You are on page 1of 29

ფსიქოლოგია სკოლამდელ განათლებაში

1. შესავალი: საგანი, ამოცანები, მეთოდები

ტრადიციულად პედაგოგიური ფსიქოლოგიისგან, როგორც მეცნიერებისგან,


მოელიან განათლებაში მიმდინარე ფენომენების შესწავლას, ახსნას და აღწერას. ამავე
დროს პედაგოგები და ფსიქოლოგები, რომელთაც უშუალოდ აქვთ შეხება
საგანმანათლებლო პრაქტიკასთან, ზოგჯერ ვერ პოულობენ პედაგოგიურ
ფსიქოლოგიაში პასუხებს არსებით და მნიშვნელოვან კითხვებზე: როგორია მიზნები,
არსი და დანიშნულება პედაგოგისა და ფსიქოლოგის თანამედროვე საზოგადოებაში;
როგორ მოვიქცეთ ამათუიმ პრობლემურ პროფესიონალურ სიტუაციაში.

აკადემიური ფსიქოლოგიის წარმომადგენლებს და პრაქტიკოსებს აქვთ


პროფესიული საქმიანობის განსხვავებული საგანი, განსხვავებული მიზნები და მათი
რეალიზაციის საშუალებები, განსხვავებული პროფესიული ენა. კვლევებში ჩართული
ფსიქოლოგების რეკომენდაციები ჩამორჩებიან დინამიურად განვითარებად რეალურ
სიტუაციას, რომელიც თავისი კანონებით ვითარდება. გარდა ამისა, ყოველთვის არ არის
გათვალისწინებული ვინ გამოიყენებს ამ რეკომენდაციებს. რთულ ვითარებაში
მოქმედებენ პრაქტიკოსი ფსიქოლოგებიც. ერთი მხრივ, მეცნიერული კვლევების
შედეგები ამდიდრებენ წარმოდგენებს საგანმანათლებლო პროცესის არსის შესახებ,
მეორე მხრივ ისინი ხშირად ვერ პოულობენ მათში პასუხებს, კერძოდ ისეთ
შეკითხვებზე როგორიცაა: რაში მდგომარეობს განათლებაში პრაქტიკოსი ფსიქოლოგის
მუშაობის არსი? როგორ მიმართებაშია პედაგოგისა და ფსიქოლოგის საქმიანობა?
როგორ უნდა აიგოს საგანმანათლებლო პროცესის სუბიექტებთან ფსიქოლოგიური
სამსახურის მუშაობის ტექნოლოგია?

პედაგოგიური პროცესი აღმზრდელისა და ბავშვის ურთიერთობაში


ხორციელდება. ამ პროცესში აღმზრდელის მოქმედებას “სწავლება” ეწოდება, ბავშვის
მოქმედებას კი _ “სწავლა”.

სწავლა, როგორც ბავშვის მოქმედება და აქტივობა, რომელი მეცნიერების საგანია


_ პედაგოგიკის თუ ფსიქოლოგიის?

პედაგოგიკა სწავლას, როგორც მოსწავლის ქცევას, მხოლოდ სწავლების


ამოცანებთან დაკავშირებით განიხილავს. სწავლების ფუნქცია კი არის მოსწავლეს

1
სწავლაში გაუწიოს ხელმძღვანელობა, რომ მან საუკეთესო შედეგებს მიაღწიოს.
პედაგოგიკას აინტერესებს როგორ შეიძლება სწავლის მართვა და ხელმძღვანელობა იმ
ამოცანების მისაღწევად, რომლებსაც საგანმანათლებლო დაწესებულება ისახავს მიზნად.

რისი ცოდნა ჭირდებათ აღმზრდელებს:

 როგორ ასწავლონ _ სწავლების ცოდნა გულისხმობს საგნის პრინციპებს და


სტრატეგიებს, კარგ აღმზრდელებს შეუძლიათ მასალის კარგად მიწოდება
 რა ასწავლონ

რისი ცოდნა სჭირდებათ ფსიქოლოგებს?

ფსიქოლოგიას თვით სწავლის აქტივობა, სწავლის ქცევის მიმდინარეობის


პროცესი აინტერესებს. პედაგოგიკისაგან განსხვავებით, ფსიქოლოგიას სწავლის
“როგორობა” აინტერესებს და არა მისი გარდაქმნის და მართვის შესაძლებლობები.

სწავლება რომ წარმატებითი იყოს, თვითონ სწავლის პროცესი უნდა იყოს


ცნობილი. პედაგოგიკამ სწავლების მეთოდური გზები და საშუალებები იცის, მაგრამ
მისი გამოკვლევის სფეროში არ შედის იმის დადგენა, თუ თვით მოსწავლეში სწავლების
ამოცანების გადაწყვეტისას რა შინაგანი პროცესები მიმდინარეობს, რომელთა გამოც
ერთიდაიგივე მეთოდიკის გამოყენებით ერთ შემთხვევაში იმ შედეგს ვაღწევთ რასაც
მიზნად ვისახავთ, მეორე შემთხვევაში კი მოულოდნელ შედეგს ვიღებთ: ზოგი
ადვილად სწავლობს, ზოგს უძნელდება სწავლა; ერთ შემთხვევაში ცოდნა ისეა
განმტკიცებული, რომ მისი პრაქტიკულად გამოყენება ადვილად მიიღწევა, მეორე
შემთხვევაში ასეთ ეფექტს ვერ ვღებულობთ და ა.შ. ყველა ეს სწავლის ფსიქოლოგიური
საკითხია. მაგალითად, სწავლების ამოცანაა ბავშვს განუვითაროს დამოუკიდებელი,
შემოქმედებითი აზროვნების უნარი. ფსიქოლოგია არკვევს, როგორ მიმდინარეობს
შემოქმედებითი აზროვნება და რა ფაქტორები განსაზღვრავენ მას. პედაგოგიკა კი _
შემოქმედებითი აზროვნების ასეთი ბუნებიდან გამომდინარე, როგორ შეიძლება მისი
მართვა და სათანადო გზით განვითარება.

ერთის მხრივ, პედაგოგიური ფსიქოლოგია გაგებულია როგორც ფსიქოლოგიასა


და პედაგოგიკას შორის არსებული კომპლექსური ცოდნის მოსაზღვრე სფერო, და
ერთობლივად შეისწავლის ურთიერთკავშირებს მომავალი თაობის აღზრდას,
სწავლებასა და განვითარებას შორის. მეორე მხრივ, პედაგოგიური ფსიქოლოგიის საგანი
განმარტებულია როგორც სწავლის პროცესი, რომელიც მოიცავს თავის თავში მის

2
სტრუქტურებს, მახასიათებლებს, მიმდინარეობის კანონზომიერებებს, მოსწავლის
ასაკობრივ და ინდივიდუალურ თავისებურებებს, პირობებს, რომლებიც ყველაზე
ეფექტიანია განვითარებისთვის.

განათლების ფსიქოლოგია არამარტო შეისწავლის ფსიქოლოგიურ განათლებაში


მიმდინარე პროცესების მექანიზმებს და კანონზომიერებებს, არამედ ცდილობს მათ
თანამედროვე საგანმანათლებლო პრაქტიკაში ინტეგრირებას.

ამრიგად, განათლების (პედაგოგიური) ფსიქოლოგიის საგანი არის მექანიზმები,


კანონზომიერებები და პროცესები, რომლებიც უზრუნველყოფენ პიროვნების
ფორმირების პროცესს საგანმანათლებლო პროცესში.

განათლების ფსიქოლოგია როგორც გამოყენებითი დისციპლინა,


ორიენტირებულია საგანმანათლებლო პროცესის ფსიქოლოგიურ უზრუნველყოფაზე,
რაც გულისხმობს განათლების სისტემაში მომუშავე ფსიქოლოგისა მუშაობის ეფექტიანი
მეთოდების გამოვლენას და შექმნას.

პედაგოგიური ფსიქოლოგია მჭიდროდ არის დაკავშირებული ასაკობრივ და


დიფერენციალურ ფსიქოლოგიასთან, ფსიქოგენეტიკასთან, პედაგოგიკასთან,
სოციალურ ფსიქოლოგიასთან, ფილოსოფიასთან, კულტუროლოგიასთან.

პედაგოგიური ფსიქოლოგიის ძირითადი ამოცანებია:

 მოსწავლეთა სრულყოფასოვანი ფსიქიკური განვითარებისა და ყოველ ასაკობრივ


ეტაპზე პიროვნების ფორმირებისათვის აუცილებელი მექანიზმების და
უზრუნველყოფის პირობების კვლევა;
 გამოვლენა და პროექტირება სოციალურ-პედაგოგიური პირობების, რომლებიც
მაქსიმალურად უწყობენ ხელს საგანმანათლებლო პროცესის სუბიექტების
პიროვნულ განვითარებას, თვითგამორკვევას და თვითგანვითარებას.
 მეთოდური ინსტრუმენტების შექმნა, რომლებიც საშუალებას მოგვცემს
გამოვავლინოთ ბავშვის ინტელექტუალური და პიროვნული განვითარების
თავისებურებები და მოვახდინოთ მათი პროგნოზირება;
 საგანმანათლებლო პროცესის მონაწილეთა (მშობელი, მასწავლებელი,
საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაცია) ფსიქოლოგიური
თავისებურებების და მათი ბავშვზე ზეგავლენის მექანიზმების შესწავლა.

3
მეთოდები. 2

ძირითადი მეთოდებია დაკვირვება და ექსპერიმენტი.

დაკვირვება – საკვლევი ობიექტის მიზანმიმართული, სპეციალურად ორგანიზებული


და დაფიქსირებული აღქმა. დაკვირვება საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ ბავშვის,
მასწავლებლის ან მშობლის ფსიქოლოგიური თავისებურებები მათთვის ბუნებრივ
პირობებში. ბავშვს შეიძლება დავაკვირდეთ გაკვეთილზე ან თანატოლებთან თამაშის
დროს, მშობელს – საკლასო ზეიმზე ან დამკვირვებელი უნდა
შეკრებებზე.
ეყრდნობოდეს ქცევის ობიექტურად დაკვირვებად პარამეტრებს და არ უნდა ახდენდეს
მათ ინტერპრეტირებას.

დაკვირვების შეცდომები, რომლებიც დაკავშირებულია დამკვირვებლის


პიროვნებასთან:

 “შარავანდედის ეფექტი” დაკავშირებულია დამკვირვებლის მიდრეკილებასთან


განაზოგადოს დასაკვირვებელი სუბიექტის ქცევა. ბავშვზე დაკვირვება
გაკვეთილების დროს ხშირად გადაიტანება მის ქცევაზე საზოგადოდ;
 “მცდარი თანხმობის” შეცდომა იმაში მდგომარეობს, რომ ქცევის შეფასებისას
დამკვირვებელი მისდევს სხვების აზრს, რომელიც შეიქმნა დასაკვირვებელ
ინდივიდზე (“ყველა ასე ამბობს”);
 “საშუალო ტენდენციის” შეცდომა დაკავშირებულია ტენდენციასთან
ორიენტირებული იყო ტიპური, ყველა ადამიანისთვის დამახასიათებელი
“საშუალოსტატისტიკური” ქცევის გამოვლინებაზე, და არა ჩვეულებრივისგან
განსხვავებული ქცევის ფორმების გამოვლენაზე (დამკვირვებლის შეხედულებას
იმაზე, რომ ბიჭები საშუალოდ უფრო აქტიურები და ენერგიულები არიან, ვიდრე
გოგონები, შეუძლია გავლენა იქონიოს სხვადასხვა სქესის ბავშვებს შორის
ურთიერთობებზე დაკვირვებისას);
 “პირველი შთაბეჭდილების” შეცდომა არის ჩამოყალიბებული სტერეოტიპების
დასაკვირვებელი ინდივიდის აღქმაზე გადატანის შედეგი.
ეს შეცდომები რომ ავიცილოთ, სასურველია დავაკვირდეთ კონკრეტული
ადამიანის ქცევას დიდი ხნის განმავლობაში, შევადაროთ შედეგები სხვა ადამიანების
მონაცემებს.
დამკვირვებელმა კარგად უნდა წარმოიდგინოს რაზე, რისთვის და როგორ
აპირებს დაკვირვების წარმოებას: უნდა შეიქმნას პროგრამა, განისაზღვროს
დასაკვირვებელი ქცევის პარამეტრები, ფიქსაციის ხერხები. წინააღმდეგ შემთხვევაში ის
დააფიქსირებს შემთხვევით ფაქტებს.

4
დაკვირვების სახეებია დღიური, რომელიც შეიძლება აწარმოოს მშობელმა და
პედაგოგმა, აღწერონ ბავშვის განვითარების თავისებურებები, მათი ურთიერთქმედება
სხვა ადამიანებთან. ფასეული მასალა შეიძლება მივიღოთ დღიურებისა და
თვითანგარიშის ჩანაწერებიდან.

