You are on page 1of 19

Cognitive Psychology, Sixth Edition

Robert J. Sternberg and


Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning ყურადღება და ცნობიერება

თავი 4
ყურადღება და ცნობიერება

გვეხმარება თუ არა ყურადღება საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებაში?

ჩვეულებრივ, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადამიანებს ახასიათებთ


ხანგრძლივი ფიქრი, მერყეობა, სიფრთხილე, თუმცა ხანდახან არაცნობიერად,
გაუაზრებლად მიღებული გადაწყვეტილება უკეთესია, ვიდრე სიფრთხილითა და
დაფიქრების შედეგად მიღებული.
დიქსტერუისი და კოლეგების( Ap. Dijksterhuis and colleagues, 2006) მიერ
ჩატარებულ ექსპერიმენტში მონაწილეებს ევალებოდათ ერთი მხრივ, 4 მანქანიდან
საუკეთესოს ამორჩევა და მეორე მხრივ, კბილის პასტებს შორის საუკეთესოს
ამორჩევა. გადაწყვეტილების მიღების სირთულე დამოკიდებული იყო თითოეული
ობიექტის მრავალფეროვან აღწერილობაზე. მაშინ როცა, მონაწილეები მარტივად
ირჩევდნენ 2 მახასიათებლის მიხედვით აღწერილ კბილის პასტებს,
განსაკუთრებით უჭირდათ 4 მანქანიდან საუკეთესოს არჩევა, რომელთაგან
თითოეული აღწერილი იყო 12 მახასიათებლის მიხედვით. მონაწილეები
გაცილებით უფრო მარტივად აკეთებდნენ არჩევანს დაუფიქრებლად, ვიდრე
ცნობიერად და ხანგრძლივი ფიქრის შედეგად.
გადაწყვეტილების ცნობიერად მიღების პროცესი შეიძლება შეცდომებს
მოიცავდეს, რადგან ჩვენი კოგნიტური შესაძლებლობები შეზღუდულია, ჩვენ
იძულებულები ვართ შევამციროთ, გავამარტივოთ გადაწყვეტილების მიღებისთვის
საჭირო ინფორმაციის რაოდენობა და სირთულე.
ამასთან ერთად, განვიხილავთ რა ალტერნატივებს, გადაწყვეტილების
ცნობიერად მიღების დროს, ჩვენს ყურადღება შეიძლება მიიპყროს სამიზნე
ობიექტის ნაკლებად მნიშვნელოვანმა მახასიათებელმა, სწორედ ამგვარმა შეცდომამ
შეიძლება მიგვიყვანოს არაოპტიმალურ გადაწყვეტილებამდე.
ამდენად, შესაძლოა უკეთესი იყოს მოსვენებულ მდგომარეობაში,
განტვირთვის დროს გადაწყვეტილების მიღება.
წიგნის ეს თავი წარმოგიდგენთ ყურადღებასა და ცნობიერებას, კოგნიტური
ფსიქოლოგიის ამ ფსიქიკურ პროცესებთან დაკავშირებულ მთავარ ამოცანებსა და
მიდგომებს.

1
Cognitive Psychology, Sixth Edition
Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning ყურადღება და ცნობიერება

ყოველდღიურ ცხოვრებაში ყურადღების პროცესების მუშაობის გასაგებად,


წარმოვიდგინოთ შემდეგი სიტუაცია: სამუშაო დღის დასასრული (პიკის საათი) სტადიონის
(რომელზეც მიმდინარეობს სპორტული მოვლენა), მიმდებარე ქუჩა, სავსე მანქანებითა და
ფეხით მოსიარულეებით. შუქნიშნის მანიშნებლებთან ერთად პოლიციელი ცდილობს საცობის
რეგულირებას, თუმცა მანქანების ნაწილი მაინც ქაოსურად მოძრაობს. შუქნიშნისა და
პოლიციელის მიმნიშნებლების ასინქრონია მოითხოვს მძღოლის ყურადღების განაწილებას.
ამასთან ერთად, მძღოლმა ყურადღება უნდა მიაქციოს სხვა მოძრავ მანქანებსა და სტადი-
ონისკენ მიმავალ მრავალრიცხოვან ქვეითს. რა გვაძლევს ყურადღების ამდენ უძრავ და მოძრავ
სამიზნე ობიექტზე გადანაწილებისა და გადართვის საშუალებას? რატომ ვერ ვახერხებთ
ყოველთვის ყურადღების ამგვარად განაწილებასა და გადართვას? სწორედ წიგნის ეს თავი
გაგაცნობთ ყურადღების ისეთ თვისებებს, როგორიცაა განაწილება, გადართვა, შერჩევითობა და
კონცენტრაცია.

ყურადღებისა და ცნობიერების ბუნება


(ყურადღება) არის სიმულტანურად წარმოდგენილი მრავალი სტიმულის, აზრის, ობიექტის
არსებობის პირობებში გონების მიმართვა ერთ-ერთი მათგანისკენ. ...ეს გულისხმობს ერთი
სტიმულიდან გადართვას, სხვა სტიმულებზე მათი ეფექტურად შესწავლის მიზნით.

-უილიამ ჯეიმსი, ფსიქოლოგიის პრინციპები

ყურადღება შეიძლება განიმარტოს, როგორც უსაზღვრო რაოდენობის ინფორმაციიდან


მცირე რაოდენობის ინფორმაციის არჩევა და გადამუშავება, ჩვენი შეგრძნებების, მეხსიერებისა
და სხვა კოგნიტური პროცესების საფუძველზე (De Weerd 2003a, Rao, 2003). ყურადღება მოიცავს
როგორც ცნობიერ, ასევე არაცნობიერ პროცესებს. ბუნებრივია, ცნობიერი პროცესების შესწავლა,
გაცილებით უფრო მარტივია, ვიდრე არაცნობიერი პროცესების, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ
არაცნობიერ პროცესებს ვერ ვაცნობიერებთ (Jacoby, Lindsay & Toth, 1992, Merikle, 2000).
მაგალითად, მეხსიერებაში ვფლობთ უამრავ ინფორმაციას, მაგრამ ვერც ერთ მათგანს ვერ
გავაცნობიერებთ იქამდე, სანამ მისკენ არ მივმართავთ ყურადღებას. ამასთან ერთად, ჩვენ
ირგვლივ გარემოში უამრავი სტიმულია, თუ თითოეულ მათგანს მივაქცევთ ყურადღებას, თუ
თითოეული მათგანი შემოვა სენსორულ არხებში, შედეგად მივიღებთ ინფორმაციულ
გადატვირთვას (იხ. სურათი 4.1).

