You are on page 1of 4

პაპიზმი და საღვთო რომის იმპერია

843 წელს ვერდენის ხელშეკრულებით,ფრანკთა ერთიანი იმპერია სამ სახელმწიფოდ


დაიყო.სამივე სახელმწიფოში მმართველები კარლოს დიდის შთამომავლები იყვნენ. თუმცა
აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფოში შიდა დაპირისპირების შემდეგ,919 წელს ადგილობრივმა
წარჩინებულებმა მეფედ გამოაცხადეს საქსონიის ჰერცოგი ჰაინრიხი I
„ფრინველმჭერი“.ჰაინრიხის მეფედ არჩევის შემდეგ ევროპის რუკაზე გაჩნდა სახელმწიფო
გერმანია „საქსონიური დინასტიით“ სათავეში.

ამ პერიოდში გერმანიის და ევროპის სხვა ქვეყნების ყველაზე საშიში მოწინააღმდეგეები


იყვნენ მომთაბარე უნგრელები.ჰაინრიხმა წარმატებით მოიგერია მათი შემოტევები,მისი
ბრძანებით მთელ ქვეყანაში აიგო პატარა ციხეები-ბურგები,სადაც მომთაბარეთა თარეშის
დროს მოსახლეობა თავს აფარებდა.მისი შვილის ოტო I -დროს შეიქმნა მძიმედ
შეიარაღებული ცხენოსანი ჯარი.X საუკუნის შუა ხანებში მან ლეხის ველზე გაანადგურა
უნგრელთა ჯარები,რის შემდეგაც შეწყდა მათი თავდასხმები ევროპის ქვეყნებზე.

უნგრელებზე გამარჯვების შემდეგ, ოტო I ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი


მმართველი გახდა.მან გადაწყვიტა კარლოს დიდის მსგავსად,ჩასულიყო რომში და
იმპერატორის გვირგვინი დაედგა თავზე.მის განზრახვას ფრანკთა მეფემ ხელი ვერ
შეუშალა,962 წელს ჯარის თანხლებით ოტო I ჩავიდა რომში,სადაც პაპმა ის იმპერატორად
აკურთხა,ასე შეიქმნა ახალი იმპერია,რომელიც მოიცავდა გერმანულ მიწებს და ჩრდილო
იტალიას.გერმანელი მეფეები თავის იმპერიას ჯერ „რომის“ შემდეგ კი, „საღვთო რომის
იმპერიად“ იხსენიებდნენ. 1512 წლიდან 1806 წლამდე კი მას ეწოდებოდა „გერმანელი ერის
საღვთო რომის იმპერია“ .

ოტო I იმპერია არაერთგვაროვანი იყო.X საუკუნეში გერმანისს მცხოვრებლები საკუთარ


ჰერცოგებს უფრო ემორჩილებოდნენ ვიდრე იმპერატორს, ხელისუფლების
განსამტკიცებლად ოტომ დასაყრდენი ჰპოვა ეკლესიაში.მან ეპისკოპოსებს და აბატებს ბევრი
პრივილეგია მისცა და მატერიალურად გააძლიერა ეკლესია.სასულიერო წოდება თავისი
ძალაუფლებით არაფრით ჩამოუვარდებოდა ჰერცოგებსა და გრაფებს.თავად იმპერატორი კი
ადვილად ცვლიდა ეპისკოპოსებს და თავად რომის პაპსაც კი,იმისათვის რომ საეკლესიო
თანამდებობებზე მისი ერთგული ადამიანები ყოფილიყვნენ. მან რომში ეპისკოპოსების
დახმარებით სასამართლო მოუწყო თავისთვის არასასურველ პაპს,რომელსაც უღირსი
საქციელი,ფიცის გათეხა და მკვლელობა დააბრალეს და გადააყენეს, მოგვიანებით ოტომ
პაპად აარჩევინა თავისი ყოფილი მასწავლებელი ჰერბერტი, რომელიც პაპ სილვესტერ II
სახელითაა ცნობილი,ფაქტობრივად ეკლესია იმპერიის მორჩილი იარაღი გახდა.ასეთი
ვითარება ას წელზე მეტხანს გაგრძელდა.

ოტო I ცდილობდა იმპერიის უფრო გაძლიერებას და ახალ ახალი მიწების


შემოერთებას,სამხრეთ იტალია იმხნად ბიზანტიელებს ეჭირათ.ოტო I შეცადა წაერთმია ეს
ტერიტორიები,მაგრამ ბიზანტიელებმა მისი შემოტევები მოიგერიეს.მაშინ მან ფრთხილი
დიპლომატიური ნაბიჯები გადადგა და შეძლო თავისი ვაჟი ბიზანტიის იმპერატორის
ასულზე დაექორწინებინა და ამით საფუძველი მოამზადა მომავალში სამხრეთ იტალიის
დასაპყრობად.

