაზს უსვამს შეუთავსებელი ინტერესების


არსებობას, აღიარებას და მართლაც შეუთავსებელი ინტერესები ქმნიან კონფლიქტის განსაზღვრულ სახეებს.
თუმცა ისიც ფაქტია, რომ ზოგჯერ შეუთავსებელი ინტერესების არსებობისას კონფლიქტი არ ვითარდება. და
სხვა შემთხვევაში, კონფლიქტი შეიძლება წარმოიშვას იქ, სადაც შეუთავსებელი ინტერესები მხარეებს შორის არ
არსებობს - მხარეებს უბრალოდ სწამს, რომ ის არსებობს. ამრიგად, აშკარაა, რომ კონფლიქტი შეიცავს რაღაც
უფრო მეტს ვიდრე შეუთავსებელი ინტერესები. მონაცემები მიუთითებენ, რომ სოციალური ფაქტორები
გაცილებით მეტ როლს თამაშობენ კონფლიქტის ჩამოყალიბებაში ვიდრე შეუთავსებელი ინტერესები.

ერთერთ ასეთ სოციალურ ფაქტორს წარმოადგენს მცდარი ატრიბუცია - შეცდომა რომელიც ეხება სხვისი ქცევის
მიზეზებს. როდესაც ინდივიდი აღმოაჩენს რომ მის ინტერესებს ხელი ეშლება, ის ცდილობს გაერკვეს რატომ
მოხდა ასე? იყო ეს ცუდი შემთხვევის შედეგი? ხომ არ დაუშვა თვითონ დაგეგმვაში შეცდომა? თუ, ეს იყო სხვა
პირის ან ჯგუფის განზრახვითი ხელისშეშლის შედეგი? თუ ჩათვლის, რომ ეს უკანასკნელი იყო მიზეზი,
კონფლიქტის თესლი უკვე ჩაგდებულია, თუნდაც რომ მეორე პირს არაფერი ქონდეს გაკეთებული. ერთი
სიტყვით, მცდარი ატრიბუცია, რომელიც ეხება ნეგატიური შედეგების მიზეზებს, ხშირად მნიშვნელოვან როლს
თამაშობს კონფლიქტის განვითარებაში და ხშირად მაშინაც კი როცა შეიძლებოდა მისი აცილება.

მეორე სოციალური ფაქტორი, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს კონფლიქტის წარმოშობაში არის
მცდარი კომუნიკაცია. კონფლიქტი შეიძლება იყოს კომუნიკაციის შედეგი. ზოგჯერ, კომუნიკაციის პროცესი
შედეგად გვაძლევს ინდივიდის გაბრაზებას ან გაღიზიანებას, მიუხედავად იმისა, რომ ამის განზრახვა არ
ყოფილა. ზოგჯერ, უხეში კრიტიკა - კრიტიკა რომელიც გრძნობთ, რომ არ არის პატიოსანი, ან ბოლოსდაბოლოს
უსარგებლოა, ერთი სიტყვით 3დესტრუქციული4 კრიტიკა- იწვევს გაბრაზებას და შურისძიების გრძნობას - რაც
საფუძველი ხდება კონფლიქტისათვის და რაც არ მომდინარეობს ინტერესების შეუთავსებლობიდან.

მესამე სოციალური მიზეზი შეიძლება იყოს ტენდენცია აღიქვა საკუთარი თვალსაზრისი როგორც ობიექტური,
როგორც რეალობის ასახვა, მაგრამ სხვების მიერ ის შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც იდეოლოგია. როგორც ამ
ტენდენციის შედეგი, რომელიც ცნობილია როგორც გულუბრყვილო რეალობა, ჩვენ ტენდენცია გვაქვს
გავზარდოთ განსხვავება ჩვენს და სხვების თვალსაზრისებს შორის, და ამდენად, გავზარდოთ ინტერესების
კონფლიქტი. თანამედროვე გამოკვლევები მიუთითებენ, რომ ეს ტენდენცია უფრო ძლიერია ინდივიდებში,
რომლებიც დომინანტურ ან ძალისმიერ პოზიციას ფლობენ. აღმოჩნდა, რომ მათ ტენდენცია აქვთ გაზარდონ
განსხვავება საკუთარ და შესაძლებელ მოწინააღმდეგების პოზიციებს შორის

ბოლოს, ჩანს რომ კონფლიქტის ჩამოყალიბებაში გარკვეულ როლს თამაშობს პიროვნული თვისებები. მაგ. A
ტიპის ადამიანებს, რომლებისთვისაც დამახასიათებელია მაღალი კონკურენტულობა, ყველგან და ყველაფერში
სიჩქარე და აგზნებულობა, ტენდენცია აქვთ უფრო ადვილად და ხშირად იყვნენ კონფლიქტში ვიდრე B ტიპის
ადამიანებს.

ამრიგად, კონფლიქტი არ მომდინარეობს მხოლოდ შეუთავსებელი ინტერესებიდან. კონფლიქტის მიზეზი


ხშირად სოციალური ფაქტორებიდან მომდინარეობს. ესენია, ხანგრძლივი უკმაყოფილება და აღშფოთება,
შურისძიების სურვილი, არასწორი სოციალური პერცეპცია, ცუდი კომუნიკაცია. ერთი სიტყვით, კონფლიქტს,
თანამშრომლობის მსგავსად, განსხვავებული ფესვები ავქვს. მართალია ცენტრალური მათ შორის მართლაც
შეიძლება იყოს ინტერესების შეუთავსებლობა, მაგრამ, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს მისი სოციალური
და კოგნიტური მიზეზები.

კონფლიქტის გადაწყვეტა

რადგან კონფლიქტები ხშირად ძალიან ძვირადღირებული და ძალიან მტკივნეულიცაა, მასში ჩართულ


ინდივიდებს სურთ მისი რაც შეიძლება სწრაფად გადაწყვეტა. ამიტომ გასაგებია საყოველთაო ინტერესი
კონფლიქტის გადაწყვეტის ტექნიკისადმი. ბოლო პერიოდში ხშირად ლაპარაკია კონფლიქტის გადაწყვეტის ორ
ტექნიკაზე, რომელსაც საკმაოდ წარმატებით იყენებენ სხვადასხვა დონის კონფლიქტების გადასაწყვეტად,
ესენია: მოლაპარაკება და სუპერორდინალური მიზნები.

მოლაპარაკება. შედარებით ზოგადი სტრატეგია, შეიძლება ითქვას უნივერსალურიც, კონფლიქტის


გადაწყვეტისა არის მოლაპარაკება (ნეგოციაცია). მოლაპარაკების პროცესში მოპირდაპირე მხარეები ცვლიან
წინადადებებს, კონტრწინადადებებს, დათმობებს როგორც პირისპირ ურთიერთობაში ისე წარმომადგენლობის
მეშვეობით. თუ მოლაპარაკების პროცესი წარმატებულია, გადაწყვეტა მისაღებია ორივე მხარისათვის და
კონფლიქტი გადაწყვეტილია. თუ მოლაპარაკება წარუმატებელია, შედეგად შეიძლება მივიღოთ ძვირად
ღირებული ჩიხი და კონფლიქტი უფრო მწვავეც. რა ფაქტორები განსაზღვრავენ თუ რომელი შედეგი იქნება?
ცხადია ამაზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას.

პირველი, რომელიც მოლაპარაკების შედეგებს განსახღვრავს, ნაწილობრივ არის სპეციფიკური ფაქტორები


რომლებსაც იყენებს მხარეები მოლაპარაკებისას. უმრავლესობა მათგანი გამიზნულია რათა განხორციელდეს
მთავარი მიზანი: შეამცირო ოპონენტის ასპირაცია ისე რომ ეს პირი ან ჯგუფი დარწმუნდეს რომ ის ვერ მიიღებს
რაც სურს და სანაცვლოდ გადაწყვიტოს რაიმე სხვა მნიშვნელოვანი რამ მეორე მხარისათვის. ოპონენტის
ასპირაციის შემცირება შეიცავს (1) უკიდურესი საწყისი წინადადებით დაწყებას, რომელიც ძალიან უპირატესობა
მინიჭებულია იმ მხარისთვის რომელიც მას აყენებს; (2) 3დიდი სიცრუის4 ტექნიკა; (3) დაარწმუნო მეორე მხარე
იმაში რომ თქვენ უკან იხევთ - რომ თუ მათ არ სურთ თქვენთან ჰქონდეთ საქმე, თქვენ შეგიძლიათ წასვლა
ყველგან და მიიღებთ თუნდაც უკეთეს პირობებს.

მოლაპარაკების პროცესში ზოგჯერ არის სიტუაცია, რომელიც ცნობილია როგორც საერთო - ღირებულების
გამოსავალი - როცა ორივე მხარეს ფაქტიურად სურს ერთიდაიგივე, მაგრამ ერთერთი ან ორივე მხარე არ
აცნობიერებს ამას. თუ ერთი მხარე არ აცნობიერებს ამას, ეს საშუალებას აძლევს მეორე მხარეს მცდარად
წარმოადგინოს მისი რეალური პოზიცია და ამით მიიღოს მნიშვნელოვანი უპირატესობა.

მეორე, მნიშვნელოვანი დეტერმინანტი მოლაპარაკების შედეგისა არის, ამ პროცესისადმი მოლაპარაკების


მხარეების საერთო ორიენტაცია. ადამიანებს მოლაპარაკების პროცესისადმი შეიძლება ჰქონდეთ ორიდან
ერთერთი ორიენტაცია. მოლაპარაკებას შეიძლება მიუდგნენ როგორც 3მოგება-წაგების4 სიტუაციას, რომელშიც
ერთი მხარის მოგება აუცილებლობით დაკავშირებულია მეორე მხარის წაგებასთან. ან მოლაპარაკებას შეიძლება
მიუდგნენ როგორც 3მოგება-მოგების4 სიტუაციას - რომელშიც ორი მხარის ინტერესები აუცილებლობით არ
არის შეუთავსებადი, და არსებობს ორივე მხარის მოგების შესაძლებლობა. კონფლიქტის ყველა სიტუაცია არ
განიხილება როგორც 3მოგება-მოგების4 შესაძლებელი სიტუაცია. მაგრამ მიუთითებენ, რომ მრავალი სიტუაცია,
რომელიც რთულად გვეჩვენება, შეიძლება შეიცავდეს ამის შესაძლებლობას. თუ მონაწილე მხარეებს სურთ
აღმოაჩინონ შეთანხმების გზები, მათ შეიძლება მიაღწიონ ე.წ. ინტეგრალურ შეთანხმებას - რომელიც შეიცავს
გაერთიანებულ სიკეთეს, ვიდრე უბრალოდ კომპრომისს (როცა ორივე მხარე საშუალოსკენ მოძრაობს). მაგ.
ვთქვათ, ორი მზარეული აპირებს ნამცხვრის გამოცხობას რომელიც მოითხოვს მთელ ფორთოხალს და აქვთ
მხოლოდ ერთი ფორთოხალი. როგორ შეიძლება მოიქცნენ? ერთი გამოსავალია ის რომ ფორთოხალი გაყონ
თანაბრად (შუაზე გაჭრან, ე.წ. კომპრომისი0. ეს იმას ნიშნავს რომ ორივე იღებს ნაკლებსBვიდრე სჭირდებოდა.
დაუშვათ ერთს სჭირდება მთელი ფორთოხლის წვენი ხოლო მეორეს მთელი ფორთოხლის ქერქი. ცხადია მაშინ
უკეთესი გადაწყვეტაა შესაძლებელი, შეიძლება ფორთოხალი გაანაწილონ ისე, რომ თითოეულმა მიიღოს ის რაც
მას სჭირდება. ცნობილია პრობლემის ასეთი ინტეგრაციული გადაწყვეტის მრავალი ტაქტიკა: (1) ნამცხვრის
გადიდება- როცა რესურსების გაზრდა ხდება ისე, რომ ორივე მხარემ შესძლოს მთავარი მიზნის მიღწევა; (2)
არასპეციფიკური კომპენსაცია - ერთი მხარე იღებს იმას რაც სურდა, მეორე მხარე კომპენსაციას იღებს სხვა
რაიმეთი; (3) Lოგროლლინგ - ორივე მხარე დაბალი -პრიორიტეტულ საკითხზე შეთანხმებაზე მიდის, რათა
მიიღოს შეთანხმება უფრო მნიშვნელოვანზე; (4) ხიდის გადება - არცერთი მხარე არ იღებს მის საწყის
მოთხოვნებს, მაგრამ ჩამოყალიბებულია ახალი არჩევანი რომელიც აკმაყოფილებს ორივე მხარის მთავარ
ინტერესებს;

ბოლოს, მოლაპარაკების შედეგებზე ძლიერ გავლენას ახდენს ორივე მხარის პერცეპცია - განსაკუთრებით
მცდარი პერცეპცია. ერთერთი ასეთი შეცდომა ცნობილია როგორც შეუთავსებლობის შეცდომა - ორივე მხარის
ტენდენცია დაუშვან, რომ მათი ინტერესები მთლიანად შეუთავსებელია. მხარეები ვერ ამჩნევენ იმ ფაქტს, რომ
გარკვეულ საკითხებში მხარეები ფაქტიურად ეთანხმებიან ერთმანეთს. მეორე შეცდომა ცნობილია როგორც
ფიქსირებული ჯამის შეცდომა - ტენდენცია დაუშვან, რომ თითოეული მხარე იმავე მნიშვნელობას ან
პრიორიტეტს აძლევს რა მნიშვნელობასაც აძლევს მეორე მხარე, გარკვეულ საკითხებში, ტრაგედია იმაშია, რომ
ეს დაშვება შეიძლება მცდარი იყოს.

სუპერორდინალური მიზნები. როგორც მიუთითეთ, ადამიანებს აქვთ ტენდენცია სოციალური სამყარო დაყონ
ორ ბანაკად - 3ჩვენ4 და 3ისინი4. ამასთან აღვნიშნეთ, რომ არსებობს ძლიერი ტენდენცია 3ჩვენ4 ჯგუფის წევრები
აღიქვან საკმაოდ დიფერენცირებულად და ჩვეულებრივ როგორც კარგები ვიდრე 3სხვები4, ტენდენცია
გააზვიადო განსხვავება საკუთარ ჯგუფსა და სხვებს შორის და დაკნინებულად აღიქვა “სხვები,” მნიშვნელოვან
როლს თამაშობს კონფლიქტის წარმოქმნაში და განსაკუთრებით კონფლიქტის შემდგომ განმტკიცებაში. ამის
თავიდან აცილება შეიძლება ე.წ. სუპერორდინალური მიზნების შემოტანით, მიზნებისა რომელსაც ორივე მხარე
ეძებს და რომელიც აკავშირებს მათ ინტერესებს ერთმანეთთან ვიდრე განაშორებს მათ.

ჯგუფში გადაწყვეტილების მიღება

ერთერთი მნიშვნელოვანი აქტიობა, რომელსაც ჯგუფი ახორციელებს არის გადაწყვეტილების მიღება, იქნება ეს
ქვეყნის მთავრობა, დიდი თუ მცირე კომპანიები, სოციალური ინსტიტუტები და ცალკეული ჯგუფები,
მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს ჯგუფი და არა ცალკეული ინდივიდები. ჩათვლილია, რომ ჯგუფს,
მისი წევრების ექსპერტულობის გაერთიანებით, შეუძლია უკეთესი გადაწყვეტილების მიღება, ვიდრე
ინდივიდებს.
არის ეს დაშვება სწორი? ჯგუფი იღებს უკეთეს გადაწყვეტილებას ვიდრე ინდივიდი? მკვლევარები,
რომლებიც ჯგუფში გადაწყვეტილების მიღების პრობლემებზე მუშაობენ ძირითადად ფოკუსირებულნი არიან
სამ მთავარ საკითხზე: (1) როგორ აღწევს ჯგუფი გადაწყვეტილებას - რას წარმოადგენს ეს პროცესი? (2)
გადაწყვეტილება რომელსაც აღწევს ჯგუფი განსხვავდება იმისაგან რასაც აღწევს ინდივიდი? და (3) როგორ
შემძლება ავხსნათ ის ფაქტი, რომ ჯგუფი ზოგჯერ იღებს კატასტროფულ გადაწყვეტილებას - რომელიც იმდენად
ცუდია, რომ ძნელია მისი ახსნა?

როგორ იღებს ჯგუფი გადაწყვეტილებას. როცა ჯგუფი რომელიმე საკითხზე დისკუსიას იწყებს, მისი წევრები
იშვიათად აღწევენ თავიდანვე ერთსულოვან შეთანხმებას. უფრო ისინი მხარს უჭერენ მოსაზრებათა ფართე
რანგს და უპირატესობას აძლევენ აქტიობის ამა თუ იმ კურსს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ჩვეულებრივ
მიიღწევა გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა ეს ყოველთვის არ ხდება, თუმცა უმეტეს შემთხვევაში,
ბოლოსდაბოლოს გარკვეული გადაწყვეტილება მიიღება. დგება საკითხი, შეგვიძლია ფინალური გამოსავალის
წინასწარმეტყველება? ანუ შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ გადაწყვეტილება, რომელსაც ჯგუფი მიაღწევს,
თუ გვაქვს ინფორმაცია თვალსაზრისის შესახებ, რომელიც ჯგუფის წევრებს აქვთ თავიდან? მონაცემები
გვიმტკიცებენ რომ შეგვიძლია.

აღმოჩნდა, რომ ფინალური გადაწყვეტილება რომელსაც აღწევს ჯგუფი, სიზუსტის მაღალ ხარისხში,
შეიძლება ვიწინასწარმეტყველოთ, შედარებით მარტივი წესის საშუალებით რომელიც სოციალური
გადაწყვეტილების სქემის სახელწოდებითაა ცნობილი. ეს წესი ეხება წევრების თვალსაზრისის საწყის
ატრიბუციას, ან ჯგუფის ფინალური გადაწყვეტილებისადმი უპირატესობის მინიჭებას, და არის საკმაოდ
პირდაპირი. მაგ. ერთერთია უმრავლესობა - იგებს სქემა, რომელიც მიუთითებს რომ უმეტეს შემთხვევაში,
ჯგუფმა უნდა აირჩიოს ის პოზიცია რომელიც დასაწყისში მხარდაჭერილია მისი წევრების უმრავლესობის მიერ.
ამ წესის თანახმად, გადაწყვეტილება ემსახურება ჯგუფში ყველაზე პოპულარული თვალსზრისისადმი
დათანხმებას ან მის გაძლიერებას. ამისგან განსხვავდება გადაწყვეტილების მეორე სქემაა - ჭეშმარიტება იგებს
სბემა. ეს წესი მიუთითებს, რომ სწორი გადაწყვეტა ან გადაწყვეტილება, საბოლოოდ უნდა მივიდეს
გაბატონებამდე, რადგან მისი ღირსება აღიარებულია წევრების დიდი უმრავლესობის მიერ. გადაწყვეტილების
მესამე სქემაა - ორი მესამედი უმრავლესობის წესი. მაგ. მსაჯულებს, აღმოჩნდა, რომ ტენდენცია აქვთ
დაადასტურონ ბრალდებულის დანაშაული თუ მსაჯულების ორი მესამედი თავიდან უპირატესობას აძლევდა
ამ გადაწყვეტილებას. თუ ეს კრიტიკული უმრავლესობა არ არის მიღწეული, ალბათობა, რომ მსაჯულები
დაიწყებენ მერყეობას საკმაოდ მაღალია (Dარის და სხვები,.1984) ბოლოს, ჩანს, რომ ზოგიერთი ჯგუფი იღებს
პირველი - გადაადგილების წესს - რაც მიუთითებს ტენდენციაზე, ჯგუფმა ბოლოსდაბოლოს მიიღოს
გადაწყვეტილება, რომელიც რომელიმე წევრის მიერ გამოვლენილი მოსაზრების პირველი გადანაცვლების
მიმართულების კონსისტენტურია.

კვლევითი შედეგები მიუთითებენ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მარტივი სქემები ხშირად შესაძლებლობას
გვაძლევს ვიწინასწარმეტყველოთ ჯგუფის საკმაოდ რთული გადაწყვეტილებები. რასაკვირველია,
განსხვავებული სქემები წარმატებითი შეიძლება იყოს გარკვეულ პირობებში. მაგ. უმრავლესობა იგებს სქემა
საუკეთესოა შეფასების ამოცანის სიტუაციაში, როცა არსებობს რამოდენიმე აზრი და რომლისთვისაც
ობიექტური სწორი გადაწყვეტა არ არსებობს. ჭეშმარიტება იგებს სქემა ჩანს საუკეთესოა ჯგუფის
გადაწყვეტილების წინასწარმეტყველებისათვის ინტელექტუალუ-რი ამოცანების მიმართ, სადაც არსებობს
სწორი გადაწყვეტა.

მეორე საკითხი, რომელიც დგება ჯგუფში გადაწყვეტილების მიღების პრობლემასთან დაკავშირებით არის
ის თუ, როგორ მიდის ჯგუფი ფინალურ შეთანხმებამდე? ერთერთი ბაზისური სტრატეგია რომელიც
მითითებულია ამასთან დაკავშირებით არის სოციალური გადაწყვეტის სქემა - სქემა ეხება იმას თუ ჯგუფი,
წევრების განსხვავებული თვალსაზრისების ან პოზიციების გავლით, როგორ მოძრაობს ფინალური
გადაწყვეტილების მიმართულებით. საინტერესო გამოკვლევა განახორციელა ამ საკითხთან დაკავშირებით
კეერმა და მაკკოუნმა (Kეერ & Mაცჩოუნ,1985)

ექსპერიმენტში სამ, ექვს ან თორმეტწევრიან ჯგუფში (ყველა მამაკაცები ან ქალები) სუბიექტები იღებდნენ
მსაჯულების როლს. მათ განსახილველად ეძლეოდათ ცხრა შეიარაღებული ძარცვის შემთხვევა, რომელთაგან
თითოეული აღწერილი იყო ერთ გვერდიან დასკვნაში. შემთხვევის შესახებ მსჯელობისას უნდა მიეთითებინათ
უპირატესობა მინიჭებული ვერდიქტი (დამნაშავე იყო თუ არა) მათ წინ მდებარე პანელზე ორიდან ერთერთ
ღილაკზე თითის დაჭერით. სუბიექტებს შეეძლოთ სურვილის მიხედვით შეეცვალათ თავიანთი უაირატესობა
მინიჭებული ვერდიქტი. დისკუსია ყოველ შემთხვევაზე გაგრძელდებოდა 10 წუთი. თუ ამ დროის
განმავლობაში ჯგუფი ვერ მიაღწევდა ერთსულოვან გადაწყვეტილებას, უნდა დაეწყოთ მომდევნო შემთხვევის
გარჩევა.

შედეგები იყო რთული, მაგრამ ამ პროცესის საინტერესო მიგნებას იძლეოდა, რომლითაც ჯგუფი აღწევდა
გადაწყვეტილებას: პირველი, გადაუწყვეტავი შემთხვევების რაოდენობა იზრდებოდა ჯგუფის სიდიდესთან
ერთად, რაც მიუთითებდა იმაზე, რომ ერთსულოვანი შეთანხმება უფრო ადვილია მცირე ჯგუფში ვიდრე
დიდში. მეორე, დიდი ჯგუფი მეტ დროს ანდომებდა გადაწყვეტილების მიღებას ვიდრე მცირე ჯგუფი. მესამე,
ჯგუფის სიდიდე გავლენას ახდენდა იმ მანერაზე თუ ჯგუფი როგორ მოძრაობდა წევრების თვალსაზრისის
განსხვავებული ნიმუშების გავლით გადაწყვეტილებისაკენ. აღმოჩნდა, რომ ორი მესამედი უმრავლესობის
უპირატესობის მინიჭება ვერდიქტზე უფრო წარმატებითი იყო მიეღწიათ ერთსულოვნებისათვის სამკაციან
ჯგუფში ვიდრე ექვს და თორმეტწევრიან ჯგუფში. ეს მონაცემები ავტორების აზრით გვარწმუნებენ, რომ
გადაწყვეტილების მიღების ჯგუფის სიდიდის შემცირება (განსაკუთრებით მსაჯულების) გაზრდის
3უმრავლესობა - იგებს4 პროცესის განვითარების ალბათობას.

ამრიგად, სოციალურ გადასვლის სქემის და მასთან დაკავშირებული საკითხების კვლევები, გვარწმუნებენ,


რომ პროცესი თუ როგორ მიდის ჯგუფი შეთანხმებისაკენ არის რთული. ჯგუფის ფინალურ გადაწყვეტაზე
გავლენას ახდენს ჯგუფის წევრების საწყისი თვალსაზრისები, ჯგუფის ზომა და მთელი რიგი სხვა ფაქტორები.
ერთი სიტყვით პროცესი არ არის შემთხვევითი. ის გარკვეული წესრიგით მიმდინარეობს. ამიტომ, თუ რატომაა,
რომ ჯგუფს ყოველთვის არ შეუძლია მიიღოს საუკეთესო გადაწყვეტილება, ჩანს, რომ შეიძლება ამის
წინასწარმეტყველება.

ჯგუფის გადაწყვეტილებების ბუნება

როგორც აღვნიშნეთ, ჩვეულებრივ, ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს ჯგუფი. ეს ემყარება


გავრცელებულ აზრს, რომ ჯგუფი ნაკლებად უშვებს სერიოზულ შეცდომებს ვიდრე ინდივიდები. მართლაც
ასეა? არის ჯგუფი მართლაც უკეთესი გადაწყვეტილების მისაღებად - ან სულ მცირე უფრო კონსერვატიული
ვმდრე ინდივიდი? მრავალი გამოკვლევა მიეძღვნა ამ საკითხს და ხშირად მოულოდნელ შედეგებსაც
გვთავაზობს.

გადაწევა რისკისაკენ თუ პოლარიზაციისაკენ. ჯერ კიდევ 1960-ან წლებში ჩატარდა გამოკვლევა რომელიც
ეხებოდა საკითხს თუ რითი განსხვავდება ჯგუფის გადაწყვეტილება ინდივიდუალურისაგან. ჯეიმს სტონერის
ექსპერიმენტები ითვლება ერთერთ მნიშვნელოვან გამოკვლევად, რომელიც ამ საკითხს ეხება (შტონერ, 1961)

სტონერი კოლეჯის იტუდენტებს სთხოვდა ეთამაშათ ჰიპოთეზირებული წარმატებული ფირმის


მრჩეველის როლი, რომელიც დაშვებული იყო, რომ იმყოფებოდა არჩევანის ამოცანის წინაშე. მათ უნდა მიეღო
გადაწყვეტილება გაეკეთებინა რისკიანი, მიმზიდველი არჩევანი თუ მიეღო კონსერვატული მაგრამ არა
მიმზიდველი არჩევანი. კერძოდ დაებანდებინათ კაპიტალი ერთერთ განვითარებად ქვეყანაში, სადაც მოგება
ძალიან მაღალი იქნებოდა მაგრამ პოლიტიკური არასტაბილურობის გამო შესაძლებელი იყო რევოლუცია და
საერთოდ დაეკარგათ კაპიტალი.

პოლიტიკური სტაბილურობის შანსი იყო შემდეგი:

- შანსი, რომ პოლიტიკური სტაბილურობა შენარჩუნებული იქნებოდა იყო 10-დან-1

- შანსი, რომ პოლიტიკური სტაბილურობა შენარჩუნებული იქნებოდა იყო 10-დან-3

- შანსი, რომ პოლიტიკური სტაბილურობა შენარჩუნებული იქნებოდა იყო 10-დან-5

- შანსი, რომ პოლიტიკური სტაბილურობა შენარჩუნებული იქნებოდა იყო 10-დან-7


- შანსი, რომ პოლიტიკური სტაბილურობა შენარჩუნებული იქნებოდა იყო 10-დან-9

სუბიექტებს უნდა მიეთითებინათ რა შემთხვევაში ურჩევდნენ მეპატრონეს კაპიტალის დაბანდებას ამ ბვეყანაში.

სუბიექტები ჯერ არჩევანს აკუთებდნენ ინდივიდუალურად, მარტო. შემდეგ ამავე სუბიექტებიდან


ადგენდნენ ჯგუფს და ჯგუფს უნდა მიეღო გადაწყვეტილება, რა შემთხვევაში მისცემდნენ რჩევას ფირმას.
შედეგები აშკარად მიუთითებენ რომ ჯგუფის გადაწყვეტილება ყოველთვის უფრო რისკიანი იყო ვიდრე
ინდივიდუალური გადაწყვეტილებები. ამას მოჰყვა სხვა გამოკვლევები და ჩამოყალიბდა მოსაზრება, რომ
ჯგუფი იღებს უფრო რისკიან გადაწყვეტილებას - ჯგუფს აქვს გადაწყვეტილების რისკის მიმართულებით
გადაწევის ტენდენცია.

მომდევნო კვლევები, რომლებიც 1970-იან წლებში ჩატარდა, არ უჭერდა მხარს ამ მოსაზრებას. კვლევები
უფრო აჩვენებდნენ რომ ჯგუფში დისკუსია უფრო სიფრთხილისაკენ გადაწევას ახდენდა და არა რისკისკენ.
მომდევნო კვლევებმა თანდათანობით ჩამოაყალიბა მოსაზრება, რომ ის რაც ადრინდელ კვლევაში ჩანდა რომ
იყო რისკისაკენ გადაწევა, ფაქტიურად იყო უფრო ზოგადი ფენომენი გადაწევა პოლარიზაციისაკენ. ჯგუფის
დისკუსიას, ჩანდა, რომ ინდივიდუალური წევრები მიყავდა გამხდარიყვნენ არა უბრალოდ უფრო რისკიანები ან
უფრო ფრთხილი, არამედ უფრო გამხდარიყვნენ ექსტრემალურები. ამრიგად, თუ ისინი ჯგუფის დისკუსიამდე
აქტიობის რომელიმე კურსის მიმართ ამჟღავნებდნენ ზომიერ პოზიციას, ჯგუფის დისკუსიის შედაგად ისინი
მიდიან იქამდე, რომ მათი პოზიცია ამავე აქტიობის მიმართ ხდება უფრო ძლიერი, უკიდურესი. ე.ი. თუ ისინი
ჯგუფის დისკუსიამდე ზომიერად იყვნენ წინააღმდეგი აქტიობის გარკვეული კურსის მიმართ მათი პოზიცია
უფრო ძლიერი ხდება ჯგუფში აზრის გაცვლის შემდეგ. მაშ, ჯგუფის დისკუსიის შედეგად პოზიციის გადაწევა
არის უფრო ზოგადი საკითხი. ის წარმოადგენს გადაწევას უფრო უკიდურესობისაკენ და უწოდებენ მას ჯგუფის
პოლარიზაციას.

ჯგუფის პოლარიზაცია - ფენომენის ახსნა. გამოიკვეთა ამ ფენომენის ახსნის ორი მიდგომა; სოციალური
შედარება და დამარწმუნებელი არგუმენტები.

სოციალური შედარების თეორია ვარაუდობს, რომ ჯგუფის დისკუსიისას, ადამიანები უშვებენ, რომ მათ აქვთ
3უკეთესი4 თვალსაზრისი ვიდრე ჯგუფის სხვა წევრებს. ე.ი. ისინი უშვებენ, რომ მათი თვალსაზრისი არის
უფრო უკიდურესი 3სწორის4 და ღირებულის მიმართულებით. რადგან შესაძლებელია ნებისმიერისთვის იყოს
საშუალოზე მაღლა ამ საკითხში, ჯგუფის მრავალი წევრი მალე განიცდის უხეშ 3გამოღვიძებას4: ისინი იგებენ,
რომ მათი თვალსაზრისი არ არის ისე უკიდურესი პოზიტიურის და ღირებულის მიმართულებით როგორც ეს
თავიდან ეგონა. რადგან ადამიანთა უმრავლესობას სურს მიაღწიოს პოზიციურ სელფ-იმიჯს და ცდილობს ამას
თავისათვის კეთილსასურველ სხვასთან შედარებით (სოციალური შედარება), ეს აწვება მას გადაინაცვლოს
უფრო უკიდურესი პოზიციისაკენ. როცა თითოეული ასე აკეთებს, ჯგუფი როგორც მთლიანი მოძრაობს იმავე
მიმართულებით და შედეგად ვითარდება პოლარიზაციის ეფექტი შანდერს & Bარონ, 1977)

ჯგუფის პოლარიზაციის ამ ლოგიკით ახსნა მხარდაჭერილია საინტერესო გამოკვლევებით. მაგ. აღმოჩნდა,


რომ ინდივიდებს აქვთ ტენდენცია აღიქვან თავიანთი თავი როგორც უფრო უკიდურესი 3სწორი4
მიმართულებით; ასევე, აღმოჩნდა, რომ უკიდურესობისაკენ გადაწევა ხორციელდება მაშინაც როცა ინდივიდები
უბრალოდ იგებენ, რომ მათი თვალსაზრისი არ არის ისე შორს საშუალოზე მაღლა როგორც ისინი თავიდან
უშვებდნენ (Mყერს და ახვები 1980). თუმცა არსებობს მონაცემები, რომლებიც მხარს არ უჭერენ ამ თვალსაზრისს.
მთელი რიგი მონაცემებისა მიუთითებენ, რომ ზოგჯერ ინდივიდები რეკომენდაციას აძლევენ უფრო უკიდურეს
და რისკიან გადაწყვეტილებისაკენ უცნობებს ვიდრე თავისთავს. ეს კი არ ეთანხმება მოსაზრებას რომ
ადამიანებს სურთ ჩანდნენ საშუალოზე მაღლა გამბედაობაში ან მასთან დაკავშირებულ პიროვნულ თვისებებში.

