You are on page 1of 31

შუა

საუკუნეების
ფსიქოლოგია
შუა საუკუნეები
მეცნიერების და ფილოსოფიის განვითარების
სტაგნაცია. თავიდან მამები ცდილობდნენ ძირითადი
ფილოსოფიური სკოლების ნააზრევების
დაიწყო რომის იმპერიის დაცემიდან.
ასიმილაციას (ავგუსტინე).
საკუთარი უნიკალრობის დასამტკიცებლად
შემდეგ გამეფდა ყოველივე
ქრისტიანობა ებრძოდა ყველა სხვა პოზიციას.
არაქრისტიანულისადმი შეუწყნარებლობის
ეპოქა.
529 წელს იმპერატორმა ავგუსტინემ გააუქმა
ათენის ყველა ფსიქოლოგიური სკოლა.

VI-X საუკუნეები- „ბნელი საუკუნეები“.

ქრისტიანული რელიგია თითქოს ამძაფრებდა ინტერესს სულიერი სამყაროსადმი, მაგრამ არა კვლევა
ძიების, არამედ უპირობი რწმენის მიმართულებით.

2
არაბული ფსიქოლოგია

შუა საუკუნეების ფსიქოლოგიის წინსვლა ყველაზე მეტად არაბულ


ფსიქოლოგიას უკავშირდებოდა

3
✣ 855 წელი -
„მანგავრის
უმაღლესი
სკოლა’’
ბიზანტია

4
ევროპაში ინტელექტუალური კლიმატის
გაუმჯობესება მე-10 საუკუნიდან დაიწყო

• ბნელი საუკუნეების შემდეგ, თანდათან ინტელექტუალური კლიმატის გარკვეული


გაუმჯობესება დაიწყო გაიხსნა უნივერსიტეტები

• ყველაზე ადრე (IX საუკუნე) სოლერნოში გაიხსნა განთქმული “სამედიცინო სკოლა”, სადაც
ინტენსიურად მიმდინარეობდა მედიცინის საუნივერისტეტო ტიპის სწავლება და კვლევა

• პირველი ნამდვილი უნივერისტეტი გაიხსნა 1088 წელს _ ბოლონიაში;

• ოქსფორდში (1117),

• XIII საუკუნის დასაწყისიდან - კემბრიჯში, მონპელიეში, სალამანკაში, პადუაში და ევროპის სხვა


ქალაქებში

5
შუა საუკუნეებში სასულიერო და სასწავლო ცენტრებში დოგმატიკა
სუფევდა.

შემოვიდა სქოლასტიკა, რომელიც ცდილობდა ქრისტიანული რწმენის


რაციონალურ დასაბუთებას.

სქოლასტიკა თავიდან ხელს უწყობდა დაკარგული ცოდნის აღდგენას.


შემდეგში არაპროდუქტიული აღმოჩნდა, რადგან
 არ ხდებოდა ახალი ცოდნის რეგენერაცია, დაგროვება.
 ამახინჯებდა ძველ ნააზრევებს.

6
არაბული ფსიქოლოგია
არ იკრძალებოდა ისლამისგან განსხვავებული რელიგიურ-
ფილოსოფიურ მოძღვრებათა შესწავლა

განავითარეს ფიზიკა-მათემატიკა, ქიმია, ასტრონომია, მედიცინა.


ეს ძალიან წაადგა ფსიქოლოგიას

7
იბნ-ალ-ჰაისამი (ალღაზენა)

• იბნ ალ-ჰაისამი (დ. 965, ბასრა — გ. 1039, კაირო), არაბი მეცნიერი.


• ახალგაზრდობაშივე გადავიდა ეგვიპტეში (კაიროში), სადაც ხალიფა
ალ-ფატიმას ემსახურებოდა.
• მას ეკუთვნის მრავალი შრომა ფიზიკის, მათემატიკის, მედიცინისა და
ფილოსოფიის დარგში.
• განსაკუთრებით საინტერესოა მისი შრომა ოპტიკაში, რომელიც
პირველად 1572 წელს გამოქვეყნდა (ლათინურ ენაზე).
• განსაკუთრებით საინტერესოა მონაცემები თვალის აგებულების
შესახებ, რომელიც უახლოვდება თანამედროვე წარმოდგენას.
• მასში გამოთქმულია აგრეთვე სინათლის გავრცელების სიჩქარის
სასრულობის ჰიპოთეზა.
• მის „ოპტიკაში“ მოცემულია კამერა-ობსკურას ერთ-ერთი ყველაზე
ადრინდელი აღწერა.

