You are on page 1of 4

(3 ქულა)დაახასიათეთ მასობრივი გამოკითხვის შემდეგი მეთოდები, ასევე იმსჯელეთ

მათ შორის მსგავსებებსა და განსხვავებებზე. ახსენით როდის არის მათი გამოყენება


მიზანშეწონილი და რა არის მათი შეზღუდვები:

პირისპირ ინტერვიუ
სატელეფონო ინტერვიუ

1 პირისპირი ინტერვიუს დროს ინტერვიუერი რესპოდენტს პირისპირ უშალოდ


ნახულობს, უსვამს შეკითხვებს და გაცემულ პასუხებს თვითონვე ინიშნავს. ხოლო
სატელეფონო ინტერვიუს დროს ინტერვიუერი ტელეფონზე ურეკავს რესპოდენტს,
უსვამს შეკითვებს და პასუხებს ინიშნავს. მსგავსებაა ის, რომ ორივე შემთხვევაში ხდება
ლინგვისტური კონტაქტი ინტერვიუერსა და რესპდენს შორის, ოღონდ ერთ
შემთხვევაში ისინი ერთმანეთს პირისპირ ხედავენ (პირისპირი ინტერვიუს დროს),
სადაც მკვლევარს შეუძლია დააკვირდეს შეკითვის დასმისას რესპოდენტის ემოციებსა
და რეაქციებს, ხოლო მეორე შემთხვევაში (სატელეფონო ინტერვიუს დროს) ეს
შეუძლებელია, რაც ამ უკანასკნელის ნაკლია. როდესაც მცირე დროში გვსურს
რამდენიმე ათასი რესპოდენტის გამოკითხვა, არ გვყავს ბევრუ ინტერვიუერი, ვიცით,
შერჩევითი ერთობლიობის წევრების ტელეფონის ნომრები, და შედარებიც მცირე
ბიუჯეტი გვაქვს, მაგ დროს უმჯობესია სატელეფონო ინტერვიუს ჩატარება. მეორე
შემთხვევაში, როცა გვაქვს მაღალი ბიუჯეტი, ინტერვიერების ბევრი რაოდენობა, ასევე
შერჩევითი ერთობლიობის წარმომადგენლების ტელეფონის ნომრებზე ხელი
არმიგვიწვდება, ან ისეთი ადამიანები არიან, რომლებსაც საერთოდ არ გააჩნიათ
ტელეფონი და გვსურს უფრო ზუსტი მონაცემების მოგროვება უმჯობესია პირისპირი
ინტერვიუს ჩატარება. დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ არის ჩვენი სამიზნე ჯგუფი,
საიდანაც უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელი ინტერვიუს მეთოდი გამოვიყენოთ.
მაგ. უსახლკაროებთან შეუძლებელია სატელეფონო ინტერვიუს ჩატარება. ასევე
პირებთან, რომლებიც არალეგალურ საქმიანობას ეწევიან, ნარკომანები კრიმინალები,
ისინი არასანდოდ მოეკიდებიან სატელეფონო ინტერვიუს. ამ ორ შემთხვევაში მხოლოდ
პირისპირი ინტერვიუს ჩატარებაა შესაძლებელი. მნიშვნელობა აქვს გეოგრაფიუს
განაწილებასაც, თუ რესპოდენტები მაღალმთიანი რეგიონებიდან არიან სადაც
ტელეფონი არ იჭერს, ამ შემთხვევაში მოუწევს ინტერვიუერს მივიდეს რესპოდენტთან
და პირისპირი ინტერვიუ ჩაუტაროს.

