You are on page 1of 45

შ. ტეილორი ლ. პიპლოუ დ.

სირსი

სოციალური ფსიქოლოგია

მე–10 გამოცემა

2004 წელი

1
I თავი

სოციალური ფსიქოლოგიის თეორიები და მეთოდები

სოციალური ფსიქოლოგები, მეცნიერული მეთოდების გამოყენებით სწავლობენ ჩვენი აღქმის


პროცესებს ადამიანების და სოციალური მოვლენების შესახებ, იმას, თუ რა გავლენას ვახდენთ სხვა
ადამიანებზე და როგორია ადამიანური ურთიერთობების ბუნება.

ამ წიგნის წაკითხვისას, თქვენ ნახავთ, რომ სოციალური ფსიქოლოგების ერთი ნაწილისთვის


შესწავლის საგანი არის სხვადასხვა ტიპის აღქმები და დამოკიდებულებები: ის, თუ როგორ ხედავენ
ადამიანები საკუთარ თავს და ერთმანეთს, როგორ ინტერპრეტაციას უკეთებენ ადამიანების ქცევას და
როგორ ყალიბდება და იცვლება მათი დამოკიდებულებები. სოციალური ფსიქოლოგების მეორე
ნაწილს აინტერესებს ადამიანებს შორის ურთიერთობა, მათ შორის მეგობრობა და ალტრუიზმი,
ცრურწმენები და აგრესია, ასევე კონფორმულობა და ძალაუფლება. გარდა ამისა სოციალური
ფსიქოლოგები შეისწავლიან ადამიანების ქცევას ჯგუფში და ჯგუფის გავლენას თავის წევრებზე. ჩვენ
შემდეგნაირად შეგვიძლია განვსაზღვროთ სოციალური ფსიქოლოგია – ეს არის ადამიანების მიერ სხვა
ადამიანების ქცევების, მათზე გავლენის მოხდენის და მათთან ურთიერთობის დამყარების შესახებ
გააზრების პროცესის მეცნიერული შესწავლა.

სოციალური ფსიქოლოგიის პრინციპები გვეხმარება მრავალი სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტაში,


მაგალითად, როგორ ვიცხოვროდ ჯანმრთელი ცხოვრების წესით, რა გავლენა აქვს მასობრივი
ინფორმაციის საშუალებებს ადამიანების განწყობებზე და როგორია საერთაშორისო კონფლიქტების
გადაწყვეტის სტრატეგიები.

სოციალურ–ფსიქოლოგიური მიდგომა

ეჭვგარეშეა, რომ სოციალური ქცევა მრავალი მეცნიერული დისციპლინის შესწავლის საგანია.


სოციალური ფსიქოლოგია მათგან გამოირჩევა განსაკუთრებული მიდგომით. მიდგომა, რომელსაც
სოციალური ფსიქოლოგია იყენებს, განსხვავდება იმ დისციპლინების მიდგომებისგან, რომლებიც
სწავლობენ ფართომასშტაბიან საზოგადოებრივ პროცესებს და მიდგომებისგან, რომელთა შესწავლის
და კვლევის საგანია ინდივიდი. მოდით შევადაროთ დონეების მიხედვით ეს სამი მიდგომა დიდ
ქალაქებში ძალადობრივი დანაშაულების კვლევების მაგალითის ანალიზზე.

ანალიზის სოციალური დონე გამოიყენება სოციოლოგების, ეკონომისტების, მეცნიერ–პოლიტიკოსების


და სხვა სოციალური მეცნიერების მიერ. მეცნიერები ცდილობენ შეისწავლონ ქცევის ზოგადი
მოდელები, როგორიც არის ჩადენილი დანაშაულის რაოდენობა, არჩევნებში მონაწილეთა ქცევები და
მომხმარებლების მიერ ფულადი დანახარჯები. ამ თვალსაზრისის შესაბამისად, სოციალური ქცევა
შეიძლება აიხსნას ისეთი ფაქტორების ზემოქმედებით, როგორიც არის ეკონომიკური კრიზისი,
კლასობრივი კონფლიქტები, დაპირისპირებულ ეთნიკურ ჯგუფებს შორის შეჯახება, რეგიონში
დაბალი მოსავალი, მთავრობის პოლიტიკა და ტექნოლოგიური ცვლილებები. სოციალური ანალიზის

2
მიზანია, ფართო სოციალურ ძალებსა და სოციალური ქცევის ზოგად მოდელებს შორის კავშირების
გამოვლენა. ქალაქებში ძალადობის შესასწავლად სოციალურ მეცნიერებს შეუძლიათ დაადგინონ
კავშირები ძალადობრივი დანაშაულის დონეებსა და ისეთ ფაქტორებს შორის, როგორიც არის
სიღარიბე, ემიგრაცია ან საზოგადოების ინდუსტრიალიზაცია.

ანალიზის ინდივიდუალური დონე ძირითადად გამოიყენება კლინიკური ფსიქოლოგების და


პიროვნების ფსიქოლოგების მიერ, რომლებიც ქცევას ხსნიან ადამიანის უნიკალური ცხოვრებისეული
ისტორიის და მისი პიროვნული მახასიათებლების თვალსაზრისით. ამ მოსაზრების თანახმად, სწორედ
პიროვნულ თავისებურებებს და მოტივებს შეუძლიათ ახსნან, თუ რატომ მოქმედებს ადამიანი სწორედ
ასე და არა სხვაგვარად, და რატომ რეაგირებს ორი ადამიანი ერთსა და იმაცე სიტუაციაზე სრულიად
განსხვავებულად. ინდივიდებს შორის განსხვავებულობაზე აქცენტი გაკეთებულია ბავშვობაში
მიღებულ გამოცდილებაზე, უნარებზე და მოტივაციაზე, ასევე პიროვნულ და ფსიქოლოგიურ
შეგუებაზე. ინდივიდუალური მიდგომა ხსნის ძალადობრივ დანაშაულებს უნიკალური ისტორიების
თვალსაზრისით და დამნაშავის პიროვნული მახასიათებლებით. მაგალითად ჩიკაგოს ბანკის ყველა
მოლარეს შორის რატომ გაგიჟდა მხოლოდ ერთი მოლარე და იარაღით დახოცა თავისი ხუთი
თანამშრომელი? იმისათვის, რომ ახსნა ამგვარი ქმედება, ფსიქოლოგი, რომელიც იყენებს
ინდივიდუალურ მიდგომას, განიხილავს ამ ადამიანის პიროვნებას და ბიოგრაფიულ მონაცემებს. იყო
თუ არა ბანკის მოლარე დეპრესიაში ან ქონდა თუ არა პარანოიდული ჰალუცინაციები, ან იყენებდა თუ
არა ნარკოტიკებს? რა ცხოვრების წესით ცხოვრობდა? მაგ. ბავშვობაში სჯიდნენ თუ არა ფიზიკურად?

სოციალური ფსიქოლოგები ანალიზის სხვა დონეზე განიხილავენ პიროვნებათშორის ურთიერთობებს.


სოციალური ფსიქოლოგისათვის ტიპიურია, ყურადღება მიაქციოს იმ მიმდინარე სოციალურ
სიტუაციებს, რომელშიც იმყოფება ადამიანი. ამგვარი სოციალური სიტუაცია გულისხმობს სხვა
ადამიანების არსებობას ამ ინდივიდის წრეში (გარშემომყოფებში), მათ განწყობებს და ქცევებს, ასევე
მათ დამოკიდებულებას ამ ინდივიდის მიმართ. ძალადობრივი დანაშაულის გაგებისთვის სოციალური
ფსიქოლოგები ცდილობენ გაიგონ, თუ როგორი პიროვნებათშორისი სიტუაციები იწვევენ სიბრაზის
განცდას, რომელსაც შეუძლია გააღრმავოს ძალადობრივი ქცევა. სოციალური ფსიქოლოგების
თვალსაზრისით ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა შეიძლება აიხსნას იმით, რომ ფრუსტრაციის
გამომწვევი სიტუაციები იწვევენ ადამიანებში გაბრაზებას და აძლიერებენ აგრესიული ქმედებისკენ
ტენდენციას. ამ ახსნას უწოდებენ აგრესიის ფრუსტრაციული დეტერმინაციის ჰიპოთეზას. ამ
ჰიპოთეზის შესაბამისად, ადამიანები, რომლებიც აწყდებიან წინააღმდეგობას სასურველი მიზნის
მიღწევის გზაზე, განიცდიან ფრუსტრაციას და სიბრაზეს, რომელიც ზრდის უეცარი აგრესიული
ქმედების აღმოცენების ალბათობას. ფრუსტრაციის მოცემული ეფექტი ემსახურება ძალადობრივი
დანაშაულის ჩადენის მიზეზის ერთ-ერთ ახსნას.

აგრესიის ფრუსტრაციული დეტერმინაციის ჰიპოთეზით ასევე შეიძლება აიხსნას, თუ


ფართომასშტაბიანი ეკონომიკური და საზოგადოებრივი ფაქტორები როგორ ქმნიან სიტუაციებს,
რომელსაც მივყავართ ძალადობასა და დანაშაულის ჩადენამდე. მაგალითად, ადამიანები, რომლებიც
ქალაქის ჯურღმულებში (ბარაკებში) სიღარიბეში და სივიწროვეში ცხოვრობენ, განიცდიან
ფრუსტრაციას: ისინი ვერ იღებენ კარგ სამუშაოს, მათი შემოსავლებიდან გამომდინარე ვერ პოულობენ
ნორმალურ საცხოვრებელს, ვერ უზრუნველყოფენ თავიანთი შვილებისათვის უსაფრთხო ცხოვრებას
და ა.შ. ფრუსტრაციამ, რომელსაც ისინი განიცდიან, შესაძლებელია გამოიწვიოს გულისწყრომა, რაც

3
ძალადობრივი დანაშაულის პირდაპირი მიზეზი შეიძლება გახდეს. აგრესიის ფრუსტრაციული
დეტერმინაციის ჰიპოთეზა ფოკუსირებულია უშუალოდ სოციალურ სიტუაციებზე, იმ გრძნობებსა და
აზრებზე, რომელსაც იწვევს ადამიანებში სხვადასხვა ცხოვრებისეული ისტორია და გავლენებზე, როცა
ეს სუბიექტური რეაქციები გავლენას ახდენენ ქცევაზე.

თითეული ეს სამი მიდგომა (სოციალური, ინდივიდუალური და პიროვნებათშორისი) საინტერესოა და


უეჭველია, რომ სამივეს დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ ჩვენ გვსურს სრულად გავიგოთ სოციალური
ქცევა. რასაკვირველია, სხვადასხვა დისციპლინების ინტერესების და კვლევების საგნები ბევრ რამეში
ემთხვევა ერთმანეთს. მაგრამ ერთსა და იმავე კითხვაზე: „რა არის ძალადობრივი დანაშაულების
მიზეზი?“ – სხვადასხვაგვარად შეიძლება გაეცეს პასუხი. ეს წიგნი შესაძლებლობას იძლევა
განვიხილოთ ადამიანის ქცევა სოციალური ფსიქოლოგიის თვალსაზრისით.

სოციალური ფსიქოლოგიის ისტორიული საფუძვლები

მე–20 საუკუნის დასაწყისში, პირველი ფსიქოლოგები ამუშავებდნენ სამ ძირითად თეორიულ


მიმართულებას, რომელთაგან თითეულმა მათგანმა თავისი კვალი დატოვა თანამედროვე სოციალურ
ფსიქოლოგიაში.

ზიგმუნდ ფროიდი, რომელმაც შექმნა ფსიქოანალიტიკური თეორია, გაოცებული იყო ადამიანის


ძალიან მდიდარი ფსიქიკური ცხოვრებით. იგი გამოთქვამდა ვარაუდს, რომ ქცევა შინაგანად
მოტივირებულია ძლიერი შინაგანი იმპულსებით და სურვილებით, ისეთებით, როგორიც არის
სექსუალობა და აგრესია. ფრეიდს ასევე სჯეროდა, რომ ზრდასრული ადამიანის ქცევა ყალიბდება
გადაუჭრელი ფსიქოლოგიური კონფლიქტების გავლენით, რომელიც წარმოიშვება ჯერ კიდევ
ბავშვობის დროს ოჯახურ გარემოში. ფსიქოანალიტიკური თეორიების მომხრეები მიისწრაფვიან
შეისწავლონ როგორც გაცნობიერებული, ისევე გაუცნობიერებელი შინაგანი ძალები, რომლებიც
განსაზღვრავენ და მიმართულებას აძლევენ ადამიანის ქცევას.

მეორე მნიშვნელოვანი თეორია, ბიჰევიორიზმი, გვთავაზობს სრულიად განსხვავებულ თვალსაზრისს


ადამიანური გამოცდილების შესახებ. ავითარებდნენ, რა ბიჰევიორისტულ თეორიას ივან პავლოვი,
ჯონ უოტსონი, ბ.ფ. სკინერი, ძირითადად ყურადღებას აქცევდნენ ადამიანის ქცევაზე და სხვა ცოცხალ
არსებებზე დაკვირვებას. ბიჰევიორისტებს არ აინტერესებდათ სუბიექტური აზრები და გრძნობები,
ისინი უპირატესობას ანიჭებდნენ იმის შესწავლას, რაზეც შესაძლებელი იყო დაკვირვება და შეფასება,
ანუ გარეგანი მოქმედებები (ქცევები). ბიჰევიორისტები სწავლობდნენ, თუ როგორ ახდენს გარემო
გავლენას ცხოველების ქცევის ჩამოყალიბებაზე და გამოთქვამდნენ ვარაუდს, რომ აქტუალური ქცევა
არის წარსული დასწავლის შედეგი. მათ სპეციფიკური პროცესების ასახსნელად ჩამოაყალიბეს მთელი
რიგი პრინციპები, რომლის საშუალებით ხორციელდება დასწავლა. მიუხედავად იმისა, რომ
კვლევების უმეტესი ნაწილი ტარდებოდა ვირთხებზე და ზღვის გოჭებზე, ბიჰევიორისტებს
სჯეროდათ, რომ ეს პრინციპები ადამიანებისთვისაც მისაღებია.

გეშტალტფსიქოლოგიური მიდგომა დამუშავებული იქნა ვოლფგანგ კელერის, კურტ კოფკას, კურტ


ლევინის და სხვა ევროპელი მეცნიერების მიერ, რომლებიც ემიგრირებულები იყვნენ აშშ–ში მე–20
საუკუნის 30–იან წლებში. მათი ყურადღების ცენტრში იყო ცალკეული პიროვნებების მიერ საგნების,
4
მოვლენების და ადამიანების პროცესების აღქმა და გაგება. მათი თვალსაზრისით, ადამიანები
აღიქვამენ სიტუაციებს და მოვლენებს, არა როგორც მრავალი ცალკეული ნაწილის ერთობლიობას,
არამედ როგორც „დინამიურ მთლიანს“. წარმოიდგინეთ თქვენი საუკეთესო მეგობარი. როცა იგი
ბოლოს ნახეთ, თქვენ იგი ხელების, ფეხების, თითების და სხეულის სხვა ნაწილების ერთობლიობად
აღიქვით? ალბათ არა. უფრო სავარაუდოა, რომ იგი აღიქვით, როგორც ერთი მთლიანი ერთეული,
ერთიანობა, რომელიც აერთიანებს სხეულის სხვადასხვა ნაწილებს ნაცნობ „მთელში“ ანუ ადამიანში,
რომელსაც თქვენ იცნობთ და გიყვართ. გარემოს, როგორც მთელის ამგვარი აღქმა, რომელიც
წარმოადგენს უფრო მეტს, ვიდრე მისი ნაწილების უბრალო ჯამი, ცნობილია,
გეშტატლტფსიქოლოგიის სახელწოდებით (გეშტალტი – გერმანული სიტყვაა, რომელიც ნიშნავს
„ფორმას“ ან „მთლიან ხატს“).

ჩვენთვის მნიშვნელოვანი თითეული ეს თეორია არის რამდენიმე ქარიზმატული პიროვნების


მუშაობის შედეგი, რომლებიც თავიანთ მომხრეებს უნერგავდნენ თავიანთ იდეებს, მაგრამ ამავე დროს
არც თუ იშვიათად იწვევდნენ არა ნაკლებ ძლიერ უარყოფით შეფასებას სხვა თვალსაზრისის მქონეთა
მხრიდან. ეს პირველი პიონერები მოდელირებას უკეთებდნენ თავიანთ თეორიებს ფიზიკის
თეორიების მაგალითზე. მათი მიზანი იყო აეხსნათ და ეწინასწარმეტყველათ ადამიანის ქცევა
მთლიანობაში, მათ ასევე სურდათ, რომ მათი თეორიები ყოფილიყო ისეთივე დეტალური,
უნივერსალური და სრული, როგორიც ატომის თეორიაა ფიზიკაში. მრავალი ეს თეორია
გამოიყენებოდა სოციალური ქცევის ანალიზისთვის. იდეას, შეემუშავებინათ ერთიანი თეორია, აქვს
ძალიან დიდი მნიშვნელობა, მაგრამ დრომ აჩვენა, რომ პრობლემები, რომელსაც სწავლობს სოციალური
ფსიქოლოგია, საკმაოდ რთულია, რათა იგი რომელიმე ერთი საერთო თეორიის საშუალებით აიხსნას.

მიუხედავად ამისა, სხვადასხვა პრობლემების მიმართ სოციალურ–ფსიქოლოგიური მიდგომები არცთუ


იშვიათად ეფუძნება რომელიმე საბაზისო იდეას, რომელიც გამომდინარეობს წარსულში
შემუშავებული საერთო თეორიებიდან. თანამედროვე სოციალურ ფსიქოლოგიაში ფსიქოანალიტიკური
თეორიის კვალი ყველაზე ნათლად ჩანს სოციალურ ცხოვრებაში მოტივაციის და ემოციის ანალიზისას.
სოციალური ფსიქოლოგები აღიარებენ, რომ ქცევაზე გავლენას ახდენს პირადი მოტივები და
ადამიანების ემოციური რეაქციები, რომელიც გამოწვეულია სიტუაციებიდან და სხვა ადამიანებისგან.
ბიჰევიორიზმის მემკვიდრეობა ინახავს კავშირებს სოციალურ ქცევაზე დასწავლის გავლენის პროცესის
შესწავლაზე. მაგალითად, სოციალურ ფსიქოლოგებს აინტერესებთ, თუ როგორ ვსწავლობთ, რათა
სხვებისთვის სასარგებლო ვიყოთ, ან დავემორჩილოთ ძალაუფლებას, ან მივემხროთ კონსერვატიულ
პოლიტიკურ შეხედულებებს. და ბოლოს, გეშტატლტფსიქოლოგიის მემკვიდრეობა
განსაკუთრებულად ვლინდება იმ საკითხებზე ყურადღების გამახვილებაში, რომელსაც თანამედროვე
მეცნიერება უთმობს სოციალური შემეცნების პრობლემებს, იმის კვლევებში, თუ როგორ აღვიქვამთ და
გვესმის ჩვენი სოციალური სამყარო. უკანასკნელ წლებში გეშტალტფსიქოლოგიის ძირითადმა
პრინციპებმა ფართო გავრცელება ჰპოვა, რომელსაც შევეხებით მე–2 თავში.

სოციალური ფსიქოლოგიის თეორიები

შემდგომ თავებში ჩვენ განვიხილავთ სოციალური ფსიქოლოგიის უფრო მნიშვნელოვან თანამედროვე


თეორიებს. ჩვენი განხილვა არ გულისხმობს ამ თეორიების დეტალურ და ყოველმხრივ ანალიზს. ჩვენ

5
უფრო გვსურს გადმოვცეთ მისი ძირითადი არსი და განსაკუთრებით, ყურადღებას მივაქცევთ მათ
შორის არსებულ განსხვავებებს. იმისათვის, რომ შევადაროთ ეს თეორიები, ჩვენ თითეულ მიდგომას
გამოვიყენებთ კონკრეტული პრობლემის განხილვის მაგალითზე, თუ როგორ ხსნიან ეს თეორიები
ძალადობრივ დანაშაულს.

განვიხილოთ სიტუაცია. ერთხელ, ღამის 3 საათზე, პოლიციელმა დაინახა ლარი, სკოლიდან


გარიცხული მოზარდი, რომელიც ღვინის მაღაზიის უკანა კარებიდან გამოდიოდა ფულით სავსე
ჩანთით. ღამით მაღაზია ისევე, როგორც ბევრი სხვა დაწესებულება, დიდი ხნის დაკეტილი იყო.
პოლიციელმა ლარის უბრძანა გაჩერებულიყო და ხელები მაღლა აეწია. ლარი მოტრიალდა, ამოიღო
ჯიბიდან იარაღი, ესროლა პოლიციელს და დაჭრა ფეხში. მოგვიანებით ლარი დაიჭირეს და ციხეში
გაუშვეს. სტატისტიკის მიხედვით, ლარის ციხეში ყოფნა არ იქნება ნაყოფიერი და კარგი შედეგის
მომტანი. იგი საზოგადოებას დაუჯდება საკმაოდ დიდი თანხა, და ალბათობა, რომ ეს ახალგაზრდა
მომავალშიც განაგრძობს დანაშაულის ჩადენას, დიდია. ჩვენ ამ მაგალითს განვიხილავთ სოციალური
ფსიქოლოგიის თანამედროვე თეორიების განხილვის დროს.

მოტივაციური თეორიები

ამ თეორიისთვის დამახასიათებელი ზოგადი კონცეფცია დაფუძნებულია ადამიანის


მოთხოვნილებებსა და მოტივებზე. ისევე, როგორც ყოველდღიური ცხოვრება, ასევე სოციალურ–
ფსიქოლოგიური კვლევები გვაძლევს უამრავ მაგალითს, თუ რა გავლენას ახდენენ ჩვენი
მოთხოვნილებები ჩვენს აღქმაზე, განწყობებზე და ქცევაზე. მაგალითად, საკუთარი ღირსების
გრძნობის ასამაღლებლად და საკუთარი თავის მიმართ პატივისცემის მოთხოვნილების
დასაკმაყოფილებლად, ჩვენ ჩვენს წარუმატებლობებში შეიძლება დავადანაშაულოთ სხვა ადამიანები,
ხოლო წარმატებები ჩვენს დამსახურებად ჩავთვალოთ.

ადამიანის მოტივაციის ფრეიდისტული ანუ ფსიქოანალიტიკური თვალსაზრისი ხაზს უსვამს


რამდენიმე თანდაყოლილი ძლიერი იმპულსების ან განზრახვების მნიშვნელობას, განსაკუთრებით
იმას, რომელიც ასოცირდება სექსუალურობასა და აგრესიასთან. ამ მიდგომებთან შედარებით,
სოციალური ფსიქოლოგები განიხილავენ მთელ რიგ გაცილებით მრავალრიცხოვან და სხვადასხვაგვარ
ადამიანურ მოთხოვნილებებს და სურვილებს. გარდა ამისა, სოციალური ფსიქოლოგები
განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ იმ გზებს და ხერხებს, რომელთა საშუალებითაც გარკვეულ
სიტუაციებს და სოციალურ ურთიერთობებს შეუძლიათ დასაბამი მისცენ სხვადასხვა
მოთხოვნილებებს და განზრახვებს. მაგალითად, სახლიდან კოლეჯში სასწავლებლად წასვლა ხშირად
უჩენს ახალგაზრდებს მარტოობის განცდას. საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა ანგრევს
დამკვიდრებულ სოციალურ კავშირებს და ურთიერთობის წყაროებს და მიყავს სიახლოვის და
„მიკუთვნებულობის“ დაუკმაყოფილებელ მოთხოვნილებამდე. სურვილი, რომ კოლეჯში გაიჩინონ
ახალი მეგობრები, ახალბედა სტუდენტებს უბიძგებს გაერთიანდნენ კლუბებში, დაესწრონ
საზოგადოებრივ ღონისძიებებს და გააბან ნაცნობობა უცნობ ადამიანებთან კაფეტერიებში. შეიძლება
ურთიერთობის დაუკმაყოფილებელმა მოთხოვნილებებმა იქამდე მიგვიყვნოს, რომ ზოგიერთი
სტუდენტი ამგვარ დისკომფორტის შეგრძნებებისგან თავის დაღწევას ცდილობს იმით, რომ ან
სრულიად ჩაიძიროს სწავლის პროცესში, ან დაიწყოს ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოხმარება.

6
ძირითადი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ სიტუაციებმა შეიძლება შექმნან ან გამოიწვიონ
მოთხოვნილებები, რომელთაც თავის მხრივ ადამიანი მიყავს იქამდე, რომ ისინი იწყებენ რაიმე
ფორმით ისეთი ქცევების განხორციელებას, რათა შეიმცირონ ეს მოთხოვნილებები.

იმისათვის, რომ გავიგოთ ლარის ქცევა, თუ რატომ გაქურდა ღვინის მაღაზია, სოციალური
ფსიქოლოგი, რომელიც იყენებს მოტივაციურ მიდგომას, შეეცდებოდა გაეგო მისი ფსიქოლოგიური
მოთხოვნილებები. იყო თუ არა ლარის ქცევა მოტივირებული ფულის მოთხოვნილებით, იმისათვის
რომ შეეძინა საჭმელი ან ნარკოტიკები, რომელსაც იგი იყენებდა? თუ ქურდობა მისთვის იყო
საშუალება, რათა თავის თანატოლებს შორის მიეღწია გაერკვეული სტატუსისთვის? ხომ შეიძლება
ლარიმ შიშის ან გაბრაზების გამო ესროლა პოლიციელს? მკვლევარი, რომელიც იყენებს სოციალურ–
ფსიქოლოგიურ ანალიზს, შეიძლება უფრო შორს წავიდეს და შეეცადოს, რომ დეტალურად
შეისწავლოს ის გზები და ხერხები, რომლის საშუალებითაც ლარის სოციალურმა გარემოცვამ უბიძგა
გაჩენოდა გარკვეული მოთხოვნილებები და მოტივები, რომელმაც იგი მიიყვანა ქურდობამდე და
იარაღის გამოყენებამდე. სოციალურ ფსიქოლოგებს უჩნდებათ სურვილი, შეისწავლონ სხვა
ახალგაზრდებიც, რომლებიც ჩადიან შეიარაღებულ ძარცვას, რათა განაზოგადონ ინფორმაცია
დანაშაულებრივ ქმედებას და მოტივაციას შორის.

დასწავლის თეორია

დასწავლის თეორიის ცენტრალური იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანის ქცევა აწმყოში
განსაზღვრულია მისი წარსული გამოცდილებით. ნებისმიერ მოცემულ სიტუაციაში ადამიანი
სწავლობს გარკვეულ ქცევას, რომელიც დროთა განმავლობაში შეიძლება ჩვევად ჩამოყალიბდეს.
ვარდება რა მსგავს სიტუაციაში, ადამიანს აქვს მიდრეკილება მოიქცეს მისთვის ჩვეული ქცევით.
მაგალითად, როდესაც შუქნიშანზე ინთება წითელი სინათლე, ჩვენ ჩვეულებრივ ვჩერდებით, იმიტომ,
რომ სწორედ ასეთი რეაგირება ვისწავლეთ წარსულში. ალბერტ ბანდურას (Bandura, 1977) და სხვა
მკვლევარების მიერ გამოყენებულმა ამგვარმა მიდგომამ სოციალური დასწავლის თეორიის სახელი
მიიღო.

