You are on page 1of 15

შესავალი ორგანიზაციულ ფსიქოლოგიაში

ორგანიზაციის თეორიები

თამარ ქობულაძე (PhD)

1
შესავალი ორგანიზაციულ ფსიქოლოგიაში და ორგანიზაციის
თეორიები

რას წარმოადგენს ორგანიზაციული ფსიქოლოგია?

ორგანიზაციული ფსიქოლოგია არის დარგი, რომელიც


იყენებს სამეცნიერო მეთოდოლოგიას (მიდგომებს)
ორგანიზაციულ გარემოში ინდივიდების ქცევის უკეთ გასაგებად,
ცდილობს დაადგინოს და სიღრმისეულად შეისწავლოს ამ
ქცევაზე მომქმედი ფაქტორები.

ორგანიზაციული ფსიქოლოგია წარმოადგენს მეცნიერებას


ორგანიზაციულ კონტექსტში ინდივიდისა და ინდივიდთა
ჯგუფის/ჯგუფების ქცევის შესახებ.

2
ორგანიზაციის დეფინიცია

ორგანიზაცია არის მასში მომუშავე ინდივიდების


სტრუქტურირებული, სისტემატიზირებული ქცევის პროდუქტი
(Katz & Kahn, 1978).
 ფორმალური ორგანიზაცია - არსებობს ხანგრძლივი დროის
განმავლობაში და ემსახურება რაიმე ექსპლიციტურად (ხშირ
შემთხვევაში წერილობით) ფორმულირებულ მიზანს/ დანიშნულებას.
 არაფორმალური ორგანიზაცია

ორგანიზაცია – საერთო მიზნების მიღწევაზე ორიენტირებული,


შეგნებულად კოორდინირებული და დროში შედარებით
ხანგრძლივად მოქმედი ადამიანთა გაერთიანება.

3
ორგანიზაციული ფსიქოლოგიის ადგილი მეცნიერებაში

ორგანიზაციული ფსიქოლოგია წარმოადგენს უფრო ფართე


მეცნიერების – ინდისტრიულ-ორგანიზაციული ფსიქოლოგიის ერთ-
ერთ მიმართულებას/ნაწილს.

ინდუსტრიულ-ორგანიზაციული ფსიქოლოგია

ინდუსტრიული კომპონენტი
ტრენინგი
პერსონალის შერჩევა
4
დასაქმება
კლასიფიცირება
შრომის ანაზღაურება
შესრულებული სამუშაოს შეფასება
ორგანიზაციული კომპონენტი

პერსონალის სოციალიზაცია მოტივირება


სამუშაო სტრესი ლიდერობა
ჯგუფური მუშაობა
ორგანიზაციული განვითარება
ორგანიზაციული ფსიქოლოგიის განვითარების ისტორია

მეოცე საუკუნის განმავლობაში ორგანიზაციული ფსიქოლოგიის სფეროში


მომხდარი ძირითადი ისტორიული მოვლენების ქრონოლოგიური შეჯამება:

1900-იანი წლ. მეცნიერული მენეჯმენტის პრინციპების შემუშავება/განვითარება (ტეილორი);


დასაწყისი ორგანიზაციული სტრუქტურის მეცნიერული შესწავლის დასაწყისი (ვებერი)
1920-1930 ჰოტორნის ექსპერიმენტები; პროფესიული კავშირების გაძლიერება; კურტ
ლევინის გერმანიიდან აშშ-ში ემიგრაცია და მისი კვლევები
1940-1950 II მსოფლიო ომი; ვიტელის წიგნი ,,მოტივაცია და შრომითი განწყობები
ინდუსტრიაში’’; ლევინი აარსებს ჯგუფის დინამიკის კვლევის ცენტრს
1960-1970 ვიეტნამის ომი; ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციაში განყოფილება №14-ის
ინდუსტრიულ-ორგანიზაციული ფსიქოლოგიის მიმართულებად
ჩამოყალიბება; ,,მრავალ-დონიანი’’ პერსპექცივა ორგანიზაციულ
ფსიქოლოგიაში; ყურადღების გამახვილება არატრადიციულ საკითხებზე:
სამუშაო სტრესი, სამუშაო-პირად ცხოვრებას შორის დისბალანსი და
პენსიაზე გასვლა
1980-1990 ეკონომიკის გლობალიზაციის ზრდა (თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა),
სამუშაო-ძალის დემოგრაფიის ცვლილება; დროებით ან პროექტის
ტიპის სამუშაოებზე დასაქმებულთა რიცხვის ზრდა; ,,სამუშაოს’’
კონცეფციის
გადახედვა (ახლებურად განსაზღვრა)
2000 წლიდან საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროს მიღწევები, გლობალიზაციის
5 დღემდე ზრდა, სამუშაო პირობების მოქნილობა
ორგანიზაცია, როგორც სისტემა