გრიგორ VII და ჰაინრიხ IV

საერო ხელისუფლების ასეთი გაბატონების წინააღმდეგ გამოდიოდნენ ცალკეული


საეკლესიო პირები და მთელი მონასტრებიც კი. მათ შორის გამოირჩეოდა საფრანგეთის
აღმოსავლეთით მდებარე კლიუნის მონასტერი(კლიუნიური მოძრაობა ეწოდა).ამ მონასტრის
ბერები ცნობილნი იყვნენ ცხოვრების მკაცრი წესით და თავიანთ თანამედროვეთა შორის
დიდი პატივისცემით სარგებლობდნენ.ისინი ხმამაღლა ილაშქრებდნენ, ეკლესიის და საერო
ხელისუფლების, მათი აზრით, არაჯანსაღი ურთიერთდამოკიდებულების
წინააღმდეგ.განსაკუთრებით საერო პირების: იმპერატორების,მეფეების ხელში
ინვესტიტურის* ანუ საერო პირების მიერ საეკლესიო პირების დანიშვნის უფლების
გადასვლის გამო.მათი ავტორიტეტი დღითიდღე იზრდებოდა,კლიუნიელი ბერები
ეპისკოპოსები და არქიეპისკოპოსები გახდნენ და თავიანთ ოლქებში წესრიგის აღდგენა
დაიწყეს.ბოლოს ერთ-ერთი მათგანი გრიგორ VII რომის პაპი (1073-1085 წ.წ.)გახდა.

გრიგორ VII ცდილობდა რომ ეპისკოპოსების და აბატების დანიშვნაში საერო პირებს


მონაწილეობა არ მიეთოთ.მან მიაღწია იმას,რომ პაპის არჩევის უფლება ჰქონდათ მხოლოდ
სასულიერო ფენის წარმომადგენლებს-კარდინალებს-პაპის შემდეგ კათოლიკურ ეკლესიაში
ყველაზე გავლენიან პირებს.

უფრო რთული აღმოჩნდა საერო პირების მიერ სასულიერო პირების-ეპისკოპოსების


დანიშვნის უფლების გაუქმება.ამიტომ პაპი განუწყვეტლივ მოითხოვდა ასეთი
ეპისკოპოსების აბატების და მღვდლების გადაყენებას.მან აუკრძალა სამღვდელოებას
ქორწინება-„ცელიბატი“-უცოლობა.კლიუნიელებს მიაჩნდათ, რომ დაქორწინებული
მღვდელი თავის ოჯახზე უფრო იზრუნებდა, ვიდრე საეკლესიო მოვალეობებზე.ამავე დროს
საეკლესიო ქონება გაიზრდებოდა, რადგან გარდაცვლილი საეკლესიო პირის ქონება მის
ოჯახს კი არა, ეკლესიას დარჩებოდა.დიდი ბრძოლა გამოუცხადა სიმონიას-ანუ საეკლესიო
თანამდებობებით ვაჭრობას. გრიგოლVII -ის ყველაზე მნიშვნელოვანი განცხადება, ის
იყო,რომ ძალაუფლება პაპისა,რომელიც თავად პეტრე მოციქულის მემკვიდრე
იყო,ნებისმიერი საერო ხელისუფლების,მათ შორის იმპერატორისაზე მაღლა
იდგა.შემთხვევითი არ იყო,რომ იმპერატორები გვირგვინს თავად რომის პაპისგან იღებდნენ.

ამ დროს „საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი“ იყო ჰაინრიხ IV „ფრანკონიული“


დინასტიის წარმომადგენელი , მას არ მოსწონდა პაპის გადაწყვეტილებები და არ
ემორჩილებოდა მათ. 1075 წელს გრიგორ VII აუკრძალა იმპერატორს საეკლესიო
თანამდებობებზე მისთვის სასურველი პირების დანიშვნა და ზოგიერთი გერმანელი
ეპისკოპოსი გადააყენა.საპასუხოდ ჰაინრიხ IV ქალაქ ვორმსში მოიწვია გერმანელი
სასულიერო პირები და პაპი გრიგორ VII გადაყენებულად გამოაცხადა ,მაშინ პაპმა გრიგორმა
ეკლესიისაგან განკვეთა იმპერატორი(ანათემა) და მისი ვასლები გაანთავისუფლა
იმპერატორის ვალდებულებებისაგან,ამით მაშინვე ისარგებლეს გერმანელმა მთავრებმა და
იმპერატორს აუჯანყდნენ,იმპერატორს სხვა აღარა დარჩენოდა,რომ პაპს დამორჩილებოდა.
იგი მცირე ამალით, ცივ ზამთარში,თოვლში,ფეხშიშველა ეახლა რომის პაპს ჩრდილო
იტალიაში მდებარე კანოსას ციხე-დარბაზში და სამი დღის მანძილზე ითხოვდა
პატიებას.პაპმას მას აპატია.