2. (2 ქულა ) ჩამოთვლილი სამი დიზაინიდან - პანელური, კოჰორტული, ტენედენციის


აირჩიეთ ორი, დაახასიათეთ თითოეული მათგანი და ისაუბრეთ მათ შორის
განსხვავებაზე.
კოჰორტული კვლევის დროს ორივე დროით მონაკვეთში მკვლევრები ერთი და იგივე
ასაკობრივ ჯგუფს იკვლევენ. ჯგუფის წევრები კი იცვლებიან. მაგალითად თუ 2022
წელს გამოვიკლვევთ, რომელიღაც სკოლის მეთორმეტე კლასელებს, რამდენიმე წლის
შემდეგ იმავე სკოლის მეთორმეტე კლასელებს გამოვიკვლევთ. მართალია ორივე წელს
სხვადასხვა მეთორმეტე კლასელებს ვიკვლევთ, მაგრამ ისინი ორივე ერთი
კოჰორტული ჯგუფის წევრები არიან. ასევე პირველ წელს თუ ეს კვლევა ვიღაც
მკვლევარმა ჩაატარა, რამდენიმე წლის შემდეგ ეს კვლევა შეიძლება სხვა მკვლევარამ
გააგრძელოს. ხოლო რაც შეეხება პანელურ კვლევას ეს ძალიან კომპლექსური და
რთული კვლევაა. ამ კვლევის დროს თუ 2022 წელს გამოვკითხვთ რომელიღაც სკოლის
მეთორმეტე კლასელებს რამდენიმე წლის შემდეგ ზუსტად ის ადამიანები უნდა
გამვკითხოთ ვინც 2022 წელს იღებდა კვლევაში მონაწილეობას და ეს კვლევა უნდა
ჩაატაროს იმავე მკვლევარმა.

(3ქულა) დაახასიათეთ სკალა და ინდექსი, იმსჯელეთ მათ განსხვავებაზე. განმარტეთ


რას გულისხმობს ბოგარდუსის სკალა, მოიყვანეთ მაგალითი (გაითვალისწინეთ, რომ
არ გამოიყენოთ სახელმძღვანელოში მოყვანილი მაგალითი)!
3. ინდექსი არის, იმ პუნქტებზე, რომლებიც გარკვეული ცვლადის (მაგ. რელიგიურობა)
საზომებია კითხვის პასუხების უბრალო შეჯამება. სკლა კი არის იმ პუნქტებზე,
რომლებიც გარკვეული ცვლადის საზომებია შესაბამისი ქულების მინიჭება. უნდა
აღინიშნოს, რომ ორივე ინდექსიც და სკალაც რიგის სკალის საზომებს წარმოადგენს,
რადგან მათი მეშვეობით შესაძლებელია რესპოდენტთა დალაგება, რანჟირება
სხვადასხვა ცვლადის მიხედვით, მაგ. შემოსავლის, თავდაჯერებულობის, განათლების
დონის.
ბოგადრუსის სკალა პიროვნებებს, ან სოციალუ ჯგუფებს შორის დისტანციას ზომავს
ამიტომაც სოციალური დისტანციის სკალასაც უწოდებენ. მისი შეკითხვები
განსხვავდება ინტენსივობის მიხედვით, იწყება შორიდან და ნელ-ნელა ახლოვდება.
მაგალითად თუ გვინდა ვიკვლიოთ რამდენად მისაღებია რესპოდენტისთვის
ჰომოსექსუალი ადამიანი? შეგვიძლია დავსვათ შემდეგი სახის შეკითხევბი 1. მისაღებია
თქვენთივის ჰომოსექსუალობა? 2. მისაღებია თქვენთვის, ჰომოსექსუალი ადამიანი
თქვენს ქალაქში, რომ ცხოვრობდეს? 3. მისაღებია თქვენთვის, ჰომოსექსუალი ადამიანი
თქვენს უბანში, რომ ცხოვრობდეს? 4.მისაღებია თქვენთვის, ჰომოსექსუალი ადამიანი
თქვენს კორპუსში, რომ ცხოვრობდეს? 5. მისაღებია თქვენთვის, ჰომოსექსუალი
ადამიანი თქვენს ოჯახის წევრთან, რომ მეგობრობდეს? 6. მისაღებია თქვენთვის,
ჰომოსექსუალი ადამიანი თქვენი ოჯახის წევრი, რომ იყოს ?