არსებობს სამი ძირითადი მექანიზმი, რომელთა საშუალებით ხორციელდება დასწავლა. ერთ-ერთი


არის ასოციაცია, ანუ პირობითი რეფლექსების კლასიკური ჩამოყალიბება. პავლოვის ძაღლებმა
ისწავლეს ნერწყვის გამოყოფა ზარის ხმაზე, იმიტომ, რომ ყოველთვის, როდესაც ზარის ხმა გაისმოდა
მათ აძლევდნენ საკვებს. ადამიანები, ზოგჯერ სწავლობენ ემოციებს ასოციაციების დახმარებით.
კბილის ექიმთან ყველაზე მტკივნეული ვიზიტის შემდეგ ბურღის ხმის გაგონებამ ან „კბილის ექიმის“
უბრალო გახსენებამაც კი, შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის გაღიზიანება.

დასწავლის მეორე მექანიზმია განმტკიცება, პრინციპი, რომელსაც ნაწილობრივ შეისწავლიდა ბ.ფ.


სკინერი. ადამიანები სწავლობენ გარკვეული სახის ქცევას, რადგან მას მოყვება სასიამოვნო ან
მოთხოვნილების დამაკმაყოფილებელი ქმედება (ან იგი სწავლობს გაექცეს რაიმე სახის ქცევას, რადგან
მას თან ახლავს უსიამოვნო შედეგები). ბავშვმა შეიძლება ისწავლოს სხვა ადამიანების დახმარება,
იმიტომ, რომ მშობლები მას აქებენ ასეთი საქციელის გამო. ან უფროსი კლასის მოსწავლემ შეიძლება
ისწავლოს ის, რომ არ უნდა შეეწინააღმდეგოს მათემატიკის მასწავლებელს კლასში, რადგან,

7
ყოველთვის, როდესაც იგი ეწინააღმდეგება მას, მასწავლებელი ბრაზდება და საკმაოდ მკაცრად და
უხეშად პასუხობს.

სწავლების მესამე მექანიზმია დასწავლა დაკვირვების საშუალებით. ადამიანები ხშირად სოციალურ


განწყობებს და ქცევებს სწავლობენ იმით, რომ უბრალოდ აკვირდებიან სხვა ადამიანებს, რომელიც
განისაზღვრება ტერმინით „მოდელი“. ბავშვები სწავლობენ მეტყველების რეგიონალურ ან ეთნიკურ
თავისებურებებს, როდესაც უსმენენ გარშემომყოფი ადამიანების მეტყველებას. მოზარდებმა შეიძლება
შეიძინონ თავიანთი პოლიტიკური შეხედულებები, როდესაც უსმენენ მშობლების საუბრებს
არჩევნების დროს. დაკვირვების საშუალებით დასწავლის დროს ინფორმაციის ძალზე მნიშვნელოვანი
წყაროა სხვა ადამიანები. დაკვირვების საშუალებით დასწავლა მიმდინარეობს ყოველგვარი გარეგანი
განმტკიცების გარეშე. თუმცა გადაწყვეტილებაზე, განახორციელოს თუ არა ესა თუ ის ქცევა, რომელიც
შეითვისა დაკვირვების საშუალებით, გავლენას ახდენს ამ ქცევის შემდგომი შედეგები. მაგალითად
პატარა ბიჭმა შეიძლება ბევრი რამ გაიგოს თოჯინების შესახებ, როდესაც აკვირდება თავის დებს,
მაგრამ არ უჩნდება სურვილი ითამაშოს მათთან ერთად, რადგან მისი მშობლები, რომლებსაც
ტრადიციული შეხედულება აქვთ, ამბობენ: „ბიჭები თოჯინებით არ თამაშობენ“. იმიტაცია, ან
მოდელირება ვლინდება მაშინ, როდესაც ადამიანი არა მარტო აკვირდება, არამედ ფაქტიურად
მოდელის ქცევის კოპირებას აკეთებს.

მიდგომა, რომელიც ახასიათებს ამ თეორიას, გულისხმობს ქცევის მიზეზების პოვნას ინდივიდის


დასწავლის წარსულ ისტორიაში. ლარის მაგალითს თუ განვიხილავთ, რომელმაც პოლიციელს
ესროლა, ჩვენ შეიძლება ვიცით, რომ პოლიციელებთან წინა დაპირისპირებებში, ისინი იყვნენ უხეშები,
უზრდელები, მტრულად განწყობილები, ავლენდნენ უნდობლობას და ზიზღს. სავარაუდოა, რომ
წარსულში ლარის შეემთხვა რაღაცა ისეთი, რამაც განამტკიცა მისი ძალადობასთან დაკავშირებული
რეაქციები სიტუაციებზე, სადაც კონფლიქტი იყო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ან შესაძლოა
მისი მამა ხშირად იყენებდა თავის ქცევაში ძალადობას, რამაც ასწავლა ლარის ძალადობრივი ქცევის
მოდელის იმიტირება გაეკეთებინა. მეცნიერები, რომლებიც დასწავლის თეორიას იყენებენ,
განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ წარსულ გამოცდილებას და ნაკლებს – მიმდინარე სიტუაციის
დეტალებს.

კოგნიტური თეორიები

კოგნიტური მიდგომისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ადამიანის ქცევა


დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აღიქვამს იგი სოციალურ სიტუაციას. კურტ ლევინმა გამოიყენა
გეშტალტფსიქოლოგიის იდეა სოციალური ფსიქოლოგიის მიმართ, სადაც ხაზი გაუსვა სოციალური
გარემოს მნიშვნელობას ინდივიდის აღქმაში, – რასაც ლევინმა უწოდა ადამიანის „ფსიქოლოგიური
ველი“. ლევინის აზრით, ქცევაზე გავლენას ახდენს როგორც ინდივიდუალური პიროვნული
თვისებები (ისეთები, როგორიც არის უნარები, ხასიათი, მიდრეკილებები, რომელიც ფორმირდება
გენეტიკურ დონეზე), ასევე სოციალური გარემო იმ სახით, თუ როგორ აღიქვამს მას ადამიანი.

კოგნიტური მიმართულების ძირითადი იდეის თანახმად, ადამიანებს აქვთ ტენდენცია უნებლიედ ან


ნებისმიერად დააჯგუფონ საგნები ან გაანაწილონ ისინი კატეგორიების მიხედვით. ბიბლიოთეკაში
თქვენ ხედავთ წიგნების რიგებს, რომლებიც აწყვია თაროებზე, როგორც ერთი მთლიანი და არა
8
მრავალი ცალკეული წიგნი. თქვენ შეიძლება აღიქვათ ბიბლიოთეკაში მყოფი ადამიანები ჯგუფებად:
როგორც ბიბლიოთეკის თანამშრომლები და სტუდენტები, ან როგორც რიგში მდგომები რეგისტრაციის
მაგიდასთან, ან როგორც შეყვარებული წყვილები. სახლში ჭუჭყიანი ჭურჭლის გროვას, რომელიც
სამზარეულოს ნიჟარაშია ჩაწყობილი თქვენ აღიქვამთ, როგორც არასასიამოვნო მთლიან სურათს და
არა ცალკეულ თეფშს. ჩვენ გვახასიათებს დავაჯგუფოთ ნივთები მარტივი პრინციპით, ისეთით,
როგორიც არის მსგავსება (თეფშები უფრო გავს ერთმანეთს, ვიდრე ქურას ან მაცივარს, ამიტომ მათ
ვაჯგუფებთ ერთად), სიახლოვე (წიგნები, რომლებიც ერთ რიგშია დაწყობილი შეესაბამება ერთმანეთს,
ხოლო მაგიდაზე მიმოყრილი წიგნები, არა) და წარსული გამოცდილება (სანტა კლაუსი და საშობაო
ნაძვის ხე შეესაბამება ერთმანეთს ისე, როგორც ექიმი და სტეტოსკოპი, მაგრამ სანტა კლაუსი და
სტეტოსკოპი ერთმანეთს არ შეესაბამებიან).

მეორე მხრივ, ადამიანები მზად არიან აღიქვან ერთი სახის საგნები, როგორც უფრო გამოყოფილი
(ფიგურა), ხოლო სხვები, როგორც გარშემო ფონის ნაწილი (ფონი). ჩვეულებრივ, ფერადი, მოძრავი,
ხმაურიანი, განსხვავებული ან ახლომდებარე სტიმულები გამოიყოფა უფრო ფიგურის სახით, მაშინ,
როდესაც სუსტი, უფერული, უმოძრაო, ჩუმი, ჩვეული და დაშორებული სტიმულები შეადგენენ ფონს.
მაგალითად ფეხბურთის თამაშის დროს ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ თაყვანისმცემელთა ლიდერებს არა
იმიტომ, რომ ისინი მრავალრიცხოვანნი არიან, – ისინი შესაძლებელია სულ პატარა ჯგუფი იყოს 100
000–იან მაყურებელთა შორის, არამედ იმიტომ, რომ ისინი ბევრს მოძრაობენ, ყვირიან, იქნევენ ხელებს
და ნათელ ფერებში არიან ჩაცმულები.

ეს ორი პრინციპი – ჩვენი მიდრეკილება, სპონტანურად დავაჯგუფოდ და კატეგორიებად გავანაწილოთ


ჩვენს მიერ აღქმული საგნები და ფოკუსირება გავაკეთოთ უფრო შესამჩნევ (ფიგურალურ)
სტიმულებზე – არის ძირითადი მატერიალური საგნების და სოციალური სამყაროს ჩვენეულ აღქმაში.
როგორც სოციალურად მოაზროვნე არსებები, ჩვენ ვცდილობთ ვიპოვოთ გააზრებული
ინტერპრეტაცია, თუ რას გრძნობენ ადამიანები, რა სურთ მათ, რას წარმოადგენენ, როგორც
პიროვნებები და ა.შ. უკანასკნელ წლებში სოციალურ ფსიქოლოგიაში კოგნიტურმა მიმართულებამ
განიცადა განვითარება კოგნიტური სფეროს ახალი შრომების წყალობით – მეცნიერების, რომელიც
სწავლობს ადამიანის მიერ ინფორმაციის გადამუშავების პროცესს. სოციალური შემეცნების შესწავლა
სოციალური ფსიქოლოგიის თვალსაზრისით კონცენტრირებულია იმაზე, თუ როგორ ვაგროვებთ
ერთიანად ინფორმაციას ადამიანებზე, სოციალურ სიტუაციებზე და ჯგუფებზე მათ შესახებ
დასკვნების ფორმირებისათვის (Fiske, Taylor, 1991). სოციალური შემეცნების მკვლევარები შეისწავლიან
ინფორმაციის ნაკადს, რომელსაც იღებს ადამიანი გარემოდან.

კოგნიტურ მიდგომებს გააჩნიათ ორი ძირითადი განმასხვავებელი დასწავლის თეორიების


მიდგომისგან. პირველ რიგში კოგნიტური მიდგომები ძირითად ყურადღებას უთმობენ მიმდინარე
აღქმას და არა წარსულ დასწავლას. მეორე, ისინი ხაზს უსმევენ ინდივიდუალური აღქმის
მნიშვნელობას და კონკრეტული სიტუაციების ინტერპრეტაციებს და არა მის ობიექტურ „რეალობას“,
რომელსაც შეიძლება ხედავდეს მიუკერძოებელი დამკვირვებელი. თუ დავუბრუნდებით ლარის
კანონთან შეჯახების ამბავს, შევნიშნავთ, რომ კოგნიტური მიდგომის თვალსაზრისით
განსაკუთრებული ყურადღება იყო გამახვილებული იმაზე, თუ ლარიმ როგორი ინტერპრეტაცია
გაუკეთა თავის სიტუაციას. როგორ აღიქვა თავისი ქმედება, როდესაც იღებდა ფულს? როგორ შეაფასა
პოლიციელის ქმედება, რომელსაც მისი შეჩერება უნდოდა? შესაძლოა, იგი პოლიციელს აღიქვამს

9
ადამიანად, რომლის მოვალეობაში შედის ადამიანების დაპატიმრება. სავარაუდოა, ლარი თვლიდა,
რომ კანონის წარმომადგენელს აქვს წინასწარი განწყობა ისეთი ადამიანების მიმართ, როგორიც
თვითონ არის. მას შეეძლო პოლიციელი განეხილა ისეთ ადამიანად, რომელიც წარმოადგენს
საშიშროებას (საფრთხეს), რომელიც არის სასტიკი და მიკერძოებული. საბოლოოდ, სწორედ ლარის
მიერ სიტუაციის ინტერპრეტაციამ მიიყვანა იგი იქამდე, რომ ესროლა პოლიციელს.

გადაწყვეტილების მიღების თეორიები

გადაწყვეტილების მიღების თეორიები თვლიან, რომ ინდივიდები ახდენენ დანაკარგების და


სარგებლის შეფასებას, რომელიც თან ახლავს სხვადასხვა სახის ქმედებებს და მარტივი ლოგიკით
ირჩევენ საუკეთესო ვარიანტებს, რომელიც დაფუძნებულია განსჯაზე. ისინი ირჩევენ ვარიანტებს,
რომლებიც უზრუნველყოფენ შედარებით მეტ სარგებელს და მინიმალურ დანაკარგებს.
გადაწყვეტილების მიღება გულისხმობს შესაძლო ქმედებების არგუმენტების შეფასებას „კი“
(სარგებელი) და „არა“–ს (დანაკარგები) მიხედვით და შემდგომ უკეთესი ალტერნატივების შერჩევას.
საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენას ახდენს „კი“ და „არა“ არგუმენტების შეფარდების
ძალა. დავუბრუნდეთ ლარის სიტუაციას და დავუშვათ, რომ მას აქვს შესაძლებლობა არჩევანი
გააკეთოს შემდეგ ვარიანტებს შორის: გაიქცეს, დანებდეს ან ისროლოს. იგი ფიქრობს, რომ თუ გაქცევას
შეეცდება, მას შეიძლება ესროლონ და მოკლან, რაც მნიშვნელოვნად ამაღლებს ამ მოქმედების
„დანაკარგების ღირებულებას“. თუ იგი დანებდება, მაშინ მოხვდება ციხეში, რაც შეიძლება შეფასდეს,
საკმაოდ დიდ „ფასად“. თუმცა მან შეიძლება იფიქროს, რომ თუ ესვრის პოლიციელს, იგი შეძლებს
გაქცევას და თან ფულით.

მოსალოდნელი სარგებლის თეორია აფართოებს დანაკარგების და სარგებლის გაგებას, ამატებს რა იმ


ალბათობის შეფასებას, რომ თითეული ალტერნატივა ნამდვილად იქნება რეალიზებული (Edwards,
1954). მოცემული თეორია ამტკიცებს, რომ გადაწყვეტილება ეფუძნება ორი ფაქტორის კომბინაციას: 1.
თითეული შესაძლო შედეგის ან ალტერნატივის ღირებულება და 2. შესაძლებლობა ან „მოლოდინი“,
რომ გადაწყვეტილების მიღებისას თითეული შედეგი ნამდვილად იქნება მიღწეული. ლარი შეიძლება
შეეცადოს გაქცევას, მიუხდავად იმისა, რომ მას შეიძლება ესროლონ, რაც უეჭველია, მნიშვნელოვნად
ამაღლებს განზრახული მოქმედების ფასს. მაგრამ მან შეიძლება ივარაუდოს, რომ შესაძლებელია
პოლიციელმა ვერ შეძლოს მიზანში მოახვედროს მას ტყვია, რადგან ღამეა, უკანა ეზოში ბნელა და
სადაც ბევრი წინააღმდეგობაა, რომელიც ხელს შეუშლის ზუსტ გასროლაში. ამიტომ, იმის
შესაძლებლობა, რომ მას ნამდვილად მოხვდება ტყვია, მცირეა. ციხეში ყოფნა უფრო უკეთესი
ვარიანტია, ვიდრე ტყვიით სიკვდილი, მაგრამ დანებების მცდელობა ნიშნავს, რომ იგი ციხეში დაჭერას
ვერ გაექცევა. იმის ალბათობა, რომ თუ დანებდება პოლიციელს, იგი აუცილებლად მოხვდება ციხეში,
ძალიან მაღალია.

ზოგჯერ, ჩვენს მიერ გადაწყვეტილებების მიღება ხორციელდება რაციონალური პროცედურების


მკაცრი დაცვის შედეგად, რომელიც გადაწყვეტილების მიღების თეორიების შემადგენელია.
მაგალითად სტუდენტი თუ ირჩევს ორი კოლეჯიდან რომელში უნდა ჩააბაროს, მას შეუძლია
ჩამოწეროს ყველა „დიახ“ და „არა“ არგუმენტი, რომელიც დაკავშირებულია თითეულ სასწავლო
დაწესებულებასთან, შეაფასოს თითეული ჩამოთვლილი ფაქტორის მნიშვნელობა და შექმნას ქულებით

10
შეფასების სისტემა, რომელიც უჩვენებს, თუ რომელი კოლეჯია უკეთესი. თუმცა, სოციალური
ფსიქოლოგები ასევე აღიარებენ, რომ რეალურ ცხოვრებაში განსჯა და გადაწყვეტილება ყოველთვის
მკაცრად არ არის რაციონალურობით განსაზღვრული. როგორც მე–2 თავში ვნახავთ, ადამიანები
ხშირად იყენებენ უმოკლეს გზებს, რომელიც საშუალებას აძლევთ მიიღონ გადაწყვეტილება,
ჩამოაყალიბონ თავიანთი მოსაზრება ან სწრაფად და ეფექტურად გადაწყვიტონ პრობლემები, მაგრამ
არა ყოველთვის დასაბუთებულად და შესაბამისად არა მკაცრი რაციონალური სტანდარტებით. ამის
გარდა მრავალ მოსაზრებაზე და გადაწყვეტილებაზე გავლენას ახდენს მოტივაციური ფაქტორები,
როგორიც არის ემოციური რეაქციები და პირადი მიზნები. გამოსაშვები კლასის მოსწავლე, რომელიც
ცდილობს შეარჩიოს ორი კოლეჯიდან ერთერთი, შეიძლება მივიდეს ფორმალურ
„გადაწყვეტილებამდე“, რომელიც დაფუძნებულია „დიახ“ და „არა“ არგუმენტების შეფასებაზე
თითეული კოლეჯის მიმართ, მაგრამ თუ პასუხი „სწორი არ მოგვეჩვენება“, ანუ არ შეესაბამება მის
ემოციურ მდგომარეობას, უფროსკლასელი იგნორირებას გაუკეთებას ქულებით შეფასების სიტემას და
გადაიხრება იქით, რომელსაც ემოციურად უფრო მისაღებად თვლის. მოკლედ, შეიძლება ვთქვათ, რომ
გადაწყვეტილების მიღების რაციონალური მოდელები ყოველთვის არ გამოიყენება ყოველდღიურ
ცხოვრებაში საკითხების და პრობლემების გადასაწყვეტად. არსებობს საზღვრები, რომელიც
განსაზღვრავს იმ ზღვარს, სადამდეც ადამიანები რეალურად იყენებენ რაციონალურ პრინციპებს
თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ურთიერთდამოკიდებულების თეორიები

ურთიერთდამოკიდებულების თეორიებს ანალიზის ძირითადი ასპექტი გადააქვთ ცალკეული


ინდივიდების ქცევიდან ორი ან მეტი ინდივიდის ქცევაზე, რომლებიც ურთიერთობენ ერთმანეთთან.
ურთიერთობის პროცესში ადამიანები გავლენას ახდენენ ერთმანეთზე. მაგალითად, როდესაც მამა
ეხმარება თავის პატარა ვაჟიშვილს ჩაცმაში, შეუძლია აჩვენოს, როგორ იკვრება ღილები პერანგზე და
თავის გარჯისთვის დაჯილდოებული იქნება ბავშვის მხრიდან მადლიერებით, რომელსაც ჩახუტებით
გამოხატავს. როდესაც ორი ადამიანი გავლენას ახდენს ერთმანეთის აზრებზე, გრძნობებზე ან ქცევაზე,
ისინი ურთიერთდამოკიდებულები არიან. ურთიერთდამოკიდებულება, როგორც ტერმინი, ნიშნავს,
რომ შედეგები, რომელსაც იღებს ერთი ადამიანი, დამოკიდებულია, თუნდაც ნაწილობრივ სხვა
ადამიანის ქცევაზე და პირიქით. ნებისმიერი მშობლისთვის ცნობილია, რომ ბავშვები ყოველთვის არ
აფასებენ სწორად მშობლების მცდელობას, რომ დაეხმარონ ჩაცმაში. ამიტომ, იმის ნაცვლად, რომ მამას
ჩაეხუტოს, ბიჭმა შეიძლება პირიქით გაბრაზებული წინააღმდეგობა გაუწიოს და განაცხადოს, რომ
თვითონ ჩაიცვამს და გაიქცევა ოთახიდან. მშობლის და შვილის ამ მოქმედების შედეგი – იქნებიან თუ
არა კარგ ან ცუდ ხასიათზე მამა შვილი, სწრაფად ჩაიცვამს თუ არა ბავშვი – დამოკიდებულია ორივე
პარტნიორის მოქმედებაზე.

ურთიერთდამოკიდებულების მიდგომის ნათელი მაგალითია სოციალური გაცვლის თეორია.


სოციალური გაცვლის პრინციპები ჩამოყალიბდა იმ მკვლევარების ნაშრომების საფუძველზე,
რომლებიც შეისწავლიდნენ დასწავლის პროცესებს და ასევე, ვინც ქმნიდა გადაწყვეტილების მიღების
თეორიებს. სოციალური გაცვლის თეორია აანალიზებს ადამიანებს შორის ურთიერთობას სარგებლისა
და დანაკარგების თვალსაზრისით, რომლის საშუალებითაც ინდივიდები ურთიერთობენ ერთმანეთში.
ზოგჯერ ადამიანები ახორციელებენ ექსპლიციტურ გაცვლას. მაგალითად თქვენ შეგიძლიათ
11
დათანხმდეთ, რომ დაეხმაროთ თქვენს ჯგუფელს ესპანურის სწავლაში იმის სანაცვლოდ, რომ ის
დაგეხმარებათ მოგამზადოთ უმაღლეს მათემატიკაში. ან მაგალითად, გაცხარებული კამათის დროს
თქვენ შეგიძლიათ ერთმანეთს გაუცვალოთ (უთხრათ) შეურაცხმყოფელი სიტყვები. მაგრამ, მაშინაც კი,
როდესაც თქვენ ვერც კი აცნობიერებთ ამას, ურთიერთქმედების პროცესი ქმნის სარგებელს
(ინფორმაცია, გამამხნევებელი ღიმილი, განცდა, რომ ვიღაცას უყვარხარ და სხვა.) და დანაკარგებს
(მოწყენა; არამხარდაჭერა; განცდა, რომ შენი არავის არ ესმის და სხვა) მათში მონაწილე
ადამიანებისათვის.

სოციალური გაცვლის თეორია ანალიზს უკეთებს პიროვნებათაშორის ურთიერთქმედებას თითეული


ადამიანის დანაკარგების და სარგებლის საფუძველზე, რომელსაც განსაზღვრავს ის შესაძლო ხერხები,
რომლის საშუალებითაც ადამიანები შედიან ურთიერთობაში. მაგალითად ლარის და პოლიციელის
ურთიერთობა შესაძლებელია მტრული გახდეს, მათი ინტერესების კონფლიქტის გამო. ლარი მიიღებს
სარგებელს, თუ გაიქცევა; მაშინ, როდესაც პოლიციელის სარგებელია დამნაშავის დაჭერა. და პირიქით,
გაცვლის თეორიის საფუძველზე ექთნის და პაციენტის ურთიერთობის ანალიზი გვიჩვენებს, რომ
პაციენტი თუ თანამშრომლობს ექთანთან, ორივე იღებს სარგებელს (პაციენტს აქვს კარგი მოვლა, მას
ეხმარებიან გამოჯანმრთელებაში უფრო მოკლე ვადებში) და სარგებელი, რომელსაც იღებს ექთანი
კეთილგანწყობის გამოვლენის შემთხვევაში (პაციენტი თანამშრომლობს მასთან, ექთანს კი ექმნება
კარგი სპეციალისტის რეპუტაცია). მოცემულ შემთხვევაში ორივე მხარის ინტერესი ემთხვევა
შეთანხმებულ და მეგობრულ ურთიერთქმედების განხორციელებას. სოციალური გაცვლის თეორია
განსაკუთრებით სასარგებლოა ისეთი სიტუაციის ანალიზისას, როდესაც ხდება გარიგება, როდესაც
ორი მხარე უნდა მივიდეს შეთანხმებამდე, მიუხედავად იმისა, რომ გააჩნიათ საკუთარი ინტერესებიც.
მოცემული თეორიის შემუშავებაში დიდი წვლილი შეიტანა ჰაროლდ კელიმ და სხვა მეცნიერებმა,
რომლებიც ცდილობდნენ გამოეყენებინათ ეს დებულებები მეგობრებს და ოჯახის წევრებს შორის
პიროვნული ურთიერთობებისას. სოციალური გაცვლის თეორია დეტალურად არის აღწერილი მე–9
თავში.

სოციოკულტურული თეორიები

უკანასკნელ წლებში სოციალური ფსიქოლოგები დიდ ყურადღებას უთმობენ იმას, თუ რა გავლენას


ახდენს ადამიანების განსხვავებული სოციალური წარმომავლობები მათ აზროვნებაზე, გრძნობებზე და
ქცევებზე (Fiske, Kitayama, markus & nisbett, 1997; smith, Bond, 1994). მაგალითისთვის განვიხილოთ
ადამიანების ცხოვრების ტემპი. ზოგიერთ კულტურაში პუნქტუალურობას აქვს ძალიან დიდი
მნიშვნელობა და ცხოვრების საერთო ტემპი შედარებით მაღალია. სხვა კულტურებში ადამიანებისთვის
დამახასიათებელია დროის მიმართ ნაკლებად სერიოზული დამოკიდებულება და მათი
ყოველდღიური ცხოვრების შედარებით ნელი ტემპი.

კულტურული განსხვავებულობების კვლევას, რომელიც ვლინდებოდა ცხოვრების ტემპში,


აწარმოებდა რობერტ ლევაინი. ერთერთი კვლევის დროს ლევაინი (Levine, 1998) ეკითხებოდა აშშ–ს და
ბრაზილიის კოლეჯების სტუდენტებს, თუ რამდენ ხანს შეუძლიათ დაელოდონ მეგობრის მოსვლას
წინასწარ დაგეგმილ სადილზე, მანამ სანამ მას დაგვიანებულად ჩათვლიან. ამერიკელები ამბობდნენ,
რომ დაგვიანებულად ჩათვლიან დანიშნული დროიდან 19 წუთის შემდეგ, ხოლო ბრაზილიელებმა

12
ორჯერ მეტი დრო დაასახელეს, დანიშნული დროდან 43 წუთის შემდეგ ჩათვლიდნენ, რომ მათმა
მეგობარმა დაიგვიანა.

