Professional Documents
Culture Documents
სტუდენტებისათვის)
I ნაწილი
აწსუ 2013 წ.
1
ფსიქოლოგიიდან, კურსი იწყება ფსიქოლოგიის საგნის და ძირითადი
ცნებების გაცნობით, ხოლო შემდეგ განიხილება საკუთრივ იურიდიული
ფსიქოლოგიის ისეთი ძირითადი საკითხები, როგორიცაა დანაშაულებრი
ქცევის ფსიქოლოგიური თავისებურებები და მოწმის ჩვენების ფსიქოლოგიური
დახასიათება. იურიდიული ფსიქოლოგიის დანარჩენი საკითხები განხილული
იქნება კურსის II ნაწილში, რომლის შედგენაც მომავალ წლებში გვაქვს
დაგეგმილი.
კანდიდატი
კანდიდატი
წინასიტყვაობა
2
პროცესში. მეცნიერების ამ დარგის სწავლებისთვის განკუთვნილ
სახელმძღვანელოთა უმრავლესობაში საკითხები ძირითადად განიხილება
იურიდიული მეცნიერებისა და სამართალწარმოების სტრუქტურის
გათვალისწინებით. ამის გამო, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ფსიქოლოგია
უბრალოდ მიმატებულია იურიდიულ პროცედურათა ჩატარების მეთოდიკას.
3
განყოფილება, სადაც სტუდენტი თანამედროვე ფსიქოლოგიის ძირითად
ცნებებს და დებულებებს გაეცნობა, ქმნის თუნდაც მინიმალურ წინაპირობას
იმისთვის, რომ ფსიქოლოგიის ცალკე სპეციალური დარგის (ამ შემთხვევაში,
იურიდიული ფსიქოლოგიის) შესწავლა მოახერხოს.
შინაარსი
I განყოფილება
4
§ 4. 3. ემოციური პროცესები -------------------------------- 29
II განყოფილება
III განყოფილება
5
I განყოფილება
(5 ლექცია)
7
ფსიქოლოგიურ მეცნიერებას, აწვდის რა მდიდარ მასალას ადამიანის
ფსიქიკის ისეთი მხარეების შესახებ, რომლებიც სხვა პროფილის კვლევებში
ასე მკაფიოდ არ გამოჩნდებიან.
8
§ 2. რას შეისწავლის ფსიქოლოგია
9
იმის მიუხედვად, რომ ფსიქოლოგიის საგნის (ფსიქიკის) ბუნება „ყველა
ფსიქოლოგიურ მიმდინარეობას თავისებურად აქვს გაგებული, არის მთელი
რიგი მომენტები, რომლებიც საერთოა ყოველგვარი ფსიქოლოგიისათვის.
ამიტომ, როდესაც დგება საკითხი იმის შესახებ, თუ რას შეისწავლის
ფსიქოლოგია, აუცილებელია მხოლოდ იმ მოვლენებზე მივუთითოთ, რასაც
ფსიქოლოგიური კვლევის საგნად მიიჩნევს მეტ-ნაკლებად ყველა
ფსიქოლოგიური მიმართულება. თუ ფსიქოლოგიური ცოდნის განვითარების
ისტორიას და მის თანამედროვე მდგომარეობას გადავხედავთ, დავინახავთ,
რომ ფსიქოლოგია ყოველთვის შეისწავლიდა და შეისწავლის ადამიანის
ცნობიერებას, არაცნობიერ სფეროს, ქცევას და პიროვნების ფსიქიკურ
თვისებებს. მაშასადამე, იმ საგნობრივ ველს, რომელსაც ფსიქოლოგია
იკვლევს, ცნობიერების, არაცნობიერის, ქცევის და პიროვნების
კატეგორიები შეადგენენ. ფსიქოლოგია შეისწავლის ამ მოვლენებს, როგორც
ადამიანის სულიერი სამყაროს (ფსიქიკის) გამოვლინების ძირითად
ასპექტებს.
10
ცხოვრობს და მოქმედებს, ამ მის გარეთ არსებულ სამყაროში” [ტ. VI, გვ.
300].
11
ცნობიერების პირველი მარტივი ფორმები, ინდივიდის ზრდა-განვითარების
პროცესში თანდათანობით რთულდებიან, იხვეწებიან, მრავალფეროვნდებიან
და საბოლოოდ დასრულებული ცნობიერების ფორმით წარმოსდგებიან.
ბავშვის არაცნობიერი და ცნობიერი ფსიქიკის განვითარების პროცესს
შეისწავლის ფსიქოლოგიის ისეთი დარგი, როგორიც ბავშვის ფსიქოლოგიაა.
12
განვითარების გზაზე ეს უნარი თანდათანობით დაიხვეწა, გართულდა,
გამრავალფეროვნდა და საბოლოოდ ცნობიერების დონემდე ამაღლდა.
13
აქტივობისათვის საჭირო უმაღლესი ნერვული მოქმედების სახით. ამრიგად,
რეალური ქცევა ერთიანი ფსიქოფიზიოლოგიური პროცესია, სადაც ორგანიზმი
და ფსიქიკა ფუნქციონირებს როგორც განუყოფელი ფსიქოფიზიკური
მთლიანობა. სწორედ ეს მთლიანობა არის ის ინსტანცია, რომელიც, განიცდის
რა გარკვეულ მოთხოვნილებებს, არსებული ობიექტური პირობების
შესაბამისად ისეთ აქტივობებს განახორციელებს, რომელთა მეშვეობითაც ამ
მოთხოვნილებებს იკმაყოფილებს. ამრიგად, ქცევას ყოველთვის ყავს მისი
ავტორი და შემსრულებელი. კონკრეტულ სულიერ არსებას, რომელიც ამა თუ
იმ ქცევას განახორციელებს, ქცევის ს უ ბ ი ე ქ ტ ი ეწოდება. ქცევა თავიდან
ბოლომდე მის ავტორზე, ანუ სუბიექტზე, არის დამოკიდებული.
14
განვითარების უმაღლეს საფეხურზე აღწევს პ ი რ ო ვ ნ ე ბ ი ს დონეს.
პიროვნება ქცევის ყველაზე მაღალი ორგანიზაციის მქონე სუბიექტია. ამ
დონეზე, ყოველგვარი განცდა, ფსიქიკური აქტივობის ყველა (ცნობიერი თუ
არაცნობიერი) ფორმა, რომლებიც მიზანშეწონილად ერთვებიან ქცევის
მიმდინარეობაში, აუცილებლად პიროვნებისეული ბუნებისაა. აქ ადამიანური
საქმიანობის ყოველ ფორმას განახორციელებს პიროვნება, რომელიც
მიზანშეწონილად იყენებს მის განკარგულებაში არსებულ ფსიქიკურ და
ფიზიკურ რესურსებს.
15
ამის გამო, ზოგი ფსიქოლოგიური მიმართულება ძირითადად
ცნობიერების ფსიქოლოგიაა (მაგ., ასოციაციონიზმი), ზოგი არაცნობიერის
შესწავლაზეა აქცენტირებული (მაგ., ფროიდიზმი და საერთოდ სიღრმის
ფსიქოლოგია), ზოგი მხოლოდ ქცევის გარეგანი მიმდინარეობის შესწავლას
მიიჩნევს ფსიქოლოგიის საქმედ (მაგ., ბიჰევიორიზმი), ზოგისთვის კი
პიროვნება, როგორც უნიკალური ინდივიდუალური მოცემულობა არის
სულიერი ცხოვრების ამხსნელი ძირითადი ცვლადი (მაგ., ჰუმანისტური
ფსიქოლოგია). თანამედროვე მეცნიერებაში თანდათანობით გამოიკვეთა
მოთხოვნა, რომ ნამდვილ ზოგადფსიქოლოგიურ კონცეფციად მხოლოდ
ისეთი თეორიული მოდელი შეიძლება იქნას მიჩნეული, რომელიც თანაბრად
მოიცავს ფსიქოლოგიის ოთხივე ძირითად კატეგორიას.
17
ითქვა, საკუთარი ფსიქიკური აქტივობის გაცნობიერების უნარია. ამრიგად,
ცნობიერების პროცესი ერთდროულად არის საგნის ხედვაც და თვითონ ამ
პროცესის (საგნის ხედვის) ხედვაც.
18
ყველა ის შინაარსი თუ შთაბეჭდილება, რასაც მიმდინარე საქმიანობასთან
რაიმე კავშირი არ აქვს და მზადდება ნიადაგი სიტუაციურად საჭირო
შთაბეჭდილებათა მისაღებად. მოვიყვანოთ კონკრეტული მაგალითი:
მასწავლებლის მოწოდებაზე, “ყურადღება!,” მოსწავლეები მობილიზდებიან
იმის მისაღებად, რაც სწავლების ფორმაში მიეწოდებათ. ეს მომზადება კი
იმაში გამოიხატება, რომ წყდება ყველა სხვა ცნობიერი აქტივობა (ფიქრი,
საუბარი, რაიმეზე დაკვირვება და სხვ.) და ცნობიერება სწავლება-სწავლის
პროცესზე ხდება მიმართული.
19
კულტურულ-ისტორიული განვითარების პროცესში ადამანები ქმნიან
ენას, როგორც კომუნიკაციის და სინამდვილის ასახვის იარაღს. ამ იარაღის
მეშვეობით სინამდვილე ჩვენს ცნობიერებაში აისახება დიფერენცირებულად.
ენაში ერთი სიტყვით აღნიშნულ (გაერთიანებულ) საგნებს ჩვენ ერთი
კატეგორიის საგნებად განვიცდით, რაც მათი გაგების, მათთან ცნობიერი
მიმართების დამყარების, აუცილებელი პირობაა. ამრიგად, ცნობიერების
მუშაობა (გარკვეული შინაარსების ცნობიერად განცდა) მხოლოდ იმითაა
შესაძლებელი, რომ მაღალი რიგის ფსიქიკურ პროცესებს ჩვენ სიტყვის (ენის)
მეშვეობით განვახორციელებთ. აღქმისა თუ მეხსიერების შინაარსებს, აზრებს
თუ გრძნობებს და ა.შ., ჩვენ ყოველთვის სიტყვიერი ფორმით ვაყალიბებთ,
მაშინაც, როდესაც ჩვენთვის ვფიქრობთ და მაშინაც, როდესაც სხვებს
ვესაუბრებით.