დამარწმუნებელი არგუმენტების თვალსაზრისი, პოლარიზაციის განსხვავებულ ახსნას იძლევა. ეს მიდგომა


ვარაუდობს, რომ ჯგუფის დისკუსიის მსვლელობაში, ინდივიდი იღებს ინფორმაციას, რომელიც მხარს უჭერს
მის თვალსაზრისს. რადგან ზოგიერთი არგუმენტი, შეიძლება იყოს ისეთი, რომელიც მანამდე არ ყოფილა
განხილული. ინდივიდი, რომელიც იღებს დამატებით არგუმენტებს, შეიძლება დარწმუნდეს იმაში, რომ მისი
თვალსაზრისი ამ მიმართულებით შეცვალოს. ამრიგად, ჯგუფი თანდათანობით გადაიწევა იმ
თვალსაზრისისაკენ, რომელიც მხარდაჭერილია დამარწმუნებელი არგუმენტაციის დიდი რაოდენობით.
თვალსაზრისი, რომელიც დომინირებს დასაწყისში, იღებს უფრო მეტ და ძლიერ მხარდაჭერას და ვითარდება
პოლარიზაცია.
ეს მოსაზრება მხარდაჭერილია, ასევე, მთელი რიგი კვლევითი მონაცემებით: (1) აღმოჩნდა, რომ უმეტესობა
არგუმენტებისა, რომელიც წარმოდგენილია ჯგუფის დისკუსიის დროს, ფაქტიურად მხარს უჭერს ჯგუფის
უმრავლესობის თვალსაზრისს; (2) აღმოჩნდა, რომ რაც უფრო დიდია არგუმენტების დამარწმუნებლობის ძალა
და რაოდენობა, რომლებიც ეთანხმება მოცემულ კონკრეტულ თვალსაზრისს, მით უფრო დიდია გადაწევა მის
მიმართულებით, როგორც ჯგუფის დისკუსიის შედეგი.

თუ გავაანალიზებთ იმ მონაცემებს რომელიც ამ ორ მიდგომასთანაა დაკავშირებული, აღმოჩნდება, ძნელია


რომელიმეს მივანიჭოთ უპირატესობა. ჩანს, რომ როგორც სოციალური შედარება ისე ინფორმაციის გაცვლა
გარკვეულ როლს თამაშობს ჯგუფის პოლარიზაციაში. როცა ინდივიდები გრძნობენ, რომ წარმოადგენენ
ჯგუფის ნაწილს, სოციალური კატეგორიზაციის ან სოციალური იდენტიფიკაციის პროცესი მოდის
მოქმედებაში. ამას კი, თავის მხრივ შეიძლება ინდივიდები მიყავს იქამდე,რომ ჯგუფის პოზიცია აღიქვან
როგორც უფრო უკეთესი ვიდრე რეალურადაა. შედეგად, ინდივიდები განიცდიან დაწოლას დაეთანხმონ ამ
არცთუ ისე ზუსტ თვალსაზრისს, რასაც მოჰყვება თვით ჯგუფის გადაწევა უფრო უკიდურესობისაკენ.

პოლარიზაციის ფაქტმა, გადაწყვეტილების მიღების ჯგუფი შეიძლება მიიყვანოს უფრო მეტი უკიდურესი
პოზიციის მიმართულებით გადაწევისაკენ, რამაც შეიძლება საშიში მიმართულება მიიღოს. ამ კონტექსტში,
ალბათ საინტერესოა ზოგიერთი პოლიტიკური ან მილიტარისტული ჯგუფის კატასტროფული
გადაწყვეტილების გააზრება, რომელიც თანამედროვე გადასახედიდან უაზრობადაც კი გვეჩვენება.

ჯგუფის მიერ გადაწყვეტილების მიღება.

გადაწყვეტილების მიღების ჯგუფის პოლარიზაციისაკენ გადაწევამ, როგორც ვნახეთ, შეიძლება ხელი


შეუშალოს ზუსტი და ეფექტური არჩევანის გაკეთებას. ამასთან უნდა აღვნიშნოთ, რომ პოლარიზაცია, არ არის
ერთადერთი პროცესი, რომელმაც შეიძლება მოგვცეს ისეთი ეფექტი, რომლსაც შეუძლია გადაწყვეტილების
მიღების ჯგუფი მიიყვანოს თუნდაც კატასტროფულ შედეგებამდე. მათ შორის განსაკუთრებით გამოყოფენ
ჯგუფის აზრის ფენომენს და ჯგუფის წევრების უუნარობა გააერთიანოს არა განაწილებული ინფორმაცია.

ჯგუფური აზრი - საღი აზრით, ჯგუფის წევრებს შორის შეჭიდულობის მაღალი დონე პოზიტიური
მოვლენაა. ბოლოსდაბოლოს, თუ ჯგუფის წევრებს მოსწონთ ძალიან ერთმანეთი, ღრმა თანხმობას გრძნობენ
ჯგუფის მიმართ, შესრულების დონე მაღალი იქნება. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს მოსაზრება მცდარიც კი შეიძლება
იყოს. როცა ჯგუფის შეჭიდულობის მაღალი დონე შეწყვილებულია სხვა პირობებთან (მაგ. დინამიური
გავლენიანი ლიდერი) შეიძლება მოქმედებაში მოვიდეს ისეთი შემაშფოთებელი პროცესი, რომელიც ჯგუფური
აზრის სახელწოდებითაა ცნობილი (ჟანის, 1982) ჯგუფური აზრის ჩამოყალიბების ხელშემწყობ პირობებს შორის
ასახელებენ შემდეგს:

1. გადაწყვეტილების მიღების ჯგუფის მაღალი შეჭიდულობა;

2. ჯგუფის გარედან ზეგავლენისაგან, ინფორმაციისაგან იზოლაცია;

2 დინამიკური, დირექტიული ლიდერი;

4.ალტერნატული აქტიობების პრო და კონ არგუმენტების დაწვრილებითი განხილვის …პროცედურების


ნაკლებობა.

5. მაღალი სტრესი გარეგანი მუქარისაგან, თანაც მცირე იმედი, რომ ნაპოვნი იქნება უკეთესი გადაწყვეტა ვიდრე
შემოთავაზებულია ლიდერის ან სხვა მნიშვნელოვანი ინდივიდის მიერ.

ჩამოთვლილი პირობები ქმნის ე.წ. ჯგუფურ აზრს, რომელიც ხელს უწყობს გადაწყვეტილების მიღებას,
რომელიც შეიძლება კატასტროფული აღმოჩნდეს. ასეთ კატასტროფულ გადაწყვეტილებადაა ჩათვლილი
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯ. კენედის და მისი მრჩევლების მიერ მიღებული
გადაწყვეტილება, დაამხონ ფ. კასტროს რეჟიმი კუბაში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ
გაწრთვნილი 1400 კუბელი ემიგრანტების საშუალებით, რომელმაც სამარცხვინო მარცხი განიცადა.
ან კიდევ პრეზიდენტ ლ. ჯონსონის და მისი პოლიტიკური მრჩევლების (რომელიც პრეზიდენტის გუნდს
ქმნიდა) მიერ მიღებული გადაწყვეტილება ვიეტნამის მიმართ, რომელსაც მოჰყვა ვიეტნამის ომი და მისი
ესკალაცია 1964-67 წწ. და რომელიც ასევე ამ პოლიტიკის სრული კრახით დამთავრდა.

ამავე ჭრილში შეიძლება განვიხილოთ ყოფილი საბჭოთა კავშირის პოლიტბიუროს გადაწყვეტილება


ავღანეთის წინააღმდეგ ე.წ. 3შეზღუდული კონტიგენტით4 საომარი მოქმედების განხორციელების შესახებ,
რომელმაც აგრეთვე სრული კრახი განიცადა.

თითქოსდა გაუგებარია, ასეთი მაღალი ინტელექტუალების და პროფესიონალებისაგან შემდგარი ჯგუფები,


იღებენ გადაწყვეტილებას, რომელიც კატასტროფულია ყველა ასპექტით. სწორედ ამ და სხვა ანალოგიური
ფაქტების ახსნაა ნაცადი ჯგუფური აზრის ფენომენით, პოლარიზაციის ფორმებთან ერთად.

ჯგუფური აზრი, რომელიც ყალიბდება გადაწყვეტილების მიღების ჯგუფში, ზემოთ ჩამოთვლილ


პირობებში, ჩათვლილია რომ წარმოადგენს აზროვნების რეჟიმს, როცა გადაწყვეტილების ჯგუფში, კონსენსუსის
ძიება იმდენადაა დომინირებული მაღალი შეჭიდულობის ჯგუფისათვის, რომ ჩნდება ტენდენცია უკუაგდოს
მოქმედების ალტერნატიული საშუალებების რეალისტური შეფასება. ერთი სიტყვით ჯგუფი ფაქტიურად
კარგავს კონტაქტს რეალობასთან. რაც მთავარია, რაკი ჩამოყალიბდება ასეთი ჯგუფური აზრი, მას ტენდენცია
აქვს თვითგანმტკიცებისა და განვითარებისაკენ. ამიტომ ის გააფთრებულ წინააღმდეგობას უწევს რეალობას.
ამაში მას ხელს უწყობს მისთვის დამახასიათებელი ტენდენციები, რომელიც ხელს უშლის რეალობასთან საღი
კონტაქტის დამყარებას. ამ თვისებებს შორის გამოყაფენ შემდეგს:

1. არა მოწყვლადობის ილუზია - ზედმეტი ოპტიმიზმი, რომელიც არ აძლევს ჯგუფის წევრებს შესაძლებლობას
დაინახონ საშიშროება. თითოეულ ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში, პრეზიდენტის ჯგუფი იღებდა რეალურ
ინფორმაციას, მაგრამ არც ერთი მათგანისათვის სერიოზული მნიშვნელობა არ მიუციათ.

2. რწმენა, რომ ჯგუფი მთლიანად მართალია.

3. ჯგუფის ეთიკურობის ურყევი რწმენა.

4. ინფორმაციის, რომელიც ჯგუფის პოზიციის საწინააღმდეგოა, დისკრედიტაციის და ……..იგნორირების


ტენდენცია.

55. ჯგუფური რაციონალიზაცია. აღმოჩნდა, რომ ჯგუფის შეხვედრებში ძირითადად მთელ …….დროს თავიანთი
გადაწყვეტილების რაციონალიზაციას უთმობდნენ.

6. მოწინააღმდეგის აზრი შეხედულებების სტერეოტიპირება. 3ისინი იმდენად ბოროტი …….ხალხია, რომ არ


ღირს მათთან მოლაპარაკება4.

7. ჯგუფში ძლიერი დაწოლა კონფორმულობისაკენ. რაც არ აძლევს ინდივიდებს თუნდაც …..შენიშვნის


გამოთქმის შესაძლებლობას.

ყოველივე ეს განსაზღვრავს უკიდურესად ცუდ გადაწყვეტილებასთან ერთად იმასაც, რომ ჯგუფი


გადაწყვეტილების შემდეგ თავის თავს არწმუნებს უფრო და უფრო ინტენსიურად, რომ ის სწორია.

სამწუხაროდ, ჯგუფური აზრი ჩანს რომ არ არის იშვიათი ან არა ჩვეულებრივი მოვლენა. პირიქით, როცა
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების ჯგუფი ხდება მაღალი შეჭიდულობის და აღმოჩნდება სტრესულ
სიტუაციაში, სადაც საჭიროა სწრაფი გადაწყვეტილების მიღება და იმართება ძლიერი დინამიკური ლიდერის
მიერ, იქმნება რეალური საშიშროება მრავალ კონტექსტში. შეიძლება მიღებულ იქნას გადაწყვეტილება რომელიც
კატასტროფული იქნება ყველა ასპექტში.

ჯგუფის უუნარობა მიიღოს არა განაწილებული ინფორმაცია.


გადაწყვეტილების მიღების ჯგუფის ერთერთ ძირითად უპირატესობად ითვლება ის, რომ იძლევა ჯგუფის
ინდივიდუალური წევრების რესურსების გაერთიანების შესაძლებლობას. უშვებენ, რომ რადგან ჯგუფის
თითოეულ წევრს შეიძლება ჰქონდეს მოცემული ამოცანის გადასაწყვეტად საჭირო უნიკალური უნარი ან
ცოდნა, ამოცანის ეფექტურად გადაწყვეტისათვის, სასარგებლო იქნება ამ ინტელექტუალური რესურსების
გაერთიანება. სტესერმა და ტიტუსმა იკვლიეს თუ რამდენად აქვს გადაწყვეტილების მიღების ჯგუფს უნარი,
ეფექტურად გააერთიანოს ინდივიდუალური რესურსები (შტასსერ & თიტუს,1985)

აღნიშნული მკვლევარები ვარაუდობენ, რომ როდესაც ჯგუფი იხილავს პრობლემას და აღწევს გადაწყვეტას,
თვით ეს გადაწყვეტილების ჯგუფში მიღების სიტუაცია, შეიცავს ტენდენციას შეამციროს ჯგუფის
შესაძლებლობა გააერთიანოს ინდივიდუალური რესურსები და ამდენად მინიმუმამდე დაიყვანოს ის
უპირატესობა რომელიც ჯგუფს გააჩნია ამ საქმეში. და ამის მიზეზებს ხედავენ შემდეგში:

პირველი, გადაწყვეტილების მიღების ჯგუფს ტენდენცია აქვს დისკუსია გამართოს უფრო ყველას მიერ
განაწილებულ ინფორმაციაზე ვიდრე არა განაწილებულზე. ე.ი. დისკუსია იმართება იმ ინფორმაციაზე
რომელსაც ყველა იზიარებს. და ეს იმიტომ, რომ ჯგუფის დისკუსიის სიტუაციაში ყველას მიერ გაზიარებული
ინფორმაცია უფრო ადვილად ხდება შემოტანილი სადისკუსიოდ ერთი ან რამდენიმე წევრის მიერ ვიდრე არა
გაზიარებული ინფორმაცია. არადა უფრო სასარგებლო იქნებოდა საერთო აზრის მისაღწევად, სწორედ
განსხვავებული ინფორმაციის მიღება, მისი შემოტანა განსახილველად.

მეორე, ჯგუფის დისკუსიას ვარაუდობენ, რომ ტენდენცია აქვს მხარი დაუჭიროს იმას, რისადმიც ჯგუფის
წევრები თავიდანვე ამჟღავნებენ უპირატესობის მინიჭებას. რადგან თითოეული წევრი მზადაა წარმოადგინოს
ინფორმაცია რომელიც მხარს უჭერს მის თვალსაზრისს, ეს ტენდენცია შედეგად გვაძლევს იმას, რომ საწყისი
უპირატესობა მინიჭება უფრო ძლიერდება. ფაქტიურად არ ხდება მისი კორექტირება. არა და ჯგუფის
დისკუსიის აზრი, მისი მნიშვნელობა სწორედ მოსაზრებების და უპირატესობა მინიჭების კორექტირებაშია.
ამიტომ ფინალური გამოსავალი იქნება არა ინფორმაციის განაწილება ჯგუფის წევრებს შორის, ისე რომ ყველამ
მიიღოს სრული და ზუსტი სურათი სიტუაციისა ვიდრე ჰქონდათ თავიდან. არამედ ვიღებთ საწყისი
უპირატესობა მინიჭებების ან თვალსაზრისების ინტენსიფიკაციას. სტესერმა და ტიტუსმა, ამ დებულებების,
რომ ჯგუფის დისკუსიის სიტუაცია შეიცავს მთელ რიგ არასასურველ ტენდენციებს, რაზეც ზემოთ გვქრნდა
საუბარი, დადასტურება მიიღეს მათ მიერ კარგად დაგეგმილი ექსპერიმენტებიდან (შტასსერ.

ექსპერიმენტულად დადასტურდა, რომ როცა ინდივიდები მონაწილეობენ ჯგუფის დისკუსიაში და არა აქვთ
ერთიდაიგივე ინფორმაცია, ისინი ამჟღავნებენ ყურადღების კონცენტრაციას იმაზე, რაც აქვთ საერთო და მცირე
ყურადღებას უთმობენ სხვა ინფორმაციას, რომელიც მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს, მაგრამ განსხვავებულია იმ
ინფორმაციისაგან რაც საერთოა. ჯგუფის დისკუსიამ შეიძლება ვერ შეძლოს შეავსოს ინდივიდის მიერ მთელი
სიტუაციის გააზრების ხარვეზები. ე.ი. ჯგუფის დისკუსიის სიტუაციები, როცა ხდება გადაწყვეტილებების
მიღება არსებობს ასეთი შეცდომების დაშვების ტენდენცია. პოლარიზაციისა და ჯგუფური აზრის
ტენდენციასთან ერთად, გადაწყვეტილების მიღების ჯგუფისათვის მნიშვნელოვანი ამოცანაა დაიცვას თავი
ასეთი შეცდომისაგან.

პიროვნება, ინდივიდუალური განსხვავებები და მე (სელფი)

ფაქტია, რომ ინდივიდები ერთიდაიმავე სიციალურ სიტუაციაში განსხვავებულად რეაგირებენ. ინდი-ვიდებს


შორის ასეთი განსხვავება შეიძლება იყოს განსხვავებული ფაქტორების გავლენების შედეგი. Aამ ფაქტორებიდან
ზოგიერთი თანდაყოლილია, ზოგიც ინდივიდუალური გამოცდილებითაა შეძენილი. Aადა-მიანებზე გავლენას
ახდენს ოჯახი, მეგობრები, სპეციფიქური კულტურა, სოციალური კლასი, რასა, რელიგია და ა.შ. ამ გავლენების
შედეგია ის, რომ ყოველი ჩვენთაგანი დამახასიათებლად რეაგირებს გარკვეულ სიტუაციაზე.

მიუხედავად იმ დიდი როლისა, რომელსაც სოციალური ფაქტორები თამაშობენ ქცევის დეტერმინა-ციაში,


ინდივიდებს შორის განსხვავება ხშირად დეტერმინირებულია შედარებით მყარი დისპოზიციებით, რომელიც
პიროვნული ნიშნების, თრეიტების სახელწოდებითაა ცნობილი.
პიროვნული ნიშნები (თრეიტები)

სოციალური ფსიქოლოგია შეისწავლის ინდივიდის ქცევას სოციალურ სიტუაციაში. ეს ნიშნავს იმას, რომ
სოციალური ფსიქოლოგია შეისწავლის სტიმულების სპეციფიკურ კლასს, რომლებიც გავლენას ახდენენ
ადამიანის ქცევაზე. P

პიროვნების ფსიქოლოგია კი ფოკუსირებულია იმაზე, თუ განსხვავებული პიროვნული ნიშნების მქონე


ადამიანები როგორ რეაგირებენ მოცემულ სოციალურ სტიმულებზე.

ინდივიდის თვალსაზრისიდან პიროვნებას განსაზღვრავენ როგორც პიროვნული ნიშნების შედარებით მყარ


სისტემას, რომელიც გავლენას ახდენს ქცევაზე ცვალებად სოციალურ სიტუაციაში. ასეთი პი-როვნული ნიშნები
მიუთითებენ იმაზე, თუ რა შემოაქვს ინდივიდს სიტუაციაში. სოციალურ სტიმულებს კი თვით სიტუაცია
შეიცავს. ეს ორი სფერო არ უნდა იყვნენ ერთმანეთთან კონფლიქტში. სოციალური და პიროვნების ფსიქოლოგია
ორივე ცდილობს იწინასწარმეტყველოს ადამიანის ქცევა. ისინი ამ მიზნის მიღწევაში გვთავაზობენ
განსხვავებულ მიდგომას. ამ კონფლიქტში პიროვნული ცვლადების მნიშვნელობა ხშირად დავის ობიექტს
წარმოადგენდა. საქმე იმაშია, რომ პიროვნების ადრინდელი გაგება ემყარებოდა დაშვებას, რომ ადამიანები
სიტუაციიდან და სიტუაციამდე და წლიდან წლამდე არ იცვლებიან. აგრესიული ბიჭი რომ გაიზრდება
აგრესიული კაცი იქნება ე.ი. ვარაუდობდნენ, რომ ადამიანის პიროვნება არ იცვლება. ამ ზოგადმა მიდგომამ
ბიძგი მისცა მრავალი პიროვნების საკვლევი ტესტების შექმნას. ნავარაუდები იყო, რომ თუ ქცევა
დეტერმინირებულია პიროვნებით, პიროვნული ნიშნების გაზომვით შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ ქცევა.
შესაბამისად შეიქმნა ტესტები რომლებიც გლობალურად ზომავდა პიროვნებას. ამასთან ტესტები მიზნად
ისახავდნენ პიროვნების შეფასებას. იგულისხმებოდა, რომ პიროვნების განსაზღვრით შეიძლებოდა ქცევის
წინასწარმეტყველება სიტუაციიდან სიტუაციამდე.

პიროვნების საკვლევი ტესტები ფართოდ იქნა გამოყენებული კლინიკაში როგორც დიაგნოსტიკური საშ-უალება
და განსაკუთრებით ორგანიზაციაში სადაც საჭირო იყო ინდივიდების სელექცია. შემდგომში, ფაქტმა, რომ ასეთი
მიდგომა, როგორც ქცევის წინასწარმეტყველების საშუალება არც ისე შთამბეჭდავი იყო, ეჭვი დაბადა მის
ეფექტურობაზე. როტერმა (ღოტერ, 1954), მიმოიხილა რა შრომები რომელებიც პი-როვნების მახასიათებლების
გაზომვას ეხებოდა, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ტესტები, რათა ვიწინასწარმეტყველოთ ინდივიდის
ქცევა კონკრეტულ სიტუაციაში საეჭვო ვალიდურობისაა. შედეგად, როტერი და მისი კოლეგები შეეცადნენ
შეექმნათ არა უკეთესი ტესტი, რომელიც უფრო ვალიდური იქნე-ბოდა, არამედ საერთოდ შეცვალეს
საკითხისადმი მიდგომა. მათი მიდგომა ემყარებოდა მოსაზრებას, რომ პიროვნულ ნიშნებზე ორიენტირებული
გაზომვის სისტემა შინაგანად პიროვნებისადმი არაადეკვეტურია, რადგან ქცევა, უბრალოდ სიტუაციიდან
სიტუაციამდე და სხვადასხვა დროს არ არის კონსისტენტური. რომ რწმენა ქცევისეული კონსისტენტურობის
შესახებ იყო მხოლოდ ილუზია. მიუხედავად იმისა რომ პიროვნული ნიშნების თეორიისადმი ასეთ კრიტიკულ
მიდგომას ბევრი არ უჭერდა მხარს, ის მაინც სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა. სიახლე მდგომარეობდა
სიტუაციური ცვლადების განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭებაში. საკითხისადმი ასეთი სიტუაციური
მიდგომა გულისხმობს რომ ჯობია კვლევა ფოკუსირებული იყოს სიტუაციაზე და არა პიროვნულ ნიშნებზე.
ამასთან სოციალური ფსიქოლოგია ასაბუთებდა, რომ ქცევის დეტერმინიზაციაში უფრო ღირებულია მხოლოდ
სიტუაცია ვიდრე მხოლოდ პიროვნული ნიშნები. ამ ორ მიდგომას შორის დავაში გამოიკვეთა, რომ ორივე მხარეს
ქონდა, როგორც მხარდამჭერი ასევე არამხარდამჭერი არგუმენტები. ასეთ სიტუაციაში უფრო გონივრულად
ჩათვალეს ეღიარებინათ, რომ ორივე მიდგომა ნაწილობრივად არის სწორი. რომ ქცევის საუკეთესო
წინასწარმეტყველება მოსლოდნელია, როცა ყურადღება დაეთმობა ორივე ფაქტორის (პიროვნულისა და
სიტუაციურის) გავლენას. პრობლემისადმი ასეთმა ინტეგრალურმა მიდგომამ დააყენა საკითხი იმის შესახებ,
რომ თუ სიციალურმა ფსიქოლოგიამ როცა სურს ჩართოს თავის კვლევებში პიროვნული ნიშნები, როგორ უნდა
გადაწყვიტოს თუ რომელი პიროვნული ნიშანი რომელ სიტუაციაში შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი.
კველვაძიების შედეგად ჩამოყალიბდა მთელი რიგი სახელმძღვანელო პინციპები:

1. პიროვნული ნიშანი, თავისი მნიშვნელობით რაც უფრო ვიწროა და შეზღუდული, მით უფრო ეფექტური
შეიძლება იყოს ქცევის წინასწარმეტყველებისათვის. მაგალითად პიროვნული ნიშანი სოციობილურობისა
იმდენად ფართეა, რომ ნაკლებად დაგვეხმარება ინდივიდის ქცევების წინასწარმეტყველებაში.

2. რაც უფრო სუსტია სიტუაციური გავლენა, მით უფრო დიდ როლს თამაშობს ქცევის წინასწარმეტყველებაში
პიროვნული ნიშნები. კვლევებით დადასტურდა, რომ როდესაც სიტუაციური ცვლადები ძლიერია, ძნელია
მიუთითო პიროვნულ ნიშნებზე, რომლებიც გააუმჯობესებენ ინდივიდის შესაძლებლობას
იწინასწარმეტყველოს ქცევა, ხოლო როცა ქცევაზე სიტუაციის გავლენა სუსტია აღმოჩნდა, რომ პიროვნული
ნიშნები საკმოდ ღირებული ხდება, ქცევის წინასწარმეტყველებისათვის.

3. ადამიანები არჩევენ იყვნენ ისეთ სიტუაციაში, რომელიც უკეთესად ერგება მათ პიროვნებას, ჩვეულებრივ
ექსპერიმენტებში სუბიექტებს ამყოფებდნენ გარკვეულ სიტუაციაში და ხდება მათი რეაქციების შეფასება.
გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ მოცემულ სიტუაციაზე მიახლოვება-განრიდების რეაქცია წარმოადგენს
პიროვნული ფაქტორების ფუნქციას. საერთოდ რეალურ ცხოვრებაში ადამიანები ხშირად თვითონ ირჩევენ
სიტუაციას , თუ სად გაატარონ დრო რომელ სიტუაციას განერიდონ და რომელს მიუახლოვდნენ.

4. როდესაც პიროვნების საკვლევი დებულებები შეიცავს სიტუაციის კონტექსტებს აღმოჩნდა, რომ ისინი უფრო
უკეთ წინასწარმეტყველებენ ქცევას სპეციფიკურ სიტუაციაში. მთელმა რიგმა მკვლევარებმა მიუთ-ითეს, რომ
პიროვნების საკველევი ტესტის ტიპიური ტესტ-დებულებები, შექმნილია ისე რომ არ არის მითითებული
სიტუაციური კონტექსტი, მაგალითად დებულება `მე ვარ მოყვარული ინდივიდი ~- ითხოვს პასუხს ეთანხმები
თუ არ ეთანხმები, აღმოჩნდა, რომ ასეთ პირობებში აშკარად დაგვეხმარებოდა სპეციფიკურ პირობებზე
მითითება.

ამრიგად ინდივიდის ქცევის წინასწარმეტყველებისას- პიროვნული ნიშნები წინააღმდეგ სიტუაციური


ფაქტორებისა-მივყავართ ორივე ფაქტორის ინტეგრაციის აუცილებლობამდე.

პიროვნული ნიშნების იდენტიფიკაცია

დგება საკითხი, როგორ ხდება იმ პიროვნული ნიშნების იდენტიფიკაცია, რითაც განსხვავდებიან ინდივიდები
ერთმანეთისაგან?

ადამიანები ჩვეულებრივ ერთმანეთისაგან განსხვავდებიან მათი ქცევებით, ზოგიერთი უფრო მორ-ცხვია,


ზოგიერთი უფრო პატიოსანი. ზოგიერთი თვითდარწმუნებულია და ა.შ. შესაბამისად ადამიანებს ტენდენცია
აქვთ ერთმანეთი აღწერონ პიროვნული ნიშნებით. ეს ტენდენცია მყარდება ენაში. ოლპორტმა და ოდბერტმა
მოახდინეს ათასობით ასეთი პიროვნული ნიშნების იდენტიფიკაცია. მათ დაადგინეს პი-როვნული ნიშნები,
რომლებიც აღნიშნულია სიტყვებით ინგლისურ ენაზე, როგორც ეს დაფიქსირებული ვებსტერის სრულ
ლექსიკონში. სულ ამოკრიფეს 17953 ტერმინი. ამ სიტყვების ანალიზის შედეგად საბო-ლოოდ შერჩეული იქნა
171 პიროვნული ნიშანი. ნაჩვენები იქნა, რომ ყოველი ეს სიტყვა (პიროვნული ნი-შანი) ასახავს არაფორმალურ
ბიჰევიორულად დაკვირვებად ფაქტს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ამ ზედსართავების (პიროვნული ნიშნების)
არსებობა ნიშნავს, რომ ქცევაში შემჩნეულია გარკვეული ტიპის ინდივიდუალური განსხვავებები და
ჩამოყალიბებული იქნა სიტყვა რათა მოეხდინათ ამ განსხვავებათა სახელდება. ეს ნიშნავს იმას, რომ მიღებული
იქნა ასწლეულების განმავლობაში დაგროვილი საღი აზრის ბიჰევიორისტული დაკვირვება, რომელიც
ყოველდღიურ ცხოვრებაში იდენტიფიცირებულია ამ ზედასრთავებში-პიროვნულ ნიშნებში. თუ ენაში არსებობს
მოცემული პიროვნული ცვლადი , პიროვნული ნიშანი, შეიძლება დავუშვათ, რომ ინდივიდუალური
განხვავებები ამ დისპოზიციაში მნიშვნელობვანი იქნება ქცევის წინასწარმეტყველებისთვის. ეს თუ ასეა, და
ვარაუდობენ რომ ასეა, საჭირო გახდა პი-როვნული ნიშნების გასაზომი ტესტის შექმნა. წინააღმდეგ
ბიჰევიორისტული თეორიებისა , პიროვნული ნიშნების თეორია უშვებს, რომ ქცევის წინასარმეტყველებაში
ჩართული უნდა იქნას ქცევის უფრო რთული, დისპოზიციური ერთეული და ასეთ ერთეულად ჩათვლილია
იქნა პიროვნული ნიშნები. პი-როვნული ნიშნების თეორიის განვითარების შემდგომი ნაბიჯი იყო პიროვნული
ნიშნების გასაზომი მეთოდიკის კონსტრუირება.

1930-იან 1940-ან წლებში ფაშისტურ იდეოლოგიას მრავალი მიმდევარი გაუჩნდა მსოფლიოს მრავალ პარტიაში.
განსაკუთრებით გამოკვეთილი და ძლიერი ცენტრი ამ მხრივ იყო ნაცისტური გერმანია. ამ პოლიტიკური
მოძრაობის შედეგი იყო II მსოფლიო ომი-მილიონობით ადმიანის წინასწარგანზრახული მოსპობით
სასიკვდილო ბანაკებში-რაც კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად მოინათლა.
ფაშისტური ძალაუფლების დამხობის შემდეგ ფსიქოლოგთა ჯგუფმა დაიწყო მუშაობა პრობლემაზე-როგორ
ვიწინასწარმეტყველოთ თუ რომელ ინდივიდს ექნება მიდრეკილება პოლიტიკური მოძრაობისაკენ და
ცხოვრების ფაშისტური რეჟიმისკენ. შესაბამისად შეიქმნა ავტორიტარიზმის როგორც პიროვნული ნიშნის,
გასაზომი კითხვარი. კითხვარის შესადგენად პირველი საფეხური იყო ტესტ-დებულებების ჩამოყალიბება,
რომელიც გამოხატავდა გარკვეული სახის ატიტუდებს, რწმენებს და ღირებულებებს და რომელიც გააჩნია
ფაშისტს ან პოტენციონალურ ფაშისტს(ადორნო და სხვები). ფაქიზი კვლევებით შეირჩა ასეთი ტესტ-
დებულებები და ჩამოყალიბდა ავტორიტარიზმის საკვლევი ე.წ. F-სკალა. ამ სკალის ტიპიური ტესტ-
დებულებებია:

• ის რაც სჭირდება ახალგაზრდას არის ხაზგასმული დისციპლინა, მკაცრი დეტერმინაცია და სურვილი


იმუშაო და იბრძოლო ოჯახისთვის, სამშობლოსთვის.

• ავორიტეტისადმი მორჩილება და პიტივისცემა არის ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი, რო-მელიც უნდა


ისწავლონ ბავშვებმა.

და ა.შ.

ან კიდევ, სამედიცინო კვლევები მიუთითებდნენ, რომ გულსისხლძარღვთა ფუნქციობის დარღვევის რისკი


იზრდება როგორც ფუნქცია გენეტიკური ფაქტორებისა მიმატებული მთელი რიგი ფიზიკური ფაქტორები
როგორიცაა ასაკი, ქოლესტერინის შრატის დონე, სისხლის წნევა, სიგარეტის მოწევა და ა.შ. გარდა ამისა
აღმოჩნდა, რომ გარკვეულ როლს თამაშობს პიროვნული ფაქტორებიც. ეს საკითხი 50-იან წლებში სისტემატური
კვლევის საგანი გახადეს Fრიედერმან-მა და როსენმან-მა (1959). როგორც შედეგი, მკვლევარებმა აღწერეს ე.წ. ა
ტიპი-ს კოლონიკური მიდრეკილების ინდივიდების ქცევისეული ნიმუშები. მიუთითეს, რომ ინდივიდები,
რომლებიც არიან შრომისმოყვარეები, აგრესიულები, კონკურენტულები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ დრო
არასოდეს არის არასაკმარისი სააქმეების გასაკეთებლად , ყოველთვის სადგაც მიეჩქარებათ . (ე.წ. ტიპი აA) უფრო
ხშირად უვითარდებათ კოლონიკური პრობლემები ვიდრე ინდივიდებს მიეწერებიან ტიპს ბB-ს და რომლებიც
არა უფრო მშვიდი მოსიარულეები, სოციალურები, მოდუნებულები და ა.შ.

ამის შემდეგ ფსიქოლოგიურ კვლევებში ტიპი აA და ტიპი ბB განზომილება გარდა ჯანმრ-თელობისა


გავრცელდა ისეთ სფეროებში როგორიცაა პიროვნების განვითარება, არაპროფესიონ-ალური ქცევა და
ინტერპერსონალური ურთიერთობა.

