You are on page 1of 3

ფარჯანაძე 39-47 არასწორი

ყურადღების ფაქტორები:

1. ობიექტური - აკუთვნებენ ყურადღების გამომწვევ იმ პირობებს, რომლებიც გარემოში


მოცემული ობიექტის (ყურადღების საგნის) თვისებებს წარმოადგენენ
2. სუბიექტური - იმ პირობებს, რომლებიც თვით სუბიექტში მისი შინაგანი
მდგომარეობის სახითაა წარმოდგენილი

ყურადღების ობიექტური ფაქტორები

1. გამღიზიანებლის ხანგრძლივობა - ყურადღებას იზიდავს გამღიზიანებელი, რომლიც


დიდხანს გრძელდება. მაგ: მატარებლის ან მანქანის სიგნალი
2. საგნის სიდიდე - დიდი საგნები უფრო იზიდავენ ყურადღებას, ვიდრე პატარა
3. საგნის სიახლოვე - ახლოს მდებარე საგნები უფრო იქცევენ ყურადღებას, ვიდრე
შორსმდებარე
4. საგნის განცალკევება - იზოლირებული საგანი უფრო დიდ ყურადღებას იქცევს. მაგ;
ხე ტყეში
5. კონტრასტის ფაქტორი -ყოველი კონტრასტულად განცდილი ფაქტორი იზიდავს
ადამიანის ყურადღებას. მაგ: დიდი და პატარა ერთმანეთის გვერდით, ფერადი საგანი
რუხ საგნებს შორის
6. მოძრაობა
7. ცვლილება - უცვლელი შეუმჩნეველი ხდება. დიდი ხნის უცვლელის შეცვლა კი
ძლიერად იზიდავს ყურადღებას
8. სიახლე - ცვლილება + მოძრაობა. ახალი, უჩვეულო, მოულოდნელი. ახალი ამბავი,
ფაქტი, წიგნი, ადამიანი... (არ არის სავსებით ობიქტური, რადგან დამოკიდებულია
სუბიექტის გამოცდილებაზე)
9. ნაცნობობისა და ჩვეულებრიობის ფაქტორი - როცა სუბიექტი უცნობ, ახალ
სიტუაციაშია, ყურადღებას იწვევს არათუ სიახლე, არამედ ნაცნობობა და
ჩვეულებრიობა (ნაცნობი მელოდია, ნახატი, სახე )

სუბიექტური ანუ შინაგანი ფაქტორები

1. მოთხოვნილება - მშიერი - შეამჩნევს საჭმლის სუნს, დაღლილს თვალში ეცემა


დასაჯდომი ადგილი
2. ინტერესი - იქ სადაც ინტერესია, ყურადღებაც არის. საინტერესოს ადვილად ვისმენთ,
ვკითხულობთ
3. განწყობა - დედას ეღვიძება ბავშვის ხმაზე, რადგან ის განწყობილია ბავშვის მიმართ
სიფხიზლის განწყობით, ხოლო ამ განწყობის შეუსატყვისი ძლიერი
გამღიზიანებელიც კი (ზარი, სინათლე) ვერ აღვიძებს ამ ადამიანს
4. ნებისყოფა - წამყვანია ყურადღების ყოველი მიზანდასახული, შეგნებული
მოქმედების შემთხვევაში. ადამიანი ყურადღებას აქცევს ისეთ რაღაცას, რისი
ინტერესიც არ აქვს, თუმცა იაზრებს მის საჭიროებას

ყურადღების ნეგატიური ფაქტორები - დამაქვეითებელი, შემასუსტებელი

1. მობეზრება
2. მოყირჭება
3. შფოთვა
4. ფიზიოლოგიური ფაქტორები - დაღლილობა, გამოუძინებლობა ადუნებს ყურადღებას
5. ანტიჰიგიენური პირობები - გადამუშავებული ჰაერით სუნთქვა, მანქანების
გამონაბოლქვი ჰაერში

აზროვნება - პრობლემის გადაჭრა

აზროვნება - ინფორმაციის გადამუშავების პროცესი, რომლის მიზანია პრობლემის გადაჭრა,


დასკვნების გაკეთება და გადაწყვეტილების გამოტანა.

