You are on page 1of 10

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო

უნივერსიტეტის,ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ისტორიის II კურისი


სტუდენტის ბიჭიკო წიქარაძის საპრეზენტაციო ნაშრომი შუა საუკუნეების ისტორია I

ესპანეთი არაბთა მმართველობიდან IX საუკუნემდე

კურსისი ხელმძრვანელი: ნუნუ მიქელაძე

2020-2021
მერვე საუკუნის დასაწყისისათვის ვესტგოთების სამეფოსი დაწყებულმა
ფეოდალიზაციამ გავითარების ახალ საფეხურს მიაღწია. უშუალო მწარმოებელთა
ექსპლუატაციის ზრდამ ესპანეთის გლეხობაში დიდი უკმაყოპილება გამოიწვია, რამაც
უფრო მეტად გააძლიერა კლასობრივი ბრძოლა. ვეტგუთი მეფეები ცდილობდნენ
სამეფო ტახტის მემკვიდრეობით გადაცემის წესის დამკვიდრებას. მათი აზრით, ეს
განამტკიცებდა სამეფო ხელისუფლებას და მის ცენტრალიზირებას შეუწყობდა ხელს,
თუმცა, წარცინებულები ამის წინააღმდეგ გამოდიოდნენ რაც უფრო მეტად ამწვავებდა
შიდა დაძაბულობას ქვეყანაში. ვეტგუთების უკანასკნელი მეფის როდრიგოს გამაფების
დროს ქვეყანაში შინაგანი ვითარება მეტად დაძაბული იყო, ამას დაემატა ისიც, რომ
არაბებმა ესპანეთზე დაწყეს იერიშების მიტანა.
ამ ხანებში არაბთა სახელმწიფოს ტერიტორია ისე გაფარტოვდა რომ
აღმოსავლეთისაკენ ატლანტის ოკიანეს, ხოლო აღმოსავლეთისაკენ ჩინეთსა და
ინდოეთს მიაღწია, მათ სეძლეს ალექსანდრე მაკედონელის იმპერიაზე დიდი
სახელმწიფოს შექმნა. მერვე საუკუნის დამდეგს არაბებმა ჩრდილოეთი აფრიკა
დაიპყრეს, მტელი მავრიტანია, ბერბერთა უამრავი ტომით, არაბთა ბატონობის ქვეშ
მოექცა. ამგვარად, არაბები პირინეის ნახევარკუნძულის უსუალო მეზობლები გახდნენ.
ერთადერთი რაც მათ კონტინენტური ესპანეთთან აშორებთან ვიყრო გიბრალტარის
სრუტე იყო. თუმცა, ისინი გაუმეზობლდენ ესპანეთის კუთვნილ ქალაქებს ჩრდილოეთ
აფრიკის სანაპიროზე, როგორებიც იყო სეუტა და მელილია.

