You are on page 1of 47

თავი 6: ცრურწმენები

სარჩევი

ჯგუფური ანტაგონიზმის კომპონენტები2


ცრურწმენის დასწავლა10
ცრურწმენების მოტივი14
ცრურწმენების კოგნიტიური წყაროები18
სოციალური იდენტობა23
ცრურწმენების შეცვლა28
ცრურწმენების შემცირება39

ცრურწმენა ადამიანის სოციალური ქცევის ერთ-ერთი ყველაზე დესტრუქციული


ასპექტი შეიძლება იყოს და ხშირად ძალადობის გამომწვევია. 1940-იან წლებში
ნაცისტების მიერ 6 მილიონზე მეტი ევროპელი ებრაელი იყო მოკლული. დღეს
ებრაელების მხოლოდ ნაწილი შემორჩა ევროპას. აშშ-ში, ალბათ, ყველაზე ძლიერი
ცრურწმენები აფრო-ამერიკელებს ეხებათ. როდესაც ამერიკაში აფრიკელები
ჩაიყვანეს, მათ როგორც საკუთრებას ისე ეპყრობოდნენ. ემანსიპაციის შემდეგ, მათი
უმრავლესობა კვლავ ჯიმ კროუს (Jim Crow) ფორმალური სეგრეგაციის სისტემაში
ცხოვრობდა. შავკანიანებს ხშირად ლინჩის წესით ასამართლებდნენ, იმის
გადამოწმების გარეშე ნამდვილად „გადააბიჯეს ზღვარს“ თუ არა. 1950-1960-იან
წლებში სამოქალაქო უფლებების მოძრაობამ წერტილი დაუსვა ფორმალური
სეგრეგაციის თითქმის ყველა ფორმას და შედეგად, აფრო-ამერიკელების ცხოვრება
ბევრ ასპექტში გაუმჯობესდა; თუმცა, სიღარიბე, მიუღებელი საცხოვრებლები და
სკოლები, დანაშაულის მაღალი დონე კვლავ განაგრძობდა არსებობას აფრო-
ამერიკელების საზოგადოებაში.
აშშ-ში აფრო-ამერიკელების ჯგუფი არ არის ერთადერთი უმცირესობათა ჯგუფი,
რომელიც ცრურწმენებს აწყდება. სინამდვილეში, ყოველი ეთნიკური თუ რასობრივი
ჯგუფი ხვდება ცრურწმენებს ერთხელ ან მეტჯერ თავის ცხოვრებაში; ეს
ცრურწმენები კარგად ჩანს დამამცირებელ იარლიყებში, რომლებიც მიმართულია
ირლანდიელების (micks), გერმანელების (krauts), ფრანგების (frogs), იტალიელების
(wops, dagos), პოლონელების (polacks), ებრაელების (kikes, hebes), შავკანიანების
(niggers, coons, jungle bunnies), ესპანელების (spics, wetbacks, beaners) და
აზიელების(slats, slopes, chinks, japs) მიმართ.
ცრურწმენები მხოლოდ ეთნიკური და რასობრივი ჯგუფებით არ შემოიფარგლება.
მაგალითად, ისტორიულად, ჰომოსექსუალი ადამიანები ოდითგანვე ცრურწმენების
მსხვერპლნი იყვნენ და მათი უმეტესობა საკუთარ ორიენტაციას სიცოცხლის
შესანარჩუნებლად და თავის დასაცავად მალავდა. ჭარბი წონის მქონე ადამიანებიც
ხშირად ცრურწმენების სამიზნეს წარმოადგენენ; მოხუცები ხშირად აღიქმებიან,
როგორც ადამიანები, რომლებსაც ნაკლები ფიზიკური და გონებრივ
შესაძლებლობები აქვთ.
აშშ-ში მონობის “თავისებური ინსტიტუტი“ და მისი „მემკვიდრე“ -ჯიმ ქროუს
ლეგალიზებული დისკრიმინაციის სისტემა, თითქმის ყველა აფრიკული
წარმომავლობის ამერიკელს შეეხო. თანასწორობის მოპოვება მათთვის გაცილებით
უფრო ძნელი იყო, ვიდრე სხვა ნებისმიერი უმცირესობათა ჯგუფისთვის. ძირითად
მიზეზს რასობრივი ცრურწმენები წარმოადგენდა. აშშ-ში ცრურწმენებზე
ჩატარებული კვლევების უმეტესობა აფრო-ამერიკელებზე იყო ფოკუსირებული.
მიუხედავად იმისა რომ დისკუსიის დიდი ნაწილი აფრო-ამერიკელებს ეხება, ის სხვა
უმცირესობათა ჯგუფებსაც მოიცავს.

ჯგუფური ანტაგონიზმის კომპონენტები


ჯგუფური ანტაგონიზმი მაშინ იჩენს თავს, როდესაც ერთი ჯგუფის წევრები („ჩვენ“)
გამოხატავენ ნეგატიურ ქცევასა და დამოკიდებულებებს (ატიტუდებს) გარე ჯგუფის
(„ისინი“) მიმართ. ასეთ ჯგუფურ ანტაგონიზმს აქვს 3 ურთიერთდაკავშირებული,
მაგრამ განსხვავებული ელემენტი; თეორიაში სულ მცირე სტერეოტიპები არის
კოგნიტური: რწმენები (ძირითადად ნეგატიური), რომლებიც მიმართულია
კონკრეტული ჯგუფის მიმართ. აფექტური სტერეოტიპი, რომლებიც გულისხმობს
ნეგატიურ გრძნობებსა და ემოციებს სამიზნე ჯგუფის მიმართ და დისკრიმინაცია,
რომელიც გულისხმობს ქცევაში გამოხატულ ცრურწმენას.

სტერეოტიპები
სტერეოტიპები, ჯგუფური ანტაგონიზმის კოგნიტური კომპონენტი, გულისხმობს
რწმენებს კონკრეტულ ჯგუფის ადამიანების შესახებ. ზოგიერთი სტერეოტიპი
აქცენტს პიროვნულ თვისებებზე აკეთებს. მე-19 საუკუნეში მკვიდრ ამერიკელებს
ახასიათებდნენ, როგორც ჭუჭყიან, სასტიკ და ომისკენ მიმართულ უხეშ ადამიანებს.
მე-20 საუკუნის სტერეოტიპები მათ აღწერდა, როგორც პასიურ, ალკოჰოლის
მოყვარულ და ზარმაც ადამიანებს.

ზოგადად, ზუსტია თუ არა სტერეოტიპები? ბევრ სტერეოტიპში ნამდვილად „დევს


სიმართლის მარცვალი“. მაგალითად, დანაშაულის დონე აფრო-ამერიკელებში
მართლაც მაღალია; აზიელი-ამერიკელები მიდრეკილები არიან კარგი აკადემიური
მოსწრებისკენ; ალკოჰოლიზმი კი სერიოზული პრობლემაა მკვიდრ ამერიკელებში.
მაგრამ საერთო სტერეოტიპები, რომელიც მთელ ჯგუფზე ვრცელდება, მიუხედავად
„სიმართლის მარცვლისა“, ჩვეულებრივ შეიცავს არაზუსტ ელემენტებს, რადგან ისინი
ბევრ ერთმანეთისგან განსხვავებულ ინდივიდზე ვრცელდება. შედეგად, ასეთი
სტერეოტიპები შეიძლება დესტრუქციული აღმოჩნდეს, რადგან ჯგუფის ისეთ
წევრებს შეეხოს, რომლებსაც წესით საერთოდ არ ერგება. სტერეოტიპი იმის შესახებ,
რომ შავკანიანები მოძალადეები არიან საკმაოდ გავრცელებულია. ამ სტერეოტიპშიც
არის სიმართლის მარცვალი: მართალია, რომ ძალადობრივი დანაშაული
შავკანიანებში უფრო გავრცელებულია, ვიდრე თეთრკანიანებში. მაგრამ იმის გამო
რომ თეთრკანიანების რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე შავკანიანების, თეთრკანიანი
დამნაშავეების რაოდენობა მსოფლიოში გაცილებით მეტია. უფრო ზოგადად,
სტერეოტიპები განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს კონკრეტულ თვისებებზე,
განსაკუთრებით ძალიან სასურველ ან ძალიან არასასურველ თვისებებზე; და ისინი
ჩვეულებრივ ვერ აფასებენ ჯგუფის შიგნით არსებულ ცვალებადობას.

სტერეოტიპის ეფექტის შესწავლაზე ფოკუსირებული კვლევების უმრავლესობა ხაზს


უსვამს იმას, თუ როგორ ამახინჯებენ სტერეოტიპები იმ ადამიანების განსჯის უნარს,
ვისაც ისინი უყალიბდება. ერთ-ერთი ექსპერიმენტი ზომავდა შავკანიანების
კრიმინალისკენ მიდრეკილების რასობრივი სტერეოტიპის გავლენას ადამიანის
ქცევაზე ვიდეოთამაშის განმავლობაში. მონაწილეებს აჩვენებდნენ შავკანიან და
თეთრკანიან სამიზნეებს და სთხოვდნენ ესროლათ მხოლოდ შეიარაღებული
სამიზნისთვის. მონაწილეები „სტერეოტიპთან შეთანხმებულ“ გადაწყვეტილებას
უფრო მარტივად იღებდნენ - ესროლათ შეიარაღებული სამიზნისთვის იმ
შემთხვევაში თუ ის აფრო-ამერიკელი იყო თუ არ ესროლათ შეუიარაღებელი
სამიზნისთვის იმ შემთხვევაში თუ ის თეთრკანიანი იყო, ვიდრე „სტერეოტიპთან
შეუთანხმებელ“ გადაწყვეტილებას – არ ესროლათ შეუიარაღებელი აფრო-
ამერიკელისთვის ან ესროლათ შეიარაღებული თეთრკანიანი სამიზნისთვის (Correll,
et al., 2002).

თანამედროვე კვლევები ასევე სწავლობს სტერეოტიპების გავლენას მის სამიზნეებზე.


ერთ-ერთი განსაკუთრებით დესტრუქციული ეფექტი ის არის, რომ სტერეოტიპებმა
შეიძლება გამოიწვიონ შესაბამისი ქცევა. იმ ჯგუფის წევრები, რომლებიც
სტერეოტიპის მსხვერპლნი არიან იწყებენ, მათ მიმართ არსებული სტერეოტიპის
მიხედვით ცხოვრებას და გამოხატავენ ისეთ ჩვევებს, რომლებიც გავრცელებული
სტერეოტიპების მიხედვით აქვთ (Snyder & Swann, 1978). მაგალითად, მოხუცი
ამერიკელები, რომლებიც იზიარებენ სტერეოტიპს, თითქოს მეხსიერება ასაკთან
ერთად ქვეითდება, მეტად ამჟღავნებენ მეხსიერების პრობლემებს ვიდრე ისინი,
რომლებიც ამ სტერეოტპის უარყოფენ (Levy & Langer,1994). რატომ? ადამიანები,
რომელებიც სტერეოტიპებს ქმნიან, მოხუცების მიმართ ისე არიან განწყობილნი,
თითქოს მათ არაფრის დამახსოვრების უნარი არ გააჩნიათ. შედეგად, მოხუც ადამიანს
ეჭვი შეაქვს თავისი მეხსიერების სიზუსტეში და დაკარგულმა
თვითდარწმუნებულობამ შეიძლება შედეგად ნამდვილად გამოიწვიოს დავიწყდება.
საბოლოოდ, მსხვერპლის თვით-აღქმა და ქცევა რეალურად ასახავს მასზე
გავრცელებულ სტერეოტიპს.

ჩვეულებრივ, ადამიანებმა კარგად იციან იმ გავრცელებული სტერეოტიპების შესახებ,


რომლებიც მათ ჯგუფებს ეხება. იმის ცოდნა რომ ვინმე შეიძლება განსაჯონ
სტერეოტიპულად, რომ ვიღაც შეიძლება ისე მოიქცეს რომ დაამტკიცოს მასზე
გავრცელებული ნეგატიური სტერეოტიპი და რომ ადამიანის ცუდად შესრულებული
საქმე შეიძლება ახსნილი იყოს მის მიმართ არსებული სტერეოტიპით – ყველაფერი
ეს შეიძლება ადამიანისთვის საფრთხის შემცველი იყოს. მართლაც, ამას
სტერეოტიპის საფრთხეს (Stereotype threat) უწოდებენ. სტერეოტიპის საფრთხე მაშინ
ჩნდება, როდესაც ნეგატიური სტერეოტიპი ერთდროულად არის რელევანტური და
აშკარა (ხილული, დაუფარავი). მაგალითად, შეხვედრაზე, ბიზნესმენი ქალი,
რომელიც მამაკაც კოლეგებთან ერთად მონაწილეობს ხანგრძლივ შეხვედრაში, მზად
არის ატირდეს. მან იცის რომ ტირილი განამტკიცებს გავრცელებულ სტერეოტიპს,
რომ ქალებს არ შეუძლიათ სტრესულ სიტუაციებთან გამკლავება და რომ ამით
შეიძლება ორგანიზაციაში საკუთარი პოზიცია შეარყიოს; მაგრამ ის არ შეხვდება
სტერეოტიპის საფრთხეს, თუ ახლო მეგობრის დაკრძალვაზე ატირდება, რადგან
დაკრძალვაზე ტირილი, ზოგადად, ნეგატიურად არ აღიქმება.

ეს საკითხი კარგად ჩანს სტილის და არონსონის კვლევაში (Steele & Aronson, 1995),
რომლებმაც მონაწილეებად თეთრკანიანი და შავკანიანი სტუდენტები აირჩიეს.
მკვლევრებმა მონაწილეებს ერთნაირი ტესტი ორ განსხვავებულ სიტუაციაში მისცეს -
ერთ შემთხვევაში, ტესტს აღწერდნენ, როგორც აკადემიური შესაძლებლობების
გასაზომ ნამდვილ ტესტს, ხოლო მეორე შემთხვევაში - როგორც უბრალოდ
ლაბორატორიულ სავარჯიშოს. შავკანიანების ნაკლები აკადემიური უნარების
შესახებ არსებული ნეგატიური სტერეოტიპები რელევანტური იქნებოდა მხოლოდ
აკადემიური ტესტის პირობებში. რეალურად, შავკანიანი სტუდენტები
სტერეოტიპის საფრთხის არსებობას მხოლოდ აკადემიური ტესტის პირობებში
ავლენდნენ. მაგალითად, სიტყვების დასრულების ტესტში, ისინი იყენებდნენ ისეთ
დაბოლოებებს, რომლებიც რასობრივ კონტექსტს უკავშირდებოდა. ასევე, ტესტის
შესრულებისას, ისინი მეტად იყენებდნენ ისეთ სიტყვებს, რომლებიც საკუთარ თავში
დაეჭვებას გამოხატავდა. სტერეოტიპის საფრთხე შავკანიანი მონაწილეების
შესრულებაზე მოქმედებდა მაშინ, როდესაც ითვლებოდა, რომ ტესტს აკადემიური
უნარების სადიაგნოსტიკო დანიშნულება ჰქონდა.

სტერეოტიპის საფრთხე სხვა ჯგუფების აქტივობაზეც აისახება. მაგალითად,


გავრცელებული სტერეოტიპის მიხედვით, ქალებს, კაცებთან შედარებით, ნაკლებად
ეხერხებათ მათემატიკური ამოცანების ამოხსნა. ერთ-ერთი კვლევაში, კარგი
მათემატიკური უნარების მქონე ქალებმა საგრძნობლად დაბალი შედეგი აჩვენეს
ტესტში, რომელშიც მამაკაცებიც მონაწილეობდნენ, მაშინ როდესაც ზემოთ
აღნიშნული სტერეოტიპი ხაზგასმული იყო (Spencer, Steele & Quinn, 1999).
სტერეოტიპები პოზიტიურიც შეიძლება იყოს და ანალოგიური შედეგი ჰქონდეს
მსგავს სიტუაციებში. კვლავ მათემატიკური უნარების ტესტირების პირობებში,
აზიელმა ამერიკელმა ქალებმა უკეთესი შედეგი აჩვენეს მაშინ, როდესაც ხაზი გაესვა
მათ აზიურ წარმომავლობას და ნაკლებად წარმატებულნი იყვნენ, როდესაც აქცენტი
მათ გენდერულ მიკუთვნებულობაზე გაკეთდა; ორივე გავრცელებულ სტერეოტიპს
ადასტურებდა – ერთ შემთხვევაში, მოქმედებდა სტერეოტიპი, რომ აზიელები
კარგად ფლობენ მათემატიკას და მეორე შემთხვევაში, რომ ქალებს უჭირთ
მათემატიკური ამოცანების შესრულება (Shih, Pittinsky & Ambady, 1999).

თანამედროვე კვლევებმა აჩვენა, რომ სტერეოტიპის საფრთხეს შეიძლება


გრძელვადიანი შედეგები ჰქონდეს. სტერეოტიპების მსხვერპლის თვალში შეიძლება
გაუფასურდეს კონკრეტული საკითხები; მაგალითად, შავკანიანებმა შეიძლება
ჩათვალონ რომ კარგი აკადემიური მოსწრება სულაც არ არის მნიშვნელოვანი,
ქალებისთვის კი, სხვა მიზნებთან შედარებით, მათემატიკური უნარების წარმოჩენა
და გაუმჯობესება შეიძლება უმნიშვნელო გახდეს. სტერეოტიპის საფრთხემ შეიძლება
უარყოფითად იმოქმედოს, როგორც ფიზიოლოგიურ, ისე ფსიქოლოგიურ
მდგომარეობაზე. საშუალოდ, აფრო-ამერიკელებს, თეთრკანიან ამერიკელებთან
შედარებით, უფრო მეტად აღენიშნებათ ჰიპერტენზია. ამის მიზეზად,
გარკვეულწილად, შეიძლება მივიჩნიოთ სტრესი, რომელიც სტერეოტიპის
საფრთხითაა გამოწვეული. ბლასკოვიჩი (Blascovich, 2001) და მისი კოლეგები
ცვლიდნენ სტერეოტიპის საფრთხის დონეს შავკანიანი და თეთრკანიანი
სტუდენტებისთვის ტესტის მიცემისას. მაღალი სტერეოტიპის საფრთხის პირობებში,
შავკანიან სტუდენტებს, თეთრკანიან სტუდენტებთან შედარებით, გაცილებით
მაღალი სისხლის წნევა აღენიშნათ; თუმცა, დაბალი სტერეოტიპის საფრთხის
შემთხვევაში, ასეთი განსხვავება არ იყო.

ცრურწმენა
ცრურწმენა გულისხმობს ადამიანის შეფასებას ძირითადად მხოლოდ მისი რომელიმე
ჯგუფში კუთვნილების მიხედვით. ცრურწმენა ეფუძნება წინასწარ დასკვნის
გაკეთებას ადამიანზე, ისე რომ არ ფლობ მისი პიროვნების შესახებ საკმარის
ინფორმაციას. ცრურწმენები არ ეხება მხოლოდ გარე ჯგუფის მიმართ ატიტუდს.
ეთნოცენტრიზმი გულისხმობს რწმენას რომ შიდა ჯგუფს ყველა სხვა ჯგუფთან
შედარებით უპირატესობა აქვს; ის ასევე გავლენას ახდენს შიდა ჯგუფის წევრების
შეფასებაზე, მაშინ როდესაც საკმაო ინფორმაცისს არ ვფლობთ ინდივიდის შესახებ.
ზოგადად, ადამიანებს აქვთ ტენდენცია შიდა ჯგუფის წევრები მეტად სასურველად
შეაფასონ, ვიდრე გარე ჯგუფის წევრები. ერთ-ერთ ექსპერიმენტში თეთრკანიანი და
შავკანიანი შემფასებლები აფასებდნენ თეთრკანიან ან შავკანიან სამუშაოს მაძიებელს
და უნდა ემსჯელათ იმ შესაძლო მიზეზების შესახებ, თუ რატომ დაითხოვეს წინა
სამსახურიდან ეს აპლიკანტი. ორივე ჯგუფის წარმომადგნელმა, უფრო მისაღები
ახსნა მოუნახა თავისი რასის წარმომადგენელს (Chatman & von Hippel, 2001). უნდა
აღინიშნოს რომ ჯგუფთა შორის ეს განსხვავებები ცრურწმენების როლს ბოლომდე არ
გამოხატავს. ერთადერთი რაც ვიცით ისაა, რომ თეთრკანიანები განსხვავდებიან
შავკანიანებისგან. იმისთვის რომ უფრო მკაფიოდ გამოვამჟღავნოთ ცრურწმენების
როლი, ჩვენ გვჭირდება იმის ჩვენება რომ ცრურწმენისკენ მეტად მიდრეკილმა
სტუდენტებმა გამოიყენებს ყველაზე ნაკლებად მისაღები მსჯელობას გარე ჯგუფის
წევრი სამუშაოს მაძიებელის მიმართ.

ჰომოსექსუალ მამაკაცებზე არსებული ცრურწმენის გავლენა ნათლად ჩანს კვლევაში,


რომელშიც ჰომოსექსუალების მიმართ ყველაზე ნეგატიურად განწყობილი
ადამიანები ამჟღავნებდნენ ყველაზე ნაკლებ მზაობას ურთიერთობა ჰქონოდათ
შიდსის მქონე პიროვნებებთან (Pryor, Reeder & McManus, 1991). სხვა კვლევაში
მონაწილეებს ევალებოდათ ორი თითქოსდა სამეცნიერო ნაშრომის წაკითხვა; ერთი
ნაშრომი ამტკიცებდა რომ ჰომოსექსუალობა ფსიქოპათოლოგიასთან იყო კავშირში,
მეორე კი არა. მონაწილეებმა, რომლებიც ჰომოსექსუალების მიმართ ნეგატიურად
იყვნენ განწყობილნი, უპირატესობა მეტად დამამცირებელი შინაარსის მქონე
ნაშრომს მიანიჭეს (Munro & Ditto, 1997).

სტერეოტიპების მსგავსად, ცრურწმენების ეფექტიც დესტრუქციული და


მრავალმხრივია. ამის უკიდურეს მაგალითს წარმოადგენს ის, რომ
სტიგმატიზირებული ჯგუფის წარმომადგენელთან სიახლოვეს ყოფნაც კი შეიძლება
ზიანის შემცველი იყოს. მაგალითად, სამუშაოს მაძიებელი მამაკაცი შეიძლება
ნეგატიურად შეაფასონ მხოლოდ იმის გამო, რომ ის ჭარბი წონის ქალის გვერდით
ზის, მაშინაც კი, თუ უშვებენ, რომ ისინი ერთმანეთს არ იცნობენ ან ამ ქალის შესახებ
პოზიტიურ ინფორმაციას ფლობენ (Hebl & Mannix, 2003).

