You are on page 1of 12

ფსიქოლოგიის საფუძვლები

დასწავლა და ქცევითი ანალიზი

ლექტორი: ნინო აროშიძე


ფსიქოლოგები დაინტერესებულები არიან განპირობებულობით,
ანუ იმ მექანიზმებით, რომელთა საშუალებითაც ქცევა და
მოვლენა დაკავშირებულია ერთმანეთთან.

განპირობებულობა - არის გზები, რომლითაც მოვლენები,


სტიმულები და ქცევა ასოცირდება ერთმანეთთან.

განიხილება ორი ტიპის განპირობებულობა:კლასიკური


განპირობებულობა და ოპერანტული განპირობებულობა.
რა არის დასწავლა?

დასწავლა - არის პროცესი, რომლის შედეგადაც ვიღებთ საბილურ, მუდმივ


ცვლილებას ქცევაში ან ქცევის პოტენციალში და რომელიც დამყარებულია
გამოცდილებაზე.

თუმცა, ამ განსაზღვრებში გამოიყოფა სამი კრიტიკული ნაწილი:

● ცვლილება ქცევაში ან ქცივით პოენციალში


● შედარებით მუდმივი ცვლილება
● გამოცდილებაზე დაფუძნებული პროცესი.
ცვლილება ქცევაში ან ქცევით პოტენციალში
ხშირად ქცევა არ ვლინდება, რაც ნასწავლია. მაგ:ადამიანს აქვს ცოდნა
ხელოვნებაში, რაც არ ვლინდება გაზომვად მოქმედებებში.

ასეთ შემთხვევაში მიღწეულია პოტენცია ქცევითი ცვლილებებისათვის, რადგან


ნასწავლია დამოკიდებულება და ღირებულებები, რომლებიც გავლენას ახდენენ
ლიტერატურის შერჩევაზე და სხვა.
შედარებითი მუდმივი ცვლილება

იმისათვის, რომ ავღწეროთ ქცევა, როგორც ნასწავლი,


დასწავლილი ქცევა ან ქცევითი პოტენციალი იგი უნდა
იყოს სტაბილური და მუდმივი სხვადასხვა შემთხვევაში.
გამოცდილებაზე დაფუძნებული პროცესი

დასწავლა მხოლოდ გამოცდდილებით შეიძლება გამოცდილება გულისხმობს


ინფორმაციის მიღებას და რეაგირებას.

დასწავლის თეორიების დიდი ნაწილი სათავეს ჯონ უოტსონის შრომებიდან


იღებს.
ბიჰევიორიზმი და ბიჰევიოარული
მიმდინარეობა
ბიჰევიორიზმი — წარმოადგენს ამერიკული პრაგმატული ფსიქოლოგიის
ერთ-ერთ მიმართულებას, რომელიც ფსიქიკას განიხილავს მხოლოდ
როგორც ქცევითი გამოვლინებების, რეაქციების ერთობლიობას გარე
ზემოქმედებაზე - სტიმულირებაზე.

ბიჰევიორიზმი წარმოიქმნა 1913 წელს ჯონ უოტსონის დეკლარაციების


წყალობით, რომელიც გადმოცემული იყო მის სტატიაში "ფსიქოლოგია
ბიჰევიორისტის თვალსაზრისით".

ბიჰევიორისტები ვარაუდობენ, რომ დასწავლის და გამოცდილების


შეძენის კანონები ადამიანებსა და ცხოველებში ერთნაირია. გამორიცხეს რა
ინსტინქტები თავიანთი ინტერესების სფეროდან, ბიჰევიორისტები
დაინტერესდნენ მხოლოდ ქცევითი ჩვევების გამომუშავების
კანონზომიერებებით.
სკინერმა განავრცო უოტსონის იდეები.

მისი პოზიცია ცნობილია, როგორც რადიკალური


ბიჰევიორიზმი.სკინერმა აღიარა, რომ ევოლუციის
შედეგად, ყოველი სახეობა აღჭურვილია ქცევათა
განსაზღვრული პატერნებით, მაგრამ ამ პატერნების
მიღმა არსებული ყველა სახის ქცევა განხილულ უნდა
იქნეს,როგორც დასწავლის მარტივი ფორმები.

მისი აზრით, ფსიქიკური მოვლენები, როგორებიცაა


აზროვნება და წარმოსახვა, არ იწვევენ ქცევას, მეტიც
ისინი განიხილებიან, როგორც ქცევის ფორმები,
რომელიც გარემო სტიმულით არიან განპირობებული.
ივან პავლოვის დაკვირვებები
პავლოვს გამიზნული ჰქონდა გამოეკვლია საჭმლის
გადამუშავების პროცესი ძაღლებში. ექსპერიმენტში ძაღლი
სპეციალურ მოწყობილობაში იყო მოთავსებული, სადაც
რეგულარული ინტერვალებით იღებდა სტიმულს ზარის სახით,
რის შემდეგაც მას გარკვეული რაოდენობის საჭმელი ეძლეოდა.
ძაღლისთვის არანაირი კავშირი არ არსებობდა ზარსა და საკვებს
შორის.

თავდაპირველად ზარის დარეკვაზე იძლეოდა საორიენტაციო


რეფლექსს - ძაღლი თავს აბრუნებდა ზარის ხმის
მიმართულებით.

ზარის და საკვების მიწოდების განმეორებითმა დაწყვილებამ


გამოიწვია საორიენტაციორეფლექსის შეწყვეტა და ნერწყვის
გამოყოფა. კლასიკური განპირობების ბირთვად ითვლება
რეფლექსები.
პირობითი განმტკიცება

პირობითი განმტკიცება არის მყარი კავშირი რეაქციასა და გარემოს იმ


ცვლილებებს შორის,რომლებსაც ეს რეაქცია იწვევს. ქცევის სიხშირის
გასაზრდელად საჭიროა განმამტკიცებლის გამოყენება.

თითეული ინდივიდისთვის არსებობს სტიმულთა სამი კლასი:

● სტიმული, რომლის მიმართაც ნეიტრალურად ვართ განწყობილი;


● სტიმული, რომელიც გვიზიდავს;
● სტიმული, რომელიც ავერსიულია, ანუ ვცდილობთ თავი ავარიდოთ
მათ.
კოგნიციის გავლენა დასწავლაზე
კოგნიცია არის ნებისმიერი ფსიქიკური აქტივობა, რომელიც ჩართულია ცოდნის
გადამუშავებისა და წარმოჩენის პროცესებში, როგორებიცაა აზროვნება, მეხსიერება, აღქმა და
მეტყველება.

ედვარდ ტოლმენი (1886-1959) იყო პირველი, ვინც დაიწყო კოგნიტური პროცესების შესწავლა
ცხოველებში. ტოლმენმა და მისმა სტუდენტებმა აჩვენეს, რომ, როდესაც ლაბირინთში
ბლოკირებულია თავდაპირველი ბილიკი, ვირთხები იქ ადრეული გამოცდილებით აირჩევენ
უმოკლეს გზას გამოსვლისთვის, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი განმტკიცება არ მიუღიათ.

თუმცა ვირთხები იქცეოდნენ ისე, თითქოს ისინი ემორჩილებოდნენ განსაზღვრულ კოგნიტურ


რუკას - ლაბირინთის ზედხედს, ნაცვლად იმისა, რომ ბრმად დაეწყოთ გამოსავლის ძებნა
ცდისა და შეცდომის მეთოდით.
მადლობა ყურადღებისთვის!

მარიამ სტალინსკი
ქეთი გიგანი
ლუკა ტუღუში

You might also like