You are on page 1of 2

ფსიქოლოგიის ისტორია

ლიტერატურა: ირაკლი იმედაძე -ფსიქოლოგიის იტორია,თბილისი,2008


წ. / 2014 წ. / 2018 წ.

V ლექცია

1.ემპირიული და რაციონალური ფსიქოლოგია მეთვრამეტე საუკუნეში

ჯორჯ ბერკლი1685-1753-სუბიექტური იდეალიზმის წარმომადგენელი

საგნების არსებობა მათ აღქმადობაზე დაიყვანება;მატერია/მატერიალური სუბსტანცია


უზოგადესი ცნებაა,რომელიც ინდივიდუალურ საგნებში არ არსებობს და შემეცნებისთვის არ
გამოდგება;ის არც აღიქმება და არც მოიაზრება;რეალურად არსებობს იდეები-1.შეგრძნებით
მიღებული,2.სულის მოქმედებით აღძრული,3.წარმოსახვით შექმნილი და 4.სამივეს
გაერთიანებით მიღებული იდეები; ყველა იდეის ამოსავალი არის ის,რის შესახებაც
ნამდვილად იცის ადამიანმა.გონებას ქმნის შეგრძნებები,სულიერი განცდები და
წარმოდგენები.;სივრცის აღქმის ფაქტორები;

დევიდ ჰიუმი1711-1766-სუბიექტური სინამდვილის ანალიზით იფარგლება;

შინაგანი გამოცდილება შეგრძნებითაა მიღებული.ჰიუმმა მთელი შინაგანი გამოცდილება


2კლასად დაყო: შთაბეჭდილებები [ძლიერი,გამოკვეთილი,ცხოველი და ცხადი]

და იდეები. შთაბეჭდილებები ორგვარია: შეგრძნების შთაბეჭდილებები

[საგნის ზემოქმედებით მიღებული] და რეფლექსიის შთაბეჭდილებები[ვნებები და ემოციები]


ორგვარია იდეებიც: მეხსიერების და წარმოსახვის იდეები; ასოციაციის კანონები: მიზეზ-
შედეგობრიობის კანონი; გაშუალებული ასოციაცია; სიმულტანური და სუქცესიური
ასოციაცია; მიზეზობრიობა [ჭექა-ქუხილი]არ არსებობს, ე.ი. არც აღიქმება, მაშინ მისი იდეაც
არ შეიძლება არსებობდეს. თუ არ არსებობს რეალური ობიექტი, მაშინ რეალური სუბიექტიც
არ არსებობს. პიროვნება, ”მე” დაკვირვებას არ ექვემდებარება.

ეტიენ ბონო დე კონდილიაკი1715-1780- შეგრძნებათა


კლასიფიკაცია:შეხება,მხედველობა,გემო,სმენა,ყნოსვა;

შეხების შეგრძნება,როგორც “მე”-ს არსებობის საფუძველი;ჟიულ ოფრე დე ლამეტრი-


1709/1751-სხეულის ორგანიზაციის კატეგორია,ევოლუციის იდეა;მოთხოვნილების როლი
სულიერი ცხოვრების ფორმირებაში ;კლოდ ადრიან ჰელვეციუსი-1715/1771-შეგრძნება და
მეხსიერება,როგორც ინდივიდთა საერთო მახასიათებელი; დიდებისკენ სწრაფვა;ადამიანთა
საყოველთაო თანასწორობა;გარემო,როგორც განვითარების შემთხვევითი ფაქტორი ;

იმანუილ კანტი-1724/1804-შემოქმედების ორი პერიოდი;კანტი ფსიქოლოგიის


შესახებ;ემპირიული ფსიქოლოგია, რაციონალური ფსიქოლოგია; კანტი აფექტებისა და
ვნებების შესახებ[აფერხებს ქცევას.]; სივრცე და დრო -აღქმის აპრიორული ფორმები;
ფსიქიკურ პროცესთა ტრიქოტომია; სივრცის აღქმის გაგება[რაც არსებობს სივრცეში,არსებობს
დროში...] ; კანტის მიერ ტემპერამენტის ფსიქოლოგიური დახასიათება

You might also like