1
3 ქულა) თბილისის მერიამ განახორციელა ახალი პროექტი, რომლის მიხედვითაც
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლებმა უნდა შეიძინონ სამგზავრო ბარათები.
იმისთვის, რომ შევისწავლოთ როგორ აფასებს თბილისის მოსახლეობა აღნიშნულ
პროექტს, ძირითადად, რომელი ტიპის შეკითხვები უნდა იყოს გამოყენებული
კითხვარში და რატომ?
მოიყვანეთ ამ ტიპის შეკითხვის ერთ-ერთი მაგალითი სავარაუდო პასუხებთან ერთად.
4. ვფიქრობ, კითხვარში უნდა შედიოდეს ნეიტრალური ქცევითი შეკითხვები,
დემოგრაფიული ტიპის კითხვები და ძირითადად გამოყენებული უნდა იყოს,
დამოკიდებულება/ განწყობის გასაზომი შეკითხვები, რათა შეფასდეს და გაიზომოს
როგორი დამოკიდებულება გააჩნია თბილისის მოსახლეობას აღნიშნული რეფორმის
მიმართ, რადგან განწყობა/დამოკიდებულება რაღაც საკითხის მიმართ განმსაზღვრელი
ფაქტორია შეფასებისას. ერთ-ერთი კითხვა კი შეიძლება იყოს ესეთი: როგორ
შეაფასებდით აღნიშნულ რეფორმას?
1. ძალინ კარგია
2. კარგია
3. არც კარგი არც ცუდი
4. ცუდია
5. ძალიან ცუდია

(2 ქულა) განმარტეთ რა არის შერჩევა, რა ძირითადი სახეები არსებობს, რითი


განსხვავდება შერჩევის ეს ორი ძირითადი მეთოდი ერთმანეთისაგან?
შერჩევა არის გელერალური ერთობლიობიდან, შესასწავლი პოპულაციიდან იმ
ერთეულების არჩევის ხერხი, რომელზეც კვლევა უნდა ჩავატაროთ. ეს არის პროცესი
მეთოდი, რომლიც შედეგადაც მიღებული ინფორმაცია მთლიან გენერარულ
ერთობლიობაზე უნდა განვაზოგადოთ. ამ მეთოდით მიღებული შედეგები უნდა იყოს
რეპრეზენტატული. არსებობს შერჩევის ორი სახე ალბათური და არაალბათი.
ალბათური შერჩევისას გენერალური ერთობლიობის წევრებს შერჩევით ერთობლიობაში
მოხვედრის თანაბარი შანსი აქვთ. ხოლო აარალბათური შერჩევის დროს არათანაბარი
შანსი, შეიძლება ზოგს ნულოვანი შანსიც ქონდეს.
6. (4 ქულა) ტარდება კვლევა, რომელის მეშვეობითაც უნდა შეისწავლონ
თბილისში დასაქმებული ძიძების გამოცდილებები კოვიდ პანდემიის პირობებში
მუშაობასთან დაკავშირებით. მკვლევარებს არ აქვთ წვდომა შერჩევის ჩარჩოზე.
რომელი შერჩევის კონკრეტული ტიპი გამოყენება სჯობს აღნიშნული კვლევის
განსახორციელებლად და რატომ?

დეტალურად აღწერეთ როგორ უნდა განხორიცილდეს პრაქტიკაში თქვენს მიერ


დასახელებული შერჩევა.

