You are on page 1of 101

წარსულში სამამულო ფსიქიატრია, კერძოდ, მისი მეთოდოლოგია, იძულებული იყო

პრაქტიკულ და თეორიულ ასპექტებში მხოლოდ ნოზოლოგიურ პრინციპს დაყრდნობოდა\

ფსიქიკურ დაავადებათა პათოგენეზის ახსნისას იგი ეფუძნებოდა იმ პოსტულატს, რომელიც


ფსიქიკური დაავადებების ეტიოლოგიას სომატურ (ფიზიოლოგიურ, ბიოქიმიურ, უჯრედულ -
უჯრედის ნატიფი სტრუქტურები) დონეზე მიმდინარე სავარაუდო პათოლოგიური პროცესებით
ხსნიდა\ მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენი ფსიქიატრია და ფსიქოთერაპია განიცდიდა ბიოლოგიური

მიმართულების გადაჭარბებულ ზეგავლენას ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორების


ნაწილობრივი, ზოგჯერ კი სრული უარყოფის ხარჯზე\ აქ არ შეიძლება არ აღინიშნოს ერთი

მხრივ, ქართული ფსიქიატრიული, ფსიქოთერაპიული და ფსიქოლოგიური სკოლის (მ\ასათიანი,

ა\ გოცირიძე, ი\მენთეშაშვილი, ს\წულაძე, დ\უზნაძე) დამსახურება და მეორე მხრივ,

ლენინგრადის სკოლის, კერძოდ, მიასიშჩევის მიმართებების თეორიის წვლილი და მცდელობა


ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორების მნიშვნელობის ხაზგასმის საქმეში\

დინამიკური ფსიქიატრია, როგორც მეცნიერული დისციპლინა, თავის წარმოშობას


სიღრმის ფსიქოლოგიას უნდა უმადლოდეს\ მეცნიერებაში, კერძოდ ფსიქიატრიაში, პირველად

სიღრმის ფსიქოლოგიამ შემოიღო არაცნობიერი მენტალური აქტივობის ცნება და დაიწყო მისი


სისტემატური და მეთოდური მეცნიერული შესწავლა\ ფსიქიკაში არაცნობიერი ფაქტორების

ერთობლიობის და ურთიერთზეგავლენის, ე\წ\ დინამიკური ინტერაქციის ფსიქოანალიზური

კვლევა-ძიების გზით აღმოჩენამ, ფსიქოანალიზის, სიღრმის ფსიქოლოგიის მესვეურები


ფსიქიკის, როგორც დინამიკური ფენომენის ცნებამდე მიიყვანა\

ამის გამო წინამორბედი სტატიკური ფსიქიატრიისაგან განსხვავებით, მას დინამიკური


ფსიქიატრია, ფსიქოდინამიკური მიმართულება ან სხვაგვარად ფსიქოანალიზი ეწოდა\

ფსიქოდინამიკური მიმართულება რამდენიმე ათეულ განსხვავებული სახელწოდების


მატარებელ სკოლას ითვლის, რომლებიც მიუხედავად განსხვავებული სპეციფიკური
შეხედულებებისა ფსიქიკური დაავადებების ეტიოლოგიაზე, პათოგენეზსა და მკურნალობაზე,
ერთში ეთანხმება ერთმანეთს\ კერძოდ, ისინი ფსიქიკურ დაავადებათა წარმოშობის,

განვითარების, პროგნოზისა და სამკურნალო ეფექტის მექანიზმს არაცნობიერ სფეროსა და ცნო-


ბიერ მე-ს (ე\წ\ego-ს), შორის არსებული კონფლიქტის გადაწყვეტის თავისებურებაში ხედავენ\

უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მე-ს (ego-ს), სისუსტეში ხედავენ\ მე-ს ამ სისუსტეს

ფსიქოდინამიკური მიდგომის სხვადასხვა სკოლა განსხვავებულად ხსნის\ ზოგი მე-ს ამ

განუვითარებლობის მიზეზს წარსულში არსებულ ფსიქოტრავმებს, ტრავმულ განცდებს მიაწერს


(FreudS. 1926) ზოგი კი (Jung 1934)იმას, რომ „მე“ სათანადო დიფერენცირებას, გამოყოფას ვერ
ახდენს არაცნობიერისაგან, რაც თავის მხრივ არაცნობიერში ემოციურად დამუხტული
ფიქსირებული კომპლექსების არსებობით არის გამოწვეული\ „მე“-ს სისუსტე ხატოვნად

შეიძლება შევადაროთ „მე“-ს აქტივობის თვლემას დედაბუნების, არაცნობიერის წიაღში\

ამგვარად, ფსიქოდინამიკური მიდგომა მისი განსხვავებული სკოლებით დაავადების


ეტიოლოგიას პიროვნების განუვითარებულობით, ინფანტილიზმით ხსნის და მიმართულია
არაცნობიერი სფეროს ინტეგრაციაზე, პიროვნების სულიერ ზრდასა და განვითარებაზე\

ზემოთ ხსენებული იდეოლოგიური მარწუხების და აკრძალვების მოხსნის პირობებში


შესაძლებელი გახდა იმ დეფიციტის შევსება, რომელიც დინამიკური ფსიქიატრიის და
ფსიქოთერაპიის სფეროში გაგვაჩნია; შესაძლებელი გახდა იმ ხარვეზების აღმოფხვრა, რაც
წარმოშვა ნოზოცენტრისტულმა მიმართულებამ მედიცინაში\ კერძოდ ფსიქიატრიასა და ფსიქო-

თერაპიაში\

1\1 ფსიქოდინამიკური ფსიქიატრიის განმარტება

დინამიკური ფსიქიატრია ის დარგია, რომელიც ფსიქიკურ დაავადებათა ეტიოლოგიასა


და პათოგენეზში გადამწყვეტ, კარდინალურ როლს ანიჭებს ფსიქიკურ ფენომენებს, ანუ
ფსიქიკურ დაავადებებს ფსიქოდინამიკური მექანიზმებით ხსნის\ გლენ გაბარდი (G.O. Gabbard -

1994) ფსიქოდინამიკური ფსიქიატრიას შემდეგნაირად ახასიათებს| „ფსიქოდინამიკური

ფსიქიატრია წარმოადგენს დიაგნოსტიკურ და სამკურნალო მიდგომას, რომელიც ფსიქიკური


დაავადების ეტიოპათოგენეზში გადამწყვეტ როლს ანიჭებს ინტრაფსიქიკურ ობიექტურ
ურთიერთობებს, ინტრაფსიქიკურ კონფლიქტს, ინტრაფსიქიკური სტრუქტურების დეფიციტსა
და დარღვევებს“\
დინამიკური მიმართულების სხვადასხვა სკოლა დინამიკური ფსიქიატრიის თეორიული
პრინციპების განსხვავებულ ინტერპრეტაციას გვთავაზობს, თუმცა, მათ შორის შეიძლება
გამოიყოს ის ძირითადი პრინციპები, რომელთაც ყველა სკოლა დინამიკური ფსიქიატრიის
საფუძვლად აღიარებს\

ესენია|

1\ აღწერილობითი, დესკრიპტიული ფსიქიატრიისაგან განსხვავებით, დინამიკური

ფსიქიატრია ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ავადმყოფის ფსიქიკური განცდების


განუმეორებლობაზე, მათ უნიკალურობაზე, ანუ იმაზე, რაც ავადმყოფებს ერთმანეთისაგან
განასხვავებს\ იგი მიზნად ისახავს ავადმყოფის პიროვნების განუმეორებლობის შესწავლას\

ამგვარად, იგი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პაციენტის შინაგან ფსიქიკურ სამყაროს


(სიზმრები, იმპულსები, სურვილები, ფანტაზიები, იმედები, თვითშეფასება, ლტოლვები,
საკუთარი დაავადებისადმი დამოკიდებულება)\

2\ დინამიკური ფსიქიატრიის მეორე განმსაზღვრელ პრინციპს წარმოადგენს ფსიქიკის

ისეთი მოდელი, რომელიც აღიარებს არაცნობიერი ფსიქიკური სფეროს არსებობას\ ამ

უკანასკნელში იგი გულისხმობს|

ა) საკუთრივ არაცნობიერ სფეროს, ბ) ქვეცნობიერს, გ) ზეცნობიერს (R. Assadgioli, 1965) და დ)


კოლექტიურ არაცნობიერს (C.G.Jung, 1931; >yuR\ 1994)\

3\ ფსიქიკური დეტერმინიზმის პრინციპი, რომლის თანახმად ფსიქოპათოლოგიური

სიმპტომები და საერთოდ, ქცევა არაცნობიერი პროცესების შედეგს, მათ გარე მანიფესტაციასა და


გამოვლენას წარმოადგენს\ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, მიუხედავად მოჩვენებითი

თავისუფალი არჩევანისა, უფრო მეტად ვართ დამოკიდებული არაცნობიერ პროცესებზე, ვიდრე


გვგონია\ ჩვენ არაცნობიერში ჩადებული გეგმის ან მონახაზის უბრალო განმხორციელებლები

ვართ\

4\ ფსიქოპათოლოგიურ სიმპტომებს აქვს არა მარტო მიზეზი, არამედ როგორც

არაცნობიერი სფეროს მიერ წაყენებულ მოთხოვნილებათა მიმართ შეგუების (ადაპტაციის)


თავისებურ ფორმას, აქვს მიზანი, მნიშვნელობა და საზრისი\ სიმპტომები წარმოადგენს არა

ერთმნიშვნელიან ნიშნებს, არამედ მრავალი მნიშვნელობის მქონე სიმბოლოებს\


5\ ფსიქოდინამიკური მიდგომა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ავადმყოფის ცხოვრებისეულ

მოვლენებს (წარსული) და მათ გავლენას ავადმყოფის ფსიქიკაზე\ განსხვავებული სკოლები

განსხვავებულ ყურადღებას უთმობენ პაციენტთა ცხოვრებისეული მოვლენების დროით


ასპექტს\ ზოგიერთი მათგანისათვის გადამწყვეტი და მთავარია ადრეული ბავშვობა (S.Freud,

1905, 1915), სხვებისათვის კი გადამწყვეტ ფაქტორს აწმყო და მომავალი წარმოადგენს (A.Adler,


1920; C.G.Jung, 1934)\

6\ ფსიქიკური დაავადებების მკურნალობაში დინამიკური ფსიქიატრია განსაკუთრებულ

მნიშვნელობას ანიჭებს ე\წ\ გადატანას (Transfer, (bertragung), რომლის დროსაც პაციენტი

იმგვარად აღიქვამს, განიხილავს ექიმს და მასთან ისეთივე ფსიქო-ემოციურ ურთიერთობას


ამყარებს, რომელიც მისთვის ემოციურად მნიშვნელოვან პირებთან (მშობლები, და-ძმა,
უახლოესი ნათესავები) ჰქონდა\ ხდება წარსულში არსებული რეაგირების აწმყოში გადმოტანა\

გადატანის გაცნობიერებას და მის გადალახვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პაციენტის


განკურნების საქმეში\

7\ წინააღმდეგობის ცნება\ იგი გულისხმობს გაუცნობიერებელ მისწ

რაფებას, განწყობას, შეინარჩუნოს ავადმყოფური მდგომარეობა და წინააღმდეგობა გაუწიოს


მკურნალობას\ ეს წინააღმდეგობა მკურნალობის პროცესისადმი შეიძლება იყოს როგორც

შეგნებული, ისე ქვეცნობიერი ან არაცნობიერი\

8\ ფსიქოდინამიკურ მიდგომაზე დამყარებული მკურნალობა მიმართულია არა მარტო

ავადმყოფური ფსიქოპათოლოგიური სიმპტომის მოხსნაზე, არამედ პიროვნების რეალიზაციასა


და მის სულიერ ზრდაზე\

1\2\ ფსიქიკისა და თავის ტვინის მიმართების საკითხი

აქ გვინდა შევეხოთ დინამიკური ფსიქიატრიის დამოკიდებულებას ისეთ აქტუალურ


საკითხთან, როგორიც არის ფსიქიკისა და თავის ტვინის, ანუ საერთოდ, Psyche-სა და Soma-ს
დამოკიდებულების საკითხი, უფრო კონკრეტულად დინამიკურ და ბიოლოგიურ მიდგომაზე
ორიენტირებული, ე\წ\ ბიოლოგიური ფსიქიატრიის მიმართების საკითხი\
დინამიკური ფსიქიატრია ფსიქიკას და Soma-ს განიხილავს, როგორც ერთი და იმავე
მოვლენის სხვადასხვა ასპექტს, რომლებიც სხვადასხვა დონეზე არიან გამოვლენილი\

დინამიკური მიდგომა არ აცალკევებს თავის ტვინს ფსიქიკისაგან, მაგრამ არც აიგივებს მათ
ერთმანეთთან

რაიზერი (Reiser, M. 1988) აღნიშნავს| „მიუხედავად იმისა, რომ თავის ტვინი წარმოადგენს

ფსიქიკის ორგანოს, მათი გაიგივება არ შეიძლება\ თავის ტვინის შემსწავლელ მეცნიერებას ჯერ

მთლიანად ვერ აუხსნია, ან შეიძლება, ვერასოდეს გახადოს გასაგები ფსიქიკის ფუნქციონირება\

მიუხედავად ამისა, ავტორთა ჯგუფი მთელი სიმძაფრით აცნობიერებს ამ ორი სფეროს (განუ-
ცალკევებლობას) განუყოფლობას და აღნიშნავს, რომ ეს ორი სფერო განსხვავებულ ენაზე
მეტყველებს (EdelsonM. 1984; ReiserM. 1985)\

დინამიკური ფსიქიატრიის ენა ფსიქიკური მეტყველების სახეს წარმოადგენს და


ფსიქიკურ დონეზე ოპერირებს\ მთავარი დაპირისპირება, პოლარიზაცია და მწვავე დებატები,

რომლებიც დინამიკურ და ბიოლოგიურ ფსიქიატრიას შორის არსებობს, შეიძლება 2 ძირითადი


კითხვით გამოვხატოთ\| 1) ფსიქიკურ დაავადებათა ეტიოლოგია ფსიქიკაში უნდა ვეძებოთ, თუ

თავის ტვინში~ 2) ფსიქიკურ აშლილობათა მკურნალობა სომატური (მედიკამენტური,

ფიზიოთერაპიული და სხვ\) უნდა იყოს, თუ ფსიქოთერაპიული~ ფსიქიკისა და თავის ტვინის

პირველადობის საკითხი ფილოსოფიურ-რელიგიურია და იგი მეცნიერების ფარგლებს სცდება\

დინამიკური თვალსაზრისით ფსიქიკური ტრავმები ნეირონთა და სინაფსთა მოქმედების


სპეციფიკურ ცვლილებებს იწვევს\ კანდელის (KandelE. 1979) მიხედვით, ფსიქოთერაპიული

ჩარევა ზეგავლენას ახდენს თავის ტვინზე, რაც დასტურდება მის მიერ მოლეკულურ დონეზე
ჩატარებული გამოკვლევებით\ ცნობილია, რომ მორფოლოგიურ ცვლილებებს თავის ტვინში

სისტემატური ხასიათი აქვს და რისთვისაც განსაკუთრებული სიძლიერის მასიური ფსიქიკური


ტრავმა არც არის აუცილებელი (LevinF. 1991, RooseS., PardesH. 1989, SacksO. 1990)\

ლიპოვსკის (Lipowski, Z. 1989) აზრით, ფსიქიკურ აშლილობათა ახსნა მხოლოდ


ბიოქიმიური დისბალანსით მეცნიერულად ზერელე, დაუსაბუთებელი და რედუქციონისტურია,
რადგანაც ფსიქიკური აშლილობების დროს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში არსებულ
ნეიროანატომიურ და ნეიროქიმიურ ცვლილებებს არა მედიატორის, არამედ დაავადების
გამომწვევი მიზეზის როლს ანიჭებს\
პოსტის (PostR. etal., 1982) თანახმად, ადრეულ ბავშვობაში დედისაგან იზოლირება,
განშორება ან საერთოდ, დანაკლისის განცდა იწვევს რეცეპტორების გადაჭარბებულ
სენსიბილიზაციას, რაც, თავის მხრივ ქმნის იმ ნიადაგს, რომელიც მოზრდილ ასაკში
დეპრესიისაკენ მიდირეკილებით ვლინდება\ ეს ავტორები ხაზს უსვამენ იმას, რომ

დეპრესიასთან დაკავშირებული იდეები, წარმოსახვები და მოგონებები პირობითი რეფლექსების


მსგავსად მოქმედებენ და, ამგვარად, ენდოგენური დეპრესიის შეტევის გამოწვევაც კი
შეუძლიათ\

პრიმატებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა (CoeC. etal 1978, 1983) ცხადყო, რომ


დედისაგან ერთჯერად იზოლაციაში მყოფი პრიმატების პლაზმაში კორტიზოლის რაოდენობა
ნორმაზე მეტად მატულობს და თუ ეს იზოლაცია რამდენიმეჯერ გამეორდა, ფიზიოლოგიური
ცვლილებები უცვლელ პათოლოგიურ სახეს იღებს\

ზოგიერთი მეცნიერის გამოკვლევით დედასთან განშორება და სოციალური იზოლირება


უშუალო გავლენას ახდენს ენდორფინის გამომყოფ სისტემებზე (VanderKolkB. 1987),
თირკმელზედა ჯირკვალში კატექოლამინის სინთეზში მონაწილე ენზიმებზე (CoeC. etal., 1978,
1983) და ჰიპოთალამუსის მიერ სეროტონინის გამოყოფაზე (GiaranelloR. 1988; CoeC. etal., 1985;
TimerasP. 1982)\

სუომის (SuomiS. 1984) ექსპერიმენტები პრიმატებზე ადასტურებს დედის იზოლირების


შედეგად პრიმატების დეპრივაციას\

ვან დერ კოლკი (VanderKolkB. 1987) პრიმატებზე ხანგრძლივი გამოკვლევების შედეგად


ასკვნის, რომ სოციალური დეპრივაცია და დედასთან ემოციური კავშირების (affiliationbonds)
გაწყვეტა ცენტრალურ ნერვულ სისტემაში კერძოდ, თავის ტვინში ულტრანატიფი
სტრუქტურების დონეზე მორფოლოგიურ ცვლილებებს იწვევს, თუმცა, იგი შესაძლებლად
თვლის ამ ცვლილებების უკუგანვითარებასაც\

მეორე მხრივ, ბიოლოგიური ფაქტორები ასევე ზეგავლენას ახდენს ფსიქიკის


ფუნქციონირებაზე\ როუზი და პარდესი (RooseS. PardesH.1989) ამტკიცებენ, რომ ფსიქიკურ

მომწიფებას, რომელიც პიროვნების მიერ უფრო სრულყოფილი და მომწიფებული


ფსიქოლოგიური მექანიზმების გამოყენებით ვლინდება, ხელს უწყობს ნორეპინეფრინის
დაქვეითება Locuscoeruleus-ში, რასაც ადგილი აქვს 40-60 წლის ასაკში\
ეს ექსპერიმენტები ცხადყოფს, რომ ფსიქიკას და თავის ტვინს, მიუხედავად
თვისებრივად განსხვავებული ბუნებისა, ერთმანეთზე მოქმედებისა და ზეგავლენის უნარი აქვს\

ამგვარად, ზემოთ მოყვანილი მონაცემების ანალიზის შედეგად ჩვენ შეგვიძლია


დავასკვნათ, რომ ორივე, როგორც ბიოლოგიური ასპექტის უარმყოფელი დინამიკური მიდგომა,
ისე ფსიქოლოგიური ფაქტორის უგულვებელმყოფელი ბიოლოგიური ფსიქიატრია შეიძლება
შეფასდეს, როგორც შეზღუდული და რედუქციონისტური\

თუმცა, მიუხედავად ბიოლოგიური ფაქტორის გათვალისწინებისა, დინამიკური


ფსიქიატრია გადამწყვეტ როლს ანიჭებს პიროვნებას, მის როლს დაავადების წარმოშობასა და
განვითარებაში (PerryS. etal., 1987; MarcusE., BradleyS.,1987; MichelsR., 1988)\

1\3\ სინთეზურ-ჰერმენევტიკული მეთოდის განმარტება

სინთეზურ-ჰერმენევტიკული მეთოდი სპეციფიკური მნიშვნელობის ორი ტერმინისაგან


შედგება\ ტერმინი „სინთეზური“ მიგვანიშნებს იმაზე, რომ ეს მეთოდი მიზნად ისახავს ფსიქიკის

ცნობიერ, არაცნობიერ და ქვეცნობიერ კომპონენტთა სინთეზსა და ინტეგრაციას, ხოლო ტერმინი


„ჰერმენევტიკული“ მიგვანიშნებს მის წარმოშობას ჰერმენევტიკისაგან - მეთოდოლოგიური
მიდგომა ეგზეგეტიკაში (საღვთისმეტყველო დისციპლინა, რომელიც სახარებისა და სხვა
რელიგიურ ტექსტთა განმარტება-ინტერპრეტაციაში მდგომარეობს), რომლის ამოცანა იყო
აღმოეჩინა და განემარტა ბიბლიის პირდაპირი, უშუალო-აღქმითი მნიშვნელობის მიღმა
აბსტრაქტულ-ზნეობრივი და იდეალური მისტიკური საზრისი\ იგი რელიგიური დოგმატების

რეინტერპრეტაციის, მათ განცდათა აღწერის საშუალება და მეთოდია, რომელიც რელიგიურ


სიმბოლოებს ახალ საზრისს ანიჭებს\

ჰერმენევტიკული მიდგომა ფსიქოთერაპიასა და ფსიქიატრიაში ავადმყოფის


ფსიქოპათოლოგიური სიმპტომატიკის ახსნა-ინტერპრეტაციის, აღმოჩენისა და გაგების მეთოდს
წარმოადგენს\

სინთეზურ-ჰერმენევტიკული მეთოდის ძირითადი პრინციპები და არსებითი


თავისებურებანია|
1\ დინამიკური მიდგომა, რომელიც პიროვნებას განიხილავს არა სტატიკურად, არამედ

განუწყვეტელ მოძრაობაში, ჩამოყალიბებასა და განვითარებაში და მიმართულია ავადმყოფში


ჩადებული ლატენტური შესაძლებლობების გამოვლენა-რეალიზაციისაკენ\

2\ ეს მეთოდი არ იფარგლება ანალიზურ-რედუქციული მიდგომით, რომელსაც

მკურნალობის პროცესი დაჰყავს ადრეულ ბავშვობაში გადატანილი ტრავმული განცდების


ფსიქიკასა და ცხოვრებაზე ზეგავლენის გაცნობიერებამდე\ მოკლედ რომ ვთქვათ, წარსულზე,

რითაც გამორიცხავს მომავალს და მის აქტიურ გარდამქმნელ ზეგავლენას ავადმყოფის


ფსიქიკაზე\

3\ ეს მეთოდი მიმართულია არაცნობიერი კომპლექსების ინტეგრაციის, პაციენტის

განუვითარებელი ფარული პოტენციური შესაძლებლობების გამოვლენისა და


რეალიზაციისაკენ,\

4\ მეთოდი ჰოლისტურია, პაციენტის პიროვნებას, მის ინდივიდუალურობას

განიხილავს, როგორც მთლიან, განუმეორებელ არსებას და გამოკვეთს მის იმ აუცილებელ


არსებით მახასიათებლებს, რომლებიც პიროვნების საზოგადოებრიობისა და სულიერ
ზეპიროვნულ ღირებულებებში ვლინდება\

5\ მეთოდი ტელეოლოგიურია ანუ ფინალისტური, რომლის მიხედვით მხოლოდ იმ

შემთხვევაში შეიძლება მთლიანად ჩავწვდეთ პიროვნების არსს, მისი დაავადების


მნიშვნელობასა და საზრისს, როდესაც გამოვარკვევთ თუ რისკენ მიისწარფვის ავადმყოფის
პიროვნება და რად იქცევა იგი თვითჩამოყალიბების, თვითგახდომის პროცესში (Selbstwerdung,
self-becoming) ეს მეთოდი ავადმყოფს განიხილავს არა მარტო წარსულის ჭრილში, არამედ
მომავალთან დამოკიდებულებაში\ არაცნობიერი ფსიქიკური სფერო განიხილება ამ მეთოდის

მიხედვით, როგორც მიზნების განხორციელებისაკენ მიმართული სისტემა\

6\ ეს მეთოდი განიხილავს დაავადებას არა მარტო როგორც დარღვევას, დეზადაპტაციასა

და პათოლოგიას, არამედ როგორც დადებითი ასპექტების მქონეს (პოზიტიური დეზინტეგრაცია


DabrowskiK. 1967), რომელშიც თვითრეალიზაციის შესაძლებლობას ხედავს\

7\ მეთოდი მიმართულია ეგზისტენციალური კრიზისის, ავადმყოფობის მნიშვნელობისა

და საზრისის აღმოჩენისა და გაცნობიერებისაკენ.


8\ სინთეზურ-ჰერმენევტიკული მეთოდი ავადმყოფის ცხოვრებისეული სტილის

ჩამოყალიბებაში, ავადმყოფობის წარმოშობაში, მის განვითარებაში, გამოსავლიანობასა და


მკურნალობაში გადამწყვეტ და უმთავრეს როლს რელიგიურ, ეთიკურ, ნოეთიკურ და
ესთეტიკურ ფასეულობებს ანიჭებს.

9\ მკურნალობის, პიროვნული ზრდისა და თვითრეალიზაციის საქმეში ეს მეთოდი დიდ

მნიშვნელობას ანიჭებს არაცნობიერი ფსიქიკური სფეროს ასიმილაციას, ინტეგრაციას,


სუბლიმაციასა და ტრანსფორმაციას ფსიქოთერაპიული ტექნიკების (სიზმრის ანალიზი,
აქტიური იმაგინაცია იუნგის მიხედვით და მედიტაციები) და პროექციული ფსიქოლოგიური
ტესტების (თ\ა\ტ\, რორშახი, სპონტანური ნახატი და სხვ\) საშუალებით\ ამ მიზნების

მისაღწევად მეთოდი აქტიურად იყენებს სიმბოლოებს (ბუნებრივს, ცხოველურს, ადამიანურს,


რელიგიურს, მითოლოგიურს, აბსტრაქტულს, ინდივიდუალურსა და სპონტანურს) და მიაჩნია
რომ მათ აქვთ თერაპიული ეფექტი და ასრულებენ ფსიქიკური აკუმულატორების (აგროვებენ
ფსიქიკურ ენერგიას, ახდენენ მის ფოკუსირებასა და კონცენტრირებას) თუ ტრანსფორმა-
ტორების (ერთი სახის ფსიქიკური ენერგიის მეორეში გადაყვანა) და ფსიქიკური ენერგიის
წამყვანების როლს.

ზემოთ ჩამოთვლილ სიმბოლოთა ფუნქციები განაპირობებენ არაცნობიერი


კომპლექსების ასიმილირებასა და ინტეგრაციას, რითაც სპობენ ცნობიერსა და არაცნობიერ
ფსიქიკურ სფეროებს შორის არსებულ გახლეჩასა და დისტანციას, რომლებიც ხშირად
წარმოადგენენ ფსიქიკური დაავადების მიზეზს\

10\ სინთეზურ-ჰერმენევტიკული მეთოდი ეგზისტენციალური მიდგომისაგან

განსხვავებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ინტერპერსონალურ ურთიერთობებს, როგორც


დიადური (ექიმი-პაციენტი) ფორმით ინდივიდუალური ფსიქოთერაპიის დროს, ასევე
ჯგუფური ფსიქოთერაპიის ფორმით, რომელიც პაციენტთან ურთიერთქმედების დადებით
თერაპიულ ფაქტორს მკურნალობის მიზნით იყენებს.

1.4. დინამიკური ფსიქიატრიის ძირითადი მიმართულებები


და მათი ისტორიული მიმოხილვა

დინამიკური ფსიქიატრიის ზოგიერთი წარმომადგენელი ფრან ანტონ მესმერს (1734-


1815) ამ მიმართულების წინამორბედად, ზოგი კი მის ფუძემდებლად თვლის, თუმცა ეს საკითხი
დღესაც არ არის გადაწყვეტილი\ ერთი კი უეჭველია, რომ თანამედროვე დინამიკური

ფსიქიატრიის განვითარება საწყისს იღებს მესმერის ცხოველური მაგნეტიზმიდან\ მესმერის 25

მუხლისაგან შემდგარი ცხოველური მაგნეტიზმის სწავლება შეიძლება 4 ძირითადი პრინციპით


დახასიათდეს.

1. ფაქიზიფიზიკურიფლუიდიმსჭვალავსსამყაროსდაწარმოადგენსდამა-
კავშირებელგამტარსაშუალებასერთიმხრივ, ადამიანს, მიწასა და ზეციურ სხეულებს,
მეორე მხრივ - თვით ადამიანებს შორის\

2. დაავადების მიზეზი ადამიანის სხეულში ამ ფლუიდის არასწორი განაწილებაა\

მკურნალობა მდგომარეობს ბალანსის აღდგენაში\

3. გარკვეული მანიპულაციებითა და საშუალებებით ეს ფლუიდი შეიძლება დაგროვდეს და


გადაეცეს სხვა ადამიანს\

4. ამ გზით შეიძლება კრიზისების (ე\წ\ დაავადების ხელოვნური გამოწვევა - გამწვავება)

გამოწვევა ავადმყოფში, რასაც საბოლოოდ მისი განკურნებისაკენ მივყავართ\

მესმერისდოქტრინა (მისიმოწაფეებისტერმინოლოგიით) ემყარებაშემდეგს|

1. მესმერი მისტერიული ფლუიდის - ცხოველური მაგნეტიზმის მატარებელი და


მფლობელია\ იგი აღწერს, თუ რა ეფექტს ახდენს მისი გამოჩენა პაციენტებზე\ ყოფილა

შემთხვევები, როდესაც მას სისხლდენა შეუჩერებია\ მესმერის აზრით, ყველა ადამიანი

სხვადასხვა ხარისხით ფლობს ცხოველურ მაგნეტიზმს\ მისი თეორია ანალოგიურია

პოლინეზიური კონცეფციისა უნივერსალური უპიროვნო ენერგიის - მანას შესახებ,


რომელიც შეიძლება დაგროვდეს პიროვნებასა და საგნებში
2. „ცხოველური მაგნეტიზმის“ ბუნებისა და მოქმედების ახსნისას იგი ეყრდნობა ფიზიკურ
თეორიას\ განმანათლებლობის ეპოქის შვილი მესმერი ცდილობს ეს მოვლენები ახსნას

არა მისტიკური გზით, არამედ რაციონალურად, იმის გამო, რომ ფსიქოლოგია იმ ხანად,
როგორც მეცნიერება, არ არსებობდა, მესმერი ხსნიდა ამ ფენომენებს ფიზიკური
მოვლენებით\ ჯერ კიდევ თავის დისერტაციაში ამ ფლუიდს მან, ნიუტონის ფიზიკის
გავლენით, GravitatioUniversalis უწოდა, შემდგომში კი იგი ფლუიდს „ზოგად აგენტს“
არქმევს, რომელიც სხვადასხვა ფორმით (მაგნეტიზმით, ელექტრობითა და ცხოველური
მაგნეტიზმით ) შეიძლება გამოვლინდეს\

3. მესმერმა ბევრი რამ ისესხა იმ დროის აღმოჩენებიდან ელექტრობის დარგში\ მას მიაჩნდა,

რომ ფლუიდს აქვს პოლუსი, ნაკადი, განმუხტვის უნარი, იზოლატორები და


აკუმულატორები\ მისი განთქმული Baquet ადრე უკვე გამოგონილი „ლეიდენის ქილის“

იმიტაცია იყო\ ის ასწავლიდა, რომ არსებობს დადებითი და უარყოფითი ფლუიდები,

რომლებიც ანეიტრალებს ერთმანეთს\ ამ პუნქტში მას არც ერთი მოწაფე არ ეთანხმებოდა\

4. მისი თეორია კრიზისების შესახებ მკურნალობის მიზნით ავადმყოფობის ხელოვნურ


გამწვავებას გულისხმობდა\ მაგ\ ბრონქული ასთმისას ის ხელოვნურად ამწვავებდა

(პასების საშუალებით) ასთმურ შეტევას, რომლის დროსაც ავადმყოფი ბოლოს და ბოლოს


განიტვირთებოდა ავადმყოფური მუხტისაგან და განიკურნებოდა კიდეც (MesmerF.A.
1776)
მესმერის ძირითადი სამედიცინო-სამკურნალო დებულების მიხედვით, არსებობს
მხოლოდ ერთი დაავადება და ერთი სამკურნალო საშუალება, მეთოდი\ სამკურნალო ეფექტს

აღწევს უწამლოდ, მხოლოდ მაგნეტიზმის ზემოქმედებით\ იგი თვლის, რომ მან მედიცინა

არნახულ სიმაღლეზე და სრულყოფის უმაღლეს წერტილზე აიყვანა\ 5 წლის განმავლობაში ის

ცდილობს მეცნიერული წრეებისათვის საკუთარი თეორიის მეცნიერულ დასაბუთებას.

1784 წლის მარტში საფრანგეთის მეფის მითითებით ინიშნება მესმერიზმის შემსწავლელი


კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან იმ დროისათვის გამოჩენილი მეცნიერები|

ასტრონომი ბეილი, ქიმიკოსი ლავუაზიე, ექიმი გილიოტენი და ამერიკის ელჩი საფრაგნეთში


ბენჟამენ ფრანკლინი.

მესმერიზმი, როგორც მიმდინარეობა, ჯერ მხოლოდ ფეხს იდგამდა, როდესაც მას


ფუძემდებელი გამოაკლდა\ მესმერიზმის მიმდევრები დიდ მუშაობას ეწეოდნენ როგორც

მეცნიერული დაკვირვების, ასევე სამკურნალო სფეროში\ მესმერის საქმე საფრანგეთში

განავითარეს და დახვეწეს შასტენე დე პიუსეგიერმა და პორტუგალიელმა აბატმა ფარიამ (ამ


უკანასკნელს ინდოეთიდან დაბრუნებულ ბრაჰმინად თვლიდნენ\ პ\ჟანეს იგი ნანტის სკოლის

წინამორბედად მიაჩნდა), ხოლო გერმანიაში გმელინმა, კლუგემ, ძმებმა ჰუფელანდერმა,


კისერმა, ნანსემ და სხვ.
დინამიკური ფსიქიატრიის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სპირიტიზმზე
დაკვირვებებმა და ჰიპნოზის მეცნიერულმა შესწავლამ\ ამ დროისათვის მეცნიერთა, ექიმთა და

პროფესიონალ ჰიპნოტიზიორთა აზრი, ძირითადად ორად გაიყო\ პირველს წარმოადგენდა

ნანტის სკოლა, რომელიც სათავეს იღებს ოგიუსტ ამბროაზ ლიებოსაგან (1823-1904) რომელიც
შემდგომში ი\ბერნჰაიმის (1840-1919) მასწავლებელიც კი გახდა ამ დარგში, და მეორეს -

სალპერტიერის სკოლა, რომლის თვალსაჩინო წამრომადგენლად გვევლინება გამოჩენილი


ფრანგი ნევროპათოლოგი ჟან მარტენ შარკო (1835-1893).

ნანტის სკოლის მიხედვით ჰიპნოზური ძილი ჩვეულებრივი ძილის ნაირსახეობაა,


რომელიც სუგესტიით გამოიწვევა (ძილის იდეაზე კონცენტრაციის შედეგად) და რომელიც არ
წარმოადგენს პათოლოგიურ მდგომარეობას, რომლისკენაც მხოლოდ ისტერიული პიროვნებებია
მიდრეკილი\ სუგესტიისადმი მიდრეკილება და უნარი აიხსნება პიროვნების უნარით

ფსიქიკური იდეა-აზრი გადაქმნას მოტორულ აქტად, რასაც ამა თუ იმ ხარისხით ფლობს ყველა
ადამიანი\ ამ სკოლის კონცეფციის არსი ჰიპნოზის ბუნების შესახებ ნანტის სკოლის

წარმომადგენელთა ცნობილი გამოთქმით შეიძლება გამოიხატოს| „ჰიპნოზი არ არსებობს,

არსებობს მხოლოდ სუგესტია, შთაგონება“\ ამ სკოლის მამამთავარი გახდა ნანტის ახლად

შექმნილი უნივერსიტეტის თერაპიული კლინიკის პროფესორი იპოლიტ ბერნჰაიმი (1840-1919)\

იგი იყენებდა ჰიპნოზს სხვადასხვა სომატური ორგანული დაავადების (რევმატიზმი, გასტ-


როინტესტინალური და ნერვული დაავადებები) სამკურნალოდ, მაგრამ თანდათანობით
ბერნჰაიმი მიდის იმ დასკვნამდე, რომ ჰიპნოზურ ძილში სუგესტიით მიღწეული წარმატებები
არტეფაქტს წარმოადგენს და სამკურნალო ეფექტიანობით ფხიზელ მდგომარეობაში შთაგონების
იდენტურია.

ნანტის სკოლისაგან განსხვავებით სალპეტრიერის ანუ პარიზის სკოლა ჰიპნოზში


ხედავდა პათოლოგიურ მოვლენას და მას ისტერიასთან აიგივებდა, თუმცა, შარკოს მიერ
ჩატარებულმა ექსპერიმენტულმა დაკვირვებებმა უდიდესი წვლილი შეიტანა ჰიპნოზის
შესწავლის საქმეში\ ეს პერიოდი ჰიპნოზის ოქროს ხანად არის ცნობილი\ ამ სკოლის

დამსახურებაა ჰიპნოზის სტადიების (ლეთარგიული, კატალეფსიური და სომნაბულური)


გამოყოფა\ შარკო ჰიპნოზის პათოლოგიური ბუნების დასადასტურებლად ჰიპნოზის

საშუალებით იწვევდა ისტერიულ პარალიზებს, კონტრაქტურებს, მუტიზმს, ამნეზიას და


ორგანული მიზეზებით გამოწვეული ტრავმებისაგან განსხვავებით, მათ დინამიკურ ტრავმებს
უწოდებდა. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში იგი დაინტერესდა რწმენით გამოწვეული
განკურნებით და თავის სტატიებში აღნიშნავდა, რომ რწმენით განკურნების კანონების შესწავლა
დიდ სარგებლობას მოუტანს მედიცინას.