ედუარდ ჰოლი (Hall, 1959) აღწერდა დროის გამოყენების დაუწერელ კულტურულ წესებს, როგორც
„უსიტყვო ენას“, რომელსაც ჩვენ ვსწავლობთ მოცემულ კულტურაში ყოფნის დროს. კულტურული
განსხვავების ცოდნის არქონამ, რომელიც დროსთან არის დაკავშირებული, შეიძლება ადამიანებს
შეუქმნას პრობლემები, რომლებიც მოგზაურობენ სხვა ქვეყნებში. მაგალითად, ამერიკის მშვიდობის
კორპუსის მოხალისეები ამბობდნენ, რომ სხვა ქვეყნებში მათთვის ყველაზე პრობლემური იყო
ცხოვრების შედარებით ნელი ტემპის შეჩვევა და პუნქტუალობის არქონა, ვიდრე უცხო საკვები ან
ცხოვრების წესის განსხვავებული სტანდარტები (Spradley, Phillips, 1972).

მსგავსი განსხვავებების გაგების მცდელობისას, ფსიქოლოგები მივიდნენ კულტურის მნიშვნელობის


აღიარებამდე, რადგან რწმენები, ტრადიციები, ღირებულებები და ქცევის თავისებურებები საერთოა
გარკვეული ჯგუფისათვის. ასეთი ჯგუფები შეიძლება იყვნენ ერები, ეთნიკური ჯგუფები, რელიგიური
თემები, ასევე მოზარდების ბანდები ან კოლეჯის საძმოს წევრები. კულტურა გადადის ერთი
თაობიდან მეორეზე სოციალიზაციის პროცესში. მაგლითად, ბავშვებს შეუძლიათ შეითვისონ
თავიანთი კულტურა არა მხოლოდ მშობლების და მეგობრების მაგალითზე, არამედ წიგნებიდან და
სატელევიზიო პროგრამებიდან. უნივერსიტეტის საძმოს და ქალთა კლუბის ახალმა წევრებმა უნდა
ისწავლონ ტრადიციები, სიმღერები და თავიანთი ჯგუფების საიდუმლოებები უფროსი წევრებისგან.

კულტურის ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია სოციალური ნორმები – წესები და მოლოდინები,


რომელიც ეხება იმას, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ჯგუფის წევრები. სოციალური წესები მართავენ
ქცევის ასპექტების განსაკუთრებით ფართო სპექტრს – დაწყებული იქიდან, თუ რამდენად ახლო
მანძილზე უნდა ვიდგეთ მეგობართან საუბრის დროს, დამთავრებული იმით, თუ რომელი
ტანსაცმელი უნდა გვეცვას (ან არ გვეცვას) პლაჟზე. ზოგიერთი ნორმა გამოიყენება სოციალური
ჯგუფის ყველა წევრის მიმართ, დამოუკიდებლად მათი სტატუსისა და სოციალური მდგომარეობისა.
ყველა ვალდებულია სტუდენტური ქალაქის ტერიტორიაზე დაიცვას საგზაო მოძრაობის წესები და
ნაგავი ურნაში ჩაყაროს. მაგრამ ხშირად ნორმები განისაზღვრება ინდივიდის მდგომარეობით,
მაგალითად იმით, არის მოცემული პირი მასწავლებელი თუ სტუდენტი. პროფესორის მოვალეობაში
შედის მოვიდეს მეცადინეობებზე დროულად, მოამზადოს სალექციო მასალები, მოაწყოს განხილვები
სტუდენტებთან ერთად, შეადგინოს და შეაფასოს საკონტროლო ნამუშევრები, მიიღოს მონაწილეობა
კოლეჯის კომიტეტის მუშაობაში და ა.შ. სხვა ნორმები გამოიყენება სტუდენტების მიმართ, რომლებიც
ვალდებულები არიან მეცადინეობის დროს აკეთონ ჩანაწერები, მოემზადონ საკონტროლო
წერისათვის, წერონ თემები სემესტრის ბოლოს, შეიტანონ სწავლების გადასახადი და ა.შ.

სოციალური როლის გაგება ეხება ნორმების კრებულს, რომელსაც იყენებენ ადამიანები და რომელთაც
უკავიათ გარკვეული მდგომარეობა, მაგალითად, როგორიც არის მასწავლებელი და სტუდენტი.
ერთერთი შეხედულებით, სოციალური როლის შესახებ, ხდება „ხატის“ (სახე) სისტემის გამოყენება,
რომელიც ნასესხებია თეატრალური ცხოვრებიდან. ინდივიდი, რომელიც მოღვაწეობს საზოგადოებაში,
გავს მსახიობს, რომელიც თამაშობს პიესაში. თეატრში სცენარი განსაზღვრავს სცენას, როლს, რომელიც
უნდა ითამაშოს თითეულმა მსახიობმა და კარნახობს, თუ რა უნდა თქვან და გააკეთონ მსახიობებმა.
მსგავსი სახით კულტურები ჩვენ გვაძლევენ წინასწარ განსაზღვრულ უამრავ სოციალური ქცევის წესს.
მაგალითად, როდესაც ბავშვები იწყებენ სკოლაში სწავლას, ისინი ითვისებენ კლასში ქცევის მრავალ
13
წესს, რომელთა შორისაც არის მაგალითად: აუცილებელი მოთხოვნა, იჯდეს ჩუმად და როდესაც რამის
თქმა სურს, ხელი აწიოს. ოჯახში მამაკაცის ტრადიციული როლია, იყოს მომმარაგებელი (შემომტანი),
ხოლო ცოლის – აღზარდოს შვილები და ოჯახში წესრიგი დაამყაროს.

ქცევის გაგების დროს სოციოკულტურული მიდგომა სასარგებლოა გარკვეული სოციალური ან


კულტურული კონტექსტის შიგნით. თუ დავუბრუნდებით მაგალითს, როდესაც ლარი ძარცვავს
ღვინის მაღაზიას და ესვრის პოლიციელს, ჩვენ ბოლოს და ბოლოს შეგვიძლია გამოვარკვიოთ, რომ
ლარი ეკუთვნის მოზარდების რომელიმე ბანდას. შესაძლებელია, ამ ბანდაში მშვიდად უყურებენ
ფულის მოპარვას, ხოლო ის წევრები, რომლებიც იარაღს ატარებენ იძენენ უფრო მაღალ სტატუსს.
ბანდას, რომელსაც ლარი ეკუთვნის, თავის არსებობის ისტორიაში შეიძლება ქონდეს პოლიციასთან
შეიარაღებული შეტაკების გამოცდილება, რაც მასში იწვევს ეჭვს და იმ სწრაფ მოქმედებას, რა
სისწრაფითაც ესროლა იარაღი. რწმენების, ტრადიციების, ნორმების და ბანდის სხვა „კულტურის“
ანალიზი შეიძლება დაგვეხმაროს ლარის ქცევის ახსნაში.

სოციოკულტურული მიდგომა ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს შედარებებს სხვადასხვა კულტურებს


ან სოციალურ ჯგუფებს შორის. თუ ჩვენ არ გავამახვილებთ განსაკუთრებულ ყურადღებას
კულტურულ გავლენებზე, ჩვენ შეიძლება მხედველობიდან გაგვეპაროს მათი დიდი მნიშვნელობა.
ჩვენთვის დამახასიათებელია, რომ ჩვენი კულტურის ქცევის თავისებურებები ჩავთვალოთ
„სტანდარტულად“ ანუ ტიპიურად. საზღვარგარეთ მოგზაურობის ერთერთ დიდი ღირსებად ითვლება
ის, რომ სხვა კულტურა გვაიძულებს ახლებურად შევხედოთ საკუთარი ქცევის თავისებურებებს,
რომელსაც ვთვლით, რომ ასეც უნდა იყოს. ისეთი, როგორიც არის რწმენა, რომ აუცილებლად უნდა
ვიყოთ პუნქტუალურები, ან მოსაზრება, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ დრო. ამგვარად, სოციალური
ფსიქოლოგები ატარებენ კროს–კულტურულ კვლევებს, იყენებენ რა მათ კულტურულ ღირებულებებს,
ნორმებს და სოციალური ქცევის როლებს, მათ შორის განსხვავებულობის შესწავლის საშუალებად.

ლარის ქცევა ნაწილობრივ ასახავს ზოგად ამერიკულ კულტურას, რომელშიც იგი ცხოვრობს. როგორც
მე–13 თავშია აღწერილი, ამერიკის შეერთებული შტატები – ეს არის ძალადობისკენ ერთერთი უფრო
მიდრეკილი საზოგადოება დედამიწაზე. ამერიკელი ბავშვები ტელევიზიით უყურებენ მკვლელობის
და ზიანის მიყენების უამრავ სცენებს და თვითონაც საკმაოდ ხშირად გააფთრებით ჩხუბობენ სკოლაში
და სპორტულ მოედნებზე. გარდა ამისა, ზოგიერთ ქალაქში ცხოვრება ახალგაზრდებს აძლევს იარაღის
ხელში ადვილად ჩაგდების საშუალებას, რომელსაც შეუძლია გაბრაზების გამოხატვა გადააქციოს
ძალადობის სასიკვდილო აქტად. ლარის განწყობა მეტწილად ჩამოყალიბებული იყო ძალადობის
შესახებ ცოდნის კულტურული ზემოქმედებით და ის, რომ მან ესროლა პოლიციელს, შესაძლებელი
გახდა სიტუაციური შესაძლებლობის წყალობით – შეეძინა პისტოლეტი და ტყვიები.

სოციალური ქცევის კროს–კულტურული შესწავლის ერთერთი მიზანი არის განსაზღვროს


მნიშვნელოვანი ასპექტები, თუ რითი განსხვავდება ერთი კულტურა მეორისგან. კულტურებს შორის,
რომლებიც აქცენტირებულია ინდივიდუალიზმზე და კოლექტივიზმზე (Triandis, 1995; Triandis,
Gelfand, 1998), არის მნიშვნელოვანი განმასხვავებელი თავისებურებანი. კულტურულ ნორმებსა და
ღირებულებებში ამერიკული და ევროპული საზოგადოება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პიროვნულ
დამოუკიდებლობას და ინდივიდუალიზმს. დასავლეთის ლიტერატურაში, დაწყებული „ილიადადან’
და დამთავრებული „ჰეკლბერ ფინის თავგადასავალი“–თ, მოგვითხრობენ მხოლოდ საკუთარი თავის
იმედად მყოფ გმირებზე, რომლებიც ტოვებენ სახლს, საკუთარი თვითრეალიზაციის ძიებაში (Triandis,
14
1990). ნებისმიერ ინდივიდუალისტურ კულტურაში ადამიანის ქცევა მეტწილად მიმართულია პირადი
მიზნებისკენ, ვიდრე კოლექტიური მიზნებისკენ, როგორიცაა მაგ. ოჯახი, სამსახურში კოლეგები ან
ტომი. თუ კონფლიქტი წარმოიშვა ინდივიდის პირად მიზნებსა და ჯგუფის მიზნებს შორის,
დასაშვებია პირველ ადგილზე გამოვიდეს ეგოისტური მოსაზრებები. გარდა ამისა, პიროვნების მიერ
საკუთარი „მე“–ს შეგრძნება უფრო მეტად ეფუძნება ინდივიდუალურ განწყობებს და მიღწევებს და არა
რომელიმე სოციალური ჯგუფისადმი მიკუთვნებულობას. ამის საპირისპიროდ, კოლექტივისტური
კულტურები დიდ ყურადღებას აქცევენ ოჯახისადმი ერთგულებას, ჯგუფური ნორმების დაცვას და
სოციალურ ურთიერთობებში ჰარმონიის შენარჩუნებას საკუთარი ჯგუფის წევრებთან. კულტურულ
ნორმებსა და ღირებულებებში ბევრ აფრიკულ, აზიურ და ლათინოამერიკულ საზოგადოებაში
ცენტრალური ადგილი უჭირავს კოლექტივიზმს. ამის მაგალითები შეიძლება ვნახოთ აზიელი
ავტორების ლიტერატურულ ნაწარმოებებში, რომლებშიც ხშირად ხოტბას ასხამენ გმირებს, რომლებიც
თავიანთ მოვალეობებს ასრულებენ ოჯახის ან იმპერატორის წინაშე, ზოგჯერ იმის ცდუნების
საწინააღმდეგოდაც კი, რომ დრო უფრო სასიამოვნოდ გაატარონ. ნებისმიერ კოლექტივისტურ
კულტურაში ჯგუფური მიზნები უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს, ვიდრე პირადი მიზნები და
პიროვნების საკუთარი „მე“ მნიშვნელოვანწილად განისაზღვრება ჯგუფური მიკუთვნებულობით.
კოლექტივისტურ კულტურაში პიროვნება ფასდება ჯგუფთან შეგუების უნარით. იაპონური ანდაზა
ამბობს: „ფრჩხილი, რომელიც გვერდზე გაქვს მოქცეული, მოგძვრება“ (Markus, kitayama, 1991, p.224).
ინდივიდუალისტურ კულტურებში, პირიქით, წინ წამოწეულია პიროვნულობა, რომელიც სხვების
ფონზეა გამოკვეთილი; ამერიკელები ამბობენ, რომ „ბორბალი, რომელიც ჭრიალებს, ყოველთვის
მონახავს თავის საცხს“.

ზოგჯერ, ერთი და იგივე გაგება კოლექტივისტურ და ინდივიდუალისტურ კულტურებში იძენს


სხვადასხვა მნიშვნელობას (Triandis, Bontempo, Villareal, Asia& Lucca, 1988). აშშ–ში
„დამოუკიდებლობის“ ქვეშ ჩვეულებრივ იგულისხმება უფლება, აკეთო ის, რაც გინდა ანუ ჯგუფის
ზეწოლისგან თავისუფლება. კოლექტივისტურ კულტურაში „დამოუკიდებლობა“ უფრო ნიშნავს, რომ
ადამიანი სხვებს არ აწევს ტვირთად, არ აყენებს უზომო მოთხოვნებს თავის ოჯახში და მეგობრებში.

თავისი შემადგენლობით ისეთ დიდ და რთულ საზოგადოებაში, როგორიც არის აშშ და კანადა,
ინდივიდები ხშირად ექცევიან ერთზე მეტი კულტურის ან ეთნიკური ჯგუფის გავლენის ქვეშ.
ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ აშშ–ში ესპანური წარმოშობის ამერიკელები მიდრეკილები არიან
უფრო კოლექტივიზმისკენ, ვიდრე სხვა ამერიკელები (Martin, Triandis, 1985). თუმცა, რაც უფრო
ხანგრძლივად განიცდიან ესპანური წარმოშობის ამერიკელები ანგლო–ამერიკული კულტურის
გავლენას, მით უფრო მეტად ინდივიდუალისტები ხდებიან. კოლექტივიზმის შესამჩნევი გამოვლენა
შეიმჩნევა აზიური წარმოშობის ამერიკელებს შორის (Triandis, 1990). ზოგჯერ ადამიანებს, რომლებიც
ცხოვრობენ შერეულ კულტურებში, უჭირთ იმის გაგება, თუ რომელი კულტურული ნორმები
გაიზიარონ. მე–10 კლასის მოსწავლემ, წარმოშობით ჩინელმა, რომელიც 12 წლის ასაკში აშშ–ში
ემიგრაციით ჩამოვიდა, ასე აღწერა თავისი გრძნობები:

არ ვიცი, ვინა ვარ მე. მე– ნიშნავს, რომ კარგი ჩინელი ქალიშვილი ვარ? თუ მე ვარ ამერიკელი
მოზარდი? როდესაც მე ჩემს მეგობრებთან ვატარებ დროს, მგონია, რომ მე ვღალატობ ჩემს მშობლებს,
რადგან ვიქცევი, როგორც ამერიკელი, მაგრამ ასევე ვგრძნობ, რომ არასოდეს არ გავხდები ნამდვილი
ამერიკელი. სინამდვილეში მე ვერასოდეს ვერ ვგრძნობ თავს კარგად, რომ მე ვარ მე (Olsen, 1988, p.30).

15
ეთნიკურ ჯგუფებთან იდენტიფიკაციის თემა განიხილება მე–4 თავში.

სოციოკულტურული მიდგომები გვეხმარება ვიკვლიოთ სოციალური ქცევის თავისებურებები,


როგორც ჩვენი საკუთარი კულტურის შიგნით, ასევე სხვადასხვა კულტურების შიგნით. ამ წიგნში ჩვენ
ვისაუბრებთ კვლევებზე, რომელთა მიზანი იყო კულტურული და ეთნიკური მრავალფეროვნების
გაგება. ძირითადი ტექსტის გარდა, ცალკეული თავებს აქვთ სპეციალური განყოფილებები, რომელსაც
ვუწოდეთ „კულტურის ფაქტები“ და რომლებიც გვიჩვენებენ ადამიანური მრავალფეროვნების
უმნიშვნელოვანეს ასპექტებს.

ევოლუციური სოციალური ფსიქოლოგია

ევოლუციური სოციალური ფსიქოლოგია არის განვითარებადი მიმართულება, რომელიც ადამიანური


ქცევის და სოციალური ცხოვრების გაგებისთვის იყენებს ევოლუციური და ბუნებრივი შერჩევის
პრინციპებს (Buss, 1990; Simpson, Kenrick, 1997). ევოლუციური სოციალური ფსიქოლოგია თავის თავში
მოიცავს იდეებს, რომელიც თავდაპირველად წამოაყენა ჩარლზ დარვინმა და შემდგომ დაამუშავეს
ბიოლოგებმა, რათა აეხსნათ მწერების, ფრინველების და სხვა ცხოველების სოციალური ქცევები. მაშინ,
როდესაც კულტურული მიდგომები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ადამიანის ქცევის საოცარ
მრავალფეროვნებას, რომელსაც ვაკვირდებით მთელ მსოფლიოში, ევოლუციური მიდგომები
ყურადღების აქცენტირებას აკეთებენ ზოგად ადამიანურ თვისებებზე, რომლებიც წარმოადგენენ ჩვენი
სახეობის მემკვიდრეობის ნაწილს.

შორეულ წარსულში ზოგიერთი ქცევისეული ტენდენციები, როგორიც არის მაგალითად – შეეცადო არ


შეეფეთო გველს, ან გიყვარდეს პროტეინებით და შაქრით მდიდარი საკვები, ზრდიდნენ ჩვენი
წინაპრების გადარჩენის შანსებს. ინდივიდებს, რომლებიც ავლენდნენ ამ ტენდენციებს, ყავდათ მეტი
შვილები, რომლებიც გადარჩებოდნენ და აგრძელებდნენ შთამომავლობას; ამგვარად, ქცევის ასეთი
ნიმუშები ნელნელა გახდა ადამიანის გენეტიკური მემკვიდრეობის ნაწილი. ევოლუციური
სოციალური ფსიქოლოგების აზრით, მსგავსი ევოლუციური პრინციპები ასევე ხსნიან სხვადასხვა
ტიპის სოციალური ქცევის წარმოშობას, რომელიც ასევე გულისხმობს ტენდენციას, რომ პატარა
ბავშვებმა დაამყარონ მშობლებთან ძლიერი ემოციური კონტაქტები, მეუღლის არჩევისას უპირატესობა
მივანიჭოთ გარკვეულ ადამიანებს და ჩვენი მზაობა დავეხმაროთ ადამიანებს, რომლებიც საჭიროებენ
ჩვენს დახმარებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დღეს მრავალი ქცევისეული ტენდენცია, რომელსაც
ვაკვირდებით, არის ბუნებრივი გადარჩევის ისტორიის საბოლოო პროდუქტი, რომელიც მოქმედებს
ადამიანური არსების ჩარჩოებში.

ევოლუციური სოციალური ფსიქოლოგია გამოყოფს მთელ რიგ დებულებებს (Buss, 1996).

1. ადამიანის მრავალი ქცევისული ტენდენცია და უპირატესობის მინიჭება – ეს არის ბუნებრივი


გადარჩევის შედეგი. ისინი ცნობილია, როგორც ფსიქოლოგიური ევოლუციონირების მექანიზმები.
ისინი შეიძლება განვიხილოთ, როგორც გარკვეულ პრობლემებზე ადაპტაციური რეაქციები,
რომლებსაც ხვდებოდნენ ჩვენი წინაპრები. ამგვარად, გველის შიშს შეეძლო გადაეჭრა პრობლემა რომ
თავი აგვერიდებინა გარემოში არსებული ხიფათისთვის.

16
2. ადამიანის ყველა ქცევა ასახავს შინაგანი ფსიქოლოგიური მიდრეკილებების (რომელიც ასევე
გულისხმობს ფსიქოლოგიური ევოლუციონირების მექანიზმებს) და გარემოს სიტუაციური
მოთხოვნების ერთობლივ გავლენას. ადამიანები არიან ბიოლოგიური ორგანიზმები, რომლებიც
მოქმედებენ გარკვეულ სოციალურ კონტექსტებში; დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ბიოლოგიურ,
ასევე სოციალურ გავლენებს ქცევაზე.

3. მრავალი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლებსაც ხვდებოდნენ ჩვენი წინაპრები, თავისი ბუნებით


სოციალური იყო. ადამიანები იბადებიან და თავიანთ ცხოვრებას ატარებენ სოციალურ ჯგუფებში.
შესაბამისად ფსიქოლოგიური ევოლუციონირების ბევრმა მექანიზმმა უნდა მოიცვას სხვა
ადამიანებთან ურთიერთობის სფერო. მას განეკუთვნება შიში, რომ არ იყო განდევნილი ჯგუფიდან,
უნარი ითანამშრომლო სხვა ადამიანებთან და გქონდეს მზაობა, ჩადო რესურსები საკუთარ შვილში.

რა შეიძლება ვთქვათ ევოლუციური მიმართულების თვალსაზრისით ლარის შემთხვევაში, რომელმაც


ესროლა პოლიციელს ღვინის მაღაზიის ძარცვის დროს? ევოლუციური სოციალური ფსიქოლოგები
ძირითადად ყურადღებას მიაქცევდნენ იმას, რომ აგრესია არის ადამიანის ზოგადი რეაქცია მუქარაზე
და სავარაუდოდ წარმოადგენს მოდელს, რომელიც გამოიყენებოდა 1000 წლის წინათაც. ისინი იმასაც
აღნიშნავდნენ, რომ მთელ მსოფლიოში ძალადობა ახასიათებს უფრო მამაკაცებს, ვიდრე ქალებს.
ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ დამნაშავედ წარმოგვიდგენია მამაკაცი. ევოლუციური თეორიის
მიმდევრობის მეცნიერებს შეუძლიათ ასევე დაამატონ ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ არსებობს
ზოგადი ტენდენცია მუქარას უპასუხო აგრესიით, მუქარის დონე ან საზღვრები, რომელიც
აუცილებელია იმისთვის, რომ მოძრაობაში მოიყვანო შესაბამისი რეაქცია, შესძლებელია იყოს
სრულიად განსხვავებული იმის მიხედვით, თუ როგორია პიროვნული გამოცდილება ან კულტურული
ღირებულებები.

ბუნებრივი გადარჩევის ევოლუციური თეორია მოიცავს პრობლემების ფართო წრეს; ზოგიერთ


მომენტებში იგი შეიძლება შევადაროთ ფსიქოანალიზის, ბიჰევიორიზმის და გეშტალტფსიქოლოგიის
ყოვლისმომცველ თეორიებს. სოციალური ფსიქოლოგიის ჩარჩოებში მკვლევარები ჩვეულებრივ
შეისწავლიან უფრო კონკრეტულ თეორიებს, რომელიც საწყისს იღებს ზოგადი ევოლუციური
მეცნიერებებიდან. მაგალითად, ურთიერთალტრუიზმის თეორია ვარაუდობს, რომ აუცილებლობის
შემთხვევაში ჩვენ ვამჟღავნებთ მზაობას დავეხმაროთ ჩვენს ნათესავებს და არა უცნობ ადამიანებს.
სექსუალური შერჩევის თეორიის თანახმად, მამაკაცები და ქალები სავარაუდო პარტნიორის შერჩევის
დროს უპირატესობას მიანიჭებენ სხვადასხვა თვისებებს. ჩვენ დავუბრუნდებით ევოლუციური
სოციალური ფსიქოლოგიის ამ და სხვა იდეების განხილვას ამ წიგნის შემდეგ თავებში.

თანამედროვე სოციალურ–ფსიქოლოგიური თეორიები

თანამედროვე სოციალური ფსიქოლოგები ხშირად აღნიშნავენ, რომ საკითხები, რომლებსაც ისინი


შეისწავლიან, შეუძლებელია ბოლომდე გასაგები გახდეს ერთი რომელიმე ზოგადი თეორიის
საშუალებით, მაგალითად სოციალური დასწავლის თეორიით. გარდა ამისა, ძალიან სასარგებლოა
კომბინირებული და გაერთიანებული იდეები სხვადასხვა თეორიული მეცნიერებებიდან. იმის
ნაცვლად, რომ ყურადღების მობილიზება მოხდეს გარეგან ქცევაზე, აზროვნებაზე ან ემოციებზე,

17
თანამედროვე თეორეტიკოსი მიისწრაფვის გაიგოს ქცევებს, აზრებს და გრძნობებს შორის
ურთიერთდამოკიდებულება. მაგალითად, სოციალური დასწავლის თეორეტიკოსები იძულებულები
არიან აღიარონ სუბიექტური მოლოდინის მნიშვნელობა ადამიანის ქცევის გაგებისათვის. როდესაც
თქვენ წაიკითხავთ სოციალური ფსიქოლოგიის ზოგიერთი სფეროს შესწავლის შესახებ, როგორიც არის
აგრესიულობა და კომფორმულობა, ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ თანამედროვე სოციალურ–
ფსიქოლოგიურ ანალიზში არის მცდელობა, მოიცვას ადამიანური გამოცდილების ყველა ასპექტი,
რომელიც მოიცავს ქცევას, შეცნობას და მოტივაციას.

სოციალური ფსიქოლოგების საქმიანობის სხვა მიმართულებაა იმ თეორიების შემუშავება, რომელის


გამოყენება შეიძლება მოვლენების გარკვეული შეზღუდული წრისთვის, როგორიც არის დახმარების
გაწევა გაჭირვებაში ჩავარდნილი უცნობი ადამიანისათვის, დადებითი შთაბეჭდილების ჩამოყალიბება
სხვა ადამიანის შესახებ ან თანატოლების ზეწოლისადმი დამორჩილება. ამ თეორიებმა მიიღეს
საშუალო დონის თეორიების სახელწოდება, რადგან მათ გაამახვილეს ყურადღება სოციალური ქცევის
გარკვეულ აქცენტებზე და არ ცდილობენ სრულიად მოიცვან სოციალური ცხოვრება. საშუალო დონის
თეორიის მაგალითია აგრესიის ფრუსტრაციული დეტერმინაციის ჰიპოთეზა. ამ წიგნში თქვენ
გაეცნობით მრავალ ამგვარ ვიწრო სპეციალიზირებულ თეორიებს. როგორც უკვე შენიშნეთ, ეს
სპეციფიკური თეორიები და მოდელები აგრძელებენ ძირითადი თეორიული მიმართულებების კვალის
გავლენის შენახვას.