20
გაფორმების შედეგად. ამიტომაა, რომ ბავშვი, სანამ იგი შინაგან მეტყველებას
არ დაეუფლება, ხშირად ხმამაღლა ელაპარაკება საკუთარ თავს, რადგან
აღქმული და წარმოდგენილი შინაარსების ცნობიერი განცდა მას მხოლოდ
მათი სიტყვიერად გაფორმების შემთხვევაში შეუძლია. მოზრდილი ადამიანიც,
როდესაც იგი რაიმეზე ფიქრობს (აზროვნებს, იხსენებს და სხვ.), ასევე თავის
თავს ესაუბრება, მხოლოდ იგი ამას ჩუმი, ანუ შინაგანი მეტყველების გზით
ახერხებს. ცნობიერების შინაარსს მხოლოდ სიტყვიერად ჩამოყალიბებული
განცდები შეადგენენ.
21
§ 4. ფსიქიკური პროცესების ზოგადი დახასიათება
§ 4. 2. შემეცნებითი პროცესები
22
1. შეგრძნება და აღქმა: საგნის განცდის პირველი და ყველაზე
დაბალი საფეხურია შ ე გ რ ძ ნ ე ბ ა, რომელიც საგნობრივ
სინამდვილესთან სუბიექტის უშუალო კონტაქტის პირობებში აღმოცენდება.
ამისათვის ადამიანს საგანგებო ბიოლოგიური “აპარატურა” გააჩნია
შეგრძნების ორგანოების სახით. ამ ორგანოებში მოთავსებული სპეციალური
ნერვული დაბოლოებების, - რეცეპტორების, - საგანთან ურთიერთობით
ნერვულ სისტემაში წარმოქმნილი ფიზიოლოგიური აღგზნების პროცესი
გვაძლევს უშუალო გრძნობად (სენსორულ) ინფორმაციას საგნის ამა თუ იმ
თვისების შესახებ და განიცდება როგორც შეგრძნება. ყველა შეგრძნების
ორგანო მხოლოდ თავის შესატყვის შეგრძნებას გვაძლევს და საგანს
საკუთარი სპეციფიკის მიხედვით ასახავს. მაგალითად, თვალი მხოლოდ
სინათლეს და ფერს ასახავს, ყური ხმებსა და ტონებს და ა.შ. შეგრძნების
ორგანოთა მრავალფეროვნება, რაც შეგრძნების სახეობათა, ანუ
3
მოდალობათა მრავალფეროვნებას განაპირობებს, ადამიანს საშუალებას
აძლევს ამომწურავი გრძნობადი ინფორმაცია მოიპოვოს იმ მატერიალური
სინამდვილის შესახებ, რომელშიც ცხოვრობს და საკუთარი მიზნების
რეალიზაციას ახერხებს.
23
გაცნობიერებული ასახვის, ჭეშმარიტად პირველ საფეხურს აღქმა
წარმოადგენს.
24
3. აზროვნება: ნამდვილ შემეცნებაზე მხოლოდ იქ შეიძლება
ვილაპარაკოთ, სადაც შესამეცნებელი სინამდვილის გაგებასთან გვაქვს საქმე.
სიტყვა გაგება, ამ შემთხვევაში, სამყაროს შეცნობის მრავალ ასპექტს
აერთიანებს. პირველ რიგში, იგი ნიშნავს, რომ ჩავწვდეთ შესამეცნებელი
საგნებისა და მოვლენების ჭეშმარიტ ბუნებას, ანუ მათ არსს და მის
საფუძველზე რეალობის ყველა საგანი და მოვლენა გარკვეულ ზოგად
კატეგორიებში დავაჯგუფოთ. შემდეგ, საჭიროა ჩავწვდეთ სამყაროს ცალკეულ
მხარეებს შორის არსებულ მიმართებებს და ავსახოთ ის კანონები და
კანონზომიერებები, რომლებიც ბუნებაში მოქმედებს. ეს საშუალებას
გვაძლევს ჩვენი საქმიანობა (მოღვაწეობა) კარგად დავგემოთ და ყოველ
კონკრეტულ შემთხვევაში მოქმედების ისეთი გზები და საშუალებები
გამოვნახოთ, რომელთა მეშვეობითაც ყველაზე ეფექტურად
განვახორციელებთ ჩვენს მიზნებს. ერთი სიტყვით, ადამიანს ყოველდღიურად
უხდება მისი ცხოვრების მიდინარეობაში წამოჭრილი ახალი ამოცანების, ანუ
პრობლემების გადაჭრა. ყოველივე ამისათვის ადამიანი ა ზ რ ო ვ ნ ე ბ ი ს
პროცესს მიმართავს.
25
სიტუაციას (საგანს) საგანგებო შესწავლის ობიექტად აქცევს. ამ მოვლენას
ფსიქოლოგიაში ო ბ ი ე ქ ტ ი ვ ა ც ი ა ეწოდება.6
26
აბსტრაქციით აღმოჩენილი განმასხვავებელი ნიშანი, გარდა იმისა, რომ
მოცემულ საგანს გამოარჩევს სხვა გვარის საგნებისაგან, მას ამ ნიშნის
მატარებელ დანარჩენ საგნებთან აერთიანებს. ეს განზოგადების ოპერაციის
მეშვეობით დგინდება. ამ ეტაპზე ანალიზური მუშაობა სინთეზურით იცვლება.
საერთო არსის მატარებელი საგნები ერთიანდება საერთო ჯგუფში ანუ
კატეგორიაში და განიმარტება აღნიშნული არსებითი ნიშნის მიხედვით.
27
ჯამში იმისათვის ესაჭიროება, რომ არსებული სინამდვილე საკუთარი მიზნების
შესაბამისად გარდაქმნას და შემოქმედებითად გამოიყენოს. ამიტომ, ადამიანი
არ კმაყოფილდება მხოლოდ არსებულის შემეცნებით. თავისი გონებით იგი
ცდილობს სინამდვილე გარდაქმნილი ფორმით წარმოიდგინოს, რათა შემდეგ
ამ ახალ სინამდვილეს ხორციც შეასხას. ასეთ აზროვნებას, რომელიც
შემეცნებით საქმიანობაში წარმოსახვის ანუ ფანტაზიის მონაწილეობას
გულისხმობას, შემოქმედებითი ანუ კრეატიული აზროვნება ეწოდება.
სინამდვილის სრულყოფილი შემეცნება მდიდარ და გაბედულ კრეატიულ
აზროვნებას მოითხოვს. მეცნიერულ აღმოჩენათა ისტორიაც ადასტურებს, რომ
ახალი აღმოჩენები იმ მოაზროვნეებმა გააკეთეს, რომლებმაც სამყარო
ახლებურად დაინახეს და არა ისე, როგორც ისინი “ფანტაზიით
შეუიარაღებელი თვალით” მოჩანდა. რაც შეეხება ხელოვნებას, აქ კრეატიული
აზროვნების როლი სრულიად თვალსაჩინოა.
§ 4. 3. ემოციური პროცესები
28
სუბიექტის მდგომარეობად განიცდება და მათ ემოციათა კლასს აკუთვნებენ.
მაგალითად, ესთეტიკური ან ინტელექტუალური ინტერესების
დაკმაყოფილებით მოგვრილი სიამოვნება გრძნობად ითვლება, რადგან იგი
ისე განიცდება, თითქოს მე კი არა, საგანს ახასიათებდეს (მომხიბვლელია
ბუნების პეიზაჟი, საინტერესოა წიგნი და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ
ერთიდაიგივე პეიზაჟი ან წიგნი ყველასთვის ერთნაირად მომხიბვლელი და
საინტერესო არაა). ისეთი განცდები კი, როგორიცაა სიყვარული, სიძულვილი,
შიში, რისხვა, დარდი და ა.შ. ემოციებად ითვლება, რადგან მთლიანად
სუბიექტის მდგომარეობად განიცდება (მე მიყვარს, მე მეშინია, მე ვდარდობ,
მე განრისხებული ვარ და ა.შ.). მოკლედ დავახასიათოთ ადამიანის ძირითადი
ემოციური მდგომარეობები.
29
ვნებისათვის დამახასიათებელი სიღრმე, ხანიერების მხრივ კი შეიძლება
სწრაფადაც იცვლებოდეს და შეიძლება რომოდენიმე დღითაც
გახანგრძლივდეს. გუნება წარმოადგენს ზოგად ემოციურ ფონს, რომელიც
თავისებურ შეფერილობას აძლევს ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობას: კარგ
გუნებაზე მყოფი ადამიანი ყველაფერს ხალისიანად აკეთებს და ყოველივე
მშვენივრად და სასიამოვნოდ ეჩვენება, ცუდ გუნებაზე მყოფი ადამიანი კი
ამავე მოვლენებს არასასიამოვნოდ განიცდის.
30
§ 4. 4. ქცევა და ქცევითი (ნებელობითი) პროცესები
31
ადამიანი მხოლოდ მარტივ ვითარებაში მოქმედებს მიზნის ცნობიერი
გააზრების გარეშე. სპეციფიკურ-ადამიანური ქცევა ითვალისწინებს მიზნის
შეგნებულად დასახვას და მისი მიღწევისთვის საჭირო მოქმედებების მეტ-
ნაკლები სისრულით დაგეგმვას. ადამიანის ქცევის ამ თავისებურებას, რითაც
იგი არსებითად განსხვავდება ყველა სხვა სულიერის ქცევებისგან
მიზანდასახულობა ეწოდება. ადამიანის მიზანდასახული ქცევა ისევე
ავტომატურად სრულდება მიზანმიმართულად და მიზანშეწონილად, როგორც
ზოგადად ყოველგვარი ქცევა. ის, რომ ადამიანი ცნობიერი არსებაა, მიზნის
შეგნებულად დასახვაში და მისი მიღწევისთვის საჭირო გეგმის მეტ-ნაკლები
სისრულით შემუშავებაში გამოიხატება. ამის შემდეგ, ადამიანი
თანმიმდევრულად მიემართება მიზნისკენ ისე, რომ არც მიზანს და არც გეგმას
ცნობიერად აღარ განიცდის. მიზანიც და გეგმაც ისეა ქცევისთვის სუბიექტის
საერთო ორგანიზაციაში მოცემული, რომ ყველაფერი მათ შესატყვისად
ხორციელდება. ყოველი ქცევა, იმის მიუხედავად, მისი მიზანი ცნობიერადაა
დასახული თუ ავტომატურადაა განსაზღვრული მოთხოვნილების მიერ,
ემყარება სუბიექტის მობილიზაციას მის განსახორციელებლად, რასაც
განწყობა ეწოდება. ყოველი კონკრეტული აქტივობა წარიმართება ამ
აქტივობისათვის შეცვლილი, ანუ განწყობილი სუბიექტის მიერ. ქცევის
ფსიქოლოგიური დახსიათების ამ ასპექტს მომდევნო პარაგრაფში საგანგებოდ
განვიხილავთ.