ჟ\მ\შარკომ პირველმა მიაკვლია არაცნობიერ ფიქსირებულ იდეებს, როგორც ნევროზის

ეტიოლოგიურ ბირთვს\ ეს კონცეფცია არაცნობიერი ფიქსირებული იდეების შესახებ შემდგომში

განავითარეს პ\ჟანემ და ზ\ფროიდმა\

დინამიკური ფსიქიატრიის განვითარების ამ ეტაპისათვის, რომელიც ძირითადად


ჰიპნოზის შესწავლას ეფუძნებოდა, დამახასიათებელი იყო შემდეგი|

1. ჰიპნოზი წარმოადგენს არაცნობიერი ფსიქიკური სფეროს შესწავლის ძირითად მიდგომას


და მეთოდს ე\წ\viaregia-ს არაცნობიერში\ მას შემდგომში დაემატა შესწავლის დამატებითი

მეთოდები (მედიუმიზმი, ავტომატური წერა)\

2. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კლინიკურ შემთხვევებს, ე\წ\ მაგნეტურ

დაავადებებს (სპონტანური სომნაბულიზმი, ლეთარგია, კატალეფსია, მრავლობითი


პიროვნებები - MultiplePersonality - და ბოლოს, ისტერია\

3. ჩამოყალიბებული იქნა ადამიანის ფსიქიკის ახალი დუალისტური მოდელი, რომელიც


გულისხმობდა ცნობიერი და არაცნობიერი ფსიქიკის არსებობას\

4. ჩამოყალიბებული იქნა უცნობი მაგნეტური ფლუიდის ცნებაზე დაფუძნებული ახალი


თეორიები ნერვულ დაავადებათა პათოგენეზის შესახებ, რომელიც შემდგომში შეიცვალა
ფსიქიკური ენერგიის ცნებით\

5. პიროვნებისაგან მოწყვეტილი, ცნობიერისაგან გახლეჩილი დამოუკიდებელი,


ავტონომიური აქტივობის მქონე პიროვნების ფრაგმენტების არსებობის აღიარება\

6. არაცნობიერის მითოპოეტური ფუნქციის აღმოჩენა, რომელშიც იგულისხმებოდა


არაცნობიერი სფეროს მიდრეკილება ფანტაზიების, წარმოსახვების, სიმბოლოებისა და
მითების შექმნისაკენ\

მკურნალობა ემყარებოდა ძირითადად ჰიპნოზისა და შთაგონებისას პაციენტსა და ექიმს შორის


დამყარებული ემოციური კონტაქტის ე\წ\ რაპორტის დიდი მნიშვნელობის გათვალისწინებას\
აქვე უნდა აღინიშნოს ამ პერიოდში დინამიკურ ფსიქიატრიის დამოკიდებულება
ფსიქონერვული და სომატური დაავადებების ფსიქოგენეზის მიმართ\ ფსიქოგენეზის აღმოჩენას

და დასაბუთებას ხელი შეუწყო ჰიპნოზისა და მაგნეტიზმის გამოყენებით მიღწეულმა


განკურნებამ\ ამ პერიოდში არსებული თეორიები დაავადების ფსიქოგენეზის შესახებ შეიძლება

ორ ძირითად თეორიამდე დავიყვანოთ\

1. ფლუიდური თეორია, რომელიც ჯანმრთელობასა და დაავადებას,


უნივერსალური ფლუიდის შესაბამისად, ბალანსითა და დისბალანსით ხსნიდა\

2. იდეოდინამიზმის თეორია, რომელიც პოსტჰიპნოზური სუგესტიის ფენომენს


ეყრდნობოდა\ ეს უკანასკნელი შემდეგში მდგომარეობდა| ჰიპნოზის

სომნაბულურ სტადიაში გარკვეული აზრის და იდეის შთაგონებამ შეიძლება


გამოიწვიოს ამ იდეის ცნობიერებისაგან დამოუკიდებელი, ავტონომიური
ფუნქციონირება და მისი მოქმედებაში მოყვანა-შესრულება\ მიუხედავად იმისა,

რომ სუბიექტი, ადამიანი ვერ აცნობიერებს ამ აზრის არსებობას და მის


ზემოქმედებას მასზე\ მაგ\ შთაგონებული აზრი ექიმთან 1 წლის შემდეგ 4 საათზე

დაბრუნების თაობაზე ზუსტად სრულდება პიროვნების მიერ, მიუხედავად იმისა,


რომ მან არ იცის ამ შთაგონებული იდეის შესახებ\

დინამიკური ფსიქიატრიის წარმოშობასა და განვითარებას ხელი შეუწყო ევროპაში იმ


დროისთვის არსებულმა სოციალურ-ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა პირობებმა

ეკონომიკური ფაქტორებიდან უნდა აღინიშნოს ინდუსტრიული რევოლუცია, რომელიც


იწყება ინგლისში (1760-1830) და მსხვილი ინდუსტრიული საწარმოების შექმნით მთავრდება,
ხოლო პოლიტიკურიდან - ეროვნული სახელმწიფოების შექმნა\ ამ უკანასკნელთა ზეგავლენით

ლათინურმა ენამ, რომელიც საერთო ევროპულ სამეცნიერო ენად ითვლებოდა, ადგილი დაუთ-
მო ეროვნულ ენებს და ამით დიდი წვლილი შეიტანა დასავლეთ ევროპაში მეცნიერების,
კერძოდ, ფსიქოლოგიისა და ფსიქიატრიის განვითარებას\

კულტურულ წინაპირობას წარმოადგენდა აღმავლობა რასაც, დასავლეთ ევროპის


ცივილიზაცია და კულტურა უმადლოდა რენესანსს, ბაროკოს, განმანათლებლობასა და
რომანტიზმს, რომლებიც ერთმანეთს ენაცვლებოდნენ შუა საუკუნეებიდან *^* საუკუნის

ბოლომდე\ თითოეულმა მათგანმა თავისი დაღი დაასვა არა მარტო ლიტერატურასა და


ფილოსოფიას, ხელოვნებას, არამედ მეცნიერებასაც\ თითოეულ ამ მიმდინარეობას თავისი

წარმოშობის ცენტრი ჰქონდა\ რენესანსი და ბაროკო იტალიაში ჩაისახა, განმანათლებლობა -

საფრანგეთში, რომანტიზმი კი - გერმანიაში

ზ\ფროიდი (1856-1939) ითვლება დინამიკური ფსიქიატრიის თვალსაჩინო

წარმომადგენლად, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა მის განვითარებაში\ იგი დაიბადა

მორავიაში (ახლანდელი ჩეხეთი), ქ\ფრეიბურგში, ებრაელი ვაჭრის ოჯახში\

1860 წელს მისი ოჯახი საცხოვრებლად ვენაში გადადის\ სამედიცინო განათლების

მიღების შემდეგ (1881) იგი 5 წლის განმავლობაში იმ დროის გამოჩენილი ანატომის ბრიუკეს
ხელმძღვანელობით ეუფლება ნერვული სისტემის ჰისტოლოგიას\ მედიცინაში ჰელმჰოლცის

სკოლის წარმომადგენელი ერნსტ ბრიუკე ადამიანის ორგანიზმის ფუნქციონირებას ფიზიკის


ცნებების საშუალებით ხსნიდა\ მისი მოძღვრების თანახმად, ნერვული სისტემის და ფსიქიკის

ფუნქციონირების საფუძველს რეფლექსები წარმოადგენს\ ამის შემდეგ ზ\ფროიდი 5 თვის

განმავლობაში ფსიქიატრიულ კლინიკაში მუშაობს, ხოლო შემდგომი 5 წლის განმავლობაში იგი


მეინერტის ცერებრალური ანატომიის ლაბორატორიაში ადამიანის თავის ტვინის შესწავლაზე
მუშაობს\ 1885 წელს ფროიდი ვენის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ნევ-

როპათოლოგიის კათედრის ლექტორად ინიშნება\ ამ პერიოდში იგი მივლინებულია პარიზში,

მსოფლიოში აღიარებულ ნევროლოგთან ჟან მარტენ შარკოსთან, რომელიც იმდენად


ნეიროანატომიითა და ნეიროფიზიოლოგიით არ იყო დაინტერესებული, რამდენადაც ისტერიის
ფენომენით და მისი კლინიკური გამოვლინებებით\ ფროიდი 5 თვის განმავლობაში მუშაობს

შარკოსთან, რაც მისთვის უეჭველს ხდის იმ ფაქტს, რომ ჰიპნოზში შთაგონების გზით
შესაძლებელია პაციენტებში ისტერიული სიმპტომების როგორც გამოწვევა, ისე მათი გაქრობა.

1889 წელს იგი მივლინებულია საფრანგეთში, ჰიპნოზის ნანტის სკოლის


წარმომადგენლებთან ამბროაზ ლიებოსთან და იპოლიტ ბერნჰაიმთან ჰიპნოზის ტექნიკის
დასახვეწად\

ამ პერიოდში მიღებული გამოცდილებით მას ექმნება გარკვეული წარმოდგენა


ფუნქციურ ნერვულ დაავადებებზე, არაცნობიერ ფსიქიკურ პროცესებზე, რომლებიც
მიუხედავად იმისა, რომ ცნობიერების მიღმა არიან, მაინც ზეგავლენას ახდენენ პაციენტის
ქცევებზე,თუმცა, ავადმყოფმა ამის შესახებ არაფერი იცის\
ფროიდის იმ დროისათვის ორიგინალური თეორიის ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო იმ
ფაქტმა, რომ ფსიქონევროზები მძიმე და რთულ შემთხვევებში კარგად არ ემორჩილებოდა
ჰიპნოზით მკურნალობას ე\წ\ ჰიპნოზისადმი წინააღმდეგობის გამო\ ამიტომ, ფროიდი

იძულებულია პათოლოგიური აფექტების მიკვლევისა და განტვირთვისათვის სხვა გზები


ეძებოს და ბოლოს იგი ამას ახერხებს სიზმრების, ჰიპერესთეზიების, ჰიპოესთეზიების,
თავისუფალი ასოციაციების, პაციენტების მოტორული სფეროს დარღვევებისა და უნებლიე
ამნეზიის შესწავლითა და ახსნა-განმარტებით\ იგი განსაკუთრებულ ადგილს უთმობს ე\წ\

გადატანას (Transfer, Ubertragung)\(FreudS. 1912), ამ ფენომენის დროს ხდება ბავშვობაში

წარმოშობილი ავადმყოფისათვის მნიშვნელოვანი პირების (დედ-მამა, და-ძმა და სხვა ახლო


პირები ოჯახში) მიმართ დადებითი ან უარყოფითი ემოციებისა და გრძნობების გადატანა
ექიმზე\

ზემოთ ჩამოთვლილ მრავალფეროვან ფენომენთა გამოკვლევამ და ინტერპრეტაციამ


ზ\ფროიდი ახალი ორიგინალური ფსიქოთერაპიული მეთოდის აღმოჩენამდე მიიყვანა\ 1896

წელს იგი თავის ამ ახალ მეთოდს ფსიქოანალიზს უწოდებს\

ფროიდის სამცნიერო მოღვაწეობა ითვლის რამდენიმე ათწლეულს, რომლის


განმავლობაში მისმა თეორიამ არსებითი ცვლილებები განიცადა, რაც შესაძლებლობას გვაძლევს
მისი შემოქმედება პირობითად სამ პერიოდად დავყოთ\

პირველი პერიოდის განმავლობაში ფსიქოანალიზი სამედიცინო დისციპლინის და,


კერძოდ, ფსიქონევროზების მკურნალობის ფსიქოთერაპიული მეთოდის ფარგლებს არ
სცილდება\ ფროიდის ამ პერიოდის ნაწარმოებები ეხება სიზმრების ახსნა-განმარტებას (FreudS.

1900), ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოვლენილ ფსიქოპათოლოგიას (AhtblP\ 1901) და

დათრგუნვილ სექსუალურ ლტოლვას, როგორც ადამიანის ქცევის ძირითად მამოძრავებელ


ძალას (AhtblP\ 1905)\

მეორე პერიოდში ფროიდის კონცეფცია გადაიქცა ზოგადფსიქოლოგიურ სწავლებად


ადამიანის პიროვნებისა და მისი განვითარების შესახებ\ 1909 წელს იგი აშშ-ს მიემგზავრება,

სადაც კითხულობს ლექციებს, რომლებიც შემდგომში გამოიცემა როგორც ფსიქოანალიზის


საფუძვლების მოკლე კურსი\ ყველაზე უფრო გავრცელებული ხდება მისი ნაშრომი
„ფსიქოანალიზის შესავალი“ (AhtblP\ 1986), რაც 1916-1917 წლებში მის მიერ წაკითხული

ლექციების ჩანაწერებს წარმოადგენს\

მესამე პერიოდისათვის დამახასიათებელია ის, რომ ფსიქოანალიზი იქცევა


დასრულებულ ფილოსოფიურ სისტემად, რომელიც საფუძვლად ედება ცივილიზაციის,
კულტურის და რელიგიის გაგებასა და ახსნას\ ამ პერიოდში ინსტინქტების შესახებ მოძღვრებას

დაემატა აგრესიული ინსტინქტის, როგორც სიკვდილისა და ნგრევისაკენ სწრაფვის ცნება


(FreudS. 1920, 1926)\ იგი ასკვნიდა, რომ ომები და ნგრევა აგრესიული ინსტინქტის გამოვლენაა

ე\ი\ ადამიანის ბუნებით არის განპირობებული\ ამ პერიოდში იგი გვაწვდის პიროვნების 3-

წევროვან მოდელს (FreudS. 1923)\

ნაცისტების მიერ ავსტრიის ოკუპაციის შემდეგ საერთაშორისო ფსიქოანალიტიკურ


საზოგადოების კავშირმა ფროიდი გამოისყიდა და მას ინგლისში გამგზავრების ნება დართეს,
სადაც იგი ერთი წლის შემდეგ, 1939 წელს გარდაიცვალა\

ზ\ფროიდის ფსიქოანალიზური თეორია შემდეგ 5 ჰიპოთეზას ეყრდნობა:

1. დინამიკურს. ამ პოსტულატის თანახმად, ფსიქიკური დაავადება ინტრაფსიქიკური


კონფლიქტის არსებობით არის გამოწვეული\ ფსიქიკურ კონფლიქტში იგულისხმება

საპირისპირო მიმართულების მქონე ორი ფსიქიკური ინსტანციით გამოწვეული ფსიქიკური


დაძაბულობა, რომელიც, ფიზიკის ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, შეიძლება დენის ძაბვას
შევადაროთ\ ეს დაძაბულობა ანუ კონფლიქტი არსებობს არაცნობიერ სექსუალურ ან აგრესიულ

ინსტინქტურ იმპულსსა (რომელიც დაკმაყოფილებისა და განტვირთვისაკენ მიისწრაფვის) და


ე\წ\ დაცვით ფსიქიკურ ძალებს შორის, რომლებიც ამ იმპულსის გამოხატვისა და

დაკმაყოფილების საწინააღმდეგოდ არის მიმართული\

არაცნობიერ იმპულსში იგულისხმება არაცნობიერი ინსტინქტური ლტოლვის და


მოთხოვნილების (სექსუალური ან აგრესიული) მენტალური დერივატი\ არაცნობიერი

ინსტინქტური მოთხოვნილებები და ლტოლვები წარმოადგენს იმ მოთხოვნებს, რომელთაც


ადამიანის სხეული წარუდგენს ფსიქიკურ აპარატს\ ეს მოთხოვნები ფსიქიკაში მანიფესტირდება

როგორც ფსიქიკური და არა სომატური ფენომენები\ ამის გამო მათ ინსტინქტური

მოთხოვნილებების ფსიქიკურ წარმომადგენლებს ანუ დერივატებს უწოდებენ\


მოთხოვნილების დერივატის ცნებაში იგულისხმება ნებისმიერი ფანტაზია, აზრი,
სურვილი და მოტორული აქტი, რომელიც ხელს უწყობს არაცნობიერ ინსტინქტურ
მოთხოვნილებათა გამოვლენას, განტვირთვასა და დაკმაყოფილებას\

დაცვითი მექანიზმები ხელს უშლის ამ მოთხოვნილებათა გამოვლენასა და


დაკმაყოფილებას, რადგან ადრეული ბავშვობიდან ადამიანი ითვისებს იმას, რომ მათი
დაკმაყოფილება ან გამოვლენა დაკავშირებულია ფსიქიკურ (შფოთი, შიში, სირცხვილი და
თვითბრალდების განცდა) და ფიზიკურ ტკივილთან (FreudS. 1940)\

ადამიანი ბავშვობიდან ეზიარება წინააღმდეგობას და აკრძალვებს ლტოლვების უშუალო


გამოვლენისადმი\ აშკარად თუ ფარულად აღქმული აკრძალვები, დასჯის შიში მშობლებისაგან

და საზოგადოებისაგან მუდამ რჩება მის მეხსიერებაში, რაც ქმნის იმ არაცნობიერ განწყობას,


რომლის მიხედვითაც იმპულსთა პირდაპირ გამოვლენას და დაკმაყოფილებას სერიოზული,
უსიამოვნო შედეგები (ტკივილი, დასჯა, შურისძიება) მოყვება\ ეს გარეგანი აკრძალვები და

წინააღმდეგობები დროთა განმავლობაში ინტერიორიზაციას განიცდიან, რაც იმას ნიშნავს, რომ


მათი გათავისება-გაშინაგანება ხდება ინდივიდის მიერ და ისინი უკვე მოქმედებენ არა როგორც
გარე, არამედ, როგორც შინაგანი აკრძალვები\

მოთხოვნები და ზეწოლა, რომელთაც ინსტინქტური მოთხოვნილებები წარუდგენენ


ფსიქიკას, მუდმივი ინტენსიურობისა არ არის\ რაც უფრო მეტია სექსუალური ან აგრესიული

რეაქციების (Response) სტიმულირება გარემო ობიექტური პირობებისაგან, მით უფრო


მატულობს ამ ლტოლვათა ინტენსიურობა\

ფსიქიკური დაავადება ამ კონფლიქტის არაადექვატურ, კომპრომისულ გადაწყვეტას


წარმოადგენს\ მკურნალობის მიზანი პაციენტისათვის წარსულში გადატანილი ფსიქიკური

ტრავმის გაცნობიერებაა\ ეს უსიამოვნო ტრავმები უსიამოვნო მტკივნეულ და მიუღებელ

მოგონებებს იწვევს, რის გამოც ისინი იდევნება ცნობიერების ველიდან ფსიქიკური დაცვითი
მექანიზმებით\ ეს მოვლენა რეპრესიის ანუ განდევნის თეორიის სახელით არის ცნობილი\

დინამიკური პოსტულატის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს ფსიქიკური


დეტერმინიზმის პრინციპი, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ ფსიქიკურ ფენომენს და ქცევას,
ფიზიკური სამყაროს მსგავსად, აქვს თავისი ფსიქიკური მიზეზი ანუ შემთხვევითი ფსიქიკური
ფენომენები და მოქმედებები არ არსებობს\
2. გენეტიკური ჰიპოთეზის მიხედვით, ფსიქიკური აშლილობები ბავშვის ფსიქო-სექსუალურ
განვითარებაში არსებული დარღვევებით აიხსნება\ ფროიდის თანახმად, ინსტინქტური

სექსუალური მოთხოვნილება დამახასიათებელია ყველა ინდივიდისათვის სიცოცხლის


პირველივე დღეებიდან\ ამ სექსუალური მოთხოვნილებების წყაროს წარმოადგენს ფიზიკური

სხეული\ ლტოლვები ზეწოლას ახდენენ ფსიქიკაზე, რათა მიაღწიონ თავის მიზანს - დაგროვილი

სექსუალური ენერგიის - ლიბიდოს განტვირთვასა და დაკმაყოფილებას\ ბავშვის ზრდის

პერიოდში ძირითადი ლიბიდოს ანუ სექსუალური ენერგიის წყაროს გადანაცვლება ხდება


ორგანიზმით განსაზღვრული გზებითა და ფორმებით\ ამ ძირითად წყაროებს სხვანაირად

ეროგენულ ზონებს უწოდებენ\ 18 თვის ასაკამდე ბავშვის ეროგენულ ზონას წარმოადგენს პირი,

ტუჩები და ენა\ ამ დროს ორალური ზონა აღნიშნული ლტოლვების დაკმაყოფილების

ერთადერთი ორგანოა\

ჩვილ ბავშვს ფსიქიკური დაძაბვის განმუხტვა შეუძლია მხოლოდ ერთი გზით - ჯერ
წოვით, შემდგომში კი კბენით და ღეჭვით\ 18 თვის ასაკის შემდეგ ძირითადი ლიბიდოზური

სექსუალური აგზნების წყარო ხდება ანალური ზონა\ რექტუმში დაგროვილ ფეკალურ მასათა

ზეწოლა ანალურ არეში განიცდება, როგორც უსიამოვნება, ხოლო მათი გამოდევნა


განტვირთვასა და სიამოვნებას იწვევს\ მოგვიანებით ანალურ ფაზაში ფეკალური მასების

შეკავება და დეფეკაციაზე კონტროლი განიცდება, როგორც სიამოვნება\

3 წლის ასაკისათვის, ე\წ\ ფალური ფაზის დროს, ლიბიდოს მთავარ წყაროს წარმოადგენს

გენიტალიები (ბიჭებისათვის penis, გოგონებისათვის clitoris), ხოლო სექსუალური აგზნების


დაკმაყოფილება-განტვირთვა ხდება ინფანტილური მასტურბაციით, სხვისი გენიტალიების
თვალთვალით (ვუარისტული კომპონენტი), ან საკუთარი გენიტალიების (ინსტინქტის
ექსჰიბიციონისტური კომპონენტი) ჩვენებით და მოშარდვის გზით (ურეთრული კომპონენტი)\

აქ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ობიექტთან ურთიერთობის ფაქტს\ ფსიქოსექსუალური

განვითარების თითოეული ფაზა ობიექტთან ურთიერთობის სპეციფიკური თავისებურებებით


ხასიათდება\

ორალურ ფაზაში სექსუალური ლტოლვის ობიექტს წარმოადგენს ჯერ ბავშვის საკუთარი


სხეული, კონკრეტულად კი მისი პირის ღრუ, ხოლო შემდგომში ვიზუალურად და
ტაქტილურად შემოდის დედის ძუძუ, როგორც ლტოლვის ობიექტი\ ეს უკანასკნელი ბავშვის
ფსიქიკაში ვლინდება მოგონების კვალის სახით და მასზე, როგორც დაკმაყოფილების ძირითად
მთავარ ობიექტზე ფიქსირდება (კათექსისი) ბავშვის სექსუალური ლიბიდო\

ანალურ ფაზაში დედასა და ბავშვს შორის დამყარებულ ურთიერთობას ტუალეტ-


ტრენინგს უწოდებენ\ ამ დროს დედა წინ აღუდგება ბავშვის სპონტანურ სიამოვნებას, რომელსაც

იგი დეფეკაციისაგან ღებულობს\ აქ დედა წარმოგვიდგება ბავშვის დაკმაყოფილებისა და

სიამოვნების ამკრძალავ ობიექტად\ იგი მიისწრაფვის კონტროლი დაამყაროს ბავშვის ანალურ

აქტივობაზე და ამით დისციპლინას აზიაროს იგი\ ამ დროს ბავშვის ფსიქიკა შემდეგი

კითხვებით არის მოცული| ვინ აკონტროლებს ჩემს სხეულს და მის ფუნქციებს~ დავემორჩილო

დედის კონტროლს თუ წინ აღვუდგე მას, რათა თვითონ გადავწყვიტო, თუ სად და როდის
მოვახდინო დეფეკაცია~ რა სასჯელი მელის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში და რით

დავჯილდოვდები მორჩილების შემთხვევაში~

ფალურ ფაზაში ბავშვის ობიექტთან ურთიერთობის ახალ, მნიშვნელოვან ფაქტს აქვს


ადგილი\ ეს მოვლენა ფალურ ფაზაში აღმოცენდება და ოიდიპოსის კომპლექსის სახელწოდებით

არის ცნობილი\ ამის გამო ფალურ ფაზას ობიექტთან ურთიერთობის ოიდიპოსის ფაზასაც

უწოდებენ\ამ დროს ბავშვს სექსუალური ინტერესი უჩნდება საწინააღმდეგო სქესის მშობლის

მიმართ და აგრესიულობა - საკუთარი სქესის მშობლისადმი\ ამ ნორმალურ მოვლენას

აუცილებლად არ მივყავართ სექსუალურ ან სხვა პათოლოგიამდე\

დედისა და ბავშვის, მამისა და ბავშვის და მშობლების ერთმანეთთან ურთიერთობა


ილექება ბავშვის ფსიქიკაში განსხვავებული ფორმით (მოგონებები, ქცევები, რწმენა,
დარწმუნება, შიშები, აკრძალვები) და დიდი ზეგავლენა აქვს მისი ხასიათისა და სექსუალური
ორიანტაციის ჩამოყალიბებაზე\

ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ ეს ფაზები არსებობას განაგრძობენ მოზრდილ ასაკშიც,
მაგრამ ისინი აქ ნაწილობრივად არსებობენ, როგორც ზრდასრული გენიტალური სექსუალური
ცხოვრების კომპონენტები\ტერმინ სექსუალობას სხვა დატვირთვა აქვს, ვიდრე ჩვენ მას

ვიყენებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში\ სექსუალობა გაგებულია, როგორც ფსიქიკური და

ქცევითი პროცესების ერთობლიობა, რომლებიც მიისწრაფვიან სიამოვნებისაკენ, ხოლო


სიამოვნებაში კი იგულისხმება დაძაბვის (აგზნების) განტვირთვა და ამით დაკმაყოფილების
მიღწევა\
ამ ჰიპოთეზაში დიდი მნიშვნელობა აქვს ფიქსაციის და რეგრესიის ცნებებს\ ფიქსაციაში

იგულისხმება ფსიქოსექსუალური განვითარების შეჩერება, რომლის დროსაც


ფსიქოსექსუალური განვითარების წინა ფაზა მომდევნო განვითარების ფაზაში ვლინდება,
ფიქსირდება უკიდურესად გადაჭარბებული ხარისხით\ ფიქსაციას იწვევს ერთი მხრივ,

უკიდურესად ძლიერი ფრუსტრაცია (დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილებები და სურვილები),


მეორე მხრივ კი, ჭარბი, გადამეტებული, უმნიშვნელო ფრუსტრაციასაც კი მოკლებული
დაკმაყოფილება\

სათანადო სტადიაზე არსებული უჩვეულო ფრუსტრაცია ან ზედმეტი დაკმაყოფილება


იწვევს ამ ფაზისათვის სპეციფიკური მოთხოვნილებების გააქტიურებას და უცვლელობას, რის
გამოც ისინი მომდევნო ფაზაში შეუსაბამო ადგილს იკავებენ\ მაგ\ ორალურ ფაზაში ფიქსაციისას

მოზრდილ ცხოვრებაშიც ზედმეტი ყურადღება ეთმობა ორალურ იმპულსებს\ იდეალურია

ისეთი განვითარება, როდესაც ადგილი აქვს ბალანსს დაკმაყოფილებასა და ფრუსტრაციას


შორის\

რეგრესია გულისხმობს ფიქსაციის არსებობას რომელიმე ფაზაში\ ძლიერი სტრესის,

მწვავე ფსიქოტრავმის ან ინტენსიური ფრუსტრაციისას ინდივიდის ქცევამ, სიმპტომებმა,


დაცვის ტიპმა შეიძლება რეგრესი განიცადოს იმ ადრინდელ ფაზამდე, რომლებზე ფიქსაციასაც
ჰქონდა ადგილი\ მაგ\ შფოთის დროს შფოთიანი გაძლიერებული ჭამა\

3. ეკონომიკურს. ამ ჰიპოთეზაში ჩანს ის დიდი გავლენა, რომელიც ბრიუკემ და


მეინერტმა მოახდინეს ფროიდზე, კერძოდ, მის კონცეფციაზე\ ისინი ფიქრობდნენ, რომ

ორგანიზმი ფიზიკური სამყაროს პროდუქტია და ორგანიზმის ატომთა სისტემა მოძრაობს


ენერგიის შენახვის კანონის თანახმად\ მათ ფსიქიკის ყველა ფენომენი დაყავდათ ნერვული

სისტემის ფიზიკურ რეფლექსებამდე\ მათ, აგრეთვე, მიაჩნდათ, რომ ნერვული სისტემის

აქტიურობას საფუძვლად უდევს აგზნების რაოდენობა, რომელსაც ნერვულ ქსოვილში,


სისტემაში გადააგილების, დაგროვების, გაზრდის და შემცირების უნარი აქვს, რაც, თავის მხრივ,
დამოკიდებულია გამღიზიანებლის ანუ სტიმულის სუმაციაზე\ ეს ნეიროფიზიოლოგიური

კონცეფცია ფროიდმა გადაიტანა ფსიქიკურზე\ პირველად ეკონომიკური ჰიპოთეზა სისტემაში

ჩამოყალიბებული ფორმით ფროიდმა მოგვაწოდა თავის ნაშრომში „სიზმრის ინტერპრეტაცია“


(FreudS. 1900)\ იგი უშვებს ფსიქიკური ენერგიის არსებობას, რომელსაც გააჩნია რაოდენობა და
გადანაცვლების უნარი\ თუმცა, იგი ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ ეს არის ჰიპოთეზური და

აბსტრაქტული ცნება, რომლის ფიზიკური პარამეტრებით გაზომვა შეუძლებელია\ მიუხედავად

ამისა, ფსიქიკური ენერგიის ცნება რჩება ფსიქოანალიზისათვის ყველაზე უფრო ეფექტიან


საშუალებად ინსტინქტურ ლტოლვათა და მათ საწინააღმდეგოდ მიმართული დაცვითი
ძალების ახსნის, დაკვირვებისა და გაგების საკითხში\ ახდენენ რა ზეწოლას ფსიქიკაზე,

ინსტინქტური მოთხოვნილებები ქმნიან ჰიპოთეზურ ცენტრალურ სტიმულირებას, ეს აგზნება


ანუ დაძაბვა მუდმივად არსებობს, მაგრამ მისი ინტენსიურობა იცვლება\ ინტენსიურობის ზრდა

ან კლება შესაბამისად, აღიქმება, როგორც ფსიქიკური ენერგიის დონის მომატება-დაკლება\

ფსიქიკური ენერგიის დონის ზრდა განიცდება, როგორც უსიამოვნება-დაუკმაყოფილებლობა,


ხოლო დაკლება, როგორც სიამოვნება-დაკმაყოფილება\ სიამოვნება-უსიამოვნების (Lust-unlust)

პრინციპი არსებითია ეკონომიკური პოსტულატისათვის\ სიამოვნება განისაზღვრება, როგორც

უსიამოვნების, დაუკმაყოფილებლობის შემცირება ან გაქრობა\

ინსტინქტურ ლტოლვას ანუ მოთხოვნილებებს აქვთ| 1) წყარო - ორგანო ან ორგანიზმის

ქსოვილი, რომლისგანაც ისინი აღმოცენდება; 2) ინტენსიურობა - ფსიქიკური ენერგიის


რაოდენობა, რომელმაც შეიძლება განიცადოს აკუმულაცია (დაძაბვის მომატება) ან განტვირთვა
(დაძაბვის შემცირება); 3) მიზანი - დაკმაყოფილება; 4) ობიექტი - პიროვნება ან გარე სამყაროს
საგანი, რომლის საშუალებითაც მიიღწევა ფსიქიკური ენერგიის განტვირთვა ანუ
დაკმაყოფილება\ ფსიქიკური ენერგია შეიძლება მიმართული იყოს ობიექტის ამსახველ

წარმოდგენაზე, დაუკავშირდეს ობიექტის ამსახველ იდეას ან მოხდეს ფსიქიკური ენერგიის


ინვესტირება საგნის ან პიროვნების ამსახველ წარმოდგენაში\ ფსიქიკური ენერგიის ამ

ინვესტირებას ჰქვია ობიექტის კათექსისი\ ინსტინქტური მოთხოვნილება გარეგანი ობიექტის

გამომხატველ იდეაში, წარმოდგენაში, ხატში ახდენს ინვესტირებას მზარდი კათექსისით\ ეს

უბიძგებს პიროვნებას ისეთი ქცევისაკენ, რომელიც დაკმაყოფილების მიზნით ამ ობიექტისადმი


მოტორული მისწრაფებით გამოიხატება\

აკრძალვები და შიშები ამუხრუჭებენ მოტორული აქტის განხორციელებას და ამის გამო


დაკმაყოფილების საწინააღმდეგოდ არიან მიმართული\ აკრძალვამ და შიშებმა შეიძლება

მოტორული განხორციელების სურვილის გაცნობიერებას შეუშალონ ხელი\ ეს ოპოზიცია,

რომელიც მიმართულია მოტორული აქტის ან მოტორული განხორციელების (მოტორული აქტი)


სურვილის წინააღმდეგ, ცნობილია კონტრკათექსისის სახელწოდებით\ ინსტინქტური
მოთხოვნილება შეიძლება განიდევნოს, დაითრგუნოს ან შესაძლოა გადაინაცვლოს და აქტიური
მდგომარეობიდან პასიურში გადავიდეს\

ინსტინქტური მოთხოვნილებები ძირითადად ორი სახისაა - სექსუალური, რომელთაც


ფიზიკურ სხეულში აქვთ წყარო, და აგრესიული, რომელთა წყარო სხეულში არ არის\ ეს ორი

მოთხოვნილება შეიძლება ერთმანეთთან იყოს კონფლიქტში - ე\ი\ მათ შორის იყოს ბრძოლა

გამოვლენისათვის\ ხშირ შემთხვევაში კი ისინი ერთმანეთში შერეული არიან\ ყველა ქცევა,

ნორმალური თუ პათოლოგიური, განისაზღვრება იმ კონფლიქტით, რომელიც არსებობს


შერეულ (აგრესიულ და სექსუალურ) ინსტინქტურ მოთხოვნილებებსა და მათი გამოვლენის
წინააღმდეგ მიმართულ ძალებს შორის\

4. სტრუქტურული ჰიპოთეზა. ფროიდი გვაძლევს ფსიქიკური აპარატის მოდელს (იხ\

სქემა\№1), რომელიც სამი ინსტანციისაგან შედგება| 1) Id- ანუ

იგი წარმოდგენილია არაცნობიერი ინსტინქტური ლტოლვებით და მოთხოვნილებებით


(აგრესიული და სექსუალური)\ ისინი მოიცავს ძირითად ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებათა

ადრეულ დაკმაყოფილებასთან დაკავშირებულ შეგრძნებებს და მოგონებებს; 2) Ego -ანუ მე,


რომელიც პიროვნების თვითშენახვის და რეალურ სამყაროსთან ადექვატური ურთიერთობის
ფუნქციას ასრულებს; 3) SuperEgo -რომელიც საზოგადოებისა და კულტურულ ფასეულობათა
მიერ დაწესებული აკრძალვების, ტაბუს და მორალურ-ეთიკური ნორმების სფეროს
წარმოადგენს\

ამ სამ ინსტანციას შორის თამაშდება ინტრაფსიქიკური კონფლიქტები\Id-ს ყოველგვარი

რეალობის გთვალისწინების გარეშე სურს საკუთარ ლტოლვათა დაკმაყოფილება, რომელთა


წინააღმდეგ მიმართულია SuperEgo-ს აკრძალვები\
სქემა №1

Ego-მ ეს ორის სფერო გარკვეულწილად უნდა შეარიგოს ისე, რომ რეალობა


გაითვალისწინოს, არ გაექცეს მას ანუ, ფროიდის სიტყვებით, დაეყრდნოს რეალობის
პრინციპს\Ego შეიცავს როგორც ცნობიერ, ასევე არაცნობიერ მენტალურ ელემენტებს| მოგონების,

კონცენტრაციის, გადაწყვეტილების მიღების, მსჯელობის, ყველა ინტელექტუალური


აქტივობის, დაგეგმვის და დასწავლის უნარს\Ego-ს ფუნქციებს მიეკუთვნება, აგრეთვე,

მოტორული ქცევის კონტროლი, სხვებთან ურთიერთობის დამყარებისა და შენარჩუნების უნარი


(ობიექტ-ურთიერთობები)\ და ბოლოს, რეალობის განცდის უნარიც.

მე-ს განვითარება და ჩამოყალიბება იწყება ე\წ\ პრე-Ego, ან მე-ს წინარე პროცესიდან,

რომელსაც წარმოადგენს სტიმულთა ბარიერი, რომელიც იცავს ბავშვს მრავალი გარეშე


სტიმულით გამოწვეული შესაძლებელი ზეზღურბლოვანი აგზნებისაგან.

ფროიდის მიხედვით (იხ\ გვ\), Id-ის ძლიერი ლტოლვებისა და SuperEgo-ს მოთხოვნებისა და

აკრძალვების დასაკმაყოფილებლად Ego იყენებს გარკვეულ ფსიქოლოგიურ დაცვით


მექანიზმებს (FreudS. 1940)\ ფროიდის მიხედვით ფსიქიკური დაავადებები და, განსაკუთრებით,

ფსიქონევროზები არის ფსიქიკაში არაცნობიერ ლტოლვებს, Ego-სა და SuperEgo-ს შორის გა-


მართულ ბრძოლაში მიღწეული კომპრომისი\Ego შეიცავს როგორც ცნობიერ, ასევე არაცნობიერ
მენტალურ ელემენტებს| მოგონების, კონცენტრაციის, გადაწყვეტილების მიღების, მსჯელობის,

დაგეგმვის, დასწავლისა და სხვა ინტელექტუალურ უნარებს\Ego -ს ფუნქციებს განეკუთვნება

მოტორული ქცევის კონტროლი, სხვებთან ურთიერთობის დამყარებისა და შენარჩუნების უნარი


(ობიექტ-ურთიერთობები), და ბოლოს, რეალობის განცდისა და მასში სწორად გარკვევის უნარი.