სოციალური ფსიქოლოგიის კვლევის მეთოდები

სოციალური ფსიქოლოგიას შესანიშნავდ ახასიათებს ის, რომ მისი საკვლევ თემებს კავშირი აქვთ ჩვენს
ყოველდღიურ გამოცდილებასთან. სოციალური ფსიქოლოგები სწავლობენ სიყვარულს და
ალტრუიზმს, კონფლიქტებს და ცრურწმენებს. პიროვნული გამოცდილება ხშირად უბიძგებს
ფსიქოლოგებს ჩაატარონ გარკვეული გამოკვლევები და წამოაყენონ ამოსავალი ჰიპოთეზები, რომელიც
ეხება სოციალური ცხოვრების სხვადასხვა საკითხს. მაგალითად, სოციალური ცრურწმენების
სოციალურ–ფსიქოლოგიურ შესწავლას ბიძგი მისცა ამერიკის შეერთებულ შტატებში სულ უფრო
მზარდმა შეშფოთებამ აფრიკული წარმოშობის ამერიკელების, ებრაელების და სხვა ეთნიკური
უმცირესობის დისკრიმინაცისთან დაკავშირებით. თუმცა, პიროვნული გამოცდილებიდან და
სოციალური ინტერესებიდან გამომდინარე, სოციალურ– ფსიქოლოგიური კვლევები არ არის „დივანზე
ფიქრის“ ჩარჩოებში მოქცეული. სოციალური ფსიქოლოგიის განმასხვავებელი თვისებაა მისი
მიკუთვნებულობა მეცნიერული მეთოდოლოგიისადმი.

სოციალური ფსიქოლოგია – არის ემპირიული მეცნიერება. ეს იმას ნიშნავს, რომ სოციალური


ფსიქოლოგები ინფორმაციის შესაკრებად იყენებენ სისტემატიურ მეთოდებს სოციალური ცხოვრების
შესახებ და საკუთარი თეორიის სარგებლიანობის შესამოწმებლად. ზოგჯერ კვლევები ადასტურებენ
ჩვენს შეხედულებებს სოციალური ცხოვრების შესახებ, რომელიც საღი აზრით არის ნაკარნახევი,

18
ხოლო ზოგჯერ კი არა. გააანალიზეთ შემდეგი დებულებები და გადაწყვიტეთ, რომელია მათ შორის
ჭეშმარიტი და რომელი არასწორი.

 მეგობრების და შეყვარებულების არჩევის ძირითადი პრინციპია ურთიერთსაპირისპიროს


მიზიდულობის პრინციპი.
 როდესაც ადამიანებს რაღაც აწუხებთ, ისინი უპირატესობას ანიჭებენ სხვა ადამიანებთან ერთად
ყოფნას.
 სატელევიზიო რეკლამას, რომელიც ცდილობს ადამიანების შეშინებას, ჩვეულებრივ მივყავართ
საპირისპირო შედეგებამდე და ნაკლებად ეფექტურია, ვიდრე რეკლამა, რომელიც არ იწვევს
შიშის გრძნობას.
 თუ თქვენ ადამიანს უხდით ფულს, რათა მან წარმოთქვას ისეთი სიტყვა, რომლის იდეა
განსხვავდება მისი საკუთარი რწმენებისგან, სავარაუდოა, რომ ეს ადამიანი შეიცვლის თავის
აზრს მის მიერ წარმოთქმული სიტყვის შესაბამისად. რაც უფრო მეტ ფულს გადაუხდით, მით
უფრო მეტად შეიცვლება მისი პიროვნული დამოკიდებულებები.

თქვენ შეიძლება არ დაეთანხმოთ ყველა ამ დებულებას, მაგრამ სამართლიანად უნდა აღვნიშნოთ, რომ
ყველა ეს დებულება საკმაოდ დამაჯერებელია. თუმცა კვლევები, რომლებიც აღწერილია შემდეგ
თავებში, გვიჩვენებს, რომ ყველა ეს დებულება ძალიან გამარტივებულია, ხოლო ზოგიერთი მათგანი
საერთოდ სიცრუეა.

რატომ არის, რომ სოციალურ ცხოვრებაში ჩვენს არაფორმალურ დაკვირვებებს ზოგჯერ მივყევართ
არასწორ დასკვნებამდე? ხშირად ჩვენი საკუთარი განცდები არ არის ტიპიური სხვა ადამიანების
განცდებთან შედარებით ან იმასთან შედარებით, რაც ითვლება ტიპიურად უმრავლეს სოციალურ
სიტუაციებში. ზოგჯერ ჩვენ ვექცევით რაიმეს გავლენის ქვეშ და ნერვიულად ვცდილობთ მომხდარის
ახსნას; ჩვენ მოვლენებს ვხედავთ ისეთს, როგორიც გვინდა რომ დავინახოთ და არა ისეთს, როგორებიც
არიან ისინი სინამდვილეში. ზოგჯერ ჩვენ ყველაფერს ვხედავთ სწორად, მაგრამ არასწორად
გვახსენდება. ამის საპირისპიროდ, მეცნიერული კვლევის პროცესში მონაცემების შეგროვებისას
გამოიყენება მეთოდები, რომლებიც ამცირებენ არაობიექტურობის ალბათობას. ფსიქოლოგები
ცდილობენ დააკვირდნენ ადამიანების ტიპიურ ჯგუფებს და თვალყური ადევნონ „რაოდენობას“;
ისინი არ ენდობიან მეხსიერებას და ზოგად შთაბეჭდილებებს. ფსიქოლოგების მისწრაფება, რომ
თავიდან აიცილონ შეზღუდვები და შეცდომები, ყოველთვის არ მთავრდება წარმატებით. მაგალითად,
ფსიქოლოგიას აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ხშირად კვლევის ობიექტებად ისინი იწვევენ კოლეჯების
თეთრკანიან სტუდენტებს, რომლებიც წარმოადგენენ საშუალო კლასს – ჯგუფებს, რომელიც მთლიანი
საზოგადოების ტიპიურ წარმომადგენელად ვერ განიხილება. თუმცა, მეცნიერული კვლევა
განასხვავებს გაცნობიერებულ მისწრაფებას, იდენტიფიცირება გაუკეთოს და გადალახოს შესაძლო
ცდომილება.

სოციალურ–ფსიქოლოგიურ კვლევებს გააჩნია ოთხი მთავარი მიზანი.

აღწერა. მნიშვნელოვანი მიზანია წარმოადგინოს ზედმიწევნით შესრულებული და სისტემატიურად


აღწერილი სოციალური ქცევა, რაც საშუალებს აძლევს სოციალურ ფსიქოლოგებს გააკეთონ სანდო
განზოგადოებები იმის შესახებ, თუ როგორ იქცევიან ადამიანები სხვადასხვაგვარ სოციალურ
სიტუაციებში. მართლია, რომ მამაკაცები უფრო აგრესიულები არიან, ვიდრე ქალები? არსებობს თუ არა

19
ტიპიური რეაქციები, რომელიც წარმოიშვება სასიყვარულო კავშირების დასრულების შემდეგ? რა
შემთხვევაში მუშაობს ადამიანი უფრო პროდუქტიულად, როდესაც ცდილობს პრობლემის გადაჭრას:
მარტო თუ ჯგუფში? აუცილებელია ადამიანების ქცევების დეტალური ცოდნა.

მიზეზ–შედეგობრივი კავშირის ანალიზი. მრავალი ფსიქოლოგიური კვლევა მიმართულია მიზეზის და


შედეგის კავშირის დასადგენად. მართალია, რომ სატელევიზიო ძვირადღირებული სარეკლამო
კამპანიები გავლენას ახდენენ არჩევნებზე ხმების მიცემის რაოდენობაზე? კოლეჯში სწავლა ხდება თუ
არა იმის მიზეზი, რომ სტუდენტები ხდებიან უფრო ლიბერალურები თავიანთ სოციალურ
განწყობებში? ნებისმიერი სამეცნიერო ძიების საფუძვლად დევს კვლევა, რომელიც მიმართულია
მიზეზ–შედეგობრივი კავშირის განსაზღვრაზე.

თეორიების აგება. მესამე მიზანი – სოციალური ქცევის თეორიის შემუშავებაა, რომელიც ეხმარება
სოციალურ ფსიქოლოგებს გაიგონ, თუ რატომ იქცევიან ადამიანები გარკვეული სახით. როდესაც
მკვლევარები უფრო მეტს იგებენ საერთო პრინციპების და გარკვეული ტიპის ქცევის თავისებურებების
შესახებ, ისინი უკეთ ეცნობიან სოციალურ ცხოვრებას. თეორიები ეხმარება სოციალურ ფსიქოლოგებს
ორგანიზება გაუკეთონ თავიანთ ცოდნას სოციალური ქცევის შესახებ და იძლევიან ახალი ვარაუდების
წარმოშობის შესაძლებლობას, რომლებიც შეიძლება შემოწმდეს შემდგომი კვლევების დროს.

გამოყენება. სოციალურ–ფსიქოლოგიური ცოდნა შეიძლება დაგვეხმაროს ყოველდღიური სოციალური


პრობლემების გადაჭრაში. მაგალითად სოციალური ფსიქოლოგიის გამოყენება შეიძლება სასარგებლო
აღმოჩნდეს ადამიანების სწავლებაში, აკონტროლონ საკუთარი აგრესიული იმპულსები ან პიროვნული
ურთიერთობების ჩამოყალიბებაში, რომელსაც დიდი კმაყოფილება მოაქვს. მათ ასევე შეიძლება
დახმარება გაუწიონ პოლიტიკოსებს, იპოვონ ადამიანების დარწმუნების საშუალებები წყლის
ეკონომიური მოხმარების და ალუმინის ქილების გადამუშავების აუცილებლობაში. დღეს მკვლევარები
იყენებენ სოციალურ–ფსიქოლოგიურ პრინციპებს იმისათვის, რათა იპოვონ საშუალებები, რაც
დაეხმარება სექსუალურად აქტიურ ადამიანებს, რათა მათი სექსუალური პრაქტიკა გახდეს უფრო
უსაფრთხო, ან იმისთვის, რომ გავიგოთ ცრურწმენები იმ ადამიანების მიმართ, ვინც დაავადებულია
სპიდით.

ამ წიგნის ფურცლებზე წარმოდგენლია სოციალურ–ფსიქოლოგიური კვლევების სხვადასხვაგვარი


სპეციფიური მაგალითები. მათ შორის თქვენ შეხვდებით, როგორც კლასიკურ კვლევებს, რომლებმაც
მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს სოციალური ფსიქოლოგიის განვითარების ისტორიაში, ასევე
სრულიად ახალ კვლევებს თანამედროვე მეცნიერების სფეროდან. ასევე ნახავთ სპეციალურ
განყოფილებებს, რომელთაც ეწოდებათ „კვლევები მსხვილი პლანით“, რომლებშიც აღწერილია
შედარებით საინტერესო და აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებული კვლევები.

კვლევების მონაწილეთა შერჩევა

რის საფუძველზე იღებენ მკვლევარები გადაწყვეტილებას, თუ როგორი ადამიანები უნდა შეისწავლონ?


ერთერთი ძირითადი მომენტია ის, რომ კონკრეტული კვლევა უნდა ტარდებოდეს იმ ადამიანებზე,
რომელთა შესახებ ინფორმაციას, მეცნიერების ვარაუდით, განაზოგადებენ შემდგომში. თუ მათ სურთ
გააკეთონ ქალების შესახებ განზოგადებული დასკვნები, რომლებიც მუშაობენ სრული სამუშაო დღე,
20
მათ უნდა შეისწავლონ ის ქალები, რომლებიც მუშაობენ. მაგრამ, სრულიად ნათელია, რომ ისინი
ვერასოდეს ვერ შეისწავლიან ყველა მომუშავე ქალს. ამიტომ ისინი ატარებენ კვლევებს ქალების
მცირერიცხოვან რაოდენობაზე, რომლებიც იმგვარად იქნება შერჩეული, რომ ისინი იყვნენ უფრო
მრავალრიცხოვანი ჯგუფის წარმომადგენლები. ამას უწოდებენ რეპრეზენტაციულ შერჩევას.

მაქსიმალურად სრული წარმომადგენლობის გარანტირების საუკეთესო საშუალებაა – ადამიანთა


ფართო წრიდან შემთხვევითი შერჩევის შესწავლა. ტერმინოლოგიის თვალსაზრისით „ შემთხვევითი
შერჩევა“ ნიშნავს იმას, რომ თითეულ ადამიანს, დიდი ჯგუფიდან, გააჩნია თანაბარი შანსი რომ
მიიღოს ექსპერიმენტში მონაწილეობა. თუ მკვლევარებმა გააკეთეს ტელეფონების ნომრების შერჩევა
სატელეფონო ცნობარიდან შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე (მაგალითად შემთხვევითი რიცხვების
ცხრილის გამოყენებით), ისინი შეიძლება დარწმუნებულები იყვნენ, რომ მოცემული შერჩევა – ეს არის
შემთხვევითი შერჩევა მოცემული რაიონის ყველა დარეგისტრირებული ტელეფონის ნომრიდან,
რომლებიც ცნობარშია შეტანილი. ალბათობის თეორიის კანონები გვარწმუნებს, რომ ფართო და
ნამდვილად შემთხვევითი შერჩევა თითქმის ზუსტად წარმოგვიდგენს მთლიან მოსახლეობას,
გადაცდომის გარკვეული პროცენტის ფარგლებში. იგი დაახლოებით ჩაირთავს ქალების შესაბამის
ნაწილს, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, დაქორწინებულ ადამიანებს, ხანდაზმულებს
და ა.შ., ფართო პოპულაციიდან. „კუტურული ფაქტების“ განყოფილებაში, რომელიც ამავე თავშია,
აღწერილია ეთნიკური და სოციალური მრავალსახეობა, რომელიც ახასიათებს თანამედროვე ამერიკის
მოსახლეობას.

უმრავლეს შემთხვევაში სოციალური ფსიქოლოგები მიისწრაფვიან იქით, რომ მათი კვლევის შედეგები
გამოყენებადი იყოს მთლიანად, ყველა ადამიანის მიმართ და არა მხოლოდ ბოსტონის კოლეჯის
სტუდენტებისთვის, ან ტორონტოს პირველი კლასის მოსწავლეებისათვის და არა იმ ადამიანებისთვის,
ვინც სარგებლობს ნეშვილში თვითმომსახურების სამრეცხაოებით. თუმცა, როგორც თქვენც
შეგიძლიათ ივარაუდოთ, მოსახლეობის ფართო ფენიდან შემთხვევითი შერჩევის შესწავლა საკმაოდ
ძვირი ჯდება. ამიტომ სოციალური ფსიქოლოგები ცდილობენ მიაღწიონ რეალურ კომპრომისს
პრაქტიკულობასა და მონაცემების შეგროვების კონკრეტულ მიზანს შორის, რომლებიც შეიძლება
განზოგადდეს მცირერიცხოვანი ადამიანების შესწავლის შემდეგ.

ამ სიტუაციაში ჩვეულებრივი კომპრომისი არის ცდისპირებად კოლეჯების სტუდენტების გამოყენება.


ხშირად ამბობენ, რომ ამერიკული სოციალური ფსიქოლოგია ეფუძნება კოლეჯების მეორე კურსის
სტუდენტების შესწავლას, რადგან ისინი ადვილად წვდომადი (მოპოვებადი) ადამიანური მასალაა.
დაახლოებით სტატიების 75%, რომელიც ეხება სოციალურ ფსიქოლოგიურ პრობლემებს, აღწერს
კვლევებს, სადაც ცდის პირებად გამოყენებულია სტუდენტები (Sears, 1986). ნუთუ ჩვენ შეგვიძლია
დავკმაყოფილდეთ იმით, რომ გვიხდება კოლეჯის სტუდენტებზე დაყრდნობა?

რეპრეზენტაციული შერჩევის აუცილებლობა განისაზღვრება დასმული საკითხის მნიშვნელოვნებით.


ზოგიერთ კვლევებში, რომლის მიზანია ძირითადი თეორიების შემოწმება, შერჩევის
რეპრეზენტაციულობას შეიძლება არ ქონდეს განსაკუთრებული მნიშვნელობა. მაგალითად აგრესიის
ფრუსტრაციული დეტერმინაცია შეიძლება გამოყენებული იყოს სკოლის მოსწავლეებთან,
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრებთან, რომლებიც სამსახურში მიემგზავრებიან, გარეუბნის
სავაჭრო ცენტრის მომხმარებლებთან ან კოლეჯის სტუდენტებთან. მეორე მხრივ, კოლეჯის
სტუდენტები ყოველთვის არ შეესაბამებიან კვლევებს. მაგალითად, მკვლევარებმა უნდა უპასუხონ
21
კითხვას, თუ როგორ დაინერგოს უკეთესად კომპიუტერები ოფისის მუშაობაში, სადაც თითქმის ყველა
თანამშრომელი, რომელიც წლების მანძილზე ერთად მუშაობდა, არის ხანდაზმული ქალი და აქვთ
საშუალო განათლება. აბსოლუტურად არასწორი იქნება ამ საკითხის შესწავლა კოლეჯების
სტუდენტებთან, რომლებიც წესიერად არც იცნობენ ერთმანეთს და ოფისში მუშაობის არანაირი
გამოცდილება არა აქვთ და ამავე დროს რეგულარულად სარგებლობენ კომპიუტერით. ამგვარი
საკითხების გადაწყვეტის დროს კვლევითი სამუშაო, რომელიც ტარდება კოლეჯის სტუდენტებზე,
აუცილებლად მიგვიყვანდა გაუგებრობამდე და არასწორ დასკვნებამდე (Sears, 1986).

ზოგადად კოლეჯის სტუდენტები გაცილებით ახალგაზრდები არიან, უკავიათ უფრო მაღალი


სოციალური მდგომარეობა და უკეთესად ავლენენ თავს ტესტებში, ვიდრე ადამიანთა უმრავლესობა.
მათი განწყობები შეიძლება ნაკლებად ნათლად იყოს ჩამოყალიბებული და საკმაოდ ღია იყოს
ცვლილებებისთვის. შესაბამისად, კოლეჯის სტუდენტების მოზიდვა კვლევებში, სადაც თითეულ ამ
ფაქტორს შეუძლია ითამაშოს გარკვეული როლი, იქნებოდა უგუნურება. მაგალითად, როდესაც
ტარდება პიროვნული თვისებების კვლევა, აუცილებელია იმ ფაქტის გათვალისწინება, რომ კოლეჯის
ყველა სტუდენტი შედარებით ახალგაზრდაა და მათი პიროვნება ჯერ კიდევ არ არის
ჩამოყალიბებული ისე სრულად, როგორც მოზრდილი ადამიანის. ასევე სამართლიანი იქნებოდა
გვეთქვა მათ პოლიტიკურ და სოციალურ განწყობებზე. მართალია, კოლეჯის სტუდენტები საკმაოდ
მოსახერხებელი ობიექტები არიან შესწავლისათვის, მაგრამ ისინი ყოველთვის ვერ იქნებიან
სოციალურ–ფსიქოლოგიური კვლევების შესაფერისი მონაწილეები.

ფსიქოლოგიური კვლევები კრიტიკის ქვეშ ექცევიან კიდევ იმისთვის, რომ მასში მონაწილეობას იღებენ
ძირითადად თეთრკანიანი მამაკაცები. 1970–იანი წლების დასაწყისში ფემინისტმა ფსიქოლოგებმა
აღნიშნეს ზოგადი ტენდენცია, რომ ძირითადად ცდისპირებად იყენებდნენ მამაკაცებს, ვიდრე ქალებს
ან ვიდრე რეპრეზენტაციულ შერჩევებს, რომელშიც წარმოდგენილი იქნებოდა ორივე სქესი. გარდა
ამისა, კვლევები, რომელიც განსაზღვრავდა აგრესიას ან მიღწევის მოტივაციას, მთლიანად
ეყრდნობოდა მამაკაც ცდისპირებზე ჩატარებულ გამოკვლევებს. კრიტიკოსები სვამდნენ კითხვას,
შეიძლება თუ არა თეორიები, რომელიც დაფუძნებულია მამაკაცი ცდის პირების კვლევებზე იყოს
გამოყენებული ქალებზე. უკანასკნელ წლებში გაზრდილმა გენდერული ფაქტორების ცნობიერმა
გავლენამ და ფსიქოლოგებს შორის მრავალი ქალის გამოჩენამ დადებითი ცვლილებები შეიტანეს
გენდერულ ბალანსში კვლევების დროს რეპრეზენტაციული შერჩევისას (Gannon, Luchetta, Rhodes,
Pardie & Sergist, 1992).

ფსიქოლოგიურ კვლევებში ასევე არ არის სრულად წარმოდგენილი ეთნიკური უმცირესობის წევრები,


და ამგვარი სიტუაცია დღესაც გრძელდება. მაგალითად სანდრა გრეჰამმა (Graham, 1992) გააანალიზა
ზოგადი ტენდენციები კვლევებში, რომელიც ეხებოდა აფროამერიკელებს, და რომლებიც
გამოქვეყნებული იყო ექვს უმსხვილეს ფსიქოლოგიურ ჟურნალში 1970 – 1989 წლებში. მან დაითვალა
ჟურნალების სტატიების რაოდენობა, რომელშიც კვლევები ჩატარებული იყო აფროამერიკელებზე და
სადაც შედარებული იყო ორი და მეტი რასობრივი ჯგუფი. მთლიანად, მის მიერ შესწავლილი
სტატიების მხოლოდ 3,6% შეესაბამებოდა ამ კრიტერიუმებს, ხოლო სტატიების საერთო რაოდენობა,
რომელიც ეხებოდა აფროამერიკელებს, დაეცა 5,2%–დან 1970 წლების დასაწყისიდან 2%–მდე 1980
წლების ბოლოსთვის. ის ფაქტი, რომ აშშ–ს მოსახლეობა ეთნიკური თვალსაზრისით სულ უფრო ჭრელი
ხდება, გრეჰემი გვაფრთხილებს, რომ „აკადემიური ფსიქოლოგია ვერ იქნება სამართლიანი, თუ თავის

22
კვლევებში ეთნიკური უმცირესობები გვერდზე დარჩება“ (1992, გვ.638). კოლეჯის სტუდენტების
ფსიქოლოგია ვერ მოგვცემს ადამიანური ფსიქოლოგიის ზუსტ სურათს და იგი ვერ უზრუნველყოფს
შესაბამის საფუძველს იმისათვის, რომ გამოვიყენოთ ფსიქოლოგიური პრინციპები სოციალური
პრობლემების გადასაწყვეტად.

კულტურული ფაქტები

ამერიკის მოსახლეობის მრავალგვარობა

სოციალურ–ფსიქოლოგიურ კვლევებში უფრო ხშირად იღებენ მონაწილეობას კოლეჯის თეთრკანიანი სტუდენტები.


მსგავსი შერჩევები საკმაოდ შეზღუდულია. განსხვავება თეთრკანიანი განათლებული ახალგაზრდების გამოცდილებასა
და დანარჩენ მოსახლეობის გამოცდილებას შორის ძალიან დიდია და მას აქვს ზრდის ტენდენცია ბოლო წლების
განმავლობაში.

აშშ–ს მოსახლეობის აღწერის კომიტეტის მონაცემებით (1997), ამერიკელების 75% – არის არალათინოამერიკული
წარმოშობის თეთრკანიანი, 12% – აფრიკული ან კარიბული წარმოშობის ამერიკელები, 10% – ლათინოამერიკული
წარმოშობის (ყველა ეროვნების წარმომადგენლები), 3% – აზიური წარმოშობის და წყნარი ოკეანის კუნძულებიდან
ჩამოსული ამერიკელები და 1%–ზე ნაკლები – ადგილობრივი, მკვიდრი ამერიკელები. თუმცა დემოგრაფები
წინასწარმეტყველებენ, რომ 21–ე საუკუნეში აშშ–ს მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა მნიშვნელოვნად შეიცვლება.
ამის გადამწყვეტი ფაქტორია ემიგრაცია. 7 მილიონზე მეტი ემიგრანტი, რომელიც 1980–იან წლებში ჩამოვიდა ამერიკაში,
20%–ზე ნაკლები ჩამოვიდა ევროპიდან. 5 ადამიანიდან 4 ჩამოვიდა აზიიდან, ლათინური ამერიკიდან ან კარიბის აუზის
ქვეყნებიდან (Immigration & Naturalization Service, 1989).

დადგენილია, რომ 2050 წლისთვის, არალათინოამერიკელი თეთრკანიანები, შეადგენენ აშშ–ს მოსახლეობის მხოლოდ 53%,
ლათინოამერიკელები – დაახლოებით 24%–ს, აფრიკული წარმოშობის ამერიკელები დაახლოებით 14%–ს, ხოლო აზიური
წარმოშობის ამერიკელები დაახლოებით 8%–ს. მკვიდრი ამერიკელების რაოდენობა, სავარაუდოდ დარჩება 1%–ზე
ნაკლები.

ამერიკული საზოგადოება განიცდის სხვა ცვლილებებსაც. მნიშვნელოვნად გაიზარდა ლესბოსელების და


ჰომოსექსუალისტების საზოგადოების მიმართ გახსნილობის დონე. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად არავინ იცის, თუ
როგორ არის განაწილებული სექსუალური ორიენტაცია ამერიკის მოსახლეობაში, მოკრძალებული დათვლებით 7–დან 10
მილიონამდე ადამიანი არის ჰომოსექსუალი და ლესბოსელი, ხოლო დანარჩენებს შორის გაურკვეველი რაოდენობა არის
ბისექსუალი.

გარდა ამისა, მუდმივად იზრდება ხანდაზმული ადამიანების რაოდენობა. 1960 წელს ამერიკელების 10%–ზე ნაკლები
შეადგენდა 65 წლის და მეტ ასაკს. დღეისთვის ეს ციფრი გაზრდილია 14%–მდე. დადგენილია, რომ 2025 წელს ეს
ასაკობრივი კატეგორია გაიზრდება მოსახლეობის 20%–მდე (U.S.Bureau of the Gensus, 1997). ჩნდება ინფორმაცია
ფიზიკურად არაშრომისუნარიანი მოსახლეობის რიცხვის ზრდის შესახებ. დადგენილია, რომ ამერიკელების დაახლოებით
12%–ს 14 წელზე ზევით აქვთ ინვალიდობის მძიმე ფორმები, რომელიც ზღუდავს მათ ყოველდღიურ საქმიანობას, რაც
ხელს უშლის მათ იარონ სკოლაში, აწარმოონ ოჯახური საქმიანობა ან იმუშაონ (U.S.Bureau of the Gensus, 1994).
არაშრომისუნარიანობის შემთხვევების მონაცემები მოიცავს არა მარტო სიბრმავეს, სიყრუეს ან დამბლას, არამედ
ინვალიდობის სხვა არა აშკარა ფორმებს, როგორიც არის ართრიტი, დიაბეტი და ზურგის მძიმე დაავადებები, რომელიც
ართულებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

მოცემული მაგალითები ავლენს უზარმაზარ სოციალურ და კულტურულ სხვადასხვაგვარობას, რომელიც ახასიათებს


ამერიკის მოსახლეობას. ჩვენ შევდივართ 21–ე საუკუნეში და მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც დგას სოციალური
ფსიქოლოგების წინაშე არის კვლევების გაფართოება, იმგვარად, რომ სოციალური ფსიქოლოგია ნამდვილად გახდეს
ფსიქოლოგია ყველა ადამიანისთვის.

