You are on page 1of 5

დავალება 1

1. გთხოვთ, ჩამოაყალიბოთ პოლიტიკური პიარის დეფინიცია?

პოლიტიკური პიარი საზოგადოებასთან კომუნიკაციის ერთ-ერთი გზაა, იმისთვის


რომ მიღებული იქნას ინფორმაცია, უკუგება და მოხდეს მათზე ზეგავლენა,
პოლიტიკური პიარი ფაქტობრივად მართავს საინფორმაციო-საკომუნიკაციო სფეროს.
პოლიტიკაში დიდი ადგილი უკავია, წინასაარჩევნო პროგრამები, კამპანიები და ა.შ.
მისი შემადგენელი ნაწილია.

2. როგორი ტიპის საზოგადოებები არსებობს?

არა-საზოგადოება_ ვერ აცნობიერებს, რომ პრობლემა არსებობს და არც მოქმედებს;


ლატენტური საზოგადოება_ აქვს ერთი სახის პრობლემა, თუმცა ვერც აცნობიერებს და
არც მოქმედებს შესაბამისად; გაცნობიერებული საზოგადოება_ რომელსაც, აქვს ერთი
პრობლემა და აანალიზებს ამას; აქტიური საზოგადოება_ აქვთ საერთო პრობლემა,
აანალიზებენ ამ პრობლემას და შეძლებისდაგვარად მოქმედებენ პრობლემის
აღმოსაფხვრელად.

3. რა განსხვავებაა პროდუქტზე, გაყიდვებზე და ბაზარზე ორიენტირებულ პიარ მიდგომ
ებს შორის?

პროდუქტზე ორიენტირებული ქმნიან პოლიტიკურ პროდუქტს, მათთვის


მნიშვნელოვანია ღირებულებები და რწმენა და ამომრჩეელმა იმიტომ უნდა მისცეს
მათ ხმა, რომ მათი იდეები საუკეთესოა; გაყიდვებზე ორიენტირებულნი პროდუქციის
გაყიდვისთვის იყენებენ კომუნიკაციას მართალია ცვლიან იმას თუ რა სურს ხალხს,
თუმცა, ცდილობენ ამომრჩეველს მოეწონოს მათი იდეა; ხოლო ბაზარზი
ორიენტირებულნო იკვლევენ ხალხის მოთხოვნებს, საჭიროებებს, პრეტენზიებს,
ყველა დეტალს და ქმნიან ისეთ პროდუქტს რაც ზუსტად ხალხზეა მორგებული.

4. რა განსხვავებაა პილუტიკურ პიარსა და მარკეტინგს შორის?
პოლიტიკური პიარის მიზანია ინფორმაციის გაცემა, კრიტიკის მიღება, იმისთვის, რომ
მოახდინოს ზეგავლენა; ხოლო მარკეტინგს სჭირდება კომუნიკაცია, იმისთვის, რომ
მიიღოს ეკონომიკური სარგებელი, მომხმარებლის სურვილის მორგების შემდგომ
მაქსიმალურ ეკონომიკურ სარგებელს იქნას მიღწეული.

5. ჩამოთვალეთ ვინ შეიძლება ახორციელებდეს პოლიტიკურ პიარს (აქტორები).

პარტია, არასამთავრობო ორგანიზაცია, სამოქალაქო აქტივისტები, ხელისუფლება,


კანდიდატები და სხვა.

6. ჩამოთვალეთ ეთიკის სამი მიდგომა?

ულიტარული ტრადიცია, დეონტოლოგიური და კომფუციური.

7. თქვენ რომელ ეთიკის მიდგომაში მოიაზრებთ საკუთარ თავს? რატომ?
ჩემს თავს მოვიაზრებ დეონტოლოგიური ეთიკის მიდგომაში, რადგანაც , ჩემთვის
მნიშვნელოვანია საკუთარი თავის გამოხატვის თავისუფლება, თავისუფალი სიტყვა ,
პატივისცემა, დამოუკიდებლობა და არ ვთვლი სწორედ, აზრის გამოხატვის
თავისუფლებას ვინმე მიზღუდავდეს.

8. როგორ ვითვლით არჩევნებში გასამარჯვებლად საჭირო რაოდენობას?

ვიგებთ მოსახლეობის რაოდენობას, რამდენია სრულწლოვნებას გადაცილებული ანუ


რამდენს აქვს არXევნრბში მონაწილეობის მიღების უფლება, ანუ ამომრჩევლის
საშუალო რაოდენობას, წინა არჩევნების აქტიურობას, ყველას საშუალო მაჩვენებლით
ვითვლით რამდენი ხმა გვჭირდება გასამარჯვებლად.

9. რომელია ამომრჩეველთან ირიბი კომუნიკაციის გზები?

ტრადიციული მედია: ტელევიზია, რადიო, პრესა; სოციალური მედია: Facebook,


Twitter და სხვა.

დავალება 2

კოვიდ-19 გამოწვეულ კრიზისთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის კვლევა.

