You are on page 1of 32

ლგბტქი საკითხების გაშუქება –

მედიის სახელმძღვანელო

ლგბტქი საკითხების გაშუქება — მედიის სახელმძღვანელო Ι 1


ლგბტქი საკითხების გაშუქება –
მედიის სახელმძღვანელო

სახელმძღვანელოს ავტორი: ხატია ღოღობერიძე


შინაარსობრივი რედაქტორი: მარიამ კვარაცხელია

აღნიშნული დოკუმენტი მომზადდა დემოკრატიის ეროვნული


ფონდის (NED) მხარდაჭერით.

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ


ასახავდეს დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED)-ის
ოფიციალურ პოლიტიკას ან შეხედულებებს.

თბილისი პრაიდი
აპრილი, 2023
სარჩევი
შე­­სა­­ვა­­ლი.................................................................................... 5

და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა....................................................................... 6

ტერ­მი­ნო­ლო­გია.......................................................................... 8

სწო­რი და არას­წო­რი ენა........................................................... 13

პრაქ­ტი­კუ­ლი მა­გა­ლი­თე­ბი......................................................... 16

რეს­პონ­დენ­ტე­ბის შერ­ჩე­ვა......................................................... 17

ინ­ტერ­ვიუ.................................................................................. 21

ში­ნა­არ­სი................................................................................... 25

რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მე­დია მე­ნე­ჯე­რებს........................................... 28

შე­ჯა­მე­ბა.................................................................................... 29

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა..................................................... 30
შე­­სა­­ვა­­ლი
მე­დი­ას უდი­დე­სი ძა­ლა აქვს. მას შე­უძ­ლია გა­აძ­ლი­ე­როს სტე­რე­ო­
ტი­პე­ბი, ჰო­მო­ფო­ბი­ა, წა­ახ
­ ა­ლი­სოს ძა­ლა­დო­ბა, ან პი­რი­ქით, იყოს
ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სა­და­რა­ჯო­ზე. კარ­გი ჟურ­ნა­ლის­ტი­კა სწო­რედ
მე­ო­რეს გუ­ლის­ხ­მობს.

სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვ­ ე­ლო­ში, და არა­მარ­ტო, ბევ­რი ადა­მი­ან­ ი ხდე­


ბა მო­ძა­ლა­დე­ე­ბის სა­მიზ­ნე სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის
­ ა თუ გენ­დე­
რუ­ლი იდენ­ტო­ბის გა­მო. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის რო­ლი ყვე­ლა ჩაგ­რუ­ლი
ჯგუ­ფის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის­კენ შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბის ყუ­რადღე­ბის
მი­მარ­თ­ვა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა­ა,
მაგ­რამ მე­დია ამას ვერ იზამს, თუ ამის სურ­ვი­ლი და შე­სა­ბა­მი­სი
ცოდ­ნა არ ექ­ნე­ბა.

მარ­თა­ლი­ა, ბო­ლო წლებ­ში, ქარ­თულ მე­დი­ას ლგბტქი სა­კითხებს


გა­შუ­ქე­ბა­ში პროგ­რე­სი აქვს, მაგ­რამ პრობ­ლე­მე­ბი კვლავ რჩე­ბა. ამ
სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს მი­ზა­ნი­ა, მე­დი­ა­ში ლგბტქი ადა­მი­ან ­ ე­ბის გა­შუ­
ქე­ბის ხა­რის­ხის გაზ­რდ­ ა, ასე­ვე, მე­დი­ის მხარ­და­ჭე­რა, ცნო­ბი­ე­რე­ბის
ამაღ­ლე­ბა. სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში იპო­ვით პრაქ­ტი­კულ რჩე­ვებს, რა
შე­იძ­ლე­ბა და რა არ შე­იძ­ლე­ბა ქვი­არ ადა­მი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ მე­დია
პრო­დუქ­ტის მომ­ზა­დე­ბი­სას, რო­გორ გა­ა­შუ­ქოთ ლგბტქი უფ­ლე­ბე­ბი,
რა ტერ­მი­ნო­ლო­გია გა­მო­ი­ყე­ნოთ და ა.შ. ეს ცოდ­ნა გან­სა­კუთ­რე­ბით
მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ახ­ლა, რო­ცა ჰო­მო­ფო­ბი­ურ ­ ი ჯგუ­ფე­ბი მი­ზან­მი­მარ­
თუ­ლად აღ­ვი­ვე­ბენ სი­ძულ­ვილს.

ლგბტქი საკითხების გაშუქება — მედიის სახელმძღვანელო Ι 5


და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა
სამ­წუ­ხა­როდ, გა­ნათ­ლე­ბის ის სის­ტე­მა, რო­მე­ლიც წლე­ბია გვაქვს,
ლგბტქი სა­კითხებს მეტ­წი­ლად ვერ ხე­დავს. გარ­და ამი­სა, მე­დი­ა­ში
და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­ნი არი­ან და მა­
თი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბიც, ხში­რად, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ აზრს ემ­თხ­ვე­ვა, თუმ­
ცა ეს მე­დი­ის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას არ ამ­ცი­რებს.

საკითხის გა­შუ­ქე­ბის სტილ­მა და ტონ­მა შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი რამ შეც­ვა­


ლოს. ამ პრო­ცეს­ში ერ­თ­-ერ­თი მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რი სა­კუ­თარ თავ­ში
ჰო­მო­ფო­ბი­ის და­მარ­ცხე­ბა­ა. ჰო­მო­ფო­ბია არ არის მხო­ლოდ ფი­ზი­კუ­
რი ძა­ლა­დო­ბა – ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ა, ჩაგ­ვ­რა, გან­ს­ხ­
ვა­ვე­ბუ­ლი მოპყ­რო­ბა და ა.შ.

ს
 ა­ნამ ლგბტქი სა­კითხებ­ზე მა­სა­ლის მომ­ზა­დე­ბას და­იწყებთ,
და­ფიქ­რ­დით, თა­ვა­დაც ხომ არ გაქვთ ჰო­მო­ფო­ბი­უ­რი შე­ხე­
დუ­ლე­ბე­ბი – ამის­თ­ვის ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი ტეს­ტი შე­იძ­ლე­ბა იყოს
გულ­წრ ­ ­ფე­ლი პა­სუ­ხი კითხ­ვებ­ზე: არ­სე­ბობს რო­მე­ლი­მე უფ­ლე­ბა,
რო­მე­ლიც არ უნ­და ჰქონ­დეს ლგბტქი ადა­მი­ანს და უნ­და ჰქონ­
დეთ სხვებს? ჰე­ტე­რო­სექ­სუ­ა­ლებს უნ­და ჰქონ­დეთ გარ­კვ ­ ე­ულ
­ ი უპი­
რა­ტე­სო­ბე­ბი? გგო­ნი­ათ თუ არა, რომ ლგბტქი ადა­მი­ან ­ ე­ბი ქუ­ჩა­ში
თა­მა­მად არ უნ­და გა­მო­დი­ოდ­ნენ? გგო­ნი­ათ თუ არა, რომ სექ­სუ­ა­
ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცია ან გენ­დე­რუ­ლი იდენ­ტო­ბა „გადამდებია“? ეწი­
ნა­აღ­მდ­ ე­გე­ბით თუ არა ლგბტქი „პროპაგანდას“? თუ ამ და მსგავს
კითხ­ვებ­ზე პა­სუ­ხი და­დე­ბი­თი­ა, მგრძნო­ბი­არ
­ ე და ჰო­მო­ფო­ბი­ის­გან
დაც­ლი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი მა­სა­ლის მომ­ზა­დე­ბა გა­გი­ჭირ­დე­ბათ.
ამი­ტომ, თავ­და­პირ­ვე­ლად, უმ­ჯო­ბე­სი­ა, გა­ეც­ნოთ ლი­ტე­რა­ტუ­რას,
კვლე­ვებს, უფ­ლე­ბა­დამ­ც­ვე­ლე­ბის მო­საზ­რე­ბებს და სა­კუ­თარ თავ­ში
და­ა­მარ­ცხოთ ჰო­მო­ფო­ბი­ა.

6 Ι ლგბტქი საკითხების გაშუქება — მედიის სახელმძღვანელო


ნ
 უ დის­ტან­ცირ­დე­ბით და ნუ მი­უდ­გე­ბით ლგბტქი სა­კითხე­ბის
გა­შუ­ქე­ბას „ისინი“ და „ჩვენ“ პრინ­ცი­პით – ნუ გექ­ნე­ბათ აღ­ქ­მა,
რომ თე­მის წევ­რე­ბის ჩაგ­ვ­რა თქვე­ნი პრობ­ლე­მა არ არის, თით­ქოს
„ჩვენ“ არ გვე­ხე­ბა და ეხე­ბა „მათ“. ის, რაც ხდე­ბა თე­მის წევ­რე­
ბის მი­მართ, გავ­ლე­ნას ახ­დენს მთელ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე და აჩ­ვე­ნებს
დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სის­ტე­მე­ბის კარგ ან ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბას. ასეც
რომ არ იყოს, კარ­გი ჟურ­ნა­ლის­ტი­კა ხომ იმა­საც გუ­ლის­ხ­მობს,
რომ არა­ვის ჩაგ­ვ­რა არ და­ტო­ვოთ უყუ­რადღე­ბოდ?

ნ
 უ წარ­მო­ა­ჩენთ ლგბტქი ადა­მი­ან ­ ებს, რო­გორც ერ­თ­გ­ვა­რო­
ვან ჯგუფს – პრობ­ლე­მუ­რია ლგბტქი ადა­მი­ან ­ ე­ბის ისე წარ­მო­ჩე­ნა,
თით­ქოს სა­უ­ბა­რია კონ­კ­რე­ტუ­ლი იდე­ის გარ­შე­მო გა­ერ­თი­ან ­ ე­ბულ
ჯგუფ­ზე, რო­გო­რიც შე­იძ­ლე­ბა იყოს პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია ან რო­მე­
ლი­მე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა. უნ­და გახ­სოვ­დეთ, რომ თე­მის წევ­რე­ბი ერ­თ­
მა­ნე­თის­გან გან­ს­ხ­ვავ­დე­ბი­ან, მათ აქვთ სხვა­დას­ხ­ვა შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი
და მა­თი სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცია თუ გენ­დე­რუ­ლი იდენ­ტო­ბა არ
არის პო­ლი­ტი­კუ­რი მიმ­დი­ნა­რე­ობ ­ ა, რომ ამის მი­ხედ­ვით რო­მე­ლი­
მე ჯგუფ­ში გა­ა­ერ­თი­ა­ნოთ.

ლგბტქი საკითხების გაშუქება — მედიის სახელმძღვანელო Ι 7


ტერ­მი­ნო­ლო­გია 1

დროს­თან ერ­თად, ეთი­კუ­რი ტერ­მი­ნო­ლო­გია ხში­რად იც­ვ­ლე­ბა.


უფ­ლე­ბა­დამ­ც­ვე­ლე­ბი მუდ­მი­ვად ცდი­ლო­ბენ, იპო­ვონ უფ­რო ზუს­ტი,
ნაკ­ლე­ბად და­მამ­ცი­რე­ბე­ლი, და­მაკ­ნი­ნე­ბე­ლი სიტყ­ვე­ბი. ზო­გი­ერ­თი
ტერ­მი­ნი, რო­მე­ლიც 10 წლის წინ ეთი­კუ­რად ით­ვ­ლე­ბო­და, დღეს
აღარ გა­მო­იყ­ ე­ნე­ბა.

თუმ­ცა ამან არ უნ­და შე­გა­ში­ნოთ – ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად


ბევრ ახალ რა­მეს სწავ­ლო­ბენ და ის­წავ­ლეთ ესეც. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი­ა,
თვა­ლი ადევ­ნოთ ამ­გ­ვარ ცვლი­ლე­ბებს, თუმ­ცა თუ არ ხართ დარ­წმ ­ უ­ნე­
ბუ­ლი რო­მე­ლი­მე ტერ­მი­ნის სის­წო­რე­ში, შე­გიძ­ლი­ათ მო­ძებ­ნოთ სან­დო
ღია წყა­რო­ებ­ში – ინ­ტერ­ნე­ტის ეპო­ქა­ში ეს ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი­ა. გარ­და ამი­
სა, შე­საძ­ლო­ა, ზო­გი­ერ­თი სიტყ­ვა ქარ­თუ­ლად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლად ითარ­გ­
მ­ნე­ბო­დეს, ამი­ტომ კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ გა­ივ­ლით კონ­სულ­ტა­ცი­ას ლგბტქი
ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან, ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ეთი­კის ქარ­ტი­ას­თან, სა­ხალ­ხო დამ­
ც­ველ­თან. ამის გა­მო არა­ვინ გა­გაკ­რი­ტი­კებთ, პი­რი­ქით, ყვე­ლა ეც­დე­ბა
და­გეხ­მა­როთ, რად­გან კარ­გი გა­შუ­ქე­ბა მა­თი ინ­ტე­რე­სი­ცა­ა.