გამოკითხვის მეთოდი უზრუნველყოფს ინფორმაციის მიღებას უშუალო (საუბარი,


ინტერვიუ) ან გაშუალებული (ანკეტირება, გამოკითხვა) ურთიერთობის პროცესში.
ანკეტირების და ინტერვიუს ხარისხიანად ჩატარებისთვის მნიშვნელოვანია კითხვების
ნათლად ფორმულირება, ისე, რომ შეკითხვები ერთმნიშვნელოვნად გასაგები იყოს
ცდისპირებისთვის. ფსიქოლოგიაში დამუშავებულია კითხვების შედგენის წესები (ღია
და დახურული კითხვები), მათი სათანადო თანმიმდევრობით განლაგებისათვის,
ცალკეულ ბლოკებად დაჯგუფებისათვის. ანკეტების შედგენისას ყველაზე ხშირად
გვხვდება შემდეგი შეცდომები: გამოიყენება სამეცნიერო ტერმინები ან
რესპოდენტისთვის გაუგებარი სიტყვები; გამოიყენება არაკონკრეტული, ზოგადი
ცნებები ამა თუ იმ თვისების მნიშვნელობის აღსანიშნად (“ხშირად-იშვიათად”, “ბევრი-
ცოტა”); აუცილებელია დაკონკრეტება (რეგულარულად – კვირაში ერთხელ – თვეში
ერთხელ - წელიწადში ერთხელ და ა.შ.); ფსიქოლოგი ცდილობს დააინტერესოს
რესპოდენტი და სთავაზობს არასწორფასოვან პასუხებს ან იყენებს “სლენგს”. საუბრის
ჩატარებისთვის მნიშვნელოვანია შეიქმნას ნდობის ატმოსფერო ფსიქოლოგსა და
რესპონდენტს შორის. ამისთვის აუცილებელია კონტაქტის დამყარების წესებისა და
ეფექტიანი კომუნიკაციის ტექნიკების ფლობა.

ექსპერიმენტი არის მეთოდი კონტროლირებად და მართვად პირობებში ფაქტების


შესაკრებად, რომელიც უზრუნველყოფს შესასწავლი ფსიქიკური მოვლენების აქტიურად
გამოვლენას.
 ჩატარების ფორმის მიხედვით გამოყოფენ ბუნებრივ და ლაბორატორიულ
ექსპერიმენტს.
ბუნებრივი ექსპერიმენტი შემოგვთავაზა ა.ლაზურსკიმ 1910 წ. ბუნებრივი
ექსპერიმენტი ტარდება ცდისპირისთვის ჩვეულ საქმიანობისას (მაგალითად
გაკვეთილებზე ან თამაშის დროს). პედაგოგს შეუძლია ფართოდ გამოიყენოს ეს
მეთოდი. კერძოდ, სწავლების ფორმებისა და მეთოდების შეცვლით შეიძლება
გამოვავლინოთ როგორ ახდენენ ისინი გავლენას მასალის ათვისებაზე, გაგებასა და
დახსომებაზე.
ლაბორატორიული ექსპერიმენტი ტარდება სპეციალურად შექმნილ პირობებში.
კერძოდ, შემეცნებითი პროცესების თავისებურებები (მეხსიერების, აზროვნების, აღქმის
და სხვ.) შეიძლება შევისწავლოთ სპეციალურად შექმნილი აპარატურის დახმარებით.
5
თუმცა პედაგოგიურ ფსიქოლოგიაში ამ სახის ექსპერიმენტი თითქმის არ გამოიყენება,
რადგან ჩნდება ლაბორატორიულ პირობებში მიღებული მონაცემების რეალურ
პედაგოგიურ პრაქტიკაში გადატანის პრობლემა.

 მიზნის მიხედვით გამოყოფენ მაკონსტანტირებელ და მაფორმირებელ ექსპერიმენტს.


მაკონსტატირებელი ექსპერიმენტის მიზანია განვითარების არსებული დონის
გაზომვა (მაგალითად, აბსტრაქტულ-ლოგიკური აზროვნების დონის, მორალური
მსჯელობის ფორმირების ხარისხის). ამ შემთხვევაში მაკონსტანტირებელი
ექსპერიმენტის სახეს წარმოადგენს ტესტებიც. ხოლო მიღებული მონაცემები შეადგენენ
მაფორმირებელი ექსპერიმენტის საფუძველს.
მაფორმირებელი ექსპერიმენტი მიმართულია ფსიქიკის ამათუიმ მხარის აქტიურ
გარდაქმნაზე, განვითარებაზე. ვიგოტსკის მიერ შექმნილ ექსპერიმენტალურ-
გენეტიკური მეთოდის დახმარებით გაჩნდა შესაძლებლობა არამარტო გამოვავლინოთ
უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების განვითარების თვისებრივი თავისებურებები,
არამედ მიზანმიმართულად მოვახდინოთ გავლენა მათ ფორმირებაზე. მაფორმირებელი
ექსპერიმენტებით დადასტურებულია დაწყებითი სკოლის მოსწავლეებთან სამეცნიერო-
თეორიული აზროვნების ფორმირების შესაძლებლობა, შექმნილია უცხოური ენის
ინტენსიური შესწავლის პირობები.
ექსპერიმენტის სპეციალური ფორმაა კვლევა ტესტებით. ტესტი არის
სტანდარტიზებული ამოცანები, განკუთვნილი პიროვნების ინდივიდუალურ-
ფსიქოლოგიური თვისებების, ასევე ცოდნის, უნარების და ჩვევების გასაზომად.
პედაგოგიურ პრაქტიკაში ტესტები პირველად გამოიყენეს 1864 წ. დიდ ბრიტანეთში
მოსწავლეთა ცოდნის შესამოწმებლად. XIX ს-ის დასასრულს ფ.გალტონმა, შეიმუშავა
მთელი რიგი დავალებები ადამიანის ინდივიდუალური თავისებურების შესაფასებლად.
ტერმინი “ტესტი” შემოღებულ იქნა ამერიკელი ფსიქოლოგის ჯ.კეტელის მიერ (1890 წ.).
მან შექმნა ტესტების სერია, რომლებიც მიმართული იყო ინტელექტუალური
განვითარების დონის დადგენაზე. ცნობილია ა.ბინეს მიერ 1905 წ. შექმნილი შკალები 3-
11 წლის ბავშვების გამოსაკვლევად. შკალა შედგებოდა სხვადასხვა სირთულის 30
დავალებისგან და განკუთვნილი იყო გონებრივი ჩამორჩენის დიაგნოსტიკისთვის. 1911
წ. ვ.შტერნმა შემოიღო ტერმინი ინტელექტის კოეფიციენტი (IQ), რომლის გაზომვაც
არის ტესტირების ერთ-ერთი მიზანი.

დღეს ტესტებს იყენებენ პროფესიული შერჩევის სისტემაში, ფსიქოლოგიური


დიაგნოსტიკის დროს, ბავშვის სკოლისათვის მზაობის დონის დასადგენად,
შემეცნებითი პროცესებისა და პიროვნული თვისებების ფორმირების თავისებურებების
დასადგენად (სასკოლო სწავლებისადმი ადაპტაციის ეტაპზე, საბაზო სკოლაში
გადასვლისას, უფროსკლასელების კვლევისას). ტესტირება შეიძლება გამოყენებულ

6
იქნას ურთიერთობების ან სწავლის სიძნელეების მქონე ბავშვის ფსიქოლოგიური
თავისებურებების გამოსავლენად და ა.შ. ფსიქოლოგმა შეიძლება პედაგოგსაც
შესთავაზოს გაიაროს ფსიქოლოგიური ტესტირება მისი ფსიქოლოგიური
თავისებურებების გამოსავლენად. ფსიქოლოგს ეს მონაცემები დაეხმარება
საკონსულტაციო მუშაობის ჩატარებისას.

ტესტის ხარისხი განისაზღვრება მისი სანდოობით (ტესტირების შედეგების


მდგრადობა), ვალიდურობით (ტესტის შესაბამისობა დიაგნოსტიკის მიზნებთან),
რამდენად არის დავალება დიფერენცირებული (რამდენად შეუძლია ტესტს დაყოს
ცდისპირები საკვლევი მახასიათებლის გამოვლენის ხარისხის მიხედვით).

 ტესტების ერთ-ერთი სახეა პროექციული ტესტები, რომელთა თავისებურებაც იმაში


მდგომარეობს, რომ იკვლევს პიროვნულ მახასიათებლებს უნებლიე რეაქციებით
(თავისუფალი ასოციაციები, შემთხვევითი კონფიგურაციების ინტერპრეტაცია,
სურათების აღწერა, ხატვა თემაზე).
 თავისუფალი ასოციაციების ტესტი ბავშვებთან შეიძლება ჩატარებულ იქნას თამაშის
სახით (მაგალითად, ექსპერიმენტატორი აძლევს რაიმე სიტყვას, ბავშვი კი ასახელებს
ათ ასოციაციას, რომელიც თავში მოუვა ამ სიტყვასთან დაკავშირებით. თავიდან
ეძლევა რამოდენიმე სიტყვა, რომ ცდისპირი მიეჩვიოს პროცედურას, შემდეგ კი
აძლევენ მნიშვნელოვან სიტყვებს, როგორიცაა “მამა”, “დედა” და ა.შ.)
 თემატური აპერცეფციის ტესტი (თათ) შეიძლება დაგვეხმაროს მოვაგროვოთ
ინფორმაცია ბავშვის ურთიერთობებზე სხვა ადამიანებთან. სიუჟეტური და
უსიუჟეტო შავ-თეთრი სურათების ნაკრები საშუალებას აძლევს ცდისპირებს
აზროვნების განვითარების დონის, მეტყველების, გრძნობების მიხედვით და
ცხოვრებისეული გამოცდილების საფუძველზე სხვადასხვანაირად მოახდინონ
სურათზე გამოსახული სიტუაციის ინტერპრეტაცია. ასეთი ტესტის გამოყენებისას
ექსპერიმენტატორს შეიძლება ჰქონდეს დიაგნოსტიკური და კორექციული ამოცანა.
იგი ბავშვს უსვამს კითხვებს: “ვინ არის გამოსახული სურათზე? რა ხდება სურათზე?
რას ფიქრობენ და გრძნობენ სურათზე გამოსახული ადამიანები (ან ცხოველები)? რამ
მიიყვანა აქამდე? შემდეგ რა მოხდება?”.

ყველაზე გავრცელებული მეთოდი, რომელსაც იყენებენ განათლების სისტემაში


მომუშავე ფსიქოლოგები, არის ხატვის ტექნიკები. ჯერ კიდევ 1914 წელს ლაზურსკი
ცდილობდა გამოეყენებინა ხატვის გაკვეთილები ბავშვის პიროვნების შესასწავლად.
ყველაზე პოპულარული ეს ტექნიკები გახდა 50-იანი წლებიდან. დღეს იყენებენ ტესტებს
“სახლი-ხე-ადამიანი”, “ავტოპორტრეტი”, “ადამიანის დახატვა გეომეტრიული
ფიგურებით”, “სამყაროს სურათი”, “თავისუფალი ნახატი”, “დახატე ოჯახი” და სხვ.

7
ამ ტესტების დიაგნოსტიკის მიზნით გამოყენებისას, უნდა ვიხელმძღვანელოთ შემდეგი
პრინციპებით:

 ნახატის შექმნა და დაკვირვება მისი შექმნის პროცესზე;


 კლასიფიკაცია სურათის განვითარების დონისა და უჩვეულო ნიშნების
თვალსაზრისით;
 სურათის როგორც ინტენსიური განცდების გამოხატვის/პროექციის განხილვა.
 ფსიქოლოგიური დიაგნოსტიკისას გაზვიადებული პროექციული
ინტერპრეტაციის გამო არ უნდა იქნას დაშვებული უფრო მეტი შეცდომა,
ვიდრე პროექციული ინტერპრეტაციის გარეშე.

აქედან გამომდინარე:

 ნახატი არ უნდა გამოვიყენოთ როგორც ერთადერთი პროექციული მეთოდი


ინტერპრეტაციისთვის; პროექციული ტენდენციები უნდა გადავამოწმოთ სხვა
მეთოდებით, საუბრით მშობელთან და ა.შ.
 ნახატი შეიძლება იყოს არამარტო შემოქმედებითი უნარების, არამედ ასევე
პათოლოგიური (ფუნქციონალური და ორგანული) პროცესების ინდიკატორი.
 ოჯახის ნახატის ინტერპრეტაციის ძირითადი ასპექტებია: ოჯახის ნახატის
სტრუქტურა; ოჯახის წევრების გამოსახულებების თავისებურებები; ხატვის
პროცესი.

შემოქმედებითი საქმიანობის პროდუქტების შესწავლის მეთოდი საშუალებას გვაძლევს


შევაგროვოთ ფაქტები ფსიქიკური საქმიანობის მატერიალური პროდუქტების
საფუძველზე. მკვლევარს, ამ მეთოდის გამოყენებისას, საქმე აქვს არა საკუთრივ
ადამიანთან, არამედ მისი სასწავლო (ნაწერი, ამოხსნილი ამოცანა), ან თამაშის (ბავშვის
მიერ მოგონილი თამაშის სიუჟეტი, კუბებით აგებული სახლი), ან შემოქმედებითი
(ლექსი, მოთხრობა, ზღაპარი) საქმიანობის პროდუქტთან. ამ მეთოდით მუშაობისას
მნიშვნელოვანია აღვადგინოთ გასაანალიზებელი პროდუქტის შექმნის პროცესი და
ამით აღმოვაჩინოთ პიროვნების თავისებურება.