2
ვფიქრობ, აღნიშნული კვლევის განხორციელება უნდა მოხდეს მიზნობრივი ანუ
შეფასებითი შერჩევის მეთოდით, რადგანაც არ გაგვაჩანია შერჩევის ჩარჩო ანუ სია
გენერალური ერთობლიობისა, რა დროსაც თავითავად გამოირიცხა ალბათური
შერჩევის ტიპები. თოვლის გუნდის მეთოდი კი ნაკლებ შედეგიანი იქნება, ან სულაც
უშედეგო, რადგან ამ დროს შერჩევითი ერთობლიბის წევრები ერთმანეთს უნდა
იცნობდენ რაც ძიძების შემთხვევაში ასე არ იქნება. როგორც ვიცით მიზნობრივი ანუ
შეფასებითი შერჩევა არ აალბათურ შერჩევის ტიპს მიეკუთნება მისი შედეგები
ნაკლებად, ან საერთოდ არ იქნება რეპრეზენტატული, მაგრამ მისი მიზანი ხომ
გარკვეული სოციალური მოვლენის სიღრმისეული ახსნაა. რაც შეეხება პრაქტიკაში
განხორციელებას, მკვლევარი ელექტრონული საიტების მეშვეობით სადაც ძიძები
განცხადებებს აქვეყნებენ, უნდა დაუკავშირდეს მათ და მოიძიოს ისეთი რესპოდენტები,
რომლებიც პანდემიის დროს მუშაობდნენ, შეუთანხმდეს შეხვედრებზე და ჩაუტაროს
პირისპირი სიღრმისეული ინტერვიუ. ასევე რესპოდენტების მოიძიების მიზნით
მკვევარს შეუძია გამოაქვეყნოს ვაკანსია ძიძის თაობაზე სადაც მას დაუკავშირდებიან
ძიძები, რის შედეგადაც ის მათ შეუთანხმდება დროსა და ადგილზე და ჩაუტარებს
სიღრმისეულ ინტერვის.

განმარტეთ რას ნიშნავს ვალიდობა, შეარჩიეთ მისი ერთ-ერთი სახე და განიხილეთ


როგორ არის შესაძლებელი მისი უზრუნველყოფა როგორც თვისებრივი, ასევე,
რაოდენობრივი მეთოდოლოგიის შემთხვევაში (ცალ-ცალკე).

ვალიდობის დროს ინსტრუმენტი ზომას ზუსტად იმას რისი გაზომვაც მას სურდა.
მაგალითად მეტრიანი არის სიგრძის საზომი ხელსაწყო, რომლითაც შესაძლებელია
რაღაც გარკვეული საგნის სიგრძის გაზომვა, მაგრამ იგი არ გამოდგება თუ ჩვენ გვსურს
გავიგოთ რამდენ კილოგრამს იწონის ესა თუ ის ნივთი. ასევე აღასანიშნავია, რომ
კვლევას არავითარი ღირებულება არ გააჩნია თუ ის ვალირიდური არ არის. არსებობს
სხვადსხვა ტიპის ვალიდობა, გარეგანი ვალიდობა, შინაგანი ვალიდობა, კონსტრუქტის
ვალიდობა. შინაგანი ვალიდობა მონაცემთა სიზუსტეზეა პასუხისმგებელი, ამ ტიპის
ვალიდობის მისაღწევად თვისებრივ კვლევაში საჭიროა ველზე ხანგრძლივად დარჩენა
და დაკვირვება, მიღებული მონაცემების ზუსტად იმ ენაზე ჩაწერა/ჩანიშვნა, როგორც
ამას რესპოდენტი გადმოგვცემს, ანუ მონაცემები უნდა იყოს რაც შეიძლება ავტენტური.
მკვლევარი მაქსიმალურად უნდა იყოს დაცლი სუბიექტური, დამოკიდებულებებისგან,
გადაწყვეტილებებისგა, ის რაც შეიძლება ობიერქტური უნდა იყოს, თუ უნდა რომ მისი
კველვა მაქსიმალურად ვალიდური იყოს. ხოლო რაც შეეხება რაოდენობრივ კვლევას
ამდროს ვალიდური მონაცემების მისაღებად საჭიროა მოკლე ვადიანი ველი ის არ უნდა
იყოს გაწელილი, რადგანაც რაიმე სოციალურმა მოვლენას საფრთხე არ შეუქმნას
ვალიდობას დ ასევე ინტერვიუერების ტრენინგით შესაძლებელია ვალიდობის
მაქსიმალურად გაზრდა.

You might also like