ქ. სეუტას გარნიზონის ხელმძღვანელად იმ დროისთვის დანიშნული იყო ვესტგოთი


გრაფი იულიანე, რომელსაც მეფესთან პირადი მტრობა აკავშირებდა. ამიტომ მან
გადაწყვიტა მეფე როდრიგოზე შურის ძიების საქმეში არაბები გამოეყენებინა და მათი
დახმარება დაიწყო. მან ხალიფას მოადგილესთან მუსა-იბნ-ნუსუირთან დაიწყო
მოლაპარაკებები. არაბთა დაპყრობებს, წინ უძღვოდა დასაპყრობი ადგილის წინასწარი
დაზვერვა. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. 710 წელს მუსამ მცირე ლაშქარი, 400 ქვეითი და
100 ცხენოსანი გააგზავნა ესპანეთის ტერიტორიაზე დასაზვერად. ამ ლაშქრის მეთაურად
დანიშნა აბუ-ზორა-თარიფი, ლაშქარი ესპანეთის მიწებზა იულიანეს მიწოდებული
ხომალდებით გადავიდა. დამხვერავებმა დაარბიეს ქალაქი ალხესირასის მიდამოები და
უკან აფრიკასი დაბრუნდნენ.
უფრო მნისვენელოვანი ლაშქრობა მოეწყო 711 წელს. ამ შემთხვევაში ხელსაყრელი
მომენტი იქნა შერჩეული, მეფე როდრიგოს ესპანეთის ჩრდილოეტიტ მცხოვრები ბასკები
აუჯანყდნენ, მეფე იზულებული გახდა თავისი ამალით მათ დასამორჩილებლად
წასულიყო. მუსამ ამ ხელსაყრელი სიტუაციით ისარგებლა, გამოყო 7000 კაცი, რომელა
მეთაურად ტარიკ-იბნ-ზიადი და გრაფი იულიანე დანიშნა. არაბები გადავიდნენ
ესპანეთის მიწებზე, მათ ერთმანეთის მიყოლებით დაიკავეს გიბრალტარის მთა, ქალაქი
ალხესირასი, ქალაქი კარტეია და გაემართნენ კორდობასაკენ. არაბებმა შეძლებ
ბრძოლაში წარმატების მოპოვება, თუმცა მათი შემდგომი სხვა შეჩერებული იქნა
ადგილობრივი მოსახლეობის მედგარი წინააღმდეგობის შემდეგ.
ამასობაში მეფე როდრიგოს აცნობეს არაბთა შემოჭრის ამბავი და თავისი ლაშქრით
სამხრეთისაკენ გამოემართა. ტარიკმა მუსას დახმარება სთხოვა რადგან როდრგოს
საკმაოდ მრავალრიცხოვანი არმია ჰყავდა. მალე არაბების დამხმარე ზალაც მოვიდა
რომელიც 12000 კაცს არწევდა. გადამწყვეტი ბრძოლა გაიმართდა ხანდას ტბის
სანაპიროებთან 711 წლის 19 ივლისს. ისტორიული წყაროებით ირკვევა, რომ როდრიგოს
გაცილებით მეტი ჯარისკაცი ჰყავდა ვიდრე არაბებს, თუმცა ის დამარცხდა, ეს
გამოწვეული იქნა იმ ფაქტით რომ არმიის ნაწილი მოსყიდული აღმოჩნდა როდრიგოს
მტრების მიერ და მეფე ბრძოლაში მიატოვეს. ამ სამარცხვინო ქმედებაში ისტორიკოსი
ბრალს დებს ეპისკოპოს ოპასს და ვინმე სისბერტს.