8
• “საგნებიდან გამოედინება მათი უმცირესი ასლები (მაგ., ეიდოლები),
• რომლებიც აღიბეჭდებიან თვალზე, მაგრამ ჩვენი მხედველობა უშვებს
უამრავ შეცდომას, რომელთა ახსნა შეუძლებელია, მარტო საგნის
ასლები რომ ხვდებოდნენ თვალში.
• ამიტომ დაშვებული იყო მეორე სახის “გამოდინება”, თვალიდან
საგნისკენ მიმდინარე რაღაც ნივთიერი სუბსტრატის (მაგ., პნევმის)
„გამოდინების” თეორია სახით
• ალღაზენამ პირველმა სცადა ეჩვენებინა, თუ როგორ იქმნება თვალში
გარემდებარე საგნის ხატი ოპტიკის კანონების შესაბამისად.
• ამ პირველად და უშუალო ფიზიკურ ეფექტებს ემატება ფსიქიკური
აქტები ანუ ერთგვარი “გონების მუშაობა”, რომელიც არაცნობიერად
მიმდინარეობს.
• ამით ალღაზენამ, ფაქტობრივად, წინასწარ განჭვრიტა ჰელმჰოლცის
“არაცნობიერი დასკვნის თეორია”
• საგნების მოყვანილობის, სიდიდის, მოცულობისა და ა.შ. აღქმა
ფიზიკური და ფსიქიკური პროცესების ურთიერთქმედების შედეგია.

9
• მან აგრეთვე აჩვენა, რომ ობიექტების სრულყოფილი აღქმისთვის აუცილებელია თვალის
მოძრაობა.

• ამის წყალობით ავტომატურად ხორციელდება ფსიქიკური ოპერაციები, რომელთა


შედეგად იკვეთება საგნების ადგილმდებარეობა, დაშორებულობა თუ
ურთიერთმიმართება.

• მან გაარკვია, თუ რა მნიშვნელობა აქვს მხედველობითი აღქმის ხანგრძლივობას.

- ხანმოკლე აღქმისას თვალი მხოლოდ ნაცნობი ობიექტების აღქმას ასწრებს.

ამ ფაქტიდან გაკეთდა შორსმიმავალი დასკვნა იმის თაობაზე, რომ მხედველობითი ხატის


ფორმირებაში, ოპტიკური გამღიზიანებლის უშუალო ეფექტის გარდა, მონაწილეობს
გამოცდილება, რომელიც ნერვულ სისტემაში წინარე აღქმებიდან მიღებულ შთაბეჭდილებათა
კვალის სახითაა მოცემული.

10
იბნ-სინას (ავიცენა) )

• (980, სოფ. აფშანა, ბუხარის მახლობლად — გ. 18 ივნისი, 1037,


ჰამადანი)
• ფილოსოფოსი, ექიმი და პოეტი.
• მოღვაწეობდა ბუხარაში, ხვარაზმსა და სპარსეთში.
• ისლამის რელიგიის ჩარჩოებში შეძლო ანტიკური ფილოსოფიისა და
მეცნიერების კრიტიკულად ათვისება და თავისი დროის მთელი ცოდნის
სისტემატიზაცია.
• მისი “წიგნი განკურნებისა” თვრამეტტომიანი ენციკლოპედიაა და ეხება
ლოგიკას, ფიზიკას, მათემატიკასა და მეტაფიზიკას.
• სახელგანთქმული “მედიცინის კანონი” სამედიცინო ენციკლოპედიაა,
რომელშიც ავტორის საკუთარ გამოცდილებასთან ერთად
განზოგადებულია ბერძენი, რომაელი, ინდოელი, შუააზიელი ექიმების
ცოდნა.
• XVI საუკუნემდე აზიასა და ევროპაში “კანონი” სამედიცინო ბიბლიის
როლს თამაშობდა.

11
✣ავიცენა ფსიქოსომატური მედიცინის სათავეებთან დგას.
✣იგი უდიდეს ყურადღებას აქცევდა სხეულებრივი და ფსიქიკური პროცესების
ურთიერთმიმართებას ავადმყოფობის აღმოცენებისა და მკურნალობის პროცესში.