ასევე, ცრურწმენა გავლენას ახდენს საჯარო პოლიტიკაში უპირატესობის


მონიჭებაზე. შავკანიანების მიმართ ცრურწმენები გავლენას ახდენს მთავრობის
ქმედებაზე, ძალისხმევა გასწიოს მათ დასახმარებლად. ლათინო-ამერიკელებზე
მიმართული ცრურწმენები ხელს უწყობს შეზღუდულ საემიგრაციო პოლიტიკას და
ეწინააღმდეგება ბილინგვურ განათლებას (Sears, Citrin, van Laar & Cheleden, 1999).
ჰომოსექსუალების წინააღმდეგ მიმართული ცრურწმენები მხარს უჭერს აივ
დაინფიცირებული ადამიანების სხვადსხვა ფორმით შეზღუდვას, როგორიცაა
მაგალითად მოთხოვნა, რომ ატარონ პირადობის მოწმობები, იწარმოოს მათი
აღრიცხვა ან მათ სპეციალური ტატუ გაუკეთდეთ (Price & Hsu, 1992).
არის თუ არა განსხვავება სტერეოტიპსა და ცრურწმენას შორის? მოცემული თავის
დასაწყისში ვახსენეთ, რომ სტერეოტიპი კოგნიტურია, ხოლო ცრურწმენა აფექტური.
რეალურად, ორივე ასახავს კოგნიტურ და აფექტურ ასპექტს. მაგალითად,
განვიხილოთ შიდსის მქონე ადამიანების აღქმა; მათ, ვისაც ჰომოსექსუალების
მიმართ გარკვეული ცრურწმენა გააჩნიათ, გონებაში ინახავენ როგორც ჯგუფის
იარლიყს (მაგ. „გეი“), ასევე ამ იარლიყთან დაკავშირებულ სტერეოტიპს (მაგ.
„ამორალური“) და მათ ნეგატიური დამოკიდებულება უჩნდებათ ჯგუფის იარლიყის
მიმართ. ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთისგან გამოვყოთ სტერეოტიპული ნიშნები და
ცრურწმენები, მაგრამ ეს ორი ძირითადად ერთად მოქმედებს (Dovidio, Brigham,
Johnson & Gaertner, 1996). შესაბამისად, ამ თავში ჩვენ არ ვცდილობთ მათ შორის
მკვეთრი განსხვავების გაკეთებას.

განსხვავება სულ მცირე ერთ ასპექტში მაინც შეიძლება აღმოჩნდეს მნიშვნელოვანი.


შესაძლებელია რომ ადამიანები, რომლებსაც ნაკლებად ახასიათებთ ცრურწმენები,
იცნობდნენ მათ კულტურაში გავრცელებულ სტერეოტიპებს, მაშინაც კი, როდესაც
ისინი მათ არ იზიარებენ (Devine & Elliot, 1995) თუმცა, კვლევების უმეტესობა
აჩვენებს, რომ ისინი, ვინც ყველა მეტად არიან მიდრეკილი ცრურწმენებისკენ, უკეთ
ცნობენ საყოველთაოდ გავრცელებულ სტერეოტიპებს. როგორც ჩანს, ფართოდ
გავრცელებული სტერეოტიპები, თითქმის ყველასთვის ცნობილია, მიუხედავად
იმისა ეთანხმებიან, თუ არა; მაგრამ ნაკლებად გავრცელებული სტერეოტიპები უფრო
მათთვისაა ცნობილი, ვინც ცრურწმენებით მეტადაა მოცული.

დისკრიმინაცია
დისკრიმინაცია ჯგუფური ანტაგონიზმის ქცევითი კომპონენტია. ის გულისხმობს
ნეგატიურ ქცევას ადამიანების მიმართ, რომლებიც კონკრეტული ჯგუფის წევრებად
ითვლებიან. მაგალითად, 1942 წელს ამერიკის მთავრობამ 120 ათასი იაპონელი
ამერიკელი მეორე მსოფლიო ომის დროს საკონცენტრაციო ბანაკში გაუშვა; ეს
უმეტეს შემთხვევაში ყოველგვარი ინდივიდუალური განხილვის გარეშე ხდებოდა;
მათ აიძულებდნენ ყველაფრის მიტოვებას. დისკრიმინაციის კიდევ ერთ მაგალითს
წარმოადგენს კოლეჯებში კვოტის გამოყენება, რომლითაც 1960 წლამდე ბევრი კერძო
უნივერსიტეტი ზღუდავდა ებრაელი სტუდენტების რაოდენობა, იგივე
ვრცელდებოდა აზიელ სტუდენტებზეც - რომელსაც დღესაც მიმართავენ. ამის
საწინააღმდეგოდ, სკოლებსა და სამსახურში უმცირესობათა ჯგუფის წევრების
მიღების რაოდენობის გაზრდის მოწინააღმდეგეები ამას ხშირად „რევრსიულ
დისკრიმინაციას“ უწოდებენ, რადგან მათი აზრით, უმცირესობათა ჯგუფი
უპირატესობით სარგებლობს, უმრავლესობათა ჯგუფის ხარჯზე.

როდის ხდებიან ადამიანები ცრურწმენებისა და დისკრიმინაციის მსხვერპლნი? თუ


სამიზნის მიმართ მიყენებული ზიანი აღქმულია, როგორც განზრახ მიყენებული,
როგორც თვით სამიზნის, ისე დამკვირვებლების მიერ, დისკრიმინაციის აღქმა
იზრდება (Swim et al, 2003). საინტერესოა, რომ ის ვინც არ იყო ჩართული
დისკრიმინაციაში წარსულში, მეტად იქნება აღქმული როგორც ცრურწმენებისგან
თავისუფალი და ამიტომ, უფრო ადვილად შეძლებს დისკრიმინაციის
წინააღმდეგობას. ერთ-ერთ კვლევაში, მონაწილეთა ერთ ჯგუფს შესაძლებლობა
ჰქონდა შეწინააღმდეგებოდა აშკარა სექსისტურ განცხადებებს, მეორეს კი არა. მათ,
ვისაც ცრურწმენების გამოვლენის საშუალება მიეცათ, შემდგომში მამაკაცს
უწონებდნენ სტერეოტიპულად მამაკაცურ სამუშაოს (Monin & Miller, 2001).

დაუფარავი დისკრიმინაცია ცხადია მსხვერპლისთვის ემოციურად საკმაოდ


რთულია; თუმცა უმნიშვნელო დისკრიმინაციაც კი შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს.
მაგალითად, რამდენიმე ექსპერიმენტმა აჩვენა რომ სექსისტური იუმორს შეუძლია
სექსისტური დისკრიმინაციის მიმართ ტოლერანტობის გაზრდა (Ford, 2000).
მიზეზად შეიძლება დავასახელოთ ის რომ იუმორით კომუნიკაცია იწვევს
არაკრიტიკულ აზროვნებას და შესაბამისად, საშუალებას აძლევს ადამიანებს მეტად
ტოლერანტულები გახდნენ სექსისტური მოქმედებების მიმართ.

უდავოდ, დისკრიმინაცია განსაკუთრებით მძიმეა, როდესაც ის შენიღბულია.


დისკრიმინაციის მომცველი მოქმედებები ხშირად შეიცავს ატრიბუციულ
ორაზროვნებას (Attributional ambiguilty). ადამიანს, რომელსაც უარი უთხრეს
დაწინაურებაზე, გაუჭირდება მიზეზის ახსნა - ეს მისი არაადეკვატური გამოსვლის
გამო მოხდა თუ დისკრიმინაციის მსხვერპლია? მეცნიერებმა (Crocker & Major, 1989)
ივარაუდეს რომ ნეგატიური შეფასების დესტრუქციული ეფექტი შეიძლება
შემცირდეს, თუ მსხვერპლი ამას დისკრიმინაციას დაუკავშირებს. მათ კვლევაში
თეთრკანიანი შემფასებელი ნეგატიურ უკუკავშირს აძლევდა მეზობელ ოთახში მყოფ
აფრო-ამერიკელ სტუდენტებს. სტუდენტებმა იცოდნენ რომ შემფასებელი ზოგიერთ
მათგანს ხედავდა, ზოგიერთს კი ვერა. ის სტუდენტები, რომლებმაც იცოდნენ რომ
ჩანდნენ, უარყოფით უკუკავშირს დისკრიმინაციასთან აკავშირებდნენ და მათი
თვითშეფასება ნაკლებად ზარალდებოდა ამის გამო. ირონიულად აშკარა
დისკრიმინაციის შემცირებამ, უმცირესობათა ჯგუფის წევრებში შეიძლება გაზარდოს
თვითშეფასების შემცირების საშიშროება, რადგან ის ზრდის ატრიბუციულ
ორაზროვნებას (Crocker et. al., 1998).

თუმცა, ნეგატიური შემთხვევების დისკრიმინაციასთან დაკავშირება გამოსავალი არ


არის. დისკრიმინაციის მსხვერპლი შეიძლება აღიქვან როგორც მომჩივანი, რაც კიდევ
უფრო გააუფასურებს მის ქმედებას (Kaiser & Miller, 2001). დისკრიმინაციის
მსხვერპლისთვის ეს დიდ დილემას ქმნის: ამ საკითხის დაყენებამ ერთის მხრივ
შეიძლება დაიცვას მისი თვითშეფასება, მაგრამ ამავდროულად შეიძლება აღქმული
იყოს როგორც პრობლემის შემქმნელი და დაიმსახუროს უფრო მეტი კრიტიკა. ამის
მსგავსად, დისკრიმინაციის ნეგატიური ეფექტის ნათლად დაკავშირება ისეთ
სპეციალურ პროგრამებთან, როგორიცაა დისკრიმინაციის წინააღმდეგ გალაშქრება,
შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს ინდივიდის მიერ საკუთარი შესაძლებლობის
რწმენისთვის. მაგალითად, ქალები, რომლებსაც ეგონათ რომ პრობლემების
გადასაჭრელი ამოცანის ჯგუფში ლიდერებად მათი სქესის გამო აირჩიეს, შემდგომში
პრობლემების გადაწყვეტის ტესტს უფრო ცუდად ასრულებდნენ, ვიდე ის ქალები,
ვინც თვლიდა, რომ ლიდერებად შემთხვევითი შერჩევით შეირჩნენ (Brown et al.,
2000).

დისკრიმინაცია და ცრურწმენები ყოველთვის იდეალურად თანმიმდევრული არა


არის. ეს კარგადაა ნაჩვენები ლა პიერის კლასიკურ კვლევაში (1934). როგორც მე-5
თავში ავხსენით, თითქმის ყველა რესტორნის და სასტუმროს მეპატრონე
ზრდილობიანად მოემსახურა კარგად ჩაცმულ ჩინელ წყვილს, მიუხედავად იმისა
რომ წერილში ისინი აზიელი კლიენტების მიმართ მკაფიოდ ავლენდნენ ცრურწმენის
ნიშნებს. აშკარაა, რომ დისკრიმინაციის შემცირება, რამდენადაც ეს შესაძლებელია,
კარგია და არსებობს ბევრი კანონი, რომელიც ცდილობს რასის, სქესისა და
ეროვნული წარმოშობის მიმართ არსებული დისკრიმინაციის აღმოფხვრას; მაგრამ ეს
ნიშნავს რომ დღეს, ამ სახის არათანმიმდევრულობა, რომლის დროს
დამოკიდებულებებში არსებული ცრურწმენა ქცევაში არ ვლინდება, საკმაოდ
გავრცელებულია. ძალიან ძლიერი ცრურწმენების მქონე რესტორნის მეპატრონესაც
კი არ აქვს უფლება უარი უთხრან კლიენტს სერვისზე, მისი რომელიმე ჯგუფში
მიკუთვნებულობის გამო.

თუმცა, დისკრიმინაცია ცრურწმენებთან მიმართებაში საკმაოდ თანმიმდევრულია,


როდესაც სიტუაცია ორაზროვანია (გაურკვეველია). ერთ-ერთ კვლევაში,
მონაწილეებს სთხოვეს შეეფასებინათ კანდიდატები საკუთარ უნივერსიტეტში
მისაღებად. როდესაც კანდიდატის მაჩვენებლები თანმიმდევრულად ძლიერი ან
სუსტი იყო, ცრურწმენებისკენ მიდრეკილი შემფასებელბი შავკანიანი კანდიდატების
მიმართ დისკრიმიანციას არ ავლენდნენ; თუმცა, ცრურწმენებისკენ ყველაზე მეტად
მიდრეკილი მონაწილეები იმ შემთხვევაში ავლენდნენ შავკანიანი კანდიდატების
მიმართ დისკრიმინაციას, როდესაც საკითხი მეტ-ნაკლებად ორაზროვანი იყო
კანდიდატების ატესტატში სხვადსხვა ნიშნების არსებობის გამო (Hodson, Dovidio, &
Gaertner, 2002).

ცრურწმენის დასწავლა
არსებობს ბევრი თეორია ჯგუფური ანტაგონიზმის წარმოშობის შესახებ; მათი
უმრავლესობა გამომდინარეობს პირველ თავში განხილული თეორიებიდან და
ვრცელდება მეხუთე თავში წარმოდგენილ ატიტუდებზე. სავარაუდოდ, ყველაზე
მარტივი - სოციალური დასწავლის თეორიის მიხედვით ადამიანები დაისწავლიან
ცრუ რწმენებს ისევე როგორც სწავლობენ სხვა ატიტუდებსა და ღირებულებებს.
სოციალიზაცია
ბავშვები არ იბადებიან სტერეოტიპებითა და ცრურწმენებით. ისინი მათ სწავლობენ -
ოჯახიდან, თანატოლებისგან, მასმედიიდან და მათ ირგვლივ არსებული
სოციუმიდან. როგორც პირველ თავშია მითითებული, სოციალიზაციის პროცესის
დროს ბავშვები მარტივ სოციალურ ნორმებს გარშემომყოფებისგან სწავლობენ.
ცრურწმენები შეიძლება ბავშვმა ისწავლოს როგორც სახლში, ასევე სახლის გარეთ.
მაგალითად, ბავშვმა შეიძლება მეგობრის ან მშობლის მიერ გამოხატული
ცრურწმენის იმიტაცია გააკეთოს; შეიძლება მათ დადებითი განმტკიცება მიიღონ
დამამცირებელი ეთნიკური იუმორის გამოყენებისას; ან მათ შეიძლება უბრალოდ
ისწავლონ გარკვეული უმცირესობათა ჯგუფის დანაშაულთან, სიბინძურესთან,
ძალაუფლებასთან და სხვა ნეგატიურ მახასიათებლებთან დაკავშირება.

მთელ მსოფლიოში გავრცელებულია ეთნიკური თუ რასობრივ ცრურწმენები.


მაგალითად, თეთრკანიანი ჩრდილოეთ-ამერიკელები ისტორიულად უფრო მეტად
ამჟღავნებდნენ ცრურწმენებს აფრიკაში, აზიასა და ლათინურ ამერიკაში
დაბადებული ადამიანების მიმართ, ვიდრე დასავლეთ ევროპაში დაბადებულების
მიმართ. რუსებიც ებრაელების მიმართ მეტი ცრურწმენით არიან განწყობილნი,
ინგლისელები - აფრიკელების მიმართ, ჩინელები - იაპონელების მიმართ და
იაპონელები -კორეელების მიმართ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში რასობრივი სახის ცრურწმენები ისტორიულად


უფრო ძლიერია სამხრეთში, ვიდრე ჩრდილოეთში. მაგალითად, თეთრკანიანები,
რომლებიც სამხრეთ ნაწილში ცხოვრობენ, ჩრდილოეთში მცხოვრები ადამიანებისგან
განსხვავებით, მეტად ემხრობიან კანონის მიღებას, რომელიც თეთრკანიანისა და
შავკანიანის ქორწინებას აკრძალავს. მსგავსი კულტურული განსხვავება
თეთრკანიანებსა და შავკანიანებს შორის ასევე ვლინდება ჭარბწონიანი ქალების
მიმართ - თეთრკანიანი ამერიკელები ჭარბწონიანი ქალების მიმართ მეტ
ცრურწმენებს ავლენენ. ერთ-ერთ კვლევაში, შავკანიან და თეთრკანიან ქალებს
აჩვენეს გამხდარი, საშუალო წონისა და ჭარბი წონის მქონე ქალების ფოტოები (Hebl
& Heatherton, 1998). თეთრკანიანი მონაწილეები ჭარბი წონის მქონე ქალებს
აფასებდნენ, როგორც ნაკლებად მიმზიდველს, ნაკლებად ბედნიერს და ნაკლებად
პოპულარულს, ვიდრე გამხდარს. თუმცა, შავკანიანი მონაწილეები ფოტოებში
ნაჩვენებ ჭარბწონიან ქალებს ახასიათებდნენ, როგორც უფრო პოპულარულებს და
ისეთსავე ბედნიერებს, როგორებიც გამხარი ქალები იყვნენ.

როგორც წესი, ბავშვები გავრცელებულ ცრურწმენებს ადრეული ასაკიდან


სწავლობენ. 4-5 წლისთვის ქალაქში მცხოვრები ამერიკელი თეთრკანიანი ბავშვების
უმეტესობა ერთმანეთისგან ასხვავებს თეთრკანიანებსა და შავკანიანებს; ისინი
ინფორმირებულები არიან რასასთან დაკავშირებული გავრცელებული ნორმების
შესახებ და 5 წლის ასაკისთვის, ზოგიერთი მათგანი უკვე ამჟღავნებს რასობრივი
ცრურწმენების გარკვეულ ნიშნებს. 7 წლამდე მათ უჭირთ ნაკლებად შესამჩნევი
ისეთი ჯგუფების ამოცნობა, როგორიცაა - ლათინო-ამერიკელები ან აზიელ-
ამერიკელები, მაგრამ 7 წლისთვის ბავშვები მათ მიმართაც გამოხატავენ გარკვეულ
ცრურწმენას (Aboud, 1988). ბავშვები სკოლის დაწყების ასაკში უცხოელების
მიმართაც იძენენ ცრურწმენებს (Lambert & Klineberg, 1967).

ბავშვებისთვის სოციალური ნორმების გადაცემაზე ყველაზე მეტად


პასუხისმგებლობა მშობლებსა და თანატოლებს ეკისრებათ; თუმცა, ხანდახან
ბავშვები ამ თემებს მათთან არ განიხილავენ, მითუმეტეს მაშინ, როდესაც სამიზნე
ჯგუფი არ არის ძალიან შესამჩნევი. სოციალიზაციისთვის სხვა საშუალებებიც
არსებობს.

ძალიან მნიშვნელოვანია ის გამოცდილება, რომელსაც ბავშვები ადრეულ ასაკში


იღებენ. აშკარად განსხვავავებული ჯგუფების მიმართ ჩამოყალიბებული
ცრურწმენები ნაკლებად იცვლება ასაკის მატებასთან ერთად (Sears & Levy, 2003).
როგორც აღვნიშნეთ, სამხრეთში დაბადებული თეთრკანიანები, ჩრდილოეთში
დაბადებულებთან შედარებით, მეტად ამჟღავნებენ ცრურწმენებს და მნიშვნელობა არ
აქვს იმას, თუ სად აგრძელებენ ცხოვრებას. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ
შემდგომში მიღებულ გამოცდილებას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს; ადამიანები,
რომლებმაც საცხოვრებლად სამხრეთიდან ჩრდილოეთში გადავიდნენ, იმათთან
შედარებით, ვინც მთელი ცხოვრება სამხრეთ ნაწილში გაატარა, ნაკლებად გახდნენ
მიდრეკილნი ცრურწმენებისკენ. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მომავალ
გამოცდილებასა და საცხოვრებელ ადგილზე მეტად ზრდასრული ადამიანის
ცრურწმენებისადმი მიდრეკილების დონეზე გავლენას ბავშვობისდროინდელი
გარემო, ადგილი, მშობლების განათლების დონე და ის რელიგია ახდენს, რომელშიც
ის გაიზარდა (Miller & Sears, 1986).

როგორ ხდება, რომ ცრურწმენები უცვლელი რჩება ზრდასრულობის პერიოდში?


მსგავსი სოციალური ნორმების მიმართ კონფორმულობას ხელს უწყობს ინდივიდის
შიდა ჯგუფიდან მსგავსი აზრების მქონე ადამიანების მუდმივი მხარდაჭერა. ერთ-
ერთ ექსპერიმენტში ცდისპირებს სთხოვეს პროცენტულად შეეფასებინათ
სხვადასხვა სტერეოტიპული თვისებებიდან აფრო-ამერიკელებს რომელი
ახასიათებდათ (Stangor, Sechrist & Jost, 2001). შემდეგ, მონაწილეებს მისცეს მათი
„შიდა“ ან „გარე“ ჯგუფის მიერ შეფასებული ცრუ შეფასებები და სთხოვეს კიდევ
ხელმეორედ შეესრულებინათ იგივე პროცედურა. არასწორად მიცემულმა
უკუკავშირმა გავლენა მოახდინა მონაწილეების ხელმეორედ შეფასებაზე; ეს გავლენა
მაშინ უფრო დიდი იყო, როდესაც ის „შიდა ჯგუფს“ ეკუთვნოდა. ჩვენი ჯგუფის
წევრების უმრავლესობის აზრი ძლიერ გავლენას ახდენს როგორც სტერეოტიპების
გამყარებაზე, ისე მათ დაცვაზე.

მასმედია
სოციალური დასწავლის კიდევ ერთი წყაროა მასმედია. რამდენიმე ათწლეულის წინ
რასობრივი უმცირესობათა ჯგუფი ფაქტობრივად „უჩინარი“ იყო მედიაში-
ტელევიზიასა და ბეჭდვით მედიაში შედარებით იშვიათად ჩნდებოდა. უფრო მეტიც,
მედიის მიერ ნებისმიერ უმცირესობათა ჯგუფის გაშუქების ხერხები დღეს ზუსტად
ასახავს ფართო საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებს ამავე ჯგუფის მიმართ.
მაგალითად, 1980 წლებშიც კი, „The New Yorker”-ში გაშუქებული მულტფილმების
ერთ პროცენტზე ნაკლებში ჩანდნენ შავკანიანები (Thibodeus, 1989); ისინი ვინც
ჩანდნენ, ძირითადად სტერეოტიპულ როლებს ასრულებდნენ, ისეთებს, როგორიცაა,
მაგალითად, დამლაგებელი ან სანტექნიკოსი. მიუხედავად იმისა რომ დღეს ამერიკის
მოსახლეობის 13% ლათინო ამერიკელები არიან, 2003 წელს ისინი Prime Time-ის
გადაცემების მხოლოდ 4%-ში მონაწილეობდნენ (Hoffman & Noriega, 2004). მათი
უმრავლესობა მედიის მიერ წარმოდგენილია, როგორც არალეგალური ემიგრანტი ან
ნარკოტიკებით მოვაჭრე (Pachon & Valencia, 1999).