მოთხოვნა მეთოდისადმი:

1) შემოქმედებითი საქმინობის პროდუქტების ანალიზისას უნდა დავადგინოთ, არის თუ


არა ეს ამ ბავშვისთვის დამახასიათებელი ტიპიური საქმიანობის შედეგი თუ
შემთხვევითაა შექმნილი;

8
2) აუცილებელია ვიცოდეთ რა პირობებში იქმნებოდა ეს პროდუქტი;

3) გავაანალიზოთ არა ერთი, არამედ ბევრი ამ სახის პროდუქტი.

სოციომეტრია არის მცირე ჯგუფებში ინტერპერსონალური ურთიერთობების


თავისებურების შესწავლის მეთოდი. ვსვამთ ერთ ან რამდენიმე კითხვას და ჯგუფის
ყველა წევრი სცემს პასუხს მათზე. შედეგები შეგვაქვს ცხრილში, ვითვლით ვინ რამდენი
ხმა მიიღო და ამის საფუზველზე ვაკეთებთ გრაფიკს, სადაც ისრებით არის აღნიშნული
ჯგუფის თითოეული წევრის არჩევანი. გამოიყენება სოციომეტრიის ინდივიდუალური
და ჯგუფური ფორმა, ასევე მოდიფიკაციები თამაშის, ნახატის და სხვ. სახით.

ბიოგრაფიული მეთოდი არის პიროვნების ცხოვრებისეული გზის შესახებ ფაქტების და


ინფორმაციის შეკრება და ანალიზი. პიროვნების ცხოვრებისეული სტილისა და
სცენარის შესწავლა (გენოგრამის მეთოდი, ადრეული ბავშვობის მოგონებების ანალიზი)
შეიძლება გამოყენებულ იქნას ბავშვის ცხოვრებისეული სტილის ფორმირების
თავისებურების გამოსავლენად. ამ მეთოდს აქვს დიდი თერაპიული და კორექციული
დატვირთვა როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური კონსულტირებისას.

 გენოგრამა არის ოჯახური გენეალოგიური ხის ფორმით შედგენილი ინფორმაცია


ოჯახის წევრების სულ ცოტა სამი თაობის შესახებ. გენოგრამა გვიჩვენებს ოჯახურ
ინფორმაციას გრაფიკულად, რაც საშუალებას გვაძლევს სწრაფად გავაანალიზოთ
რთული ოჯახური პატერნები. გენოგრამა ასევე არის წყარო ჰიპოთეზებისა იმის
შესახებ, თუ აქტუალური პრობლემები როგორ არის დაკავშირებული ოჯახურ
კონტექსტთან და დროში განვითარებასთან.
 ადრეული ბავშვობის მოგონებების ანალიზი მიმართულია პიროვნების აქტუალური
ცხოვრებისეული სტილის გამოვლენაზე. ფსიქოლოგი სთავაზობს რაც შეიძლება
ზუსტად და დეტალურად აღწეროს ინდივიდმა რამდენიმე ყველაზე ადრეული
მოგონება ბავშვობის პერიოდიდან და შეეცადოს მათ დასათაურებას. მაგალითად
ასეთი ფრაზებით: “ჩემი ყველაზე სასიამოვნო მოგონება ბავშვობიდან არის...”,
“ბავშვობაში ყველაზე მეტად გული დამწყვიტა...”. მნიშვნელოვანია ყურადღების
ფიქსირება მოგონებების დეტალებზე, ემოციურ დამოკიდებულებაზე იმის მიმართ
რაც ბავშვობაში მოხდა, იმ ადამიანების თავისებურებებზე, რომლებიც
წარმოდგენილია მოგონებაში.
 ტრანსაქციური ანალიზის დროს მოცემულია ცხოვრების სცენარის კვლევის

9
პროცედურები. საუბრის დროს ფსიქოლოგი სტიმულს აძლევს ცდისპირს სხვადასხვა
საკითხებზე სასაუბროდ, მაგალითად, ასეთი შეკითხვებით: “ვის საპატივცემულოდ
დაგარქვეს სახელი? რიგით რომელი შვილი იყავით ოჯახში? როგორი გავლენა
მოახდინა თქვენზე მეორე ბავშვის დაბადებამ? როგორი ანდაზები ან გამონათქვამები
ასახავენ თქვენი ოჯახის ღირებულებებს? როგორ გეგმავდენ თქვენს მომავალს
თქვენი მშობლები?” და ა.შ.

მათემატიკური მეთოდები ფსიქოლოგიურ-პედაგოგიურ კვლევებში გამოიყენება


როგორც დამხმარე საშუალებები ექსპერიმენტის დაგეგმვისა და შედეგების
დამუშავების, ტესტური კვლევების, ანკეტირებისა და გამოკითხვების დროს.

ფსიქოლოგიური დახმარებისა და მხარდაჭერის მეთოდები მიმართულია მოსწავლეთა


განვითარებისთვის პირობების შექმნაზე და იმ კონკრეტული პრობლემების
გადასაწყვეტად, რომლებიც ჩნდება განვითარების პროცესში. ესენია; აქტიური
სოციალური სწავლება (ტრენინგი), ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტირება,
ფსიქოლოგიური კორექცია.

 აქტიური სოციალური სწავლება (ტრენინგი) არის ერთობლიობა მეთოდების,


რომლებიც მიმართულია ცოდნის, სოციალური განწყობების, თვითცნობიერებისა და
თვითრეგულაციის უნარ-ჩვევების, ურთიერთობისა და ინტერპერსონალური
ურთიერთქმედების უნარ-ჩვევების განვითარებაზე. ტრენინგის დროს ფსიქოლოგი
იყენებს შემდეგ ხერხებს: როლური თამაში, ჯგუფური დისკუსია, ფსიქოგიმნასტიკა,
ქცევითი ჩვევების გავარჯიშება, სიტუაციების ანალიზი, ფსიქოდიაგნოსტიკის
ელემენტები და სხვ. ტრენინგის მონაწილეების მიერ უკუკავშირის მისაღებად
შეიძლება გამოყენებულ იქნას აუდიო- და ვიდეოაპარატურა. დღეისთვის
პედაგოგიური ფსიქოლოგიის არსენალში დაგროვილია დიდი რაოდენობა აქტიური
სოციალური სწავლების პროგრამების, რომლებიც უზრუნველყოფენ ფსიქოლოგის
მუშაობას ბავშვებთან, პედაგოგებთან და მშობლებთან.
 საბავშვო ბაღის ან სკოლის, როგორც ორგანიზაციის ფსიქოლოგიური
კონსულტირებისას ფსიქოლოგი ორიენტირებულია ორგანიზაციული და
მმართველობითი სტრუქტურების ოპტიმიზაციაზე. ფსიქოლოგი არის
კონსულტანტი ორგანიზაციული განვითარების, მოქმედებს სოციალური
ურთიერთობების, ადამიანების შეხედულებების და ორგანიზაციის სტრუქტურის
შეცვლაზე მისი ფუნქციონირებისა და განვითარების უზრუნველყოფის მიზნით.
კონსულტირება შეიძლება იყოს ინდივიდუალური და ჯგუფური. ფსიქოლოგის
მეთოდოლოგიური და თეორიული მომზადება, კონსულტირების მიზნებისა და

10
ხერხების მიდგომების ცოდნა, პრობლემის სპეციფიკა განაპირობებს
ინდივიდუალურად იმუშავებს თუ ჯგუფთან. საბავშვო ბაღის ან სკოლის
ფსიქოლოგის პრაქტიკაში ყველაზე წარმატებით გამოიყენება ქცევითი,
ტრანზაქციური, ჰუმანისტური და კოგნიტური მიდგომები, გეშტალტ-თერაპიული,
ფსიქოსინთეზისა და სხეულზე ორიენტირებული თერაპიის ელემენტები.
ფსიქოლოგიური კორექცია არის ამათუიმ ფსიქოლოგიურ სტრუქტურაზე
მიმართული ფსიქოლოგიური ზემოქმედება პიროვნების სრულფასოვანი განვითარებისა
და ფუნქციონირების მიზნით. ფსიქოლოგების არსენალში არის ბევრი პროგრამა,
მიმართული მოსწავლეთა შემეცნებითი სფეროს და პიროვნულ-ემოციური სფეროს
განვითარებასა და კორექციაზე.

2. სკოლამდელი განათლების ისტორია,


ფილოსოფია და მოდელები

1977 წელს იოჰან ფრიდრიჰ ობერლინმა (ჟოჰანნ Fრიედრიცჰ Oბერლინ) და ლუის


შეფლერმა (Lოუისე შცჰეპპლერ) სტრასბურგში დააარსეს პირველი სკოლამდელი
დაწესებულება ბავშვებისთვის, რომელთა მშობლებიც მთელი დღე არ იყვნენ
სახლში. 1780 წელს ასეთივე ბავშვების მოვლის სახლი გაიხსნა ბავარიაში. 1802 წელს
დააარსა Pაულინე ზურ Lიპპე სკოლამდელი ცენტრი დეტმოლდში.

1816 წელს ფილოსოფოსმა და პედაგოგმა რობერტ ოუენმა () გახსნა პირველად


ბრიტანეთში და მსოფლიოშიც, პირველი ჩვილების სახლი ნიუ ლენარკში,
შოტლანდიაში. ოუენს სურდა მიეცა ბავშვებისთვის კარგი მორალური განათლება,
რომ მათ შეძლებოდათ სამუშაოს შოვნა. მისი სისტემა იყო წარმატებული და
გულისხმობდა წერა-კითხვის და თვლის სწავლებას

შამუელ ჭილდერსპინ გახსნა პირველი სკოლა ბავშვებისათვის 1819 წელს


ლონდონში და მერე ასობით მთელს ქვეყანაში. მან გამოაქვეყნა ბევრი შრომა ამ
საკითხზე. მისი შრომები გახდა მოდელი ჩვილების სკოლებისთვის ინგლისში და
სხვაგანაც. თამაში იყო მნიშვნელოვანი ნაწილი მის სისტემაში. მან ასევე დაწერა “თჰე
Iნფანტ შყსტემ, ფორ დეველოპინგ ტჰე პჰყსიცალ, ინტელლეცტუალ, ანდ მორალ
პოწერს ოფფ ალლ ცჰილდრენ ფრომ 1 ტო სევენ ყეარს ოფ აგე ”

11
ჩოუნტესს თჰერესა Bრუნსზვიკ (1775–1861), რომელიც განიცდიდა იოჰან ჰაინრიჰ
პესტალოცის გავლენას, გახსნა თავის რეზიდენციაში ბუდაში (უნგრეთი) 1828 წელს
პირველი თერთმეტი ცენტრიდან პატარა ბავშვებისთვის.

ფრიდრიჰ ფრებელმა გახსნა თამაშისა და აქტივობის ინსტიტუტი 1837 წელს


ტიურინგიაში, რომელსაც შემდეგ უწოდა Kინდერგარტენ 1840 წელს. ფრებელის მიერ
მომზადებულმა ქალებმა გახსნეს საბავშვო ბაღები მთელს ევროპაში და მსოფლიოში.
პირველი ბაღი ამერიკის შეერთებულ სტატებში დაარსდა ვისკონსინის შტატში 1856
წელს.

ჩვენთან საბავშვო ბაღების გახსნა პირველად დაიწყეს დემოკრატიულ


საქართველოში 1920 წელს. სკოლამდელი აღზრდის სისტემის შემდგომი განვითარების
მიზნით სამინისტრომ იტალიიდან მოიწვია მილანელი მეცნიერი, საბავშვო ბაღების
ინსტრუქტორი, მარიამ მონტესორის სისტემის ერთერთი აღიარებული სპეციალისტი
ქალბატონი კონდულმო. საბჭოთა საქართველოში საბავშვო ბაღები მიჩნეული იყო
მცირეწლოვანი ბავშვების საზოგადოებრივი აღზრდის ძირითად ტიპად. მათი შექმნა
გარკვეულ მიზანს ისახავდა. საჭირო იყო ქალის საოჯახო საქმეებიდან
გამოთავისუფლება და მისი საწარმოო საქმიანობაში ჩართვა. ბავშვის მოვლა-პატრონობა
ძირითადად თავის თავზე სახელმწიფომ აიღო.

საბავშვო ბაღების ქსელის განვითარება პირველ წლებში ნელი ტემპით


მიმდინარეობდა. მაგრამ როცა გაძლიერდა ქალის როლი წარმოებაში, სკოლამდელი
აღზრდის ქსელი სწრაფად განვითარდა და იგი მოექცა სახალხო განათლების ერთიან
სისტემაში.

