You are on page 1of 4

Table of Contents

შესავალი 1
რეგიონალიზმი 1
უნიტარიზმი 2
შეჯამება 3

რეგიონალიზმი და უნიტარიზმი

გვანცა ვარდიაშვილი
საზღვარგარეთის ქვეყნების კონსტიტუციური სამართალი  
შესავალი
სახელმწიფოების ტერიტორიული მოწყობის მოდელები ამ ტერმინის ქვეშ
იგულისხმება სახელმწიფო ხელისუფლების ტერიტორიულ-ადმინისტრაციული
ორგანიზება, სახელმწიფოს შემადგენელ ნაწილებს, ცენტრალურ და
ადგილობრივ ორგანოებს შორის ურთიერთობა. ქვეყნის მართვის ეფექტურობა
დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ არის ის დაყოფილი ადმინისტრაციულ-
ტერიტორიულ ერთეულებად. ტერიტორიული მოწყობის რამდენიმე ფორმა
არსებობს: ფედერაციული, უნიტარული, რეგიონალური, კონფედერაციული.
მოცემულ რეფერატში განვიხილავ შემდეგ ორს : რეგიონალიზმი და უნიტარიზმი
    

რეგიონალიზმი
    რეგიონალისტურ მოდელში უფლებამოსილება ცენტრალურ ხელისუფლებასა
და ტერიტორიულ ერთეულებს შორის განაწილებულია კონსტიტუციით.
ამავდროულად რეგიონალიზმი ტერიტორიული ორგანიზაციის უნიტარულ და
ფედერაციულ სისტემებს შორის შუალედური, საკმაოდ თვითმყოფადი ფორმაა. 
რეგიონალიზმის, როგორც სახელმწიფოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული
მოწყობის იდეა, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში ვითარდება, რაც
იმთავითვე უნიტარულ სახელმწიფოებში მკაცრი დეცენტრალიზაციის აღიარებას
მოასწავებდა.
   რეგიონალიზმი, როგორც პროცესი, გულისხმობს არაფორმალური კავშირებისა
და ურთიერთქმედების გაზრდას. იგი უპირველესად ეკონომიკური აქტიურობიდან
გამომდინარეობს, მაგრამ ასევე მოიცავს სოციალურ და პოლიტიკურ
ურთიერთკავშირს. რეგიონული ცნობიერება და იდენტურობა, როდესაც
ისტორიული, კულტურული და სოციალური ტრადიციების თანხვედრა
თვალსაჩინოს ხდის გარკვეული საზოგადოებისადმი კუთვნილების
გრძნობას.  რეგიონალიზმის პირობებში სახელმწიფოს ყველა
ადმინისტრაციულტერიტორიულ ერთეულს, რეგიონებს ეძლევა გარკვეული
დოზით დამოუკიდებლობა. ასევე განესაზღვრებათ კომპეტენციები, რომლის
ძალითაც შეძლებენ, ცენტრისგან დამოუკიდებლად მოაგვარონ შიდა საქმეები.
მაგრამ რეგიონების ეს უფლებამოსილებები არ არის ფედერაციის სუბიექტების
უფლებამოსილებების მსგავსი. ამ მოდელის მთავარი მექანიზმი არის ის რომ, იგი
უშვებს შესაძლებლობას ზოგიერთ რეგიონს სხვა ტერიტორიულ ერთეულებთან
შედარებით მიენიჭოს მეტი უფლებები გამონაკლისის სახით. 
  რეგიონალიზმი შეხედულებებისა და იდეების კომპლექსია, რომელიც
მოსახლეობას შიდა სახელმწიფოებრივ ან საერთაშორისო დონეზე არსებული
რეგიონის მიმართ აქვს. რეგიონები, ძირითადად, გეოგრაფიული სიახლოვისა და
სოციალური ერთგვარობის პრინციპებით განისაზღვრება. სახელმწიფოთა შიგნით
რეგიონალიზმის იდეა ხშირად ეთნიკურ სეპარატიზმსა და რეგიონის
დამოუკიდებლობის ან მეტი ავტონომიის მოთხოვნებს უკავშირდება.
საერთაშორისო დონეზე რეგიონალიზმი ეკონომიკური ეფექტურობის ზრდასთან
და საერთო უსაფრთხოების მოთხოვნილებებთან ასოცირდება. რეგიონალიზმის
ინსტიტუციური განხორციელების მაგალითებია ალიანსები, საერთო ბაზრები და
თავისუფალი ვაჭრობის ზონები. რეგიონალიზმის ზრდა მსოფლიოში, ერთი მხრივ,
სახელმწიფოს სუვერენიტეტის შემცირებას იწვევს, მეორე მხრივ კი
უსაფრთხოების, ეკონომიკის, გარემოს დაცვისა და სხვა დარგებში უნივერსალური
ინსტიტუტების ჩამოყალიბებას უშლის ხელს. რეგიონალიზმი, როგორც
ტერიტორიული მოწყობის ფორმა, კონკურენტუნარიანია, რადგან ის აერთიანებს
იმ ძირითად მექანიზმებს, რომელსაც ვხვდებით უნიტარიზმსა და ფედერალიზმში
თანამედროვე, ცნობილი რეგიონალისტური ქვეყნებია: ესპანეთი და იტალია.
    უნიტარიზმი
უნიტარიზმი სიტყვა სიტყვით აღნიშნავს მოძრაობას, რომელსაც მივყავართ
ერთიანობისკენ.
უნიტარული სახელმწიფო დაყოფილია და შედგება მხოლოდ ადმინისტრაციული