გილენი (Gilen,1999) მიიჩნევს რომ აშშ-ში “კეთილდღეობის“ ნეგატიურად


წარმართვაზე ნაწილობრივ მედიაა პასუხისმგებელი. მისი აზრით, ამერიკელები
კეთილდღეობად მიიჩნევენ თუ ღარიბ შავკანიანს დააჯილდოებენ, თუნდაც ის ამას
არ იმსახურებდეს. ამის მიზეზი გავრცელებული სტერეოტიპია, თითქოს ღარიბი
ადამიანების უმრავლესობას დაუსაქმებელი შავკანიანები წარმოადგენენ. თუმცა, 1990
წელს, შავკანიანები სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების მხოლოდ 29%-ს
შეადგენდნენ და აქედან მხოლოდ ნახევარი იყო დაუსაქმებელი. საიდან მოდის ეს
ცრუ სტერეოტიპი? გილენმა გვაჩვენა რომ მასმედიის მიერ გამოქვეყნებული
შავკანიანი ადამიანების სურათებზე ძირითადად უმუშევარი შავკანიანები იყვნენ
ასახულნი; მედიამ უგულებელყო თეთრკანიანი ღარიბებისა და დასაქმებული
ღარიბების ძალიან დიდი რაოდენობა. რა არის ამ მიკერძოებული, არაობიექტური
გაშუქების მიზეზი? ლიბერალური კეთილდღეობის პოლიტიკის მოწინააღმდეგეთა
ძლიერი არგუმენტი ეყრდნობა სტერეოტიპს, რომ შავკანიანები არიან ღარიბები და
ზარმაცები.

ტელევიზია ასევე ამყარებს სტერეოტიპს, თითქოს რასობრივ უმცირესობათა ჯგუფსა


და ძალადობას შორის არსებობს კავშირი. ძალადობრივი დანაშაულს ადგილობრივი
ტელევიზიის ახალი ამბების მთავარი ადგილი უჭირავს. ამგვარმა მიდგომამ
შეიძლება გაამწვავოს რასობრივი სტერეოტიპები; ეს საკითხი კარგად არის
განხილული ქვემოთ მოცემულ ექსპერიმენტში (Gilliam & Iyengar, 2000): მკვლევრებმა
ცდისპირებს, რომლებიც მისაღები ოთახის მსგავს ინტერიერში ისხდნენ, აყურებინეს
15 წუთიანი ადგილობრივი ახალი ამბები. ერთ-ერთი რეპორტაჟი ეხებოდა
მკვლელობას, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში თეთრკანიანის მიერ იყო ჩადენილი,
ზოგიერთ შემთხვევაში კი- შავკანიანის; სიუჟეტში ადამიანი ერთი და იგივე იყო,
ციფრულად ცვლიდნენ მხოლოდ მისი კანის ფერს. შავკანიანი დამნაშავის ჩვენების
დროს, თეთრკანიანი მაყურებლები უფრო მეტად მოითხოვდნენ მის დასჯას. ახალი
ამბის ყურება, რომელშიც შავკანიანი ადამიანი ჩადის დანაშაულს, სავარაუდოდ,
ააქტიურებს სტერეოტიპს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს შავკანიანებსა და
დანაშაულს.

ხანდახან მასმედია უბრალო სტერეოტიპულ იმიჯზე მაღლა დგება. მაგალითად,


1960-იან წლებში მედიამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სამხრეთში სამოქალაქო
უფლებების მოძრაობის აქციისთვის ხალხის შეგროვებაში. დღეს, შიდსთან
დაკავშირებული ინფორმაციის უმეტესობა მედიიდან მოდის, რამაც ხელი შეუწყო
დეზინფორმაციის შემცირებასა და დაავადებულთა მიმართ ტოლერანტობის
გაზრდას (Price & Hsu, 1992). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მასმედია თავადაც
საზოგადოების პროდუქტია და მიმართულია მისი სტერეოტიპებისა და
ცრურწმენების განმტკიცებაზე. თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი თუ მედიის მიერ
მოწოდებული ინფორმაციას მინიმუმამდე დაჰყავს სტერეოტიპები, აუდიტორიის
ცრურწმენებმა შეიძლება ხელი შეუშალოს ამ ინფორმაციის მიღებას.

ცრურწმენების მოტივი
არსებობს მთელი რიგი თეორიები, რომლებიც ფოკუსირებულია იმაზე თუ როგორ
ეხმარება ადამიანს ცრურწმენები საკუთარი საჭიროებების დაკმაყოფილებაში.
როგორც პირველ თავში აღვნიშნეთ, ეს არის მოტივაციური თეორიები, რადგან ისინი
ფოკუსირდება ინდივიდის მოტივებსა და იმ ინსენტივებზე (სტიმულებზე),
რომლებიც ინდივიდს სტერეოტიპული დამოკიიდებულებების მიღებისკენ
უბიძგებს.

ჯგუფთა-შორისი დაპირისპირება
მოტივაციასთან დაკავშირებული იდეაა რომ ცრურწმენები ინტერჯგუფური
შეჯიბრისგან მომდინარეობს. ეს იდეა დაიწყო ვარაუდით, რომ საზოგადოება
შედგება ჯგუფებისგან, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება ძალაუფლებით,
ეკონომიური რესურსით, სოციალური სტატუსითა და სხვა ატრიბუტებით.
დომინანტი ჯგუფები მოტივირებული არიან შეინარჩუნონ თავიანთი
პრივილეგირებული პოზიციები, დაქვემდებარებული ჯგუფების მოტივი კი ამ
უთანასწორობის შემცირებაა. ეს შეჯიბრი ქმნის ინტერჯგუფურ კონფლიქტს და
შესაბამისად - ცრურწმენებს. ამ თეორიის რამდენიმე ვერსია არსებობს.
ჯგუფური კონფლიქტის რეალისტური თეორია ცრურწმენებს ხსნის, როგორც
რესურსისა და ძალაუფლებისთვის ჯგუფებს შორის წარმოქმნილი კონკურენციის
გარდაუვალ შედეგს (Le Vine & Campbell, 1972). მაგალითად, ცრურწმენები შეიძლება
წარმოიქმნას შავკანიანებსა და ლათინოებს შორის ლურჯსაყელოიანი („Blue-collar“)
სამსახურის კონკურენციის გამო; ან თეთრკანიანებსა და უმცირესობათა შორის,
სელექციური კოლეჯების ჩარიცხვის მიზეზით. მსგავსი, მაგრამ ფსიქოლოგიურად
უფრო რეალისტური თეორია ამტკიცებს რომ ინტერჯგუფური დაპირისპირება
წარმოიქმნება სხვებთან შედარებით აღქმული დეპრევიაციისა ანუ შედარებითი
დეპრივაციიგან და არა დეპრივაციის აბსოლუტური დონისგან. მაგალითად,
სწრაფად მზარდი ეკონომიკის დროს, ბევრი ადამიანის ეკონომიუკრი სიტუაცია
გაუმჯობესდა, მაგრამ ის ადამიანები, რომელთა მდგომარეობაც შედარებით ნელა
უმჯობესდებოდა, უკმაყოფილონი რჩებოდნენ, რადგან ხედავდნენ სხვებს,
რომლებსაც ისეთი ნივთების ყიდვა შეეძლოთ, რომელიც მათთვის
ხელმიუწვდომელი იყო; ეს ფაქტი წარმოქმნიდა ანტაგონიზმს უპირატესი ჯგუფის
მიმართ. 1960იან წლებში შავკანიანების გეტოში დაწყებული არეულობის ერთ-ერთი
ფაქტორი სწორედ შედარებითი დეპრივიაცია იყო. მიუხედავად იმისა, რომ
შავკანიანების ეკონომიკური მდგომარეობა უმჯობესდებოდა, ისინი თვლიდნენ რომ
მათი მდგომარეობა, თეთრკანიანებთან შედარებით, ბევრად უარესი იყო; ამ
სიტუაციამ კი ხელი შეუწყო თეთრკანიანების მიმართ ნეგატიური განწყობის
ჩამოყალიბებასა და ძალადობას (Sears & McConahay, 1973).

ანალოგიური მეორე თეორია ფოკუსირებულია ჯგუფური პოზიციის აღქმაზე (Sense


of group position) (Bobo, 1999). პრივილეგირებული ჯგუფები აქტიურად მუშაობენ
თავიანთი სტატუსის დასაცავად. დომინანტი ჯგუფების ჯგუფური პოზიციის აღქმა 4
ელემენტს მოიცავს: (1) რწმენა იმისა რომ დომინანტი ჯგუფი უპირატესია;
(2)დაქვემდებარებული ჯგუფის წევრების აღქმა, როგორც უცხოები და
განსხვავებულები; (3) დაქვემდებარებულ ჯგუფებზე უპირატესობის ქონა ისეთ
საკუთრებაზე, როგორიცაა, მაგალითად, საუკეთესო სამეზობლოს, სკოლის,
სამსახურს ხელმისაწვდომობა; და (4) საფრთხის განცდა, რომელიც მოდის
დაქვემდებარებული ჯგუფის სურვილიდან დაეუფლოს სასურველ რესურსებს. ამ
თეორიის მხარდამჭერი მტკიცებულებაა ის, რომ სახელმწიფოს მიერ
შავკანიანებისთვის მიწოდებულ სპეციალურ დახმარებას, თეთრკანიანებში ბევრი
მოწინააღმდეგე ჰყავს; მათ სჯერათ, რომ ამგვარ დადებით მოქმედებებს პირდაპირ
მოჰყვება ნეგატიური ეფექტი (Bobo, 2000).

სოციალური დომინანტობის თეორია ასევე ამტკიცებს რომ ნებისმიერ


საზოგადოებაში არსებული ჯგუფი მიდრეკილია დაყოფილი იყოს იერარქიის
მიხედვით - ზოგიერთ ჯგუფს ჰქონდე მაღალი, ხოლო ზოგს დაბალი სტატუსი. შორს
წაგვიყვანს იმის მტკიცება რომ სტაბილური ჯგუფური იერარქიის მქონე
საზოგადოება მეტად წარმატებულია ევოლუციის მხრივ (Sidanius & Pratto, 1999). ამის
ძირითადი მაჩვენებელია მკაცრად იერარქიული საზოგადოების მხარდაჭერა,
რომელიც ინდექსირებულია „სოციალური დომინირების ორიენტაციით“. მისი
გასაზომი რამდენიმე დებულება ქვემოთ არის მოცემული:

დებულებები რომელიც ზომავს სოციალური დომინანტობის ორიენტაციას:


შემდეგ დებულებებთან თანხმობა:
 ზემდგომი ჯგუფები დაქვემდებარებულ ჯგუფებთან შედარებით,
დომინანტები უნდა იყვნენ.
 დაქვემდებარებული ჯგუფები თავის მინიჭებულ ადგილას უნდა დარჩნენ.
 სავარაუდოდ, კარგია რომ კონკრეტული ჯგუფები მაღალ, ხოლო დანარჩენი
ჯგუფები დაბალ დონეზე არიან.
შემდგომ დებულებებთან წინააღმდეგობა:
 ჯგუფური თანასწორობა ჩვენთვის იდეალი უნდა იყოს
 კარგი იქნებოდა ყველა ჯგუფი თანაბარი რომ იყოს.
 საზოგადოებაში არც ერთი ჯგუფი არ უნდა იყოს დომინანტური

ადამიანები, რომლებსაც ამ საკითხში მაღალი მაჩვენებელი აქვთ, ცდილობენ


არსებული იერარქიის მოქმედებაში მოყვანას, მაგალითად შესაძლოა
სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის დაწყებით. ვისაც აღნიშნულ საკითხში
დაბალი მაჩვენებელი აქვს, ცდილობს თანასწორობის შექმნას-ძირითადად,
მსახურობენ მემარცხენე-ფრთის პოლიტიკურ აქტივისტებად ან სოციალურ
მუშაკებად. სოციალური დომინანტობის ორიენტაცია ამტკიცებს რომ დომინანტური
ჯგუფის წევრებში ძალიან დიდი ეფექტი აქვს, განსაკუთრებით რასობრივი და
ეთნიკური ცრურწმენების ჩამოყალიბების საკითხში; რა თქმა უნდა, ის
გარკვეულწილად დამოუკიდებელია მემარჯვენე-ფრთის ავტორიტარიზმისგან
(Duckitt, 2003). შესაძლოა გამოხატონ გარკვეულწილად განსხვავებული დინამიკა;
ავტორიტარიზმი უფრო მეტად სოციალურ კონფორმულობასთანაა ასოცირებული,
სოციალური დომინანტობის ორიენტაცია კი მკაცრ აზროვნებასთან (Duckitt et
al.,2002).

როგორ ახერხებენ დომინანტი ჯგუფები თავიანთი პრივილეგირებული პოზიციების


შენარჩუნებას? თავისთავად, ფიზიკური ძალადობა, საზოგადოდ, არ არის
ადეკვატური; ის საკმაოდ დესტრუქციული და არაეფექტურია. ნაცვლად ამისა,
თეორიები ორ განსხვავებულ მექანიზმზე ფოკუსირდებიან. 1) ინტერპერსონალური
მექანიზმი. მერი ჯეკმანი (1994) ამტკიცებს რომ როდესაც ჯგუფები ყოველდღიურად
ახლოს ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან, არსებული იერარქია ნარჩუნდება არა
ზეწოლითა და ძალადობით, არამედ კეთილგანწყობილი პატერნალიზმით
(დომინანტური ჯგუფის პატერნალიზმისა და დაქვემდებარებული ჯგუფის
პატივისცემის კომბინაცია). ამ ორი ჯგუფის წევრებს შესაძლოა ახლო ურთიერთობაც
ჩამოუყალიბდეთ, იმ შემთხვევაში თუ დაქვემდებარებული წევრები „თავის ადგილას
დარჩებიან“. ამის ერთ-ერთ მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ ქალისა და კაცის
ტრადიციული ურთიერთობა. კაცს შეიძლება უყვარდეს თავისი ცოლი და
ამავდროულად მოითხოვდეს მის დაქვემდებარებულ მდგომარეობაშია ყოფნას -
მისგან სამზარეულოში ყოფნასა და ბავშვის მოვლას. სხვა მაგალითია, ძველ
სამხრეთში მცხოვრები თეთრკანიან ქალსა და მის შავკანიან მონებს (რომლებიც მის
შვილებს უვლიდნენ) შორის ჩამოყალიბებული თბილი ურთიერთობა. რა თქმა უნდა,
ასეთი მონები შეიძლება „ოჯახის წევრებადაც“ კი მივიჩნიოთ, მაგრამ, რა თქმა უნდა,
ისინი მაინც განცალკევებით ჭამდნენ სამზარეულოში და არ ჰქონდათ სამსახურიდან
წასვლის ან უკეთესი სამსახურის მოძებნის უფლება.

მეორე მექანიზმი არის იდეოლოგია. დომინანტი ჯგუფები თავიანთი არსებული


იერარქიის დასაკანონებლად ქმნიან ლეგიტიმურ მითებს. მაგალითად,
სტერეოტიპები, რომლის მიხედვითაც ქალებს არ შეუძლიათ კონკურენციის გაწევა
ბიზნესში, პოლიტიკასა ან ომში; ეს იდეაოლოგია ხელს უწყობს დამსაქმებელისთვის
ქალების როგორც ეკონომიკურად არახელსაყრელების აღქმას. ბევრი თეთრკანიანი
უმცირესობის დაბალ განათლებასა და შემოსავალს იმით ხსნის რომ მათ მუშაობის
მწირი ეთიკა აქვთ, ამორალურები არიან ან არასრულფასოვნები. ასეთი
დამოკიდებულება შინაგანი, კონტროლირებადი თვისებების მიმართ რასისტულ
ცრურწმენებთან ასოცირდება (Kluegel, 1990). ამის მსგავსად, ჰეტეროსექსუალები,
რომლებიც ჰომოსექსუალების ცხოვრების სტილს უყურებენ, როგორც განზრახ
არჩეულ ცხოვრებას, ნაცვლად მემკვირდეობით გადაცემული დისპოზიციისა,
საკმაოდ სტერეოტიპულად არიან განწყობილნი გეი ადამიანების მიმართ (Whitley,
1990). ჯგუფური იერარქიის თეორიების მიხედვით ამ ასოციაციებს დომინანტი
ჯგუფები არსებული სტერეოტიპებს საკუთარი უპირატესობის შენარჩუნებისთვის
იყენებენ. თუმცა ისინი სხვა მიზეზითაც შეიძლება გამოიყენონ.

ჯგუფური კონკურენციის თეორიებს მივყავართ იმ საჭირო განსხვავებების


დანახვამდე, რომელიც გვაჩვენებს ვის ინტერესებთან გვაქვს საქმე. ერთის მხრივ,
ჯგუფის წევრები შეიძლება დაინტერესებული იყვნენ საკუთარი პიროვნული
თვისებების გაუმჯობესებით, ჰქონდეთ პირადი ინტერესი; მეორე მხრივ კი, ისინი
შეიძლება მეტად დაინტერესებული იყვნენ ჯგუფის კეთილდღეობით, ჰქონდეთ
ჯგუფური ინტერესი. შედარებითი დეპრივაციის თეორიიდან რომ მოვიყვანოთ
ანალოგია - „ეგოისტური დეპრივაცია“ (მე განვიცდი დეპრივაციას სხვებთან
შედარებით) და „ძმური დეპრივაცია“ (ჩემი ჯგუფი განიცდის დეპრივაციას, სხვა
ჯგუფებთან შედარებით).

მრავალმა კვლევამ აჩვენა რომ თეთრკანიანებში ცრურწმენებისა და სტერეოტიპების


დონეზე პირად ინტერესს ძალიან დაბალი გავლენა აქვს (Sears & Funk, 1991).
მაგალითად, აფრო-ამერიკელების დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართული
ქმედებებისადმი შეწინააღმდეგება გამოწვეული არ მომდინარეობდა იმ შიშისგან, რაც
უკავშირდებოდა თეთრკანიანების მიერ სამსახურის, დაწინაურების
შესაძლებლობების დაკარგვას. მეორეს მხრივ, არსებობს ბევრი მტკიცებულება იმისა,
რომ აღქმულს ჯგუფურ ინტერესს (perceived group interest) დიდი ძალა აქვს.
ბოსტონში მომუშავე ქალებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ისინი გაცილებით
ნაკლებ ხელფასს იღებდნენ, იმ კაცებთან შედარებით, რომლებიც მათ მსგავს
პოზიციებზე მუშაობდნენ (Crosby, 1982). ქალები თვლიდნენ, რომ ზოგადად
სამსახურში უსამართლობას აწყდებოდნენ (fraternal deprivation), მიუხედავად იმისა
რომ ისინი გაცილებით ნაკლებად გამოხატავდნენ უკმაყოფილებას პირად სამუშაო
სიტუაციებთან დაკავშირებით (ეგოისტური დეპრივაცია). ასევე, აღმოჩნდა რომ
“ძმური დეპრივაცია”, ეგოისტურ დეპრივაციასთან შედარებით, უფრო ძლიერ როლს
თამაშობს ევროპაში ისეთი ემიგრანტი უმცირესობების მიმართ ცრურწმენების
ჩამოყალიბებაში, როგორიცაა, მაგალითად, ალჟირებელი და თურქები (Pettigrew &
Meertens, 1995). ზოგადად, უფრო მარტივია ხალხის მობილიზება ჯგუფთან
მიმართებაში განხორციელებული ცუდი ქმედების გამო, ვიდრე ცალკეულ
ინდივიდთან მიმართებაში განხორციელებული არასწორი ქცევის გამო.

ცრურწმენების კოგნიტიური წყაროები

კატეგორიზაცია
კატეგორიცაზია ჯგუფში პერცეპტული (შემეცნებითი) კატეგორიზაცია პირველი
ნაბიჯია. აღმქმელები ხშირად ადამიანებს ჯგუფების მიხედვით ყოფენ. ჩვენ
ადვილად ვამჩნევთ უცნობი ადამიანი კაცია თუ ქალი, თეთრკანიანი თუ შავკანიანი,
ბავშვი თუ ზრდასრული, ახალგაზრდა თუ მოხუცი და ა.შ. ეს არის ავტომატური,
არაცნობიერი და უნებლიე პროცესია. მაშინაც კი როცა გვინდა სამართლიანები და
რაციონალურები ვიყოთ ინდივიდთან მიმართებაში, ეს შეიძლება საკმარისი არ იყოს,
რადგან ჩვენი აღქმა ჯგუფური თვალსაზრისითა მოქმედებს.

რის მიხედვით ვყოფთ ადამიანებს ჯგუფებად? კანის ფერი ხშირად ასხვავებს


ერთმანეთისგან რასულ ჯგუფებს; აღნაგობას, ტანსაცმელსა და ხმას შეუძლია კაცისა
და ქალის გამორჩევა; აქცენტი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ ადამიანებს
ასხვავებს და ა.შ. როგორც მე-3 თავში აღვნიშნეთ, ყველაზე დიდ ყურადღებას
სწორედ ამ სტიმულებს ვაქცევთ; როდესაც სხვა ჯგუფის წევრებს ვხვდებით,
აღნიშნულ განსხვავებებს დიდ ყურადღებას ვაქცევთ.

ყოველი სოციუმის სოციალური ნორმები ყურადღებას კონკრეტულ ნიშნებს აქცევს,


დანარჩენს კი არა; ჩრდილოეთ ირლანდიაში, ბოსნიაში ან ისრაელში მცხოვრები
ადამიანებისთვის რელიგია განმსაზღვრელი მახასიათებელია. ადამიანები არიან
კათოლიკეები ან პროტესტანტები, ქრისტიანები ან ებრაელები; და ამ ჯგუფების
გარდა არაფერს ენიჭება მნიშვნელობა.
ამერიკაში ადამიანების თეთრკანიანებად და შავკანიანებად კატეგორიზაციაც
მნიშვნელოვანწილად თვითნებური, დაუსაბუთებული სოციალური ნორმებით არის
მართული.

