You are on page 1of 2

საგანი: კოგნიტური ფსიქოლოგია და განწყობის თეორია

ლექტორი: მარიამ მალანია

სტუდენტი: მარიამ მელაძე

ფერის აღქმა

აღქმა ანუ პერცეფცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კოგნიტური პროცესი, რომლის


დროსაც ხდება ცოცხალი ორგანიზმის ფსიქიკაში სინამდვილის ასახვა და მისი ამა
თუ იმ თვისების განცდა. აღქმა სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს: ყნოსვის, შეხების,
მხედველობის, გემოს, სმენის და სხვა.

ჩვენ ახლა კონკრეტულად განვიხილავთ მხედველობით აღქმას. ფერების აღქმა ეს


არის ორგანიზმის უნარი, გამოარჩიოს ობიექტები, სინათლის ტალღის სიგრძის ან
სიხშირის მიხედვით, რომლებსაც ისინი ირეკლავენ, გადასცემენ ან გამოსცემენ.

ფერის აღქმას განსაზღვრავს შემდეგი ფაქტორები:

1. ტალღის სიგრძე და განათება : ანუ როგორ ასახავენ ობიექტები სინათლეს.

2. მიმდებარე ტერიტორიის ეფექტი : ასევე უწოდებენ ერთდროულ კონტრასტს.

3. დამკვირვებლის ადაპტაციის დონე : სინათლის ან სიბნელის არსებობა

4. ფერის მეხსიერება: გარკვეული საგნების დამახასიათებელი ფერის ცოდნა


გავლენას ახდენს ჩვენს აღქმაზე.

ფერს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სამაშველოს სამსახურისთვის.


საქართველოში სასწრაფო დახმარების მანქანაზე გამოყენებული ფერებია: თეთრი,
მწვანე და ყვითელი. თუმცა უკეთესი იქნებოდა , ისეთი მკვეთრი ფერით ყოფილიყო
აღნიშნული, რომელიც გამოირჩევა სხვა ფერებისგან, მაგალითად წითელი. რაც
შეეხება სახანძრო მანქანას , იგი მთლიანად წითელი ფერისაა, თეთრი წარწერებით და
მისი მოციმციმე ფერებიც ლურჯი და წითელია.

ფერები ძალიან დიდ როლს თამაშობს ადამიანის ცხოვრებაში, განსაკუთრებით


გადაწყვეტილების მიღებისას. მაგალითად, ბრენდ სიმბოლიკაში გამოყენებული
სხვადასხვა ფერები გავლენას ახდენენ მის რეპუტაციაზე . ამიტომაც მარკეტინგში
გამოყენებული ფერები ისეა შერჩეული, რომ ადამიანის ყურადღებას მაშინვე იქცევს.
ამიტომაც არის უამრავი ბრენდი ასეთი პოპულარული.

You might also like