1. El rey Don Rodrigo, arengando a sus tropas en la Batalla de la Janda. (მეფე დონ როდრიგო მოუწოდებს თავის მებრძოლებს გამოიჩინონ სიმამაცე ხანდას ბრძოლაში)
დამარცხებული როდრიგო მცირე მხედრობასთან ერთად ჩრდოლოეთში გაიქცა.
არაბემა დაიპყრეს კორდობა, სატახტო ქალაქი ტოლედოც მალე მათ ხელში აღმოჩნდა,
ტოლედო ქვეყნის ცენტრსი მდებარეობდა და მისი დაპყრობით არაბებს შემდგომში
უფრო გაუმარტივდათ დანარჩენი ესპანეთის დამორჩილება. წინაარმდეგობის გაწევა
ყველაზე დიდხანს სევილიამ შეძლო. მისი ალყა რამდენიმე თვე გაგრძელდა. ქყვეყნის
საბოლოოს დაპყრობისათვის საჭირო გახდა დამატებითი ზალების მობილიზება. 712
წელის ზაფხულში 18000 კაცით მუსა ესპანეტსი შევიდა და სევილია აიღო, დაიპყრო
მთელი რიგი ციხესიმაგრეები და მერიდისაკენ გაემართა. ერთი წლის სემდეგ მუსასა და
ტარიკის გაერთიანებული ძალები სეგოიულასთან 1.თანამედროვე სეგოვია ეკვეტნენ ვესტგუთებს.
713 წლის სექტემბერში. როდრიგო ბრძოლაში მოკლეს. ამით დამთავრდა ვესტგოთების
სამეფოს არსებობა. ესპანეთში არაბთა მრავალ საუკუნოვანი ბატონობის ხანა დაიწყო.
არაბებმა ფაქტიურად შეძლეს მთლიანი სამხრეთ და ცენტრალური ესპანეთის
დაკავება, თუმცა გეოგრაფიული მდებარეობის გამო რდილოეთ ესპანეთს ვერ მიაღწიეს,
ამიტომ ასტურია და ბასკეტი დამოუკიდებლები დარჩნენ. მათ არასდროს გამოუცდიათ
არაბთა ბატონობა საკუთარ თავზე. არაბების ახალი სარდლის, ალ-ხურის აგრესია ახლა
გალიისაკენ წარიმართა. დიდი ბრზოლების შემდეგ მათ სეძლეს სამხრეთ გალიის ერთი
ნაწილის დაკავება. მაგრამ 732 წელს პუატიეს ბრზოლაში კარლოს მარტელმა შეძლო
არაბების დამარცხება და მატ სამუდამოდ აიღეს ხელი ევროპის შუაგულსი შეჭრის
მცდელობაზე. 755 წელს, არაბებს შორის შიდა დაპირისპირება დაიწყო, ომიანებსა და
აბასიდებს შორის მიმდინარე სისხლიანი დაპირისპირება აბასიდების გამარჯვებით
დასრულდა. ომიანების დინასტიის თითქმის მთელი წარმომადგენლები დახოცეს,
გარადჩა მხოლოდ ერთი აბდ-არ-რაჰმანი, რომელიც ესპანეთში გაიქცა, ხელთ იგდო
ძალაუფლება და იქ არაბების დამოუკიდებელი ამირა გახდა 756 წელს. ასე ჩაეყარა
საფუძველი ჯერ კორდობას საამიროს, ხოლო შემდეგ, 929 წელს ის გადაიქცა კორდობას
სახალიფოდ. ასე გადაინაცვლა ომიანთა დინასტიამ ესპანეთში.
თავდაპირველად არაბები ქრისტიანი მოსახლეობის მიმართ ერთგვარ
რჯულშემწყნარებლობას იჩენდნენ. მოსახლეობის ძალისმიერი გამაჰმადინაების
პროცესი მოგვიანებით დაიწყო. ამ შემწყნარებლობის მიზეზი ის იყო რომ გადასახად
„ჯიზიას“ მხოლოდ ქრისტიანები იხდიდნენ და რაც უფრ მეტი ქრისტიანი მიიღებდა
ისლამს შემოსავალიც ნაკლები იქნებოდა, ამიტომ ახლადშექმნილ საამიროს ეს
ნამდვილად არ აწყობდა. ადგილობრივი მოსახლეობის ძალდატანებითი
გამაჰმადიანების პროცესი მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც არაარბული წარმოშობის
მაჰმადიანებმა ქრისტიანებთან თანაბრად ჯიზიის გადასახადი გაიღეს. იმ პირებს
რომლების ქრისტიანები იყვნენ და მოგიანებით შეიცვლიდნენ სარმუნოებას
რენეგადებს1,რჯულ შეცვლილი უწოდებდნენ.
როგორც უკვე ავღნიშე არაბებმა თავის დროზე ვერ მოახერხეს ჩრდილოეთ
ესპანეთის დამორჩილება. ამიტომ არაბებს ესპანეთის ტერიტორიაზე არსებულ
ქრისტიანულ სამტავროებთან და სამეფოებთან ბრზოლა კვლავ უხდებოდათ. ამ მხრივ,
უპირველს ყოვლისა, აღსანიშნავი იყო ასტურია. ეს იყო პირველი ქრისტიანული სამეფო
ესპანეტსი რომელიც არაბების შემოსევების შემდეგ მერიდიდან, კასტილიასა და სხვა