ლოკუს კონტროლი

ერთერთი ბაზისური პიროვნული მახასიათებელი, რომელიც გავლენას ახდენს ქცევაზე არის ის თუ ადამიანი
ვის თვლის პასუხისმგებლად კარგი ან ცუდი მოვლენების მიმდინარეობაზე. ინდივიდი, რომელიც თვლის, რომ
თვით მას შეუძლია ისე იმოქმედოს რომ მაქსიმალური გახადოს დადებითი შედეგების შესაძლებლობა და
მინიმუმამდე დაიყვანოს უარყოფითი შედეგების ალბათობა ამბობენ, რომ მას აქვს კონტროლის შინაგანი
ლოკუსი. ამის საპირისპიროა თუ ინდივიდი ფიქრობს რომ ის უსუსურია იღბლის მოწყალების, ბედისწერის და
სხვა არაკონტროლირებული გარეგანი გავლენის წინაშე ამბობენ, რომ მას აქვს გარეგანი ლოკუს კონტროლი.
ინდივიდების განსხვავება ამ მახასიათებლებში, როგორც -ლოკუს კონტროლი- შემოგვთავაზა როტერმა.
როტერის მიერ შემოთავაზებულ თეორიაში ქცევა ხორციელდება როგორც მოლოდინების (რომ ქცევა მოგვცემს
განმტკიცებას) და ღირებულებების-(რა ფასად უჯდება ინდივიდს განმტკიცება)- ფუნქცია. გარდა მოლოდინების
და ღირებულებისა, რომელიც მოქმედებს სპეციფიკურ სიტუაციაში, როტერი ვარაუდობს, რომ ადამიანს აქვს
გარკვეული რწმენა ცხოვრებისეული წარმატებულობის და წარუმატებლობის მიზეზების შესახებ. ბავშვობის
დროინდელი გამოცდილებიდან და დაკვირვების საფუძველზე ადამიანი მიდის დასკვნამდე, თუ დადებითUდა
უარყოფითი შედეგები რა ხარისხშია კონტროლირებული საკუთარი აქტივობით ან არაკონტროლირებული
გარეგანი ძალებით. როცა შედეგებზე პასუხისმგებლობა შინაგანი, საკუთარი ძალებითაა ახსინილი დაშვებულია
რომ გულმოდგინე შრომა და უნარები განმტკიცებული იქნება. როცა გარკვეულიო შედეგები გარეგან ძალებზეა
მიწერილი , დაშვებულია რომ მოვნლენები დეტერმინირებულია შემთხვევითი არაკონტროლირებული
ფაქტორებით. ამ განზოგადოებული პიროვნული მოლოდინების გასაზომად შეიქმნა ლოკუს-კონტროლის
ტესტი როგორც მოზრდილებისთვის ისე ბავშვებისთვის. როტერის მიერ შემოთავაზებული ტესტი
სუბიექტისგან მოითხოვს ალტერნატივებს შორის ერთერთის არჩევას. ტესტის აზრი მოცემულია ორ ტესტ
დებულებაში . სუბიექტმა უნდა შეარჩიოს ალტერნატიულიდან ერთერთი რომელიც მას უფრო სწორად მიაჩნია.
ტესტში ერთერთი ალტერნატივა ასე ჟღერს:

(1.) ა. ინდივიდის ცხოვრებაში ბევრი უბედურება ნაწილობრივ ცუდი იღბლის შედეგია

ბ. ადამიანის უბედურება იმ შეცდომების შედეგია,რომელიც მან დაუშვა.

სუბიექტმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ დებულებას ეთანხმება. რომელია მისი აზრით მართებული. ასეთი
დებულებების სერიისადმი პასუხები იძლევა ლოკუს-კონტროლის მაჩვენებელს. იგულისხმება, რომ ამ
განზომილებებში განხსვავებაზეა დამოკიდებული ქცევა განსხვავებულ სიტუაციაში. როტერის აზრით ასეთი
ქცევისეული განსხვავებების საფუძველია ინდივიდის ინტრავერტ-ექსტრავერტული ტენდენციები.
ინტრავერტს აქვს კონტროლის შინაგანი ლოკუსი ექსტრავერტებს კი ახასიათებს კონტროლის გარეგანი
ლოკუსი.

ლოკუს კონტროლის, როგორც პიროვნების მახასიათებელი თვისების, ბაზისური საკითხია, ის თუ როგორ


ხდება მისი ჩამოყალიბება.

კონტროლის შესახებ მოლოდინის ჩამოყალიბება.

კვლევები მიუთითებენ, რომ ინტერნალური ორიენტაციის ჩამოყალიბება მომდინარეობს აღზრდიდან, უმ-


თავრესად ოჯახებიდან და განსაკუთრებულ როლს თამაშობენ ამაში დედები, რომლებიც არ ცდილობდნენ
დაეკონტროლირებინათ მათი შვილების ქცევის ყველა ასპექტი , ქმნიან მოლოდინებს რომ ბავშვები მოიქცევიან
დამოუკიდებლად. ინტერნალური ორიენტაციის ინდივიდების მშობლებს აქვთ ტენდენცია ბავშვებს მისცენ
მეტი თავისუფლება. ბავშვების მიმართ იყვნენ მოსიყვარულენი და წამქეზებლები, ზოგადად, ინტერნალის
მშობლები მოელიან ბევრს მათი Aშვილებიდან. კვლევები ხაზს უსვამენ იმ ფაქტს , რომ ინტერნალურები
ყალიბდებიან იმიტომ, რომ ბავშვები სწავლობენ რომ განმტკიცება (წარმატება) დამოკიდებულია იმაზე რასაც
ისინი აკეთებენ. მთავარი რასაც სწავლობენ ისინი არის ის, რომ განმტკიცება დამოკიდებულია თვით მათ
ქცევაზე.

ექსტერნალები კი, ვარაუდობენ რომ, ბავშვობის დღეებიდან განიცდიდნენ ზედმეტ კონტროლს , მეტ
ყურადღებას და კრიტიკას. კვლევები აჩვენებენ, რომ ექსტერნალურად ორიენტირებული კოლეჯის
სტუდენტები იხსენებენ, რომ მათი მშობლები აწესებდნენ მკაცრ შეზღუდვებს. მიუთითებენ, რომ ექსტერ-
ნალური ორიენტაცია ყალიბდება როგორც რეაქცია ზედმეტად კონტროლირებულ კრიტიკულ-მშობლებზე.

საინტერესო მოსაზრება იქნა გამოთქმული ინდივიდის ინტერნალობა-ექსტერნალობასთან და-კავშირებით, რომ


ინდივიდების ცუდად შეგუებადობა ხშირად ასოცირებულია პიროვნების ამ განზომილების რომელიმე
უკიდურესობასთან (ინტერნალობა-ექსტერნალობა). ცუდად შეგუებადობა განხილულ იქნა რო-გორც
უსუსრობის და უპასუხისმგებლობის გრძნობა ცხოვრებისეული მოვნელებისადმი, ან როცა ცხოვრებისეული
მოვლენებისადმი ინდივიდები გრძნობის ტოტალურ გარეგან კონტროლს. გამომდინარაე აქედან ასკვნიან, რომ
ინტერნალობა ინდივიდების უფრო პოზიტიური თვისებაა ვიდრე ექსტერნალობა.

სელფი(სელფ)

როგორ განიცდის ადამაინი საკუთარ თავს საკუთარ “მე”-ს. თავის რა თვისებებს თვლის ის გან-საკუთრებულად
დამახასიათებლად, რითაც ის განსხვავდება სხვებისგან? ემთხვევა თუ არა ინდივიდის მიერ თვისთავის
შეფასება იმას თუ როგორ აფასებენ მას სხვები? ესაა საკითხები, რომლებიც არსებითად ქმნის პიროვნულ
იდენტურობას. ანუ ის რაც იგულისხმება პიროვნების არსში.
საკუთარი `მე~- პირველ რიგში ესაა რწმენების ერთობლიობა, რომელიც ჩამოყალიბდა საკუთარი თავის (თვით
ჩვენს) შესახებ. რა არის ჩვენი მნიშვნელოვანი მახასიათებელი თვისება? რაში ვართ ჩვენ კარგები? რას ვაკეთებთ
ცუდად? რა სახის სიტუაციებს ვერიდებით ან ვაძლევთ უპირატესობას? რწმენების ერთობლიობას, რომელსაც
ვფლობთ ჩვენ იმაზე თუ ვინ ვართ ჩვენ უწოდებენ მე-კონცეფციას. ერთი სიტყ-ვით, მე-კონცეფცია ეს არის თვით
ჩვენს შესახებ რწმენების შინაარსი.

ჩვენ ვეხებით არა მარტო იმას თუ რას წამოვადგენთ ჩვენ , არამედ იმასაც თუ როგორ ვაფასებთ იმ თვისებებს
რომელსაც ჩვენ თავს მივაწერთ,. შეფასებას რომელსაც ვაკეთებთ ჩვენ თვით ჩვენს შესახებ უწოდებენ თვით-
შეფასებას(სელფ-ესტეემ) დებულებები, რომლებიც გამოიყენებიან თვითშეფასების გასაზომად შემდეგი სახისაა:

1. მე ვგრძნობ რომ მაქვს მთელი რიგი კარგი თვისება

2. მე ვფიქრობ რომ მაქვს ბევრი ისეთი რამ რითაც შემიძლია ვიამაყო

3. ზოგჯერ ვფიქრობ რომ მე სულაც არ ვარ კარგი

4. ვგრძნობ რომ ვარ ღირსეული პიროვნება, ყოველ შემთხვევაში მსგავსად სხვებისა

5. ბოლოსდაბოლოს ვგრძნობ რომ ვარ წარუმატებელი

6. მთლიანობაში კმაყოფილი ვარ ჩემი თავით

ესენია დებულებები, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება თვითშეფასების დონის გასაზომად. ეს დებულებები


ზომავენ ზოგად ღირებულებებს, რომელზეც სუბიექტებმა უნდა მიუთითონ ახასიათებთ თუ არა ეს მათ.

მოცემული დებულებებიდან თუ სუბიექტი აღნიშნავს რომ ეთანხმება 1, 4 ან 6-ს ეს იმის მაჩვენებელია, რომ
მას აქვს მაღალი თვითშეფასების დონე. 2,3, და 5 დებულებებზე თანხმობა მიუთითებს თვითშეფასების დაბალ
დონეზე.

მაღალი თვითშეფასების ადამიანებს მიუთითებენ, რომ აქვთ ნათელი შეგრძნება იმაზე თუ რა არის მათი
პიროვნული თვისებები , თავიანთ თავს აფასებენ დადებითად, ისახავენ მისაღებ მიზნებს, იყენებენ
უკუკავშირებს თვითგანმტკიცების მანერით და ძნელი სიტუაციიდან გამოდიან წარმატებით.

დაბალი თვითშეფასების დონის მქონე ადამიანებს, აღნიშნავენ რომ აქვთ ნაკლებად ნათელი თვითკონცეფცია,
თავიანთ თავზე ფიქრობენ ნეგატიურად , ხშირად ირჩევენ არარეალისტურ მიზნებს ან საერთოდ უარს ამბობენ
მიზნებზე. ტენდენცია აქვთ იყვნენ პესიმისტები. აქვთ უფრო არაკეთილსასურველი ემოციონალური და
ქცევისეული რეაქციები კრიტიკაზე ან სხვა სახის ნეგატიურ უკუკავშირებზე.

აღმოჩნდა რომ გარდა ზოგადი თვითშეფასებისა, ადამიანებს აქვთ სპეციფიკური შეფასება თავიანთი
უნარების შესახებ სპეციფიკურ სფეროში. შესაძლოა ადმიანს ჰქონდეს თვითშეფასების მაღალი დონე , მაგრამ
მიაჩნდეს რომ არც თუ ისე კარგად თამაშობს ჭადრაკს. ან შესაძლოა ინდივიდს ჰქონდეს ზოგადად დაბალი
თვითშეფასება, მაგრამ ფიქრობდეს რომ ძალიან კარგი კალათბურთელია.

გამომდინარე მისი მნიშვნელობიდან აქტუალური გახდა საკითხი თუ როდის და როგორ უყალიბდება


ადამიანს საკუთარი `მე~-ს განცდა.

როგორ ვიგებთ საკუთარ თავს

ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ განსხვავებული წყაროებისგან მომდინარეობს. საკუთარი თავის შესახებ
ცოდნა ზოგჯერ შეიძლება სპონტანური იყოს იმის ცოდნის გარეშე თუ საიდან მოდის ეს რწმენა. მაგრამ
ჩვეულებრივ ჩვენ შეგვიძლია იმ წყაროების იდნტიფიკაცია თუ საიდან მოდის ის ინფორმაცია რომლიდანაც
ყალიბდება ცოდნა საკუთარი თავის შესახებ. ეს წყაროებია:
სოციალიზაცია _ საკუთარი თავის შესახებ ჩვენი ცოდნის უმეტესობა მომდინარეობს სოციალიზაციიდან.
ბავშვობიდან ჩვენ გარკვეული მანერით გვეპყრობიან მშობლები, მასწავლებლები, მეგობრები. ვმონაწილეობთ
კულტურულ ეთნიკურ, და რელიგიურ აქტიობებში _ რომლებიც მოგვიანებით თვით ჩვენი მნიშვნელოვანი
ასპექტები ხდებიან. ერთი სიტყვით ყოველი მათგანი განსაზღვრავს ჩვენს იდენტურობას. ამდენად,
სოციალიზაცია აყალიბებს ჩვენი ადრეული გამოცდილების ბირთვს, რომლის გაშინაგანება ხდება როგორც მე
კონცეფციის მნიშვნელოვანი ასპექტი.

რეფლექსირებული შეფასება _ ჩვენი თავის შესახებ ცოდნას ჩვენ ვიგებთ იმ რეაქციებიდან რაც აქვს სხვა
ადამიანებს ჩვენზე. კულიმ (ჩ. H. Qოოლყ-1902) შემოგვთავაზა `სარკისებული მეს~ (Lოოკინგ –გლასს სელფ) ცნება
რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანები აღიქვავენ თავის თავს როგორც სხვები აღიქვავენ და რეაგირებენ მასზე.
ჩვენს პერცეპციას, თუ როგორ რეაგირებენ სხვები ჩვენზე, უწოდებენ რეფლექსირებულ შეფასებას. საინტერესო
და ორიგინალური კვლევით ბოიფინმა და მისმა კოლეგებმა, თვალსაჩინო გახადეს `რეფლექსირებული
შეფასების~ მნიშვნელობა. კვლევაში კათოლიკე სტუდენტები ათვალიერებენ მღვდლის ანუ უცნობი ინდივიდის
გაბრაზებული სახის სურათებს. შემდეგ სტუდენტებს თხოვდნენ შეეფასებინათ თავიანთი ზოგიერთი
პიროვნული თვისებები. შედეგები მიუთითებენ რომ პრაქტიკოსი კათოლიკები რომლებსაც შესაფასებლად
აწვდიდნენ გაბრაზებული მღვდლის სურათებს თავიანთ თავს აფასებდნენ უფრო მკაცრად ვიდრე
არაპრაქტიკოსი კათოლიკები, რომლებსაც შესაფასებლად აწვდიდნენ Mმღვდლის სურათს ან კათოლიკებს
რომლებსაც შესაფასებლედ აწვდიდნენ უცნობი ინდივიდის სურათს. კვლევის ავტორები ვარაუდობდნენ , რომ
სწორედ გაბრაზებული მღვდლის სურათის ხშირი ყურება საკმარისი აღმოჩნდა მე-ს იმიჯის გამოსაწვევად.

უკუკავშირი სხვებიდან. ვარაუდობენ ,რომ ხშირად გარშემო მყოფი ადამიანები აშკარა უკუკავშირს გვაძლევენ
ჩვენთვის დამახასიათებელი თვისებების შესახებ. ეს პროცესი ხშირად იწყება სოციალიზაციის პროცესთან
ერთად, როდესაც მშობლები ეუბნებიან შვილებს თუ როგორი მუსიკალური სმენა აქვთ მათ, ან ნუ არიან ასე
მორცხვები უცხოებთან, რომ მათემატიკაში არც თუ ისე ძლიერები არიან. ზოგადად , რომ ვთქვათ არსებობს
მყარი ურთიერთობა თუ რას ფიქრობენ მშობლები ბავშვების უნარების შესახებ და ამავე განზომილებაში მე _
კონცეფციას შორის. გვიანი ბავშვობასა და ადრეულ ახალგაზრდობაში მნიშვნელოვანი ხდება უკუკავშირი
თანატოლებიდან. შემდგომში ჩნდება უკუკავშირის ახალი წყაროები და ა.შ. საერთო ჯამში აღმოჩნდა რომ
ადამიანები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ უკუკავშირებს როცა საქმე ეხება მათ პიროვნულ ატრიბუტებს.
ობიექტური უკუკავშირი იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ ის განიხილება უფრო სამართლიანი და
ნაკლებად მცდარი ვიდრე პიროვნული აზრი. ამდენად მიუთითებენ რომ სხვების აზრი მხედველობაში
მისაღებია განსაკუთრებით თუ ეს აზრი ადამიანების დიდი რაოდენობის მიერაა განაწილებული. ეს
გვაფიქრებინებს რომ ასეთი ბევრის მიერ განაწილებული აზრი ჭეშმარიტია.

თვითაღქმა. როგორც ბემის `თვითაღქმის~ თეორიის განხილვისას ვნახეთ, ადამიანები თავიანთი პი-როვნული
თვისებების შესახებ ასკვნიან აგრეთვე საკუთარი ქცევაზე დაკვირვებიდან. თუმცა, როგორც ამას ბემის
`თვითაღქმის~ თეორია ვარაუდობს საკუთარი ცოდნის ეს წყარო შეიძლება სასარგებლო იყოს სა-კუთარი მე-ს იმ
ასპექტებისათვის რომლებიც განსაკუთრებული მნიშვნელობით და ცენტრალურობით არ გამოირჩევიან.
როგორც ბემი აღნიშნავს ჩვენ არ გვჭირდება დავაკვირდეთ ჩვენს ქცევას თუ როგორ ვარჩევთ ყავავილებს დედის
დაბადების დღისათვის რათა დავასკვნათ რომ დედა გვიყვარს. საკუთარი მეს – მრავალ მნიშვნელოვან ასპექტებს
აქვთ ნათელი შინაგანი რეფერენტულობა რწმენების, განწყობების და აფექტური უპირატესობის მინიჭების
ფორმით. ამდენად , ვარაუდობენ , რომ თვით _ აღქმა , როგორც საკუთარი თავის ცოდნის წყარო პირველ რიგში
გულისხმობს მეს – მეტნაკლებად შემთხვევით ასპექტებს.

განსხვავებულობა. მე_კონცეფციაზე ძლიერ გავლენას ახდენენ აგრეთვე ფაქტორები , რომლითაც ინდი-ვიდები


განსხვავდებიან სხვებისაგან . მაგალითად ერთ ერთ კვლევაში სტუდენტებს თხოვეს მოეთხროთ საკუთარი
თავის შესახებ (`გვიამბეთ თქვენს შესახებ~.) აღმოჩნდა რომ სტუდენტები ხშირად მიუთითებენ თავიანთ თავში
ისეთ ასპექტებზე, რითაც ისინი სხვებისგან განსხვავდებოდნენ. ბიჭები უფრო ამჟღავნებ-დენენ ტემდენციას
მიეთითებიანთ იმ ფაქტზე რომ არიან ბიჭები, თუ ის ოჯახში არის ერთადერთი ბიჭი. თუ სუბიექტ გოგონას ყავს
სამი და აღმოჩნდა, რომ ასეთ შემთხვევაში ის იშვიათად მიუთითებს რომ ის არის გოგონა. ამასთან
აღმოჩნდა,რომ ჩვენს თავში მივუთითებთ ისეთ რამეზე რაც განსხვავებულს გვხდის სხვებისგან კონკრეტულ
სიტუაციაში. ასე მაგ. აფრო_ამერიკული ქალი უფრო მიუთითებს , რომ ის არის აფრო ამერიკული თუ ჯგუფში
შედარებით მცირე რაოდენობის აფრო ამერიკელია . მაშინ როცაა ის უფრო ხშირად უსვამს ხაზს იმ ფაქტს რომ ის
არის ქალი , თუ ის არის ჯგუფის წევრი სადაც უმეტესობა მამაკაცია.
სოციალური შედარება. როცა გვსურს ჩვენი თავის შეფასება კონკრეტულ განზომილებაში ან თვისებაში ხშირად
ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი. მაგ. თუ გვსურს გავიგოთ რამდენად კარგი მოჭადრაკეები ვართ , არ
არსებობს ტესტი რომელიც ამას გაზომავს. ასეთ სიტუაციაში ჩვენს პიროვნულ თვისებებს ვაფასებთ ჩვენი თავის
სხვასთან შედარებით. ამ პროცესს უწოდებენ სოციალურ შედარებას. ამასთან აღმოჩნდა რომ შედარებისათვის
ვიყენებთ მეტნაკლებად ჩვენს მსგავს სხვას. მაგ. თუ გვსურს გავიგოთ თუ რამდენად კარგად ვიცით ჭადრაკის
თამაში, შესადარებელ პარტნიორად ვირჩევთ დაახლოებით ჩვენს მსგავს სხვას, დაახლოებით ჩვენივე დონის
მოთამაშეს. თუ შესაფასებლად ავირჩიეთ ჩვენგან ძალიან განსხვავებული სხვა შეფასებაში უეჭველად
შევცდებით.

სოციალური იდენტურობა. სოციალური იდნეტურობა არის მე_კონცეფციის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც


მიმდინარეობს ინდივიდის ჯგუფის (ან ჯგუფების) წევრობიდან, ღირებულებისა და ემოციონ-ალურ
მნიშვნელობასთან ერთად, რომელიც დაკავშირებულია ჯგუფის წევრობასთან. ეს ჯგუფი შეიძლება იყოს ოჯახი ,
მეგობრები, რელიგიური ან ეთნიკური ჯგუფი რომელიც აშუქებს და ამტკიცებს მეს მნიშვნელოვან ასპექტებს.
ბავშვობაში, ჯგუფი რომლის წევრიცაა ის, განიხილება როგორც სოციალიზაციის ნაწილი. ადამიანი იბადება
ოჯახში გარკვეული ეთნიკურ და ზოგჯერ რელიგიურ ჯგუფში. ინდივიდი როგორც მოზრდილი, ატრიბუტებს,
რომელსაც ის ღირებულად თვლის მიყავს იქამდე, რომ ირჩევს წევრობისთვის იმ ჯგუფს, რომელიც ასახავს და
ამტკიცებს ამ ღირებულებებს. ამდენად მე კონცეფცია და სოციალური იდენტურობა ურთიერთ ადეტერმინებენ
და ამტკიცებენ.

სოციალური იდენტურობის უმრავლესი კვლევები ფოკუსირებულია ეთნიკურ იდენტურობაზე ეთნიკური


იდენტურობა არის ინდივიდის მეს ცოდნის ნაწილი, რომელიც ეხება მისი გარკვეული ეთნიკური ჯგუფის
წევრობას. ამიტომ მეს_ გრძნობის ჩამოყალიბებამ შეიძლება წარმოშვას გარკვეული საკითხები და პრობლემები
უმცირესობის ჯგუფის წევრებისთვის. მაგალითად აფრო_ამერიკელებისათვის, აზიელი ამერიკელებისათვის,
აბორიგენი ამერიკელებისათვის და ა.შ. , მოზარდობისა და ადრეული ახალგაზრდობის პერიოდში როცა ხდება
მე- კონცეფციის ჩამოყალიბება, შეიძლება ძნელი იყოს ეთნიკური ფონის მორგება მთავარ კულტურასთან .
მთავარ კულტურასთან მორგების პროცესში ზოგიერთმა შეიძლება შეძლოს როგორც მთავარ კულტურასთან ისე
საკუთარ ეთნიკურ ჯგუფთან იდენტიფიკაცია, რომელიც ქმნის ე.წ. ბიკულტურულ ან ინტეგრირებულ
იდენტურობას. ზოგიერთი შესაძლოა ახდენს ძლიერ ეთნიკურ იდენტურობას(საკუთარ ჯგუფთან) მაგრამ სუსტ
კავშირს ამჟღავნებს უმრავლესობის კულტურასთან და ვიღებთ ე.წ. სეპარატიულ იდენტურობას. თუ ინდივიდი
უარს ამბობს საკუთარ ეთნიკურ მემკვიდრეობაზე მთავარი კულტურის სასარგებლოდ, ამბობენ რომ მოხდა
ასიმილაცია. შეიძლება მოხდეს, რომ ინდივიდმა განავითაროს სუსტი კავშირები როგორც საკუთარ ეთნიკურ ასე
მთავარ კულტურასთან და თავი იგრძნოს ორივე კულტურის გარეთ მყოფად.

კვლევები აჩვენებენ, რომ იდენტიფიკაციაში ეს განსხვავებები მნიშვნელოვანია რადგან მათზე დაყრდნობით


შეიძლება ვიწინასწარმეტყველოთ კონტაქტების რაოდენობა, რომელიც ინდივიდებს აქვთ თავიანთ ეთნიკურ
ჯგუფთან და მთავარ კულტურასთან. კულტურათა შორის ურთიერთობის და ურთიერთ მორგების,
უმცირესობის კულტურის უმრავლესობასთან ადაპტაციის უდიდესი მნიშვნელობის გამო გაჩნდა ინტერესი
გაერკვიათ რა განსაზღვრავს ადამიანების ეთნიკურ ან რასიულ ჯგუფთან მყარ იდენტიფიკაციას. კვლევებმა
აჩვენა, რომ აფრო_ამერიკული კოლეჯის სტუდენტები რომელთა მშობლები იყვნენ უმეტესად შავკანიანი
ორგანიზაციის წევრები რომლებიც განიცდიან რასიზმის ან რასიული პრეჯუდისების გავლენას უფრო
ადვილად იღებდნენ აფრო ამერიკულ ფონს როგორც ძლიერ სახეს მათივე კონცეფციისა. აღმოჩნდა, რომ
ეთნიკურობასთან დაკავშირებულ აქტიობაში მონაწილეობა და რომელიც განხილულ იქნა გარკვეული მანერით
ეთნიკური ან რასიული ფონის გამო, კვებავს ეთნიკური იდენტურობის გრძნობას. არსებობს მოსაზრება,
როდესაც პრეჯუდისების ან დისკრიმინაციის გამოცდილებით ეთნიკური იდენტურობა იზრდება, ინდივიდებს
უყალიბდებათ უფრო ღარიბი მე-კონცეფცია ან დაბალი თვით_შეფასება, მაგრამ მთელი რიგი კვლევები ამ ფაქტს
არ ადასტურებენ. ერთი სიტყვით მართალია არსებობს აზრთა სხვადასხვაობა ამ საკითხთან დაკავშირებით
მაგრამ მკვლევარები იხრებიან იქითკენ,რომ როდესაც ინდივიდები იღებენ ნეგატიურ უკუკავშირს მათი
რასიული და ეთნიკური იდენტურობის გამო ის თავის თვითშეფასების დაცვის მიზნით პრჯუდისების
ატრიბუციას ახდენს შემფასებლებთან, რომ ეს მათ ახასიათებთ პრეჯიდუსები და არაფერ შუაშია მათი
საკუთარი მახასიათებლები.

რომ შევაჯამოთ საკუთარი მეს ცოდნა ემყარება მრავალ წყაროს: ადრინდელი სოციალიზაცია, რე-
ფლექსირებული შეფასება, უკუკავშირი სხვებიდან, თვითაღქმა, სხვებისგან განსხვავებულობა, სოციალური
შედარება და სოციალური ჯგუფის წევრობა (სოციალური იდენტურობა). ზოგჯერ შესაძლოა ჩვენ ვიცით ვინ
ვართ იმის ცოდნის გარეშე თუ საიდან მოდის ეს ცოდნა.

მეს_ცოდნის ასპექტები

დგება საკითხი რა ფორმას იღებს ჩვენი ცოდნა საკუთარი მეს შესახებ, ანუ რწმენები რომლებიც ჩვენ გვაქვს
საკუთარი თავის შესახებ როგორაა წარმოდგენილი ცნობიერებაში?

მეს სქემა როგორც ადრე ავღნიშნეთ სქემა არის კოგნიციის ორგანიზებული, სტრუქტურირებული წყება ამა თუ
იმ კონცეფციის ან სტიმულის შესახებ. ისე როგორც ადამიანებს აქვთ კოგნიციის ორგანიზებული სისტემა (სქემა)
იმაზე თუ რას წარმოადგენენ სხვა ადამიანები და მოვლენები, ადამიანებს აქვთ ასეთივე სქემა თავის თავის
შესახებ. ე.წ. მე-სქემები აღწერს იმ განზომილებებს რა განზომილებებითაც ისინი ფიქრობენ თავიანთი თავის
შესახებ. მაგ. შეიძლება ინდივიდი თავისთავს განიხილავს დამოუკიდებლობის მიღწევისა და მისი
დემონსტრირების განზომილებაში, რომ უარს ამბობს მშობლებისაგან მიიღოს ფულადი დახმარება სწავლის
გასაგრძელებლად ან შეიძლება ინდივიდი თავისთავს თვლის უფრო დამოკიდებულად სხვებზე, ბევრს ფიქრობს
იმაზე თუ როგორ დაიცვას თავისი უშიშროება, ზრუნავს იმაზე რომ ყავდეს მის ირგვლივ ადამიანები,
რომლებსაც შეიძლება დაეყრდნოს და ა.შ. ასეთ შემთხვევაში ამბობენ რომ ადამიანს გააჩნია საკუთარი მეს
ძლიერი სქემა, რომელსაც მიმართება აქვს დამოუკიდებლობა-დამოკიდებულების განზომილებასთან. მეორეს
მხრივ, ამ განზომილებას შეიძლება ინდივიდისთვის არ ჰქონდეს დიდი მნიშვნელობა. ასეთ შემთხვევაში
საკითხების განხილვის პროცესში ინდივიდი არ გამოიყენებს ამ სქემებს. შესაბამისად ინდივიდი შეიძლება
აღწერილი იქნას როგორც ადამიანი რომელსაც არ გააჩნია `დამოუკიდე-ბლობა-დამოკიდებულების~
განზომილების სქემა.

ადამიანები ეყრდნობიან სქემებს იმ განზომილებაში, რომლებიც მიაჩნიათ მათთვის განსაკუთრებით


მნიშვნელოვნად. თუ დამოუკიდებლობა ინდივიდისთვის არის მნიშვნელოვანი და ფიქრობს, რომ არის
უკიდურესად დამოუკიდებელი ეს ნიშნავს, რომ ის ახდენს თავისთავის შესახებ მნიშვნელოვანი ცოდნის
აკუმულირებას ამ საკითხში. ის დარწმუნებული იქნება, რომ არასოდეს არ მიმართავს სხვას დახმარებისათვის.
როდესაც ადამიანს აქვს სქემა გარკვეულ განზომილებაში, ეს ეხმარება მას მოახდინოს სიტუაციის
იდენტიფიკაცია როგორც რელევანტური ამ განზომილებისა. მაგალითად თუ ინდივიდი თავისთავს
განიხილავს როგორც დამოუკიდებელს, ის ადვილად შეამჩნევს, რომ რთული ინსტრუქციის მქონე ახალი
სტერეო სისტემის ყიდვა მისი აწყობისთვის მოითხოვს დამოუკიდებელ ქცევას. უფრო მეტიც, იმის
გაცნობიერება, რომ სიტუაცია არის სქემის რელევანტური, გახდება ინდივიდის ქცევის განმსაზღვრელი.
ამრიგად უნდა მოხდეს არა მარტო იმის გაცნობიერება, რომ სიტუაცია მოითხოვს და-მოუკიდებელ ქცევას,
არამედ იმასაც, რომ ინდივიდი მარტო დარჩება ამ რთული ინსტრუქციის წინაშე და უნდა ააწყოს ის.

ადამიანებს საკუთარი თავის შესახებ შეიძლება აგრეთვე ჰქონდეთ კარგად ჩამოყალიბებული, საკმაოდ
ორგანიზებული რწმენები, თავიანთი უარყოფითი თვისებების შესახებ. მაგალითად ადამიანი, რომელიც თვლის
რომ ზედმეტად ჭარბი წონა აქვს, ადვილად შეამჩნევს, რომ სიტუაცია რომელიც ჭამასთანაა დაკავშირებული,
მისთვის მნიშვნელოვანია. ის დაიწყებს თავისი მენიუს დაგეგმვას, საკვების კალორიულობის გამოთვლას და ა.შ.
ადამიანი რომელსაც აქვს წონასთან დაკავშირებული სქემა უფრო აქცევს ყურადღებას სხვა ადამიანის წონასთან
დაკავშირებულ ქცევებს.

ადამიანებს აქვთ მე-კონცეფცია არა მარტო თავიანთი მყარი თვისებებთან მიმართებაში არამედ იმ
თვისებებთან მიმართებაშიც როგორებიც შესაძლოა მნიშვნელოვანი პიროვნული მახასიათებლები გახდნენ
ოდესმე მომავალში. ამ კონცეფციებს უწოდებენ შესაძლებელ `მე~-ს. ესენი შეიძლება იყვნენ მიზნები და როლები,
რომლისკენაც მიისწრაფიან ადამიანები. ეს შეიძლება იყოს სტუდენტის სურვილი გახდეს ფსიქოლოგი და ა.შ.
უმრავლესობა შესაძლებელი მე-ჩვეულებრივ პოზიტიურია. რაც მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანები თავიანთ
მომავალს უპირატესად დადებითი შინაარსებით ხედავენ შევსებულს. თუმცა ზოგიერთი შესაძლებელი მე
შესაძლოა ასახავდეს შიშს ან ეჭვს მომავალთან დაკავშირებით. შესაძლებელი `მე~ - მოქმედებს ისევე როგორც
ჩვეულებრივი საკუთარი `მე~ სქემები. შესაძლებელი `მე~ სქემაც ეხმარება ადამიანს მიზნების დასახვაში,
ქცევების ჩამოყალიბებაში, რომლებიც დაეხმარება მიზნების განხორ-ციელებაში.

ამრიგად, საკუთარი `მე~-ს სქემებს, შესაძლებელი `მე~-ს ჩათვლით აქვს მრავალი მნიშვნელოვანი ფუნქცია.
ინდივიდს, ცოდნა საკუთარი პიროვნული თვისებების შესახებ , ეხმარება სწრაფად განსაზღვროს არის თუ არა
სიტუაცია რელევანტური. სქემები ეხმარება ინდივიდს გაიხსენონ სქემების შესაბამისი ინფორმაცია, შეაფასოს
ადრინდელი ქცევის მნიშვნელობა და მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც წარ-მართავს მომავალ ქცევას.