5. ტოპოგრაფიული ჰიპოთეზა\ ამ პოსტულატის მიხედვით ფსიქიკა შედგება 3 ფსიქიკური

სისტემის ან სფეროსაგან: 1) ცნობიერი,2) ქვეცნობიერი და 3) არაცნობიერი ინსტანციებისაგან\

ზ.ფროიდი აღნიშნავდა, რომ ფსიქიკურ ტოპოგრაფიას არაფერი აქვს საერთო


ანატომიასთან (S.Freud 1915)\ ფროიდს აქ მხედველობაში აქვს ის, რომ ზემოთ ჩამოთვლილი

ფსიქიკური ინსტანციები არ არის პირდაპირ დაკავშირებული თავის ტვინის რომელიმე


გარკვეულ უბანთან\

არაცნობიერი სფერო შედგება ინსტინქტური ლტოლვების წარმომადგენლობისაგან,


წარმონაქმნებისაგან, რომლებიც მიისწრაფვიან ლიბიდოს განმუხტვისა და განტვირთვისაკენ
ანუ დაკმაყოფილებისაკენ და, რომელთაც აგზნების იმპულსები გადაჰყავთ ქვეცნობიერსა და
ცნობიერში, რათა მოტორული სფეროს საშუალებით განტვირთვასა და დაკმაყოფილებას მი-
აღწიონ\

არაცნობიერი პროცესები დროის ასპექტსა და ფაქტორს მოკლებული არიან, ისინი არ


იზიარებენ გარე სამყაროს რეალიებს და განუწყვეტლივ, რეალური პირობების
გაუთვალისწინებლად და გაცნობიერების გარეშე მიისწრაფვიან დაკმაყოფილებისაკენ\

არაცნობიერის ამგვარ ფუნქციონირებას ფსიქოანალიზში, აგრეთვე, „პირველად პროცესს“


უწოდებენ\ პროცესი ყოველთვის მზად არის გადაანაცვლოს თავისი ლიბიდოს ენერგია

ნებისმიერი ობიექტისაკენ, რომელიც მათ უშუალო დაკმაყოფილებას შესთავაზებს\ სხვაგვარად

მას კათექსისის მობილობას უწოდებენ\

პირველადი პროცესისაგან განსხვავებით, მეორადი პროცესი, რომელშიც მოქმედება


ვლინდება ცნობიერისა და ქვეცნობიერის დონეზე, ანგარიშს უწევს რეალობას, აკრძალვებს და
მას ლტოლვის გადავადების უნარი გააჩნია\ არაცნობიერი ლტოლვის ენერგია მიისწრაფვის

უშუალო განტვირთვისაკენ\ ეს ფსიქიკური ენერგია უკავშირდება რა იდეებსა და წარმოდგენებს


(რომლებიც გარე ობიექტების აღქმის შედეგია), წინააღმდეგობას ხვდება ქვეცნობიერში
არსებული, ცენზორის ფუნქციის მქონე ფსიქიკური ძალებისაგან\

მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ცენზორული ინსტანცია კონტროლს უწევს ამ ლტოლვებს\

ცნობიერების ინსტანცია -Ego-ს, ადამიანის, ინდივიდის თავდაცვის, თვითშენახვის მიზნებს


ემსახურება\ ქვეცნობიერ სფეროში ინახება ყველა ის განცდა, რომელიც ადვილად შემოდის

ცნობიერების ველში და არ ესაჭიროება სპეციალური ფსიქოანალიზური ჩარევა\

ალფრედ ადლერი (1870-1937) დაიბადა ვენის გარეუბანში, ებრაელი ვაჭრის ოჯახში\

სამედიცინო განათლების მიღების შემდეგ იგი მუშაობას იწყებს ვენაში, როგორც პრაქტიკოსი
ექიმი\ ფროიდის პაციენტებისაგან განსხვავებით, მისი პაციენტები საზოგადოების დაბალ ფენას

მიეკუთვნებოდნენ\ სტუდენტობაში მას სოციალისტური იდეები იტაცებდა\ 1902-1911 წლებში

იგი თანამშრომლობს ფროიდთან და ჯერ ახლად ჩამოყალიბებული ვენის ფსიქოანალიზური


საზოგადოების წევრი ხდება, ხოლო შემდეგ, 1910 წელს მას ამ საზოგადოების პრეზიდენტად
ირჩევენ\ ამ წლებში იგი ბევრ სტატიას აქვეყნებს სამედიცინო და პედაგოგიურ ჟურნალებში\ მათ

შორის აღსანიშნავია მისი წიგნი „ორგანოთა უკმარისობის შესახებ“\ ამ კონცეფციით, მან

ფიზიოლოგიური ბაზისი შეუქმნა ფსიქოანალიტიკურ მოძღვრებას\ 1911 წლიდან სულ უფრო

ნათელი ხდება ფსიქონევროზების ბუნების შესახებ ადლერის კონცეფციის განსხვავება


ფროიდის თვალსაზრისისაგან\ მისი სტატიებისა და ნაშრომის „მასკულინური პროტესტის“

გამოქვეყნების შემდეგ ფსიქოანალიტიკურ საზოგადოებაში მძაფრი დისკუსია იმართება, რის


შედეგად ადლერი თავის მეგობარ ფიურტმიულერთან ერთად ტოვებს ამ საზოგადოებას და
მომავალში, ფროიდისაგან განსხვავებული კონცეფციის საფუძველზე ქმნის „თავისუფალი
ფსიქოანალიზის საზოგადოებას“, რომელსაც შემდგომში „ინდივიდური ფსიქოლოგიის
საზოგადოება“ ეწოდა\ 1913-1914 წლებში იგი აქვეყნებს მრავალ სტატიას, რომლებიც ეხება

ფსიქონევროზების სხვადასხვა ასპექტს და აარსებს „ინდივიდუალური ფსიქოლოგიის ჟურ-


ნალს“, რის გამო მისი იდეები თანდათანობით მთელ ევროპაში ვრცელდება\ 1926 წელს მას ვენის

პედაგოგიური ინსტიტუტის პროფესორად ირჩევენ\ ამ პერიოდში მისი მოღვაწეობა სცილდება

ევროპის ფარგლებს და თავისი მოძღვრების გასაცნობად და გასავრცელებლად იგი აშშ-ში


მიემგზავრება, სადაც კოლუმბიის და ნიუ-იორკის უნითერსიტეტებში ატარებს ლექციების
კურსს. 1929 წელს მას ნიშნავენ ვენის „მარია ჰილფეს“ ამბულატორიის დირექტორად, სადაც იგი
ამბულატორიულ მკურნალობას უწევს ფსიქონევროზებით დაავადებულ პაციენტებს\ 1934
წელს, ხელისუფლების სათავეში ნაცისტების მოსვლის შემდეგ, იგი ტოვებს ავსტრიას და
ემიგრაციაში მიემგზავრება აშშ-ში, სადაც განაგრძობს ნაყოფიერ მოღვაწეობას\ 1937 წელს იგი

მიემგზავრება სალექციო კურსის ჩასატარებლად დიდ ბრიტანეთში და ამავე წელს შოტლანდიის


ქალაქ აბერდინში კვდება გულის ინფარქტით.

ადლერს სწამდა კაცობრიობის პროგრესისა\ მისი ერთ-ერთი უკანასკნელი სტატია

„კაცობრიობის პროგრესის შესახებ“ (AdlerA. 1964) გამსჭვალულია ფილოსოფიური ოპტიმიზმით\

მისი დამოკიდებულება რელიგიისადმი დადებითი იყო\ მას მიაჩნდა, რომ ღმერთი ის

სრულყოფილი იდეალია, რომლისკენაც ადამიანი უნდა მიისწრაფოდეს და ამ მისწრაფებაში


ადამიანი ხდება უფრო სრულყოფილი\ ადლერის აზრით მის მოძღვრებასა და რელიგიას შორის

განსხვავება ის არის, რომ რელიგიის სფეროს რწმენა წარმოადგენს, ხოლო ინდივიდუალური


ფსიქოლოგიისას - მეცნიერება\

ადლერის ინდივიდუალური ფსიქოლოგია ეყრდნობა შემდეგ სამ ძირითად დებულებას|

I. ვიტალური აქტივობის ფინალისტურ ცნებას;

II. არასრულფასოვნებისა და

III. ჰიპერკომპენსაციის ცნებებს.

I. ფინალიზმის პრინციპი. ფროიდისაგან განსხვავებით, რომელიც ფსიქონევროზების

ეტიოპათოგენეზში ეყრდნობა ფსიქოლოგიურ დეტერმინიზმსა და მიზეზ-შედეგობრივ ანუ


კაუზალურ პრინციპს, ადლერს მიაჩნდა, რომ ინდივიდის, და, საერთოდ, ცოცხალი არსების
ქცევას განაპირობებს მომავალი მიზანი და არა წარსული მიზეზი\ ადლერს ნაკლებად

აინტერესებს საიდან მომდინარეობს და წარმოიშვება იმპულსი, სურვილი და სხვა ფსიქიკური


ფენომენები\ იგი ხაზს უსვამს პერსპექტივას და მიზანს, რომლისკენაც მიმართულია ეს

ფსიქიკური ფენომენები\

ადლერის მიხედვით, ფსიქოანალიზის მთავარი კითხვა „საიდან~“ კი არ უნდა იყოს,

არამედ „საითკენ~“ აქედან გამომდინარე, ადლერისათვის ყოველ ფსიქიკურ ფენომენს და ქცევის

აქტს აქვს მნიშვნელობა და საზრისი, რაც მიზანზე ორიენტირებას ნიშნავს\


II. არასრულფასოვნების ცნება\ ამ ცნებაში შემდეგი ფაქტორები იგულისხმება.

1. ორგანოთა დეფექტი\ იგულისხმება ბავშვის სხეულის რომელიმე ნაწილის ან

ორგანოს თანდაყოლილი ან შეძენილი დეფექტი, ან მისი არარსებობა (მაგ\ ხელის,

თვალის, გულის მანკი და სხვ\)\ ამ სიტუაციაში ბავშვს უვითარდება

არასრულფასოვნების განცდა არა მარტო უფროსების, არამედ თანატოლების


მიმართაც\ ორგანული უკმარისობა შეიძლება გამოწვეული იყოს არა მარტო

ორგანოთა დეფექტით, არამედ ისეთი ნორმალური ფაქტორებითაც, რომელთაც


ბავშვი ნაკლივით განიცდის (მაგ\ ულამაზო გარეგნობა, უჩვეულო ფერის თმა და

სხეულის უჩვეულო აგებულება, სიმსუქნე და არაჩვეულებრივი სილამაზეც კი)


(AdlerA. 1917)\

2. აღზრდა. აღზრდას გადამწყვეტი როლი აქვს ბავშვის, და შემდგომში,


მოზრდილის ხასიათის ჩამოყალიბებაში\ აქ აღინიშნება ორი უკიდურესობა|

მეტისმეტი სიმკაცრე და სიზარმაცის წამქეზებელი განებივრება\

ბავშვის აღზრდის მოძველებულ წესს ორნაირ შედეგამდე მივყავართ| F) „სამაგალითო“

ბავშვი, რომლის ქცევაში წამყვანია კონფორმიზმი და უსიტყვო მორჩილება\ ასეთი ბავშვი

მოზრდილ ასაკში უინიციატივო ხდება და უჭირს ცხოვრებისეულ სიძნელეებთან ბრძოლა და


მათი გადალახვა;

a მეამბოხე, დაუმორჩილებელი ბავშვი, რომელშიც მკვეთრად არის გამოხატული ამბიცია,


სიჯიუტე და გადაჭარბებული მგრძნობელობა მარცხისადმი\ ასეთი ბავშვები ბავშვობაშიც და

მოზრდილ ასაკშიც მიზნის მიუღწევლობის შემთხვევაში განიცდიან გადაჭარბებულ


არასრულფასოვნების განცდას\

b) გადაჭარბებულ განებივრებას ბავშვობასა და მოზრდილ ასაკში ყოვლისშმეძლეობის


გრძნობამდე მივყავართ\ ასეთი ადამიანები მკაცრ, ცხოვრებისეულ რეალობასთან შეხებისას,

რომელიც ყოველთვის ვერ აკმაყოფილებს მათ სურვილებსა და მოლოდინს, დეპრესიისადმი


არიან მიდრეკილნი\
3. ოჯახური კონსტელაცია. მასში იგულისხმება ოჯახში ბავშვის ადგილის, პოზიციის,
როლისა და სტატუსის თავისებურება და ამ თავისებურების ზეგავლენა ბავშვისა და
მოზრდილის ხასიათის ჩამოყალიბებაზე\

c) ობოლი, დედინაცვლის ან მამინაცვლის აღზრდილი ბავშვები;

<) ერთადერთი ბავშვი ოჯახში\ ეს სტატუსი თითქმის ყოველთვის იწვევს ინდივიდის

განებივრებას აქედან გამომდინარე ყველა შედეგით;

d) „უმცროსს“ ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი უკავია ოჯახურ გარემოში;

E) ოჯახის მამაკაცების (რამდენიმე ძმა, ბაბუები, ბიძები) გარემოში ერთადერთი გოგონა


ან პირიქით;

F) არასასურველი ბავშვი - მშობლის მოლოდინის გაცრუება საწინააღმდეგო სქესის

ბავშვის დაბადებისას, დაუგეგმავი ბავშვის გაჩენა და სხვ\

4. სქესობრივი განსხვავება დიდ როლს ასრულებს არასრულფასოვნების გრძნობის


გაძლიერებასა და ინტენსიფიკაციაში\ ადლერის აზრით, შეგნებულად ან შეუგნებლად

პატრიაქალურ საზოგადოებაში (იგი ალბათ თავისი დროის საზოგადოებას გულისხმობდა) ქალი


უფრო ნაკლებად ფასობს\

სქესობრივ განსხვავებას გარკვეული სპეციფიკური დატვირთვა აქვს, რომელიც


შემდეგნაირად შეიძლება გამოიხატოს|

მამაკაცური,ძლიერი,მაღალი,ზემოთა,ფასეული; ქალური,სუსტი,
დაბალი,ქვემოთა,ნაკლებფასეული რაც წარმოშობს მამაკაცებში იმ აუცილებელ ტენდენციასა და
განწყობას, რომ რადაც უნდა დაუჯდეს შეინარჩუნოს თავისი უპირატესი, მამაკაცური პოზიცია\

მამაკაცში ასეთ განწყობას ყოველთვის თან ახლავს ამ პოზიციის დაკარგვის შიში, ხოლო
ქალებში აღძრავს იმპოტენტურ შურს, რომელსაც მასკულინური პროტესტის განვითარებისაკენ
მივყავართ\ მასკულინურ პროტესტში იგულისხმება ქალის გაქცევა ქალურობისაგან და მისი

მისწრაფება გაუტოლდეს მამაკაცს მამაკაცურ როლებსა და გამოვლინებებში\ ეს პროცესი

ვლინდება მამაკაცთან განუწყვეტელი შეჯიბრითა და პაექრობით\

IV. ჰიპერკომპენსაცია.
როდესაც არასრულფასოვნების განცდა რაიმე მიზეზის გამო სცილდება ნორმის
ფარგლებს და გადაულახავი ხდება, მაშინ ირთვება ჰიპერკომპენსაციის მექანიზმი\ ინდივიდის

ქცევის მთავარ წარმმართველ პრინციპს ადლერის მიხედვით წარმოადგენს „სწრაფვა


ძალაუფლებისაკენ“, რომლის მიზანია არასრულფასოვნების გადალახვა\ ძალაუფლების ცნებას

ადლერი განსაკუთრებულ სპეციფიკურ მნიშვნელობას ანიჭებს\ სიცოცხლის ყველა ფორმას

ახასიათებს სწრაფვა ზრდისა და სრულყოფისაკენ\ ადამიანს აქვს წინასწარ განჭვრეტისა და

თავისუფალი არჩევანის უნარი და იგი ქმნის მენტალურ კონსტრუქციებს ან ფიქციებს,


ფასეულობებსა და პირად იდეალებს, რომლებიც წარმატებისაკენ სწრაფვაში საზომის ანუ
კრიტერიუმის როლს ასრულებს\ ეს სწრაფვა მიმართულია შედარებითი მინუსიდან შედარებით

პლუს სიტუაციისაკენ, ანუ უკმარისობიდან და არასრულფასოვნებიდან წარმატებისაკენ\

თითოეული ადამიანის სწრაფვა წარმატებისაკენ მოიცავს საკუთარი ადამიანური ღირსებისაკენ


სწრაფვასაც\ სწრაფვის ამ ცნებას უკმარისობიდან უპირატესობისაკენ ადლერი ნიცშეს

ზეგავლენით ქმნის, რომელსაც ადლერის მიხედვით, სწრაფვა ძალაუფლებისკენ ესმოდა არა რო-
გორც ძალაუფლება და უპირატესობა და დომინირება სხვებზე, არამედ, როგორც საკუთარ
თავზე გამარჯვება, თავისი თავის სრულყოფა და საკუთარი თავის ფლობა\

არასრულფასოვნებიდან ძალაუფლებისაკენ მიმართული პროცესი კომპენსაციის


მექანიზმით ხდება\ კომპენსაციას შეიძლება ადექვატური ხასიათი ჰქონდეს და ემსახურე-

ბოდეს განუვითარებელი არასრულფასოვანი ნაკლოვანებების კომპენსირებას, განვითარებასა და


სრულყოფას\ მაგ\ სმენის ნაკლოვანების კომპენსირება და სრულყოფა მუსიკოსებში,

ვიზუალური ნაკლოვანებისა - მხატვრებში, ფიზიკურად სუსტი აღნაგობისა - ათლეტებში,


მომხიბვლელობისა და სიმპათიისა - შეუხედავ ქალებში, ინტელექტუალიზმისა - სუსტ
მამაკაცებში და არაჩვეულებრივად განვითარებული ტაქტილური მგრძნობელობისა - ბრმებში\

ასეთ კომპენსაციას ყოველდღიურად ვხვდებით და იგი ნორმალური ფენომენია\

ჰიპერკომპენსაციის შემთხვევაში ინდივიდი მიისწრაფვის ყალბი უპირატესობისაკენ,


რადგან მას არ ძალუძს ჭეშმარიტი სრულყოფის და უპირატესობის მიღწევა\ ასეთ დროს ადგილი

აქვს ისეთი ანტისოციალური ქმედებების ნაირსახეობებს, როგორიც არის ბოროტმოქმედება,


სექსუალური პერვერზიები, პროსტიტუცია და ავადმყოფობა\ როდესაც ადამიანს არ ძალუძს

დაუპირისპირდეს და შეებრძოლოს ცხოვრებისეულ სიძნელეებს, იგი ვერ აღწევს წარმატებებს,


გაურბის და ვერ ეგუება მარცხს, მაშინ იგი მიმართავს ავადმყოფობაში გაქცევას\ ავად ყოფნის
დროს ინდივიდი იხსნის პასუხისმგებლობას და გარკვეულ პრივილეგიებს მოიპოვებს\

ინდივიდუალური ფსიქოლოგია, აგრეთვე, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ისეთ ცნებებს, როგორიც


არის ცხოვრებისეული მიზნები, ცხოვრების სტილი, აპერცეფციის სქემა, საზოგადოებრიობის
გრძნობა (Gemeinschaftsgefuhl), ანუ სოციალური ინტერესი, რომელსაც თანამშრომლობისა და
სოლიდარობისაკენ მივყავართ\

ადლერს მიაჩნდა, რომ ადამიანის ცხოვრებისეული მიზნები განაპირობებს აწმყოში მის


ქცევას და მიმართულია მომავალში მათი განხორციელებისაკენ, თუმცა, ამ მიზნების და
სურვილების წყარო წარსულშია\ ცხოვრებისეული მიზნები ეხმარება ინდივიდს საკუთარი

არასრულფასოვნების გრძნობის გადალახვაში\ ბევრი მათგანი ადრეულ ბავშვობაში

აღმოცენდება\ თვით ადლერი აღნიშნავდა, რომ მისი პროფესიული არჩევანი განაპირობა

ბავშვობაში ხშირმა ავადმყოფობამ\ ფსიქიკურ ავადმყოფებს არარეალისტური, არაადექვატური

ცხოვრებისეული მიზნები აქვთ\ ცნობიერ და არაცნობიერ მიზნებს შორის არსებული დაცილება

ამ ავადმყოფებში დიდია, რის გამოც ისინი მიზნის მიღწევის რეალურ გზას უგულვებელყოფენ
და ფანტაზიაში სხვებზე საკუთარი უპირატესობის გზით ახდენენ მათ რეალიზაციას\

ცხოვრების სტილში იგულისხმება ის უნიკალური გზა, რომელსაც ინდივიდი ირჩევს


საკუთარი ცხოვრებისეული მიზნების მისაღწევად\ იგი არის ცხოვრებასთან შეგუებისა და

ურთიერთობის ინტეგრირებული სტილი\ ფსიქოპათოლოგიის სრული წვდომა და გაგება

შეიძლება მხოლოდ ცხოვრების სტილის კონტექსტში\ ამიტომ ყოველგვარი ექსპერიმენტული

ტესტირება უკეთეს შემთხვევაში აღწერს ინდივიდის მხოლოდ ნაწილს, ერთ-ერთ ასპექტს და


ამიტომ ვერ წვდება მთლიანად პიროვნების ბუნებას (AnsbacherH. 1967, 1971)\ ცხოვრების

სტილის პირობებში ყოველ ინდივიდს უჩნდება წარმოდგენა საკუთარ თავსა და სამყაროზე,


რომელსაც ადლერი აპერცეფციის სქემას უწოდებს\ ეს უკანასკნელი განაპირობებს ადამიანის

ქცევას\ იგი იზიარებდა რომაელი ფილოსოფოსის სენეკას აზრს, რომ აზრები და წარმოდგენები

განაპირობებს ქცევებს\

საზოგადოებრივი გრძნობის ანუ სოციალური ინტერესის ქვეშ ადლერი გულისხმობს


სხვისი ინტერესებით დაინტერესებას, რომელიც გამორიცხავს სხვისადმი, როგორც საკუთარი
სურვილებისა და მიზნების განხორციელების საშუალებისადმი დამოკიდებულებას\ მას

მიაჩნდა, რომ თუ ადამიანს ჭეშმარიტი სოლიდარობის გრძნობა აქვს ადამიანებისადმი და


ნამდვილად თანამშრომლობს მათთან, იგი ნევროტიკი არასოდეს გახდება\ რაც შეეხება

ადამიანის შემოქმედებას, ადლერს მიაჩნდა, რომ მემკვიდრეობა და გარემო, რა თქმა უნდა,


გავლენას ახდენს ინდივიდზე, მაგრამ გადამწყვეტი არ არის\ იგი ხაზს უსვამს| მნიშვნელოვანი

ის კი არ არის, რა გადმოგვეცა დაბადებით და მემკვიდრეობით, არამედ ის, თუ რას შევქმნით,


როგორ გარდავქმნით იმას, რასაც მემკვიდრეობა და გარემო გვაწვდის (AdlerA. 1964) და ამის
გასაგებად გარემოსა და მემკვიდრეობის გვერდით იგი უშვებს „კიდევ ერთ ძალას| ინდივიდის

შემოქმედების ძალას“ (AnsbacherH. 1971), მისი ეს კონცეფცია ადამიანს იხილავს არა როგორც
რობოტს (მემკვიდრეობისა და გარემოს ზეგავლენით გამოწვეული რეაგირება), არამედ როგორც
პილოტს\

რაც შეეხება ფსიქიკურ დაავადებებს, ადლერი ფსიქიკურ აშლილობათა ნოზოლოგიურ


პრინციპს არ იზიარებდა და ფსიქიკურ დაავადებათა უნიტარული თეორიის მომხრე იყო\

ფსიქიკურ დაავადებათა განსხვავებულ ნოზოლოგიებს იგი იხილავდა, როგორც ცხოვრების


მცდარი, ყალბი სტილის შედეგს, სტილისა, რომელსაც მისდევენ უკიდურესი
არასრულფასოვნების გრძნობის, რიგიდული და არარეალისტური მიზნებისა და არასაკმარისად
გამოხატული სოციალური ინტერესის მქონე ინდივიდები\

ფობიკური და შფოთვის ნევროზი მიზნად ისახავს დაფაროს მარტივი შიში იმ მარცხისა,


რომელსაც ავადმყოფი უშვებს მიზნის მიუღწევლობის შემთხვევაში\ მარცხის ეს შიში მიზნის

მიღწევისაკენ სწრაფვის ბლოკირებას ახდენს\ ამით შფოთი და შიში ხელს უწყობს იმ

დისტანციის შენარჩუნებას, რომელიც არსებობს პიროვნებასა და მის ცხოვრებისეულ


გადასაწყვეტ ამოცაეებსა და მისაღწევ მიზნებს შორის, მარცხის შიშის პირობებში საკუთარი
ღირსების შენარჩუნების მიზნით\ როდესაც ინდივიდი მიმართავს ცხოვრებისეული

სიძნელეებისაგან გაქცევის ამ ხერხს, მაშინ ეს შიში და შფოთი აძლიერებს და აფიქსირებს


გაქცევას\ ამას მოყვება საკუთარი განცდების ფიქსირება და ამიტომ სოციალური ინტერესის

შემცირება, ყველა ნევროტული სიმპტომის მიზანია უსიამოვნო არასრულფასოვნების განც-


დისაგან განთავისუფლება და მისი მოსპობა\ ნევროზის დროს ყოველთვის უნდა ვიგულისხმოთ

ოპონენტი, რომელსაც ავადმყოფი (ავადმყოფობის გზით) ადანაშაულებს, აკონტროლებს და


სჯის\ ამ დროს ავადმყოფი მისდევს თავის საკუთარ მცდარ, ტენდენციურ ლოგიკას და

პასუხისმგებლობას იხსნის იმ სიძნელეებისა და ამოცანების გადალახვასა და გადაწყვეტაზე,


რომლებსაც მას ცხოვრების რთული გზა უქადის\
დეპრესიას ადლერი მიიჩნევს ავადმყოფის შემოქმედებად, მის არტისტულ ქმნილებად,
ოღონდ მსახიობისაგან განსხვავებით ავადმყოფი ვერ აცნობიერებს საკუთარი შემოქმედების
პროცესს და მისი პიროვნების როლს ამ პროცესში\ დეპრესიული ავადმყოფი ქმნის საკუთარი

სისუსტის საწინააღმდეგო ძლიერ იარაღს იმისათვის, რომ მიაღწიოს აღიარებას და გაექცეს


პასუხისმგებლობას\ ადლერის აზრით, ცრემლები, ჩივილი, ცუდი გუნებ-განწყობა საუკეთესო

იარაღია ავადმყოფის ხელში (AdlerA. 1961)\

სუიციდუმის შესახებ ადლერი აღნიშნავს, რომ მას საფუძვლად უდევს შურისძიების


აქტი, რომლის დროსაც ინდივიდს სურს და ნატრობს სიკვდილს იმ მიზნით, რომ ერთი მხრივ,
გაამწაროს ახლობლები და, მეორე მხრივ, აიძულოს ისინი დააფასონ ვინც დაკარგეს და ვისაც
სიცოცხლეში ასე ცუდად ეპყრობოდნენ\ მოზრდილ ასაკში ახლობლების ადგილს იკავებს

მასწავლებელი, საყვარელი ადამიანები, საზოგადოება და მთელი სამყარო, როგორც ამ


შურისძიების ობიექტები (AnsbacherH.L. 1969)\

მანიაკურ მდგომარეობაში ავადმყოფი ჰიპერკომპენსაციის გზით თავისი


არასრულფასოვნების გადასალახავად, გარემოსადმი ნევროტული დიქოტომიური მიდგომიდან
„ყველაფერი ან არაფერი“ შეუგნებლად ირჩევს „ყველაფერს“ და განიცდის აბსოლუტურ
ტრიუმფს და მიაჩნია, რომ აღწევს „ყველაფერს“\ ადლერის აზრით, შიზოფრენიის დროს

ავადმყოფს ახასიათებს უკიდურესად დაბალი საკუთარი თავის პატივისცემა და თვითშეფასება,


რომლის ჰიპერკომპენსაცია ხდება განდიდების ბოდვითი აზრებით (მაგ\ მე ვარ ნაპოლეონი ან

მაცხოვარი და ა\შ\)\ ბოდვითი აზრების შენარჩუნებასა და რეზისტენციას ხელს უწყობს

გარემოსადმი და ადამიანებისადმი ყოველგვარი ინტერესის დაკარგვა (AdlerK. 1958)\

შიზოფრენიისას არსებული ჰალუცინაციები, რომლებსაც ავადმყოფი თავისთვის ქმნის,


ყოველთვის მაშინ აღმოცენდება, როდესაც ავადმყოფს უპირობოდ კატეგორიულად სურს და
მოითხოვს რაღაცას\ ამავე დროს, მას არ უნდა ამ სურვილების მისაღწევად პასუხისმგებლობის

თავის თავზე აღება\ ჰალუცინაციები ის ხრიკია, რომელიც შინაგან იმპულსს აქცევს გარეგნულ

ობიექტურ რეალობად\

პასუხისმგებლობის მოხსნა იწვევს იმას, რომ ავადმყოფი გარემოსთან თავის


დამოკიდებულებაში ხელმძღვანელობს არა ობიექტური რეალურობის პრინციპით, არამედ
სუბიექტური განწყობებით, რომელთა პროეცირება ხდება გარემოში და ისინი აღიქმება როგორც
ხმები და ხილვები (სმენითი და მხედველობითი ჰალუცინაციები)\ აქ ერთმანეთს თანხვდება

ადლერის და ლუდვიგ ბინსვანგერის პოზიციები\

ადლერის მიხედვით, ფსიქოთერაპიის მიზნებს შეადგენს| 1) ავადმყოფის ცხოვრების

სტილის გაგება და მიღება (აქცეპტაცია), 2) პაციენტის დახმარება საკუთარი თავის შეცნობასა და


გაგებაში, 3) ავადმყოფის დახმარება მისი სოციალური ინტერესის ზრდისა და
შენარჩუნებისათვის\

პიერ ჟანემ პირველმა მიაკვლია დინამიკური ფსიქიატრიის ახალ სისტემას, რომელიც


მიმართული იყო ძველი *^* საუკუნის დინამიკური ფსიქიატრიის თეორიის შეცვლისაკენ და

რომელიც ძველსა და ახალ დინამიკურ ფსიქიატრიას შორის გარდამავალი ეტაპისა და


დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციას ასრულებდა\ მისი ნაშრომები წარმოადგენდა ისეთი

ფსიქიატრების მეცნიერული მოღვაწეობის ძირითად წყაროს, როგორიც არიან ზ\ფროიდი,

ა\ადლერი და კ.იუნგი.

პ\ ჟანე დაიბადა 1859 წლის 30 მაისს პარიზში\ სენტ-ბარბ დე შამპ-ის სკოლის

დამთავრების შემდეგ იგი სწავლას განაგრძობს სენტ-ბარბის კოლეჯში\ საფრანგეთში ამ

ცნობილი კოლეჯის კურსდამთავრებულთა რიცხვს ეკუთვნოდნენ იეზუიტების ორდენის


ფუძემდებელი ბასკი იგნატი ლოიოლა, წმინდა ფრანც ქსავიე, კალვინი და, აგრეთვე, მრავალი
გამოჩენილი მეცნიერი, მწერალი და პოლიტიკოსი\ 15 წლის ასაკში დეპრესიის გამო ჟანე

რამდენიმე თვით წყვეტს სწავლას\ ამ მდგომარეობას მომავალში იგი დაახასიათებს, როგორც

რელიგიურ კრიზისს\ ავადმყოფობის გადატანის შემდეგ იგი ირიცხება „EcoleNormaleSuperieure“-

ში\ ის სწავლობდა მომავალში ისეთ გამოჩენილ ადამიანებთან, როგორიც არიან დიურკჰაიმი

(სოციოლოგია), გობლო (ლოგიკა), ანრი ბერგსონი (ფილოსოფია) და ჟორესი (ფრანგული


სოციალიზმის ლიდერი)\ ფილოსოფიის განხრით EcoleNormaleSuperieure-ის წარმატებით

დამთავრების შემდეგ იგი იწყებს საფრანგეთის ლიცეუმებში ფილოსოფიის კურსის კითხვას\

თავისუფალ დროს იგი უთმობს ფსიქიკური ავადმყოფების გამოკვლევას ჰავრის


საავადმყოფოში\

მისი სადოქტორო დისერტაციის თემა ეხებოდა ჰალუცინაციებს და მათ კავშირს აღქმის,


პერცეფციის მექანიზმებთან\ ამავე დროს აქ იგი მუშაობს პაციენტ ლეონისთან, რომლის
დაჰიპნოზება ხდებოდა დისტანციიდან\ ეს ექსპერიმენტი გამოქვეყნდა და დიდი ინტერესი

გამოიწვია ევროპის იმ დროის გამოჩენილ მეცნიერებში, რომლებიც ექსპერიმენტულად


იკვლევდნენ ჰიპნოზის ფენომენს\ 1886 წლის 21-24 აპრილს ექსპერმიმენტი გამეორდა სხვა

მეცნიერთა (შ\რიჟე, ჟ\ოშოროვიჩი პარიზიდან, ა\მეიერი და ფ\მეიერი ინგლისიდან)

თანდასწრებით\ ექსპერიმენტის შედეგად დადგინდა, რომ ჰიპნოზური ზემოქმედება

შესაძლებელია დისტანციაზე\

ამ პერიოდში იგი განაგრძობს მუშაობას ჰავრის საავადმყოფოს ფსიქიატრიულ


განყოფილებაში, სადაც მას გამოუყვეს პალატა ექსპერიმენტულ-მეცნიერული კვლევისათვის\

1889 წელს ჟანე იწყებს სამედიცინო განათლების მიღებას, რომელსაც რამდენიმე


წელიწადში ასრულებს\ამის შემდეგ იგი განაგრძობს მუშაობას ფსიქოპათოლოგიის სფეროში,

კერძოდ, ცნობილ სალპეტრიერის კლინიკაში\

1904-1909 წლებში იგი ლექციებს კითხულობს აშშ-ში, ჩიკაგოს, ბოსტონის, ჰარვარდის


უნივერსიტეტებში, ესწრება საერთაშორისო სამედიცინო და სხვა კონგრესებს\ მის მოხსენებებს

ეცნობიან ამსტერდამის, ლონდონის ჟენევის და რომის საერთაშორისო კონგრესებზე\ 1913 წელს

საერთაშორისო სამედიცინო კონგრესზე ფსიქიატრიის სექციაზე გაიმართა დისკუსია ზ\ფრო-

იდის ფსიქოანალიზის შესახებ\ ჟანე ფროიდის თეორიას აკრიტიკებდა ორ პუნქტში\ ჯერ ერთი,

იგი აღნიშნავდა, რომ ფსიქონევროზების მკურნალობის კათარზისის მეთოდის აღმოჩენაში


პრიორიტეტი მას ეკუთვნოდა\ კრიტიკის მეორე პუნქტი კი ეხებოდა სიზმრების სიმბოლურ

ინტერპრეტაციასა და ნევროზების სექსუალური გენეზისის კონცეფციას\

1910 წელს იგი აყალიბებს თავის მოძღვრებას ფსიქიკის იერარქიული ფუნქციონირების


შესახებ\ 1915 წელს მისი კვლევის საგანია ალკოჰოლიზმი, რომელშიც იგი ხაზს უსვამს

სოციალური პრობლემების მნიშვნელობას\ 1921-1922 წლებში მისი ინტერესების სფეროში ექცევა

მორალურ-რელიგიური განწყობები და ქცევა\ შემდეგი ათწლეულის განმავლობაში იგი

ლექციების კურსით მოგზაურობს სამხრეთ ამერიკასა და აშშ-ში\ 1935 წლისათვის იგი

ინტერესდება გრაფოლოგიით და პარანოიდით შეპყრობილი პაციენტებით, რის გამოც იგი


ცვლის თავის ადრინდელ კონცეფციას დევნის ბოდვის შესახებ\ მისი წინადადებებისა და

იდეების საფუძველზე ვითარდება ნარკოჰიპნოზი\ ცხოვრების ბოლო პერიოდში იგი მუშაობდა


წიგნზე „რწმენის ფსიქოლოგია“, რომელიც, სამწუხაროდ, დაუმთავრებელი დარჩა\ 1947 წელს

პ\ჟანე გარდაიცვალა 87 წლის ასაკში\

ჟანე იყო დიდი რეპუტაციის მეცნიერი, ფსიქონევროზების დაუღალავი მკვლევარი\ მის

ნაშრომებს ახასიათებს მკაცრი ლოგიკა, აზრთა მკაფიოდ გამოხატვის უნარი და საფუძვლიანი


აზროვნება\ იგი ბრწყინვალე ორატორი გახლდათ\ ამავე დროს იგი ფსიქასთენიური

ხასიათობრივი თვისებების მატარებელი პიროვნება იყო\ მას ახასიათებდნენ, როგორც

მოწესრიგებულ, პუნქტუალურ, კოლექციების მოყვარულ ადამიანს\ მის მთავარ კოლექციას წარ-

მოადგენდა საკუთარი ხელით დაწერილი 1500 ავადმყოფობის ისტორია\ იგი გატაცებული იყო

ვ\ჰიუგოთი, მარსელ პრუსტითა და პოლ ვალერით\ ჟანე საფრანგეთის ნევროლოგთა,

სამედიცინო ფსიქოლოგთა და ფსიქოლოგთა ასოციაციის წევრი იყო\ ამავე დროს იგი მორალისა

და პოლიტიკური მეცნიერების აკადემიის ნამდვილი წევრი გახლდათ\

ჟანეს ფსიქოლოგიას სრულად ვერ ჩავწვდებით, თუ არ გავიაზრებთ მის ფილოსოფიურ


მსოფლმხედველობას\ ახალგაზრდობის წლებიდან იგი ოცნებობდა, რომ შეექმნა ისეთი

ფილოსოფია, რომელიც შეარიგებდა მეცნიერებასა და რელიგიას\ თავის ფილოსოფიურ

ნაშრომებში იგი განასხვავებს მორალურ ფილოსოფიას მეცნიერებისაგან\ მეცნიერება, ჟანეს

აზრით, წარმოიშვება ადამიანის მისწრაფებისაგან გაიმარჯვოს გარე სამყაროზე\ ეს გამარჯვება

გულისხმობს სამყაროს შემეცნებას, მის გარდაქმნას და ეყრდნობა ჯერ შეძენილ ცოდნას, შემდეგ
კი ვითარდება ანალიზისა და სინთეზის საშუალებით\ მორალური ფილოსოფიის საგანს კი

წარმოადგენს თავისუფლება, პასუხისმგებლობა, სინდისი, სამართალი, ღმერთის არსებობა და


რელიგია\ იგი იზიარებდა ეპიქტეტეს შემდეგ ციატატს| „მე გონიერი არსება ვარ და თაყვანი

უნდა ვცე ღმერთს\ ეს არის ჩემი მოწოდება და მე მას მივყვები“\

აქ შევეცდებით განვიხილოთ ჟანეს დინამიკური თეორიის ძირითადი ცნებები\ თავის

წიგნში „L'automatismePsychologique“ (:fytG, 1913) ჟანე ასხვავებს ფსიქიკის ფუნქციონირების ორ

დონეს| 1\ ავტომატურ და 2\ სინთეზის ფუნქციის მატარებელ დონეს\ შემდეგ იგი აყალიბებს

ფსიქიკური ფუნქციონირების იერარქიულ სისტემას, რომლის მწვერვალზე ათავსებს რეალობის


ფუნქციას, რომლის უმაღლეს წერტილს წარმოადგენს ე\წ\presentification, რომელშიც იგი

გულისხმობს ადამიანის უნარს, მაქსიმალურად ჩაწვდეს, აღიქვას და გარდაქმნას რეალობა,


ხოლო იერარქიის ყველაზე დაბალი დონე - მოტორული განტვირთვით არის წარმოდგენილი\
ფსიქიკური ჯანმრთელობის არსებითი ნიშანი ჟანეს მიხედვით, რეალობის ფუნქციაა
functiondureel\ ჟანეს ეს ცნება მსგავსია ა\ბერგსონის მიერ მოწოდებული „ცხოვრების აწმყოსადმი

ყურადღების (L'attentiondelaviepresente)“ ცნებისა\

ფსიქოლოგიური ენერგიის ცნება

ფსიქოლოგიური ენერგია ხასიათდება ორი პარამეტრით - ძალითა და ტენზიით ანუ


ძაბვით\

ფსიქოლოგიურ ძალაში ჟანე გულისხმობს ელემენტარულ ფსიქიკურ ენერგიას ანუ


მრავალი, გახანგრძლივებული და სწრაფი აქტის შესრულების უნარს\ იგი არსებობს

ლატენტური და მანიფესტირებული ფორმით\ ენერგიის მობილიზება ნიშნავს პოტენციური

ენერგიის ამოქმედებას\

ფსიქოლოგიურ ძაბვაში იგულისხმება ინდივიდის უნარი გამოიყენოს ეს ენერგია


შესაბამის კონკრეტულ დონეზე ჟანეს მიერ აღწერილი ტენდენციების იერარქიაში\ თუ

პარალელს ფიზიკურ სამყაროსთან გავავლებთ, მაშინ ფსიქოლოგიურ ძალას შეესაბამება დენის


ძალა ან სითბო კალორიებში, ხოლო ფსიქოლოგიურ ძაბვას - დენის ძაბვა და ტემპერატურა
გრადუსებში\