ადგილებიდან გაგცეულმა დიდებულებმა დაარსეს, მათი აზრით მთაგორიანი ასტურია
იზლეოდა შესაძლებლობას რომ მოსახლეობა მომზადებულიყო და დარაზმულიყო
არაბების წინააღმდეგ. როდრიგოს გარდაცვალების შემდეგ ქყეყანა უმეფოდ დარჩა,
ამიტომ ახალი სამეფოს მეფედ არჩეული იქნა პელაიო 718-737წწ. 718 წელს მის
წინაარმდეგ არაბებმა გაილაშქრეს, მაგრამ ისინი კოვადონგოს ველზე სასტიკად
დამარცხდენ,ხოლო მათი მეთაური ალკამა ბრძოლაში მოკლეს. ამ გამარჯვების შემდეგ
პელაიოს ხელისუფლება უფრო გაძლიერდა. მას გალისიისა და კანტაბრიის მახლობლად
მცხოვრები გრაფები შემოუერთდნენ. თუმცა პელაიოს ცდები არაბების სხვა
ადგილებიდან განდევნისა, უშედეგოდ დასრულდა. მთელი მერვე სუკუნის მანძილზე
ასტურიის სხვა მეფეებს ბრძოლები აღარ უწარმოებიათ არაბთა წინაარმდეგ, ისინი
მხოლოდ სიდა საქმეებით იყვნენ დაკავებულები.
პელაიოს სიძემ მეფე ალფონსო I-მა739-759წწ. და შემდგომმა მეფეებმა თანდათანობით
შეძლეს ასტურიის ტერიტორიის არაბებთან ბრძოლის წარმოების მეშვეობით. თუმცა
ისინი მაინც ვერ აღწევდნენ რაიმე სერიოზულ წარმატებას. არაგონიის ნაწილი კვლავ
არაბების ბატონობის ქვეშ რჩებოდა. ალფონსოს მეფობის დროს ხდებოდა დაკავებული
მიწების დასახლება და სამეფო საზღვრების განმტკიცება. ასტურიის სამეფოს ვითარება
ნაწილობრის შეიცვალა ალფონსო-II792-842წწ. მმართველობის ხანაში. იგი აქტიურად
აგრძელებდა ბრძოლებს არაბების წინააღმდეგ. არბევდა პორტუგალიის მხარეს,
იტაცებდა ნადავლსა და ტყვეებს,მან შეძლო კასტილიის მცირე ნაწილის შეერთება. იგი
ცდილობდა ძლიერი მოკავშირე ეპოვნა, ამიტომ დიპლომატიურ ურთიერთობას
ამყარებდა კარლოს დიდთან და მის შვილთან ლუდოვიკო ღვთისმოსავთან.
ასტურიის გარდა ესპანეთის ჩრდილოეთ ნაწილში არაბების წინაარმდეგ
ბრზოლისათვის იქმნებოდა ახალი კერები, რომელთა შორის უმთავრესი იყო ნავარა და
არაგონი. X საუკუნის ბოლოს არაგონი ნავარას ნაწილი გახდა, თუმცა 1037 წელს
არაგონი კვლავ დამოუკიდებელ ერთეულად ჩამოყალიბდა. არანაკლებ მნიშვნელოვან
ცენტრად ჩამოყალიბდა „ესპანური მარკა“ საიდანაც ფაქტიურად დაიწყო
„რეკონკისტა“ ბრძოლა არაბების წინააღმდეგ ესპანური მიწებისატვის. კარლოს დიდის მეფობის დროს
ფრანკებმა ბრზოლა დაიწყეს კორდობის საამიროს ჭინააღმდეგ. 785 წელს მატ დაიკავეს
ციხესიმაგრე ხერონა. 801 წელს ბარსელონა, 809 წელს ტარაგონა, ორი წლის შემდეგ კი
ტორტოსა. სწორედ ამ დაგილების დაკავების შემდეგ მატ შექმენს „ესპანური მარკა“.
რომელსაც თავდაპირველად ფრანკები განაგებდნენ, მოგვიანებით მან
დამოუკიდებლობა მოიპოვა.
არაბების ესპანეთში გამოჩენამდე ოფიციალური ენა იყო ლათინურის ესპანური
ვარიანტი,რომელიც მოგვიანებიტ ესპანურ ენად ჩამოუყალიბდა. თუმცა არაბებმა ფეხის
მოკიდებისთანავე საკუთარ ტერიტორიაზე ერთადერთ ენად არაბული გამოაცხადეს.
პირინეის ნახევარკუნძულის დაპყრობისას ქალაქი ტოლედო წარმოადგენდა
ვესტგუტთა სამეფოს დედაქალაქს, ამიტომ მისი დაპყრობით არაბებმა ფაქტიურად
გამარჯვება მიოპოვეს. ქალაქის მოსახლეობას რომაელი ესპანელები და ვესტგოტები
შეადგენდნენ, რომლებიც უბრზოლველად დანებდნენ არაბებს და ქალაქის დიდმა
მოსახლეობამ ისლამი მიიღო. ამიტომ, დამპყრობლებმა ამ ქალაქს მაშინ
დამოუკიდებლობა შეიუნარჩუნეს და მატთან ხელშეკრულება დადეს,რომლის
მიხედვითაც , უმნისვნელო ხარკიტ დაკმაყოფილდნენ. პირველი ხალიფების დროს
ყველა ასეთი ქალაქი თუ ტერიტორია რომელიც არაბებს ნებდებოდა ერთგვარ