გთა­ვა­ზობთ ტერ­მი­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს, რო­მე­ლიც ლგბტქი სა­


კითხებ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას გა­მო­გად­გე­ბათ:

სქე­სი
სქე­სი საწყი­სი პო­ზი­ცი­ა­ა, რომ­ლი­თაც ადა­მი­ა­ნი იბა­დე­ბა; მას ბი­ო­
ლო­გი­უ­რი ფაქ­ტო­რე­ბი გა­ნა­პი­რო­ბე­ბენ. ესე­ნი­ა: ჰორ­მო­ნა­ლუ­რი სის­
ტე­მა, ბი­ო­ქი­მი­უ­რი პრო­ცე­სე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა, გი­
ნე­კო­ლო­გი­უ­რი და ანა­ტო­მი­უ­რი გან­ს­ხვ
­ ა­ვე­ბა და სხვა.

1 ამ თავში გამოყენებული განმარტებები ეყრდნობა ILGA EUROPE-სა და GLAAD-ს.

8 Ι ლგბტქი საკითხების გაშუქება — მედიის სახელმძღვანელო


გენ­დე­რი
სქე­სის­გან გან­სხ
­ ­ვა­ვე­ბით, გენ­დე­რი გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია არა ბი­ო­ლო­
გი­უ­რი, არა­მედ სო­ცი­ალ ­ უ­რი ფაქ­ტო­რე­ბით და ასა­ხავს კა­ცად და ქა­
ლად ყოფ­ნის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებს ამა თუ იმ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში.

გენ­დე­რუ­ლი იდენ­ტო­ბა
გენ­დე­რუ­ლი იდენ­ტო­ბა არის გან­ც­და, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია
რო­მე­ლი­მე გენ­დერ­თან მი­კუთ­ვნ ­ ე­ბუ­ლო­ბის შეგ­რ­ძ­ნე­ბას­თან. ადა­მი­
ა­ნი სა­კუ­თარ თავს შე­იძ­ლე­ბა აღიქ­ვამ­დეს კა­ცად ან ქა­ლად, მი­უხ ­ ე­
და­ვად და­ბა­დე­ბი­სას მი­ნი­ჭე­ბუ­ლი სქე­სი­სა. შესაძლებელია ადა­მი­ან ­ი
თავს რო­გორც ქა­ლად, ისე კა­ცად მი­იჩ­ნევ­დეს, ან კი­დევ ორი­ვეს
უარ­ყოფ­დეს (“non-binary“ ადა­მი­ა­ნე­ბი). მა­გა­ლი­თად, შე­საძ­ლე­ბე­
ლია ადა­მი­ა­ნის ბი­ო­ლო­გი­უ­რი სქე­სი იყოს კა­ცი, მაგ­რამ მი­სი გენ­დე­
რუ­ლი იდენ­ტო­ბა ქა­ლი და პი­რი­ქით.

გენ­დე­რუ­ლი იდენ­ტო­ბა არ არის სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ა. ტრან­ს­


გენ­დე­რი ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა იყოს ჰე­ტე­რო­სექ­სუ­ალ
­ ი, ლეს­ბო­სე­ლი,
გეი ან ბი­სექ­სუ­ა­ლი. მა­გა­ლი­თად, ტრან­სგ ­ ენ­დე­რი ქა­ლი, რო­მელ­საც
ემო­ცი­უ­რი, რო­მან­ტი­კუ­ლი, სექ­სუ­ა­ლუ­რი და ერო­ტი­კულ ლტოლ­ვა
აქვს კა­ცე­ბის მი­მართ, არის ჰე­ტე­რო­სექ­სუ­ა­ლი, ხო­ლო თუ ქა­ლე­ბის
მი­მართ – ლეს­ბო­სე­ლი.

სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცია
ემო­ცი­უ­რი, რო­მან­ტი­კუ­ლი, სექ­სუ­ა­ლუ­რი და ერო­ტი­კუ­ლი ლტოლ­ვა რო­
მე­ლი­მე სქე­სის ადა­მი­ა­ნის მი­მართ. მა­გა­ლი­თად, სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­
ტა­ციაა ჰე­ტე­რო­სექ­სუ­ა­ლი, ლეს­ბო­სე­ლი, გე­ი, ბი­სექ­სუ­ა­ლი, ასექ­სუ­ა­ლი.

ლგბტქი
აბ­რე­ვი­ა­ტუ­რა, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნავს ლეს­ბო­სელ, გე­ი, ბი­სექ­სუ­ალ,
ტრან­ს­გენ­დერ, ქვი­არ და ინ­ტერ­სექს ადა­მი­ა­ნებს. შე­საძ­ლე­ბე­ლია
უფ­რო მოკ­ლე (ლგბტ) ან უფ­რო დი­დი (ლგბტქი+) აბ­რე­ვი­ატ ­ უ­რის
გა­მო­ყე­ნე­ბაც.

ლგბტქი საკითხების გაშუქება — მედიის სახელმძღვანელო Ι 9


ლეს­ბო­სე­ლი
ქა­ლი, რო­მელ­საც ფი­ზი­კუ­რი, რო­მან­ტი­კუ­ლი და­/ან ემო­ცი­უ­რი მი­ზი­
დუ­ლო­ბა აქვს ქა­ლე­ბის მი­მართ. ზო­გი­ერთ ლეს­ბო­სელს ურ­ჩევ­ნი­ა,
იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იყოს რო­გორც გეი ქა­ლი ან ქვი­არ ქა­ლი.

გეი
კა­ცი, რო­მელ­საც ფი­ზი­კუ­რი, რო­მან­ტი­კუ­ლი და­/ან ემო­ცი­უ­რი მი­ზი­
დუ­ლო­ბა აქვს სხვა კა­ცე­ბის მი­მართ.

ბი­სექ­სუ­ა­ლი
ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ფი­ზი­კუ­რი, რო­მან­ტი­კუ­ლი და­/ან ემო­ცი­ურ
­ ი
მი­ზი­დუ­ლო­ბა აქვს რო­გორც ქა­ლის, ისე კა­ცის მი­მართ.

ჰე­ტე­რო­სექ­სუ­ა­ლი
ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ფი­ზი­კუ­რი, რო­მან­ტი­კუ­ლი და­/ან ემო­ცი­ურ­ ი
მი­ზი­დუ­ლო­ბა აქვს სა­პი­რის­პი­რო სქე­სის ადა­მი­ან
­ ე­ბის მი­მართ.

ასექ­სუ­ა­ლი
ადამიანი, რომელსაც სხვების მიმართ ლტოლვა აქვს ნაკლებად ან
საერთოდ არ აქვს.

ქვი­ა­რი
კრე­ბი­თი ტერ­მი­ნი სექ­სუ­ა­ლუ­რი და გენ­დე­რუ­ლი ჯგუ­ფე­ბის­თ­ვის, რომ­
ლე­ბიც არ არი­ან ჰე­ტე­რო­სექ­სუ­ა­ლე­ბი და სის­გენ­დე­რე­ბი. წარ­სულ­ში
იგი ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლო­ბის­თ­ვის შე­უ­რაცხ­მ­ყო­ფელ ტერ­მი­ნად გა­მო­ი­ყე­ნე­
ბო­და, თუმ­ცა 1980-იანი წლე­ბის აქ­ტი­ვის­ტე­ბი­სა და თე­ო­რე­ტი­კო­სე­ბის
დამ­სა­ხუ­რე­ბით, რო­მელ­თა მი­ზა­ნიც სექ­სუ­ა­ლო­ბი­სა და გენ­დე­რუ­ლი
იდენ­ტო­ბის შე­სა­ხებ არ­სე­ბულ ნორ­მებ­თან შე­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბა იყო, ტერ­
მინ­მა პო­ზი­ტი­ურ
­ ი და კონ­ფ­რონ­ტა­ცი­უ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა შე­ი­ძი­ნა. ტერ­
მი­ნი „ქვიარი“ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ზო­გა­დად ლგბტ+ თე­მის აღ­სა­ნიშ­ნად და
ასე­ვე ასო­ცი­რე­ბუ­ლია კრი­ტი­კუ­ლი თე­ო­რი­ის კონ­კ­რე­ტულ მი­მარ­თუ­ლე­
ბას­თან (ქვიარ-თეორია), რო­მე­ლიც ეჭ­ვქ ­ვ
­ ეშ აყე­ნებს იდენ­ტო­ბის კა­ტე­
გო­რი­ე­ბის, მა­გა­ლი­თად „ლესბოსელის“ ან „გეის“ მარ­თე­ბუ­ლო­ბას.

10 Ι ლგბტქი საკითხების გაშუქება — მედიის სახელმძღვანელო


ტრან­ს­გენ­დე­რი
ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის გენ­დე­რუ­ლი იდენ­ტო­ბა გან­ს­ხვ ­ ავ­დე­ბა და­ბა­დე­
ბი­სას მი­ნი­ჭე­ბუ­ლი სქე­სის­გან. ვი­ზუ­ა­ლი ან სა­მე­დი­ცი­ნო პრო­ცე­დუ­რე­
ბი არ გან­საზღ­ვ­რავს იმას, არის თუ არა ადა­მი­ან ­ ი ტრან­ს­გენ­დე­რი.

სის­გენ­დე­რი
ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის გენ­დე­რუ­ლი იდენ­ტო­ბა და გენ­დე­რუ­ლი თვით­
გა­მო­ხატ­ვა თან­ხ­ვედ­რა­შია და­ბა­დე­ბი­სას მის­თვ
­ ის მი­ნი­ჭე­ბულ ბი­ო­
ლო­გი­ურ სქეს­თან.

არა­ბი­ნა­რუ­ლი გენ­დე­რუ­ლი იდენ­ტო­ბა


ქოლ­გა ტერ­მი­ნი. აერ­თი­ა­ნებს იმ გენ­დე­რულ იდენ­ტო­ბებს, რომ­ლე­ბიც
არ ჯდე­ბა კა­ცი­სა და ქა­ლის გენ­დე­რულ იდენ­ტო­ბებ­ში. მა­გა­ლი­თად,
აგენ­დე­რი, რომ­ლის გენ­დე­რუ­ლი თვით­გა­მო­ხატ­ვა არ­ცერთ არ­სე­
ბულს არ ერ­გე­ბა, ან ბი­გენ­დე­რი, რო­მე­ლიც დრო­ის ერთ კონ­კ­რე­ტულ
მო­ნაკ­ვეთ­ში ორი გენ­დე­რით შე­იძ­ლე­ბა იდენ­ტი­ფი­ცირ­დე­ბო­დეს.

ინ­ტერ­სექ­სი
ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ისე­თი რეპ­რო­დუქ­ცი­ულ­ ი ან სექ­სუ­ალ
­ უ­რი ანა­
ტო­მი­ით და­/ან ქრო­მო­სო­მის ნი­მუ­შით და­ი­ბა­და, რო­მე­ლიც არ შე­იძ­
ლე­ბა, კლა­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იყოს რო­გორც ტი­პუ­რად მამ­რო­ბი­თი ან
მდედ­რო­ბი­თი სქე­სი.