32
მთელ რიგს განახორციელებს, დაწყებული კითხვისა და წერისთვის საჭირო
კუნთების კოორდინერებული მოძრაობებით და დამთავრებული საკითხის
გაგებისა და პრობლემების გადაჭრისთვის საჭირო რთული გონებრივი
ოპერაციებით. ეს აქტივობები ერთიანობაში ქმნიან სწავლის ქცევის გარეგან
სტრუქტურას, მისი პრაქტიკული მიმდინარეობის ფორმას.
33
როგორც ცოცხალი არსების ცხოველმყოფელობის გამოვლინებას,
ბიოლოგიური მეცნიერებები შეისწავლიან. ამ შემთხვევაში საკუთრივ
მოძრაობა, როგორც მექანიკური მოვლენა, ინტერესის მიღმა რჩება და
ყურადღება მახვილდება ამ მოძრაობათა განმახორციელებელი ორგანიზმის
ანატომიურ აგებულებაზე და მასში მიმდინარე ფიზიოლოგიურ პროცესებზე.
ადამიანის ქცევა, ფიზიკური პარამეტრების გარდა, ფასდება ზნეობრივი ან
სამართლებრივი კრიტერიუმების მიხედვითაც, რაც ეთიკის და იურიდიულ
მეცნიერებათა საქმეა. შესაბამისი მეცნიერებები შეისწავლიან ადამიანის
ქცევის პოლიტიკურ-საზოგადოებრივ, ეკონომიკურ და სხვა მხარეებს. ყველა
ეს მეცნიერება, არსებითად, ქცევის პრაქტიკულ მხარეს, მის გარეგან
სტრუქტურას შეისწავლის.
34
ამრიგად, ქცევის შინაგან სტრუქტურას შეადგენენ ქცევის ორგანიზაციის
განმსაზღვრელი ისეთი ფსიქიკური ფენომენები, როგორიცაა
მოთხოვნილება, მოტივი, მიზანი, გეგმა და სხვა ამ რიგის ფსიქოლოგიური
მოვლენები. სულიერი არსების მიერ შესრულებულ მოქმედებათა და
ოპერაციათა კომლექსს, ქცევად ეს ფსიქოლოგიური შინაარსი ხდის. ქცევის
ფსიქოლოგიის უმთავრეს ამოცანასაც ამ შინაარსის შესწავლა წარმოადგენს.
როგორ დეტალურადაც არ უნდა აღვწეროთ, მაგალითად, დამნაშავის მიერ
განხორციელებული არანორმატიული მოქმედებები, ამ დროს მის მიერ
განხორციელებული გონებრივი ოპერაციები და ფიზიკური მოძრაობები, ან
თუნდაც, ყოველივე ამის უზრუნველმყოფი ნერვული პროცესები, დანაშაულის
ჭეშმარიტი (ფსიქოლოგიური) ბუნება მაინც შეუსწავლელი დაგვრჩება მანამ,
სანამ ინდივიდის ამ აქტიურობის სუბიექტურ საზრისს არ გავარკვევთ, ე.ი.
სანამ არ დავადგენთ, თუ როგორ და რა საფუძველზე აღიძრა იგი ამ
აქტივობათა კომლექსის, ანუ ქცევის განსახორციელებლად.
35
ეს პრობლემა ორიგინალურად გადაჭრა ცნობილმა ქართველმა
მეცნიერმა დიმიტრი უზნაძემ. იგი ამოდის იმ უდაო ფაქტიდან, რომ
ქცევისთვის აუცილებელია ორი პირობის ერთდროული მოცემულობა.
პირველია მოთხოვნილება: იმისთვის რომ ქცევა განახორციელოს, სუბიექტი
რაიმე ისეთ მოთხოვნილებას უნდა განიცდიდეს, რომელიც ამ ქცევის
მეშვეობით დაკმაყოფილდება. ქცევის მეორე პირობაა სიტუაცია: რაიმე
მოთხოვნილების დაკმაყოფილებისთვის საჭირო ქცევა შეიძლება მხოლოდ
მაშინ განხორციელდეს, როდესაც სუბიექტი ისეთ სიტუაციაში იმყოფება (ან
მოძებნის ისეთ სიტუაციას) სადაც ამ მოთხოვნილების დამაკმაყოფილებელი
ქცევის განხორციელებაა შესაძლებელი. ქცევის მიზანშეწონილობა სწორედ
იმაში გამოიხატება, რომ იგი სიტუაციის მოთხოვნებს პასუხობს.
36
მოთხოვნილება განიცდება, როგორც მიმდინარე პროცესი და მეორე,
როდესაც მოთხოვნილება განიცდება მის შესახებ აზრის, ანუ ზოგადი იდეის
ფორმით.
37
პროცესი და სხვა ამ რიგის (ფიზიოლოგიური) მოვლენები.9 რაც შეეხება
საკუთრივ საკვების მიღებას, ეს ადამიანთანაც და ცხოველთანაც უკვე ქცევის
რანგში მიმდინარე ცხოველმყოფილობის გამოვლინებაა, რადგან მას თავად
ინდივიდი (სუბიექტი) განახორციელებს შიმშილის განცდის საფუძველზე. ეს
განცდა ასახავს იმ ვითარებას, რომ ორგანიზმი საკვები ნივთიერებების
მიღებას საჭიროებს.
38
სუბიექტურ მნიშვნელობას, მის საზრისს, ანუ მოტივს. ე.ი. მოთხოვნილების,
როგორც მიმდინარე პროცესის, დამაკმაყოფილებელი ქცევა მოტივირებულია
ამ პროცესის მიმდინარეობის ემოციური განცდით.
39
ნათელია, რომ მომავალზე ორიენტირებულ (პროსპექტულ) ქცევებს
სუბიექტურ აზრსა და ღირებულებას სწორედ მე-ს მოთხოვნილებების შესახებ
ცოდნა აძლევს: დღევანდელი შიმშილის ზომიერად დაკმაყოფილება, იმ
მოსაზრებით, რომ საკვების მარაგი ხვალისთვის გადაინახოს, არის ადამიანის
აზრიანი ქცევა. სწორედ ეს აზრი წარმოადგენს ასეთი ქცევის მოტივს.
ემოციური განცდით მოტივირებული ქცევისგან განსხვავებით, პროსპექტული
ქცევა აზრობრივადაა მოტივირებული.
40
საბოლოო მიზანს, შეადგენს მისი მიღწევისთვის საჭირო მოქმედებებისა და
ოპერაციების მეტ-ნაკლებად დეტალურ გეგმას და ა.შ. ამ ცნობიერი
ფსიქიკური აქტივობის ყველა მონაპოვარი აისახება განწყობაში, რომელიც
ამის შემდეგ ისე წარმართავს ქცევის აქტებს, რომ, თუ სადმე რაიმე
წინააღმდეგობამ არ იჩინა თავი, ცნობიერების საქმეში ჩართვას აღარ
მოითხოვს.
41
1) გაუცნობიერებელი იმპულსური ქცევა, რომლის სუბიექტიცაა ადამიანი,
როგორ მხოლოდ სულიერი არსება. ასეთი ქცევის სუბიექტის როლში, გარდა
ადამიანისა, ნებისმიერი სხვა სულიერიც შეიძლება მოგვევლინოს.
42
გასათვალისწინებელია, რომ ქცევის პოლიმოტივირებულობა აუცილებლად
არ ნიშნავს მის ორბუნებოვნებას. ამ უკანასკნელს მხოლოდ მაშინ აქვს
ადგილი, როდესაც ერთი ქცევის მოტივაციურ სტრუქტურაში სხვადასხვა
ბუნების (იმპულსური და ნებისმიერი) ქცევების ფსიქოლოგიური შინაარსია
ინტეგრირებული. ამის გარდა, ხშირად გვხვდება პოლიმოტივაციის ისეთი
შემთხვევებიც, როდესაც ქცევის ფსიქოლოგიური შინაარსი ერთბუნებოვანი
(მხოლოდ იმპულსურის ან ნებისმიერის) მოტივაციური შემადგენლობისაა.
II განყოფილება
(5 ლექცია)
43
ასრულებს. ამის საპირისპიროა ასოციალური ქცევა. ეს ისეთი ქცევაა,
რომელიც არღვევს საზოგადოებაში მიღებულ ქცევის წესებს და სოციალური
გარემოს მიერ უარყოფით შეფასებას იმსახურებს. ეს კლასიფიკაცია, როგორც
ითქვა, ნორმატიულ კრიტერიუმებზეა დამყარებული და მოცემულ
საზოგადოებაში არსებულ წესებს (იურიდიულ, მორალურ და სხვა ამგვარ
კანონებს) ასახავს. ამიტომ, ისეც ხდება, რომ ქცევა, რომელიც ასოციალურად
(მაგალითად, უზრდელობად) ითვლება ერთ კულტურაში, შეიძლება სრულიად
მისაღები და ჩვეულებრივი იყოს სხვა კულტურაში.
44
სუბიექტისგან რაღაცას მოითხოვს, მას გარკვეული ქცევის ჩადენისთვის
აიძულებს. იმპულსური ქცევის განწყობა, როგორც ვიცით, პიროვნების საქმეში
ჩაურევლად იქმნება თვითონ აქტივირებული მოთხოვნილებისა და შესაბამისი
სიტუაციის გავლენით. ამის მიუხედავად, ადამიანს, თუ იგი სათანადო ასაკს
მიღწეული, შერაცხადი პირია, პასუხი მოეთხოვება ყოველგვარ დანაშაულზე,
აქტუალური მოთხოვნილების ზეწოლითაა იგი ჩადენილი, თუ ნებისყოფის
ძალით. პასუხისმგებლობისგან მხოლოდ ფსიქოლოგიურად
არასრულფასოვანი (ოლიგოფრენი, სულიერად დაავადებული, ნებისყოფის
პათოლოგიური დარღვევის მქონე და სხვ.) პირები და პატარა ბავშვები
(გარკვეულ ასაკამდე) თავისუფლდებიან. ჩნდება კითხვა: რა ფსიქოლოგიური
დასაბუთება შეიძლება გააჩნდეს იმას, რომ იმპულსური ქცევაც ჩვეულებრივად
წარმოადგენს სამართლებრივი განსჯის ობიექტს?