კანოსაში ჰაინრიხი 1077 წელს ჩავიდა,თუმცა ეს რომის პაპისა და ჰაინრიხის


დაპირისპირების მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა.სულ რამდენიმე წელიწადში ძალთა
თანაფარდობა ევროპაში იმპერატორის სასარგებლოდ შეიცვალა.1084 წელს ჰაინრიხ IV რომი
აიღო და პაპი გრიგორ VII იძულებული გახდა სამხრეთ იტალიაში გაქცეულიყო სადაც
მალევე გარდაიცვალა.

1095 წელს ჯვაროსნული ლაშქრობების დაწყებამ პაპის ხელისუფლების ავტორიტეტი


კვლავ ძალიან გაზარდა.პაპი ევროპიდან მახლობელ აღმოსავლეთში მიმავალი მეფე-
მთავრებისა და რაინდების მეთაურ ძალად იქცა.თუმცა დაპირისპირება იმპერატორებთან
გრძელდებოდა. საბოლოოდ ინვესტიტურის საკითხებზე რომის პაპსა და გერმანიის
იმპერატორებთან გრძელდებოდა.საბოლოოდ ინვესტიტურის საკითხებზე რომის პაპსა და
გერმანიის იმპერატორს ჰაინრიხ V-ს შორის შეთანხმება 1122 წელს „ვორმსის კონკორდატით“
მოხდა(საერო ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის დადებული ხელშეკრულება).პაპი და
იმპერატორი შეთანხმდნენ რომ ინვესტიტურა ორგვარი იქნებოდა:საერო და სასულიერო.
უმაღლეს სიძლიერეს პაპის ხელისუფლებამ ინოკენტი III (1198-1216წ.წ.)დროს
მიაღწია.როდესაც, თავი ქრისტეს ვიკარად - ანუ ქრისტეს მოადგელედ,ნაცვალად
გამოაცხადა.

XIII-XIV ს.ს. უკიდურესად გამწვავდა რომის პაპ ბონიფაციუს VIII-სა და საფრანგეთის მეფე
ფილიპე IV ლამაზს შორის ურთიერთობა.პაპმა აუკრძალა კათოლიკურ სამღვდელოებას
მეფისთვის გადასახადების გადახდა.ფილიპემ მას შეთქმულება მოუწყო და დააპატიმრა,რის
შემდეგაც პაპი მალე გარდაიცვალა.ფილიპე ჩაერია ახალი პაპის არჩევნებში და მისთვის
სასურველი ფრანგი ეპისკოპოსი, პაპ კლემენტ V-ის სახელით ცნობილი აარჩევინა,
რომელმაც პაპის რეზიდენცია საფრანგეთში ქალაქ ავინიონში გადაიტანა, აქედან
მოყოლებული პაპები 70 წლის მანძილზე ქ.ავინიონში იმყოფებოდნენ, რის გამოც ამ პერიოდს
ეწოდა „ავინიონის ტყვეობა“. საფრანგეთში პაპების გადასვლამ ევროპის სახელმწიფოების:
იტალიის,გერმანიის და ინგლისის უკმაყოფილება გამოიწვია, რასაც შედეგად რომში მეორე
პაპის არჩევა მოჰყვა.ორი პაპის არსებობამ საეკლესიო განხეთქილება გამოიწვია დასავლეთ
საქრისტიანოში. განხეთქილების აღმოფხვრის მიზნით,ევროპის ქვეყნების უმრავლესობამ
მიიღო გადაწყვეტილება,რომელის ძალითაც საეკლესიო კრებებს პაპზე მეტ უპირატესობას
ანიჭებდა, ასეთი კრება მოიწვიეს კონსტანცაში** 1414-1418 წლებში, რომელმაც ახალი პაპი
აირჩია და ბოლო მოუღო საეკლესიო განხეთქილებას.ერთიანი კათოლიკური ეკლესიის
ერთადერთი მეთაურის რეზიდენციად კვლავ რომი იქცა.

*ინვესტიტურა-შემოსვა.ბეჭდისა და კვერთხის გადაცემა.

ბეჭედი-ეკლესიასთან ნიშნობის სიმბოლო.

კვერთხი-სამწყსოზე ბატონობის ნიშანი,ნიშანი ძალაუფლებისა


**კონსტანცა-ქალაქი რუმინეთში

You might also like