შინაგანი წინააღმდეგობა. საკუთარი `მე~-ს კიდევ ერთი ასპექტი რომელიც გავლენას ახდენს ინდივიდის
აზროვნებასა და ქცევაზე, არის წინააღმდეგობა, რომელიც არსებობს იმათ შორის რასაც წარმოადგენს ინდივიდი
ფაქტიურად და როგორიც უნდა რომ იყოს ან ფიქრობს რომ უნდა იყოს. ვარაუდობენ, რომ ასეთი წინააღმდეგობა
ფაქტიურ და იდეალურ `მე~-ს შორის იძლევა ძლიერ ემოციებს. როდესაც ინდივიდი განიცდის განსვლას მის
პიროვნული თვისებებსა და იმას შორის როგორიც სურს იდეალურად იყოს (იდეალური მე ), ის განიცდის
იმედგაცურებას, დაუკმაყოფილებლობას. ერთი სიტყვით, ვარაუდობენ რომ განსვლა რეალურ მე-სა და იმას
შორის როგორიც ვფიქრობთ რომ უნდა ვიყოთ (უნდა ვიყოთ `მე~), წარმოშობს ემოციებს როგორიცაა შიში და
შფოთვა. მიუხედავად იმისა , რომ საკუთარ `მე~-ს შესახებ რწმენები დროთა განმავლობაში იცვლება, აღმოჩნდა,
რომ იდეალური `მე~-ს და უნდა იყოს `მე~-ს გამოყენება და შინაგანი წინააღმდეგობის ზეგავლენა ინდივიდის
საკუთარი თავის გრძნობაზე საკმაოდ მყარი რჩება.

თვითრეგულაცია

თვითრეგულაცია ეხება ადამიანის უნარს დააკონტროლონ და წარმართონ საკუთარი აქტიობები. ჩვეულებრივ


ადამიანებს აქვთ შემონახული უამრავი ინფორმაცია თავის თავის, პიროვნული მახასი-ათებლების, მიზნებისა
და სურვილების, მომავალში თავისთავზე კონცეფციის შესახებ. დგება საკითხი, როგორაა ისინი
დაკავშირებული ინდივიდის მიმდინარე გრძნობებთან და აქტიობებთან? როგორც ვხედავთ საკითხი ეხება იმას
თუ საკუთარი მე-(სელფ) როგორ არეგულირებს აზროვნებას, ემოციას და აქტიობას სოციალურ სიტუაციაში. ეს
საკითხი კი განიხილება ეგერდწოდებულ მოქმედი მე-კონცეფციის ცნებასთან მიმართებაში.

მოქმედი მე-კონცეფცია. თუ მე-კონცეფიის რომელი ასპექტი ახდენს გავლენას აზროვნებაზე და მიმდი-ნარე


ქცევაზე უმთავრესად დამოკიდებულია იმაზე მე-კონცეფციის რომელი ასპექტია კონკრეტული სიტუაციის
რელევანტური. მე-კონცეფიის იმ ასპექტს, რომელიც კონკრეტული სიტუაციის რელევანტურია უწოდებენ
მოქმედ მე-კონცეფციას. მაგ. სტუდენტის საუნივერსიტეტო ცხოვრებაში (ვთქვათ სემინარებზე, ლექციებზე).
აზრებისა და გრძნობების დეტერმინაციაში დომინირებული იქნება ე.წ. აკადემიური `მე~ , მაგრამ თუ საქმე ეხება
კვირა დღის ქალაქგარე პიკნიკის ორგანიზაციას, დომინანტური გახდება სო-ციალური `მე~. ამრიგად მოქმედი
`მე~-კონცეფციის მნიშვნელობა განისაზღვრება იმით რომ ის ემყარება ინდივიდის ზოგად მე-კონცეფციას,
მაგრამ ის ქცევას წარმართავს სპეციფიკურ სიტუაციაში და ამასთან თავის მხრივ იცვლება სიტუაციის
გავლენით.

მოქმედი მე-კონცეფცია ზოგეჯრ შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს ზოგად მე-კონცეფციასთან. მაგ. თუ


გაიხსენებთ როცა უთანხმოება და უხეში კამათი გქონდათ მეგობართან , ეჩხუბეთ კიდეც მას აღმოაჩინეთ, რომ
ამის შემდეგ თქვენ ვერ გრძნობდით თავს კარგად, მაგრამ , თქვენ ალბათ გაქვთ სტა-ბილური გრძნობა თქვენი
თავის შესახებ- რომ ხართ კარგი პიროვნება, რომელთანაც ურთიერთობა ად-ვილია. იმ კერძო შემთხვევის
შემდეგ , შესაძლოა თუნდაც რამდენიმე საათის ან დღის განმავლობაში საკუთარი თავის შესახებ არ გქონდეთ
მაინცდამაინც კარგი აზრი. მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ თქვენ ბაზისური მე-კონცეფცია იმარჯვებს და
საკუთარ თავს განიხილავთ ისევ დადებითი მახასიათებლებით. მიუხედავად იმ ფაქტისა , რომ შეიძლება იყოს
შემთხვევები როცა თქვენ არ ხართ ასეთი.

აღმოჩნდა, რომ მიუხედავად ამისა ცვლილება მოქმედ მე-კონცეფციაში გამოიწვევს ცვლილებას ბაზისურ მე
კონცეპციაში თუ მოქმედი მე კონცეპცია დროში სტაბილური გახდება. მაგ. სტუდენტი სწავლის პერიოდში,
შეიძლება არ თვლიდეს, რომ ის ბუნებით არის ავტორიტარი, მაგრამ თუ სწავლის დამთავრების შემდეგ იწყებს
მუშაობას გარკვეული ჯგუფის ხელმძღვანელად და ეს გაგარძლდება საკმაოდ ხანგრძლივად შესაძლოა
ავტორიტარიზმი გახდეს მისი მე-კონცეფციის მნიშვნელოვანი კომპონენტი. ის არ იყო ავტორიტარი, მაგრამ
გახდა იმიტომ რომ აღმოჩნდა სიტუაციაში რომელიც აღძრავს ავტორიტარულ მანერას. მოქმედი მე-კონცეფცია
გახდა ბაზისური კონცეფციის კომოპონენტი.

მე კონცეფციის კომპლექსურობა. საკუთარი მე-ს კიდევ ერთი ასპექტი, რომელიც მნიშვნელოვანია


თვითრეგულაციისთვის არის მე-ს კომპლექსურობა. ზოგიერთს თავის თავი გააზრებული აქვს ერთი ან ორი
დომინირებული თვისებით მაშინ როცა ზოგიერთი თავის თავს განიხილავს მრავალი პიროვნული თვისებების
თვალსაზრისით. მაგ. სტუდენტმა შეიძლება გაიაზროს თავისთავი უმთავრესად როგორც სტუდენტი და მთელი
მისი ყურადღებისა და რწმენის ფოკუსირება მოახდინოს იმაზე , თუ რამდენად კარგად ახერხებს სწავლას,
ცოდნის შეძენას. მაშინ როცა სხვამ შეიძლება თავისთავი გაიაზროს როგორც სტუდენტი და ამავე დროს როგორც
შვილი, როგორც მეგობარი, როგორც სპორტული გუნდის წევრი და ა.შ. საინტერესო მოსაზრება შემოგვთავაზეს
მკველავრებმა მარტივი და რთული მე-კონცეფციის ინდივიდებს შორის განსხვავების ანალიზისას.

ვარაუდობენ, რომ მარტივი მე-კონცეფციის მქონე ინდივიდებს მათთვის მნიშვნელოვან სფეროში წარმატება
უდიდეს ბიძგს აძლევს შემდგომისთვის. მაგრამ, საკმაოდ მოწყვლადნი არიან წარუმატებლობის მიმართ. მაგ.
სტუდენტი, რომელსაც მთელი ყურადღება გამოცდებზე მიღებულ ნიშნებზე აქვს მიმართული და იღებს დაბალ
ნიშანს, შეიძლება ამის გამო გახდეს ძალიან დათრგუნვილი. მაშინ, როცა სტუდენტი, რომელსაც რთული მე-
კონცეფცია აქვს შეიძლება ერთ სფეროში განცდილი მარცხის კომპენსაცია მოახდინოს იმ სიხარულით
რომელსაც სხვა სფეროში წარმატებისაგან იღებს. ამდენად მე-კონცეფციის სირთულის პოზიტიურობამ
შეიძლება იმოქმედოს როგორც დამცავმა მექანიზმმა სტრესულ სიტუაციაში. ამან შეიძლება დახმარება გაუწიოს
ადამიანს მოუაროს დეპრესიას. წარუმატებლობა ცხოვრების ერთ სფეროში ნაკლებად დამარღვეველია
პიროვნებისათვის თუ ცხოვრების სხვა ასპექტები სიხარულის და წარ-მატების მომტანია.

გამოკვლევები აჩვენებენ რთული მე-კონცეფციის, როგორც დაცვითი მექანიზმის მნიშვნელობას


ადამიანების წარუმატებლობის შემთხვევაში. მაგრამ ხაზგასმულია აგრეთვე, რომ ასეთ დაცვით ფუნქციას
ასრულებს მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური რთული მე-კონცეფცია. ნეგატიური რთული მე-კონცეფციები, კი
პირიქით წარმოადგენენ რისკ ფაქტორებს რომლებსაც დეპრესიისკენ მივყავართ.

თვით-ეფექტურობა და პიროვნული კონტროლი. საკუთარი `მე~-ს ერთერთი ასპექტი რომელიც გავლენას


ახდენს თვით რეგულაციაზე არის `მე~-ს ეფექტურობის რწმენა, ანუ მოლოდინი, რომ ვფლობთ გარკვეული
ამოცანების შესასრულებლად შესატყვის უნარებს (ბანდურა, 1986). გვექნება თუ არა სურვილი
განვახორციელოდ გარკვეული აქტიობა, შევეცდებით თუ არა გარკვეული ამოცანის განხორციელებას,
დავისახავთ თუ არა გარკვეულ მიზნებს აღმოჩნდა რომ დამოკიდებულია იმაზე ვიქნებით თუ არა
დარწმუნებული ამოცანის ეფექტურად შესრულებაში. სტუდენტი, რომელიც აღმოჩნდება გარკვეული ამოცანის
წინაშე, თუ აქვს თავისი უნარების რწმენა ამ ამოცანის ეფექტურად შესრულებისა, უფრო ად-ვილად გადაწყვეტს
დაიწყოს მისი განხორციელება ვიდრე ის სტუდენტი, რომელიც ეჭვობს საკუთარ უნარებზე. მკვლევარები
მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ წარმატება-მარცხის ადრინდელი გამოცდილება განსაზღვრავს თვით-
ეფექტურობის საკმაოდ სტაბილური კონცეფციის ჩამოყალიბებას ცხოვრების გან-სხვავებულ სფეროებში.

საჭიროა აღინიშნოს ისიც, რომ თვით-ეფექტურობის რწმენა არის საკმაოდ სპეციფიკური და და-
კავშირებულია ინდივიდის უნარების წარმოდგენასთან განახორციელოს გარკვეული ქცევები. ამდენად ეს არ
არის უბრალოდ კონტროლის ზოგადი გრძნობა. მაგ. გვინდა გავიგოთ ინდივიდი რამდენად გულმოდგინედ
იშრომებს რათა მოხვდეს ფეხბურთის გუნდში, საჭიროა ვიცოდეთ მისი რწმენა ამ სფეროში მის ეფე-ქტურობაზე
და არა საერთოდ მისი პიროვნული ეფექტურობის გრძნობა.

თვითცნობიერება. თვითრეგულაციაზე გავლენას ახდენს აგრეთვე ყურადღების მიმართულება, კერძოდ


ყურადღება მიმართულია შიგნით, საკუთარ მეზე თუ გარემოზე. ჩვეულებრივ ადამიანის ყურადღება
გარესამყაროსკენაა მიმართული, მაგრამ ზოგჯერ ხდება ყურადღების შემობრუნება საკუთარ მეზე. სამყაროში
გარკვეული გამოცდილება ჩვენს ყურადღებას ავტომატურად წარმართავს საკუთარ მესკენ. ასეთი
გამოცდილებაა საკუთარი მზერის დაჭერა სარკეში, როცა ფოტოსურათს გვიღებენ, ან უფრო ფაქიზად როცა ჩვენ
გვაფასებენ სხვა ადამიანები, ან როცა უბრალოდ ჯგუფურ სიტუაციაში აღმოვჩნდებით უმცირესობაში. ასეთ
სიტუაციაში ჩვენ ჩვენს თავს ვხედავთ არა როგორც მოქმედს, არამედ როგორც საკუთარი ან სხვა ადამიანების
ყურადღების ობიექტს. ესაა მდგომარეობა რომელსაც თვითცნობიერებას უწოდებენ. ჩვეულებრივ,
თვითცნობიერება უბიძგებს ადამიანს თავისი ქცევა შეაფასოს ამა თუ იმ სტანდარტებთან მიმართებაში და
აამოქმედებს ადაპტაციის პროცესებს ამ სტანდარტების შესატყვისად.

საკუთარ მეზე ყურადღება აიძულებს ადამიანს თავისთავი შეადაროს ფიზიკურ და გონებრივ სტანდარტებს
ან მორალურ ღირებულებებს. ადამიანები ცდილობენ შეესაბამებოდნენ გარკვეულ სტანდარტებს, თავიანთი
ქცევები შეაფასონ ამ სტანდარტებთან მიმართებაში, მიიღონ გადაწყვეტილებები რომლებიც ამ სტანდარტებს
შეესაბამებიან. და ეს გრძელდება სანამ არ მივლენ სტანდარტებთან სრულ შესატყვისობაში. ამ პროცესს
უწოდებენ უკუკავშირს, ხოლო თეორიამ თვითრეგულაციის კიბერნეტიკული თეორიის სახელწოდება მიიღო.
რათა გასაგები გახადონ თუ ყურადღების საკუთარ მეზე ფოკუსირება რატომაა მნიშვნელოვანი
თვითრეგულაციისათვის მიუთითებენ საკუთარ მეზე ფოკუსირების როლზე დეპრესიაში. მკვლევარები
ამტკიცებენ, რომ შფოთვას ან დეპრესიას შეუძლია ყურადღების მყარი ფოკუსირება საკუთარ `მე~-ზე და
ამდენად შეამციროს ეფექტური ქცევის კონტროლირების უნარი გარკვეული ამოცანის შესრულებისას. ე.ი. ხელს
უშლის ინდივიდის აქტივობას სოციალურ გარემოში. ამას ხსნიან იმით, რომ დათრგუნული მდგომარეობა
იწვევს საკუთარ `მე~-ზე პესიმისტურ ფოკუსირებას. წარუმატებლობაზე საპასუხოდ იმედ გაცრუებული
ადამიანი ყურადღებას სულ უფრო და უფრო მიმართავს შინაგან სამყაროზე, განსხვავებით წარმატებული
ადამიანისგან. ინდივიდი, რომელიც ყურადღებას მუდმივად საკუთარ `მე~-ზე მიმართავს, ამით ის ფაქტიურად
ფოკუსირებული ხდება თავის ფაქტიურ ქცევასა და სასურველ მდგომარეობას შორის წინააღმდეგობაზე.
რადგანაც ვერ პოულობს ქცევის ფორმას, რომელიც შეამცირებს ამ წინააღმდეგობას, ყოველივე ეს
თანდათანობით განაპირობებს საკუთარი `მე~-ს შესახებ ნეგატიური ხატის ჩამოყალიბებას. ამდენად,
დეპრესიული სტილი, რომლისთვისაც დამახასიათებელია ყურადღების ფოკუსირება საკუთარ `მე~-ზე,
განიხილება როგორც ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს და აძლიერებს კიდეც უკვე არსებულ დეპრესიულ
მდგომარეობას.

ადამიანებს ერთმანეთისგან განასხვავებენ იმის მიხედვით თუ რა ხარისხში აქცევენ ისინი ყურ-ადღებას


საკუთარი თავის საზოგადოებრივ და პირადულ ასპექტებს. ამ განსხვავებას უწოდებენ საზოგა-დოებრივ და
პირადულ თვითცნობიერებას. მაღალი საზოგადოებრივი თვითცნობიერების ადამიანებს ძი-რითადად
აღელვებთ ავტონომიურობის და იდენტურობის საკითხები. მათ გამუდმებით აღელვებთ ის თუ რას ფიქრობენ
როგორი წარმოდგენა აქვთ სხვებს მათზე. ადამიანები, რომლებსაც აქვთ მაღალი პირადული თვითცნობიერება
გამუდმებით ახდენენ საკუთარი თავის ანალიზს, ბევრს ფიქრობენ თავიანთ თავზე, უფრო ყურადღებიანი არიან
საკუთარი შინაგანი განცდების მიმართ. მაღალი პირადული თვითცნობიერების ადამიანებს აქვთ საკუთარი
`მე~-ს გამოკვეთილი სქემა, მათ უკეთ იციან საკუთარი მიდრეკილებები. ინდივიდები, კარგად ჩამოყალიბებული
საზოგადოებრივი `მე~-თი მეტ მნიშვნელობას საკუთარ პიროვნულ განწყობებს (ატიტუდებს) ანიჭებენ, მაგრამ
როცა მათი ყურადღება გარეთაა მიმართული , ისინი მეტი ალბათობით სოციალურ ნორმებს ანიჭებენ
მნიშვნელობას.

თვითცნობიერების საზოგადოებრივ და პირადულ ფორმებს გარკვეული მნიშვნელობა აქვს ქცევი-სათვის.


როდესაც ინდივიდი საზოგადოებრივი ცნობიერებით აცნობიერებს საკუთარ `მე~-ს ისინი შეეცდებიან თავიანთი
ქცევის ადაპტირებას ისე რომ შეესაბამებოდნენ გარეგან სტანდარტებს, სხვა ადა-მიანების ღირებულებებს,
განწყობებს და განსაკუთრებით მაშინ როცა მათ აქვთ პიროვნული თვითცნობიერების დაბალი დონე. ამისგან
განსხვავებით, როდესაც პირადული თვითცნობიერების მქონე ინდივიდი აცნობიერებს საკუთარ `მე~-ს ისინი
შინაგანი მიზნების და რწმენებისადმი იქნებიან უფრო ყურადღებით და ამდენად უფრო შეეცდებიან იყვნენ
პირადული სტანდარტების შესატყვისი.

თვითცნობიერების შეფასების სკალა

მიუთითეთ ეთანხმებით (დიახ) თუ არა (არა) ქვემოთ ჩამოყალიბებულ დებულებებს.

1. მე ყოველთვის ვცდილობ გამოვირჩეოდე

2. მე ვზრუნავ საკუთარ სტილზე, როცა რამეს ვაკეთებ.

3. მთლიანობაში მე არც ისე კარგად მაქვს გაცნობიერებული ჩემი თავი.

4. მე ბევრს ვფიქრობ ჩემს თავზე.

5. მე ვზრუნავ ფორმაზე თუ როგორ ვახდენ საკუთარი თავის პრეზენტაციას.

6. მე მაწუხებს ის როგორც გამოვიყურები.

7. მე დეტალურად არასოდეს არ ვიმეცნებ (შევისწავლი) საკუთარ თავს.

8. ჩვეულებრივ მე ყურადღებიანი ვარ საკუთარი გრძნობების მიმართ.


9. ჩვეულებრივ მე ვზრუნავ იმაზე, რომ დავტოვო კარგი შთაბეჭდილება.

თუ ეთანხმებით 1,4, და 8 და არ ეთანხმებით 3 და 7 დებულებებს ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი მაჩვენებელი


პირადული თვითცნობიერებისა მაღალია. თუ თქვენ ეთანხმებით 2,5,6 და 9 დებულებებს, ეს იმას ნიშნავს, რომ
თქვენი საზოგადოებრივი თვითცნობიერების მაჩვენებელი მაღალია.

ეს დებულებები არის ნაწილი თვითცნობიერების საკვლევი სკალისა.

მოტივაცია და საკუთარი `მე~ (შელფ)

გარდა ზემოთ განხილული საკითხებისა, რომლებიც დაკავშირებულია მე კონცეფციის პრობლემებთან,


მნიშვნელოვანია აგრეთვე იმ მოტივების ცოდნა, რომლებსაც თვითრეგულაცია მართავს. საერთოდ ადამიანები
მიისწრაფიან ზუსტ, მყარ და პოზიტიური მე-კონცეფციისაკენ და მიისწრაფიან სიტუაციისაკენ, რომელიც მხარს
დაუჭერს მე-კონცეფციის ამ ასპექტებს.

ზუსტი მე-კონცეფციის მოთხოვნილება. რათა ჩვენი ქცევების შედეგები გავხადოთ წინასწარმეტყველებადი და


კონტროლირებადი, საჭიროა გვქონდეს საკუთარი უნარების ზუსტი შე-ფასება. მიუთითებენ, რომ იმ
ფაქტორების არ არსებობისას, რომლებიც აღძრავენ ადამიანებს `შეინარჩუნონ სახე~ ან მიაღწიონ წარმატებას,
ისინი ირჩევენ ამოცანებს, რომლის შესრულებისას ისინი თავიანთი უნარების შესახებ მიიღებენ მაქსიმალურ
ინფორმაციას. ასეთ ამოცანებს უწოდებენ დიაგნოსტიკურ ამოცანებს (თროპე, 1983). მაგ. თუ კოლეჯის
სტუდენტს სურს იცოდეს არის თუ არა კარგი მოცეკვავე, ის არ წავა ბავშვთა საცეკვაო კლასში ან პროფესიონალი
ბალერინების შეჯი-ბრებაზე. მისი ცეკვის უნარებისათვის დიაგნოსტიკური იქნება კოლეჯის საცეკვაო კლუბის
სიტუაცია. ტროუპის აზრით ამოცანის შერჩევისთვის საკუთარი `მე~-ს ზუსტი ცოდნა წარმოადგენს
მნიშვნელოვან მადეტერმინირებელ ფაქტორს.

მყარი-მე კონცეფციის მოთხოვნილება. ზუსტი მე-კონცეფციის მოთხოვნილებასთნა დაკავშირებულია


მოთხოვნეილება გვონდეს მეს შესახებ გრძნობა რომ ის არის მყარი, კონსისტენტური. აღმოჩნდა, რომ ადამიანებს
აქვთ მოთხოვნილება ქონდეთ შედარებით მყარი, სტაბილური თვისებები. შესაბამისად მიუთითბენ რომ
ადამიანები მიისწრაფიან სიტუაციისკენ რომლებიც შეესაბამებიან მათ მე კონცეფციას და გაურბიან სიტუაციას
რომლებიც მათ მე კონცეფციას არ შეესაბამებიან. ამ პროცესს უწოდებენ საკუთარი მე-ვერიფიკაციას (შელფ-
ვერიფიცატიონ). შწანნ და ღეად –მა თავიანთ კვლევებში დაადასტურეს რომ სხვებთან ურთიერთობებში
ადამიანები იყენებენ ქცევისეულ სტრატეგიებს რომლებიც მათ მე-კონცეფციას შეესაბამებიან. რომ ადამიანები
გააზრებულად ირჩევენ მოქმედებას, რომელიც ადასტურებს საკუთარ მეზე არსებულ წარმოდგენას. ეს
წარმოდგენა განსაკუთრებით აშკარაა, როცა ადამიანები თვლიან, რომ ადამიანებს მათ შესახებ არასწორი
წარმოდგენა აქვთ ჩამოყალიბებული.

ადამიანის მოთხოვნილება დაინახოს თავისი `მე~ როგორც მყარი ვრცელდება თვითრეგულაციის სხვა
ასპექტებზეც. აღმოჩნდა , რომ ჩვენი ურთიერთქმედება იმ ადამინებთან რომლებიც ისევე აღგვიქვავენ ჩვენ
როგორც ჩვენ აღვიქვავთ ჩვენ თავს, მეტნაკლებად შერჩევითია. შესაძლებელია, რომ ადამიანები სპეციალურად
არჩევენ თავიანთ ჩაცმულობას და არჩევენ ნიშნებს ან სიმბოლოებს თავიანთი ტანსაცმლისთვის რომლებიც
მიუთითებენ იმაზე თუ რას წარმოადგენენ ისინი,. მაგ. თუ ინდივიდს სურს მასზე იფიქრონ რომ ის არის
სპორცმენი, ის იწყებს უფრო სპორტული ტანსაცმლის ტარებას.

მყარი მე-კონცეფციის მოთხოვნილება შესაძლოა ისე ძლიერი გახდეს რომ გავლენა იქონიოს ინ-დივიდის
ჯანმრთელობაზე . როცა ადამიანის ცხოვრებაში მრავალი ნეგატიური მოვლენები ხდება, შეიძლება ის
დაავადდეს. ერთერთი ახსნა ამ ფაქტისა მდგომარეობს იმაში, რომ ნეგატიური განცდები შეუთავსებელია
ადამაინის საკუთარი მე-სადმი პოზიტიურ წარმოდგენასთან რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სტრესი. გამოითქვა
მოსაზრება, რომ სტრესის არაკეთილსასურველი გავლენის ასეთი ახსნა თუ სწორია, მაშინ ადამიანები
რომლებსაც ნეგატიური წარმოდგენა აქვთ საკუთარ თავზე შეიძლება დაავადდნენ პოზიტიური სასიცოცხლო
მოვლენების შედეგადაც. ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთ ადამინებში ბედნიერმა შემთხვევებმა შეიძლება გამოიწვიოს
სტრესი და შესაბამისად მათი ავადმყოფობა, იმიტომ რომ პოზიტიური მოვლენები შეუსაბამო არიან საკუთარი
თავის შეფასებასთან. აღნიშნული საკითხი ბრაუნმა და მაკ-გილმა იკვლიეს სტუდენტებში. კვლევებმა აჩვენეს,
პოზიტიური (ბედნიერი) ცხოვრებისეული მოვლენები შეესატყვისებიან დაავადებას იმ სტუდენტებში
რომლებისთვისაც დამახასიათებელი იყო დაბალი თვითშეფასება. მაშინ როცა მაღალი თვითშეფასები
სტუდენტებისათვის პოზიტიური ცხოვრებისეული მოვლენები ასოცირებული იყო ჯანმრთელობის კარგ
მაჩვენებლებთან. ყოველივე ზემოთ-თქმულიდან გამომდინარეობს,რომ ადამიანები ბევრ დროს ხარჟავენ იმ
სიტუაციებისა და ქცევის ფორმების ძიებაში, რომლებიც შეესატყვისებიან მათ მე-კონცეფციას. მაგრამ
მიუთითებენ, რომ ფაქტიურად ეს ასე არ არის. უმეტეს შეთხვევაში ადმიანებს აქვთ შესაძლებლობა შეინარჩუნონ
თავიანთი თვალსაზრისით თავისთავის შესახებ რაიმე აქტიური ცნობიერი ძალისხმევის გარეშე. საკუთარი-მე-ს
კონსისტენტური გრძნობის შენარჩუნება ხდება ოჯახში, მეგობრებთან , თანამშრომლებთან ფამილარულ
ურთიერთობებში. მაგრამ, როცა ადამინები სხვებისაგან იღებენ განსხვავებულ უკუკავშირს, ისინი
მოტივირებულნი ხდებიან, მოახდინონ ყურადღების ფოკუსირება მე-კონცეფციისადმი მუქარაზე და ამდენად
განახორციელოს ძალისხმევა გააქარწყლოს არასწორი თვალსაზრისი.

მე-ს სრულყოფა. ადამიანებს აქვთ აგრეთვე საკუთარი თავის სრულყოფის ძლიერი მოთხოვნილება. ადა-მიანები
ჩვეულებრივ ცდილობენ მიაღწიონ სრულყოფას იმ სფეროში რა სფეროშიც მოღვაწეობენ. ნეგა-ტიური შეფასების
იმსახურებს ე.წ. `ადგილზე ტკეპნის~ გრძნობა. დგება საკითხი, რა სახის ინფორმაციით და სიტუაციით
ვინტერესდებით, როდესაც ჩვენი მიზანია თვითსრულყოფა (სელფ იმპროვემენტ). როგორც ადრე აღვნიშნეთ
შესაძლებელი მე-ს ცნების შემოტანით ხაზი გაესვა ადამიანის მიერ თავისთავის მომავალში ხედვის
მნიშვნელობას. მიუთითებენ , რომ ჩვენი სასურველი მოქმედებების კარგად ფორმულირებული წარმოდგენების
წყალობით შეგვიძლია დავისახოთ შესაბამისი მიზნები, მივაღწიოთ წარმატებებს დასახული მიზნების
განხორციელებაში და შევაფასოთ, ის თუ რამდენად წარმატებული ვართ დასახული მიზნების მიღწევაში .
ამრიგად შესაძლებელი `მე~ გვაძლევს მიზნების ექსპლიციტურ ხედვას, რომელსაც მომავლისათვის ვისახავთ,
და გვეხმარება მის მიღწევაში.

თვითსრულყოფა ხელს უწყობს აგრეთვე სხვა ადმიანებთან სოციალურ კონტაქტებს. ანუ, ჩვენი თავის
სხვასთან, რომელსაც აქვს სასურელი თვისება და ჩვევა, შედარება შეიძლება სასარგებლო იყოს ინდივიდის
თვითსრულყოფილებისათვის. ამ პროცესს უწოდებენ სრულყოფაზე მიმართულ შედარებას. აღმოჩნდა, რომ
ადამიანები რომლებიც ჩვენი აზრით იდეალურად გამოხატავენ იმ თვისებებს და ჩვევებს რომლის მიღწევაც ჩვენ
გვსურს, წარმოადგენენ ჩვენთვის როგორც მოტივატორებს, ისე კი იმ ინფორმაციის წყაროს, რომელიც
სასარგებლო აღმოჩნდება თვითსრულყოფისათვის.

თვითშეფასების ამაღლება(შელფ Eნჰანცემენტ). ცხადია ჩვენ გვჭირდება ზუსტი და კონსისტენტური


ინფორმაცია გვქონდეს ჩვენი უნარებისა და აზრების შესახებ. ჩვენ საკუთარი თავის შესახებ წარმოდგენის,
სიზუსტისა და კონსისტენტურობის გარკვეული ხარისხის გარეშე მოწყვლადნი ვიქნებით განვახორციელოთ
მკვეთრი მსჯელობები და გადაწყვეტილებები. როგორც მივუთითეთ ადრე, ჩვენ აგრეთვე გვჭირდება დავსახოთ
მიზნები, მივაღწიოთ დაოსტატებას, მოვიპოვოთ ინფორმაცია , სრულვყოთ უნარები, რომლებიც
მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ადამიანის თვითრეგულაციური აქტიობები საკმაოდაა დეტერმინირებული
მოთხოვნილებებით ვგრძნობდეთ თავს კარგად, მივაღწიოთ და შევინარჩუნოთ მაღალი – თვითშეფასება.
ამრიგად თვითშეფასების ამაღლების (სელფ ენჰანცემენტ) მოთხოვნილება მიუთითებენ, რომ წარმოადგენს
ერთერთ მნიშვნელოვან თუ არა ყველაზე მნიშვნელოვან ფენომენს. განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ის
სიტუაციაში როცა თვითშეფასებას ემუქრება საშიშროება, ან წარუმატებლობა.

ერთერთი საშუალება, რომლითაც ადამიანები იკმაყოფილებენ თავიანთ თვით განდიდების, თვითშეფასების


ამაღლების მოთხოვნილებას, არის ტენდენცია გვქონდეს პრაადეკვატური პოზიციური, რამდენადმე
გაზვიადებული წარმოდგენა საკუთარი უნარებისა, ტალანტისა და სოციალური ჩვევების შესახებ. ტეილორი ამ
ტენდენციას უწოდებს პოზიტიურ ილუზიას. მიუთითებენ რომ სულ მცირე არსებობს სამი ტიპის პოზიტიური
ილუზია: ადამიანები თავიანთ თავს აფასებენ უფრო პოზიტიურად ვიდრე სინამდვილეში არიან; ადამიანებს
სჯერათ რომ შეუძლიათ გააკონტროლონ მოვლენები, რომლებიც მათ ეხებათ. სინამდვილეში კი ეს ასე არ არის;
და მათი ოპტიმიზმი მომავალთან მიმართებაში არც ისე რეალურია. მაგ. როდესაც სტუდენტებს სთხოვეს
აღეწერათ თავიანთი თავი და სხვები პოზიტიური და ნეგატიური პიროვნული ნიშნების გამოყენებით,
უმრავლესობა თავისთავს უფრო დადებითად აღწერს ვიდრე სხვებს. ჩვენ ჩვენი თავის შესახებ უფრო
გვახსენდება დადებითი ინფორმაციები, ხოლო ნეგატიურები ადვილად გვავიწყდება. ჩვენ ხშირად ვიხსენებთ
ჩვენს ქცევას უფრო პოზიტიურად, ვიდრე სინამდვილეში იყო. ან კიდევ ცხოვრების რთულ მომენტში აღმოჩნდა,
რომ გაცილებით ძნელია აღვადგინოთ მეხსიერებაში ის გარემოებები რომელშიც განვიცადეთ წარუმატებლობა,
ვიდრე მივაღწიეთ წარმატებას.

აღმოჩნდა, რომ ჩვენს თვითაღქმას ტენდენცია აქვს იყოს უფრო პოზიტიური ვიდრე სხვები აღ-გვიქვამენ. დგება
საკითხი არსებობის რაიმე პირობები რომელშიც თავიანთ თვითშეფასებაში ადამიანები უფრო
გაწონასწორებულები არიან. ჩვეულებრივ, ადამიანები როდესაც არიან ალტერნატიული ქცევებიდან არჩევის
სიტუაციაში, ისინი საკმაოდ ზუსტნი და თავითავთან პატიოსანნი არიან. მაგრამ, როგორც კი ისინი ამ
ამოცანების ცხოვრებაში გატარებას დაიწყებენ, მათი პოზიტიური ილუზიები აშკარა ხდებიან. არსებობს
მონაცემები, რომ დაბალი თვითშეფასების ან მსუბუქი დეპრესიის მქონე ინდივიდები უფრო მიუკერძოებლები
არიან თვითაღქმაში,. ე.ი. მათ ნაკლებად აქვთ პოზიტიური ილუზიები. ისინი თანაბრად იხსენებენ როგორც
პოზიტიურ ისე ნეგატიურ ინფომაციას. მათი თვითშეფასება უფრო ახლოსაა სხვების მიერ მოცემულ
შეფასებასთან. დგება საკითხი, რატომ აქვთ ადამიანებს თვითშეფასების პოზიტიური ილუზიები? ტეილორი და
ბრაუნი (1188)ვარაუდობენ რომ თვითგანდიდებას ან პოზიტიურ ილუზიას აქვს ადაპტაციური ღირებულება.
აღმოჩნდა, რომ მომავლისადმი არარეალური ოპტიმიზმი და პიროვნული კონტროლის მცდარი გრძნობა
ეხმარება ადამიანს უფრო დადებითი წარმოდგენა შეიქმნას თავისი თავის შესახებ და დასახოს ხანგრძლივი
გეგმები თავისი მიზნების მისაღწევად. როცა დადებითი გრძნიბა გვაქვს საკუთარ თავზე, ვართ ბედნიერები,
ჩვენი სოციალური ურთიერთობები უფრო სასურველად მიმდინარეობენ და ვხდებით უფრო დამხმარე სხვების
მიმართ. საკუთარი თავის მიმართ კარგი დამოკიდებულება ქმნის მყარ მოტივაციას აქტიური მონაწილეობა
მივიღოთ პროდუქტიულ და შემოქმედებით საქმიანობაში.