45
გადაწყვეტილების შესრულების პერიოდი. განვიხილოთ თითოეული
მათგანი.
46
მართებული ობიექტურად. ეს იმას ნიშნავს, რომ არჩევანის მოტივი
აზრობრივად უკვე მონახულია, მაგრამ იმისთვის, რომ ეს მოტივი (მოსაზრება)
არჩევანის საფუძველი გახდეს და მომავალი ქცევის ფსიქოლოგიური
შინაარსი განსაზღვროს, იგი პიროვნების ღირებულებათა სისტემას უნდა
დაუკავშირდეს. საქმე ისაა, რომ ობიექტურად სწორი აზრი ჯერ კიდევ არ
ნიშნავს იმას, რომ იგი სუბიექტურადაც მისაღებია და არჩევანი აუცილებლად
მისი გათვალისწინებით მოხდება. კერძოდ, ყველა დაგვეთანხმება, რომ
ზემოთ ჩამოთვლილი ვარიანტებიდან, ბოლო ორი შესაძლებლობა
(კრიმინალურ საქმიანობის დაწყება) ობიექტურად სრულიად არასწორია,
მაგრამ სუბიექტურად იგი ყველასთვის ერთნაირად მიუღებელი როდია.
კერძოდ, წესიერმა და კანონმორჩილმა ადამიანმა ასეთი პერსპექტივა
შეიძლება ვერც კი დაინახოს, მაშინ როდესაც გამრუდებული ცნობიერების
მქონე ინდივიდი პირველ რიგში სწორედ ამ ვარიანტს მიაპყრობს
ყურადღებას. ნებისმიერი ქცევის პირველი პერიოდის დამასრულებელ ეტაპზე
ხორციელდება მოტივაცია, რაც შეფასების პროცესში პიროვნების
ღირებულებათა სისტემის ჩართვას გულისხმობს. ასე დგინდება არა უბრალოდ
ობიექტურად სწორი, არამედ სუბიექტურად ყველაზე მისაღები ქცევის
მოტივი, ანუ მომავალი ქცევის ფსიქოლოგიური შინაარსი. სუბიექტი გრძნობს,
რომ მისთვის სწორედ ასეთი არჩევანის გაკეთება (ასეთი გადაწყვეტილების
მიღება და ასე მოქცევა) არის ყველაზე მისაღები.
47
ასეთი პირი, მისი ინტელექტუალური შესაძლებლობების მიუხედავად,
ითვლება შეურაცხადად და თავისუფალია პასუხისმგებლობისგან.
48
აღწერილია, მაგალითად, შემთხვევა, როდესაც აპრაქსიით დაავადებულმა
ერთმა პირმა ვერ შეძლო თბილ შენობაში (სავაჭრო პავილიონში) პალტოს
ჩაცმა და იმისთვის, რომ პალტოს ზომა სწორად შეერჩიათ დამხმარეები
იძულებული გახდნენ იგი სამაცივრო განყოფილებაში გაეყვანათ. ამ
პირობებში მან პალტოს ჩასაცმელად საჭირო ყველა მოძრაობა უშეცდომოდ
შეასრულა. ამრიგად, აპრაქსიით შეპყრობილ პირს მიზანდასახული ქცევის
უნარი არ შესწევს, იგი მხოლოდ აქტუალურ იმპულსთა მონაა და ისევე
როგორც აბულიით დაავადებული, ისიც თავისუფალია
პასუხისმგებლობისაგან.
49
დანაშაულებრივი ქცევა
50
ჩათვლით) ცნობიერი განცდაა აუცილებელი, რაც სულიერ, ანუ ფსიქოგენურ
მოთხოვნილებებში აისახება. ეს მოთხოვნილებები ადამიანის ფსიქიკურ
აქტივობას უკეთებენ ორგანიზაციას და ამ აქტივობაში ნახულობენ თავიანთ
დაკმაყოფილებას.
1) ბიოგენური მოთხოვნილებები
2) ფსიქოგენური მოთხოვნილებები
3) სოციოგენური მოთხოვნილებები
ა) თ ვ ი თ შ ე ნ ა ხ ვ ა ს თ ა ნ დაკავშირებული მოთხოვნილებები. ეს
მოთხოვნილებები ადამიანს განაწყობენ ისეთი ქცევებისთვის, რომლებიც
სრულიად ბუნებრიავია მისთვის, როგორც ცოცხალი ორგანიზმისთვის და
აუცილებელია მისი სიცოცხლის შენარჩუნებისთვის. ამიტომ, მათ ბუნებრივ და
აუცილებელ მოთხოვნილებებსაც უწოდებენ.
51
ბ) გ ა მ რ ა ვ ლ ე ბ ა ს ა და ს ქ ე ს ო ბ რ ი ვ სფეროსთან
დაკავშირებული მოთხოვნილებები. აქ შედის ადამიანის სექსუალური
აქტივობის განმსაზღვრელ მოთხოვნილებათა როგორც ბუნებრივი, ასევე
არაბუნებრივი (პერვერსიული და გარყვნილი) ფორმები. აღსანიშნავია, რომ
მოცემულ ჯგუფში შემავალი არცერთი მოთხოვნილება, იმის მიუხედავად თუ
რამდენად ბუნებრივია იგი, ინდივიდისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი
არაა. სქესობრივი მოთხოვნილება, მის ნორმალურ გამოვლინებაში,
ბუნებრივ, მაგრამ არააუცილებელ მოთხოვნილებას წარმოადგენს.
გ) მოთხოვნილებები ბ ი ო ლ ო გ ი უ რ ა დ მ ა ვ ნ ე ნ ი ვ თ ი ე რ ე ბ
ე ბ ზ ე ეს მოთხოვნილებები ადამიანისთვის სრულიად არაბუნებრივია (ისინი
ჩნდებიან მხოლოდ განსაზღვრულ პირობებში), ხოლო მათ მიერ
ორგანიზებული ქცევა არათუ აუცილებელი, არამედ პირიქით,
ორგანიზმისთვის საზიანო და დამღუპველია. განვიხილოთ თითოეული
მათგანის შესაძლო როლი დანაშაულებრივი ქცევის მოტივაციაში.
• უსაფრთხოება,
• ძილი,
52
• დასვენება,
დაკავშირებული მოთხოვნილებები
54
5) შემეცნებითი მოტივაცია - ზოგადად საპირისპირო სქესის და
კონკრეტული პარტნიორის შეცნობა,13
6) რელაქსაციური მოტივაცია - დაძაბულობის (სტრესის) მოხსნა,
7) თვითდამკვიდრება - ფიზიკური, ინტელექტუალური, პიროვნული და სხვა
ღირსებებით გამორჩეულ პარტნიორთან სექსი ამაღლებს პირის
თვითშეფასებას,
8) კომპენსაცია - წარუმატებლობა სხვა სარბიელზე კომპენსირდება
წარმატებითი სქესობრივი აქტივობით,
9) არასექსუალური მიზნების მიღწევა - როდესაც სექსი არ ემყარება
არცერთ ზემოთჩამოთვლილ მოტივს და ემსახურება სხვა მიზნებს, მაგ.,
ანგარებას, შურისძიებას და ა.შ.
55
ბავშვებთან (არასრულწლოვანებთან) და ფსიქოლოგიურად
არასრულფასოვან (შეურაცხად) პირებთან (სულიერად დაავადებული,
გონებრივად ჩამორჩენლი და სხვ.), იმის მიუხედავად, ეს მათი თანხმობით
მოხდა თუ არა.
56
და საუბარში “თავისაუფალი ჟარგონის” გამოყენებისკენ. ასეთი ქალის
საზოგადოებაში მამაკაცის სექსუალური ლტოლვა მაქსიმალურად
აქტუალიზირდება, ხოლო სიტუაციის მაპროვოცირებელი გავლენა (ქალი
აღიქმება ადვილად მისაწვდომ ობიექტად) სუბიექტს შესაბამისი ქცევისკენ
უბიძგებს. ქალს შეუძლია ეს ვითარება აღკვეთოს კატეგორიული უარით,
მაგრამ როდესაც მადისტანცირებელი ბარიერი უკვე გადალახულია, უარი
ყოველთვის როდი მიიღება: ურთიერთობა გადაიზრდება ძალადობაში, რასაც
მძიმე შედეგები მოსდევს ორივე მხარისთვის, როგორც მორალურ-
ფსიქოლოგიური, ისე იურიდიული თვალსაზრისით.
57
ძალადობის მსხვერპლს. ასეთი პიროვნება ხშირად უარს ამბობს
მოძალადისგან თავდაღწევის შესაძლობლობაზე, რადგან ამით დაკარგავს
მსხვერპლის როლთან დაკავშირებულ ფსიქოლოგიურ მოგებას. იგი
ყოველთვის მზადაა საათობით უყვებოდეს სხვებს ყველა იმ ტანჯვის შესახებ,
რასაც მოძალადისგან განიცდის, მაგრამ კითვაზე, თუ რატომ არ აღკვეთს ამ
მდგომარეობას (იგულისხმება ვითარება, როდესაც ასეთი შესაძლებლობა
არსებობს), ათასგვარ თითიდან გამოწოვილ მიზეზს იგონებს.
58
პედოფილიური ლტოლვა შეიძლება ახასიათებდეს ავ და აგრესიულ
დეგენერატსაც და სხვა მხრივ სრულიად ნორმლურ პიროვნებასაც. პირველ
შემთხვევაში, ე.ი. როდესაც პოტენციური მოძალადე ფსიქოლოგიურად და
სოციალურად გადაგვარებული ტიპია, დანაშაულის პრევენცია შედარებით
ადვილია. ამიტომ, ბავშვებზე სექსუალურ ძალადობას გარეშე პირების
მხრიდან, შედარებით იშვიათად აქვს ადგილი. უფრო გავრცელებულია
პედოფილიით განპირობებული ისეთი ძალადობის შემთხვევები, როდესაც
მოძალადის როლში ნორმალური ფსიქიკის მქონე ადამიანები გვევლინებიან.
