You are on page 1of 11

ძველი პერიოდი

1. პერიოდიზაცია

ისტორიის სწავლებისა და ანალიზის, ისტორიული პროცესების უკეთ გაგების


მიზნით იყენებენ ისტორიის პერიოდიზაციას. მსოფლიოს ისტორიული გეოგრაფიის
კონტექსტში ამას შეიძლება ვუწოდოთ მსოფლიო პოლიტიკური რუკის
ჩამოყალიბების ეტაპები. პერიოდიზაცია საშუალებას გვაძლევს უფრო ადვილად
მოვახდინოთ ორიენტირება ისტორიულ პროცესებში და კონკრეტული მოვლენა
უფრო ფართო კონტექსტში დავინახოთ. ყველაზე მეტად გავრცელებულია მსოფლიო
ისტორიის დაყოფა 4 პერიოდად, რომლებიც დაკავშირებულია კონკრეტულ
ისტორიულ მოვლენებთან:

1. ძველი პერიოდი: ძველი წელთაღრიცხვის III ათასწლეულის დასაწყისიდან,


როდესაც შეიქმდა დამწერლობა და ჩამოყალიბდა პირველი ცივილიზაციები
შუამდინარეთსა და ეგვიპტეში, ახალი წელთაღრიცხვის 476 წლამდე - დასავლეთ
რომის იმპერიის დაცემემდე.

2. შუა საუკუნეები: 476 წლიდან, დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების დაწყებამდე -


1492წ.

3. ახალი პერიოდი: 1492 წლიდან, პირველი მსოფლიო ომის ჩათვლით - 1918წ.

4. უახლესი პერიოდი: 1918 წლიდან, დღემდე.

2. IV-II ათასწლეული (ბრინჯაოს ხანა)

ცივილიზაციას საფუძველი ჩაეყარა შუამდინარეთსა და ეგვიპტეში IV-III


ათასწლეულების მიჯნაზე დიდი მდინარეების - ტიგროსი და ევფრატი
შუამდინარეთში და ნილოსი ეგვიპტეში - ნაპირებზე და მიმდებარე ტერიტორიაზე
არსებულ ნაყოფიერ მიწებზე.

1
2.1. ეგვიპტე

3150 წელს ეგვიპტე გააერთიანა მეფე მენესმა და სათავე დაუდო ფარაონთა პირველ
დინასტიას. მანამდე ეგვიპტე ორ ნაწილად - ზემო (სამხრეთი) და ქვემო
(ჩრდილოეთი) სამეფოებად - იყო დაყოფილი.

ძველი ეგვიპტის ისტორია შედგება რამდენიმე პერიოდისგან:

1) ადრეული სამეფო (3150-2700წწ) - პირველი ლაშქრობები ნუბიაში (ქვეყანა,


რომელიც ესაზღვრებოდა ეგვიპტეს სამხრეთით; დღევანდელი სუდანი), ვითარდება
საერთაშორისო საზღაო ვაჭრობა.

2) ძველი სამეფო (2700-2200წწ) – შემოიერთა სინას ნახევარკუნძული და ლევანტი


(სირია, პალესტინა). იწყება პირამიდების მშენებლობა. პირველი პირამიდა იყო
საფეხუროვანი, რომელიც ააგო ფარაონმა ჯოსერმა (2610წ). ამ პერიოდის ყველაზე
ცნობილი ფარაონები არიან IV დინასტიიდან: ხეოფსი და მისი შვილი ხეფრენი. მათ
ააგეს პირამიდები გიზაში (დღევანდელ ქაიროსთან ახლოს). მათ შორის უდიდესია
ხეოფსის (2560წ, 147მ, ამჟამად 139მ). სფინქსი აიგო 2550-30 წლებში ხეფრენის მეფობის
დროს.

3) პირველი გარდამავალი პერიოდი (2200-2050წწ) – დასუსტდა ცენტრალური


ხელისუფლება. ადმინისტრაციული ოლქების (ნომების) მმართველების ნომარქების
გავლენა გაიზარდა. ქვეყანა დაიშალა.