ჟანე ტენდენციების იერარქიაში 9 ტენდენციას განასხვავებს და მათ 3 ჯგუფად ჰყოფს\

^\ დაბალი ტენდენციები|

1\ რეფლექსური ტენდენციები (მარტივი და რთული რეფლექსები, ფუგები, ეპილეფსიური

გულყრები);

2\ გახანგრძლივებულ-პერცეფციული ტენდენციები (მაგ\ მანქანის სიჩქარეების ავტომატური

გადართვა, სიარული და სხვ\);

3\ სოციო-პერსონალური ტენდენციები (იმიტაცია, ბრძანება, დამორჩილება, მარტივი

თანამშრომლობა);

4\ მარტივი ელემენტარული ინტელექტუალური ტენდენციები (პრევერბალური

ინტელექტუალური ფორმები, სიმბოლური აზრები, მეხსიერება, ელემენტარული


შემოქმედებითი აქტები, ინტელექტი იმბეცილებსა და იდიოტებში, ცნობიერების აბნევისა და
ონეირიზმის დროს)\

^^\ საშუალო ტენდენციები\

5\ უშუალო (immediate) მოქმედებები და რწმენაზე დამყარებული დარწმუნებები (იმბეცილების

კოლექტიური მონოლოგი, საუბარი, რომლის დროსაც მოსაუბრეები ერთმანეთს მიმართავენ,


მაგრამ ერთმანეთს არ უსმენენ, შინაგანი დიალოგი, საკუთარ თავთან ლაპარაკი, რწმენა,
დამყარებული არა ფაქტებზე, არამედ სურვილებზე, კონფაბულაციები, სუგესტიისადმი მიდ-
რეკილება)\

6\ რეფლექსური მოქმედებები და რწმენები (პრელოგიკური აზროვნების აქტები, ნებელობის

ელემენტარული აქტები სამყაროს შესახებ წარმოდგენები), ცნობიერი რეალობა, ჟანეს მიხედვით,


შედგება სამი რეალობისაგან| სავსებით რეალური, თითქმის რეალური და ნახევრად რეალური\

^^^\ უმაღლესი ტენდენციები\

7\ რაციონალურ-ერგეტიკული ტენდენციები (შემოქმედებისა და შრომისადმი მიდრეკილება,

მოვალეობის გრძნობასა და ლოგიკაზე აგებული აზროვნება)\ ფსიქოპათოლოგიაში ეს

ტენდენციები ვლინდება პედანტურ, დოგმატურ პიროვნებებში, რომელთა მსჯელობა ეყრდნობა


უფრო რიგიდულ პრინციპებსა და აბსტრაქტულ თეორიულ ცოდნას, ვიდრე საკუთარ
გამოცდილებას\

8\ ექსპერიმენტული ტენდენციები\

ამ დროს გათვალისწინებული გამოცდილება (experience) დამყარებულია ექსპერიმენტზე


და ფაქტებზე\ ეს ტენდენციები მეცნიერების ამოსავალი წერტილია\ აბსოლუტურს ცვლის

ჰიპოთეტური\ ადამიანი ცდილობს შეამოწმოს და კრიტიკულად მიუდგეს რეალობას\

9\ პროგრესული ტენდენციები\

ინდივიდი აღწევს თავის პიროვნების და ინდივიდუალურობის, უნიკალურობის


შეცნობასა და გამოვლენას, იგი ამავე დროს პატვის სცემს სხვა პიროვნების განუმორებლობას და
ამყარებს მასთან ჭეშმარიტად სულიერ ინტიმურ ურთიერთობას\
ფსიქოლოგიურ ძაბვასა და ძალას შორის ურთიერთობა ვლინდება მრავალი
განსხვავებული ფორმით (:fytG, 1911)\ მაგ\ აჟიტაციას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც ფსიქიკური

ძალის ხარისხი და დონე უცვლელია, ხოლო ფსიქოლოგიური ძაბვა კი ქვეითდება\ ყოველი

ფსიქიკური განტვირთვა ფსიქოლოგიური ძაბვის დაქვეითების შედეგია\ ფსიქიკური ძალა

ქვეითდება ფსიქიკური ძაბვის მომატებისას\ ამ დაქვეითებას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც

გარკვეული კონკრეტული დონის ფსიქოლოგიური ენერგია უფრო მაღალ დონეზე გამოიყენება\

ფსიქიკურ ძალასა და ძაბვას შორის წონასწორობის დამყარება ადამიანის ფსიქიკური


ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის სინონიმია\

ფსიქიატრიის დანიშნულებაა ეფექტურად გამოაყენებინოს ავადმყოფს საკუთარი


ფსიქიკური რესურსები და ხელი ააღებინოს ფსიქიკური ენერგიის არასწორ ხარჯვაზე\ მან უნდა

ასწავლოს პაციენტს საკუთარი სულიერი კაპიტალის ზრდა\ ნევროზებისას ჟანე გამოყოფს ორ

ძირითად სინდრომს| ასთენიურსა და ჰიპოტონიურს, რომლებიც ხშირად შერეული ფორმით

ვლინდება\ ასთენიური სინდრომი ინტენსიურობის მიხედვით შეიძლება იყოს სუსტი, საშუალო

და ძლიერად გამოხატული\

სუსტი ასთენიური სინდრომისას ავადმყოფები უკმაყოფილონი არიან საკუთარი თავით,


ისინი ბედნიერებისა და სიამოვნების განცდას მოკლებული არიან და ადვილად გადადიან
შფოთის ან დეპრესიის მდგომარეობაში\ იციან რა თავისი ადვილი განლევადობის შესახებ,

ისინი გაურბიან ინიციატივას, სოციალურ კონტაქტებს და იკეტებიან საკუთარი „მე“-ს ნაჭუჭში


(ნევროზული ასკეტიზმი)\ ისინი ძნელად ეგუებიან გარემოს ახალ პირობებს, უჭირთ

საიდუმლოს შენახვა, ხშირად არიან ეჭვიანები და მატყუარები\ საშუალო ასთენიურ სინდრომს

ჟანე უწოდებს სოციალურ ასთენიას\ ამ დროს პაციენტები განიცდიან სიცარიელის გრძნობას

(sentimentduvide)\ სხვები და თვით საკუთარი თავი მათი აღქმით ცარიელია\ მათ არ უყვართ

სხვები და სხვებსაც არ უყვართ ისინი, რის გამოც ისინი სოციალურ იზოლაციაში არიან\ ისინი

ეძებენ ისეთ პიროვნებას, რომელსაც ადვილად დაემორჩილებოდნენ\ მათი მთელი ენერგია

მიმართულია იმაზე, თუ როგორ აიცილონ თავიდან ინიციატივა და პასუხისმგებლობა მათ


რიცხვს მიეკუთვნება ბევრი ალკოჰოლიკი\
^^^ ჯგუფს მიეკუთვნება ისეთი პაციენტები, რომელთა ასთენია ისეთ ინტენსიურობას აღწევს,

რომ მათ აღარ შესწევთ უნარი, მყარად დაეუფლონ რაიმე საქმიანობას\ ამ ჯგუფს ჟანე

მიაკუთვნებს შიზოფრენიით დაავადებულ პაციენტებს\ ჟანეს აზრით, Dementiapraecox არის

სოციალური დემენცია\

ჰიპოტონური სინდრომი განისაზღვრება, როგორც ფსიქოლოგიური ძაბვის ნაკლოვანება\

იგი ხასიათდება სიმპტომთა ორი ჯგუფით| 1\ პირველადი სიმპტომები, რომლებიც

გამომდინარეობს გარკვეულ ფსიქოლოგიურ დონეზე ფსიქოლოგიური სინთეზის


განხორციელების უუნარობიდან\ 2\ მეორადი სიმპტომები, რომლებიც გამოხატავს იმ

ფსიქიკური ძალის ხარჯვას, რომლის გამოყენება ვერ ხერხდება სასურველ ფსიქოლოგიურ


დონეზე\ ამ დროს ძირითადი სუბიექტური სიმპტომია არასრულყოფილების, არაადექვატურო-

ბის განცდა (sentimentd'incompl(tude), რომელიც იმის შედეგია, რომ პაციენტი მოქმედებს უფრო
დაბალ ფსიქოლოგიურ დონეზე, რადგან უფრო მაღალ დონეზე ფსიქოლოგიური სინთეზი ვერ
ხერხდება\ მეორადი სიმპტომები გამოიხატება შემდეგში| მოტორული აჟიტაცია, ტიკები,

შფოთი, აკვიატებები, ტკეპნა, აგრეთვე, ასთმა, გულის პალპაცია და შაკიკი\ ადვილი დაღლა და

განლევადობა მცირდება დასვენებით ან ძალისხმევით\ ამგვარი პაციენტები მიისწრაფვიან

სტიმულირებისაკენ, რადგან სტიმულირება ავადმყოფის ფარული ლატენტური ძალების


მობილიზებას ახდენს და ხელს უწყობს გაზრდილი ძალების უფრო მაღალ დონეზე გამოვლენას\

ეს ორი სინდრომი მკურნალობის დროს განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს\

ასთენიური სინდრომის მკურნალობისას უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ასთენიური


პიროვნებები ფსიქოლოგიურად ღარიბები არიან, ამიტომ მკურნალობა მიმართული უნდა იყოს
ფსიქიკური ძალის| 1\ შემოსავლის ზრდისაკენ, 2\ ხარჯვის შემცირებისაკენ და 3\ ვალების

ლიკვიდაციისაკენ\ შემოსავლის ზრდას ხელს უწყობს ძილი, დასვენება, რელაქსაცია, კარგი

კვება (ვიტამინებით მდიდარი საკვები), ჰორმონებისა და შესაბამისი ფიზიოთერაპიული


მეთოდების გამოყენება\

ხარჯვის შემცირების მიზნით, უნდა დავიცვათ ე\წ\ ფსიქოლოგიური ეკონომია, რომლის

დროსაც ადგილი აქვს ენერგიის არასწორი ხარჯვის აღმოფხვრას\ ეს უკანასკნელი შეიძლება

გამოწვეული იქნას ქრონიკული ინფექციებით, საჭმლის მომნელებელი სისტემის ქრონიკული


დაავადებებით და სხვა\ ჟანეს აზრით, ექიმმა უნდა დაადგინოს და აღმოაჩინოს ის არაჯანსაღი
ინტერპერსონალური ურთიერთობები, რომლებსაც პაციენტი ამყარებს მასთან ახლო კონტაქტში
მყოფ ადამიანებთან ე\ი\ მან უნდა დაადგინოს, ართმევს თუ აძლევს და ზრდიან ეს

ურთიერთობები პაციენტის ენერგიას\ განსაკუთრებით საშიში არიან ისინი, ვისაც ჟანე სხვისი

ენერგიის მჭამელებს (Leeches) უწოდებს\ ეს ის ხალხია, ვინც თავისი გამუდმებული წუწუნით

ცუდი გუნებ-განწყობით, ჩხუბით, ეჭვიანობითა და ავტორიტარული მოპყრობით ფიტავს


მათთან ურთიერთობაში მყოფ ადამიანებს\ ამ შემთხვევებში საჭიროა

სოციალური ქირურგიის ჩატარება ანუ პაციენტის დაშორება, იზოლირება იმ ხალხისაგან, ვინც


მათ ზიანს აყენებს\ ყველა შემთხვევაში აუცილებელია კონფლიქტის გადაწყვეტა\ დიდი

სარგებლობა შეიძლება მოიტანოს პროფესიის სწორმა შერჩევამ და სამუშაოს ოპტიმალური


ხანრძლიობის (სამუშაო საათების შერჩევა) დადგენამ\

მესამე - ვალების ლიკვიდაცია გულისხმობს შემდეგს| როდესაც პაციენტი აღადგენს

თავის ფსიქიკურ ძალებს, მან უნდა მოახდინოს წარსულში არსებული ტრავმული სიტუაციებისა
და კონფლიქტების (რომლებიც ვლინდება აკვიატებულ მოგონებებში, ფიქსირებულ იდეებში)
ლიკვიდირება\ ავადმყოფმა ფსიქიატრთან ერთად უნდა მოახდინოს მთელი მისი ცხოვრების

მიმოხილვა, განიხილოს წარსულში მომხდარი ტრავმული მოვლენები და ფაქტები, მოახდინოს


მათი ინტერპრეტაცია და საბოლოოდ, მოახდინოს მათი ლიკვიდირება\ ლიკვიდირების საქმეში

ჟანე დიდ მნიშვნელობას და თერაპიულ ეფექტს ანიჭებს წარსულში დაუმთავრებელი,


დაუსრულებელი სიტუაციებისა და აქტების დასრულებასა და დაბოლოებას\

ჰიპოტონური სინდრომის მკურნალობისათვის ჟანე გვაწვდის ორ ტაქტიკას| პირველი

არის დერივატების რეზორბცია\ დერივატების (აკვიატებული იდეები, ტიკები და სხვ\)

გაქრობას, ჟანეს აზრით, შეიძლება მივაღწიოთ პაციენტში ფსიქიკური ძალის შემცირებით\

ბუნებრივად ეს ხდება მაღალი ტემპერატურის დროს\ იგივე ხდება სედატიური პრეპარატების

გამოყენების დროს\ უკეთესი საშუალებაა, როდესაც ჩვენ დერივატებს, მაგ\ აჟიტაციას,

გარდავქმნით და გამოვავლენთ სოციალურად სასარგებლო აქტიურობაში\ მათ მიეკუთვნება

შრომათერაპია\ მაგალითად, ყოველმა დედამ კარგად იცის, თუ როგორ დაასაქმოს ან რომელი

თამაშებით გაართოს აჟიტირებული ბავშვი\


მეორე გულისხმობს ფსიქოლოგიური დონის მომატებას\ ამ უკანასკნელის მიღწევის

საშუალებებს მიეკუთვნება სტიმულირება\ ჟანე დეტალურად განიხილავს სხვადასხვა

მასტიმულირებელ საშუალებას და გამოყოფს| ქიმიურს (ალკოჰოლი, ყავა, სტრიქნინი და სხვა)

და ფსიქოლოგიურს (მასტიმულირებელი ემოციები, მოგზაურობა, ცვლილებები ცხოვრების


წესში და საერთოდ, ცხოვრებაში, შეყვარება), რომლებისკენაც ავადმყოფები შეუგნებლად
მიისწრაფვიან და რომლებსაც ეძებენ\ ფსიქოლოგიური დონის ამაღლებისათვის შესაძლებელია

გამოყენებული იქნას ტრენირება, რომელიც 4 საფეხურისაგან შედგება\

1. განისაზღვროს ის ფსიქოლოგიური დონე, რომელზეც პაციენტს ძალუძს წარმატებით


ააგოს სრულყოფილი მოქმედება და ფსიქიკური სინთეზი\

2. ივარჯიშოს ამ კონკრეტული დონის ამოცანების შესრულებაში ჯერ ნელა, ხოლო შემდეგ


სწრაფად, მაგრამ სრულყოფილად, სანამ იგი მათ იოლად განხორციელებას არ მიეჩვევა\

3. დავასაქმოთ პაციენტი უფრო რთული საქმიანობით, რომელიც უფრო მაღალ


ფსიქოლოგიურ ძაბვას მოითხოვს და რომელიც ხორციელდება უფრო მაღალ ფსიქოლოგიურ
დონეზე\

4. აღმოვაჩინოთ სხვა ფსიქოლოგიური რესურსები\ ეს ფსიქოთერაპიული მიდგომა უფრო

აღზრდას და პიროვნების ხელახლა ჩამოყალიბებას მოგვაგონებს\

ჟანე ხშირად ლაპარაკობდა ფსიქოლოგიურ მილიონრებზე, რომლებიც ფსიქიკური


მაღალი ძაბვისა და დიდი ფსიქოლოგიური ძალის მატარებლები არიან\ ასეთ ადამიანებს

მაღალი დონის ფსიქოლოგიური სინთეზის უნარი აქვთ\ ადამიანების ამ ტიპს ჟანე

მიაკუთვნებდა ნაპოლეონს, რომელსაც ბრძოლის ველზე ხანმოკლე დროის განმავლობაში


შეეძლო უამრავი პრობლემის გადაწყვეტა\ ზოგიერთ ადამიანს მიდრეკილება აქვს

ფსიქოლოგიური ძაბვის შემცირებისაკენ, რის გამოც ისინი ფუნქციონირებენ უფრო იოლი


დაბალი დონის ფსიქოლოგიურ ძაბვაზე\ მესამე ტიპს ახასიათებს ფსიქოლოგიური ძაბვის

მერყეობა და ამ მერყეობას ციკლური ხასიათი აქვს\ მათ გარკვეული დროის განმავლობაში

შეუძლიათ ფსიქოლოგიური წონასწორობა შეინარჩუნონ, მაგრამ შემდეგ, გარეგანი


ფაქტორებისა ან გადაღლის გამო, მათი ფსიქოლოგიური ძაბვა კლებულობს\ ამ ტიპს ჟანე

მანიაკალურ-დეპრესიულ პაციენტებს მიაკუთვნებს\


პიროვნებები, რომელთაც ძალიან მცირე ფსიქოლოგიური ენერგია აქვთ, თუმცა,
გარკვეულ ადაპტაციას აღწევენ, მაგრამ მათი ცხოვრების სტილი არის მწირი, ე\წ\ ნევროტული

ასკეტიზმით მოცული\

მათზე უფრო დაბალ დონეზე იმყოფებიან შიზოფრენიით დაავადებული ავადმყოფები\

ჟანე შიზოფრენიას ასთენიურ დემენციად განიხილავდა\ ჟანე განასხვავებდა ნევროზს,

ფსიქოასთენიასა და ისტერიას\ იგი ასხვავებდა, აგრეთვე, წამყვან ობლიგატორულ და

დამატებით ფაკულტატურ სიმპტომატიკას\

^ მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდისათვის დამახასიათებელი იყო ზნე-ჩვეულებების

მკვეთრი შეცვლა, ძველ ტრადიციულ ფასეულობათა გაუფასურება, ცხოვრების სტილის


გამარტივება და გაუბრალოება\ ეს ცვლილებები შეიმჩნეოდა ჩაცმულობაში, წერისა და

ლაპარაკის მანერაში, აგრეთვე, სოციალურ ურთიერთობებში, ჟესტებსა და ხმის ტონშიც კი\

განათლებამ და აღზრდამ ნაკლებად მკაცრი ხასიათი მიიღო, დისტანცია სოციალურ კლასებს


შორის შემცირდა, რის გამოც სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები უფრო ხშირად და
თავსიუფლად ურთიერთობდნენ\ სქესთა შორის ურთიერთობა ნაკლებად ფორმალური გახდა,

გარიგებით გათხოვება შეცვალა რომანტიკულმა სიყვარულმა\ დაქორწინებისათვის

თაყვანისცემის და არშიყობის უფრო მოკლე პერიოდი გახდა საჭირო\ განქოწინებების

რაოდენობამ იმატა\ განქორწინებულ ქალს საზოგადოება ისე აღარ კიცხავდა\ სპორტი და

მოგზაურობა პოპულარული გახდა საავტომობილო ინდუსტრიის განვითარების გამო\ თეატრი

შეცვალა კინომ, რომელსაც მასობრივად გაუჩნდა თაყვანისმცემელი\ კინომ ახალი იდეალური

ფიგურა წარმოშვა კინოვარსკვლავების სახით\ სამყარო შეიპყრო სიამოვნების მიღებისა და

ფულის ფლობის გამალებულმა სურვილმა\ ხელოვნების ფასეულობები სპეკულაციის საგნად

იქცა\ ევროპაში მოდური გახდა ყველაფერში ანგლოსაქსონურობისადმი მიბაძვა\ ახალი თაობა

სიძულვილით, ზიზღითა და სკეფსისით განიმსჭვალა ძველი ტრადიციებისა და


ავტორიტეტებისადმი\ ალკოჰოლიზმი აღარ განიხილებოდა, როგორც ომამდე, მუშათა კლასის

პრივილეგიად, არამედ იგი მაღალი კლასის წარმომადგენელთა ელეგანტურ ჩვევად იქცა\

ფსიქოანალიზი სულ უფრო იმკვიდრებდა მთავარი და ძირითადი ფსიქოთერაპიული


სკოლის ადგილს\ მასზე კამათობდნენ დასავლეთ ევროპაში, აშშ-ში რუსეთშიც კი\ ბულგარეთში

ივან კინკელი წერს წიგნს რევოლუციუ-


რი მოძრაობის (განსაკუთრებით ფრანგულ რევოლუციაზე) ფსიქოანალიტიკური სწავლების
შესახებ\ ბევრი ახალი მიმართულება ჩნდება ფსიქოანალიზში და მათ შესახებ გაცხარებული

კამათი იმართება\

ოტო რანკის (RankO. 1929) წიგნი „დაბადების ტრავმა“ კლასიკური ფსიქოანალიტიკური


თეორიის გადასინჯვის მცდელობა იყო\ ავტორის თანახმად, ადამიანისათვის ყველაზე დიდ

ტრავმას წარმოადგენს დაბადების ტრავმა, რომლის გადალახვასაც ადამიანი უშედეგოდ


ცდილობს\ ამის გამო ყველა ადამიანს აქვს არაცნობიერი ლტოლვა დედის საშვილოსნოში

დაბრუნებისაკენ\ რანკს მიაჩნდა, რომ დაბადების ტრავმა პროტოტიპია არა მარტო ყველა

შემდგომი შფოთისა, რასაც ფროიდიც ხაზს უსვამდა, არამედ პიროვნების მთელი ფსიქიკური
ცხოვრებისა\

ეფექტური ანალიზი დაბადების ტრავმის აბრეაგირებაში მდგომარეობს\ სამკურნალო

პროცესი მისი პაციენტების სიზმრებსა და ფანტაზიებში წარმოდგენილი იყო დაბადების


სიმბოლოებით\ ტრანსფერში დედასთან ადრეული ფიქსაციის განცდის რეპროდუცირება

ხდებოდა, ხოლო ანალიზის დასრულება და შეწყვეტა, რომელსაც მოყვებოდა ანალიტიკოსთან


დაშორება და მისგან განთავისუფლება, დაბადებისას დედისაგან მოცილებისა და სეპარაციის
განმეორებას წარმოადგენდა\ ო\რანკი (RankO. 1945) თავის თეორიაში გვთავაზობს სიზმრების

ინტერპრეტაციის ახალ სისტემას, უნივერსალურ სიმბოლოთა ახალ კოდს, სიამოვნების


პრინციპის ახალ გადასინჯვას, სადაც წამყვანია არა სიამოვნება, არამედ საშვილოსნოში
დაბრუნების სურვილი\

ფერენჩის (FerencsziS. 1924) თეორიის მიხედვით ინტრაუტერინალური ცხოვრება


წარმოადგენს ოკეანეში სიცოცხლის ადრეული ფორმების არსებობის კვლავ გამეორებას\

ავტორის თანახმად, როდესაც ცხოველურმა სამყარომ წლების განმავლობაში მიატოვა წყლის


სამყარო და ხმელეთზე გადმოვიდა, ცხოველებმა ტრავმა განიცადეს\ ამ ტრავმის გამეორებაა

ბავშვის დაბადება\ ადამიანისათვის დამახასიათებელია არა მარტო საშვილოსნოში დაბრუნების

სურვილი, არამედ არაცნობიერი ლტოლვა, დაუბრუნდეს თავის პირვანდელ არსებობას ოკეანის


ფსკერზე\

ევ\ბლეილერი ინტერესდება არაცნობიერის ელემენტარული აქტივობით, რომელსაც იგი

ფსიქოიდს უწოდებს\ ადვოკატი და ფსიქოანალიტიკოსი თეოდორ რეიკი (ReikT. 1924) წამოჭრის


და იხილავს პრობლემას, რომელიც კრიმინალისტებისათვის ყოველთვის საკვირველი იყო ის,
თუ რატომ აღიარებს ბევრი დამნაშავე თავის დანაშაულს მაშინ, როდესაც გაჩუმებით მას
გარანატირებული აქვს დაუსჯელობა და უდანაშაულობა\T.Reik-ი ამას ბოროტმოქმედში

დასჯისადმი ლტოლვის არსებობით ხსნის\ ამ უკანასკნელის მიზეზს იგი ოიდიპოსის

კომპლექსში ხედავს\ იგი აღნიშნავს, რომ თვითდასჯის მოთხოვნილება ყველა ადამიანში

პოტენციურად არის მიძინებული და ითხოვს დაკმაყოფილებას\

პ\ფედერნი და ჰ\მენგი (FedernP., MengH. 1927) იხილავენ იმ გავლენას, რომელიც

ფსიქოანალიზმა მოახდინა მეცნიერების სხვადასხვა დარგზე\

რაიხი (ReichW. 1964) თავის ნაშრომში „ორგაზმის ფუნქცია“-ში ხაზს უსვამს იმ კავშირს,
რომელიც არსებობს შფოთს, სექსუალობასა და ვეგეტატიურ ნერვულ სისტემას შორის, ხოლო
შემდგომში - თავის წიგნში „ხასიათის ანალიზი“ (ReichW. 1933) - იგი ამტკიცებდა, რომ
წინააღმდეგობა, რომელსაც ადგილი აქვს ფსიქოანალიტიკური მკურნალობისას, ვლინდება არა
მარტო ფსიქოლოგიურ ფენომენებში, არამედ კუნთოვანი დაძაბულობის სპეციფიკურ ტიპებში,
რის გამოც ადამიანის სხეულში იქმნება კუნთოვანი ჯავშანი, რომელსაც რაიხი ხასიათის ჯავშანს
უწოდებს\

მელანი კლაინმა (KleinM. 1946, 1948) გამოიყენა რა ზ\ფროიდის იდეები დანაშაულის,

ობიექტების, შფოთის, ფანტაზიებისა და სიკვდილის ინსტინქტის შესახებ, მათი


ტრანსფორმაციისა და გადამუშავების გზით ჩამოაყალიბა თეორია ადრინდელი აგრესიულობის
შესახებ\ მ\კლაინის ფსიქოთერაპია ე\წ\ კლაინის Ego ანალიზი წარმოადგენს ფსიქოანალიტიკური

ფსიქოთერაპიის ვარიანტს, რომელიც მისი კონცეფციის პრაქტიკულ გამოყენებას ეყრდნობა და


რომელიც მიმართულია Ego-ს გაფართოებაზე\ ეს კონცეფცია უფრო ახლოს დგას ობიექტ-

ურთიერთობების ფსიქოლოგიასთან\ კლაინმა აღწერა ბაზისური არაცნობიერი ფანტაზიები,

შფოთი და დაცვითი მექანიზმები და ამით საფუძველი ჩაუყარა მოსაზღვრე მდგომარეობებისა


და ფსიქოზების მისეულ ანალიზს\ მისი აზრით, ბავშვების ანალიზისას ჩვენ ვწვდებით ბავშვის

დამოკიდებულებას არა რეალური მშობლების მიმართ, არამედ ინტერნალიზებული


ფანტასტიკური (წარმოსახვითი) ფიგურების - შინაგანი მშობლების მიმართ\ მისი აზრით, Super-

Ego-ს ჩამოყალიბება უფრო ადრე იწყება, ვიდრე ამას თვლიან, და რომ არსებობს Ego-ს და
ოიდიპოსის კომპლექსის ადრეული ფორმები\ აგრეთვე, მას მიაჩნდა, რომ აგრესიულ ლტოლვებს
მივყავართ კონსტელაციებამდე, რომელსაც იგი პარანოიდულ-შიზოიდური და დეპრესიული
პოზიციების სახელს არქმევს\ ეს პოზიციები განიხილება როგორც განვითარების ფაზები, არა

როგორც სპეციფიკური ფაზის გამოვლინებანი, არამედ როგორც ობიექტ-ურთიერთობების


სპეციფიკური ფორმები\ კლაინის აზრით, ადრეულ ბავშვობაში პროექცია და ინტროექცია

პრევალირებს სხვა დაცვით მექანიზმებზე\ მე-ს განვითარება განიხილება, როგორც ობიექტთა

განუწყვეტელი ინტროექცია და პროექცია და არა როგორც ფაზების გადალახვის შედეგად


სუბიექტის წინსვლა\

ნევროზის მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ ადრეულ ბავშვობაში (1 წლამდე) პაციენტს


არ შეუძლია გადალახოს დეპრესიული პოზიცია\ ამის გამო დეპრესიული პოზიცია იმავე როლს

ასრულებს კლაინის კონცეფციაში, როგორსაც ოიდიპოსის კომპლექსი კლასიკურ თეორიაში\

პარანოიდულ-შიზოიდური პოზიცია გულისხმობს ჩვილი ბავშვის პირველ მცდელობას


დაეუფლოს თავის დესტრუქციულ, სიკვდილის ინსტინქტს\ ეს პოზიცია დეპრესიული

პოზიციის წინამდებარეა\ კლაინის აზრით, იმ ფაქტს, რომ ბავშვი დეპრესიულ პოზიციას ვერ

აღწევს, მივყავართ არა მარტო შიზოიდურ და პარანოიდულ დარღვევებამდე, არამედ ობსესიურ


დარღვევებმადეც, როდესაც ცუდი მდევნელი ობიექტი ინტროეცირდება და ქმნის SuperEgo-ს
ბირთვს\ დეპრესიული პოზიციის ქვეშ მ\კლაინი გულისხმობს იმ პოზიციას, რომელსაც აღწევს

ბავშვი (ან პაციენტი ანალიზისას), და რომლის დროსაც ბავშვი მკაფიოდ და აშკარად


გააცნობიერებს, რომ მისი სიყვარული და სიძულვილი მიმართულია ერთი და იმავე ობიექტის -
დედის მიმართ\ ამ დროს ბავშვი აცნობიერებს რა ნათლად თავის ამბივალენტურ დამოკიდე-

ბულებას, ცდილობს დაიცვას დედა თავისი სიძულვილისაგან და შეავსოს ის დანაკლისი,


რომელიც მის წარმოსახვაში მისმა სიძულვილმა დედას მიაყენა\

მ\კლაინმა დიდი გავლენა მოახდინა ბავშვთა ფსიქოანალიზზე\ გადატანის

ჩამოყალიბების მიზნით მან შემოიღო თამაშის ელემენტი ამ სიტყვის ფართო გაგებით (ხატვა,
ძერწვა, კონსტრუირება)\ მისი აზრით, ბავშვთა ფსიქოანალიზი უნდა ატარებდეს ადაპტაციურ,

პედაგოგიურ ხასიათს და მიმართული უნდა იყოს შიშებისაგან განთავისუფლებისაკენ\

ვ\შტეკელი (1869-1940) იყო ფროიდის ერთ-ერთი ახლო მოწაფე\ მისი ინტერესების

სფეროს განეკუთვნებოდა ჰომოსექსუალური ნევროზები (1922), სექსი, სიზმარი, იმპოტენცია და


სექსუალური გადახრები (StekelW. 1911, 1912)\
მას მიაჩნდა, რომ ფსიქოანალიზი პედაგოგიური, აღმზრდელობითი ფუნქციის
მატარებელია, ხოლო თერაპიულ ურთიერთობებს განიხილავდა, როგორც აქტიურ
პარტნიორობას ექიმსა და პაციენტს შორის\ იგი ხაზს უსვამდა აქტუალური კონფლიქტის

ანალიზს (ხშირად თავისუფალი ასოციაციების გამოყენების გარეშე) განსხვავებით ბავშვობაში


არსებულ მიზეზზე აქცენტირებისაგან\ მისი თერაპია ცნობილია, როგორც აქტიური ანალიტი-

კური თერაპია ვ\შტეკელის მიხედვით\

ინტერპერსონალური ფსიქიატრიის შემქმნელი - ჰარი სტაკ სალივენი (1892-1949)


ამერიკელი ფსიქიატრი იყო, რომელიც ფსიქიატრიას განიხილავდა, როგორც მოძღვრებას
ინტერპერსონალური ურთიერთობების შესახებ\1934 წელს მან ჩამოაყალიბა თავისი კონცეფციის

ძირითადი პრინციპები (SullivanH. 1953)\

ამ კონცეფციის თანახმად, ნორმისა და პათოლოგიის ფორმირების საფუძველს


ინტერპერსონალური ურთიერთობების წარმოადგენს\ სალივენის მიხედვით ადამიანს

ახასიათებს ორი ძირითადი წამყვანი მოთხოვნილება\ პირველი ბიოლოგიური ბუნებისაა

(ალერსის და სინაზის მოთხოვნილება), მეორე კი დაკავშირებულია ინტერპერსონალურ


ურთიერთობებთან და ვლინდება უსაფრთხოების მოთხოვნილებაში\ პირველი მოთხოვნილების

ფსიქოლოგიური საზრისი ფიზიოლოგიური მოთხოვნილების შესუსტებასა და


დაკმაყოფილებაში მდგომარეობს, ხოლო მეორე მოთხოვნილება მიმართულია შფოთისა და
დაურწმუნებლობის ხარისხის დაქვეითებისაკენ\ ქცევის დარღვევები, მისი აზრით, გაზრდილ

შფოთზე საპასუხო რეაქციებს წარმოადგენს\ ხშირად ეს ორი მოთხოვნილება კონფლიქტში არის

ერთმანეთთან, მაგ\ ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილებისაკენ მისწრაფებამ შეიძ-

ლება გამოიწვიოს უსაფრთხოების გრძნობის მოსპობა\ ერთ-ერთი ძირითადი საშუალება

შფოთის გადალახვისა არის შერჩევითი ყურადღება, რომელიც შფოთის გამომწვევ ინფორმაციას


უგულვებელყოფს\ შფოთის გადალახვის საშუალებები და გზები ფიქსირდება გამოცდილებაში\

ამ მხრივ დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვობას\ ის, რომ უმეტესი ფსიქოპათოლოგიური დარღ-

ვევების ჩამოყალიბება ბავშვობაში ხდება, აიხსნება იმით, რომ ამ პერიოდში ბავშვის


გამოცდილება არასრულფასოვანია\ ამ უკანასკნელს განაპირობებს გამოცდილების შეძენის ე\წ\

პროტოტაქსიური - ზედაპირული, მიზანდასახულ აქტამდელი პრეინტენციალური ფორმა\ ამ

დროს გამოცდილება განიცდება როგორც მომენტალური და წარსულს, აწმყოსა და მომვალს


შორის კავშირი არ აღიქმება\ ამ დროს გარემო აღიქმება საკუთარი ემოციებიდან
გამომდინარე\მაგ\ დედა კარგია, თუ ის იოლად და საკმარისად აკმაყოფილებს ფიზიოლოგიურ

მოთხოვნილებებს\ თუ დედას ცოტა რძე აქვს, მაშინ იგი აღიქმება, როგორც ცუდი\

განვითარების შემდეგ საფეხურს პარატაქსიური პერიოდი წარმოადგენს, რომლის


დროსაც ინდივიდი, თუმცა აღიქვამს და აცნობიერებს მოვლენებს შორის არსებულ კავშირებს,
მაგრამ ეს კავშირები შემთხვევითი, ზედაპირული და გარეგნული ხასიათისაა\

ფსიქოთერაპიის პროცესში რეგრესიული პარატაქსიური მიდგომის კორეგირება


პაციენტის ადრეულ ბავშვობაში არსებული ინტერპერსონალური ანალიზის საშუალებითა და
ფსიქოთერაპევტთან ურთიერთობის გზით ხდება, რის გამოც პაციენტი სწავლობს სიამოვნების
მიღებას სხვებთან ურთიერთობით, თავისუფლდება შფოთისაგან, იძენს უსაფრთხოების განც-
დას და ადექვატურ ურთიერთობებს აყალიბებს თავის თავთან, გარემოსთან და სხვებთან\ ამ

დროს ხდება პიროვნების გარდაქმნა\ იგი იძენს ისეთ თვისებებს, რომლის მეშვეობით ადრე

გადაუწყვეტელი პრობლემის გადაწყვეტის გზებს ხედავს\

ჰ\ს\სალივენის ინტერპერსონალური ფსიქიატრიის ძირითად დებულებებზე

დაყრდნობით, სალივენის მოწაფე ფრიდა ფრომ-რეიჰმანი (Fromm-Reichman, F. 1963) აყალიბებს


საკუთარი ფსიქოთერაპიული მიდგომის ე\წ\ ინტენსიური ფსიქოთერაპიის პრინციპებს\ მის

მიერ ჩამოყალიბებული ფსიქოთერაპიული მიდგომის მიზანს შეადგენს პაციენტის ემოციური


სიძნელეების შემცირება და ამის შედეგად ნევროტული ან ფსიქოზური სიმპტომატიკის
მოსპობა\ ამის მიღწევა ხდება ინსაიდის და ფსიქიკური დარღვევების ადრე გაუცნობიერებელი

მიზეზების გაცნობიერების საშუალებით\ ასეთი მიდგომა ხელს უწყობს პაციენტის პიროვნების

დინამიკური სტრუქტურის ცვლილებას\ პიროვნების შეცნობა, ფსიქიკური დარღვევების

მიზეზებში ჩაწვდომა შესაძლებელია, მისი აზრით, მხოლოდ ინტერპერსონალური


ურთიერთობების კონტექსტში\ იგი ფსიქიატრიისა და ფსიქოთერაპიის თავისებურ განმარტებას

იძლევა, როგორც ინტერპრესონალური ურთიერთობების მეცნიერებისა და ხელოვნებისა\

ინტენსიური ფსიქოთერაპია ფრომ-რეიჰმანის თანახმად, მიმართულია შემდეგზე| პაციენტის

ექიმთან ურთიერთობის საფუძველზე მისი სხვებთან ურთიერთობის გაძნელების


გაცნობიერებაზე, დავიწყებული განცდების აქტუალიზაციაზე, წინააღმდეგობის ანალიზზე,
დავიწყებულ ემოციურ განცდებთან დაკავშირებული შიშების გამოკვლევაზე, უსაფრთხო
ატმოსფეროს შექმნაზე, სადაც პაციენტი დარწმუნებული იქნება, რომ მისი მოგონებები და
აქტუალური ურთიერთობები ექიმთან სწორად და ყურადღებით იქნება ინტერპრეტირებული\

ფ\ფრომ-რეიჰმანი თავის მიდგომას იყენებდა არა მარტო ნევროზით დაავადებული

პაციენტებისათვის, არამედ მას ფართო გამოყენება ჰქონდა ფსიქოზით დაავადებულ


პაციენტებშიც\ ავტორის მიხედვით, ეფექტური ფსიქოთერაპიის პირველი და ძირითადი

პირობაა ექიმის მიერ პაციენტის მენტალობისა და პიროვნების პატივისცემა\

კარენ ჰორნი (1895-1952) ნეოფროიდიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია\

15 წლის განმავლობაში იყო ორთოდოქსი ფსიქოანალიტიკოსი\ შემდეგ მან კავშირი გაწყვიტა

ფროიდის სკოლასთან და ჩამოაყალიბა საკუთარი ასოციაცია\ 1939 წელს აქვეყნებს ნაშრომს

„ფსიქოანალიზის ახალი გზები“ (HorneyK., 1939), სადაც იგი აყალიბებს საკუთარ კონცეფციას ე\წ\

ქარაქტეროლოგიურ ანალიზს\ ჰორნის (HorneyK. 1950, 1963, 1973; {jhyR\ 1993) კონცეფციის