2
Cognitive Psychology, Sixth Edition
Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning ყურადღება და ცნობიერება

კონტროლირებადი
შეგრძნება ყურადღება ან /და ავტომატური
პროცესები
მოქმედება

კონტროლირებადი
მეხსიერება ყურადღება ან /და ავტომატური
პროცესები
მოქმედება

აზროვნების ყურადღება
კონტროლირებადი
ან /და ავტომატური მოქმედება
პროცესები პროცესები

სურათი 4. 1 როგორ მოქმედებს ყურადღება

გაზრდილი ყურადღება მიმართულებას აძლევს მეხსიერების პროცესებს. ჩვენ უკეთ


ვიმახსოვრებთ იმ ინფორმაციას, რომელსაც ვაქცევთ ყურადღებას და გვავიწყდება
იგნორირებული ინფორმაცია.

კოგნიტური ფსიქოლოგიის განვითარების გარკვეულ ეტაპზე ყურადღება და ცნობიერება


ერთმანეთთან იყო გაიგივებული. ახლა კი, მიიჩნევა, რომ სენსორული ინფორმაციის
გადამუშავება და დამახსოვრება მიმდინარეობს გაცნობიერების გაშერეც კი. (Bahrami et al., 2008;
Shead, 1997). მაგალითად, საკუთარი სახელის დაწერა მოითხოვს ცნობიერების მინიმალურ
ჩართულობას. საკუთარი სახელი შეიძლება სხვა აქტივობის განხორციელების
პარალელურადაც კი დაწეროთ, მაგრამ პირველად გაგონილი სახელის დაწერა მოითხოვს
ყურადღებას და გაცნობიერებას.

3
Cognitive Psychology, Sixth Edition
Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning ყურადღება და ცნობიერება

ცნობიერება მოიცავს ორივეს, ცნობიერების განცდასაც და ცნობიერების შინაარსსაც,


რომელზეც უნდა მიემართოს ყურადღება (Bourguignon, 2000; Farthing, 1992, 2000, Taylor, 2002).
თუმცა ყურადღება და ცნობიერება, დღემდე რჩება ურთიერთგადამფარავ ცნებებად (Srinivasan,
2008, DiGirolamo & Graffin, 2003).

ცნობიერი ყურადღება ემსახურება შემეცნების სამ მიზანს: პირველი, ის გვეხმარება


გარემოსთან ურთიერთობის მონიტორინგში, სხვაგვარად, რომ ვთქვათ, ეს საშუალებას
გვაძლევს შევამოწმოთ რამდენად ვეგუებით ჩვენ ირგვლივ არსებულ გარემოს, ვიქცევით თუ
არა იმ სიტუაციის შესაბამისად, რომელშიც ვიმყოფებით. მეორე, ცნობიერი ყურადღება
საშუალებას გვაძლევს ერთმანეთთან დავაკავშიროთ წარსული (მოგონებები, მეხსიერებაში
არსებული ინფორმაცია) და აწმყო (სენსორული არხებით შემოსული ინფორმაცია) და მივიღოთ
ერთიანი, მთლიანი, უწყვეტი გამოცდილება. მესამე, ცნობიერი ყურადღება გვეხმარება
ვაკონტროლოთ და დავგეგმოთ მომავალში განსახორციელებელი მოქმედებები.

ყურადღება
ამ თავში შევისწავლით ყურადღების 4 მთავარ ფუნქციას:

1. სიგნალის შემჩნევა და სიფხიზლე: კონკრეტული სტიმულების გამოჩენის შემჩნევისთვის


გვჭირდება ყურადღების სიფხიზლე;
2. ძიება: ჩვენ ვცდილობთ უამრავ დისტრაქტორს (ხელისშემშლელი, არასამიზნე
სტიმული) შორის ვიპოვოთ სამიზნე სტიმული.
3. ყურადღების შერჩევითობა: ჩვენ ვცდილობთ ყურადღება მივაქციოთ კონკრეტულ
სტიმულებს და ყურადღების ველის მიღმა დავტოვოთ სხვა, არასაჭირო სტიმულები.
4. ყურადღების განაწილება: ჩვენ გამიზნულად ვანაწილებთ ჩვენი ყურადღების რესურსებს
ორი ან მეტი მიმართულებით და ვასრულებთ რამდენიმე მოქმედებას ერთდროულად.

ფუნქცია აღწერა მაგალითი


სიგნალის დეტექცია და აღნიშნული ფუნქცია ბნელ ქუჩაში სიარულის
სიფხიზე გულისხმობს სტიმულის დროს, ყურადღების ველში
შემჩნევის მზაობას, შემოდის ყველა მოძრაობა,
სიფხიზლეს. საგანი თუ ხმა
ძიება აღნიშნული ფუნქცია ნებისმიერი დაკარგული ან
გულისხმობს სამიზნე საინტერესო ნივთის ძიების
სტიმულის აქტიურ ძიებას პროცესი,
სელექციურობა აღნიშნული ფუნქცია წიგნის კითხვის ან ლექციის
გულისხმობს სამიზნე მოსმენის დროს, ყურადღების
სტიმულების მიმართ

4
Cognitive Psychology, Sixth Edition
Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning ყურადღება და ცნობიერება

ყურადღების მიპყრობასა და მიღმა რჩება ქუჩიდან


დისტრაქტორების შემოსული ხმაური
იგნორირებას
განაწილება აღნიშნული ფუნქცია გამოცდილ მძღოლს
გულისხმობს ერთზე მეტი შეუძლია ავტომობილის
დავალების შესრულების დროს მართვის დროს ისაუბროს
ყურადღების განაწილებას თანამგზავრთან
ცხრილი 4. 1 ყურადღების ოთხი ფუნქცია

ყურადღების აღნიშნული ფუნქციების მნიშნელოვნების გასაგებად წარმოიდგინეთ


საზღვაო მაშველის ზაფხულის 1 სამუშაო დღე, როცა მისი ყურადღება ხანგრძლივი პერიოდის
განმავლობაში მიმართულია სანაპიროსკენ (აქ იკვეთება, ყურადღების სიფხიზლის ფუნქცია).
პლაჟზე მყოფი უამრავ ადამიანს შორის, მაშველმა ყურადღება უნდა მიაქციოს თითოეულს
(ყურადღების ძიებისა და ყურადღების განაწილების ფუნქცია), რომ ამოიცნოს დახმარების
საჭიროება (სიგნალის შემჩნევის ფუნქცია).