ინფორმაციის კატეგორიზაციაზე დაფუძნებული „დამუშავება“ (Category-Based


Processing)
კატეგორიზაციის პროცესს ბევრი მნიშვნელოვანი შედეგი შეიძლება ჰქონდეს.
როდესაც ინდივიდები ჯგუფებად არიან დაყოფილები, მათ შესახებ ინფორმაციის
მოპოვება ბევრად მარტივად და ეფექტურად ხდება. კატეგორიზაციაზე
დაფუძნებული „დამუშავების“ დროს აღმქმელი სამიზნეს იმ ინფორმაციაზე
დაყრდნობით აფასებს, რომელიც მას მეხსიერებაში უკვე აქვს. აღმქმელი მხოლოდ
იმიტომ აქცევს ყურადღებას ადამიანის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, რომ
დარწმუნდეს ისინი არსებულ სოციალურ ნორმებთან კონსისტენტურია თუ არა. ეს
მესამე თავში განხილული “სქემატური დამუშავების“ სხვა ვერსიაა.
კატეგორიზაციაზე დაფუძნებული „დამუშავება“, კოგნიტიურთან შედარებით უფრო
ემოციურია, ჯგუფის მიმართ უფრო ემოციურ პასუხებს მოიცავს ვიდრე ფაქტობრივ
რწმენებს (Stangor, Sullivan & Ford, 1991).
მას შემდეგ რაც ინდივიდი რომელიმე ჯგუფში კატოგორიზდება, ჯგუფთან
დაკავშირებული სტერეოტიპების პრაიმინგი ხდება სწრაფად, არაცნობიერ დონეზე
და უნებლიედ. მაგალითად, ვირტუალურად ყველამ ვისწავლეთ ბავშვებთან და
მოხუცებთან, ქალებთან და კაცებთან, ფრანგებთან და ჩინელებთან და სხვა
გავრცელებულ ჯგუფებთან დაკავშირებული სტერეოტიპები. ეს სტერეოტიპები
მაშინვე აქტიური ხდება, როდესაც ჯგუფის წევრი ან რაიმე ამ ჯგუფთან
დაკავშირებული ჩნდება ჩვენ წინაშე. მაგალითად, ერთ-ერთ კვლევაში ცდისპირებს
ჯერ აჩვენებდნენ შავკანიანი ან თეთრკანიანი ადამიანის სახეებს, შემდეგ კი ძალიან
მცირე დროით აჩვენებდნენ სხვადასხვა საგნებს. მონაწილეები უკეთ არჩევდნენ ისეთ
საგნებს, როგორიცაა, მაგალითად, იარაღი, როდესაც ისინი მოყვებოდნენ შავკანიანი
ადამიანის სახის ფოტოს; ამის მიზეზი იყო მკაცრი სტერეოტიპული ასოციაცია
შავკანიან ადამიანსა და ძალადობას შორის (Payne, 2001). ამის კონტრასტულად, მაშინ
როდესაც ცდისპირები სტერეოტიპებთან არანაირ კავშირში არსებულ საგნებს
ხედავდნენ (მაგ. მწერებსა ან ხილს), სახის მნიშვნელობას აღარ ჰქონდა ეფექტი მათი
ამოცნობის დროს (Judd, Blair & Chapleau, 2004).

არ არის აუცილებელი კატეგორიზაციის პროცესი იყოს მარტივი ან შერეული;


პირიქით, ის შეიძლება საკმაოდ დახვეწილი იყოს. სტერეოტიპის პრაიმინგი მას
მეტად უჩინარს ხდის და ზრდის მის გავლენას ადამიანის აზროვნებაზე.
სტერეოტიპების წარმოდგენაც კი ზრდის მის სარწმუნოობას. ერთ-ერთ კვლევაში,
ცდისპირებს სთხოვეს წარმოედგინათ სიტუაცია, რომელიც ოკუპაციურ ჯგუფთან
(მაგ. „აგრესიული ადვოკატები“) დაკავშირებულ სტერეოტიპებს მოიცავდა. შედეგად,
ამ ჯგუფში მყოფ ცდისპირებს მეტად სჯეროდათ აღნიშნული სტერეოტიპების,
ვიდრე მათ, რომლებსაც არასტერეოტიპული სიტუაციების წარმოდგენა დაევალათ
(Slusher & Anderson, 1987).

ნებისმიერ მოცემულ მომენტში, ზოგიერთი კატეგორიის მიმართ ჩვენი ატიტუდი


უფრო ხელმისაწვდომია. როდესაც სხვადასხვა კატეგორია პოტენციურად
რელევანტურია, ჩვენ მიდრეკილი ვართ გამოვიყენოთ ის, რომლის მიმართაც
ყველაზე მიმღებლური ატიტუდი გვაქვს. კატეგორია იმიტომ შეიძლება იყოს მეტად
ხელმისაწვდომი რომ ჩვენ უკვე შეგვახსენეს მის შესახებ. ასევე კატეგორია შეიძლება
უფრო ხელმისაწვდომი იმის გამო გახდეს რომ ჩვენ ჩვეულებრივ მას ხშირად
ვიყენებთ. ცრურწმენისკენ მიდრეკილ ადამიანებს განსაკუთრებით ახასიათებთ
სხვების რასისა და ეთნიკურობის მიხედვით კატეგორიზება (Brewer & Brown, 1998).

როდესაც ინდივიდი აღქმულია როგორც გარე-ჯგუფის ტიპური წევრი,


სტერეოტიპები მასზე განსაკუთრებით ვრცელდება. ლორდმა და მისმა კოლეგებმა ეს
ჰიპოთეზა ერთ-ერთი საინტერესო კვლევაში შეამოწმეს, რომელიც პრინსტონის
უნივერსიტეტის მამრობითი სქესის წარმომადგენელ სტუდენტებს ჩაუტარეს და
რომელიც ჰომოსექსუალებთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ეხებოდა. ცდისპირებს
აცნობდნენ სტუდენტებს, რომლებსაც სხვადასხვა სახელები ერქვათ, მაგალითად,
„ჯონ ბ.“; ყოველი მათგანი ფიქრობდა პრინსტონის უნივერსიტეტში ჩაბარებაზე;
ზოგიერთი სტუდენტი „გეის“ სტერეოტიპში ჯდებოდა, ზოგიერთი-არა. ამის შემდეგ
მონაწილეებს ეკითხებოდნენ, სურდათ თუ არა მათ „ჯონ ბ.“-სთვის კემპუსის ჩვენება,
თავიანთი მეგობრების გაცნობა და შაბათ-კვირით მისი თავისთან დატოვება.
ცდისპირების სურვილი დახმარებოდნენ „ჯონ ბ.“-ს მაშინ უფრო კონსისტენტური
იყო მათ ზოგად ჰომოსექსუალების მიმართ დამოკიდებულებასთან (დადებითი ან
უარყოფითი), როდესაც ‘ჯონ ბ“ „ჯდებოდა“ მათ გეი კაცების მიმართ არსებულ
სტერეოტიპის კატეგორიაში (Lord, Lepper & Mackie, 1984). თუმცა ეს ეფექტი
დამოკიდებულია არა მხოლოდ კატეგორიისთვის ყურადღების მიქცევაზე, არამედ
ინდივიდის სპეციფიკურ ატრიბუტებზე ყურადღების გამახვილებაზე. ასე რომ,
ცენტრალურმა ან სისტემურმა გადამუშავებამ სხვა მაგალითების მსგავსად,
რომლებიც წინა თავებში განვიხილეთ, შეიძლება არ იჩინოს თავი, როდესაც
აღმქმელის ყურადღება გაფანტულია ან კოგნიტიურად დატვირთულია (Blessum et.,
1998).

გარე ჯგუფის წევრების შესახებ ორაზროვანმა ან არაადეკვატურმა ინფორმაციამ


განსაკუთრებით შეიძლება უბიძგოს ადამიანებს დაეყრდნონ სტერეოტიპებს ამ
წევრების ქცევის ინტერპრეტაციის დროს. როდესაც ინდივიდუალური ქცევის
მიმართ საკმარის ინფორმაციას ვფლობთ, ჩვენ ნაკლებად ვიყენებთ სტერეოტიპებს.
დავუშვათ, მოგაწოდეს ორაზროვანი, გაურკვეველი ინფორმაცია, რომ ვიღაცამ
დაარტყა ვიღაცას, იმიტომ რომ ის მას აწუხებდა. ამის შემდეგ გითხრეს რომ
დამრტყმელი იყო მშენებელი ან დიასახლისი. პიროვნების აგრესიულობის
შეფასებისას შეიძლება სტერეოტიპული აზროვნება გამოიყენოთ და მშენებელი,
დიასახლისთან შედარებით, მეტად აგრესიულ პიროვნებად შეაფასოთ. მაგრამ რა
მოხდებოდა მაშინ თუ მოგაწვდიდნენ ცხად ინფორმაციას და გაგარკვევდნენ ეს
მოქმედება ძლიერად აგრესიული იყო (მეზობელი, რომელიც იმ ადამიანს
დასცინოდა) თუ ნაკლებად აგრესიული (შვილისთვის წამორტყმა იმის გამო რომ
ხალიჩა ტალახით დასვარა)? ამ შემთხვევაში, სტერეოტიპი ნაკლებად მოახდენს
გავლენას ინდივიდის აგრესიულობის აღქმაში. როდესაც ქცევის გარემოება ნათელია,
სტერეოტიპი ძირითად შემთხვევაში იგნორირებულია (Kunda & Sherman-Williams,
1993).

ხანდახან ადამიანების ქცევები ჩვენს სტერეოტიპებს არ შეესაბამება. მაგრამ ასეთი


შეუსაბამო ინფორმაცია ხშირად მაინც არ ცვლის ჩვენ მიერ სტერეოტიპის
გამოყენებას. ჩვენ მაინც მიდრეკილები ვართ არსებული სტერეოტიპები
მივუსადაგოთ ინდივიდს, მაშინაც კი თუ ვიცით რომ მისი ცალკეული ქცევა
არსებულ სტერეოტიპს არ ესადაგება. თუ ჩამოყალიბებული გვაქვს სტერეოტიპი რომ
ფეხბურთელები არც ისე ჭკვიანი სტუდენტები არიან, მაშინ შეიძლება არ მივიღოთ
ფაქტი, რომ ჯო ფულბექი საკმაოდ გონიერია; მიუხედავად იმისა რომ ვიცით, რომ მან
სოციალურ ფსიქოლოგიაში მაღალი შეფასება მიიღო. თუმცა ჩვენზე ნაკლებად
შეიძლება სტერეოტიპმა გავლენა მოახდინოს, თუ გვეცოდინება რომ ინდივიდი ამ
სტერეოტიპთან მიმართებაში არაკონსისტენტურად რაღაც პერიოდის განმავლობაში
იქცევა. თუ ჯოს ძმა გვეტყვის რომ ჯომ მაღალი ქულები აიღო ყველა საგანში, მაშინ
შეიძლება ის ზოგადი სტერეოტიპის გამონაკლისად ჩავთვალოთ (Beckett & Park,
1995; Krueger & Rothbart, 1988).

ბევრი ჩვენგანი ფიქრობს რომ ადამიანი მისი ინდივიდუალურობის მიხედვით უნდა


შევაფასოთ და არა მისი რომელიმე ჯგუფის წევრობის მიხედვით. მაშინ როგორ
ვამართლებთ სტერეოტიპების გამოყენებას? ერთი ვარიანტია რომ ჩვენ უბრალოდ
გვჭირდება დავიჯეროთ რომ ვითვალისწინებთ სამიზნე ინდივიდზე მიღებულ
ინფორმაციას; სინამდვილეში ვალდებულები არ ვართ ასე მოვიქცეთ. ამ ჰიპოთეზის
შესამოწმებლად იზერბითმა და მისმა კოლეგებმა (Yzerbyt, 1994) მონაწილეებს
მიაწოდეს ინფორმაცია კომიკოსზე ან ბიბლიოთეკის არქივის გამგეზე.
ექსპერიმენტულ სიტუაციაში ცდისპირებს უთხრეს რომ კიდევ დამატებით
ინფორმაციას მიიღებდნენ ამ პიროვნების შესახებ. თუმცა „დამატებითი ინფორმაცია“
გაუგებარი იყო, რადგან სხვა ინფორმაციას იღებდნენ ერთი ყურსასმენით და სხვას
მეორით. ასე რომ მათ ჰქონდათ მხოლოდ ილუზია რომ მიიღეს დამატებითი
ინფორმაცია ამ ინდივიდის შესახებ. კონტროლირებადი სიტუაციის შემთხვევაში,
ცდისპირებს არ მიუღიათ „დამატებითი ინფორმაცია“. მათ, ვისაც ეგონათ რომ
„დამატებითი ინფორმაცია“ მიიღეს ( მიუხედავად იმისა რომ ამ ინფორმაციის გაგება
შეუძლებელი იყო) შემდგომში ზემოთ აღნიშნულ ინდივიდთან დაკავშირებულ
თითქმის ყველა დასმულ კითხვას უპასუხეს, მეტად თავდაჯერებულები იყვნენ და
სამიზნე ინდივიდს მეტად ბიბლიოთეკარსა თუ კომიკოსზე არსებული
გავრცელებული სტერეოტიპების მიხედვით ახასიათებდნენ. ასე რომ, საკმარისია
მხოლოდ ილუზია იმისა რომ ადამიანზე რაღაც ინფორმაციას ვფლობთ, რომ თავს
„წყნარად“ ვგრძნობთ სხვისი სტერეოტიპების მიხედვით განსჯაზე.

დადებითი და უარყოფითი მხარეები


კატეგორიაზე დაფუძნებული გადამუშავებას (Category-based processing) აქვს როგორც
დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები. ერთ-ერთი უპირატესობა არის ის რომ ის
ამცირებს გადასამუშავებელი მონაცემების მოცულობას. რეალობა საკმაოდ
კომპექსურია იმისთვის რომ ზუსტად აღვიქვათ; თუ გამოცდილების დამუშავება და
სათანადოდ მოქმედება გვსურს, ჩვენ ეს პროცესი უნდა გავამარტივოთ.
კატეგორიების შექმნით ჩვენ ვფილტრავთ ყოველდღიურ გამოცდილებას და
ყურადღებას მეტად მნიშვნელოვან ასპექტებზე ვამახვილებთ. ამის საჩვენებლად,
ერთ-ერთ ექსპერიმენტში სტუდენტები ერთდროულად ასრულებდნენ
ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ საქმეს-
1.სამიზნე ადამიანის გამომეტყველების ფორმირება ვიზუალურად ნაჩვენები
სიტყვების მეშვეობით და
2. ვიდეოკასეტაში ინდოსესიის გეოგრაფიასა და ეკონომიკაზე ინფორმაციის მოსმენა
(Macrae, Milne, & Bodenhausen, 1994).

შემდეგ, სტუდენტების ნახევარს სამიზნე ინდივიდებისთვის მისცეს კატეგორიის


იარლიყები (როგორიცაა „ექიმი“ ან „ მელოტი“),რათა ფოკუსირებულიყვნენ
რელევანტურ ინფორმაციაზე და გამოემჟღავნებინათ ირელევანტური მონაცემები.
ისინი, ვისაც კატეგორიის იარლიყი მისცეს, რა თქმა უნდა, უკეთ ახერხებდნენ
კონსისტენტური ატრიბუტების ჩამოთვლას. ისინი ინდონეზიასთან დაკავშირებულ
ირელევანტურ ინფორმაციასაც კი უკეთ იგებდნენ. კატეგორიები აღმქმელს აძლევს
საშუალებას ინფორმაციის დიდი ნაწილი გადაამუშაოს სწრაფად და
ძალდაუტანებლად; მითუმეტეს ადამიანის ინდივიდუალური ატრიბუტები,
რომელიც კატეგორიის რელევანტურია.

კატეგორიაზე დაფუძნებული გადამუშავების კიდევ ერთი უპირატესობა ისაა რომ


საშუალება გვეძლევა კონკრეტულ ინფორმაციას გავცდეთ და გავამდიდროთ ის.

კატეგორიაზე დაფუძნებული გადამუშავების ყველაზე აშკარა ნაკლი ისაა, რომ მას


მივყავართ სტერეოტიპების გამარტივებისკენ, რომელიც ცრურწმენებს ასაზრდოებს.
სტერეოტიპები არ მოიცავს კატეგორიაში გაერთიანებული ადამიანების
ინდივიდუალურ, მნიშვნელოვან მახასიათებლებს.
მეორე ნაკლი არის ის, რომ სტერეოტიპები ყოველთვის ზედმეტად აზოგადებს,
ერთსა და იმავე ატრიბუტს ჯგუფის ყველა წევრს არგებს, მიუხედავად იმისა რომ
შეიძლება ზოგს ის საერთოდ არ ახასიათებდეს.

მესამე ნაკლი ის არის რომ კატეგორიაზე დაფუძნებულ გადამუშავებას შეუძლია


არასწორი მოგონებების ჩამოყალიბება. მაგალითად, ერთ-ერთ კვლევაში, ცალ-ცალკე
კაცების და ქალების სტერეოტიპული როლების გამომჟღავნების შემდეგ აღმოჩნდა
რომ თვისებები და როლები, რომლებიც სტერეოტიპებთან მიმართებაში
კონსისტენტური იყო, არასწორად იყო აღქმული (Lenton, Blair & Hastie, 2001).
მონაწილეები ვერ აცნობიერებდნენ რომ მეხსიერებაში რაღაც ერეოდათ. ეს ფაქტი
ასევე მოქმედებს იმაზე თუ როგორ აღწერენ ადამიანები სამიზნე ინდივიდს
სხვებთან: გაცილებით ადვილია სტერეოტიპების შესაბამისი ინფორმაციის შესახებ
საუბარი თუნდაც რამდენიმე ტრანსმისიით.

სოციალური იდენტობა
ცრურწმენების კოგნიტიური მიდგომის მნიშვნელოვანი ელემენტი სოციალური
იდენტობის ცნებაა. ის სოციალური კონცეპტის ნაწილია, რომელიც ერთი ან
რამდენიმე ჯგუფის წევრობითაა გამოწვეული; თუმცა ამ თავში, საქმე ეხება არა
საკუთარ ჯგუფთან ურთიერთობას, არამედ სხვა ჯგუფებთან, რომლებთანაც ჩვენს
ჯგუფს შეიძლება კონფლიქტი ჰქონდეს.

შიდა-ჯგუფი და გარე-ჯგუფი
ბევრი კვლევის შედეგები გვაჩვენებს რომ კატეგორიზაციას მარტივად შეუძლია
ადამიანების დაჯგუფება „ჩვენ“ (შიდა-ჯგუფი) და „ისინი“ (გარე-ჯგუფი) ჯგუფებდ.
ადამიანების შიდა და გარე ჯგუფის წევრებად აღქმას სამი მნიშვნელოვანი შედეგი
მოსდევს. 1) „შიდა ჯგუფის“ ფავორიტიზმის ეფექტი in-group favoritism effect (Tajfel,
Billig, Bundy & Flament,1971). გარე-ჯგუფის წევრებისგან განსხვავებით, ადამიანები
შიდა-ჯგუფის წევრებს უფრო პოზიტიურად აფასებენ, მეტად აჯილდოებენ, მათგან
მეტად იღებენ ხელსაყრელ მოპყრობას და უფრო დამაჯერებლებად ეჩვენებათ
(Brewer & Brown, 1998). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მას შემდეგ რაც ადამიანები
ჩათვლიან რომ მიეკუთვნებიან რომელიმე ჯგუფს, ისინი გარე ჯგუფის ხარჯზე, შიდა
ჯგუფის წევრებს უპირატესობას ანიჭებენ.

შიდა-ჯგუფის ფავორიტიზმის ეფექტი მრავალ კონტექსტსა და სხვადასხვა გზით


არის აღმოჩენილი. მაგრამ გამოხატავს კი ეს მხოლოდ ჯგუფის წევრების ძალისხმევას
ბოლომდე დაიკმაყოფილონ საკუთარი ინტერესები, როგორც ამას ჯგუფთა შორის
კონკურენციის თეორიები შემოგვთავაზებდა? როგორც ჩანს, არა; ნამდვილი
ინტერესების ამაში ჩართულობა აუცილებელი არ არის. კატეგორიზაციის წმინდად
კოგნიტიური პროცესი საკმარისი ჩანს იმისთვის რომ წარმოქმნას შიდა-ჯგუფის
ფავორიტიზმი, მაშინაც კი როცა არ არსებობს პირადი ინტერესით მოგება (როდესაც
შიდა-ჯგუფის წევრებს შორის მაინცდამაინც სასიამოვნო ინტერაქცია არ შემდგარა ან
პირიქით-გარე-ჯგუფის წევრებთან უთანხმოება არ ყოფილა).

ამის საილუსტრაციოდ ტაჯფელმა (Tajfel 1969) მინიმალურ ინტერჯგუფურ


სიტუაციაში (minimal intergroup situation) შემთხვევითი შერჩევით სტუდენტები 2
ჯგუფში გადაანაწილა; მიზეზი ბუნდოვანი იყო-საერთო ინტერესები მხატვრების-
კანდინსკის და კლის მიმართ. შიდა-ჯგუფის წევრებსა ან გარე-ჯგუფის წევრებს
შორის ინტერაქცია არ შემდგარა. ამის შემდეგ სტუდენტებს სთხოვეს ექსპერიმენტში
მონაწილე ყველა ინდივიდის შეფასება და მათთვის გარკვეული ჯილდოს გაცემა.
შიდა-ჯგუფის კატეგორიაში მოხვედრილმა სტუდენტებმა თავიანთ ჯგუფში მყოფი
წევრების მიმართ მეტად დადებითი ატიტუდი ჩამოიყალიბეს. მინიმალური
ინტერჯგუფური სიტუაციის დროს შიდა-ჯგუფის ფავორიტიზმის წარმოქმნა
ძლიერი ფენომენია: ათეულობით ჩატარებულმა კვლევებმა იგივე შედეგი მიიღო
(Brewer & Brown, 1998). თუმცა ეს არ გულისხმობს იმას რომ ადამიანები
მიდრეკილები არიან მხოლოდ შიდა-ჯგუფის წევრები დააჯილდოონ. უფრო სწორი
იქნება თუ ვიტყვით, რომ ისინი ძირითადად ცდილობენ როგორც შიდა ისე გარე
ჯგუფის წევრების დაჯილდოებას და ამით სამართლიანობის ელემენტების
გამოვლენა სურთ. მაგრამ, ჩვეულებრივ, არსებობს ტენდენცია, რომლის მიხედვითაც
შიდა-ჯგუფის წევრებს ენიჭებათ უპირატესობა.