4) შუა სამეფო (2050-1650) – ქვეყანა გააერთიანა და მისი ძლიერება აღადგინა


მენტუხოტეპმა (XI დინასტია), განსაკუთრებით გაძლიერდა XII დინასტიის
მმართველობის დროს, რომლის წარმომადგენელმა სენუსრეტ III-მ შემოიერთა
ჩრდილოეთ ნუბია - ოქროთი მდიდარი რეგიონი - რამაც კიდევ უფრო გაამდიდრა
ეგვიპტე.

2
5) მეორე გარდამავალი პერიოდი (1650-1550წწ) – ცენტრალური ხელისუფლების
დასუსტებით ისარგებლეს ჰიქსოსებმა - მცირე აზიურმა ტომმა. მათ დაიპყრეს ქვეყანა
და დაამყარეს საუკუნოვანი მმართველობა.

6) ახალი სამეფო (1550-1070წწ) – ჰიქსოსების განდევნის შემდეგ ეგვიპტე


თანდათანობით ყალიბდება საერთაშორისო ძალად, იპყრობს პალესტინას და სირიას
ევფრატამდე. იწყება რკინის დამუშავება, ვითარდება საერთაშორისო ვაჭრობა. ეს
პერიოდია ეგვიპტური ხელოვნებისა და არქიტექტურის მწვერვალი.

ყველაზე ცნობილი დინასტიის (XVIII) ფარაონები არიან:

• ჰატშეფსუტი (1479-1458) – ფარაონი ქალი. განავითარა სავაჭრო კავშირები უცხო


ქვეყნებთან. თუტმოს III-ის დედინაცვალი. თუტმოს III-ის არასრულწლოვანების
გამო იქცა მის თანამმართველად.
• თუტმოს III (1479-1425; „ეგვიპტის ნაპოლეონი“) - იპყრობს პალესტინას და სირიას
ევფრატამდე.
• ეხნატონის (1353-1336) დროს მსოფლიოში პირველად მონოთეისტური
სარწმუნოება (ატონის კულტი) ცხადდება სახელმწიფო რელიგიად. მისი
სიკვდილის შემდეგ ქვეყანა ისევ ტრადიციულ მრავალღმერთიანობას
(პოლითეიზმი) უბრუნდება. მისი მეუღლე იყო სილამაზით გამორჩეული
ნეფერტიტი, რომლის ცნობილი ბიუსტი ინახება ბერლინის მუზეუმში.
• ტუტენჰამონი – (1332-1323) ერთადეთი ფარაონი რომლის აკლდამა
ხელუხლებელი დარჩა. აღმოჩენილი იქნა 1922 წელს თებეში, მეფეთა ველზე.

რამზეს II (XIX დინასტია; 1279-1213) – ძლიერი მხედართმთავარი. წარმატებით


ებრძოდა ხეთებს ლევანტზე კონტროლისთვის. ეს დაპირისპირება იყო
ზესახელმწიფოებს შორის პირველი კონფლიქტი მსოფლიო ისტორიაში. ძველი
ეგვიპტის ისტორიაში ყველაზე ცნობილი ბრძოლა გაიმართა ხეთების წინააღმდეგ
ქალაქ კადეშთან (ლევანტი, 1274წ). ბრძოლას აშკარა გამარჯვებული არ ჰყავდა. მის

3
შედეგად დაიდო ზავი, რომელიც ერთ-ერთი პირველი ცნობილი საერთაშორისო
ხელშეკრულებაა.

XI-ს-ის ბოლოს ქვეყანა ორ სამეფოდ გაიყო. X-ს-ში დაიპყრეს ლიბიელებმა, ხოლო VII-ს-
ში ასურელებმა. ასურეთის მმართველობა დიდ ხანს არ გაგრძელებულა
(დაახლოებით 15 წელი), ეგვიპტელებმა შეძლეს მათი განდევნა და ქვეყანა დროებით
გაძლიერდა, თუმცა 525 წელს ეგვიპტე დაიპყრო აქემენიდურმა სპარსეთმა და ორი
საუკუნე მართავდა მას.