23
კვლევის კორელაციური მეთოდების შედარება ექსპერიმენტულთან

მას შემდეგ, რაც მკვლევარი გადაწყვეტს, თუ რა უნდა მოიმოქმედოს და რა საკითხზე უნდა იპოვოს
პასუხი, მან უნდა მიიღოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება: როგორ ჩაატაროს კვლევა.
არსებობს კვლევის ორი ძირითადი მეთოდი: კორელაციური და ექსპერიმენტული. კორელაციური
კვლევის დროს მიმდინარეობს კორელაციის გულდასმით დაკვირვება და რეგისტრაცია ორ ან მეტ
ფაქტორს შორის. მაგალითად, მკვლევარმა შეიძლება დააყენოს საკითხი იმის თაობაზე,
დაკავშირებულია თუ არა სტუდენტის ფიზიკური მიმზიდველობა თანატოლებს შორის მის
პოპულარობასთან. კორელაციური მეთოდის გამოყენებით მკვლევარი არანაირ გავლენას არ ახდენს
სტუდენტის ქცევაზე, მხოლოდ არეგისტრირებს ინფორმაციას თითეული სტუდენტის
მიმზიდველობის შესახებ იმის მიხედვით, თუ რამდენად მოსწონთ სხვა სტუდენტებს ისინი.

ექსპერიმენტული კვლევის მეთოდი პირიქით გულისხმობს ჩარევას, რაც მას განასხვავებს


კორელაციური მეთოდისგან: მკვლევარი საკონტროლო სიტუაციაში აყენებს ადამიანებს და აფასებს
მათ რეაქციებს (Aronson, Wilson & Brewer, 1997). იმისათვის, რომ შეისწავლოს ფიზიკურ
მიმზიდველობასა და პოპულარობას შორის კავშირი ექსპერიმენტული მეთოდის გამოყენებით,
მკვლევარმა შეიძლება გამოიყენოს თანაშემწე, რომელსაც უხდის ფულს, რომელიც ზოგჯერ ისეა
ჩაცმული, რომ მიმზიდველად გამოიყურებოდეს, ხოლო ზოგჯერ ისე, რომ ძალიან არამიზიდველი
იყოს. ამის შემდეგ მკვლევარს შეუძლია მოიწვიოს სტუდენტი–მოხალისეები ლაბორატორიაში
ხანმოკლე ურთიერთობისათვის სხვა სტუდენტთან (სინამდვილეში – მკვლევარის თანაშემწესთან,
რომელსაც ფულს უხდის). ხანმოკლე შეხვედრის შემდეგ ხდება იმის შეფასება, რამდენად მოწონს
სტუდენტს თანაშემწე. მოცემული ექსპერიმენტული მეთოდის ჩარჩოებში, მკვლევარი აკონტროლებს
თანაშემწის სტუდენტზე ზემოქმედებას, როგორც მიმზიდველობის, ისე არამიმზიდველობის მხრივ;
გარემოს, რომელშიც ისინი ურთიერთობენ; და იმას, თუ როგორ აფასებს სტუდენტი ამხანაგის მიმართ
დადებით დამოკიდებულებას. შემდეგ თავებში დაწვრილებით იქნება განხილული კვლევის
კორელაციური და ექსპერიმენტული მეთოდები, ასევე ნაჩვენები იქნება თითეული მათგანის
უპირატესობა და ნაკლოვანებები.

კორელაციური კვლევების დროს ხორციელდება ორ ან მეტ ფაქტორს შორის კავშირზე დაკვირვება,


რომლებსაც სხვაგვარად უწოდებენ „ცვლადებს“. ძირითადი, საკითხი, რომელიც დგას იმ მეცნიერების
წინაშე, რომლებიც ატარებენ კორელაციურ კვლევებს, არის კავშირის არსებობა ცვლადებს შორის.
უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, როდესაც A ცვლადი მაღალია, იქნება თუ არა B ცვლადი მაღალი
(დადებითი კორელაცია) ან დაბალი (უარყოფითი კორელაცია) ან იმის შეფასება, რომ B საერთოდ არ
არის მასთან კავშირში (კორელაციის არარსებობა)? სიმაღლესა და წონას შორის არსებობს პოზიტიური
კორელაცია, რადგან მაღალი ადამიანები ჩვეულებრივ უფრო მეტს იწონიან, ვიდრე დაბალი
ადამიანები. პირიქით, ჰაერის ტემპერატურის და ჩაცმული ტანსაცმლის რაოდენობის მიხედვით,
არსებობს უარყოფითი კორელაცია – ჩვეულებრივ ცხელ დღეებში ადამიანები ცოტა ტანსაცმელს
იცმევენ. თუმცა სიმაღლესა და ჩასაცმელის რაოდენობას შორის, ალბათ კორელაცია არ არსებობს,
რადგან მაღალი და დაბალი ადამიანები სავარაუდოდ ერთნაირი რაოდენობის ტანსაცმელს იცმევენ.

კორელაციური კვლევების კარგი მაგალითია ტელევიზიით ძალადობის სცენების ყურებასა და


აგრესიულ ქცევას შორის შესაძლო კავშირების შესწავლა. კორელაციური კვლევები იხილავენ
კავშირებს იმათ შორის, თუ რამდენ დროს ატარებს ბავშვი ტელევიზორის წინ და უყურებს ძალადობის
24
სცენებს და ამავე ბავშვის აგრესიული ქცევის დონეს. არიან თუ არა ბავშვები, უფრო აგრესიულები
თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომლებიც უყურებენ უფრო მეტ ძალადობას ტელევიზორში?
ჰიუსმანმა (Huesmann, 1992) გამოარკვია, რომ დაწყებითი კლასების ბავშვები, რომლებიც უყურებენ
ძალადობის შესახებ უფრო მეტ პროგრამებს, თავიანთი კლასელების თვალსაზრისით არიან უფრო
აგრესიულები. მოცემულ კვლევებში წარმოდგენილია პოზიტიური კორელაცია ძალადობის ამსახველი
სატელევიზიო პროგრამების ყურებასა და ბავშვების აგრესიულ ქცევას შორის.

კვლევის კორელაციურ სქემებს აქვთ მთელი რიგი უპირატესობები. პირველ რიგში, ისინი ისეთი
პრობლემების შესწავლის საშუალებას იძლევიან, რომელშიც ჩარევა შეუძლებელია. მაგალითად,
მეცნიერებს არ შეუძლიათ შემთხვევითობის პრინციპის საფუძველზე აიძულონ ადამიანები განიცადონ
ვნებიანი სიყვარული, გადაიტანონ მიწისძვრა ან ონკოლოგიური დაავადება, ასევე შეუძლებელია
შემთხვევით არჩეული ადამიანები ვაცხოვროთ დიდ ქალაქებში ან აღიზარდონ პატარა ოჯახებში.
ამგვარი ფაქტორები, რასაკვირველია, რჩებიან კონტროლის გარეთ, თვით ყველაზე შემომქმედ და
საკუთარი საქმისადმი ერთგულ მკვლევარებთანაც კი. როგორც ეთიკური, ასევე პრაქტიკული
მოსაზრებები ზღუდავენ მკვლევარების შესაძლებლობებს, რათა ჩაერიონ სხვა ადამიანების
ცხოვრებაში. ასეთ სიტუაციებში კორელაციური კვლევები გვთავაზობენ შესაძლო მეთოდებიდან
საუკეთესო მიდგომებს ადამიანური ცხოვრების სხვადასხვაგვარი ფაქტებს შორის კავშირების
დასადგენად.

კორელაციური კვლევების მეორე უპირატესობაა – მისი ეფექტურობა. კორელაციური კვლევები


ეხმარება მეცნიერებს შეაგროვონ გაცილებით მეტი ინფორმაცია და შეამოწმონ უფრო დიდი
რაოდენობის კავშირები, ვიდრე ამის გაკეთება შეიძლება დიდი ოდენობის ექსპერიმენტებში.
კორელაციური მიდგომის გამოყენებისას, რათა გამოვარკვიოთ უფრო აგრესიული ქცევის მიზეზები
ზოგიერთ ბავშვთან, მკვლევარებს შეუძლიათ მოაგროვონ ინფორმაცია მრავალ ფაქტორზე, რომელიც
მოიცავს სატელევიზიო პროგრამების ყურებას, ოჯახის ისტორიას, ინტელექტს, პიროვნულ თვისებებს,
სხვა ბავშვებთან ურთიერთობას და ა.შ. გარდა ამისა, მკვლევარებს შეუძლიათ შეაფასონ აგრესიული
ქცევები სხვადასხვა საშუალებებით: მასწავლებლის შთაბეჭდილების საფუძველზე, საკუთარი
დაკვირვებით, თუ როგორ იქცევიან ბავშვები სკოლაში, ბავშვის რეპუტაციით, სხვა ბავშვებთან
მიმართებაში აგრესიულობის თვალსაზრისით, მშობლების ინფორმაციით და ა.შ. შემდგომში მათ
შეუძლიათ გამოიყენონ სტატისტიკური მეთოდები, რათა დაადგინონ კავშირები ცვლადების ამ
ერთობლიობას შორის. ექსპერიმენტული მეთოდი არ არის საკმარისად ეფექტური მრავალრიცხოვანი
ცვლადების მონაცემების შესაგროვებლად.

მიუხედავად იმისა, რომ კორელაციური კვლევები სასარგებლოა ცვლადებს შორის ურთიერთკავშირის


აღსაწერად, იგი ვერ იძლევა მიზეზ–შედეგობრივი კავშირის ნათელ მტკიცებულებას. კორელაციური
კვლევების ჩატარების დროს მიზეზ–შედეგობრივი კავშირი შეიძლება ნათელი არ იყოს ორი მიზეზით.
უკუმიზეზობრიობის პრობლემა მაშინ ჩნდება, როდესაც ორი ცვლადი დაკავშირებულია ერთმანეთთან
და ამასთან ერთად თითეული მათგანი დიდი ალბათობით შეიძლება იყოს როგორც მიზეზი, ისე
შედეგი. მოცემულ შემთხვევაში ჩვენ ვიცით, რომ A და B ცვლადები დაკავშირებულია, მაგრამ ჩვენ არ
შეგვიძლია ვთქვათ, A არის თუ არა B-ს მიზეზი, თუ პირიქით. კვლევები, რომელიც ადგენს
კორელაციას სატელევიზიო გადაცემების ყურებასა და აგრესიული ქცევის ხარისხს შორის,
ილუსტრირებას უკეთებს ამ პრობლემას. მათი შედეგები იმაზე მიუთითებენ, რომ ძალადობა,

25
რომელსაც აჩვენებენ ტელევიზიით, აგრესიის მიზეზი ხდება, რომლებსაც ავლენენ ბავშვები. თუმცა,
შეიძლება პირიქით იყოს სამართლიანი: შესაძლოა, რომ ბავშვები, რომლებიც აგრესიულები არიან
თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაში, განსაკუთრებული ინტერესით აკვირდებიან ჩხუბებს და
ამიტომაც ატარებენ დიდ დროს იმ სატელევიზიო პროგრამებთან, რომლებიც ძალადობას ასახავენ.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შესაძლოა რომ სწორედ ბავშვების აგრესიული ქცევები იწვევს მათში
უყუროს გარკვეულ სატელევიზიო პროგრამებს. ცვლადებს შორის კორელაცია თავისთავად არ
მიუთითებს იმაზე, თუ რომელი ცვლადი შეიძლება იყოს მიზეზი და რომელი შედეგი.

კორელაციურ კვლევებს გააჩნიათ კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა, რომელმაც შეიძლება


განუსაზღვრელობამდე მიგვიყვანოს, – ეს არის იმის ალბათობა, რომ არც A ცვლადი და არც B ცვლადი
პირდაპირ გავლენას არ ახდენს ერთმანეთზე. უფრო მეტიც, რომელიმე სხვა დაუდგენელმა ფაქტორმა
შეიძლება გავლენა მოახდინოს ორივე ცვლადზე. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ საქმე გვაქვს მესამე
ცვლადთან. მაგალითად, კორელაცია ტელევიზიით ნაჩვენებ ძალადობასა და აგრესიულ ქცევას შორის
შეიძლება გამოწვეული იყოს მესამე ფაქტორით. შესაძლებელია არაკეთილმოწყობილი ოჯახები,
რომლებიც სივიწროვეში ცხოვრობენ და განიცდიან საშინელ ცხოვრებისეულ ფრუსტრაციებს, ავლენენ
როგორც სატელევიზიო პროგრამების ხანგრძლივი ყურების, ისე უფრო მეტი აგრესიულობისაკენ
მიდრეკილებას. ასეთ ოჯახებს შორის ტელევიზორის ყურება და აგრესიული ქცევა შესაძლებელია
კორელაციაში იყოს ერთმანეთთან, მაგრამ კორელაცია შესაძლებელია განპირობებული იყოს მესამე
ფაქტორით – სიღარიბით და ფრუსტრაციით – რომელიც ორივე ცვლადის მიზეზი შეიძლება
აღმოჩნდეს. კორელაცია სატელევიზიო ძალადობრივი პროგრამების ყურებასა და აგრესიულ ქცევას
შორის შეიძლება ცრუ აღმოჩნდეს, რადგან იგი ხელოვნურად იყო შექმნილი მესამე ცვლადის მიერ,
რომელიც კვლევების დროს არ იყო გათვალისწინებული. თავისთავად, ტელევიზია შეიძლება არ
აღმოჩნდეს აგრესიული ქცევის ფორმირების მიზეზი.

ეს ორი რთული მომენტი ხშირად, მაგრამ არა ყოველთვის, ბადებენ პრობლემებს კორელაციური
კვლევების ჩატარების დროს. ზოგიერთ შემთხვევებში ფსიქოლოგებს შეუძლიათ გამორიცხონ
უკუმიზეზობრიობის პრობლემა. მაგალითად, მრავალმა გამოკვლევამ აჩვენა კორელაცია სქესსა და
აგრესიულ ქცევას შორის; ამ კვლევებმა აჩვენეს, რომ ბიჭები უფრო აგრესიულები არიან, ვიდრე
გოგონები. მოცემულ შემთხვევაში ჩვენ დარწმუნებულები უნდა ვიყოთ იმაში, რომ აგრესიული ქცევა
არ არის ბავშვის სქესის მიზეზი. აქ მიზეზ–შედეგობრივი კავშირის მიმართულება ნათელია: რაღაცა,
რომელიც ახასიათებთ ბიჭებს, იმის საპირისპიროდ, რაც ახასიათებთ გოგონებს, გავლენას ახდენს
ბავშვის აგრესიულობაზე.

მესამე ცვლადის პრობლემა ყოველთვის არ წარმოადგენს აუცილებლად სირთულეს, რადგან ზოგჯერ


მკვლევარებს შეუძლიათ განახორციელონ კონტროლი, რომელიც საშუალებას მისცემს მათ
განსაზღვრონ, მართლა იწვევს თუ არა შესაძლო მესამე ცვლადი კორელაციას, რომელსაც ისინი
აკვირდებიან. მაგალითად მათ შეუძლიათ დაამატონ ფრუსტრაციის ან სიბრაზის შეფასება, რომელიც
ბავშვის ოჯახში არსებობს და რომელიც თავის კორელაციურ კვლევებში განახორციელა ჰიუსმანმა
(Huesmann, 1982) დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან. ამის შემდეგ მათ შეუძლიათ გააკონტროლონ,
სატელევიზიო პროგრამების ყურებასა და აგრესიულ ქცევას შორის კორელაციას ნამდვილად
განსაზღვრავს თუ არა ოჯახური სტუაციების თავისებურებები. არსებობს მხოლოდ ისეთ ოჯახებში,
რომლისთვისაც დამახასიათებელია სიბრაზე და ფრუსტრაცია, თუ ბედნიერ და მშვიდ ოჯახებშიც. თუ

26
ეს ასეა, მკვლევარებს შეუძლიათ დაასკვნან, რომ მესამე ცვლადი (ოჯახური ცხოვრება) არ ახდენს
გავლენას პირველსაწყის კორელაციაზე.

რასაკვირველია, მოცემული მეთოდი სრულიად არ გამორიცხავს მესამე ცვლადის პრობლემას.


შესაძლებელია არსებობდეს რაღაცა სხვა მესამე ცვლადი (ამ შემთხვევაში უკვე მეოთხეზე), რომელიც
ვერ გაითვალისწინეს მკვლევარებმა, მაგალითად ვერბალური უნარები. შესაძლოა, ბავშვები,
რომლებსაც სუსტად აქვთ განვითარებული ვერბალური უნარები, უპირატესობას ანიჭებენ უყურონ
ისეთ სატელევიზიო სანახაობებს, სადაც ბევრი ფიზიკური აქტიობაა და არ უყურონ ნაკლებად
დინამიურ თოკ–შოუებს. მოცემული შესაძლებლობების შესამოწმებლად შეიძლება გამოგვადგეს ახალი
მესამე ცვლადი, ვერბალური უნარები, იმისათვის რომ შემდგომში ვნახოთ მოქმედებს თუ არა საწყისი
კორელაცია როგორც მაღალი ვერბალური უნარების მქონე ბავშვებზე, ასევე იმ ბავშვებზე, რომელთა
უნარები საშუალოზე დაბლა არის შეფასებული.

რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს პროცესი შეიძლება გაგრძელდეს კიდევ და კიდევ. მაგრამ ის მთავრდება
გარკვეულ წერტილში, როდესაც მკვლევარებს აღარ შეუძლიათ კიდევ ივარაუდონ რაიმე საალბათო
მესამე ცვლადის არსებობა. ეს იმაზე კი არ მიუთითებს, რომ მეტი ცვლადი აღარ არსებობს, არამედ
იმას, რომ მოცემულ მომენტში მკვლევარები იღებენ კორელაციას, რომელიც ასახავს მიზეზ–
შედეგობრივ კავშირს მანამდე, სანამ ვინმე არ ივარაუდებს სხვა შესაძლო ცვლადის არსებობას, რომლის
შესწავლაც გახდება საჭირო.

ექსპერიმენტის მიმდინარეობის დროს მკვლევარი ქმნის ორი (ან მეტი) სახის პირობებს, რომლებიც
მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ინდივიდები შემთხვევითობის პრინციპით აღმოჩნდებიან
ერთერთ ამ პირობაში, შემდეგ ხდება მათი რეაქციების შეფასება. მაგალითად, ექსპერიმენტების
მიმდინარეობისას, რომელიც ეხება ძალადობის ჩვენებას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით,
ბავშვების ერთერთ ჯგუფს შესაძლებელია აჩვენონ ფილმი, რომელიც შეიცავს ძალადობას, ხოლო
მეორე ჯგუფს – ფილმი, რომელიც არ შეიცავს ძალადობრივ სცენებს. ამის შემდეგ ბავშვები შეიძლება
მოათავო სატესტო სიტუაციაში, რომელიც საშუალებას იძლევა შეფასდეს მათი აგრესიული ქცევა. იმ
შემთხვევაში, თუ ბავშვები რომელთაც აჩვენეს ძალადობრივი ფილმები, მოიქცევიან აგრესიულად,
ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ მოცემულ სიტუაციაში ეკრანზე ნანახი ძალადობა არის ბავშვების
აგრესიული ქცევის მიზეზი.

ჰარტმანის (Hartmann, 1969) მიერ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ძალადობის ჩვენების


შესწავლამ, ნათელად აჩვენა მოცემული ექსპერიმენტული მიდგომა. რანდომიზირებული (რამდენიმე
ადგილიდან აღებული, გაფანტული) ცდის დროს მოზარდი ბიჭები განათავსეს ორი სხვადასხვა
პირობებიდან ერთერთში. ბიჭების ნახევარს უჩვენეს ორწუთიანი ფილმი, სადაც ორი ბიჭი ჯერ
კალათბურთის კალათში აგდებდა ბურთს, შემდეგ დაიწყეს კამათი და ბოლოს გადავიდნენ
ერთმანეთის ცემაზე. ბიჭების მეორე ჯგუფი უყურებდა სხვა ორწუთიან ფილმს, რომელიც აჩვენებდა
აქტიურ მაგრამ ერთმანეთთან შეთანხმებულ კალათბურთის თამაშს. ფილმის ნახვის შემდეგ, თითეულ
ბიჭს თხოვეს მონაწილეობა მიეღო ისეთ მოქმედებაში, რომელსაც უწოდებდნენ ქცევითი უკუკავშირის
ზემოქმედება დასწავლაზე. ცდის პირს ქონდა „მასწავლებლის“ როლი, რომელიც „მოსწავლეს“
ურტყამდა გარკვეული სიძლიერის ელექტროშოკს იმ შემთხვევაში, როდესაც მოსწავლე დავალების
შესრულების დროს უშვებდა შეცდომას. „მასწავლებელს“ შეეძლო გამოეყენებინა ელექტროშოკის
სიმძლავრე, რამდენიც უნდოდა, გარკვეული ზღვრების ფარგლებში (სინამდვილეში ელექტროშოკი არ
27
იყო ნამდვილი, ხოლო „მოსწავლე“ იყო ექსპერიმენტატორის ასისტენტი). ბიჭები, რომლებსაც
ძალადობრივი ფილმი ქონდათ ნანახი, უფრო დიდი სიძლიერის ელექტროშოკს იყენებდნენ, ვიდრე
ისინი, რომლებმაც ნახეს ფილმი ძალადობრივი სცენების გარეშე. ყოველ შემთხვევაში, მოცემულ
სიტუაციაში, ეკრანზე ძალადობის ყურება გახდა გაზრდილი აგრესიული ქცევის უშუალო მიზეზი.

ექსპერიმენტული მეთოდის დიდი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი თავიდან იცილებს
ბუნდოვნებას, რომელიც დაკავშირებულია მიზეზ–შედეგობრივ კავშირთან და აფუჭებს მრავალ
კორელაციურ კვლევას. ექსპერიმენტატორები შემთხვევითობის პრინციპით ათავსებენ ადამიანებს
სხვადასხვა პირობებში იმ მიზნით, რათა განსაზღვრონ, არსებობს თუ არა რაიმე განსხვავება მათ
რეაქციებში. თუ ექსპერიმენტი კარგად არის ჩატარებული, რეაქციებში ნებისმიერ განსხვავებას, ორი
პირობის შემთხვევაში, უნდა განსაზღვრავდეს თვითონ პირობებს შორის განსხვავებულობა. თუ
გამოვიყენებთ უფრო ფორმალურ ტერმინოლოგიას, შესაძლებელია ითქვას, რომ ფაქტორს, რომელსაც
აკონტროლებს მკვლევარი („მიზეზი“) უწოდებენ დამოუკიდებელ ცვლადს, რადგან მას განსაზღვრავს
თვითონ მკვლევარი. ჰარტმანის კვლევების შემთხვევაში დამოუკიდებელი ცვლადი იყო ფილმის ტიპი,
რომელსაც უყურებდნენ ბიჭები. „შედეგს“, რომლის შესწავლა ხდება, უწოდებენ დამოკიდებულ
ცვლადს, რადგან მისი მნიშვნელობა დამოკიდებულია დამოუკიდებელ ცვლადზე. ჰარტმანის
კვლევების შემთხვევაში დამოკიდებული ცვლადი იყო ელექტროშოკის ძალა, რომელსაც ცდის პირი
იყენებდა სხვა ადამიანის მიმართ. ექსპერიმენტები მეცნიერებს აძლევენ იმის ნათელ მტკიცებულებებს,
რომ დამოკიდებულ ცვლადებს შორის განსხვავება განისაზღვრება დამოუკიდებელ ცვლადებს შორის
განსხვავებით.

ექსპერიმენტულ კვლევებში დიდი ყურადღება ეთმობა დამოუკიდებელი და დამოკიდებული


ცვლადების შექმნას. ჩვეულებრივ, ფსიქოლოგი თავდაპირველად განსაზღვრავს აბსტრაქტულ ან
კონცეპტუალურ ცვლადს, რომელიც მას აინტერესებს. მაგალითად ცვლადი „ძალადობის სცენის
ყურება“ შეიძლება განსაზღვრული იყოს როგორც იმ ქმედებებზე დაკვირვება, რომელიც იწვევს
ტკივილს ან მიმართულია სხვა ადამიანის ტკივილის მიყენებაზე. შემდეგ მკვლევარი უნდა გადავიდეს
ამ ზოგადი განსაზღვრებიდან საოპერაციო განსაზღვრებაზე.

საოპერაციო განსაზღვრება არის სპეციფიკური მეთოდი ან ხერხი, რომელიც გამოიყენება ცვლადის


მანიპულირებისთვის ან მის გასაზომად ექსპერიმენტის ჩატარების დროს.

მაგალითად ექსპერიმენტატორს შეუძლია შექმნას ფილმის ორი ვარიანტი: ერთი ძალადობის


სცენებით, ხოლო მეორე მის გარეშე. თუ ექსპერიმენტატორი ცდილობს ძალადობის სიძლიერით
მანიპულირებას, რომელსაც ფილმში აჩვენებს, მაშინ ამ ორ ფილმს არ ექნება სხვა განსხვავებები:
დროის ხანგრძლიობა იქნება ერთნაირი, ორივე იქნება ფერადი ან შავ–თეთრი და ა.შ. დამოუკიდებელი
ცვლადის კონტროლს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რადგან იგი საშუალებას აძლევს
ექსპერიმენტატორს ზუსტად მიუთითოს ნებისმიერი განსხვავების მიზეზებზე, რომელიც წამოიჭრება
ადამიანების ორ ჯგუფს შორის.