უმეტესწილად ისინი ბავშვის (მსვერპლის) უახლოეს სოციალურ გარემოცვაში
შემავალი პირები არიან. დასავლეთის ქვეყნების (აშშ, ინგლისი და გერმანია)
სტატისტიკური მონაცემებით, 14 წლამდე ასაკის გოგონების 30% და ბიჭების
10% განიცდის სექსუალურ ძალადობას უახლოესი ნათესავების მხრიდან.
ცხადია, ესაა მხოლოდ მიახლოებითი მონაცემები, რადგან სტატისტიკურად
აღირიცხება მხოლოდ გახმაურებული შემთხვევები, ხოლო რამდენი ასეთი
შემთხვევა დარჩა დაფარული, ეს არავინ იცის. გარდა ამისა, ეს აღრიცხვა
ეხება მხოლოდ ისეთი ძალადობის ფაქტებს, როდესაც ადგილი ჰქონდა
“კონტაქტურ სექსუალურ ძალადობას”. ძალადობის ისეთი ფაქტები, როდესაც
უფროსები ბავშვს “სიტყვიერად აუპატიურებენ” გარყვნილი ამბების თხრობით,
ან აშინებენ საკუთარი გენიტალიების (სასქესო ორგანოების)
დემონსტრირებით (ესეც პერვერსიის ერთ-ერთი ფორმაა, რასაც
ექსგიბიციონიზმი ეწოდება), ამ სტატისტიკაში არ შედის. როგორია
მდგომარეობა პოსტსაბჭოთა სივრცეში და კერძოდ საქართველოში, ამის
შესახებ მიახლოებითი სტატისტიკური მონაცემებიც არ არსებობს.
59
აკონტროლებს მოვლენათა მსვლელობას. ხშირად იგი ვერც კი ამჩნევს იმ
უბედურების აშკარა ნიშნებს, რაც მის ოჯახში ხდება.
ალკოჰოლზე მოთხოვნილება
თამბაქოზე მოთხოვნილება
ნარკოტიკებსა და ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე მოთხოვნილება
61
კანონმდებლობით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში
(დაწესებულებებში, კლუბებში, რესტორნებში კაფე-ბარებში და სხვ.),
სპეციალურად ამისთვის გამოყოფილი უბნების გარდა, თამბაქოს მოხმარება
აკრძალულია და დამრღვევთა მიმართ (ეს ეხება თავად მწეველსაც და
ორგანიზაციის ადმინისტრაციასაც) სათანადო სანქციებია (ძირითადად,
ჯარიმები) დაწესებული.
62
ახალგაზრდა ადამიანი, როგორც წესი, მოწევას იწყებს სხვების მიბაძვით,
სოციალური პრესტიჟის მოთხოვნილებით (თავს იწონებს, რომ ისიც მწეველთა
მარაქაშია), დიდობის ტენდენციის გავლენით (უხარია, რომ ეწევა და
მაშასადამე უკვე დიდია), იმის შიშით, რომ სხვებს არ ჩამორჩეს და სხვა
(თამბაქოს მიღებისადმი ჰეტეროგენული) მოტივების ნიადაგზე. მხოლოდ
თამბაქოს მოხმარების გარკვეული სტაჟის დაგროვების შემდეგ უჩნდება
ინდივიდს მიდრეკილება საკუთრივ თამბაქოზე და ყალიბდება მწეველ
სუბიექტად. იგივე ითქმის ამ რიგში შემავალ დანაჩენ მავნე
მოთხოვნილებებზეც (ალკოლიზმსა და ნარკომანიაზე). ამიტომ, იმისთვის,
რომ ინდივიდს (განსაკუთრებით, ბავშვსა და მოზარდს) ასეთი
მოთხოვნილებები არ განუვითარდეს, პირველ რიგში, საჭიროა სოციალური
კონტროლი, რომ მან საერთოდ არ მიიღოს ასეთი გამოცდილება. გარდა
ამისა, უნდა მივაღწით იმას, რომ ყოველმა ადამიანმა გაითავისოს ჯანსაღი
ცხოვრების წესები, რომელთა მნიშვნელოვანი კომპონენტია ცხოვრება
აკოჰოლის, თამბაქოსა და ნარკოტიკების გარეშე.
§ 2. 3. ფსიქოგენური მოთხოვნილებები და
დანაშაულებრივი ქცევა
63
ფსიქოგენურ და სოციოგენურ მოთხოვნილებებს ხშირად ერთიანობაში
განიხილავენ და მათ მაღალ ან სულიერ მოთხოვნილებებსაც უწოდებენ, რაც
მთლად ზუსტი კლასიფიცერება ვერაა, რადგან ამ რიგში შემავალი ყველა
მოთხოვნილება შეუძლებელია მაღალი ღიებულების მქონე მისწრაფებად
იქნას დახასიათებული. გარდა ამისა, ინდივიდის სოციალური აქტივობა
აუცილებლად გულისხმობს სხვა ადამიანებს (სოციუმს), ხოლო ყველა
სულიერი მისწრაფების მიმართ ამას ვერ ვიტყვით. მაგალითად, წიგნის
კითხვის მოთხოვნილება უდაოდ ფსიქოლოგიური (სულიერი) რიგის
სწრაფვაა, თუმცა დაკმაყოფილებისთვის სხვა ადამიანებთან ურთიერთობის
დამყარებას არ მოითხოვს. მოთხოვნილებებს, რომლებიც წმინდა სულიერი
აქტივობის ფორმებს უკეთებენ ორგანიზებას და ამ გზით (ფსიქიკური
აქტივობის პროცესით) კმაყოფილდებიან, ფსიქოგენური მოთხოვნილებები
ეწოდებათ. ამ კლასში, კერძოდ, შემდეგი სახის მოთხოვნილებები
ერთიანდება:
ა)ინტელექტუალური:
• პერცეპტული აქტივობის
• ინტელექტუალური აქტივობის
• ახალი შთაბეჭდილების
• ცნობისმოყვარეობის
• ცოდნის მოპოვების
• კონსტრუირების
ბ) ესთეტიკური:
• ესთეტიკური ჭვრეტის
• ესთეტიკური ობიეტების რეპროდუქციის
• ესთეტიკური შემოქმედების
• თვითგაესთეტიკურების
• წარმატების მიღწევის
• ქონების შეძენისა და დაგროვების
• კოლექციონერობის
• ტურიზმისა და სანახაობის
• ფანტაზიორობის
• სენსაციის
• გართობის
• აზარტული თამაშის
64
შეიძლება მოვიყვანოთ კოლექციონერობის მოთხოვნილება. ესაა
მოთხოვნილება, რომელიც სრულიად უწყინარ საქმიანობასთან, რაიმე სახის
ნივთების (საფოსტო მარკების, მონეტების, ნიჟარების და სხვ.) შეგროვებით
გატაცებას (ჰობს) უკავშირდება. მხოლოდ გარკვეულ პირობებში, როდესაც
კოლექციონერობის ჰობი უაღრესად გაძლიერებულია, შეიძლება იგი გახდეს
ცდუნების წყარო, თუკი სათანდო სიტუაცია შეიქმნება. მაგალითად, ცნობილია
ამ საფუძველზე სამუზეუმო ექსპონატების მოპარვის და სხვა ანალოგიური
შემთხვევები. ეს შემთხვევები იმას გვიჩვენებს, რომ დანაშაული, პრინციპში,
ყველა სახის მოთხოვნილებას შეიძლება დაუკავშირდეს.
65
ასევე ორგანულ კავშირშია დანაშაულთან აზარტული თამაშის
(ზოგადად აზარტული განცდების) მოთხოვნილება. ერწყმის რა სხვა
მოთხოვნილებებს (მიღწევისა და ჯობნების, მატრიალური მოგების და სხვ.),
იგი ხშირად ხდება დანაშაულებრივი ქცევების მიზეზი, დაწყებული
პარტნიორებთან ურთიერთობების გარკვევასთან დაკავშირებული აქტებით,
რასაც ზოგჯერ ვინმეს ფიზიკური დაზიანება, ან მკვლელობაც შეიძლება
მოჰყვეს და დამთავრებული წაგებულის მიერ საზღაურის გადახდისთვის
გამოყენებული საშუალებებით, რომლებიც ხშირად დანაშაულებრივ ხასიათს
ატარებენ (მაგალითად, საჭირო თანხის მოპარვა, მითვისება, ვინმესთვის
ზარალის მიყენება და სხვ.). ამასთანავე, როდესაც აზარტული თამაშები და
განცდები სუბიექტისთვის ერთადერთ ღირებულებად იქცევა, იგი გულგრილი
ხდება საკუთარი სოციალური ვალდებულებების მიმართ, რაც ასევე
განაპირობებს თუ არა იურიდიულ, მორალურ დანაშაულს მაინც.
§ 2. 4. სოციოგენური მოთხოვნილებები და
დანაშაულებრივი ქცევა
მოთხოვნილებები:
67
• შურისა და სიხარბის,
• შურისძიების,
• სხვების დაცინვისა და დამცირების,
• სხვებისადმი ზიანის მიყენების,
• სიცრუის (სხვების მოტყუების)
68
დაკმაყოფილებას, რომლებიც იმთავითვე ასოციალური ხასიათისაა.
დავიწყოთ სხვებისადმი ზიანის მიყენების მოთხოვნილებით, რადგან მისი
ასოციალური და დანაშაულებრივი ხასიათი ყოველგვარი დასაბუთების
გარეშეც თვალსაჩინოა. საერთოდ, დანაშაულის არსი იმაშია, რომ ამ
ქმედების სუბიექტი ზიანს აყენებს სხვა ადამიანებს (ცალკეულ პირებს,
სოციალურ ჯგუფებს, სახელმწიფოს და ა.შ.). მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ
ყველა დანაშაული სხვებისადმი ზიანის მიყენების მოთხოვნილებითაა
აღძრული. სხვების დაზიანება, უმეტესწილად, არის სულ სხვა მოტივაციურ
საფუძვლებზე აგებული დანაშაულებრივი ქცევების თანმხლები ეფექტი, მისი,
ასე ვთქვათ, დამატებითი შედეგი. მაგალითად, ქურდობის გზით ვინმეს
ქონების მითვისების შედეგია გაქურდულის დაზარალება, მაგრამ ქურდობას
ჩადიან არა ამ შედეგისთვის, არამედ საკუთარი სარგებლობისთვის. ასევეა,
სხვა ანგარებითი ტიპის დანაშაულობების შემთხვევაშიც.