ეგვიპტის ყველაზე ცნობილი არქიტექტურული ძეგლებია: გიზის პირამიდები, აბუ


სიმბელის ტაძარი (XIIIს), ლუქსორის ტაძარი (ახალი სამეფო), კარნაკის სატაძრო
კომპლექსი (ახალი სამეფო).

2.2. შუამდინარეთი და ლევანტი

შუამდინარეთის ცივილიზაციას საფუძველი ჩაუყარეს შუმერებმა. ისინი ამ რეგიონში


ჩასახლდნენ IV ათასწლეულის შუაში. შუამდინარეთის კულტურა ძირითადად
დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე მდებარეობდა და მოიცავდა ორი მდინარის -
ტიგროსისა და ევფრატის შორის მდებარე მიწებს (ამ ტერიტორის ასევე ეწოდება
ნოყიერი ნახევარმთვარე). შედგებოდა მრავალი ქალაქ-სახელმწიფოსგან (ური,
ურუქი, ლაგაში, უმა, ერიდუ და სხვა). შუმერული ენა არცერთ არსებულ ენას არ
ენათესავება. მათ შექმნეს პირველი დამწერლობა III ათასწლეულის პირველ
ნახევარში, გამოიგონეს ბორბალი, სარწყავი (საირიგაციო) სისტემა, პირველი
სასამართლო და ადმინისტრაციული სისტემები.

შუამდინარეთისა და ლევანტის სამეფოები და ხალხები:

• აქადის იმპერია (XXIV – XXII სს) – დაარსდა სარგონ მეფის მიერ. სარგონი არ იყო
შუმერი, მისი მშობლიური ენა იყო აქადური (სემიტურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება).
სემიტურ ენაზე მოსაუბრე ხალხი შუამდინარეთში მოვიდა შუმერების შემდეგ, III
ათასწლეულის დასაწყისში. სარგონმა პირველმა გააერთიანა შუამდინარეთი. ცენტრი

4
იყო ქალაქი აქადი. იმპერია აერთიანებდა აქადურ და შუმერულ ენაზე მოსაუბრე
ხალხებს. გაანადგურა ირანიდან შემოჭრილმა გუთიების ტომმა.

• XXI ს-ში სამხრეთ შუამდინარეთი გაერთიანდა შუმერ-აქადის სახელმწიფოს მიერ.


ამ პერიოდს ეწოდება „შუმერული რენესანსი“ და ხასიათდება ეკონომიკური და
კულტურული აღმავლობით. ამ დროს სალაპარაკო ენა იყო აქადური, შუმერულს
მხოლოდ ქურუმები იყენებდნენ რიტუალების დროს. ერთი საუკუნის შემდეგ
გაანადგურა ელამის სამეფომ (მდებარეობდა ირანის ტერიტორიაზე).

• ბაბილონის სამეფო – ქალაქი დაარსდა სემიტურ ენაზე მოსაუბრე ხალხის -


ამორეველების მიერ XIX ს-ში. ოფიციალური ენა იყო აქადური. განსაკუთრებით
გაძლიერდა ხამურაბის (XVIII) დროს, რომელმაც შექმნა ერთ-ერთი პირველი კანონთა
კრებული ისტორიაში; XVI ს-ის დასაწყისში ბაბილონი აიღეს ხეთებმა; ამ მოვლენიდან
ნახევარი საუკუნის შემდეგ ბაბილონი დაიპყრეს ზაგროსის მთებიდან (ირანი)
მოსულმა კასიტებმა, რომელთა მმართველობა 500 წელი გაგრძელდა. XII ს-ში დაიპყრო
ელამმა. ნაბუქოდონოსორ I-მა (1124-1103) განდევნა ელემელები და შექმნა ძლიერი
სახელმწიფო.

• მითანი (1600-1200წწ.) – შექმნა ინდოევროპული წარმოშობის ხალხმა ჩრდილოეთ


მესოპოტამიაში. ოფიციალური ენა იყო მკვიდრი მოსახლეობის ხურიტების
სალაპარაკო ენა - ხურიტული1. XIII ს-ში დაიპყრო ასურეთმა.