საკითხი იმის შესახებ, თუ რომელია უფრო მნიშვნელოვანი ადამიანისთვის იყოს ზუსტი თითშეფასებაში, თუ
ქონდეს პოზიტიური ილუზია საკმაო პოლემიკური გახდა. მიუთითებენ, რომ ადამი-ანებს რომლებიც
გამოირჩევიან ცნობიერების ინტუიტიური წყობით აქვთ თითგანდიდების ტენდენცია, ხოლო ცნობიერების
ანალიტიკური, რაციონალური ტიპის ადამიანები მიისწრაფიან უფრო ზუსტი, მყარი ინფორმაციისაკენ.
თვლიან, რომ მოტივაციის ხარისხი მნიშვნელოვნად კულტურაზეა დამოკიდებული . შეერთებულ შტატებში
(ე.ი. დასავლურ კულტურაში ) ადამიანებს უფრო მიდრეკილება აქვთ თვითშეფასების ამაღლებისაკენ, მაშინ
როცა იაპონელები (აღმოსავლური კულტურა) მიზნად ისახავენ თვითსრულყოფის ამოცანას, ამიტომ მათგან
უფრო მოსალოდნელია თვითკრიტიკულობა.

თვითრეგულაციით მართულ მოტივებს შორის მეტნაკლებად კარგადაა შესწავლილი თვითშეფასების


ამაღლება . ამასთან დაკავშირებით არსებობს რამოდენიმე თეორია:

1. თვით-განმტკიცება(სელფ აფფირმატიონ). ვარაუდობენ, რომ თვითგანდიდების მოთხოვნილება გან-


საკუთრებით გამოკვეთილი ხდება მუქარის პირობებში. როდესაც რომელიმე მნიშვნელოვანი ამოცანის გად-
აწყვეტაში წარუმატებლობის გამო თვითპატივისცემა აღმოჩნდება მუქარის პირობებში, ადამიანები ცდილობენ
ხაზი გაუსვან ან ამა თუ იმ გზით განამტკიცონ თავიანთი დადებითი თვისებები, რათა მოახდინონ
წარუმატებლობის კონპენსირება. მაგ. სტუდენტი, რომელიც ძნელად ახერხებს შეგუებას ახალ კოლეგებთან
ამაყად იწყებს იმ თავისი სპორტული პრიზების დემონსტრირებას, რომელიც მიღებული ჰქონდა სასკოლო
ცხოვრების პერიოდში. კლოდ სტილის (სტეელე,1988) თვით-განმტკიცების თეორია იძლევა მყარ საფუძველს
დავუშვათ, რომ ადამიანები საკუთარი ღირსების გრძნობისადმი მუქარას უვლიან საკუთარ მე-ს იმ ასპექტების
განმტკიცებით, რომლებიც მუქარის წყაროსთან არ არის დაკავშირებული. საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს
ამ პრგრამასთან დაკავშირებით ბრაუნმა და სმარტმა (Bრაუნ , შმარტ., 1991). ექსპერიმენტში ინტელექტის
უნარების შესამოწმებელი ცრუ ტესტებით იკვლიეს მაღალი და დაბალი თვითპატივისცემის მქონე სტუდენტები
წარმატების და წარუმატებლობის სიტუაციაში. შემდეგ სუბიექტებს თხოვდნენ შეეფასებინათ თავიანთი თავი
მთელი რიგი ზედსართავებით, რომლებიც გამოხატავდნენ პიროვნულ ნიშნებს. ნაწილი ზედსართავებისა
გამოხატავდა სოციალურ თვისებებს , ხოლო ნაწილი-პიროვნულ მახასიათებლებს და თვისებებს ,რომელიც
ეხებოდა დავალებას, რომლის შესრულებისათვის სუბიექტები იღებნენ შეფასებას. მაღალი თვითპატივისცემის
მქონე სუბიექტები, რომლებმაც განიცადეს წარუმატებლობა, დავალების შესრულებისას ახდენდნენ თავიანთი
სოციალური თვისებების გადაფასებას. ეს შედეგი შეესატყვისებოდა თვითგანმტკიცების თეორიის პროგნოზებს.
მაგრამ დაბალი თვითპატივისცემის სუბიექტებმა გააკეთეს ამის საწინააღმდეგო. მათ განაზოგადეს
წარუმატებლობის გამოცდილება. მათი თვითშეფასება როგორც ინტელექტუალური თვისებებისა ისე
სოციალური მოქმედებებისა იყო დაბალი. ვარაუდობენ, რომ მართალია თეორიის მიერ შემოთავაზებული
დებულებები მთლიანობაში მართებულია, მაგრამ უფრო სამართლიანია მაღალი თვითპატივისცემის მქონე
ინდივიდების მიმართ ვიდრე დაბალი თვითპატივისცემის მქონე ინდივიდების მიმართ.

2. ტასერის თვითშეფასების შენარჩუნების მოდელი (ტასსერ, 1988) . ტასერმა და მისმა კოლეგებმა


გააანალიზეს კიდევ ერთი სოციალური მექანიზმი რითაც ადამიანები ინარჩუნებენ თავიანთი თავის შესახებ
დადებით შთაბეჭდილებებს. კერძოდ ,როგორ რეაგირებენ ისინი როცა სხვები ემუქრებიან ან ამტკიცებენ მათ
პიროვნული `მე~-ს გრძნობას. მაგ. როგორ იქნება თქვენი, სტუდენტის, რეაქცია როცა გაიგეთ, რომ თქვენმა
მეგობარმა მიიღო უმაღლესი პრიზი სტუდენტური ნაშრომისათვის. გაგიხარდებოდათ თქვენი მეგობრის
წარმატება და მოუთმენლად მოუყვებოდით სხვებს მის წარმატების შესახებ? თუ დაგეუფლებოდათ შურის
გრძნობა და თავს ჩათვლიდით უბედურად რადგან მეგობრის ასეთი წარმატება გაგრძნობინებდათ რომ არც თუ
ისე წარმატებული სტუდენტი ხართ. ერთი სიტყვით სხვა ადამიანის წარმატება რა შემთხვევაში აამაღლებს
თქვენს თვითშეფასებას ან რა შემთხვევაში დაემუქრება თქვენს ღირსებას. სწორედ ამ კითხვებზე იძლევა პასუხს
ტასერის თვითშეფასების მხარდაჭერის მოდელი.

მოდელში ყურადღება გამახვილებულია თვითშეფასების ამაღლების მოტივზე. ჩვენი სოციალური წრის


წევრების ქცევამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ჩვენს თვითშეფასებაზე, როცა ჩვენ ფსიქოლო-გიურად ძალიან
ახლოს ვართ მასთან. მოდელში ასეთი სიახლოვეEშეიძლება ჩამოყალიბდეს მაგ. მეგო-ბართან ან ახლო
ნათესავთან. ამასთან ახლობლობა შეიძლება დაეფუძნოს ისეთ მახასიათებლებს როგორიცაა რასა, სქესი,
რელიგიური აღმსარებლობა ან ფიზიკური სიახლოვე. ერთი სიტყვით ჩვენთვის ახლობელი ადამიანების ქცევა
უფრო ძლიერ ახდენს ჩვენზე გავლენას ვიდრე ფსიქოლოგიურად ჩვენგან დაშორებული ადამიანები.

გარდა ამისა ტასერი ლაპარაკობს სიტუაციაზე, რომელშიც სხვა ადამიანი უკეთესად იქცევა ვიდრე ჩვენ. სხვა
ადამიანის ქცევას ნაკლები მნიშვნელობა აქვს ჩვენი თვით შეფასებისათვის როცა მისი შესაძლებლობა არის
საშუალო ან ცუდი. ტასერის აზრით , კრიტიკული სიტუაცია იქმნება, როცა ჩვენთვის ახლობელი ადამიანი
დავალებას ასრულებს ძალიან კარგად. ასეთ სიტუაციაში რა გან-საზღვრავს ჩვენს რეაქციას? გაგვიჩნდება ჩვენ
სიამაყის გრძნობა თუ ჩვენი თავის მასთან შედარებას ექნება ნეგატიური ხასიათი? მიუთითებენ რომ ძირითად
ფაქტორს წარმოადგენს შეესაბამება თუ არა შესაფასებელი ქცევა ჩვენს თვით-დეფინიციას. თუ ჩვენს
მაგალითში , სტუდენტი ოცნებობს გახდეს მოწინავე სტუდენტი, მაშინ ინფორმაციამ, რომ მეგობარი მასზე
წარმმატებულია უკვე ემუქრება მის თვითშეფასებას და წარმოშობს შურის და დისკომფორტის გრძნობას.
მაგრამ, თუ სტუდენტს არც თუ ისე აწუხებს თავისი უნარები და არ განიხილავს თავის წარმატებებს
სტუდენტურ საქმიანობაში როგორც საკუთარი `მე~-სთვის შესატყვის , მაშინ მეგობრის წარმატება მასში
გამოიწვევს კმაყოფილებას რადგან ის არ ემუქრება მის თვით-შეფასებას.

უფრო ფორმალურ ტერმინებში , თეორია შეიძლება შემდეგნაირად შევაჯამოთ:

1. შეფასების ეფექტი. როცა სხვა ჩვენზე უკეთესად ასრულებს ქცევას , რომელიც ჩვენი თვით გან-საზღვრის
რელევანტურია, რაც უფრო უკეთესია მისი შესრულება და რაც უფრო ახლოა ჩვენი მასთან ურთიერთობა , მით
უფრო დიდია თვითშეფასების მუქარა. შედეგად , განვიცდით შურს, ფრუსტრაციას და თუნდაც გაბრაზებასაც კი
.

2. რეფლექსიის ეფექტი. როდესაც სხვა უკეთესად ასრულებს საქმეს რომელიც ჩვენი თვით-განსაზღვრების
ირელევანტურია, რაც უფრო უკეთესია მისი შესრულება და რაც უფრო მჭიდროა ჩვენი მასთან ურთიერთობა,
მით უფრო შეიძლება მივიღოთ სარგებელი თვითშეფასებაში. რეფლექსიის პროცესს მივყავართ პოზიტიურ
გრძნობამდე და სიამაყემდე, სხვისი წარმატების შემთხვევაში.

ადამიანებს რომელთა თვითშეფასება მცირდება ახლო მეგობრის წარმატების შედეგად, შეუძლიათ შეცვალონ
სიტუაცია და ამით თავიდან აიცილონ ნეგატიური გრძნობები. ერთ-ერთი მეთოდი სიტუაციის შეცვლისა
წარმატებულ მეგობართან ფსიქოლოგიური სიახლოვის ხარისხის შემცირებაა. მეორე მეთოდი იქნება , თვით-
განსაზღვრულობის შეცვლა. ადამიანმა (ჩვენს მაგალითში სტუდენტმა) შეიძლება ჩათვალოს, რომ წარმატებული
სტუდენტობა ბოლოსდაბოლოს არ არის მისი ამბიცია. შემდეგი მიდგომა შეიძლება იყოს შესრულებაში
განსხვავების შეცვლა. სტუდენტმა შეიძლება გააუმჯობესოს სტუდენტური ცხოვრება მეტი მონდომებით და
ენთუზიაზმით ან დაარწმუნოს თავის თავი, რომ მეგობრის წარმატება ემყარებოდა სხვა რამეს და არა მის უნარს.
ამრიგად ინდივიდების წარმატება, რომლებიც ფსიქოლოგიურად ახლოს არიან ჩვენთან შეიძლება გან-
სხვავებულად იქნას მიღებული. ზოგჯერ ის შეიძლება მიღებულ იქნას სიამოვნებით, ზოგჯერ კი იწვევს
ტანჯვას.

სოციალური შედარების თეორია

როგორც ადრე მივუთითეთ სოციალური შედარება შეიძლება საკუთარი თავის ცოდნის მნიშვნელოვანი წყარო
იყოს. როცა გვინდა ვიცოდეთ რამდენად გვახასიათებს ესა თუ ის თვისება და ობიექტური ინ-ფორმაცია
ხელმიუწვდომელია, ჩვენი თავის სხვასთან შედარებით შეგვიძლია ამის მეტნაკლები სიზუსტით გაგება. ეს
იდეა წარმოადგენს სოციალური შედარების ძირითად საკითხს.

სოციალური შედარების თეორიის ავტორია ლეონ ფესტინჯერი. მისი აზრით ადამიანები მოტივირებული არიან
ზუსტად შეაფასონ თავიანთი უნარების დონე და ატიტუდების სისწორე. ამისათვის ისინი თავიანთ უნარებს და
ატიტუდებს სხვების უნარებს და ატიტუდებს ადარებენ. სოციალური შედარების თეორია ემყარება შემდეგ
ძირითად დებულებებს:

1 ადამიანებს აქვთ მოთხოვნილება შეაფასონ თავიანთი აზრები და უნარები ზუსტად.

2. უშუალო ფიზიკური სტანდარტების არარსებობისას , ადამიანები თავიანთ თავს სხვა ადამიანებთან


შედარებით აფასებენ.

3 ზოგადად ადამიანები არჩევენ თავიანთი თავი მსგავს სხვას შეადარონ.

ფესტენჯერმა, თავისი შრომა სოციალური შედარების შესახებ გამოაქვეყნა 1994 წელს. მას შემდეგ დია-პაზონი
სოციალური შედარებისა საკმაოდ შეიცვალა, გაფართოვდა და გართულდა. დღეს ვარაუდობენ , რომ ადამიანები
აყალიბებენ შედარებით შეფასებას არამარტო თავიანთი უნარებისა და თვალსაზრისის შესახებ არამედ აგრეთვე
თავიანთ ემოციებზე, პიროვნებაზე და ისეთ პარამეტრებზეც როგორიცაა პრესტიჟი და ხელფასი. სოციალური
შეფასება გავლენას ახდენს სოციალური ცხოვრებს მრავალ ასპექტებზე. მაგ. რწმენა რომ საკუთარი სოციალური
ან ეთნიკური ჯგუფი არის უარეს ეკონომიურ და სოციალურ მდგომარეობაში ვიდრე სხვა ჯგუფები, შეიძლება
გახდეს უკამყოფილებისა და ჯგუფებს შორის კონფლიქტის მიზეზი. და ა.შ.

სოციალური შედარების მიზანი.

ფესტინჯერის აზრით სოციალური შედარების ძირითადი მიზანია სიზუსტე- დღეს კი ვარაუდიობენ, რომ
სოციალური შეფასებაზე შეიძლება განსხვავებული მოტივები მოქმედებდეს და შეიძლება განსხვავებულ
მიზნებს ემსახურებოდეს. ესაა მოტივები, რომლებიც ფართე გაგებით აღძრავენ თვითრეგულაციის მოთხ-
ოვნილებებს:

ზუსტი თვითშეფასება. როგორც ფესტინჯერი მიუთითებდა ზოგჯერ ადამიანებს სურთ იცოდნენ საკუთა-რი
თავის შესახებ სიმართლე თუნდაც, რომ ეს ინფორმაცია მისთვის არაკეთილსასურველი იყოს. ასეთი
უარყოფითი ინფორმაცია ინდივიდებს აღძრავს თავიანთი სისუსტეების დაძლევისთვის.

თვითშეფასების ამაღლება. ნაცვლად იმისა რომ მიისწრაფოდნენ სწორი თვითშეფასებისაკენ, ხშირად


ადამიანები მიისწრაფიან შედარებისკენ, რომელიც მათ წარმოაჩენს უფრო კეთილსასურველად. მაგ.
სტუდენტმა , რომელიც სიძნელეებს განიცდის რომელიმე საგნის დაუფლებაში შესაძლოა ხაზი გაესვას იმ ფაქტს,
რომ მან უკეთ იცის სხვა საგანი ვიდრე იმ სტუდენტმა, რომელიც ჩაიჭრა ამ საგანში. თვითგანდიდებისკენ
მისწრაფებამ შეიძლება უბიძგოს ადამიანს მოახდინოს სოციალური შედარება იმ ინდი-ვიდთან რომელიც
ნაკლებად წარმატებულნი არიან. ნაკლებ წარმატებულ ინდივიდთან შედარება ადამიანს თავს აგრძნობინებს
გამოიყურებოდეს უკეთესად .
თვითსრულყოფა. როგორც ავღნიშნეთ ზოგჯერ ადამიანები თავისთავს ადარებენ ადამიანებს რომლებიც მათი
აზრით წარმატების ეტალონებად ითვლებიან. მაგ. წარმატებული მოჭადრაკე თავის ჭადრაკულ კომბინაციებს
ადარებს ცნობილი მოჭადრაკეების მიერ ნათამაშევ კომბინაციებს რათა ზუსტად შეაფასოს თავისი თამაშის
დონე, ისწავლოს მათგან რაიმე ახალი და ა.შ. ასე რომ თვით სრულყოფისაკენ მი-სწრაფებამ შეიძლება
მიგვიყვანოს უფრო წარმატებულ ადამიანებთან გაზვიადებულ სოციალურ შედარე-ბამდე. რა თქმა უნდა
არსებობს საშიშროება, რომ მაღალი წარმატების მქონე სხვასთან შედარებამ შეა-სუსტოს ან ჩაკლას ინდივიდში
შემდგომი მოქმედების სურვილი და მიგვიყვანოს არაკომპეტენტურობის, შურის და სირცხვილის გრძნობის
ჩამოყალიბებამდე. ასეთი გაზვიადებული სოციალური შედარება სტიმულს მისცემს უკეთესი შესრულებისაკენ
თუ განაიარაღებს ადამიანს დამოკიდებულია იმაზე ჩათვლის თუ არა ის , რომ უკეთესად შესრულების
სტანდარტები მიღწევადია.

შედარების პროცესი

ფესტინჯერი ძირითადად ყურადღებას ამახვილებდა სიტუაციაზე , რომელსაც ინდივიდი შე-გნებულად


ირჩევდა სოციალური შედარებისათვის. მაგალითად, საშინელი მიწისძვრის შემდეგ ინდივიდი შესაძლოა
მიისწრაფის თავისი რეაქცია შეადაროს სხვა ადამიანების რეაქციას და შესაბამისად საათობით საუბრობს
მეზობლებთან და მეგობრებთან მათ განცდებზე. მაგრამ არის შემთხვევა როცა სოციალური შედარება არ
მომდინარეობს შინაგანი მოთხოვნილებიდან. ბიძგი ასეთი შედარებისა მომდინარეობს გარკვეული
სიტუაციებიდან . მაგ, ვთქვათ სკოლის მოსწავლეები თამაშობენ ფეხბურთს. აშკარად ჩანს თუ ვინ თამაშობს
კარგად და ვინ ცუდად. ბევრისათვის ასეთი შედარება შეიძლება არ იყოს სასურველი, მაგრამ ის ხდება მათი
სასკოლო ცხოვრების ნაწილი რასაც ვერ გაექცევიან.

შედარებამ რომელიც არ მომდინარეობს შინაგანი აუცილებლობიდან, შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა


მოახდინოს ადამიანზე. ამ მოსაზრების კარგ ილუსტრაციას წარმოადგენს მორისის და გერგენის (Mორსე,
Gერგენ,1970) კლასიკური ექსპერიმენტი. კოლეჯის გაზეთში გამოქვეყნებულ ორ ვაკანსიაზე `პიროვნების
კვლევის~ სფეროში მონაწილეობაზე, გამოეხმაურა კოლეჯის მაღალი კურსის სტუდენტები. როცა სტუდენტები
გამოცხადნენ გასაუბრებაზე მათ სთხოვეს შეევსოთ რამდენიმე ანკეტა, რომელიც შეიცავდა თვითპატივისცემის
შეფასებას. ამის შემდეგ სუბიექტს აჩვენებდენენ კიდევ ერთ პრეტენტდენტს ვაკანსიის დასაკავებლად, რომელიც
შემოჰყავდათ იმავე ოთახში, სამუშაოზე მისაღები საბუთების შესავსებად. ექსპერიმენტული მანიპულაცია
ცვლიდა სამუშაოზე მისაღები კანდიდატის გარეგნობას( სი-ნამდვილეში ეს მეორე კანდიდატი იყო ე.წ. ცრუ
სუბიექტი-ექსპერიმენტატორის დამხმარე). სუბიექტების ნახევარს ახვედრებდნენ (ამ მეორე კანდიდატის სახით)
ვინმე `ბატონი ჭუჭყიანს~ ახალგაზრდა კაცს, რომელსაც ეცვა დახეული შარვალი , არც თუ ისე სასიამოვნო
სვიტრით და იყო წიგნების გარეშე. ის გამოიყურებოდა ძალიან არაორგანიზებულად, ხშირად ათვალიერებდა
ოთახს. სუბიექტების მეორე ნახევარს უწყობდნენ შეხვედრას `ბატონ სუფთასთან~ გარეგნულად მოწესრიგებულ
ახალგაზრდა კაცთან, რომელსაც ეცვა მუქი კოსტუმი , ხელში ეკავა დიპლომატი. ამის შემდეგ ამ ორი ბატონის
(ჭუჭყიანი და სუფთასი) გავლენის განსაზღვრის მიზნით ტარდებოდა სუბიექტების თვითპატივისცემის
განმეორებითი შეფასება. როგორც მოსალოდნელი იყო სუბიექტები, რომლებიც ხვდებოდნენ `ჭუჭყიან ბატონს~
განმეორებითი თვითშეფასებისას ავლენდნენ თვითპატივისცემის გრძნობის ამაღლებას. ეს სუბიექტები
თავიანთი თავის ამ შემთხვევით ბატონთან შედარების შედეგად გრძნობდენენ თავს უფრო თვით
დარწმუნებულად. ხოლო სუბიექტების მეორე ნახევარი, ხელმეორე შეფასებისას ამჟღავნებდნენ თვით
პატივისცემის დონის დადაბლებას. კვლევის შედეგები აჩვენებენ, რომ შედარების სპონტანური შესაძლებლობას
შეუძლია გავლენა მოახდინოს ადამიანის თვითშეფასებაზე.

მიუხედავათ იმისა, რომ სოციალურ ფსიქოლიგიაში ხაზგასმულია სოციალური შედარების მნიშვნელობა


თავისთავის გაგებისათვის, არსებობს სხვა საშუალებებიEთავისთავის შეცნობისა, როგორიცაა ობიექტური
ინფორმაცია , ინდივიდის პიროვნული მოგონებები , პირდაპირი უკუკავშირები. როცა გვსურს გავიგოთ თუ რას
წარმოვადგენთ ჩვენ , საკუთარი თავის შეფასებას ვახდენთ ერთის მხრივ ობიექტური ინფორმაციის
საფუძველზე ან იმით, რომ შეიძლება ვკითხოთ სხვას როგორი ვართ ჩვენ.

მიუთითებენ, რომ სოციალური შედარება ეს არის ირიბი საშუალება თავისთვის გასაგებად და თუ რამდენად
სასარგებლო აღმოჩნდება ის ამისთვის , დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენადDEსწორად ავირჩევთ
შესადარებელ ობიექტს. ასე რომ სოციალური შედარება უეჭველად არის საშუალება თავისთავის შესაცნობად,
მაგრამ ის არ არის ერთადერთი საშუალება.GAD

თვით პრეზენტაცია

ადამიანი სოციალური არსებაა, გამომდინარე აქედან მისი ბუნებრივი მდგომარეობაა მუდმივად სხვა ადა-
მიანებთან ერთად ყოფნა. ეს კი მოითხოვს იმას, რომ მან უნდა შეძლოს სხვა ადამიანებთან ნორმალური
ინტერპერსონალური ურთიერთობების დამყარება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი სოციალური
ურთიერთობისა კი არის მართო ის თუ როგორ შთაბეჭდილებას ტოვებ სხვებში. ბუნებრივია ასეთ სიტუაციაში
უკეთესი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ როგორ მოვახდენთ ჩვენი თავის პრეზენტაციას, როგორ
შთაბეჭდილებას დავტოვებთ სხვებში. ინტერპერსონალური ურთიერთობის ბუნება და ხასიათი სწორედ ამაზეა
დამოკიდებუილი. ამიტომ გასაგებია ის დიდი ინტერესი რომელიც არსებობს სოციალურ ფსიქოლოგიაში
საკითხზე თუ როგორ ახდენს ადამიანი თავისთავის პრეზენტაციას საზოგადოებაში.

ადამიანის თვითპრეზენტაცია მიუთითებს ჩვენს ძალისხმევაზე მოვახდინოთ შთაბეჭდილებების კონტროლი,


რომელსაც ვტოვებთ სხვებში. თვითპრეზენტაციის მიზანია მოვახდინოთ ურთიერთქმედების სტრუქტურირება
ისე, რომ მივიღოთ სასურველი შედეგი.

ჩვეულებრივ ჩვენ გვსურს ადამიანებმა დაგვინახონ დადებითად, როგორც საინტერესო, მეგობრული, ინ-
ტელექტუალური და მზრუნველი პიროვნება, მაგრამ არის შემთხვევა, როცა ადამიანს სურს სხვებში დატოვოს
არც თუ ისე დადებითი შთაბეჭდილება. მაგ: “სკოლის ხულიგანს” შესაძლოა სურდეს წარმოადგინოს თავისთავი
როგორც უხეში, მუქარიანი პიროვნება. ზოგჯერ შესაძლოა ჩვენი მიზანი იყოს მინიმუმამდე დავიყვანოთ ცუდი
შთაბეჭდილება. მაგ: სტუდენტს, რომელმაც გამოცდაზე დაიგვიანა უწევს სათანადო ბოდიშით მინიმუმამდე
დაიყვანოს ცუდი შთაბეჭდილება რომელიც დატოვა დაგვიანებით.

თვითპრეზენტაცია ხშირად არის განზრახული აქტივობა. მაგ. როცა ინდივიდი ვაკანსიის დასაკავებლად
გასაუბრებაზე გადის, ცხადია წინასწარ სათანადოდ ემზადება იმისათვის, რომ დატოვოს კარგი შთაბეჭდილება,
მაგრამ ფამილარულ სიტუაციაში თვით პრეზენტაციის აქტიობები შეიძლება ავტომატური გახდეს. როდესაც
თვითპრეზენტაცია გარკვეულ სიტუაციაში ჩვევისეული გახდება ის უკვე არ საჭიროებს ყურადღებას. შტაბეჭდ-
ილების მართვა ხდება ავტომატურად.

ხშირად, თვითპრეზენტაციას ადარებენ თერატრალური როლის თამაშს. ჩვენ ხშირად, მსახიობის მსგავსად
ყურადღებას ვაქცევთ იმას, თუ როგორ გამოვიყურებით, როგორ გვაცვია, როგორია ჩვენი ქცევის მანერები.
ხშირად ვიყენებთ გარდერობს, აქსესუარებს და ა.შ. რომლებიც დაგვეხმარებიან იმაში, რომ დავტოვოთ კარგი
შთაბეჭდილება. ამავე მიზანს ემსახურება კარგი მანქანის ქონა, ძვირფასი საჩუქრის შერჩევა, გემოვნებიანი
მუსიკისკენ სწრაფვა და ა.შ.

ასე რომ სოციალური ურთიერთობები ადამიანისგან მოითხოვს უნარს შეცვალოს თავისი ქცევები სიტუ-აციიდან
სიტუაციამდე თვითპრეზენტაციის მიზნებისა და აუდიტორიის ხასიათის და მიხედვით.

როგორ დავტოვოთ კარგი შთაბეჭდილება

თვითპრეზენტაციის ძირითადი მოტივაცია, ალბათ არის კარგი შთაბეჭდილების დატოვება. დგება საკითხი,
როგორ შეიძლება ამის მიღწევა. მიუთითებენ შთაბეჭდილების წარმატებით მართვის რამდენიმე ტაქტიკაზე
(Fისკე, თაყლორ 1991). ერთ-ერთი სტრატეგიაა სოციალური სიტუაციის ნორმებისადმი შესატყვისობა.
მაგალითად საზეიმო ვახშამზე ადამიანმა შეიძლება იხუმროს მოყვეს საინტერესო ისტორიები. გასვენებაზე
უფრო მისაღებია მწუხარების გამომხატველი სახის დაჭერა და ა.შ. მეორე სტრატეგია მდგომარეობს იმაში, რომ
ის უნდა შეესაბამებოდეს სხვა ადამიანების ქცევას. მაგ. თუ ჩვენი ახალგაცნობილი ადამიანი ტრაბახობს ტენისში
მის მიღწევებზე, თქვენც შეგვიძლიათ ილაპარაკოთ საკუთარ მიღწევებზე. თუ ის უფრო მორიდებულია და არ
ახდეს თავისი კომპეტენტურობის აფიშირებას, კარგ შთაბეჭდილებას დატოვებთ, თუ თქვენც ასევე მოიქცევით.

მიუთითებენ აგრეთვე ისეთ სტრატეგიაზე როგორიცაა თვითრეკლამა (შელფ-პრომოტიონ) და მოთაფლვა


(ინგრა-ტიატიონ) . თვითრეკლამა გულისხმობს საკუთარი თავის შესახებ დადებითი ინფორმაციის გადაცემას
საკუთარი ქმედებებით, ან საკუთარ თავზე საუბრებით, რომელიც შეიცავს დადებით ინფორმაციას თქვენს
შესახებ. მოთაფვლა კი გულისხმობს თვითრეკლამის საწინაამღვდეგოს – ილაპარაკო დადებითი რამეების
მსმენელზე. ეს ორი ტაქტიკა განსხვავებულ მიზნებს ისახავს. თვითრეკლამის მიზანია გამოიყურებოდე
კომპეტენტურად ხოლო მოთაფვლა მიზნად ისახავს მოსწონდე სხვა. ზოგიერთ სიტუაციაში მაგალითად
სამუშაოზე მისაღებ გასაუბრებაზე ადამიანი შესაძლოა შეეცდება ორივე მიზნის განხორციელებას.

თვითრეკლამა, შეიძლაბა არ აღმოჩნდეს საიმედო. საკუთარ წარმატებაზე საუბარმა შეიძლება დადებითი როლი
შეასრულოს თვითრეკლამაში, მაგრამ შეიძლება საწინაამღვდეგო ეფექტიც მივიღოთ. შეიძლება თვითრეკლამამ
მსმენელში დატოვოს შთაბეჭდილება, რომ თავისთავში დაურწმუნებელი და მომაბეზრებელი პიროვნება ხართ.
ეს ხდება იმიტომ, რომ მსმენელი ხშირად ადამიანს აფასებს ერთდროულად ერთზე მეტ პარამეტრებში. ადამიანი
რომელიც აშკარად ახდენს თავისთაივს რეკლამირებას მართალია ამით ახერხებს დაარწმუნოს სხვა თავის
კომპეტენტურობაში, მაგრამ ამავე დროს შესაძლოა, რომ ამით ავლენენ თავის ეგოიზმს.

თვითრეკლამის მნიშვნელოვანი ფაქტორია კონტექსტი. ერთ-ერთ კვლევაში შეადარეს ერთმანეთს


შტაბეჭდილება ინდივიდებზე, რომლებიც განსხვავებულ სიტუაციებში (ე.ი. განსხვავებულ კონტექსტში)
საუბრობდნენ თავიანთი ინტელექტუალური წარმატებების შესახებ. ინდივიდები, რომლებიც თავიანთ
ინტელექტუა-ლურ წარმატებებზე საუბრობდნენ, განიხილებოდნენ უფრო დადებითად, თუ ეს საუბარი იყო
კონკრეტულ კითხვაზე პასუხი. მაგალითად: როცა ინდივიდს ეკითხებოდნენ როგორ ჩააბარა მან გამოცდა და
მისი პასუხი იყო რომ მიიღო 93 ქულა, ის დადებით შთაბეჭდილებას ტოვებდა ადამიანებში. ასევე დადებით
შთაბეჭდილებას ტოვებდა სუბიექტების საუბარი თავიანთ წარმატებებზე, თუ ხორციელდებოდა ურთიერთ-
გახსნილობის სიტუაციაში. მაგ: როცა ერთ ერთმა სუბიექტმა განაცხადა, რომ ის საკმაოდ წარმატებით გამოვიდა
ჭადრაკის კლუბში გამართულ შეჯიბრებაში ის უფრო პოზიტიური აღიქმებოდა, თუ ეს ნათქვამი იყო
კონტექსტში, სადაც მეორე სუბიექტი ხაზს უსვამდა იმ ფაქტს, რომ ის კარგად თამაშობს ტენისს. ამის
საწინააღმდეგოდ, როცა სუბიექტები იწყებდნენ ლაპარაკს საკუთარ უნარებზე და წარმეტებებზე, როცა ამას
არავინ ეკითხებოდა, ან საუბრის კონტექსტში არ შედიოდა, მათი ქცევა განიხილებოდა, როგორც უტაქტო და
ეგოისტური. ერთი სიტყვით, თუ როგორ აფასებს მსმენელი თვით_მარეკლამირებელ გამონათქვამებს
მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული საუბრის კონტექსტზე.

შემდეგი ტაქტიკური ხერხი დადებითი შთაბეჭდილების დატოვებისა არის მორიდებულობის (скромность)


ფრთხილი გამოყენება. საჭიროა ვიცოდეთ როდისაა მორიდებულობა ეფექტური. არსებობს ორი მარტივი წესი:
1. მორიდებულობა ამშვენებს ადამიანს, როცა გარკვეული საქმიანობის შესრულება მართლაც იყო წარმატებითი.
თუ ამ თვისებას გამოვიჩენთ სუსტი შესრულების სიტუაციაში ის არ დატოვებს კარგ შთაბეჭდილებას. 2.
მორიდებულობა აძლიერებს ადამიანის საზოგადოებრივ სახეს მაშინ როცა აუდიტორიამ უკვე იცის მისი
წარმატების შესახებ. წარმატება უფლებას აძლევს ადამიანს იყოს მორიდებული, რადგან მისი სახელი წინ
უსწრებს თვით მას.