თანახმად ყველა ადამიანს ძალუძს საკუთარი პიროვნული პოტენციალის გზით მიზნის და


წარმატების მიღწევა, წინააღმდეგობის გადალახვა და ამის შედეგად თანდათანობით ის ხდება
იმად, რაც მას სურს და შეუძლია გახდეს\

პათოლოგია ვითარდება მაშინ, როდესაც გარეგანი ფაქტორების ზეგავლენით ხდება


სულიერ, პოზიტიურ და პიროვნულ ზრდაზე მიმართული ძალების ბლოკირება\ ბავშვი,

რომელიც ჯანმრთელ სოციალურ გარემოში იზრდება, გარემოს განიხილავს, როგორც


უსაფრთხოსა და გამოცდილების მომტანს\ ბავშვი, რომლის მშობლებს და აღმზრდელებს

სიყვარულის, ზრუნვისა და პატივისცემის გამოვლენა არ შეეძლოთ მისი


ინდივიდუალობისადმი, ისეთ ადამიანად ყალიბდება, რომელიც მუდმივად შფოთის
ზეგავლენის ქვეშ იმყოფება და სამყაროს განიხილავს, როგორც მისდამი მტრულსა და
არაკეთილგანწყობილს\ ასეთ ვითარებაში თვითგანვითარებისაკენ ანუ თვითაქტუალი-

ზაციისაკენ ჯანმრთელი მისწრაფება ჩაინაცვლება უსაფრთხოებისადმი ყოვლისმომცველი


მისწრაფებით - ძირითადად ნევროტული მოთხოვნით\ ჰორნი გამოყოფს ბაზისური შფოთის

ცნებას, რომელშიც გულისხმობს ბავშვის დაუცველობას, შფოთს, რომელიც გამოწვეულია


პოტენციურად მტრულ გარემოში ბავშვის იზოლაციითა და უსუსურობით\

ბაზისური შფოთი არ არის განპირობებული გენეტიკური მემკვიდრეობით, არამედ


წარმოადგენს კულტურისა და აღზრდის პროდუქტს\ ბაზისური შფოთი მომავალში ხდება
პიროვნული დარღვევების საფუძველი\ უსაფრთხოებისაკენ ნევროტული მისწრაფების

დაკმაყოფილება ხდება 3 დაცვითი მექანიზმიდან (უსუსურობა, აგრესიულობა და გამიჯვნა)


ერთ-ერთის ჰიპერტროფიით| თუ ადამიანი ამ დაცვითი მექანიზმებიდან უპირატესად ერთ-

ერთს იყენებს, მაშინ, შესაბამისად, ვითარდება ერთ-ერთი ქვემოთ მოყვანილი 3 ტიპის


ხასიათთაგან| 1\ სიყვარულის მაძიებელი (სხვებისაკენ მიმართული); 2\ აგრესიული

(მოთხოვნილების მიმართულება სხვების წინააღმდეგ); 3\ განცალკევებული, დამოუკიდებელი

(მოთხოვნილების მიმართულება - სხვებისაკენ)\

უსუსურობის ნევროზული დაცვითი მექანიზმი ვლინდება პროტექციისადმი,


მხარდაჭერისადმი და დახმარებისადმი გადაჭარბებულ მისწრაფებაში\ ზოგჯერ იგი ვლინდება

სხვათა აზრებისა და სურვილების გაზიარებისა და დათანხმებისადმი (საზოგადოებაში


ურთიერთობის ორიენტაცია ადამიანებისკენაა მიმართული) მოჩვენებით მისწრაფებაში\

აგრესიულობის დაცვითი მექანიზმი ეფუძნება იმ რწმენას, რომ ცხოვრებაში გამეფებულია


ჯუნგლის კანონი, სადაც უძლიერესი იმარჯვებს და გადარჩება\ ვინც ასეთი ცხოვრებისეული

ორიენტაციის ზეგავლენის ქვეშ იმყოფება, სხვებს განიხილავს, როგორც მისდამი მტრულად


განწყობილ მლიქვნელებს\ ამის გამო იგი უარყოფს ადამიანებს შორის თბილი, გულახდილი,

სპონტანური ურთიერთობების არსებობას\ იგი დარწმუნებულია, რომ ნამდვილი ერთგულება

არ არსებობს, რის გამოც ასეთი ადამიანი ყოველთვის სხვებით მანიპულირების სტრატეგიას


მიმართავს\ (საზოგადოებაში ორიენტაცია - ადამიანების წინააღმდეგ არის მიმართული)\

განსვლის, გამიჯვნის დაცვითი მექანიზმი ვლინდება სხვა ადამიანებთან ინტიმური,


მეგობრული და, საერთოდ, ყოფითი კონტაქტების უარყოფით (საზოგადოებაში ორიენტაცია -
ადამიანებისაგან დაშორება)\

ნევროტიკი რიგიდულად ირჩევს კომუნიკაციის ერთ რომელიმე ტიპს, ხოლო


დანარჩენები კი განიდევნებიან არაცნობიერში, სადაც დომინირებულ და განდევნილ
ორიენტაციებს შორის კონფლიქტი წარმოიშვება\

ჰორნი განასხვავებს ინტრაპერსონალური კონფლიქტის სხვა ტიპს, რომელიც


დაკავშირებულია საკუთარი მე-ს იდეალიზებულ ხატთან და წარმოდგენასთან\ ნევროტიკები

არა მარტო თრგუნავენ საკუთარ პრობლემებსა და კონფლიქტურ მოთხოვნილებებს, არამედ ვერ


აცნობიერებენ საკუთარ სისუსტეებსა და ნაკლოვანებებს, რომლებსაც შესაძლებელია,
ბუნდოვნად გრძნობენ და ეზიზღებათ\ მათ საკუთარ თავზე უყალიბდებათ ისეთი ცნობიერი

წარმოდგენა, რომელშიც მათი პოზიტიური, სოციალურდ აღიარებული თვისებები


წარმოდგენილია გადაჭარბებული ფორმით\ ეს, თავის მხრივ, ზრდის პრობლემის ნევროტულ

გადაწყვეტას\ თავის თავზე იდეალიზებული წარმოდგენა აიძულებს ადამიანს დაისახოს

პრაქტიკულად განუხორციელებელი მიზნები და ამოცანები, რომელთა განხორციელება,


როგორც წესი, მარცხით მთავრდება\ ეს უკანასკნელი ზრდის თავის თავისადმი ზიზღისა და

დაუკმაყოფილებლობის გრძნობას, რის გამოც რეალურ და იდეალიზებულ მე-ს შორის


კონფლიქტი მატულობს\ იქმნება მოჯადოებული წრე, რომელშიც განუწყვეტლად

ცირკულირებს მე-ს ამ იდეალიზებული, დიდებული ხატის შენარჩუნების, მხარდაჭერის და


მასთან შესაბამისობის მისწრაფება - არარეალისტური, მარცხიანი, მიუღწეველი მიზნების
დასახვის გზით\

ნევროტიკის უმოწყალო მოთხოვნებს საკუთარი თავისადმი ჰორნი „მოვალეობის


ტირანიას“ უწოდებს\ ასეთ ადამიანს მიაჩნია, რომ იგი ყოველთვის უნდა იყოს გამარჯვებული,

ზედმიწევნით ზუსტი, ყოველთვის მოსიყვარულე, აბსოლუტურად არაეგოისტური\ მას

განსაკუთრებული პარტნიორი, შვილები და სამსახური უნდა ჰქონდეს\

ნევროზში კ\ჰორნი ხედავდა ადამიანის მიერ ბაზისური შფოთის გადალახვის

არაადექვატურ, უშედეგო მცდელობას\ იგი იზიარებდა მხოლოდ ერთ ძირითად ნევროზს

განვითარების სხვადასხვა ტიპით| 1\ სუბმისიური ტიპი; 2\ აგრესიული, რომელსაც საფუძვლად

უდევს ძალაუფლებისაკენ და სხვებზე უპირატესობის მოპოვებისაკენ სწრაფვა; 3\ გაქცევის ტიპი\

იგი იზიარებდა ადლერის აზრს, რომ ოიდიპოსის კომპლექსი არ არის საყოველთაო და


მას ვხვდებით მხოლოდ განებივრებულ ბავშვებში\ ჰორნთან ნარცისიზმი აღიქმება, როგორც

საკუთარი თავის თაყვანისცემა და თვითგაკერპება\

ფსიქოთერაპიის მიზანს ჰორნი ამ იდეალიზებული მე-ს არაჯანსაღი ნევროტული


ზემოქმედების მხილებაში, ჭეშმარიტი ადამიანური თვისებების განვითარებაში, აზრების,
ემოციების და ცხოვრებისეული გეგმების გადაფასებასა და პაციენტის თვითაქტუალიზაციაში
ხედავს\
ანალიზურ პროცედურას ჰორნი უმატებს ფსიქოსინთეზს, რომელიც პაციენტის
კონსტრუქციული ძალებისა და თვითაქტუალიზაციის განვითარებაში მდგომარეობს\

თვითრეალიზაცია ანუ თვითაქტუალიზაცია ჰორნისათვის ნიშნავს პაციენტის


მზადყოფნას ღრმად განიცადოს საკთარი სურვილები და გრძნობები, აღმოაჩინოს ცხოვრებაში
საკუთარი დანიშნულება, აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავსა და სხვებზე და დაამყაროს
მეგობრული, ემოციურად ვალიდური ინტერპერსონალური ურთიერთობები\

ერიხ ფრომი (1900-1980)\ ფილოსოფოსი და სოციოლოგი, ჰუმანისტური ფსიქოანალიზის

ფუძემდებელი\ ფრომის თეორია ასახულია მის ცნობილ წიგნებში (Ahjvv "\ 1989, 1992, 1993, 1995)

და წარმოადგენს ნეოფსიქოანალიზის განსხვავებულ ტიპს, რომელზეც დიდი გავლენა


მოახდინა სოციოლოგიამ და ფილოსოფიურმა იდეოლოგიამ\ იგი აკრიტიკებდა ზ\ფროიდის

ლტოლვათა თეორიას იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანისა და ცხოველის ინსტინქტებს შორის


დიდი განსხვავებაა\ ცხოველისაგან განსხვავებით ადამიანის განვითარება იძენს სრულიად

განსხვავებულ ფორმას (კ\იუნგის ინდივიდუაციის მსგავსი) და იგი თავისუფლებით სრულდება\

ფრომი არ ღებულობს ნევროზების შესახებ ტრადიციულ მოძღვრებას და განიხილავს


ნევროტული მექანიზმების განსხვავებულ ტიპებს|

1. ავტორიტეტისადმი მორჩილების, სუბმისიის მოთხოვნილება და ლტოლვა;

2. ძალაუფლებისაკენ სწრაფვა (ავტორიტარული ხასიათი);

3. ნგრევისადმი ლტოლვა;

4. ავტომატური, მექანიკური კონფორმიზმის აკვიატებული კომპულსიები\

ამ ნევროტული მექანიზმის მიზეზს და წყაროს ფრომი სოციალურ და კულტურულ


ფაქტორებში, კერძოდ, კაპიტალისტურ სისტემაში ხედავს\ ამავე დროს იგი მიუთითებს

პროდუქტიულ პიროვნულ ხასიათზე, რომელიც ადლერის მიერ აღწერილი სოციალური


გრძნობების მატარებელი პიროვნების მსგავსია\

ოიდიპოსის კომპლექსის არსებობას იგი ხსნის ბავშვის აჯანყებით პატრიარქალური და


ავტორიტარული სისტემისა და წესის წინააღმდეგ, რომელიც ავტორიტარული მამის მიერ არის
წარმოდგენილი\
გერმანელმა ფსიქოანალიტიკოსმა და ფსიქიატრმა ფრანც ალექსანდერმა (1891-1964)
გამოიყენა სომატური დარღვევებისადმი ფსიქოანალიტიკური მიდგომა და ჩამოაყალიბა
ფსიქოსომატური მედიცინის კონცეფცია, რომლის თანახმადაც სომატური დაავადების
ეტიოლოგიაში ემოციურ ფაქტორებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება\ თავის კონცეფციაში მან

განსაზღვრა შემდეგი ძირითადი პრინციპები, რომლებიც საფუძვლად დაედო ფსიქოსომატურ


მედიცინას|

1. სომატური დარღვევების გამომწვევი ფსიქიკური მიზეზები და ფაქტორები


სპეციფიკური ბუნებისაა და ვლინდება გარემოსადმი ან საკუთარი პიროვნებისადმი პაციენტის
ემოციურ დამოკიდებულებაში\ ამ მიზეზების გაცნობიერებაში გვეხმარება ფსიქოანალიტიკური

მკურნალობა\

2. ემოციებისა და მოთხოვნილებების დათრგუნვა იწვევს შინაგან ორგანოთა ქრონიკულ


დისფუნქციას\

3. პაციენტის აქტუალური ცხოვრებისეული სიტუაციები მხოლოდ აჩქარებენ სომატურ


დარღვევებს\

ალექსანდერი ასხვავებდა ისტერიულ კონვერსიულ რეაქციებსა და ნევროზით


გამოწვეულ ვეგეტატიურ სიმპტომატიკას, რომელიც ემოციური დაძაბულობისას ვეგეტატიური
ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში შესაბამისი ცვლილებებით ვლინდება\ კონვერსიული

რეაქციები წარმოადგენს ემოციის სიმბოლურ გამოხატვას, რომელიც ნაცვლად ვერბალიზაციისა


ითრგუნება და იდევნება სირცხვილისა და თვითბრალდების განცდის შედეგად\ ამ დროს

სხეული ემოციის გამოხატვის ინსტრუმენტს წარმოადგენს\ ნევროზის დროს ვეგეტატიური

დარღვევები თან ახლავს ემოციურ დაძაბულობას, რადგანაც ამ დროს აფექტის პირდაპირი,


გარეგანი განტვირთვა არ ხდება\ შემდგომში, ფუნქციურად შექცევად პროცესებს მივყავართ

შეუქცევად მორფოლოგიურ ცვლილებებამდე\ მას მიაჩნდა, რომ გარკვეული ემოციური

კონფლიქტები არჩევით ზემოქმედებას ახდენს სხვადასხვა ორგანოთა და სისტემათა


ფუნქციონირებაზე\ მაგ\ ბრაზი და რისხვა მოქმედებს გულსისხლძარღვთა სისტემაზე,

მარტოობის გრძნობა, სევდა და იპოქონდრიული განცდები საჭმლის მომნელებელ სისტემაზე,


კონფლიქტს სექსუალურ ლტოლვებსა და მათ გარეგან დათრგუნვას შორის მივყავართ სასუნთქი
გზების დისფუნქციამდე\ ალექსანდერი ეყრდნობოდა კენონის (CannonW. 1939) გამოკვლევებს\
სიმპათიკური სისტემა მონაწილეობს შეტევისა და გაქცევის რეაქციებში, ხოლო
პარასიმპათიკური - ანაბოლისტურ პროცესებში\ პარასიმპათიკური სისტემის ზეგავლენით

ინდივიდი ემიჯნება გარე სამყაროს ვეგეტატიურ არსებობაში, ხოლო სიმპათიკური სისტემის


აქტივაციას მივყავართ გარემოსთან აქტიურ ურთიერთობასთან\ მისი აზრით, ფსიქოსომატური

დარღვევები ემოციური დაძაბვისა და შინაგანი ინტრაფსიქიკური კონფლიქტის შედეგია\ იგი

გამოყოფდა| 1\ ისტერიულ კონვერსიას, 2\ ვეგეტატიურ ნევროზს და 3\ ფსიქოსომატურ

დაავადებას\ ეტიოლოგიურ ფაქტორებს ორ ჯგუფად ყოფდა|^ -დათრგუნული რისხვა,

აგრესიულობა და გარემოსადმი მტრული განწყობილება იწვევს ჰიპერტენზიასა და


გულსისხლძარღვთა დარღვევებს (სიმპათიკური სისტემის აქტივაციის გზით), ქრონიკულმა
კუნთოვანმა დაძაბულობამ შეიძლება ართრიტი გამოიწვიოს, სისხლძარღვთა ტონუსის
მომატებამ - თავის ტკივილები და შაკიკი, ენდოკრინულ სისტემაზე ზემოქმედებამ - დიაბეტი
და თირეოტოქსიკოზი\^^ ჯგუფს შეადგენს არარეალიზებული სექსუალური, აღიარების,

თვითდარწმუნების და თვითდაცვის მოთხოვნილებები, რომლებიც იწვევენ კუჭნაწლავის


ტრაქტის პათოლოგიას (პარასიმპათიკური, ქოლინერგული სისტემების აგზნება, კუჭისა და
თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, წყლულოვანი კოლიტი)\ აგრეთვე, ბრონქულ ასთმას და

ნეიროდერმიტებს\ კვების სხვადასხვა დარღვევას საფუძვლად უდევს დანაშაულის განცდა\

ისტერიული კონვერსიის დროს ადგილი აქვს განდევნილი ემოციური კონფლიქტის


სიმბოლურ გამოხატვას და გადამუშავებას, რის გამოც ადგილი აქვს დარღვევებს ნებელობითი
ინერვაციის ზონაში (ისტერიული მონოსიმპტომები| ამავროზი, ასტაზია-აბაზია,

სურდომუტიზმი)\ ვეგეტატიური ნევროზის დროს კონფლიქტი უფრო ღრმაა და ვლინდება

ვეგეტატიური ნერვული სისტემის დისფუნქცია (გულსისხლძარღვთა, სასუნთქი გზებისა და


საჭმლის მომნელებელი სისტემის დისფუნქცია)\

თავის წიგნში „ფსიქოსომატური მედიცინა“ ალექსანდერი (AlexanderF. 1950) განმარტავს


სპეციფიკურობას, როგორც ემოციურ სტიმულებზე ფიზიოლოგიურ რეაქცია-პასუხებს\ იგი

გამოყოფს 7 სპეციფიკურ ფსიქოსომატურ დაავადებას (თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი


დაავადება, ბრონქული ასთმა, წყლულოვანი კოლიტი, რევმატოიდული ართრიტი, ნეი-
როდერმიტი, ჰიპერტენზია და თირეოტოქსიკოზი)\ ფსიქოსომატური მედიცინის სხვა

წარმომადგენლები ამ სიას უმატებენ ლუმბაგოს, შაკიკს, ჰეპტიურ წყლულს, დისმენორეას,


ეგზემას, ფსორიაზს და ნეიროცირკულატორულ ასთენიას\ ალექსანდერის მიხედვით
ფსიქოსომატური დაავადების ჩამოყალიბებისათვის სამი ფაქტორის კონსტელაცია - თანხვედრაა
საჭირო| 1\ ორგანოს ან ორგანოთა სისტემის თანდაყოლილი ან ადრეულ ბავშვობაში შეძენილი

ნაკლოვანება\ 2\ კონფლიქტთა ფსიქოლოგიური პატერნები და ადრეულ ბავშვობაში

ჩამოყალიბებული ფსიქოლოგიური დაცვა\ 3\ აქტუალური ფსიქოტრავმული სიტუაციაა\ მისი

ინიციატივით გაიხსნა ჩიკაგოს ფსიქოანალიზის ინსტიტუტი, სადაც ფსიქოანალიზს იყენებდნენ,


როგორც თერაპიულ მიდგომას\ აქვე ტარდებოდა ექსპერიმენტული გამოკვლევები\ ამ

ინსტიტუტს თვით ალექსანდერი ხელმძღვანელობდა\

ფ\დოიჩმა (DeutschF. 1948) განავითარა ორგანოთა ნევროზების კონცეფცია, რომელშიც

დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ორგანოს სისუსტესა და ნაკლოვანებას, რომელიც წინამავალი


ავადმყოფობის პროცესით არის გამოწვეული\ ეს კონცეფცია ახლოს დგას ადლერის მიერ

ჩამოყალიბებულ იდეებთან მიელოდისპლაზიის (1905), ანუ ორგანოს არასრულფასოვნების,


როგორც მისი კონსტრუქციული სისუსტის გამოვლენის ფორმის შესახებ\ იგი, აგრეთვე,

ითვლება ე\წ\ სექტორული თერაპიის ფუძემდებლად, რომელიც მისი სახელით არის ცნობილი\

იგი მიმართულია პრობლემის გარკვეულ შეზღუდულ ასპექტებზე, ცხოვრების იმ სიძნელეებთან


ადაპტაციის მიზნით, რომელთაც პაციენტი ვერ ფლობს\ შანდორ ფერენჩი (FerencziS. 1924)

ანვითარებს კონცეფციას ორგანოთა სიმბოლური ენის შესახებ და ფსიქოანალიზს იყენებს,


როგორც დაავადების გაგებისა და მკურნალობის მეთოდს\ მისი აზრით, სომატური

დაავადებებიც ვეგეტატიური ნერვული სისტემის დარღვევებში არარეალიზებული


სექსუალური ენერგიის ტრანსფორმაციის შედეგია\ ეს ტრანსფორმაცია ისტერიული კონვერსიის

მექანიზმითა და ფანტასტიკურ-ეროტული სიმბოლიკის თანახმად ხდება\

კარპმანის ობიექტური ფსიქოთერაპია (Karpman, 1949) მდგომარეობს შემდეგში|

ავადმყოფმა წერილობით უნდა გასცეს პასუხი სპეციალურად შერჩეულ კითხვებს მისი


ბიოგრაფიის შესახებ\ ამის საშუალებით ნათელი ხდება პაციენტის ძირითადი პრობლემები\

ექიმი იყენებს ბიბლიოთერაპიას, რომელიც მის პრობლემატიკას ეხება და რომელზეც წაკითხვის


შემდეგ წერილობითი ანალიზი და პასუხი უნდა გასცეს პაციენტმა\ ეს მეთოდიკა წარმოადგენს

არა განსაკუთრებულ მოდელს, არამედ სხვადასხვა ფსიქოთერაპიული მიდგომების


ორგანიზაციულ ფორმას\
ა\მაიერის (MeyerA. 1906) ფსიქობიოლოგიური თერაპია გამოქვეყნდა 1957 წელს ავტორის

გარდაცვალების შემდეგ, რომელიც მის მიერ მუშავდებოდა 1930-1950 წწ-ის პერიოდში\ იგი

ცდილობდა გადაელახა ადამიანის შესახებ ვიწრო სპეციალიზაციაზე (მედიკო-ბიოლოგიური,


ფსოქოლოგიური და სოციალური) დამყარებული მიდგომები\

ა\მაიერის სისტემის ერთ-ერთ არსებით ცნებას წარმოადგენს - პატერნების ცნება,

რომელშიც იგულისხმება მჭიდროდ ურთიერთდამოკიდებული ფიზიოლოგიური და


კონსტიტუტციური ფაქტორების ურთიერთზემოქმედება\ მან ჩამოაყალიბა პატერნების

ორიგინალური სისტემა, რომელიც ფსიქიკური დარღვევების ახალ ნოზოლოგიურ სისტემას


წარმოადგენდა\ ფსიქოთერაპიის მიზანს წარმოადგენს სხვადასხვა პატერნის გაერთიანება

ადამიანში მისი პიროვნების გამთლიანების მიზნით\

მასერმანი (MassermanJ. 1946,) აყალიბებს საკუთარ ფსიქოთერაპიულ მიდგომას, რომელიც


ცნობილია, როგორც მასერმანის ბიოდინამიკური კონცეფცია\ ეს მიდგომა ეყრდნობა ოთხ

ძირითად პრინციპს\

1\ მოტივაციაა - ადამიანის, ისევე, როგორც ყველა სხვა ცოცხალი ორგანიზმის მოქმედება

და ქცევა განპირობებულია ბიოლოგიური მოთხოვნილებებით\

2\\ სოციალური გარემოს ინტეგრაცია - ადამიანი გარემოზე კი არ რეაგირებს, არამედ

გარემოს შესახებ საკუთარ წარმოდგენაზე\

3\ ადაპტაცია\

4\ კონფლიქტი და შიში - თუ წინააღმდეგობა წარმოიშვა მიზნის მიღწევის სხვადასხვა

სტრატეგიებს შორის, მაშინ ეს იწვევს დაძაბვას, შიშს, ამბივალენტურ და დესტრუქციულ ქცევას\

ფსიქოთერაპიის მიზანს წარმოადგენს ორიენტაციული შესაძლებლობის გაფართოება და


„რეალობის კონცეფციის“ კორეგირება\

ხანმოკლე ფსიქოდინამიკური ფსიქოთერაპიის (Short-term, brief, time-limited,


immidiatetheraphy)\ ფუძემდებლები არიან ფ\ალექსანდერი (AlexanderF. 1965), პ\სიფნეოსი

(SifneosP. 1979), დ\მალანი (MalanD. 1965,1976), ჯ\მენი (MannJ. 1973), ჰ\დავანლო (DavanloH. 1980),

მ\ბალინტი და ჯ\მარნე (Dalintetal., 1972) \


მიუხედავად ამ მიმართულების ავტორთა განსხვავებული პოზიციებისა, შეიძლება
გამოიყოს ხანმოკლე ფსიქოდინამიკური ფსიქოთერაპიის ძირითადი პრინციპები| 1\ ხანმოკლედ

ითვლება ფსიქოდინამიკური ფსიქოთერაპია, რომელიც 1-40 სეანსით (ოპტიმალურ 10-12)


შემოიფარგლება\ სიხშირე - 1 სეანსი კვირაში\ 2\ მათ მიზანს წარმოადგენს კონფლიქტური ზონის

ფოკუსირება და იგი არ არის მიმართული პიროვნების სტრუქტურის გარდაქმნაზე\ 3\ ამ

მიდგომის ძირითადი სტრატეგიაა ფოკალური კონფლიქტის გამოყოფა-განსაზღვრა,


გადამუშავება და კორეგირება\ 4\ ფსიქოთერაპევტს მოეთხოვება პაციენტთან ემოციური

კონტაქტის დამყარების უნარი და აქტიურობა (განსხვავებით ორთოდოქსალური ნეიტრალური


პოზიციისაგან)\ 5\ ამ მეთოდით მკურნალობის ჩვენებებია| ოიდიპოსის კომპლექსით

გამოწვეული ფოკალური კონფლიქტის არსებობა, საყვარელი არსების დაკარგვა, მაღალი


მოტივაცია, გრძნობების გამოვლენის, ასახვის, რეფლექსირების უნარი\ ხოლო უკუჩვენებები|

გამოხატული დეპრესია, ნარცისული და შიზოიდური ფსიქოზური დარღვევები, სუიციდალური


ტენდენცია და ნარკომანია\ 6\ ფაზების არსებობა\^ ფაზა - ფსიქოთერაპიული კონტაქტის

დამყარება, შემდეგ ^^ ფაზა - ფოკალური კონფლიქტის გადამუშავება და ბოლოს, ^^^ -

სეპარაციის ფაზა, რომელიც ტრანსფერის გადალახვაზეა ორიენტირებული\

ნეოფროიდისტების უმრავლესობა იზიარებს შემდეგ მსგავს თეორიულ-კონცეპტუალურ


იდეებს|

1\ უარყოფენ ლიბიდოს ცნების ფროიდისტულ გაგებას და მის საფეხურებს;

2\\ ოიდიპოსის კომპლექსს სხვა განსხვავებულ ინტერპრეტაციას აძლევენ;

3\ ადამიანის თანდაყოლილ ინსტინქტებს ისეთ დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ,

როგორც გარემოს ზემოქმედებას, კერძოდ, ინტერპერსონალური ურთიერთობების ზეგავლენას;

4\ ადამიანი მათ მიერ არ განიხილება როგორც დაბადებიდანვე შფოთის, შიშისა და

აგრესიის მქონე არსება;

5\ID, Ego-ს და Super-Ego-ს შორის კონფლიქტის ანალიზის მაგივრად, მათი ფსიქოთერაპია

მიმართულია არაცნობიერად არჩეული ნევროტული ცხოვრების სტილის ანალიზზე;


6\ მათთვის სექსუალობა არის ერთ-ერთი გამოვლენა სხვა განწყობებისა და ქცევებისა და

განსხვავებით ფროიდისაგან ისინი თვითდამკვიდრების ინსტინქტს უფრო დიდი მნიშვნელობას


ანიჭებენ, ვიდრე სექსუალობას\

7\ მათთან სიზმრის ფსიქიკურ სიმბოლოთა ანალიზი მინიმუმამდეა დაყვანილი\

როდესაც შვეიცარიელი ფსიქიატრი, გამოჩენილი ე\ბლეილერის მოწაფე ლუდვიგ

ბინსვანგერი წარსდგა შვეიცარიის ნევროლოგთა და ფსიქიატრთა საზოგადოების წინაშე


მოხსენებით ფენომენოლოგიის შესახებ\ მაშინ აღინიშნა ფსიქიატრიაში ახალი მიმართულების

აღმოცენების პირველი ნიშნები\ იგი დაინტერესდა ჰუსერელის ფენომენოლოგიით და მისი,

როგორც მეთოდის გამოყენებით კლინიკურ ფსიქიატრიაში\ 1931 წელს იგი იწყებს მანიაკურ

პაციენტთა ფენომენოლოგიური ანალიზის გამოქვეყნებას, რომელშიც განსაკუთრებულ


ყურადღებას უთმობს ამ პაციენტთა იდეების ქარიშხლის ფენომენს\

1942 წელს შვეიცარიაში იგი აქვეყნებს წიგნს „ადამიანის ეგზისტენციის შემეცნება და


მისი ძირითადი ფორმები“ (BinswangerL., 1964), სადაც განიხილავს და აყალიბებს Daseinsonalyse-
ის (ეგზისტენციალური ანალიზის) ახალ სისტემას\ ეს სისტემა ჩამოყალიბდა მ\ჰაიდეგერის

Daseinsonalytik-ის გავლენით, რომელშიც ადამიანის ეგზისტენციის სტრუქტურის ზოგადი


ფილოსოფიური ანალიზია მოცემული და წარმოდგენილი\ ბისვანგერი ამ ნაშრომში ადამიანის

სამყაროში ყოფნის InderWeltSein-ის ანალიზს ახდენს\ ფენომენოლოგიური კოორდინატების

მეშვეობით იგი ადამიანისა და სულით ავადმყოფთა შინაგან განცდათა სამყაროს


რეკონსტრუირებას ახდენს და მათ გონებისათვის გასაგებს ხდის\Daseinsonalyse-ში განიხილება

პიროვნების ისეთი არსებითი ასპექტები, როგორიც არის თვითშეგნება, გადაწყვეტილების


მიღება, ამ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აღების უნარი, სიკვდილის, როგორც
არსებობის შეწყვეტის შესაძლებლობის გაგების უნარი\ ადამიანის თვითგანვითარება ამ

სისტემის მიხედვით არის არა მარტო პიროვნების შესაძლებლობა, არამედ ყოველი


ადამიანისათვის აუცილებელი პირობა\ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველა ადამიანი

საკუთარი ახალი შესაძლებლობებისა და უნარის რეალიზაციის აუცილებლობის წინაშე დგას\

თვითრეალიზაციისა და თვითგანვითარების შეფერხებას სხვადასხვა პიროვნული, მათ შორის,


ფსიქიკური დარღვევებისაკენ მივყავართ\
ფსიქიკური დარღვევების მთავარი დიაგნოზი საკუთარი შესაძლებლობების
რეალიზაციასა და თვითგანვითარებაზე უარის თქმაში მდგომარეობს\Daseinsanalysis-ის მიზანი

პაციენტისათვის საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის დახმარებაში მდგომარეობს\

განკურნება აღიქმება მხოლოდ როგორც თვითგანვითარებისა და თვითრეალიზაციის უნარის


აღდგენა\

ამ მიდგომის მიხედვით ადამიანი პიროვნება განუმეორებელია, უნიკალურია, იგი


უარყოფს ყოველგვარ დიაგნოსტიკურ სქემებსა და კლასიფიკაციებს; აგრეთვე, ფსიქოლოგიურ
თეორიებს პიროვნებისა და მისი დარღვევების შესახებ\ იგი უარს ამბობს მეცნიერულ,

სციენტისტურ კატეგორიებზე და უხვად იყენებს პაციენტის ფსიქიკური ევოლუციის ხატოვან


მხატვრულ და ფილოსოფიურ-მეტაფორულ აღწერას\

1923 წელს ე\მინკოვსკი (MinkowskiE. 1923) აქვეყნებს სტატიას კლინიკური ფენომენო-

ლოგიის შესახებ, სადაც იგი აღწერს დეპრესიულ მდგომარეობაში მყოფი შიზოფრენიით


დაავადებული პაციენტის შემთხვევას\ მინკოვსკი აღნიშნავს, რომ ავადმყოფის მიერ დროის

აღქმა განსხვავებულია ნორმალური ადამიანების დროის აღქმისაგან\ კლასიკური

ნოზოლოგიური მიდგომის თანახმად დროის აღქმის ეს დარღვევები გამოწვეულია ფსიქიკური


ავადმყოფობით\ მინკოვსკის აზრით დროის აღქმის დარღვევა (დარღვეულია განწყობა

მომავლისადმი) ბაზისურია, წინს უსწრებს პათოლოგიურ პროცესს და ფსიქოპათოლოგიური


პროცესი ამ დარღვევის ერთ-ერთი გამოვლინებაა\ თავის წიგნში „შიზოფრენია“ მინკოვსკი

აყალიბებს ახალ მიდგომას ფსიქიკური დაავადებებისადმი\ აქ იგი ხაზს უსვამს პაციენტის

შინაგან სამყაროში სივრცის განცდის პრევალირებას დროის განცდაზე და აღწერს ავადმყოფურ


გეომეტრიზმს\

შემდგომში იგი აფართოებს თავის ფენომენოლოგიურ მიდგომას და თავის წიგნში


„განცდილი დრო“ გვაძლევს მოძღვრებას ფსიქოპათოლოგიური ფსიქიკური დარღვევებისას
დროის სუბიექტური განცდის მრავალფეროვნების შესახებ\

1928 წელს ფრაჰიერ ფონ გებზატელი (FreiherVonGebsatel 1928) აქვეყნებს თავის


ფენომენოლოგიურ მოძღვრებას მელანქოლიის შესახებ, სადაც ადასტურებს მინკოვსკის
აღმოჩენებს\
1944 წელს უნგრელი გენეტიკოსი და ფსიქოანალიტიკოსი ლ\სცონდი (SzondiL. 1944)

აქვეყნებს თავის ნაშრომს ბედის ანალიზის შესახებ\ (Schicksalsanalysis)\ მისი გამოკვლევის

ინტერესს შეადგენს ადამიანის არაცნობიერი ცხოვრების ბიოლოგიური საფუძვლები, კერძოდ,


ბიოლოგიური პრედისპოზიცია\ სცონდის შემოაქვს ოჯახის არაცნობიერის ცნება, რომელიც

ფსიქიატრიული გენეტიკისა და ფსიქოანალიზის გადაკვეთის წერტილს წარმოადგენს\

გენეტიკოსები მას გენოტიპს - ფარულ მემკვიდრეობით პრინციპს მიაკუთვნებენ, ხოლო


ფსიქოლოგთათვის Szondi-ის აზრით იგი წარმოადგენს არაცნობიერის ახლად აღმოჩენილ შრეს,
რომლისგანაც გამომდინარეობს პიროვნების მოთხოვნილებები და ვიტალური არჩევანთა
სისტემა (სიყვარულის ობიექტის, მეგობრის, პროფესიის, დაავადების არჩევა, ეს არჩევანი
სიკვდილის მანერაზეც კი ვრცელდება)\ ამ არჩევანთა ჯამი შეადგენს ჩვენს ბედს\ სცონდის

მიაჩნდა, რომ ადამიანი იბადება ბედის შესაძლებლობების ნაკრებით, რომელსაც განსაზღვრავს


მისი გენოტიპის ფორმულა\ სცონდის ბედის ანალიზი მიმართულია ბედის წარმოშობის და

ფორმირების მექანიზმის ანალიზზე, ინდივიდის ლატენტური გენეტიკური სტრუქტურის


რეკონსტრუქციის მიზნით\ ბედის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების მთავარ მექანიზმთა

შორის იგი აღწერს გენოტროპიზმს\ მის მონოგრაფიაში „ქორწინების ანალიზი“ (SzondiL. 1938)\

იგი იკვლევს მეუღლეების მემკვიდრეობას, კერძოდ, ადარებს თითოეული მეუღლის


მემკვიდრეობას და ასკვნის, რომ მატრიმონიალურ არჩევანს განაპირობებს გენეტიკურ-
მემკვიდრეობითი მსგავსებები მეუღლეების მემკვიდრეობით რუკაზე\

სხვა ძირითად მექანიზმს წარმოადგენს ოპეროტროპიზმი, რომელშიც იგულისხმება


ინდივიდუუმის არაცნობიერი ტენდენცია საქმიანობის, დასაქმების არჩევისა, რომლის შედეგად
ხდება უპირატესად პოზიტიურ მემკვიდრეობით ფაქტორთა უპირატესი გამოვლენა\ ერთსა და

იმავე მოვლენას შეიძლება ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური ინტერპრეტაცია მიეცეს, მაგ\

რასაც გენეტიკოსები „ბიოლოგიური რადიკალის პოზიტიურ მანიფესტაციას“ უწოდებენ,


ფსიქოანალიზის ენაზე სუბლიმაციას ნიშნავს\ ფსიქოანალიტიკოსისათვის სცონდი განასხვავებს

სამი ტიპის სუბლიმაციას\ 1\ სოციალიზაცია - როცა მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება

სოციალურად აღიარებული, მიღებული გზებით ხდება; 2\ საკუთრივ სუბლიმაცია - პიროვნების

ხასიათობრივი თვისებების სუბლიმირება; 3\ ჰუმანიზაცია - სუბლიმაციის ფორმა, რომელიც

კაცობრიობის სასარგებლოდ და საკეთილდღეოდ არის მიმართული\ ბედის ანალიზის

ძირითადი მეთოდი პიროვნების სრული გენეალოგიური ხის განსაზღვრაში მდგომარეობს\


განსხვავებით ფსიქიატრიის გენეტიკოსთა ჩვეულებრივი მიდგომისაგან, ამ გენეალოგიურ
რუკაში აღინუსხება არა მარტო ფსიქოზების, ნევროზების ფსიქოპათიებისა და კრიმინალური
შემთხვევები, არამედ წინაპრების ხასიათის სტრუქტურა და საქმიანობის ტიპი\

საფრანგეთში ჰ\ბარუკი (BarukH. 1945) აქვეყნებს წიგნს „მორალური ფსიქიატრია“, სადაც

იგი ხაზს უსვამს „მორალური პიროვნების“ ანუ პიროვნების მორალური ბირთვის მდგრადობას
იმ პაციენტებშიც კი, რომლებიც რეგრესის, დემენტურ და დეფექტის მდგომარეობაში
იმყოფებიან\