ტრან­ზი­ცია
პრო­ცე­სი, რო­ცა ადა­მი­ანს თა­ვი­სი გენ­დე­რუ­ლი თვით­გა­მო­ხატ­ვა შე­
სა­ბა­მი­სო­ბა­ში მოჰ­ყავს გენ­დე­რულ იდენ­ტო­ბას­თან. ეს კომ­პლ ­ ექ­სუ­
რი და ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი პრო­ცე­სია და შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ცავ­დეს სო­ცი­ალ­ ურ
ტრან­ზი­ცი­ას (ოჯახთან, მე­გობ­რებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ა, სა­ხე­ლის, სა­მო­
სის შეც­ვ­ლა და ა.შ.), იური­დი­ულ ტრან­ზი­ცი­ას (სახელის ცვლი­ლე­ბა
დო­კუ­მენ­ტებ­ში, იქ­ნე­ბა ეს პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა, პას­პორ­ტი თუ სხვა),
სა­მე­დი­ცი­ნო ტრან­ზი­ცი­ას (ჰორმონალური თე­რა­პი­ა, ქი­რურ­გი­ულ ­ ი
ოპე­რა­ცი­ა). ტრან­ზი­ცია შე­იძ­ლე­ბა შე­ი­ცავ­დეს ჩა­მოთ­ვ­ლილ­თა­გან
ყვე­ლას ან მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მეს.

ლგბტქი საკითხების გაშუქება — მედიის სახელმძღვანელო Ι 11


გენ­დე­რის და­დას­ტუ­რე­ბის ოპე­რა­ცია
ქი­რურ­გი­ულ
­ ი ჩა­რე­ვა ტრან­ზი­ცი­ის პრო­ცეს­ში. ყვე­ლა ტრან­ს­გენ­დერ ადა­
მი­ანს არ სურს ან არ აქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ეს პრო­ცე­დუ­რე­ბი გა­იკ ­ ე­თოს.

ჰო­მო­ფო­ბია
ირა­ცი­ონ ­ ა­ლუ­რი ში­ში, ზიზღი და სი­ძულ­ვი­ლი ლგბტქი ადა­მი­ან ­ ე­
ბის მი­მართ, რო­მე­ლიც ეფუძ­ნე­ბა წი­ნას­წარ­გან­წყო­ბებს და აზი­ან ­ ებს
ლგბტქი ადა­მი­ა­ნებს. ჰო­მო­ფო­ბია შე­იძ­ლე­ბა იყოს გა­მო­ხა­ტუ­ლი
სიტყ­ვი­ე­რა­დაც და ქმე­დე­ბი­თაც, მო­ი­ცავ­დეს ძა­ლა­დო­ბას, დის­კ­რი­მი­
ნა­ცი­ას, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ მოპყ­რო­ბას და ა.შ.

ინ­ტერ­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი ჰო­მო­ფო­ბი­ა/­ტ­რან­სფ­ ო­ბია


სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და სხვა ლგბტქი ადა­მი­ა­ნე­ბის ზიზღი სექ­სუ­ალ
­ უ­რი
ორი­ენ­ტა­ცი­ი­სა თუ გენ­დე­რუ­ლი იდენ­ტო­ბის გა­მო. რო­გორც წე­სი, ეს
აიხ­ს­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის გავ­ლე­ნით.

ტრან­ს­ფო­ბია
ირა­ცი­ონ ­ ა­ლუ­რი ში­ში, ზიზღი და სი­ძულ­ვი­ლი ტრან­სგ
­ ენ­დე­რი ადა­მი­
ა­ნე­ბის მი­მართ.

ქა­მინ­გა­უ­თი
სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის, გენ­დე­რუ­ლი იდენ­ტო­ბის სა­ჯა­როდ, მე­
გობ­რებ­თან, ოჯა­ხის წევ­რებ­თან და ა.შ. გაცხა­დე­ბა.

მხარდამჭერი (“Ally“) – ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სა­ჯა­როდ უჭერს მხარს


ლგბტქი თემს. მჭიდროდაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ლგბტქი ადა­მი­ან ­ ებ­თან
და სა­უბ­რობს მათ სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე და ინ­ტე­რე­სებ­ზე – გან­სა­კუთ­რე­ბით
მა­შინ, რო­დე­საც ისი­ნი ამას თა­ვად ვერ ახერ­ხე­ბენ.

სა­სურ­ვე­ლი­ა, ამ და სხვა ტერ­მი­ნე­ბის, მათ შო­რის, აბ­რე­ვი­ა­ტუ­რის გა­მო­ყე­


ნე­ბი­სას ჟურ­ნა­ლის­ტურ მა­სა­ლა­ში გან­მარ­ტე­ბუ­ლი იყოს მი­სი ში­ნა­არ­სი. ეს
თქვენ არ და­გა­ზი­ა­ნებთ, სარ­გე­ბე­ლი კი შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ტა­ნოს – რო­გორც
წე­სი, აუდი­ტო­რია უცხო სიტყ­ვებს უფ­რო მტრუ­ლად უყუ­რებს, მე­დი­ის მი­
ზა­ნი კი ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა და ჰო­მო­ფო­ბი­ის შემ­ცი­რე­ბაც უნ­და იყოს.

12 Ι ლგბტქი საკითხების გაშუქება — მედიის სახელმძღვანელო


სწო­რი და არას­წო­რი ენა
იმის­თ­ვის, რომ ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი პრო­დუქ­ტი იყოს მგრძნო­ბი­ა­
რე, დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს ენი­სა და ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის სწო­
რად გა­მო­ყე­ნე­ბას. გახ­სოვ­დეთ, რომ ზო­გი­ერ­თი სიტყ­ვა ლგბტქი
ადა­მი­ა­ნებს არას­წო­რად წარ­მო­აჩ
­ ენს და აკ­ნი­ნებს მათ.

არას­დ­როს გა­მო­ი­ყე­ნოთ ისე­თი ენა, რო­მე­ლიც და­ტო­


ვებს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას, რომ სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცია
ან გენ­დე­რუ­ლი იდენ­ტო­ბა არ­ჩე­ვა­ნი ან „ცხოვრების
წე­სი­ა“.

არას­დ­როს მი­უთ­ ი­თოთ ან იგუ­ლის­ხ­მოთ, რომ სექ­


სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცია ან გენ­დე­რუ­ლი იდენ­ტო­ბა
„ფსიქიკური და­ა­ვა­დე­ბა­ა“. პი­რი­ქით, რე­კო­მენ­დე­ბუ­
ლია მა­სა­ლა­ში ჩან­დეს, რომ ეს ასე არ არის.

შეც­დო­მაა „ჰომოსექსუალიზმის“ გა­მო­ყე­ნე­ბა „ჰომოსექ-


სუალობის“ ნაც­ვ­ლად, რად­გან და­ბო­ლო­ე­ბა „ზმი“ გუ­
ლის­ხ­მობს იდე­ოლ ­ ო­გი­ას, პო­ლი­ტი­კურ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას,
ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლო­ბა კი არის ადა­მი­ა­ნის თან­და­ყო­ლი­ლი
მა­ხა­სი­ათ
­ ე­ბე­ლი.

და­უშ­ვე­ბე­ლია ტერ­მი­ნე­ბის: „პირადასტი“, „მამათმავა-


ლი“, „სოდომ-გომორი“, ასე­ვე, „არატრადიციული სექ­
სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ა“ გა­მო­ყე­ნე­ბა.

ლგბტქი საკითხების გაშუქება — მედიის სახელმძღვანელო Ι 13


მე­დია აქ­ტი­უ­რად იყე­ნებს ტერ­მინს „სექსუალური უმ­
ცი­რე­სო­ბა“. წლე­ბის წინ, რო­ცა შე­სა­ბა­მი­სი ცოდ­ნა
ნაკ­ლე­ბი იყო, ამ ტერ­მინს თით­ქოს არა­ფე­რი და­ე­წუ­
ნე­ბო­და, თუმ­ცა დღე­ვან­დე­ლი გად­მო­სა­ხე­დი­დან, რო­
ცა სექ­სუ­ა­ლო­ბის შე­სა­ხებ ბევ­რად მე­ტი ვი­ცით და ბევრ
ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე მიგ­ვიწ­ვ­დე­ბა ხე­ლი, არ არის რე­კო­მენ­
დე­ბუ­ლი. გახ­სოვ­დეთ, რომ სექ­სუ­ალ ­ ო­ბა საკ­მა­ოდ მრა­
ვალ­ფე­რო­ვა­ნია და ბევრ ადა­მი­ანს შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს
სხვა­დას­ხვ­ ა გა­მოც­დი­ლე­ბა.

ხში­რად არის მცდე­ლო­ბა ითარ­გ­მ­ნოს ტერ­მი­ნი


„ქამინგაუთი“, თუმ­ცა შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ ვა­რი­ან­ტებს
შო­რის უმე­ტე­სო­ბა სტიგ­მის გა­მაძ­ლი­ე­რე­ბე­ლი­ა, მა­გა­
ლი­თად „აღიარება“ – ვა­ღი­ა­რებთ და­ნა­შა­ულს, შეც­
დო­მას და ა.შ., ამი­ტომ მე­დი­ა­ში ქა­მინ­გა­უ­თის ასე
წარ­მო­ჩე­ნა პრობ­ლე­მუ­რი­ა. თუ არ გსურთ ინ­გ­ლი­სუ­რი
(თუმცა უკ­ვე საკ­მა­ოდ დამ­კ­ვიდ­რე­ბუ­ლი) სიტყ­ვის გა­
მო­ყე­ნე­ბა, შე­გიძ­ლი­ათ ჩა­ა­ნაც­ვლ
­ ოთ ასე: ღი­ად გე­ი,
ღი­ად ლეს­ბო­სე­ლი, ღი­ად ბი­სექ­სუ­ა­ლი და ა.შ.

არ გა­მო­ი­ყე­ნოთ „ერთსქესიანთა ქორ­წი­ნე­ბა“. ამ შემ­


თხ­ვე­ვა­ში სა­უ­კე­თე­სო ვა­რი­ან­ტია „ქორწინების თა­
ნას­წო­რო­ბა“, თუმ­ცა შე­გიძ­ლი­ათ ასე­ვე გა­მო­იყ ­ ე­ნოთ
„ერთი და იმა­ვე სქე­სის ადა­მი­ან ­ ე­ბის ქორ­წი­ნე­ბა“.

ტრან­ს­გენ­დე­რი ადა­მი­ან
­ ის მი­ერ არ­ჩე­უ­ლი სა­ხე­ლი მი­
სი ნამ­დ­ვი­ლი სა­ხე­ლია და ეს უნ­და იქ­ნას აღი­ა­რე­ბუ­ლი
ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მი­ერ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, იყო თუ არა
ეს სა­ხე­ლი მის სა­ბუ­თებ­ში შეც­ვ­ლი­ლი. ხში­რად, სხვა­
დას­ხ­ვა მი­ზე­ზის გა­მო, ტრან­სგ ­ ენ­დერ ადა­მი­ა­ნებს არ

14 Ι ლგბტქი საკითხების გაშუქება — მედიის სახელმძღვანელო


მი­უწ­ვ­დე­ბათ ხე­ლი სა­ხე­ლის ან­/­და სქე­სის შე­სა­ხებ ჩა­ნა­
წე­რის შეც­ვ­ლის პრო­ცე­დუ­რებ­ზე. და­უშ­ვე­ბე­ლია ტრან­ს­
გენ­დე­რი ადა­მი­ა­ნის მოხ­სე­ნი­ებ
­ ა და­ბა­დე­ბის სა­ხე­ლით.
არას­დ­როს ჩას­ვათ სა­ხე­ლი ბრჭყა­ლებ­ში, ასე­ვე, არ გა­
მო­ი­ყე­ნოთ „ე.წ.“ და მსგავ­სი გან­საზღ­ვ­რე­ბე­ბი. ტრან­ს­
გენ­დე­რი ადა­მი­ა­ნის სა­ხელს მო­ეპყა­რით ისე, რო­გორც
ნე­ბის­მი­ე­რი სხვა ადა­მი­ა­ნის სა­ხელს მო­ეპყ­რო­ბო­დით.