დამოუკიდებას და შეღავათებს ინარჩუნედნენ. თუმცა ჰაკამ-I ეს არ მოსწონდა და
ამიტომ გადაწყვიტა ტოლედოს სრული დამორჩილება. ჰაკამმა ტოლედოს მმართველად
ადგილობრივი რენეგადი გააგზავნა, ამიტ მოსახლეობის გულის მოგება სურდა, თუმცა
ამ უკანასკნელმა ყველა ადგილობრივი დიდებული სასახლეში დაიბარა და ერტიანად
ამოხოცა. ამის შემდეგ ქალაქი იზულებული გახდა ამირას დამორჩილებოდა. თუმცა
შვიდი წლის შემდეგ, 829 წელს ქალაქმა კვლავ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და ამირა
აბდ-არ- რაჰმან-II დაშჭირდა მის კვლავ დასამორჩილებლად. ასევე სასტიკად იქნა
ჩახშობილი ის მოძრაობების რომელიც ამირას წინააღმდეგ დაიწყო მერიდასა და
მურსიაში,რაც ამ ადგილებში ხარკის მნიშვნელოვანი ზრდით იყო გამოწვეული.
მიუხედავად იმისა რომ მოსახლეობის ყველა აჯანყება მარცხით სრულდებოდა, ისინი
კვლავ ჯანყდებოდენ მანამ სანამ კორდობის ამირა აბდ-არ-რაჰმან-III არ გახდა.
რომელიც ძალიან ენერგიული, კარგი სამხედრო და მმართველო გამოდგა. მისი
ძირიტადი ყურადღება შეიარაღებული ძალების გაძლიერებას მიექცა. იგი თავიდანვე
აქტიურ საგარეო და საშინაო პოლიტიკას აწარმოებდა. მისი მიზანი იყო მტკიცე
ცენტრალიზებული ხელისუფლების შექმნა. მან ბერბერთა ტავისუფალი ღეიარაღებული
ძალების წინაარმდეგ გაილაშქრა პორტუგალიის სამხრეთ წაწილში, ალიკანტეში,
ვალენსიაში, ბადახოსსა და სხვა ადგილებში. ისინი დაუმორჩილა თავის
ხელისუფლებას და ტოლედოც დაიპყრო. ასეთი წარმატების შემდეგ ამ უკანასკნელმა
ამირას ტიტული საკადრისად აღარ ჩათვალა და თავი ხალიფად გამოაცხადა. იგი
სამეფო ხელისუფლების და ტერიტორიების გაზრდის მიზნით დაუცხრომელ ბრძოლებს
აწარმოებდა ქრისტიანულ ქვეყნებთან. მან შეძლო და დაიპყრო ქალაქი პანპლონაც კი.
სადაც ძალიტ ვერაფერს აწყობდა სიდა საქმეებში ერეოდა და მხარს ისეთ ადამიანებს
უჭერდა რომლებიც გამეფების შემდეგ მისი ვასალნი გახდებოდნენ. მან დაიპყრო მთელი
ჩრდილოეთ აფრიკის საზღვაო ზოლი და ის კორდობის სახალიფოს შემოუერთა, მისი
მმართველების დროს კორდობის სახალიფო იმდენად გაძლიერდა რომ საგარეო
პოლიტიკაში მოწინავე ადგილი დაიკავა. არაბების საზღვაო ფლოტი ხმელთაშუა
ზღვაზე ყველაზე ძლიერი აღმოჩნდა. მან ბალეარის კუნძულებიც დაიკავა და იქ თავისი
ძალაუბლება გაავრცელა.
კორდობას სახალიფომ გავითარების უმაღლეს უმარლეს წერტილს ჰიშამ-II976-1009წწ.
მიაღწია.მისმა სარდალმა ალ-მანსურმა რიგი ახალი ადგილები დაიპყრო და
ქრისტიანული ქვეყნების მმართველები ფატქიურად დაუმორჩილა სახალიფოს.
დამოუკიდებლობა შეინარჩუნა ასტურიისა და გალისიის ზოგიერთმა ნაწილმა.
მიუხედავად ასეთი სიზლიერისა კორდობას სახალფოს სიძლიერე ფეოდალიზაციის
განვიტარებასთან ერთად ნელ-ნელა დაეცა. მასები მკაცრი ექსპლუატაციის შემდეგ
გლეხებისა და ხელოსანთა აჯანყებები იზრდებოდა. ასევე დაიწყო ბრზოლა ბერბერებსა
და არაბებს შორის სამეფო ტახტისათვის.
1031 წელს ტახტიდან ჩამოაგდეს ესპანური ომაიდების დინასტიის
უკანასკნელი წარმომადგენელი ჰიშამ-III. ამგვარად კორდობის საამირო 275 წლიანი
არსებობის შემდეგ დაიშალა. ცაკეულმა მსხვილმა ფეოსალებმა და ქალაქებმა
დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. მატ ქვეყანა პოლიტიკურად დააქუცმაცეს და მრავალი
წვრილი საამირო შექმნეს. მეტერტმეტე საუკუნის მეორე ნახევარისთვის სახალიფოში
უკვე 23 დამოუკიდებელი წვრილი საამირო წარმოიშვა. ტომელთა შორის
უმნიშვნელოვანესი იყო: კორდობას, სევილიის, მალაგის, გრანადის, ალმერიის,