1921-1922 წლიდან სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები: საბავშვო ბაღები,


საბავშვო კერები და საბავშვო მოედნები ემსახურებოდა 4-7 წლის ბავშვებს. არსებობდა
საბავშვო ბაღები, რომლებიც 24 საათის ხანგრძლივობით მუშაობდენ იმ ბავშვებისათვის,
რომელთა მშობლებს ცვლაში მუშაობა უხდებოდათ. მომდევნო წლებში საბავშვო
ბაღებს, გარდა ბავშვების ზედამხედველობისა, დაემატა სასწავლო-აღმზრდელობითი
ფუნქციაც – “აღსაზრდელების ყოველმხრივი განვითარება და აღზრდა”.
საბავშვო ბაღების ქსელის გაზრდამ შესაბამისად მოითხოვა აღმზრდელთა
კადრების მომზადება. ამ მიზნით გაიხსნა რიგი პედაგოგიური სასწავლებლებისა და
ტექნიკუმებისა. 1922 წელს საქართველოში 30 საბავშვო ბაღი არსებობდა 848
აღსაზრდელით. პირველი ხუთწლედის ბოლოსათვის 544 ბაღი. 1941 წლისთვის კი მათი
რაოდენობა 645-მდე გაიზარდა, სადაც 38 434 აღსაზრდელი იყო.

12
შედარებისათვის, 1990 წელს ქვეყანაში ფუნქციონირებდა 2479 სკოლამდელი
დაწესებულება 202 000 აღსაზრდელით. თუ 80-იან წლებში ბავშვთა 48% ჩართული იყო
სკოლამდელ დაწესებულებებში, 1990 წელს ეს მაჩვენებელი შემცირდა 41%-მდე, ხოლო
2000 წლისთვის მხოლოდ 22% შეადგინა (მათ შორის სოფლად სესაბამისად 36%-28%-
13%). 2000წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის მძიმე მდგომარეობის გამო დაიხურა 1300-
მდე საბავშვო ბაღი და ბაღებს ჩამოშორდა 80.000 –მდე აღსაზრდელი. რამაც დიდი დაღი
დაასვა სკოლისათვის ბავშვების მომზადების საქმეს და შესაბამისად მოსწავლეთა
ცოდნის დონესაც. უმუშევართა რიგებს დაემატა ბაღებში მომუშავეთა თითქმის 70%.
დღეს იზრდება საბავშვო ბაღების რაოდენობაც და სწავლების ხარისხიც, მაგრამ ცოტა
ქაოტურად.

განვითარების სფეროები, რომელსაც საბავშვო ბაღი მოიცავს, იცვლება. თუმცა


ძირითადი თემები ტიპიურია _ ფიზიკური, კოგნიტური, პიროვნული და სოციალური
განვითარება:

 კომუნიკაცია (ნიშნების ენის ჩათვლით), ლაპარაკი და მოსმენა


 ცოდნა სამყაროს შესახებ
 კრეატიული და ესთეტიკური განვითარება
 მათემატიკური უნარების განვითარება
 ფიზიკური განვითარება
 ფიზიკური ჯანმრთელობა
 თამაში
 გუნდური სამუშაო
 მეცნიერული აზროვნება
 პიროვნული და სოციალური უნარ-ჩვევების განვითარება
 წიგნიერება

ჟან პიაჟეს ინტელექტის სტადიური განვითარების თეორია

პიაჟემ განვითარების დინამიური, კოგნიტური მოდელი ჩამოაყალიბა, რომელსაც დღეს


კონსტრუქტივიზმი ეწოდება. ამ მოდელის მიხედვით, სწავლა და განვითარება წარმოადგენს
პროცესს, რომელსაც აქტიური ინდივიდი ახორციელებს. პიაჟემ რამდენიმე ახალი და
რადიკალური თემა შემოგვთავაზა:

 განვითარებას სტადიური ხასიათი აქვს;


 ბავშვი ცოდნის აქტიური კონსტრუქტორია;
 განვითარების პროცესი წინ უნდა უსწრებდეს სასკოლო სწავლას;

13
 ენა არის აზროვნების შემადგენელი ნაწილი და არა აზროვნების მაფორმირებელი.
პიაჟეს აზრით, ინტელექტი ეხმარება ორგანიზმს გარემოსთან ადაპტაციაში, ეს არის
ორგანიზმის უნარი გაუმკლავდეს კონკრეტული სიტუაციის მოთხოვნებს. ახალშობილს
ადაპტაციაში ეხმარება თანდაყოლილი მექანიზმები.

პიაჟე მიიჩნევდა, რომ ჩვილ ბავშვებსაც კი გააჩნიათ ირგვლივ არსებული საგნების


შესახებ ინფორმაციის მიღების, გადამუშავების, ცოდნისა და გამოცდილების შეძენის უნარი.
ასაკთან ერთად, გამოცდილების მიღების შედეგად, ხდება ამ ცოდნისა და უნარების
გამდიდრება და რეორგანიზაცია. ბავშვები მუდმივად ითვისებენ ახალ ინფორმაციას და უნარ-
ჩვევებს, განუწყვეტლივ იღებენ ინფორმაციას და აქტიურად ცდილობენ მოახდინონ ამ
ინფორმაციის ჩართვა (ინტეგრაცია) რთულ შემეცნებით სტრუქტურაში, რომელსაც პიაჟე სქემას
უწოდებს. ის თვლის, რომ სწავლა (სქემების კონსტრუირება) ძირითადად თვითრეგულირების
გზით მიმდინარეობს _ ბავშვი თვითონ აგებს ცოდნას.

შემეცნებითი სტრუქტურების, სქემების კონსტრუირება და გარდაქმნა ასიმილაციისა და


აკომოდაციის მეშვეობით ხდება. ასიმილაცია გულისხმობს ახალი ობიექტის ან გამოცდილების
ძველ სქემაში ჩართვას, აკომოდაცია გულისხმობს ძველი სქემის გარდაქმნას, ახალი
ობიექტისთვის მორგებას. ასიმილაცია და აკომოდაცია ერთად განაპირობებს გარე
სამყაროსადმი ბავშვის მუდმივ ადაპტაციას, რასაც ბევრი “სწავლას” უწოდებს.

განვითარების მამოძრავებელ ძალად პიაჟე ორგანიზმის წონასწორობისაკენ


(ადაპტაციისაკენ) სწრაფვას მიიჩნევს. ადამიანს თანდაყოლილი აქვს გარემოსთან
კომფორტული, ჰარმონიული ურთიერთმიმართების ჩამოყალიბების სურვილი, სწრაფვა,
რომლის მიღწევასაც იგი გარემოსადმი ადაპტაციის გზით (ასიმილაციის და აკომოდაციის
პროცესებით) ახერხებს. როდესაც წონასწორობა ირღვევა (ნებისმიერი მიზეზის გამო), იწყება
ასიმილაციის და აკომოდაციის ორმხრივი პროცესი, სანამ არ მიაღწევს ისევ წონასწორობას.

პიაჟემ ინტელექტის ტესტებზე მუშაობისას აღმოაჩინა, რომ ერთი და იგივე ასაკის


ბავშვები ხშირად ერთსა და იმავე, ან ძალიან მსგავს შეცდომებს უშვებენ, რომლებიც თავისი
შინაარსით და ფორმით სრულიად განსხვავდებიან სხვა ასაკის ბავშვების შეცდომებისაგან. ამ
დაკვირვების საფუძველზე პიაჟემ ივარაუდა, რომ ყველა ადამიანი განვითარების პროცესში
გადის კოგნიტური განვითარების ერთსა და იმავე საფეხურებს. მაგრამ ამ საფეხურების გავლის
ტემპი და ფორმა ინდივიდუალურად განსხვავებულია.

პიაჟე გამოყოფს ინტელექტის განვითარების ოთხ საფეხურს:

1. სენსო-მოტორული ინტელექტის საფეხური ბავშვის დაბადებიდან ორ წლამდე


გრძელდება. თავიდან ბავშვი გარემოსთან ურთიერთობას იწყებს თანდაყოლილი რეფლექსების
მეშვეობით. შემდგომში ბავშვი უკვე შეძენილი გამოცდილებით, საკუთარი შეგრძნებებისა და
მოტორული მოქმედებების საფუძველზე ცდილობს გარემოდან მომდინარე ინფორმაციისა და
სტიმულების ასიმილაციას და ასევე გარემოს მოთხოვნების მიხედვით ახდენს თავისი
შეგრძნებების, აღქმის და მოტორული მოქმედებების სქემების აკომოდაციას. ამ სტადიაზე

14
ბავშვის მიერ გარემოს შემეცნებაში წამყვანია არა მეტყველება, არამედ მისი სენსორული
(გრძნობის ორგანოებით მიღებული) და მოტორული გამოცდილება. მაგ., ბავშვისთვის ამ
საფეხურზე ბურთი არის ის, რაც მრგვალია, მოძრავი, მოხტუნავე, რომელსაც შეიძლება ფეხი
დაარტყა, და შეუცვალო ადგილი, სხვადასხვა ფერისაა, შეიძლება იყოს გლუვი ან ხაოიანი. ეს
ინფორმაცია მეხსიერებაში ინახება სქემის სახით. ანუ სქემაში წარმოდგენილია ობიექტის
თვისებები და მასთან დაკავშირებული მანიპულაციები.

2. პრეოპერაციული სტადია დაახლოებით ორიდან შვიდ წლამდე გრძელდება. ამ


სტადიაზე ბავშვი უკვე ეუფლება მეტყველებას. ბავშვი არამარტო სენსორული და მოტორული
მოქმედებების საშუალებით შეიმეცნებს სამყაროს, არამედ სიტყვის საშუალებითაც. ვითარდება
სიმბოლური ფუნქცია _ იმის გაგება, რომ სიტყვა თავისთავად მოქმედება ან ობიექტი კი არ
არის, არამედ მისი აღმნიშვნელი. ეს სტადია მოიცავს ორ პერიოდს:

1. პირველი პერიოდი გრძელდება 2-დან 4 წლამდე, როდესაც ბავშვს შეუძლია


ობიექტები დააჯგუფოს მხოლოდ ერთი თვალსაჩინო ნიშნით. მაგალითად, სიდიდისა ან ფერის
მიხედვით _ დიდი სამკუთხედები ერთად და პატარა სამკუთხედები ერთად; ან მწვანე წრეები
ერთად და ყვითელი კვადრატები ერთად. თუმცა არ შეუძლია დაალაგოს დიდი წითელი
სამკუთხედები ერთად და პატარა მწვანე კვადრატები ერთად. ამ ასაკის ბავშვის ლოგიკა ასეთია:
"ძროხა არის დიდი ოთხფეხა ცხოველი, რომელსაც აქვს რქები. თუ ცხოველი დიდია, აქვს ოთხი
ფეხი და რქები _ ე.ი. ეს ძროხაა".

ამავე დროს ეს მოქმედებები ჯერ კიდევ შეუქცევადია (არ შეუძლია მოქმედების


შესრულება უკუსვლით). მაგალითად, მარტივი ოპერაცია 5 + 3 = 8 შეუქცევადია, რადგან ბავშვს
არ შეუძლია თქვას, რომ 8 - 5 = 3 ან 8 - 3 = 5. გარდა ამისა, ეს მოქმედებები არ არის ოპერაცია
(ბავშვს არ შეუძლია გონებაში შეასრულოს მოქმედება).

3. მეორე პერიოდი 4-დან 7 წლამდე გრძელდება და მისთვის დამახასიათებელია


თვალსაჩინო-ხატოვანი აზროვნება. ბავშვს უკვე რამდენიმე თვალსაჩინო ნიშნის
მიხედვით შეუძლია ობიექტების დაჯგუფება. აზროვნება თვალსაჩინო ხატებს
ეყრდნობა, თუმცა ლოგიკის წესები ჯერ კიდევ არ მოქმედებს. მაგალითად, ბავშვს არ
აქვს "რაოდენობის შენახვის" უნარი. თუ მის თვალწინ წყალს განიერიდან უფრო ვიწრო
ჭურჭელში გადავასხამთ, ის აუცილებლად იტყვის, რომ ვიწრო ჭურჭელში უფრო მეტი
წყალი ასხია, იმიტომ, რომ განიერთან შედარებით წყლის დონე იქ უფრო მაღალია.
მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ეს მის თვალწინ ხდებოდა და მან იცის, რომ წყლის
რაოდენობა არ შეცვლილა. მის დასკვნას თვალსაჩინო ხატი განსაზღვრავს. ბავშვის
აზროვნებას ამ სტადიაზე ახასიათებს ასევე ანიმიზმი (ბავშვისთვის ყველაფერი
ცოცხალია _ ღრუბელი, ქარი, მანქანა) და არტიფიციალიზმი (ბავშვისთვის თითქმის
ყველაფერი ადამიანის შექმნილი და გაკეთებულია)

აღნიშნულ სტადიას იმიტომაც ჰქვია პრეოპერაციული სტადია, რომ ბავშვის


მოქმედებებს არ აქვს ნამდვილი ოპერაციის ხასიათი _ ის შეუქცევადია და იზოლირებული.