სიგნალის ამოცნობა: მასაში სამიზნე სტიმულის პოვნა


სიგნალის ამოცნობის თეორია (Signal-detection theory SDT) წარმოადგენს ჩარჩოს იმის
გასაგებად, თუ როგორ ახერხებს ადამიანი უამრავი დისტრაქტორის არსებობის პირობებში
სამიზნე სტიმულის ამორჩევას. აღნიშნული თეორიის მიხედვით არსებობს სამიზნე სტიმულის
მიმართ მგრძნობელობა. როცა ჩვენ ვცდილობთ ვიპოვოთ სამიზნე ობიექტი (სიგნალი)
არსებობს 4 შესაძლო შედეგი:

1. სწორი პოზიტიური რეაქცია, როცა სამიზნე სტიმული არსებობს და ადამიანი მას


ამოიცნობს;
2. ცრუ განგაში( არასწორი დადებითი რეაქცია) როცა არ არსებობს სტიმული და ადამიანი
მას არასწორად ამოიცნობს, მიიჩვენს რომ არსებობს, მიამსგავსებს სხვა სტიმულს;
3. ვერ შემჩნევა - როცა გამღიზიანებელი არსებობს და ინდივიდი მას ვერ შეამჩნევს;
4. სწორი იგნორირება: სწორი ნეგატიური რეაქცია, როცა არც არსებობდა ვერც შეამჩნევს;

ჩვეულებრივ, სამიზნე ობიექტის ამოცნობა რთულია. ეს დამოკიდებულია ამ საგნის


ამოცნობის იმ კრიტერიუმებზე, რომლებსაც ვითვალისწინებთ გადაწყვეტილების
მიღებისთვის. ამასთან ერთად, ძიების პროცესში გარკვეული ადგილი უჭირავს
პიროვნებისთვის საგნის ამოცნობისა თუ ვერ ამოცნობის მნიშვნელობას. დავუბრუნდეთ ისევ
სანაპიროს მაშველის მაგალითს, სასიგნალო სტიმულის არასწორად ამოცნობის ან ვერ
ამოცნობის შედეგი შესაძლოა დამღუპველი იყოს, ამიტომ მას სტიმულის ძიების ძლიერი
მოტივაცია აქვს და არასწორი რეაქციის შესაძლებლობა მინიმუმამდე მცირდება.

5
Cognitive Psychology, Sixth Edition
Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning ყურადღება და ცნობიერება

სიგნალის ამოცნობის თეორია შეიძლება განვიხილოთ ყურადღების, აღქმისა და მეხსიერების


კონტექსტში:

 ყურადღება-გარემოში არსებული სტიმულების მიმართ საკმარისი ყურადღების


მიმართვა;
 აღქმა-მცირე ინტენსივობის მქონე სტიმულის შემჩნევის უნარი;
 მეხსიერება- ადამიანის უნარი, განსაზღვროს ჰქონია თუ არა კონკრეტული ობიექტი ან
მოვლენა გამოცდილებაში;

სიფხიზლე: ლოდინი სიგნალის აღმოჩენისთვის


ყურადღების სიფხიზლე მოქმედებს მაშინ, როცა ყურადღება კონცენტრირებულია
გარემოს სტიმულების მიმართ, იმ მიზნით, რომ ყოველთვის შეიძლება გამოჩნდეს სამიზნე
სიგნალი და საჭიროა მისი დაფიქსირება, ამოცნობა.

ყურადღების სიფხიზლე არის უნარი, რომელიც საშუალებას გვაძლევს ყურადღება


მობილიზებული იყოს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ერთი მიმართულებით და
კონცენტრირებული იყოს კონკრეტული სამიზნე ობიექტის გამოჩენის მიმართ. ყურადღების
სიფხიზლის კრიტიკული მნიშვნელობა ჩანს ისეთ ვითარებაში, სადაც სამიზნე სტიმული
ჩნდება იშვიათად და საჭიროა მასზე დაუყოვნებელი რეაგირება. მსგავსი გარემოა მაგალითად,
საომარი ვითარება.

ერთ-ერთ პირველ ექსპერიმენტში, მონაწილეები უყურებდნენ საათის მსგავს


გამოსახულებას (Mackworth, 1948). საათის ისრები მოძრაობდნენ მონოტონურად, თანაბარი
სიჩქარით, თუმცა ხანდახან საათის ისარი ასრულებდა ორმაგ დარტყმას, რომლის
დაფიქსირებაც წარმოადგენდა მონაწილეთა მთავარ მიზანს. მონაწილეთა შედეგები
ექსპერიმენტის დაწყებიდან ნახევარი საათის გასვლის შემდეგ გაუარესდა. თუ ამ შედეგს
ავხსნით სტიმულის ამოცნობის თეორიის (SDT) მიხედვით, შეიძლება ითქვას, რომ
მონაწილეებს აღარ ჰქონდათ საათის ისრის უჩვეულო მოძრაობის ამოცნობის მოტივაცია.
ამასთან ერთად, მონაწილეთა ყურადღების სიფხიზლე შემცირდა და ეს გახდა მათი
შესრულების გაუარესების დამატებითი ფაქტორი (Fisk & Schneider, 1981).

ყურადღების სიფხიზლის ტესტში, სტიმულის ადგილმდებარეობის მოლოდინი


მნიშვნელოვნად ზრდის რეაგირების სიხშირეს. (LaBerge, Carter & Brown, 1992; Motter 1999); რომ
დავუბრუნდეთ სანაპიროს მაშველის მაგალითს, ის უფრო სწრაფად ამოიცნობს სამიზნე
მოვლენას (მაშველის დახმარების საჭიროებას), თუ ეცოდინება, სანაპიროს რომელ მხარეს
შეიძლება გამოვლინდეს ეს სტიმული. ამავდროულად, სიფხიზლის ველის მიღმა
წარმოდგენილი სტიმულები, სავარაუდოა, რომ ყურადღების გარეშე დარჩება.
მოულოდნელად გამოჩენილი სტიმული, დიდი ალბათობით მიიქცევს ჩვენს ყურადღებას
(Yantis, 1993). ყურადღების აღნიშნული თვისება (მოულოდნელად გამოჩენილი სტიმულის

6
Cognitive Psychology, Sixth Edition
Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning ყურადღება და ცნობიერება

იდენტიფიკაციის უნარი) შეიძლება განვიხილოთ ევოლუციურ ჭრილში-ადამიანებს


გადარჩენისა და საფრთხისგან თავის არიდებისთვის სჭირდებოდათ მოულოდნელი, შეიძლება
საშიში სტიმულის შემჩნევა და მასზე დროული რეაგირება.

სიფხიზლე და ნეირომეცნიერება

ყურადღების სიფხიზლე განსაკუთრებით იზრდება ემოციური სტიმულების წარმოდგენის


პირობებში. თავის ტვინის ნუშისებრი ბირთვი -ამიგდალა ემოციური სტიმულის ამოცნობაში
ასრულებს კრიტიკულ როლს, ამდენად სწორედ ამიგდალაა ყურადღების სიფხიზლის
მარეგულირებელი საკვანძო თავის ტვინის ანატომიური სტრუქტურა (Phelps, 2004; van Marle et
al. 2009). სიფხიზლის კონტროლში ასევე ჩართულია თალამუსი. სიფხიზლესთან
დაკავშირებულია ორი სპეციფიკური მდგომარეობა: აფეთქებისა (burst) და გაშეშების
მდგომარეობა. აფეთქების მდგომარეობა დაკავშირებულია მემბრანული პოტენციალის
ჰიპერპოლარიზებასთან (ნეორონის მემბრანის პოლარულობა იზრდება მის ირგვლივ მყოფ
სტრუქტურებთან შედარებით). ხოლო გაშეშების მდგომარეობა გამოწვეულია მემბრანის
შედარებითი დეპოლარიზების პროცესის შედეგად. ძილის დროს, როცა ადამიანი სტიმულების
მიმართ ნაკლებად რეაქტიულია, ნეირონები ჰიპერპოლარიზებულია და ე.წ. აფეთქების
მდგომარეობისას სიფხიზლის მაღალი დონე ასოცირებულია ტონურ განმუხტვებთან.
ასევე, რაც უფრო ნაკლებად ფხიზლადაა ადამიანი, უფრო ნაკლები სიხშირის აქტივობა და
მცირე გამოწვეული პოტენციალები შეიმჩნევა ელექტროენცეფალოგრაფიული (ეეგ)
გაზომვებით. (Llinas & Steriade, 2006; Oken et al., 2006).