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მე­დია ხში­რად იყე­ნებს ტერ­მი­ნებს:


„სქესის შეც­ვ­ლა“, „სქესის შეც­ვ­ლის ოპე­რა­ცი­ა“,
„გადაწყვიტა, რომ ქა­ლი/­კა­ცი გამ­ხ­და­რი­ყო“, „სქესი
აირ­ჩი­ა“ და ა.შ., რაც არა­ე­თი­კუ­რი­ა. სწო­რი სიტყ­ვაა
„ტრანზიცია“. თუ არ­სე­ბობს ტრან­ზი­ცი­ამ­დე პე­რი­ო­დის
და­კონ­კრ ­ ე­ტე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა, მა­შინ ეთი­კუ­რი გა­
მო­სა­ვა­ლი იქ­ნე­ბა, მე­დი­ამ გა­მო­ი­ყე­ნოს „დაბადებისას
მი­ნი­ჭე­ბუ­ლი მამ­რო­ბი­თი/­მდ
­ ედ­რო­ბი­თი სქე­სი“ და არა
„გახდა ქა­ლი/­კა­ცი“. ნუ გა­მო­ი­ყე­ნებთ ენას, რო­მე­ლიც
მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ მსხვერ­პლ ­ ის იდენ­ტო­ბა არ იყო
„ნამდვილი“ ან რომ ეს იყო „გადაცმა“, „შენიღბვა“
და ა.შ.

გარ­და ამი­სა, მე­დია ხში­რად ეყ­რ­დ­ნო­ბა პო­ლი­ცი­ას ან მოწ­მე­ებს,


რომ­ლებ­მაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნონ მსხვერ­პლ ­ ის გენ­დე­რის აღ­
მ­ნიშ­ვნ
­ ელი არას­წო­რი სიტყ­ვე­ბი და მცდა­რი (მსხვერპლისთვის
არა­სა­სურ­ვე­ლი) სა­ხე­ლი. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, რო­დე­საც სა­შუ­ა­ლე­
ბა გაქვთ, ცი­ტა­ტის ჩას­მის ნაც­ვ­ლად, მი­მარ­თეთ პე­რიფ­რაზს ან
ისე­თი მო­ნაკ­ვე­თე­ბის ცი­ტი­რე­ბა მო­ახ­დი­ნეთ, რომ­ლე­ბიც არ შე­ი­
ცავს ამ არას­წორ ინ­ფორ­მა­ცი­ას. თუ ეს არ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი,
და­ტო­ვეთ ცი­ტა­ტა, მაგ­რამ ყუ­რადღე­ბით იყა­ვით, რომ თქვენ,
რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტი, იმა­ვე სტა­ტი­აშ ­ ი/­რე­პორ­ტაჟ­ში სწორ ინ­
ფორ­მა­ცი­ას იყე­ნებთ.

ლგბტქი საკითხების გაშუქება — მედიის სახელმძღვანელო Ι 15


პრაქ­ტი­კუ­ლი მა­გა­ლი­თე­ბი
შეც­დო­მაა სწო­რია
„მისი ცხოვ­რე­ბის წე­სი მე­ზობ­ლე­ „მეზობლები ჰო­მო­ფო­ბი­უ­რად არი­ან
ბის­თ­ვის მი­უ­ღე­ბე­ლი­ა“ გან­წყო­ბი­ლე­ბი“

„ჰომოსექსუალიზმი ამო­ი­ღეს და­ა­ „ჰომოსექსუალობა ამო­ი­ღეს და­ა­ვა­დე­


ვა­დე­ბა­თა სი­იდ
­ ან“ ბა­თა სი­ი­დან“

„გიორგი სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ა­თა­ვი­ „გიორგი სამ­სა­ხუ­რი­დან ჰო­მო­ფო­ბი­უ­


სუფ­ლეს, რად­გან არატ­რა­დი­ცი­ რი ნიშ­ნით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, რად­
უ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის გან ის ლგბქტი თე­მის (ქვიარ თე­მის)
ადა­მი­ა­ნია (მამათმავალია და წევ­რი­ა“;
ა.შ.)“ „გიორგი სამ­სა­ხუ­რი­დან ჰო­მო­ფო­ბი­უ­
რი ნიშ­ნით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, რად­გან
ის გე­ი­ა“;
„გიორგი სამ­სა­ხუ­რი­დან ტრან­ს­ფო­ბი­
უ­რი ნიშ­ნით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, რად­გან
ის ტრან­ს­გენ­დე­რი კა­ცი­ა“.

„საქართველოში ერ­თ­ს­ქე­სი­ან­თა „საქართველოში ქორ­წი­ნე­ბის თა­ნას­


ქორ­წი­ნე­ბა უკა­ნო­ნო­ა“ წო­რო­ბა მიღ­წე­უ­ლი არ არის“;
„საქართველოში ერ­თი და იმა­ვე სქე­
სის ადა­მი­ა­ნებს ქორ­წი­ნე­ბის უფ­ლე­ბა/­
შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ აქვთ“.

„ქართველი ტრან­ს­გენ­დე­რი გა­ე­ „ქართველი ტრან­ს­გენ­დე­რი ქა­ლი


რო­ში სა­მუ­შა­ოდ მი­იწ­ვი­ეს“ (სასურველია სა­ხე­ლიც, თუ არ­სე­ბობს
თან­ხ­მო­ბა ვი­ნა­ო­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა­ზე)
გა­ე­რო­ში სა­მუ­შა­ოდ მი­იწ­ვი­ეს“

„ლევანი, რო­მე­ლიც ნინოს სა­ხე­ „ნინო 25 წლი­სა­ა“


ლი­თაა ცნო­ბი­ლი, 25 წლი­სა­ა“
„ნინო“ 25 წლი­სა­ა“
„ლევანი, ე.წ. ნინო 25 წლი­სა­ა“

„ლევანმა გა­დაწყ­ვი­ტა, რომ ქა­ლი „ლანამ გენ­დე­რის და­დას­ტუ­რე­ბის


გამ­ხდ
­ ა­რი­ყო“ ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა“
„ლევანმა სქე­სის შეც­ვლ
­ ის ოპე­რა­ შე­ნიშ­ვნ
­ ა: თუ ამის აუცი­ლებ­ლო­ბა არ
ცია გა­ი­კე­თა“ არის, სა­სურ­ვე­ლი­ა, მო­ე­რი­დოთ აქ­
ცენტს ტრან­ზი­ცი­ა­ზე

პო­ლი­ცია ვა­რა­უ­დობს, რომ ეჭ­ პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­


ვ­მი­ტა­ნი­ლი ბე­რი­ძეს მას შემ­დეგ ბუ­ლი ბე­რი­ძეს ტრან­ს­ფო­ბი­უ­რი ნიშ­ნით
და­ეს­ხა თავს, რაც აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ და­ეს­ხა თავს.
ის სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში კა­ცი იყო.

16 Ι ლგბტქი საკითხების გაშუქება — მედიის სახელმძღვანელო


რეს­პონ­დენ­ტე­ბის შერ­ჩე­ვა
იმის­თ­ვის, რომ ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი პრო­დუქ­ტი იყოს ეთი­კუ­რი და
მგრძნო­ბი­ა­რე, დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს რეს­პონ­დენ­ტე­ბის სწო­რად
შერ­ჩე­ვას. ამ პრო­ცეს­ში წი­ნას­წარ უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ, რამ­დე­
ნად რე­ლე­ვან­ტუ­რია ესა თუ ის წყა­რო, რამ­დე­ნად აქვს შე­სა­ბა­მი­სი
ცოდ­ნა, უნა­რე­ბი და გა­მოც­დი­ლე­ბა ლგბტქი უფ­ლე­ბებ­ზე სა­სა­უბ­
როდ. ჟურ­ნა­ლის­ტის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა­ა, მათ შო­რის, ისიც, რო­გორ
არ­ჩევს რეს­პონ­დენტს, რა რე­აქ­ცია ექ­ნე­ბა პირ­და­პირ ეთერ­ში დის­კ­
რი­მი­ნა­ცი­ულ გა­მო­ნათ­ქვ
­ ა­მებ­ზე, ხო­ლო ჩა­ნა­წე­რის შემ­თხ­ვე­ვა­ში, რა
მო­ნაკ­ვეთს გა­მო­ი­ყე­ნებს მა­სა­ლა­ში მი­სი კო­მენ­ტა­რი­დან.

დ
 არ­წმ­ უნ­დით, რომ ელა­პა­რა­კე­ბით სწორ ადა­მი­ანს – ბევ­რი
პო­ზი­ცი­ო­ნი­რებს, რო­გორც ექ­ს­პერ­ტი, მაგ­რამ ვერ ერ­კ­ვე­ვა ნი­უ­ან­
სებ­ში, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რამ­ხე­ლა აუდი­ტო­რია ჰყავს სო­ცი­ალ
­ ურ
ქსე­ლებ­ში. ქვი­არ ადა­მი­ა­ნე­ბის პრობ­ლე­მებ­ზე, გა­მოწ­ვე­ვებ­სა თუ
წარ­მა­ტე­ბებ­ზე, პირ­ველ რიგ­ში, თა­ვად ქვი­არ ადა­მი­ა­ნებ­მა უნ­და
ისა­უბ­რონ.

 ეს­პონ­დენ­ტის შერ­ჩე­ვა – და­უს­ვით კითხ­ვა სა­კუ­თარ თავს: რა­


რ
ტომ ვიწ­ვევ ამა თუ იმ ადა­მი­ანს? რა ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბას ვე­
ლო­დე­ბი მის­გან? მზად ვარ, რომ ხე­ლი არ შე­ვუწყო სი­ძულ­ვი­ლის
ენის ტი­რა­ჟი­რე­ბა­ში? ყვე­ლა ტი­პის ჟურ­ნა­ლის­ტურ მა­სა­ლა­ზე მუ­შა­
ო­ბის პრო­ცეს­ში, რეს­პონ­დენ­ტე­ბის შერ­ჩე­ვი­სას, აუცი­ლე­ბე­ლი­ა, წი­
ნას­წარ გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ, რამ­დე­ნად მო­სა­ლოდ­ნე­ლია მათ მი­ერ
დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ის, სი­ძულ­ვი­ლის, ჰო­მო­ფო­ბი­ის, ტრან­სფ ­ ო­ბი­ის ტი­
რა­ჟი­რე­ბა. მე­დი­ამ მაქ­სი­მა­ლუ­რად უნ­და შე­ი­კა­ვოს თა­ვი დის­კ­რი­
მი­ნა­ცი­ულ
­ ი პო­ზი­ცი­ე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის ხელ­შეწყო­ბის­გან.

ს
 ხვა­ო­ბა ტი­რა­ჟი­რე­ბა­სა და აუდი­ტო­რი­ის ინ­ფორ­მი­რე­ბას შო­
რის – იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ დის­კრ ­ ი­მი­ნა­ცი­ულ გან­ცხა­დე­ბას აკე­თებს
ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ან მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი
ნდო­ბის მქო­ნე ადა­მი­ან ­ ი, არ­სე­ბობს ლე­გი­ტი­მუ­რი სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­

ლგბტქი საკითხების გაშუქება — მედიის სახელმძღვანელო Ι 17


სი და მკითხ­ველ­ს­/­მა­ყუ­რე­ბელს ამის შე­სა­ხებ უნ­და შე­ატყო­ბი­ნოთ,
თუმ­ცა აუდი­ტო­რი­ამ უნ­და გა­ი­გოს ისიც, რომ ეს გან­ცხა­დე­ბა ჰო­მო­
ფო­ბი­უ­რი­ა, ტრან­ს­ფო­ბი­უ­რია და ა.შ. ჩა­ნა­წე­რის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ეს
უნ­და მოხ­დეს ჟურ­ნა­ლის­ტურ პრო­დუქ­ტ­ში მი­თი­თე­ბის გზით, პირ­
და­პი­რი ეთე­რის დროს კი, აუცი­ლე­ბე­ლი­ა, ცალ­სა­ხად გა­ემ ­ იჯ­ნოთ
ასეთ გან­ცხა­დე­ბას და არ მის­ცეთ ტი­რა­ჟი­რე­ბის სა­შუ­ალ ­ ე­ბა. ეს არ
არის ცუ­დი ჟურ­ნა­ლის­ტი­კა, პი­რი­ქით, აუდი­ტო­რი­ის­თ­ვის შე­სა­ბა­მი­
სი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა თქვე­ნი პრო­ფე­სი­ის ნა­წი­ლი­ა.