სარაგოსას, ტოლედოს, ბადახოსის, დენიისა და ბალეარის კუნძულების საამიროები.
მათ შორის კი გაჩაღდა განუწყვეტელი ბრზოლა პირველობისათვის.
არაბების წინაარმდეგ ბრზოლა და ესპანური მწებიდან მათი გადევნა ანუ ე.წ.
„რეკონკისტა“ ჯერ კიდევ 718 წელს დაიყო კოვადონგის ბრძოლით. ტუმცა მნიშვნელოვა
წარმატებას მთელი სამი საუკუნის განმავლობაში ვერ მიაღწიეს. ტუმცა 1031 წელს
კორდობას სახალიფოს დაშლასთან ერთად ქრისტიანული სამეფოებისტვის იწყება
ახალი ერა, რომელიც მათ უფრო დიდი შესაძლებლობებს აძლევდა განსხვავებით წიან
ეპოქისგან.
კორდობას სახალიფოს დაშლის შემდეგ კასტილია ცალკე სამეფოდ გამოიყო. მისმა
მეფემ ფერნანდო-I 1035-1065წწ. ისარგებლა შექმნილი სიტუაციით და დაიწყო აქტიური
ბრძოლების წარმოება მეზობელ მუსლიმანურ სამფლობელოებთან. მის სამოქმედო
არპარეზად პირველ რიგსი პორტუგალია გადაიქცა. 1057 წელს მან მიახერხა ქალაქები-
ვიზეუსა და ლამეგოს დაკავება. სემდეგ იერისები მიიტანა არაგონიის მუსლიმურ
სამფლობელოებზე. აქტიური ბრძოლების შემდეგ ბადახოსის, ტოლედოს და სარაგოსად
მუსლიმი მმართველები ფერნანდოს მოხარკეებად გადაიქცნენ. 1063 წელს მის
მოხარკეთ თავი გამოაცხადა სევილიის მმართველმა ალ-მუტადიდმა. არაბთა
სამფლობელოებში დაწყებული შიდა არეულობების პარარელურად კასტილია უფრო
ძლიერდებოდა, ამიტომ მატტვის მოხარკეობა აღარ იყო საკმარისი და სურდათ სრული
მორჩილება, საწირო გახდა კასტილიის სამეფოს გაფარტოვება საამიროების ხარჯზე.
ალფონსო IV-მ1072-1109წწ. დიდზალი ჯარი შეკრიბა და ბრძოლით ქ. ტოლედოს მიადგა. 1085
წელის 25 მაის ესპანელები ტოლედოში შეიჭრნენ და გაანთავისუფლეს არაბთა
ბატონობისაგან. ამ გარემოებამ პოლიტიკური და სამხედრო ვიტარება პირინეის
ნახევარკუნზულზე არსებითად სეცვალა. ტოლედო ამიერიდან რეკონკისტის ძირითად
დასაყრდენად გადაიქცა. კასტილიელებმა ერთმანეთის მიყოლებიტ აიღეს სარაგოსა და
ვალენსია.
ტოლედოს დაცემამ ამირები ძალიან შეაშინა, ისინი ალფონსოს ზავის დადებას
თხოვდნენ. ტუმცა მდგომარეობის გამოსასწორებლად უფრო დიდი ნაბიჯების გადაგმა
იყო საწირო. ამიტომ ბადახოსის, სევილიის, გრანადისა და კორდობას ყადები
დახმარების სატხოვნელად ალმორავიდების ბელად იუსუფთან გაემგზავრნენ.
ალმორავიდები ფეოდალირ ბერბერთა დინასტიას ეწოდებოდა. ალმორავიდების
სამეფო მეტერთმეტე საუკუნეში ჩამოყალიბდა კორდობას სახალიბოს ტერიტორიის
ნაწილზე იბნ-იასინის მეთაურობით მაროკოს სამხრეთ ნაწილში. მოგვიანებით მათ
დაიპყრეს მთელი მაროკო და აჟირის ტერიტორიის ნაწილი. 1086 წლის ოქტომბერში
ესპანელი ამირებით მიწვევითა და დახმარების ტხოვნიტ ისინი ესპანეტში შეიჭრნენ.
სალაკასთან ბადახოსის მახლობლად მატ სადტიკად დაამარცხეს ესპანელები და მთელი
ანდალუსია დაიპყრეს, მაგრამ ამის შემდეგ მათ ხანგრძლივი ბრძოლის წარმოება
დასჭირდათ ქრისტიანებთან.
ამ ბრძოლებში დიდი სიმამაცე გამოიჩინა კასტილიელმა რაინდმა ქალაქი
ბურგოსიდან როდრიგო დიას დე ვივარმა, რომელიც მოგვიანებით ცნობილი გახდა
სიდ კამპეადორის განმათავისუფლებელი სიდი სახელით.
მან არაერთხელ დაამარცხა მავრების შეიარაღებული ძალები. მისი ლაშქარი
ბრძოლების უმეტესობიდან გამარჯვებული ბრუნდებოდა. მისი სახელი
განსაკუთვრებით მას შემდეგ გაიზარდა რაც მისმა არმიამ სასტიკად დაამარცხა
ალმორავიდების ძალები და ესპანელბს ვალენსიის განთავისუფლების საშუალება მისცა.
მოგვიანებით სიდი ვალენსიის სენირო გახდა.