✣ცნობილი ფაქტი: როგორ განკურნა უიმედოდ დატანჯული პაციენტი: ავიცენას


ეჭირა მის პულსზე ხელი და სთხოვდა, გაეხსენებინა სხვადასხვა პროვინციის,
რაიონის, ქალაქის, ქუჩისა და ადამიანის სახელი. გარკვეულ სახელწოდებათა
დასახელებისას პულსის შეცვლის მიხედვით, ავიცენამ გაარკვია, რომ პაციენტი
უსაზღვროდ შეყვარებული იყო, გაარკვია გოგონას სახელიცა და მისამართიც.
პაციენტმა ყურად იღო დიდი სწავლულის რჩევა, მოიყვანა ცოლად ქალიშვილი და
განიკურნა.

✣ავიცენას მიერ გამოყენებულ ხერხს დღეს “ასოციაციურ ექსპერიმენტს” უწოდებენ.

12
✣ ცდა, რომელიც, ფაქტობრივად, ექსპერიმენტული ნევროზის
კვლევაა:

✣ორი ცხვრიდან ერთი ნორმალურ პირობებში იკვებებოდა,


მეორე კი _ იქვე მიბმული მგლის თანდასწრებით.

✣იგი საკმარისად ჭამდა, მაგრამ სწრაფად იკლებდა წონაში და


მალე მოკვდა.

✣დადასტურდა სტრესის მიერ ღრმა სომატური ცვლილებების


გამოწვევის ფაქტი

13
ავიცენა სულის პრობლემატიკა ფილოსოფიის
ჭრილში

• იგი ორგვარი ფსიქოლოგიის მომხრე იყო:

• მიჯნავდა რა სულის სამედიცინო ანუ საბუნებისმეტყველო და ფილოსოფიურ გაგებას

• ხაზგასმით აღნიშნავდა ექიმის პოზიციის თავისებურებას.

• ავიცენა შეგნებულად ავითარებს ორი სახის ფსიქოლოგიას: საბუნებისმეტყველოსა (სამედიცინოს) და


თეორიულს (ფილოსოფიურს).

• ორგვარი ფსიქოლოგია, ემპირიული და მეტაფიზიკური ფსიქოლოგიის სახით, სხვა მეცნიერებთანაც


იყო წარმოდგენილი, მაგრამ მათთან ეს გარემოება სათანადოდ ექსპლიცირებული არ იყო.

14
ავიცენა გამოყოფს მენტალური ძალების
(თვისებების, უნარების) სამ
ჯგუფს:

ვეგეტატიური ცხოველური რაციონალური

პრაქტიკული განსჯითი
გენერაციული ოგმენტაციური ნუტრიტული მოტივაციური კოგნიტური
ინტელექტი ინტელექტი

გარე შიდა
შემეცნება შემეცნების
5 შეგრძნება უნარები

15
• ვეგეტაციური ძალები, იმის მიხდვით, თუ რა ფუნქციას ასრულებს, სამი სახისაა:

გენერაციული (გამრავლება), ოგმენტაციური (ზრდა) და ნუტრიტული


(არსებობის შენარჩუნება, კვება).

• არისტოტელეს მსგავსად, აქაც სიცოცხლის ფიზიკური მხარის ანალიზი კეთდება,


რასაც ემატება მოსაზრება, რომ ვიტალური პროცესები არა მარტო მატერიის
ფუნქციაა, არამედ მატერიასთან ერთიანობაში მყოფი სულისაც.

• ფსიქოლოგიის ისტორიკოსის თქმით, ამ თვალსაზრისს შეიძლება “ვიტალიზმის


არაბული ფორმა” დაერქვას (ბრეტი).

16
• ცხოველური სული ფსიქიკური მოვლენების ორ კლასს
აერთიანებს: მოტივაციურს და კოგნიტურს.

• პირველი სურვილსა და მოქმედების იმპულსს მოიცავს, ხოლო


მეორე მის შესრულებას განაპირობებს.