 ა­თა­უ­რის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა – რო­დე­საც გა­დაწყ­ვეტთ, რომ ამ­ხი­


ს
ლოთ რო­მე­ლი­მე სა­ჯა­რო პი­რი ან უწყე­ბა, მა­გა­ლი­თად, ჰო­მო­
ფო­ბი­ა­სა თუ სხვა ტი­პის დის­კ­რი­მი­ნა­ცი­აშ
­ ი, უმ­ჯო­ბე­სი­ა, სა­თა­ურ­ში
მი­უ­თი­თოთ „დეპუტატმა ჰო­მო­ფო­ბი­ურ ­ ი გა­მო­ნათ­ქ­ვა­მი გა­მო­ი­ყე­
ნა“. თუ სა­თა­ურ­ში მხო­ლოდ ცი­ტა­ტა მოხ­ვ­დე­ბა და ტექ­ს­ტშ ­ ი მი­ა­ნიშ­
ნებთ, რომ ემიჯ­ნე­ბით ამ­გ­ვარ გა­მო­ნათ­ქ­ვამს, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ,
რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი ხში­რად მხო­ლოდ სა­თა­ურ ­ ებს კითხუ­
ლობს და შე­სა­ბა­მი­სად, ვერ მი­ი­ღებს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ინ­ფორ­მა­ცი­
ას, თქვენ კი ტი­რა­ჟი­რე­ბას შე­უწყობთ ხელს.

 მეორე მხა­რე“ – უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში და სხვა­დას­ხ­ვა სა­ხელ­მ­ძღ­


„
ვა­ნე­ლო­ში ჟურ­ნა­ლის­ტებს ხში­რად ას­წავ­ლი­ან, რომ ყვე­ლა­ფერს
აქვს ორი მხა­რე და მა­თი მი­ზა­ნი უნ­და იყოს ბა­ლან­სი, ორი­ვე მხა­
რის პო­ზი­ცი­ის გაჟ­ღე­რე­ბა. მე­დია ხში­რად ცდი­ლობს ეს წე­სი გა­
ავ­რ­ცე­ლოს ყვე­ლა შემ­თხ­ვე­ვა­ზე, მაგ­რამ უნ­და გვახ­სოვ­დეს, რომ
ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს არ შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ლე­გი­ტი­მუ­რი მე­ო­რე
მხა­რე. ძა­ლა­დო­ბას, დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ას, გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის
შეზღუდ­ვას და ა.შ. ჰყავს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი და ამა­ზე პა­სუ­ხის­მ­გე­
ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, უწყე­ბე­ბი. პირ­და­პირ ეთერ­ში ისე­თი რეს­პონ­
დენ­ტე­ბის მოწ­ვე­ვა, რომ­ლე­ბიც ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის შე­ლახ­ვას
ითხო­ვენ და თან სი­ძულ­ვი­ლის ენით სა­უბ­რო­ბენ, ვერ გა­მარ­თლ ­ ­
დე­ბა ბა­ლან­სის დაც­ვის არ­გუ­მენ­ტით. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში ბა­ლან­სის
დაც­ვა მხო­ლოდ ფორ­მა­ლურ ხა­სი­ათს ატა­რებს და ხელს უწყობს
ლგბტქი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ უარ­ყო­ფი­თი გან­წყო­ბე­ბის გაძ­ლი­ე­
რე­ბას.

18 Ι ლგბტქი საკითხების გაშუქება — მედიის სახელმძღვანელო


ჰ
 ო­მო­ფო­ბი­უ­რი და ძა­ლა­დობ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბის აქ­ტი­ვო­ბე­ბის გა­
შუ­ქე­ბა – ხში­რია შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა ჰო­მო­ფო­ბი­უ­რი ჯგუ­ფე­ბი გეგ­
მა­ვენ ღო­ნის­ძი­ე­ბებს, შეკ­რე­ბებს, აქ­ცი­ებს. უნ­და გა­ა­შუ­ქოს თუ არა
ისი­ნი მე­დი­ამ? ამ კითხ­ვა­ზე ცალ­სა­ხა პა­სუ­ხის გა­ცე­მა რთუ­ლი­ა. თუ
ფიქ­რობთ, რომ ამ ღო­ნის­ძი­ე­ბის მი­მართ არ­სე­ბობს სა­ჯა­რო ინ­ტე­
რე­სი, სწო­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა გა­შუ­ქე­ბა, მაგ­რამ ეთი­კუ­რი
სტან­დარ­ტე­ბის დაც­ვით. თუმ­ცა გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ სა­ჯა­რო
ინ­ტე­რე­სი გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ცალ­კე­უ­ლი ადა­მი­ან ­ ე­ბის ცნო­ბის­მოყ­ვა­
რე­ობ ­ ის­გან. სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სის მქო­ნეა თე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ეხე­ბა
სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფარ­თო წრეს, ან თუნ­დაც ერთ კონ­კ­რე­ტულ ჯგუფს,
ან ისეთ სფე­როს, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­
ხელ­მ­წი­ფო­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თვით­მმ ­ არ­თვ
­ ე­ლო­ბის გან­ხორ­ცი­
ე­ლე­ბას­თან. ამ ტი­პის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­შუ­ქე­ბი­სას, მარ­ტი­ვი და
კარ­გი გა­მო­სა­ვა­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს ის, რომ არ მის­ცეთ ტრი­ბუ­ნა
ჰო­მო­ფო­ბებს და აუდი­ტო­რი­ას თა­ვად მო­უყ­ვეთ ში­ნა­არ­სი, თა­ვად
შე­ა­ფა­სოთ მა­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი და უწო­დოთ ჰო­მო­ფო­ბი­ას ჰო­მო­
ფო­ბი­ა, ტრან­ს­ფო­ბი­ას – ტრან­ს­ფო­ბი­ა, გა­ე­მიჯ­ნოთ ძა­ლა­დო­ბას და
ა.შ. ნუ გა­უშ­ვებთ ამ ღო­ნის­ძი­ე­ბებს პირ­და­პირ ეთერ­ში კონ­ტექ­ს­
ტი­სა და კო­მენ­ტა­რის გა­რე­შე. თუ დის­კ­რი­მი­ნა­ცი­უ­ლი გან­ცხა­დე­ბე­
ბის ავ­ტო­რი სა­ჯა­რო ან გავ­ლე­ნის მქო­ნე პი­რია და აუცი­ლებ­ლად
მი­გაჩ­ნი­ათ მი­სი ცი­ტა­ტის ჩვე­ნე­ბა, გა­ნუ­მარ­ტეთ მა­ყუ­რე­ბელს, რომ
ეს არის დის­კ­რი­მი­ნა­ცი­უ­ლი გა­მო­ნათ­ქ­ვა­მი. გარ­და ამი­სა, ყო­ველ­
თ­ვის შე­გიძ­ლი­ათ გა­და­ი­ღოთ­/­ჩა­წე­როთ კო­მენ­ტა­რე­ბი და შემ­დეგ
გა­დაწყ­ვი­ტოთ, გა­მო­აქ­ვეყ­ნებთ არა.

 რო­პა­გან­და და „პროპაგანდა“ – მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია იცო­დეთ,


პ
რომ ლგბტქი ადა­მი­ან ­ ე­ბის წი­ნა­აღ­მდ
­ ეგ ბრძო­ლა ხში­რად რუ­სუ­ლი
პრო­პა­გან­დის ნა­წი­ლი­ა. თუ და­აკ­ვირ­დე­ბით, ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­
ლე­ბიც ჰო­მო­ფო­ბი­ურ, ბი­ფო­ბი­ურ, ტრან­ს­ფო­ბი­ურ გან­ცხა­დე­ბებს
აკე­თე­ბენ, რბი­ლად რომ ვთქვათ, ლო­ი­ა­ლუ­რად არი­ან გან­წყო­
ბილ­ნი რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ, არი­ან პრო­რუ­სე­ბი და
კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ით გან­საზღ­ვრ ­ უ­ლი ქვეყ­ნის პრო­და­სავ­ლუ­რი კურ­სის
წი­ნა­აღ­მ­დეგ გა­მო­დი­ან, ხო­ლო გზავ­ნი­ლე­ბი, რომ­ლებ­საც აჟ­ღე­რე­
ბენ, კრემ­ლის მი­ე­რაა შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი და უკ­ვე დი­დი ხა­ნია ვრცელ­

ლგბტქი საკითხების გაშუქება — მედიის სახელმძღვანელო Ι 19


დე­ბა რუ­სულ მე­დი­აშ ­ ი. და­ი­მახ­სოვ­რეთ, არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი
„ლგბტ პრო­პა­გან­და“ და ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბიც რუ­სუ­ლი პრო­პა­
გან­დის ნა­წი­ლია – სი­ნამ­დვ ­ ი­ლე­ში, ისი­ნი ასე ადა­მი­ან
­ ის სა­ბა­ზი­სო
უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ. შე­სა­ბა­მი­სად, თუ თქვე­ნი რეს­
პონ­დენ­ტი იყე­ნებს ამ სიტყ­ვებს, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი­ა, რომ ეს არ მი­ი­
ღოთ, რო­გორც მო­ცე­მუ­ლო­ბა. ასე­ვე, ხში­რია გან­ცხა­დე­ბე­ბი, რო­ცა
ლგბტქი უფ­ლე­ბებს ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბებს უპი­რის­პი­რე­ბენ, თით­ქოს
თა­ნას­წო­რო­ბა ბავ­შ­ვებს აზი­ა­ნებს და „რყვნის“. ნუ იქ­ნე­ბით ამ ინ­
ფორ­მა­ცი­ის გამ­ტა­რი, არ გა­ე­ბათ პრო­პა­გან­დის­ტულ მა­ხე­ში. მა­
გა­ლი­თად, თუ ჰო­მო­ფო­ბი­უ­რი ჯგუ­ფე­ბი წა­რად­ნენ კა­ნონს, რომ­
ლი­თაც „ლგბტ პრო­პა­გან­დის“ შეზღუდ­ვას ითხო­ვენ, ამ თე­მა­ზე
სა­უბ­რი­სას ნუ გა­მო­ი­ყე­ნებთ მათ სიტყ­ვებს, ესა­უბ­რეთ აქ­ტი­ვის­ტებს,
ლგბტ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, უფ­ლე­ბა­დამ­ც­ვე­ლებს, მო­ის­მი­ნეთ მა­თი პო­
ზი­ცი­ა, გა­მო­იყ
­ ე­ნეთ სწო­რი სიტყ­ვე­ბი.

 ომ­ზა­დე­ბა – რო­დე­საც ეთერ­ში იწ­ვევთ ისეთ პი­რებს, რომ­ლე­ბიც


მ
მო­სა­ლოდ­ნე­ლი­ა, რომ სი­ძულ­ვი­ლის ენას გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ, მო­ემ­ზა­
დეთ სა­თა­ნა­დო ოპო­ნი­რე­ბის­თ­ვის. იფიქ­რეთ, რო­გორ შე­აჩ ­ ე­რებთ
მათ დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ულ გა­მო­ნათ­ქ­ვა­მებს, რა ფორ­მით აუხ­ს­ნით
აუდი­ტო­რი­ას, რომ მი­უ­ღე­ბე­ლია ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სხვა­
დას­ხ­ვა ჯგუ­ფის მი­მართ? მო­სა­ლოდ­ნე­ლი­ა, რომ რეს­პონ­დენ­ტე­ბი,
რომ­ლე­ბიც სი­ძულ­ვი­ლის ენას იყე­ნე­ბენ, სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბის
გა­სამ­ყა­რებ­ლად სხვა­დას­ხ­ვა ინ­ფორ­მა­ცი­ას და­ა­სა­ხე­ლე­ბენ, რო­
მელ­თა გა­და­მოწ­მე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა იმ დროს შე­საძ­ლოა არ გქონ­
დეთ. ამი­ტომ ეცა­დეთ, გა­და­ხე­დოთ მათ სხვა გა­მოს­ვ­ლებს, ნა­ხოთ
რა არ­გუ­მენ­ტე­ბი აქვთ, მო­ემ­ზა­დოთ სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო კითხ­ვე­ბით
და არ მის­ცეთ თე­მი­დან გა­დახ­ვე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

 ე­დე­გი – გახ­სოვ­დეთ, რომ კითხ­ვე­ბის დას­მი­სას და გა­და­ცე­მის


შ
და­გეგ­მ­ვი­სას აქ­ცენ­ტი უნ­და გა­კეთ­დეს სა­ზო­გა­დო­ებ ­ ის­თ­ვის მნიშ­
ვ­ნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა­ზე და არა რეს­პონ­დენ­ტე­ბის
დის­კ­რი­მი­ნა­ცი­უ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბის გავ­რც
­ ე­ლე­ბა­ზე. ამი­ტო­მაც მნიშ­ვ­
ნე­ლო­ვა­ნი­ა, გა­ა­ან
­ ა­ლი­ზოთ, რა შე­დე­გი მოჰ­ყ­ვე­ბა რეს­პონ­დენ­ტის
ნათ­ქ­ვამს და გა­მო­იწ­ვევს თუ არა ვინ­მეს დის­კრ ­ ი­მი­ნა­ცი­ას.