28
ცხრილი 1.1

კორელაციური და ექსპერიმენმტული კვლევების შედარება

კორელაციური ექსპერიმენტული
დამოუკიდებელი ცვლადი ბუნებრივად იცვლება აკონტროლებს მკვლევარი
შემთხვევითი განაწილება არა კი
მიზეზ–შედეგობრივი კავშირის ჩვეულებრივ არა კი
განსაზღვრა
საცდელი კვლევა ხშირად ჩვეულებრივ არა
თეორიის შემოწმება ხშირად ჩვეულებრივად
ამოწმებს მრავალრიცხოვან ჩვეულებრივად ჩვეულებრივ არა
კავშირებს

ექსპერიმენტის მეორე მნიშვნელოვანი მახასიათებელია ცდისპირების აუცილებელი მოთავსება


საცდელ პირობებში შემთხვევითი შერჩევით. ეს შეიძლება გაკეთდეს მონეტის აგდებით, ბარათების
განლაგებით, ან რასაც ყველაზე ხშირად აკეთებენ შემთხვევითი რიცხვების ცხრილის გამოყენებით.
ცდისპირების შემთხვევით განაწილებას ექსპერიმენტის პირობებთან დაკავშირებით აქვს ძალიან
დიდი მნიშვნელობა, რადგან იგი უზრუნველყოფს პირობებს შორის განსხვავებულობის შემთხვევით
განაწილებას ცდისპირებისთვის. თუ ცდისპირებს ჯგუფში თავიდანვე ქონდათ რაიმე
სისტემატიზირებული განსხვავება, მკვლევარები ვერ შეძლებენ ახსნან შემდგომში წარმოქმნილი
ნებისმიერი განსხვავება, როგორც უშუალოდ ექსპერიმენტული პირობების მიერ გამოწვეული
განსხვავება. ქცევაში განსხვავება შეიძლება გამოიწვიოს ფაქტორებმა, რომელიც არსებობდა
ექსპერიმენტამდე და არა დამოუკიდებელი ცვლადის მიერ. 1.1. ცხრილში მოყვანილია კვლევის
კორელაციურ და ექსპერიმენტულ მეთოდებს შორის შედარება.

საველე და ლაბორატორიული პირობები

კვლევის ორგანიზაციის კიდევ ერთი საკითხი ეხება იმას, თუ სად უნდა ჩატარდეს იგი: საველე
პირობებში თუ ლაბორატორიაში. კვლევები, რომლებიც ტარდება „ველზე“, ქცევას სწავლობს
„ბუნებრივ პირობებში“. მკვლევარებს შეუძლიათ შეისწავლონ ქარხნის მუშების შრომის
მწარმოებლურობა უშუალოდ ქარხანაში, ან მგზავრების რეაქცია გაუთვალისწინებელ სიტუაციაში
მეტროს იმ მატარებელში, რომლითაც ისინი ჩვეულებრივ მგზავრობენ ხოლმე, ან კოლეჯის
სტუდენტების დამოკიდებულება თავისი ოთახის მეზობლების მიმართ საერთო საცხოვრებელში.

ამის საპირისპიროდ, ლაბორატორიული კვლევები ტარდება ხელოვნურად შექმნილ სიტუაციებში,


რომელიც, როგორც წესი, ექსპერიმენტის მონაწილეებისთვის უჩვეულოა. ზოგიერთი
ლაბორატორიული კვლევა ტარდება სპეციალურად აღჭურვილ ოთახში, რომელიმე კოლეჯის
ფსიქოლოგიის განყოფილების შენობაში ან კვლევით ინსტიტუტში. ლაბორატორია შეიძლება
აღჭურვილი იყოს სხვადასხვა სახის სპეციალური ინსტრუმენტებით, მაგალითად, როგორიც არის
ვიდეომონიტორები ფილმების დემონსტრირებისთვის, აუდიოაპარატურა ცდის პირების საუბრების
ჩასაწერად, ცალმხრივი ხედვის სარკეები, რომელიც საშუალებას იძლება დავაკვირდეთ ჯგუფურ
ურთიერთქმედებას, კომპიუტერები ან ფსიქოლოგიური ჩანაწერებისთვის რეგისტრაციის
29
მოწყობილობა. ლაბორატორია შეიძლება გავდეს ჩვეულებრივ ოთახს ან სალექციო დარბაზს,
რომელშიც ადამიანებს შეუძლიათ მაგალითად ანკეტის შევსება. ძირითადი მომენტი იმაში
მდგომარეობს, რომ ცდის პირი ხვდება იმ პირობებში, რომელიც შერჩეულია და კონტროლდება
ექსპერიმენტატორის მიერ. ექსპერიმენტული და კორელაციური კვლევები შეიძლება ჩატარდეს
როგორც ლაბორატორიაში, ასევე ველზე და თითეულ პირობებს ქონდეს როგორც უპირატესობები,
ასევე ნაკლოვანებები.

ლაბორატორიული კვლევის ძირითადი უპირატესობაა სიტუაციაზე კონტროლის შესაძლებლობა.


მკვლევარები სრულიად დარწმუნებულები შეიძლება იყვნენ იმაში, თუ რა შეიძლება მოხდეს
თვითეულ ცდის პირთან. ექსპერიმენტული სამუშაოს ჩატარების დროს, მათ შეუძლიათ
შემთხვევითობის პრინციპით მოათავსონ მონაწილეები სხვადასხვა პირობებში, განახორციელონ
მათზე გარკვეული ზემოქმედება, მინიმუმამდე დაიყვანონ გარე ფაქტორების გავლენა და განვლონ
გრძელი გზა, რათა თავიდან აიცილონ პროცედურების არასასურველი გადახრები. მკვლევარები,
რომლებიც მუშაობენ ლაბორატორიებში, ასევე ახორციელებენ მნიშვნელოვან კონტროლს
დამოკიდებულ ცვლადზე და შეუძლიათ მოგვცენ შედეგების უფრო ზუსტი შეფასებები, ვიდრე ეს
შესაძლებელია საველე პირობებში. ამგვარად, ლაბორატორია – ეს არის იდეალური ადგილი ერთი
ცვლადის მეორეზე გავლენის შესასწავლად. ყველა ეს უპირატესობა ერთიანდება ერთი სახელწოდების
ქვეშ, რომელსაც ქვია შინაგანი ვალიდობა. შინაგანი ვალიდობა მაღალია, თუ მკვლევარები
დარწმუნებულები არიან იმაში, რომ შედეგს, რომელსაც ისინი აკვირდებიან დამოკიდებულ
ცვლადთან, ნამდვილად განსაზღვრავს დამოუკიდებელი ცვლადი, რომლითაც ისინი
მანიპულირებდნენ ექსპერიმენტის დროს (და არ არიან დამოკიდებული სხვა არაკონტროლირებულ
ფაქტორებზე).

საველე პირობებში ცდის პირების შემთხვევითობის პრინციპით განთავსება გარკვეულ პირობებში


ძალიან რთულია და ვერ იქნები დარწმუნებული, რომ ისინი განიცდიან ერთსა და იგივეს, და
ახორციელებენ დამოკიდებული ცვლდის ზუსტ შეფასებას. ნაწილობრივ, ძნელია დამოუკიდებელი
ცვლადის ხარვეზების გარეშე მანიპულირება და დამოკიდებული ცვლადის ზუსტი შეფასების მიღება.
მკვლევარმა უნდა აღმოაჩინოს და კლასიფიცირება გაუკეთოს გარემოებებს, რომლებიც იწვევენ
პირობებს შორის გარკვეულ განსხვავებებს.

ძალადობის ამსახველი სატელევიზიო სანახაობები გავლენაზე, რთული და მრავალდონიანი საველე


გამოკვლევები განახორციელეს ფეშბახმა და სინგერმა (Feshbach & Singer, 1971) რომლებიც
შეისწავლიდნენ მოზარდ ბიჭებს. ისინი ცხოვრობდნენ კალიფორნიის და ნიუ–იორკის შვიდ
სხვადასხვა ინტერნეტში. სკოლის პერსონალის დახმარებით მკვლევარებს მიეცათ შესაძლებლობა
გამოეყენებინათ ბავშვების მიმართ შემთხვევით არჩეული ორი ერთმანეთისგან განსხვავებული
„სატელევიზიო დიეტა“. ექვსი კვირის განმავლობაში ყველა ბიჭი, სულ ცოტა კვირაში 6 საათის
განმავლობაში, უყურებდა სპეციალურად დამუშავებულ სატელევიზიო შოუს, რომელსაც იმ დროს
უჩვენებენ, როდესაც სატელევიზიო გადაცემებს უყურებს მაყურებელთა მაქსიმალური რაოდენობა. იმ
პირობით, რომელიც ითვალისწინებს სატელევიზიო პროგრამების ჩვენებას ძალადობის სცენებით,
ბიჭები უყურებდნენ აგრესიული შინაარსის შოუებს, რომელიც ასევე მოიცავდა ვესტერნებს და
კრიმინალურ ისტორიებს. იმ დროს, როდესაც ძალადობის სცენებს არ უჩვენებდნენ, ბიჭებს
აჩვენებდნენ კომედიებს და სხვა არააგრესიულ პროგრამებს. პერსონალი ახორციელებდა ბიჭების

30
ქცევის შეფასებას, რომელიც რეალურად იყო აგრესიის შეფასება. მოლოდინის საწინააღმდეგოდ,
მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ბიჭების აგრესია, რომლებიც უყურებდნენ აგრესიულ სცენებს, იყო
გაცილებით მცირე, ვიდრე იმ ბიჭებისა, რომლებიც უყურებდნენ არააგრესიულ სცენებს. აღმოჩნდა,
რომ ტელევიზიით ძალადობის სცენების ყურებამ გამოიწვია აგრესიის შემცირება. რითი შეიძლება
აიხსნას ასეთი მოულოდნელი შედეგი?

მკვლევარებმა გამოარკვიეს, რომ ბიჭების უმეტესობა უპირატესობას ანიჭებდა პროგრამებს, რომლებიც


შეიცავდნენ მეტი რაოდენობის ძალადობის სცენებს. ამგვარად, ბიჭებს, რომლებსაც აჩვენებდნენ
არაძალადობრივ სცენებს, შეიძლება ქონოდათ უფრო ძლიერი ფსუსტრაცია, ვიდრე მეორე ჯგუფის
ბიჭებს. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ მათ აღარ ქონდათ შესაძლებლობა ენახათ თავიანთი საყვარელი
გადაცემები. შესაბამისად, ჩვენ ალბათ არ შეგვიძლია ავხსნათ, შედეგებს განსაზღვრავს შოუს შინაარსი
თუ ფრუსტრაციების ხარისხებს შორის განსხვავება, რომელთა პირობებიც განსხვავებული იყო –
ძალადობის შემცველი სანახაობა და არაძალადობის შემცველი სანახაობა. ამგვარი პრობლემა არ
შეიძლება წარმოქმნილიყო ლაბორატორიული კვლევების ჩატარების დროს, რადგან მკვლევარებს არ
მოუხდებოდათ ჩარეულიყვნენ სატელევიზიო პროგრამების ჩვენების პრაქტიკაში, რომელიც ჩვეული
იყო ბიჭებისათვის და ამგვარად იგი ვერ მიგვიყვანდა ფრუსტრაციამდე ერთ ჯგუფში, ხოლო მეორე
ჯგუფში ფრუსტრაციის არქონამდე.

ლაბორატორიული მუშაობის კიდევ ერთი უპირატესობაა – მისი მოხერხებულობა და ნაკლები


ღირებულება. ჩვეულებრივ მკვლევარებისთვის უფრო ადვილი და იაფია ოთახში მუშაობა, რომელიც
მათი ოფისის გვერდით ერთ სართულზეა განთავსებული, ვიდრე საკვლევი ადამიანების საცხოვრებელ
ან სამუშაო ადგილებზე მისვლა.

საველე პირობების უპირატესობა არის ის, რომ ისინი უფრო რეალისტურები არიან და საშუალებას
იძლევიან უფრო ადვილად განაზოგადო შედეგები, რომელიც მიღებულია რეალური ცხოვრებისეული
სიტუაციებიდან. საველე კვლევების ამ უპირატესობას უწოდებენ გარეგან ვალიდობას, რომელიც
ასახავს იმ ფაქტს, რომ შედეგები შეიძლება უფრო სანდო იყოს სიტუაციებში, რომელიც არის
განსაზღვრული კვლევითი სიტუაციების საზღვრებს გარეთ (Campbell, Stanley, 1963). გარეგანი
ვალიდობა მაღალია მაშინ, როდესაც კვლევის შედეგები შეიძლება განზოგადდეს სხვა
პირობებისთვისაც და მოსახლეობის სხვა ჯგუფებისთვისაც. განვიხილოთ განსხვავება ორ კვლევას
შორის, რომელიც აღწერილია ამ თავში: ჰარტმანის (Hartmannn) მიერ 1969 წელს ჩატარებული
ლაბორატორიული ექსპერიმენტი, რომელიც ეხება ტელევიზიის საშუალებით ძალადობის ჩვენებას და
ფეშბახის და სინგერის (Feshbach, Singer, 1971) საველე ექსპერიმენტი, რომელიც იგივე საკითხს ეხება.

ჰარტმანის მიერ ჩატარებულ ლაბორატორიულ კვლევებში, დამოუკიდებელი ცვლადი – ეკრანზე


ძალადობა – იყო ხელოვნურად შექმნილი. მკვლევარმა, სპეციალურად კვლევისთვის, შექმნა
მოკლემეტრაჟიანი ფილმი. ფეშბახის და სინგერის საველე კვლევებში დამოუკიდებელი ცვლადი იყო
ძალადობა, რომელსაც რეალურად უჩვენებდნენ ტელევიზიით მთელ ქვეყანაში. ჰარტმანის კვლევაში
დამოკიდებული ცვლადი – აგრესიული ქცევა – იყო ხელოვნური: იგი განისაზღვრებოდა
ელექტროშოკის სიძლიერით სიტუაციაში „მასწავლებელი – მოსწავლე“, რომელიც ასევე სპეციალურად
იყო შექმნილი კვლევისთვის. ფეშბახის და სინგერის საველე კვლევაში დამოკიდებული ცვლადი იყო
ბუნებრივი და შედგებოდა დამკვირვებლების შეფასებებისგან, რომლებიც ყველფერს აღნიშნავდნენ,
როგორც ვერბალურს, ასევე ფიზიკური აგრესიის სხვადასხვა ხარისხს, რომელსაც ავლენდნენ ბიჭები
31
ყოველდღიურ ურთიერთობაში მეგობრებთან და მასწავლებლებთან. დავუშვათ, თქვენ გსურთ ამ
კვლევების საფუძველზე გააკეთოთ განზოგადოებული დასკვნა, თუ რა ზემოქმედებას ახდენენ
სატელევიზიო პროგრამები, რომლებსაც უჩვენებენ ტელემაყურებლებისათვის ყველაზე პოპულარულ
დროს, აგრესიაზე, რომელსც ავლენენ მოზარდი ბიჭები ყოველდღიურ ცხოვრებაში. საველე კვლევებს
საქმე აქვთ სწორედ ეკრანზე ნაჩვენები ძალადობის ამ სახის დემონტრაციასთან, ყოველდღიურ
აგრესიულ ქცევებთან და ჩვენთვის საინტერესო სიტუაციებთან, რომელიც რეალურ ცხოვრებაში
ხდება. ამ ტიპის კვლევა უფრო შესაფერისია განზოგადოებისათვის. ამგვარად, საველე კვლევებს
გააჩნიათ უფრო მაღალი გარეგანი ვალიდობა.

საველე პირობებში მუშაობის კიდევ ერთი უპირატესობა არის ის, რომ ზოგჯერ მკვლევარებს უხდებათ
მუშაობა განსაკუთრებით ძლიერ ცვლადებთან, რომელთა შესწავლა ლაბორატორიულად
შეუძლებელია. მკვლევარებს შეუძლიათ დააკვირდნენ ადამიანებს განსაკუთრებულ სიტუაციებში,
მაგალითად როდესაც გულის ოპერაციას ელოდებიან საავადმყოფოში ან როდესაც ერთად
შეჯგუფდებიან არტილერიის შეტევის დროს. ზოგჯერ შემომქმედ მკვლევარებს შეუძლიათ
ისარგებლონ „ბუნებრივი ექსპერიმენტის“ უპირატესობით – შემთხვევებით, როდესაც
დამოუკიდებელი ცვლადი დიდი ხარისხით იცვლება ბუნებრივი ფაქტორების ზემოქმედებით და არა
ექსპერიმენტატორის ქმედების შედეგად. მაგალითად, მკვლევარებს არ შეუძლიათ აიძულონ ბინების
მფლობელები შემთხვევითობის პრინციპით გამოცადონ სტიქიური უბედურების დამანგრეველი
ზემოქმედება, რათა ნახონ, მოახდენს თუ არა ეს გავლენას მათი შეფასების ხარისხზე თუ რამდენად
შეუძლიათ საკუთარ სიცოცხლეზე კონტროლი. მაგრამ 1980 წელს პარკერს, ბრიუერს და სპენსერს
(Parker, Brewer & Spencer, 1980) მიეცათ შესაძლებლობა გამოეცადათ ეს მეთოდი, როდესაც
სწავლობდნენ დასახლებულ პუნქტს, რომლის მცხოვრებლები დაზარალდნენ გამანადგურებელი
ხანძრისგან. ისეთმა შემთხვევითმა ფაქტორმა, როგორიცაა ქარის მიმართულების სწრაფი ცვლა,
განსაზღვრა, თუ რომელი სახლები დაიწვა და რომლები გადარჩა, და ამგვარად შექმნეს უბედურების
და გადარჩენის შემთხვევითი განაწილების დაახლოებითი ექვივალენტი.

ცხრილი 1.2

ლაბორატორიული და საველე კვლევების შედარება

ლაბორატორიული საველე
კონტროლი ცვლადებზე მაღალი დაბალი
შემთხვევითი განაწილება თითქმის ყოველთვის იშვიათად
ჩატარების მოხერხებულობა ჩვეულებრივ მაღალი ჩვეულებრივ დაბალი
რეალიზმი დაბალი მაღალი
დამოუკიდებელი ცვლადების გააჩნია შემცირების ტენდენცია გააჩნია ზრდის ტენდენცია
გავლენა
საეჭვოობა და დამახინჯება გააჩნია ზრდის ტენდენცია გააჩნია შემცირების ტენდენცია
გარეგანი ვალიდობა დაბალი მაღალი

ის, რომ საველე კვლევები დაკავშირებულია ყოველდღიურ ცხოვრებასთან, მათი ჩატარების


მსვლელობისას ცდის პირების შესაძლო საეჭვო ქცევა მინიმუმამდე დაიყვანება. ადამიანების რეაქცია
უფრო სპონტანურია და ნაკლებად ექვემდებარება სხვადასხვა სახის დამახინჯებებს, როდესაც
ლაბორატორიულმა პირობებმა შეიძლება გამოიწვიოს უფრო საეჭვო ქცევა. როდესაც ადამიანებმა

32
იციან, რომ მონაწილეობენ ექსპერიმენტში, ყოველთვის არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ისინი ვერ
მოიქცევიან ბუნებრივად. მაგალითად, მათ შესაძლოა გაუჩნდეთ სურვილი ასიამოვნონ
ექსპერიმენტატორს ან თავი წარმოაჩინონ სოციალურად მისაღები ფორმით, ან შეუძლიათ არ ენდონ
ექსპერიმენტატორს ან არ ენდონ ექსპერიმენტულ მანიპულაციებს. ამ ეფექტებიდან ნებისმიერს
შეუძლია მიგვიყვანოს შედეგების დამახინჯებამდე ან ბუნდოვანი გახადოს ფაქტიურად არსებული
ნებისმიერი მიზეზ–შედეგობრივი კავშირი. გრაფიკი 1.2.–ში ასახულია საველე და ლაბორატორიული
კვლევების ძირითადი მახასიათებლების შედარებითი ანალიზი.

მონაცემთა შეგროვების მეთოდი

შემდეგი ნაბიჯია მონაცემთა შეგროვების მეთოდიკის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. ძირითადად


არსებობს სამი ვარიანტის არჩევის შესაძლებლობა; მკვლევარებს შეუძლიათ:

1.კვლევის მონაწილეებს თხოვონ მოყვნენ თავიანთი ქცევის, აზროვნების ან გრძნობების


თავისებურებების შესახებ;

2. უშუალოდ დააკვირდნენ მონაწილეებს;

ან

3. არქივში მოიძიონ და გამოიყენონ მონაცემები, რომლებიც თავდაპირველად სხვა მიზნებისთვის იყო


შეგროვებული.

შესაძლებელია თვითანგარიშის წარმოება – რომელიც სოციალურ ფსიქოლოგიაში მონაცემების


შეგროვების ყველაზე გავრცელებული მეთოდიკაა. შესაძლებელია ადამიანებს ვკითხოთ, თუ
პრეზიდენტობის ორი კანდიდატიდან რომელს ანიჭებენ უპირატესობას, როგორც ეს ხდება ყოველი
არჩევნების წინ ქვეყნის მასშტაბით. ბავშვებს შეიძლება ვთხოვოთ მოყვნენ იმის შესახებ, თუ როგორ
აღიქვამენ ისინი თავისი კლასელების აგრესიულობას ან მათი საკუთარი ქცევითი რეაქციების შესახებ,
რომელიც ეხება სატელევიზიო პროგრამების ყურებას. ანკეტების ან კითხვარების გამოყენებისას დიდი
უპირატესობა ენიჭება იმას, რომ ისინი მკვლევარს საშუალებას აძლევენ შეაფასონ ისეთი სუბიექტური
მდგომარეობები, როგორიც არის აღქმა, განწყობა ან ემოცია. მსგავს საკითხებზე დასკვნები შეიძლება
გაკეთდეს მხოლოდ ირიბი დაკვირვების საფუძველზე ჩატარებული გამოკვლევებით. მაგალითად,
დამკვირვებლისთვის რთული იქნებოდა განესაზღვრა, თუ როგორ გრძნობს მეორე ადამიანი თავს, თუ
დამკვირვებელმა ვერ მიიღო მისგან ანგარიში (უკუკავშირი). ანგარიშის ძირითადი ნაკლოვანება
მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ უნდა ვენდოთ, რომ ადამიანები სიმართლეს ამბობენ, თავიანთი
გრძნობების აღწერისას. ხშირად ადამიანები თანახმა არიან მოგვცენ გულწრფელი და სრული პასუხები,
განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც მათი ინფორმაციის საიდუმლოება დაცულია. მაგრამ
მკვლევარებმა ასევე იციან, რომ ზოგჯერ ადამიანები მალავენ სოციალურად მიუღებელ განწყობებს
(როგორიც არის რასობრივი ცრურწმენები) და ყოველთვის სრულად ვერ აცნობიერებენ საკუთარ
გრძნობებს.

ფართოდ გავრცელებული კვლევითი მეთოდიკაა პირდაპირი დაკვირვება. მაგალითად, ისეთი ქცევის


შესასწავლად, რომელიც მიმართულია დახმარების აღმოსაჩენად, მკვლევარები საზოგადოებრივ
33
ადგილებში აწყობდნენ მცირე ექსტრემალურ სიტუაციებს, რათა ნახონ, თუ რამდენი ადამიანია მზად
დაეხმაროს გაჭირვებაში ჩავარდნილ უცნობ ადამიანს. მკვლევარები, რომლებიც სწავლობდნენ
ქორწინებაში მყოფი ოჯახების ურთიერთობებს, იღებდნენ უფლებას დაეყენებინათ მიკროფონები მათ
სახლებში და ჩაეწერათ ოჯახური ურთიერთობები, რაც მათ საშუალებას მისცემდათ შეესწავლათ
კონფლიქტების, ჩხუბების, შექების და სხვა სახის ურთიერთობების სიხშირეები.

საარქივო კვლევების ჩატარების დროს მეცნიერები იყენებენ მონაცემებს, რომლებიც დაგროვილი იყო
ადრე, რაიმე სხვა მიზნით. მაგალითად 1940–იან წლებში მკვლევარები ცდილობდნენ გაერკვიათ,
დაკავშირებულია თუ არა შავკანიანების მიმართ თეთრკანიანების მიერ ძალადობა ფრუსტრაციასთან,
რომელიც გამოწვეული იყო ეკონომიკური სიძნელეებით. ისინი იყენებდნენ ისტორიულ ჩანაწერებს,
რათა განესაზღვრათ ბამბის ფასის და ზანგების ლინჩის წესით დასჯის თანაფარდობა აშშ–ს სამხრეთის
შტატებში (Hovland, Sears, 1940). მათ გამოარკვიეს, რომ ლინჩის წესით დასჯის ყველაზე დიდი
რაოდენობა იყო იმ წლებში, როდესაც ბამბის ფასი ყველაზე დაბალი იყო. არსებობს მონაცემთა
მრავალი ბანკი, რომელიც შეიცავს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგად მიღებულ
ჩანაწერებს, სხვადასხვა სახის და ფართომასშტაბიან კვლევებს. საარქივო მონაცემების გამოყენებას
გააჩნია მრავალი უპირატესობა. მათ შორის ყველაზე თვალსაჩინო არის მისი იაფი ღირებულება. აშშ–ს
მოსახლეობის აღწერა ჯდება მილიონობით დოლარი, მაგრამ ეს მონაცემები შეიძლება გამოყენებული
იქნეს სრულიად უფასოდ. საარქივო მონაცემები ასევე საშუალებას აძლევენ მკვლევარებს შეამოწმონ
განწყობების ან ქცევების ცვლილებების ჰიპოთეზები დროის სხვადასხვა პერიოდში და არ
შემოიფარგლონ ერთი რომელიმე ისტორიული პერიოდით. ჩვენ შეიძლება დავინტერესდეთ, თუ
რამდენმა ადამიანმა განაცხადა, რომ ხმას მისცემს პრეზიდენტობის კანდიდატად ქალს; ამ საკითხთან
დაკავშირებით საარქივო მონაცემების არსებობა, რომელიც მრავალი წლის მანძილზეა შეგროვებული,
შესაძლებლობას გვაძლევს ვნახოთ ფართო ისტორიული კონტექსტი, რათა მივიღოთ გარკვეული
შედეგები. მეორე მხრივ, თითქმის ყოველთვის, საარქივო მონაცემები თავდაპირველად გროვდება
რაიმე კონკრეტული საკვლევი თემის ირგვლივ, რომელიც განსხვავდება იმისგან, რა მიზანიც გააჩნია
ამჟამინდელ კვლევას. შედეგად, საკითხები ყოველთვის შეიძლება არ დაემთხვეს იმას, რომელიც
მკვლევარების მიერ არის ამჟამად დასმული, ან შესაძლებელია ეს მონაცემები არასწორად იქნეს
ფორმულირებული მათი მიზნებისთვის, ან კვლევის მონაწილეები შესაძლოა არ წარმოადგენდეს
ადამიანების იმ ჯგუფს, რომლებიც მკვლევარებს სურდათ ეკვლიათ. მიუხედავად ამისა, მონაცემთა
არქივი ხშირად არის სასარგებლო წყარო სოციალურ–ფსიქოლოგიური კვლევებისთვის.

ცდომილებები კვლევებში

ყველა მეცნიერს აწუხებს ცდომილება კვლევებში, ამ შემთხვევაში სოციალური ფსიქოლოგებიც არ


არიან გამონაკლისები. სოციალურ ფსიქოლოგიაში უფრო დიდ შფოთვას იწვევს ორი ტიპის
ცდომილება: ზემოქმედება, რომელსაც იწვევს ექსპერიმენტატორის ქცევა და ცდის პირის გრძნობებთან
დაკავშირებული ცდომილება კვლევაში მონაწილეობის დროს.