15
3. კონკრეტული ოპერაციების სტადია შვიდიდან თერთმეტ წლამდე გრძელდება.
ბავშვი უკვე ნამდვილ ოპერაციებს იყენებს, მაგრამ სიტუაციური ამოცანის გადაწყვეტისას. მის
აზროვნებაში უკვე ფორმირებულია როგორც შენახვის, ასევე ობიექტების სხვადასხვა ნიშნით
კლასიფიცირების უნარები. მას ასევე შეუძლია რიცხვებით ოპერირება და საგანთა დალაგება
ზრდადობისა და კლებადობის მიხედვით _ სერიაცია. მაგალითად, ჩხირების დალაგება
ყველაზე გრძელიდან ყველაზე მოკლემდე. ასევე მოვლენების განსხვავებული პრინციპით
დაჯგუფება _ კლასიფიკაცია. მაგალითად, ცხოველების სურათების დალაგება შინაურ და
გარეულ ცხოველებად. ოპერაციები ამ ეტაპზე უფრო კონკრეტული ხასიათისაა (კონკრეტულ
სიტუაციაში წარმატებით ჭრის ამოცანას, მაგალითად რაოდენობაზე). თუმცა მათ უჭირთ
აბსტრაქტული აზროვნება (ლოგიკური ოპერაციების წარმოება გონებაში, კონკრეტული და
რეალური სიტუაციისგან განყენებულად) ან განზოგადება კონკრეტულ გამოცდილებაზე
დაყრდნობით (მსჯელობის შედეგად გამოტანილი დასკვნის გადატანა სხვა მსგავს
სიტუაციაზე). მაგალითად, შეიძლება თავისი თვალით ნახოს, რომ ვერცხლის კოვზი ცხელ
წყალში ცხელდება და იცოდეს, რომ ვერცხლი ლითონია. მაგრამ უჭირს დაასკვნას, რომ ყველა
ლითონი ცხელ წყალში გაცხელდება.

ამ სტადიაზე ბავშვებს როგორც წესი, არ უჭირთ მოცემული (ანუ მათ თვალწინ,


თვალსაჩინოდ არსებული) ინფორმაციის გაანალიზება და კანონზომიერების ამოკითხვა.

თანდათან ვითარდება წარმოდგენები რაოდენობის, სიგრძის, ფართობის, წონის და


მოცულობის შესახებ – კონკრეტული ოპერაციების ეტაპზე ბავშვები ეუფლებიან
‘შექცევადობის” ცნებას. მაგალითად, პლასტელინის რაოდენობა უცვლელია, ინვარიანტულია,
არ შეიცვლება, თუ პლასტილინის ბურთს მივცემთ მოგრძო ცილინდრის ფორმას, ან დავყოფთ
ხუთ მომცრო ბურთად და შემდეგ დავუბრუნებთ პირველად სახეს, ფორმას და ზომას. ბავშვები
სწავლობენ საგნებისა და მოვლენების კლასიფიცირებას. მაგალითად, მიხვდეს ხის შავი და
თეთრი კვადრატებიდან რომელი უფრო მეტია, შავი თუ ხის.

4. ფორმალური ოპერაციების სტადია, თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე გრძელდება.


ბავშვებს უკვე შეუძლიათ გაიაზრონ და გადაჭრან ჰიპოთეტური პრობლემები _ აზროვნება აღარ
არის მიჯაჭვული თვალსაჩინო ნიშნებზე და კონკრეტულ სიტუაციაზე.

ამ ეტაპზე ბავშვებს უვითარდებათ უნარი შეხედონ პრობლემებს სხვადასხვა კუთხიდან,


იფიქრონ აბსტრაქტულად, გააზრებულად შეიმუშავონ და შეამოწმონ ჰიპოთეზები,
განაზოგადონ, იმსჯელონ ლოგიკურად (დედუქციის მეშვეობით) და ჩამოაყალიბონ აზრები.
მათ ასევე შეუძლიათ აბსტრაქტული პრობლემების, მაგალითად, სილოგიზმების, გადაწყვეტა,
მათ გამოსახატად გამოყენებული ლინგვისტური კონკრეტიკის მიუხედავად. ამ პროცესს
ხშირად “ჰიპოთეტური აზროვნება” ეწოდება, ეს ნიშნავს მსჯელობას ცოდნის სისტემების
შესახებ და არა მხოლოდ სისტემების მეშვეობით და მათ ფარგლებში. დაბოლოს, ფორმალური
ოპერაციების საფეხურზე მყოფ ბავშვებს შეუძლიათ აბსტრაქტული ლოგიკური მსჯელობა. მათ
ესმით ისეთი ცნებები, როგორიცაა დაჯგუფება, დაწყვილება, განცალკევება, ჩანაცვლება,
უარყოფა, ტოლობა და ურთიერთდამოკიდებულება. გარდა ამისა, მათ შეუძლიათ გამოიყენონ
ეს ცნებები პრობლემების გადაჭრის დროს.

16
ყველა ბავშვი გაივლის ინტელექტის განვითარების სტადიებს სწორედ ამ
თანმიმდევრობით. რომელიმე სტადიის გამოტოვება და "გადახტომა" შეუძლებელია, რადგან
ყოველი შემდგომი სტადია აიგება წინა სტადიის საფუძველზე და არის აზროვნების უფრო
რთული საფეხური. მიუხედავად იმისა, რომ, პიაჟეს თქმით, ამ ოთხი სტადიის თანმიმდევრობა
ცვლილებას არ ექვემდებარება, თითოეული სტადიისთვის განკუთვნილი ასაკი მხოლოდ
მიახლოებითია _ ზოგი ინდივიდი უფრო სწრაფად გაივლის ამ გზას, ზოგიც შეიძლება ჩამორჩეს
ამ ასაკის ბავშვების უმრავლესობას. ეს ნიშნავს, რომ განვითარება ინდივიდუალურია.

ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებაზე საუბრისას პიაჟე ხაზს უსვამს სოციალური


ფაქტორების როლსაც. სოციალური გარემო ინდივიდზე ზეგავლენას ახდენს მისი განვითარების
დონის შესაბამისად; ეს ზემოქმედება შეიძლება იყოს სრულიად განსხვავებული. სხვადასხვა
ასაკობრივ საფეხურზე და ასიმილცია-აკომოდაციის პროცესები განსხვავებული სირთულის
შეიძლება აღმოჩნდეს.

რადგანაც პიაჟეს თეორია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ინდივიდუალურ


კონსტრუქტივიზმს ანიჭებს, ის განვითარებას მეტ უპირატესობა აძლევს, ვიდრე სწავლით
გამოწვეულ ცვლილებებს. პიაჟე ამტკიცებდა, რომ ბავშვის განვითარება, სწავლის შედეგად თუ
მის გარეშე, გარდაუვალია. ამასთან ერთად, იმისთვის რომ სწავლა ეფექტიანი იყოს სწავლების
დონე ბავშვის განვითარების დონეს უნდა შეესაბამებოდეს, ანუ განვითარება ყოველთვის წინ
უსწრებს სწავლას. ამ თეორიის მიხედვით განვითარება ინდივიდის აქტიური გონებრივი ზრდის
პროცესია, რომელიც შედარებით დამოუკიდებელია სოციალური გავლენისაგან.

პიაჟეს განვითარების თეორიაში აზროვნების და მეტყველების ურთიერთკავშირი


მნიშვნელოვანია. განვითარების ადრეულ სტადიებზე, მეტყველება და აზროვნება ერთმანეთთან
არ არის ისე დაკავშირებული, რომ რაიმე თეორიული მნიშვნელობა ჰქონდეს. შემეცნება
შეიძლება ნორმალურად განვითარდეს მეტყველების შუამავლობის გარეშეც. ამასთან ერთად,
პიაჟე მიიჩნევს, რომ ბავშვის განვითარების ადრეულ სტადიებზე ენა ცოდნის წყაროს არ
წარმოადგენს. მისი აზრით, აზროვნების განვითარება წინ უსწრებს მეტყველების განვითარებას.
მეტყველება მხოლოდ აზროვნების გამოძახილია.

პიაჟე ასევე მსჯელობდა მეტყველებისა და აზროვნების ურთიერთდამოკიდებულებაზე


განვითარების სხვადასხვა სტადიებზე. მაგალითად, ის თვლიდა, რომ ექვს წლამდე ბავშვს არ
შესწევს ლოგიკური, დასკვნების გაკეთების გზით აზროვნების და მეტყველების უნარი. ამის
მაგივრად, მას გააჩნია არალოგიკური მსჯელობა და ეგოცენტრული შეხედულებები (ბავშვს არ
შეუძლია სხვისი პოზიციიდან სიტუაციის აღქმა და გააზრება), შესაბამისად, მეტყველება
ეგოცენტრულია (ბავშვი მეტყველებს არა კომუნიკაციის მიზნით, არამედ თავისთვის).

ეგოცენტრული მეტყველება იცვლება სოციალური მეტყველებით, რომელიც გამოიყენება


სხვებთან კომუნიკაციის მიზნით. პიაჟეს აზრით, კომუნიკაცია და აზრიანი, მიზანდასახული
ურთიერთობები შეუძლებელია სანამ ბავშვის აზროვნება და მეტყველება საკმარისად არ
განვითარდება.Eეს იმიტომ, რომ ბავშვები ეგოცენტრულად ფოკუსირებულნი არიან თავიანთ
აზროვნებაზე, მეტყველებაზე და არ აქცევენ ყურადღებას თავიანთ კომუნიკაციურ

17
პარტნიორებს, მაგალითად, როდესაც ორი პატარა ბავშვი გვერდიგვერდ თამაშობს, ორივემ
შეიძლება გამოთქვას თავისი მოსაზრებები ან ფიქრები, მაგრამ ვერც ერთი ვერ დაიმსახურებს
პარტნიორისგან აქტიურ ყურადღებას. შეიძლება ითქვას, რომ მათ არც აინტერესებთ
პარტნიორი უპასუხებს თუ არა, რადგან ორივე ჩართულია თავიანთ მოქმედებებში და აზრებში.
მხოლოდ მოგვიანებით მოხდება სხვა ადამიანების იდეების და სიტყვების ჩართვა ბავშვების
მიერ ცოდნის აქტიური კონსტრუირების პროცესში.

პიაჟეს თეორიის ღირსება და ნაკლი

პიაჟეს იდეები თავიდანვე არ იყო პოპულარული. XX საუკუნის 60-იანი წლებისთვის


მდგომარეობა შეიცვალა. სოციალური შემეცნების შესწავლისას კოლბერგმა და სელმანმა
აღმოაჩინეს, რომ გონება კოგნიტურ სქემებს ქმნის არამარტო ფიზიკური სამყაროს შესახებ,
არამედ ასაკთან ერთად თანდათან ფორმირდება სქემები გენდერულ განსხვავებებზე, მორალურ
ფასეულობებზე, ადამიანის ემოციებზე, მეგობრობის და სოციალური ცხოვრების მრავალ სხვა
ასპექტზე.

პიაჟეს თეორიამ უდიდესი გავლენა მოახდინა განათლებაზეც. მაგალითად, პიაჟემ


ყველას ნათლად აჩვენა, რომ ინდივიდუალიზებული სწავლება უფრო უწყობს ხელს
ინტელექტუალურ განვითარებას, ვიდრე პირდაპირი ინსტრუქციები. ბავშვები უფრო კარგად
სწავლობენ მაშინ, როდესაც აქვთ დამოუკიდებლად გამოცდილების მიღების საშუალება, რათა
თვითონ გაიაზრონ, შეიმეცნონ საგნები, მოვლენები და აღმოაჩინონ კანონზომიერებები.
ამისთვის მნიშვნელოვანია საგნებით მანიპულირების საშუალება ჰქონდეთ: შეეხონ, დათვალონ,
შეღებონ, დააწყონ და ა.შ. და არა იჯდენ პასიურად და მხოლოდ უსმინონ რას ეტყვის
მასწავლებელი.

პიაჟეს შეხედულებებს კრიტიკაც არ დაჰკლებია. მაგალითად, ის, რომ სათანადოდ არ


აფასებდა ჩვილების, სკოლამდელი და დაწყებითი სკოლის ასაკის ბავშვების ინტელექტუალურ
უნარებს. კვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვებს უფრო რთული პრობლემების გადაჭრის უნარი აქვთ,
თუ მივცემთ მათთვის ნაცნობ ამოცანებს. პიაჟეს იმასაც საყვედურობდენ, რომ სათანადოდ არ
აფასებდა სოციალური გარემოს, კულტურის ფაქტორს.

ლევ ვიგოტსკის სოციალურ-კულტურული თეორია

ვიგოტსკის მიხედვით, ბიოლოგია ადამიანის განვითარების მხოლოდ ბაზისურ


ელემენტებს აყალიბებს, ხოლო მაღალი დონის კოგნიტური პროცესების განვითარებაზე
(როგორიცაა ენა, მეხსიერება და აბსტრაქტული აზროვნება), თითქმის მთლიანად სოციალური
გარემოა პასუხისმგებელი. პიაჟეს თეორიისგან განსხვავებით, სადაც ბიოლოგია და განვითარება

18
განაპირობებს სწავლას, ვიგოტსკი ხაზს უსვამს სოციალურ გავლენას და ამტკიცებს, რომ სწავლა
წინ უსწრებს განვითარებას.