20 Ι ლგბტქი საკითხების გაშუქება — მედიის სახელმძღვანელო


ინ­ტერ­ვიუ
ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი მა­სა­ლის ერ­თ­-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ელე­მენ­ტია
ინ­ტერ­ვი­უ. კითხ­ვე­ბი და ინ­ტერ­ვი­უს ტექ­ნი­კა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი­ა,
თუმ­ცა არის რამ­დე­ნი­მე წე­სი, რო­მე­ლიც ეთი­კუ­რი ჟურ­ნა­ლის­ტი­კის­
თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი­ა.

თუ თქვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ჰო­მო­ფო­ბი­უ­


რა­დაა გან­წყო­ბი­ლი, კითხ­ვე­ბი ისე უნ­და დას­ვათ, რომ სა­კა­მა­თო არ
გა­ხა­დოთ ადა­მი­ა­ნის ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბე­ბი. მა­გა­ლი­თად, არ
დას­ვათ კითხ­ვა: „უნდა ჰქონ­დეთ თუ არა გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა
ლგბტქი პი­რებს?“. შე­სა­ბა­მი­სად, რო­ცა ამ­ზა­დებთ ჟურ­ნა­ლის­ტურ მა­
სა­ლას, მა­გა­ლი­თად, 17 მა­ის­ზე, არ აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, რას ფიქ­რო­
ბენ ჰო­მო­ფო­ბი­უ­რი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის ლი­დე­რე­ბი, რად­გან სა­ქარ­თვ ­ ე­
ლოს კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ა­ში წე­რი­ა, რომ ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს გა­მო­ხატ­ვის
თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ასეთ დროს მე­დი­ის მი­ერ „მეორე მხა­რის“ პო­ზი­ცი­
ე­ბის ტი­რა­ჟი­რე­ბა ნიშ­ნავს იმას, რომ კითხ­ვის ნიშ­ნის ქვეშ აყე­ნებთ
კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ით გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბებს.

იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, რო­ცა გსურთ სა­უბ­ ა­რი ლგბტქი ადა­მი­ან­თან, გახ­


სოვ­დეთ, რომ ესა­უბ­რე­ბით არა პო­ლი­ტი­კოსს და თა­ნამ­დე­ბო­ბის
პირს, რო­მე­ლიც ვალ­დე­ბუ­ლი­ა, უპა­სუ­ხოს კითხ­ვებს, არა­მედ ადა­მი­
ანს, რო­მე­ლიც გიყ­ვე­ბათ მი­სი პი­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­ხებ. შე­
სა­ბა­მი­სად, ნუ და­ავ
­ ალ­დე­ბუ­ლებთ მას, რომ დაგ­თან­ხ­მ­დეთ ინ­ტერ­
ვი­უ­ზე.

 ნ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი თან­ხ­მო­ბა – თუ რეს­პონ­დენ­ტი მზა­დაა სა­ჯა­


ი
როდ ისა­უბ­როს, დარ­წ­მუნ­დით, რომ კარ­გად აც­ნო­ბი­ერ ­ ებს მო­სა­
ლოდ­ნელ შე­დე­გებს. უთხა­რით შე­საძ­ლო რის­კე­ბის შე­სა­ხებ, აუხ­სე­
ნით, რო­მე­ლი არ­ხე­ბით გავ­რ­ცელ­დე­ბა თქვე­ნი პრო­დუქ­ტი და ვინ
შე­იძ­ლე­ბა ნა­ხოს ის. მა­გა­ლი­თად, თუ სო­ცი­ალ
­ ურ ქსელ­ში მე­დი­ის
გვერ­დზ­ ე შე­გიძ­ლი­ათ გა­ფილ­ტ­როთ კო­მენ­ტა­რე­ბი, ამის შე­საძ­ლებ­

ლგბტქი საკითხების გაშუქება — მედიის სახელმძღვანელო Ι 21


ლო­ბა არ გაქვთ სხვა­დას­ხ­ვა ჯგუფ­ში, რომ­ლებ­შიც მა­სა­ლა თქვენ­
გან და­მო­უ­კი­დებ­ლად შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდ ­ ეს. გახ­სოვ­დეთ, რომ
მი­უ­ხე­და­ვად რეს­პონ­დენ­ტის თან­ხ­მო­ბი­სა, ჟურ­ნა­ლის­ტურ მა­სა­ლა­
ზე პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლია თა­ვად ჟურ­ნა­ლის­ტი;

 ონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბის დაც­ვა – თუ რეს­პონ­დენტს სურს კონ­ფი­


კ
დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბა, პა­ტი­ვი ეცით მის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას და ნუ და­
ა­ძა­ლებთ სა­ჯა­როდ სა­უ­ბარს, გახ­სოვ­დეთ და­ფარ­ვის მი­ზე­ზი. რა
თქმა უნ­და, ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი მა­სა­ლის სან­დო­ო­ბა და შე­სა­ბა­მი­სად,
გავ­ლე­ნა უფ­რო მა­ღა­ლი­ა, რო­ცა მა­ყუ­რე­ბე­ლი/­მკ­ ითხ­ვე­ლი ხე­დავს
ადა­მი­ანს და არა და­ფა­რულ სა­ხეს ან ინი­ცი­ალ ­ ებს, მაგ­რამ ასეთ
დროს მე­დი­ის მთა­ვა­რი ამო­სა­ვა­ლი უნ­და იყოს „არ ავ­ნო“ პრინ­
ცი­პი. ანო­ნი­მუ­რად ჩა­წე­რამ­დე, კარ­გად აუხ­სე­ნით რეს­პონ­დენტს,
რა ხერ­ხე­ბი არ­სე­ბობს ამის­თ­ვის, მა­გა­ლი­თად, არამ­ხო­ლოდ სა­ხის
და­ფარ­ვა, არა­მედ ხმის შეც­ვ­ლაც. იქ­ნებ ჩრდი­ლე­ბი ან შე­სა­ბა­მი­სი
გა­ნა­თე­ბა ჯობ­დეს? სა­ხე­ლის შეც­ვ­ლა ურ­ჩევ­ნია თუ მხო­ლოდ ინი­
ცი­ალ­ ე­ბის და­წე­რა? და ა.შ. გახ­სოვ­დეთ, რომ ყვე­ლამ არ იცის და
არც უნ­და იცო­დეს ის ტექ­ნი­კე­ბი, რაც თქვე­ნი სა­მუ­შა­ოს ნა­წი­ლი­ა.
და­უტ ­ ო­ვეთ რეს­პონ­დენტს არ­ჩე­ვა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა;

 დენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის საფ­რ­თხე – არ უნ­და დაგ­ვა­ვიწყ­დეს არც ის,


ი
რომ ანო­ნი­მუ­რო­ბის დაც­ვა გუ­ლის­ხმ ­ ობს საცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­
ლის, სა­მუ­შა­ოს, სკო­ლის და ა.შ. დე­ტა­ლე­ბის არ გამ­ხე­ლა­საც, თუ
ეს და­არ­ღ­ვევს რეს­პონ­დენ­ტის კონ­ფი­დენ­ცი­ალ­ უ­რო­ბას. მხო­ლოდ
ის, რომ სხვა ქა­ლაქ­ში მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნი მას ვერ იც­ნობს, ანო­
ნი­მუ­რო­ბის დაც­ვა არ არის. თქვე­ნი წყა­რო არ უნ­და იც­ნოს მე­ზო­
ბელ­მა, მე­გო­ბარ­მა, ნა­თე­სავ­მა, რად­გან ხში­რად ყვე­ლა­ზე დი­დი
საფ­რ­თხე სწო­რედ ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან მო­დის;

 წყა­როს ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბა – კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბის დაც­ვა გუ­


ლის­ხ­მობს წყა­როს არ გამ­ხე­ლას, არც თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი­სა და მე­
გობ­რე­ბის­თ­ვის, არც კო­ლე­გე­ბის­თვ
­ ის. თუ მე­გო­ბარ­მა ჟურ­ნა­ლის­ტ­
მა გთხო­ვათ კო­მუ­ნი­კა­ცია თქვენს რეს­პონ­დენ­ტთ­ ან, ნუ მის­ცემთ მას

22 Ι ლგბტქი საკითხების გაშუქება — მედიის სახელმძღვანელო


სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცი­ას რეს­პონ­დენ­ტის თან­ხ­მო­ბის გა­რე­შე – ინ­
ტერ­ვი­უ­ზე თან­ხმ
­ ო­ბა გქონ­დათ თქვენ და არა მთელ მე­დი­ას. გარ­და
ამი­სა, ყო­ველ­თვ­ ის გახ­სოვ­დეთ, რომ სა­ქარ­თვ
­ ე­ლოს კა­ნონ­მ­დებ­ლო­
ბით, ჟურ­ნა­ლისტს უფ­ლე­ბა აქვს არ გა­ამ­ჟ­ღავ­ნოს წყა­როს ვი­ნა­ო­ბა;

 ნ­ტერ­ვი­უს შე­ჩე­რე­ბის ან შეწყ­ვე­ტის შე­საძ­ლებ­ლო­ბა – რეს­


ი
პონ­დენტს უთხა­რით, რომ შე­უძ­ლია არ უპა­სუ­ხოს არა­სა­სურ­ველ
კითხ­ვას, ასე­ვე, უარი თქვას ინ­ტერ­ვი­უს გაგ­რ­ძე­ლე­ბა­ზე, გან­სა­კუთ­
რე­ბით იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ ესა­უბ­რე­ბით ძა­ლა­დო­ბა გა­მოვ­ლილ
ადა­მი­ანს. თუ აპი­რებთ და­უს­ვათ კითხ­ვა, რო­მელ­მაც, შე­საძ­ლო­ა,
გა­ნუ­ახ­ლოს ტკი­ვი­ლი, კითხ­ვის დას­მამ­დე გა­აფ­რ­თხი­ლეთ ამის შე­
სა­ხებ. იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ ეს კითხ­ვა და შე­სა­ბა­მი­სად, პა­სუ­ხი არ
არის ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი, თა­ვი შე­ი­კა­ვეთ
მი­სი გაჟ­ღე­რე­ბის­გან;

 ნ­ფორ­მა­ცია ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხებ – თუ რეს­პონ­დენ­ტი დე­ტა­ლუ­


ი
რად გიყ­ვე­ბათ ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხებ, თა­ვად გა­დაწყ­ვი­ტეთ, რას
აქვს ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა და რას არა, მა­სა­ლა­ში კი შე­
სა­ბა­მი­სი ნა­წი­ლი და­ტო­ვეთ. ეს მნიშ­ვნ ­ ე­ლო­ვა­ნია იმის გა­მო, რომ
ზო­გი­ერ­თი დე­ტა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­ ა­ში შე­იძ­ლე­ბა აღ­ქ­მუ­ლი იყოს მო­
ძა­ლა­დის გა­მა­მარ­თ­ლე­ბელ ან­/­და ძა­ლა­დო­ბა გა­მოვ­ლი­ლი ადა­მი­
ა­ნის გა­მამ­ტყუ­ნე­ბელ არ­გუ­მენ­ტად. ნუ მის­ცემთ აუდი­ტო­რი­ას ამის
მი­ზეზს, გახ­სოვ­დეთ, რომ ძა­ლა­დო­ბას არ აქვს გა­მარ­თ­ლე­ბა. გარ­
და ამი­სა, ნუ გექ­ნე­ბათ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რომ ერ­თი რეს­პონ­დენ­
ტის გა­მოც­დი­ლე­ბა ნაკ­ლე­ბად მძი­მეა და სხვი­სი მე­ტად. გახ­სოვ­
დეთ, რომ ყვე­ლა ძა­ლა­დო­ბა მძი­მე­ა;