• კოგნიტური სფერო გარე და შიდა ძალებად თუ უნარებად


იყოფა. გარე უნარებს ხუთი შეგრძნება მიეკუთვნება. მათ
ემატება შეხებაში შემავალი ოთხი თვისების გარჩევის უნარი
(ცივი-ცხელი, მშრალი-სველი, მაგარი-რბილი, უხეში-ნაზი).
17
შიდა უნარები

1. ზოგადი გრძნობა- იღებს, აერთიანებს და ცნობიერად აქცევს ცალკეულ შეგრძნებიდან წამოსილ


შთაბეჭდილებებს. (აღქმა)
2. შემნახველი წარმოსახვა- აღქმული შნაარსის შენარჩუნება შემდეგი გახსენებისთვის. წარსული და აწმყო
მონაცემების შეჯამება. (მეხსიერება) ამავე დროს გრძნობად შინაარს გარდაქმნის წარმოსახულ ფორმად,
რომლის აღდგენა (გახსენება) შეიძლება საგნის უშუალო ძემოქმედების შემდეგაც (მეხსიერების
წარმოდგენა.
3. კომპოზიციური წარმოსახვა- შემნახველი წარმოსახვით ფიქსირებულ ხატებს ერთმანეთთან
აკავშირებს.(კენტავრი)
4. შეფასება- ეხება საგნის სუბიექტურ ფასეულობას და მათთან მოპყრობის წესს.(ცხოველთან ვუწოდებთ
ინსტინქტს, ადამიანთან- ვარაუდს). ისეთი შეფასებაა, სადაცშეფასების მიზეზი არ არის
გაცნობიერებული. რომლის შემუშავებაში ინტელექტუალური პროცესები არ მუშაობს.
5. მეხსიერება და გახსენება-შემნახველი და კომპოზიციური წარმოსახვის მასალით შექმნილი
აბსტრაქტული გამოცდილება და ზოგადი დასკვნების სისტემა, რომელიც გამომდინარეობს
გამოცდილებიდან.
18
• ვეგეტაციური და ცხოველური უნარები ორგანული ძალებია იმ გაგებით, რომ ისინი
განსაზღვრულ მიმართებაში იმყოფებიან ორგანიზმის გარკვეულ ნაწილებთან და სხეულისა
და სულის ერთიანი მოქმედების შედეგად ვითარდება.

• მაგალითად, მხედველობის უნარი კონკრეტულად უკავშირდება ორგანიზმის ერთ ნაწილს _


თვალს. მას აქვს კონკრეტული სხეულებრივი ლოკალიზაცია.

• სამაგიეროდ, ტვინი ყველა უნარის ცენტრალური ორგანოა.

• ავიცენამ გამოყო ტვინის სხვადასხვა უბანი, რომლებიც შუბლის წილიდან კეფის წილამდე
განალაგა და თითოეულს გარკვეული ფსიქიკური უნარი შეუფარდა. XVI საუკუნემდე ასეთი
იყო მედიცინის სტანდარტული შეხედულება

19
• ვეგეტაციური და ცხოველური სულის ფუნქციების გარდა, არსებობს წმინდა სულიერი აქტივობა,
რომელიც სხეულზე არ არის მიბმული. მის შესახებ რაციონალური სულის ან ინტელექტის
დოქტრინაშია საუბარი.

• არისტოტელეს მსგავსად, ავიცენა მიჯნავს პრაქტიკულ და თეორიულ (მისი ტერმინოლოგიით,


განსჯით) ინტელექტს.

• პრაქტიკული ინტელექტი რაციონალური სულის უფრო დაბალი ფორმაა და ადამიანის


ყოველდღიური საქმიანობით არის დაკავებული.

• ის ახდენს სხეულის რეგულაციას, განაპირობებს მიზანშეწონილ ქცევას და განსჯით ინტელექტს


თვითრეალიზაციის პირობებს უქმნის.

• განსჯითი ინტელექტის თვითგანხოციელება გრძნობადი გამოცდილებისაგან აბსტრაჰირებული


უნივერსალური ცოდნის შექმნაში მდგომარეობს.

20
იბნ-რუშდი (ავეროესი)

• 1126-1198 - ცხოვრობდა ხალიფატის მეორე ბოლოში,


ესპანეთსა და მაროკოში.
• ავეროესი ამტკიცებდა, რომ რელიგია შეიძლება განვიხილოთ
როგორც სისტემა, რომელიც მასებისთვის გასაგებ ფორმაში,
ქარაგმულად გადმოსცემს ჭეშმარიტებას, რომელსაც
ფილოსოფია მხოლოდ გამორჩეულთათვის მისაწვდომი
სახით აყალიბებს.
• ფორმალურად, აქადან გამომდინარეობს, რომ ჭეშმარიტება
ერთია, მაგრამ ეს მხოლოდ გარეგნულადაა ასე.
• ფილოსოფიის ისტორიკოსების აზრით, სინამდვილეში
ავეროესი შინაგანად დარწმუნებული იყო ე.წ. “ორგვარი
ჭეშმარიტების თეორიის” სისწორეში და მხოლოდ ისლამური
თეოლოგიის დევნისაგან თავის დასაღწევად გააკეთა ისეთი
მოსარხებელი ფორმულირება, რომელიც, ფაქტობრივად,
კარს ღიად უტოვებდა ამ თეორიას.