ძიება
ყურადღების ძიების თვისება გულისხმობს უამრავ დისტრაქტორს შორის სამიზნე საგნის
ძიებას, როცა არ ვიცით ამ საგნის შესაძლო ადგილმდებარეობა. როგორც სიფხიზლის
შემთხვევაში, ძიების პროცესშიც შესაძლებელია მოხდეს მცდარი დადებითი რეაგირება,
სამიზნე სტიმულის არასწორი ამოცნობა ან პირიქით, მცდარი ნეგატიური რეაგირება, სამიზნე
სტიმულის ვერ შემჩნევა, გამოტოვება. ამ შემთხვევაში, რაც უფრო მეტი დისტრაქტორი
შემოდის ყურადღების ველში, უფრო იზრდება მცდარი რეაგირების ალბათობა.
სამიზნე სტიმულისა და დისტრაქტორის რაოდენობა ართულებს ძიების პროცესს. ეს
პროცესი წარმოდგენილია 4.2 სურათზე. სცადეთ იპოვოთ სიმბოლო T ფიგურის მარცხენა
მხარეს და შემდეგ სცადეთ იპოვოთ სიმბოლო T ფიგურის მარჯვენა მხარეს.

7
Cognitive Psychology, Sixth Edition
Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning ყურადღება და ცნობიერება

სურათი 4. 2 დააკვირდით ორივე დაფას და განსაზღვეთ რომელ მათგანზეა სამიზნე სტიმულის პოვნა უფრო რთული

დისტრაქტორები განსხვავებულად ზემოქმედებენ ძიების სისწრაფესა და ეფექტურობაზე.


წარმოვიდგინოთ, რომ სამიზნე სტიმულს ვეძებთ ფერისა და ფორმის მიხედვით. სხვაგვარად,
რომ ვთქვათ, ვახორციელებთ მახასიათებლების მიხედვით ძიებას. აღნიშნული პროცესი
გულისხმობს გარემოში არსებული სტიმულების სკანირებას, გადახედვას კონკრეტული
ფიზიკური მახასიათებლების მიხედვით. (Treisman,1993; Weidner & Mueller, 2009).
ამ შემთხვევაში დისტრაქტორები მინიმალურად ზემოქმედებენ სტიმულის ძიების
პროცესზე. დააკვირდით 4.3. სურათს და სცადეთ იპოვოთ სიმბოლო O ფიგურის მარცხენა
მხარეს. ამ სიმბოლოს აქვს დისტრაქტორებისგან განსხვავებული ფორმა, სამიზნე სტიმული
ერთი მკვეთრი, თვალშისაცემი თვისებით განსხვავდება დისტრაქტორებისაგან, ამიტომ მისი
შემჩნევა ყველაზე სწრაფად ხდება. ვიზუალური ძიების აღნიშნულ სტრატეგიას ტრეისმანი
უწოდებს ამოვარდნის, ამოხტომის /pop out/ სტრატეგიას. (Yantis, 1993). ახლა სცადეთ იპოვოთ
სიმბოლო T ფიგურის მარცხენა მხარეს. ამ შემთხვევაში სამიზნე სტიმულს არ აქვს ერთი
უნიკალური მახასიათებელი. სამიზნე სტიმულს დისტრაქტორებთან ერთზე მეტი საერთო
თვისება აქვს, მისი შემჩნევის მიზნით საჭირო ხდება თითოეული მახასიათებლის ეტაპობრივი
გაანალიზება, რაც ახანგრძლივებს ძიების პროცესს. ტრეისმანი ვიზუალური ძიების ამ
სტრატეგიას შერევის სტრატეგიას უწოდებს.

8
Cognitive Psychology, Sixth Edition
Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning ყურადღება და ცნობიერება

სურათი 4. 3 მახასიათებლით ძიების პროცესი

დორსოლატერალურ პრეფრონტალურ ქერქს, ფრონტალურ თვალის ველსა და უკანა თხემის


ქერქს აქვთ ექსკლუზიური როლი ვიზუალური ძიების შერეული სტრატეგიის პროცესში. ეს
არეები არ მონაწილეობენ საგნის მახასიათებლების საფუძველზე განხორციელებულ
ვიზუალური ძიების პროცესში (Kalla et al., 2009).

მახასიათებლების ინტეგრაციის თეორია


მახასიათებლების ინტეგრაციის მოდელი ხსნის სტიმულის ფიზიკური მახასიათებლების
საფუძველზე ძიების სიმარტივესა და შერეული ძიების სტრატეგიის სირთულეს. განვიხილოთ
ტრეისმანის (1986) მოდელი, რომელიც ვიზუალური ძიების პროცესის მიმდინარეობას ხსნის.
სტიმულის თითოეული შესაძლო მახასიათებლის შესახებ, ჩვენ გვაქვს მენტალური რუკა.
მაგალითად: ჩვენ გვაქვს მენტალური რუკა, მენტალური რეპრეზენტაცია თითოეული ფორმის,
ზომის, ფერისა თუ ორიენტაციის შესახებ (მაგ: ასოების რეპრეზენტაცია p, q, d, b,). ძიების
პროცესში ხდება თითოეული სტიმულის მახასიათებლის დაუყოვნებლივი შედარება ჩვენს
მენტალურ რეპრეზენტაციაში არსებულ მახასიათებელთან. ამ პროცესს არ სჭირდება სხვა,
დამატებითი კოგნიტური პროცესი, რაც ვიზუალური ძიების დროს ამცირებს. ეს ერთგვარი,
მონიტორინგის, გადამოწმების პროცესია სამიზნე სტიმულის მენტალურ რეპრეზენტაციასა და
რეალურ სტიმულების მახასიათებლებს შორის. ეს პროცესი შეიძლება მიმდინარეობდეს
სიმულტანურად, ერთდროულად, პარალელურად. მაშინ, როცა შერეული სტრატეგიით ძიების
პროცესში საჭირო ხდება ვიზუალური გადამუშავების დამატებითი ეტაპი. ამ ეტაპზე
ყურადღებას აქვს ერთგვარი მენტალური „წებოს“ როლი, რაც გულისხმობს სამიზნე სტიმულის
ორი ან მეტი მახასიათებლის შეერთებას, მენტალურ რეპრეზენტაციასთან შედარებს და
გაანალიზებას. იზრდება რა, სამიზნე სტიმულების ფიზიკური მახასიათებლების რაოდენობა,
ამ ეტაპზე შესაძლებელია მხოლოდ თითოეული სტიმულის ნაბიჯ-ნაბიჯ ინდივიდუალური
გადამუშავება.