შიდა-ჯგუფის ფავორიტიზმის ზოგად ტენდენციას რამდენიმე მნიშვნელოვანი


სისტემური ტენდენცია მოჰყვება. 1)ადამიანები მიდრეკილები ვართ მეტად
ემპათიური ატრიბუცია შიდა ჯგუფის წევრების წარმატება-წარუმატებლობის დროს
გამოვხატოთ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტენდენცია, რომელიც შიდა-ჯგუფის ფავორიტიზმს


ეხება არის ის რომ 2) შიდა-ჯგუფის წევრები მიდრეკილები არიან თავიანთი ჯგუფის
წევრები აღიქვან უფრო მსგავსად, ვიდრე გარე-ჯგუფის წევრები. ამას სავარაუდო
მსგავსების ეფექტი (Assumed Similarity Effect) ეწოდება.

მიუხედავად იმისა რომ გარე-ჯგუფის წევრებს როგორც „უცხოპლანეტელებსა“ და


ჩვენგან განსხვავებულებს ვუყურებთ, ასევე მიდრეკილები ვართ ისინი საკმაოდ
ჰომოგენურად შევაფასოთ ხასიათის, თვისებებისა და ქვეტიპების მიხედვითაც კი:
„ყველა ერთმანეთის მსგავსია, ჩვენ კი განსხვავებული ინდივიდუალები ვართ!“;
გარე-ჯგუფის ჰომოგენურობის ეფექტი ეწოდება. მაგალითად, ბრაუერმა (Brauer,
2001) სტერეოტიპები 4 სხვადასხვა ჯგუფისგან შემდგარი მონაწილეების მეშვეობით
შეამოწმა (ექიმები, ადვოკატები, თმის სტილისტები და ოფიციანტები). მან
მონაწილეებს სთხოვა დაესახელებინათ ჯგუფის ყველაზე მაღალი ან დაბალი
შეფასება თითოეულ თვისებასთან მიმართებაში (მაგ. „გულუბრყვილო“ თმის
სტილისტისთვის, ან „დამხმარე“ ექიმისთვის). ყველაზე მაღალი და ყველაზე დაბალი
რეიტინგი მეტად მსგავსი იყო გარე-ჯგუფის შემთხვევაში, ვიდრე შიდა-ჯგუფის
შემთხვევაში; ეს კარგად ასახავს გარე-ჯგუფის ჰომოგენურობას. გარკვეულწილად,
ამის მიზეზი არის ის რომ ჩვენ შიდა-ჯგუფში უკეთ ვხედავთ ქვეტიპებს. ერთ
კვლევაში, ბიზნესისა და ინჟინრების სტუდენტებმა უფრო მეტი ქვეტიპის გამოყოფა
საკუთარ ჯგუფში შეძლეს (მაგ. „ინჟინერიის სტუდენტები, რომლებიც თითქოს
კომპიუტერულ ცენტრში ცხოვრობენ“ ან „ბიზნესის მიმართულების სტუდენტები,
რომლებსაც მხოლოდ ფულის გაკეთება უნდათ“) (Park, Ryan & Judd,1992). სხვა
კვლევაში, ლათინო-ამერიკელებმა სტუდენტებმა, ანგლო-ამერიკელ სტუდენტებთან
შედარებით, უკეთ შეძლეს ისეთი ქვეტიპების გამოყენება, როგორიცაა ჩიკანო
(Chicano), კუბელი და პუერტო რიკელი (Huddy & Virtanen, 1995).

შიდა-ჯგუფის წევრებს უფრო კომპლექსურ ადამიანებად აღვიქვამთ. მათ თვისებებს


ვუყურებთ, როგორც უფრო მრავალგანზომილებიანსა და მდიდარს. მაგალითად,
ახალგაზრდები თავის ტოლ ადამიანებს უფრო კომპლექსურად აღიქვამენ, ვიდრე
მათზე უფროსებს (Linville & Jones, 1980). შედეგად, „ისინი“ ყველანი მსგავსნი არიან;
შიდა-ჯგუფის წევრები ნაკლებად აღიქვამენ გარე-ჯგუფის წევრების ქვეტიპებს,
ამიტომ მათ უფრო სტერეოტიპულად ხედავენ (Judd, Ryan & Park, 1991).

რა თქმა უნდა, გარე-ჯგუფის ჰომოგენურობის ეფექტი ნაწილობრივ იგნორირებას


გულისხმობს. ზოგადად, ჩვენ მეტ ინფორმაციას საკუთარი ჯგუფის შესახებ ვფლობთ
და შესაბამისად, მისი ჯგუფის წევრებზეც მეტი ვიცით (Park & Rothbart, 1982). არ
არის გასაკვირი, რომ ნებისმიერ ჯგუფთან ძლიერი მსგავსების განცდა ამ ჯგუფის
წევრების მეტად ინდივიდუალისტურად აღქმას იწვევს; თუმცა გარე-ჯგუფის
ჰომოგენურობის ეფექტი მაშინაც ჩნდება, როდესაც მონაწილეებს ორივე ჯგუფის
მიმართ დაახლოებით ერთნაირი გამოცდილება აქვთ. და მაშინაც კი, როდესაც
აღმქმელს არ აქვს წარმოდგენა რომელიმე ჯგუფის მიმართ, შიდა და გარე ჯგუფებად
დაყოფას ძლიერი ეფექტი აქვს. ასე რომ გარე-ჯგუფის მიმართ ნაკლები ახლობლობის
განცდა ბოლომდე ვერ ხსნის გარე-ჯგუფის ჰომოგენურობის ეფექტს; უბრალო
კატეგორიზაციამ შეიძლება ეფექტი თავისთავად წარმოქმნას (Judd & Park, 1988;
Linville, Salovey & Fischer, 1986).

სოციალური იდენტურობის თეორია


ქვემოთ მოცემულ ცხრილში შეჯამებულია ადამიანების შიდა და გარე ჯგუფებად
დაყოფის ეფექტები.

ცხრილი 6-1.
შიდა და გარე ჯგუფების მიმართ განსხვავებული დამოკიდებულებები
შიდა-ჯგუფი გარე-ჯგუფი
შიდა ჯგუფის პოზიტიური შეფასება ნეგატიური შეფასება
ფავორიტიზმი უპირატესობით მოპყრობა რესურსებზე უარის თქმა

სავარაუდო მსგავსება საკუთარ თავთან მსგავსება საკუთარი თავისგან


ყველა ინდივიდი განსხვავებული
გარე-ჯგუფის განსხვავებულია
ჰომოგენურობა ყველა ინდივიდი
კომპლექსური ინდივიდები ერთნაირია
მარტივი ინდივიდები

სოციალური იდენტურობის თეორიას აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი შედეგი,


რომელიც, ძირითადად, ემპირიული ტესტებით გაირკვა. როგორც მე-4 თავში
განვიხილეთ, ჩვენი დამოკიდებულება „სელფის“ მიმართ, ნაწილობრივ
დაკავშირებულია ჩვენს სოციალურ ჯგუფთან იდენტიფიკაციაზე. ძირითადად,
როდესაც გვიწევს გავცეთ პასუხი- „ვინ ვარ მე?“- სოციალურ ჯგუფებს მივმართავთ.
ერთმა ადამიანმა შეიძლება თქვას რომ არის ქალი, კათოლიკე, კანადელი და
ფიზიკოსი. სხვა ადამიანმა შეიძლება გვიპასუხოს რომ არის ქრისტიანი, ტეხასელი და
რესპუბლიკური პარტიის წევრი. ჯგუფები ინდივიდებს უზრუნველყოფენ
მნიშვნელოვნებითა და იდენტობით.

სოციალური იდენტურობის თეორიის ყველაზე პრობლემურ ასპექტად


თვითშეფასების სავარაუდო როლია მიჩნეული. თეორია თვითშეფასებისა და შიდა-
ჯგუფის ფავორიტიზმის კავშირის შესახებ ორ ჰიპოთეზას გვთავაზობს; პირველი: 1)
შიდა-ჯგუფური ფავორიტიზმი აძლიერებს სოციალურ იდენტურობას და შედეგად,
ზრდის თვითშეფასებას. შიდა-ჯგუფის სასარგებლოდ დისკრიმინაცია
იდენტურობის „პოზიტიურ თვითმყოფადობას“ იწვევს, რაც პოზიტიურ სოციალურ
იდენტურობასა და თვითშეფასების ამაღლებას იწვევს (Hogg & Abrams, 1990).

მეორე ჰიპოთეზა გვთავაზობს, რომ 2) ადამიანები თვითშეფასებას მაღალი სტატუსის


მქონე ჯგუფებთან ინდეტიფიკაციით იმაღლებენ (Brewer & Brown, 1998). თუ ეს ასეა,
დაბალმა თვითშეფასებამ უნდა წარმოქმნას უფრო ძლიერი შიდა-ჯგუფური
ფავორიტიზმი, რომელიც, თავის მხრივ, გაზრდის თვითშეფასებას. თუმცა, ამ
ჰიპოთეზის დასადასტურებლად მხოლოდ მცირე მტკიცებულებები არსებობს.
ნამდვილად, დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანები გარე-ჯგუფების
ცრურწმენებისკენ მეტად მიდრეკილები არიან, მაგრამ ამ ჰიპოთეზის საპირისპიროდ,
ისინი ასევე ყველაზე ნეგატიურად არიან განწყობილნი შიდა-ჯგუფის მიმართაც
(Robin & Hewstone, 1998). ასე რომ : შიდა-ჯგუფური იდენტიფიკაცია შეიძლება უფრო
ძლიერი მაღალი თვითშეფასების მქონე ადამიანებთან შეიძლება შეგვხვდეს.
ეს აღმოჩენები დაზუსტებულია პრივატული და კოლექტიური „სელფის“
ერთმანეთისგან გამორჩევით (Crocker & Luhtanen, 1990; Tajfel & Turner, 1986).
პრივატული სელფი მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩვენს პიროვნულ იდენტობასა
და თვითშეფასებასთან. მაგალითად, თუ ხელფასს მოგიმატებენ, საკუთარ თავზე
წარმოდგენა გაგიუმჯობესდებათ. თუმცა, კოლექტიური სელფის თვითშეფასება
უფრო მეტად იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენად კარგია თქვენი შიდა-ჯგუფი.
თუ თქვენი კოლეჯის ფეხბურთის გუნდი მოიგებს, თქვენი კოლექტიური სელფის
თვითშეფასება სავარაუდოდ ამაღლდება, მიუხედავად იმისა რომ თქვენი პირადი
თვითშეფასება შეიძლება ამით არ შეიცვალოს. ასე რომ კოლექტიურ
თვითშეფასებასთან დაკავშირებული საფრთხე მეტად არის პასუხისმგებელი გარე-
ჯგუფის მიმართ ცრურწმენების ჩამოყალიბებაზე.

თეორიების შედარება
ცრურწმენებთან დაკავშირებით ჩვენ ოთხი ძირითადი თეორია განვიხილეთ:
სოციალური დასწავლის თეორია, მოტივაციური თეორია, კოგნიტიური თეორია და
მათი ნაკრები სოციალური იდენტობის თეორიის სახით. თითოეული ეს თეორია
ცრურწმენების ჩამოყალიბების სხვადასხვა ფაქტორზე მიუთითებს. თითოეულ
მათგანში არის გარკვეული ჭეშმარიტება. სავარაუდოდ, კოგნიტიური პროცესები
სტერეოტიპებს ნებისმიერ საზოგაადოებაში ზრდის: პერცეპტული კატეგორიზაცია,
რომელსაც ადამიანები რუტინულად ახორციალებენ, ხელს უწყობს სტერეოტიპების
ფორმირებასა და ცრურწმენების ჩამოყალიბებას. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ
ჯგუფური კატეგორიების ერთმანეთისგან გამორჩევა საჭიროა ცხოვრების
კოგნიტიურად გამარტივების მიზნით, ისინი ასევე განსაზღვრული სოციალური
ნორმების შედეგს წარმოადგენს. სოციალური დასწავლა ძირითად როლს ასრულებს
იმაში, თუ რომელი ჯგუფი იქნება ცრურწმენების სამიზნე მოცემულ კულტურაში და
რომელია მისაღები თუ მიუღებელი ქცევა სხვა ჯგუფების მიმართ. კულტურული
ჩარჩოები განსაზღვრავს იმას, თუ რა დონეზე არსებობს ცრურწმენები, როდის და ვის
მიმართ შეიძლება მათი გამოხატვა. მკვლევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობა,
ძირითადად, უკავშირდება იმას, თუ საიდან მომდინარეობს ეს კულტურული
განსხვავებები – ის მომდინარეობს რეალურ რესურსებზე ჯგუფებს შორის არსებული
კონკურენციისდან თუ სხვა სახის წყაროებიდან, როგორიცაა ადრეული
სოციალიზაცია და პიროვნული განსხვავებები.

ცრურწმენების შეცვლა
1930-იან წლებში ცრურწმენებთან დაკავშირებული ადრეული სოციალურ-
ფსიქოლოგიური კვლევების შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ჰიტლერი მოვიდა და
წავიდა. სამოქალაქო უფლებების მოძრაობამ ხელი შეუწყო რასობრივი სეგრეგაციის
დასრულებას. ქალთა მოძრაობამ და შიდსით დაავადებულ ადამიანთა
მხარდამჭერებმა დაიკავეს ახალი ამბების სივრცე და ზოგჯერ ქუჩებიც კი. როგორ
შეცვალა ამ განვითარებამ სოციალური ფსიქოლოგიის ხედვა ცრურწმენების მიმართ?

მოძველებული (ძველმოდური) რასიზმის შემცირება


მეორე მსოფლიო ომის შემდეგ წლებში, აშშ-ში ეთნიკურმა და რასობრივმა
ცრურწმენებმა შემცირება დაიწყო. აფროამერიკელებზე მიმართული ცრურწმენების
ტრადიციულ ფორმას მოძველებული (ძველმოდური) რასიზმი დაერქვა (McConahay,
1986). ის სამი კომპონენტისგან შედგებოდა: 1) რწმენა თეთრკანიანების
თანდაყოლილი უპირატესობის შესახებ, განსაკუთრებით ინტელექტუალური და
მორალური კუთხით; 2) რასობრივი სეგრეგაცია ისეთ სფეროებში, როგორიცაა სკოლა,
საჯარო საცხოვრებელი და ქორწინება; და 3) შავკანიანების დისკრიმინაცია
დასაქმებისა და უმაღლესი განათლების სფეროებში.
ძველმოდური რასიზმი ბოლო ათწლეულებში საკმაოდ შემცირდა, როგორც ქვემოთ
მოცემულ ცხრილშია ნაჩვენები:

თეთრკანიანების რასობრივი დამოკიდებულების ცვლილება დროთა


განმავლობაში
ისტორიული პერიოდი
ადრეული (%) გვიანი (%) განსხვავება (%)
შემცირებული
ძველმოდური რასიზმი
38(1963) 87(1996) +49
 შერეულ
ქორწინებასთან
დაკავშირებული 32(1942) 96(1995) +64
კანონმდებლობისა
დმი
წინააღმდეგობა 37(1958) 92(1996) +55
 შავკანიანებმა და
თეთრკანიანებმა
უნდა იარონ ერთსა
და იმავე და არა
სხვადასხვა
სკოლებში.
 შავკანიანი
კვალიფიციური
პრეზიდენტობის
კანდიდატისთვის
ხმის მიცემა, თუ ის
საკუთარი პარტიის
მიერ არის
ნომინირებული
რასაზე მიმართული
პოლიტიკისადმი
წინააღმდეგობის
გაგრძელება 47(1964) 38(1994) -9

 ფედერალურმა
მთავრობამ უნდა
უზრუნველყოს, 22(1970) 22(1968) 0
რომ თეთრკანიანმა
და შავკანიანმა
ბავშვებმა საერთო
სკოლაში
ისწავლონ.
 უმცირესობათა
ჯგუფებს
მთავრობამ
სპეციალური
დახმარება უნდა
გაუწიოს.

აშშ-ში მცხოვრები თეთრკანიანების უმრავლესობა ემხრობა რასობრივი


თანასწორობის მთავარ პრინციპებს. სავარაუდოდ, ამ ტიპის რასიზმი მომავალშიც
შემცირდება, რადგან მისი მთავარი მიმდევრები მეორე მსოფლიო ომამდე
დაბადებული თეთრკანიანები არიან, განსაკუთრებით თეთრკანიანი სამხრეთელები,
რომლებსაც სკოლაც არ აქვთ დამთავრებული და მათი რიცხვი თანდათან
კლებულობს (Schuman, Steeh, Bobo & Krysan, 1997).
ცრურწმენის სხვა ფორმებიც მცირდება. მე-19 საუკუნესა და მე-20 საუკუნის
დასაწყისის ამერიკასა და ევროპაში გავრცელებული ანტისემიტიზმი ასევე
შემცირებულია (Quinley & Glock, 1979). ისრაელ-პალესტინის კონფლიქტმა ახლახანს
ბიძგი მისცა ანტისემიტურ აფეთქებას. როგორც ჩანს, ანტიჰომოსექსუალური
ცრურწმენებიც მცირდება: 1982 წელს ზრდასრული ამერიკელების 34% დაეთანხმა
დებულებას რომ „ჰომოსექსუალობა უნდა განიხილებოდეს როგორც მისაღები
ცხოვრების წესი“, მაშინ როდესაც 1999 წელს, ამ მოსაზრებას 50% ეთანხმებოდა
(Sherrill & Yang, 2000).
ზრდასრულ ადამიანებში ცრურწმენების შემცირება შემდეგ თაობაზეც აისახება.
ახალგაზრდა თაობა უფრო მეტად უჭერს მხარს თანაბარ რასობრივი შესაძლებლობას
და ნაკლებ ცრურწმენებს გამოხატავს ემიგრანტთა ისეთი ჯგუფის მიმართ, როგორიც
არიან ესპანურენოვანი ჯგუფები და აზიელები (Citrin et., 2001; Schuman et al., 1997).
დასავლეთ ევროპაშიც ახალგაზრდა თაობამ ნაკლები ცრურწმენები გამოხატა
ემიგრანტ უმცირესობათა ჯგუფების მიმართ (Pettigrew & Meertens, 1995).

მიუხედავად ამისა, არსებობს იმის მტკიცებულება, რომ აშშ-ში სრული რასობრივი


თანასწორობის მიმართ წინააღმდეგობა გრძელდება. თეთრკანიანების მცირე
რაოდენობა კვლავ მხარს უჭერს ძველმოდურ რასიზმს; 1996 წელს 13%-მა აღნიშნა,
რომ ისურვებდნენ კანონს, რომელიც აკრძალავდა თეთრკანიანისა და შავკანიანის
ქორწინებას. ასევე, კვლავ არსებობს უმცირესობათა ჯგუფების მიმართ ნეგატიური
სტერეოტიპები. თეთრკანიანი მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილი უჭერს მხარს
მთავრობის მიერ რასობრივი თანასწორობის უზრუნველყოფისთვის გადადგმული
ნაბიჯებს, როგორიცაა, მაგალითად, სკოლების ინტეგრაცია და სხვა ქმედებები,
რომლებიც მიმართულია უმცირესობების დასაცავად. და ბოლოს, აფროამერიკელებს,
რომლებიც რასობრივი სტერეოტიპების მთავარ სამიზნეს წარმოადგენენ,
თეთრკანიანებთან შედარებით ნაკლებად სჯერათ, რომ ცრურწმენები და
დისკრიმინაცია მცირდება; 2000 წელს შავკანიანების 63% და თეთრკანიანების 30%
თვლიდა, რომ შავკანიანები „დისკრიმინაციას განიცდიან“ (Parmelee, 2001).
ავსტრალიაში აბორიგენების სიღრმისეულმა კვლევამ აჩვენა, რომ მათი თანაბარი
უფლებების დამცავი კანონმდებლობის არსებობის მიუხედავად, ისინი კვლავ
განიცდიან აშკარა და პირდაპირ რასიზმს (Mellor, 2003).

ძველმოდური რასიზმის ზემოქმედებასა და ცრურწმენების კვლავ არსებობის


დამადასტურებელ მტკიცებულებებთან დაკავშირებით საკმაოდ
ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია არსებობს. ამ წინააღდეგობის ახსნა ოთხი
განსხვავებული ინტერპრეტაციით ხდება.

ილუზორული ცვლილება
ჯგუფთა შორის კონკურენციის შემსწავლელი ზოგიერთი მკვლევარი სკეპტიკურად
უყურებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ დომინანტური ჯგუფების
წარმომადგენლებს, როგორებიც არიან, მაგალითად, თეთრკანიანი ამერიკელები ან
ავსტრალიელები, ნამდვილად სურთ მათთვის სასარგებლო (დომინანტურ)
პოზიციებში მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარება. ზოგიერთი თეორია ამტკიცებს
რომ რასიზმის აშკარა შემცირება შეიძლება მხოლოდ ილუზორული ცვლილება იყოს.
მათი აზრით, რასისტული იდეების გამოხატვა სოციალურად მიუღებელი გახდა,
თუმცა თეთრკანიანები შეიძლება კვლავაც ეწინააღმდეგებოდნენ ცვლილებებს და
სეგრეგაციის წინააღმდეგ მათი მოსაზრება მხოლოდ ფასადური (მოჩვენებითი) იყო
(Jackman & Muha, 1984; Sidanius & Pratto, 1999).