• ასურეთი – სემიტურ-აქადური სამეფო. შეიქმნა XX-ს-ში, XIII-ს-ში რეგიონის ერთ-


ერთ ძლიერ სახელმწიფოდ ყალიბდება. XII-ს ის ბოლოს დასუსტდა არამეელების
შემოსევების შედეგად. IX საუკუნიდან კვლავ ძლიერდება: იპყრობს ლევანტს,
ბაბილონს, VII-ს-ში ეგვიპტეს. განადგურდა ბაბილონის და მიდიის ალიანსის მიერ 605
წელს.

1
ხურიტული ენა არც ინდოევროპულ და არც სემიტურ ენათა ჯგუფს არ განეკუთვნება. იგი შედის
გამქრალ ხურიტულ-ურარტულ ენათა ჯგუფში. ხურიტული ენა გაქრა II ათასწლეულის ბოლოსთვის,
რასაც ხელი შეუწყო მითანის იმპერიის დაცემამ და მოგვიანებით „ზღვის ხალხების“ შემოსევამ.
ურარტულმა ენამ შეწყვიტა არსებობა VI ს-ში ურარტუს იმპერიის დაცემის შემდეგ.

5
• ხეთების სამეფო – შეიქმნა მცირე აზიის ნახევარკუნძულზე (თურქეთი) XIX
საუკუნეში. პირველი ინდოევროპული სახელმწიფო. XIV-XIII სს-ში იყო მსოფლიოში
უძლიერესი სახელმწიფო ეგვიპტესთან ერთად. გაანადგურეს „ზღვის ხალხებმა“
(სავარაუდოდ სამხრეთ ევროპის რამდენიმე ტომის კავშირი, რომლებმაც XII ს-ის
დასაწყისში გაანადგურეს აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის სანაპიროს ქალაქები;
შეუტიეს ეგვიპტესაც, რომელმაც შეძლო თავდასხმის მოგერიება).

• ამორეველები – სემიტურ ენაზე მოსაუბრე ხალხი. 2000 წლისთვის დაიკავეს


მესოპოტამიის დიდი ნაწილი. დააარსეს ბაბილონი. 2000-1600 წლები ცნობილია,
როგორც ამორიტული პერიოდი მესოპოტამიაში, რომელიც დასრულდა კასიტების
მიერ ბაბილონის აღებით.

• არამეელები – სემიტურ ენაზე მოსაუბრე ხალხი. II ათასწლეულის მეორე


ნახევარში დააარსეს რამდენიმე სახელმწიფო სირიაში, ჩრდილოეთ მესოპოტამიაში.
დაიპყრო ასურეთმა X-ს-ში, რის შემდეგაც ნაწილი გადასახლდა ასურეთსა და
ბაბილონში და შეერწყა ადგილობრივ მოსახლეობას. შედეგად არამეული ენა გახდა
მთავარი სალაპარაკო ენა ლევანტსა და მესოპოტამიაში არაბების გამოჩენამდე ახ.წ.VII
ს-ში.

• ფინიკიელები – სემიტურ ენაზე მოსაუბრე ხალხი. ფინიკიური ცივილიზაცია


ჩამოყალიბდა II ათასწლეულის შუაში ლევანტის ზღვისპირა ქალაქებში. დააარსეს
კოლონიები ხმელთაშუაზღვის სანაპიროებზე, მათ შორის კართაგენი IX ს-ში
(დღევანდელი ტუნისის ტერიტორიაზე), რომელსაც ხანგრძლივი ომები ჰქონდა
რომის რესპუბლიკასთან. ფინიკიური ცივილიზაცია შედგებოდა ქალაქი-
სახელმწიფოებისგან. გამოირჩეოდნენ განვითარებული სავაჭრო ურთიერთობებით.
გამოიგონეს ანბანური დამწერლობა.