სარტრი (SartreJ.P. 1943) ქმნის თავის ეგზისტენციალურ ფსიქოანალიზს, როგორც


ფილოსოფიური ეგზისტენიცალიზმის ნაწილს\ იგი მდგომარეობს ადამიანის არსებობის

სხვადასხვა ფორმის გაშიფვრაში\ ადამიანის არსებობის და ქცევის განსხვავებულ ფორმებს

საფუძვლად უდევს პირველადი პროექტი, ფუნდამენტური პროექტი\ სარტრი ცდილობს არა

არაცნობიერი კომპლექსების აღმოჩენას, არამედ პიროვნების პირველადი არჩევანის


განსაზღვრას\ თერაპიის მიზანს შეადგენს პიროვნების მიერ საკუთარი ფუნდამენტური

პროექტის გაცნობიერება\

ე\ბერნე (BerneE. 1957) აღწერს განსხვავებულ ცხოვრებისეულ ადექვატური სტილისა და

ქცევითი ტიპების მრავალფეროვან ნაირსახეობას, რომელთაც იგი განიხილავს, როგორც


ადამიანების მიერ წარმოებულ თამაშებს\

კარლ როჯერსი (RogersC. 1951, 1957, 1995) აყალიბებს საკუთარ ფსიქოთერაპიულ


მიდგომას ე\წ\ „კლიენტზე ცენტრირებულ თერაპია“-ს\ იგი არადირექტიული ფსიქოთერაპიული

მკურნალობის მეთოდს წარმოადგენს, რომლის დროსაც ფსიქოთერაპიული მუშაობა


მიმართულია ფსიქოთერაპიული გარემოს (ექიმ ფსიქოთერაპევტსა და პაციენტს შორის
ურთიერთობის ველის) შექმნაზე, რომელშიც პაციენტი, კლიენტი თვითონ ახდენს საკუთარი
პრობლემების გაცნობიერებას, ფორმულირებასა და მათ გადაწყვეტას\ ეს ფსიქოთერაპიული

მიდგომა ეფუძნება გარკვეულ თეორიულ-კონცეპტუალურ პოსტულატებს, რომელთაგანაც


რამდენიმეს ჩამოვთვლით| 1\ პიროვნებას ახასიათებს თანდაყოლილი სწრაფვა

აქტუალიზაციისაკენ\ 2\ პიროვნების ქცევა და აქტივობა წარმოადგენს აქტუალიზაციისა და

თვითრეალიზაციის მიზანდასახულ მცდელობას ამ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად იმ


რეალობის ფარგლებში, რომელშიც ეს პიროვნება იმყოფება\ 3\ აქტუალიზაციის ტენდენციის
შესაბამისად კლიენტი საკუთარი გამოცდილებისა და განცდების შეფასების პროცესში
მონაწილეობს\ 4\ გამოცდილება და განცდები, რომლებიც ორგანიზმის შენარჩუნებასა და სრულ-

ყოფაზეა მიმართული, აღიქმება დადებითად, ხოლო, რომლებიც ეწინააღმდეგება ორგანიზმის


შენარჩუნებასა და სრულყოფას, უარყოფით შეფასებას ღებულობს\ 5\ ადამიანის ქცევა

მიმართულია დადებითი შეფასების მქონე განცდებისაკენ და გაურბის უარყოფით შეფასებას\

ფსიქიატრიაში რელიგიური ეგზისტენციალიზმის მიმდევარი კ\იასპერსი (JaspersK. 1923)

ეყრდნობა ირაციონალურ მიდგომას, რომელიც უპირისპირდება ფსიქოანალიზს\ ეს

მიმართულება დაავადებას ხსნის ეგზისტენციალური ვაკუუმის არსებობით\ დაავადება არის

პაციენტის არსებობის - ეგზისტენციის თავისებური ფორმა\ იასპერსის მიხედვით, ექიმსა და

პაციენტს შორის მკურნალობისას ხდება ურთიერთზეგავლენა და ურთიერთგაგება ინ-


ტუიციური ხედვის საფუძველზე\ მკურნალობა ამ დროს მიმართულია ეგზისტენციალური

ვაკუუმის გაცნობიერებასა და მისი სულიერებით ავსება-გამდიდრებისაკენ\ ფსიქოთერაპევტი

აშუქებს ავადმყოფის ეგზისტენციალურ გაუცხოებას და მისი ძალისხმევა მიმართულია


ავადმყოფის ირაციონალური სფეროს, მიძინებული სულიერი სფეროსადმი ნდობის
აღდგენისაკენ\

ვ\ფრანკლი (FranklV.E. 1966, 1974, AhfyrkD\ 1990) აყალიბებს საკუთარ ფსიქოთერაპიულ

მეთოდს, რომელსაც იგი ლოგოთერაპიის (Logos - ძვ\ბერძნ\ საზრისი) სახელს უწოდებს\

ლოგოთერაპიას ვენის მესამე სკოლასაც (ფროიდის და ადლერის გვერდით) უწოდებენ\ იგი

მიმართულია ადამიანის არსებობის საზრისის ძიებასა და აღმოჩენაზე\ ფრანკლის აზრით

მისწრაფება საკუთარი არსებობის საზრისის ძიებისა და რეალიზაციისაკენ ყველა ადამიანში


ძევს როგორც თანდაყოლილი მოტივაციური ტენდენცია\ ადამიანს ესაჭიროება არა

ჰომეოსტაზი, არამედ ბრძოლა მიზნის მისაღწევად\

ცხოვრების საზრისის რეალიზაციისაკენ ადამიანების მისწრაფების გა-


ნუხორციელებლობას ე\წ\ ეგზისტენციალური ფრუსტრაციისაკენ მივყავართ, რომელსაც

შეუძლია მიგვიყვანოს ფსიქიკურ დარღვევებამდე\ ამ უკანასკნელთა მიზეზს ფრანკლი სულიერ

სფეროში ხედავს\ ეს ნოოგენური ფსიქიკური აშლილობანი აღმოცენდება განსხვავებულ

ფასეულობებს შორის კონფლიქტისა და ზნეობრივი კონფლიქტების შედეგად\


ეგზისტენციალური ფრუსტრაცია შეიძლება კომპენსირებული იქნას ძალაუფლებისა და
სიამოვნებისაკენ (გადაჭარბებული სექსუალური ლტოლვით) სწრაფვითა და ფსიქოგენური
აშლილობებით\ ამიტომ ლოგოთერაპია გამოიყენება არა მარტო ნოოგენური, არამედ

ფსიქოგენური დარღვევების დროს\ ფრანკლი ხაზს უსვამს ადამიანის არსებობის ორ

ფუნდამენტურ ანთროპოლოგიურ მახასიათებელს| 1\ თვითტრანსცენდენციას და 2\ თვით-

გამიჯვნას\ ამ ონტოლოგიურ მახასიათებლებს ეყრდნობა V.Frankl-ის პარადოქსული ინტენციის

მეთოდი, რომელიც გამოიყენება ფობიების, ობსესიებისა და დერეფლექსიის (სექსუალური


ნევროზების) მკურნალობის დროს\

ლოგოთერაპიის გამოყენების სპეციფიკური სფეროს საზრისის უქონლობით გამოწვეული


ნოოგენური ნევროზები წარმოადგენს\ ასეთ პირობებში გამოიყენება სოკრატული დიალოგის

მეთოდიკა, რომელიც ეხმარება პაციენტს საკუთარი ცხოვრებისა და არსებობის ადექვატური


საზრისის მოძებნასა და აღმოჩენაში\

ადამიანის მიერ ცხოვრების საზრისის აღმოჩენის პროცესი ლოგოთერაპიის საკვანძო


საკითხს წარმოადგენს\ თითოეული ადამიანის ცხოვრების საზრისი უნიკალურია და მჭიდროდ

არის დაკავშირებული ფასეულობათა იერარქიასთან\ ფასეულობები, ფრანკლის აზრით,

წარმოადგენს საზრისეულ უნივერსალიებს, რომლებიც საზოგადოების ისტორიის პროცესში


ტიპიური სიტუაციების განზოგადების შედეგად არის მიღებული\ ფრანკლი გამოყოფს სამი

ტიპის ფასეულობებს| შემოქმედების, განცდისა და ურთიერთობის\ შემოქმედების

ფასეულობაში იგულისხმება შრომა, განცდათა ფასეულობებიდან ფრანკლი უპირატესობას


ანიჭებს სიყვარულს, ხოლო ურთიერთობის ფასეულობა ადამიანს საშუალებას აძლევს
ყოველგვარი ვითარებისა და სიტუაციისადმი (განსაკუთრებით გამოუვალ მდგომარეობაში)
საზრიანი პოზიცია დაიკავოს და ამით თავის ტანჯვას მისცეს და მიაკუთვნოს ღრმა
ცხოვრებისეული მნიშვნელობა და საზრისი\

ადამიანი, აღმოაჩენს რა ცხოვრების მნიშვნელობასა და საზრისს, იმ წუთიდან იგი იღებს


პასუხისმგებლობას ამ უნიკალური საზრისის განხორციელებაში\ ადამიანი თავისუფალია
საკუთარი ცხოვრების საზრისის განხორციელებაში\

დინამიკურ ფსიქიატრიაში ჰერმენევტიკულ-სინთეზური მიმდინარეობის თვალსაჩინო


წარმომადგენელთა რიცხვს მიეკუთვნება ფსიქოსინთეზის შემქმნელი რ\ასაჯოლი და
ანალიტიკური ფსიქოლოგიის ფუძემდებელი კ\გ\იუნგი\ ამ მიმართულების წამომადგენლებს

მიაჩნიათ, რომ ფსიქოანალიზი, როგორც თეორიული კონცეფცია და პრაქტიკული სამუშაო


მოდელი საკმარისი არ არის ავადმყოფის სულიერი სამყაროს გაგებისა და გამოჯანსა-
ღებისათვის\

რ\ასაჯოლი, იტალიელი ფსიქიატრი, იტალიაში ფსიქოანალიზის პირველი

გამავრცელებელი, აყალიბებს ახალ მიდგომას, რომელიც ადამიანის სულიერ ზრდაზეა


მიმართული და შემდგომში ფსიქოსინთეზის სახელით გახდება ცნობილი\ 1927 წელს რომში იგი

აყალიბებს ფსიქოსინთეზის ინსტიტუტს\ 1957 წელს აშშ-ში შეიქმნა ფსიქოსინთეზის

შემსწავლელი ასოციაცია\ 1959 წელს შეიქმნა ფსიქოსინთეზის ცენტრი პარიზში და 1965 წელს

ინდოეთში\ ფსიქოსინთეზის ანუ მენტალური სინთეზის ცნებას ბევრი ფსიქიატრი და ფსი-

ქოლოგი იყენებდა\ მათ შორის აღსანიშნავია ბეზოლა (Bezzola 1908), ბჟერე (BjerreP. 1925) და

პ\ჟანე (:fytG\ 1913)\ ეს უკანასკნელი ხაზს უსვამდა მენტალური სინთეზის (SyntheseMentale) დიდ

მნიშვნელობას\ ფროიდი, კლაინი, ფრანკი (FreudS. KleinM. 1946, FrankJ. D. 1973) წერდნენ „მე“-ს

სინთეზური ფუნქციის შესახებ, რომელშიც გულისხმობდა ფუნქციური დისოციაციების


მკურნალობას\

კ\იუნგი სინთეზის შესახებ ლაპარაკობს ტრანსცენდენტური ფუნქციის განხილვისას და

სხვა ავტორებთან (KretschmerE. 1921, 1948, 1963, MaedorA. 1912, 1953) ერთად ამაში უფრო ფართო
ცნებას დებს, რომელიც გულისხმობს ჰარმონიული და სრულყოფილი პიროვნების
ჩამოყალიბებას\

ასაჯოლის თანახმად ფროიდის მოძღვრება სრულად არ გამოხატავს ადამიანის ფსიქიკას,


კერძოდ, ეს მოძღვრება საკმარის და სათანადო ყურადღებას არ უთმობს ადამიანის პიროვნების
უმაღლეს ასპექტებს\ ფსიქოსინთეზი აღიარებს ადამიანის ფსიქიკაში არა მარტო ქვენა,

პრიმიტიული არაცნობიერის არსებობას, რომელიც ატავისტური ბიოლოგიური ლტოლვების


სამფლობელოა, არამედ მაღალ არაცნობიერსაც - ზეცნობიერებას, რომელიც ისეთი მაღალი
იმპულსების წყაროა, როგორიც არის ალტრუისტული სიყვარული და ნებელობა, ჰუმანური
აქტები, მეცნიერული და ხელოვნების ინსპირაციები, ფილოსოფიური და სულიერი ინსაიტები,
მიზნის საზრისის და მნიშვნელობის ძიების მოთხოვნილებები\

სქემა წარმოადგენს მთელს ჩვენს ფსიქიკას\ ეს ოვალი სამ ნაწილად არის


სქემა №2\

1\ ქვენა არაცნობიერი

2\ საშუალო არაცნობიერი

3\ ზეცნობიერი

4\ცნობიერების ველი

5\ პირადი Ego ანუ მე

6\ ტრანსპერსონალური მე

7\ კოლექტიური არაცნობიერი

დაყოფილი და გამოხატავს ჩვენს წარსულს, აწმყოსა და მომავალს\ სამივეს აქტიური

ზემოქმედების უნარი აქვს, თუმცა მათი მოქმედება განსხვავებული გზით ვლინდება\

ქვენა არაცნობიერი (1) ძირითადად გამოხატავს ჩვენს პირად პერსონალურ წარსულს,


რომელიც არსებობს დავიწყებული მოგონებებისა და განდევნილი კომპლექსების ფორმით\ იგი

შედგება|

1) ელემენტარული ფსიქიკური აქტივობისაგან, რომელიც ჩვენი სხეულის სიცოცხლესა


და ფუნქციონირებას წარმართავს\

2) პრიმიტიული ლტოლვებისა და ბაზისური სასიცოცხლო მოთხოვნილებებისაგან\

3) ინტენსიური ემოციით დაყურსული კომპლექსებისაგან\


4) ქვენა წარმომავლობის წარმოსახვები და ოცნებებისაგან\

5) ქვენა არაკონტროლირებადი პარაფსიქოლოგიური პროცესებისაგან\

6) პათოლოგიური გამოვლინებები - ფობიების, ობსესიების, კომპულსიებისა და


პარანოიდული ბოდვითი აზრებისაგან\

თუ ჩვენ გვსურს ცნობიერად პიროვნული ზრდა, მაშინ აუცილებლად უნდა


გავაცნობიეროთ და გამოვიკვლიოთ ჩვენი ფსიქიკის ეს სფერო, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი
შეიძლება შფოთვის, უსიამოვნების, განდევნილი ფსიქიკური ენერგიის სახიფათო დაგროვების,
ჩვენი ქმედების კონტროლისა და თავისუფალი მოქმედების დაკარგვის მიზეზი გახდეს\

საშუალო არაცნობიერი შედგება იმ ფსიქოლოგიური ელემენტებისაგან, რომლებიც


ცნობიერი ფსიქიკურის მსგავსია და ცნობიერებისათვის ადვილად მისაწვდომია\ მათი

გაცნობიერება ე\ი\ ცნობიერების ველში ჩვენი ნებით შემოყვანა ადვილია\ ამ სფეროში ხდება

ჩვენი განსხვავებული განცდების ასიმილირება (მონელება)\ ჩვენი გონებრივი და წარმოსახვის

აქტივობის განვითარება, ჩამოყალიბება და მომწიფება\ და ეს ხდება სანამ ისინი ცნობიერების

ველში შეაღწევენ, სანამ, ხატოვნად რომ ვთქვათ, ცნობიერების სინათლეზე დაიბადებიან, ან


ცნობიერების სინათლე მათ შობს\

ცნობიერების ველი არის აქტუალური „აქ და ამჟამად“ განცდა, ანუ რაზეც მოცემულ
მომენტში ჩვენი ყურადღებაა მიმართული, იქნება ეს აღქმის გარე ობიექტები, შეგრძნებები,
აზრები, წარმოსახვები თუ ლტოლვები და სხვა\ ე\ი\ ყველაფერი ის, რასაც ჩვენ უშუალოდ

ვაკვირდებით, ვაანალიზებთ და რაზეც ვმსჯელობთ\

ზეცნობიერება ის სფეროა, საიდანაც ვღებულობთ უმაღლეს შთაგონებებს, ინსპირაციებსა


და ინტუიციებს - წვდომებს - ფილოსოფიაში, მეცნიერებასა და ხელოვნებაში\ საიდანაც ვიღებთ

ეთიკურ იმპერატივებსა და ადამიანურ ალტრუისტულ და გმირულ მოთხოვნილებებს\ იგი

წყაროა უმაღლესი გრძნობების (ალტრუისტული სიყვარული) გენიალური აღმოჩენების ჭვრე-


ტისა, გასხივოსნებისა, ილუმინაციის და ექსტაზისა\ იგი ფარული უმაღლესი ფსიქიკური

ფუნქციებისა და სულიერი ენერგიის სფეროა\


განსხვავება ქვენა და უმაღლეს არაცნობიერს შორის განიხილება არა მორალისტური
თვალსაზრისით, არამედ ევოლუციური ასპექტით\ ქვედა არაცნობიერი წარმოადგენს ყველაზე

პრიმიტიულ ნაწილს ჩვენში\ ის მორალურად ცუდი კი არ არის, არამედ ადრეულია\ ხოლო

ზეცნობიერი ანუ უმაღლესი არაცნობიერი ის არის, რასაც ჩვენ მომავალში უნდა მივაღწიოთ
ჩვენი ევოლუციის პროცესში\ ის აბსტრაქტული შესაძლებლობა კი არ არის, არამედ ცოცხალი

რეალობაა, რომელსაც ახასიათებს საკუთარი არსებობა და ძალა\

ცნობიერი „მე“ არის ნათელი თვითცნობიერების ცენტრი\ იგი ცნობიერებისაგან

განსხვავდება\ ეს განსხვავება შემდეგში მდგომარეობს| ინტროსპექციის დროს ცნობიერების

ველის შინაარსი (შერგძნებები, აზრები, გრძნობები და სხვა) ერთია, ხოლო ამ შინაარსის


დამკვირვებელი კი სხვა\ თვითცნობიერებას და მისი ცნობიერების შინაარსებს შორის სხვაობას

თვალსაჩინო წარმოდგენისათვის ასაჯოლი თეთრ ეკრანსა და მასზე წარმოშობილ წარმოსახვებს


შორის არსებულ განსხვავებებს ადარებს\ ადამიანის განვითარების ადრეულ ეტაპებზე

თვითშეგნება არ არსებობდა\ ჩვენში ამჟამად იგი მეტ-ნაკლებად არსებობს\ ჩვენი მე არის უფრო

მაღალი ტრანსპერსონალური „მე“-ს ანარეკლი, რომელიც აერთიანებს და წარმართავს


პიროვნებისა და მისი ფსიქიკის სხვადასხვა ელემენტს\ იგი ინდივიდუალობის სამფლობელოს

წარმოადგენს\ თვითშემეცნება ანუ პირადი მე-ს გაცნობიერება ფსიქიკური ჯანმრთელობის წინა

პირობაა\ ტრანსპერსონალური მე-ს გამოვლენა და გაცნობიერება იშვიათად ხდება, მაგრამ იგი

არსებობს\ ჩვენი ცნობიერი მე ქრება ძილის, გონების დაკარგვის, ჰალუცინოგენებისა და

ნარკოტიკების ზეგავლენისა და ჰიპნოზის ზემოქმედების დროს\ მაგრამ გამოღვიძებისას იგი

გვიბრუნდება და ჩვენ არ ვიცით, როდის და როგორ ხდება მე-ს „დაბრუნების“ ეს პროცესი\ ეს

ფაქტი გასაოცარია და იმას მოწმობს, რომ ცნობიერი მე-ს ეს კვლავწარმოქმნის პროცესი


გამოწვეულია სხვა პერმანენტული, ჭეშმარიტი მე-ს არსებობით, რომელიც არის ცნობიერის მე-ს
მიღმა\ ეს ტრანსპერსონალური „მე“ არ უნდა აგვერიოს ფროიდის ზე-მე-ს ცნებაში\

ტრანსპერსონალური „მე“-ს განცდა აღწერილია კანადელი ფსიქიატრის ბეკის (BuckeR.M. 1923)


წიგნში „კოსმიური ცნობიერება“, უსპენსკის წიგნში Tertiumorganum, (EcgtycrbqG\L\ 1911) და

ასაჯოლის თანახმად იგი მიიღწევა კ\იუნგის ინდივიდუაციის მეთოდის და რაჯა იოგას

ტექნიკის გამოყენებით\ ი\კანტი და ჰერბარტი ემპირიული და ნოუმენალური ჭეშმარიტი „მე“-ს

ცნების შემოღებით ხაზს უსვამდნენ ზემოთ ხსენებულ განსხვავებას\


სინამდვილეში ასაჯოლი ფიქრობს,რომ ეს ორი განსხვავებული „მე“ კი არ არის, არამედ
არსებობს მხოლოდ ერთი ჭეშმარიტი „მე“, რომელიც ვლინდება ცნობიერებისა და
თვითრეალიზაციის სხვადასხვა დონეზე, რის გამოც იქმნება განსხვავებული „მე“-ების
არსებობის შთაბეჭდილება\ ამას სქემა №2-იც ადასტურებს\ ტრანსპერსონალური მე-ს განცდისას

ადამიანის პიროვნება ინარჩუნებს რა საკუთარი ინდივიდუალურობის და უნიკალურობის


განცდას, ამავე დროს იგი ეძლევა სამყაროსთან ერთიანობისა და უნივერსალურობის განცდას\

ვარსკვლავის გამოსახულება (სქემა №3) წარმოადგენს პიროვნების ფსიქოლოგიურ


ფუნქციებს\

სქემა\ №3\

1\ შეგრძნებები - სენსაციები

2\ ემოციები - გრძნობები

3\ იმპულსები - სურვილები

4\ წარმოსახვა
5\ აზრები

6\ ინტუიცია

7\ ნებელობა

8\ პერსონალური „მე“

ეს სქემა გამოხატავს ჩვენი შინაგანი სამყაროს სხვადასხვა ასპექტს, კერძოდ კი,


სხვადასხვა ფსიქოლოგიური ფუნქციის დამოკიდებულებასა და ურთიერთობას ნებელობასთან
და საკუთარ მე-სთან\

ფსიქოსინთეზის პროცესში ადამიანის პიროვნება გადის სრულყოფის გზას, რომელიც


იწყება პიროვნების იმ მდგომარეობიდან, როდესაც მის ფსიქიკაში ადგილი აქვს
დაპირისპირებული ტენდენციების მოუწესრიგებელ, ქაოტურ მდგომარეობას და სრულდება
მნიშვნელობისა და საზრისის მქონე ჰარმონიული მთლიანობით\ ამ დროს გამთლიანების

პროცესი ცენტრის - „მე“-ს ირგვლივ ხდება\ ამის შემდეგ ნებელობის აქტით მე-ს ძალუძს ფსიქი-

კური ორგანიზმის თითოეული ფუნქციის რეგულირება\ ამის მიზნისათვის ფსიქოსინთეზის

პროცესში შემდეგი ამოცანებია გადასაჭრელი|

1\ საკუთარი პიროვნების სრული შემეცნება;

2\ ფსიქიკის განსხვავებულ ელემენტებზე კონტროლი;

3\ ფსიქიკისა და პიროვნების მაინტეგრირებელი, გამაერთიანებელი ცენტრის -

ტრანსპერსონალური მე-ს აღმოჩენა და რეალიზაცია;

4\ ახლად წარმოქმნილი მაინტეგრირებელ ცენტრებზე დაყრდნობით პიროვნების ჩამოყალიბება

და რეკონსტრუქცია\

აქ მოკლედ განვიხილავთ თითოეულ მათგანს|

1\ პიროვნების სრული შემეცნება, გაცნობიერება\

იმისათვის, რომ შევიმეცნოთ ჩვენი პიროვნება არ არის საკმარისი ჩვენი პიროვნების


ცნობიერი ნაწილის ცოდნა\ საჭიროა ჩვენი არაცნობიერის ფართო სფეროს ინტენსიური კვლევა\
პირველ რიგში გაცნობიერებული უნდა იქნას ჩვენი პიროვნების ჩრდილოვანი, ბნელი ნაწილი
ანუ ჩვენი ქვენა არაცნობიერი\

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გაცნობიერებული უნდა იქნას საშიში ფანტაზიები,


ბავშვობიდან და მემკვიდრეობიდან მომდინარე ხატები, რომლებიც გვეკვიატება და
დომინირებს ჩვენზე, შიშები, რომლებიც ჩვენი ნების პარალიზებას ახდენს და კონფლიქტები,
რომლებიც შთანთქამს ჩვენს ენერგიას\ ამის მიღწევა შესაძლებელია ფსიქოანალიზის მეშვეობით,

მაგრამ ფსიქოანალიზი აქ ჩერდება, რის გამოც პიროვნების მისეული მოდელი ცალმხრივია\

ფსიქოსინთეზი ამით არ კმაყოფილდება და მიმართულია პიროვნების იმ შეუცნობადი


შესაძლებლობების, ჭეშმარიტი ნამდვილი მოწოდების და სულიერი ფასეულობების
აღმოჩენისაკენ, რომლებიც განხორციელებისაკენ მიისწრაფვის, მაგრამ ჩვენი გაგების
ნაკლებობის, შიშისა და ცრურწმენის გამო ითრგუნება და განიდევნება ცნობიერებიდან\

ფსიქოსინთეზი მიმართულია, აგრეთვე, იმ დაუხვეწავი, არადიფერენცირებული, დაუშრეტელი,


ფარული ენერგიის აღმოჩენისა და გამოყენებისაკენ, რომელიც ჩვენს ხელთ არის არაცნობიერში
და გვამდიდრებს უსაზღვრო შესაძლებლობებით შემეცნებისა და შემოქმედების პროცესში\

2\ პიროვნების სხვადასხვა ნაწილზე კონტროლი\

ფსიქოსინთეზი ააშკარავებს იმ მცდარ შეხედულებას, რომ ჩვენ დაუნაწევრებელნი,


მთლიანად მუდმივნი და ერთფეროვანნი ვართ, მაგრამ ღრმა დაკვირვება გვიჩვენებს, რომ
ჩვენში მრავალი ნაწილია, რომელიც ხშირად ცვლის ჩვენს ქცევებს, შეხედულებებს, გუნება-
განწყობას, აზრებსა და შეგრძნებებს\ ფსიქიკურ ელემენტთა თავისებური კონსტელაცია ქმნის

თავისებურ მინიატურულ პიროვნებას, რომელსაც განსხვავებით პიროვნებისაგან ასაჯოლი


Subpersonality - სუბპერსონალიას ანუ ქვეპიროვნებას უწოდებს\

სუბპერსონალიები ფსიქოლოგიური თანამგზავრებია, რომლებიც ჩვენს ფსიქიკაში


თანაარსებობენ\ თითოეულ მათგანს გააჩნია სხვებისაგან განსხვავებული საკუთარი სტილი,

მოტივაცია და მითოლოგია\ ხატოვნად რომ ვთქვათ, ეს ჩვენი სულის ნაწილებია, რომლებიც

საკუთარ ღმერთებს ეთაყვანებიან\ ამ გაგებით ჩვენში ბრბო არსებობს, რომელშიც თანაარსებობენ

ინტელექტუალი და რევოლუციონერი, მეძავი და დიასახლისი, ორგანიზატორი და უსაქმური


და ა\შ\ უმრავლეს შემთხვევაში ჩვეულებრივ ობივატელში ისინი არ არიან გაერთიანებული

ერთი ცენტრის გარშემო, არამედ ქაოტურ დაპირისპირებაში იმყოფებიან\ ჩვენი სული მასში
არსებულ დაპირისპირებულ განუწყვეტელ ბრძოლაში მყოფი იმპულსების, სურვილების,
პრინციპების, აღმაფრენების ბრძოლის ველს წარმოადგენს\ ამ სულიერი ქაოსის გავლენისაგან

გასათავისუფლებლად საჭიროა ამ სუბპერსონალიების გაცნობიერება\ ეს შესაძლებელია ე\წ\

დეზიდენტიფიკაციის საშუალებით\ დეზიდენტიფიცირება ემყარება შემდეგ პრინციპს| ჩვენ

გვფლობს ყველაფერი ის, რასთანაც ვაიგივებთ (იდენტიფიკაცია) ჩვენს მე-ს, ჩვენს თავს, ხოლო
ჩვენ ვფლობთ და კონტროლის ვუწევთ ყველაფერ იმას, რასთანაც არ ვაიგივებთ (დეზიდენ-
ტიფიკაცია) ჩვენს მე-ს, ჩვენს თავს\ ეს ყოველდღიურ მეტყველებაშიც კი ჩანს| ჩვენ ვამბობთ - „მე

გაბრაზებული ვარ“ - იმის ნაცვლად, რომ ვთქვათ - „აგრესია ცდილობს დამეუფლოს“\

იმისათვის, რომ გავითვალისწინოთ ეს ნაწილები, საჭიროა მათი ობიექტივაცია და კრიტიკული


ანალიზი\ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ უნდა შევქმნათ ფსიქოლოგიური დისტანცია ჩვენს

მე-სა და ამ კომპლექსებს შორის და შევეცადოთ ნეიტრალურად შევიმეცნოთ ისინი\ კერძოდ,

გავაცნობიეროთ მათი წარმოშობის მიზეზი და ბუნება\ ეს არ ნიშნავს ამ გამოვლინებების

ენერგიის დათრგუნვას და განდევნას, არამედ ამ ენერგიის კონტროლსა და მისაღები


სასარგებლო გზებით წარმართვას\ დეზიდენტიფიცირების საშუალებით ფსიქოსინთეზის

პროცესი თვალსაჩინოდ ჩანს შემდეგ სქემებზე - №4,5,6,7)\

სქემა №4
ეს ცარიელი რგოლები ცნობიერების შინაარსებს (გრძნობები, შეგრძნებები, აზრები და სხვა)
გამოხატავენ, ხოლო წერტილი გამოხატავს მე-ს\ მე ავტომატურად უნებლიედ ხან ერთ

რგოლშია, ხან მეორეში, ე\ი\ ხან ერთ ფსიქიკურ შინაარსთან არის გაიგივებული, ხან კი

მეორესთან\ მაგ\ მე მოწყენილი ვარ, მე გაბრაზებული ვარ და\შ\

2\ აქ ადგილი აქვს მე-ს, როგორც სუფთა, ნათელი ცნობიერების განცდას ნებისმიერი

ცნობიერების შინაარსის მიუხედავად\ ამ შემთხვევაში მე კი არ

სქემა №5
სქემა №6

იგივდება (იდენტიფიცირდება) ცნობიერების შინაარსებთან, არამედ პანორამული ხედვით


განიცდის ცნობიერების სხვადასხვა შინაარსს\

ფსიქოსინთეზის თანახმად „მე“ ცნობიერების ველში ცნობიერების შინაარსებით


გამართული წარმოდგენის, სპექტაკლის არც პასიური მაყურებელია და არც წარმოდგენაში
მოთამაშე მსახიობი\ „მე“ სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია, რომელიც აქტიურად დგამს

სპექტაკლს\

სქემა №7

აქ გამოსახულია „მე“-ს ისეთი მდგომარეობა, როდესაც მე-ს ძალუძს როგორც მთლიანად


გაიგივება ცნობიერების ნებისმიერ შინაარსთან (ბრაზი, სიყვარული, აზრი და სხვა), ასევე
სრული დეზიდენტიფიცირება ამ შინაარსებისაგან\ ამ დროს „მე“ ყოველთვის არჩევანის წინაშე

დგას და ასეთ პირობებში პიროვნების განსხვავებული ნაწილები, მისი მდიდარი პალიტრა,


მისთვის მისაწვდომია\
„მე“ არის ჩვენი ცნობიერების ნაწილი, რომელსაც უნარი აქვს დააკვირდეს ნებისმიერ
ფსიქიკურ შინაარსს „მე“-ს მათ მიერ შებოჭვის გარეშე\

^^^ - ტრანსპერსონალური „მე“-ს აღმოჩენისა და მისი შექმნისათვის საჭიროა მე-ს ცნობიერების

ისეთნაირი გაფართოება, რომ მან მიაღწიოს ტრანსპერსონალური „მე“-ს დონეს\

ეს თეორიული გზა პრაქტიკულად არ არის იოლი\ პერსონალური „მე“-ს ორდინარული

ცნობიერების შექმნიდან ტრანსპერსონალური მე-ს აღმოცენებამდე ბევრი გარდამავალი


საფეხურია, რომელზეც პიროვნება თავის განვითარების პროცესში შეიძლება შეჩერდეს\ ეს

ზოგჯერ წინსვლის უუნარობით ანდა საკუთარი ნებით ხდება\ ტრანსპერსონალური მე-ს

აღმოცენებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს გარეგანი იდეალის ანუ იდეალური მოდელის


შექმნას (ზოგისათვის ეს არის ხელოვანი, რომელშიც იგი თავის რეალიზებას ახდენს;
ზოგისათვის ფილოსოფოსი ან ჭეშმარიტების მაძიებელი, ან წმინდა მამაა; ზოგჯერ ეს იდეალი
გულისხმობს უბრალოდ, კარგ მშობელს )\ ეს იდეალი არ უნდა იყოს ნევროტული, კარენ ჰორნის

მიერ აღწერილი „იდეალური მოდელი“, არამედ უნდა წარმოადგენდეს დინამიკურ


შემოქმედებით ძალას\ ზემოთქმული ქვემოთ მოყვანილ დიაგრამაზეა არის გამოსახული\

სქემა №8

1\ ცნობიერი მე
2\ გარეგანი მაინტეგრირებელი ცენტრი, ანუ მოდელი იდეალისა

3\ ტრანსპერსონალური მე\

^& - ახლად წამოქმნილ ცენტრზე დაყრდნობით პიროვნების ჩამოყალიბებისა და

რეკონსტრუქციისათვის შემდეგი ამოცანებია გადასაჭრელი| 1\ მკურნალობისას აღმოცენებული

და მისაწვდომი ფსიქიკური ენერგიების (ანალიზის შედეგად აღმოჩენილი არაცნობიერი


კომპლექსების ენერგია, ლატენტური, ჯერ კიდევ უგულვებელყოფილი სხვადასხვა
ფსიქოლოგიური დონის ტენდენციები) პიროვნების ზრდისათვის გამოყენება\ ეს გულისხმობს

მრავალი არაცნობიერი ფსიქიკური ძალის ტრანსფორმაციას\

2\ პიროვნების განუვითარებელი და არაადექვატური ასპექტების სრულყოფა და განვითარება\

3\ სხვადასხვა ფსიქოლოგიური ენერგიისა და ფუნქციის სუბორდინაცია და კოორდინაცია ანუ

პიროვნების მყარი ორგანიზაცია\

ასაჯოლი ასხვავებდა პირად, პერსონალურ და სულიერ ფსიქოსინთეზს\ პირველი

გულისხმობს პიროვნული მე-ს განვითარებასა და სრულყოფას, ხოლო მეორე იმ მე-ს


ტრანსპერსონალურ მე-სთან გაიგივებასა და მასთან ჰარმონიულ კოორდინაციას\

ფსიქოსინთეზი შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც|

1\ მეთოდი პიროვნების ფსიქოლოგიური განვითარებისა და მისი ტრანსპერსონალური

მე-ს რეალიზაციისა, იმისათვის, ვისაც აღარ სურს თავისი შინაგანი ფანტაზიებისა და გარემოს
ზეგავლენის მონობაში ყოფნა; ვინც უარს ამბობს ფსიქიკაში ფსიქიკური ძალების თამაშისადმი
პასიურ მორჩილებაზე და ვისაც სურს საკუთარი თავის ბატონ-პატრონი იყოს\

2\ ინტეგრალური აღზრდის პედაგოგიური მეთოდი, რომელიც მიმართულია ბავშვის ან

მოზარდის ლატენტური შესაძლებლობების განვითარებასა და მათში რეალური, ჭეშმარიტად


სულიერი ბუნების აღმოჩენისაკენ, ჰარმონიული პიროვნების ჩამოყალიბების მიზნით\
3\ ფსიქიკური და ფსიქოსომატური აშლილობების მკურნალობის მეთოდი\ დაავადებას

ფსიქოსინთეზი განიხილავს როგორც თვითრეალიზაციის გზაზე არსებულ კრიზისს\ იგი

განასხვავებს| 1) სულიერი გამოღვიძების წინარე კრიზისს; 2) სულიერი გამოღვიძებით

გამოწვეულ კრიზისს, 3) სულიერ გამოღვიძებაზე რეაქციებსა და 4) პიროვნების


ტრანსფორმაციის ფაზებს\

კ\გ\ იუნგი დაიბადა 1875 წლის 26 ივლისს შვეიცარიის ქ\კესვილში პროტესტანტი

მღვდლის ოჯახში\ სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ კითხულობს რა კრაფტ-

ებინგის ფსიქიატრიის სახელმძღვანელოს, იგი ხვდება, რომ ფსიქიატრია მისი მოწოდებაა\ 1900

წელს ციურიხში ბიურჰერცლის ფსიქიატრიული კლინიკის ასისტენტია, სადაც იგი გამოჩენილი


ე\ბლეილერის ხელმძღვანელობით მუშაობს\ 1902 წელს იცავს სადოქტორო დისერტაციას „ე\წ\

ოკულტურ ფენომენთა ფსიქოლოგიისა და პათოლოგიის შესახებ“\ 1923 წელს ხსნის

ექსპერიმენტული ფსიქოპათოლოგიის ლაბორატორიას, სადაც ამუშავებს ასოციაციურ


ექსპერიმენტს\ ამავე წელს წერს Dementiapraecox-ის ფსიქოლოგია - შიზოფრენიის შესახებ (JungC.