აზროვნება კოგნიტური პროცესია, ანუ შინაგანად, გონებაში მიმდინარეობს, მაგრამ შედექი


ვლინდება ქცევაში. მაგ: მოჭადრაკე თავის აზროვნებას ჭადრაკის ფიგურის გადაადგილებაში
ავლენს. აზროვნების დროს ხდება ცოდნის გამოყენება და მანიპულირება - ფირობს შემდეგ
სვლაზე. აზროვნება მიზანმიმართული და პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული
პროცესია. მაგ: სვლა მიმართულია მოგებაზე

პრობლემის გადაჭრა არის აზროვნების პროცესი, რომელიც მიმართულია კონკრეტული


პრობლემის გადაწყვეტაზე, რომელიც საწყისი მომენტიდან მიზნის მიღწევამდე
მიმდინარეობს მთელი რიგი ფსიქიკური ოპერაციების საშუალებით

პრობლემის სახეები:

1. ინდუქციური სტრუქტურის პრობლემა - ადამიანმა უნდა აღმოაჩინოს მოცემული


პრობლემის ნაწილებს შორის მიმართებები. მაგ: იპოვე მომდევნო ციფრი: 1 2 8 3 4 6 5 6
...
2. მოწესრიგების პრობლემა - უნდა განალაგოს ნაწილები ისე, რომ მოერგოს საჭირო
კრიტერიუმს. მაგ: რა სიტყვაა წსვაალ?
3. ტრანსფორმაციის პრობლემა - ცვლილებები უნდა განახორციელოს დასახული
მიზნის მიღწევისთვის

პრობლემის სამი ელემენტი:

1. საწყისი მდგომარეობა - პრობლემის არსებობის გააზრება


2. საბოლოო მდგომარეობა - სასურველი მიზნის მიღწევა
3. გადასვლა საწყისი მდგომარეობიდან საბოლოო მდგომარეობაში

კარგად სტრუქტურირებული პრობლემა - ნათლად ჩანს პრობლემის სამივე კომპონენტი -


საწყისი მდგომარეობა, მიზანი და მიზნის მისაღწევად საჭირო ოპერაციები

ცუდად სტრუქტურირებული პრობლემა - გადაჭრის გზა ბუნდოვანია, არ არის გამოყოფილი


აწყისი მდგომარეობა, მიზანი და ოპერაციები

პრობლემის გადაჭრის 7 საფეხური შტერნბერგის მიხედვით:??????????????????????????????

სტენბრ=ერგი 13-19

შერჩევითი ყურადღება

ქოლინ ჩერი - „კოქტეილის წვეულების“ ეფექტი - უამრავი დისტრაქტორის არსებობის


პირობებში ერთ მხარეს ყურადღების მიმართვა

შერჩევითი ყურადღების თეორიები

1. ადრეული გადამუშავების მოდელები - ფიზიკური მახასიათებლების ანალიზის


საფუძველზე სტიმულები იფილტრება გადამუშავების საწყის ეტაპზე

ბროდბენტის თეორია
შეიმუშავა ყურადღების შერჩევითი ფილტრის მოდელი. ინფორმაციის
გადამუშავების პროცესში ის გამოყოფს საწყის (ფიზიკური მახ.მიხ.გადამუშავება) და
გადავადებულ (სემანტიკური გადამუშავება) ეტაპებს. სენსორული ფილტრი ატარებს
ყურადღებას.

შერჩევითი ფილტრის მოდელი


გრეი და უედენბარნი
მორეი -
ტრეისმანის ატენუაციის/დასუსტების მოდელი
დოიჩისა და დოიჩის გვიანი ფილტრის მოდელი
ადრეული და გვიანი გადამუშავების მოდელების სინთეზი
ნეირომეცნიერება და სელექციური ყურადღება

2. გვიანი გადამუშავების მოდელები

რიდერი 3დან 36-47

You might also like