69
“უანგარო” ზიანის შემთხვევაში არ იძებნება. რა აზრი აქვს, მაგალითად,
ტრანსპორტის დიზაინის გაფუჭებას, ქუჩის ნათურების ჩამსხვრევას, ნაგვის
ურნების გადაბრუნებას და სხვა ანალოგიურ ქმედებებს? ცხადია არავითარი.
ასეთი ქცევები გაფუჭებისა და განადგურების შინაგანი პერვესიული
იმპულსებითაა აღძრული. ეს, როგორც ირკვევა, დაკავშირებულია ინდივიდის
ინტელექტუალური განვითარების დაბალ დონესთან. ინტელექტუალური
განვითარების რაც უფრო დაბალ დონეზე დგას სუბიექტი, მით უფრო მეტად
შეინიშნება მასთან ისეთი ქცევებისკენ მიდრეკილება, რომლებსაც თვითონ
სუბიექტისთვის არავითარი სარგებლობა არ მოაქვთ, სხვებს კი (ზოგადად
საზოგადოებას) მნიშვნელოვანი ზიანი ადგება. შენიშნულია, მაგალითად, რომ
იმ უმაღლეს სასწავლებლებში, სადაც სტუდენტთა კონტინგენტი მკაცრი
სელექციის გზითაა შერჩეული და დაკომლექტებულია ინტელექტუალურად
ძლიერი სუბიექტებით, მერხები ნაკლებადაა დაჭრილი და მოხატული, ვიდრე
იქ, სადაც შერჩევის კრიტერიუმები შედარებით რბილია. საქმე ისაა, რომ
შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე სტუდენტი უბრალოდ ვერ
ხვდება, რომ ასეთ ქმედებას არა თუ რაიმე აზრი არ აქვს, არამედ საზიანოა
თავად მისთვისაც, რადგან ეს მერხი სწორედ მისთვისაა დამზადებული და
მისი დაზიანებით, პირველ რიგში, თავად მას ექმნება დისკომფორტი.
70
საფუძველზე სუბიექტი გეგმავს და განახორციელებს ამა თუ იმ სახის
დანაშაულებრივ ქცევას (მაგ., რაიმე ზიანის მიყენება მისთვის, ვისიც შურს,
ცილისწამება, მისი დაცინვა და დამცირება და სხვ.).
71
კანონის მიხედვით, სამართალი უნდა აღსრულდეს სახელმწიფოს მიერ,
საგანგებოდ ამისთვის შექმნილი ინსტიტუციების მეშვეობით. ამიტომ,
საკუთარი თავის უსამართლობის მსხვერპლად განცდის შემთხვევაში,
კანონმორჩილი პიროვნება მიმართავს სასამართლოს, რომელიც განიხილავს,
თუ რამდენად შეესაბამება სუბიექტის განცდა ობიექტურ ვითარებას (ე.ი.
მართლა დაირღვა თუ არა სამართლიანობა) და გამოიტანს შესაბამის
დადგენილებას. თუ სუბიექტი, შურისძიების ნიადაგზე, თავად შეეცდება
სამართლიანობის აღდგენას, რაოდენ ობიექტურიც არ უნდა იყოს მისი
მსჯავრი, ეს ითლება კანონის დარღვევად და დამნაშავეც (შურისმაძიებელი)
სათანადოდ ისჯება სამართალდამცველი ორგანოების მიერ. ასეთ
შემთხვევებში, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ძალზე დიდი მნიშვნელობა
აქვს იმის გარკვევას, თუ რა უბიძგებს ადამიანებს იმისკენ, რომ სამართლის
აღსრულება სახელმწიფოს არ მიანდონ და თავად გაუსწორონ ანგარიში
დაპირისპირებულ მხარეს.
72
ადამიანი სამართლის საკუთარი გაგებით იხელმძღვანელებს ქვეყანას
ანარქია მოიცავს, რაც ნოყირ ნიადაგს წარმოადგენს ყოველგვარი
უსამართლობისა და დანაშაულისთვის.
III განყოფილება
(5 Lლექცია)
73
დაკითხვაზე, წინასწარი ძიების ან სასამართლო განხილვის პროცესში, აქვს
დამოუკიდებელი ღირებულება, საქმის გარშემო არსებულ სხვა მასალათა
გვერდით. ჩვენების ჩამორთმევის (დაკითხვის) მიზანია მივიღოთ
ჭეშმარიტების დადგენისთვის საჭირო ცნობები მოცემული სამართლებრივი
საქმის შესახებ.
74
ასპექტით განხილვა იმ ფსიქიკურ პროცესთა მიმდინარეობის
კანონზომიერებათა გათვალისწინებას მოითხოვს, რომელთა აქტივაციის
გზითაც ადამიანი მიიღებს, გადაამუშავებს, შეინახავს და აღადგენს ამა თუ იმ
ინფორმაციას. ამ შემთხვევაში, ჩვენების ჩამოყალიბების პროცესი განიხილება
როგორც კომლექსური შემეცნებითი აქტივობა, სადაც ადამიანის კოგნიტური
აქტივობის ყველა ფორმა (ყურადღება, მეტყველება, აღქმა, აზროვნება,
წარმოსახვა, მეხსიერება) თავის როლს ასრულებს. ჩვენების შინაარსში
აისახება არა მხოლოდ მისი გაფორმების პროცესის მოტივაციური ფონი,
არამედ შემეცნებით ფსიქიკურ პროცესთა მიმდინარეობის ზოგადი,
ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებებიც.
75
ინდივიდუალურად ჩამოართვეს ჩვენება მომხდარის შესახებ (დარბაზში
შემოვარდნილი მსხაიობები მოქმედებდნენ წინასწარი სცენარის მიხედვით და
მათი მოქმედება დეტალურად აღიბეჭდებოდა კინოფირზე). მიუხედავად
იმისა, რომ მოწმის როლში პროფესიონალი იურისტები გამოდიოდნენ და
ყოველი მათგანი დაინტერესებული იყო მაქსიმალურად სწორი ჩვენების
მიცემაში, სრულყოფილად ამ ამოცანას ვერცერთმა მათგანმა ვერ გაართვა
თავი. შეცდომით იყო გახსენებული კოსტიუმების ფორმა, ადამიანთა
რაოდენობა, მათ მიერ წარმოთქმული ფრაზები, მოვლენათა თანმიმდევრობა
და სხვა დეტალები. ზოგიერთი შეცდომა სრულიად შეუსაბამო და კურიოზულ
ხასიათსაც კი ატარებდა.
76
(ე.წ. ნეიტრალური) და კეთილსინდისიერი მოწმის “სუბიექტურად სწორი
ჩვენება”16 ავიღოთ.
77
§ 2. ჩვენება ქცევის ფსიქოლოგიის ასპექტით
78
განხორციელებული მოქმედებები ფაქტიურად სხვა მიზნების მიღწევას
ემსახურება, საქმე გვაქვს ქცევის ჰეტეროგენულ მოტივაციასთან.17
79
ერთი (A ვარიანტი) ჰომოგენურ მიმართებაშია ჩვენების მიცემის
მიზანთან, მეორე (B ვარიანტი) კი ჰეტეროგენულ მიმართებაში.
80
დაკვირვებებს, საგამოძიებო პრაქტიკას და მათგან გამომდინარე ვარაუდებს
ემყარება.
81
მაგნიტოფონს და იწყებს მუშაობას ხმაურიანი როკ-მუსიკის თანხლებით.
საინტერესოა, როგორი რეაქცია ექნება მეორეს.
82
ნათქვამის საილუსტრაციოდ ისევ კონკრეტულ მაგალითებს მივმართოთ
[მაღრაძე, 54].
83
მანდილოსანი გაცხარებით კიცხავდა აცრემლებულ გოგონას, რომელმაც
თურმე ვერ შენიშნა როგორ გაუხსნა ჩანთა და ამოაცალა ფული ქურდმა.
“ჩემი საქმე არ იყო”, მაგრამ მაინც ვკითხე მანდილოსნებს, მაშინვე რატომ არ
გააფრთხილეთ დაზარალებულითქო და ახალი ცოდნაც შევიძინე
იურისპრუდენციის განხრით: თურმე, როდესაც ქურდი “მუშაობს”, მის საქმეში
გარეშე პირთა ჩარევა “კანონით” სასტიკად აკრძალული ყოფილა. რაოდენ
მიუღებელიც არ უნდა იყოს, ამ მოვლენის მართებული ფსიქოლოგიური
შეფასება ასეთია: იმ ქალბატონებს ნამდვილად ვერ გავკიცხავთ იმის გამო,
რომ გმირობა არ გამოიჩინეს და თავგანწირულად არ დაუპირისპირდნენ
დამნაშავეს. როგორც ჩანს, მათ არც იმის იმედი ჰქონდათ, რომ იქ მყოფი
საზოგადოება ერთსულოვნად დაუჭერდათ მხარს.
84
ფსიქოლოგიური მიზეზები აქვს.18 ასეთი ბუნდოვანი საკითხები საკითხები
თანდათანობით უნდა გაირკვეს. მოწმეს დახმარება უნდა გავუწიოთ
მოვლენათა სწორად აღდგენაში და ვაგრძნობინოთ, რომ მისგანაც
დახმარებას მოველით, რასაც ძალზე ვაფასებთ. იმ წინააღმდეგობებზე, რასაც
მის მონათხრობში ვხედავთ, მოწმეს ტაქტიანად უნდა მივუთითოთ და არ
გამოვხატოთ დაეჭვება მის გულწრფელობაში. თუ მოწმე იგრძნობს, რომ ჩვენ
მას არ ვენდობით, ეჭვი შეგვაქვს აბსოლუტურად სწორ ინფორმაციაშიც და მას
ჩვენთან დაპირისპირებულ მხარედ აღვიქვამთ, თანამშრომლობის ნაცვლად,
შესაძლოა დაპირისპირების (კონფლიქტის) ტიპის ურთიერთობა მივიღოთ.
