You are on page 1of 3

ასპინძიდან

გეორგიევსკის
ტრაქტატამდე

1783 წლის 24 ივლისს ციხესიმაგრე გეორგიევსკში


რუსეთსა და საქართველოს შორის დაიდო ტრაქტატი ანუ
სამოკავშირეო ხელშეკრულება . მასში ჩამოყალიბებული
იყო მხარეთა ვალდებულებები ერთმანეთის წინაშე .
ერეკლე მეფეს სჯეროდა , რომ რუსეთის ინტერესები
კავკასიაში , საქართვე-ლოს ინტერესებს ეთანხმებოდა და
ამ ძლიერ ქრისტიანულ სახელმწიფოსთან კავშირით
ქართლ-კახეთი საიმედოდ იქნებოდა დაცული.
ტრაქტატის თანახმად: რუსეთს პოლიტიკური
მფარველობა უნდა გაეწია ქართლ-კახეთის სამეფოსათვის
; ქართლ-კახეთის სამეფო აღიარებდა მხოლოდ რუსეთის
უზენაესობას და უარს ამბობდა სხვა სახელმწიფოებთან
მოკავშირეობაზე; საქართველოში მუდმივად უნდა
მდგარიყო ორი რუსული ბატალიონი ; ქართულ ჯარსაც
უნდა ებრძოლა რუსეთის მტრების წინააღმდეგ. ქართლ
კახეთის სამეფოს სათავეში , ძველებურად ბაგრატიონთა
სამეფო დინასტია უნდა მდგარიყო , მაგრამ მეფობის
კანდიდატი რუსეთის იმპერატორს უნდა დაემტკიცებინა ;
რუსეთი არ უნდა ჩარეულიყო ქართლ-კახეთის საშინაო
საქმეებში; რუსეთის დახმარებით საქართველოს უნდა
დაებრუნებინა მაჰმადიან მეზობელთაგან მიტაცებული
ტერიტორია.
ერეკლე მეფის შემდეგ ტახტზე ავიდა მისი უფროსი ძე ,
გიორგი მეთორმეტე . ამ დროს ნაომარი საქართველო
დაუძლურებული იყო . გიორგიმ ავადმყოფობის გამო
მხოლოდ ორ წელს იმეფა და 1800 წელს გარდაიცვალა.
რუსეთის ხელისუფლებამ ჯერ კიდევ გიორგი
მეფის სიცოცხლეში განიზრახა ქართლ-კახეთის სამფეოს
გაუქმება და მისი რუსეთის იმპერიისთვის მიერთება.მეფის
გარდაცვალებამ დააჩქარა ამ ჩანაფიქრის
განხორციელება.
ყოველი სახელმწიფო დაწესებულების
ხელმძღვანე-ლებად რუსეთიდან გამოგზავნილი
მოხელეები დაინიშნენ. ისინი არ იცნობდნენ ჩვენს
ქვეყანას , წეს-ჩვეულებებს, ქართველი ხალხის ჭირ-ვარამს ,
არ იცოდნენ ქართული ენა. ქართველებსაც არ ესმოდათ
ახლად მოვლენილ მმართველთა ენა.სასამართლო
დაწესებულებებში საჩივრების რუსულ ენაზე შეტანას
ითხოვ-დნენ - მომჩივნებს თავიანთი პრეზენტაცია მათთვის
უცნობ ენაზე უნდა წარნოედგინათ . მოსამართლეებს
განაჩენი ისე გა-მოჰქონდათ , ბოლომდე არ ესმოდათ , რა
საქმეს არჩევდნენ.
ასე დაიწყო რუსული მმართველობა
საქართველოში.

You might also like