თვით პრეზენტაცია მოიცავს როგორც ვერბალურ ისე არავერბალურ ქცევას. ზოგადად თვითპრეზენტაცია
უფრო დამაჯერებელია როცა ვერბალური და არავერბალური ცნობა ერთმანეთს ემთხვევა. თუ ინდივიდი
დათრგუნული, მოწყენილი ხმით ამბობს, რომ “ბედნიერია”, ჩვეულებრივ არ იმსახურებს ნდობას, მაგრამ თუ
ადამიანი გეუბნებათ, რომ მას ძალიან უნდოდა თქვენი გაცნობა და ამასთან თვალებში გიყურებთ და გიღიმით
მისი ნათქვამი უფრო დამაჯერებელი ჩანს.

თვითპრეზენტაციის გაძლიერება შიძლება აგრეთვე შენი იმ ადამიანებთან კავშირებზე ხაზგასმით, რომ-ლებმაც


გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს. ჩალდინინი და მისი კოლეგები იყენებდნენ ამ ეფექტის აღსაღნიშნავად
ტერმინს ბირგ-ინგი (BIღGინგ – Bასკ Iნ თჰე ღეფლეცტედ Gლორყ). “ხელი მოითბო დიდების არეკლილ სხივზე”.
თუ ადამიანი გეუბნებათ, რომ ის იმავე ქალაქში დაიბადა სადაც დაიბადა პრეზიდენტი ან რომ მისმა მეგობარმა
მოიგო მილიონი დოლარი ან გაიცნო რომელიმე გამოჩენილი მსახიობი, ეს იმას ნიშნავს, რომ მას სურს თქვენზე
შთაბეჭდილების მოხდენა მისი ირიბი კავშირებით რომელიმე მდიდარ ან ცნობილ ადამიანებთან. და აღმოჩნდა,
რომ ამას ეფექტი აქვს მაშინაც, როცა მისი კავშირი ცნობილ ადამიანებთან უმნიშვნელოა.

არაეფექტური თვითპრეზენტაცია

თვითპრეზენტაციას ყოველთვის ვერ ვახერხებთ ეფექტურად. მაშინაც კი როცა ძალიან ვცდილობთ კარგი
შთაბეჭდილება დავტოვოთ სხვებში, უშვებთ “შეცდომებს”, რომლებიც არც თუ ისე დადებითი მხრიდან
წარმოგვადგენს. ჩვეულებრივ ასეთი სიტუაცია იწვევს უხერხულობისა და სირცხვილის განცდასაც კი. მაგ:
წვეულებას, რომელსაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებდით, შეიძლება მეგობარს შემთხვევით
გადავასხათ ფინჯანი ჩაი ან სხვას გადაესხა ჩვენთვის. ასეთი უნებლიე შემთხვევები თვითპრეზენტაციისას არც
თუ ისე იშვიათია. ამ დროს ადამიანი ცდილობს გამოვიდეს ამ სიტუაციიდან და ჩვეულებრივ შეეცდება
აღადგინოს ურთიერთობის შეფერხებული სტრუქტურა _ მოუხადოს ბოდიში ან გამართლება მოუძებნოს თავის
შეცდომას და ა.შ. რადგან ასეთი სიტუაცია იწვევს იქ მყოფ ადამიანებშიც უხერხულობას, მათ უჩნდებათ
მოტივაცია დაეხმარონ იმ ინდივიდს, რომელიც ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდა.

ჩვეულებრივ, ასეთ სიტუაციაში თავის “შეცდომის” გამართლებამ შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.
მაგ: ტესტირებისას ცუდი შედეგები ე.ი. სიტუაციაში, სადაც ეჭვის ქვეშ დგება ინდივიდების უნარები, ერთ-ერთი
ეფექტური საშუალება მდგომარეობიდან გამოსვლისა არის გამართლება. ატრიბუციის თეორიის თანახმად
ადამიანები თავიანთ მარცხს გარეგან, პრაკონტროლირებად მიზეზებს მიაწერენ. ტესტირებისას
წარუმატებულობა მეტნაკლებად მისაღები გახდება, თუ წარუმატებლობა მიეწერება თვით ტესტის
უკარგისობას, (გარეგან არაკონტროლირებად მიზეზს).

დაბრკოლება, რომელსაც ჩვენ თვითონ უქმნით ჩვენს თავს

ერთ-ერთი საშუალება მოუაროთ მარცხს თვითპრეზენტაციაში არის დაბრკოლება, რომელსაც ჩვენ თვითონ
უქმნით ჩვენს თავს (სელფ-ჰანდიცაპპინგ). ზოგჯერ ადამიანები ახორციელებენ ქმედებებს, რომლებიც ქმნიან
გადაულახავ დაბრკოლებას წარმატებისთვის იმ მიზნით რომ შემდგომში განიცადეს რა წარუმატებლობა,
როგორც შედეგი წინმსწრები შედეგებისა, მათ შეუძლიათ მათი ახსნა ამ დაბრკოლებებით და არა თავიანთი
უუნარობით. მაგ: სტუდენტი, რომელიც არ იძინებს გამოცდების წინა ღამეს, ახსნის გამოცდაზე მიღებულ
დაბალ შეფასებას თავისი დაღლილობით და არა მისი უუნარობით. ალკოჰოლიკმა შეიძლება თავის სამუშაოდან
გათავისუფლება მიაწეროს იმას, რომ ის ხშირად სვამდა და არა იმას, რომ ის ცუდად მუშაობდა. ატრიბუციის
თეორიის თანახმად, ატრიბუცია უნარებზე არ მიიღება მზედველობაში თუ არსებობს სხვა დამაბრკოლებელი
მიზეზი.

დაბრკოლების ფენომენის შესასწავლად შეპერდმა და არკონმა (შჰეპპერდ,Aრკინ 1989) ჩაატარეს საინტერესო


გამოკვლევა. ექსპერიმენტში სუბიექტებს(კოლეჯის სტუდენტებს) უთხრეს, რომ ისინი გაივლიდნენ
ტესტირებას, რომელიც აღწერილი იყო როგორც სტუდენტის აკადემიური წარმატების პროგნოზირების
ეფექტური ან არაეფექტური საშუალება. გარდა ამისა სუბიექტების ნახევარი გააფრთხილეს, რომ ტესტზე
მუშაობისას მათზე ზემოქმედება მოხდება მაღალი ბგერებით, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს დავალების
შესრულებას. მეორე ნახევარს კი არაფერი უთხრეს ამის შესახებ. ამის შემდეგ სუბიექტებს ეკითხებოდნენ, სურთ
თუ არა მათ ტესტზე მუშაობის დროს მოუსმინონ მუსიკას და შესთავაზეს აერჩიათ სურდა მოესმინათ მუსიკა,
რომელსაც შეეძლო ხელი შეეწყო დავალების შესრულებისათვის, თუ მოესმინათ მუსიკა, რომელსაც შეეძლო
ხელის შეშლა. შედეგები აჩვენებდა, რომ სუბიექტები თვითონ უქმნიდნენ საკუთარ თავს დაბრკოლებას; ისინი
ირჩევდნენ მუსიკას, რომელიც როგორც უთხრეს ხელს შეუშლიდა დავალების შესრულებას, თუ ისინი
მოელოდნენ, რომ დავალებას ექნებოდა დიდი მნიშვნელობა. მაგრამ ასე ხდებოდა მხოლოდ მაშინ, როცა რაიმე
სახვა დაბრკოლება არ არსებობდა. სუბიექტები, რომლებიც მოელოდნენ, რომ დავალების შესრულების დროს
მათი ხელისშემშლელი იქნებოდა არასასიამოვნო ხმა, ისინი არ განიცდიდნენ დამატებითი დაბრკოლების
საჭიროებას, ნაკლებათ ამჟღავნებდნენ ტენდენციას აერჩიათ მუსიკა რომელიც ხელისშემშლელი იქნებოდა.

აღმოჩნდა, ადამიანები ხშირად უფრთხილდებიან თავიანთ კომპეტენტურობას იმით, რომ მიუთითებენ


წინააღმდეგობაზე, რომლებიც ხელს უშლიდნენ მათ წარმატებას. კვლევები აჩვენებენ, რომ სიტუაციებში
რომელიც შეიცავს წარუმატებლობის მუქარას, ადამაიანები მიუთითებენ ისეთ სიმპტომებზე, როგორიცაა შიში
ტესტირებისადმი, სოციალური შფოთვა, მორცხვობა, დეპრესია ან ადრინდელი დრამატული გამოცდილება.
მსგავს სიმპტომებზე მითითება ადამიანებს ააცილებს თავიანთი წარუმატებლობის მიზეზების გარეგან
ფაქტორებზე ატრიბუციის საჭიროებას. მაგ: ტენისის მატჩის წაგების შემდეგ თუ ინდივიდი იტყვის, რომ მას
სჭირდება ახალი სათვალეები, ეს იმას ნიშნავს, რომ ის თავს იცავს, როგორც შინაგან ისე სხვა ადამიანების
კრიტიკისგან. როცა ადამიანი თავის წარუმატებლობას ასეთ გამართლებას აძლევს, ამით ის ამცირებს
დამარცხებით გამოწვეულ ნეგატიურ გრძნობას, ყოველ შემთხვევაში მანამდე მაინც სანამ წარუმატებლობის
ნამდვილი მიზეზი არ გამომ-ჟღავნდება.

მიუთითებენ, თავისთავის დაბრკოლების შექმნის ორ სტადიაზე: ბიჰევიერისტული დაბრკოლება _ როგორიცაა


დაღლილობა, ალკოჰოლური ან ნარკოტიკული დამოკიდებულება, არა პუნქტუალობა, უყურადღებობა და ა.შ.
და რეპორტირებული დაბრკოლებები _ განცხადებული ავადმყოფობა, შფოთვა, სიმორცხვე, ე.ი მდგომარეო-
ბები, რომელიც შეიძლება გამოდგეს ცუდი შესრულების გასამართლებლად. როგორც მკვლევარები
მიუთითებენ, ორივე შემთხვევაში, ისევე როგორც, საკუთარი “მეს” სასარგებლო ატრიბუციისას, ძირითადი
მოტივია თვითშეფასების შენარჩუნება. საკუთარი თავისადმი დაბრკოლების შექმნის აქ მოცემული ანალიზის
ნაკლოვან მხარედ თვლიან იმ ფაქტს, რომ თვითპრეზენტაციით გამოწვეული დაძაბულობა ზოგჯერ შეიძლება
გახდეს სიცრუის მიზეზი _ რომ ადამიანები ტყუიან როგორც საკუთარი თავის ისე სხვა ადამიანების წინაშე
თავიანთი მოქმედებების ნამდვილი მიზეზების შესახებ. ხშირად, სურვილი დატოვო კარგი შთაბეჭდილება
შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს სურვილთან იყო პატიოსანი. მიუთითებენ, რომ თავისთავისადმი
დაბრკოლების შექმნა თვითპატივისცემის დასაცავად, შესაძლოა ადამიანისთვის ზიანის მომტანი იყოს.
ბოლოსდაბოლოს თავისთავისადმი დაბრკოლების შექმნა, შეიძლება მოქმედი იყოს ხანმოკლე დროისთვის,
მაგრამ ის არ წარმოადგენს წარმატებულ სტრატეგიას საკუთარი “მეს” მართვისათვის ხანგრძლივი
პერიოდისთვის.

თვითკონტროლი

ნათქვამია, რომ ადამიანები სოციალური აქტიორები არიან. ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, ის თუ როგორ


შთაბეჭდილებას ტოვებს ის სხვებში. მაგრამ, აღნიშნავენ აგრეთვე, რომ ზოგიერთისთვის
თვითპრეზენტაციისთვის ზრუნვა მუდმივი აუცილებლობა ხდება. თვითკონტროლი (თვითმონიტირინგი) არის
ტენდენცია ხაზი გაუსვას შთაბეჭდილების მართვას განსაკუთრებულად, აიყვანოს ძალიან მაღალ დონემდე. მ.
შნაიდერმა და მისმა კოლეგებმა შექმნეს ტესტი ადამიანის ამ უნარის (თვითმონიტორინგის) შეფასებისა
(შნყდერ, 1987). ინდივიდები, რომლებსაც საკმაოდ მაღალ დონეზე ახასიათებთ ქცევა, რომელიც
თვითკონტროლთანაა დაკავშირებული, განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან სოციალური სტიმულებისადმი.
ასეთი ინდივიდები დაეთანხმებოდნენ შემდეგ გამონათქვამებს:

• “ჩემგან შესაძლებელია კარგი აქტიორი გამოვიდეს.”

• “მე შემიძლია მოვატყუო ადამიანები და მოვაჩვენო თავი მეგობრულად, მაშინ, როცა სინამდვილეში ეს
ადამიანები მე არ მომწონს.”

• “განსაკუთრებულ სიტუაციებში და განსხვავებულ ადამიანებთან მე ხშირად განსხვავებულად ვიქცევი,


როგორც სრულიად განსხვავებული პიროვნებები.”
მაშინ, როცა ადამიანები რომლებისთვისაც არ არის დამახასიათებელი კონტროლოთან დაკავშირებული ქცევები,
ან ეს ახასიათებთ მხოლოდ ნაწილობრივად, ნაკლებად ერგებიან სოციალურ მოთხოვნებს. მათი
თვითპრეზენტაცია, უმეტეს წილად კონტროლირდება მათი შინაგანი განწყოებებით და შეფასებებით. ისინი
დაეთანხმებოდნენ შემდეგ დებულებებს:

• “მე მხოლოდ იმ იდეების დაცვა შემიძლია, რომლისაც მე თვითონ მჯერა.”

• “მე მიხდება ჩემი ქცევის შეცვლა, მოვერგო განსხვავებულ ადამიანებს და სიტუაციებს.”

• “მე ვერასოდეს ვაღწევ წარმატებებს ისეთ თამაშებში, როგორიცაა შარადები და იმპროვიზაცია.”

შნაიდერის აზრით თვით კონტროლის მაღალი და დაბალი დონის მქონე ინდივიდები ერთმანეთისგან გან-
სხვავდებიან რამოდენიმე პარამეტრში.

თვითკონტროლის მაღალი დონის ინდივიდები აღმოჩნდა, რომ მეტი ძალისხმევით ცდილობენ რაც შეიძლება
მეტი გაიგონ სხვა ადამიანების შესახებ და შეაფასონ სოციალური სიტუაცია. ისინი მეტ ყურადღებას აქცევენ
ინფორმაციას იმ ადამიანების შესახებ, რომლებთან მოუწევთ მათ ურთიერთობა. ისინი მეტი ალბათობით
თავიანთ ქცევას სიტუაციის მოთხოვნებს უქვემდებარებენ. აღმოჩნდა, რომ თვითკონტროლის მაღალი დონის
ადამიანებს აქვთ უნარი ეფექტურად გამოიყენონ მიმიკა ხმის ინტონაცია გარკვეული ემოციების გამოსახატავად.
მათ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ურთიერთქმედებაზე განსხვავებულ სიტუაციებში. მაღალი
თვითკონტროლის ადამიანებს მიდრეკილება აქვთ დიდი მნიშვნელობა მიანოჭონ პარტნიორის ფიზიკურ
მიმზიდველობას, მაშინ როცა თვითკონტროლის დაბალი დონის მქონე ინდივიდები მეტ მნიშვნელობას
პიროვნულ თვისებებს ანიჭებენ.

მკვლევარები მიუთითებენ, რომ როგორც მაღალი, ისე დაბალი თვითკონტროლის მქონე ადამიანებს აქვთ
როგორც უპირატესობა, ისე სუსტი მხარეებიც. თვითკონტროლის მაღალი დონის ადამიანებისთვის დამახასი-
ათებელია პრაქტიკული ჭკუა, მისწრაფება მიიღონ სარგებელი სოციალური სიტუაციიდან. მათი სოციალური
მგრძნობიარობა შესაძლებლობისა აძლევს მათ განახორციელონ ურთიერთქმედება განსხვავებულ სიტუაციაში.
მაგრამ ინდივიდები, რომლებსაც განსაკუთრებით აქვთ გამოკვეთილი თვითკონტროლის მაღალი დონე
შეიძლება სხვების მიერ შეფასებული იქნას როგორც ეგოისტი, ინდივიდი, რომელიც იცვლის მოსაზრებას რათა
შეე-სატყვისებოდნენ სიტუაციას. ამის საწინაარმდეგოდ, დაბალი თვითპატივისცემის მქონე ინდივიდები
თვლიან, რომ არიან არაპრინციპულები. შეიძლება ქონდეთ საკუთარი აზრი და გამოიჩინონ სიმტკიცე საკუთარი
მიზნების მიმართ, მიუხედავათ სოციალური გავლენებისა. მაგრამ თვითკონტროლის გამოკვეთილი დაბალი
დონის მქონე ადამიანები ჩათვლილია, რომ არიან არა სტაბილურები, არ შეუძლიათ კომპრომისები.
საბედნიეროდ, სტატისტიკა აჩვენებს, რომ ადამიანების უმრავლესობა ამ უკიდურესობას შორის თავსდებიან.

კულტურა და საკუთარი მე

კულტურათა შორისი კვლევები მიუთითებენ, რომ მე – კონცეპცია შეიძლება მნიშვნელოვნად იყოს გან-
სხვავებული იმისდა მიხედვით თუ რომელი კულტურის წევრია ადამიანი.

მარკუსმა და კიტაიამამ (Mარკუს, Kიტაყამა,1991) საკმაოდ საფუცვლიანად იკვლიეს ეს საკითხი ამერიკულ და


იაპონურ კულტურაში, რათა ეჩვენებინათ განსხვავება მე – კონცეპციაში დასავლურ და აღმოსავლურ
კულტურაში.

აღმოჩნდა, რომ ამერიკაში უფრო ხაზგასმულია ინდივიდუალიზმი, კერძოდ ის თუ რიოთი შეიძლება ის


გამოირჩეოდეს სხვა ადამიანებისგან, ინდივიდის უნარების უნიკალურობა. ამ კულტურაში დამოუკიდებელი
“მე” წარმოადგენს დახშულ, მეტნაკლებად ინტეგრირებულ, მოტივაციურ და კოგნიტურ სამყაროს, რომელიც
წარმოადგენს ცნობიერის, ემოციის, აზროვნებისა და ქცევის დინამიკურ ცენტრს, ე.წ. დასავლურ კულტურაში
ადამიანები არამარტო აყალიბებენ საკუთარ “მე”-ს როგორც დამოუკიდებლად მოქმედ ერთეულს, არამედ ისინი
აგრეთვე დამოუკიდებლობას განსაზღვრავენ, როგორც სოციალიზაციის ფუნდამენტურ ღირებულებას.
იაპონუირ კულტურაში გამოიკვეთა ეგრეთწოდებული ურთიერთდამოკიდებული “მე” და
არადამოუკიდებული “მე”. იაპონელები საკუთარ “მე”-ს განიხილავენ, როგორც სოციალური ურთიერთობების
ნაწილს, რომ ადამიანის ქცევა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იღებს ის სხვა ადამიანების აზრებს,
გრძნობებსა და ქცევებს მის მიმართ. საკუთარი მე მნიშვნელოვანი და დასრულებული ხდება სოციალური
ურთიერთობის კონტექსტში და არა დამოკიდებული ქცევის კონტექსტში. მიუხედავად იმისა, რომ
ურთიერთდამოკიდებულ მეს მიეწერება შინაგანი უნარები და აზრები, ეს თვისებები განიხილებიან როგორც
არამდგრადები და სიტუაციაზე დამოკიდებული და არა როგორც საკუთარი მეს განმსაზღვრელი
თავისებურებები. ამდენად ურთიერთდამოკიდებული მე არ წარმოადგენს დახშულ მთლიანს, არამედ თავის
სტრუქტურას იცვლის სოციალური კონტექსტის ბუნების შესაბამისად. ამ კულტურაში ძირითადი აქცენტი
კეთდება იმაზე, რომ თვისება, რომელიც ინდივიდს მეტნაკლებად განასხვავებს სხვებისაგან არ განიხილება
როგორც საკუთარი მეს რეპრეზენტაციული თვისება. მაგ: ამერიკელები ბავშვის მაღალ მუსიკალურ ტალანტს
უეჭველად შეაფასებენ როგორც მისი სხვა ბავშვებთან განმასხვავებელ თვისებას, მაშინ, როცა იაპონელმა
თუნდაც ამერიკაში მცხოვრებმაც კი შეიძლება ეს არ გააკეთოს. ურთიერთდამოკიდებული მეს
კოლექტივისტური წარმოდგენა ინდივიდს განიხილავს არა მისი სხვებისგან განმასხვავებელი ნიშნებით, არამედ
განიხილავს იმ მახასიათებლების მიხედვით, რომელიც საერთო აქვს მას სხვებთან. რადგანაც ადამიანები
განიხილებიან როგორც ოდითგან ურთიერთდაკავშირებულად, თვლიან, რომ მათ უმთავრესად ახასიათებთ
საერთო და არა ინდივიდუალური თვისებები.

მარკუსი და კიტაიამა (1991) თვლიან, რომ მე – კონცეფცია წარმოადგენს ინდივიდის მე – სისტემის


მნიშვნელოვან ნაწილს. მე კონცეფცია გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ აღიქვამენ და აფასებენ ადამიანები
თავიანთ პიროვნულ მახასიათებლებს, როგორ ამყარებენ ისინი ურთიერთობას სხვებთან, რა ემოციებს
განიცდიან განსხვავებულ სიტუაციაში, და იმას თუ რა მოტივები განსაზღვრავენ ადამიანის ქცევას ამა თუ იმ
სიტუაციაში. უფრო მეტიც, მარკუსი და კიტოამა ვარაუდობენ, რომ კულტურული მე – კოცეფცია შეაღწევს
ამათუიმ კულტურის იდეებში, შეფასებებბში და სოციალურ სცენარებში, რომელიც შემდგომში აყალიბებს
საკუთარი მეს ინდივიდუალურ დამოკიდებულებებს და მის გამოვლენას.

დასავლეთი კულტურის წარმომადგენლები ამაყობენ თავიანთი უნიკალური თვისებებით და მიღწევებით, რაც


ნაკლებათ საამაყოა აღმოსავლეთ კულტურის წარმომადგენლებისათვის. მაგ: იაპონელი მუშა ბედნიერად
იგრძნობს თავს, თუ მისმა შრომამ გარკვეულ წილად განსაზღვრა მთელი კოლექტივისთვის მაღალი შედეგები,
მაგრამ ის, ჩვეულებრივ, არ მოითხოვს მისი უნიკალური წვლილი აღიარებული და აღნიშნული იქნას. მაშინ
როცა დასავლურ კულტურაში, მართალია იქაც თავისი წვლილით კოლექტივის წარმატებაში ნასიამოვნები
დარჩება, მაგრამ სიამაყის გრძნობის წყარო უეჭველად ხდება წარმატებაში მისი წვლილის აღიარება და აღნიშვნა.

საკუთარი “მე”-ს მართვის განსხვავებულ ფორმებს აქვთ მნიშვნელოვანი კოგნიტური შედეგები. მაგალითად
ინდივიდები დამოუკიდებელი საკუთარი “მე”-თი თავის თავს სხვებისგან განსხვავებულად ხედავენ.
მიუხედავათ იმისა, რომ ისინი შესაძლოა სხვა ადამიანებს თვლიდნენ თავიანთი თავის მსგავსად, ისინი ამავე
ხარისხში არ თვლიან, რომ თითონ არიან სხვა ადამიანების მსგავსი. მაშინ, როცა ურთიერთდაკავშირებული
“მე”-ს მქონე ინდივიდების მიერ საკუთარი “მე” და სხვა ადამიანები განიხილებიან როგორც გარკვეული
სოციალური კონტექსტის ნაწილი, რომელშიც ისინი არიან ჩართული. ამდენად, როგორც საკუთარი “მე”, ისე
სხვა ადამიანები ერთნაირად აღიქმებიან.

პიროვნული დამოუკიდებლობა – დამოუკიდებლობის ხარისხის გასაზომად შეიქმნდა სკალა, რომლის


დებულებები შემდეგნაირად გამოიყურება:

1) მე პატივს ვცემ ავტორიტეტულ ადამიანებს, ვისთანაც ვარ ურთიერთქმედებაში.

2) მე კმაყოფილი ვარ, როცა მე გამომარჩევენ ქებისა და დაჯილდოებისათვის.

3) ჩემი ბედნიერება და მოკიდებულია ჩემს ირგვლივ მყოფ ადამიანთა ბედნიერებაზე.

4) ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს გამოვთქვა ჩემი აზრი მეცადინეობებზე.

5) ჩემი მომავალი სწავლასთან, კარიერასთან დაკავშირებული გეგმების შედგენისა, ვალდებული ვარ


გავითვალისწინო მშობლების რჩევები.
6) პიროვნულ დამოუკიდებლობას ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

სუბიექტს ევალება მიუთითოს რა ხარისხში ეთანხმება მოცემულ დებულებას. დათანხმების ხარისხი იზომება
შვიდსაფეხურიანი სკალით: +3, +2, +1, 0, -1, -2, -3. სადაც +3 შეესაბამება აბსოლუტურ თანხმობას, ხოლო -3
სავსებით არ დათანხმებას. თუ სუბიექტი ეთანხმება 1, 3 და 5 დებულებას, მაღალია ურთიერთ
დამოკიდებულება. ხოლო -1, -2, -3, 0 დამოკიდებულებების დათანხმება დამოუკიდებლობის ხარისხის
მაჩვენებელია.

არსებობს საკუთარი “მე”-სადმი განსხვავებული წარმოდგენის სხვა კოგნიტური შედეგებიც. კერძოდ,


ატრიბუციის პროცესში ფუნდამენტალური შეცდომის თავისებურება. ამერიკის შეერთებულ შტატებში
ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ სუბიექტები ავლენდნენ ტენდენციას ქცევის მიზეზები მიაწერონ თვით
ინდივიდებს. მაშინ როცა ინდოეთში ქცევას ხსნიდნენ სოციალური ფაქტორებით

მარკუსი და კიტაიამა აჩვენებენ, რომ დამოუკიდებელი და დამოკიდებული “მე”-ს მქონე ადამიანები გან-
სხვავებული სახის ემოციებს განიცდიან. დამოუკიდებელი “მე”-ს გრძნობის მქონე ადამიანები ხშირად
განიცდიან ემოციებს რომელიც საკუთარ თავზეა ფოკუსირებული, როგორიცაა მაგ: სიამაყე (საქმე გამომივიდა
კარგად), ან ფრუსტრაცია (მე არწასამართლიანად მომექცნენ). მაშინ, როცა ურთიერთ დამოკიდებული “მე” –
კონცეფციის მქონე კულტურებში არსებობს ტენდენცია განიცადონ სხვა ადამიანებზე ფოკუსირებული
ემოციები. ამის საულისტრაციოდ მარკუსი და კიტაიამა იყენებდნენ სიტვას ამაე –ს, რითაც იაპონელები
გამოხატავენ ადამიანის ფაქიზი ზრუნვისა და დამოკიდებულების გრძნობას სხვა ინდივიდის მიერ მისდამი
კეთილი დამოკიდებულების საპასუხოდ. ამაეწარმოადგენს სხვა ადამიანებთან ურთიერთ დამოკიდებულებების
შესატყვისი მიმართულების ჩამოყალიბებასა და მხარდაჭერას. ამაე –ს შესატყვისი სიტყვაა ინგლისურში (და
ალბათ არც დასავლური კულტურის ენებში) არ არსებობს.

არსებობს ასევე ვარაუდი, რომ თვითშეფასების ამაღლება შეიძლება დაკავშირებული იყოს საკუთარი “მე”-ს
როგორც კულტურასთან დაკავშირებული ფენომენის გაგებასთან. კვლევებით დადასტურდა, რომ იაპონელები
გაცილებით ნაკლებ ხარისხში ავლენენ არარეალისტურ ოპტიმიზმს იმ მოვლენების მიმართ, რომელიც
შესაძლოა განიცადონ მომავალში, ვიდრე ამას ავლენენ კანადელები. ან კიდევ საკუთარი “მე”-ს სასარგებლოდ
შეფასების ტენდენცია გაცილებით უფრო ნაკლებადაა დამახასიათებელი ისეთი კულტურის წევრებისთვის,
როგორიცაა იაპონია, ანუ ისეთ კულტურაში, რომლისთვის ურთიერთდაკავშირებული “მე”-ს გრძნობაა
დომინირებული.

არსებობს აგრეთვე ვარაუდი, რომ თვიტპატივისცემის შეცვლის ალბათობა კავშირშია საკუთარი “მე”-ს
გრძნობასთან. კვლევებით დასტურდება, რომ დებულებას: “მე ღირსეული ადამიანი ვარ” (რომელიც
თვითპატივისცემის ხარისხს გამოხატავს) იზიარებენ იმ კულტურის წარმომადგენლები, რომლებისათვის
დამოუკიდებელი “მე”-ს გრძნობაა დამახასიათებელი (Mარკუს, Kიტაყამა,1991). აღმოჩნდა, აგრეთვე, რომ
მნიშვნელობა, რომელსაც ანიჭებს ადამიანი თვითპატივისცემას, და ასევე ამის კავშირი ცხოვრებით
კმაყოფილებასთან განსხვავებულია ქვეყნებში, რომლებისთვისაც დამახასიათებელია დამოუკიდებლობა და
ურთიერთდამოკიდებულება. ეს ნათელი გახდა დინერის და დინერის (Dიენერ, Dიენერ, 1995) გამოკვლევამ,
რომელიც 31 ქვეყანაში ჩატარდა. აღმოჩნდა, რომ კოლექტივისტურ (ანუ ურთიერთ დამოკიდებულების)
ქვეყნებში კავშირი თვითპატივისცემასა და ცხოვრებით კმაყოფილებას შორის გაცილებით ნაკლები იყო ვიდრე
ინდივიდუალისტური (ანუ დამოკიდებული) კულტურის ქვეყნებში. აღმოჩნდა, რომ კოლექტივსტური
კულტურის ქვეყნებში ცხოვრებით კმაყოფილების მაჩვენებელია სოციალური ნორმები (როგორიცაა
სოციალური განმტკიცება), მაშინ როცა ინდივიდუალისტური კულტურის ქვეყნებში, ცხოვრებით
კმაყოფილების საიმედო მაჩვენებელია ინდივიდის ემოცია.

ამრიგად შეიძლება შევაჯამოთ, რომ საკუთარი თავის ცოდნას ვიღებთ განსხვავებული წყაროებიდან: ადრეული
სოციალიზაცია, სხვების რეფლექსური შეფასება, ექსპლიციტური უკუკავშირი, საკუთარი ქცევის აღქმა, გარემო
პირობები, სოციალური შედარება და სოციალური ჯგუფებისადმი კუთვნილება. ამასთან, ზოგჯერ ჩვენ
უბრალოდ ვიცით, თუ ვინ ვათ იმის ცოდნის გარეშე, თუ საიდან ვიცით ეს.

სოციალური გაცვლა
სოციალურ ურთიერთობაში ადამიანები ურთიერთთანამშრომლობენ,სახავენ საერთო მიზნებს, ან
ურთიერთკონკურენტულები არიან, აწარმოებენ სხვადასხვა საკითხებზე ურთიერთმოლაპარაკებებს, ან
ურთიერთკონფლიქტში არიან და ა.შ. ყველა ეს პროცესი ხდება სოციალური გაცვლის კონტექსტში ანუ
სოციალურ ურთიერთობაში. ანუ ამ ურთიერთობაში ინდივიდი სხვას სთავაზობს რაღაცას და მოელის რომ
მისგან მიიღებს რაღაცას.

ეკონომიკურ ურთიერთობაში, როგორიცაა მყიდველ გამყიდველის ან დამქირავებელ-დაქირავებულის


ურთიერთობა, ურთიერთობა ფოკუსირებულია რაღაც ნივთებზე ან მომსახურეობაზე, რომელსაც გარკვეული
ეკონომიკური ღირებულება აქვს.

სოციალური ურთიერთობა როგორიცაა მეგობრობა, სიყვარული, მოწონება და ა.შ. შეიცავს ისეთ


ურთიერთობებს რომელიც ნაკლებად შესამჩნევია, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს. მრავალ კონტექსტში.
სოციალური ურთიერთობა შეიცავს სტატუსის ან ინფორმაციის გაცვლას. ყველაფერი ეს სოციალურ
ფსიქოლოგიაში განიხილება სოციალური გაცვლის პრობლემატიკაში და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა
თანამშრომლობა და კონკურენცია, გარიგება და სხვა ტექნიკა, როგორც ინტერპერსონალური კონფლიქტის
გადაწყვეტის საშვალება. თუ როგორ ხდება იმის შეფასება სოციალური ურთიერთობა სამართლიანია თუ
არასამართლიანი და სამართლიანობა

არასამართლიანობის აღქმას რა ეფექტი აქვს ქცევაზე.