ცდომილება, რომელიც ექსპერიმენტატორის გავლენით ხდება. კვლევის მონაწილეები


მნიშვნელოვანწილად ექცევიან მკვლევარის გავლენის ქვეშ. თუ ექსპერიმენტატორი ფიქრობს, რომ
ცდის პირებმა გარკვეული სახის ქცევები უნდა განახორციელონ, არსებობს ტენდენცია, რომ

34
მონაწილეები სწორედ ასე მოიქცევიან. ეს პრობლემა ცნობილია სახელით – „ ექსპერიმენტატორის
მიკერძოებულობა“. მაგალითად, განვიხილოთ კვლევა – ძალადობის დემონსტრაციის გავლენა
მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით. ექსპერიმენტის განმავლობაში ცდისპირები ძალადობრივი ან
არაძალადობრივი სცენების ფილმის ყურების შემდეგ განსაზღვრავენ ელექტროშოკის დარტყმის ძალას
მეორე ადამიანზე. მოქმედებს, რა საუკეთესო განზრახვით, შესაძლებელია ძალიან მონდომებული
ექსპერიმენტატორი, რომელიც ელის, რომ ცდის პირები, რომლებმაც უყურეს ძალადობის სცენების
ამსახველ ფილმს, უნდა იყვნენ უფრო აგრესიულები, მან შესაძლოა, ღილაკის დაჭერის მომენტში,
ოდნავ შესამჩნევი ღიმილით, თავის დაქნევით ან მხედველობითი კონტაქტით უბიძგოს ცდის პირებს
გაზარდონ ელექტროშოკის სიძლიერე. ექსპერიმენტატორს ასევე შეუძლია უკმაყოფილოდ შეხედოს ან
გამოხატოს იმედგაცრუება იმ ცდის პირების მიმართ, რომლებმაც უყურეს არაძალადობრივ ფილმს და
მიუხედავად ამისა გამოიყენეს ძლიერი ელექტრო შოკი, რომელიც ჰიპოთეზას ეწინააღმდეგება.

არსებობს „ექსპერიმენტატორის მიკერძოებულობის“ პრობლემის ორი გადაწყვეტის გზა. ერთი


მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანებმა, რომლებიც ატარებენ კვლევას (ხშირად ესენი არიან მკვლევარის
თანაშემწეები), არ იცოდნენ ჰიპოთეზის ან იმ ექსპერიმენტული პირობების შესახებ, რომელშიც
იმყოფება კონკრეტული ცდის პირი. მაგალითად ტელევიზიის საშუალებით ძალადობის სცენების
ჩვენების შესწავლისას, ექსპერიმენტატორს შეუძლია გამოიყენოს ერთი თანაშემწე ფილმების
ჩვენებისთვის, ხოლო მეორე ელექტროშოკის დავალების ჩასატარებლად, და ამის ორგანიზება
გააკეთოს ისე, რომ მეორე თანაშემწემ არ იცოდეს, თუ რომელი ფილმი ნახა თითეულმა ცდის პირმა.
როგორც ამბობენ, მეორე თანაშემწე უნდა იყოს „ბრმა“ იმ პირობებთან მიმართებაში, რომელშიც იყო
ჩასმული ცდის პირი.

მეორე გადაწყვეტა არის სიტუაციის სტანდარტიზირება ნებისმიერი საშუალებით. თუ ყველაფერი


სტანდარტიზირებულია და არ არსებობს პირობებს შორის განსხვავება, გარდა წინასწარ განზრახ
დაგეგმილისა, დამახინჯება არ უნდა წარმოიქმნას. უკიდურეს შემთხვევაში მონაწილეებს შეუძლიათ
მოვიდნენ ექსპერიმენტზე, სადაც მათ დახვდებათ კარებზე გაკრული დეტალური ინსტრუქცია,
რომელიც მიუთითებს, რომ უნდა შემოვიდნენ და დასხდნენ კომპიუტერთან. სხვა ყველა დანარჩენს
გაეცნონ კომპიუტერში განთავსებული ინსტრუქციის საშუალებით. ცდის პირებს შეუძლიათ გასცენ
კითხვებზე პასუხი, რომელიც ჩნდება ეკრანზე, კლავიატურაზე პასუხების აკრეფით. ცდის პირებმა
სრულად უნდა დაამთავრონ ექსპერიმენტი მანამ, სანამ შეხვდებიან ექსპერიმენტატორს. ასეთ
შემთხვევაში სიტუაციის თითეული ფაქტორი იქნება აბსოლუტურად სტანდარტიზირებული და
„ექსპერიმენტატორის მიკერძოებულობა“ გამორიცხული იქნება.

პრაქტიკაში ცდომილების პრობლემის გადასაჭრელად ჩვეულებრივ იყენებენ ზემოთაღწერილ ორ


მეთოდს. მკვლევარი ხდება იმდენად „ბრმა“ ცდის პირის ექსპერიმენტულ პირობებთან მიმართებაში,
რამდენადაც ეს შესაძლებელია. იგივე პრინციპის საფუძველზე ხდება ინსტრუქციის სტანდარტიზაცია
წერილობითი მასალის, აუდიო და ვიდეო კასეტების და კომპიუტერების გამოყენების საშუალებით.

ცდომილება, რომელიც დაკავშირებულია ცდის პირთან. ცდომილების სხვა წყარო შეიძლება იყოს
ცდის პირის განცდები და მიზნები, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ იგი ხდება კვლევის
მონაწილე. მოთხოვნილი მახასიათებლებია – „თვისებები, რომელიც გააჩნია კვლევის პირობებს იმ
ფაქტის წყალობით, რომ ეს არის კვლევა და რომ ცდის პირებმა იციან, რომ ისინი არიან კვლევის
შემადგენელი ნაწილები“ (Aronson, Brewer & Carlsmith, 1985, p. 454). ძირითადი იდეა იმაში
35
მდგომარეობს, რომ ადამიანის მიერ უბრალოდ ფაქტის გაცნობიერებამ, რომ იგი არის შესწავლის
ობიექტი, შესაძლოა შეცვალოს მისი ქცევა. ცდის პირები შესაძლოა შეეცადონ გამოიცნონ
ექსპერიმენტის ჭეშმარიტი მიზანი და შეცვალონ თავიანთი რეაქციები კვლევასთან დაკავშირებული
თავიანთი ვარაუდების მიხედვით. მათ შეიძლება გაუჩნდეთ სურვილი მისცენ „სწორი“ ან
სოციალურად მისაღები პასუხი – საკუთარი თავი წარმოაჩინონ ჭკვიანად ან ლიბერალურად
პოლიტიკის საკითხებში, ან პასუხიმგებლობის მქონედ რელიგიურ ან სექსუალურ პლანში, იმის
მიხედვით, თუ როგორ ინტერპრეტაციას გაუკეთებენ სიტუაციას. თუ ამგვარად ხდება ცდის პირების
პასუხების დამახინჯება, მკვლევარებს აღარ ეძლევათ შესაძლებლობა გააკეთონ სწორი დასკვნები.

ვებერმა და კუკმა (Weber, Cook, 1972) გულმოდგინედ გააანალიზეს ის როლები, რომელსაც იღებენ
საკუთარ თავზე ცდის პირები ლაბორატორიული ექსპერიმენტის ჩატარების დროს. მათ გამოყვეს
რამოდენიმე განსხვავებული როლი: „კარგი ცდის პირები“, რომლებიც ცდილობენ დაეხმარონ
ექსპერიმენტატორებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ დაადასტურონ ჰიპოთეზა;
„ნეგატივისტი ცდისპირები“, რომლებიც ცდილობენ საბოტაჟი გაუკეთონ ექსპერიმენტს; „ერთგული
ცდისპირები“, რომლებიც კეთილსინდისიერად მიყვებიან ინსტრუქციებს და ცდილობენ თავიდან
აიცილონ ნებისმიერი ქცევა, რომელიც დაფუძნებულია კვლევების არსთან დაკავშირებულ ეჭვებთან
(როგორც დახმარების ასევე მისი ხელის შეშლის მიზნით); „ფრთხილი ცდის პირები“, რომელთაც
ყველაზე მეტად აწუხებთ მათი საკუთარი ქცევა. თუმცა დამახინჯების თავიდან სრულად აცილება
შეუძლებელია, ისინი შეიძლება სხვადასხვა ხერხებით მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი. მკვლევარის
მიზანია შექმნას ისეთი სიტუაცია, რომლის დროსაც ცდის პირებმა პასუხი უნდა გასცენ სპონტანურად,
არ უნდა წუხდნენ სწორია თუ არა მათი პასუხი და არ უნდა ცდილობდნენ იმის განსაზღვრას, თუ რისი
გაკეთებაა „საჭირო“ მოცემულ სიტუაციაში. შესაძლებლობისთანავე მკვლევარებს შეუძლიათ
გამოიყენონ შეუმჩნეველი ხერხები, რომლებიც საშუალებას იძლევიან, რომ ცდის პირები საერთოდ
ვერც კი მიხვდნენ, რომ ხორციელდება მათი შესწავლა. მაგალითად, ფეხით მოსიარულეები,
რომლებიც წააწყდებიან ქუჩაში წაქცეულ ადამიანს, შესაძლოა, ვერასოდეს ვერ მიხვდნენ, რომ
წაქცეული ადამიანი არის მკვლევარი და იგი სწავლობს ადამიანების ქცევას, რომელიც მიმართულია
დახმარებისკენ. მეორე მიდგომა იმაში მდგომარეობს, რომ მონაწილეებს აძლევენ მათი პასუხების
ანონიმურობის გარანტიას; არავის არ ეცოდინება, მათ შორის მკვლევარსაც კი, თუ რომელმა ცდის
პირმა რომელი პასუხი გასცა.

ერთერთი ყველაზე გავრცელებული ხერხია ის, რომ ცდის პირისთვის საიდუმლო უნდა იყოს კვლევის
რეალური მიზეზი და მის საფუძვლად არსებული ჰიპოთეზები. მაგალითად, მკვლევარმა, რომელსაც
აინტერესებს როგორ იქცევიან სხვადასხვა სქესის ადამიანები უცნობი ადამიანების პირველად
გაცნობის დროს, შეიძლება თხოვოს ცდის პირებს მონაწილეობა მიიღონ კვლევაში, თუ რომელ გემოს
ანიჭებენ უპირატესობას. სანამ, ცდის პირები ელოდებიან სავარაუდო კვლევის დაწყებას, შეიძლება
დავაკვირდეთ მათ ქცევას მოსაცდელ ოთახში, სადაც შესაძლოა თანაშემწეც კი იღებდეს მონაწილეობას,
რომელიც იმავე ოთახში იმყოფება და ახორციელებს გარკვეული ტიპის ქცევას. ასეთ სიტუაციაში ცდის
პირები ემზადებიან მონაწილეობა მიიღონ გარკვეული სახის კვლევაში და შეიძლება ეჭვიც კი არ
გაუჩნდეთ იმის შესახებ, რომ მკვლევარისთვის საინტერესო მოსაცდელ ოთახში მათი ქცევაა. ყველა ეს
ხერხი ამცირებს იმის ალბათობას, რომ მონაწილეების რეაქცია დამახინჯდება ან შეიცვლება
სოციალური მიმღებლობის ფაქტორის გავლენით.

36
აღდგენა-გამეორება. როგორ კარგადაც არ უნდა იყოს ორგანიზებული, არც ერთი კვლევა არ შეიძლება
იყოს სრულყოფილი. ყოველ მეთოდიკას გააჩნია თავისი შეზღუდვა, ხოლო მკვლევარებს არასოდეს არ
შეეძლებათ შეისწავლონ ადამიანების სრული ერთობლიობა, რომელიც მათთვის ინტერესს
წარმოადგენს. ამიტომ ყოველთვის არსებობს მათი შესაძლებლობების ზღვარი, განაზოგადონ
მიღებული შედეგები. იმასთან დაკავშირებით, რომ ნებისიერი ცალკეული კვლევა შეიძლება შეიცავდეს
შეცდომას, კარგი კვლევის განმასხვავებელი თვისებაა მისი გამეორება-აღდგენის უნარი. თავისი
ყველაზე მარტივი ფორმით აღდგენა გულისხმობს, რომ მკვლევარებს შეუძლიათ აღადგინონ შედეგები,
რომელიც მიიღეს სხვა მკვლევარებმა მათ მიერ გამოყენებული მეთოდების ხელახალი შექმნით.
საერთოდ მთლიანად მეცნიერების ძირითადი მოთხოვნაა, რომ სხვადასხვა მეცნიერებმა, რომლებიც
მუშაობენ განსხვავებულ პირობებში, უნდა მიიღონ ერთგვაროვანი შედეგები. უეჭველია, რომ
სოციალურ კვლევებში ძალიან იშვიათად არის შესაძლებელი კვლევის თითეული ასპექტის აღდგენა,
რადგან შესაძლებელია ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ ცდის პირები, დროთა განმავლობაში
შეიძლება შეიცვალოს სოციალური და პოლიტიკური კლიმატი ქვეყანაში და ა.შ. შესაბამისად, როდესაც
სოციალური მეცნიერები იღებენ განმეორებით შედეგებს, მათ დიდი ალბათობით შეუძლიათ
ჩათვალონ ისინი სწორად.

გარდა იმისა, რომ ხორციელდება ზუსტი განმეორება, დიდი მნიშვნელობა ენიჭება კონცეპტუალურ
განმეორებას. მოცემულ შემთხვევაში ერთი და იგივე კონცეპტუალური კავშირის შესასწავლად
გამოიყენება განსხვავებული კვლევითი მეთოდები (Aronson, Brewer & Carlsmith, 1985). მაგალითად,
ჩვენ ვნახეთ, რომ კვლევა, რომელიც ეხებოდა აგრესიულ ქცევაზე ტელევიზიით ძალადობის
დემონტრირების გავლენას, ტარდებოდა ლაბორატორიულ და საველე პირობებში, სადაც
გამოიყენებოდა როგორც კორელაციური, ასევე ექსპერიმენტული კვლევის მეთოდები, აგრესიული
ქცევების და აგრესიის შემცველი სცენების ფილმების სხვადასხვაგვარი შეფასება. იმის გამო, რომ
სხვადასხვა სახის მეთოდებმა მოგვცეს მსგავსი შედეგები, მკვლევარები რწმუნდებიან იმაში, რომ მათ
სწორად გაიგეს შესასწავლი მოვლენა. „კვლევები მსხვილ პლანში“ განყოფილებაში, რომელიც ამ
თავშია, მოცემულია მეტაანალიზის აღწერა, რომელიც არის ერთ საერთო თემაზე ჩატარებული
მრავალრიცხოვანი კვლევების შედეგების ინტერპრეტაციის ახალი პოპულარული მეთოდი.

ძირითადი აზრი იმაში მდგომარეობს, რომ მკვლევარებმა უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე, სრული
სერიოზულობით აღიქვან ცალკე აღებული კვლევის შედეგები, რომელიმე თემასთან მიმართებაში.
უფრო მეტიც, მათ უნდა დაუსვან საკუთარ თავს კითხვა, ამტკიცებდა თუ არა რომელიმე კონკრეტულ
შედეგს სხვა კვლევები? ასევე, ისინი უნდა დაფიქრდნენ იმაზე, თუ პრაქტიკული თვალსაზრისით რა
მნიშვნელობა და ძალა გააჩნია მიღებულ შედეგს. მაგალითად, შესაძლო ვარიანტებიდან, ადამიანური
აგრესიის რომელი მხარეა დაკავშირებული ძალადობის ტელევიზიით დემონსტრირებასთან?
მართალია, თუ არა, რომ სქესობრივი განსხვავებები, რომელიც ხშირად გვესმის, იმდენად
სერიოზულია, რომ შეუძლიათ განსაზღვრონ ადამიანის სხვადასხვა სახის ქცევა თავიანთ
ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჟურნალ–გაზეთების კითხვისას, ან ტელევიზიით ახალი ამბების
ყურებისას, თქვენ ხშირად გესმით გამოკვლევების შესახებ ისეთ თემებზე, როგორიც არის: რა არის
ჯანმრთელობისთვის საშიში; საკვებად ვიყენებთ თუ არა ისეთ პროდუქტებს, რომელიც შეიცავს
ქოლესტერინს; სექსი მოზარდებში; უსაფრთხოების ქამრების სწორი გამოყენება ავტომანქანებში და
ბავშვებთან ცუდი მოპყრობის შემთხვევები. გამოიყენეთ თქვენი ცოდნა კვლევის მეთოდებზე და

37
აღდგენის მნიშვნელობაზე იმისათვის, რომ გონივრულად და ფრთხილად აღიქვათ შემოთავაზებული
კვლევების ანგარიშები.

კვლევა მსხვილ პლანში

მეტაანალიზი სოციალურ ფსიქოლოგიაში

კვლევების რიცხვის ზრდის მიხედვით, რომლებიც ეძღვნება გარკვეულ თემებს, მეცნიერები აწყდებიან
ახალ პრობლემას: როგორ გააკეთონ კვლევების შედეგების სინთეზირება იმისათვის, რომ მიიღონ
ზოგადი დასკვნები. განვიხილოთ ერთერთი ჩატარებული სამუშაოს მაგალითზე: დახმარების
შეთავაზების დროს როგორ იქცევიან განსხვავებული სქესის ადამიანები. იგლმა და კროულმა (Eagly &
Crowley, 1986) დაითვალეს არა ნაკლებ 172 კვლევა, რომელიც მიმართული იყო მამაკაცების და ქალების
ქცევების განსხვავების შესწავლაზე, რომელიც დაკავშირებული იყო დახმარების შეთავაზებაზე. როგორ
შეუძლიათ მეცნიერებს გაუმკლავდნენ ემპირიული კვლევების ამ მუდმივად მზარდ რაოდენობას?

უკანასკნელ წლებში შემუშავებული იყო ახალი სტრატეგიული მეთოდიკა, სახელწოდებით


მეტაანალიზი, რომლის დანიშნულება იყო დახმარებოდა მკვლევარებს მიმოხილვების შედგენაში და
კვლევების ემპირიული შედეგების სინთეზირებაში სისტემატურ საფუძველზე (Miller & Cooper, 1991;
Rosenthal, 1991). პირველი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას მეცნიერმა, არის ის, რომ უნდა მოიძიოს რაც
შეიძლება მეტი კვლევა ამ კონკრეტულ საკითხზე. ამის შემდეგ, სტატისტიკური მეთოდების დახმარებით,
რომელსაც იყენებს მეტაანალიზი, ამოიღოს ინფორმაცია ყველა მისთვის მისაწვდომი კვლევიდან.
მიზანია, კონკრეტული შედეგის სიდიდის ზოგადი შეფასების მიღება, მაგალითად სქსობრივი
განსხვავებულობის სიდიდე. მაგალითად, მკვლევარებს შეუძლიათ განსაზღვრონ, რომ სქესობრივი
განსხვავებულობის საშუალო მაჩვენებელია სტანდარტული გადახრის 1/10–ზე ნაკლები – საკმაოდ მცირე
შედეგი, რომელსაც არ შეიძლება ქონდეს დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა.

მეტაანალიზის ჩატარების დროს სტატისტიკური მონაცემები გამოიყენება ასევე სხვადასხვა კვლევების


შეთანხმებულობის გასასაზღვრავად. როდესაც შედეგები, რომლებიც მიღებულია სხვადასხვა კვლევებით,
გამოირჩევიან მაღალი შეთანხმებულობით, მკვლევარების დარწმუნებულობა იმაში, რომ შედეგები
სწორია, მაღალი იქნება.

როდესაც კვლევების შედეგები საკმაოდ განსხვავდება, მეტაანალიზის მეთოდიკა მიუთითებს სხვა


ფაქტორების მოძიების აუცილებლობაზე, რომელთაც ასევე შეიძლება ქონდეთ მნიშვნელობა. მაგალითად,
თუ მეცნიერებმა აღმოაჩინეს 40 კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ გარკვეული პრობლემის გადაწყვეტაში
მამაკაცები უკეთ ასრულებენ სამუშაოს, ხოლო 40 კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ ქალები უკეთ ფლობენ
გარკვეულ უნარებს, მათ შეიძლება ივარაუდონ, რომ განსხვავება ყალიბდება რაღაცა სხვა ფაქტორის და
არა სქესის გავლენით. შესაძლოა კაცები უკეთ უმკლავდებიან ამოცანს მხოლოდ მაშინ, როდესაც მათთან
მუშაობს მამრობითი სქესის ექსპერიმენტატორი, ან ჯგუფური ტესტირების პირობებში, ან მხოლოდ
მაშინ, როდესაც ისინი წარმოადგენენ საშუალო ფენას. ასეთ შემთხვევაში არ შეიძლება შემოვიფარგლოთ
ნამდვილი შედეგების უბრალო კონსტატაციით, აუცილებელია განვსაზღვროთ მისი მიზეზები. საჭიროა
ჩავატაროთ დამატებითი ანალიზი ახალი ფაქტორების გათვალისწინებით. ამ წიგნის კითხვისას, თქვენ
ნახავთ რომ მეტაანალიზი გამოყენება სოციალური ქცევის მრავალრიცხოვან ასპექტებთან მიმართებაში.

38
კვლევის ეთიკა

1950–იანი წლის ბოლოს და 1960–იანი წლის დასაწყისში, მრავალმა ადამიანმა გამოხატა შეშფოთება
კვლევების ეთიკურ მხარესთან დაკავშირებით, რომელსაც ატარებენ ადამიანებზე, როგორც ცდის
პირებზე. გარკვეულწილად ეს შეშფოთება გამოიწვია ინფორმაციის გავრცელებამ ნაცისტების მხეცურ
ქმედებებზე მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც საკონცენტრაციო ბანაკებში ექიმები ატარებდნენ
საშიშ და ხშირად სასიკვდილო სამედიცინო ექსპერიმენტებს ტყვეებზე, მათი სურვილის წინააღმდეგ.
ეთიკური საკითხების გაძლიერებული ყურადღება აიხსნება აგრეთვე აშშ–ში ჩატარებული საეჭვო
სამედიცინო ექსპერიმენტებზე იმ ინფორმაციების გავრცელებით, რომელთა შორისაა ცნობილი
„ტუსკეჯის საქმე“. 1932 წელს ქალაქ ტუსკეჯში, ალაბამას შტატში, აშშ–ს საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის სამსახურმა დაიწყო 40 წლიანი კვლევა, რომელშიც ჩართული იყო 399 ღარიბი და
გაუნათლებელი მამაკაცი–აფროამერიკელი, რომლებიც დაავადებულები იყვნენ ათაშანგით
(სიფილისით). ეს არის პროგრესირებადი დაავადება, რომელმაც შეიძლება ადამიანი მიიყვანოს ტვინის
დაზიანებამდე და სიკვდილამდე. კვლევის მიზანი იყო რამდენიმე წლის განმავლობაში თვალყური
ედევნებინათ ათაშანგით დაავადებული ადამიანებისთვის, რომლესაც არ მკურნალობდნენ. მამაკაცებს
ეუბნებოდნენ, რომ მათ მკურნალობენ, მაგრამ სინამდვილეში მათ საერთოდ არ აძლევდნენ წამალს,
მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ პელიცილინი მისაწვდომი გახდა უკვე 1940–იან წლებში და საკმაოდ
ეფექტური იყო ამ დაავადების სამკურნალოდ. მრავალი წლების შემდეგაც კი, 1972 წელს კვლევები ჯერ
ისევ გრძელდებოდა, მაგრამ ცოცხლად გადარჩენილები ისევ არ ღებულობდნენ არავითარ
მკურნალობას.

ეთიკის საკითხები სოციალური ფსიქოლოგიის სფეროში ხშირად ეხება კვლევებში ტყუილის


გმოყენებას. განვიხილოთ აგრესიულ ქცევაზე ტელევიზიით ნაჩვენები ძალადობის ზემოქმედების
ზოგიერთი ლაბორატორიული. არის თუ არა ეთიკური მკვლევარის მხრიდან, თხოვოს ცდის პირს
გამოიყენოს მეორე ადამიანის მიმართ მტკივნეული ელექტროშოკი, როდესაც სინამდვილეში
ელექტროშოკის მანქანა არ არის ნამდვილი, ხოლო მეორე ადამიანი – არის „შეგზავნილი“ (ცრუ ცდის
პირი) ადამიანი? შეიძლება, რომ ექსპერიმენტმა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ცდის პირს გაუჩნდეს
დანაშაულის გრძნობა, იმის გამო, რომ სხვა ადამიანს ტკივილს აყენებს (ის ხომ დარწმუნებულია, რომ
ელექტროშოკი ნამდვილია)? თუ ექსპერიმენტის ბოლოს მკვლევარი უხსნის, რომ მანქანა ნამდვილი არ
არის, ხომ არ იგრძნობენ თავს ცდისპირები გასულელებულად, რადგან ექსპერიმენტატორმა ისინი
მოატყუა?

ექსპერიმენტი, რომელიც იყენებს ტყუილებს, იწვევს მთელ რიგ ეთიკურ კითხვებს. რა შემთხვევაში
შეიძლება იყოს გამართლებული, ექსპერიმენტატორის მიერ არასწორი ინფორმაციის მიწოდება
კვლევის შესახებ ცდის პირებისთვის, რომლებიც ექსპერიმენტში იღებენ მონაწილეობას? რა
შემთხვევაში არის (თუ საერთოდ ასეთი რამ არსებობს) კანონიერი ქმედება, თუ ცდის პირებს ზიანი
მიადგათ? სამართლინია თუ არა, რომ რისკების წინაშე დავაყენოთ ცდის პირი, თუ კვლევას გააჩნია
უდიდესი პოტენციური მეცნიერული მნიშვნელობა? ამ საკითხებმა საქმე იქამდე მიიყვანა, რომ
მრავალმა პროფესიულმა ასოციაციამ დაიწყო ეთიკური ქცევის პრინციპების განსაზღვრა. 1972 წელს
ამერიკულმა ფსიქოლოგიურმა ასოციაციამ (APA) პირველმა შეიმუშავა ფსიქოლოგიურ კვლევებში
ეთიკური ქცევის პრინციპები, ხოლო ახალი საკითხების წამოჭრის შემდეგ, ახალი შესწორებული
ვარიანტი წარმოადგინა (APA, 1992). გარდა ამისა აშშ–ს მთავრობამ დააწესა ყველა კვლევის შემოწმების

39
პროცედურა, რომლებიც ფინანსდებოდა ფედერალური წყაროებიდან. მთავრობამ ყველა
უნივერსიტეტისგან და კვლევითი ინსტიტუტისგან, რომლებიც იღებდნენ ფედერალურ დაფინანსებას,
მოითხოვა შეედგინათ მკვლევარებით დაკომპლექტებული კომიტეტები, რომლებიც განიხილავენ
ყველა შეთავაზებულ კვლევას, სადაც ცდის პირებად ადამიანების მონაწილეობა იქნებოდა საჭირო.
ინსტიტუციონალურად მაკონტროლებელი აღნიშნული ორგანო პასუხისმგებელია იმ ფაქტის
გადამოწმებზე, რომ ყველა კვლევა ტარდება დადგენილი პრინციპების შესაბამისად, რომელიც
ფედერალურმა ხელისუფლებამ ჩამოაყალიბა. ფსიქოლოგიურ კვლევაში არის 3 შედარებით
მნიშვნელოვანი ეთიკური პრინციპი – ინფორმირებული ცდის პირის თანხმობა, დავალების
შესრულების შემდეგ ცდის პირისთვის ინფორმაციის მიწოდება და მინიმალური რისკი.