21
• მის მიხედვით, დაშვებულია წინააღმდეგობა ფილოსოფიის (რაციონალური
შემეცნების) და თეოლოგიის (რელიგიური პოსტულატების) ჭეშმარიტებას შორის.

• ისინი, პრინციპში, შეიძლება ერთმანეთს გამორიცხავდნენ, მაგრამ ვინაიდან ასეთ


ურთიერთგამომრიცხავ ფორმაში ორი ჭეშმარიტების დაშვება ლოგიკურად ძნელი
გასამართლებელია (ჭეშმარიტება, თუ ის მართლაც ჭეშმარიტებაა, მხოლოდ ერთი
უნდა იყოს), ამიტომ ამ თეორიის ყველაზე მისაღები ფორმულირება ის არის, რომ
ფილოსოფიას საქმე აქვს მოვლენების ბუნებრივ მსვლელობასთან და იყენებს
რაციონალურ გონებას, ხოლო თეოლოგიას საქმე აქვს ირაციონალურთან და
ეყრდნობა რწმენასა და გამოცხადებას _ და არა ლოგიკას

22
ფსიქოლოგია შუა საუკუნეებში

23
• შუა საუკუნეების ფილოსოფია სქოლასტური აზროვნების დომინირების ნიშნით
ვითარდებოდა. მიუხედავად ამისა, ეს არ გამორიცხავდა ერთმანეთისგან განსხვავებული
თვალსაზრისების არსებობას სხვადასხვა საკითხებზე (თუ რა მიმართება იყო ცოდნასა და
რწმენას შორის, უნივერსალიების ონტოლოგიური სტატუსის პრობლემა...)

• უნივერსალიების ონტოლოგიური სტატუსი- დისკუსია თუ რა არის პირველადი-


1.გრძნობადად მოცემული საგანი, თუ 2.იდეა. როგორ მიმდინარეობს ადამიანის შემეცნება-
1.კონკრეტული აღქმიდან ზოგადი ცნებისკენ, თუ პირიქით- 2.ცნებიდან კერძო საგნისკენ.

• პირველი ჩამოაყალიბა პლატონმა. ამტკიცებდა იდეების პირველადობას. მეორე-


კინიკოსებმა და სტოელებმა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ იდეები რეალურად არ
არსებობდნენ და მხოლოდ გონებაში იმყოფება. შუა საუკუნეების სქოლასტიკურ
ფილოსოფიაში ეს მიდგომები ნომინალიზმისა და რეალიზმის სახელწოდებით
განვითარდა.
24
შუა საუკუნეების სქოლასტიკური
ფილოსოფია

ნომინალიზმი
რეალიზმი
ნომინალიზმის მიხედვით, რეალურად
არსებობენ მხოლოდ ცალკეული კერძო საგნები რეალიზმი ამტკიცებდა, რომ უნივერსალიები
მათთვის დამახასიათებელი ინდივიდუალური რეალურად არსებობენ და წინ უსწრებენ
თვისებებით. ცალკეული საგნების არსებობას.
ზოგადი ცნებები ჩვენი გონების შექმნილია. უკიდურესი რეალიზმი თავის სათავეს
ისინი არათუ არ არსებობენ ამ საგნებისგან პლატონის იდეების თეორიაში იღებს -
დამოუკიდებლად, არამედ არც კი ასახავენ მათ იდეები საკუთარ სამყაროს ქმნიან,
თვისობრიობას. უბრალო ჟღერადობაა. არსებობენ კონკრეტულ საგნებამდე და მათ
ორგანიზებას ახდენენ.
ნომინალიზმის იდეას იზიარებდნენ დუნს
სკოტი (1265-1308) და უილიამ ოკამი (1285-1349). ზომიერი რეალიზმი არისტოტელედან
მოდის- ზოგადი განუყრელ კავშირშია
ნომინალიზმის შრბილებული ფორმა-
ცალკეულთან და საგნის არსს და ფორმას
კონცეპტუალიზმი. იზიარებ აზრს, რომ
წარმოადგენს.
უნივერსალიები დამოუკიდებელ ონტოლოგიურ
რეალობას არ ქმნიან. თუმცა საგნებში არსებობს
რაღაც საერთო, რაც სიტყვით აღნიშნული და
გონებაში წარმოდგენილი ცნების საფუძველი
ხდება. (თეოლოგი პიერ აბელიარი 1079-1142).
25
წმინდა თომა აქვინელი