• ფილისტიმელები – „ზღვის ხალხების“ კოალიციაში შედიოდნენ. დასახლდნენ


პალესტინის სანაპიროზე XII საუკუნეში. ისრაელის სამეფოს ერთ-ერთი მთავარი

6
მტრები. მათი სახელის მიხედვით ეწოდა რეგიონს პალესტინა. ასიმილირდნენ სხვა
ხალხებში V ს-ში.

• ისრაელის სამეფო – შეიქმნა XI-ს-ში. გამორჩეული მეფეები: საული, დავითი,


სოლომონი. X ს-ის შუაში გაიყო ორ სამეფოდ (ისრაელი და იუდეა). ისრაელი დაიპყრო
ასურეთმა VIII ს-ში, იუდეა და მისი დედაქალაქი იერუსალიმი აიღო ბაბილონის მეფემ
ნაბუქოდონოსორ II-მ 586 წელს და ქალაქის მოსახლეობა გადაასახლა ბაბილონში.

2.3 საბერძნეთი

პირველი ევროპული სახელმწიფოები შეიქმნა კუნძულ კრეტაზე (მინოსური


ცივილიზაცია, XXX – XVI სს) და პელოპონესის ნახევარკუნძულზე (მიკენური
ცივილიზაცია, XVII-XII სს). ბერძნები (ინდოევროპულ ენაზე მოსაუბრე ხალხი) 2100-
2000 წლებში გამოჩნდნენ თანამედროვე საბერძნეთის ტერიტორიაზე, ხოლო XV
საუკუნეში დაიკავეს კრეტა. XII-ს-ში მიკენური ცივილიზაცია განადგურდა
დორიელების შემოსევის შედეგად, რის შემდეგაც საბერძნეთში დაისადგურა „ბნელმა
ხანამ“ (XII-IX სს), რაც ეკონომიკური და კულტურული დაღმასვლის პერიოდით
ხასიათდება (მსგავსად „შუა საუკუნეებისა“ ევროპაში).

3. I ათასწლეული (რკინის ხანა)

• ახალი ბაბილონის სამეფო - ბაბილონი IX საუკუნიდან 300 წლის განმავლობაში


ასურეთის ქვეშევრდომობაშია (ასურეთ-ბაბილონის მონარქია). 605 წელს მიდიასთან
ალიანსში გაანადგურა ასურეთის სამეფო. ძლიერების მწვერვალს მიაღწია
ნაბუქოდონოსორ II-ის 604-562 დროს, იპყრობს ნოყიერი ნახევარმთვარის მთელ
ტერიტორიას. 539 წელს დაიპყრო აქემენიდურმა სპარსეთმა.

• ურარტუ – არსებობდა IX-VI სს-ში თანამედროვე აღმოსავლეთ თურქეთში, ვანის


ტბის გარშემო. ძლიერების პიკს აღწევს მეფეების მენუასა და არგიშთის დროს VIII ს-ის
პირველ ნახევარში. დასუსტდა კიმერიელებისა და სკვითების (ირანული ტომები,

7
მომთაბარეობდნენ დღევანდელი სამხრეთი რუსეთისა და უკრაინის სტეპებზე)
შემოსევების შედეგად. ხშირი ომები ჰქონდა ასურეთთან. დაიპყრო მიდიამ 590 წელს.

• მიდია – ირანულენოვან ტომთა გაერთიანება. შეიქმნა I ათასწლეულის


დასაწყისში. VII ს-ის ბოლოსთვის წინა აზიაში ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოდ
ყალიბდება. 550 წელს დაიპყრო მისმა ყოფილმა ვასალმა სპარსეთმა.

• სპარსეთი – აქემენიდთა დინასტია დააარსა კიროსმა, რომელმაც დაიპყრო მიდია,


ბაბილონი, წინა აზიის და ცენტრალური აზიის დიდი ნაწილი. 525 წელს შეიერთეს
ეგვიპტე. შეიქმნა მანამდე არნახული სიდიდის იმპერია, რომელიც მოიცავდა შემდეგ
ტერიტორიებს: ირანი, მესოპოტამია, ლევანტი, მცირე აზია, ეგვპტე, ავღანეთი, მდ.
ინდის დასავლ. სანაპირო. განადგურდა ალექსანდრე მაკედონელის მიერ 330 წელს.