ინფორმირებული ცდის პირის თანხმობა. ცდის პირმა ყოველგვარი იძულების გარეშე თავისი კეთილი
ნებით უნდა განაცხადოს თანხმობა კვლევაში მონაწილეობაზე, მას ასევე უნდა ესმოდეს, თუ რა
შედეგები შეიძლება მოყვეს ამ მონაწილეობას. ამ პრინციპს უწოდებენ ინფორმირებული ცდის პირის
თანხმობას. მანამ, სანამ პოტენციურ ცდის პირებს თხოვს კვლევაში მონაწილეობის მიღებას,
მკვლევარმა მას უნდა მიაწოდოს შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალური ინფორმაცია ამ კვლევის
შესახებ. ცდის პირებს ინფორმაცია უნდა ქონდეთ კვლევის მეთოდებზე, ნებისმიერ რისკებზე და/ან
კვლევის სარგებელზე, ასევე მათ უფლებაზე, რომ უარი თქვან კვლევაში მონაწილეობის მიღებაზე ან
ნებისმიერ დროს კვლევაში მონაწილეობის შეწყვეტაზე, ისე რომ ამას დამსჯელი სანქცია არ მოყვეს. ამ
ზოგადი წესებიდან ნებისმიერი გადახვევა უნდა იყოს შეთანხმებული მაკონტროლებელ ორგანოებთან
დაგეგმილი კვლევის გულმოდგინე შესწავლის შემდეგ.

ინფორმირებული ცდის პირის თანხმობის მოთხოვნა სრულიად გონივრულია, თუმცა ზოგჯერ


სოციალურ ფსიქოლოგებს უქმნის პრობლემებს. როგორც უკვე დავრწმუნდით, მნიშვნელოვანია
წინასწარ არ გააცნო ცდის პირებს კვლევის რეალური მიზანი, იმისათვის, რომ თავიდან აიცილო
ცდომილება მათ პასუხებში. თვით ყველაზე მარტივი კვლევის ჩატარების დროსაც ცდის პირებს
იშვიათად ეუბნებიან, თუ რომელი ჰიპოთეზის შემოწმება ხდება. ზოგიერთი კვლევის
მიმდინარეობისას, რომელიც ამ თავშია განხილული, შეუძლებელი იყო ინფორმირებული ცდის პირის
სრული თანხმობის მიღება, და რთული წარმოსადგენია, თუ როგორ შეიძლებოდა ამის გაკეთება.
წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუ მკვლევარი წინასწარ აუხსნის ცდის პირებს, რომ კვლევის საგანია
გაჭირვებაში ჩავარდნილი უცნობი ადამიანების დახმარებისათვის მზაობა და ამის შემდეგ დაიწყოს
იმის გარკვევა, მზად არიან თუ არა ადამიანები დახმარებისთვის კრიტიკულ სიტუაციაში. ძნელი
დასაჯერებელია, რომ ასეთი კვლევის შედეგები იყოს ჭეშმარიტი.

ზოგიერთი ადამიანი არაეთიკურად თვლის, ფსიქოლოგიურ კვლევებში ნებისმიერი სახის ტყუილის


გამოყენებას. მათი აზრით, ეს ამცირებს ცდის პირებს და ამიტომ ასეთი მეთოდის გამოყენება არ
შეიძლება. უფრო თავშეკავებული პოზიცია, რომელსაც იზიარებს მკვლევარი ფსიქოლოგების
უმრავლესობა არის ის, რომ ტყუილის გამოყენება არ შეიძლება იმ შემთხვევებში, როდესაც
შესაძლებელია მისი თავიდან აცილება, ან გამოიყენოს მხოლოდ მას შემდეგ, როცა გაირკვევა, რომ
სარგებელს, რომელსაც ვიღებთ მოცემული კვლევით, აქვს უფრო დიდი მნიშვნელობა, ვიდრე სხვა
მავნე ზემოქმედებას ცდის პირზე. თუმცა ცდის პირები უნდა იყვნენ მხოლოდ მოხალისეები.
შესაძლოა, აუცილებელი არ არის ყველაფრის თქმა, თუ რა მოხდება, მაგრამ ადამიანებმა უნდა
იცოდნენ, რომ მონაწილეობას იღებენ კვლევაში და მათ თავისუფლად უნდა შეეძლოთ ამაზე

40
თანხმობის მიცემა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანი, რომელიც დათანხმდა, როგორც
ინფორმირებული ცდის პირი ან დათანხმდა ნდობის გამო, შეიძლება ჩააყენონ ისეთ პირობებში,
რომელიც პოტენციურად შეიძლება საზიანო იყოს ადამიანისთვის.

ინფორმირება კვლევის დასრულების შემდეგ. როდესაც ცდის პირის მონაწილეობა მთავრდება


კვლევაში, მას აუცილებლად უნდა მისცენ ანგარიში. ანგარიში – ეს არის კვლევის მეტ–ნაკლებად
დეტალურად ახსნილი მიზანი და მეთოდიკა. მონაწილეებს უნდა მიეცეს კითხვების დასმის
საშუალება და გამოხატონ თავიანთი გრძნობები. მეგობრულმა განხილვამ, რომელშიც მონაწილეობენ
მკვლევარი და კვლევის მონაწილეები, შეიძლება ცდის პირებს აუნაზღაუროს ნებისმიერი სულიერი
წონასწორობის დარღვევა, რომელიც ექსპერიმენტით იყო გამოწვეული, ასევე მიიღოს სასარგებლო
ინფორმაცია მიღებული გამოცდილებიდან. როდესაც კვლევა ეხება განსაკუთრებით მწვავე საკითხებს,
მკვლევარისთვის შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს შეთავაზოს ცდის პირებს ხერხები, რომლის
საშუალებითაც ისინი მეტს გაიგებენ მოცემულ თემასთან დაკავშირებით, წაიკითხონ წიგნი ან მიიღონ
სპეციალისტის კონსულტაცია. ზოგჯერ მკვლევარები თავაზობენ მონაწილეებს, რომ გაუგზავნიან
კვლევის შედეგების წერილობით მასალებს, მას შემდეგ, რაც მოხდება მათი ანალიზი.

მინიმალური რისკი. კვლევის ჩატარების მესამე ძირითადი ეთიკური პრინციპია ცდის პირისთვის
პოტენციური რისკის მინიმიზაცია. მინიმალური რისკი გულისხმობს, რომ შესაძლო საფრთხე,
რომელიც დაკავშირებულია კვლევაში მონაწილეობასთან, არ უნდა აღემატებოდეს ჩვეულებრივი
რისკის დონეს, რომელიც გვხვდება ყოველდღიურ ცხოვრებაში. რა საფრთხეები შეიძლება აღმოჩნდეს
სოციალურ–ფსიქოლოგიური ექსპერიმენტის ჩატარების დროს? რისკის ყველაზე მნიშვნელოვანი
წყარო არის პირად ცხოვრებაში ჩარევა. თითეული ადამიანის პირადი ცხოვრების უფლებას პატივი
უნდა ვცეთ და დავაფასოთ. მკვლევარები, რომლებიც იკვლევენ შედარებით დელიკატურ საკითხებს,
როგორიცაა სექსი, ალკოჰოლის ან ნარკოტიკის მოხმარება, მართლსაწინააღმდეგო ქმედება ან
რელიგიური მიკუთვნებულობა, საჭიროა დავიცვათ ცდის პირების უფლება, არ გავაჟღეროთ ამგვარი
ინფორმაცია და/ან უფლება, მათი პასუხების კონფიდენციალობა უნდა იყოს მკაცრად დაცული. მეორე
მხრივ, საზოგადოებრივი ქცევა და მოვლენები, რომლებიც რეგისტრირდება სახალხოდ, არ არის
აუცილებელი, რომ ასე მკაცრად იყოს დაცული. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მივიდეს ადგილობრივ
მუნიციპალიტეტში და ნახოს ინფორმაცია დაბადების, ქორწინების ან გარდაცვალების რეგისტრაციის
შესახებ. პირადი ცხოვრების საფრთხე, ისევე როგორიც რისკის სხვა კატეგორია, რომელიც ხვდება
სოციალურ–ფსიქოლოგიურ კვლევებში, დროთა განმავლობაში ან საზოგადოების ცვლილებასთან
ერთად შესაძლებელია ასევე შეიცვალოს. მაგალითად, დღევანდელ ცხოვრებაში ადამიანებს გააჩნიათ
დიდი მზაობა, განიხილონ თავიანთი სექსუალური ურთიერთობები, ვიდრე ეს შეეძლოთ რამდენიმე
ათეული წლის წინ. დღეს ბევრ ადამიანს აწუხებს, რომ საიდუმლოდ იქნეს შენახული შიდსის
ანალიზის შედეგები, რადგან იმ ინფორმაციის გახსნა, რომ ადამიანი ინფიცირებულია, შესაძლებელია
უარყოფითად აისახოს ჯანმრთელობის დაზღვევაზე, მის სამუშაოზე და საზოგადოებაში მის
მდგომარეობაზე. პასუხისმგებლობის მქონე მკვლევარები იცავენ ცდის პირების პირად ცხოვრებას,
იძლევიან კონფიდენციალობის გარანტიას და საშუალებას აძლევენ ანონიმურად მიიღონ კვლევებში
მონაწილეობა.

სოციალურ–ფსიქოლოგიური კვლევების რისკის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კატეგორია


დაკავშირებულია სხვადასხვა სახის სტრესთან. კვლევების ჩატარების დროს ცდის პირებმა შეიძლება

41
იგრძნონ მოწყენილობა, გაღიზიანება ან შიში. ზოგიერთი კვლევა შეიძლება შეიცავდეს ადამიანის
თვითპატივისცემისადმი საფრთხეს. როგორც მე–3 თავში ვნახავთ, უკანასკნელ წლებში მრავალი
კვლევები შეისწავლიდნენ კაუზალურ ატრიბუციას – ახსნას, რომელსაც ადამიანები იძლევიან
თავიანთი წარმატება–წარუმატებლობის მიმართ. ხშირად ასეთ კვლევებში საჭირო იყო, რომ
ექსპერიმენტული ამოცანის შესრულების დროს, ცდის პირები მოქცეულიყვნენ წარმატების ან
წარუმატებლობის ზემოქმედების ქვეშ. უსაფუძვლო დამარცხების გამოცდილება, რომელსაც იღებდნენ
ფსიქოლოგიური ექსპერიმენტის დროს, არ შეიძლება გახდეს ხუმრობის საგანი. უკვე ის ფაქტი, რომ შენ
ვიღაცას შეცდომაში შეყავხარ, ზოგიერთი ადამიანისათვის უსიამოვნო გამოცდილებაა. სმიტმა და
რიჩარდსონმა (Smith, Richardson, 1983) ჩაატარეს კვლევა ჯორჯიის შტატის სტუდენტებს შორის,
რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ფსიქოლოგიურ ექსპერიმენტებში. მათ შორის 20%–მა თქვა, რომ
ქონდათ უსიამოვნო განცდა, ისეთი შეგრძნება, რომ მოატყუეს, ქონდათ დამცირების განცდა ან
გაღიზიანება, ფიზიკური დისკომფორტის შეგრძნება. სტუდენტებს შორის, რომლებიც მონაწილეობას
იღებდნენ ექსპერიმენტებში, სადაც იყენებდნენ ტყუილს, მსგავსი უკუკავშირები თითქმის 2–ჯერ
იზრდებოდა, ვიდრე მათთან, ვინც ასეთ ექსპერიმენტებში მონაწილეობას არ იღებდა. სტუდენტების
უმრავლესობა ამბობდა, რომ არავიათარ უსიამოვნებას არ განიცდიდნენ, მაგრამ მნიშვნელოვანი
უმცირესობა მაინც აღნიშნავდა ამის შესახებ.

როგორი უნდა იყოს რისკის ხარისხი, რომელსაც განიცდის ცდის პირი? პირველი და შედარებით
მნიშვნელოვანი პრინციპი ამ შემთხვევაში არის მაინც ინფორმირებული ცდის პირის თანხმობა. ცდის
პირს უნდა ქონდეს მაქსიმალური თავისუფლება, რომ თვითონ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება
საკუთარი თავის მიმართ, ეს კი უნდა ეფუძნებოდეს შესაბამის ინფორმაციას. ეს იმ გადაწყვეტილებას
გავს, რომლის მიღება უხდებათ ადამიანებს, რომლებიც თანხმდებიან ქირურგიული ოპერაციის
ჩატარებას: საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება მთლიანად არის დამოკიდებული პაციენტზე და უნდა
ეფუძნებოდეს მაქსიმალურად მისაწვდომ ინფორმაციას.

ყოველთვის არ არის იმის შესაძლებლობა, რომ სრული ინფორმაცია მიაწოდო ცდის პირს კონკრეტულ
მიზანზე და კვლევის არსზე. მსგავს შემთხვევებში მკვლევარმა და სპეციალურმა მაკონტროლებელმა
ორგანომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რა სახის რისკის დაშვება არის
შესაძლებელი. როგორც ზემოთ იყო ნაჩვენები, რისკი, რომელიც წარმოიშვება კვლევის ჩატარების
დროს, არ უნდა იყოს იმაზე მაღალი, ვიდრე რისკი, რომელსაც შეიძლება ქონდეს ადგილი
ყოველდღიურ ცხოვრებაში. შესაძლოა, გეშინიათ ნემსის გაკეთების, თუმცა ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.
საფრთხე, რომ შეიძლება აღმოვჩნდეთ იზოლაციაში 10 სათის განმავლობაში, ასევე შეიძლება
გვაშინებდეს, მაგრამ ეს არ არის ჩეულებრივი მოვლენა, რადგან ადამიანთა უმრავლესობას არასოდეს
არ ქონია მსგავსი საფრთხე. ამიტომ მკვლევარები უფრო ფრთხილად უნდა იყვნენ იმ შემთხვევებში,
როდესაც მათ ადამიანი შეყავთ შეცდომაში იზოლაციის თვალსაზრისით, ვიდრე მაშინ, როდესაც საქმე
ეხება მტკივნეული ნემსის გაკეთებას.

და ბოლოს, კიდევ ერთი კრიტერიუმი, რომელსაც მკვლევარები და მაკონტროლებელი ორგანოები


ამოწმებენ რისკის შეაფასების დროს, არის ის, რომ ადამიანის სულიერი და ფიზიკური მდგომარეობა
არ უნდა შეიცვალოს ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ და იგივე უნდა იყოს, რაც ექსპერიმენტის
დაწყების წინ. ეს იმას ნიშნავს, რომ კვლევაში მონაწილეობის მიღებას არ უნდა მოყვეს მნიშვნელოვანი
ცვლილებები, რომელსაც გამოავლენს ცდის პირი ექსპერიმენტის შემდეგ. იმ შემთხვევაში, როდესაც

42
კვლევას აქვს სასიამოვნო, საინტერესო და კმაყოფილების მომტანი ხასიათი ან არის ოდნავ უსიამოვნო,
მოსაწყენი ან დამღლელი, ცდის პირის სულიერი მდგომარეობა, მისი საკუთარი თავსი ცოდნა და
ზოგადი განწყობები არ უნდა შეიცვალოს მიღებული გამოცდილების შედეგად. ეს პრინციპი, თუ მას
მკაცრად მივყვებით, გარანტიას იძლევა, რომ კვლევის მონაწილეები არ იქნებიან ზედმეტი რისკის
ქვეშ.

კარგად და სწორად ორგანიზებულ სოციალურ–ფსიქოლოგიურ კვლევას თან ახლავს ახალი


აღმოჩენების სიხარული ადამიანური გამოცდილების სფეროში. მეცნიერული მეთოდების
გონივრულმა გამოყენებამ შეიძლება უდიდესი დახმარება გაგვიწიოს სოციალური ცხოვრების და
სოციალური პრობლემების ჩვენეული გაგების განვითარებაში. გარდა ამისა, ფსიქოლოგიური კვლევა
გულისხმობს პასუხისმგებლობას მათი მონაწილეებისადმი, მათ მიმართ დამოკიდებულებაში მაღალი
ეთიკური პრინციპების დაცვას და ასევე მადლიერების გამოხატვას, რადგან მათი მონაწილეობა არის
ძვირფასი, რაც იმაში გამოიხატება, რომ კვლევის შედეგები ფართო საზოგადოებისთვის გახდება
ცნობილი. შემდგომ თავებში თქვენ შეძლებთ ჩვენი ხელმძღვანელობის ქვეშ იმოგზაუროთ ძირითადი
აღმოჩენების და სოციალური ფსიქოლოგიის თეორიების ქვეყანაში.

რეზიუმე

1. სოციალური ფსიქოლოგია – ეს არის პროცესების მეცნიერული შესწავლა, თუ როგორ აღიქვამენ


ადამიანები სხვა ადამიანებს, რა გავლენას ახდენენ და როგორ ამყარებენ ურთიერთობას.

2.სოციალური ფსიქოლოგიის ძირითად თეორიულ მიდგომებს განეკუთვნება: მოტივაციური


თეორიები, დასწავლის თეორიები, კოგნიტური თეორიები, გადაწყვეტილების მიღების თეორიები და
ურთიერთდამოკიდებულების თეორიები. აუცილებელი არ არის, რომ ისინი ერთმანეთს
ეწინააღმდეგებოდნენ. უფრო მეტიც, თითეული მათგანი ყურადღებას ამახვილებს ქცევის მიზეზის
ერთ ასპექტზე და არ ამბობს იმას, რომ სხვა თეორიების მნიშვნელობა ნაკლებია ან არარელევანტურია.

3. სოციოკულტურული მიმართულების შესწავლის ძირითადი საგანია ის გავლენა, რომელსაც ახდენს


ქცევაზე კულტურული ღირებულებები, სოციალური ნორმები და სოციალური როლები. კულტურებს
შორის განსხვავება განისაზღვრება იმ შედარებითი აქცენტებით, რომელსაც ისინი ანიჭებენ
ინდივიდუალიზმს კოლექტივიზმთან შედარებით.

4. ევოლუციური სოციალური ფსიქოლოგიის მიმართულება იყენებს ევოლუციის პრინციპებს და


ბუნებრივ გადარჩევას ადამიანური ქცევის და სოციალური ცხოვრების გასაგებად. ევოლუციონისტური
მიდგომის გამოყენების დროს, ძირითადი ყურადღება ეთმობა ზოგად ადამიანურ თვისებებს და
ფსიქოლოგიური ევოლუციონირების მექანიზმებს, რომელიც ჩვენი მემკვიდრეობის, როგორც
ადამიანური გვარის წარმომადგენლების, ნაწილია.

5. თანამედროვე სოციალური ფსიქოლოგების უმრავლესობა მუშაობს საშუალო დონის მოდელების


თეორიების განვითარებაზე, რომლებიც ხსნიან ადამიანური ქცევის გარკვეულ ასპექტებს, როგორიც
არის მაგალითად აგრესიის ფრუსტრაციული დეტერმინაციის ჰიპოთეზა.

43
6. ჩვენ ბევრი რამ ვიცით სოციალური ქცევის შესახებ ჩვენი ყოველდღიური დაკვირვებებით და
გამოცდილებით. სისტემატიური კვლევები აუცილებელია იმისათვის, რომ განვსაზღვროთ, რომელი
ჩვენი ვარაუდია სწორი და რომელი არა. სოციალურ–ფსიქოლოგიურ კვლევებს გააჩნით 4 მიზანი:
აღწერა, მიზეზ–შედეგობრივი კავშირების ანალიზი, თეორიის დამუშავება და მისი გამოყენება.

7. კვლევის მონაწილეები უნდა იყვნენ ის ადამიანები, რომელთა შესახებ ინფორმაციის


განზოგადოებასაც ესწრაფვის მკვლევარი. შემთხვევითი შერჩევა არის იდეალური, მაგრამ
ძვირადღირებული. ამის გამო მრავალი მკვლევარი იყენებს ხელმისაწვდომ შერჩევას, მაგალითად
კოლეჯის სტუდენტებს. კრიტიკოსები გვაფრთხილებენ, რომ ძალიან დიდმა ნდობამ იმ მონაცემების
მიმართ, რომელიც მიღებულია ექსპერიმენტის საშუალებით კოლეჯის თეთრკანიანი სტუდენტების
მონაწილეობით, რომლებიც არიან საშუალო კლასის წარმომადგენლები, შეიძლება მიგვიყვანოს
კვლევის შედეგების დამახინჯებამდე და შეზღუდოს მისი განზოგადების შესაძლებლობა.

8. კორელაციური კვლევის ძირითადი საკითხია ის, რომ დაკავშირებულია თუ არა ერთმანეთთან ორი
ან მეტი ცვლადი, იმ პირობების გათვალისწინებით, რომ არ არსებობს მანიპულირების მცდელობა
რომელიმე მათგანის საშუალებით. კორელაციური კვლევას შეიძლება საქმე ქონდეს მრავალ ცვლადთან
და ისეთი მოვლენის კვლევასთან, რომლის დროსაც ამ ცვლადებით მანიპულირება შეუძლებელია ვერ
ჩატარდება ლაბორატორიულ პირობებში. მაგალითად დანაშაული, განქორწინება ან გაუპატიურება.
თუმცა, ჩვეულებრივ კორელაციური კვლევები არ იძლევა საშუალებას გაკეთდეს სერიოზული
დასკვნები მიზეზ–შედეგობრივ კავშირებზე.

9. ექსპერიმენტის ჩატარების დროს ცდის პირები შემთხვევითობის პრინციპით ხვდებიან იმ პირობების


ზემოქმედების ქვეშ, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან მკაცრად განსაზღვრული სახით
(დამოუკიდებელი ცვლადი). თუ ამ ქცევის წარმოქმნილ შედეგში (დამოკიდებული ცვლადი) შეიმჩნევა
რაიმე ცვლილება, ეს აიხსნება მხოლოდ დამოუკიდებელი ცვლადის ზემოქმედებით, რომელსაც
აკონტროლებს მკვლევარი.

10. ლაბორატორიული კვლევა ხასიათდება კონტროლის განხორციელების დიდი შესაძლებლობებით


და უფრო მაღალი შინაგანი ვალიდურობით, მაგრამ საველე პირობებში კვლევები უფრო
მიახლოებულია რეალურ ცხოვრებასთან და ხშირად გააჩნია უფრო მაღალი გარეგანი ვალიდობა.
სოციალურ ფსიქოლოგიაში მეტ–ნაკლებად ხშირად გამოყენებადი მონაცემთა წყაროები არის
თვითანგარიშები, სისტემატური დაკვირვებები ქცევებზე და მონაცემთა არქივები.

11. აუცილებელია დიდი სიფრთხილის გამოჩენა, რათა არ გამოვიწვიოთ დამახინჯება კვლევების


შედეგებში, რომელიც ითვალისწინებს ექსპერიმენტატორის მიკერძოებულობას და კვლევითი
სიტუაციების მოთხოვნად მახასიათებლებს. იმასთან დაკავშირებით, რომ ნებისმიერი ცალკე აღებული
კვლევა შეზღუდულია, კარგი კვლევის მნიშვნელოვანი თვისებაა მისი აღდგენა.

12. კვლევის ჩატარების დროს სოციალური ფსიქოლოგები ეხებიან მრავალ ეთიკურ საკითხებს.
მკვლევარებმა უნდა დაიცვან ცდის პირების კეთილდღეობა და პატივი სცენ მათ პირად ცხოვრებას.
ძირითადი პრინციპები, რომლებიც არსებობს მოცემულ მომენტში, განსაზღვრავენ ინფორმირებული
ცდის პირების თანხმობის აუცილებლობას და რისკის მინიმუმამდე დაყვანას, რომლის ქვეშაც
შეიძლება აღმოჩნდეს ცდის პირი.

44
კითხვები განსჯისთვის

1. სოციალური ფსიქოლოგიის შესწავლის საგნებია – სიყვარული, ცრურწმენა, კონფორმიზმი,


ალტრუიზმი და ა.შ. – წარმოადგენს როგორც მრავალი მეცნიერის, ასევე ადამიანების ფართო წრის
ინტერესს. რა განასხვავებს სოციალურ–ფსიქოლოგიურ მიდგომას სხვა კვლევითი დისციპლინებისგან,
ისეთებისგან, როგორიც არის სოციოლოგია და კლინიკური ფსიქოლოგია? რითი განსხვავდება
სოციალური ფსიქოლოგების სამუშაო იმისგან, რასაც წერენ პოეტები, რომანისტები, ფილოსოფოსები
ან ჟურნალისტები?

2. „კულტურული ფაქტების“ განყოფილებაში, რომელიც ამ თავშია ჩართული, განხილული იყო


ამერიკის მოსახლეობის შემადგენლობის ცვლილების ტენდენცია. გააკეთეთ ამ ტენდენციების
ინფორმაციის რეზიუმირება. შემდეგ მოიფიქრეთ, როგორია ამ ცვლილებების გავლენის სამი
მიმართულება სოციალურ ფსიქოლოგებზე და ეს ცვლილებები როგორ აღძრავს სოციოკულტურული
თეორიების ყურადღებას.

3. ახსენით „უკუმიზეზობრიობის პრობლემა“ კორელაციურ კვლევებში. მოიყვანეთ კორელაციური


კვლევების შედეგებისა ორი ჰიპოთეტური მაგალითი, რომლებშიც არ შეიძლება ზუსტად
განვსაზღვროთ მიზეზობრიობის მიმართულება. მოიყვანეთ ორი მაგალითი, რომელშიც არის ერთი
ნათლად გამოხატული მიმართულება.

4. მკვლევარი აყენებს ჰიპოთეზას, რომლის თანახმად კოლეჯის სტუდენტები, რომლებსაც გააჩნიათ


მარტოობის განცდა (რაც გამოიკვეთა წერითი ტესტების საფუძველზე) ნაკლები ალბათობით
დაელაპარაკებიან უცნობ თანაკურსელებს, ვიდრე ის სტუდენტები, რომელთაც ეს განცდა არა აქვთ.
შეადგინეთ ექსპერიმენტის ჩატარების მოკლე გეგმა მოცემული ჰიპოთეზის შესამოწმებლად. შემდეგ
მოკლედ აღწერეთ კორელაციური კვლევები ამავე ჰიპოთეზის შესამოწმებლად. შეაფასეთ კვლევების
ამ ორი გეგმის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

5. მრავალი მკვლევარი თვლის, რომ ფსიქოლოგიური კვლევის ჩატარების დროს ზოგჯერ საჭიროა
ტყუილის გამოყენება და ეს სრულიად ეთიკურია სიფრთხილის ყველა ზომების დაცვით. სხვები
აცხადებენ, რომ ტყუილის გამართლება არასოდეს არ შეიძლება და მისი გამოყენება არ შეიძლება.
მიიღეთ ერთი მხარის თვალსაზრისი, წარმოადგინეთ და დაიცავით იგი.

45

You might also like