ან პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ერთეულებისაგან, რომლებიც უშუალოდ
ემორჩილებიან ცენტრალურ ხელისუფლებას და, რომლებსაც არ აქვს
სახელმწიფოებრიობის რაიმე ნიშანი. ყველა ერთეულს აქვს თანაბარი
იურიდიული სტატუსი და მათი ორგანოები წარმოადგენს მთელი სახელმწიფო
აპარატის სტრუქტურულ ნაწილს. მათ არ აქვთ საკუთარი კონსტიტუცია,
კანონმდებლობა, ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლესი ორგანოები. 
უნიტარული სახელმწიფოს ფორმა ხელს უწყობს ცენტრის ხელში რესურსების
სრულ კონცენტრაციას, რომელიც მიმართული უნდა იყოს ქვეყნის რაც შეიძლება
დაჩქარებულ ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებაზე, ერთიანი ერის
ფორმირებაზე. ეს მოსაზრება ამ ტიპის მოწყობის დადებით ასპექტად ითვლება.
  თანამედროვე მსოფლიოში იგი ძალზე გავრცელებული, სახელმწიფოს
კონსტიტუციონალური მოწყობაა, რომლის დროსაც ცენტრალურ ხელისუფლებას
არ აქვს ავტონომიური პოლიტიკური ძალის მქონე სახელისუფლებო
ქვედანაყოფები. ეს ნიშანი უნიტარული ქვეყნისათვის განმსაზღვრელია, რადგან
ფედერალიზმის სხვა ისეთი დამახასიათებელი თვისებები, როგორიცაა
კონსტიტუციის ან უზენაესი ან კონსტიტუციური სასამართლოს არსებობა სავსებით
შესაძლებელია უნიტარული მოწყობის სახელმწიფოშიც.
  უნიტარულად მიიჩნევა სახელმწიფო, როცა მისი შემადგენელი ნაწილების
უმრავლესობას არ გააჩნია სახელმწიფოებრივი სტატუსი. უნიტარულ
სახელმწიფოში შესაძლებელია შედიოდეს ცალკეული ავტონომიური
ნაციონალურ-სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი.  
  ტერიტორიული მოწყობის ამ მოდელს რამდენიმე დამახასიათებელი თვისება
აქვს, რომელიც გარანტირებულად უზრუნველყოფს სახელმწიფოს ერთიანობის
იდეის რეალიზებას, ესენია:  ერთიანი მოქალაქეობა, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე
ერთიანი კონსტიტუციის და კანონმდებლობის მოქმედება, სამართლის ერთიანი
სისტემა; მართლმსაჯულების განხორციელება ცენტრალიზებული სასამართლო
სისტემის მიერ განარჩევენ ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული სახის
უნიტარულ სახელმწიფოს. პირველ მათგანს მიეკუთვნება სახელმწიფო, რომლის
რეგიონალური ორგანოები იმართებიან ცენტრის მიერ დანიშნული თანამდებობის
პირების მიერ (ნიდერლანდი, ყაზახეთი, უზბეკეთი). დეცენტრალიზებულ
სახელმწიფოში ადგილობრივი ორგანოები ფორმირდება ცენტრალური
ორგანოებისგან დამოუკიდებლად (დიდი ბრიტანეთისა და ჩრდ. ირლანდიის და
ა.შ)
უნიტარული სახელმწიფოებია ისლანდია, შვედეთი, ფინეთი და სხვა.
     შეჯამება
უნიტარული სახელმწიფო ერთიანი, განუყოფელი სახელმწიფოა, სადაც ერთიანი
პოლიტიკური ხელისუფლება ხორციელდება და რომელიც ერთადერთი
უმაღლესი ხელისუფლებაა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ასეთ ქვეყნებში მოქმედებს
საერთო კონსტიტუცია და კანონმდებლობა, პოლიტიკური ხელისუფლების
ერთიანი ცენტრალიზებული სისტემა, ადმინისტრაციულ – ტერიტორიულ
ერთეულებს არ გააჩნიათ რაიმე პოლიტიკური დამოუკიდებლობა, ისინი ერთიანი
სამართლებრივი სტატუსით სარგებლობენ და გააჩნიათ თანასწორი
დამოკიდებულება ცენტრალური ორგანოებისადმი.
რაც შეეხება რეგიონალისტურ სახელმწიფოს, აქ შესაძლოა, რომ ცალკეულ
ტერიტორიულ ერთეულებს, სხვებთან შედარებით, განსხვავებული კონსტიუციურ –
სამართლებრივი სტატუსი ჰქონდეთ, ანუ ზოგიერთ ერთეულს, თავისი
სპეციფიკიდან გამომდინარე, შეიძლება უფრო ფართო თვითმმართველობის
უფლება მიეცეს. მათი სპეციფიკა კი ხშირ შემთხვევაში გამოხატულია ეროვნულ,
ეთნიკურ, ისტორიულ და სხვა ფაქტორებში.
თანდაყოლილი უპირატესობა არ არის არც რეგიონალიზმში და არც
უნივერსალიზმში. რა თქმა უნდა, რთული ამოცანაა საუკეთესო პრინციპების
გამოყენება საერთაშორისოში სამართალში, რომელიც ცდილობს იპოვოს ის
დონე, რომელიც სპეციფიკური პრობლემის მოსაგვარებლად შესაფერისია.

You might also like