ორგანიზაცია დიდი სოციალური სისტემის შემადგენელ ნაწილად


განიხილება. სისტემის შედარებით მაღალ საფეხურზე მდგარი
ერთეული მასზე უფრო დაბალ საფეხურზე არსებული ერთეულისთვის
მოქმედების გარემოს წარმოადგენს.

მთლიანი სოციალური სისტემა

სოციალური ინსტიტუტი (დარგი)

ორგანიზაცია

ჯგუფი

პიროვნება

6
ორგანიზაციის სტრუქტურა

ორგანიზაციის სტრუქტურის განზომილებები


 აღნაგობა – მომუშავეთა სხვადასხვა სახის ქცევების მიხედვით
სტრუქტურულ ერთეულებად დანაწევრება იგულისხმება (მაგ:
განყოფილებები/ სამმართველოები, დეპარტამენტები, ჯგუფები და სხვ)
 ჰორიზონტალური დიფერენციაცია
 ვერტიკალური დიფერენციაცია
 სივრცითი დიფერენციაცია

 ფორმალიზაცია ორგანიზაციაში არსებული წესებისა და


პროცედურების სიმრავლეს ეხება და ავლენს შრომის პროცესის
სტანდარტიზაციის დონეს.
 ცენტრალიზაცია გადაწყვეტილების მიღებაში თანამშრომლების
უფლებამოსილებას ეხება.
7
ორგანიზაციის ზოგადი თეორიები

(1). ორგანიზაციის კლასიკური თეორიის მიხედვით, ერთიანი


უნივერსალური პრინციპების საფუძველზე ნებისმიერი ორგანიზაციის
მართვა არის შესაძლებელი. ეს მიდგომა ძირითად ყურადღებას
დაწესებულებაში არსებულ სტრუქტურულ ურთიერთკავშირებზე ამახვილებს
და ორგანიზაციის სტრუქტურის განმსაზღვრელ შემდეგ ძირითად
პრინციპებს გვთავაზობს:
 ორგანიზაციის ფუნქციების მიხედვით დაყოფა (შრომის განაწილების
საფუძველზე ორგანიზაციის სტრუქტურულ ერთეულებად/განყოფილებებად
დაყოფა);
 თანამშრომელთა სუბორდინაცია (ვერტიკალური ზრდის განზომილება,
მართვის იერარქიული განლაგების მოთხოვნა);
 ე.წ. საველე და საშტაბო მუშაობის პრინციპი (საველე ფუნქციის
შემსრულებელი თანამშრომლები პასუხისმგებელნი არიან ორგანიზაციის
ძირითადი მიზნების მიღწევაზე, საშტაბო ფუნქციის თანამშრომლები საველე
ფუნქციის თანამშრომლების დამხმარეების როლში გამოდიან).
 კონტროლის დიაპაზონი იმ ხელქვეითების რაოდენობა, რომელთა
8 საქმიანობასაც ზედამხედველობას უწევს უფროსი და მათზე პასუხს აგებს.
ორგანიზაციის ზოგადი თეორიები