• საბერძნეთი

VIII ს-დან სწრფად იწყება ბერძნული კულტურის აღორძინება. ამ დროს მოღვაწეობდა


ცნობილი პოეტი ჰომეროსი, რომელმაც დაწერა პოემები: „ილიადა“ - ტროას ომზე და
„ოდისეა“ - ითაკის მითოლოგიურ მეფეზე, ოდისევსზე. იქმნება ქალაქ-
სახელმწიფოები, თავიდან ტირანიული მმართველობის სახით, მოგვიანებით უმეტეს
პოლისებში დემოკრატიული წყობილება მყარდება. მიმდინარეობს ხმელთაშუაზღვის
და შავი ზღვის სანაპიროთა კოლონიზაცია.

წამყვანი ქალაქები იყვნენ ათენი (პირველი დემოკრატიული სახელმწიფო) და სპარტა.


ათენის ყველაზე გამოჩენილი მოღვაწე იყო პერიკლე (მართავდა ათენს 461-429). მისი
მმართველობის დროს ათენი იქცა საბერძნეთის კულტურულ და საგანმანათლებლო
ცენტრად; აიგო ქალაქის ყველაზე გამორჩეული ღირსშესანიშნაობა - პართენონი.

V ს-ის II ნახევარში სპარსეთმა შექმნა მანამდე არნახული სიდიდის იმპერია.


სპარსეთი ვერ ეგუებოდა საბერძნეთის ქალაქი-სახელმწიფოების დამოუკიდებლობას
და ორჯერ სცადა მათი დაპყრობა, თუმცა ორივეჯერ დამარცხდა. პირველად დარიოს
I-მა გაილაშქრა საბერძნეთზე; 490 წელს მარათონის ბრძოლაში ათენმა შეძლო

8
გამარჯვების მოპოვება და სპარსელების განდევნა. 10 წლის შემდეგ დარიოს I-ის
შვილმა ქსერქსემ მოაწყო ლაშქრობა; 480 წელს თერმოპილეს ბრძოლაში 300
სპარტელის წინააღმდეგ (ყველა დაიღუპა) სპარსეთის ჯარმა მძიმე გამარჯვება
მოიპოვა. სპარსეთმა ვერ ისარგებლა ამ გამარჯვებით და დამარცხდა ათენის
ფლოტთან სალამინის საზღვაო ბრძოლაში, ერთი წლის შემდეგ სპარსელები
საბოლოოდ მარცხდებიან და ტოვებენ საბერძნეთს.

V-ს ის II-ნახევარში მიმდინარეობდა პელოპონესის ომები სპარტასა და ათენს შორის,


რომელშიც გაიმარჯვა სპარტამ. ამ ომებმა დაასუსტა ათენი და საბერძნეთის სხვა
ქალაქი-სახელმწიფოები. შედეგად, 337 წლისთვის საბერძნეთს (სპარტის გარდა)
იპყრობს მაკედონიის მეფე ფილიპე II.

• მაკედონიის იმპერია

მაკედონიის სამეფო ძველი საბერძნეთის უკიდურესი ჩრდილოეთით მდებარეობდა


და ყველაზე დაბალი კულტურული განვითარების დონეზე იდგა ძველი
საბერძნეთის სხვა რეგიონებთან შედარებით, თუმცა ძლიერი ჯარი ჰყავდა. ფილიპე
II-ემ შეძლო თითქმის მთელი საბერძნეთის გაერთიანება და გეგმავდა სპარსეთში
გალაშქრებას, მაგრამ 336 წელს იგი მოკლა მისი შვილის ალექსანდრეს მეგობარმა.
თავად ალექსანდრეს მონაწილეობა მკვლელობის დაგეგმვაში არაა
დადასტურებული. მკვლელობის მოტივი იყო ის, რომ ფილიპეს მეორე ცოლისგან
გაუჩნდა ბავშვი და ალექსანდრე აღარ განიხილებოდა როგორც ფილიპეს
უალტერნატივო მემკვიდრე.

