You are on page 1of 4

1) მუშა მეხსიერება ეს არის მეხსიერების ფორმა, რომელშიც არსებულ ინფორმაციაზეც

ვართ ფოკუსირებული მოცემულ მომენტში.


ეს არის მეხსიერების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს შემოსული ინფორმაციის
ხელმისაწვდომობას, რათა ხელი შეუწყოს ისეთ კოგნიტური აქტოვობების
განხორციელებას , როგორიც არის მიხვედრის უნარი, პრობლემის გადაჭრის უნარი
და სხვა.
მუშა მეხსიერება არის შეხების წერტილი, სადაც დროებით ხდება ინფორმაციის
სწრაფი გადამუშავება , მოსმენილის სხვა სიტყვებით გადმოცემა, რაიმე რთული
აზრობრივი ამოცანის ამოხსნის საჭირო ინფორმაციის ამოღება ხანგრძლივი
მეხსიერებიდან და დროებით ცნობიერებაში შეჩერება.
ბედლის მოდელის მიხედვით მუშა მეხსიერება სამ ქვესისტემას წარმოადგენს.
ესენია:
1) ფონოლოგიური საცავი– სადაც ხდება ისეთი ინფორმაციის შემოსვლა და
გამოყენება, რომელიც მეტყველებასა და ენაზეა დაფუძნებული
2) მხედველობითი სივრცე–ამ სქემაში თავს იყრის ის ინფორმაცია, რომელიც სივრცით
ან მეხდველობით შთაბეჭდილებებს მოიცავს.
3) ცენტრალური აღმსრულებელი–ყურადღების კონტროლსა და ფონოლოგიური
საცავიდან და მხედველობით–სივრცითი სქემიდან მიღებული ინფორმაციის
კოორდინაციაზეა პასუხისმგებელი.

როდესაც მუშა მეხსიერებაში შემოდის ახალი ინფორმაცია და გადაეცემა ხანგრძლივ


მეხსიერებას , ამ დროს შეიძლება აირიოს ინფორმაცია და დაიკარგოს ან გაქრეს
ინფორმაცია. უყურაღებობის შემთხვევაში შესაძლებელია მიღებული ინფორმაცია
საერთოდ გაქრეს და ვეღარ აიღვიდგინოთ. სინამდვილეში დავიწყება ძლიან კარგია,
რომ არ გვავიწყდებოდეს, მაშინ მუშა მეხიერება გადაიტვირთებოდა და ვეღარ
შევძლებდით ახალი ინფორმაციის შემოტანას გონებაში. მუშა მეხსიერება ინახავს და
არ ივიწყებს, შეუძლებელია ყველაფერი გვახსოვდეს რაც დაივინახეთ ან რაც
მოვისმინეთ, სწორედ ამიტომ ხდება გადამუშავება და დავიწყება, შეიძლება მერე
გონებაში მაინც ამოტივტივდეს, რადგან ერთ დროს ის ინფორმაცია მუშა მეხსიერებაშ
იყო.

2) ცნება ეს არის კატეგორია, რომელიც გვეხმარება რაიმე ინფორმაციისა თუ მოვლენის


, საგნებისა თუ ადამიანების დაჯგუფებაში. ცნება იყოფა თავის მხრივ ორ ჯგუფად,
ესენია, პროტოტიპი და ეგზემპლარი. პროტოტიპი ყოფს საუკეთესო კატეგორიებად,
მაგალითად ცხოველებში რომელია საუკეთესო პროტოტიპი, ან საქართველოში
რომელია საუკეთესო ფრონველი და ასე შემდეგ, ხოლო ეგზემპლარი სპეციფიკური
ცოდნა,( ამ შემთხვევაში )ცხოველების, ფრინველების შესახებ, რათა შემდგებ
მივაკუთვნოთ თუ რომელი პროტოტიპს( კატეგორიას ) მიეკუთვნებიან. ცნებებს
ვსწავლოთ პროტოტიპიზე და ეგზემპლარზე დაყრდნობით, ამ ყველაფერს
გადავამუშავებთ სქემებით , ამ ყევლაფერს ვამატებთ ჩვენს ცოდნას და გამოცდილებას
, რომელიც მოიცავს როგორს რევალენტურ ისე არალევარენტულ მახასიათებლებს.