პიაჟესგან განსხვავებით, ვიგოტსკი მიიჩნევდა, რომ ყველა ფუნდამენტალურ შემეცნებით


აქტივობას სოციალური საფუძველი გააჩნია და თითქმის ყოველთვის ასეთად რჩება. ვიგოტსკის
აზრით, სწავლა და განვითარება ყოველთვის სხვადასხვაა, მაგრამ ურთიერთშემავსებელი.
ვიგოტსკიმ სოციალური კონსტრუქტივიზმის თეორია შექმნა. ის ამტკიცებდა, რომ `პიროვნების
განვითარება სხვებთან ურთიერთობის შედეგად ხდება~ (1981, გვ. 161-165).

რადგან ბავშვი კონკრეტულ სოციალურ და კულტურულ გარემოში იბადება, მის


ფსიქიკურ განვითარებას განსაზღვავს სოციალური ურთიერთობები და კულტურული
მონაპოვარი, მაგ., დამწერლობა, რიცხვითი სისტემა და სხვ. შესაბამისად, ბავშვის აზროვნებისა
და ზოგადად, შემეცნებითი (კოგნიტური) სფეროს განვითარებაც კონკრეტულ სოციალურ-
კულტურულ გარემოში ხდება ბავშვისათვის მნიშვნელოვანი უფროსის (ავტორიტეტის)
საშუალებით. ბავშვის ფსიქიკური განვითარებისათვის სოციალური ურთიერთობები წამყვან
როლს ასრულებს.

ვიგოტსკი ბავშვის განვითარებაში ყოველ ფსიქიკურ ფუნქციას ორ დონეზე განიხილავს:


პირველია სოციალურ-ინტერფსიქოლოგიური დონე, რაც ნიშნავს იმას, რომ ბავშვის ფსიქიკა
სხვებთან სოციალურ ურთიერთობებში ყალიბდება; მეორეა ინდივიდუალური დონე _
ინტრაფსიქოლოგიური, ანუ ამ ეტაპზე ბავშვის გარემოსთან ურთიერთობით მიღებული
გამოცდილება შიდა პლანზე გადადის _ ხდება `ინტერნალიზაცია~ (გაშინაგნება), რაშიც წამყვან
როლს მეტყველება ასრულებს. მაგალითად, როდესაც მცირეწლოვანი ბავშვი წიგნთან
მოპყრობას მშობლებთან ერთად იწყებს, ის თანდათან ითვისებს ასეთი აქტივობისათვის საჭირო
წესებს და უნარებს. საბოლოოდ ბავშვი იმდენად ითვისებს ამ წესებს და უნარებს, რომ შეუძლია
დამოუკიდებლად იკითხოს. თვითრეგულაციის და დამოუკიდებლობის დაუფლების პროცესში,
ბავშვები ითვისებენ არა მხოლოდ კონცეპტუალურ ცოდნას, არამედ ოჯახის წევრებთან
ურთიერთქმედებისას სოციალურ ფასეულობებს და წიგნიერების ყოველდღიურ ცხოვრებაში
გამოყენების კულტურულ ფასეულობებს. ვიგოტსკის მიხედვით, ენას და სხვა ნიშნებს
(მაგალითად ჟესტებს, ნახატებს) სოციალური გამოცდილების კონტექსტში გამაშუალებლის
როლი უკავიათ.

ვიგოტსკის თეორია ოთხ ძირითად პრინციპს ეფუძნება:

1. განვითარება სოციალურ-კულტურულ კონტექსტში უნდა განიხილებოდეს


2. ბავშვი ცოდნას თვითონ აგებს, აქტიურია და არა პასიურად ითვისებს
3. სწავლა წინ უნდა უსწრებდეს განვითარებას
4. ფსიქიკურ განვითარებაში ცენტრალური ადგილი მეტყველებას უკავია

კულტურას ორნაირი გავლენა აქვს ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებაზე:

19
 კულტურის საშუალებით ბავშვი ითვისებს იმ კულტურაში დაგროვილ ცოდნას, რომლის
წიაღშიც ვითარდება. მაგალითად, ესკიმოსები და ბერბერები განსხვავებული ხასიათის
ცოდნას გადასცემენ პატარებს;
 კულტურა უზრუნველყოფს ბავშვს აზროვნების საშუალებებით, "იარაღებით". მეტყველება
ის იარაღია, რომლის საშუალებითაც უფროსი გადასცემს ცოდნასა და გამოცდილებას ბავშვს.
ვიგოტსკი ამტკიცებდა, რომ ფსიქოლოგიური და კულტურული საშუალებების შედეგად
რთული გონებრივი პროცესები, როგორიც არის მეხსიერება, ცნების განვითარება და
შემოქმედებითობა, ტრანსფორმაციას (ცვლილებას) განიცდიან. განვითარებას ის არც ზრდად
და არც საფეხურობრივ პროცესად არ განიხილავდა, არამედ თვისებრივ ტრანსფორმაციებად ან
რევოლუციებად, რომელიც კულტურითაა გაშუალებული.

ბავშვის ინტელექტუალური განვითარება ხდება მის მიერ პრობლემის გადაწყვეტის


გამოცდილების შეძენის შედეგად. დასაწყისში უფროსი ეხმარება ბავშვს და წარმართავს მას
პრობლემის გადაწყვეტის პროცესში. შემდეგ კი, თანდათანობით აძლევს ბავშვს
დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების საშუალებას. შესაბამისად, განვითარების
შეფასებისას დიდი მნიშვნელობა აქვს იმის გამიჯვნას, თუ რისი გაკეთება შეუძლია ბავშვს
დამოუკიდებლად და რისი _ სხვისი დახმარებით.

ამისთვის ვიგოტსკის შემოაქვს "განვითარების უახლოესი ზონის" ცნება. ბავშვის უნარები


გარკვეულ პერიოდში/ასაკში მწიფდება და ის ამ უნარებს დამოუკიდებლად სრულფასოვნად
იყენებს. ეს არის განვითარების "აქტუალური" დონე. შესაძლებელია, რომ ბავშვს მოცემულ
ასაკში რომელიმე ფსიქიკური უნარი კი აქვს, მაგრამ ეს უნარი განვითარების სტადიაშია.
შესაბამისად, მისი სრულად გამოყენება ჯერ არ შეუძლია _ ის დამოუკიდებლად ვერ შეძლებს
ამოცანისათვის თავის გართმევას., მაგრამ სხვისი დახმარებით (თუ უფროსი დაეხმარა),
ადვილად წყვეტს მას. იმავე ასაკის სხვა ბავშვს კი შეიძლება ჯერ კიდევ არ ჰქონდეს ეს უნარი
განვითარებული, ამიტომ უფროსის დახმარებითაც ამ ამოცანას ვერ გაუმკლავდება. ეს ორი
ბავშვი სწორედ "განვითარების უახლოესი ზონით" განსხვავდება. დამოუკიდებლად ვერც ერთი
ვერ წყვეტს პრობლემას, მაგრამ ერთი ბევრად უფრო წინაა, რადგან მას უფროსის დახმარებით
შეუძლია პრობლემურ სიტუაციაში გარკვევა. ვიგოტსკის მიხედვით, ეს ბავშვი "განვითარების
უახლოეს ზონაში" იმყოფება. მისი თეორიის მიხედვით სწავლება ისე უნდა იყოს აგებული, რომ
გათვალისწინებული იყოს ბავშვის "განვითარების უახლოესი ზონა", ანუ სწავლება ოდნავ წინ
უნდა უსწრებდეს განვითარებას. "განვითარების უახლოესი ზონა", ვიგოტსკის მიხედვით, არის
`მანძილი აქტუალური განვითარების დონეს (დამოუკიდებლად პრობლემის გადაჭრის უნარი)
და პოტენციურ განვითარების დონეს შორის ( უფროსის ხელმძღვანელობით ან თანატოლებთან
ერთად პრობლემის გადაჭრის უნარი). (გვ. 86;).

ბავშვის განვითარებასთან ერთად და უფროსთან ურთიერთობის პროცესში წამყვანი


ხდება მეტყველება. მეტყველება ხდება როგორც საკუთარი მოქმედების დაგეგმვისა და
რეგულაციის, ასევე სხვებზე ზემოქმედების იარაღი.

ვიგოტსკის ადამიანთა საქმიანობაში ენა ყველაზე მნიშვნელოვან სისტემად მიაჩნდა.


ვიგოტსკის თეორია ენისა და აზროვნების ურთიერთკავშირის შესახებ განსაკუთრებით კარგად
არის გამოვლენილი პიაჟეს მიმართ მის კრიტიკაში. პიაჟე ამტკიცებდა, რომ ბავშვის ადრეული

20
მოქმედებები ეგოცენტრულია და რომ სოციალური აზროვნება მოგვიანებით ვითარდება _
მცირეწლოვანი ბავშვი თავიდან მხოლოდ თავისთვის ლაპარაკობს, და მცირედ ან საერთოდ არ
არის დაინტერესებული გარშემომყოფ პირებთან ურთიერთობით (ეგოცენტრული მეტყველება).
ვიგოტსკი ამ მოსაზრებას სასტიკად უარყოფდა და ამტკიცებდა, რომ მეტყველების მთავარი
ფუნქცია, ბავშვებსა და მოზრდილებში, არის კომუნიკაცია, სოციალური კონტაქტი. ამიტომ
ბავშვის ადრეული მეტყველება არსებითად სოციალურია. ენა გამოიყენება იმისათვის, რომ თავი
გავართვათ სოციალურ სიტუაციებს, განვავითაროთ ცნებები და დავარეგულიროთ აზროვნება.

ბავშვის ზრდასა და ქმედებებში მნიშვნელოვან ცვლილებებს ვიგოტსკი “სწავლას”


უწოდებდა, ხოლო პიაჟე – “განვითარებას”. ორივე აზროვნებაში ცვლილებებს გამოხატავს.

ერიკსონის ფსიქოსოციალური განვითარების თეორია

ერიკსონმა გამოყო რვა ფსიქო-სოციალური სტადია, რომელსაც ადამიანი გაივლის


მთელი ცხოვრების მანძილზე. თითოეული მოიცავს განვითარების კრიზისს. განვითარება
დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად წარმატებით გადალახავს ადამიანი თითოეულ
კრიზისს. ეს სტადიებია:

1. ნდობა & უნდობლობა (დაბადებიდან 1 წლამდე): ძირითადი კითხვა, რომელიც დგას ამ


სტადიაზე ადამიანის წინაშე არის: "შემიძლია თუ არა ვენდო სამყაროს?" თუ ის ადამიანები,
რომლებიც ბავშვზე ზრუნავენ, რეგულარულად აწვდიან მას საკვებს, ამშვიდებენ და
სიყვარულს იჩენენ მის მიმართ, ჩვილი სწავლობს ნდობას, რომ ადამიანები საიმედონი და
სანდონი არიან. ხოლო თუ აღმზრდელები უგულვებელყოფენ ბავშვის მოთხოვნილებებს ან
ცუდად ექცევიან მას, ან დამოკიდებულება ბავშვისადმი არ არის თანმიმდევრული (ხან
ზრუნავენ, ხან უგულებელყოფენ), ბავშვი სწავლობს უნდობლობას, რომ სამყარო
არასაიმედო და საშიშიც კია.
2. ავტონომია & სირცხვილი და ეჭვი (1-დან 3-წლამდე): ამ სტადიაზე ბავშვი ცდილობს
გაარკვიოს: "შემიძლია თუ არა ვმართო საკუთარი სხეული, შევასრულო რაიმე მოქმედება,
ქცევა?" ზრდასთან ერთად ბავშვი იწყებს დამოუკიდებლად ჭამას, დაბანას, ჩაცმას,
საპირფარეშოს გამოყენებას. თუ აღმზრდელები წაახალისებენ, მხარს უჭერენ მის
დამოუკიდებლად მოქმედებას, ბავშვს უვითარდება ავტონომიის განცდა, რომ მას შეუძლია
თვითონ გაუმკლავდეს ბევრ ამოცანას და პრობლემას. ხოლო თუ აღმზრდელები არ აძლევენ
ბავშვს საშუალებას შეასრულოს ის ამოცანები, რაც უკვე შეუძლია და დასცინიან მის
მცდელობებს იყოს დამოუკიდებელი, ბავშვს უვითარდება სირცხვილის და საკუთარი
შესაძლებლობების მიმართ ეჭვის გრძნობა.
3. ინიციატივა & დანაშაულის გრძნობა (3-დან 5 წლამდე): ახლა მნიშვნელოვანი ხდება სხვა
რამ: "შემიძლია გავხდე დამოუკიდებელი მშობლებისაგან და გამოვიკვლიო ჩემი
შესაძლებლობები?" ამ ასაკში ბავშვი ცდილობს გააკეთოს არამარტო ის, რაც შეუძლია,
არამედ ცდილობს იმის გაკეთებასაც, რაც ჯერ კარგად არ შეუძლია. თუ აღმზრდელები
ამხნევებენ და ეხმარებიან რეალისტური და შესაფერისი ამოცანების გადაწყვეტაში, ბავშვებს
უვითარდებათ ინიციატივის გრძნობა (რაიმეს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და
შესრულების უნარი); ხოლო თუ ბავშვს არ აძლევენ უფლებას თვითონ გაუმკლავდეს ამ
ამოცანებს, დასცინიან და საყვედურობენ, ბავშვს უჩნდება დანაშაულის გრძნობა;