ალესანდრე მაკედონელი (356-323წწ.) გამეფდა 336 წელს. 334 წელს დაიწყო სპარსეთის
დაპყრობა, 334-332 წლებში შეიჭრა ანატოლიაში (მცირე აზიის ნახევარკუნძული),
გაანადგურა ფინიკია, დაიპყრო ეგვიპტე, სადაც მას შეხვდნენ, როგორც
განმათავისუფლებელს სპარსელთა ორსაუკუნოვანი უღლისგან და გამოაცადეს
ფარაონად. გავგამელასთან (ერაყი, 331წ) ბრძოლაში დაამარცხა დარიოს III და

9
დაიპყრო სპარსეთი, შუა აზია და ინდოეთი მდ. ინდამდე. მაკედონელის იმპერიამ
სიდიდით გადააჭარბა აქემენიდურ სპარსეთს.

ალექსანდრეს სიკვდილის შემდეგ იმპერია დაინაწილეს ალექსანდრეს


მხედართმთავრებმა: მაკედონია – კასანდრემ, ეგვიპტე – პტოლემემ, თრაკია –
ლისიმაქემ, წინა აზია – სელევკმა.

• პართიის სამეფო - იქმნება III-ს-ის შუაში, II-ს-ში სელევკიდებს წაართვეს


მესოპოტამია და მიდია. აღმოსავლეთით მდ. ინდამდე გაფართოვდნენ. ახ.წ. 224 წელს
პართიის სამეფო შეცვალა სასანიდურმა ირანმა, რომელიც გაანადგურეს არაბებმა VII
ს-ში.

• ეტრუსკები – VIII ს-ში ქმნიან განვითარებულ ცივილიზაციას აპენინის ნ-კ-ზე.


შედგებოდა ქალაქი-სახელმწიფოებისგან. III ს-ში დაიპყრო რომმა. ეტრუსკული ენის
კავშირი სხვა ენებთან გაურკვეველია.

4. ძველი დროის სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიის ცივილიზაციები

• ინდოეთი – III ათასწლეულის დასაწყისში დრავიდების მიერ ჩამოყალიბდა


პირველი ინდური ცივილიზაცია მდ. ინდის აუზში (ჰარაპას კულტურა). განადგურდა
II ათასწლეულში ინდოევროპულ ენაზე მოსაუბრე ტომების, არიელების შემოსევის
შედეგად, რომლებიც ცენტრალურ და ჩრდილოეთ ინდოეთში დასახლდნენ.
ინდოეთში პირველი დიდი სახელმწიფო – მაურიების სამეფო (დააარსა
ჩანდრაგუპტამ IV ს-ში) დაიშალა III-ს-ში, ახ.წ. III ს-ში გუპტების სამეფომ გააერთიანა
ინდოეთის დიდი ნაწილი. გუპტების სამეფომ იარსება VI ს-მდე.

• ჩინეთი – II ათასწლეულის შუაში შეიქმნა პირველი სახელმწიფო. ქვეყანა


პირველად გაერთიანდა და შეიქმნა იმპერია III საუკუნეში ცინ შიხუანდის მეფობის
დროს. მან დაიწყო ჩინეთის დიდი კედლის მშენებლობა. ააგო გრანდიოზული
სამარხი (თიხის მეომრები). ცინ შიხუანდის ამ მასშტაბურმა მშენებლობებმა
გამოიწვია ხალხის გაღატაკება. მშენებლობებზე მძიმე პირობების გამო უამრავი

10
ადამიანი იღუპებოდა. მისი სიკვდილის შემდეგ იმპერიაში იფეთქა აჯანყებამ, რამაც
დინასტიის შეცვლა გამოიწვია. მომდევნო, ხანის დინასტიის მმართველობა 400 წელი
გაგრძელდა და ხასიათდებოდა ქვეყნის ეკონომიკური და კულტურული
აღმავლობით. ამის გამო ჩინელები საკუთარ თავს ხანს (ხანის ხალხს) უწოდებენ.

11

You might also like