3) მეტაკოგნიტური ცოდნა გამოიყენება აზროვნებისა და სწავლის რეგილურბისათვის.


ამ პროცესების განხორციებენა ხდება სამი უნარით, ესენია: დაგეგმვა, მონიტორინგი
და შეფასება.
დაგეგმვა– გულისხმობს იმას, რომ რა დრო უნდა დაეთმოს დავალებას კლასში,
როგორ უნდა დაიწყოს დავალების შესრულება, რა სტატეგიები უნდა იყოს
გამოყენებული, რა რესურვებია საჭირო , რა თანმიმდევრობით უნდა მივყვეთ , რაზე
უნდა გავამახვილოთ ყურადღება და რაზე არ უნდა დავკარგოთ დრო და ასე შემდეგ.
მონიტორინგი– გულისხმობს მოცემული სიტუაციის აღქმას, გაცნობიერები იმისა
თუ „რას ვაკეთებ“. მონიტორინგის დროს ხდება კითხვების დასმა, მაგალითად:
„გამოდის აქედან რაიმე აზრი?“ „ ძალიან ხო არ ვიჩქარე?“ „ საკმარისი ცოდნა მივიღე?“.
შეფასება–მოიცავს აზროვნებას, სწავლის პროცესებსა და შედეგების შესახებ
შეფასების გაკეთებას , თვითშეფასებას. მაგალითად: „ სტრატეგია ხო არ შევცვალო?“
„დახმარება ხო არ მჭირდება? ან ხო არ დავნებდე?“ .

4) კლასში მიუხედავად იმისა რომ კარგი ურთიერთობა გვქონდეს მოსწავლეებთან,


მაინც იქნება შემთხვევა, როდესაც მოგვიწევს არასასურველ ქცევასთან გამკლავება.
გამოსავლად გვევლინება რამოდენიმე ფაქტორი. მაგალითად:
1) უარყოფითი განმტკიცება– უარყოფითი განმტკიცების ძირითად პრინციპები
ასეთია: თუ ერთი მოქმედება აჩერებს და თავიდან იცილებს რაიმე
უსიამოვნებას, ეს მოქმედება ახლიდან იჩენს თავს. უარყოფითი განმტკიცება
შეიძლება გამოვიყენოთ მაში როდესაც კლასში მოსწავლეები უკმაყოფილებას
გამოხატავენ ან წუწუნებენ, არ სურთ ტესტის დაწერა ან სხვა რაიმე დავალების
შესრულება. უარყოფითი განმტკიცებით კი ისინი ისწავლიან მომავალში მეტ
წუწუნს და ჩივილს. უარყოფითი განმტკიცება მოსწავლეებს აძლევს
საშუალებას აკონტროლონ საკუთარი თავი. იმის გააზრება რომ დასვენების
გაცდენა გიწევს, ან გაკვეთილების შემდეგ კლასის დასუფთავება, არც თუ ისე
სასიამოვნოა. მაგრამ მოსწავლეებისწავლობენ კონტროლს, ისინი ხვდებიან, რომ
როგორც კი დასრულდება მათი წუწუნი და სათანადოდ მოიქცევიან, მათი
ესუსიამოვნო სიტუაციას დამთავრდება. გამოდის, რომ სასჯელი ფაქტის
შემდეგ ხდება სასურველი მიზნის მიღწევა, სადაც მოსწავლეს არ შეუძლია მისი
ადვილად კონტროლიდა განსაზღვრა.