 განსაზღვრეთ საკვლევი საგანი - რას ვიკვლევთ?

 დაამუშავეთ 10 შეკითხვა, რომელსაც ამ კვლევის ირგვლივ დაუსვამდით მოქალაქეებს.


დახურული შეკითხვის შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ სავარაუდო
პასუხებიც.

ეს დავალება ლექციაზე მაქვს შესრულებული.

დავალება 3

1. გთხოვთ, ჩამოთვალოთ რა ტიპის შერჩევები არსებობს კვლევის ჩატარების დროს და


ახსნათ თითოეული მათგანი.

განსაზღვრული შერჩევა, მარტივი შემთხვევითი შერჩევა, სისტემური შერჩევა.

2. გთხოვთ, აღწეროთ კვლევის ჩატარების პროცესი, მისი ყველა ნაბიჯის


გათვალისწინებით და აღწერეთ თითოეული ეტაპი
პირველრიგში უნდა განისაზღვროს პრობლემა, შემდგომ განისაზღვროს საკვლევი
ინტერესის სფერო, გაიარო გამოცდილ ადამიანებთან კონსულტაცია, მსგავს საკითხზე
ჩატარებული კვლევების მიმოხილვა, საკვლევ საგანთან დაკავშირებული ყველა
ლიტერატურის მიმოხილვა, ბიბლიოგრაფიის შექმნა, უნდა იქნას ჰიპოთეზა
შემუშავებული, მომზადდეს კვლევის დიზაინი, შერჩევის განსაზღვრა, მონაცემთა
შეგროვება, მონაცემების ანალიზი, ჰიპოთეზის გადასინჯვა, კვლევის ანგარიშის
მომზადება, გენერალიზება და საბოლოოდ ინტერპრეტაცია.

3. გთხოვთ, აღწეროთ რა განსხვავებაა რაოდენობრივ და თვისებრივ კვლევებს შორის

თვისებრივი კვლევა სახელიდან გამომდინარე განსაზღვრავს და იკვლევს რატომ


ხდება რაიმე ქმედება, რა მოტივი აქვს,ქცევის სიღრმისეული ანალიზია, ხოლო
რაოდენობრივი კვლევა სახელიდან გამომდინარე განსაზღვრავს საკვლევი საგნის
რაოდენობას.

4. რა არის პირისპირ ინტერვიუ და რა უპირატესობები აქვს მას? რა მინუსები?

პირისპირ ინტერვიუ ეს არის პერსონალური ინტერვიუ, რომლის დროსაც


ინტერვიუერი პირისპირ ესაუბრება რესპონდენტს და ინიშნავს პასუხებს. მისი
დადებითი მხარეები ისაა, რომ ინტერვიუერს შესაძლებლობა აქვს სიღრმისეულად
მოაგროვოს ინფორმაცია, დააკვირდეს რესპოდენტის ქცევას, ემოციებს და მიმიკებს ,
შეიტყოს დამალული ინფორმაცია, ასევე საკუთარი უნარებით არამოსაუბრეც
გამოსტყუოს ინფორმაცია, ინტერვიუერს აქვს საშუალება მოახდინოს კითხვიდ
მოდიფიკაცია, ასევე არასწორი ინტერპრეტირება თავიდან იქნება აცილებული და
საბოლოოდ, არცერთი რესპოდენტის გამორჩენის საშიშროება პირისპირ ინტერვიუში
არ გვაქვს.

უარყოფითი მხარეებიც ბევრი აქვს პირისპირ ინტერვიუს, მეტია რისკი იმისა, რომ
მიკერძოებული ინფორმაცია იქნეს შეგროვებული, ასევე მაღალი თანამდებობის
პირების დაყოლიება რთულია, მოითხოვს მეტ დროს და მეტ ფინანსებს, ინტერვიუს
შესალამაზებლად შეიძლება რესპონდენტმა მოიგონოს დამატებით ინფორმაცია.

5. როგორი ტიპის შეკითხვები ვიცი, ახსენით.

დახურული და ღია, დახურულია, როდესაც შეკითხვაზე კონკრეტული პასუხებია


მოცემული და არ საჭიროებს შემქმედებითობას, ხოლო ღიაა, როდესაც შეკითხვაზე
პასუხის გაცემის უფლება მთლიანად რესპოდენტს ენიჭება და საკუთარი
თავისუფალი აზრი შეუძლია დააფიქსიროს.

6. რა უნდა გავითვალისწინოთ შეკითხვების ფორმულირების შემუშავების დროს?

შეკითხვა უნდა იყოს მარტივი და მოკლე ისე, რომ დასმის შემდეგ მოპასუხეს ზუსტი
პასუხი ამოუტივყივდეს თავში.
დავალება 4

1. რა არის საჯარო დიპლომატია?

საჯარო დიპლომატია არის, საერთაშორისო საზოგადოებასთან ურთიერთობის ფორმა,


ის მიმართულია უცხო აუდიტორიისკენ და მიზანი აქვს, რომ გავლენა მოახდინოს
უცხოურ საზოგადოებაზე.