მართლაც არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ თეთრკანიანები ნაკლებ ცრურწმენებს


გამოხატავენ შავკანიანი ინტერვიუერების მიმართ, ვიდრე თეთრკანიანების მიმართ,
ცდილობენ რა, სავარაუდოდ, რომ თავი აარიდონ მათ შეურაცხყოფას. (McConahay,
Hardee & Batts, 1981; Schuman et al., 1997). თუმცა, ეს მიკერძოება, ჩვეულებრივ,
ნაკლებ გავლენას ახდენს ცრურწმენებთან დაკავშირებულ კვლევებზე, რადგან
თეთრი რესპონდენტების ინტერვიუერები, ძირითადად, თეთრკანიანები არიან.
უფრო მეტიც, არსებობს მტკიცებულება, რომ ჩვეულებრივ ინტერვიუების დროს
ძველმოდური რასიზმი დიდად შენიღბული არ არის. კრისანთან (Krysan, 1998) ეს
გამოჩნდა როგორც რესპონდენტებთან პირისპირი ინტერვიუს შემთხვევაში, ისე
რესპონდენტების მიერ პირადად შევსებული კითხვარებით, რომელიც
ელექტრონული ფოსტით იგზავნებოდა. სოციალურ მეცნიერთა უმრავლესობა
თვლის, რომ ძველმოდური რასიზმის შემცირება ნამდვილად რეალურია.
თეთრკანიანების მხოლოდ მცირე ნაწილს სურს ძველი სამხრეთის ფორმალურ
სეგრაგაციაში დაბრუნება. ასე რომ, მეცნიერების დიდი ნაწილი ცდილობს ანალიზი
გაუკეთოს, თუ რატომ არის ურთიერთსაწინააღმდეგო სიტუაცია – ერთი მხრივ,
ძველმოდური რასიზმის შემცირება და ამავე დროს, თეთრკანიანების მხრიდან
რასობრივი სტატუს–კვოს შენარჩუნების მტკიცებულებები.

სიმბოლური რასიზმი
მეორე შეხედულების მიხედვით, ძველმოდური რასიზმი ჩაანაცვლა ცრურწმენების
უფრო თანამედროვე და ძლიერმა ფორმამ – სიმბოლურმა რასიზმმა (Kinder & Sears,
1981), რომელიც ხანდახან აღწერილია, როგორც „თანამედროვე რასიზმი“
(McConahay, 1986) ან „რასობრივი აღშფოთება“ (Kinder & Sanders, 1996). - ეს ასევე
გამოხატავს აღშფოთებას სპეციალური მოპყრობის შესახებ შავკანიანების მიმართ და
აღშფოთებას ბოლო ათწლეულებში მათი მიღწევების გამო. ეს რწმენა გამოწვეულია
ემოციების კობმინაციით – აფროამერიკელების მიმართ ნეგატიური ემოციები
(როგორიცაა ბრაზი, შიში ან სიძულვილი) და განცდა, რომ შავკანიანები არღვევენ
თეთრკანიანთა ტრადიციულ ღირებულებებს (როგორიცაა, მაგალითად,
შრომისმოყვარეობის დაფასება). ვარაუდობენ, რომ ისინი შეძენილია უფრო
ზრდასრულობის წინა პერიოდის სოციალიზაციით, ვიდრე ინტერჯგუფური
კონკურენციით, როგორიცაა შავკანიანებსა და თეთრკანიანებს შორის
დამკვიდრებული რასობრივი საფრთხეები. ზოგიერთი საკითხი, რომელიც
სიმბოლური რასიზმის გასაზომად გამოიყენება, მოცემულია ცხრილში:

დებულებები, რომლებიც გამოიყენება სიმბოლური რასიზმის გასაზომად


 ზოგი ადამიანი მთელ ძალისხმევას არ ხარჯავს: თუ შავკანიანები მეტ
ძალისხვევას გამოიჩენენ, ისევე კარგად იქნებიან, როგორც თეთრკანიანები
(თანხმობა)
 როგორ ფიქრობთ, დღეს აშშ–ში შავკანიანი მოსახლეობის მიმართ რამდენად
არის გავრცელებული დისკრიმინაცია, რომელიც მათ წინსვლაში უშლით
ხელს? (ცოტა, საერთოდ არა).
 ბოლო წლებში, შავკანიანები მატერიალურად იმაზე მეტს იღებენ, ვიდრე
იმსახურებენ (თანახმობა).
 აშშ-ში დღეს არსებული რასობრივი დაძაბულობის შექმნაში, რა წვლილი
მიუძღვით შავკანიანებებს? (მთლიანი, ძირითადი).

სიმბოლური რასიზმის კონცეფციასთან დაკავშირებით კრიტიკაც არსებობს.


„პრინციპული უარყოფის“ კრიტიკოსების თანახმად, ამერიკულ საზოგადოებაში
რასობრივ ცრურწმენებს დიდი ძალა აღარ აქვს. ამ კრიტიკის მიხედვით,
თეთრკანიანები რასობრივ საკითხებს აფასებენ მათი არარასობრივი
ღირებულებებითა და იდეოლიგიით. მაგალითად, თეთრკანიანები კონსტრუქციულ
მოქმედებას იმიტომ კი არ ეწინააღმდეგებიან, რომ მათ რასობრივი ცრურწმენები
გააჩნიათ, არამედ იმიტომ, რომ მათი აზრით, ადამიანები უნდა შევაფასოთ მათი
დამსახურების მიხედვით, იმიტომ რომ ეს არღვევს რასობრივ თანასწორობას და
იმიტომ, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან მთავრობისგან ჩარევას, ნებისმიერი
პრინციპით.

სიმბოლურ რასიზმზე ჩატარებული კვლევები რამდენიმე საკითხს გამოყოფს.


პირველი – ბევრი თეთრკანიანი ამერიკელისთვის ეს რწმენები თანხვედრაში მოდის
ბევრი მათგანისთვის საკმაოდ პოპულარული რწმენების სისტემასთან (Tarman &
Sears, 2005). ცოტა თეთრკანიანი მისდევს როგორც ძველმოდურ რასიზმს, ისე
სიმბოლურ რასიზმს. გაცილებით მეტი თეთრკანიანი უარყოფს ორივე სახის
რასიზმს; მაგრამ მესამე მნიშვნელოვანი ჯგუფი ერთდროულად უარყოფს
მოძველებულ რასიზმს და იზიარებს სიმბოლურს; ეწინააღმდეგება რასობრივ
სეგრეგაციასა და დისკრიმინაციას, მაგრამ ამავე დროს აღშფოთებულია
აფროამერიკელების მიერ გამოთქმული საჩივრებით დისკრიმინაციასა და
არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით. მეორე – სიმბოლური რასიზმი,
ძველმოდური რასიზმისგან განსხვავებით, თეთრკანიანების მიერ შავკანიანი
ლიდერებისა და კონსტრუქციული მოქმედების წინააღმდეგობას პროგნოზირებს
(Sears et al., 1997). მესამე – პრინციპული უარყოფის (Principled objection)
პერსპექტივისგან განსხვავებით, ასეთი უარყოფა წარმოიშობა უფრო მეტად
სიმბოლური რასიზმისგან, ვიდრე პოლიტიკური იდეოლოგიისგან ან
ღირებულებებისგან (Federico & Sidanius, 2002; Tarman & Sears, 2005). და მეოთხე –
სიმბოლური რასიზმი მართლაც ნაწილობრივ მომდინარეობს შავკანიანთა
საწინააღმდეგო გრძნობებისგან, სავარაუდოდ უფრო ბრაზისგან, ვიდრე ზიზღისგან
(DeSteno et al., 2004; Sears & Henry, 2003). პრინციპული უარყოფის შეხედულება
კომფორტულია მაშინ, თუ გსურთ დაიჯეროთ, რომ ამერიკელებმა რასობრივი
ცრურწმენები წარსულში დატოვეს; თუმცა ეს არ შეესაბამება ემპირიული
მტკიცებულებების უმრავლესობას.

დიდ ბრიტანეთში, ჰოლანდიაში, საფრანგეთსა და გერმანიაში თანამედროვე


რასიზმის იდეა გაფართოვდა და განასხვავებენ უმცირესობების მიმართ „აშკარა“ და
„ფარულ“ ცრურწმენებს (Pettigrew & Meertens, 1995). აღნიშნულ ოთხივე ქვეყანაში
ფარული ცრურწმენების შემთხვევები უფრო გავრცელებულია და განაპირობებს
ანტიემიგრაციულ განწყობებს. ამის მსგავსად, ძველმოდური სექსიზმი
(ტრადიციული გენდერული როლებისა და ქალის ნაკლები უნარების
სტერეოტიპების გაძლიერება) განსხვავებულია “ნეოსექსიზმისგან“ (უარყოფა იმისა,
რომ ქალები კვლავაც განიცდიან დისკრიმინაციას და ანტაგონიზმი ქალების
მოთხოვნების მიმართ), მაგრამ დაკავშირებულია მასთან. ნეოსექსიზმი,
ძველმოდური სექსიზმისგან განსხვავებით, ძლიერ ეწინააღმდეგება ქალების მიმართ
კონსტრუქციულ მოქმედებებს (Swim, Aikin, Hall & Hunter, 1995; Tougas, Brown, Beaton
& Joly, 1995).

თანამედროვე ცრურწმენების სხვა ფორმები, სიმბოლური ინტერაქციონიზმის


მსგავსად, მომდინარეობს ჯგუფური ანტაგონიზმისა და ტრადიციული
ღირებულებების იგივე ნაზავისგან, განსაკუთრებით ინდივიდუალიზმიდან.
„მსუქნების საწინააღმდეგო დამოკიდებულება“ (რომელიც ეფუძნება შეხედულებას,
როგორიცაა, მაგალითად: „მე რომ დამსაქმებელი ვიყო, მსუქან ადამიანს სამსახურში
არ ავიყვანდი“), მჭიდროდ უკავშირდება როგორც სიმბოლურ რასიზმს, ისე მუშაობის
პროტესტანტული ეთიკას (Crandall, 1994). მართლაც, ექვსი სხვადასხვა ეროვნებიდან
„მსუქნების საწინააღმდეგო დამოკიდებულება“ უფრო მეტად გავრცელებული იყო იქ,
სადაც თვლიდნენ, რომ მათი კულტურა სიმსუქნეს არ იწონებს („ჩვენს კულტურაში
სიგამხდრე პირდაპირ კავშირშია მიმზიდველობასთან“) და რომ ადამიანები
მორალურად პასუხისმგებლები არიან, აკონტროლონ თავიანთი ცხოვრება (Crandall et
al., 2001). ამ მოდელმა „მსუქნების საწინააღმდეგო დამოკიდებულება“ უფრო უკეთ
ისეთ ინდივიდუალისტურ ქვეყნებში ახსნა, როგორიცაა აშშ, ავსტრალია და
პოლონეთი, ვიდრე ისეთ კოლექტივისტურ ქვეყნებში, როგორიცაა ინდოეთი,
თურქეთი და ვენესუელა. და ბოლოს, შიდსით დაავადებული ადამიანების მიმართ
შეზღუდვების დაწესების მხარდაჭერას უნდა ველოდოთ იქ, სადაც ლგბტ ჯგუფის
ადამიანებს ნეგატიურად აფასებენ და თვლიან, რომ ისინი რელიგიისა და ოჯახის
ფუნდამენტურ ღირებულებებს არღვევენ (Haddock, Zanna & Esses, 1993; Price & Hsu,
1992).
ავერსიული რასიზმი
თანამედროვე რასიზმის მსგავსს, მაგრამ გარკვეულწილად განსხვავებულ გაგებას
წარმოადგენს ავერსიული რასიზმი. მიჩნეულია, რომ ისიც გამოხატავს ორ რამეს:
ფორმალური რასობრივი უთანასწორობის უარყოფას და შავკანიანების მიმართ
ნეგატიურ გრძნობებს, როგორიცაა დისკომფორტი, უხერხულობა და ზოგჯერ შიში
(Gaertner & Dovidio, 1986). როგორ წყვეტენ თეთრკანიანები ამ კონფლიქტს? თეორიის
თანახმად, ეს დამოკიდებულია ნორმებზე, რომლებიც მართავს კონკრეტულ
სიტუაციებს, რომლებშიც რასათშორისი კონტაქტი მიმდინარეობს. თანასწორობის
ნორმების სიტუაციებში, როდესაც თეთრკანიანებმა იციან, რომ ყველას თანასწორად
უნდა მოეპყრონ, ისინი თანასწორობაზე ორიენტირებულ ქმედებებს ახორციელებენ.
ამის მაგალითებად გამოდგება სტუდენტის სემესტრული დავალების შეფასება ან
სამუშაოს მაძიებლის გასაუბრებაზე აპლიკანტის შეფასება. მაგრამ როდესაც ნორმები
უფრო ორაზროვანია, თეთრკანიანები შავკანიანებისადმი საკუთარ მიუღებლობას
უპირისპირდებიან, რის გამოც სირცხვილის გრძნობა ეუფლებათ და ამიტომ
ცდილობენ, აფროამერიკელებთან კონტაქტს თავი აარიდონ. ამის მაგალითი
შეიძლება იყოს აუდიტორიაში ადგილის შერჩევა თეთკანიანი და არა შავკანიანი
სტუდენტის გვერდით.

ავერსიული რასიზმის კვლევების ანალიზმა აჩვენა, რომ ეგალიტარულ


(თანასწორობის) კონტექსტს, როგორიცაა სამსახურში მაღალკვალიფიციური
კანდიდატების დასაქმება ან სასამართლო პროცესზე ბრალდებულის დაცვა, ზოგჯერ,
შეუძლია თანაბარი მოპყრობის უზრუნველყოფა აფროამერიკელების მცირედ
სასარგებლოდაც კი (Aberson & Ettlin, 2004). თუმცა, ორაზროვანი კონტექსტი
ძირითადად თეთრკანიანებისთვის სასიკეთო მიკერძოებას ქმნის. მართალაც,
აფროამერიკელებთან ურთიერთობის დროს თეთრკანიანები ძირითადად უფრო
მოშორებით სხდებიან, აქვთ ნაკლებად მეგობრული ტონი, იყენებენ ნაკლებ თვალის
კონტაქტს და უფრო სწრაფად ამთავრებენ ურთიერთობას, ვიდრე ამას
თეთრკანიანებთან ურთერთობისას აკეთებენ.

ორაზროვანი კონტექსტის კიდევ ერთი მახასიათებელი ის არის, რომ ამ შემთხვევაში


შესაძლებელი ხდება არარასისტული მტკიცებულებების წარმოჩენა, რომლებიც
იმდენად ჰგავს სიმართლეს, რომ ავერსიულმა რასისტმა შეიძლება ცრურწმენების
არმქონე ადამიანის იმიჯი შეინარჩუნოს. ერთ-ერთ კვლევაში (Gaertner & Dividio,
1977) ცდისპირები მოახვედრეს ისეთ სიტუაციაში, სადაც ისინი საგანგებო
შემთხვევის მოწმეები გახდნენ. მანიპულირება ორ ცვლადზე ხდებოდა. მსხვერპლი
იყო შავკანიანი ან თეთრკანიანი ადამიანი, ცდისპირი კი იმყოფებოდა ან სხვა სამ
მოწმესთან ერთად, ან მარტო. მაშინ როდესაც არ არსებობდა სხვა მოწმე და
დახმარებისგან თავის შეკავება შეიძლება რასიზმად ჩათვლილიყო, ცდისპირი
შავკანიან „მსხვერპლს“ ცოტათი უფრო ხშირად ეხმარებოდა, ვიდრე თეთრკანიანს;
მაგრამ როდესაც სხვა მოწმეებიც იყვნენ, ცდისპირები თეთრკანიან „მსხვერპლს“
ორჯერ უფრო მეტად ეხმარებოდნენ, ვიდრე შავკანიანს; ამ შემთხვევაში მას შეეძლო
დახმარების არგაწევა გაემართლებინა იმით, რომ ასპარეზი სხვებს დაუთმო და
რასიზმიც არ ვლინდებოდა. ორაზროვან სიტუაციებში მსგავსი ავერსიული ქცევა
ავერსიულ რასისტებს საშუალებას აძლევს, დაიცვან საკუთარი სელფ-იმიჯი,
როგორც თანასწორი, ცრურწმენებისგან თავისუფალი ადამიანებისა, რადგან მათ არ
უწევთ თავიანთ რეალურ ცრურწმენებთან შეჯახება.

ფარული, იმპლიციტური სტერეოტიპები


აქამდე ჩვენ ძირითადად ვმსჯელობდით იმ სტერეოტიპებსა და ცრურწმენებზე,
რომელთა გაზომვაც შესაძლებელია ადამიანისთვის უბრალოდ იმის კითხვით, თუ
რას ფიქრობს ამა თუ იმ ჯგუფზე; ვუშვებთ რა, რომ ყველას აქვს „ნამდვილი
დამოკიდებულება“ და რომ მათ ეს გაცნობიერებული აქვთ და შეუძლიათ გვითხრან
ამის შესახებ. თუმცა, პატრიცია დევინმა (Patricia Devine, 1989) შექმნა უფრო რთული
მოდელი, რომელიც გარკვეულწილად განსხვავდება კოგნიტიური ფსიქოლოგიისგან
და მერყეობს ავტომატური გადამუშავებიდან, რომელიც გვხვდება ცნობიერების
მიღმა, სწრაფი, შემთხვევითი, უნებლიე და პასიური ქმედების სახით,
კონტროლირებად გადამუშავებამდე – უფრო ნაცნობი გაცნობიერებული,
მიზანმიმართული ქცევისა და აზროვნების ტიპი, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად
ვიყენებთ. პატრიცია დევინის ამ „დისოციაციის“ მოდელმა ცრურწმენებისა და
სტერეოტიპების შესწავლის ახალი გზა გაკვალა.

ამ მიდგომამ დასაბამი მისცა სტერეოტიპებისა და ცრურწმენების გასაზომ ორ


ინოვაციურ სახეს. სტანდარტული თვითანგარიშის საზომი აღწერს „აშკარა,
გამოხატულ“ ატიტუდებს, რომლებიც სავარაუდოდ კონტროლირებულ
გადამუშავებას წარმოადგენს. ამის საწინააღმდეგოდ, იმპლიციტური სტერეოტიპები
(implicit stereotypes) ასახავს კარგად ნასწავლ ასოციაციებს, რომლებსაც ავტომატურად
შეუძლიათ აქტივაცია რომლებიც სპონტანურად, უნებურად ჩნდება; ისინი არ არის
თვითანალიზისთვის (ინტროსპექციისთვის) ხელმისაწვდომი და, აქედან
გამომდინარე, ადამიანმა შეიძლება არ იცოდეს მათ შესახებ და ასევე იმის შესახებ,
თუ როგორ შეუძლიათ მათ სხვის აღქმაზე გავლენის მოხდენა (Greenwald & Banaji,
1995). შესაბამისად, თვითანგარიშის მეშვეობით მათი გაზომვა ადვილად არ
შეიძლება.

იმპლიციტური სტერეოტიპები სხვადასხვა ჯგუფებთან მიმართებაში გაიზომა: მათ


შორის არიან შავკანიანები, ქალები და კაცები, მოხუცები, სქინჰედები, ფეხბურთელი
ხულიგნები, ბავშვზე მოძალადეები და კოლეჯის პროფესორები. მაგალითად,
რუდმენმა და კილინსკიმ (Rudman & Kilianski, 2000) შეისწავლეს ქალებისა და კაცების
ძალაუფლება. ისინი იყენებენ ფოტოებს, რომლებზეც ქალები და კაცები იყვნენ
გამოსახულნი, მაღალი ან დაბალი ძალაუფლების როლებით. მაგალითად, ერთ
ფოტოზე ნაჩვენები იყო ქალი ექიმი; მეორეში –ქალი დამლაგებელი. ამის შემდეგ
წარმოდგენილი იყო დადებითი ან უარყოფითი დატვირთვის მქონე სტერეოტიპული
სიტყვები (მაგ. „კომპეტენტური“, „სასურველი“, „არაკეთილსინდისიერი“,
„შემაწუხებელი“) და ცდისპირებს ევალებოდათ, რაც შეიძლება სწრაფად დაეჭირათ
„კარგი“ ან „ცუდი“ ღილაკისთვის. იმპლიციტური სექსიზმი ვლინდებოდა ორ
სტიმულს შორის დაბალი რეაგირების დროში – ძალაუფლების მქონე ქალის ფოტოს
უმოკლეს დროში მოსდევდა არჩეული ცუდი მახასიათებელი. ამ საზომით, ქალებმაც
და კაცებმაც მკვეთრად ნეგატიური ატიტუდები გამოამჟღავნეს ქალის მაღალი
ძალაუფლების მიმართ, ვიდრე ძალაუფლების არმქონე ქალის ან ორივე ტიპის
მამაკაცების მიმართ.

აღნიშნული საზომების განვითარებასთან დაკავშირებით სოციალურ ფსიქოლოგიაში


დიდი ენთუზიაზმი გაჩნდა. მოელოდნენ, რომ მათი საშუალებით შეძლებდნენ
ატიტუდის იმ კომპონენტების ჩვენებას, რომლებიც ცნობიერებისა და კონტროლის
მიღმაა; რომ ეს არის ახალი და აღმაფრთოვანებელი თეორიული მიდგომა და
პარალელურია ავტომატური, არაცნობიერი კოგნიციის მიმართ განახლებული
ყურადღებისა. მაგრამ, უნდა ითქვას, რომ ეს ახალი საზომები კვლავ ჩამოყალიბების
ეტაპზეა და ჯერ ვერ აკმაყოფილებს კარგი ფსიქოლოგიური საზომის ყველა
სტანდატრულ კრიტერიუმს. მაგალითად, იმპლიციტური ატიტუდების
განსხვავებული საზომები ხშირად ერთმანეთის კონსისტენტური არ არის. უფრო
მეტიც, როგორც ჩანს, ისინი საკმაოდ სენსიტიური არიან გამოყენებული ტექნიკის
მიმართ – მაგალითად, ინსტრუქცია ეხება გარკვეულ ჩამონათვალს, თუ ჯგუფის
რეალურ წევრებს (Kawakami & Dovidio), ცდისპირს ეკითხებიან სიტყვა კარგია თუ
ცუდი ან, უბრალოდ, ეს ნამდვილი სიტყვაა, თუ არა (Wittenbrink, Judd, & Park, 2001a).
უფრო მეტიც, მოცემულ საზომზე ინდივიდების პასუხები დროსთან მიმართებაში
კონსისტენტური არ არის – რაც არ გვხვდება სიმბოლური რასიზმის ექსპლიციტური
საზომებისას (Cunningham et al.,2001; Kinder & Sanders, 1996). მეორე მხრივ,
იმპლიციტური საზომის მომხრეები თვლიან, რომ ისინი აკამყოფილებენ
ფსიქომეტრული ტექნიკების სტანდარტებს, საჭიროებენ რა მცირეოდენ
სტატისტიკურ შესწორებას (Banaji et al., 2005).