9
Cognitive Psychology, Sixth Edition
Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning ყურადღება და ცნობიერება

ტრეისმანის მოდელს აქვს ნეიროფსიქოლოგიური მტკიცებულება. იდენტიფიცირებულია


სტიმულის მახასიათებლების სპეციფიკური ნეირონული დეტექტორები. ეს გულისხმობს
ქერქულ ნეირონებს, რომლებიც შერჩევითად აქტიურდებიან ვიზუალური სტიმულების
სხვადასხვა ორიენტაციის ამოცნობისას (ვერტიკალურ.ი, ჰორიზონტალური, დიაგონალური).
(David Hubel and Torsten Wiesel, 1979)

ახალი კვლევების თანახმად, თავის ტვინისთვის ვიზუალური ძიების საუკეთესო სტრატეგია


ამ სპეციფიკური ნეირონების გააქტიურება არ არის, არამედ თავის ტვინისთვის ოპტიმალური
სტრატეგიაა იმ ნეირონების გააქტიურება, რომლებიც უკეთ განარჩევენ სამიზნე სტიმულს
დისტრაქტორისგან. (Navalpakkam & Itti, 2007; Pouget & Bavelier, 2007).

მსგავსების თეორია
მსგავსების თეორიის მიხედვით, შესაძლებელია ტრეისმანის მონაცემების ხელახალი
ინტერპრეტაცია. ამ თვალსაზრისით, ვიზუალური ძიების პროცცესს ართულებს და
ახანგრძლივებს არა სამიზნე სტიმულის ფიზიკური მახასიათებლების რაოდენობა, არამედ
სამიზნე და დისტრაქტორ სტიმულებს შორის ფიზიკური მსგავსების გაზრდა.(Duncan &
Humphreys, 1992; Watson et al.,2007).
ამდენად, სამიზნე სტიმული, რომელიც ძლიერ ჰგავს დისტრაქტორს, რთულად ამოსაცნობია
და პირიქით, დისტრაქტორისგან რადიკალურად განსხვავებული სამიზმე სტიმულის ამოცნობა
გაცილებით ადვილია.
სცადეთ იპოვოთ შავი წრე 4.4 სურათის მარცხენა მხარეს. ეს სამიზნე სტიმული ჰგავს
დისტრაქტორებს, რაც ართულებს ძიებას.

სურათი 4. 4 მსგავსების თეორია

10
Cognitive Psychology, Sixth Edition
Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning ყურადღება და ცნობიერება

მიმართული ძიების თეორია

მიმართული ძიების თეორიის თანახმად, ტრეისმანის თეორიაში წარმოდგენილი


ვიზუალური ძიების ორივე სტრატეგია (ამოვარდნის/მახასიათებლის მიხედვით ძიება) და
შერეული ძიების სტრატეგია) მოიცავს ორ თანმიმდევრულ ეტაპს (Cave & Wolfe, 1990; Wolfe,
2007). პირველი არის პარალელური სმენითი გადამუშავების ეტაპი: პირველ ეტაპზე ხდება
სტიმულების ფიზიკური მახასიათებლების წინასწარი გაანალიზება. ეს არის
ყურადღებამდელი გადამუშავება, რაც წინ უძღვის სტიმულის გადასვლას ხანგრძლივი
მეხსიერების საცავში. წინასწარი ყურადღებამდელი გადამუშავეის სტადიაზე ყველა სტიმული
გადამუშავდება პარალელურად. რელევანტური სტიმულები ექცევიან ყურადღების ფოკუსში.
რაც შეეხება ირელევანტურ სტიმულებს, ისინი იღებენ ყურადღებას, თუმცა შემცირებულს,
ნაკლებად ინტენსიურს.

მეორე ეტაპზე ხდება სტიმულის პატერნის გაანალიზება: აქვს თუ არა მოცემულ სტიმულს
მენტალურ რეპრეზენტაციაში არსებული პატერნი, (სტრუქტურა, ფორმა).

ამ ეტაპზე ხდება ყურადღების ფოკუსირება: შემოსული ინფორმაცია თანმიმდევრულად,


ნაბიჯ-ნაბიჯ ფასდება და ენიჭება შესაბამისი მნიშვნელობა.

თუ დავაკვირდებით 4.5 სურათს და ვეცდებით შავი წრის პოვნას მიმართული ძიების


სტრატეგიით ვიზუალური ძიების პროცესი იქნება ასეთი: პირველ რიგში, პარალელური ძიება
გაააქტიურებს ყველა სამიზნე მახასიათებლის (წრე, შავი) მენტალურ რეპრეზენტაციას, ამიტომ
ფიგურაზე წარმოდგენილი ყველა შავი წრე, თეთრი წრე, შავი კვადრატი მოექცევა ძიების
ფოკუსის ქვეშ. სერიული გადამუშავების ეტაპზე კი ეტაპობრივად და ცალცალკე გაანალიზდება
შავი წრეები, თეთრი წრეები და შავი კვადრატები. თითოეული მათგანის მახასიათებლების
შეფასების შემდეგ კი, გამოვლინდება სამიზნე სტიმული.
სურათი 4. 5 მიმართული ძიების თეორია

11
Cognitive Psychology, Sixth Edition
Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning ყურადღება და ცნობიერება

დაბერების პროცესი და ვიზუალური ძიების უნარი: ნეირომეცნიერების


პერსპექტივა

ვიზუალური ძიების უნარზე დაბერების პროცესის გავლენის დასადგენად ჩატარბულ


ექსპერიმენტში მონაწილეობდნენ 20-30 და 60-77 წლის ასაკის მონაწილეები. მათ ევალებოდათ
მოეძებნათ შავი ფერის სიმბოლო L: მახასიათებლების ძიების სტრატეგიით, როდესაც
მონაწილეებს სწორ პოზიციაში მყოფი შავი სიმბოლო უნდა მოეძებნათ ნაწილობრივ
ამოტრიალებულ სხვა თეთრ სიმბოლოებს შორის; მიმართული ძიების სტრატეგიის მიხედვით
სწორ პოზიციაში მყოფი შავი სიმბოლო უნდა ეპოვათ თეთრ და შავ სხვადასხვა პოზიციაში
მყოფ სიმბოლოებს შორის და ბოლოს, მახასიათებლების შერევის სტრატეგიის მიხედვით,
როდესაც მონაწილეებს სწორ პოზიციაში მყოფი შავი სიმბოლო უნდა ეპოვათ სხვადასხვა
პოზიციაში მყოფ ბევრ მსგავსს სიმბოლოს შორის. (იხ:ფიგურა 4.6).
მონაცემების თანახმად, ახალგაზრდა მონაწილეები უფრო სწრაფად (300 მილისეკუნდით
სწრაფად) ასრულებდნენ დავალებას, ვიდრე ასაკოვანი მონაწილეები.