განსაკუთრებით, ეს მოსალოდნელია მაშინ, როდესაც მოწმე ხედავს, რომ ჩვენ
მას აღვიქვამთ არა როგორც თავისთავად ღირებულ პიროვნებას, არამედ
როგორც მხოლოდ სამართლებრივი პროცესის მონაწილე ერთ-ერთ რგოლს,
რომელსაც გარკვეული მიზნით ვიყენებთ.
85
ჩვენების მიცემაზე. აქვე ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ გულითადობისა
და თანასწორი ურთიერთობისკენ მისწრაფება არ გადაიზარდოს ყალბ
ფამილარობაში და პირმოთნეობაში. მოწმე, როგორი განათლებისა და
თანამდებობრივი რანგის (ზოგადად, სოციალური სტატუსის) პირიც არ უნდა
იყოს იგი, ყოველთვის უნდა გრძნობდეს, რომ გამომძიებელთან მის
ურთიერთობაში ლიდერის ფუნქციას მხოლოდ გამომძიებელი ასრულებს.
ჩვენების მიცემის მოტივაცია მნიშვნელოვნად ძლიერდება მაშინ, როდესაც
მოწმე ხედავს, რომ გამომძიებელი პროფესიონალურადაა დაინტერესებული
მხოლოდ ჭეშმარიტების დადგენით და ნამდვილად ღირს ამ საქმეში მისთვის
დახმარების გაწევა.
86
ჩახშობაზე და ითვალისწინებს მხოლოდ ლოგიკური არგუმენტებით
პიროვნების დარწმუნებას რაიმეს დამალვის ან ტყუილის უპერსპექტივობაში.
კანონი კრძალავს ჩვენების გამოძალვას ისეთი ფსიქოლოგიური ძალადობის
გზით, როგორიცაა მუქარა, შანტაჟი, მოტყუება, უსაფუძვლო დაპირებანი,
სარგებლობა პიროვნების უცოდინარობით (მათ შორის, კანონების
არცოდნით), ინტელექტუალური და კულტურული განუვითარებლობით,
ემოციური გაუწონასწორებლობით და სხვა ფსიქიკური ნაკლოვანებებით.
87
იქნა მიცემული, სანამ არ გაირკვა, რომ მ. არხეინად იმალებოდა და
ცხოვრობდა კოოპერატივიდან გატაცებული ფულით.
88
მონაწილეობა. ეს უზუნველყოფდა ბავშვთან საუბრის ისე წარმართვას, რომ
ნაკლები დარტყმა მიეყენებინათ მისი თავმოყვარეობისთვის, ნაკლებად
შეელახად მისი ღირსება, რასაც ამ ასაკის მოზარდები განსაკუთრებით
მტკივნეულად აღიქვამენ. ასეთი ფსიქოლოგიური ტრავმის მიღების შემდეგ,
ცხადია, არც მოზარდის მარტო დატოვება იყო სწორი მოქმედება უფროსთა
მხრიდან.
89
იქნებოდა, რადგან ამ დროს სულ სხვაგან იმყოფებოდა. ასეთ დამნაშავეს,
უმეტესწილად, გააჩნია ცრუ მოწმეები, რომლებიც მის ალიბს დაადასტურებენ.
ალიბის შემოწმება საკმაოდ რთული და საპასუხიმგებლო პროცედურაა. საქმე
ისაა, რომ ბრალის წაყენებისთვის საკმარისი არაა მხოლოდ ალიბის
დაუდასტურებლობა. ძიებამ მისი სრული გამორიცხვა უნდა შეძლოს.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ე.ი. თუ ალიბი შესაძლებელია სწორიც იყოს (ვერ
მტკიცდება მისი სისწორე, მაგრამ ვერც მისი შეთხზულობა მტკიცდება), ბრალი
დაუსაბუთებელია. აქ ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს გამომძიებლის მიერ
მოწმეთა დაკითხვის სწორი ტაქტიკის შერჩევას. განსაკუთრებული ყურადღება
უნდა გამახვილდეს დეტალებზე (როდის მივიდა ეჭვმიტინალი მითითებულ
ადგილზე, რა ეცვა, სხვა რა ხდებოდა იმ სივრცეში, რა საქმით იყვნენ
დაკავებული და ა.შ.), რადგან ადამიანის ფანტაზიასაც თავისი საზღვარი აქვს
და შეგნებული გამომგონებლობა ბოლოს და ბოლოს გამჟღავნდება.
90
როგორც წესი, ამ მეთოდსაც ყავს თავისი მომხრეები და
მოწინააღმდეგეები. მისი კრიტკოსების ნამდვილად ანგარიშგასაწევ
არგუმენტს წარმოადგენს ის გარემოება, რომ დაკითხვის სიტუაციაში
მოხვედრილი შემთხვევითი ადამიანიც, უმეტესწილად საკმაოდ მძაფრ
ემოციურ მღელვარებას განიცდის და ისეთ ფსიქო-სომატურ რეაქციებს
ავლენს, როლებსაც დეტექტორი სიცრუის მაჩვენებლად აფიქსირებს.19
მეორეს მხრივ, გამოცდილი დამნაავეები, ნებისყოფის ძალით ახერხებენ
საკუთარი ფსიქიკური განცდების და შესაბამისი ფიზიოლოგიური პროცესების
ისეთ კონტროლს, რომ პოლიგრაფიც უძლურია რაიმე მნიშვნელოვანი
ცვლილება დააფიქსიროს.
91
აზროვნება, განსაკუთრებით კი მისი ყველაზე მაღალი ფორმა, აბსტრაქტული
აზროვნება ასრულებს. აზროვნების მეშვეობით ადამიანი სწვდება
შესამეცნებელ საგანთა და მოვლენათა არსს, ახერხებს მათ შორის არსებულ
მიმართებათა გაგებას, რისი გათვალსწინებითაც ახდენს მთელი სინამდვლის
კლასიფიკაციას ცალკეულ ზოგად კატეგორიებად. ამ კატეგორიათა შინაარსი
კონცენტრირდება სიტყვებში და აისახება მეტყველებაში, რომლის
დაუფლების შედეგადაც ადამიანი (ბავშვი) სინამდვილის
დიფერენცირებულად და ობიექტივირებულად ასახვის უნარს ეუფლება.
92
დამნაშავე მართლაც ბ. აღმოჩნდა. კ.-მ კი სინამდვილეში იცნო მისი ქურთუკის
ფერი (ყვითელი), რომელსაც უნებურად დაუმატა წარმოდგენა სახის
შესახებაც.
93
მაგალითი: მოწმე ზ.-მ უჩვენა, რომ მაღაზიის გამგის გ.-ს მკვლელობის
ღამეს, საკუთარი სახლის აივნიდან დაინახა და იცნო ორი თანასოფლელი,
რომლებიც ღამის 12 საათზე მოკლულის სახლში შევიდნენ. ღამის სიბნელეში
ადამიანთა ცნობის შესაძლებლობამ, ცხადია, ეჭვი დაბადა, მაგრამ
საგამოძიებო ექსპერიმენტით დადგინდა, რომ ზ. კარგად ხედავს სიბნელეში
და შეუძლია ადამიანთა ცნობა ისეთ პირობებში, როგორიც ჩვენებაში იყო
მითითებული. მართლაც, ძიების მსვლელობამ დაადატურა მოწმის მიერ
ნაჩვენები პირების ბრალეულობა აღნიშნულ დანაშაულში.
94
ანუ კატეგორიალური ფორმით ახდენს. ის ვითარება, რომ აღქმულ საგნებს
ვცნობთ როგორც ხეს, ქვას, ადამიანს და ა.შ. სწორედ აღქმაში აზროვნების
მონაწილეობის წყალობით ხდება. ამ შემთხვევაში აზროვნება ხორციელდება
არა როგორც გაშლილი, თანმიმდევრული პროცესი (როგორც ეს ჩვეულებრივ
ხდება უცნობი ობიექტის გაგების და საერთოდ ნებისმიერი პრობლემის
გადაჭრის დროს), არამედ, როგორც საგნის რაობის უშუალო წვდომა, რაც
აისახება აღქმის საფუძვლად მდებარე განწყობაში. ამიტომ, აზროვნების
სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე ადამიანები, სხვადასხვა განწყობით და
ამავე განწყობის შესაბამისი შინაარსით აღიქვამენ ერთსა და იმავე ობიექტურ
ვითარებას. ჩვენთვის აღქმის ამ კანონზომიერებას იმდენად აქვს
მნიშვნელობა, რამდენადაც იგი გვიჩვენებს, რომ მოწმის ინტელექტუალური
განვითარების დონის გათვალისწინებას, ჩვენების შინაარსის შეფასებისთვის,
ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძლება აღმოაჩნდეს, რადგან ეს დონე
აისახება არა მარტო მოვლენათა სწორად გახსენებაში, არამედ მათ სწორად
აღქმაშიც.
95
ირღვევა და ვღებულობთ საგნის ზომების, მანძილის, მიმართულების,
ფორმის, ფერის, მოძრაობის და სხვა პარამეტრების არაობიექტურ აღქმას.
96
კიდევ უფრო უძნელდებათ ადამიანებს მოძრაობის სისწრაფის სწორად
შეფასება, რადგან მის საფუძვლად მდებარე განწყობაში ერთდროულად
აისახება მანძილი და დრო. ორივე ამ პარამეტრთან დაკავშირებით ყოველ
ადამიანს, წინანდელ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ინდივიდუალური
“ეტალონები” გააჩნია და რაკი აბსოლუტური სიზუსტით ვარცერთს ვერ
აფასებს, მით უმეტეს ძნელია ზუსტად შეფასდეს მანძილი, რაც საგანმა დროის
გარკვეულ მნაკვეთში დაფარა (რაც სისწრაფის შეფასების კრიტერიუმია).
ამიტომ “სწრაფი” და “ნელი” სისწრაფის სუბიექტური შეფასებაა, რაც
ძირითადად პიროვნების ინდივიდუალურ გამოცდილებაზეა დამოკიდებული.
97
“თვალსაჩინოდ აღიქვამს” არარსებული სუნამოს სუნს, ბევრი კი მის
სახეობაზეც მიუთითებს.