თანამშრომლობა და კონკურენცია

როგორც პროსოციალური ქცევის განხილვისას ავღნიშნეთ, ადამიანი ხშირად ეხმარება სხვას სამაგიერო
დახმარების მოლოდინის გარეშე. Mმიუხედავად იმისა, რომ ასეთ ცალმხრივ დახმარებას ხშირად აქვს
ადგილი ის მაინც ჩათვლილია ნაკლებად ჩვეულებრივ მოვლენად,ვიდრე ურთიერთობის მეორე სახე-
სადაც ორი ან მეტი ინდივიდი მოქმედებს ერთად ან თავიანთი აქტიობების კოორდინაციას ახდენენ ისე,
რომ თითოეულის სარგებელი იზრდება. ასეთი ურთიერთობა ე.ი. ურთიერთ დახმარება ცნობილია როგორც
თანამშრომლობა და წარმოადგენს სოციალური გაცვლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფორმას. თანამშრომლობა
შეიცავს ინდივიდებს ან ჯგუფებს, რომლებიც მოქმედებენ ერთად, რათა მიაღწიონ საერთო მიზანს.
უნებრივია დავუშვათ, რომ თანამშრომლობას ყოველთვის ექნება ადგილი როცა ორი ან მეტი ინდივიდი
მიისწრაფის ერთი და იგივე მიზნისაკენ. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დაშვება გონივრული ჩანს,
არსებობს მნიშვნელოვანი მიზეზი თუ რატომ არ შეიძლება ზოგჯერთანამშრომლობის
განხორციელება. .ხშირად მიზნები უბრალოდ არ შეიძლება განაწილებულ იქნას. მაგ. სპორტსმენებმა არ
შეიძლება გაინაწილონ პირველი პრიზი რომლისთვისაც ისინი იბრძვიან, ან როცა რამოდენიმე ინდივიდი
მიისწრაფის ერთი და იგივე სამუშაოსკენ ან დაწინაურებისკენ, ან როცა ორი ინდივიდი ცდილობს მიიღოს
ერთი ინდივიდის სიყვარული ერთი და იმავე დროს. ასეთ შემთხვევებში თანამშრომლობა შეუძლებელი
ხდება და ვითარდება ურთიერთობის განსხვავებული ფორმა, კონკურენცია. ესაა სიტუაცია, სადაც
თითოეული ინდივიდი მიისწრაფის მაქსიმალური გახადოს საკუთარი მოგება, თანაც ხშირად, სხვის
ხარჯზე, რადგან საკმაოდ ხშირია სიტუაცია, როცა მრავალი მიმზიდველი მიზანი დანახულია
ადამიანების მიერ და ყველა მათგანს იმედი აქვს მისი მიღწევისა, კონკურენცია ხდება სოციალური
ურთიერთობის თითქმის ჩვეულებრივი ფორმა. ცხოვრებაში ადამიანებს ხშირად უხდებათ გააკეთონ
რჩევანი თანამშრომლობა თუ კონკურენცია. ეს ფაქტი აყენებს საკითხს რა ფაქტორები მოქმედებენ
სოციალური ურთიერთობის ამა თუ იმ ნიმუშზე.

თანამშრომლობა. ცნობილია სოციალური ურთიერთობის ე.წ. ,,ოქროს წესი,,-გაუკეთე სხვას ის რაც გინდა,
რომ სხვამ გაგიკეთოს შენ. მიუხედავათ ასეთი რეკომენდაციისა, აღმოჩნდა, რომ ადამიანების ურთიერთობა
ჩვეულებრივ ემყარება რეციპროკულობის პრინციპს და არა ოქროს წესს.ხშირად სხვების მიმართ ვიქცევით
ისე, როგორც ისინი გვექცევიან ჩვენ. თანაც, აღმოჩნდა, რომ რეციპროკულობის პრინციპი საკმაოდ ზოგადია.
კვლევებით დასტურდება,რომ როცა სხვა გვემუქრება მაღალი კონკურენტული მანერით, ჩვენ ამავე მანერით
ვპასუხობთ. როცა სხვები უფრო შემრიგებლურ , თანამშრომლურ სტრატეგიას ამჟღავნებენ, ჩვენც,
ტენდენცია გვაქვს ქცევის იგივე ნიმუში მივიღოთ. ან კიდევ, როცა სხვები ამჟღავნებენ თანამშრომლობის
ძალიან მაღალ დონეს, ჩვენც ვპასუხობთ ნდობის და კორდინაციის მაღალი დონით. ამასთან ხაზგასასმელია,
რომ ასეთ ურთიერთობას ადგილი აქვს ზოგჯერ, ე.ი. გარკვეულ პირობებში. კერძოდ, თუ ინდივიდი ავლენს
ნდობის ან თანამშრომლობის მაღალ დონეს და მიუთითებს, რომ ასეთი ქცევა გაგრძელდება მხოლოდ მაშინ თუ
მაღალი თანამშრომლობა რეციპროკული იქნება. სეთ სიტუაციაში თანამშრომლობა გაძლიერდება. მაგრამ თუ
ნდობა ან თანამშრომლობა ხორციელდება რეციპროკულობის მოთხოვნის გარეშ, შეიძლება გამოვლინდეს
ურთიერთობის განსხვავებული ნიმუში. საქმე იმაშია, რომ თუ თანამშრომლობა ხორციელდება
რეციპროკულობის მოთხოვნის გარეშე, პარტნიორს შეიძლება გაუჩნდეს სურვილი მიიღოს უპირატესობა ამ
ურთიერთობაში. რა ხარისხშიაც თანამშრომლობისმაღალ დონეს ამჟღავნებს ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე,
საპასუხოდ მეორე მხარეს შეიძლება გაუჩნდეს ტენდენცია თანამშრომლობას უპასუხოს ექსპლუატაციით. ე.ი
ბოროტად იქნას გამოყენებული პარტნიორის თანამშრომლური ტენდენცია. რომ არ არის ადვილი
წინააღმდეგობა გაუწიო ასეთ ცდუნებას დაადასტურა კვლევებმა. ერთრთ კვლევაში (შჰურე,Hანსფორდ,
Mეეკერ, 1965) 143 მონაწილიდან 129 ოპონენტის თანამშრომლობაზე პასუხობდა ექსპლუატაციით.

ამრიგად, აღმოჩნდა, რომ როცა საკითხი ეხება თანამშრომლობასა და კონკურენციას შორის არჩევას
რეციპროკულობა ჩვეულებრივ არის წარმმართველი პრინციპი. მაგრამ მიუთითებენ, რომ ამ ტენდენციაში
არსებობს ინდივიდუალური განსხვავება. კვლევები გვიჩვენებენ, რომ დეპრესიულ ინდივიდებს, რომლებსაც
თავისთავზე და სამყაროზე ნეგატიური თვალსაზრისი აქვთ, ტენდენცია აქვთ უფრო ძლიერ ირეაგირონ
მოტყუებაზე (სხვებისგან კონკურენტულობა როცა მოელიან თანამშრომლობას) ვიდრე არადეპრესიული
ინდივიდებს. ერთ-ერთ კვლევაში, სადაც სუბიექტებს პარტნიორები თანამშრომლობას პირდებოდნენ,
ფაქტიურად კონკურენტულად იქცეოდნენ, რითაც საკუთარ მოგებას მაქსიმალურად ზრდიდნენ-
სუბიექტების ხარჯზე. ასეთ სიტუაციაში დეპრესიული სუბიექტების (დეპრესიულობა დადგინდა
დეპრესიულობის გასაზომი სკალებით) 60 პროცენტი მოტყუებაზე პასუხობდა იმით, რომ მომდევნო
მცდელობაში მაქსიმალური კონკურენტულობისაკენ იხრებოდნენ. მოტყუება ზრდის თავისთავზე და
სხვებზე ნეგატიურ თვალსაზრისს შედეგად მაქსიმალურს ხდის სამაგიეროს გადახდის მუქარას.

ატრიბუცია და სოციალური გაცვლა

როცა თანამშრომლობასა და კონკურენციას შორის არჩევანის წინაშე ვართ, გადაწყვეტილებაზე გავლენას


ახდენს არა მარტო ოპონენტის ქცევა. ხშირად მნიშვნელოვანი ხდება ოპონენტის ქცევის მოტივი, მისი
განზრახვა. მაგ. როცა ოპონენტი გვთავაზობს შევწყვიტოთ კონკურენცია, გავაერთიანოთ ძალები ე.ი.
ვითანამშრომლოთ, როგორი იქნება საპასუხო რეაქცია? ასეთ სიტუაციაში სანამ მივიღებთ რაიმე
გადაწყვეტილებას პირველ რიგში შევეცდებით გავიგოთ ამ მოულოდნელი შემოთავაზების საფუძველი,არის
თუ არა მისი წინადადება გულწრფელი, ხომ არ ცდილობ ამით ჩვენს დაყოლიებას რაღაც მიზნით? ასეთ
სიტუაციაში თანამშრომლობის შესახებ მივიღებთ გადაწყვეტილებას თუ ვიგრძნობთ, რომ შემოთავაზება არის
გულწრფელი და გვჯერა, რომ თანამშრომლობა უკეთესი გამოსავალი იქნება. თუ ეჭვი შეგვეპარა მის
გულწრფელობაში, უარვყოფთ შემოთავაზებას და გავაორკეცებთ სიფრთხილეს. ერთისიტყვით, ატრიბუცია
ხშირად გადამწყვეტ როლს თამაშობს თუ ურთიერთობის რომელ სახეს მივიღებთ. ოპონენტის ფაქტიურ
ქცევას ჩანს, რომ ნაკლები მნიშვნელობა აქვს. ასე, რომ ინტერპერსონალურ ურთიერთობას ხშირად აყალიბებს
კაუზალური ატრიბუცია და არა ფაქტიური ქცევა.

მიუხედავად ამისა,რამდენადმე მოულოდნელია ის, რომ ეს ურთიერთობა შეიძლება შენარჩუნებულ იქნას.


Aაღმოჩნდა, რომ ჩვენმა ტენდენციამ ვითანამშრომლოთ ან კონკურენციაში ვიყოთ სხვასთან, შეიძლება გავლენა
მოახდინოს იმაზე თუ რა ატრიბუციას ვაკეთებთ. მაგ. თუ ჩვენ სხვის მიმართ თანაშრომლობას ვარჩევთ, ე.ი.
ვიქცევით თანამშრომლურად, ოპონენტს განვიხილავთ როგორც თანამშრომელურს და მისგან ასეთივე ქცევას
მოველით. ერთი სიტყვით, ჩვენი საკუთარი ტენდენცია თანამშრომლურობა ან კონკურენტულობა, შესაძლოა
გავლენას ახდენს იმაზე თუ როგორ აღვიქვამთ ჩვენს გარშემო მყოფ ინდივიდებს და ჩვენს მოლოდინებზე თუ
როგორ მოიქცევიან ისინი. ერთ-ერთი ფაქტორი, რომელმაც შეიძლება ახსნას ეს ტენდენცია არის ე.წ. მცდარი
კონსენსუსის ეფექტი, ანუ ინდივიდები, ხშირად საკუთარ ქცევას აღიქვამენ როგორც ტიპიურს-ე.ი. როგორც
უმრავლესობა სხვა ინდივიდის ქცევის მსგავსს. ამ რწმენამ ინდივიშეიძლება მიიყვანოს მოლოდინამდე, რომ
სხვები მოიქცევიან ისე როგორც თვითონ მოიქცევა სიტუაციების ფართე რანგში - მათ შორის თანამშრომლობა-
კონკურენტულობის სიტუაციის ჩათვლით. ამრიგად, მართალია ჩვენი ქცევა მჭიდრო კავშირშია იმასთან
თუ როგორ აღვიქვამთ სხვის ქცევას, აშკარაა, რომ კაუზალურ ატრიბუციას შეუძლია გავლენა მოახდინოს
სოციალური გაცვლის სიტუაციაზე. გადაწყვეტილების მიღებისას ვითანამშრომლოთ თუ ვიყოთ
კონკურენტული, ყურადრებას ვაქცევთ სხვისი ქცევის მოტივს, მის განზრახვას.

რომელია უფრო თანამშრომლური: ჯგუფი თუ ინდივიდი?

თანამშრომლობა ორ ინდივიდს შორის არც ისე ადვილი მისაღწევია. ზოგჯერ ძნელია ინდივიდი გაერკვეს
თავისი ოპონენტის მოტივებში, რაც შედეგადDგვაძლევს ფრთხილი მიდგომის სტრატეგას. თუ ასეთი
სიძნელეებია ორი ინდივიდის ურთიერთობისას, ცხადია საკითხი უფრო გართულდება როცა
ურთიერთობაში ჩაბმული ინდივიდების რაოდენობა იზრდება. Mმართლაც ღმოჩნდა, რომ როცა სოციალურ
ურთიერთობაში მონაწილეების რაოდენობა იზრდება, მათ შორის თანამშრომლობის დონე ხშირად მცირდება.
აღინიშნა, რომ ამას მრავალი ფაქტორი განსაზღვრავს. მაგ. რაც უფრო დიდია ურთიერთობაში ჩართული
ინდივიდების რაოდენობა, მით უფრო მეტია ალბათობა მათ შორის ერთი მაინც მიიღებს კონკურენტულ ან
ეგოისტურ სტრატეგიას, რადგან კონკურენტული სტრატეგია იწვევს სამაგიეროს გადახდის ტენდენციას,
ჯგუფში ადვილად ყალიბდება კონკურენტული ტენდენცია. გარდა ამისა, რიცა ურთიერთობაში ჩართული
ინდივიდების რაოდენობა მატულობს, იზრდება ალბათობა, რომ ისინი დაიყოფიან დამოუკიდებელ ჯგუფებათ
ან ერთეულებათ, როგორც ამას აქვს ადგილი ინ-ჯგუფის და ოუტ-ჯგუფის დონის პროცესში, რაც ამცირებს
თანამშრომლობის ალბათობას. კერძოდ, ინდივიდს, რომელიც მიეკუთვნება თითოეულ ამ ჯგუფს, ტენდენცია
ექნება აჯობოს (გაუსწროს) ოუტ-ჯგუფებს და არა ის რომ მაქსიმილური გახადოს საკუთარი სარგებელი. ეს
ეფექტი დადასტურდა კვლევებში. მაკ-კელანი და მისი კოლეგების (Mცჩალლუნ ატ ოლლ, 1985) კვლევაში
მამაკაცი და ქალი სუბიექტები თამაშობდნენ ორიდან ერთერთ გეიმს როგორც ინდივიდები ან როგორც ორ
ინდივიდიანი ჯგუფები (ორი თამაშობდა ორის წინააღმდეგ). ორივე გეიმი სტრუქტურირებული იყო ისე, რომ
მონაწილეებს შეეძლოთ აერჩიათ ოპონენტებთან ეთანამშრომლათ თუ შეჯიბრებოდნენ მათ. თუმცა ერთრთ
Gგეიმში (ტუსაღის დილემის გეიმი) შეჯიბრებითი სტრატეგიის არჩევა ზრდიდა სუბიექტის შედეგებს და
ამცირებდა ოპონენტის შედეგებს. მეორე გეიმში ( ურთიერთბედის კონტროლის გეიმი ), შეჯიბრებითი
სტრატეგიის არჩევა უბრალოდ ამცირებდა ორივე მონაწილის შედეგებს (ორივე გეიმში, სუბიექტები
თამაშობდნენ ქულებისთვის, რომელიც შემდგომში გაიცვლებოდა ცენტებზე. (მათ ეუბნებოდნენ, რომ
მოგებული ქულებისთვის მიიღებდნენ ფულს). შედეგები აშკარად აჩვენებდა, რომ როცა სუბიექტები
თამაშობდნენ როგორც ორ ინდივიდიანი ჯგუფები, ავლენდნენ თანამშრომლობის შედარებით დაბალ დონეს,
ვიდრე როცა თამაშობდნენ ინდივიდუალურად. ე.ი. ჯგუფი ნაკლებად ირჩევდა თანამშრომლურ სტრატეგიას
და მოგებაც ნაკლები იყო. მოულოდნელი იყო მეორე შედეგი. ღმოჩნდა, რომ ეს ტენდენცია დომინირებდა
ორივე ტიპის გეიმში. მიუხედავად, იმისა, რომ ურთიერთ-ბედის კონტროლის პირობებში, კონკურენციის
სტრატეგიის არჩევა აშკარა იყო შეამცირებდა ოპონენტის მოგებას, მაგრამ ის ასევე არ ზრდიდა საკუთარ
მოგებასაც. მდენად, აშკარა იყო, რომ როცა ისინი

ირჩევდნენ შეჯიბრების სტრატეგიას, მონაწილეები პირველ რიგში მიისწრაფონენ მაქსიმალური გაეხადათ


საკუთარი შედარებითი უპირატესობა. მიეღოთ მეტი,ვიდრე ოპონენტები მიიღებდნენ. რადგან ჯგუფი ასეთ
არჩევანს უფრო ხშირად აკეთებს ვიდრე ინდივიდები, გონივრული ჩანს ვივარაუდოთ, რომ ჯგუფის მიერ
თანამშრომლობის სტრატეგიის არჩევის დაბალი დონის საფუძველში სწორედ ასეთი მოტივი დევს. ამრიგად,
ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომაა ჯგუფი ნაკლებად თანამშროლური ვიდრე ინდივიდები, თვით ჯგუფის
ბაზისურ ბუნებაშია-რომ ჯგუფს აქვს ტენდენცია ჯგუფის გარეთა წევრები აღიქვან როგორც ,,სხვები,,-რომელიც
უნდა დაამარცხოს ან ყოველ შემთხვევაში ,,აჯობოს,, მას. ამ ტენდენციის მნიშვნელოვანი ნაგულისხმევი აზრი
ასეთია - როცა გვინდა მივაღწიოთ თანამშრომლობას ინდივიდთა დიდი რაოდენობის პირობებში და გვიხდება
მათი მცირე ჯგუფებათ ან ერთეულებად დაყოფა, უნდა გავითვალისწინოთ ეს ტენენცია. ყოველთვის უნდა
გავაცნობიეროთ, რომ ასეთი ერთეულების გამოყოფა ხელს უწყობს კონკურენტულობას და არა
თანამშრომლობას. ასეთ სიტუაციაში უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ჯგუფის წევრებმა შეძლონ აქტიობების
კოორდინირება, ერთად მუშაობა და თუ ეს არ არის შესაძლებელი უნდა ვიზრუნოთ როგორმე
დავარეგულიროთ ჯგუფებს შორის შეჯიბრების ტენდენცია (მაგ. სუპერორდინალური მიზნების
ჩამოყალიბებით). ღმოჩნდა, რომ ჯგუფის ამ ტენდენციის რეგულირება შეიძლება სპეციალური ღონისძიებების
გატარებით, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ეს მოითხოვს საკითხის კარგად გააზრებას და დაგეგმვას, რაც არც თუ ისე
ადვილია.

Pპიროვნული ორიენტაცია და თანამშრომლობა

ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან იმის მიხედვითაც თუ ინტერპერსონალურ ურთიერთობებში


რომელ სტრატეგიას მიიჩნევენ მისაღებად. გამოყოფენ ოთხ სტრატეგიას, რომელიც საფუძვლად ედება
სოციალური გაცვლას, სენია: შეჯიბრებითი, თანამშრომლობითი, ინდივიდუალისტური და
გამაწონასწორებელი სტრატეგია.

1) შეჯიბრებითი სტრატეგია = როცა ინდივიდის პირველადი მოტივია მაქსიმალური გახადოს საკუთარი


მოგება სხვებთან შედარებით. ის ძირითადად ზრუნავს იმისათვის, რომ უკეთესად გააკეთოს ვიდრე ის
ადამიანები აკეთებენ ვისთანაც აქვს ურთიერთობა. ის თანახმაა თუნდაც ნეგატიურ შედეგებზე, თუ ეს
უპირატესი იქნება იმისა რასაც მისი ოპონენტი აღწევს.

2) თამშრომლობითი სტრატეგია – როცა ინდივიდი პირველ რიგში ზრუნავს მაქსიმალური გახადოს როგორც
საკუთარი ისე სხვისი მოგება. მისი სურვილია, სოციალური გაცვლის ყველა მონაწილემ მიაღწიოს დადებით
შედეგებს და ყველაფერს აკეთებენ რათა ამ მიზანს მიაღწიონ.

3) ინდივიდუალისტური სტრატეგია- ინდივიდის მთავარი საზრუნავია უბრალოდ მაქსიმალური გახადოს


საკუთარი მოგება. სოციოალური გაცვლის სიტუაციაში ის ძირითადად ფოკუსირებულია გააკეთოს
რამდენადაც შესაძლებელია უკეთესად.

4) გამაწონასწორებელი - ინდივიდი, რომლის მთავარი მიზანია სოციალურ გაცვლაში ჩართულ ინდივიდებს


შორის შედეგებში განსხვავება გახადოს მინიმუმი. ის მიისწრაფის ,,თანაბარი განაწილების პრინციპისკენ და
ცდილობს ურთიერთობაში ინდივიდებმა მიიღონ თანაბარი შედეგები.

ადამიანები ჩვეულებრივ ერთ-ერთ კატეგორიაში ხვდებიან, მაგრამ შესაძლოა ზოგიერთი ინდივიდი ორ ან მეტ
კატეგორიაში მოხვდეს. შეიძლება ინდივიდი იყოს ინდივიდუალურ-კონკურენტული ორიენტაციის; ე.ი. მას
სურს აკეთოს საქმე რამდენადაც შესაძლებელია კარგად და ამავე დროს სურს გაუსწროს სხვას. ასევე შეიძლება
ინდივიდი იყოს ინდივიდუალისტურ-გამაწონასწორებელი. Eე.ი. ცდილობს გააკეთოს რამდენადაც შესაძლოა
კარგად მაგრამ არ ცდილობს გაუსწროს სხვას.

დგება საკითხი, რამდენად პოპულარულია თითოეული აქ წარმოდგენილი კატეგორია? რომელია


საზოგადოებაში პოპულარული, თანამშრომლობა თუ კონკურენტულობა? ე.წ. შერეული ორიენტაციაა უფრო
პოპულარულია თუ ,,წმინდა,,? საინტერესო მონაცემებს გვაძლევს ამ საკითხთან დაკავშირებით Kნიგჰტ &
Dუდრო (1984). მათი კვლევა ეხება სოციალური გაცვლის სიტუაციაში მამაკაცი და ქალი სუბიექტების
ორიენტაციებში განსხვავებას. შედეგების სტატისტიკური ანალიზი აჩვენებდა,რომ ინდივიდები უმთავრესად
თავსდებოდნენ ზემოთ მითითებულ ექვს კატეგორიიდან ერთ-Eრთში. გამოვლინდა აგრეთვე მამაკაცებსა და
ქალებს შორის განსხვავება. აღმოჩნდა ,რომ მამაკაცები უფრო ხასიათდებიან როგორც კონკურენტულები,
ხოლო ქალები უფრო თანამშრომლურები.

აღმოჩნდა აგრეთვე, რომ ინდივიდები, რომლებიც სოციალურ გაცვლაში განსხვავებულ პერსპექტივებს


ამჟღავნებენ, ტენდენცია აქვს ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვებთან ურთიერთობაში განსხვავებულად მოიქცნენ.
კონკურენტული ორიენტაციის ინდივიდები ხშირად ცდილობენ დაჩაგრონ ოპონენტები, მაშინ როცა
თანამშრომლური ორიენტაციის ინდივიდები მიისწრაფიან უფრო ერთად შრომისკენ რათა მაქსიმალური
გახადონ საერთო მოგება. ინდივიდუალისტს ტენდენცია აქვს მიიღოს ისეთი სტრატეგია ურთიერთობისა
რომელიც მოცემულ სიტუაციაში მაქსიმუმს გახდის საკუთარ მოგებას. ისინი უფრო პრაგმატისტები არიან როცა
საქმე სოციალურ გაცვლას ეხება. შერეული ორიენტაციის ინდივიდის ქცევა აღმოჩნდა, რომ რამდენადმე ძნელი
წინასწარმეტყველებადია. ისინი ხშირად მერყეობენ ან შეიძლება საშუალო დონე აირჩიონ. რათქმაუნდა, ასეთი
განსხვავების არსებობას პრაქტიკული თვალსაზრისით არსებითი მნიშვნელობა აქვს. მაგ. თუ აღმოვჩნდებით
დაქვემდებარებლის არჩევის სიტუაციაში, შესაძლებელი კანდიატებიდან, გონივრული იქნება ავირჩიოთ ის
ვინც თანამშრომლური ორიენტაციისაა. მართალია, კონკურენტული ორიენტაციის ინდივიდი შესაძლოა
შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ წარმატებისკენ მიისწრაფის, მაგრამ მისი ტენდენცია გაუსწროს სხვას, შეიცვას
ფარული ტენდენციებს, რომელიც საბოლოო ჯამში შესაძლოა წამგებიანი აღმოჩნდეს.

Mმოლაპარაკება

კონფლიქტი- ჯგუფებს ან ინდივიდებს შორის კონფრონტაცია, სადაც თითოეული მხარე მოელის, რომ მეორე
მხარე ახდენს მათი მიზნების და ინტე-რესების ბლოკირებას - სამწუხაროდ სოციალური ცხოვრების
ჩვეულებრივ სიტუაციას წარმოადგენს. კონფლიქტის სიტუაციაში თითოეული მხარე ცდილობს ,,მოიგოს,,
რათა გაამართლოს ის დანახარჯი რაც მან გასცა. Aმიტომ ბუნებრივია, კონფლიქტი დამარღვეველ ბუნებას იძენს.

რთ-ერთი შესაძლო გზა კონფლიქტის გადაწყვეტისა არის ძალის გამოყენება. კონფლიქტის მონაწილეები
ცდილობენ დაძლიონ ოპონენტები და თავს მოახვიონ მათ თავიანთი სურვილი. მაგრამ ცნობილია ისიც, რომ
ძალა ჩვეულებრივ ბადებს კონტრ ძალას, ამიტომ ძალისხმევა ამ მიმართულებით ხშირად ორივე მხარისთვის
წამგებიანი ხდება.

მიტომ ადამიანები ხშირად კონფლიქტის გადაწყვეტის განსხვავებულ გზას ირჩევენ - ისინი მოლაპარაკებას
ან გარიგებას არჩევენ. სოციალური გაცვლის ამ ფორმაში ჩართული მხარეები ახორციელებენ წინადადების
და კონტრწინადადების ურთიერთგაცვლას და იმედოვნებენ მიაღწევენ დათმობას ოპონენტისაგან. თუ
პროცესი წარმატებითია, შეიძლება ორივე მხარისთვის მისაღები გარიგება იქნას მიღწეული და კონფლიქტი
შეიძლება აცილებულ იქნას. თუ პროცესი მარცხს განიცდის დისკუსია შეიძლება უგულებელყოფილ იქნას და
მიღებულ იქნას ნაკლებად სასურველი მიდგომა.

მოლაპარაკებასთან დაკავშირებით არსებითად განიხილება ორი საკითხი: 1)რა ფაქტორები ახდენენ გავლენას
იმაზე თუ რამდენად წარმატებული იქნება მოლაპარაკება? და 2)რა ფაქტორები განსაზღვრავენ თითოეული
მონაწილის გამოსავალს (შედეგს).
Mმოლაპარაკების სტრატეგია

როდესაც მოლაპარაკებას ვაწარმოებთ მეორე პირთან (ვთქვათ მანქანის გაიდვის სიტუაციაში), როგორი
სტრატეგია იქნება უფრო წარმატებული, თავიანვე მივიღოთ უხეში პოზიცია ე.ი. დავიწყოთ გარიგება
ექსტრემალური წინადადებით (შევთავაზოთ თავიდან ძალიან მაღალი ფასი თუ გამყიდველი ვართ ან ძალიან
დაბალი ფასი თუ მყიდველი ვართ) და მოლაპარაკების შემდეგ გავაკეთოთ გარკვეული დათმობა
ოპონენტისთვის. თუ ჯობია საწინააღმდეგო სტრატეგია-ე.ი. დავიწყოთ ზომიერი წინადადებით (საკმაოდ
ახლოს იმ ფასთან, რომლის მიღწევასაც ნორმალურად ვთვლით) და შემდეგ სულგრძელად გავაკეთოთ
დათმობა?

რომელი მიდგომა იქნება უფრო ეფექტური. Aღმოჩნდა, რომ პასუხი დამოკიდებულია იმაზე თუ ვისი
პერსპექტივიდან იქნება მიდგომა განხორციელებული, საუბარი წარიმართება ჩვენი პოზიციებიდან თუ
ოპონენტის პოზიციებიდან. რა თქმა უნდა ოპონენტის პერსპექტივებიდან შემრიგებლურ სტრატეგიას ექნება
უპირატესობა, რადგან შემრიგებლურ სტრატეგიას ექნება ტენდენცია გარიგება ოპონენტისთვის სასურველი
შედეგით დამთავრდეს. ჩვენი პერსპექტივებიდან, რა თქმა უნდა უფრო სასარგებლო იქნება უხეში სტრატეგია.
კვლევები, რომელიც ამ საკითხს ეხებოდა, აჩვენებენ, რომ ინდივიდი რომელიც იღებს უხეშ (ე.ი. უკიდურესი
საწყისი წინადადება, მცირე დათმობით) სტრატეგიას ჩვეულებრივ იღებს უკეთეს შედეგს, ვიდრე ის ვინც
შემრიგებლურ პოზიციას იღებს. Eე.ი. ისინი აღწევენ მანქანის მაღალ ფასს როცა მოქმედებს როგორც
გამყიდველი და დაბალ ფასს როცა მოქმედებს როგორც მყიდველი. Aღმოჩნდა, რომ როცა ვხვდებით არა
ფლექსიურ ოპონენტს, ტენდენცია გვაქვს დავასკვნათ, რომ ოპონენტს ალბათ არ შეუძლია იმდენად შეცვალოს
თავისი წინადადება, რამდენადაც თავიდან მოველოდით. შედეგად მათი ტენდენცია დათმობაზე იზრდება,
რაც განსაზღვრავს იმას , რომ გარიგება იმის სასარგებლოდOმთავრდებაDEვინც საწყისშივეEუხეშ სტრატეგიას
ირჩევს.

უხეში სტრატეგია, ჩანს, რომ ეფექტურია მრავალ სიტუაციაში, მაგრამ არა ყოველთვის და არა ყველა
სიტუაციაში. საქმე იმაშია, რომ ეს სტრატეგია შეიცავს რისკს გააბრაზო ოპონენტი, რომელსაც უხეშ სტრატეგიას
სთავაზობ. შედეგად შეიძლება მივიღოთ ის რომ ოპონენტმაც არაფლექსიური სტრატეგია აირჩიოს ან საერთოდ
შეწყვიტოს მოლაპარაკება. კვლევები აჩვენებენ, რომ ორივე სტრატეგიას (უხეში და შემრიგებლური) აქვს
გარკვეული მისთვის დამახასიათებელი უპირატესობა გარკვეულ სიტუაციაში. ვაჭრობაში უხეში სტრატეგია
უფრო ეფექტურია, ე.ი. მიაღწევს

ოპონენტისაგან დათმობას სიტუაციაში, როცა ოპონენტი გრძნობს,რომ იმას ვინც იყენებს ამ სტრატეგიას,
ალტერნატივა არ გააჩნია. შემრიგებლურ სტრატეგიას კი უპირატესობა აქვს სიტუაციაში, სადაც ვაჭრობას აქვს
ალტერნატივა. ასე რომ ისეთი სტრატეგიის შერჩევა რომელსაც უნივერსალობის პრეტენზია ექნება საკმაოდ
რთულ ამოცანას წარმოადგენს.

Mოლაპარაკებაში ფოკუსი მოგებაზე და ფოკუსი დანაკარგზე-როგორც ამბობენ ოპტიმისტი ჭიქას ხედავს


როგორც ნახევრად სავსეს,ხოლო პესიმისტი როგორც ნახევრად ცარიელს. თუ როგორ დავინახავთ ჭიქას, მაშ,
დამოკიდებულია ათვლის სისტემაზე რომლითაც ხდება შეფასება. ე.ი. ათვლის სისტემა გავლენას ახდენს
შეფასებაზე. Oოპტიმისტი, მისეული ათვლის სისტემით, მიუთითებენ, რომ წარმოადგენს
დარწმუნებულ ,,მკეთებელს,, მიისწრაფის ძნელი მიზნებისკენ და მზადაა გონივრული რისკისათვის.
პესიმისტი კი უფრო შფოთიანია და დაცვით, პასიურ პოზიციას იღებს ცხოვრებისეულ სიტუაციაში. დგება
საკითხი, ასეთი განსხვავებული ათვლის სისტემა თამაშობს თუ არა რაიმე როლს მოლაპარაკების
პროცესში? Aღმოჩნდა,რომ თამაშობს. ინდივიდები დანაკარგებზე არიან ფოკუსირებულნი თუ მოგებაზე,
აღმოჩნდა, რომ გარკვეულ გავლენას ახდენს სოციალურ გაცვლის სიტუაციაში რომელ სტრატეგიას აირჩევენ
ისინი და იმ შედეგებზეც, რომელსაც აღწევენ. კვლევები აჩვენებენ (Kალემანნ, თვერსკი, 1982 ), რომ როდესაც
ვაჭრობაში ინდივიდი ფოკუსირებულია დანაკარგზე, ისინი იღებენ ნეგატიურ ათვლის სისტემას,შედეგად
მიეწებებიან თავიანთ წინადადებას და წინააღმდეგობას უწევენ გააკეთონ რაიმე დათმობა. ისინი აქტიობას
განიხილავენ როგორცარა აპელირებადს. ხოლო, როცა პიროვნება ფოკუსირებულია მოგებაზე, რომელსაც
შეიძლება მიაღწიოს - ის ამით იღებს პოზიტიურ ათვლის სისტემას. შესაბამისად უფრო ფლექსიური ხდება და
ჩვეულებრივ უფრო წარმატებულნი არიან შეთანხმების მიღწევაში. Eრთ-ერთ კვლევაში (Nეალ, ბაზერმან,
1985) მამაკაცი და ქალი სუბიექტები თამაშობდნენ მენეჯერ ნეგოციატორის როლს და მოლაპარაკებას
აწარმოებდნენ კავშირის წარმომადგენლებთან (ე.წ. გავარჯიშებული თანამშრომელი), რამოდენიმე საკითხზე
(შვებულების გაზრდა, სამედიცინო უზრუნველყოფა, ხელფასები, ავადმყოფობის დღეების
ანაზრაურება).სუბიექტების ნახევარი ღებულობდა ინსტრუქციას, რომელიც უყალიბებდა მათ ნეგატიურ
ათვლის სისტემას. Mმათ უთხრეს, რომ ყოველი დათმობა განეხილათ როგორც სერიოზული ფინანსური
დანაკარგები და დაჟინებითი მოთხოვნით მინიმუმამდე დაეყვანათ ასეთი დანახარჯები. სუბიექტების მეორე
ნახევარი ღებულობდა ინსტრუქციას რომელიც ვარაუდობდა, რომ გამოიწვევდა ნეგატიურ ათვლის სისტემას.
მათ ეუბნებოდნენ, რომ ყოველ დათმობას, რომელსაც ისინი გააკეთებდნენ, შედეგად უნდა მოეცა სარგებელი
კომპანიისათვის. Mოლაპარაკება გრძელდებოდა ათი წუთი და თუ შეთანხმება არ მიიღწეოდა, სუბიექტებს
სთხოვდნენ დამორჩილებოდნენ წინადადებას, რომელსაც წამოაყენებდა არბიტრი.