სურათი 4. 6 ძიების ექსპერიმენტული დავალება სხვადასხვა თეორიის მიხედვით

ამგვარი განსხვავება აიხსნა ასაკთან ერთად თავის ტვინის ქერქის მოცულობის


შემცირების ტენდენციით ( ყოველ დეკადაში 2%-ით შემცირება).
ორივე ასაკობრივი კატეგორიის მონაწილეების მიერ დავალების შერევის სტრატეგიით
შესრულების დროს, აქტიურდება მათი ვიზუალური გადამუშავების დორსალური და
ვენტრალური გზების მარცხენა ნაწილი, ასევე პრეფრონტალური ქერქი.
ახალგაზრდებისგან განსხვავებით, რთული დავალების შესრულების დროს ასაკოვანი
ადამიანების შემთხვევაში აქტიურდება კეფის წილის მარჯვენა ნაწილის ქერქი, ამისგან
განსხვავებით ახალგაზრდების შემთხვევაში კეფა-საფეთქლის წილის ქერქი აქტიურდებოდა
მხოლოდ რთული დავალების შესრულების დროს.
საყურადღებოა, რომ მახასიათებლის მიხედვით ძიების მარტივი დავალების დროსაც კი
ფიქსირდებოდა აღნიშული არეების მაღალი აქტივაცია ასაკოვანი მონაწილეების შესრულების
პროცესში. შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს ემსახურებოდა დაბერებით გამოწვეული
სირთულეების კომპენსაციას.
12
Cognitive Psychology, Sixth Edition
Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning ყურადღება და ცნობიერება

შერჩევითი ყურადღება

ყურადღების სელექციურობის გასაგებად წარმოიდგინეთ რომ წვეულებაზე თქვენს


მარჯვნივ მჯდომი პიროვნება გესაუბრებათ გაყიდვების სფეროში თავის საქმიანობაზე. მისი
საუბარი მოიცვას უამრავ თქვენთვის უინტერესო დეტალს, ამის პარალელურად თქვენს
მარცხნივ გესმით ორი სტუმრის თქვენთვის უფრო საინტერესო დიალოგი. უსმენთ რა მოსაწყენ
მონოლოგს გაყიდვების შესახებ, თქვენ ასევე მარცხენა მხრიდან გესმით სხვა სტუმრების
დიალოგი.
ქოლინ ჩერი (Collin Cherry 1953) ამ ფენომენს უწოდებს „კოქტეილის წვეულების“ ეფექტს,
რაშიც მოიაზრებს უამრავი დისტრაქტორის არსებობის პირობებში ერთ მხარეს ყურადღების
მიმართვას. ყურადღების შერჩევითობის კვლევისთვის ჩერი იყენებდა ექსპერიმენტულ
კვლევას. ის იყენებდა დიქოტომიური მოსმენის მეთოდს (იხ. ფიგურა 4.7 )

ფიგურა 4. 7დიქოტომიური მოსმენის მოდელი

ამ მეთოდის მიხედვით, მონაწილეები მარჯვენა და მარცხენა სმენითი არხებიდან იღებდნენ


განსხვავებულ ინფორმაციას, თუმცა მათ ევალებოდათ მხოლოდ ერთი ინფორმაციის მოსმენა,
მისი დაუყოვნებლივი გამეორება და მეორე ინფორმაციის იგნორირება, დაფარვა.
მონაწილეთა წარმატებული მცდელობების მიუხედავად, ისინი მაინც ამჩნევდნენ
იგნორირებული ინფორმაციის მხოლოდ ფიზიკურ მახასიათებლებს: ხმის ტონს, მოლაპარაკის
სქესს, ხმის სიმაღლეს. მოსმენილი ინფორმაციის სემანტიკური მხარე რჩებოდა ყურადღების
მიღმა. ამის საპირისპიროდ, მონაწილეთა 1/3 ყურადღებას მყისიერად ამახვილებდა
იგნორირებულ შეტყობინებაზე, თუ ის მოიცავდა საკუთარ სახელს. მკვლევართა ნაწილი ამ
ფენომენს ხსნის მუშა მეხსიერების მოცულობის სივიწროვით, რის გამოც ეს მონაწილეები
ადვილად მოწყვლადები ხდებიან არასაჭირო ინფორმაციის მიმართ (Conway, Cowan, & Bunting,
2001).
მსგავს ვითარებაში ყურადღების შერჩევითობას განსაზღვრავს შემდეგი სამი ფაქტორი:
1. სამიზნე სტიმულების განსხვავებული სენსორული მახასიათებლები;
2. ფონური ხმაურის ინტენსივობა;
3. სამიზნე სტიმულის (ამ შემთხვევაში, ხმის) წყარო.
13
Cognitive Psychology, Sixth Edition
Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning ყურადღება და ცნობიერება

შერჩევითი ყურადღების თეორიები


კოგნიტურ ფსიქოლოგიაში გამოიყოფა ყურადღების შემდეგი თეორიული მოდელები:

 ადრეული გადამუშავების მოდელები;


 გვიანი გადამუშავების მოდელები;

აღნიშნული თეორიული მოდელები ერთმანეთისგან განსხვავდებიან ინფორმაციის


გადამუშავების ეტაპებისა და ყურადღების პროცესის სხვადასხვაგვარი გაგების მიხედვით.

ყურადღების ადრეული სელექციის თეორიების მიხედვით, ფიზიკური


მახასიათებლების ანალიზის საფუძველზე სტიმულები იფილტრება გადამუშავების საწყის
ეტაპზე. ფილტრი შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც რელევანტური და ირელევანტური
ინფორმაციის სელექციის, შერჩევის მექანიზმი, რომელიც ფიზიკური მახასიათებლების
ანალიზის საფუძველზე ატარებს სტიმულებს. სტიმულების შემჩნევის შემდეგ ისინი დროებით
შეჩერდებიან წინაყურადების საცავში, შემდეგ გაივლიან ფილტრს და გადადიან გადამუშავების
მომდევნო სემანტიკური გადამუშავების ეტაპზე.

ბროდბენტის თეორია

1958 წელს ბრიტანელმა მეცნიერმა დონალდ ბროდბენტმა (Broadbent, 1958 ) შეიმუშავა


ყურადღების შერჩევითი ფილტრის მოდელი. ეს მოდელი ეფუძნება სენსორული არხების
შეზღუდულ გამტარუნარიანობასა და შემოსული სტიმულების პერიფერიულ ფილტრაციას.