სიდის ძეგლი ქალაქ კორდობაში.

მისი ძეგლები ესპანეთის ყველა

დიდ ქალაქშია,გარდა ამისა

მისი ძეგლები გვხვდება ნიუ-

იორკში, სან დიეგოში.

სან ფრანცი-სკოში, ბუენოს

აირესში.როგორც

სიმამაცის,პატრიოტიზმისა და

მარადიული ხსოვნის სობოლო.


ბიბლიოგრაფია

● შუა საუკუნეების ისტორია I - გ. ტივაძე 1987წ. თბილისი გვ. 251-267

●Historia de la España aslamica. W. Montgomery y Jose Eliaz de Perez. Madrid 2013.


(ისლამური ესპანეთის ისტორია)

●La formacion medieval de España. Territorios, Regiones, Reinos.


Miguel Angel Lidero Quesada. Madrid 2014.
(შუა საუკუნეების ესპანეთის ცორმაცია, ტერიტორიები, რეგიონები, სამეფოები)

●Epocas medieudes, historia de España. Eduardo Monzano. Madrid 2010.


( შუა ეპოქის ესპანეთის ისტორი)

● Historia de Nuevo Reino de Asturia dentro de VIII-XII siglos. José Avelino Gutiérrez González
y Francisco Javier Fernández Conde. Madrid 2007.
( ასტურიის ახალი სამეფოს ისტორია VIII- XII საუკუნეებში)

You might also like