21
4. ბეჯითობა & არასრულფასოვნების გრძნობა ( 6-დან დაახლოებით 11-12 წლამდე): ამ ასაკში
ბავშვი სკოლაში მიდის და ახალ გარემოში მთავარია გაირკვეს: "შემიძლია გავხდე იმდენად
კომპეტენტური, ყოჩაღი, რომ შევეგუო სამყაროს?" თუ მასწავლებლები აქეზებენ/ამხნევებენ
ბავშვს ჩაერთოს სხვადასხვა საქმიანობაში და შემდეგ აქებენ მიღწევებისა და
წარმატებისთვის, ბავშვი ბეჯითი და შრომისმოყვარე ხდება; მაგრამ თუ ბავშვს დასცინიან
და სჯიან წარუმატებლობისთვის, ის ფიქრობს, რომ ვერ ამართლებს მშობლებისა და
მასწავლებლების მოლოდინებს, უვითარდება არასრულფასოვნების შეგრძნება საკუთარი
თავის მიმართ;
5. პიროვნების იდენტობა & სოციალური როლების მიმართ გაურკვევლობა (დაახლოებით 11-
12 წლიდან 20 წლამდე): "ვინ ვარ მე? როგორია ჩემი შეხედულებები, რწმენები და
პოზიციები?" ამის გარკვევაა მთავარი მოზარდისთვის. ამ პერიოდში ბავშვი იწყებს ფიქრს
იმაზე, თუ რა როლს ასრულებს მოზრდილთა სამყაროში; ცდილობს გაარკვიოს ვინ არის, რა
არის მისთვის მნიშვნელოვანი და რა მიზნის მიღწევა სურს ცხოვრებაში. ამის გამო, ხშირად
ბევრ განსხვავებულ რამეს ჰკიდებს ხოლმე ხელს. თუმცა ამ პერიოდის დასასრულისათვის
უმრავლესობას უყალიბდება პიროვნების, საკუთარი ინდივიდუალობის შეგრძნება. მაგრამ
შეიძლება ყველამ ვერ მოახერხოს ეს და ჰქონდეს გაურკვევლობის განცდა.
6. ინტიმურობა & იზოლაცია (20-დან 39 წლამდე): ზრდასრულობაში შესული ადამიანისთვის
მთავარია გაარკვიოს: "შემიძლია მთლიანად მივუძღვნა ჩემი თავი სხვა ადამიანს?" ამ
პერიოდში ადამიანი, რომელმაც იპოვა საკუთარი პიროვნება, მზად არის თავისი ცხოვრება
სხვა ადამიანების ცხოვრებას დაუკავშიროს. ყალიბდება სხვა ადამიანთან ინტიმური (ახლო)
ორმხრივი ურთიერთობების დამყარების უნარი (მეგობრობა, ქორწინება) და ხშირად ამ
ურთიერთობების შესანარჩუნებლად დათმობებზე წასვლაც შეუძლია. ხოლო თუ ადამიანს
არ აქვს ახლო ურთიერთობების დამყარების უნარი, შეიძლება განუვითარდეს მარტოობის
და იზოლაციის (გარიყულობის) გრძნობა.
7. გენერატიულობა/პროდუქტულობა & სტაგნაცია (უმოქმედობა) (40-დან 59 წლამდე): დგება
პერიოდი, როდესაც ადამიანი ცდილობს გაარკვიოს: "რა შემიძლია შევთავაზო მომავალ
თაობებს?" ამ ასაკში ადამიანის მთავარი ამოცანაა საკუთარი წვლილი შეიტანოს
საზოგადოებაში და მომავალი თაობის მრჩეველისა და მეგზურის როლი გასწიოს. როცა
ბავშვების აღზრდისა თუ საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაოს შესრულებით
ადამიანს წვლილი შეაქვს საზოგადოებაში, მას უვითარდება პროდუქტულობის გრძნობა;
ხოლო თუ ადამიანი საკუთარ თავზეა ფიქსირებული და არ გააჩნია უნარი ან სურვილი
საზოგადოებაში ჩართვის, მას უჩნდება უკმაყოფილების გრძნობა, უმოქმედობის შეგრძნება
_ ვითარდება სტაგნაცია
8. მე-ს მთლიანობა/მორალური და ეთიკური სიძლიერე & სასოწარკვეთილების განცდა (60
წლიდან): სიცოცხლის ბოლოს ადამიანები ყურადღებას თავისი წარსული ცხოვრებისაკენ და
მიღწევებისაკენ მიმართავენ: "კმაყოფილი ვარ თუ არა განვლილი ცხოვრებით?" თუ
ადამიანი თვლის, რომ მისი ცხოვრება ბედნიერი და ნაყოფიერი იყო, მას კმაყოფილებისა და
მორალური სიძლიერის შეგრძნება უყალიბდება. ხოლო თუ მისი ცხოვრება
იმედგაცრუებითა და წარუმატებლობით იყო სავსე, შეიძლება სასოწარკვეთილება
დაეუფლოს.

ფსიქოლოგიური განვითარება, ერიკსონის აზრით, ხდება ინდივიდის ბიოლოგიური


მოთხოვნილებებისა და საზოგადოების მოთხოვნათა ურთიერთქმედების შედეგად სხვადასხვა
სტადიაზე. ამ სტადიებს გაივლის ყველა ადამიანი. ხოლო თითოეული სტადიისთვის
დამახასიათებელი კონფლიქტი აუცილებლად უნდა გადაიჭრას.

22
რომელიმე სტადიაზე კონფლიქტის გადაჭრაში წარუმატებლობის კომპენსირება
შესაძლებელია, თუ შემდგომ სტადიაზე შეიქმნება განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობები.
თუმცა 20 წლის ასაკიდან ეს შედარებით რთულად ხდება, რადგან პიროვნების იდენტობა, მისი
"მე" უკვე ფორმირებულია ამ ასაკისთვის.

ერიკსონის თეორიის ღირსებები და ნაკლი

ბევრი უპირატესობას ანიჭებს ერიკსონის თეორიას, რადგან უჭირთ დაიჯერონ,


რომ ადამიანი სექსუალური ინსტინქტების ისეთი ძლიერი გავლენის ქვეშ იმყოფება,
როგორც ამას ფროიდი ამტკიცებდა. გაცილებით უფრო ადვილია ერიკსონის იდეების
მიღება, რომელიც ხაზს უსვამს ადამიანის რაციონალურობას. გარდა ამისა, ის აქცენტს
აკეთებს ისეთ სოციალურ კონფლიქტებზე და დილემებზე, რომელთა მსგავსი შეიძლება
ყველას ქონდეს გასახსენებელი წარსულიდან, ან განიცდიდეს მოცემულ მომენტში, ან
ადვილად წარმოიდგინოს მომავალში. შეიძლება მსგავსი რამის შემჩნევა და დაკვირვება
ნაცნობ ადამიანებშიც.

ერიკსონმა თავის ფსიქოსოციალური განვითარების სტადიებში სწორად ასახა


ცხოვრების ბევრი ცენტრალური პრობლემა. მაგალითად, ჩვილების ემოციონალური
განვითარება, ბავშვობაში საკუთარ თავზე წარმოდგენების განვითარება და იდენტობის
კრიზისი, მეგობრების და ამხანაგების გავლენა სოციალურ განვითარებაზე და სხვ. მეორე
მხრივ, ერიკსონის თეორიაში შესაძლოა არ არის ნათლად განსაზღვრული განვითარების
დეტერმინანტები _ ეს თეორია აღწერს ადამიანის სოციალურ და ემოციონალურ
განვითარებას და არ მოიცავს ამ განვითარების მექანიზმებისა და მიზეზების ადექვატურ
ახსნას.

ური ბრონფენბრენერის ეკოლოგიური სისტემების თეორია

ეკოლოგიური სისტემების თეორია ბავშვის განვითარებას გარემომცველი სამყაროს


მრავალდონიანი, იერარქიული კავშირების რთული სისტემის ჭრილში განიხილავს.

ამ მოდელის თანახმად, ადამიანის განვითარება არის დინამიური, ორი მიმართულებით


მიმდინარე (რეციპროკული) პროცესი. ინდივიდი აქტიურად გადაასტრუქტურებს თავის
მრავალდონიან სასიცოცხლო გარემოს და ამავდროულად თვითონაც განიცდის ზემოქმედებას
გარემოსგან.

ბრონფენბრენერის აზრით, ბავშვის განვითარების ეკოლოგიური გარემო შედგება ოთხი


ერთმანეთში ბუდისებრ "ჩასმული" სისტემისგან (რუსული "მატრიოშკას" მსგავსად), რომელიც
მოიცავს არამარტო ბავშვის ყოველდღიურ სასიცოცხლო გარემოს (სახლს, სკოლას და
სამეზობლოს), არამედ მის ფარგლებს მიღმაც ვრცელდება. გარემოს თითოეული ფენა
განვითარებაზე არსებით გავლენას ახდენს.

23
მიკროსისტემა არის ბავშვის გარემოს პირველი დონე _ ოჯახი, საბავშვო ბაღი, სკოლა. ამ
დონეს ყველაზე ხშირად შეისწავლიან ფსიქოლოგები.

მეზოსისტემა იქმნება ორი ან მეტი მიკროსისტემის ურთიერთკავშირით. განვითარებაზე


მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ფორმალური და არაფორმალური კავშირები ოჯახსა და სკოლას
ან ოჯახს, სკოლასა და თანატოლთა ჯგუფებს შორის.

ეკზოსისტემას ქმნის სოციალური გარემოსა და საზოგადოებრივი სტრუქტურები,


რომელთაც უშუალო შეხება თითქოს არ აქვთ ინდივიდთან, მაგრამ გავლენას ახდენენ მის
განვითარებაზე. მაგ., მშობლების სამსახური, ადგილობრივი სამედიცინო ან სხვა
დაწესებულებები (ბანკი, პოლიცია, მაღაზია, აფთიაქი), ასევე გაფართოებული ოჯახი
(ნათესავები), მშობლების მეგობრებისა და მეზობლების წრე.

მაკროსისტემა სხვა დონეებისგან განსხვავებით, არ არის დაკავშირებული კონკრეტულ


გარემოცვასთან, არამედ მოიცავს იმ კულტურის ღირებულებებს, კანონებს, ტრადიციებს,
რომელშიც იზრდება და ცხოვრობს ინდივიდი. მართალია, ოთხივე დონის სისტემები ახდენს
გავლენას ადამიანის განვითარებაზე, მაგრამ ბრონფენბრენერი მაინც განსაკუთრებულ როლს
ანიჭებს მაკროსისტემას, რადგან მას შეუძლია გავლენის მოხდენა ყველა სხვა დონეზე.

ამ მოდელის თანახმად, გარემო ბავშვზე ერთფეროვნად მოქმედი სტატიკური ძალა


როდია. ის მუდმივად ცვალებადია. ცხოვრების ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენები, როგორიცაა
დის ან ძმის დაბადება, სკოლაში წასვლა, მშობლების გაყრა, ბავშვსა და გარემოს შორის არსებულ
ურთიერთობას ცვლის და განვითარებაზე მოქმედ ახალ პირობებს უყრის საფუძველს.

ცხოვრებისეული მოვლენების ცვლილებები ბავშვს თავს ეხვევა. ამავე დროს ეს


ცვლილებები ბავშვის შინაგან სამყაროშიც შეიძლება მოხდეს, რადგან ასაკთან ერთად ისინი
თავად ირჩევენ, ცვლიან და ქმნიან საკუთარ გარემოს და გამოცდილებას. ამ საქმეში წარმატება
მათ ფიზიკურ, გონებრივ და პიროვნულ თავისებურებებზე და გარემო პირობებზეა
დამოკიდებული. ამრიგად, ეკოლოგიური სისტემების თეორიაში განვითარება არც გარემო
მოვლენებით რეგულირდება და არც ინდივიდის თავისებურებებით იმართება. ბავშვები
საკუთარი გარემოს პროდუქტები და იმავდროულად შემქმნელები არიან. ბავშვებიც და გარემოც
ურთიერთდამოკიდებულია.

ეკოლოგიური სისტემების თეორიის ღირსება და ნაკლი

ეს მიდგომა სხვა თეორიებზე უკეთ გვაძლევს შესაძლებლობას აღვწეროთ ინდივიდის


განვითარებაზე გარემოს გავლენები. ამ მიდგომის წარმომადგენლები თვლიან, რომ აზრი არ აქვს
გარემოს გავლენის შესწავლას ლაბორატორიის პირობებში: მხოლოდ განვითარებადი
პიროვნებებისა და მუდმივად ცვალებადი სისტემების ურთიერთქმედებაზე უშუალო
დაკვირვებით შეიძლება გავიგოთ როგორ ზემოქმედებს პიროვნება თავის გარემოზე და რა სახის
გავლენას განიცდის გარემოს მხრიდან.