2. რითი განსხვავდება ის პოლიტიკური პიარისგან და სად არის ამ ორი


მიმართულების კვეთა?

კვეთა მათ შორის ისაა, რომ ორივე არის საზოგადოებასთან ურთიერთობა, ორივე
ცდილობს შეცვალოს საზოგადოების ქცევა, გავლენა მოახდინოს მასზე, ორივეს სურს,
რომ, როგორც სახელმწიფო, ასევე. კერძო ინტერესები იქნას მიტანილი
საზოგადოებამდე, ხოლო განსხვავება ისაა, რომ პირველი საჯარო დიპლომატიას
განსაზღვრული სამიზნე ჰყავს უცხოური აუდიტორია, პოლიტიკურ პიარს კი უფრო
კონკრეტულად განსაზღვრული მიზანი აქვს, ის გამოიყენება წინასაარჩევნო
კამპანიებში, პროგრამებში და ა.შ.

3. რა ცვლილებები მიმდინარეობს მსოფლიოშო, რომელმაც შესაძლოა შეცვალოს


პოლიტიკური პიარის არსებული მიდგომები? რა გამოწვევები დაუდგება პოლიტიკურ
პიარს

ზე- სახელმწიფების იდეა ნელ-ნელა წარსულში რჩება, ასევე იცვლება გლობალური


ცენტრები, აშშ-ს თანდათან ცვლის ჩინეთი, მიმდინარეობს გლობალური
ეკონომიკური ზრდა, მსოფლიო მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა თანდაღან
იცვლება დ ძირითადად მოდის საშუალო ეკონომიკური კლასი.მეორე მსოფლიო ომის
შემდეგ მოხდა გეოპოლიტიკური ცვლილება.პოლიტიკურ პიარზე გავლენა შეიძლება
მოახდინოს იმან რომ შესუსტდა ტელევიზიის როლი, ადამიანს შეუძლია პირდაპირ
დაუკავშირდეს სახელმწიფო ინსტიტუტს და დამოუკიდებლად დაამყაროს
კომუნიკაცია,პიარის და მარკეტინგის გზები მთლიანად იცვლება, '’ nonstate,,
მსოფლიოში შევდივართ.

4. ჩამოთვალეთ პოლიტიკის ანალიზის საფეხურები.

საკითხის დასმა, ობიექტის დასმა, ალტერნატიული აზრის მოძიება, ალტერნატიული


აზრის ანალიზი, ალტერნატიული აზრის შედარება, შევარჩიოთ ალტერნატივებიდან
ერთი და დავაკვირდეთ რამდენად სწორი იყო მსჯელობა.

5. შესაძლოა თუ არა ერთი და იგივე საერთაშორისო მოვლენის სხვადასხვა ჭრილში


გაანალიზება და როგორ ვიყენებთ ამ მოვლენეს სხვადასხვაგვარად მესიჯებში.

კი შეიძლება
6. გაიხსენეთ უახლოესი მაგალითი, როდესაც რომელიმე ფაქტის ირგვლივ მოხდა
სხვადფასხვა ინტერპრეტაცია და წარმოადგინეთ თქვენი ხედვა, რატომ გაანალიზდა
სხვადასხვაგვარად. თქვენი მოსაზრებები მაინტერესებს.

პანდემიასთან დაკავშირებული სახელმწიფო ქმედებები სხვადასხვა გვარად იქნა


ინტერპრეტირებული, სხვადასხვა მხარის მიერ, გამოიკვეთა ორი დამოკიდებულება
დადებითი და უარყოფითი, დადებითმა მხარემ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მიერ
ჩატარებული ქმედებები იყო დროული, ეფექტური და საგრძნობლად შეამცირა
დაინფიცირებულთა რიცხვი, ასევე. მოსახლეობისთვის მოხდა საკმარისი დახმარების
გაცემა, ხოლო მეორე ნაწილმა დროში გაწელილი კარანტინი ჩათვალა, მომავალში,
როგორც ეკონომიკური კრიზისის და მოსალოდნელი გაჭირვებისთვის შექმნილ მყარ
საფუძველად, ასევე იქნა იმის აღნიშვნა, რომ მოსახლეობისთვის გაწეული დახმარება
არ იყო საკმარისი და ვერ დააკმაყოფილა ხალხის მოთხოვნილებები, მათი ნაბიჯები
არ იყო ეფექტური, რადგანაც ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობა საგრძნობლად არის
გაუარესებული. სხვადასხვაგვარად იმიტომ გაანალიზდა, რომ ოპოზიციის მხრიდან
ის მინუსები რაც მოქმედებებს ახლდა თან იყო გამოყენებული, როგორც ხალხში
უარყოფითი აზრის დანერგის იარაღად, ყველა მოვლენას აქვს დადებითი და
უარყოფითი მხარე და სახელმწიფო ვერ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ყველა
მხარისთვის მოსაწონი იქნება.

You might also like