იღებს თუ არა ცრურწმენებისა და სტერეოტიპების იმპლიციტური საზომები იგივე


შედეგს, რასაც ექსპლიციტური თვითანგარიში (სელფ-რეპორტი), თუ შედეგი სხვაა?
ზოგიერთი კვლევა ადასტურებს ამ ორ შედეგს შორის მჭიდრო კავშირს, სხვები კი
მხოლოდ სუსტ კავშირზე მიუთითებენ (Banaji et al., 2005; Blair, 2002). შედეგებს
შორის სუსტი კავშირის ერთ-ერთი ახსნა მდგომარეობს იმაში, რომ ექსპლიციტური
და იმპლიციტური საზომები სხვადასხვა ფსიქოლოგიურ პროცესებს ზომავენ.
არსებობს რამდენიმე საგულისხმო განსხვავება იმ შედეგებში, რომლებიც აღნიშნული
ორი საზომით მიიღეს. ცრურწმენების ექსპლიციტური საზომი, როგორიცაა
სიმბოლური რასიზმი, მაღალ კორელაციაშია ცნობიერ, აწონილ-დაწონილ და
გააზრებულ მსჯელობასთან, როგორიცაა, შავკანიანი ლიდერების მხარდაჭერა ან
შავკანიანი ინტერვიუერების შეფასება. იმპლიციტური საზომები კი უფრო მეტად
კორელაციაშია შავკანიანების მიმართ სპონტანურ და უნებლიე რეაქციასთან,
როგორიცაა მაგალითად, ფიზიკური სიახლოვე, თვალის ხამხამი, თვალით
კონტაქტის არიდება ან მეგობრულობა (Banaji et al., 2005; Dovidio et al., 2002).

მნიშვნელოვანია არ გავაზვიადოთ ექსპლიციტურ და იმპლიციტურ ცრურწმენებს


შორის განსხვავება. ბოლოდროინდელი მტკიცებულებების მიხედვით,
იმპლიციტური ცრურწმენები შესაძლოა არ იყოს იმდენად ავტომატური და
უკონტროლო, როგორც თავდაპირველად იყო მიჩნეული, რადგან სხვადასხვა გზით
დადასტურებულია, რომ ის რეაგირებს კონტექსტის ცვლილებაზე (Blair, 2002).
მაგალითად, შავკანიანების მიმართ იმპლიციტური ცრურწმენები მცირდება,
როდესაც თეთრკანიანი ექსპერიმენტატორის მაგივრად, საზომებზე შავკანიანი
ექსპერიმენტატორი მუშაობს (Lowery, Hardin & Sinclair, 2001). სასურველი
შავკანიანებისა ან არასასურველი თეთრკანიანების სურათების ნახვამ საგრძნობლად
შეასუსტა ავტომატური თერთკანიანთა მხადამჭერი ატიტუდი (Dasgupta & Greenwald,
2001); სასიამოვნო სტერეოტიპული სიტუაციის წინასწარი ნახვა (მაგალითად
ოჯახური პიკნიკი) ამცირებდა იმპლიციტურ სტერეოტიპებს, მაშინ როდესაც
ნეგატიური სტერეოტიპების შემთხვევის ყურება (მაგალითად, ქუჩის ბანდების
თავდასხმა) ზრდიდა მას (Wittenbrink, Judd & Park, 2001b). და მაინც, როგორც ჩანს,
ექსპლიციტური და იმპლიციტური ატიტუდები კოგნიტიური დამუშავების
სხვადასხვა სისტემებს ასახავენ – ერთი უფრო ავტომატურია, ვიდრე მეორე.

იმპლიციტური სტერეოტიპების გაზომვა


იმპლიციტური სტერეოტიპების გასაზომად სხვადასხვა ტექნიკები გამოიყენება. ყველა
მათგანის საბაზისო იდეა იყო ის, რომ კონკრეტული ჯგუფის ინსტრუქტირებით
აქტივიზირდება სამიზნე ჯგუფსა და სასურველ ან არასასურველ სტერეოტიპებს შორის
ასოციაციათა არაცნობიერი ქსელი. იმ შემთხვევაში, თუ ეს ასოციაციები ადამიანებს
კარგად ექნებოდათ ნასწავლი/გათავისებული (როგორიცაა „შავკანიანი-მოძალადე“), ისინი
პასუხის გაცემას უფრო სწრაფად მოახერხებდნენ, ვიდრე მაშინ, თუ მათ ეს ასოციაციები
მყარად ნასწავლი არ ექნებოდათ. ასე რომ ყველა ეს ტექნიკა განკუთვნილია იმისთვის, რომ
გაზომოს ავტომატური ასოციაციები ხანგრძლივ მეხსიერებაში.

ერთ-ერთ ასეთ ტექნიკას ჰქვია შეფასებითი პრაიმინგის ტექნიკა (evaluative priming


technique). ის სამ ეტაპს მოიცავს; 1) მონაწილეს სწრაფად აჩვენებენ პრაიმერს, როგორიცაა,
მაგალითად, შავკანიანი ან თეთრკანიანი ადამიანის სახე. ამან, წესით, უნდა გამოიწვიოს
სტერეოტიპებთან მიმართებაში არსებული არაცნობიერი ასოციაციები. შემდეგ, 2)
მონაწილეებს სწრაფად აჩვენებენ სტერეოტიპულ სიტყვას, როგორიცაა – „ზარმაცი“ ან
„ინტელექტუალური“ და 3) სთხოვენ, რაც შეიძლება სწრაფად თქვას, ნაჩვენები სიტყვა
პოზიტიურია თუ ნეგატიური. ადამიანი, რომელსაც იმპლიციტური რასისტული
სტერეოტიპების მაღალი მაჩვენებელი აქვს, სწრაფად და ზუსტად უნდა გამოეხმაუროს
სიტყვას „ზარმაცი“, როდესაც მანამდე შავკანიანი ადამიანის სახე აჩვენეს ან პირიქით –
სწრაფი რეაგირება უნდა ჰქონდეს სიტყვაზე „ინტელექტუალური“, როდესაც
თეთრკანიანის სახე აჩვენეს. სიტყვა „ზარმაცზე“ ამ ადამიანის პასუხი შედარებით ნელი და
არაზუსტი უნდა იყოს, როდესაც მანამდე თეთრკანიანის სურათს აჩვენებენ; ასევე
სიტყვაზე „ინტელექტუალური“, როდესაც მანამდე შავკანიანის სახეს აჩვენებენ
(Cunningham, Preacher & Banaji, 2001; Fazio et al., 1986).

მეორე ტექნიკაა იმპლიციტური ასოციაციის ტესტი (IAT). ამ შემთხვევაში, ცდისპირს


ერთდროულად აჩვენებენ პრაიმერსაც და სიტყვასაც და შემდეგ სთხოვენ, გააკეთოს
კომენტარი ამ ორის კომბინაციით. მაგალითად, შეიძლება ცდისპირს აჩვენონ სახელი,
რომელიც ჩვეულებრივ ახალგაზრდა ან მოხუც ადამიანთან ასოცირდება და
პარალელურად აჩვენონ სიტყვა, რომელიც ახალგაზრდებისა ან მოხუცების მიმართ
დადებით ან უარყოფით სტერეოტიპს გამოხატავს. უფროსი ადამიანის სახელები შეიძლება
იყოს „ტელმა“, „ბერტა“ ან „ედი“; უფრო „ახალგაზრდა“ სახელებად კი შეგვიძლია
ჩავთვალოთ – „ლიზა“, „ჯეკი“ ან „მიშელი“. ცუდი სიტყვები შეიძლება იყოს „მოსაწყენი“,
„ზანტი“ ან „მოუქნელი“, კარგ სიტყვებად კი მივიჩნიოთ – „გონებამახვილი“, „სწრაფი“ ან
„მაგარი“. არის ორი ექსპერიმენტული პირობა. პირველი პირობის დროს (სტერეოტიპული
სიტუაცია), ცდისპირს ევალება სწრაფად დააჭიროს კლავიატურაზე განსაზღვრულ
ღილაკს თუ „უფროსის“ სახელი უკავშირდება ცუდ სიტყვას (მაგ. „ტელმა“ და „მოსაწყენი“).
და მეორე ღილაკს – თუ „ახალგაზრდული“ სახელი უკავშირდება კარგ სიტყვას (მაგ.
„ლიზა“ და „გონებამახვილი“). ადამიანს, რომელსაც მოხუცების მიმართ უარყოფითი
იმპლიციტური სტერეოტიპები აქვს, ორივე შემთხვევაში პასუხს სწრაფად დააფიქსირებს.
მეორე პირობის დროს – სტერეოტიპი საწინააღმდეგო სიტუაციაში – ცდისპირმა
კლავიატურაზე განსაზღვრულ ღილაკს მაშინ უნდა დააჭიროს, თუ „უფროსი“ სახელი
ნაჩვენებია კარგ სიტყვასთან (მაგ. „ბერტა“ და „სწრაფი“) და როდესაც „ახალგაზრდული“
სახელი ნაჩვენებია ცუდ სიტყვასთან ერთად (მაგ. „მიშელი“ და „მოუქნელი“). რადგან ეს
კომბინაციები ხანგრძლივ მეხსიერებაში ასოცირებული არ არის, ადამიანებმა, რომლებიც
სტერეოტიპებისკენ მეტ მიდრეკილებას ამჭღავნებენ, ორივე შემთხვევაში პასუხის გაცემის
ნელი რეაქცია უნდა გვაჩვენონ.

ცრურწმენების შემცირება
როგორ შეიძლება ცრურწმენების შემცირება? აშკარაა, რომ პირველი ნაბიჯი
იქნებოდა სამუშაო ადგილების, შემოსავლის, სიმდიდრის, კარგი საცხოვრელისა და
სამედიცინო დახმარების გადანაწილების მეშვეობით ინტერჯგუფური კონკურენციის
შემცირება. ცრურწმენები შეიძლება შემცირდეს, თუ კონკურენციული ჯგუფების
მოთხოვნილებები მეტად იქნებოდა დაკმაყოფილებული; მაგრამ ეს სავარაუდოდ ვერ
აღმოიფხვრება, რადგან ჯგუფთა შორის ზოგიერთი ინტერესთა კონფლიქტის
არსებობა გარდაუვალია.
ერთი ჯგუფის დახმარება, ხშირად, მეორე ჯგუფის ხარჯზე ხდება, რამაც შეიძლება
მათ შორის ანტაგონიზმი გაზარდოს. ყველას თანაბრად დაკმაყოფილების საკმარისი
რესურსი კი არასდროს იქნება; შესაბამისად, სოციალურმა ფსიქოლოგებმა სხვა
საშუალებებს მიმართეს.

სოციალიზაცია
როგორც ადრე უკვე ითქვა, ცრურწმენებს საკმაოდ ადრე ვსწავლობთ და ისინი
წლების განმავლობაში უცვლელი რჩება (Sears & Levy, 2003). განსხავებული მიდგომა
იქნებოდა ადრეული ცივილიზაციის შეცვლა. არც ისე დიდი ხნის წინ თვლიდნენ,
რომ ლიბერალიზაცია ბუნებრივად მიმდინარეობდა და ცრურწმენებიც თავისთავად
შემცირდებოდა. მართლაც, ყოველი ახალი თაობა, წინა თაობასთან შედარებით,
ნაკლებ ძველმოდურ რასიზმს ამჟღავნებს; ამ ცვლილებების ძირითადი მიზეზი ის
არის, რომ ახალი თაობა ნაკლები ცრურწმენებით იზრდება, ხოლო უფროსი,
ცრურწმენებისკენ მიდრეკლი თეთრკანიანები სულ უფრო ნაკლები რჩება (Firebaugh
& Davis, 1988). ამასთან ერთად, ფორმალური განათლების დონეც მაღლდება. რაც
უფრო მეტი განათლება აქვთ ადამიანებს (განსაკუთრებით უმაღლესი განათლება),
მით უფრო ნაკლებად აქვთ მათ მიდრეკილება ცრურწმენებისადმი (Schuman et al.,
1997). თუ რატომ აქვს უმაღლეს განათლებას ეს ეფექტი, დანამდვილებით ცნობილი
არ არის. მიზეზი შეიძლება იყოს პირდაპირი სწავლება. სტუდენტები, რომლებიც
სოციალურ მეცნიერებებს სწავლობენ, მეტად თავისუფლდებიან თავიანთ
ცრურწმენებისგან, ვიდრე საინჟინრო ან საბუნებისმეტყველო სპეციალობის
სტუდენტები. პირდაპირი სწავლებით ავტომატური ცრურწმენების შემცირებაც კი
შეიძლება. რუდმანმა (Rudman et at., 2001) დაადგინა, რომ იმ სტუდენტებმა,
რომლებიც ჩართულები იყვნენ ცრურწმენებთან და კონფლიქტთან დაკაშირებულ
სემინარში, საგრძნობლად შემცირებული იმპლიციტური ცრურწმენები გამოავლინეს
იმ სტუდენტებთან შედარებით, რომლებიც სემინარს არ ესწრებოდნენ.

სოციალიზაციაში მომხდარი ცვლილების მიზეზი ნაწილობრივ ისიც არის, რომ


ზოგიერთი ცრურწმენის სამიზნე ჯგუფები თვითონ იცვლებიან და უკვე აღარ
შეესაბამებიან არსებულ სტერეოტიპებს. მაგალითად, ბოლო ათწლეულების
განმავლობაში, გენდერული თანასწორობა რეალურად მატულობს და ვლინდება
ქალებისთვის ისეთი პროფესიების ხელმისაწვდომობაში, რომლებიც ადრე მხოლოდ
კაცებისთვის იყო გათვალისწინებული და მათი ჩართვით ისეთი საქმიანობებში,
რომლებიც ადრე გენდერულად სტერეოტიპული იყო. შედეგად, ადამიანებმა
ნაკლები განსხვავებების შემჩნევა დაიწყეს სოციალურად მიღებულ, მაგრამ
ტრადიციულად მამაკაცისთვის მიწერილ ისეთ თვისებებში, როგორიცაა
„კომპეტენტური“ ან „პრობლემის ეფექტურად გადამჭრელი“ (Diekman & Eagly, 2000).
თუმცა, როგორც ვნახეთ, თაობებში ცრურწმენების ასეთი თავისთავად შემცირება
მაინც არ იწვევს მათ სრულიად აღმოფხვრას. გასაკვირი არ არის, რომ ბავშვებსა და
მოზარდებს მიეწოდებათ ბევრი ისეთი ინტერვენციული პროგრამები, როგორიცაა
სოციალურ-კოგნიტიური გადამზადება, მულტიკულტურული ან მედიაციის
პროგრამები (Aboud & Levy, 2000). ასევე, სტერეოტიპებსა და შიდა ჯგუფურ
ფავორიტიზმს ამცირებს იმის შესაძლებლობა, რომ გადავხედოთ სხვა ადამიანების
პერსპექტივას ან მათი პერსპექტივის მიღება ვცადოთ (Galinsky & Moskowitz, 2000).
იმის წარმოდგენა, თუ რას გრძნობს სხვა ადამიანი, ზრდის მის მიმართ
ემპათიურობის გრძნობას (Batson, Early & Salvarani, 1997). ისეთი სტერეოტიპთან
საწინააღმდეგო ინდივიდის წარმოდგენაც კი, როგორიცაა ძლიერი ქალი, ამცირებს
იმპლიციტურ ცრურწმენებს (Brair, Ma & Lenton, 2001).

ზოგჯერ, ასაკის მატებასთან ერთად, ადამიანების მიერ ნასწავლი ტოლერანტობის


ნორმები ეწინააღმდეგება ადრეულ ბავშვობაში დასწავლილ სტერეოტიპებს. დევინი,
მის მიერ შემოთავაზებულ და ადრე აღწერილ დისოციაციის ორ პროცესზე
დაყრდნობით, ავითარებს შემდეგ აზრს, რომ ადამიანები თავს დამნაშავედ გრძნობენ,
როდესაც აცნობიერებენ განსხვავებას ავტომატურად წამოჭრილ ადრე დასწავლილ
სტერეოტიპებსა და მოგვიანებით შეძენილ ტოლერანტობას შორის. ამის შემდეგ,
ზოგიერთ ადამიანს შეუძლია ცნობიერად აღკვეთოს ავტომატურად გამოწვეული
სტერეოტიპები საწინააღმდეგო პიროვნული რწმენების აქტივიზაციით, რომლებიც
მიზანმიმართული და დაგეგმილი გადამუშავების (Proccessing) შედეგად
მიმდინარეობს (Devine & Baker, 1991). ერთ-ერთ კვლევაში, დაბალი ცრურწმენების
მქონე ადამიანებმა წარმატებით შესძლეს აღეკვეთათ ცრურწმენებით სავსე პასუხი
ჰომოსექსუალების მისამრთით გამოთქმულ სტერეოტიპულ ხუმრობებზე, მას შემდეგ
რაც გაიგეს, რომ მაღალი მაჩვენებელი მიიღეს ჰომოსექსუალების მიმართ უხილავი
სტერეოტიპების გასაზომ ტესტში (Monteith, 1993). სხვა კვლევამ აჩვენა, რომ
სტერეოტიპების უარყოფაზე ჩატარებული ექსტენსიური ტრენინგი ეფექტური
აღმოჩნდა (Kawakami et al., 2000). ასეთი გაკონტროლებული დათრგუნვა მეტად
მოსალოდნელია მაშინ, როდესაც სახეზეა ორი რამ – 1)ადამიანს აქვს ნათელი
განზრახვა, რომ აკონტროლოს საკუთარი ცრურწმენები და 2) ის იმდენად
მობილიზებულია ამ მიმართულებით, რომ საკუთარი კოგნიტიური რესურსების
მაქსიმუმს იყენებს (Amodio et al., 2003; Blair & Banaji, 1996). თუმცა, ასეთ ადამიანებს,
ალბათ, არ შეუძლიათ სტერეოტიპული პასუხების ერთიანად აღმოფხვრა;
პერიოდულად გაუსხლტებათ რაღაც, რის გამოც შემდეგ დანაშაულის გრძნობა
ექნებათ და თვითკრიტიკას მიმართავენ. დევინი ამას „სინანულით (სინდისის
ქენჯნით ) ცრურწმენას“ უწოდებს.

თუმცა, ცრურწმენების შემცირების პირდაპირი მცდელობა შეიძლება ძალიან შორს


წავიდეს და ნეგატიური შედეგი გამოიღოს. Czopp-მა და Monteith-მა (Czopp &
Monteith, 2003) შეამჩნიეს, რომ ადამიანებთან პირდაპირი დაპირისპირება რასობრივი
მიკერძოების გამო იწვევს დანაშაულის გრძნობასა და მობოდიშების სურვილს;
თუმცა, მათთან გენდერული მიკერძოების გამო დაპირისპირებამ შეიძლება ნაკლები
გავლენა იქონიოს. ცრურწმენების მქონე ჯგუფის წევრის მხრიდან დაპირისპირება,
ჩვეულებრივ, ჯგუფის უფრო ძლიერი ცრურწმენების მქონე ადამიანებში
გაღიზიანებასა და ანტაგონიზმს იწვევს.

ინტერჯგუფური კონტაქტი
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, აშშ-ში რასისტული სეგრეგაციის გავრცელებამ ისეთ
სფეროებში როგორიცაა სკოლები, სამუშაო და საცხოვრებელი ადგილები, ბევრი
სოციალური მეცნიერი მიიყვანა დასკვნამდე, რომ აფროამერიკელებისა და მათი
ცხოვრების აბსულუტურმა იგნორირებამ ხელი შეუწყო მცდარი და პრიმიტიული
რასობრივი სტერეოტიპების ჩამოყალობებას. დღეს ამერიკაში შავკანიანები
თეთრკანიანებისგან, ძირითადად საკმაოდ სეგრეგრეგირებულნი რჩებიან. 1990-იან
წლებში თეთრკანიანებისა და შავკანიანების საცხოვრებელთან დაკავშირებული
სეგრეგაციის დონე ოდნავ შემცირდა; მაგრამ შავკანიანები კვლავაც, ძირითადად,
აგრძელებდნენ უფრო მეტად შავკანიანების სამეზობლოში ცხოვრებას და ნაკლებად
ირჩევდნენ საცხოვრებლად თეთრკანიანებისა და შავკანიანების შერეულ უბნებს
(Fasenfest, Booza & Metzger, 2004). ცოტა თეთრკანიანს თუ ჰყავდა შავკანიანი
მეგობარი ან თუნდაც ნაცნობი (Jackman & Crane, 1986).

თუ რასებს შორის მცირე ურთიერთობით გამოწვეული იგნორირება მცდარი


სტერეოტიპების ჩამოყალიბებას იწვევს, მაშინ მათ შორის კონტაქტმა უნდა
გაზარდოს ზუსტი აღქმა და შეამციროს ცრურწმენები. დისეგრეგაციაზე
ჩატარებულმა რამდენიმე ადრეულმა კლასიკურმა კვლევამ გამოავლინა, რომ
კონტაქტი ნამდვილად ამცირებს ცრურწმენებს. მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში,
ამერიკის სამხედროები თავს არიდებდნენ შერეულ რასობრივ შენაერთებს, რათა
მინიმუმამდე დაეყვანათ რასობრივი კონფლიქტი. თუმცა, როცა მსხვერპლის
რაოდენობა გაიზარდა და თეთრკანიანების ჩამნაცვლებლების რიცხვმა დაიკლო,
აფროამერიკელ მოხალისეებს ნება დართეს, თეთრკანიანთა ყველა შენაერთში
შესულიყვნენ. გამოკითხვის შედეგები გვაჩვენებს, რომ თავიდან თეთრკანიანების
უმეტესობა ეწინააღმდეგებოდა დესეგრეგაციას, თუმცა ამ პროცესის დაწყების
შემდეგ მოწინააღმდეგეების რაოდენობამ საგრძნობლად იკლო (Stouffer, Suchman,
DeVinney, Star & Williams, 1949). წინააღმდეგობა აშკარად შემცირდა იმ თეთრკანიან
ჯარისკაცებში, რომლებიც ყველაზე ხშირად ურთიერთობდნენ აფროამერიკელ
ჯარისკაცებთან და მათი არარეალისტური სტერეოტიპები შემცირდა.
ბოლოდროინდელი კვლევები აჩვენებს, რომ მეტი ინტერჯგუფური კონტაქტი
მართლაც განაპირობებს ნაკლებ ცრურწმენას. ევროპაში ჩატარებული რამდენიმე
გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ უმცირესობათა ჯგუფის წევრებთან მეგობრობა
ასევე განაპირობებს ნაკლებ ცრურწმენას (Pettigrew, 1997). მსგავსად ამისა, რაც უფრო
ხშირად აქვს ადამიანს ურთიერთობა ლგბტ ჯგუფის წევრთან, მით ნაკლები
ცრურწმენა აქვს მათ მიმართ ერთი წლის შემდეგ (Herek & Capitanio, 1996).