 საფ­რ­თხო სივ­რ­ცე – ინ­ტერ­ვიუ უნ­და ჩა­წე­როთ ისეთ ად­გი­ლას,


უ
სა­დაც რეს­პონ­დენტს არ ემუქ­რე­ბა საფ­რ­თხე;

 კონ­ტ­რო­ლეთ ემო­ცი­ე­ბი – ერ­თია მხარ­და­ჭე­რის, თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბის


ა
გა­მო­ხატ­ვა, ხო­ლო მე­ორ­ ე – შე­ცო­დე­ბა, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა არა­
სა­სურ­ვე­ლი და შე­უ­რაცხ­მ­ყო­ფე­ლიც კი იყოს;

ლგბტქი საკითხების გაშუქება — მედიის სახელმძღვანელო Ι 23


 დო­ბა – ყო­ველ­თვ
ნ ­ ის, რო­ცა ადა­მი­ა­ნი გიყ­ვე­ბათ პი­რად ის­ტო­რი­
ას, გახ­სოვ­დეთ, რომ ის თქვენ გენ­დოთ და ნუ ისარ­გებ­ლებთ ამ
ნდო­ბით ბო­რო­ტად, ნუ უგუ­ლე­ბელ­ყოფთ მას;

 ა­მარ­თუ­ლი ტექ­ნი­კა – ტექ­ნი­კუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა გა­მარ­თეთ მა­


გ
ნამ, სა­ნამ რეს­პონ­დენ­ტი თხრო­ბას და­იწყებს. იდე­ალ ­ უ­რი კად­რის
თუ ხმის ძი­ე­ბი­სას, მო­უ­ლოდ­ნე­ლად ნუ შე­აწყ­ვე­ტი­ნებთ სა­უ­ბარს.
თუ გაქვთ ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზი, აცა­დეთ, და­ას­რუ­ლოს წი­ნა­და­დე­
ბა, აუხ­სე­ნით რა­შია საქ­მე და შემ­დეგ მო­აგ­ვა­რეთ პრობ­ლე­მა. გახ­
სოვ­დეთ, რომ რეს­პონ­დენ­ტი მის­თვ ­ ის სრუ­ლი­ად უცხო ადა­მი­ანს
გიყ­ვე­ბათ პი­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­ხებ, ანუ გენ­დო­ბათ და და­
ა­ფა­სეთ ეს ნდო­ბა, ნუ აფიქ­რე­ბი­ნებთ და ნურც იგუ­ლის­ხმ ­ ებთ, რომ
ამ­ბავს მხო­ლოდ რე­ი­ტინ­გის, სენ­სა­ცი­ის, „ექსკლუზივის“ გა­მო აშუ­
ქებთ;

 ითხ­ვე­ბი – ლგბტქი ადა­მი­ა­ნებს არ და­უს­ვათ კითხ­ვე­ბი მა­თი ორი­


კ
ენ­ტა­ცი­ი­სა თუ გენ­დე­რუ­ლი იდენ­ტო­ბის შე­სა­ხებ, თუ ეს არ არის
თქვე­ნი მა­სა­ლის მთა­ვა­რი თე­მა;

 არ­დ­გე­ნა – სა­უბ­რის დაწყე­ბამ­დე ჰკითხეთ რეს­პონ­დენტს, რო­


წ
გორ ურ­ჩევ­ნია მოხ­სე­ნი­ე­ბა, რო­გორ აღ­წერს სა­კუ­თარ თავს და ასე
მი­მარ­თეთ ინ­ტერ­ვი­უს დროს, ეს სიტყ­ვე­ბი გა­მო­ი­ყე­ნეთ მა­სა­ლა­შიც.
ეს პრო­ცე­სი უფ­რო რომ გა­გი­მარ­ტივ­დეთ, ჯერ თა­ვად წა­რად­გი­ნეთ
სა­კუ­თა­რი თავს – სა­ხე­ლი, გვა­რი, სამ­სა­ხუ­რი და რას საქ­მი­ან­ ობთ.

24 Ι ლგბტქი საკითხების გაშუქება — მედიის სახელმძღვანელო


ში­ნა­არ­სი
იმის­თ­ვის, რომ მო­ამ­ზა­დოთ ეთი­კუ­რი მა­სა­ლა, გარ­და სა­კუ­თარ თავ­
ში ჰო­მო­ფო­ბი­ის და­მარ­ცხე­ბი­სა, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი­ა, შე­სა­ბა­მი­სი ცოდ­
ნაც, რად­გან შე­იძ­ლე­ბა იყოთ თე­მის მხარ­დამ­ჭე­რი, მაგ­რამ გა­ა­შუ­
ქოთ არა­ე­თი­კუ­რად. ამის მი­უ­ხე­და­ვად, იმ მი­ზე­ზით, რომ რა­ღაც არ
იცით, არ ღირს უარი თქვათ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ერ­თ-­ ერ­თი ყვე­ლა­ზე
ჩაგ­რუ­ლი ჯგუ­ფის გა­შუ­ქე­ბა­ზე, პი­რი­ქით – ეცა­დეთ მე­ტი გა­ი­გოთ, რაც
ეთი­კურ გა­შუ­ქე­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ. უნ­და და­ხარ­ჯოთ დრო ინ­ფორ­
მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა­ზე, გა­დამ­ზა­დე­ბა­ზე, მი­უხ
­ ე­და­ვად იმი­სა, რომ ხში­რად
შე­სა­ბა­მი­სი რე­სურ­სი ძა­ლი­ან მწი­რი­ა.

იხი­ლეთ რამ­დე­ნი­მე რე­კო­მენ­და­ცი­ა, რომ­ლე­ბიც გა­მო­გად­გე­ბათ იმა­


ში, რომ თქვე­ნი ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი მა­სა­ლის ში­ნა­არ­სი იყოს მგრძნო­ბი­
ა­რე, ეთი­კუ­რი:

ა
 რას­დრ
­ ოს გა­მო­ი­ყე­ნოთ შე­უ­რაცხ­მ­ყო­ფე­ლი ენა ჟურ­ნა­ლის­ტურ მა­
სა­ლა­ში;

თ
 ქვე­ნი ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი მა­სა­ლის შე­დე­გად მა­ყუ­რე­ბელ­ს/­­მ­კითხ­
ველს არ უნ­და დარ­ჩეს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ლგბტქი ადა­მი­ან ­ ე­
ბი ძა­ლა­დო­ბის სა­მარ­თ­ლი­ა­ნი სა­მიზ­ნე­ებ
­ ი არი­ან, „გამოიწვიეს“
მო­ძა­ლა­დე და ა.შ. გახ­სოვ­დეთ – ძა­ლა­დო­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგ
­ ე­ბე­ლია
მო­ძა­ლა­დე. ჟურ­ნა­ლის­ტურ მა­სა­ლა­ში აჩ­ვე­ნეთ, რომ ლგბტქი ადა­
მი­ა­ნებ­ზე ძა­ლა­დო­ბა არის და­ნა­შა­უ­ლი;

 ლგბტქი თე­მა­ზე ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი მა­სა­ლის მომ­ზა­დე­ბი­სას გახ­სოვ­


დეთ, რომ თქვე­ნი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი უნ­და იყოს არა რე­ი­ტინ­გი, არა­მედ
არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის უკე­თე­სო­ბის­კენ შეც­ვ­ლა. ნუ გა­მო­ი­ყე­ნებთ
ქვი­არ ადა­მი­ა­ნებს რე­ი­ტინ­გის­თ­ვის. გა­შუ­ქე­ბა არ უნ­და იყოს სენ­სა­ცი­
უ­რი, ეგ­ზო­ტი­კუ­რო­ბა­ზე, „სკანდალურობაზე“ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი;

„
 კარგი თე­მა“ არ არის ეთი­კა­ზე და მო­რალ­ზე უარის თქმის მი­ზე­
ზი. გარ­და იმი­სა, რომ ასე შე­იძ­ლე­ბა და­ა­ზი­ა­ნოთ სხვა ადა­მი­ან
­ ე­ბი,

ლგბტქი საკითხების გაშუქება — მედიის სახელმძღვანელო Ι 25


თქვენც მო­გი­წევთ ამას­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა – რო­გორ იგ­რძ
­ ­ნობთ
თავს, თუ თქვენ გა­მო ვინ­მე და­ზი­ან­დე­ბა?

ნ
 უ და­ას
­ ა­ხე­ლებთ ადა­მი­ან
­ ის ორი­ენ­ტა­ცი­ა­სა თუ გენ­დე­რულ იდენ­
ტო­ბას მა­შინ, რო­ცა სა­უბ­რის მთა­ვა­რი თე­მა ეს არ არის. და­ფიქ­რ­
დით, იზამ­დით თუ არა იმა­ვეს ჰე­ტე­რო­სექ­სუ­ალ ­ ი რეს­პონ­დენ­ტის
შემ­თხ­ვე­ვა­ში. მა­გა­ლი­თად, თუ თქვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი გეი აქ­ტი­ვის­
ტი სა­უბ­რობს რო­მე­ლი­მე სა­მი­ნის­ტ­როს ბი­უ­ჯეტ­ზე, მის ორი­ენ­ტა­ცი­
ა­ზე ხაზ­გას­მა არ არის სა­ჭი­რო;

თ
 უ არ არის აუცი­ლებ­ლო­ბა, თქვით „წყვილი“ და არა „გეი/
ლესბოსელი წყვი­ლი“. ცხა­დი­ა, სა­უბ ­ ა­რია იმ შემ­თხ­ვე­ვებ­ზე, რო­ცა
ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი მა­სა­ლის ფო­კუ­სი არ არის იდენ­ტო­ბა;

ი
 მის­თ­ვის, რომ აჩ­ვე­ნოთ კონ­ტექ­სტ­ ი, გა­მო­ი­ყე­ნეთ სტა­ტის­ტი­კა,
მაგ­რამ არ და­კარ­გოთ ადა­მი­ა­ნუ­რი ის­ტო­რი­ე­ბი;

დ
 ა­უშ­ვე­ბე­ლია იძუ­ლე­ბი­თი ქა­მინ­გა­უთ
­ ი – ლგბქტი ადა­მი­ან­ ე­ბის ნა­
წი­ლი მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­/­ვერ აკე­თებს ქა­მინ­გა­
უთს. ამა­ში დამ­ნა­შა­ვეა ჰო­მო­ფო­ბი­ურ ­ ი გა­რე­მო და ის საფ­რ­თხე­ე­
ბი, რო­მე­ლიც თე­მის წევ­რებს სა­ჯა­რო­ო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა
და­ე­მუქ­როთ. არას­დ­როს გა­ამ­ჟ­ღავ­ნოთ თე­მის წევ­რე­ბის სექ­სუ­ა­
ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცია თუ გენ­დე­რუ­ლი იდენ­ტო­ბა მა­თი გა­აზ­რე­ბუ­ლი
თან­ხ­მო­ბის გა­რე­შე;

ნ
 უ გა­ა­კე­თებთ აქ­ცენტს იმა­ზე, გავ­ლი­ლი აქვს თუ არა ტრან­ზი­ცია
ტრან­ს­გენ­დერ ადა­მი­ანს, თუ ეს არ არის ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი მა­სა­ლის
მთა­ვა­რი თე­მა. ტრან­ს­გენ­დე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ვად წყვე­ტენ, შე­იც­
ვა­ლონ თუ არა სხე­უ­ლი ჰორ­მო­ნუ­ლი ან­/დ ­ ა ქი­რურ­გი­ულ
­ ი გზით.
სა­მე­დი­ცი­ნო ის­ტო­რი­ას არ აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა იმის გან­სა­საზღ­ვ­
რად, არის თუ არა ადა­მი­ან ­ ი ტრან­ს­გენ­დე­რი.