(2). ჰუმანისტური მიდგომა


რ. ლაიკერტის თეორიის თანახმად, ორგანიზაციის მართვა არსებითად
მისი ისეთი სტრუქტურული მახასიათებელით არის განსაზღვრული,
როგორსაც გადაწყვეტილების მიღების პროცესი წარმოადგენს.
კონცეფციაში მართვის 4 ფორმა მოიაზრება:
 ავტორიტარულ-ექსპლოატატორული
 ავტორიტარულ-პატერნალისტული
 კონსულტაციური
 დემოკრატიული
დ. მაკგრეგორის კონცეფცია „თეორია X და თეორია Y“. მაკგრეგორი
შრომის სუბიექტის შესახებ არსებულ ორ ურთიერთსაპირისპირო
შეხედულებას ანუ იდეოლოგიას აანალიზებს.
თეორია X ორგანიზაციის ავტორიტარულ მართვას გულისხმობს; თეორია
Y-ის თანახმად, წამყვანი მართვის დემოკრატიული ფორმაა.
9
ორგანიზაციის ზოგადი თეორიები

(3). სისტემური მიდგომა ორგანიზაციას ურთიერთდაკავშირებული


ნაწილებისგან შემდგარ სოციალურ სისტემად განიხილავს, რომლის
ელემენტების გააზრება მხოლოდ მთლიანობასთან მიმართებაში არის
შესაძლებელი.

ავტორთა ერთი ნაწილი ყურადღებას ორგანიზაციის, როგორც სისტემის


სტრუქტურულ მხარეზე ამახვილებს და მასში შემდეგ კომპონენტებს
გამოყოფს:

 ინდივიდები
 ფორმალური ორგანიზაცია
 მცირე ჯგუფები
 სტატუსი და როლი
 ფიზიკური გარემო
10
ორგანიზაციის ზოგადი თეორიები

(3). სისტემური მიდგომა


ავტორთა მეორე ნაწილი ყურადღებას ორგანიზაციის პროცესუალურ
ასპექტზე ამახვილებს. ამ მიდგომის თანახმად, მნიშვნელოვანია
ორგანიზაციაში სისტემის შემდეგი მახასიათებელები:

 ე.წ. შესასვლელი (იგულისხმება ფიზიკური, ინფორმაციული, ფინანსური


რესურსები, რომელთაც რაიმე პროდუქტის შესაქმნელად ან
მომსახურების შესათავაზებლად იყენებენ)

 ტრანსფორმაცია (გარდასახვის პროცესის მეშვეობით შესასვლელი


უნდა გარდაიქმნას გამოსასვლელად, რაც ორგანიზაციის მიერ
გარკვეული სახის ტექნოლოგიის გამოყენებას და შექმნილ პროდუქტს ან
მომსახურებას გულისხმობს).

 გამოსასვლელი პროდუქტის ორგანიზაციის გარეთ


გატანას გულისხმობს.
11
ორგანიზაციის ზოგადი თეორიები

(4). სიტუაციონისტური მიდგომის თანახმად, ორგანიზაციის მართვა მის


სიტუაციურ მახასიათებლებზე არის დამოკიდებული, რომლებიც არის:
შრომითი და საორგანიზაციო გარემო, სამუშაო დავალებები, მომუშავეთა
წახალისების სისტემა, დაწესებულების სიდიდე, ლიდერობა, პროდუქტის
გასაღების შრომითი ბაზარი, გამოყენებული ტექნოლოგია და სხვა.

სიტუაციონისტური მიდგომის პრინციპები:


(1). ორგანიზაციის მართვის პროცესში გადაწყვეტილებათა მიღებისას მოცემულ
ალტერნატივებს შორის არჩევა კონკრეტული სიტუაციის თავისებურებათა
გათვალისწინებით უნდა მოხდეს.

(2). ისეთი პარამეტრების, როგორიცაა დაწესებულების სიდიდე, გამოყენებული


ტექნოლოგია, პროდუქციის გასაღების ბაზარი, მომუშავე პერსონალი და სხვა,
მიზანშეწონილი გამოყენება ორგანიზაციის სტაბილურობას განსაზღვრავს.

(3). გარემო, რომელშიც ორგანიზაციას ფუნქციონირება უწევს, მუდმივ


ცვლილებებს განიცდის. ორგანიზაციის მართვის პროცესში მნიშვნელოვანია ამ
12 ცვლილებების გაცნობიერება.
გმადლობთ
ყურადღებისთვის

You might also like