• უდიდესი სქოლასტიკოსი, რომლის მოძღვრება “თომიზმის”


სახელწოდებით საბოლოოდ კათოლიციზმის ოფიციალურ
ფილოსოფიად გამოცხადდა, უფრო ზომიერი რეალიზმისკენ
იხრებოდა
• თომიზმი - კათოლიკური ფილოსოფიის მიმართულება,
რომლისთვისაც დამახასიათებელია არისტოტელეს
ფილოსოფიის შეგუება ქრისტიანული სარწმუნოების
მოთხოვნებთან

26
სამი სახის უნივერსალია

“ცალკეულ საგნებამდე” ღვთიურ გონებაში, როგორც მათი იდეები,


პირველსახეები;

“თვით საგნებში”, როგორც მათშივე მოცემული არსი, ანუ ზოგადი


ცალკეულში

“საგნების შემდეგ”, მათ შემმეცნებელ ადამიანურ გონებაში,


როგორც განზოგადების გზით მიღებული ზოგადი ცნებები.

27
გონიერი სულის ორი არსებითი
ნიშანი

• ინტელექტუალურობა და ნებელობითობა - შეფასებისა და მოტივაციის უნარები

• შეფასება 1 - ბატკანი თავისთავად გაურბის მგელს, რადგან მას საფრთხის შემცველად

აღიქვამს (აფასებს)

• შეფასება 2 - რაციონალურ-ნებელობითი კონტროლის საშუალებით ხორციელდება:

ჩვენ შეგვიძლია გავექცეთ მგელს ან, საჭიროების შემთხვევაში, მასთან მიახლოება

გადავწყვიტოთ

28
ორი ტიპის მოტივაცია

• სიამოვნების შემცველი ობიექტებისკენ სწრაფვისა და უსიამოვნების მომგვრელი


ვითარებებისაგან განრიდების ბუნებრივი და უნებლიე ტენდენცია

• ამავე დროს ადამიანს აქვს სხვაგვარი სახის, ინტელექტუალური და ნებელობითი


მოტივაცია, რომელიც ეძებს საუკეთესოს გონების კარნახით

• ცხოველმა მხოლოდ სიამოვნება და უსიამოვნება “იცის”, ადამიანმა კი იცის, რა არის


სწორი და რა _ არასწორი.

29
ინტენციონალობა

• შეუძლებელია, გქონდეს რაიმე აღქმა ობიექტის გარეშე ან აზრი შინაარსის გარეშე

• სული (ცნობიერება, ნებელობა) ყოველთვის მიმართულია რაიმეზე და ეს მიმართულობა არის


ინტენციონალობა

• “პირველადი ინტენციონალობა” - თავდაპირველად სული მიმართულია გარე ობიექტისკენ, რის შედეგადაც


ვიღებთ აღქმის ხატს ან გარკვეული საგნის ცნებას

• “მეორეული ინტენციონალობა” - შემდეგ სული მიიმართება არა გარეშე საგნისკენ, არამედ თავად იმ აქტისკენ,
რომელსაც ის აწარმოებს. ამით სული სწვდება ლოგიკის კანონებს, რომელთა შესაბამისად მიმდინარეობს
ინტელექტუალური აქტი და უნივერსალიებს, როგორც ამ აქტის პროდუქტს

• ბოლოს - სულს შეუძლია დაუბრუნდეს თავისთავს და გააცნობიეროს არა ობიექტი ან აქტი, არამედ საკუთარი
თავი, როგორც უნიკალური არსი

30
ფრენსის ბეკონი 1561-1626

• მეცნიერული ცოდნის ცდისეულ, ემპირიულ


საფუძველზე დამყარება
• მნიშვნელობას ბეკონი ანიჭებს არა უბრალოდ
გრძნობად აღქმას, არამედ ექსპერიმენტის სახით
ორგანიზებულ დაკვირვებას, რომელიც იყენებს
სხვადასხვა ხელოვნურ საშუალებებს, ხელსაწყოებს,
დანადგარებს
• მეცნიერული ინდუქცია. ინდუქცია მოწოდებულია
დაადგინოს მოვლენათა მიზეზები
• აღმოჩენების ცხრილები

31

You might also like