ერთი პრობლემა, რომელიც თან ახლავს კონტაქტის გამოყენებას, როგორც


სტერეოტიპებისა და ცრურწმენების შემცირების გზას, არის ის, რომ ხშირად
ცრურწმენების მქონე ადამიანები ერიდებიან ასეთ კონტაქტს და შესაბამისად, მისი
სასარგებლო ეფექტი მათზე არ ვრცელდება. გარე ჯგუფებთან ურთიერთობის
პოზიტიური გამოცდილების არარსებობამ, შეიძლება მომავალში ასეთი კონტაქტის
მიმართ უარყოფითი მოლოდინი და შესაბამისად, „ინტერრასობრივი შფოთვა“
გამოიწვიოს (Plant & Devie, 2003). ამან კი თავის მხრივ, შეიძლება ხელი შეუწყოს
ურთიერთობისგან თავის არიდებას.

მაგრამ რა იქნება იმ შემთხვევაში თუ რასებს შორის კონტაქტი მაინც შედგა?


ექსპერტების უმეტესობას მიაჩნია, რომ რასებს შორის სპეციფიკურ კონტაქტს,
უბრალო კონტაქტთან შედარებით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. გორდონ
ოლპორტის (1954) კონტაქტის თეორიამ გამოყო ოთხი სპეციფიკური პირობა,
რომელმაც შესაძლოა ხელი შეუწყოს ინტერჯგუფურ კონტაქტს და შეამციროს
ცრურწმენები (ნახეთ ასევე Brewer & Brown, 1998; Pettigrew & Tropp, 2000):
 კოოპერატიული ურთიერთდამოკიდებულება საერთო მიზნების არსებობით
კონტაქტის თეორიის ძირითად კომპონენტს წარმოადგენს. ის ორ ელემენტს
მოიცავს: ურთიერთქმედება და შედეგების გაზიარება (Gaertner et al., 1999).
ორი ჯგუფის წევრებმა ერთად უნდა იმუშაონ საერთო მიზნისთვის, რომლის
მიღწევა დამოკიდებულია ერთმანეთის ძალისხმევაზე და ნაკლებად –
ერთმანეთთან შეჯიბრზე. ინტერჯგუფურ ურთიერთობებზე კონკურენციის
დესტრუქციული ეფექტი ნაჩვენებია შერიფისა და მისი კოლეგების კლასიკურ
ექსპერიმენტში (1961). საზაფხულო სკოლაში ბიჭების ორ ჯგუფს შორის მათ
სპეციალურად წარმოქმნეს კონკურენცია. თუმცა, კონკურენციამ იმდენად
მტრული სიტუაცია შექმნა, რომ ის თავს არაკონკურენციულ სიტუაციებშიც
იჩენდა, როგორიც იყო, მაგალითად, ფილმის ყურება. მკვლევრებმა შედგომში
ეფექტურად შეამცირეს შექმნილი მტრული გარემო ბიჭების წახალისებით,
ერთად ემუშავათ საერთო პრობლემის გადასაჭრელად.
 ასევე, ურთიერთობა უნდა მიმდინარეობდეს თანაბარი სტატუსის მქონე
ადამიანებს შორის. თუ სტატუსის ტრადიციული დისბალანსი
შენარჩუნებულია, სტერეოტიპები მარტივად ვერ დაიმსხვრევა. ჩვეულებრივ,
რასებს შორის კონტაქტისას უმცირესობის წარმომადგენლები გვევლინებიან,
როგორც დაბალანაზრაურებადი, ნაკლებად პრესტიჟული პროფესიის
წარმომადგენლები; ამ სახის კონტაქტი კი ხშირად უფრო ამყარებს
ტრადიციულ სტერეოტიპებს.
 კონტაქტი უნდა გულისხმობდეს შემდგომში ნაცნობობის შესაძლებლობას
(Cook, 1978). იმისათვის, რომ მეგობრობა ჩამოყალიბდეს, აუცილებელია საკმაო
სიხშირისა და ხანგრძლივობის კონტაქტი. ხანმოკლე, შემთხვევითი და
იმპერსონალური კონტაქტი ნაკლებად სასარგებლოა (Brewer & Brown, 1998).
ჰომოსექსუალებთან ურთიერთობაზე ჩატარებულმა გამოკვლევამ გამოავლინა,
რომ მათ მიმართ ნეგატიური ცრურწმენების დასაძლევად საჭირო იყო
მრავალჯერადი კონტაქტი და სიღრმისეული ურთიერთობა (Herek &
Capitianio, 1996).
 და ბოლოს, კონტაქტისთვის საჭიროა ინსტიტუციური მხარდაჭერაც
არსებობდეს. საჭიროა, რომ მაღალი თანამდებობის მქონე ინდივიდებმაც
დაადასტურონ არაორაზროვნება საკუთარ პოზიციაში. თუ სახანძროს უფროსი
გესლიან საჯარო კომენტარებს გააკეთებს ქალი მეხანძრეების
შესაძლებლობებზე და ამავე დროს, სახანძრო დაწესებულებებს
სასამართლოსგან მოეთხოვებათ ქალების მიღება სამსახურში, ადგილობრივ
სახანძრო განყოფილებებში სექსიზმი მაინც გაგრძელდება.
დესეგრეგაციულ სკოლებში კონფლიქტის შესამცირებლად სოციალურმა
ფსიქოლოგებმა განავითარეს საგანანმანათლებლო საშუალებები, რომლებიც
კონტაქტის თეორიის პრინციპების კონსისტენტურია. ერთ-ერთი ასეთია „თავსატეხი
ტექნიკა“ (jigsaw technique) (Aronson & Gonzales, 1988). დღეში ერთი საათით, ბავშვები
ერთმანეთს ხვდებიან მულტირასობრივ ჯგუფში, სადაც ერთ კონკრეტულ საგანზე
ფოკუსირდებიან. ყოველ ბავშვს ევალება საგნის ნაწილის ახსნა ჯგუფის სხვა
წევრებისთვის. იმის გამო, რომ სხვების მიერ მოწოდებული ინფორმაციის გარეშე
ვერავინ შეძლებს ინფორმაციის ბოლომდე შევსებას, ისინი დამოკიდებულები არიან
ერთმანეთზე. გარდა ამისა, რადგან თითოეული მოსწავლე რიგრიგობით ირგებს
„ექსპერტის“ როლს, ყველა მათგანი თანასწორია. საბოლოო ჯამში, თითოეული
მოსწავლის სწავლის დონე ცალცალკე ფასდება, მაგრამ თუ ყველა არ ჩაერთვება
თავიანთი ცოდნის გაერთიანებაში, ვერავინ მიაღწევს საბოლოო წარმატებას. ეს
ტექნიკა სხვადასხვა ეთნიკური და რასობრივი ჯგუფების თანატოლებს ერთმანეთის
მოწონებაში უწყობს ხელს, ზრდის უმცირესობის ჯგუფების წევრი ბავშვების
თვითშეფასებასა და აუმჯობესებს მათ აკადემიურ მოსწრებას (Johnson & Johnson,
2000).

რამდენად გავრცელებულია ინტერჯგუფური კონტაქტის ოპტიმალური ხასიათი?


თეორიის მიხედვით, პროფესიული ფეხბურთის გუნდის თანაგუნდელობა ან
სტატისტიკურ ამოცანაზე მომუშავე ინტერრასობრივი ჯგუფის წევრობა ამცირებს
ცრურწმენებს. უბრალოდ, ლექციაზე სხვადასხვა ჯგუფის სტუდენტების ყოფნა,
სავარაუდოდ, საკმარისი არ არის. რასათა შორის ურთიერთობის სასარგებლო სახეები
დღეს უფრო გვხვდება, ვიდრე ადრე, განსაკუთრებით სამუშაო სიტუაციებში. მაგრამ
ცხოვრების ბევრ სხვა სფეროში, განსხვავებულ ეთნიკურ თუ რასობრივ ჯგუფებს
ერთმანეთთან შედარებით ნაკლები კონტაქტი აქვთ. შედეგად, ინტერჯგუფური
კონტაქტი პანაცეა არ არის.
რეკატეგორიზაცია
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიდგომა, რომელიც სტერეოტიპების კონგიტურ
საფუძველზე ამახვილებს ყურადღებას. მაშინაც კი, როდესაც შიდა და გარე ჯგუფს
შორის კონტაქტი არსებობს და გარე ჯგუფის წევრები აჩვენებენ, რომ სტერეოტიპებს
არ შეესაბამებიან, კატეგორიაზე დაფუძნებული აღქმა მაინც ძალაშია და
სტერეოტიპებიც საკმაოდ მძლავრია. როგორი კატეგორიები შეიძლება
შემოგვათავაზოს კოგნიტიურმა მიდგომამ სტერეოტიპების დასაძლევად და
ცრურწმენებს შესამცირებლად?

ერთ-ერთ სტრატეგიას წარმოადგენს, როგორც შიდა, ისე გარე ჯგუფის წევრების


რეკატეგორიზაცია ერთ, უფრო ფართე, ინკლუზიურ ჯგუფში. რეკატეგორიზაციაა,
როდესაც ფეხბურთის ორივე გუნდის წევრები გაშმაგებული თამაშის შემდეგ ერთად
შეიკრიბებიან სალოცავად. ამით ისინი ქმნიან ქრისტიანების საერთო
სუპერორდინარულ ჯგუფს, რომელიც მათი გუნდების ქვეჯგუფზე მაღლა დგას.
ზეაღმატებული კატეგორიების შექმნა დამოკიდებულია იმ სიტუაციურ ცვლადებზე,
რომლებიც ამცირებს ქვეჯგუფის წევრობის სიცხადეს (Gaertner et al., 1989).
მაგალითად, ერთი ექსპერიმენტი ქმნიდა ზეაღმატებულ კატეგორიებს, მიუხედავად
აშკარა ვიზუალური განსხვავებებისა შიდა და გარე ჯგუფებს შორის. შიდა ჯგუფის
შესაქმენლად, ჯგუფის ნახევარს სატარებლად ლაბორატორიის ხალათები დაურიგეს,
ხოლო გარე ჯგუფის წევრებს – ჯგუფის მეორე ნახევარს – ჩვეულებრივი ტანსაცმელი
ეცვათ. შიდა ჯგუფი თავს გამორჩეულად გრძნობდა და საკმაოდ ნეგატიურად
აფასებდა გარე ჯგუფს. შემდეგ, თითოეული ჯგუფის წევრების ნახევარი გააერთიანეს
უფრო დიდ, სუპერორდინარულ კატეგორიაში, წევრების ნახევარს შოკოლადის ფილა
დაურიგეს და ამით გააერთიანეს. ამ კატეგორიაში გაერთიანებულმა შიდა ჯგუფის
წევრებმა თავისი გარე ჯგუფის წევრები უფრო პოზიტიურად შეაფასეს (Dovidio,
Gaertner, Isen & Lowrance, 1995). ასე იმიტომ მოიქცნენ, რომ გაიზარდა აღქმა იმისა,
რომ როგორც შიდა, ისე გარე ჯგუფის წევრები იყვნენ უფრო დიდი, ინკლუზიური
ჯგუფის ნაწილი. (Dovidio et al., 1998b). ზეაღმატებული ჯგუფების შექმნამ შეიძლება
ხელი შეგვიწყოს გარე ჯგუფთან დაკავშირებული სტერეოტიპების გაქრობაში.

ბევრი ეროვნება ყალიბდებოდა იმ იმედით, რომ შეძლებდნენ ადრე ერთმანეთის


მოძულე ჯგუფების გაერთიანებას უფრო ინკლუზიურ სუპერორდინარულ
კატეგორიაში. ზოგიერთ შემთხვევაში ეს მუშაობს – მაგალითად, აშშ-ში
კათოლიკებისა და პროტესტანტების შემთხვევაში. ხანდახან მუშაობს დაძაბულობის
შენარჩუნების ხარჯზე, როგორც, მაგალითად, ფლამანდიურად და ფრანგულად
მოლაპარაკე ბელგიელები. ზოგიერთ შემთხვევაში საერთოდ არ მუშაობს, როგორც
ყოფილი იუგოსლავიის შემთხვევაში, როდესაც ერი, საბოლოო ჯამში, ცალკეულ
ერებად იყოფა, რომლებსაც სხვადასხვა ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფები
აკონტროლებს; ან ცალცალკე მიწა უნდა მიეცეს ორივე ჯგუფს, როგორც პალესტინისა
და ისრაელის შემთხვევაში. დაძაბულობა, რომელსაც სახელმწიფოებრივი
მშენებლობის ძალისხმევა ქმნის, ერთი მხრივ, ეხება ქვეჯგუფის სურვილს, იყოს
აღიარებული და ავტონომიური და, მეორე მხრივ კი, ეროვნულ ინტეგრაციასა და
ერთგულებას. აშშ-ში ასეთ კონფლიქტი ვლინდება კამათში მათ შორის, ვინც მომხრეა
ერთიანი, „ფერებისგან თავისუფალი“ საზოგადოებისა და ვინც მხარს უჭერს უფრო
მულტიკულტურულ საზოგადოებას, რომლის წიაღშიც ბევრი აღწევს აღიარებას.

ზოგიერთი კვლევა აჩვენებს ზეაღმატებული იდენტურობის სასურველობას, სულ


მცირე, ინტერჯგუფური ჰარმონიის თვალსაზრისით. მაგალითად, ვოლსკომ და მისმა
კოლეგებმა (Wolsko, et al. 2000) გამოავლინეს, რომ მულტიკულტურული
გზავნილების ზემოქმედება ზრდიდა გარე ჯგუფის მიმართ სტერეოტიპებს, მაშინ
როდესაც კანის ფერზე ფოკუსი ამცირებდა მას. ამის მსგავსად, აშშ-ში, ეთნიკურ
უმცირესობათა ჯგუფები, რომლებსაც სუპერორდინარულ კულტურასთან აქვთ
იდენტობა, სამართლიანობას აფასებენ იმის მიხედვით თუ როგორ გამოიყენება
არსებული რესურსები ყველასთან, და არა მხოლოდ მათ ჯგუფთან მიმართებაში.
მაგრამ ისინი, ვისაც მხოლოდ საკუთარ ეთნიკურ ჯგუფთან აქვს იდენტობა,
სამართლიანობას მხოლოდ საკუთარ ჯგუფთან მიმართებაში განიხილავს. (Hou,
Smith, Tyler & Lind, 1996).

დღეს, ისეთი ქვეყნები, როგორიცაა საფრანგეთი, გერმანია, ნიდერლანდები,


ინგლისი, კანადა და აშშ, აწყდებიან პრობლემებს, რომლებსაც ეთნიკური
მრავალფეროვნება ქმნის. ძალადობასთან დაკავშირებული ეთნიკური პრობლემები
მსოფლიო მასშტაბით ჰედლაინშია: ყოფილ საბჭოთა კავშირში, ყოფილ
იუგოსლავიაში, მთელს აფრიკაში, შრი-ლანკასა და ინდოეთში და ახლო
აღმოსავლეთის ისეთ ქვეყანაში, როგორიცაა ერაყი. აშშ-ში დიდი ეთნიკური ჯგუფები
ახალ გამოწვევებს აწყდებიან: ესპანურად მოლაპარაკე ჯგუფები შემოვიდნენ სამუშაო
ბაზარზე, სადაც აფროამერიკელები და უმცირესობათა სხვა ჯგუფის
წარმომადგენლები ჩაანაცვლეს; აფროამერიკელი პოლიტიკოსები ადგილობრივ
მთავრობებში აირჩიეს და უმცირესობათა წევრების დისკრიმინაციისთვის სასჯელს
აწესებენ; კორეელი მოვაჭრე ოჯახები სხვა უმცირესობათა ჯგუფებისგან ძალადობას
განიცდიან ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ლოს-ანჯელესი და ნიუ-იორკი; აზიელი
ამერიკელი სტუდენტების აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებამ სხვების
უკმაყოფილება გამოიწვია; ქალაქის სკოლებში უჭირთ სხვადასხვა ქვეყნიდან
ჩამოსული ბავშვების განთავსება –ბავშვებისა, რომელთა უმრავლესობამ მხოლოდ
მშობლიური ენა იცის.

ბევრი თანამედროვე ერი ცდილობს სწრაფად მზარდი სხვადასხვა ჯგუფის


ადაპტირებას. ამავდროულად, ბევრმა მათგანმა შემოიღო ისეთი პროგრამები,
რომლებიც გამიზნულია ყველა ჯგუფის თანასწორობის მისაღწევად. ასეთ
ძალისხმევას ისტორიის მანძილზე ადგილი არ ჰქონია. კაცობრიობის არსებობის
მანძილზე ასეთი თანასწორობა სრულიად უჩვეულო იყო. გასაკვირიც არ უნდა იყოს,
რომ ცრურწმენები ბოლომდე არ აღმოფხვრილა. თუმცა, პრაქტიკულმა სიძნელეებმა,
რომელიც თავს იჩენს ცრურწმენების შემცირების პროცესში, არ უნდა გადაფაროს ის
პრაქტიკული და ამავე დროს მორალური ლეგალური მიზეზები, რომელთა გამოც
არის ამის გაკეთება მნიშვნელოვანი. მართლაც, ცრურწმენების შემცირება ახლა
შეიძლება ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. როგორც ჩანს, ინტერჯგუფური
ანტაგონიზმი ადამიანური ყოფის ფუნდამენტურ ასპექტს წარმოადგენს.
თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოებთან მიმართებაში კი მნიშვნელოვანია,
ვაღიაროთ ჰარმონია და ჯგუფური ტოლერანტობა, როგორც მნიშვნელოვანი
საფუძველი, რომელიც კაცობრიობას თანაარსებობისა და თანამშრომლობის
შესაძლებლობას აძლევს.
შეჯამება
1. ცრურწმენები, სტერეოტიპები და დისკრიმინაცია შეესაბამება ინტერჯგუფური
ანტაგონიზმის აფექტურ, კოგნიტიურ და ქცევით კომპონენტებს.
2. სტერეოტიპები და ცრურწმენები ძლიერ გავლენას ახდენს ადამიანის ქცევასა
და ატიტუდებზე სხვადასხვა სფეროში.
3. სოციალური დასწავლა, სავარაუდოდ, უმცირესობათა ჯგუფების მიმართ
სტერეოტიპებისა და ცრურწმენების ყველაზე ძლიერი დეტერმინანტია.
ცრურწმენები ხშირად წარმოიქმნება ბავშვობისა და მოზარდობის პერიოდში
და მოგვიანებით მათი შეცვლა ძნელია.
4. ფსიქოდინამიკური თეორიების მიხედვით, ცრურწმენები ადამიანის
განსაკუთრებული პიროვნული დინამიკიდან მომდინარეობს.
5. ინტერჯგუფური კონკურენციის თეორიების მიხედვით, ცრურწმენები
რესურსებზე ბრძოლით გამოწვეული კონფლიქტის გამო ყალიბდება. ამ
თეორიის მიმდევრები თვლიან, რომ ჯგუფური თანასწორობისადმი
წინააღმდეგობა, ნაწილობრივ დაკავშირებულია იმ საზღაურზე, რისი გაცემაც
დომინანტ ჯგუფებს უწევთ და გამოწვეულია იმით, რომ ჯგუფური იერარქიის
შეცვლა საკმაოდ რთულია.
6. კოგნიტიური მიდგომების მიხედვით, სტერეოტიპები და ცრურწმენები
ნორმალური კოგნიტიური პროცესებიდან წარმოიქმნება, განსაკუთრებით –
ინდივიდების შიდა და გარე ჯგუფებად კატეგორიზაციიდან. კატეგორიაზე
დაფუძნებული აღქმა (Category-based processing) ავტომატური და ხშირად
არაცნობიერი უნდა იყოს. კატეგორიის იარლიყები მნიშვნელოვანია
კატეგორიისადმი ემოციური დაკავშირებისთვის.
7. სოციალური იდენტობის თეორიის მიხედვით, ინტერჯგუფური ანტაგონიზმი
შეიძლება გაჩნდეს მაშინაც, როდესაც არ არსებობს რეალური ინტერესთა
კონფლიქტი; ამის მიზეზი ისაა, რომ ადამიანების თვითშეფასება მჭიდროდაა
დაკავშირებული მათ სოციალურ იდენტობასთან და საკუთარი ჯგუფის, გარე
ჯგუფთან შედარებით, აღმატებულად შეფასებასთან.
8. მიუხედავად იმისა რომ ძველმოდური რასობრივი ცრურწმენები ბოლო
წლებში შემცირდა, მათი ადგილი სხვა ფორმებმა დაიკავა, როგორიცაა
სიმბოლური რასიზმი და ავერსიული რასიზმი. ეს ორი ქმნის ემოციებზე
დაფუძნებულ რასობრივ სტერეოტიპებს განსხვავებული ღირებულებებით,
განსაკუთრებით, თვითდაჯერებულობასა და თანასწორობასთან მიმართებაში.
9. ახალი მნიშვნელოვანი განსხვავება არსებობს ექსპლიციტურ და იმპლიციტურ
სტერეოტიპებს შორის; ექსპლიციტური სტერეოტიპები არის ცნობიერი და
მათი გამოხატვის გაკონტროლება შეგვიძლია; იმპლიციტური სტერეოტიპები
კი არაცნობიერი, ავტომატური და არაკონტროლირებადია.
10. ტოლერანტობის სოციალიზაცია, განსაკუთრებით კი განათლება,
ცრურწმენების შემცირების ეფექტური ხერხია; თუმცა ეს ხერხი ნელა მუშაობს.
11. ცრურწმენების შემცირების კიდევ ერთ გზას ინტერჯგუფური კონტაქტი
წარმოადგენს, თუ ის გულისხმობს საერთო მიზნებზე მიმართულ
თანამშრომლობით ურთიერთდამოკიდებულებას, თანაბარ სტატუსს, ახლო და
რეგულარულ ურთიერთობებს და ინსტიტუციურ მხარდაჭერას. საზოგადოება
ყოველთვის კარგად არ არის ორგანიზებული იმისთვის, რომ ისეთი
ინტერჯგუფური კონტაქტი უზრუნველყოს, რომელიც ცრურწმენებს
ამსხვრევს.
12. რეკატეგორიზაციის სტრატეგიას შეუძლია ცრურწმენების შემცირება.
კონფლიქტური ჯგუფები შეიძლება გავაერთიანოთ ზეაღმატებულ ჯგუფში და
სხვა გადამკვეთი ჯგუფური მიკუთვნებულობა უფრო თვალსაჩინო გავხადოთ.

You might also like