თ
 უ გყავთ კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი წყა­რო, მა­სა­ლა­ში გან­მარ­ტეთ, რა­
ტომ არის ამის სა­ჭი­რო­ე­ბა. იმუ­შა­ვეთ ცნო­ბი­ერ
­ ე­ბის ამაღ­ლე­ბა­ზე;

26 Ι ლგბტქი საკითხების გაშუქება — მედიის სახელმძღვანელო


 ლგბტქი ადა­მი­ა­ნებს ხში­რად ეს­ხ­მი­ან თავს, ავიწ­რო­ებ ­ ენ, უშ­ვე­ბენ სახ­
ლი­დან­/­სამ­სა­ხუ­რი­დან, უს­წორ­დე­ბი­ან ფი­ზი­კუ­რად, კლა­ვენ, თუმ­ცა
არ­სე­ბობს სხვა ის­ტო­რი­ე­ბიც, რო­მე­ლიც ასე­ვე არის ლგბტქი ადა­მი­
ა­ნე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის ნა­წი­ლი. მე­დია ლგბტქი თემს უმე­ტე­სად
წარ­მო­ა­ჩენს, რო­გორც მსხვერ­პლ ­ ებს. ეძე­ბეთ ახა­ლი რა­კურ­სე­ბი.
ცხა­დი­ა, უნ­და აჩ­ვე­ნოთ, არ­სე­ბუ­ლი ჰო­მო­ფო­ბი­უ­რი გა­რე­მო რო­გორ
აისა­ხე­ბა თე­მის წევ­რებ­ზე, მაგ­რამ, მნიშ­ვნ
­ ე­ლო­ვა­ნი­ა, პო­ზი­ტი­ურ­ ი გა­
მოც­დი­ლე­ბე­ბიც. ლგბტქი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­შუ­ქე­ბით და­ინ­ტე­რეს­დით
არამ­ხო­ლოდ მათ­ზე ძა­ლა­დო­ბის შემ­თხ­ვე­ვებ­ში, ან პრა­ი­დის კვი­რა­
ში, არა­მედ სხვა დრო­საც; გა­ა­შუ­ქეთ კარ­გი ამ­ბე­ბიც;

მ
 ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი­ა, ლგბტქი ადა­მი­ა­ნე­ბი, აქ­ტი­ვის­ტე­ბი ალა­პა­რა­კოთ
სხვა სა­კითხებ­ზეც – ქვეყანაში არსებული პრობლემები, სიღარიბე,
ინფლაცია, ოკუპაცია. გამოწვევები თუ მიღწევები ყველას გვეხება;

 ისა­უბ­რეთ ლგბტქი ადა­მი­ა­ნებ­ზე, რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის სრულ­ფა­სო­


ვან წევ­რებ­ზე და არა უცხო­ებ­ზე, რომ­ლებ­საც შო­რი­დან აკ­ვირ­დე­ბით;

 სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში არა­ერ­თხელ ყო­ფი­ლა ლგბტქი ადა­მი­


ა­ნე­ბის მკვლე­ლო­ბის შემ­თხ­ვე­ვა. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­ნამ ამ ინ­ფორ­
მა­ცი­ას სა­ჯა­როს გახ­დით, დარ­წ­მუნ­დით, რომ ამის შე­სა­ხებ უკ­ვე იცი­
ან ოჯა­ხის წევ­რებ­მა, ახ­ლობ­ლებ­მა, მე­გობ­რებ­მა. არა­ვინ იმ­სა­ხუ­რებს,
რომ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის სიკ­ვ­დი­ლის შე­სა­ხებ მე­დი­ი­დან შე­იტყოს.

გახ­სოვ­დეთ, თქვენ მი­ერ მო­ყო­ლილ­მა ამ­ბავ­მა, შე­საძ­ლო­ა, გავ­ლე­


ნა იქო­ნი­ოს ლგბტქი ადა­მი­ა­ნებ­ზე, რომ­ლებ­საც გა­ნუც­დი­ათ ან ჯერ
კი­დევ გა­ნიც­დი­ან ძა­ლა­დო­ბას. სა­სურ­ვე­ლი­ა, მა­სა­ლას და­ურ­თოთ იმ
უწყე­ბე­ბი­სა თუ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცი­ა, სა­დაც
შე­საძ­ლე­ბე­ლია და­რეკ­ვა და დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნა ან სხვა­დას­ხ­ვა
სერ­ვი­სის მი­ღე­ბა.

და ბო­ლოს, გა­უფ­რ­თხილ­დით თქვენს რეს­პონ­დენ­ტებს მა­სა­ლის გა­მოქ­


ვეყ­ნე­ბის შემ­დე­გაც – სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რილ­მა კო­მენ­ტა­რებ­მა ისი­
ნი შე­იძ­ლე­ბა მნიშ­ვნ
­ ე­ლოვ­ნად და­ა­ზი­ა­ნოს. გა­ფილ­ტ­რეთ კო­მენ­ტა­რე­ბი.

ლგბტქი საკითხების გაშუქება — მედიის სახელმძღვანელო Ι 27


რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ ი მე­დია მე­ნე­ჯე­რებს
იმის­თ­ვის, რომ მე­დია ეფექ­ტი­ა­ნად ებ­რძ ­ ო­ლოს ჰო­მო­ფო­ბი­ას, სი­
ძულ­ვილს, სა­ჭი­რო­ა, არამ­ხო­ლოდ, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ცოდ­ნა და სურ­
ვი­ლი, არა­მედ, მე­დია მე­ნე­ჯე­რე­ბის ნე­ბაც. გარ­და იმი­სა, რომ იმ
ადა­მი­ა­ნე­ბის გა­შუ­ქე­ბა, ვი­სი უფ­ლე­ბე­ბიც ხში­რად ილა­ხე­ბა, მე­დი­ის
რო­ლი­ა, გახ­სოვ­დეთ, რომ ეს არც წამ­გე­ბი­ა­ნია – ლგბტქი ადა­მი­ან ­ ე­
ბი ასე­ვე არი­ან მე­დი­ის მომ­ხ­მა­რებ­ლე­ბი.

გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე რე­კო­მენ­და­ცი­ას, რო­მელ­თა გათ­ვა­ლის­წი­ნე­


ბა და­გეხ­მა­რე­ბათ, რომ მე­დია იყოს უფ­რო მგრძნო­ბი­არ ­ ე ლგბტქი
სა­კითხე­ბის მი­მართ:

ს  ამ­სა­ხურ­ში შე­თან­ხ­მ­დით ჰო­მო­ფო­ბი­ის მი­უ­ღებ­ლო­ბა­ზე, რაც და­


გეხ­მა­რე­ბათ არამ­ხო­ლოდ უფ­რო მგრძნო­ბი­ა­რე რე­პორ­ტა­ჟე­ბის
მომ­ზა­დე­ბა­ში, არა­მედ ჯან­სა­ღი გა­რე­მოს შექ­მნ ­ ა­ში;
 ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თ­ვის ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბეთ ნა­თე­ლი სა­ხელ­მძ ­ ღ­ვა­ნე­ლო
პრინ­ცი­პე­ბი მგრძნო­ბი­ა­რე ენის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე. და­ნერ­გეთ თვით­
რე­გუ­ლი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბი;
 და­ა­საქ­მეთ ლგბტქი ადა­მი­ა­ნე­ბი. და­უშ­ვე­ბე­ლია დის­კ­რი­მი­ნა­ცია და­საქ­
მე­ბი­სა თუ მუ­შა­ო­ბის ეტაპ­ზე. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს თით­ქოს „უწყინარი“
ხუმ­რო­ბე­ბიც კი, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს დის­კომ­ფორტს აგ­რ­ძ­ნო­ბი­ნებს,
რად­გან შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს მტკივ­ნე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბე­ბი;
 უმ­ჯო­ბე­სი­ა, ლგბტქი სა­კითხებ­ზე მუ­შა­ობ­დეს ერ­თი ან რამ­დე­ნი­მე
ჟურ­ნა­ლის­ტი, რო­მელ­საც აქვს შე­სა­ბა­მი­სი ცოდ­ნა, თუმ­ცა სა­სურ­ვე­
ლი­ა, რომ ეს ცოდ­ნა ჰქონ­დეს ნი­უს­რუმ­ში ყვე­ლას, რად­გან ეს არ
არის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სპე­ცი­ფი­კუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ა, რო­მე­ლიც
მხო­ლოდ მცი­რე ჯგუფს ეხე­ბა. ჟურ­ნა­ლის­ტებს მი­ე­ცით დრო და მო­
ტი­ვა­ცი­ა, და­ეს­წ­რონ შე­სა­ბა­მის ტრე­ნინ­გებს, რომ­ლებ­საც უფ­ლე­ბა­
დამ­ც­ვე­ლე­ბი ხში­რად ატა­რე­ბენ;
 ძა­ლა­დო­ბა ან ტრავ­მა გა­მოვ­ლილ ადა­მი­ან­თან ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­
რამ­დე ჟურ­ნა­ლის­ტი უზ­რუნ­ველ­ყა­ვით და­მა­ტე­ბი­თი ტრე­ნინ­გე­ბით
და რე­სურ­სე­ბით.

28 Ι ლგბტქი საკითხების გაშუქება — მედიის სახელმძღვანელო


შე­ჯა­მე­ბა
რო­გორც უკ­ვე აღი­ნიშ­ნა, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი­ა, ლგბტქი თე­მა­ზე მა­სა­
ლის მომ­ზა­დე­ბამ­დე ჟურ­ნა­ლის­ტი გა­ეც­ნოს ინ­ფორ­მა­ცი­ას, შე­სა­ბა­მი­
სად მო­ემ­ზა­დოს და მხო­ლოდ შემ­დეგ და­იწყოს მუ­შა­ო­ბა კონ­კ­რე­ტულ
რე­პორ­ტაჟ­ზე. არსებობს არაერთი სახელმძღვანელო, რომელთა
დახმარებით უკე­თე­სი ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი პრო­დუქ­ტის მომ­ზა­დე­ბას შეძ­
ლებთ. გარ­და ამი­სა, გახ­სოვ­დეთ, რომ დახ­მა­რე­ბა­ზე უარს არ გეტყ­
ვი­ან შე­სა­ბა­მი­სი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ
­ ი, სა­ხალ­ხო დამ­ც­
ვე­ლი და ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ეთი­კის ქარ­ტი­ა.

და ბო­ლოს, ადა­მი­ა­ნე­ბი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბი ვართ, შე­სა­ბა­მი­სად,


ჟურ­ნა­ლის­ტი­კაც მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და მრა­ვალ­შ­რი­ან ­ ი­ა, ამი­ტომ,
შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­კითხი, რო­მელ­საც სა­ხელ­მძ ­ ღ­ვა­ნე­ლო­ში ვერ
იპო­ვით. ხან­და­ხან პი­როვ­ნულ­მა ეთი­კა­მაც უნ­და გვი­კარ­ნა­ხოს, რა
შე­იძ­ლე­ბა იყოს სწო­რი და არას­წო­რი. თუ კონ­კრ ­ ე­ტულ მა­სა­ლა­ზე
მუ­შა­ო­ბი­სას გაქვთ დის­კომ­ფორ­ტი, თუმ­ცა მი­ზეზს ამ ან სხვა სა­ხელ­
მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში ვერ პო­უ­ლობთ, მიჰ­ყე­ვით ში­ნა­გან ხმას, გა­ნი­ხი­ლეთ
ეს სა­კითხი კო­ლე­გებ­თან, კომ­პე­ტენ­ტურ ადა­მი­ა­ნებ­თან და დარ­წ­მუნ­
დით, რომ სწორ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას იღებთ.

ლგბტქი საკითხების გაშუქება — მედიის სახელმძღვანელო Ι 29


გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა
სი­ძულ­ვი­ლის ენას­თან ბრძო­ლა – სა­ხელ­მძ­ ღ­ვა­ნე­ლო წე­სე­ბი მე­დი­ის­
თ­ვის, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ეთი­კის ქარ­ტია

ტრან­ს­გენ­დერ ადა­მი­ან
­ ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი თე­მის გა­შუ­ქე­ბა, სა­
ქარ­თ­ვე­ლოს ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ეთი­კის ქარ­ტია

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ეთი­კის ქარ­ტი­ის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი

Guidelines for Journalists, ILGA Europe

GLAAD Media Reference Guide – 11th Edition

MEAA Guidelines for Reporting on LGBTQIA+ Issues

Media, Entertainment & Arts Alliance Guidelines for Reporting on


LGBTQIA+ Issues, MEAA

ლგბტქ სა­კითხე­ბის გა­შუ­ქე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბი და


პრაქ­ტი­კა, თა­ნას­წო­რო­ბის მოძ­რა­ობ
­ა

30 Ι ლგბტქი საკითხების გაშუქება — მედიის სახელმძღვანელო

You might also like