ინფორმაციის გადამუშავების პროცესში ბროდბენტი გამოყოფს საწყის (ფიზიკური


მახასიათებლების საფუძველზე გადამუშავება) და გადავადებულ (სემანტიკური გადამუშავება)
ეტაპებს. იგი ეფუძნებოდა იდეას, რომ გადამუშავების საწყის სტადიაზე სენსორულ არხში
პარალელურად შედის ინფორმაცია ყველა სტიმულის შესახებ, თუმცა ინფორმაციის
გადამუშავება შეზღუდულია არხის გამტარუნარიანობით, ამიტომ სტიმულის ფიზიკური
მახასიათებლების (ფერი, ზომა, მიმართულება, ტონი და ა.შ.) ანალიზის საფუძველზე შემოსულ
სტიმულთაგან აირჩევა მათი შეზღუდული რაოდენობა. შერჩეული სტიმული გაივლის
ყურადღების ფილტრს და გადავა გადამუშავების მომდევნო, სემანტიკური გადამუშავების
ეტაპზე. აღნიშნული მოდელის მიხედვით, სენსორული ფილტრი აუცილებელია ინფორმაციის
სემანტიკური გადამუშავების სისტემის გადატვირთვის თავიდან არიდებისთვის. ის
სტიმულები, რომლებიც პირველ ჯერზე ვერ გაივლიან ფილტრს იკარგებიან არხიდან.

14
Cognitive Psychology, Sixth Edition
Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning ყურადღება და ცნობიერება

ფიგურა 4. 8 ბროდბენტისა და ტრეისმანის ყურადღების მოდელები

შერჩევითი ფილტრის მოდელი

გრეი და უედენბარნმა (Gray and Wedderburn, 1960) დიქოტომიური მოსმენის მეთოდით


ჩატარებული ექსპერიმენტით დაამტკიცეს გვიანი გადამუშავების პროცესის არსებობა.
ექსპერიმენტის მონაწილეები ცალ-ცალკე ისმენდნენ სხვადასხვა ინფორმაციას ორივე ყურით.
მოსმენილი ინფორმაციის გამეორების დროს კი, მონაწილეები ორივე სმენითი არხიდან
მიღებულ ინფორმაციას აერთიანებდნენ აზრობრივ წინადადებაში.

ამ კვლევით ავტორებს სურდათ დაემტკიცებინათ ფიზიკური მახასიათებლების


საფუძველზე გადამუშავებასთან შედარებით სემანტიკური გადამუშავების უპირატესობა.

აღმოჩნდა, რომ, ინსტრუქციის მიუხედავად ექსპერიმენტის მონაწილეები შეტყობინებების


ნაწილებს ორივე შემთხვევაში აზრობრივად აჯგუფებდნენ. ეს მონაცემები ეჭვქვეშ აყენებენ
ბროდბენტის ფილტრაციის ერთარხიანი მოდელის ადეკვატურობას.

მორეიმ შეიმუშავა ბროდბენტის თეორიის ალტერნატიული მოდელი (Moray, 1959).


მის მიერ ჩატარებულ დიქოტომიური მოსმენის ექსპერიმენტებში აღმოჩნდა, რომ
ექსპერიმენტის მონაწილეები ამჩნევდნენ იგნორირებული არხით მიწოდებულ სტიმულებს-
საკუთარ სახელებს. მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით მორეიმ ჩამოაყალიბა ყურადღების
ახალი მოდელი, რომელშიც გათვალისწინებული იყო ყურადღების ადრეულ ფილტრზე
შემოსული ინფორმაციის შინაარსობრივი მხარის გავლენა. მორეის მოდელის მიხედვით,
სელექციური ფილტრის მიერ სენსორულ დონეზე ინფორმაციის დიდი ნაწილის ბლოკირების

15
Cognitive Psychology, Sixth Edition
Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning ყურადღება და ცნობიერება

მიუხედავად, მნიშვნელოვანი პიროვნული წონის მქონე ან მკაფიო (თვალშისაცემი)


ინფორმაცია უფრო ძლიერია, ვიდრე ფილტირს ბარიერი. ფილტრი ვერ ახერხებს ასეთი
ინფორმაციის იგნორირებას და ის გადადის გადამუშავების შემდგომ ეტაპზე. მორეის
ფილტრაციის მოდელი ფაქტობრივად ბროდბენტის მოდელის გაუმჯობესებულ ვერსიას
წარმოადგენს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მასში გათვალისწინებულია სტიმულის
შინაარსობრივი მხარეც.

ტრეისმანის ატენუაციის/დასუსტების მოდელი

1964 წელს ანა ტრეისმანმა შეიმუშავა შერჩევითი ყურადღების თეორია (Treisman, 1964),
რომელიც დაფუძნებული იყო ბროდბენტის ადრეული ფილტრის თეორიულ მოდელზე.
ტრეისმანი, ისევე როგორც ბროდბენტი, სენსორული ინფორმაციის სელექციის საფუძვლად
მიიჩნევდა სტიმულის ფიზიკურ მახასიათებლებს. თუმცა ის თვლიდა, რომ ინფორმაცია,
რომელიც ვერ გაივლის ყურადღების ფილტში, არ იკარგება, არამედ სუსტდება(ხდება მისი
ატენუაცია). ატენუაცია/შესუსტება-გულისხმობს პროცესს როცა სტიმული ნაკლები
ინტენსივობით გადამუშავდება.
ტრეისმანი ეთანხმებოდა ბროდბენტის სენსორული არხის შეზღუდული გამტარობის იდეას,
თუმცა მას ადგილმდებარეობას უცვლის. ტრეისმანის და მისი კოლეგების ექსპერიმენტებში
მონაწილეებს სთხოვდნენ მოესმინათ შეტყობინებები, რომლებიც სხვადასხვა ყურით
მიეწოდებოდათ. ამ ექპსერიმენტში ცდის პირებს ფრაზის აზრობრივი ნაწილები ხან ერთი
ყურით მიეწოდებოდათ, ხან - მეორეთი. აღმოჩნდა, რომ მონაწილეებს ესმოდათ მთლიანი
ფრაზა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ისინი მიდრეკილნი იყვნენ მოესმინათ შინაარსი
(მისდევდნენ შეტყობინების აზრს). მსგავსი ტიპის ექსპერიმენტი ჩატარდა ორენოვან
პოპულაციაზეც. მათ ერთდროულად მარჯვენა და მარცხენა ყურიდან ერთი და იგივე
ინფორმაცია ორ ენაზე ესმოდათ. ამ ექსპერიმენტშიც, მონაწილეები ადასტურებენ რომ
“ყურადღება მიქცეული არხიდან” შემოსული ინფორმაცია იგივე იყო, რაც - “იგნორირებული
არხიდან” მოწოდებული.
ამგვარად, ტრეისმანის ექსპერიმენტებით დადგინდა, რომ:

 ექსპერიმენტის მონაწილეები ინფორმაცის გადამუშავებისას ფიზიკურ


მახასიათებლებთან შედარებით უპირატესობას ანიჭებენ შეტყობინების შინაარსობრივ,
აზრობრივ მხარეს;
 შესაძლებელია ერთზე მეტი არხიდან შემოსული სენსორული ინფორმაციის
გადამუშავება;