2) მოყირჭება– ეს არის პრობლემის მოგვარების კიდევ ერთი საშუალება, სადაც


მასწაველებლი დაჭინებით სთხოვს მოსწავლეებს განაგრძონ ის მოქმედება
რასაც ასრულებდნენ სანამ თვითო არ შეწყვიტავენ, არ დაიღლებიან. მაგრამ
ძლაინ საპრთხილოა, რადგან დიდხანს დაჟინებით რაიმეს გაკეთება,
შესაძლებელია მოსწავლეზე ფსიქოლოგიურად საზიანო აღმოჩნდეს.

3) საყვადური– ხელის შემშლელი საქციელის დროს, მშვიდი და პირდაპირი


შენიშვნა უპრო ეფექტურია ვიდგე ყვირილი და საჯარო შერცხვენა. კვლევებით
დამტკიცდა, რომ კლასში თუ მოსწავლეს საჯაროდ ვუსაყვედურებთ, ის უფრო
განაგრძობს თქვის საქციელს ან მუდმივ ხასითას მიიღებს. ზოგ მოსწავლეს
მოსწონს როდესაც ცუდი საქციელით ცდილობს კლასის ყურადღების მიქცევას
და მისთვის მიყღებელია მისი ხმამაღმა შერცხვენა . ამიტომ უფრო
სასარგებლოა, თუ მასწავლებელი მოსწავლეს პირადად , ცალკე მისცემს
შენიშვნას.

5–) დეკლარაციული ცოდნა ეს არის ცოდნა რომელიც ჩვენში არსებულ ცოდნასთან ამყარებს
კავშირს. მყარი საფუძლველის დროს უფრო ადვილია ცოდნის დამატება. სწავლისა და
დამახსოვრების ეფექტური გზაა სწავლა და გაგება, თუ კარგად ვისწავლით და გავიგებთ
აუცილებლად დავიმახსოვრებთ და ეს ცოდნა მუდამ თან გვექნება. არსებობს
დეკლარაციული ცოდნის სამი გზა:

1) აზრიანად ქცევა– აზრიანი გაკვეთილები ტარდება მოსწავლეებისთვის გასაგებ


ენაზე, მათვის უცხოდა გაუგებარი ტერმინოლოგია თანდათან ვითარდება წინარე
ცოდნასთან ერთად. მოსწავლეების გასაგებ ენაზე იმახსოვრებენ და შემდეგ იბეჭდავენ
გონებაში. აზრიანიგაკვეთილები, მოიხმარენ ძველ მასალას, იმისათვის რომ მოსწავლეებმა
შეძლონ ახალი ინფორმაციის უკეთ გაგება.

2) ვიზუალური გამოსახულებები და ილუსტარციები– ამის საშუალებით მოსწავლეებს


მივცემთ საშუალებას გამოსახულებით გაიგონ და გაიაზრონ შემდეგი დავალება, არააა
საჭირო მათი გადატვირთვა მუშა მეხსიერებით. შეგვიძლია სურათებით ან ნახატებით
ავუხსნათ მოსწავლეებს რაიმე დავალება ამ თუნდაც მოთხრობა.

3) მნემონიკა– იგივე გაზეპირება. დამახსოვრების დამხმარე საშუალება. სკოლაში მცირე


რამის დაზეპირება თუ არის საჭირო, მაგრამ არსებოს ისეთი საკითხებიც რასაც დაზეპირების
გარეშე ვერ დავიმახსოვრებთ. შესაძლებელია ნაწილ–ნაწილ დაზეპირებას , რასაც განლაგების
ეფექტი ქვია. ჩვენ ვცდილობთ დავიზეპირობთ მსგავსი სიტყვებით და ბოლოს გამოდის ,რომ
მხოლოდ დასაწყისს და დასასრულს ვიმახსოვრებთ , შუა ნაწილს კი ვერა, სწორედ ეს არის
განლაგების ეფექტი.

You might also like