კვლევის შედეგები მხარს უჭერდა პოზიტიური ათვლის სისტემის უპირატესობას. სუბიექტები, რომლებიც
ინსტრუქტირებულნი იყვნენ მიეღოთ პოზიტიური ათვლის სისტემა, აკეთებდნენ მეტ დათმობებს ოპონენტების
მიმართ, უმრავლეს საკითხს წყვეტდნენ დისკუსიის შედეგად და აღწევდნენ პრობლემის მოგვარებას, რომელიც
უფრო სასარგებლო იყო კომპანიისათვის. Eერთი სიტყვით, აღმოჩნდა, რომ ათვლის სისტემის პერსპექტივა
ზოგჯერ შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს საბოლოო მიღწევის თვალსაზრისით ვიდრე ჩართული
ობიექტური ფაქტორები, ე.ი. მანერა, რომელსაც ინდივიდი იყენებს ვაჭრობის სიტუაციაში შეიძლება საკმაოდ
კრიტიკული იყოს. კვლევის ავტორების აზრით ნეგოციატორების გავარჯიშება ათვლის სისტემის ეფექტის
გაცნობიერებაში, საკმაოდ გაზრდის მათი ეფექტურობის მრავალ კონტექსტში და მისცემს მათ მნიშვნელოვან
სტრატეგიულ უპირატესობას ოპონენტებთან ურთიერთობაში.

სხვა ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ

მოლაპარაკებაზე.

აშასადამე, სტილი რომელსაც ნეგოციატორი და რა ხარისხში არიან ისინი ფოკუსირებულნი მოგებაზე ან


დანაკარგებზე - ორივე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მოლაპარაკების შედეგებზე, მაგრამ სოციალური
გაცვლის ფორმებზე გავლენას ახდენს აგრეთვე სხვა ფაქტორებიც. პირველ რიგში მიუთითებენ იმაზე, რომ
მოლაპარაკებას ტენდენცია აქვს გახდეს უკეთესი ღია ინტეგრაციულ გადაწყვეტილებაში, რომელიც
მაქსიმალურად სასიკეთოა ორივე მხარისათვის, როცა მათ აქვთ გამოცდილება ნეგოციაციაში. როგორც ამბობენ
რაქტიკა მოლაპარაკებას სრულყოფილს (ყოველ შემთხვევაში უკეთესს) ხდის.

ნიშვნელოვანი ფაქტორია აგრეთვე მოლაპარაკებაში ჩაბმული ინდივიდების ძალა. Aღმოჩნდა, რომ


ნეგოციაცია ხშირად უფრო შეუფერხებლად მიმდინარეობს და უფრო ეფექტურიცაა, როცა ინდივიდს რომელიც
მონაწილეობს მოლაპარაკებაში, აქვს მნიშვნელოვანი ძალა ჯგუფში ან ორგანიზაციაში, რომელსაც ის
წარმოადგენს. თუ ნეგოციატორი შედარებითი ძალის მქონეა და ყოველ ნაბიჯზე თავისი სუპორიორისგან
იღებს კონსულტაციებს, მისი ქცევა არ იქნება ფლექსიური. შესაბამისად შეიძლება ხელიდან იქნას
გაშვებული სასურველი შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა.

ესამე და რამდენადმე მოულოდნელი Fაქტორი აღმოჩნდა ის, რომ მოლაპარაკება უფრო წარმატებითია
როცა ნეგოციატორი არ არის ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი შედეგებზე. ე.ი. როცა ნეგოციატორი არ
არის ძალიან ოპტიმისტური იმაზე, რომ შანსი მიღწეული იქნება შეთანხმება დიდია. ხშირად მოლაპარაკებას
უდგებიან გადაჭარბებული მოლოდინით შესაძლებლობებზე გამოიწვიონ ოპონენტები მიიღონ მათი
წინადადება. Aამის გამო ისინი ხშირად თავს იკავებენ დათმობისაგან და საბოლოო ჯამში ხელს უშლიან
მოლაპარაკების მთლიან პროცესს. ამიტომ მიაჩნიათ, რომ ნეგოციატორის გავარჯიშება აიცილოს ასეთი
ზედმეტი დარწმუნებულობა შეიძლება სასარგებლო იყოს.

მდენად, როგორც ვხედავთ მოლაპარაკება საკმაოდ რთული პროცესია. არ არსებობს მარტივი პასუხი იმაზე
თუ როგორ მივაღწიოთ წარმატებას ამ პროცესში.
Aალტერნატიული ტაქტიკები ინტერპერსონალური

კონფლიქტების გადასაწყვეტად

როცა მოლაპარაკება წარმატებითია, გასაგებია, რომ მას მოაქვს სასიკეთო შედეგები. ორივე მხარისათვის
მისაღები გადაწყვეტა მიღწეულია და კონფლიქტი მოხსნილია, მაგრამ სამწუხაროდ მოლაპარაკება ხშირად
მარცხით მთავრდება. მიუხედავათ ძალისხმევისა და დიდი სურვილისა, მხარეები შეიძლება გამოუვალ
სიტუაციაში აღმოჩნდნენ და ვერ შეძლონ მისაღები კომპრომისის მიღწევა. შედეგად, ჩხუბი, ტრაგიკული ომები,
მტკივნეული პიროვნული ინტრიგები გრძელდება თავისი სავალალო შედეგებით. დგება საკითხი
ალტერნატიული გზების ძიების შესახებ, რომელიც აგვაცილებს ამ სავალალო შედეგებს. ერთი სიტყვით
დგება საკითხი კონფლიქტების მოგვარების ალტერნატიული გზების შესახებ. მიუთითებენ რამოდენიმე
ტაქტიკაზე, რომელსაც შეუძლია დისკუსიის სწორ გზაზე დაყენება,შეცვალოს კონფლიქტის მიმდინარეობა.
Mმათ შორის განსაკუთრებით გამოყოფენ ე.წ. კონფლიქტის მოგვარების სტრატეგიას და მესამე მხარის
ჩართვას.

Pპრობლემის გადაწყვეტის სტრატეგია. Nნეგოციაციის იდეალური გამოსავალია ინტეგრაციული გადაწყვეტა,


სადაც ორივე მხარე იღებს მაქსიმალურ შესაძლებელ სიკეთეს. ასეთი გადაწყვეტის არსი კარგად ჩანს კარგად
ცნობილ “ორი მზარეულის კონფლიქტის” გადაწყვეტაში.

დგება საკითხი როგორ შეიძლება ასეთი გადაწყვეტის მიღწევა, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც
მოლაპარაკება ჩიხშია შესული? PრუიტDდა მისი კოლეგების აზრით ეს შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როცა
ორივე მხარე მიიღებს პრობლემის გადაწყვეტის ორიენტაციას. ეს იმას ნიშნავს, რომ მოლაპარაკების ორივე
მხარე გაცვლას განიხილავს არა როგორც ,,მოგება-წაგებას,” ე.ი. არა როგორც სიტუაციას, სადაც ან უნდა
დაამარცხო ან უნდა დამარცხდე, არამედ როგორც პრობლემის გადაწყვეტას, რომლის მიზანი იქნება
გამოიძებნოს ორივე მხარისთვის მისაღები შეთანხმება. პრუიტის აზრითპ რობლემის გადაწყვეტის ორიენტაცია
ნეგოციაციის ორივე მხარეს აიძულებს განახორციელონ ინფორმაციის ღია გაცვლა, იყვნენ ფლიქსიურები,
წავიდნენ დათმობაზე როცა ეს მისაღები ჩანს. ვარაუდობს, რომ ეს ხელს შეუწყობს ნეგოციაციას მრავალი
გზით და ამზადებს ნიადაგს ინტეგრაციული გადაწყვეტილების მისაღწევად. პრობლემის გადაწყვეტის
ორიენტაციის მიღება, მხარეებისთვის განსაკუთრებით გაადვილებულია, როცა ასეთი მიდგომით
შემოთავაზებული შესაძლებელი სიკეთე მეტნაკლებად თვალსაჩინოა.

Mმესამე მხარის ჩართვა. Eეს ტექნიკა შეიძლება ეფექტური იყოს განსაკუთრებით ძნელი კონფლიქტური
სიტუაციის გადასაწყვეტადი და გულიუსხმობს ნეგოციაციაში მესამე მონაწილის შემოყვანას. მესამე მხარეს
შეიძლება Hქონდეს უბრალოდ შუამავლის ფორმა, სადაც გარე აგენტი მოდავე მხარეებს სთავაზობს გარკვეულ
წინადადებას და მხარეებს შეუძლიათ მიიღონ ან უარყონ მისი წინადადება. Gგანსხვავებული ფორმა შეიძლება
იყოს არბიტრაჟი-სადაც მოდავე მხარეები წინასწარ

თანხმდებიან მიიღონ არბიტრაჟის მიერ შემოთავაზებული წინადადება.

როგორც შუამავალი ისე არბიტრაჟი ფართოდაა გამოყენებული როცა ოპოზიციურ მხარეებს შორის უშუალო
მოლაპარაკება მარცხს განიცდის, და მესამე მხარის ჩართვა ხშირად საკმაოდ ეფექტურია. ცხადია, მესამე
მხარის შემოყვანა მოლაპარაკებაში უფრო ეფექტური შეიძლება იყოს გარკვეულ პირობებში:

1) შუამავალი უფრო ეფექტური იქნება, თუ მას გარკვეული კონტროლის შესაძლებლობა ექნება დესპუტის
შედეგებზე, ვიდრე როცა ის მოკლებულია ასეთ გავლენას.

2) შუამავლის საქმიანობა უფრო ეფექტურია, როცა კონფლიქტი ძლიერი და ძვირადღირებულია,


ვიდრე როცა კონფლიქტი სუსტი და უმნიშვნელოა, და ეს იმიტომ, რომ როცა მხარეებს კონფლიქტი ძვირი
უჯდება, ხშირად კონფლიტის მხარეები წინააღმდფგობას უწევენ დათმობას, რადგან ასეთი დათმობა
საკუთარი სახის დაკარგვის საშიშროებასთანაა დაკავშირებული. სწორედ ასეთ სიტუაციაში შეუძლია
დახმარება შუამავალს, რადგან ნეიტრალური მესამე მხარის რეკოენდაციის მიმართ დათმობა არ განიცდება
როგორც ,,საკუთარი სახის დაკარგვა.”. Aამრიგად, მოლაპარაკებაში მესამე მხარის შემოყვანა ხშირად შეიძლება
მეტად სასარგებლო იყოს, მაგრამ ეს იმ პირობით, რომ ტექნიკა რომელიც გამოყენებული იქნება კონფლიქტის
გადასაწყვეტად ადაპტირებულიიქნება სიტუაციასთან.

სოციალური გაცვლა და სამართლიანობა

სოციალურ ურთიერთობაში, გაცვლას ხშირად თან ახლავს არასამართლიანობის განცდა. ხშირად სოციალურ
გაცვლას თან ახლავს გრძნობა, რომ გვატყუებენ, რომ ვიღებთ ნაკლებს ვიდრე ვიმსახურებთ. ხშირად ვასკვნით,
რომ გავცემთ მეტს ვიდრე ვიღებთ. ნაკლებ ჯილდოს, აღიარებას ან საფასურს ვიღებთ გარკვეული
შრომისათვის ვიდრე ვიმსახურებთ. ზოგჯერ არასამართლიანობის გრძნობა შეიძლება მოდიოდეს რწმენიდან,
რომ ფაქტიურად ვიღებთ მეტს ვიდრე უნდა მივიღოთ, რომ ვიღებთ არასამართლიან უპირატესობას.

სიტუაციაში, რომელიც აღიქმება როგორც არასამართლიანი, ადამიანები ხშირად ახორციელებენ გარკვეულ


აქტიობებს რათა გამოასწორონ მდგომარობა. დგება საკითხი რა ფაქტორებს ან პირობებს მიყავს ადამიანები
დასკვნამდე რომ სიტუაცია განიხილონ როგორც არასამართლიანი, და მეორე, რა უნდა გაკეთდეს რომ
აღვადგინოთ სამართლიანობა.

ფაქტორები და პირობები, რომლებიც განსაზღვრავენ სოციალური გაცვლა განხილულ იქნას, როგორც


არასამართლიანი. კვლევები აჩვენებენ, რომ ამ პრობლემაში ჩართული პროცესები საკმაოდ რთულია, და
შეიცავს შემდეგ საფეხურებს: პირველ რიგში, ურთიერთგაცვლის მონაწილე მხარეები ახდენენ მიღებული
შედეგების (რაც მიიღეს გაცვლის შედეგად) შემოწმებას; შემდეგ ხდება მისი შედარება ერთ-ერთ იმ მრავალ
წესებსა და სტანდარტებთან, რომელსაც ვიყენებთ ასეთ კონტექსტში სამართლიანობის შესაფასებლათ. რაც
უფრო დაახლოვებულია ფაქტიური გამოსავალი იმ ნიმუშთან რომელსაც გვთავაზობს საზოგადოებაში
მიღებულ წესებთან, მით უფრი სამართლიანადაა ჩათვლილი გაცვლა. Mმიუხედავად ასეთი მიდგომის
მოჩვენებითი სიმარტივისა, ასეთი შეფასება გართულებულია ორი ფაქტორის გამო: (1) არსებობს ამ ტიპის
მრავალი წესი და (2) ადამიანებს ტენდენცია აქვთ გამოიყენონ ისინი რამდენადმე განსხვავებულ პირობებში.

სამართლიანობის შეფასება სოციალურ გაცვლაში. როდესაც ადამიანები ერთიდაიგივე სამუშაოს


ერთობლივადDაკეთებენ, როგორ ხდება ამ საქმიანობიდან მიღებული საფასურის განაწილება? ჩვეულებრივ
ასეთ სიტუაციაში განაწილება სამართლიანად ითვლება თუ საერთო საფასურიდან თითოეულის მიღებული
წილი მის მიერ საქმეში შეტანილი წილის პროპორციული იქნება. ასეთ სიტუაციაში მიღებული წესია რომ
განაწილება იყოს კანონიერი ან სამართლიანი. ამ წესის თანახმად, განაწილება სამართლიანია როცა ინდივიდი
რომელმაც მეტი წვლილი შეიტანა საქმის ვითარებაში, იღებს შესაბამისად მეტს. Aამ კონტექსტში იგულისხმება
ყველა სიკეთე (ფული, პრიზი, აღიარება, დაწინაურება და ა.შ.).

ამასთან, სამართლიანობისთვის არ არის აუცილებელი ყველა ინდივიდი რომელიც ჩაბმულია გაცვლით


ურთიერთობაში ღებულობდეს თანაბარარ გამოსავალს ან მათ თანაბარი წვლილი შეიტანონ ურთიერთობაში.
მთავარია პროპორცია იყოს ბალანსირებული. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ
სამართლიანობა_არასამართლიანობის შეფასება ხდება მაყურებლის თვალით, გაცვლის სიტუაციის

თითოეული მხარის წვლილის და სარგებელის პროპორციულ შესაბამისობაზე ყოველი წევრი აკეთებს


საკუთარ შეფასებას. Aსე რომ არსებობს ალბათობა ინდივიდებმა შეფასება განსხვავებულად მოახდინონ.
ცხადია, ასეთი განსხვავება პერსპექტივაში შეიძლება დავისა და კონფლიქტის საფუძველი გახდეს. Aდა ეს
მითუმეტეს მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად მოქმედებს ე.წ. ეგოცენტრული გადახრა, რაც მიუთითებს
ტენდენციაზე მივაწეროთ კარგი გამოსავალი საკუთარ შინაგან მიზეზებს, ხოლო ნეგატიური ანუ
არაკეთილსასურველი შედეგი მივაწეროთ გარეგან ფაქტორებს. როცა სოციალური გაცვლის სიტუაციაში ეს
ტენდენცია მოქმედებს, ამას მივყევართ დასკვნამდე, რომ სუბიექტური შეფასება ჩვენს მიერ შეტანილი
წვლილისა გაცილებით მეტია ვიდრე ობიექტურად გვაქვს შეტანილი. შესაბამისად გვსურს საფასურში
გვქონდეს მეტი წილი, ვიდრე გარეგან დამკვირვებელს მიაჩნია. სოციალური გაცვლის სიტუაციაში ჩართული
ინდივიდების ასეთი გადახრილი (ეგოცენტრირებული) პერცეფცია, მიგვიყვანს უკმაყოფილებამდე. Eრთი
სიტყვით თითოეული აზვიადებს საკუთარ წვლილს და შესაბამისად მოელის მეტ სარგებელს.

მეორე, ამასთან დაკავშირებული ტიპი გადახრისა ეხება იმ ფაქტს, რომ ადამიანებს აქვთ ტენდენცია უფრო
სენსიტიურები იყვნენ უსამართლობის მიმართ როცა საქმე ეხება ,,ნაკლები გადახდის,, არა სამართლიანობას
ვიდრე, როცა ის ეხება ,,გადაფასების,, არასამართლიანობას. Aღმოჩნდა, რომ იმაზე ოდნავ ნაკლების მიღებაც
კი ვიდრე მიგვაჩნია რომ ვიმსახურებდით,იწვევს არასამართლიანობის საკმაოდ ძლიერ გრძნობას. მაშინ როცა
მნიშვნელოვნად მეტის მიღება ვიდრე მოველოდით, მცირე გავლენას ახდენს ჩვენზე. მოულოდნელ სიკეთეს
ვიღებთ როგორც ბუნებრივ მოვლენას.

არასამართლიანობის აღქმის ორივე ტიპის აღქმის ზღურბლი დამოკიდებულია იმაზე ოპონენტი არის
ინდივიდი თუ იმპერსონალური ორგანიზაცია. Aღმოჩნდა, რომ ნაკლებად გადახდის არასამართლიანობისადმი
ადამიანები უფრო ტოლერანტულები არიან როცა ოპონენტი ინდივიდია, ვიდრე როცა ის ორგანიზაციაა.
დაMინდივიდები უფრო მწვავედ რეაგირებენ როცა მათ მოტყუებას ცდილობს ორგანიზაცია და არა ინდივიდი.
Aამის საწინააღმდეგოდ, ადამიანები უფრო ტოლერა- ნტულები არიან ზედმეტი გადახდის
არასამართლიანობისადმი როცა ოპონენტია ორგანიზაცია და არა ინდივიდი (Gრეენბერდ, 1986).

Aმრიგად, სოციალური გაცვლის სიტუაციაში სამართლიანობის შეფასება ხშირად ემყარება


სამართლიანობის წესებს ან განაწილების კანონებს. როცა საერთო საქმიანობაში მონაწილეობიდან მიღებული
სიკეთე ბალანსშია შეტანილ წვლილთან, ესაა სიტუაცია, რომელიც სამართლიანად აღიქმება.

სამართლიანობის შეფასების ალტერნატიული სტანდარტები

სამართლიანობა ჩანს, რომ არის სოციალური გაცვლის შეფასების მნიშვნელოვანი წესი, მაგრამ ის არ არის
ერთადერთი. Aარის სიტუაციები, სადაც გამოიყენება თანასწორობის პრინციპი და შედარებითი მოთხოვნების
პრინციპი.

თანასწორობის პრინციპი, უბრალოდ გულისხმობს, რომ ურთიერთგაცვლის ყველა მონაწილემ სარგებელი


გაინაწილონ თანაბრად. ყოველი გადახვევა ამ წესიდან თავიდან უნდა იქნას აცილებული.

თანასწორობის პრინციპი ჩვეულებრივ ნაკლებად გამოიყენება სამართლიანობის პრინციპთან შედარებით,


მაგრამ გარკვეულ სიტუაციაში მისი გამოყენება აუცილებელი ხდება. თანასწორობის წესი გამოიყენება იმ
შემთხვევებში, როცა მონაწილეებს სწამთ, რომ შედეგები დეტერმინირებულია შემთხვევითი ფაქტორებით,
რომელიც ურთიერთობის მონაწილეების კონტროლს არ ექვემდებარებიან. ასეთი სიტუაცია ადამიანებს
აფიქრებინებს, რომ შედეგები არ არის დამოკიდებული მათ ძალისხმევაზე ან უნარებზე და რომ სარგებლის
განაწილების პატიოსანი გზა იქნება მისი, მონაწილე ინდივიდებს შორის თანაბარი განაწილება.

თანასწორობის წესი გამოიყენება აგრეთვე სიტუაციაში როცა ინდივიდებმა უნდა იმუშაონ ერთად, სადაც
სამართლიანობის წესის დაცვა შეიძლება დამარღვეველი აღმოჩნდეს. Eსისიტუაცია, როდესაც ურთიერთობაში
ჩართული ინდივიდები გრძნობენ, რომ სარგებლის შეჯერება შეტანილ წვლილთან, მთელი სიზუსტის დაცვით,
პრობლემებს უფრო აურდაურევს ვიდრე გადაწყვეტს ამას. შედეგად არჩევენ მოხდეს სარგებლის თანაბარი
განაწილება.

არდა ამისა, თანაბარი განაწილების წესს არჩევენ სიტუაციაში, როცა ურთიერთობაში ჩართულ ინდივიდებს
სურთ Hქონდეთ კარგი ურთიერთობა ერთმანეთთან, ერთმანეთში კარგი შთაბეჭდილებები დატოვონ.

ბოლოს, თანასწორობის წესი გამოიყენება იქ, სადაც კულტურაში ჩამოყალიბებული სტანდარტები


უპირატესობას თანასწორობას აძლევს. მაგ. აღმოჩნდა, რომ ჩინელების თვალსაზრისით, მეგობრებს შორის
ჯილდოს თანაბარი განაწილება მიჩნეულია როგორც პატიოსანი განაწილება ვიდრე სამართლია- ნობის
პრინციპით განაწილება.

განაწილება შედარებითი მოთხოვნილების წესით მიუთითებს, რომ სოციალურ გაცვლის სიტუაციაში


სარგებელი უნდა განაწილდეს მონაწილეთა მოთხოვნილების მიხედვით. მეტი წილი სარგებლიდან მიიღოს იმან
ვისაც მისი ძლიერი მოთხოვნილება აქვს, ვისაც ეს უფრო სჭირდება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ
განაწილების ეს სტანდარტი ცხოვრებაში უფრო იშვიათად გამოიყენება ვიდრე სამართლიანობის ან
თანასწორობის წესი.

შედარებითი მოთხოვნილების მიხედვით განაწილების წესი ხშირად გამოიყენება უბედური შემთხვევის ან


მოულოდნელი ტრამვის დროს. განაწილებისას უპირატესობას იღებს ის ვისაც ეს ძალიან სჭირდება. გარდა
ამისა, თანამედროვე გამოკვლევები გვარწმუნებენ, რომ არსებობს მნიშვნელოვანი კულტურული
განსხვავებები ამ სტანდარტების გამოყენებაში. ერთ-ერთ კვლევაში (MMარპჰი, Bბერმან ეტ ოლლ. 1984)
შეერთებულ შტატებში და ინდოეთში სტუდენტებს (ბიჭები და გოგოები) სთხოვდნენ მიეთითებინათ თუ
როგორ უნდა გაენაწილებინათ დაქირავებულებს შორის პრემიები და წამატებები ხელფასებში. Eრთ-ერთი
ინდივიდი ვისაც უნდა მიეღო სარგეელი აღწერილი იყო, რომ ჰქონდა საშუალო სამუშაო შესრულება, მაგრამ
Hქონდა ცუდი ფინანსური მდგომარეობა და ავადმყოფობა ოჯახში - ე.ი. შედარებით დაბალი შესრულება და
მაღალი საჭიროება. მეორე დაქირავებული ღწერილი იყო სამუშაოს საუკეთესო შესრულებით და კარგი
ფინანსური მდგომარეობით - ე.ი. მაღალი დამსახურება და შედარებით დაბალი საჭიროება. შედეგების ანალიზი
მიუთითებდა, რომ მნიშვნელოვანი განსხვავება არსებობდა ინდოელი და ამერიკელი სუბიექტების რეაქციებში.
ინდოელები უპირატესობას საჭიროებას ანიჭებენ, ხოლო ამერიკელები უპირატესობას სამართლიანობის
პრინციპს ანიჭებენ - კონკრეტულ ექსპერიმენტულ სიტუაციაში ამერიკელებმა უპირატესობა თანასწორი
განაწილების პრინციპს მიანიჭეს.

გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ ორივე ქვეყნის სუბიექტები ავლენდნენ ტენდენციას უპირატესობა მიენიჭებინათ
საჭიროებისათვის, როცა საქმე ხელფასის შემცირებას ეხებოდა, ვიდრე როცა საქმე ეხებოდა პრემიის
განაწილებას

ჯილდოს განაწილების წესები, რომელზეც ზემოთ გვქონდა საუბარი, არ არის ურთიერთგამომრიცხავი.


ხშირად, როცა ხდება გადაწყვეტილების მიღება ჯგუფის წევრებს შორის სარგებლის განაწილების შესახებ,
მხედველობაში იღებენ ყოველ შესაძლებელ ინფორმაციას-ჯგუფის წევრების შედარებით წვლილს, მათი
საჭიროების დონეს და ჯგუფის მორალს. Eრთ-ერთ კვლევაში,

Eელლიოტტ & Mეეკერ (1986) სუბიექტს სთხოვეს გაენაწილებინათ 1000 დოლარი ხუთ ინდივიდს შორის,
რომლებიც კვლევით პროექტზე მუშაობდნენ ერთად. სანამ მოახდენდნენ განაწილებას, სუბიექტები
იღებდნენ ინფორმაციას თითოეული წევრის სამუშაოში შეფარდებითი წვლილისა და მათი ფინანსური
საჭიროების შესახებ. Oოთხ მათგანს მოცემულ ორივე განზომილებაში დაახლოებით თანაბარი მონაცემები
Hქონდა. ხოლო მეხუთეს ორივე ამ განზომილებაში Hქონდა ან საკმაოდ მაღალი ან დაბალი დონის მონაცემები
ვიდრე სხვებს. შედეგები აჩვენებდა, რომ სუბიექტები თანხის განაწილებისას მხედველობაში იღებდნენ ორივე
განზომილებას. ე.ი. იყენებდნენ როგორც სამართლიანობის ისე საჭიროების წესებს.

ამრიგად, აღმოჩნდა, რომ სოციალური გაცვლის პატიოსნობის შეფასებისას მხედველობაში იღებენ


არსებული განსხვავებული წესებიდან როელიმეს. განაწილება პატიოსანია თუ არა ფასდება იმისდამიხედვით
თუ განაწი-ლების რომელი წესია ან წესების კომბინაციაა გამოყენებული.
რეაქცია არასამართლიანობაზე

სარგებლის განაწილებაში არასამართლიანობის გრძნობა-ე.ი. განაწილება რომელიც განხილულია როგორც


არაპატიოსანი - ძალიან არასასიამოვნოა. მისი ხანგრძლივად მოთმენა ძალიან ცოტა ვინმეს თუ შეუძლია. ამიტომ
მნიშვნელოვანია იმის ცოდნა თუ როგორ შეიძლება მოუაროთ მას. რა სტრატეგიები შეიძლება გამოვიყენოთ
რათა აღვადგინოთ სამართლიანობა? განიხილება რამოდენიმე ასეთი სტრატეგია.

(1) ცვლილებები საერთო საქმეში შეტანილ წვლილში. ინდივიდები, რომლებიც ასკვნიან, რომ
არასამართლიანად არიან შეფასებულნი, ხშირად ცდილობენ მოუარონ ამ უსიამოვნო გრძნობას თავიანთი
წვლილის შეცვლით. თუ მათ სწამთ, რომ ღებულობენ ნაკლებს ვიდრე იმსახურებენ, შეუძლიათ შეამიცრონ
თავიანთი წვლილი საერთო საქმეში. მაგ. თუ ფიქრობს, რომ ნაკლებს უხდიან ვიდრე იმსახურებს, მას შეუძლია
შეამციროს ძალისხმევა, მივიდეს გვიან და წავიდეს ადრე, არ აიღოს პასუხისმგებლობა საქმეზე რომელიც მას
არ ეხება და ა.შ. რომ ადამიანები ასე აკეთებენ დაადასტურა მთელმა რიგმა გამოკვლევებმა.

ასევე, თუ ინდივიდი თვლის, რომ ის იღებს იმაზე მეტს ვიდრე იმსახურებს, მან შეიძლება გაზარდოს მისი
წვლილი საერთო საქმეში, დაიწყოს გულმოდგინე შრომა, გამოიჩინოს მეტი ძალისხმევა და ა.შ.

(2) ცვლილებები სარგებელში. არასამართლიანობის მოვლის ეს სტრატეგია გულისხმობს მცდელობას


ინდივიდმა შეცვალოს საერთო სარგებლიდან თავისი წილი. Eე.ი. თუ ინდივიდი გრძნობს, რომ იღებს
ნაკლებს ვიდრე იმსახურებს იწყებს მცდელობას სარგებლიდან მიიღოს მეტი წილი (მაგ. გაფიცვებით და სხვა
მსგავსი აქტიობებით). ასევე ინდივიდი რომელიც არ იღებს იმას რასაც მისი აზრით იმსახურებს მეგობრიდან,
მეუღლისგან ან თანამშრომლებისგან, იწყებს მთელი რიგი აქტიობების განხორციელებას, რათა გამოასწოროს
სიტუაცია (მოითხოვს მეტ სიყვარულს, პატივისცემას, სპეციპიკურ უპირატესობას და ა.შ.)

მეორე მხრივ, ინდივიდი, რომელიც თვლის რომ იღებს მეტს ვიდრე მიაჩნია რომ სამართლიანია, ზოგჯერ
ცდილობს შეამციროს საერთო სიკეთეში თავისი წილი. აქ ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ეს ხდება ზოგჯერ,
რადგან როგორც ადრე აღვნიშნეთ ადამიანების უმრავლესობა ჩანს, რომ ნაკლებად სენსიტიურნი არიან
ზედმეტი გადახდისადმი, ვიდრე ნაკლები გადახდისადმი. ამიტომ მრავალ შემთხვევაში ასეთი სიტუაციის
რეგულირების საკითხი იშვიათად Dგება.

(3) ურთიერთობიდან გასვლა. Aანუ როგორც მას უწოდებენ ეფექტური მაგრამ მკაცრი გადაწყვეტა. Aდამიანები,
როცა განიცდიან არასამართლიანობას ზოგჯერ მიმართავენ ამ სტრატეგიას. ისინი უბრალოდ გადიან
არასამართლიანი ურთიერთობიდან. მაგ. თუ გრძნობს არასამართლიანობას ეძებს ახალ სამუშაოს, ან კიდევ,
თუ გრძნობს რომ მეტს ან ნაკლებს გასცემს მეგობართან ურთიერთობაში ჩნდება ამ ურთიერთობის გაწყვეტის
ტენდენცია. ამიტომ ჩათვლილია, რომ სამართლიანობის მოვლის ასეთი სტრატეგია არის ეფექტური, მაგრამ
მკაცრია. შესაბამისად, ამას ადგილი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში როცა არასამართლიანობის განცდა არის
გამოკვეთილი და ხანგრძლივი.

(4) ფსიქოლოგიური სტრატეგია. Eესაა სტრატეგია, როცა ინდივიდი ცდილობს შეცვალოს არა გაცვლის
ფაქტიური პირობები, არამედ ცვლის რწმენას ან პერცეფციას არასამართლიანობისა. ე.ი. ინდივიდი, რომელიც
თვლის რომ იღებს ნაკლებს, ზოგჯერ ახდენს რაციონალიზაციას, ის არწმუნებს თავისთავს, რომ ინდივიდი
რომელიც მასზე მეტს იღებს, ფაქტიურად იმსახურებს ამას, რომ ბოლოს და ბოლოს თვითონ არც თუ ისე
ბრწყინვალე პარტნიორია, არც თუ ისე ტალანტურია და ა.შ. და ამიტომ იღებს იმას რასაც იმსახურებს.
კვლევები აჩვენებენ, რომ არასამართლიანობის მოვლის ასეთ სტრატეგიას უფრო დაბალი თვითშეფასებისკენ
მიდრეკილი ადამიანები ირჩევენ.

ზოგჯერ ინდივიდმა შეიძლება დაასკვნას, რომ მოცემული არასამართლიანობის სიტუაციიდან ის


ფაქტიურად სარგებელსაც კი იღებს. თუნდაც იმას, რომ ,,ცოტა ტანჯვა კარგია სულისათვის”
როცა არასამართლიანობის გრძნობა ჩნდება, განიცდიან, რომ ინდივიდი იღებს მეტს ვიდრე იმსახურებს,
შესაძლოა მან არასამართლიანობის გაუფასურება სცადოს. კერძოდ, არის შემთხვევა, რომ ასეთ სიტუაციაში
ინდივიდმა ჩათვალა, რომ არასამართლიანობის მსხვერპლი რამდენადმე იმსახურებდა ასეთ მოპყრობას, რომ
ისინი ,,იმსახურებენ” რასაც იღებენ, რაც კვლევებით

დადასტურდა. Eრთ-ერთი კვლევის შედეგები აჩვენებდა, რომ ორგანიზაციაში გატარებული დათხოვნების


შესახებ ინდივიდები მეტ ნეგატიურ გრძნობებს გამოხატავდნენ დათხოვნილი თანამშრომლების მიმართ,
ვიდრე იმათ მიმართ რომლებიც დარჩნენ სამუშაოზე (Bროცკნერ ატ ალლ, 1986).

ამრიგად, ინდივიდები ცდილობენ მოუარონ სოციალურ გაცვლაში არასამართლიანობის გრძნობას


განსხვავებული გზებით და ზოგიერთი მათგანი მართლაც უფრო გონივრული და ეფექტურია. Mმიუხედავათ
იმისა თუ რომელ ტაქტიკას ირჩევს ადამიანი ასეთ სიტუაციაში ნათელია, რომ (1) უმეტესობა ადამიანებისა
სხვებისგან ნეგატიურ არასამართლიან მოპყრობაზე რეაგირებენ მკვეთრად ნეგატიურად და (2) როცა ადგილი
აქვს ასეთ არასამართლიანობას, ადამიანები ახორციელებენ აქტიურ ნაბიჯებს, რათა მოუარონ
არასამართლიანობას.

You might also like