G. 1907)\ 1905-1906 წლებში ციურიხის უნივერსიტეტში კითხულობს ლექციების კურსს

ფსიქიატრიაში\ 1907-1913 წლებში აქტიურად თანამშრომლობს ზ\ფროიდთან\ ეს უკანასკნელი

მას თავის უფროს შვილად, მიმდევრად და კრონ-პრინცად თვლის\ 1909 წელს ისინი

მოგზაურობენ აშშ-ში, სადაც კითხულობენ ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში\ 1910 წელს

იგი საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური საზოგადოების პირველი პრეზიდენტი გახდა\ იგი

თავმჯდომარეობდა ^^^ და ^& ფსიქოანალიტიკურ კონგრესებს\ 1911-1913 წლებში

ფსიქოანალიტიკური ჟურნალის რედაქტორი იყო\ მათ შორის უთანხმოება 1913 წლით

თარიღდება, წიგნის „ლიბიდოს მეტამორფოზები და სიმბოლოები“ გამოქვეყნების შემდეგ,


სადაც იუნგი ლიბიდოს ფროიდისტულ ინტერპრეტაციას უარყოფს\ მათ შორის კავშირი წყდება,

რის შედეგადაც ფროიდი ყოველთვის უსიამოვნოდ იხსენებდა იუნგს, ხოლო ეს უკანასკნელი კი


პატივისცემით\ ამის შემდეგ იუნგი კერძო პრაქტიკით არის დასაქმებული, ბევრს მოგზაურობს

ჩრდილოეთ აფრიკაში, აშშ-ში, მექსიკაში, კენიაში, ინდოეთში და ცეილონზე\ იგი

დაინტერესებულია დაოიზმით, ბუდიზმითა და ფილოსოფიით\ 1921 წელს გამოდის მისი წიგნი

ფსიქოლოგიური ტიპები, სადაც პირველად აყალიბებს ექსტრავერსიისა და ინტროვერსიის


კონცეფციას, რომელმაც ხანგრძლივად დაიმკვიდრა ადგილი ფსიქოლოგიაში\
1933 წელს იგი საერთაშორისო ფსიქოთერაპიული საზოგადოების პრეზიდენტია\ ამავე

წლიდან იწყებს ყოველწლიური ლექციების ჩატარებას ერინოსში\ 1948 წელს ციურიხში იხსნება

ანალიზური ფსიქოლოგიის ინსტიტუტი\ ანალიზურ ფსიქოლოგიას იუნგი განიხილავდა,

როგორც დასავლეთის იოგას, განთავისუფლების გზას, რაც მის მოძღვრებაზე აღმოსავლური


ფილოსოფიის დიდ ზეგავლენაზე მეტყველებს\ იგი ასოციაციური ექსპერიმენტის შემქმნელია

(1906), ექსტრავერსიისა და ინტროვერსიის ცნებების ჩამომყალიბებელი, მან შემოიღო


არქეტიპის, კომპლექსის, კოლექტიური არაცნობიერის, ანიმის, ანიმუსის, ინდივიდუაციის
ცნებები\ იგი გარდაიცვალა 1961 წელს\

იუნგის მიხედვით ადამიანის ფსიქიკის სტრუქტურა მოიცავს ორ ფუნდამენტურ სფეროს|

1\ ცნობიერება და 2\ ფსიქიკური არაცნობიერი\ ფსიქოლოგია, მიაჩნია იუნგს, უპირატესად

ცნობიერების შემსწავლელი მეცნიერებაა, მაგრამ ამავე დროს მისი კვლევის საგანს წარმოადგენს
არაცნობიერიც, რომელიც ვლინდება ცნობიერებაში და ცნობიერების ტერმინებით გამოიხატება\

ცნობიერება უმეტეს წილად აღქმისა და გარემოში ორიენტაციის პროდუქტია, მაგრამ


იუნგის აზრით იგი არ შედგება მხოლოდ გრძნობადი მონაცემებისაგან, როგორც გასული
საუკუნის ფსიქოლოგიას მიაჩნდა, არამედ ცნობიერება გამომდინარეობს არაცნობიერიდან\ აქ

იგი არ იზიარებდა ფროიდის აზრს -არაცნობიერის ცნობიერებიდან წარმოშობის შესახებ\

ცნობიერებაში იუნგი ანსხვავებდა ორიენტაციის ექტო და ენდოფსიქიკურ ფუნქციებს\

პირველს ეკუთვნის ორიენტაციის სისტემა, რომელსაც შეგრძნებათა ორგანოების საშუალებით


საქმე აქვს გარემოს ზეგავლენასთან ფაქტორების\ მეორე კი წარმოადგენს კავშირების სისტემას,

რომელიც ცნობიერსა და არაცნობიერს შორის არსებობს\

ექტოფსიქიკურ ფუნქციებს მიეკუთვნება| 1\ შეგრძნებები, 2\ აზროვნება, 3\ გრძნობები, 4\

ინტუიცია\

ექსტოფსიქიკური ფუნქცია მოიცავს|

1\ შეგრძნებებს (სენსაციები), 2\ აზროვნებას, 3\ გრძნობებსა და 4\ ინტუიციას\ თუ შეგძნებების

საშუალებით ჩვენ აღვიქვამთ იმას, რომ რაღაც საგანი არსებობს, აზროვნება განსაზღვრავს, თუ
რა საგანია იგი - ე\ი\ შემოაქვს ამ საგნის ცნება\ ხოლო გრძნობა აფასებს საგანს - რა ფასეულობა

აქვს ამა თუ იმ საგანს ჩვენთვის\ მაგრამ საგნები არსებობენ დროში და მათ აქვთ წარსული და
მომავლი\ ამ კატეგორიაზე ორიენტირება ხორციელდება ინტუიციით, წინათგრძნობით\ ეს 4

ფუნქცია ყველა ადამიანს ახასიათებს, მაგრამ თითოეული მათგანი გარკვეული ხარისხითაა


გამოხატული\ ეს ფუნქციები ერთმანეთის მიმართ წინააღმდეგობაში იმყოფებიან და

წარმოადგენენ ცნობიერების ფუნდამენტურ ფუნქციებს\ მათ შორის ორი რაციონალურია

(აზროვნება და გრძნობა) და ორიც ირაციონალური (ინტუიცია და შეგრძნება)\ ირაციონალურში

იუნგი გულისხმობს არა ანტირაციონალურს, არამედ იმ ფაქტს, რომ ისინი Ratio-ს ფარგლებს
მიღმა არიან\ მათი ურთიერთობა შეიძლება №9 სქემაზე გამოიხატოს| სადაც ა - აზროვნებაა, შ -

შეგრძნება, ი - ინტუიცია,

i b

სქემა №9

გ - გრძნობაა\ დომინირებადი ფუნქცია ქმნის წამყვან ფსიქოლოგიურ ტიპს\ თუ ინტელექტური

ტიპი წამყვანია, მაშინ გრძნობა არის ყველაზე უფრო განუვითარებელი\ ამის მაგალითად

შეიძლება მოვიყვანოთ ის ფაქტი, რომ ძლიერი ინტელექტუალური ტიპის ინდივიდებში


გრძნობები გროტესკული სენტიმენტალობის ფორმას ღებულობს, ხოლო გრძნობით ტიპებში
ბრიყვი ინტელექტუალური შეხედულებებითა და მსოფლმხედველობით ვლინდება\
ამ ტიპებს ემატება კ\იუნგის მიერ ადამიანების დაყოფა ექსტრავერტებად და

ინტროვერტებად\ იგი მათ განიხილავს არა როგორც დაპირისპირებულ საწინააღმდეგო

ატიტუტდებს - ქცევებს, არამედ დამატებითობის კომპლემენტარული პრინციპით მოქმედ


ფსიქოლოგიურ ფუნქციებს\ აქედან გამომდინარე, ჩვენ იუნგის მიხედვით ვღებულობთ 8

ფსიქოლოგიურ ტიპს|

1\ მოაზროვნე ექსტრავერტი\

ცნობიერი სფერო ექტოფსიქიკური ფუნქციებით არ შემოიფარგლება\

მისი ენდოფსიქიკური მხარე მოიცავს| 1\ მეხსიერებას, 2\ ცნობიერი ფუნქციების სუბიექტურ

ფენომენებს, 3\ აფექტებსა და 4\ ინვაზიებს\

მეხსიერება ხელს უწყობს არაცნობიერის რეპროდუცირებას, ახორციელებს კავშირს


ქვეცნობიერთან - იმ ფსიქიკურ შინაარსთან, რომელიც განიდევნა ცნობიერებიდან, ხოლო
დანარჩენი სამი წარმოადგენს Ego-ს ანუ „მე“-ს კომპლექსს, რომელიც შედგება საკუთარი
სხეულისა და არსებობის შესახებ ინფორმაციისა და მოგონების, მეხსიერების სერიებისაგან\ ეს

კომპლექსი ძლიერი, მიმზიდველი ფსიქიკური ენერგიით ხასიათდება, რომელიც იზიდავს,


როგორც არაცნობიერ ფსიქიკურ მასალას, ასევე გარედან მიღებულ შთაბეჭდილებებსაც\ იგი

ვლინდება ნებელობის აქტში\

ფსიქიკური ენერგიის ცნება\

თავის ნაშრომებში „ლიბიდოს მეტამორფოზები და სიმბოლოები“ (JungC.G. 1912) და


„სამშვინველის ენერგეტიკის შესახებ“ (JungC. 1928) კ\იუნგი აყალიბებს Libido-ს მისეულ გაგებას\

განსხვავებით ზ\ფროიდისაგან, რომელსაც Libido ესმოდა, როგორც სექსუალური ლტოლვა და

სექსუალური ინსტინქტი, იუნგი მასში გულისხმობს, ზოგადად ფსიქიკურ ენერგიას\ განსხვა-

ვებით ფიზიკური ენერგიისაგან ფსიქიკური ენერგია ვერ გაიზომება და მას არა მარტო მიზეზი
აქვს, არამედ მიზანიც\ თუმცა, მათ შორის არსებობს მსგავსებაც, რომელიც იმაში მდგომარეობს,

რომ ორივე ემორჩილება ენერგიის შენახვის, ტრანსფორმაციისა და დეგრადაციის პრინციპებს\

ფსიქიკური ენერგიის წყარო ინსტინქტებშია და შესაძლებელია მისი გადანაცვლება და


ტრანსფორმირება\ ამ დროს ფსიქიკური ენერგიის რაოდენობა უცვლელი რჩება\ როდესაც ეს
ენერგია მხედველობის არიდან ქრება (დეპრესიისა და ასთენიის დროს), ის კი არ ისპობა, არამედ
ინახება არაცნობიერში და ნებისმიერ მომენტში შეუძლია იფეთქოს და მობილიზდეს\ ფსიქი-

კური ენერგიის გაზომვა, თუმცა, შეუძლებელია, მაგრამ მისი შეფასება სრულიად შესაძლებელია
იუნგის ასოციაციური ექსპერიმენტით\ ეს უკანასკნელი მიმართულია ემოციურად დამუხტული

წარმოდგენების, იდეების კომპლექსების (Gef(hlsbetonterVorstellungkomplex შემდგომში მათ


მოკლედ კომპლექსები დაერქვა) აღმოჩენისაკენ\.

კომპლექსი იუნგის განმარტებით არის ემოციურად დამუხტული წარმოდგენების ერთობლიობა

იუნგი განასახვავებს მაღალ და დაბალ ფსიქიკურ ენერგიას\ ამ შემთხვევაში შეიძლება

ფიზიკის ენტროპიის ცნების გამოყენება, თუ განვიხილავთ ფსიქიკას, როგორც დახურულ


სისტემას\ მაგ\ შიზოფრენიით დაავადებულთა აუტიზმი, მუტიზმი წარმოიშვება იმიტომ, რომ

ადგილი აქვს ფსიქიკური ენერგიის ექსტრემალურ გადაჭარბებულ რეგრესიას, რომლის დროსაც


ენტროპია მატულობს\

ფსიქიკური ენერგია იუნგის მიხედვით შეიძლება პროგრესიის გზით წარიმართოს -


როდესაც ხდება გარემო პირობებთან და ცხოვრების სიძნელეებთან ადაპტაციის პროცესი\ თუ ეს

უკანასკნელი არ ხდება, მაშინ ადგილი აქვს ენერგიის სტაგნაციას და რეგრესს, რასაც შედეგად
მოყვება არაცნობიერი შინაარსებისა და ძველი შინაგანი კონფლიქტების რეაქტივირება\

პროგრესირებაში არ იგულისხმება ევოლუცია\ გარემოსთან კარგად შეგუებულმა ადამიანმა

შეიძლება კონტაქტი გაწყვიტოს თავის შინაგან არაცნობიერ სფეროსთან\ ამის გამო მისი

ევოლუციისათვის სასარგებლო იქნებოდა დროებითი რეგრესია, რომელიც მას არაცნობიერ


მოთხოვნებთან შეაგუებდა\ იუნგი სიმბოლოებს განიხილავს, როგორც ფსიქიკური ენერგიის

ტრანსფორმატორებს\ როდესაც სიმბოლოების ასიმილირება ხდება, მაშინ თავისუფლდება

გარკვეული რაოდენობა ფსიქიკური ენერგიისა, რომლის გამოყენება შეიძლება ცნობიერ


დონეზე\ ამაზეა დაფუძნებული რელიგიური რიტუალები, რომლებიც, იუნგის აზრით, ახდენენ

ენერგიის მობილიზებას გარკვეული კონკრეტული მიზნებისათვის\

ლიბიდოს ევოლუციას იუნგი ფროიდისაგან განსხვავებულად განიხილავს იგი არ


იზიარებს ამ უკანასკნელის ინფანტილური სექსუალობის თე-ორიას და ლიბიდოს განვითარების
ფაზებს\ იუნგი გამოყოფს 3 სტადიას| 1\ პრესექსუალურს - აქ ლიბიდო ანუ ფსიქიკური ენერგია

ძირითადად ხმარდება ბავშვის ზრდასა და მის კვებას\ ინფანტილურ სექსუალობას აქ ადგილი


არა აქვს\ იუნგი აკრიტიკებს ფროიდის პოლიმორფული პერვერზიის ცნებას\ 2\ პუბერტატის

ასაკამდელ პერიოდს, რომელსაც ფროიდი ლატენტურ პერიოდს უწოდებს, ხოლო იუნგი


პირიქით, ამ პერიოდში სექსუალური ინსტინქტის ჩასახვას ხედავს\ 3\ მომწიფების პერიოდს,

რომელიც ზრდასრულ ასაკს შეესაბამება\

იუნგი არ ეთანხმება ფროიდის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ნევროზის მიზეზი


ადრეულ ბავშვობაშია\ იგი ხაზს უსვამს უფრო აწმყო სტიუაციას, როგორც ნევროზის

ეტიოლოგიურ ფაქტორს\ ცნობილია მისი ფრაზა - თუ ფროიდის კონცეფციას თანმიმდევრულად

მივყვებით, მაშინ ეს იგივეა, რომ *^* საუკუნის გერმანიის პოლიტიკური სირთულეები

რომაელთა დაპყრობებს დავაბრალოთ\

მას მიაჩნია, რომ ლიბიდოს განვითარების შეფერხება ხდება იმიტომ, რომ პაციენტის
აქტუალური სიტუაცია და სიძნელეები იწვევს ძველი კონფლიქტების რეაქტივაციას\ იგი

უარყოფს ფროიდის ოიდიპოსის კომპლექსის ცნებასაც\ იუნგი აღიარებს, რომ ბავშვი, ასე თუ

ისე, მიჯაჭვულია მშობელზე და მას შეიძლება ჰქონდეს ეჭვიანობა საწინააღმდეგო სქესის


მიმართ\ ამ დროს დედა წარმოადგენს კვების ფუნქციის მატარებელ და მფარველ ფიგურას და

არა ინცესტუოზური ლტოლვების ობიექტს\

იუნგის თანახმად ნევროზის დროს ყოველთვის ავადმყოფობაში (ნევროზში) გაქცევას


აქვს ადგილი\ აქ უნდა გაირკვეს ცხოვრების რომელ სირთულეებს გაურბის ავადმყოფი; რომელი

ცხოვრებისეული პრობლემის გადაწყვეტას უკრთის იგი\ აქ იუნგი უახლოვდება ადლერისა და

ჟანეს კონცეფციებს\ შიზოფრენიასთან დაკავშირებით იუნგს მიაჩნია, რომ ის რეგრესი,

რომელსაც განიცდის ფსიქოზით დაავადებული ავადმყოფი, გამოწვეულია კომპლექსებით,


რომლებიც ფსიქიკურ ენერგიას ართმევენ „მე“ კომპლექსს და ამით იწვევენ ფსიქიკაში
ენტროპიულ პროცესებს და, აქედან გამომდინარე, რეგრესს\ იგი ანსხვავებდა ნორმალურ,

შემთხვევით და პერმანენტულ კომპლექსებს\

ნორმალური კომპლექსები აღენიშნებათ ნორმალურ ადამიანებს\ მაგ\ ქალებში პირველ

პლანზეა ეროტიკული, ოჯახის შექმნის, შვილების ყოლის, საცხოვრებლის, დაორსულების


კომპლექსები\ მამაკაცებში კი ამბიციის, კარიერის, საზოგადოებაში წარმატების კომპლექსები\

შემთხვევით კომპლექსებს იწვევს ადამიანის ცხოვრებაში სპეციფიკური მოვლენები, მუდმივი


კომპლექსები კი დაავადებისთვისაა დამახასიათებელი\ კომპლექსები შეიძლება იყოს ცნობიერი,

ნახევრად ცნობიერი და მთლიანად არაცნობიერი\ კ\გ\იუნგი თავის ნაშრომში „Dementiapreacox--

ის ფსიქოლოგია“ (JungC., 1907) მის მიერვე შექმნილი ასოციაციური ექსპერიმენტით იკვლევს


შიზოფრენიით, ეპილეფსიით დაავადებულ ავადმყოფებს\ იგი უშვებს იმ ჰიპოთეზასაც, რომ

შიზოფრენიის დროს კომპლექსები გამოყოფენ ტოქსინს, რაც ამ დაავადებას შეუქცევადად


ხდის\იუნგის ეს შეხედულება განსხვავებული იყო ე\ბლეილერის კონცეფციისაგან, რომელიც

ფიქრობდა, რომ კომპლექსები კი არ იწვევს სიმპტომებს, არამედ მხოლოდ ფორმას აძლევს, მაგ\

იუნგი ფიქრობდა, რომ ბოდვითი იდეები გამოვლენაა ავადმყოფის ძალისხმევისა შექმნას


სამყაროს ახალი ხედვა\იუნგის ასოციაციური ექსპერიმენტი საფუძვლად დაედო სიცრუის

დეტექტორის შექმნას\ ექსპერიმენტის ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ იგი წყვეტს მის

გამოყენებას და მიდის იმ დასკვნამდე, რომ ვისაც სურს ადამიანის ფსიქიკას ჩაწვდეს, ვერაფერს
ან თითქმის ვერაფერს ისწავლის ექსპერიმეტული ფსიქოლოგიიდან\

იუნგის არაცნობიერის კონცეფცია განსხვავდება ფროიდისაგან შემდეგი ასპექტებით| 1\

არაცნობიერი ვითარდება ავტონომიურად; 2\\ იგი კომპლემენტარულია, ე\ი\ ცნობიერების

კომპენსირებას ახდენს; 3\ იგი უნივერსალური პრიმორდიალური ხატების ე\წ\ არქეტიპების

სამფლობელოა\ იგი ასხვავებს „საკუთრივ არქეტიპს“, რომელიც ლატენტურად, დაფარულად

ძევს არაცნობიერში და „არქეტიპულ ხატებს“, რომლებიც „საკუთრივ არქეტიპის“ მანიფესტაციას


წარმოადგენენ ცნობიერში\ არქეტიპები ინდივიდური გამოცდილების ნაყოფი კი არ არის,

არამედ უნივერსალურია\ ეს უნივერსალურობა აიხსნება, ან როგორც ტვინის სტრუქტურიდან

გამომდინარე ფენომენი, ან კიდევ როგორც ნეოპლატონიკოსების მსოფლიო სულის გამოვლენა\

იგი მსგავსია ფონ შუბერტის კონცეფციისა სიმბოლოთა უნივერსალური

ენის შესახებ, იდეებისა, რომლებიც ზოგადსაკაცობრიოა და ვლინდება სიზმრებში და ხალხთა


მითებსა და თქმულებებში\ იუნგის არქეტიპის ცნება სცილდება შუბერტისას და განსაზღვრავს

არქეტიპებს, როგორც ფსიქიკური ენერგიის ცენტრებს\ მათ აქვთ სიცოცხლის მაგვარი თვისებები

და ისინი ვლინდება კრიტიკულ სიტუაციებში, რომლებიც გამოწვეულია გარეგანი მოვლენებით


ან შინაგანი ტრანსფორმაციით\

ადამიანის ფსიქიკის სტრუქტურა\


იუნგის მიხედვით, ცნობიერი „მე“ შეხებაშია როგორც გარეგან, ასევე შინაგან ფსიქიკურ
სამყაროსთან\ ჩვენი „მე“-ს გარშემო გრავიტაციულ მიმართებაში იმყოფებიან გარკვეული

რაოდენობის სუბპერსონალიები, რომელთა დამოკიდებულებაც ჩვენს „მე“-სთან ცხოვრების


განმავლობაში იცვლება\ ესენია| 1) ნიღაბი (Persona), 2) აჩრდილი, 3) ანიმა (Anima), 4) ანიმუსი

(Animus), 5) სულის არქეტიპი და 6) თვითობა (Selbst)\ მოკლედ განვიხილოთ თითოეული

მათგანი\გარემოს მიმართ ინდივიდუმი ქმნის ფასადს ანუ სოციალურ ნიღაბს, Persona -ს -

სიტყვა, რომელსაც ძველი ლათინელები არქმევდნენ მსახიობის მიერ ჩაცმულ ნიღაბს\Persona

არის იმ კონვენციონალური ქცევების ჯამი, რომელსაც ინდივიდუმი იყენებს ადაპტაციისათვის,


რადგანც იგი მიეკუთვნება გარკვეულ სოციალურ ჯგუფს (სამსახური, სოციალური კლასი,
პოლიტიკური პარტია, კასტა ან ეროვნება)\ ზოგიერთი ადამიანი გადაჭარბებულად აიგივებს

საკუთარ თავს ამ ნიღაბთან, რის გამოც იგი კარგავს კონტაქტს თავის ჯეშმარიტ ნამდვილ
პიროვნებასთან\Persona-ს ყველაზე უფრო არასახარბიელო დამახინჯებულ ასპექტებს

წარმოადგენს რასობრივი, სოციალური და ეროვნული ცრურწმენები\

აჩრდილი არის პიროვნული თვისებების ის ჯამი, რომლის დამალვასაც ცდილობს


ინდივიდუმი სხვებისაგან და საკუთარი თავისგანაც\ მაგრამ რაც უფრო დიდია ამ დამალვის

მცდელობა, მით უფრო მეტად აქტიურდება აჩრდილი, მით უფრო ბოროტების მოტანა შეუძლია
მას\ მაგალითად, ალკოჰოლის ან სხვა რაიმე მიზეზის ზეგავლენით აჩრდილმა შეიძლება

შეიპყროს ადამიანი და იგი ისე მოიქცეს, რაც დიამეტრალურად საწინააღმდეგოა სიფხიზლეში


მისი ქცევისა და რაც სიფხიზლეში მას გააოცებს\ აჩრდილი არ უნდა გავაიგივოთ ფროიდის

განდევნილის ცნებასთან\ ის უფრო პიროვნების გაუცნობიერებელ მხარეს წარმოადგენს,

რომელიც პიროვნებას ძალუძს აღმო-აჩინოს თავის თავში მისი პატიოსნად აღიარების


შემთხვევაში\ მაგ\ ადამიანი შეიძლება ფიქრობდეს, რომ იგი კარგი მეუღლე და მამაა, რომელსაც

პატივს სცემენ მისი ხელქვეითები, მაგრამ იგნორირებას უკეთებდეს იმ ფაქტს, რომ იგი ეგოისტი
მეუღლეა, ტირანი მამაა, რომელიც სძულთ და რომლისაც ეშინიათ ხელქვეითებს\ მისი ეს

ნეგატიური მხარე წარმოადგენს აჩრდილს\ იმ დროს, როდესაც Persona და აჩრდილი ინდივიდის

გარეგნულ ასპექტს წარმოადგენს\ შინაგანი ასპექტი წარმოდგენილია სამშვინელის (Anima და

Animus), სულის (მოხუცი ბრძენკაცი, დიდი დედა - MagnaMater) და არქეტიპებს შორის


ცენტრალური არქეტიპით - თვითობის (Selbst) არქეტიპებით\
სამშვინელის არქეტიპი (Anima და Animus) (JungC. 1990) მანიფესტირდება საწინააღმდეგო
სქესზე პროექციით\ მამაკაცში ის ქალის ფიგურით (Anima), ხოლო ქალში მამაკაცის ფიგურით

(Animus) არის წარმოდგენილი\ ეს ფიგურები არაცნობიერში იმყოფებიან და სქესის

საწინააღმდეგო მხარეს (მამაკაცში ქალურ და ქალში მამაკაცურ), მის იდეალურ


წარმომადგენელს ხატს წარმოადგენენ\ თუ Anima როგორც წესი, სხვადასხვა წახნაგის მქონე

ერთი ქალის ტიპით არის წარმოდგენილი, Animus კი მამაკაცების მრავალ ტიპს მოიცავს\ ძალიან

ახალგახრდა ქალში Animus მშობლის ტიპის, მასზე მოზრდილი მამაკაცით გატაცებაში


ვლინდება\ მოზრდილ ქალში Animus-ის ობიექტს შეიძლება წარმოადგენდნენ გამოჩენილი

სპორტსმენი, მსახიობი ან კრიმინალი\ მოხუც ქალში - ექიმი, მღვდელი ან „გენიოსი“, რომელსაც

ვერავინ უგებს\ ხშირად Animus-ი ვლინდება ქალის მიერ ქმრის და სხვა მამაკაცების

დამახინჯებულ აღქმაში Animus-ი, აგრეთვე, ვლინდება ქალის ჯიუტ, ირაციონალურ


შეხედულებებში, რაც ხშირად გამაღიზიანებელი ჩხუბისა და კამათის წყაროა ის, რასაც ადლერი
აღწერს როგორც მასკულინურ პროტესტს, იუნგის მიხედვით Animus-ით შეპყრობილ ქალს
ნიშნავს, მაგრამ თუ ქალი სწორ ურთიერთობას დაამყარებს Animus-თან, მაშინ იგი შეიქნება
ინტელექტუალური სიმწიფისა და ბალანსის წყარო\

სულის არქეტიპი ადამიანი მასთან კონტატს ამყარებს ცხოვრების მძიმე წუთებში,


როდესაც მან ძნელი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს\ იგი ჩნდება სიზმრებში სხვადასხვა

სიმბოლური ფორმით (ქარი, წინაპრის ხატი, ცხოველი, რომელიც დახმარებას გვიწევს,


ღვთაებები)\ ამ არქეტიპს აქვს ტენდენცია მანიფესტირდეს მოხუცი ბრძენკაცის, მღვდლის,

ბერის ან კეთილი მრჩევლის სახით\ შესაძლებელია მისი პროეცირება სხვა ადამიანზეც (მაგ\

ფსიქოთერაპევტზე) და საკუთარ თავზე\ თუ მოხდა საკუთარი თავის გაიგივება ამ არქეტიპთან,

მაშინ ადგილი ექნება ე\წ\ ინფლაციას, განდიდების ბოდვით იდეებს (მაგ\ ფ\ნიცშეს განდიდების

ბოდვა, იუნგის აზრით, გამოწვეული იყო იმით, რომ მან იდენტიფიცირება მოახდინა
ზარატუსტრასთან)\MagnaMater ანუ დიდი დედა დედის არქეტიპის განსაკუთრებული ფორმაა,

რომელსაც შეუძლია მიიღოს სხვადასხვა ფორმა| ქალის, წინაპრის, წმინდანის, ღვთისმშობლის,

ღვთაებრივი სიბრძნის (Sofia), ეკლესიის, უნივერსიტეტის (almamater) ან დედა-სამშობლოსი\

მისი პროეცირება შეიძლება მოხდეს დედაზე, ბებიაზე, გამზრდელზე, ძიძაზე და დეიდაზე\ ამ

არქეტიპის ნეგატიურ ასპექტებს წარმოადგენს ღვთაებები, რომლებიც ადამიანის ბედს


წარმართავენ, კუდიანი დედაბრები, დრაკონები\
ქართული სიტყვა „თვით“ ძნელად გამოხატავს იმას, რასაც კ\გ\იუნგი გულისხმობდა

გერმანულ სიტყვა Selbst-ში, რომელიც სიტყვასიტყვით თვითონობას ნიშნავს\ ის არ უნდა

აგვერიოს „მე“-ს ცნებაში\ „თვითება“ ემპირიულად მოიცავს ადამიანის ფსიქიკურ ფენომენთა

მთლიან პალიტრას, ყველა მის განცდას\ იგი წარმოადგენს პიროვნების უხილავ არაცნობიერ

იდუმალ ცენტრს და, ამავე დროს, მოიცავს მთელ ფსიქიკასაც, როგორც ცნობიერისა და
არაცნობიერის ტოტალურ ჯამს\ თვითებაში არსებული არაცნობიერი კომპონენტის გამო იგი

ცნობიერდება ნაწილობრივ და ამის გამო პოტენციურად ემპირიულია\ იგი მოიცავს

განცდილსაც და ჯერ კიდევ განუცდელს (არგანცდილს)\ თვითების ცნება არ შეიძლება

განვაცალკევოთ ინდივიდუაციისაგან - იუნგის მოძღვრების ყველაზე უფრო ცენტრალური


ცნებისაგან\

ინდივიდუაციაში იუნგი თვითქმნადობის (Selbstwerdung) პროცესს გულისხმობს\

ინდივიდუაცია არის, აგრეთვე, მიზანიც\ მისი მიზანია გავხდეთ ის, რაც სინამდვილეში ვართ\

ჯერ კიდევ არისტოტელე ხაზს უსვამდა იმას, რომ ყოველ ქმნილებას აქვს თავისი
განუმეორებელი ბუნება, ხოლო სიცოცხლე ამ უნიკალურობის განხორციელებას ნიშნავს\

ამგვარად\ ინდივიდუაცია მიმართულია უნიკალურობის განვითარებისაკენ\ იგი გულისხმობს

არა მარტო თავის თავად გახდომას, არამედ თვითრეალიზაციასაც\ ერთი მხრივ, იუნგი

განიხილავს ინდივიდუაციას, როგორც ინტეგრაციის შინაგან, სუბიექტურ პროცესს, მეორე


მხრივ კი - ინტერპერსონალურ, სხვასთან ურთიერთობის პროცესს\ სხვასთან ურთიერთობას

მოკლებულ ადამიანს სრულყოფის მიღწევა შეუძლია მხოლოდ სულთან ურთიერთობისას,


ხოლო სული არ არსებობს მეორე მხარის გარეშე, რომელსაც ყოველთვის ვპოულობთ „შენ-ში“\

ბავშვი იბადება არადიფერენცირებული არაცნობიერით\ შემდეგ თანდათანობით

იღვიძებს ცნობიერი „მე“, მაგრამ ამ დროს ბავშვი ფსიქოლოგიურ სიმბიოზშია არა მარტო
დედასთან, არამედ მთელ ოჯახთან\ არის მაგალითები ბავშვებსა და მშობლებს შორის მსგავსი

სიზმრებისა და კომპ-ლექსებისა\ ამის გამო ბავშვის ნევროზი მიგვითითებს მშობლების ნევრო-

ტულ ქცევებსა და ცხოვრების სტილზე\ შემდგომში ბავშვი გამოეყოფა ოჯახს\ სკოლაში

სიარულის დაწყება პირველ ნაბიჯს წარმოადგენს ინდივიდუაციის გზაზე\ შემდეგ

ახალგაზრდობას მოყვება ზრდასრული ასაკი\ ერთ-ერთ ყვე-ლაზე უფრო მნიშვნელოვან

მეტამორფოზს ადგილი აქვს ე\წ\ „ცხოვრების შემობრუნების“ (Lebenswende), დაახლოებით 38-40


წლის ასაკში\ ის პრობ-ლემები, მოვალეობები და მოთხოვნილებები, რომლებიც

უგულვებელყოფილი იყო ადრე, ამ დროს მანიფესტირდებიან\

ცხოვრების მეორე ნაწილი სულის და თვითოვნობის არქეტიპის ზემოქმედების


პერიოდია\ ინდივიდუაციის მიღწევის შემდეგ „მე“ აღარ არის პი-როვნების ცენტრი\ იგი

თვითოვნობის მიმართ ისეთივე დამოკიდებულებაშია, როგორც ჩვენი პლანეტა მზის მიმართ\

ინდივიდუაცია გულისხმობს გარკვეულ მოგზაურობას შინაგან სამყაროში, რომელიც


იუნგის აზრით აღწერილია ჰომეროსის „ოდისეაში“, ვიðგილიუსის „ენეიდებში“, დანტეს

„ღვთაებრივ კომედიაში“\ არაცნობიერში ამ მოგზაურობისას ადგილი აქვს ე\წ\Enantiodromia-ს

ანუ საწინააღმდეგოში დაბრუნებას (ჰერაკლიტე)\ ზოგიერთი მენტალური პროცესი თავის

საპირისპირო მდგომარეობაში გადადის თვითრეგულაციის მექანიზმით\ ეს პროცესი

სიმბოლურად აღწერილია ღვთაებრივ კომედიაში, სადაც დანტე და ვირგილიუსი აღწევენ


ჯოჯოხეთის უკიდურეს წერტილს და შემდეგ კვლავ იწყებენ საპირსპირო მიმართულებით
სამოთხისაკენ მოძრაობას\

კ\გ\იუნგი დაავადებას განიხილავს როგორც თვითრეალიზაციის საშუალებას\ მისი

მიდგომა დაავადებისადმი სცილდება ვიწრო სამედიცინო მოდელს\ იგი ფსიქიკურ დაავადებებს

განიხილავს არა მარტო როგორც დარღვევებს, დაზიანებას უუნარობასა და დეფიციტს, არამედ,


როგორც თვითრეალიზაციის შესაძლებლობას\

კ\გ\იუნგის ანალიზი ანუ ანალიზური ფსიქოლოგია განიხილება როგორც არა მარტო

სიმპტომზე ორიენტირებული ფსიქოთერაპია, არამედ პი-როვნების ზრდაზე, მის ინტეგრაციაზე


და თვითრეალიზაციაზე მიმართული პროცესი\ ეს რთული ფსიქოთერაპიული პროცესი

დიალექტიკურია და განიხილავს ადამიანის არსებობას მთლიანობაში, ხოლო მის პიროვნებას -


არასტატიკურად, მუდმივ მოძრაობასა და განვითარებაში\ ამიტომ ის, რაც რედუქციულ-

ანალიტიკური მიდგომისას შესაძლოა შეფასებული იქნას, რო-გორც მხოლოდ უარყოფითი,


შეიძლება წარმოჩნდეს, როგორც სავსებით დადებითი\ ავადმყოფობა განიხილება არა როგორც

მხოლოდ ნეგატიური რამ\ კ\გ\იუნგის მიხედვით, ფსიქიკური დაავადება ფარულად მოიცავს

პიროვნების ჯერ კიდევ განუვითარებელ ნაწილს, ფსიქიკის ძვირფას ფრაგმენტს, რომლის


გაუთვალისწინებლად ადამიანი ვერ აღწევს ჯანმრთელობისა და სრულყოფის მდგომარეობას\
კ\გ\იუნგის თვალსაზრისით, ფსიქოლოგიური სისტემა, რომელიც ავადმყოფობაში მხოლოდ

უარყოფითს ხედავს „ნაბან წყალს ბავშვს აყოლებს“, რადგანაც უარყოფს, უგულვებელყოფს და


ვერ ამჩნევს დაავა-დების პოზიტიურ მხარეს, მის მნიშვნელობასა და ღირებულებას\

კ\გ\იუნგი განასხვავებს დიდ და მცირე ფსიქოთერაპიას, თანამედროვე ტერმინოლოგიით

- დინამიკურსა და მხარდამჭერს (Supportive)\ პირველი გუ-ლისხმობს ხანგრძლივ და ინტენსიურ

სამკურნალო ფსიქოთერაპიულ ზემოქმედებას, რომელშიც საკუთრივ ანალიზი იგულისხმება,


ხოლო მცირე ფსიქოთერაპია ნაკლებად ინტენსიური და ხანმოკლეა, რომლის დროსაც ფსი-
ქოთერაპიული ეფექტის მისაღებად ზოგჯერ პაციენტისათვის სასარგებლო რჩევაც კი არის
საკმარისი\

აქ ჩვენ შევჩერდებით დიდი ფსიქოთერაპიის ანუ ანალიზის სტადიებსა და ასპექტებზე\

კ\გ\იუნგი (JungC., 1935) ანალიზის პროცესში გამოყოფს 4 ეტაპს ან ასპექტს|

1\ კათარზისის, ანუ აღსარების ეტაპი, რომელიც ანალიტიკური მკურნალობის საწყის

ეტაპს წარმოადგენს\ ამ დროს ხდება დათრგუნვილი ან რეპრესირებული პიროვნებისათვის

უარყოფითი უსიამოვნო მუხტის მქონე ფარული ფსიქიკური შინაარსების გამოთქმა-აღსარება


ექიმთან\ ეს „საიდუმლო“, რომელსაც სათუთად ინახავს პიროვნება, ზოგჯერ პათოგენურად მოქ-

მედებს, როგორც ფსიქიკური საწამლავი, რომელიც აუცხოებს პიროვნებას სოციუმისაგან,


ზოგჯერ კი, როდესაც ის „მცირე დოზებით“ არის წარმოდგენილი, პიროვნების დახვეწის და
სრულყოფის წინაპირობად გვევლინება\

2\ გადატანის ე\წ\ ტრანსფერის ეტაპი - აღსარების შედეგად პაციენტსა და ანალიტიკოსს

შორის ყალიბდება ურთიერთობა, რომელიც ანალიტიკოსზე პაციენტის ემოციურ მიჯაჭვაში


ვლინდება\ ამ დროს ყალიბდება გარკვეული ემოციური ურთიერთობა (სიყვარულის ან

სიძულვილის), რომლის დროსაც პაციენტი ანალიტიკოსზე იმ ურთიერთობების პროეცირებას


ახდენს, რომელიც მას ბავშვობაში ოჯახის წევრებთან ჰქონდა\ პაციენტი კვლავ ეძლევა ბავშვური

დამოკიდებულების მდგომარეობას, რომელსაც თვითონ თავს ვე-ღარ ართმევს რაციონალური


ახსნა-განმარტების საშუალებითაც კი\ ეს ე\წ\ ფიქსაციის ფენომენი საკმაოდ ძლევამოსილია\
3\ აღზრდის ეტაპი - მხოლოდ გაცნობიერება შესაძლებელია საკმარისი არ აღმოჩნდეს

განკურნებისათვის\ ამ ეტაპზე საჭიროა აღზრდის ანუ ნევროზული ჩვევებისაგან გადაჩვევის

პროცესი\

აცნობიერებს რა ექიმის დახმარებით ფიქსაციის მიზეზებს, პაციენტი ხედავს თავის


ქცევას ახალი კუთხით\ ის ვერ გაექცევა იმ ფაქტს, რომ მისი ფუნქციონირება, განწყობები და

ურთიერთობები არაადექვატურ და ინფანტილურ ხასიათს ატარებს\ ის აღიარებს როგორც

უეჭველ ფაქტს იმას, რომ მისი მოთხოვნები და პრეტენზიები სხვების მიმართ სხვა არაფერია,
თუ არა საკუთარ ინფანტილურ სურვილებს აყოლა და საკუთარი სისუსტეების გა-
მართლება\საკუთარი ნაკლისა და არასრულფასოვნების ცოდნით აღჭურვილი პაციენტი უნდა

დაუპირისპირდეს რეალობას და შემოქმედებითად გახარჯოს ის ძალები, რომლებიც მასში


ინფანტილური იყო, მაგრამ ეს ყო-ველთვის შესაძლებელი არ არის\ ზოგჯერ არ კმარა მხოლოდ

გაცნობიერება და გაგება, თუ საიდან და რა მიზეზით წარმოიშვა დაავადება, ე\ი\ ფსიქოგენეზის

გაცნობიერება-გაგება, არამედ აუცილებელია ნევროტული ინფანტილური ჩვევების შეცვლა,


ჩანაცვლება ახალი ადექვატური ადაპტაციისათ-ვის საჭირო ჩვევებით\ ამ დროს პაციენტი ახალ

გზაზე უნდა დავაყენოთ ანუ შევცვალოთ ცხოვრების მისი ჩვეული, ინფანტილური სტილი
ახალი, ზრდასრული, ადექვატური სტილით, რაც აღზრდის დედააზრს წარმოადგენს\ ამ-დენად,