24
მაგრამ დგება საკითხი: რამდენად არის ეს შესაძლებელი ამ თეორიის მიხედვით? თუ
უნიკალური პიროვნება ზემოქმედებს უნიკალურ ეკოლოგიურ სისტემებზე და თავის მხრივ
განიცდის გავლენებს, ასეთივე უნიკალური ხომ არ არის თითოეული ადამიანის განვითარებაც?
სხვადასხვა დროს ან სხვადასხვა კულტურაში მყოფი ადამიანების განვითარებაზე სხვადასხვა
თეორია ხომ არ უნდა შეიქმნას? მაგალითად, 20-იანი წლების უზბეკი ქალებისთვის სხვა და 90-
იანი წლების ნორვეგიელებისთვის სხვა?

მართალია, ბრონფენბრენერი თავის თეორიას ბიო-ეკოლოგიურ თეორიას უწოდებს, მაგრამ


ცოტა რამ არის ნათქვამი განვითარების სპეციფიკურად ბიოლოგიური ფაქტორების შესახებ.

mikro
sistema

mezo sistema

eqso sistema

makro sistema

დ უზნაძის შეხედულებები

25
დ.უზნაძე ჯერ კიდევ გასული საუკუნის 40-იან წლებში წერდა: ~ბავშვის განვითარების არ-
სებული თეორიები რომ განგვეხილა, მაშინ დავრწმუნდებოდით, რომ ცალკე მომქმედი ფაქტო-
რების თვალსაზრისი უძლურია მოზარდი ადამიანის განვითარების ფაქტი გასაგები გახადოს,
რომ ნამდვილად არც შინა ფაქტორების ასპექტით შეიძლება განვითარების განსაზღვრა და არც
გარე ფაქტორების ასპექტით ». ცოცხალი ორგანიზმის შინაგანი შესაძლებლობანი მხოლოდ შე-
სატყვისი გარე პირობების ნიადაგზე პოულობენ რეალიზაციას. იბადება კითხვა: თუ ცოცხალი
ორგანიზმის განვითარება სავსებით იმაზეა დამოკიდებული, შეხვდება თუ არა მისი შინაგანი
შესაძლებლობები სწორედ იმ გარე პირობებს, რომელიც სავსებით მათ შეესატყვისება, მაშინ რო-
გორღა უნდა იყოს შესაძლებელი ახალდაბადებულის განვითარება? იმ აურაცხელი პირობები-
დან, რომლებიც მასზე იწყებენ ზემოქმედებას, მხოლოდ ზოგიერთი შეესატყვისება მის ძალებს;
მიუხედავად ამისა, ვერც ერთი ცოცხალი ორგანიზმი ვერ აღწევს განვითარების ისეთ მწვერვა-
ლებს, როგორსაც ადამიანის შვილი. რით უნდა აიხსნას ეს ერთი შეხედვით საოცარი მოვლენა?"

დ. უზნაძის აზრით, ბავშვის (ადამიანის) განვითარება იმიტომ ხდება შესაძლებელი, რომ


იგი იმთავითვე ფიზიკურს კი არა, არამედ სოციალურ გარემოში იწყებს და განაგრძნობს ცხოვ-
რებას.

თითოეულ ასაკს თავისი სპეციფიკური გარემო აქვს, რომელიც ფიზიკური სინამდვილის


ხასიათით კი არა, უწინარეს ყოვლისა, სოციალურადაა განსაზღვრული. ბავშვის (ადამიანის) გან-
ვითარება, სოციალურად განსაზღვრული ასაკობრივი გარემოს ზემოქმედების პირობებში ხორ-
ციელდება.

ყველგან, განვითარების ყველა საფეხურზე ბავშვსა და ბუნებას შორის ის სოციალური ერ-


თეული დგება, რომელსაც ახალდაბადებულის მშობლები ეკუთვნიან. იმის მიხედვით, თუ რო-
გორია ამ სოციალური ერთეულის ეკონომიური და საერთო კულტურული მდგომარეობა, მუშავ-
დება ბავშვის მოვლის გარკვეული წესები, ე.ი. მუშავდება ის, რასაც ჩვენ ასაკობრივ გარემოს ვუ-
წოდებთ.

მაგრამ რა განსაზღვრავს თვითონ ასაკობრივ გარემოს? რით ხელმძღვანელობს ბავშვის (ა-


დამიანის) სოციალური წრე, როდესაც მასზე მოქმედ გამღიზიანებელთა შერჩევასა და მოდიფი-
კაციას ახდენს? ... ფიზიკური გარემო თავისთავად ინდიფერენტულია ბავშვის (ადამიანის) შინა-
გან შესაძლებლობათა მიმართ და მისი ზემოქმედება შემთხვევითია. მაგრამ განვითარება მხო-
ლოდ მაშინ ხდება შესაძლებელი, თუ გარემოს ზემოქმედება ცოცხალი ორგანიზმის შინაგან ძალ-
თა განვითარების მოცემულ დონეს შეესატყვისება. თუ ამის მიხედვით ასაკობრივი გარემოს აზ-
რი ისაა, რომ ბავშვზე (ადამიანზე) შემთხვევით მოცემული სტიმულების ნაცვლად მისი შინაგა-
ნი ძალების შესატყვისმა სტიმულებმა იმოქმედოს, მაშინ გასაგებია, თუ რა სტიმულები შევა ასა-
კობრივ გარემოში იმაზეა დამოკიდებული, რა ხასიათისა და რა დონის ძალები აქვს ბავშვს (ადა-
მიანს) შესატყვის ასაკში მოცემული. მაშასადამე, ასაკობრივ გარემოს სათანადო ასაკის შინაგან
შესაძლებლობათა დონე განსაზღვრავს.

26
ამრიგად, ერთი მხრივ, ბავშვის (ადამიანის) ძალთა განვითარება მასზე მოქმედ ასაკობრივ
გარემოზეა დამოკიდებული, ხოლო, მეორე მხრივ, პირიქით, თვითონ ასაკობრივი გარემოს შინა-
არსი ბავშვის (ადამიანის) ძალთა განვითარების დონით განისაზღვრება.

ბავშვის ორგანოები ვითარდებიან და მწიფდებიან თავისთავად, მარტოოდენ შინაგანი კა-


ნონზომიერების იმპულსით: დედის მუცელში ორგანიზმი თავისუფლად და წმინდად შლის იმ
შესაძლებლობებს, რომლებიც მას მემკვიდრეობით აქვს თანდაყოლილი.

დაბადების აქტით ახალშობილი ინდივიდის დამოუკიდებელი არსებობა იწყება. თვით-


დაცვის ინსტინქტი ამიერიდან მისი ქცევის ძირითად წარმმართველ ძალად იქცევა. მაგრამ არა-
ნაკლები მნიშვნელობა აქვს მეორე ძირითად ინსტინქტს _ არსებული ფუნქციების ამოქმედების
ტენდენციას.

ბავშვის შესაძლებლობათა მარაგში ძალთა ორი ჯგუფი უნდა გავარჩიოთ: ერთი ჯგუფი
მისთვის ბიოლოგიურად არის აუცილებელი, მეორე _ ბიოლოგიურ გამოყენებას მოკლებულია.

ყოველი მოცემული ასაკის ბავშვის ძალები და ფუნქციები მოქმედებაში იმყოფებიან: ძალე-


ბის ერთი ჯგუფი მის სასიცოცხლო მოთხოვნილებათა იმპულსით მოქმედებს. ამ შემთხვევაში
საქმე გვაქვს ბავშვის მოქმედების იმ ფორმებთან, რომელნიც ორგანიზმის აქტუალური მოთხოვ-
ნილების დაკმაყოფილებას ისახავენ მიზნად. ძალების მეორე ჯგუფი, რომელთა არსებობაც მარ-
ტო მემკვიდრეობას ეყრდნობა, ფუნქციონალური ტენდენციის ნიადაგზე იჩენს აქტივობას. ცხა-
დია, ორგანიზმის ბიოლოგიურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების მიზანთან მას კავშირი არა
აქვს.

ყველა იმ შინაგან შესაძლებლობათაგან, რომელიც ბავშვის ფსიქოფიზიკურ ორგანიზმს მო-


ეპოვება, ფუნქციონალურ ტენდენციას ყველაზე უფრო მკაფიოდ ის შესაძლებლობანი გამოიჩე-
ნენ, რომელნიც გარემოში აუცილებელს შესატყვის პირობებს შეხვდებიან. მაგალითად, ბავშვი
ყველგან და ყოველთვის ერთნაირად როდი თამაშობს, არამედ მისი თამაშის სახეები და ფორმე-
ბი გარემოს მიხედვით იცვლებიან. მოცემულ ასაკში ბავშვს (ადამიანს) უმწიფდება ამა თუ იმ
ფუნქციათა სისტემის შინაგანი შესაძლებლობანი და იგი გარკვეულ ფუნქციონალურ ტენდენცი-
ას გრძნობს. ამ შემთხვევაში საკმარისია გარემოში ამ ფუნქციის შესატყვისი პირობები შეხვდეს,
რომ ფუნქციონალურმა ტენდენციამ იმ წამსვე მკვეთრად იჩინოს თავი.

გარემოს ზემოქმედებას აქ გადამჭრელი მნიშვნელობა აქვს და, მაშასადამე, იმის გარეშე


ფუნქციონალური ტენდენციის გარკვეული მიმართულებით აქტუალიზაცია, სრულიად შეუძ-
ლებელი იქნებოდა.

დ. უზნაძის აზრით, ფსიქიკური განვითარება შინაგან შესაძლებლობათა და მათთვის შე-


სატყვისი პირობების შეხვედრის ნიადაგზე წარმოებს. თუ შინაგანს შესატყვისი გარეგანი არ აქვს,
მისი აქტივაცია, და შესაბამისად, განვითარებაც არ ხდება. განვითარება ორივე მომენტის შეხ-
ვედრის შედეგად ხდება შესაძლებელი.

27
ფსიქოსოციალური განვითარების ეტაპები ერიკსონის მიხედვით (კრაიგიდან)

სტა ასაკი განვითარე სოციალური პირობები


დია ბის
კონფლიქტ
ის საგანი

1 დაბა შემიძლია მხარდაჭერა, ძირითადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, თანმიმდევრულობა & მხარდაჭერის არ ქონა, დეპრ
დები თუ არა არათანმიმდევრულობა
დან ვენდო
სამყაროს? ჩვილებმა უნდა ისწავლონ ანდონ თუ არა სხვებს მათზე ზრუნვა, ძირითადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილ
1 მეურვეები უარყოფენ მათ საჭიროებებს ან არათანმიმდევრულები არიან, ჩვილებმა შეიძლება მიიჩნიონ სამყარო სა
წლამ ადგილად, რომელიც სავსეა არასანდო ადამიანებით.
დე

2 2-დან შემიძლია გონივრული ნებადართულობა, მხარდაჭერა &


3 თუ არა
წლამ ვმართო ჰიპერმზრუნველობა, მხარდაჭერისა და ნდობის არქონა
დე საკუთარი
ბავშვებმა უნდა ისწავლონ იყონ "ავტონომიურები", ე.ი. დამოუკიდებლად ჭამონ და ჩაიცვან, თავს მოუარონ დ
ქცევა?
დამოუკიდებლობის მოპოვებაში მარცხმა შეიძლება ბავშვი დააეჭვოს საკუთარ უნარებში და გამუდმებით განი
სირცხვილს.

3 4-დან შემიძლია აქტიურობის წახალისება, შესაძლებლობების არსებობა & შესაძლებლობების არქონა, აქტიურობის არ მოწონება
5 გავხდე
წლამ დამოუკიდ

28
დე ებელი ბავშვები ცდილობენ იმოქმედონ როგორც მოზრდილები, და ცდილობენ აიღონ თავის თავზე პასუხისმგებლობა, რ
მშობლები მათ ძალებს აღემატება. ზოგჯერ მათ სწრაფვა იწვევს კონფლიქტს ოჯახის სხვა წევრთა ინტერესებთან, და ამ კონფლ
საგან და შეიძლება გააჩინოს მათში დანაშაულის გრძნობა. ამ კრიზისის წარმატებით გადაწყვეტა ინარჩუნებს წონასწორობას:
გამოვიკვლ უნდა შეინარჩუნოს ინიციატივის გრძნობა და ამასთან ისწავლოს არ შელახოს სხვათა უფლებები, სხვათა პრივილეგ
იო ჩემი პატივი სცეს მათ მისწრაფებებს
შესაძლებ
ლობების
საზღვრები
?

ლიტერატურა::
1. „საკითხავი მასალა“,
2. დ.უზნაძე „ბავშვის ფსიქოლოგია“ , გვ. (სკოლამდელი ასაკი), გვ. 375-386
3. ლ. ბერკი „განვითარების ფსიქოლოგია“ გვ. 305-318, 340-349

29

You might also like