98
იმის მიხედვით ექნება აღქმული, თუ თავად რა საქმეში იყო ჩართული და რაში
ესაჭიროებოდა ყოველივ ამის აღქმა.
99
საკუთარი გუნდის მოთამაშეთა მიერ დაშვებულ შეცდომათა უმრავლესობა
(ყველაზე ნაღდი დარღვევების გარდა) შეუმჩნეველი დარჩა.
100
მოვლენებზე. შეუძლებელია, მაგალითად, სინათლის მკვეთრი აკაშკაშება, ან
მახლობლად ჭურვის აფეთქება, ვინმეს შეუმჩნეველი დარჩეს, რა
მნიშვნელოვანი საქმითაც არ უნდა იყოს დაკავებული იმ მომენტში.
101
ფსიქიკურ პროცესთა ნებისმიერი ფორმები თავისი პროდუქტიულობით
აღემატებიან მათივე უნებლიე ფორმებს. არის შემთხვევები, როდესაც ამა თუ
იმ დანაშაულის თვითმხილველი, ხვდება რა ცალკეული დეტალების ნათლად
აღქმისა და კარგად დამახსოვრების მნიშვნელობას, საგანგებოდ ამახვილებს
ყურადღებას ამ დეტალებზე (მაგ., დამნაშავის გარეგნობის ნიშნებზე). ხშირად
ამა თუ იმსაქმის გახსნა მხოლოდ იმის მეშვეობით ხდება შესაძლებელი, რომ
მოწმემ საგანგებოდ გაამახვილა ყურადღება იმ მომენტების აღქმასა და
დამახსოვრებაზე, რაც გამძიებისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნია. მაგალითად,
ავტოსაგზაო შემთხვევების გამოძიებაში ძალზე მნიშვნელოვანია იმ
თვითმხილველთაგან მიღებული ინფორმაცია, რომლებიც ეცადნენ
მხედველობიდან არ გამორჩენოდათ ავტომანქანის მარკა, სერია და ნომერი.
102
ხანაში მოხდა, როდესაც მსგავსი დაწესებულებები ვიდეოთვალით აღჭურვლი
არ იყვნენ) და იარაღის მუქარით გარკვეული რაოდენობის თანხა გაიტაცა.
ვერც ბანკის მუშაკებმა და ვერც იმ მომენტში იქ მყოფმა მოქალაქეებმა ვერ
გაიხსენეს მძარცველის გარეგნობის ვერც ერთი ნიშანი. ისიც კი ვერ თქვეს,
ნიღბით იყო იგი თუ უნიღბოდ. ასეთი მასობრივი “უყურადღებობა” იმან
განაპირობა, რომ მოძალადე შენობაში აბსოლუტურად შიშველი შევარდა და
თვითმიხველთა მთელი ყურადღება სიტუაციის ამ უჩვეულო მომენტზე
(სიშიშვლეზე) იქნა კონცენტრირებული.
104
გამოირიცხოს) სურათები და ევალებათ კარგად დაიმახსოვრონ ისინი.
როდესაც დარწმუნდებიან, რომ სურათები კარგად დაამახსოვრდათ,
შეუძლიათ აღწერონ მათი შინაარსი, თანაც შეუძლიათ მხოლოდ ის თქვან,
რის შესახებაც მტკიცედ არიან დარწმუნებული. შედეგი გასაოცარი აღმოჩნდა:
მიუხედავად იმისა, რომ ცდაში ზრდასრული და განათლებული ადამიანები
მონაწილეობდნენ, ხოლო დასამახსოვრებლად ძალზე მარტივი მასალა
ჰქონდათ მიცემული, მათი ჩვენებებიდან 5% მაინც მცდარი გამოდგა.
107
მაგალითად, თუ გამომძიებელი ვარაუდობს, რომ დანაშაულში ვინმე X
პირიც მონაწილეობდა, მაგრამ მოწმეს იგი არ დაუსახელებია, გამახსენებელი
კითხვა შეიძლება დაისვას დაახლოებით ასეთი ფორმით: “კარგად გაიხსენე,
შენს მიერ დასახელებულ პირებთან ერთად, კიდევ ხომ არ იყო ვინმე
აღნიშნულ ადგილას?” აქვე შეიძლება სახელებით ჩამოვუთვალოთ მის მიერ
უკვე დასახელებული პირები, ვთხოვოთ გაიხსენოს ვინ სად იდგა და რას
აკეთებდა და სხვ. დაუშვებელია პირდაპირ ასეთი შეკითხვის დასმა:
“გაიხსენე, დანაშაულის მონაწილე პირთა შორის X პიროვნებაც ხომ არ იყო?”
ასე დასმული კითხვა შთამაგონებლად მოქმედებს მოწმეზე, რისი გავლენითაც
მოწმის ცნობიერებაში ამოტივტივებული წარმოდგენა X პიროვნების შესახებ,
მოწმის უნებურად, შეიძლება ჩაჯდეს დანაშაულის სიტუაციის წარმოდგენის
საერთო სტრუქტურაში და გახდეს მცდარი ჩვენების საფუძველი. ასეთი რამ
მოსალოდნელია განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც დანაშაულის
შემდეგ გასულია საკმაო დრო, მოგონებები გაფერმკრთალებულია და მათ
ჭეშმარიტებაში სუბიექტის დარწმუნებულობის ხარისხი დაბალია.
მაგალითები:
109
მაგალითი: ვ. შტერნის ერთ-ერთ ექსპერიმენტში, 12 წლის გოგონა,
შთამაგონებელ კითხვაზე: “კარადა არ იყო სურათზე?” (სინამდვილეში
სურათზე კარადა არ ეხატა) დადებით პასუხს იძლევა. ექსპერიმენტატორი
აგრძელებს გამოკითხვას არარსებული კარადის შესახებ (“სად იდგა”, “რა
ფერის იყო”, რამდენი კარი ჰქონდა”, “ზედ რა იდგა”, “შიგნიდან თუ მოჩანდა
რამე” და ა.შ.) და ბავშვიც ახალ-ახალ ცნობებს იძლევა. საგულისხმოა, რომ
ბავშვი კი არ ცრუობდა, არამედ კითხვების შთამაგონებელი გავლენით
გაჩენილ საკუთარი ფანტაზიის შინაარსებს აღწერდა. ფანტაზია კი, როგორც
ჩანს, ძალზე მდიდარი ჰქონდა.
110
ყოველივე იქიდან გამომდინარე, რაც ჩვენების ჩამოყალიბების პროცესის
შესახებ უკვე ვიცით, ეს ასეც იყო მოსალოდნელი და ამაში ახალი არაფერია.
111
ფოტოსურათზე გამოსახული პირი სწორად ამოიცნო მხოლოდ ცდისპირთა
ერთმა მესამედმა. დანარჩენი ორი მესამედიდან ნახევარმა სრული
დარწმუნებულობით “ამოიცნო” სულ სხვა პირი, ნახვარმა კი აღიარა, რომ
ფოტოსურათით უცნობი ადამიანის ცნობა არ შეუძლია.
112
მეხსიერებაში შენახულ შინაარსთა) ასეთ კავშირს წარმოდგენათა ასოციაცია
ეწოდება, ხოლო ერთი წარმოდგენისაგან მეორის გამოწვევის პროცესი
ასოციაციური მეხსიერების სახელითაა ცნობილი.
113
მაგალითი: დილის საათებში მომხდარ ერთ-ერთ დანაშაულთან
დაკავშირებით დააკავეს ეჭვმიტანილი გ. იგი ამტკიცებდა, რომ მთელი დილა
გაატარა ზ.-ების ოჯახში, საიდანაც მხოლოდ 13 საათზე წამოვიდა. გ.-ალიბს
მასპინძლებიც ადასტურებდნენ, მაგრამ გამომძიებელს ეჭვი შეეპარა მათ
გულწრფელობაში. გამოირკვა, რომ ზუსტად იმ მომენტში, როდესაც გ.
მასპინძლებს ემშვიდობებოდა, ზ.-ებთან მივიდა ო. დაკითხვაზე ო.-მ ვერ
გაიხსენა ზ.-ებთან მისვლის ზუსტი დრო. მაშინ გამომძიებელმა ო.-ს სთხოვა
თანმიმდევრობით გაეხსენებია ყველაფერი რაც გადახდა იმ დილით ზ.-ებთან
მისვლამდე. სხვა ამბებთან ერთად, ო.-ს გაახსენდა, რომ სახლიდან
გამოსვლისას ქმარმა მაღაზიიდან არაყის მოტანა დაავალა. ო.-მ ქმრის
დავალება ვერ შეასრულა, რადგან არაყის გაყიდვა მხოლოდ 11 საათიდან
იწყებოდა, იმ მომენტში კი 9 საათი და 45 წუთი იყო. ამის შემდეგ ო. მაშინვე
წავიდა ზ.-ებთან ტრამვაით, რასც დაახლოებით 20 წუთი დასჭირდა. ამრიგად,
დადგინდა, რომ ეჭვმიტანილი ზ.-ების ოჯახიდან წასულა არა 13 საათზე,
როგორც ამტკიცებდა, არამედ, არაუგვიანეს 10 საათის და 30 წუთისა.
114
ეძახდნენ, . . . მინისტრი? . . . არა, არც პრეზიდენტი, რაღაც ამის მსგავსი, . . .
ჰო, გამახსენდა, სპიკერი, მას სპიკერს ეძახდნენ.”
115
ძალით გრძელდება პოსტსაბჭოთა სივრცეში. ბოლომდე უტყუარი ძიების
არცერთი ცალკე აღებული მეთოდი არაა. საქმის გარემოებები დგინდება
მრავალი გზით და საშულებით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. ამ
საშუალებათა შორის ასოციაციური ექსპერიმენტის ჩართვის საკითხი,
ვფიქრობთ, საგანგებო განხილვას მოითხოვს.
116
დროსაც ამ წარმოდგენებით ოპერირებს. ლოგიკური მეხსიერების ტიპის
ადამიანი კი ძირითადად მოვლენათა არსს იმახსოვრებს და გახსენების
დროსაც, ძირითადად, აზრების რეპროდუქციას ახდენს.
117
გამოყენებული ლიტერატურა
16. ბოდალიოვი ა., ადამიანის მიერ ადამიანის აღქმა და გაგება, მ., 1982
(რუსულ ენაზე)
118