16
Cognitive Psychology, Sixth Edition
Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning ყურადღება და ცნობიერება

ატენუაციის/შესუსტების მოდელი
ექსპერიმენტის ჩატარებისთვის დაგჭირდებათ 2 მეგობრის დახმარება. სთხოვეთ ერთ
მათგანს მეორეს ყურთან ხმადაბლა წაიკითხოს ნებისმიერი რამ: ხუმრობა, ლექსი, სიმღერის
ტექსტი თუ სხვა. მსმენელს სთხოვეთ გაიმეოროს ყველაფერი რასაც მეგობარი წაუკითხავს.
ამასვდროულად თქვენ ჩასჩურჩულეთ სიტყვა „ცხოველი“, შემდეგ კი სთხოვეთ გაიხსენოს
რა უთხარით. ცხადია, თქვენი მეგობარი ვერ გაიხსენებს ამ სიტყვას, მაგრამ სცადეთ
ჩასჩურჩულოთ თავისი სახელი. თქვენი მეგობარი მას დიდი ალბათობით გაიგონებს და
გაიხსენებს. შეიძლება ითქვას, ეს ექსპერიმენტი არის ტრეისმანის ატენუაციის მოდელის
დემონსტრირება

დოიჩისა და დოიჩის გვიანი ფილტრის მოდელი

დოიჩისა და დოიჩის მოდელის მიხედვით რელევანტური და ირელევანტური


ინფორმაციის დისკრიმინაციისთვის არ არის საკმარისი ზედაპირული გადამუშავება, არამედ
ეს პროცესი მოითხოვს კომპლექსურ ანალიზს. დოიჩისა და დოიჩის მოდელის თანახმად,
დიქოტომიური მოსმენის დროს ორივე სენსორული არხიდან შემოსული ინფორმაციის
ამოცნობა ხდება, თუმცა იმისთვის რომ ინფორმაცია გადავიდეს ღრმა გადამუშავების ეტაპზე
სტიმული პიროვნული მნიშვნელობის მქონე/ორგანიზმისთვის საჭირო უნდა იყოს. აქედან
გამომდინარე დოიჩისა და დოიჩის მოდელი მიეკუთვნება ყურადღების გვიანი სელექციის
თეორიებს.

ეს მოდელი ეფუძნება მოსაზრებას, რომ სტიმულის მნიშვნელობის ამოსაცნობად, სულ


მცირე, პერცეპტული გადამუშავება მაინც არის საჭირო. აქედან გამომდნარე, ფილტრის
მექანიზმი მუშაობას იწყებს სენსორული ანალიზის შემდგომ ეტაპზე. შესაბამისად ის ირთვება
მაშინ, როცა უკვე მომხდარია გარკვეული პერცეპტული და კონცეპტუალური ანალიზი.
ამგვარად, ამ მოდელში სტიმულების შერჩევითი ფილტრი გადაწეულია ინფორმაცის
გადამუშავების უფრო გვიან ეტაპზე. გვიანი ფილტრაცია უზრუნველყოფს ე.წ. დარჩდილული
არხიდან (სენსორული არხი, რომელსაც ყურადღება არ ექცევა) მოწოდებული საკუთარი
სახელების შემჩნევას ან ფოკუსირებული და არაფოკუსირებული არხებიდან მოწოდებული
ინფორმაციის შინაარსიან ფრაზაში გაერთიანებას. იხ. სურათი 4. 9.

17
Cognitive Psychology, Sixth Edition
Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning ყურადღება და ცნობიერება

სურათი 4. 9 დოიჩისა და დოიჩის გვიანი ფილტრაციის მოდელი

ადრეული და გვიანი გადამუშავების მოდელების სინთეზი

1967 წელს ულრიკ ნაისერმა (Neisser, 1967) გააერთიანა ყურადღების ადრეული და გვიანი
ფილტრის მოდელები. ნაისერი გამოყოფს ორ პროცესს, რომლებიც მართავენ ყურადღებას:

 ყურადღებამდელი პროცესები: ეს პროცესები ავტომატურია, ისინი სწრაფად და


პარალელურად მიმდინარეობს. ისინი გამოიყენება მხოლოდ ყურადღების მიღმა
არსებული შეტყობინების ფიზიკური სენსორული მახასიათებლების აღმოსაჩენად,
მაგრამ ისინი ვერ განასხვავებენ შინაარსს ან მიმართებებს.
 ყურადღების კონტროლირებული პროცესები: ეს პროცესები უფრო მოგვიანებით
მიმდინარეობს, მათი მუშაობა სერიულია, მოითხოვს ყურადღების მეტ რესურსაა და
დროს. ყურადღების კონტროლირებული პროცესები გამოიყენება მახასიათებლებს
შორის მიმართებების დასაკვირვებლად და დასადგენად, აგრეთვე - ცალკეული
ფრაგმენტების ერთი ობიექტის რეპრეზენტაციაში გასაერთიანებლად.

ეს ორპროცესიანი მოდელი მოიცავს ჩერის, მორეისა და ტრეისმანის კვლევათა მონაცემებს.


ასევე ეს მოდელი შეესაბამება ტრეისმანის სტიმულის შესუსტებისა და მახასიათებლების
გაერთიანების თეორიას. როგორც ნაისერის, ასევე ტრეისმანის მოდელის თანახმად
მახასიათებლების იდენტიფიკაციისა და ინტეგაციის პროცესები თვისებრვად განსხვავდება
ერთმანეთისგან. მახასიათებლების იდენტიფიკაციის სტრატეგიით ვიზუალური ძიება არის
სწრაფი და ავტომატური ხოლო ინტეგრაციის პროცესი უფრო ნელი და კონტროლირებულია.

ნეირომეცნიერება და სელექციური ყურადღება

ჰილიარდი და კოლეგები (Hillyard and his colleagues ,1973), დიქოტომიური მოსმენის


მეთოდით ჩატარებული ექსპერიმენტების პროცესში იწერდნენ მოვლენით გამოწვეულ
პოტენციალებს (ERPs). სამიზნე სენსორულ არხში სტიმულის ექსპოზიციის დროს პოტენციალი

18
Cognitive Psychology, Sixth Edition
Robert J. Sternberg and
Karin Sternberg. 2012, 2009 Wadsworth, Cengage Learning ყურადღება და ცნობიერება

იყო უფრო ფართო, ვიდრე იგნორირებულ არხში სტიმულის ექსპოზიციის დროს, ამასთან
ერთად ეს პოტენციალი ვლინდებოდა სტიმულის გამოჩენიდან 90მილიწამის შემდეგ. ეს
მონაცემები ამტკიცებს ფილტრის თეორიების ჭეშმარიტებას. ამ დროს ეს ტალღები
აღმოცენდება ჰეშლის ხვეულიდან, რომელიც თავის ტვინის ქერქის სმენის არეშია
მოთავსებული.
ვიზუალური ძიების პროცესის დროს, როცა სტიმული გამოჩნდება სამიზნე ვიზუალურ
ველში, აქტიურდება კეფის წილის ქერქი, ხოლო იგნორირებულ ველში გამოჩენილი
სტიმულის საპასუხოდ ეს რეგიონი ნაკლებად აქტიურდება.

მიღმა (Marcel, 1983a).

19

You might also like