ეს ეტაპი სოციალური ადაპტაციისა და ნორმალიზაციის ანუ აღზრდის ეტაპია, რომელიც


აახლოებს მას პედაგოგიკასთან\

4\ ტრანსფორმაციის ეტაპი, რომლის დროსაც პაციენტი და ანალიტიკოსი ისეთ

ურთიერთობაში არიან, როდესაც ურთიერთზეგავლენის შედეგად ადგილი აქვს როგორც


პაციენტის, ასევე ანალიტიკოსის პიროვნების ტრანსფორმირებას, ეს ეტაპი ექიმისაგან მოითხოვს
არა მარტო პაციენტის აღზრდას, არამედ თვითაღზრდასაც\ პაციენტისა და ანალიტიკოსის

ურთერთობას კ\გ\იუნგი ორი სუბსტანციის ქიმიურ რეაქციაში შესვლას ადარებდა, რომლის

დროსაც ორივე ანალიზში ანუ ტრანსფორმაციის პროცესში იმყოფება\ ეს ეტაპი უფრო

მაღალგანვითარებული და სრულყოფილი თვისებების შექმნის საშუალებით პიროვნების


შეცვლას გულისხმობს\ ის გამოხატავს ყოველივე ძველის, უვარგისის სიმბოლურ სიკვდილს და

ახლის, სასარგებლოსა და სრულყოფილის აღორძინებას, რომელიც არაცნობიერში


პოტენციურად თვლემდა\
იუნგის ფსიქოანალიზი შემდეგ ამოცანებს ისახავს, რომელთა გადაწყვეტა ეტაპობრივად
ხორციელდება| 1\ პირველ რიგში პაციენტის რეალობისაკენ დაბრუნება, კერძოდ, მისი

აქტუალური სიტუაციის გაცნობიერება\ შემდგომში ფსიქოთერაპიული პროცესი მიმართულია

აჩრდილის გაცნობიერებაზე, მომდევნო ეტაპზე კი Anima, Animus-ით გამოწვეული პრობლემების


ანალიზი უნდა მოხდეს, და ბოლოს, ბრძენკაცის და დიდი დედის ე\წ\MagnaMater არქეტიპის

ანალიზია საჭირო\

რა თქმა უნდა, ამ მოკლე ლიტერატურულ მიმოხილვაში ძნელია დინამიკური


ფსიქიატრიის ყველა მიმართულების ამომწურავი ანალიზის მოცემა\ ამიტომ ჩვენ შევეცადეთ ის

ძირითადი, მთავარი მიმართულებები განგვეხილა, რომლებმაც გადამწყვეტი და


ფუნდამენტური როლის შეასრულეს დინამიკური ფსიქიატრიის წარმოშობასა და
განვითარებაში\

^\5\ ფსიქიკურ აშლილობათა ჯგუფური ფსიქოთერაპიის ძირითადი მიმართულებებისა და

თავისებურებების შესახებ

მსოფლიოში გავრცელებულ ფსიქიკურ აშლილობათა ჯგუფური ფსიქოთერაპიის


მიმართულებებს შორის შეიძლება გამოვყოთ შემდეგი მიმართულებები| დიდაქტიკური

ჯგუფური ფსიქოთერაპია, ჯგუფური ფსიქოანალიზი, ქცევითი ბიჰევიორისტული ჯგუფური


ფსიქოთერაპია, კოგნიტური, ეგზისტენციალური და ჯგუფური გეშტალტ ფსიქოთერაპია\

ქვემოთ შევეცდებით მოკლედ დავახასიათოთ თითოეული მათგანი\

დიდაქტიკური ჯგუფური ფსიქთერაპია

ჯგუფური ფსიქთერაპიის ეს მიმართულება გულისხმობს ახსნა-განმარტებითი და


რაციონალური ფსიქოთერაპიული ხერხების გამოყენებას\

ეს მეთოდი პრაქტიკაში პირველად შემოღებული იქნა ექიმ-ინტერნისტის პრატის


(PrattJ.H. 1905, 1953) მიერ, რომელმაც 1905 წელს ჩამოაყალიბა ტუბერკულოზით
დაავადებულთათვის სპეციალური კლასები\ მეცადინეობის ძირითად ფორმებს წარმოადგენდა
ლექციები და საუბრები ფსიქოჰიგიენის საკითხების შესახებ, რომლებიც ტარდებოდა 15-20
კაციან, ღია ჯგუფებში\ გაეცნო რა დეჟერინის (Lt;thby :\UjrkthT\ 1912) ნაშრომებს, მისთვის აშკარა

გახდა პაციენტების ერთმანეთზე ფსიქოლოგიური ზეგავლენის მნიშვნელობა, მათი


აქტივიზაციის, მხარდაჭერის, ოპტიმიზაციისა და ეფექტური სომატური მკურნალობის საქმეში\

1909 წლიდან ყოფილი მღვდელი ლ\მარში იწყებს ფსიქიკურ ავადმყოფებთან ჯგუფურ

მეცადინეობებს, რომლის დროსაც ლექციებისა და დისკუსიების გარდა შემოღებული იქნა


მუსიკა, ცეკვა და ხატვა, როგორც ავადმყოფთა ერთმანეთთან დაახლოების ეფექტური
საშუალება (MarchL.G. 1931, 1935)\

დიდაქტიკური ჯგუფური ფსიქოთერაპიის პიონერად ზოგიერთი ავტორი (F\C\Ckewrbq,

C\G\Wfgrby, 1985) ამერიკელ ფსიქიატრს ე\ლაზელს (LazellE. 1921) მიიჩნევს, რომელიც

ვაშინგტონის ერთ-ერთ კლინიკაში ატარებდა ჯგუფური ფსიქოთერაპიის სეანსებს იმ


პაციენტებთან, რომლებიც ფსიქოანალიზით მკურნალობას არ ექვემდებარებოდნენ\

თანამედროვე დიდაქტიკური ჯგუფური ფსიქოთერაპია ფართოდ იყენებს


დიდაქტიკური პედაგოგიკისაგან ნასესხებ პრინციპებსა და საშუალებებს (მაგ\ სლაიდების,

ფილმებისა და დიაპოზიტივების დემონსტრაცია, გამოცდისა და საკონტროლო წერის ჩატარება


განსაზღვრულ თემაზე)\

ჯგუფური ფსიქოანალიზი

** საუკუნის 20-იანი წლებიდან დასავლეთში ჯგუფური ფსიქოთერაპიის განვითარება


ძირითადად ჯგუფური ფსიქოანალიზის გზით წარიმართებოდა (BurrowT. 1912, Schilder, P. 1939,
WenderL. 1940)\ ჯგუფური ფსიქოანალიზის განვითარებაზე დიდი გავლენა იქონია ზ\ ფროიდის

(FreudS. 1921) ნაშრომმა „მასების ფსიქოლოგია და ადამიანის „ მე“-ს ანალიზი“\ ჯგუფური

ფსიქოთერაპია ტარდებოდა მცირე ჯგუფებში (4-8 ადამიანი), რომელსაც ძირითადად


საფუძვლად ედო ჯგუფის წევრთა განცდების, ქცევების, სიზმრების, ფანტაზიების, თავისუფალ
ასოციაციათა და სხვ\ ურთიერთგანხილვის (ანალიზი) მეთოდები\ ზემოთ ჩამოთვლილ

ფსიქიკურ ფენომენთა ინტერპრეტაციისას გამოიყენებოდა ინდივიდური ფსიქოანალიზის


მსგავსი ცნებები (ოიდიპოსის კომპლექსი, კასტრაციის კომპლექსი, იდენტიფიკაცია, გადატანა
და სხვ\)\

ფსიქოანალიტიკოსებმა თ\ბაროუმ (BurrowT. 1927), პ\შილდერმა SchilderP. 1938),

ლ\ვენდერმა (WenderL 1940) აღმოაჩინეს, რომ ჯგუფური ფსიქოანალიზი ეფექტიანობით არა თუ

არ ჩამოუვარდება ინდივიდუალურ ფსიქოანალიზს, რომელიც პაციენტის ინტრაფისქიკური


ცხოვრების შესწავლაზეა მიმართული, არამედ მთელ რიგ საკითხებში შემდეგი უპირატესობაც
კი აქვს|

1\ ჯგუფი ინდივიდუალურ ფსიქოანალიზთან შედარებით უფრო ადექვატურად ახდენს

მოდელირებას, ერთი მხრივ, პაციენტის პირველადი სოციალური გა-რემოსი (მშობლების


ოჯახი), მეორე მხრივ, მისი აქტუალური სოციალური გარემოცვისა ანუ მისი აქტუალური
ინტერპერსონალური ურთიერთობებისა\

2\ კლასიკური ფსიქოანალიტიკური სიტუაციისაგან განსხვავებით, რომლის დროსაც

საკომუნიკაციო საშუალებები შეგნებულად მხოლოდ ვერბალურ ფორმებამდეა დაყვანილი,


ჯგუფური ურთიერთობებისას, პაციენტთა ერთმანეთზე ურთიერზეგავლენის სიტუაციაში
ჯგუფის წევრთა ინტრაფსიქიკური კონფლიქტები ტრანსფორმირდება ინტერპერსონალურში და
რეალურად კვლავ ვლინდება ქცევაში, რაც მათ უფრო თვალსაჩინოსა და მისაწვდომს ხდის
ანალიზისათვის\ ამას გარდა ჯგუფურ სიტუაციაში ადგილი აქვს ინ-ტენსიურ ემოციურ

რეაგირებასა და განტვირთვას მაგ\ დეპრესიის დროს ხდება საკუთარ თავზე მიმართული

აგრესიის (Turningagainsthimself) ანუ აუტოაგრესიის, აბრეაგირება (abreaction) ანუ


ფსიქოემოციური განტვირთვა აგრესიის გარეთ გამოვლენის გზით\

3\ პაციენტებისათვის გაცილებით ადვილია ჯგუფის სხვა წევრთა ქცევისა და მოქმედების

არაცნობიერი მნიშვნელობის საზრისის გაცნობიერება და წვდო-მა, ვიდრე საკუთარისა, რის


გამოც ისინი საკმარისად ეფექტურად ასრულებენ ე\წ\ კოთერაპევტის ფუნქციას\ ამის შედეგად

ჯგუფური დისკუსიების დროს ჯგუფის სხვა წევრების პრობლემათა განხილვის მეშვეობით


ხდება საკუთარი პრობლემების უფრო ღრმა წვდომა, განცდა და გაცნობიერება\

4\ ჯგუფი საშუალებას იძლევა და ქმნის რეალურ პირობებს ჯგუფური ფსი-ქოთერაპიის

პროცესში წარმოქმნილ მრავალმხრივ და მრავალჯერად ტრანს-ფერზე დაკვირვებისათვის\ ამ


დროს ადგილი აქვს გადატანას (Ubertragung, Transfer), რომელიც ვითარდება არა მარტო ექიმ-
ანალიტიკოსის, არამედ პა-ციენტების მიმართაც (AckermanA. 1963; WolfA. Schwartz, E. 1962)\ პოლ

შილდერს (SchilderP. 1938) მიაჩნია, რომ ფსიქიკურ აშლილობათა მკურ-ნალობაში


უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს პაციენტების მიერ ჯგუფში ინდივიდუალური,
საკუთარი პრობლემების განხილვა, რომელიც ხელს უწყობს პრობლემათა ობიექტივიზაციას
და მიჰყავს პაციენტები იმ ფაქტის

გაცნობიერებამდე, რომ მრავალი გრძნობა და აზრი, რომლებიც ადრე მათ აწუხებდა,


საზოგადოებისაგან აშორებდა და მათ იზოლირებას ახდენდა, ჯგუფის სხვა წევრთა აზრებისა და
გრძნობების მსგავსია\

აშშ-ში ფსიქოანალიზზე ორიენტირებული ჯგუფური ფსიქოანალიზის განვითარების


საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის სამუელ სლავსონს, რომელმაც ფართოდ გაითქვა სახელი
სხვადასხვა ემოციური დარღვევების მქონე ბავშვთა ჯგუფებთან მუშაობით (Activitygrouptherapy)\

იგი ამერიკის ჯგუფური ფსიქოთერაპიის ასოციაციის დამაარსებელია\ 1943 წლიდან მისი რე-

დაქციით გამოდის InternationalJournalofgroupPsychotherapy. 1950 წელს სლავსონი (SlavsonS. 1950)


განიხილავს ჯგუფურ დინამიკას (ერთიანობა, ჯგუფური ნორმებისა და ფასეულობების
ჩამოყალიბება), როგორც ნეგატიურ ფაქტს, რადგან ასეთი ჯგუფი თანდათანობით კარგავს თავის
თერაპიულ ფუნქციებს და სოციალურ ჯგუფად გადაიქცევა\

ფოუქსი, ენტონი და ბიონი (FoulkesS.H., AntonyE.J. 1957, BionW.R. 1961) ემყარებოდნენ რა


კურტ ლევინის მცირე ჯგუფთა ფსიქოლოგიას, განიხილავდნენ ჯგუფურ დინამიკას, როგორც
უმნიშვნელოვანეს ფაქტორს\ ფოუქსი (FoulkesS.H. 1977) ინგლისში ეკლექტიკურად აერთებს

ფროიდის მიდგომასა და სოციალურ კონცეფციას\ პირველის თანახმად, ჯგუფში მოქ-მედებს

ორი ძალა, რომლებიც ბერძნული ღმერთების ეროსისა და თანატოსის (სიყვარული და


სიკვდილი) სახელს ატარებენ\ ჯგუფში ისინი ვლინდება როგორც კონსტრუქციული და

დესტრუქციული ურთიერთდაპირისპირებული და ერთმანეთთან მებრძოლი ძალები\ ეროსის

ძალები პაციენტებს ერთ-მანეთთან აახლოებენ და აიძულებენ მათ ითანამშრომლონ ჯგუფში,


ხოლო თანატოსის ძალებს მივყავართ შიშის, ჯგუფის წევრების გათიშვისა და იზო-
ლირებისაკენ\ სოციალური კონცეფციის არსი ის არის, რომ ჯგუფი წარმო-ადგენს სოციალურად

უფრო მყარ კატეგორიას\


ზოგიერთი ავტორი (SaravayS. 1978; GreensonR. 1967) განაგრძობს რა ფროიდის
ტრადიციებს, ამტკიცებს, რომ მცირე ჯგუფი თავის განვითარების პროცესში იმეორებს ბავშვის
ფსიქოსექსუალური განვითარების ძირითად ფაზებს| ორალურად დამოკიდებულს, ორალურად

აგრესიულს, ანალურად რეტენციულს, ანალურად ექსპულსიურს, ფალურსა და გენიტალურს\

ამგვარად, ჯგუფური ფსიქოანალიზის სტრატეგია მდგომარეობს ბავშ-ვობაში არსებული


ტრავმული მოვლენების გაცნობიერებაში ჯგუფში ინტერ-პერსონალური ურთიერთობების
საშუალებითა და დახმარებით\

ქცევითი ბიჰევიორისტული ფსიქოთერაპია

აშშ-ში ფართო გავრცელება პოვა ქცევითმა ფსიქოთერაპიამ (BehaviorTherapy)\ ამ მეთოდის

მიმდევრები არ შეისწავლიან ავადმყოფობის ისტორიას (ფსიქოგენეზს)\ მათ არ აინტერესებთ

ავადმყოფის პრობლემები და მისი ნევროტული ქცევა არა წარსულის კონტექსტში, არამედ


აწმყოში „აქ და ამ-ჟამად“ (Hereandnow)\

ამ მიმართულების წარმომადგენლების აზრით (LazarusA. 1968; SchannonP. 1966) ჯგუფის


პირობებში ინტენსიურ ჯგუფურ დისკუსიებთან ერთად ქცევითი თერაპიის მეთოდებისა და
ფსიქოთერაპიული ხერხების გამოყენება ეფექტიანობით არ ჩამოუვარდება ინდივიდუალურ
ქცევით ფსიქოთერაპიას და ბევრად აღემატება ფსიქოანალიზსა და სუგესტიაზე ორიენტირებულ
ფსიქოთერაპიულ პროგრამებს\

მიზეზი, რომელმაც აიძულა ქცევითი თერაპიის წარმომადგენლები ფსიქოთერაპიის


ჯგუფური მეთოდებისათვის მიემართათ, ძევს არა მარტო დროისა და ენერგიის დაზოგვაში,
არამედ იმაშიც, რომ სოციალური გარემო ინდივიდის გარემოსთან ურთიერთობის არსებითი და
მნიშვნელოვანი ნაწი-ლია\ ეს სოციალური გარემო ადამიანში გარკვეულ ემოციურ და ქცევით

რეაქციებს იწვევს, რომლებიც უარყოფითი ან დადებითი გამყარება-ფიქ-საციის ფუნქციას


ასრულებენ\

რადგანაც ბიჰევიორიზმის წარმომადგენელთა აზრით ადამიანის ქცევის მთელი


რეპერტუარი განისაზღვრება იმ დასწავლით, რომელსაც ადგილი აქვს
ინდივიდის ორგანიზმის ურთიერთობისას გარემოსთან, ამიტომ არაადექვატური,
დეზადაპტაციური ქცევის მოდიფიცირება მათთვის წარმოადგენს ხელახლა დასწავლის,
გადაჩვევის პროცესს, რის შემდეგაც ხდება უფრო ეფექტიანი, რესპოდენტური, ოპერატიული და
კოგნიტური რეაქციების გამო-მუშავების მიღწევა\

ეს დასწავლის, გადაჩვევისა და ადექვატური რეაქციების გამომუშავების პროცესი


ხორციელდება ექსპერიმენტულად კონტროლირებად გარემოში\ ამ მიზნით მათ მიერ

გამომუშავებული ისეთი სპეციალური ფსიქოთერაპიული ხერხები, როგორიც არის| ზიზღის

რეაქციის გამომუშავება Aversiontherapy, თავდაჯერებულობის ტრენირება (Assertiontherapy),


დასაქმებით თერაპია (occupaionaltherapy), დაცხრობის რეაქცია (Extention), სოცტრენინგი ან
მოდელირება, სისტემატური დესენსიბილიზაცია, რომელიც რეციპროკულ შეკავებას ეყრდნობა
(WolpeJ. 1964) და სხვა\ თერაპიული ჯგუფის პირობებში ხდება დასწავლისა და გადაჩვევის

პროცესების ინტენსიფიცირება\

ჯგუფი ქმნის უფრო ხელსაყრელ პირობებს ფარული კოგნიტური ქცევის კორეგირების,


პიროვნული კონსტრუქციების (KellyG. 1955) გადაფასების, ირაციონალური შინაგანი
წინადადებების დეზაქტუალიზაციისა (EllisA. 1962, 1974) და არაადექვატური პიროვნული
საზრისებისა და მნიშვნელობების (BeckA. 1976) შეცლისათვის\

ბოლო დროს კოგნიტური ფაქტორებისადმი (შეფასებები, განწყობა, შეხედულებები)


ნეობიჰევიორიზმის წარმომადგენელთა ინტერესის მკვეთრმა ზრდამ გამოიწვია ახალი
მიმართულების ე\წ\ ქცევით-კოგნიტური თერაპიის ჩამოყალიბება, თავისი ჯგუფური

ვარიანტების ჩათვლით\

ბოლო წლებში ფართო გავრცელება პოვა თვითგამოხატვისა და თავის თავში და საკუთარ


ძალებში დარწმუნების ტრენირების ჯგუფებმა\AssertiveTraining (LazarusA. 1968)\ ამ ჯგუფებს

საფუძვლად უდევს ქცევითი თერაპიის ერთ-ერთი ფუძემდებლის სალტერის (SalterA. 1949)


აზრები, რომლის მიხედვით ძირითადი ემოციებისა და გრძნობების სპონტანური გამოხატვა
და
მათი უშუალო პირდაპირი ვერბალიზაცია ხელს უწყობს ჯანსაღ ინტერპერსონალურ
ფუნქციონირებას, ეტიკეტით გათვალისწინებული შეკავებული, არასრულფასოვანი
გამოხატვისა და ურთიერთობის ფორმებისაგან განსხვა-ვებით\ ფორმულირების დაზსუტების

მიზნით A.Salter (1949) ლაპარაკობს იმ განსხვავების მკაფიოდ განმარტების აუცილებლობაზე,


რომელიც არსებობს ერთი მხრივ, თვითგამოხატვასა და აგრესიას შორის, ხოლო მეორე მხრივ,
ადამიანებისადმი კეთილგანწყობასა და მაამებლობას შორის\

თვითგამოხატვის ჯგუფური ტრენინგის მიზანია ახლიდან დასწავლისა და


გადაჩვევისათვის ნაყოფიერი გარემოს შექმნა\ იგი მიმართულია დეზადაპტაციური

ინტრაპერსონალური შიშებისა და აგრესიული გამოვლინებების მოსპობაზე, კონსტრუქციული


ქცევის ჩვევების ჩამოყალიბებაზე, მხარდაჭერასა და შენარჩუნებაზე\ ჯგუფები ერთგვაროვანია

და შედგება დაახლოებით ერთი ასაკის, კულტურული დონისა და სოციალური სტატუსის მქონე


პაციენტებისაგან\ ამ ჯგუფებში ფსიქოთერაპიული პროცესი შინაარსობრივად ანა-ლოგიურია იმ

ჯგუფური პროცედურებისა, რომლებიც დამახასიათებელია არაფსიქოანალიტიკური


ფსიქოთერაპიის უმრავლესი ფორმებისათვის\ ჯგუფური დისკუსია, როლებრივი

იმპროვიზაცია, როლში შესვლა-გარდასახვა, ფსიქოდრამა, სიტუაციის მოდელირება და სხვა,


მაგრამ მათ ახასიათებს რიგი არსებითად განსხვავებული ნიშნები| ტექნიკის თვალსაზრისით

ყურადღება გამახვილებულია ქცევით მეთოდიკებზე, ხოლო სხვა მეთოდები განიხილება,


როგორც დამხმარე\ ფსიქოთერაპვტი წარმოადგენს აქტიურ, წარმმართველ ძალას, რომელიც

ჯგუფის წევრებს დირექტიულად მიუჩენს მოქმედების არე-ალს და მათ ქცევას სწორ კალაპოტში
წარმართავს\(ფსიქოთერაპევტი - წარ-მმართველი მანქანა\

მთავარი მნიშვნელობა ენიჭება იმ ფსიქოთერაპიული ხერხების გამოყენებას, რომლებიც


ორიენტირებულია ჯგუფის თითოეულ წევრზე, ჯგუფური დინამიკის ფაქტორის
გაუთვალისწინებლად\

ჯგუფური გეშტალტ-ფსიქოთერაპია
გეშტალტთერაპიის თეორიის მიხედვით (PerlsF. 1977) ირაციონალური ქცევის ძირითად
გამომწვევ მიზეზს წარმოადგენს ქრონიკულად ღია გეშტალტები, ანუ ინტერპერსონალურ
ველში დაუსრულებელი დაუმთავრებელი სიტუაციები, რომლებშიც დათრგუნული იყო წყენის,
ბრაზის, ტკივილის, შფოთისა და დანაშაულის აფექტების გამოხატვა\ ეს გამოუმჟღავნებელი და

გამოუხატავი ემოციები მტკიცე ასოციაციურ კავშირს ქმნის გარკვეულ მოგონებებთან და


ფანტაზიებთან, რომლებიც აქტიურად ერევიან „აქ და ამჟამად“ აქტუალურ სიტუაციაში და
იწვევენ შფოთს, კომპულსიურ მოქ-მედებებს, დეპრესიას, აკვიატებულ შიშებს, ხასიათის
დეზადაპტაციური თვი-სებების ჩამოყალიბებასა და სხვა\ ე\ი\ სპობენ საკუთარ თავთან და

სხვებთან ეფექტური ურთიერთობისა და კონტაქტის შესაძლებლობას\

გეშტალტთერაპიის სპეციფიკურ თვისებას წარმოადგენს ის, რომ მთელი


ფსიქოთერაპიული პროცესი „აქ და ამჟამად“ განცდის და გამოცდილების შეგრძნებებზეა
მიმართული, დანარჩენი კი, ამ მიმართულების წარმომადგენელთა აზრით, დროის ფუჭი
ხარჯვაა\ ისინი ხაზს უსვამენ, რომ მხოლოდ „აქ და ამჟამად“ განცდაზე კონცენტრირებით

პაციენტს ძალუძს საკუთარი „ღია გეშტალტების“ გაცნობიერება და სპეციალური


ფსიქოთერაპიული ტექნიკის გამოყენებით შეუძლია დაასრულოს თავისი დაუმთავრებელი
„სიტუაციები“\

აღსანიშნავია, რომ პერლსი და მისი მიმდევრების (PerlsF. 1976) მიერ დამუშავებული


მრავალი ფსიქოთერაპიული მეთოდიკიდან ბევრი საკმაოდ ორიგინალურია და შეიძლება მათი
ეფექტიანად გამოყენება სხვა თეორიულ პრინციპებზე დამყარებულ ჯგუფურ ფსიქოთერაპიაში
თუ სწორად გავიაზრებთ გეშტალტთერაპიის მიერ დასახულ მიზნებს\

ეგზისტენციალურ-ჰუმანისტური ჯგუფური ფსიქოთერაპია

ამ მიმართულების წარმომადგენლები ფსიქოთერაპიაში ცენტრალურ მნიშვნელობას


ანიჭებენ პაციენტის უშუალო განცდებს და მისი შინაგანი სამყაროს შემეცნებას\ ისინი ადამიანს

განიხილავენ არა როგორც გარემო პირობების პასიურ მსხვერპლს, არამედ როგორც აქტიურ
სუბიექტს, რო-მელსაც ნებისმიერ ცხოვრებისეულ სიტუაციაში თავისუფალი არჩევანის უნა-რი
გააჩნია და რომლის ქცევაც არ დაიყვანება არც სიამოვნების პრინციპსა და შინაგანი
დაძაბულობის განტვირთვაზე და არც გარემოსთან ჰარმონიული გაწონასწორებული
ურთიერთობების მიღწევასა და დამყარებაზე\

ეგზისტენციალური ფსიქოთერაპიის ცნობილი წარმომადგენელი ავსტრიელი ფსიქიატრი


და ფსიქოთერაპევტი ფრანკლი (FrankleV. 1966) აღნიშნავს, რომ ფსიქოთერაპევტმა-
ეგზისტენციალისტმა უნდა გამოააშკარაოს ავადმყოფის ეგზისტენციალური გაუცხოება,
დაუბრუნოს ავადმყოფს ნდობა ირაციონალური სულიერი სფეროსადმი, რომელიც პიროვნების
უმაღლეს დონეს წარმოადგენს და ინტელექტს უპირისპირდება\

კ\იასპერსი (JaspersK. 1923) ფსიქოთერაპიის არსს ხედავს „ეგზისტენციალურ

კომუნიკაციაში“, რომლის საშუალებითაც ხორციელდება ექიმისა და მისი პაციენტის


ურთიერთშეხვედრა\ მას მიაჩნია, რომ ორი ცნობიერების ურთიერთშეღწევა, რომელსაც ადგილი

აქვს უშუალო კონტაქტის, ინტუიტიური ხედვისა და ჭვრეტის პროცესში, მეცნიერულ ახსნას არ


ექვემდებარება\

ფსიქოთერაპიულ სიტუაციაში ყურადღების ცენტრში ექცევა არა წარ-სული


გამოცდილების (ინფანტილური კომპლექსები) ანალიზი და ქცევის გარკვეული ფორმების
ტრენირება, არამედ „აქ და ამჟამად“ ყოფიერების ინტენსიური განცდა; არა განდევნილი
სექსუალური მოტივების გაშუქება და გაცნობიერება, არამედ საკუთარი არსებობის უნიკალური
საზრისისა და ფასეულობების გაცნობიერება და თავისუფალი არჩევანის გაკეთებაზე პა-
სუხისმგებლობის აღება; არა პასიური დამორჩილება და ადაპტაცია გარემო პირობებისადმი,
არამედ აქტიური თვითაქტუალიზაცია; არა სხვისი ქცევებით მანიპულირების სწავლა, არამედ
„ვალიდური“ ანუ ეგზისტენციალური კო-მუნიკაციის უნარის განვითარება, რაც ნიშნავს
პაციენტისა და ექიმის ურ-თიერთთვითგახსნას დიალოგურ ურთიერთობებში (BuberM. 1948,
1960)\

ეგზისტენციალურ-ჯგუფური ფსიქოთერაპია

ეგზისტენციალური ჯგუფური ფსიქოთერაპიის წარმომადგენლების (DaseinAnalysis)


(HoraT. 1959, 1968; BinswangerL. 1964; BossM. 1979) თანახმად მდგომარეობს პაციენტის მიერ თავის
თავის და ჯგუფის წევრებისათვის სამყაროში საკუთარი ყოფიერებისა და არსებობის
უნიკალურობის აღმოჩენასა და გახსნაში\ იგი, აგრეთვე, მდგომარეობს ჭეშმარიტი კონტაქტის

განხორციელების საქმეში შინაგან დაბრკოლებათა გაცნობიერებაში, სხვებ-თან


ეგზისტენციალურ კომუნიკაციასა და აუტენტური არსებობის მიღწე-ვისაკენ სწრაფვაში\ ჰორას

(HoraT.1959,1968) აზრით, ამ დროს ძირითად დაბრკოლებას წარმოადგენს შემდეგი|

ეგზისტენციალური შფოთი (შიში სა-კუთარი „მოკვდავობის“ აღიარების წინაშე), საკუთარი


არსებობის უნიკალური საზრისისა და ჭეშმარიტ ფასეულობათა რეალიზაციისათვის საჭირო
პასუხისმგებლობისაგან გაქცევა, და ბოლოს, ცრუ განწყობებისა და მისწ-რაფებების
(სიმდიდრისაკენ, ძალაუფლებისაკენ და ვიტალური სიამოვნები-საკენ) ჩამოყალიბება\ ამ

დაბრკოლებებს მივყავართ შინაგან და ინტერპერ-სონალურ კონფლიქტებამდე,


ეგზისტენციალურ სიცარიელემდე, ეგოცენტ-რიზმამდე, გაუცხოებასა და მარტოობამდე\ ამ

დროს სხვები განიხილებიან არა როგორც ცხოვრების გზაზე თანასწორუფლებიანი


პარტნიორები და სუ-ბიექტები, არამედ როგორც საშუალება ან დაბრკოლება საკუთარი
მიზნების მიღწევის საქმეში\

ფსიქოთერაპიული ამოცანების გადაწყვეტის საშუალებებია სპონტანურ ჯგუფურ


კომუნიკაციაში პაციენტის აუტენტური მონაწილეობა, უშუალოდ წარმოშობილ გრძნობათა
ვერბალური და არავერბალური გამოხატვა, კომუნიკაციური აქტების (საკუთარი და სხვა
ჯგუფის წევრების) საზრისის და მნიშვნელობის გაცნობიერება\

პაციენტთა „აქ და ახლა ყოფიერების“ ეგზისტენციალური ანალიზი\ ამ მიმართულების

წარმომადგენელთა აზრით, ჯგუფის თითოეულმა წევრმა ფსიქოთერაპიის პროცესში შემდეგი


სამი ფაზა უნდა გაიაროს\ თვითგახსნის, თვითგაგების და დაცვითი მოტივების გადალახვის ანუ

შფოთის მიღების ფაზა\ ეს უკანასკნელი წარმოიშვება სხვებთან დაცვითი, არასრულფასოვანი

კომუ-ნიკაციის ჩვეულ ფორმებზე უარის თქმის შედეგად\ ეგზისტენციალური ჯგუ-ფური

ფსიქოთერაპიის წარმომადგენლები უყურადღებოდ ტოვებენ ჯგუფური დინამიკის პროცესებსა


და ისეთ ფაქტორებს, როგორიც არის ჯგუფის ერთიანობა, საერთო მიზნებისა და ამოცანების
დასახვა და გადაწყვეტა\

ფსიქოდრამა

ამ მიმართულების ფუძემდებელი არის ჯეკობ ლევი მორენო, რომელიც 1925 წლამდე


მოღვაწეობდა ვენაში, ხოლო 1925 წლიდან აშშ-ში\ 1923 წელს მან დააარსა „იმპროვიზაციის
თეატრი“ - მომავალი ფსიქოდრამის ჩანასახი\ 1929 წელს იგი თავისი მეთოდის საქვეყნოდ

დემონსტრირებას ახდენს და ამ მეთოდს ფსიქოდრამის სახელი ერქმევა\

მის მიერ დაარსებული ჟურნალი „სოციოართრია“ დღემდე გამოიცემა „ჯგუფური


ფსიქოთერაპიის“ სახელწოდებით\

მორენოს (MorenoJ. 1972) თანახმად ფსიქოდრამა წარმოადგენს მეცნიერებას, რომელიც


შეისწავლის რეალობას და სინამდვილეს დრამის მეშვე-ობით\ ფსიქოდრამატული მეთოდი

იყენებს ამ მეთოდისათვის დამახასია-თებელ 5\ სპეციფიკურ კომპონენტს\ ესენია| 1\ სცენა, 2\

ავადმყოფი, 3\ დი-რექტორი (ექიმი), 4\ თერაპიული ასისტენტების შტატი, 5\ აუდიტორია (მა-

ყურებელი)\ სცენა პაციენტს საშუალებას აძლევს გამოხატოს თავისი თავი, ანუ იყოს ისეთი

როგორიც არის იგი სინამდვილეში\ დირექტორი არის დამდ-გმელი, ექიმი და ანალიტიკოსი\

ასისტენტები ასრულებენ ავადმყოფის ცხოვრებასთან დაკავშირებულ სხვა დანარჩენ


როლებს\

აუდიტორია წარმოადგენს საზოგადოებრივ აზრს (ანტიკური ქორო)\

მორენოს (MorenoJ. 1965) აზრით ფსიქოდრამის მამოძრავებელ ძალებს წარმოადგენს


ენთუზიაზმი, აქტიურობა, ურთიერთთანამშრომლობა, თამაში და სპონტანურობა\ იგი

ფროიდის ასოციაციურ მეთოდს არასაკმარისად მი-იჩნევს და გვთავაზობს ამ უკანასკნელის


შეცვლას ფსიქოდრამატული მე-თოდით\ სოციალურ სნეულებათა მკურნალობისათვის მორენო

(MorenoJ. 1963) გვთავაზობს „სოციოდრამას“\ მისი შემოქმედება მიმართული იყო საზოგადოების

სტრუქტურის „მიკროსკოპული კვლევისა“ და სოციალური მატრიცის აღმოჩენისაკენ\

ჯგუფური ფსიქოთერაპიის ეს მიმართულება სრულად უარყოფს კლინიკურ და


ნოზოლოგიურ მიდგომას და განიხილავს ფსიქიკურ აშლილობებს არა მარტო როგორც
ავადმყოფობას, არამედ როგორც თვითრეალიზაციის წა-რუმატებელ ფორმას\ მისთვის

ფსიქოთერაპია არ წარმოადგენს მხოლოდ სამკურნალო პროცესსა (ვიწრო გაგებით) და


სამედიცინო დისციპლინას\ იგი მას განიხილავს როგორც ავადმყოფის პიროვნების ზრდისაკენ,

მიმრათულ დახმარების პროცესს\


ს\წულაძე (WekflptC\D\ 1974) გვაძლევს ნევროზების ახალ კლასი-ფიკაციას, რომელიც ნევროზის

მრავალფეროვანი სახის სამი ძირითადი და კლასიკური ფორმის მიხედვით დაჯგუფების


შესაძლებლობას იძლევა\ იგი განიხილავს ნევროზს პერსონოლოგიის ჭრილში, პიროვნების

მიმართების რეგისტრების გათვალისწინებით\ ს\წულაძის აზრით ნევროზების დროს ფე-

ნომენოლოგიურად პიროვნების მიმართებათა დარღვევა ეხება სუბიექტის გარე


სინამდვილესთან დამოკიდებულების განსხვავებულ ველებს, ზოგიერთ შემთხვევაში
დარღვეულია სუბიექტის მიმართება საკუთარი სხეულისადმი (იპოქონდრიული, ისტერიული,
სისტემური ნევროზები), სხვა შემთხვევაში წინა პლანზე დგას სუბიექტის დამოკიდებულება
გარემოს საგნებთან და ადა-მიანებთან (აკვიატების და ფობიკური ნევროზები და ნევრასთენია),
და ბო-ლოს, გარემოსთან ადამიანის ინტეგრაციის უმაღლესი რეგისტრის დარღვევის
შემთხვევაში\

ნევროზული მდგომარეობა ვლინდება| ფსიქასთენიის ქვეჯგუფში დე-პერსონალიზაციის

და დერეალიზაციის სინდრომით, სადაც შეცვლილია რე-ალობის განცდის გრძნობა; ისტერიის


ჯგუფში შიშის ნევროზით, რომელსაც ვიტალური შფოთვის სახე აქვს და ასახავს უშიშროების
რწმენის დაკარგვას გარემოსთან ორიენტაციის მომენტში; ნევრასთენიის ჯგუფში კი
ნევროზული დეპრესიით\ ამ დროს შელახულია ადამიანის იმედი მომავლისადმი, რომელიც

გარემოში ადექვატური ორიენტაციის აუცილებელ პირობას წარმოადგენს\

ფსიქოთერაპიის თეორიული საკითხების გააზრებასა და გაშუქებაში დიდი წვლილი


შეიტანა დ\უზნაძის გამოკვლევებმა (EpyflptL\Y\ 1966)\ მის ნაშრომებში გაშუქებულია

არაცნობიერის ონტოლოგიური სტატუსი, რომელიც ფსიქოანალიტიკოსების მიერ მოწოდებული


არაცნობიერი ცნების ნეგატიური განსაზღვრებისაგან განსხვავებით, გვაძლევს არაცნობიერის
პოზიტიურ დეფინიციას.

70-იანი წლების დამლევს ვ.ვ.ბასინის (<fccbyA\D\ 1968), C\წულაძისა (WekflptC\ 1974,

1978) და ა\შეროზიას (IthjpbzF\ 1979) ნაშრომების შედეგად განწყობის თეორიაში წარმოიშვა

ახალი ორიენტაცია, რომელიც ცდილობდა განწყობის თეორიის ორთოდოქსული კონცეფციის


ზოგიერთი ხარვეზის შევსებას ფსიქოდინამიკური (ფსიქოდინამიკის ფართო გაგებით) მი-
მართულებების თეორიული და პრაქტიკული პოზიტიური მომენტებითა და მიღწევებით\

კერძოდ, ა\შეროზიამ (Ithjpbz, 1979) თავის ნაშრომებში გააფართოვა არაცნობიერის უზნაძისეული

გაგება და შემოიტანა პიროვნების სტრუქტურა, დამყარებული პიროვნების არსებით


მიმართებებთან (საკუთარ თავთან, სხვა ადამიანებთან და საგნებთან და სუპერპიროვნებასთან)
და სცადა ცნობიერი და არაცნობიერი ფსიქიკურის ზოგადი თეორიის შექმნა დამატებითობის
პრინციპის საფუძველზე\ ამ იდეების შემდგომ თეორიულ განვითარებასა და ფსიქოთერაპიულ

პრაქტიკაში გამოყენებას ცდილობდნენ სხვა ქართველი ფსიქოლოგები და ფსიქოთერაპევტები


(Bjct,flptN\F\, Bjct,flptN\N\ 1979).

You might also like